Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. ჰო მასეა სადაც გაწყდა ის უნდა გადაბაა მაგრამ რამდენიმე ხვია რომ გამოვტოვო და იქ მივაბა რა მოუვა რო? შეიძლება ამით ცოტა სიმძლავრე დაკარგოს მარა მაგნიტურ ველს ხომ მაინც წარმოქმნის?
  2. აუცილებელია როგორც გაწყდა ისე შეერთდეს? ანუ ერთი გაწყვეტილი რომ გადავაბა სხვა ადგილას ისე რომ წრედი მაინც შეიკრას, იმუშავებს მაინც?
  3. გამარჯობათ, ელექტრო ძრავებს რომ შიგნით სპილენძის ხვიები აქვს, ისინია გაწყვეტილი 3 ცალი. შეიძლება ამ ხვიების შეერთება და ძველებურად მუშაობა? თუ გადასაგდებია? აი მაგალითად ეს ხვიები როგორიც ამ სურათზეა, ასეთი ხვიები რომ გადავჭრა და მერე გადავაბა, ისევ იმუშავებს? ან 3 ცალი როგორ გადავაბა იქნებ თქვენ იცოდეთ?
  4. ახალი სოკეტი როგორც ჩანს დიდი წარმატებით გაიხსნა. ჰაერზე ეგ სიხშირე მემგონი მეტისმეტია...
  5. სამწუხაროდ არაფერი შველის. მეც იგივე შემთხვევა მაქ სამსახურის ნოუთბუქზე. გაწმენდილია, თერმოპასტაც შევცვალე მაგრამ, ზოგადად ნოუთბუქების გაგრილება არის "საცოდაობა" და სხვა არაფერი. მაგ შემთხვევაში ძალიან გრილ ადგილას უნდა გედოს ნოუთბუქი ან სპეციალური დასადგამი უყიდე რომელიც გააგრილებს.
  6. ​რაღაც უნდა შეასწორო, მერე კომენტარში ჩაწერ რა შეასწორე რათა გაუადვილდეს ადმინისტრაციას იპოვოს შენი შესწორებული. არასწორი ინფორმაცია ან ხომ არ გიწერია? მემგონი აქვს წესების განყოფილება, სად როგორ იდება შედეგები მაგ საიტს
  7. პროცესორის ბირთვები რომ არ იქნება პრიორიტეტული ეგ ხომ ნაღდია შეიძლება კიდე გაზარდონ 256MB-მდე L4 ქეში და ცოტა მეხსიერების კონტროლერი გააუმჯობესონ. პროცესორის ბირთვებს 1-4% მოემატება და ახალი თაობაც მზად ექნებათ
  8. ​დღეს მოთხოვნადი არ არის ეგ ნმ-ების შემცირება. არ არის ეს პრიორიტეტული თორემ უკეთესი, ეფექტური და გაუმჯობესებული ყოველთვის და ყველგან საჭიროა. დღეს აუცილებლობას არ წარმოადგენს თორემ, მაგისი ფინანსები არ უჭირს ინტელს. ერთადერთი რისი ამოქაჩვაც ინტელს აუცილებლად სჭირდებოდა ინტეგრირებული GPU იყო, რომელშიც ახალი ტექნოლოგია გამოიყენა, ახალი ქეშ მეხსიერება, რამაც ერთი ნაბიჯით უზარმაზარი შედეგი მიიღო. როგორც ასეთი პროცესორის ბირთვებში ინტელი თავს არ იკლავს, თაობიდან თაობაში ოდნავ ემატება პერფორმანსი. დღეს ვისაც უნდა პატარა ქეისი, microATX დედაპლატა და ეგ პროცესორი, იდეალური ვარიანტია ახალი კომპის ასაწყობად. არანაირი low-end დონის მომაკვდავი ბარათები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ზემდეტი ნაგავია ქეისში და სხვა არაფერი. ამ დონის GPU საკმარისი და ძლიერია იმისათვის რომ მომხარებლების უმრავლესობას გაერთოს ონლაინ თამაშებით და შესაძლებლობის ფარგლებში 30 FPS-ზე ითამაშოს ბევრი თამაში. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ძალიან პატარა თხელ ქეისს mini ITX-ზე მაგალითად Cooler Master Elite 120 შესაბამის მაზერს და Core i7 5775C შესაბამისი ზომის სპეციალურ ქულერით. ძალიან მაგარი გამოვა და ბევრიც ალბათ ესე ააწყობს
  9. სად ეჩქარებათ რო? 14ნმ-დან 10ნმ-ზე გადასვლის რა საჭიროებაა მე ვერ ვხედავ. გილოცავ
  10. ​არა, ამაზონიდან ყველაფერი ძველებრუადაა. უპრობლემოდ უნდა იყიდო ყველაფერი, თუკი ამერიკულ მისამართს უთითებ. შეიძლება რამდენიმე ნივთს თუ ყიდულობ მიყოლებით ცალ-ცალკე, შეიძლება მაგაზე ლიმიტი იყოს. ალიექსპრესზე ეგრეა. დავუშვათ გინდა 10 ცალი ნივთის გამოწერა, ეს 10 ნივთი მოათავსო უნდა კალათაში და ერთი ყიდვით იყიდო. ცალ-ცალკე რომ იყიდო არ გაყიდინებს 2-3 ცდის შემდეგ. ალიექსპრესზე ასეა და ამაზონზეც თუ ასეა არ ვიცი... შენ რა პრობლემა გაქვს, რა მიზეზს გიწერს?
  11. ​მე პირადად ვერ გამოვიწერე newegg-დან, არაფერი პრობლემა არ უნდა იყოს, ამაზონივით მუშაობენ ეგენიც ოღონდ ამერიკული ბარათი გჭირდება რომ იყიდო. ქართულ ბარათს მაინც არ ღებულობენ როგორც ამაზონი. P.S. აქ არიან ისეთები ვინც იწერენ newegg-დან შეძლებენ გამოწერას. II P.S. ვინმე თუ მასწავლით მეც როგორ უნდა მაქედან გამოწერას დიდად მადლობელი დაგრჩებით.
  12. ​ისე ეგ ყველაფერი კი კაი მარა მთავარი გამოგრჩენია, მაგ HBM-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 7 წლის წინ დაიწყეს AMD-ში, ანუ გამოდის იმ დროს როცა NVIDIA-მ 2008 წელს GeForce 9 series გამოუშვა. “We’ve been working on HBM, frankly, for 7 years,” said AMD CTO Mark Papermaster. რაც GCN არქიტექტურა შექმნეს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი. ამ არქიტექტურის ვიდეო ბარათები მხოლოდ თამაშებზე გათვლილი არ არის, ამას ტესტებიც აჩვენებს. AMD-ს 3 თაობით ძველ ბარათსაც კი ზოგიერთ პროგრამაში შეუძლია ის პერფორმანსი მოგცეს რასაც დღეს ფლაგმანი ვიდეო ბარათები გაძლევენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია Sony Vegas-ზე ვიდეოს რენდერი. როგორც ვხედავთ რენდერში ანუ COMPUTE პეფრომანსში 7970 ლიდერთა გვერდით დგას. ეს იმაზე მეტყველებს რომ AMD-ს ვიდეო ბარათი არა მხოლოდ სათამაშოდ, არამედ COMPUTE პერფორმანსით საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე დგას. მიუხედავად AMD-ს 3 თაობით ძველი ბარათისა თუ შედარებას გავაკეთებთ იმ დროინდელი NVIDIA-ს ბარათებთან მიმართებაში, NVIDIA-ს ბარათები მაინცადამინც არ გამოირჩეოდნენ COMPUTE პერფომრანსით, შეიძლება ითქვას NVIDIA-მ უფრო მოუმატა ამ კუთხით პროგრესი ვიდრე AMD-მ, რადგან ყველაზე კარგი შედეგი COMPUTE პერფორმანსში NVIDIA-ს ისტორიაში სწორედ 900 სერიას აქვს, რასაც ვერ ვიტყვი 700 და 600 სერიაზე. AMD-ში კი ასეთი სხვაობა არ არის, იმ დროინდელი 7970-იც კი, დღესაც თავისულად შეიძლება სხვადასხვა საქმიანობისთვის ისეთივე ეფექტურად გამოიყენოს კაცმა როგორც არაერთი ახალი ძვირიანი ფლაგმანი, ამას კი მემგონი ბევრი არც კი აქცევს ყურადღებას. საერთო ჯამში რომ ვთქვათ, სარენდეროდ/OpenCL გამოთვლებში, AMD-ს ვიდეო ბარათები უმეტეს წილად მაინც წინ დგას. AMD ამ კუთხით რომ "მიაწვეს" ინფორმაციის გაშუქებას, უფრო მეტ ვიდეო ბარათს გაყიდდა. ამ კუთხით მგონი არავინ ინტერესდება რატომღაც, არადა ეს ხომ ვიდეო ბარათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია? დანარჩენი აქ დევს http://www.anandtech.com - Compute AMD-მ Fury-ის გამოსვლით შეიძლება ითქვას გარისკა რომ HBM მეხსიერება ჩაუყენა. შეიძლება ითქვას ვაბანკზე წავიდა ფლაგმან ვიდეო ბარათს "უძლიერეს" GPU-თი აღჭურვილს ალიმიტებ 4 GB-მდე, მიუხედავად იმისა რომ თავისუფალდ შეეძლოთ GDDR5-ზე გამოეშვათ და მეხსიერება ექნებოდა 6 GB და 8 GB, თუმცა მაინც მგონია რომ ასეთ რისკზე DX12-ის და MATLE+VULKAN-ის გამო მოიქცნენ. მეხსიერების შეკრებით მოიხსნება 4GB ლიმიტი და ამით გამართლდება HBM-ის გამოყენება crossfire რეჟიმში. AMD-ს მომვალი სერია გამოვა 1,5 წლიწადის მერე და ამასობაში DX12 და VULKAN უკვე ათვისებული იქნება თავისუფლად, სადაც რეალურად გამოვლინდება სათამაშო და სრული COMPUTE პერფომრანსი თანდათანობით, რაც მეცოტავება ნამდვილად DX 11-ზე. ვნახოთ დაველოდოთ მოვლენებს. საჩქარო მგონი არაფერი არაა
  13. ის პირველი პარტია რომელიც გასუხარდა იმათ არ ჰქონდა ეგ ხმა? და AMD უფასოდ ცვლის უკეთესი პომპით. ისევ ქულერ მასტერია ოღონდ პომპაზე ახალი ლოგო დაადეს, მემგონი ისეთი ხმა აღარ ექნება. ეგ ნიუსიც აქ წავიკითხე ვიღაცამ დადო. ჩემი ვარაუდით ფასი/პერფორმანსით Fury უფრო კარგია ვიდრე Fury X. ისე კი Fury-ის ჰაერის გაგრილება რომ მოხსნა და პირდაპირ გადაიტანო Fury X-ზე, 1:1-ში ჩაჯდება თუ ერთნაირი დატოვეს PCB და არაფერი არ შეუცვალეს. ან შეიძლება მერე Fury X-სათვის რომელიმე ფირმამ გამოუშვას ცალკე ჰაერის გაგრილება. პრინციპში ეს საკითხი უფრო მომავლის საქმეა. ჯერ კიდე დარჩა რამდენიმე პროექტი გამოსაშვები. ნანო და კიდე რაღაც კომპი უნდა გამოუშვას. 2 ბირთვიანი ფიჯიც გამოსაშვებია და როგორც იქნება დაიწყებენ DX 12-ზე თამაშებითამაშების გამოშვებას. DX 11 უკვე წარსულია და გეგმაში DX12-ზე + Vulkan ზე მგონი სხვა სიტუაცია იქნება ვიდეო ბარათებში. ძალიან ბევრი სიახლე ემატება და დღევანდელი მდგომარეობით არ ღირს მგონი გადაწყვეტილების მიღება. ჯერ გამოვიდეს დაიტესტოს ბოლომდე, ფასიც ოდნავ შეიცვლება და ვისაც დღეს TOP ბარათები გაქვთ მემგონი საკმარისად გყოფნით ყველანაირ თამაშზე. რამე Low end ბარათის შეცვლა თუ არ გინდა ეხლავე ან პროფესიონალი გეიმერი თუ არ ხარ, მემგონი ჯობია დაელოდო მოვლენების განვითარებას, ვინდოუსები და Direcx-ები ყოველ წელიწადს არ გამოდიან, მითუმეტესად ტოპ ბარათს რომ იყიდი უნდა გეყოს სამომავლოდ და არა დღევანდელი ვითარებით.
  14. საინტერესოა რა ღირს. ერთი მაგის PCB დაგვანახონ რამდენი მეხსირების ჩიპი უკეთია
  15. რაც შეეხება მაგ პრობლემას, ეგ მოგვარებადია. ტყუილად არ დავდე ის რევიუ და კიდევ ერთხელ დავლინკავ (3 დღე ვკითხულობდი და კიდევ ვერ წავიკთხე ბოლომდე ) ძირფესვიანი მიმოხილვაა Fury X-ზე სადაც ყველაფერია განხილული, დადებით მხარე, უარყოფითი მხარე და ა.შ. ტექნოლოგური სიახლეები გაშუქებულია მაქსიმალურად. http://www.anandtech.com/show/9390/the-amd-radeon-r9-fury-x-review აქ წერია რომ ცოტა მოგვიანებით გამოვა სპეციალური ადაპტერებიო DisplayPort-დან HDMI 2.0-ზეო "The good news here is that it will be possible to do active conversion from DisplayPort to HDMI 2.0 later this year, so Fiji is not permanently cut-off from HDMI 2.0, however those adapters aren’t here quite yet" ასევე ეს ფიჯი GPU ყოფილა პირველი AMD-ს ვიდეო ბარათი რომელსაც full hardware HEVC decoding შეუძლია. "Fiji is the first AMD discrete GPU to support full hardware HEVC decoding, coinciding with the launch of that feature on the GCN 1.2-based Carrizo APU as well." აქვს 8 ბიტიანი ფერის მხარდაჭერა, სამწუხაროდ 10 ბიტიანი Fiji-ზე არ არისო A look at DXVA Checker confirms the presence of Main Profile (HEVC_VLD_Main) support, the official designation for 8-bit color support. Main profile is expected to be the most common profile level for HEVC content, so Fiji’s support of just Main profile should cover many use cases. Unfortunately what you won’t find here is Main10 profile support, which is the profile for 10-bit color, and AMD has confirmed that 10-bit color support is not available on Fiji Fury X shows significant performance improvements at all levels, beating not only the Hawaii based R9 290X, but even the Tonga based R9 285. PS. ახალი დრაივერი გამოვიდა AMD Catalyst™ 15.7 Driver http://support.amd.com/en-us/kb-articles/Pages/AMDCatalyst15-7WINReleaseNotes.aspx
  16. ​პირდაპირი კონკურენტები არ არიან, არც ფასით და არც დონით. ჯერ AMD-ს კიდე აქვს გამოსაშვები ბარათები, ამიტომაც სამოდელო რიგი წელს კიდევ უფრო გაიზრდება, შესაბამისად ის რაც წინა სერიაში კონკურენტები იყვნენ, ახალ სერიაში სიტუაცია სხვანაირად იქნება. ეს კი ძირფესვიანი რევიუ, განხილვა იმ სიახლეების რასაც უმრავლესობა რევიუები არ/ვერ აშუქებენ. http://www.anandtech.com/show/9390/the-amd-radeon-r9-fury-x-review ის სიახლეები და პროგრამული გაუმჯობესებები რაც Fury X-შია თავმოყრილი, სწორედ ამ რევიუში ნახავთ
  17. შეიძლება კონდესატორის ბრალია მაზერზე. მგონი დიდი პრობლემა არ უნდა იყოს მაგის გაკეთება
  18. როგორ თუ მხოლოდ L2 ქეშს კითხულობს? შეიძლება უბრალოდ L3 ქეშს არ გიჩვენებს მანდ. CPU-Z-ში ხომ ჩანს და ე.ი. მუშაობს
  19. ესეც ახალი რევიუ CrossFire სკალირებაზე. როგორც ამ რევიუში წერია დრაივერის ვერსიაა 15.15.1004 (ამბობენ ბოლო დრაივერიაო მაგრამ როდის გამოვიდა არ ვიცი) Fury X-ის პერფორმანსი ბენჩებში და თამაშების უმრავლეს შემთხვევაში, 4K გაფართოებაზე სკალირება 100%-ს აღწევს, რაც მემგონი დრაივერების დიდი დამსახურებაა. ასევე ამ რევიუში წარმოდგენილ ყველა თამაშში, Fury X-ის საშუალო FPS, 4K გაფართოებაზე ან მეტია ან თანაბარია TITAN X-თან და 980Ti-თან მიმართებაში. საბოლოო შეფასებით მოკლედ რომ ვთარგმნოთ, 4K-ზე ზოგიერთ თამაშში აქვს VRAM-ის ლიმიტი, თუმცა არა ყველაზეო, ანუ ზოგიერთ თამაშებში 4K-ზე 4GB საკმარისიაო. ამის თქმის საბაბს იძლევა მონიტორინგის საფუძველზე მიღებული შედეგები, როგორც აღნიშნეს. ასევე გეგმავენ სამომავლოდ 12K გაფართოებაზე გატესტონ, თუ რამდენ VRAM-ს მოიხმარენ. შემდეგ დრაივერში შესაძლებელი იქნება კიდევ რამდენიმე თამაშში უფრო უკეთესი რეზულტატის ჩვენებაო. Pros Outstanding performanceSilent operation at low load levelsAlmost 100% scaling in several tests4GB is definitely not a limiting factorCons Drivers proved problematic in some gamesEarly adopter premium http://www.eteknix.com/amd-r9-fury-x-4gb-graphics-card-crossfire-review/
  20. მამადლობ, დავუკავშირდი მაგრამ აღარ ეცალა არაუშავს უკვე სხვას მივუტანე და ხვალ გააკეთებს მგონი. P.S. შეგიძლიათ დახუროთ თემა.
  21. გამარჯობათ საჩქაროდ მინდა კვების ბლოკის შეკეთება, აქ მახსოვს მგონი "ავენგერი" აკეთებდა და ვერაფრით ვერ ვიპოვე ეგ თემა... იქნებ მოდერებო დამეხმაროთ დამილინკოთ ეგ თემა ან მითხრათ ხელსოანი ვინც ერკვევა კვების ბლოკების შეკეთებაში. დღესვე მინდა
  22. AMD-ს რაღაც ნაწილი გაიყიდება მგონი, ანუ რაღაც ნიუსი იყო მგონი 100%-ით გაყიდვა არ იგეგმება. მაგათ აქვს სხვადასხვა სეგმენტი ბაზარზეი, სერვერები, პროცესორები, ვიდეობარათები და ა.შ. გააჩნია რას ფინანსურ მდგომარეობას, მაგაზეა დამოკიდებული რას გაყიდიან, შეიძლება მთლიანად გაიყიდოს, ვნახოთ. გასათვალისწინებელია რომ მხოლოდ ძლიერი ფინანსები არაა მთავარი, მანდ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომელი კომპანია იყიდის და რა ტექნოლოგიას ჩადებს. თუ Microsoft-ი იქნა, მაშინ პროგრამულ მხარეს მოარგებს მაქსიმალურად, თუ სხვა ვინმე იყიდის მაგალითად Samsung-ი, მაშინ უზარმაზარი ტექნოლოგიური მიღწევები რაც Samsungs-ს გააჩნია, იმას ვიხილავთ AMD-ს პროდუქციაში. მოკლედ ეს ყველა ვარიანტში მომხარებელზე აისახება კარგად, თუმცა მოვლენებს დაველოდოთ, იქნებ სულ სხვანაირად ვითარდება სიტაუცია
  23. wan-ში სტატიკური IP გაწერონ. მერე LAN-ზე დინამიური IP-ები დააყენე, კომპიუტერების ip-ებიც. შეინახე, backup გაუკეთე კონფიგს და თუ აირევა კიდე, მარტივად გაუკეთე restore, სილქნეტში დარეკა რომ არ მოგიწიოს.
  24. ნოუთბუქები შემოდის AMD-ს ვიდეო ბარათებით ბოლო ხანს მაგრამ მაინც პროპორციულად nvidia-ს მაინც ჩამორჩება. მშრალ ხიდთან რომ მაღაზიაა, მილენიუმ დისთრიბუშენ ჯორჯია, ეგენი MSI-ის იფიციალური დისტრიბუტორები იყვნენ, ახლაც თუ არიან არ ვიცი მაგრამ მაგათ ჰქონდათ საშუალო და დაბალი დონის AMD-ს ბარათები R7 და R9. მანდაც მგონი აღარააქვთ უკვე. სხვაგან მე არსად მინახავს კიდე ვინმეს შემოჰქონდეს.
  25. ეს მეც მაინტერესებს. ისე მედიკამენტებზე შეზღუდვა ხომ არ არის ზოგადად საბაჟოზე?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.