Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. თუ პროცესორი ნორმალური გაქვს და რაიმე addon-ებით არ არის გადატვირთული, მაშინ პრობლემა არ უნდა გქონდეს...
  2. სადღაც 1 თვეა რაც ვიპოვნე, მაინტერესებდა ესეთი მიკრო PC მქონოდა რაც შეიძლება ძლიერი... თითქმის ყველა ესეთ კომპიუტერს, შედარებით სუსტი SoC-ები აქვთ, ერთადერთი ეს ვნახე სრულიად ახალ ინტელის ბაზაზე. დელის პლანშეტი მაქვს Venue 8 ინტელის Soc-ით Intel Atom Z2580, თითქმის სამი წელია და დღემდე კმაყოფილი ვარ მუშაობით. რავი გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ყიდვის დღიდან, ერთხელაც არ დამირესეტებია პლანშეტი, მიხუედავად იმისა რომ უამრავი app მიყენია... ამიტომაც უფრო ვიხრები ინტელის პროცესორებისკენ.. x5-Z8350 გაცილებით ძლიერი ჩანს, ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია მისი გრაფიკის მახასიათებლები Support: DX*11.1/12, Open GL*4.2, Open CL*1.2 OGL, ES3.0, H.264, HEVC(decode), VP8. ასევე უფრო მეტი ტრანზისტორი ექნება თანაც 14-nm-ზეა, ფართობი 17x17 მმ აქვს, როცა ჩემი 32 nm-იანია და 14x14 mm-ზეა. ორივეს ვირტუალიზაციის მხარდაჭერაც გააჩნია. მოკლედ ინტელის პროცესორები ძალიან მომხიბვლავია ამ ეტაპზე... (სრული შედარება) Desktop PC-ია ფაქტიურად, როგორც იმ ვიდეოში ბოლოს ამბობს. უბრალოდ 100$ თითქოს ცოტათი ძვირია... მაგრამ ამ ეტაპზე მემგონი სხვა ალტერნატივა არ არის... მე პირადად არ შემხვედრია.. ამ კონკრეტულს Soc-ს RAM 2 GB უწერია მაქსიმალური, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს 4 GB როგორ გახადეს, სპეციფიკაშია ესეა 1GB / 2GB / 4GB DDR3L-1600. UP-CHT01-A10-0432 4GB RAM+32GB eMMC UP-CHT01-A10-0464 4GB RAM+64GB eMMC ამ ორი პარტ ნომრიდან ორივეს 4 GB აქვს RAM რაც მემგონი იდეალური ვარიანტია.. აქ არის სრული ტექნიკური შესაძლებლობები Datasheet ისე Display Port როგორ უყენდება მაგას? ჩემ მონიტორს მაინცადამინც HDMI პორტი არააქვს ...
  3. ძალიან კარგია. თუმცა ცოტახნის წინ, კიდე ვიპოვე მსგავსი პროდუქციის მქონე ბრენდი http://www.up-board.org/specifications/ 100$ ღირს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინტელის პროცესორი აქვს. მემგონი ვისაც ცოტა ძლიერი ვერსია ჭირდება, Up-Board კარგი ვარიანტია.
  4. მაგ ციფრულ მიმღებს, მიუერთე ნებისმიერი უბრალო ანტენა, სადღაც 30 ლარად იყიდება, რომელსაც ზედ წერება DVB-T(2) სტანდარტი. მერე ანძა დაანახე და არამგონია დაგჭირდეს უფრო ძვირიანი ანტენები. HD გადმოცემა მგონი მაინც არა გვაქვს, მე საკაბელო მაქვს და რავი... თუ სახლში გინდა დადგა ისე რომ ანძას ვერ ხედავდეს, მაშინ გაუჭირდება იაფიან ანტენას და წყვეტები ექნება... ან შეიძლება საერთოდ არ აჩვენოს, მოკლედ გააჩნია სად ხარ და სად გინდა ანტენინს დადგმა. ანტენის სიგნალის სიძლიერე უნდა ჰქონდეს 70%-ზე მეტი, რომ უწყვეტი გამოსახულება გქონდეს ეკრანზე, მაგაზე ნაკლები თუ ექნა, გამოსახულება დაგტანჯავს ან საერთოდ შეიძლება არც ჰქონდეს...
  5. ეგ თანხის დაბრუნება მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებისთვის, ასევე ამერიკაში ნაყიდ ბარათებს შეეხებაო. ანუ ვინც ეგ ბარათი იყიდა, ამერიკის ფარგლებს გარეთ (ასევე არამერიკულ ონლაინ მაღაზიებში) იმათ არ გაუმართლათ... ყიდვის დამადასტრუებელი საბუთი იქნება ინვოისი რომელიც ყიდვის დროს იძლევიან ხოლმე ონლაინ მაღაზიები, ასევე ნებისმიერი ადგილობრივი მაღაზია... როგორც ოფიციალური Nvidia ამბობს, ეს იყო კომუნიკაციის პრობლემა. ეს არ იყო ძალით განზრახული ან მომხარებლის განგებ შეცდომაში შეყვანა... უბრალოდ ის ტექნიკური მახასიათებელი რაც თავად Nvidia-მ განახორციელა GTX 970-ში, მაკერტოლოგებმა ვერ გაიგეს. ამის გამო არ მოხდა შესაბამისი დახასიათება პროდუქციის ყუთებზე და შესაბამისად ინსტრუქციაში. შესაბამისად მომხარებელს ჰგონია ის რასაც ხედავს. წერია 4 GB ესეიგი აქვს 4 GB... რეალურად, შეიძლება ყველანირი შეცდომა მოხდეს, ეგ კიარა, ნასას შატლი ჩამოვარდა და 970 რა მოსატანია... მაგრამ უბრალოდ ის მაკვირვებს, ვიდრე პროდუქცია რეალიზაციაში ჩაეშვება, ის ყუთები, ის რეკლამირება, ჰუანგმა ვერ ნახა? Nvidia ამბობს მარკეტინგმა ვერ გაუგო ინჟინრებსო... მარკეტულად როგორ აპირებდნენ ამის ახსნას ვერ ვხვდები, ანუ ყუთზე დააწერდნენ 3,5 GB სწრაფი მეხსიერებაა და 0,5 GB ნელიო? აბა სხვანაირად როგორ უნდა დაეწერათ? ასეთს ბარათს მემგონი ძალიან ცოტა იყიდდა და ეს კარგადაც ესმოდათ... მორალი აქედან ისაა რომ, ვერასდროს ვერ გავიგებთ ეს მართლა შეცდომაა თუ განგებ გააკეთეს, ვინ გამოვა და ვინ დაუმტკიცებს ამას? ფაქტები არ არსებობს იმისა რომ ეს განგებ მოხდა თუ უნებლიე შეცდომა იყო. იურიდიულად ყველანაირად მართლები არიან, 4 GB ეწერა და მოგცეს კდიევაც, რამე ხომ არ დაგაკლეს? მაგრამ როგორი 4 GB იყო, ეს მერე უკვე ყველამ გაიგო... ამას მართალია არავინ არ მოელოდა მაგრამ, უბრალოდ იმიჯის და სინდისის საკითხია, სხვა არაფერი. მიუხედავად იმისა რომ Nvidia-მ პირობა დადო, მსგავსი "კომუნიკაციის პრობლემა" არასდროს აღარ განმეორდებაო, 30$-საც ოფიციალურად გაძლევთ, სინდისის და იმიჯის გამოსასყიდათ, მეტი რა რაღა ჰქნას? ეხლა ვნახე ბოლო სიახლე ამის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანიათო. Nvidia offers $30 to GTX 970 customers in class action lawsuit over RAM 30$ ეს არის იმ დროინდელი ფასის სადღაც 9%. თუკი ზარალის ანაზღაურებას გამოთვლიან მეხსიერების მოცულობით, მაშნ გამოდის რომ დანაკლისი მეხსიერება შეადგენს საერთო ჯამის 12,5%-ს რაც 44$ გამოდის. ასევე სასამართლო ხარჯებიშ გადახდა მოუწევს 1,3 $ მილიონი. ვნახოთ რა მოხდება... 30$ დიდი არაფერია მაგრამ 44$-ში უკვე შეიძლება ამაზონზე კაი რაღაცეების ყიდვა
  6. Capsaicin Siggraph 2016 AMD Announces Radeon Pro WX Series With Polaris GPUs – Radeon Pro WX 7100 Leads The Pack With Polaris 10 დაანონსდა ახალი თაობის პროფესინალი ბარათები, ე.წ. FirePro სახელი შეიცვალა და გახდა Radeon PRO WX. ამ ბარათების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, პროფესინალური ბარათები ხელმსიაწვდომ ფასად. მაგალითად არა 3000-5000 დოლარში, არამედ 500-1000 დოლარში. ასევე საინტერესოა Radeon Pro SSG ბარათი, რომელსაც თავად ბარათზე აქვს 1 TB მოცულობის M.2 სისტემის მეხსიერება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაყოვენბას და ზრდის გამტარობის ეფექტურობას, განსხვავებით PCIe სლოტის გავლით, კომპიუტერის ოეპრატიულ მეხსიერებასთან. მისი ფასი იქნება 9999$ ასევე AMD როგორც იქნა გავიდა მოგებაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მართალია მცირედით თუმცა NASDAQ-ზე მისი აქციების ფასი დღითიდღე იზრდება. How AMD CEO Lisa Su Tripled the Chip Maker's Stock in 5 Months
  7. ზუსტად არ მახსოვს თარიღებით მაგრამ, მაქსველში 960-დან ტიტან X-მდე რამხელა პერიოდი იყო? პასკალში უხეშად რომ ვთქვათ 2 თვეში ყველაფერი დაანონსდა და პრაკტიკულად გამოვიდა კიდეც, 1060, 1070, 1080, ახლა უკვე ახალი ტიტანი. კიდევ დარჩა რამე? (1080Ti იგივე ტიტანი 5-10%-ით სუსტი) მე არ მითქვია სცდებოდა, მე ვთქვი, შეეძლო ახალი ტიტანი მერე გამოეშვა რაც ცოტა ძლიერ ბარათებს გამოუშვებდა AMD, მაგრამ სწორად იქცევა Nnvidia იმით რომ, უკონკურენტობა მის წისქვილზე ასხავს წყალს, ანუ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს, ამიტომ რაც მალე გამოუშვებს და შეავსებს ყველა სეგმენტს, სწორი იქნება მათთვის ფინანსურად და ბაზრის წილების გასამყარებლად. ნებისმიერ კლიენტს ექნება საშალება იყიდოს ნებისმიერი დონის ბარათი, უკვე სხვა საკითხია რამდენი გაიყიდება, მთავარია ბაზარზე იარსებობს. ნაადრევად გამოშვების ცუდი მხარე ისაა რომ, კონკურენტს კარგი საშუალება ეძლევა უფრო ძლიერი ბარათი შექმნას, რაც კარგად ნაცადი ხერხია თითქმის ყველა სფეროში. AMD-ს რამდენად გამოუვა ეს არ ვიცი მაგრამ, რომ გამოუვიდეს მერე nvidia-მ ახალი ბარათი უნდა გამოუშვას? თუ 1080Ti-ს სწორედ მაგისთვის იტოვებს?
  8. New NVIDIA TITAN X: The Ultimate. Period. A TITAN for a Titan: NVIDIA CEO Jen-Hsun Huang Presents New TITAN X to Baidu’s Andrew Ng როგორც ჩანს ახალი ტიტანისთვის ჩინეთის ბაზარი იქნება სულ პირველი კლიენტი. ძირითადად ბაიდუს სერვერებისთვის იქნება განკუთვნილი, ხმოვანი ძიების ფუნქციით და ა.შ. რასაც nvidia-ს GPU-ები უზრუნველყოფენ. 2 აგვისტოს გამოდის nvidia-ს თქმით და მისი ფასი იქნება 1200$ USD მხოლოდ პირდაპირ nvidia.com-დან. ასევე მინდა აქვე მოვიყვანო ჩემი 29 მაისის პოსტი (სრულად) მე თუ მკითხავთ 1200 $ ისეთი ფასია რომ, ძალიან ბევრისთვისთვის ამ ფასიანი ბარათი მხოლოდ ოცნებაში თუ დარჩება ხელმისაწვდომი ( განურჩევლად პერმონასისა და ბრენდისა). როგორც ვივარაუდე, ზუსტად ის ფასი დაადეს, თუმცა ვიდრე ფასზე ვინმე რამეს იტყოდეს, თავად Nvidia-ს პასუხია: მემგონი GTX 1080-ს არამგონია გაცდეს Nvidia-ს მომხარებელთა აბსოლიტური უმრავლესობა რაც წესით Nvidia-შიც კარგად ესმით. ამიტომ ტიტანები წესით მცირე რაოდენობით თუ გამოვა, ერთეული ენთუზიასტების სეგმენტის შესავსებათ, რასაც Nvidia-ს ბიუჯეტი აშკაროდ დიდად უწყობს ხელს, ამიტომაც მათ ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისზე მეტი ბიუჯეტი აქვთ, განსხვავებით AMD-ში, როგორც ვხვდები ფინანსები არ ყოფნით რომ ადრე გამოუშვან ახალი თაობის ბარათები ან კიდე შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს. მართალია ერთეული კლიენტები ეყოლება ამას მაგრამ ამ შემთხვევაში Nvidia-ს მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო, მალე გამოშვება ყველა ბარათის, ყველას სეგმენტის შევსება, ვიდრე კონკურენტი ფირმა გამოუშვებდეს ბარათებს. მოკლედ დარჩა 1080 Ti-ს გამოშვება... და პასკალიც ამოიწურება ამით.
  9. New NVIDIA TITAN X: The Ultimate. Period. A TITAN for a Titan: NVIDIA CEO Jen-Hsun Huang Presents New TITAN X to Baidu’s Andrew Ng როგორც ჩანს ახალი ტიტანისთვის ჩინეთის ბაზარი იქნება სულ პირველი კლიენტი. ძირითადად ბაიდუს სერვერებისთვის იქნება განკუთვნილი, ხმოვანი ძიების ფუნქციით და ა.შ. რასაც nvidia-ს GPU-ები უზრუნველყოფენ. 2 აგვისტოს გამოდის nvidia-ს თქმით და მისი ფასი იქნება 1200$ USD მხოლოდ პირდაპირ nvidia.com-დან. ასევე მინდა აქვე მოვიყვანო ჩემი 29 მაისის პოსტი (სრულად) მე თუ მკითხავთ 1200 $ ისეთი ფასია რომ, ძალიან ბევრისთვისთვის ამ ფასიანი ბარათი მხოლოდ ოცნებაში თუ დარჩება ხელმისაწვდომი ( განურჩევლად პერმონასისა და ბრენდისა). როგორც ვივარაუდე, ზუსტად ის ფასი დაადეს, თუმცა ვიდრე ფასზე ვინმე რამეს იტყოდეს, თავად Nvidia-ს პასუხია: მემგონი GTX 1080-ს არამგონია გაცდეს Nvidia-ს მომხარებელთა აბსოლიტური უმრავლესობა რაც წესით Nvidia-შიც კარგად ესმით. ამიტომ ტიტანები წესით მცირე რაოდენობით თუ გამოვა, ერთეული ენთუზიასტების სეგმენტის შესავსებათ, რასაც Nvidia-ს ბიუჯეტი აშკაროდ დიდად უწყობს ხელს, ამიტომაც მათ ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისზე მეტი ბიუჯეტი აქვთ, განსხვავებით AMD-ში, როგორც ვხვდები ფინანსები არ ყოფნით რომ ადრე გამოუშვან ახალი თაობის ბარათები ან კიდე შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს. მართალია ერთეული კლიენტები ეყოლება ამას მაგრამ ამ შემთხვევაში Nvidia-ს მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო, მალე გამოშვება ყველა ბარათის, ყველას სეგმენტის შევსება, ვიდრე კონკურენტი ფირმა გამოუშვებდეს ბარათებს. მოკლედ დარჩა 1080 Ti-ს გამოშვება... და პასკალიც ამოიწურება ამით.
  10. მემგონი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის აპირებენ RX 480-ის არარეფერანსი ვიდეოს გამოშვებას. ასუსი მგონი აგვისტოში უშვებს. როგორც ეწერა, სრულიად მოდიფიცირებული PCB და VRM ექნება. მთელ დატვირთვას 8-pin კვების კონექტორებზე დასვავს, სტაბილური OC-ისთვის. პოლარის 11-ს უშვებენ მობილურ სეგმენტში და ალბათ "არ სცალიათ", რამდენადაც ვიცი, სკოლის დაწყების წინ აპირებენ გამოშვებას, რათა ახალ სასწავლო წელს, ახალი ნოუთბუქები გაყიდონ. ამაზონზე და ნიუეგზე არის back school day-ს ფასდაკლებები ხოლმე და მანდ კარგად იყიდება მობილური სეგმენტი ASUS shows off Radeon RX 480 STRIX and RX 480 DUAL GIGABYTE launches Radeon RX 480 G1 Gaming Series XFX Radeon RX 480 Double Dissipation pictured some more
  11. dx11-შიც მსგავსი ბაგებია ხოლმე მაგრამ მერე ასწორებენ, გარკვეული დროის მერე მოახდენენ სრულ ოპტიმიზაციას, ჯერ ალბათ feedback ჭირდებათ რომ ყველაზე კრიტიკული პრობლემები გამოავლინონ და ისინი გამოასწორონ. ისე RX 480-ს 4 ცალი ACE (async ძრავი) ჰქონია, როცა Fury X აქვს 8 ცალი. როგორც ჩანს ესეც მოქმედებს წარმადობის პროცენტულობაზე.. ლინუსამ დადო პოლარისის პრეზენტაციის ვიდეო, ისე კი ძაან დააგვიანა ატვირთვა, 2 თვის უკან იყო ეს პრეზენტაცია HDR ვიდეო მართლაც სასწაულად აჩვენებს შესაბამის მონიტორებზე. პოლარისს 10 და 12-bit ready მონიტორების მხარდაჭერა გააჩნია რაც ამ პრეზენტაციაზე ვნახე:
  12. doom-ის განხილვაა OpenGL-სა და Vulkan-ს შორის. უფრო დაწვრილებითაა განხილული, სცენების მიხედვით. სულ 3 სცენაა მოყვანილი, სადაც Fury X-ის წარმადობა ვულკანზე, ერთ-ერთ სცენაში 50%-ს აღწევს! ერთადერთი GTX 1080-ს ჩამოუვარდება თუმცა რომ ეჯობნა ეგ უკვე უნამუსობა იქნებოდა ასევე ვულკანზე RX 480-ის საშუალო FPS იგივეა რაც GTX 980. ზოგ სცენაში Nvidia-ს აქვს მატება ვულკანზე, როგორც ვკითხულობდი მაქსველთან შედარებით პასკალში გაუმჯობესებულია "ასინქრონული" (თუკი საერთოდ აქვს) სისტემაო, თუმცა პროცენტულად ძალიან დაბალი მაჩვენებლი აქვს AMD-სთან შედარებით.
  13. 400$-ში Fury x ავიღებდი მე როცა სხვაობა თითქმის ცოტაა ფასში მაგ ფასდაკლებებიდან გამომდინარე. ფლაგმანაი მაინც...
  14. გეიმ დეველოპერებს თუკი კარგი იმიჯი უნდათ და თუკი "მოსყიდულები" არ არიან, ან სხვისი "ბიზნეს ინტერესები" არ უშლის ხელს, წესით დროა ფართოდ გამოიყენონ ის Hardware რაც ფიზიკურად არსებობს. ერთეული თამაშები სამწუხაროდ არაფერს ნიშნავს, ასევე მარტო DX 12-ის იარლიკი არაფერს ნიშნავს, თუკი იმ ჰარდის უპირატესობა არ გამოიყენეს რაც პოტენციურად ვიდეო ბარათს აქვს. უფრო მეტად გეიმ დეველოპერებიაგან უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ მე მგონია ცოტა მოგვიანებით "გამოიღვიძებენ" და შედარებით გაუმჯობესდება თამაშისა და ვიდეო ბარათების სრული პოტენციალის გამოყენება
  15. https://www.techpowerup.com/224095/doom-with-vulkan-renderer-significantly-faster-on-amd-gpus?amp სრული პოტენციალის გამოვლინება. როგორც მოსალოდნელი იყო ის შედეგები მივიღეთ.
  16. დამშვიდდი არ ღირს გაცხარებად ბოლოს უნდა წაიკითხო ხოლმე conclusion... 70 დოლარიანი პროცესორი ის სეგმენტია, რომელსაც სართოდ არ ჭირდება 200-300 დოლარიანი პროცესორებთან ჭიდილი. სკოლები, ოფისები, უამრავი დაწესებულებაა სადაც უბრალოდ ჭირდებათ იაფიანი ტექნიკა. ანუ ამ პროცესორს იყიდის კომპანიები და ფირმები პროექტებისთვის და ასევე ისეთი ხალხი რომელთა დანიშნულება არაა რეკორდების დამყარება. ისევე როგორც ვიღაცას უნდა ძლიერი პერფორმანსი და ყიდულობს 1000 დოლარიან პროცესორს, ვიღაცას შეიძლება უბრალოდ ჭირდება კომპიუტერი რომ ბაბუამისს აჩუქოს და იტნერნეტში შევიდეს რომელსაც 1000$ პროცესორი სართოდ არ ჭირდება. ყოველი სეგმენტის პროცესორები უნდა არსებობდნენ ბაზარზე. მაშინ ინტელიც მოკლავდა სელერონებს და პენტიუმებს და დატოვებდა მხოლოდ i3 პროცესორს. მაგ რევიუს ბოლოს სწორედ ეს წერია.
  17. nvidia-ს ოფიციალური ინფორმაციით მხოლოდ 2 ცალი ბარათის სლი იარსებებს ახალი თაობის HB ბრიჯიებით GTX 1000 სერიაში. თუმცა ენთუზიასტებისთვის გული რომ არ დაეწყვიტა, რომელიც წესით მათი საყვარელი სეგმენტია, 4 way sli-ის შესაძლებლობა მისცა, nvidia-ს საიტზე უნდა შეხვიდე, რაღაც Key უნდა მოგცეს რომ 4 way sli გააკეთო. თუმცა აქ ისმის კითხვა HB ბრიჯით მხოლოდ 2 ცალი ბარათის გადაბმა ხდება, 4 ცალი ბარათი ერთდროულად როგორღა გადაიბმევა? როგორც ჩანს მხოლოდ PCI-E სლოტით, რაც წესით იმას ნიშნავს რომ SLI ბრიჯები მემგონი საერთოდ არ ჭირდება Nvidia-ს თუმცა როგოეც ჩანს ეს მაგათი "ბიზნესია". ახალი HB ბრიჯები 40 დოლარი ღირს და ძველი თაობის ბრიჯების გამოყენება არარეკომენდირებულია, რადგან გამტარობას ამცირებს. ან საერთოდ თუ საშუალებას აძლევს რომ 4 way sli-ის გაკეთდეს მაშინ რატომღა ზღუდავს ზღუდავს 2 ბარათამდე, დაე მისცეს მომხმარებელს და თავად მომხმარებელმა გააკეთოს 2-3 ან 4 way sli.. საინტერესოა საერთოდ რატომ არ ხსნის ბრიჯებს ნვიდია, 1060 კარგი მაგალით იქნება ამის გასაგებად. წესით სლი უნდა შეეძლოს რადგან RX 480-თან კონკურენციაში საჭიროა, მაგრამ მეორეს მხრივ 2 ცალი 1060 სლი 1080-ს თავზე გადაახტება (წინა თაობებზე არაფერს ვამბობ) ყველაფერში და ალბათ ეგ უკვე აღარ აწყობს და ამიტომაც ალბათ არ გაუკეთეს სლი ბრიჯების კონექტორები. თუკი სლი ექნება მაშინ გამოდის რომ ნვიდია სკი ბრიჯებით ფულს აკეთებს სრულიად არაფრისგან ვნახოთ პრინციპში რა იქნება, რაცარუნდა იყოს Full HD მონიტორი დღეს მაინც დეფაქტო სტანდარტია, ამიტომ ყველაზე უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლება ვიდრე ენთუზიასტებს, შესაბამისად მოთხოვნადი ბარათი სწორედ ეს გახდება და არა 1070... ფასი/წარმადობა ყოველთვის დაბალფასიან ან საშუალო სეგმენტის ბარათს აქვს უკეთესი.
  18. თუ თვოთნ მაგათ ფირმას არააქ კვების სისტემები, მაშინ რამე სმარტ UPS დაგჭირდეება თუმცა 24 საათი რამდენად ეყოფა მაგ ყველაფერეს არ ვიცი... გააჩნია რამდენ დენს მოიხმარს ეგ კამერები თავის მოწყობილობებიანად. სმარტ UPS-ები კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა
  19. AMD-ს მფლობელობაში იყო ერთ დროს GLOBALFOUNDRIES ქარხანა და მერე გაყიდა... ცნობისთვის ასევე Qualcomm Snapdragon-ში გამოყენებული Adreno-ს GPU-ები (Radeon-ის სახელის კობინაციაა) ეგეც AMD-მ გაყიდა. AMD-საც შეეძლო TSMC-ისთვის 16nm-ზე შეკვეთის მიცემა, როგორც Nvidia-მ გააკეთა, თუმცა მაინც GLOBALFOUNDRIES-ს დაელოდა რომელსაც თავის მხრივ, პრობლემა ჰქონდა 14 nm-ზე გადასვლასთან დაკავშირებით. 1 თვის დაგვიანებით აღმოფხვრეს პრობლემები და მაგიტომაც გვიან მოუწია AMD-ს ახალი თაობის ადრე გამოშვება.
  20. რაზგონში ჯერ არ გვინახავს, რომელი უფრო კარგად პროგრესირებს. სხვადსხვა არქიტექტურაა, სხვადასხვა თამაშში, ეგ რაზგონი შეიძლება ზოგ თამაშში 3 FPS-ს ნიშნავდეს, ზოგში შეიძლება 10-ს, ისიც გააჩნია გაფართოებას. ზოგი თამაშია სადაც fury x დგას 980-თან. თუ ასეთი თამაშებით განვიხილავთ ვიდეო ბარათებს, მაშინ განვიხილოთ პირიქითაც, სადაც fury x ტიტანს ჯობია... მაგრამ მანდ მთავარი მაინც ფასია, როგორც ვარაუდობენ მაგ ბარათზე 300 $ ეღირებაო. ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული გიღირს თუარა 100$-ით მეტი მაგ 15%-ში.
  21. როგორც ვხედავთ ფაქტი სახეზეა, Nvidia-მ სერიოზული საფრთხე იგრძნო mainstream სეგმენტში. პასკალის გამოსვლიდან თვენახევარში GTX 1060 გამოდის... 15%-ით ჩქარი იქნებაო... წესით არარეფერანსი 480 რომ გამოვა იმათ უკვე ექნებათ 2 ცალი 6 პინიანი +12 ვოლტის კონქტორი, შესაბამისად რაზგონის პოტენციალი გაიზრდება 1,6 Ghz-მდე, ალბათ შეიძლება ცოტა მეტადაც და ეგ +15% ანაზღაურდება. ასუსს და სხვე ბრენდებს უკვე დაანონსებული აქვთ არარეფერანსი 480-ები და ვნახოთ რას შემოგვთავაზებს.
  22. რატომღაც კორსფაირის ტესტები თითქმის ვერ ვნახე, მაინტერესებდა რა შედეგებს დადებდა და საკამოდ საინტერესო შედეგები აჩვენა. AMD Radeon RX 480 Review - Getest met CrossFire, VR, DX12 en overklok სადაც თამაშის ძრავი მეტ ნაკლებად თანაბრად ოპტიმიზებულია როგორც AMD-ს ბარათზე, ასევე Nvidia-ზე (და ამასთანავე კროს/სლის მხარდაჭერა გააჩნია) კროსის სკალირება საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება. თუ არ მივაქცევთ რამდენიმე FPS-ს ყურადღებას, თითქმის RX480-ების კროსი GTX 1080-ს უდრის. რათქმაუნდა გარკვეული დროის მერე დრაივერებით თანდათან უფრო გამოწურავენ უკეთეს შედეგებს. ასევე GTX 960-ების SLI და 380X-ების კროსის შედეგებიც მოყვანილია. მოკლედ ეხლა ჯერი სოფტზეა, რაც მეტი თამაში შეიქმნება DX12-ში, იგივე ვულკანზე, სადაც არ იქნება გამოყენებული DX11-ის ძრავები, წესით უფრო მეტ კონკურენციას ვიხილავთ. ამ თამაშზე მაგალითად The new Gears of War Ultimate Edition is a DX12 disaster, AMD-ს ახალი სერიის ბარათებზე ჰქონდათ საშინელი სიტუაცია, როცა ძველი AMD-ს ბარათი მშვენივრად გამოიყურებოდა. როგორც გაირკვა, თამაშის კოდი დაწერილი იყო 2006 წლის დროინდელი კოდით. ამიტომ სრულიად ახალი ძრავები, ახალი სოფტებით რომლებიც საფუძვლიანად იქნებიან DX12-ზე და ვულკანზე დაფუძნებული, მემგონი გაცილებით უკეთეს თამაშებს ვიხილავთ, უფრო უკეთესი გრაფიკით და რეალობით. კარგია რომ ეხლა HiAlgo იყიდა, სწორედ სოფტის ამბავში ჭირდება ცვლილებების შეტანა, გაცილებით მეტი ეფექტურობის მსიაღწევად, პრინციპში ისევ მომხარებლისთვის აისახება ეს კარგად...
  23. AMD-ს სლაიდები დაიდო ახალ ტექნოლოგეიბზე თუ რას ვიხილავთ პოლარის არქიტექტურაში. http://videocardz.com/61557/rajas-super-secret-cigar-stash http://videocardz.com/61524/amd-radeon-rx-480-rumors-part-8
  24. ეხლა ყველა ნცობილ რევიუერებს რომელსაც AMD-მ ჩამოურიგა ბარათები გასატესტად, უკვე მზად აქვთ შედეგები, ერთდროულად დაიყრება მათ საიტებზე P.S. 1.4 Ghz-მდე იზრდება ბუსტიო, მეტზე არ ადისო, როგორც ბოლო რევიუებში იწერებიან... ეგ იმიტომ რომ 200$-ში მაგაზე მეტი ნურას უკაცრავადო P.S. VR-ზე მეც გავიგე ადრე რომ არ შეიძლება დიდი ხნით გამოყენება. თვალებს ღლის და ეს იწვევს თავის ტკივილს და ა.შ. მაგრამ ეგ იყო მემგონი პირველი თაობის VR სათვალეზე რომელიც მხოლოდ სადემონსტრაციო სახე ჰქონდა. ისიც ეწერა რომ 5-10 წუთზე მეტი არ შეიძლებაო შესვენების გარეშეო.. ეხლა უფრო გაუმჯობესებული იქნება და დარწმუნებული ვარ, ინსტრუქციაში ეწერება უსაფრთხოების ნორმები. ეგ რომ არ დაწერონ ინსტრუქციაში, მაგაზე ჯარიმები ექნებათ როგორც მინიმუმ... მე ჩემ მონიტორზეც მტკივდება თვალები როცა ვთამაშობ, მეძაბება და დისკომფორტს მიქმნის... მაგრამ როცა რამეს ვკითხულობ, მონიტორს საათობით შემიძლია ვუყურო.. მე ეს VR უფრო მაინტერესებს გასართობად, არამგონია გეიმერები ამით დაკავდნენ.. ეს არის თემა რაც შეგიძლია VR სათვალით გააკეთო გარდა გეიმინგისა. http://www.independent.co.uk/life-style/gadgets-and-tech/news/oculus-rift-launch-shipping-gaming-applications-design-architecture-medicine-ptsd-a6956596.html
  25. რატომაა დასახვრეტი? ეგეთი ლოგიკით მსჯელობა არასწორია. მაშინ არც 300 და არც 500 დოლარიანი ბარათის ყიდვაა მოსტანი. მეც მინდა მერსედეს S კლასით ვიარო მაგრამ, ჩემი ბიუჯეტიდან გამომდინარე Fit-ზეც არ ვიტყოდი უარს, რადგან ორივე, განურჩევლად თვითღირებულებისა და დონისა, მაინც გადაადგილების საშუალებაა. სადაც 800 დილარს ვიხდი vr სათვალეში, "ბარემ" 1000-1500 დოლარიან ბარათს ვიყიდდი, რატომაც არა? მაგრამ ეს "ბარემ" მსოფლიოს 99$%-ისთვის მიუღწეველია. მსოფლიოს საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს აქ VR სისტემა (სათვალე + შესაბამსი კომპიუტერით). რატომ არ უნდა ჰქონდეს საშუალო ფენას მსგავსი ფუფუნება რაც დღეს მხოლოდ მდიდართა ხვედრია? ვის უდევს სახლში VR სათვალისთვის და GTX 1080-სთვის მაგდენი ფული რომ ახლავე იყიდოს? მემგონი ერთეულებს... მსოფლიოს 99% ისეთივე ხალხია როგორც მდიდარდა ის 1%.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.