Jump to content

lasha1616

წევრი
  • Posts

    1717
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    19

Everything posted by lasha1616

  1. @Gogla1990 ნუ ასე თუ ისე, შეიძლება ითქვას, თანაბარი დონის პროცესორებია. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი არჩევანი გამოდის ის რომელიც იაფი იქნება. როგორც ლიზამ განაცხადა, ამ პროცესორს აქვს უამრავი სენსორიო, ამის წყალობით პროცესორი ხვდება რა სიმძლავრის გაგრილება გაქვს, ჰაერის, წყლის თუ აზოტის... ამის მიხედვით ყველაზე მაღალ სიხშირეს დებს რაც შეიძლება დაბალ ვოლტაჟზეო... ასევე ვოლტაჟის ცვალებადობა ხდება მილიწამების სიზუსტთო.. საერთო ჯამში პროცესორის კონტროლი მაღალ დონეზეა შესაძლებელიო.. მე ცოტათი გამიკვირდა 95 ვატი TDP აქვს... i7 6900 140 უწერია.. ოვერქოლქინგის პოტენციალი და ტემპერატურა საინტერესოა როგორი აქვს. წინასწარ როგორც თქვეს, კარგი პოტენციალი აქვსო, გრილი იქნება ინტელთან შედარებით ალბათ... თუმცა სიხშირეზე უფრო მეტად საინტერესოა, თუ რა წარმადობა ექნება... ბულდოზერისა არ იყოს, 5 Ghz-ზე იდგება თუ 4-ზე, დიდი სხვაობა რომ არ აქვს... იმ დოტაში ვერ მივხვდი კარგად რაზე საუბრობდნენ, თუ არ ვცდები i7 6700-ს ადარებდნენ დარაზგონებულს და მაინც ჭედავდა... ის ხუთი feature რაც ილაპრაკა, როგორც ჩანს მთელ სამოდელო რიგს ექნება option-ის სახით და ფასის მიხედვით ალბათ... პრინციპში ეს ტესტები რაც ვნახეთ უკვე საკმარისია Ryzen-ის არქიტექტურული ძალა გვენახა.. ეს მაინც ES პროცესორები იქნება... საბოლოო სამომხმარებლო სახით იანვარში ვნახავთ რომელიც ამ ტესტებიდან შორს არ უნდა იდგნენ. P.S. რეალურად კი მაგარი იაფი გამოდის... საუკეთესო მაზერბორდები ინტელზე 200-300 დოლარის ფარგლებში რომ არის, X370 ჩიპსეტზე AMD-ს შემთხვევაში ალბათ 150-200 დოლარის ფარგლებში იქნება. იანვრიდან ახალ სამსახურს ვიწყებ და ვნახოთ სანამ ფულს მოვაგროვებ რა ტესტები დაიდება ინტელმა უეჭველი უნდა დააგდოს ფასები თორემ 8 ბირთვიანებამდე, კონკურენციას ვერ გაუწევს თუ გამონაკლის შემთხვევებს არ ჩავთვლით...
  2. ბოლო მოეღო ინტელის პარპაშს 3,4 ბუსტის გარეშე ინტელს აჯობა თავის ბუსტიანად... ასევე Handbrake ვიდეო კონვერტაციაში, უბუსტოდ, იმავე ინტელის პროცესორს თავის ბუსტიანად აჯობა... როგორ ჩანს უფრო "ჭკვიანი" პროცესორია, მეტი ინსტრუქციები აქვს ან გაუმჯობესებული და მგონი ამის ხარჯზეა ასე... ან რავი .. არქიტექტურულად გავიგებთ იანვარში რა და როგორაა როცა გამოვა...
  3. ქსეონთან კონკურენციაში ZEN-ის უპირატესობა ისაა რომ, 64 PCI lane აქვს, როცა ქსეონს 40. ანუ ერთ ZEN-ზე შეიძლება 4 ცალი X16 ვიდეო ბარათი ან CPU აქსელერატორი, გაუშვა სრული სიჩქარით როცა ქსეონზე საჭირო ხდება ორი ქსეონის პროცესორი, მათ შორის ძვირიანი PCI-E-ის სვიჩი. შესაბამისად ინტელის შემთხვევაში სერვერული ვარიანტი AMD-სთან მიმართებაში ძვირი გამოდის... ეს უფრო დატა ცენტრების ინტერესთა სფეროა თუმცა მაინც ღირს აღნიშნოს.
  4. http://www.guru3d.com/news-story/intel-kaby-lake-core-i7-7700k-sample-tested.html კომენტარებში ესეთი რამ ვიპოვნე ანუ არქიტექტურულად ახალი არაფერიაო. გაზარდეს სიხშირე და დაარქვეს ახალი თაობა, ამის ხარჯზე "ვითომ" ძლიერი გამოდის, ერთიდაიგივე სიხშირეზე კი არანაირი სხვაობა არ ექნება. ერთ არქიტექტურას შეიმუშავებენ და ამ არქიტექტურაზე უშვებენ ორ-სამ-ოთხ თაობას, მაგიტომაც არაა თაობიდან თაობაში დიდი სხვაობა, მცირე დატვიკვით და სიხშირის გაზრდით გამოუშვებენ ახალ თაობას, მაგრამ არსებითი სხვაობა პერფომრანსში, ნანომეტრი-ნანომეტრზე, სიხშირე-სიხშირეზე, ბირთვი-ბირთვზე მგონი პრაქტიკულად არაა ან მიზერულია. რაც შეეხება Kaby Lake პროცესორებს რომელიც 2017 დან სრულად ჩაეშვება გაყიდვაში, იგი დაფუძნებულია Skylake არქიტექტურაზე, რას იმას ნიშნავს რომ სხვაობა იქნება ძალიან მიზერული Skylake თაობასთან მიმართებაში. ინტელის შემდეგი თაობის პროცესორებია Coffee Lake და Cannonlake, რომლებიც ისევ Skylake არქიტექტურაზე იქნება შექმნილი. შესაბამისად როდესაც ისინი გამოვლენ, რაიმე არქიტექტურულად განსაკუთრებულ სხვაობას ვერ ვნახავთ, nm-nm-ზე, ბირთვი-ბირთვზე, სიხშირე-სიხშირეზე, ისევ მსგავსი ან მცირე სხვაობა იქნება. AMD-ს მხრიდან ZEN არქიტექტურა იქნება ინტელის Skylake არქიტექტურის კონკურენტი. ინტელის შემდეგი არქიტექტურა არის Ice Lake რომელშიც უნდა ვიხილოთ პერფორმანსში "ნახტომი", რომელიც მზის სინათლეს იხილავს 2018-ში. იგი დამზადებული იქნება 10 ნანომეტრზე. შესაბამისად 2018 წლამდე, ინტელისგან ახალ არქიტექტურას ვერ ვიხილავთ. AMD-ს მხრიდან მას დაუპირისპირდება ZEN+ რომელიც როგორც წინასწარ ანონსდება 7 mm-ზე გამოვა 2018 წლისათვის. ასე რომ ვინც Skylake არქიტექტურაზეა, 2018 წლის ice lake-მდე განახლებას აზრი არააქვს, თუ მილიონერი არ ხარ
  5. სადღაც 1-2 პროცენტიანი მატება აქვს და უკვე ახალი თაობაა :| რა გაუჭირდა ამისთანა რომ 10-15 პროცენტიანი მატება არააქვს თაობიდან თაობამდე? როგორც ჩანს წარმადობის ზრდა არა არქიტექტურაში, არამედ კრისტალის ფართობის (შესაბამსიად ტრანზისტორების რაოდენობის გაზრდით) და სოკეტის კონტაქტების გაზრდით მიიღწევა, სხვა მხრივ 1-5 პროცენტიანი წარმადობა ერთიდაიგივე სოკეტზე, სრული უაზრობაა... როგორც ჩანს მიუახლოვდნენ უკვე nm-ების შემცირების ზღვარს და მომავლის სამოქმედო გეგმა შეუმცირდათ... წარმადობის გაზრდა არქიტექტურულად უფრო ეფექტური იქნებოდა მაგრამ როგორც ჩანს მეტი არ შეუძლიათ... ახალ ველოსიპედს ვერ გამოიგონებენ თორემ აქამდე გააკეთებდნენ კიდეც...
  6. ძირითადი აქცენტი რასაც გავუსვი ხაზი ეს აირს ქვეყნის საერთო ეკონომიკურ პოლიტიკურ სოციალურ ინტელექტუალურ კულტურული კრიზისი ანუ ოტიას სიტყვებით, ეროვნული გამოთაყვანება გვჭირს - ამაზე უკეთ ვერ ჩამოვაყალიბებთ აზრს. ყველა დარგში გვიჭირს და ჩამორჩენილები ვართ ყოველგვარ საერთაშორისო ასპარეზს. 2 მილიონამდე ხალხი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, დანარჩენი ღარიბია და 0.01% ისეთი რომელსაც არ უჭირს. მოსახლეობის 99% რომ არსებობისთვის იბრძვის, ქვეყანა რომელიც ყველაფერში მათხოვარია, იარაღს ვყიდულბთ, საჭმელს ვყიდულობთ, ერთადერთი სალაპარაკო ენა დაგვრჩა რომელიც ჩვენი გვაქვს. ქართველები მიმოფანტულია საზღვრებს მიღმა და იმათი წყალობით უდგიათ სული აქ ოჯახებს.. მე რაც ვიმუშავე და რა გამოცდილებაც მივიღე, ნათლად გამოჩნდა რომ კიდევ უახლოესი რამდენიმე წელი არაფერი შეიცვლება, აქ არის დაპაუზებული დრო, სადაც ხალხი ცოცხლობს არსებობისთვის, ასაკი ემატებათ, ბერდება, მაგრამ ქვეყანაში არაფერი იცვლება. დრო იკარგება სრულიად არაფერში, როცა შეიძლება ამ წლების უფრო შედეგიანად გამოყენება. ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა რომელიც დაძრავს ამ ქვეყანას უძრავი მდგომარეობიდან. ესაა სწორედ მიზეზი რატომ გარბის აქედან ხალხი და ვერც გაამტყუნებ. აქ უმუშევრად ყოფნას იქ ვირებივით მუშაობენ და მართლა დასაფასებელია მათი ამაგი, განსხვავებით იმ ქურდებისგან რომლებიც თავს სჭრიან საქართველოს მსოფლიო მასშტაბით.... ახლა აღარც ამაზონი მაინტერესებს და არც იბეი. 150 დოლარად მაინც არ ვიყიდი რაცარუნდა i7-ზე ძლიერი პროცესორი გამოუშვას
  7. დოლარის კურსის შემხედვარე არაფრის სურვილი არ გექნება.. 10 დოლარად რომც გაყიდონ, საქართველოს ისეთი ბედი აქვს, მაგ დროს ის 10 დოლარი 500 ლარი იქნება მაინც... საქართველოს თუ ოდესმე რამე ეშველება... თუმცა არა ბორჯომს გავყიდით რუსეთში და ავშენდებით
  8. თუ მაზერზე არაა მირჩილული მაშინ შეძლებ შეცვლას იდენტური სოკეტის პროცესორი უნდა აიღო. ასევე გასათვალისწინებელია ბიოსი, რამე შეფერხება არ მოხდეს სოფტის დონეზე...
  9. მოახლოვდა ახალი ამბები და ესეც მიახლოებული ამბებია ჯერ-ჯერობით. AMD შემოგვთავაზებს ინტელის მსგავსად სამი ძირითადი დონის პროცესორს SR7, SR5 და SR3, როცორც Intel-ის i7, i5 და i3. (პენტიუმის და სელერონის კონკურენციისათვის 100-150$-მდე, შეიძლება მოგვიანებით გამოუშვას 1-2 ბირთვიანი პროცესორები) SR7 შემადგენლობაში ჯერ ჯერობით ორი პროცესორია, 350$ და 500$, ორივე 8 ბირთვიანი, 16 ნაკადით, თუმცა საინტერესო ისაა რომ, Cinebench R15-ის მიხედვით, 350 დოლარიანი პროცესორი 1300 ქულის ფარგლებშია, ისევე როგორც1000 დოლარიანი Haswell-E i7-5960X - 1320 ქულით. 500 დოლარიანი პროცესორის მიახლოებითი ქულები ჯერ არ ვიცით, თუმცა ცხადია რომ 1300 ქულაზე მეტს დებს, სავარაუდოდ Broadwell-E i7-6900K კონკურენტად მოგვევლინება რომელიც 1635 ქულას დებს. შემდეგი არის საშუალო დონის 250 დოლარიანი პროცესორი SR5 რომელიც 6 ბირთვით და 12 ნაკადით, 1000 ქულის ფარგლებში იქნება და მიახლოებით 5930K (570$) და 6800K (430$) დონის შედეგს ანახებს 1073-1077 ქულებით. ყველაზე იაფიანი დონის Zen პროცესორი კი იქნება 150 დოლარიანი SR3, რომელიც გამოვა 4 ბირთვით და 8 ნაკადით, მიახლოებით იქნება 700 ქულის ფარგლებში რომელიც Intel-ის Skylake არქიტექტურის i7 6700-ს დაუპირისპირდება, რომელიც 800 ქულას დებს. ამ ცხრილში ჩანს ყველაფერი. ეს კი AM4 სოკეტის პროცესორი AMD AM4 Zen Summit Ridge & Bristol Ridge Processors აღნიშნულ პროცესორებს AMD წარადგენს იანვარში CES 2017-ზე, რომელიც ტრადიციულად ამერიკაში იმართება.
  10. ბუნებაში ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც ხდება ეგეთი რამ
  11. სხვადასხვა ფირმის და არქიტექტურის GPU-ება და ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
  12. HDMI-ს 2.0 ვერსიაც არ შველის DisplayPort-ის უნივერსალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა. წარსული, აწმყო და მომავალიც DisplayPortit-ს ეკუთვნის P.S. აქ მახსოვს ერთ-ერთმა დაპოსტა AMD-ს HDMI 2.0 არააქვსო როცა Nvidia 900 სერიას აქვს... ამაზე კომენტარი სპეციალურად აღარ გავაკეთე, ძალიან უსუსური არგუმენტია უბრალოდ
  13. asetek-ის ბრენდი ძირითადად შეკვეთებზე მუშაობს. ბევრი ფირმაა რომელსაც custom გაგრილება ჭირდება. ცნობისთვის R9 295 X2-ში asetek-ის გაგრილება დევს AMD Selects Asetek to Liquid Cool The World’s Fastest Graphics Card
  14. მაშინ ახალი უნდა იყიდო გაუხსნელი საერთოდ ნახმარს როცა რამეს ყიდლობ, პრეტენზია არ უნდა გქონდეს, დაუშლელობაზე, შეკეთებულობაზე და ა.შ. რაცარუნდა გითხრან დაუშლელიაო, მაინც დაშლილი იქნება ან რაღაცა ნაწილი ექნება გამოცვლილი
  15. მაგ თემას რაც შეეხება, ეფლის ახალი მოდელი MacBook Pro-ები, შექმნეს იმ მიზნით რომ მრავალ მონიტორზე ერთდროულად ემუშავა მომხარებელს. intel-ის ინტეგრირებულ ვიდეოს მხოლოდ 3 მონიტორის მხარდაჭერა აქვს (ერთი თავისთვის და ორი external) Nvidia-ს მხოლოდ 4 მონიტორის მხარდაჭერა შეუძლია (ერთი თავისთვის და სამი external) AMD-ს აქვს 6 მონიორის მხარდაჭერა (ერთი თავისთვის და ხუთი external) შესაბამისად, ახალ MacBook Pro-ებს შეუძლიათ ორი 5K 60 ჰერციანი მონიტორის მხარდაჭერა და კიდე ერთი მონიტორის მიერთება ყოველი შემთხვევისათვის. 5K 60 ჰერციანი მონიტორისთვის იყენებენ 2 ცალ ვიდეო გამოსავლელს. უფრო დეტალურად აქ: http://www.macrumors.com/2016/11/14/late-2016-mbp-amd-gpus-support-dual-5k-displays/
  16. ესეიგი გეყენა ვინდოუს 10, მერე შეცვალე პროცესორი და რომ ჩაირთო, დაიწყო ფრიზები? როგორც უკვე გითხარი, შეუთავსებობის ბრალია ვფიქრობ... ან ვინდოუს 7 დააყენე, ან უბუნტუ, პროგრამული მხარე რომ გამორიცხო.. თუ მაინც დაეწყო ფრიზები ვინდოუს 7-ზე ან უბუნტუზე.. ესეიგი პრობლემა კონრკეტულად მაგ ნაწილებს შორისაა. მაგ პროცესორის მემორი კონტროლერი და ოპერები ვერ მუშაობენ ერთმანეთში სტაბილურად. ამიტომ ოეპრები უნდა შეცვალო ან პროცესორი. ასევე მაგ პროცესორზე მიკროკოდი თუ არაა განახლებულია, შეიძლება მაგის ბრალიც იყოს. მიკროკოდის განახლებამ თუ არ უშველა ჩემი აზრით სხვა ოპერებზე უნდა გადახვიდე. ვინმეს თხოვე აბა რამდენიმე დღით გათხოვოს და ცადე სხვა ოეპრებზე რას იზავს.
  17. მაინც რა კითხვა გაქვს?
  18. ნწ flash დღემდე გამოიყენება, უბრალოდ HTML5-ით ჩანავლება მოხდა. flash player 3 ძირითადი ვერსიაა, ქრომი-ოპერასთვის, ინტერნეტ ექსპლროერისთვის და firefox-ისთვის.
  19. ეგ შემთხვევა მქონდა მეზობელთან. ვინდოუს 10 რომ დავაყენე, რადგან აინტერესებდა ახალი ვინდოუსი, ვერ იხმარა. სულ ჭედვები და რაღაც ფრიზები ჰქონდა. მერე ისევ ინდოუს 7-ზე გადავიყვანე და მუშაობდა ჩვეულებრივ. ბიოსიც გადავფლეშე მაგრამ არ უშველა არანაირად. მაგრამ მაინც ჯერ ოპერატიულები მოსინჯე, თითოზე... თუ ისევ გააკეთა, სხვა ბრენდის მოდული ჩააყენე... და თუ მაინც არ ეშველა ვინდოუს 7-ზე სცადე. და თუ მაინც არ ეშველა მაშინ რაღაც პროგრამის ბრალი იქნება ესე ვფიქრობ... უბუნტუ დააყენე და ნახე აბა რას იზავს....
  20. თუ ბიოსი გაანულე და ფიზიკური დეფექტი არააქვს (სოკეტის კონტაქტები თუ მწყობრშია), ასევე მაზერის ბიოსი გადაფლეშე ბოლო ვერსიაზე, ვინჩესტერიც თუ ჯანმრთელია, მაშინ ოპრატიულების ბრალია... შეიძლება შეუთავსებლობა აქვს პროცესორსა და ოპერატიულებს ერთმანეთთან. ხდება ხოლმე მილიონში ერთხელ ესეც. სხვა ოპერატიულები ჩასვი თუ გაქვს. ან შენი ოპერატიული სცადე ჯერ ერთი ცალით რას იზავს. PS. ვინდოუს 10 გიყენია? ვინდოუს 7 დააყენე 64 ბიტიანი თუ არ გეზარება
  21. აქ თუ დარეგისტრირდი ესეიგი ამაზონზეც დარეგისტრირდები რაც შეეხება პრაიმს, როდესაც ნივთის ყიდვას დააპირებ, გაჩნდება შემოთავაზება - ისარგებლო თუ არა პრაიმით? იქვე იქნება 1 თვიანი ვადით გააქტიურება. ყველაფერი იმდენედად მარტივია რომ, ადამიანს დაწერაც არ მოუნდება არაფრის
  22. მერე რა გიშლის ხელს?
  23. აქვე უნდა ითქვას ისიც რომ, Zen არქიტექტურის შემუშავების დროს, ინჟინრები არ ყოფილან გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულები ანუ ინჟინრებს მიეცათ სრული თავისუფლება იმისათვის რომ შეექმნათ საუკეთესო არქიტექტურა. http://wccftech.com/amd-guarantees-x86-zen-processors-offer-performance-improvements/
  24. ჯიმის შუა გზაში არ მიუტოვებია, მაგან ZEN+ არქიტექტურაც დატოვა ფურცელზე ანუ Zen-ის შემდეგი არქიტექტურა. მაგის მერე წავიდა Tesla-ში. ეგ ტიპი სულ ეგრე მოძრაობს, დიდხანს არ მუშაობს არსად... მერე შეიძლება სამსუნგში წავიდეს...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.