Jump to content

Sony-მ ულტრათხელი ნოუთბუქი Vaio Z დააანონსა


Recommended Posts

კომპანია SONY-მ განაახლა VAIO სერიის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი მოდელი - ულტრათხელი ნოუთბუქი VAIO Z. ნაწარმის სისქე, რომლის კორპუსიც დამზადებულია ნახშირბოჭკოსაგან, შეადგენს 16,65 მმ-ს, ხოლო წონა კი 1,18 კგ-ს. ის აღჭურვილია 13,1 დუიმ სიგრძის მქონე ეკრანით, რომლის გაფართოებაც აღწევს 1600 х 900-ს ან 1920 х 1080 პიქსელს. მის საფუძველს კი წარმოადგენს II თაობის Intel Core პროცესორი (i5-2410M, i5-2540M ან i7-2620M) - ჩაშენებული გრაფიკულ ბირთვ HD 3000-თი. კონფიგურაციაში შედის 4 ან 8 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR3-1333 და მყარი დისკი, 256 გბ-მდე ტევადობით. მუშაობა ხდება წინასწარ დაყენებულ, 64-ბიტიან ოპერაციულ სისტემა Windows 7-ის ქვეშ.

bab10bd70dd8bd561bad5b1839c685ff.jpg

c0d36b6ac1b4542bf6c21ce4179637b7.jpg

გარდა ამისა, აგრეთვე უნდა აღინიშნოს 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 2.1+EDR ადაპტერები, 3G მოდული, თითების ანაბეჭდების სკანერი, USB 3.0 და HDMI პორტი. 'მშობლიური' ელემენტი უზრუნველყოფს 7 სთ-მდე ავტონომიურ რეჟიმს. ოპციონალურად, შესაძლებელია დამატებითი ასეთი კომპონენტის შეძენა, რომლის მეშვეობითაც, აღნიშნული მახასიათებელი იზრდება 14 სთ-მდე.

d14d8da62ea7b244b3387a03e35f3731.jpg

65b6113b2a37f01c3c07cfe85fe574c3.jpg

კომპანიამ ასევე წარმოადგინა დოკ-სადგური Power Media Dock, რომლის საშუალებითაც, ნოუთბუქის განკარგულებაში შესულ იქნება 1 გბ GDDR3 მეხსიერების მქონე დისკრეტული ვიდეობარათი AMD Radeon HD 6650M, ოპტიკური წამყვანი DVD ან Blu-ray, ქსელური ადაპტერი Gigabit Ethernet და გაორმაგებული რაოდენობა USB, HDMI და D-Sub პორტებისა.

VAIO Z-ს განახლებული მოდელის ღირებულება, მწარმოებლის საიტზე იწყება 1799 ევროს ნიშნულიდან, ხოლო მომარაგებებმა კი, სტარტი ივლისის ბოლოსთვის უნდა აიღოს.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ასეთი ტიპის ლეპტოპები ამ ფასისაა და არ დაიწყოთ ძვირიაო.

არის სენდის i7, აქვს 256GB სსდ (ზევით აკლია ე გინფორმაცია რომ ssd-ზე მუშაობს), ძლებს 7-დან 14-საათამდე, არის ულტრათხელი, და 13.1 ეკრანზე არის FHD-მდე გაფართოება.

კი დაადებენ მაგხელა ფასს.

Link to comment
Share on other sites

ასეთი ტიპის ლეპტოპები ამ ფასისაა და არ დაიწყოთ ძვირიაო.

არის სენდის i7, აქვს 256GB სსდ (ზევით აკლია ე გინფორმაცია რომ ssd-ზე მუშაობს), ძლებს 7-დან 14-საათამდე, არის ულტრათხელი, და 13.1 ეკრანზე არის FHD-მდე გაფართოება.

კი დაადებენ მაგხელა ფასს.

გააჩნია რომელი ვიდეო ბარათი ექნება თუ GTX 560 ან 570M მაშინ არაა ძვირი თუ GT 540M ან უფრო დაბალი მაშინ ძვირია აბა რა არის :chojinfc:

ამას ეს მაინც მირჩევნია ფასითაც და ყველაფრით

Link to comment
Share on other sites

გააჩნია რომელი ვიდეო ბარათი ექნება თუ GTX 560 ან 570M მაშინ არაა ძვირი თუ GT 540M ან უფრო დაბალი მაშინ ძვირია აბა რა არის :chojinfc:

ამას ეს მაინც მირჩევნია ფასითაც და ყველაფრით

მსხალს და ვაშლს ადარებ ახლა შენ. ეგ შენ რომ დადე არის multimedia workstation და ეს არის ultraportable. ultraportable ყოველთვის ძვირი ეღირება. შენ არ მოგწონს, მეც არ მომწონს მაგრამ არის ვიღაც ვისთვისაც წონასა და ზომას მნიშვნელობა აქვს :)

Link to comment
Share on other sites

ლეპტოპის იდეა მობილურობაა :)

17"-იანი მონიტორით 4-5 კილოიანი ლეპი აღარ ატარებს თავის არსს და არის რეალურად workstation-ი. ეგეთს ვერ წაიღებ და წამოიღებ.

ლეპტოპი რასაც ქვია, უნდა იყოს 2 კილოს დაბლა და <14" მონიტორით, IMHO.

Link to comment
Share on other sites

ლეპტოპის იდეა მობილურობაა :)

17"-იანი მონიტორით 4-5 კილოიანი ლეპი აღარ ატარებს თავის არსს და არის რეალურად workstation-ი. ეგეთს ვერ წაიღებ და წამოიღებ.

ლეპტოპი რასაც ქვია, უნდა იყოს 2 კილოს დაბლა და <14" მონიტორით, IMHO.

15.6 იანზე ზემოთ არც მე მომწონს

VAIO ს დიზაინი ყოველთვის მოგრძოა ხოლმე ,ამიტომ ასეთს ისევ სტანდარტული 13.0 იანი ჯობია თუ სატარებლად გინდა კაცს უმეტესად :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

საკაიფოა ძალიან.

7 საათი სტოკ ბატარეით ძალიან მაგარია.

ფასი კიდევ სონისთვის დამახასიათებელია და არ მიკვირს.

Link to comment
Share on other sites

კომპანიამ Sony ხაზის Vaio მოწყობილობები ულტრათხელი ნოუთბუქით Vaio Z შეავსო. სიახლის კორპუსი ნახშირბოჭკოსგანაა დამზადებული. მისი სისქე სულ რაღაც 16,65 მმ, წონა — 1,18 კგ. იმისათვის, რომ ასეთი პარამეტრებისთვის მიეღწიათ, Sony-ს სპეციალისტებმა ოპტიკური დისკჩამტვირთი (DVD SuperMulti ან Blu-ray) და გრაფიკული ადაპტერი Radeon HD 6650M 1 გბაიტი ვიდეომეხსიერებით ცალკე ბლოკად გამოიტანეს — დოკ-სადგური Power Media Dock. ცნობილია, რომ დოკ-სადგურის მისაერთებლად გამოიყენება ინტერფეისი Light Peak — ინტერფეისის Thunderbolt საკუთარი ვერსია.

Sony-Vaio-Z_1.jpg

ნოუთბუქი Vaio Z დაფუძნებულია პლატფორმაზე Intel Sandy Bridge, რომელშიც შედის 2,7-გჰც პროცესორი Intel Core i7-2620M (ან Core i5), აღჭურვილია 13,1” დისპლეით გარჩევადობით 1600х900 წერტილი (ან 1920×1080) და გვერდების შეფარდებით 16:9, აქვს 1,3-მპ ვებ-კამერა, ხისტტანიანი დამგროვებელი ტევადობით 256 გბაიტი პლიუს 8 გბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება. აგრეთვე ცნობილია მოდულების Bluetooth 2.1 + EDR, Wi-Fi 802.11a/b/g/n, მოდემი 3G, სარჭის HDMI, პორტის USB 3.0 შესახებ. დოკ-სადგურში არის პორტი USB 2.0/3.0 პლიუს სარჭები Mini D-Sub და HDMI. მოწყობილობის ავტონომიური მუშაოის ხანგრძლიობა 7 საათამდეა.

Sony Vaio Z ოპერაციული სისტემის Windows 7 მართვით მუშაობს. ნოუთბუქის ზომებია 210 x 16,65 x 330 მმ. დოკ-სადგურის ზომებია 148 x 16,65 x 220 მმ, წონა — 0,685 კგ. გაყიდვაში ეს სიახლე მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს გამოჩნდება. მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია.

Sony-Vaio-Z_2.jpg

Sony-Vaio-Z_3.jpg

Sony-Vaio-Z_4.jpg

Sony-Vaio-Z_5.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგ სონისთვის დამახასიათებელია

ხომ და ცუდია. ცოტა დაბალ ხარჯიანი ლეპებიც გამოუშვან დაბალი ფასით

Link to comment
Share on other sites

სონის ლეპტოპები მასეა.

მე მაგრად მომწონს VAIO-ს დიზაინი :შ

უბრალოდ ის ტეხავს რო დიზაინი უფრო უკეთესი აქვს ვიდრე მონაცემები.

256 გბ-მდე ტევადობით

რაიყო 500-იანი ან მეტი დაენანათ? მასეთი ლეპისთვის

Link to comment
Share on other sites

ლეპტოპის იდეა მობილურობაა :)

17"-იანი მონიტორით 4-5 კილოიანი ლეპი აღარ ატარებს თავის არსს და არის რეალურად workstation-ი. ეგეთს ვერ წაიღებ და წამოიღებ.

ლეპტოპი რასაც ქვია, უნდა იყოს 2 კილოს დაბლა და <14" მონიტორით, IMHO.

+1 :yes:

Link to comment
Share on other sites

და დიდი რეზოლუციით :spiteful:

რაც მომეწონა ამ ლეპზე :) FULL HD-იც ექნებათო

Link to comment
Share on other sites

როგორ გაუუბრალოებიათ დიზაინი. მონაცემებს არაუშავს, მაგრამ ძვირია.

+1

არადა, რა მაგრად მიყვარს ეს ოხერი ბრენდი.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.