Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Content Count

    13074
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ტასკ მენეჯერში რამდენ გაშვებულ პროცესებს გიჩვენებთ? 150-160 მაქვს სულ და ბევრი მეჩვენება. თქვენთანაც ამდენია (+ -)?
  2. ერთ-ერთი საკმაოდ ჩქაროსნული ტრეკია დრიფტისთვის
  3. კორონას ემალება და ჯერ არ ცალია მაგისთვის.
  4. საკაიფო ვიდეოა, მაგრამ ზანოსების გარეშე უმარილო მწვადივითაა. აშკარად აკლია ექსტრიმი. https://www.autobild.ge/index.php?option=com_content&view=article&id=11969:nakheth-rogoria-need-for-speed-realur-ckhovrebashi&catid=215:uckhouri&Itemid=159&lang=ka-GE
  5. ჩემი აზრით, როგორც ბრენდი ჰაისენსი უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ტისიელი.
  6. მადლობა ჯორჯ. გაიხარე ძმა. შეგიძლია დახურო თემა. სონის ვიყიდით.
  7. გამარჯობათ გეიმერებო. ხვალ მინდა ყიდვა პს4 ან ბოქსის. მჭირდება თქვენი რჩევა, რომელი მირჩევნია? მეგობრისთვის მინდა. გეიმერობისგან ძალიან შორს არის, მაგრამ ამ კორონას და სახლში ჯდომის გადამკიდემ გადაწყვიტა რაღაცით გავერთოო. მე, რა თქმა უნდა pc ორივეს მირჩევნია ყოველთვის, მაგრამ ამას არ აინტერესებს, ლეპტოპები აქვს სახლში და გეიმერობას ვერ უკავშრებს, მხოლოდ კონსოლია მაგისთვის სათამაშო მოკლედ, თანხა არ მინდა გაცდეს (ორივე ჯოისტიკით) 1300 ლარს. სონის შემთხვევაში პრო ვერსიაში +600 ლარი ზედმეტად მგონი არ ღირს იმ ფონზე, რომ პირველად ყიდულობს კონსოლს და 4კ ექნება თუ 1080პ ვერც მიხვდება მე თუ არ ავუხსენი რას ნიშნავს ერთიც და მეორეც. თქვენი რჩევაც ამიტომ მჭირდება, რომელს მირჩევთ? რომელი თამაშები უფრო გაუსწორდება (+დისკების ფასიდან გამომდინარეც). ან, ყიდვისას რამე თუა გასათვალისწინებელი? მაგალითად, სისტემური განახლებები, ექაუნთების შექმნა და რაღაც მსგავსი ჩალიჩები, რომელსაც თვითონ ნაღდად ვერ იზავს და ისევ ჩემი საწვალებელი უნდა გახდეს სამომავლოდ პრაშივკა და გატეხილი თამაშებიც არ აინტერესებს. მხოლოდ სტოკი იქნება. ჩემი თხოვნაა, იქნებ არ დაიზაროთ და დღესვე რამე მირჩიოთ, რომ ხვალ მომზადებული წავიდე. წინასწარ დიდი მადლობა. პ.ს. მოდერთან ბოდიში, თუ არასწორედ გავხსენი თემა. თუ რამეა შესასწორებელი, შევასწოროთ.
  8. არ მინდა შეგაშინო, მაგრამ 2 წლის წინ მქონდა მსგავსი შემთხვევა და ვინდოუსი გამიხდა გადასაყენებელი.
  9. +1 2-3 კვირაა მეც ეგრე ვარ ზუსტად. 1-2-ჯერ ვსინჯე. ჩავრთავ და ვფიქრობ რა წავითამაშო... გადავწყვეტ გონკებს. ჩავრთავ კორსას, ან დირტ რალის და 2-3 წუთში ვხვდები, რომ მაგრა მკიდია კომპიც და რულიც. გადავჯდები ტვ-სთან და აქაც მხოლოდ საინფორმაციო. + მობილურიდან მთელი დღე კითხვა და კითხვა...
  10. შეეშვით ფილმების ყურებას? ეეჰ, ერთ დროს როგორ გუგუნებდა ეს თემა. თითქოს, კინომანების რაოდენობაც კარგად იყო და, ეხლა...? ესეც ჩემი სია. დიდი ხანია არ განმიახლებია, მაგრამ შეიძლება ვინმეს გამოადგეს. https://www.imdb.com/list/ls070424636/?sort=list_order,asc&st_dt=&mode=detail&page=1
  11. ერთი თხოვნა მაქვს. მოკლედ, კინემატოგრაფია (ტრილერი, დრამა, მისტიკა და დეტექტივი) ამოვწურე? ხო და, თქვენთვის ყველაზე საუკეთესო 5 ფილმი ჩამოწერეთ, თუ არ დაგეზარებათ. დიდი შასნია, რომ ნანახი მქონდეს, მაგრამ იქნებ გამიმართლოს. პ.ს. მელოდრამა არ განიხილება. წინასწარ დიდი მადლობა. ხვალ მეც დავდებ ჩემ საუკეთესო 100-ეულს.
  12. ცოტა ხანში აღარავის ეცლება და + აღარც რესურსი ექნება მსგავსი სამეცნიერო პროექტებისთვის. გადარჩენის რეჟიმში გადავიდა ცივილიზაცია... ხელოვნური პანიკაა, თუ ბუნებრივი, მაგას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მიზეზზე მეტად დღეს მთავარი შედეგებია. ჩამოიშალა მსოფლიო და ძველებურად ვეღარასოდეს იქნება, რაც არ უნდა ოპტიმისტები ვიყოთ. იყო ცხოვრება კორონამდე და, არის კორონას შემდეგ... ფინიტა ლა კომედია
  13. ინფიცირებული არ არის. პირიქით, ჯანმრთელია და მაგიტომაც ტესტავენ, რომ გვერდით მოვლენებს დააკვირდნენ. თუმცა, წარმატების შემთხვევაშიც კი მინიმუმ 8 თვე დაჭირდებათ. ვაქცინის ტესტებს თავისი პერიოდი აქვს. ეგ ართულებს საქმეს, თორემ თვითონ ვაქცინას 2-3 კვირაშიც კი დადებენ. მერე იწყება მრავალთვიანი დაკვირვება. კორონას კი უშველის, მაგრამ შეიძლება უარესი დამართოს ორგანიზმს. ამიტომაც იტესტება თვეების მანძილზე.
  14. g27 რომ PS4-ზე შეერთდეს, რა ადაპტორია საჭირო და თუ ამართლებს?
  15. კალოდკა სუპორტში ხომ არ დადის? პ.ს. სურათზე რაც შევხედე, ნამეტანი ფხვიერი/რბილი ხომ არაა? ჩემი აზრით, თუ ვერაფრით უშველე, სხვა კალოდკები სინჯე. მე მაინც ეგ მგონია მიზეზი. მანქანაზე ისეთ კალოდკებს გავუკვირვებივარ (ცუდი გაგებით), რომ მაგ ფასში და მაგ ბრენდს ეგრე არანაირად არ უნდა ექნა.
  16. ველოსიპედებში კი მოვიკოჭლებ, მაგრამ მანქანის მაგალითით ვიტყვი, რომ მუხრუჭის დროს ხმა არის 99% კალოდკის ბრალი (1% აპორნი). ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ახალი კალოდკის დაყენება სულაც არ ნიშნავს, რომ ხმა გაჩუმდება. გაჩუმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აპორნი დისკები კარგ მდგომარეობაშია და კალოდკებიც მაღალი ხარისხია. არის კიდევ რაღაც შუალედი კალოდკებში - მთლად ნაგავი არაა, მაგრამ მაინც არ ვარგა. ამის კარგი მაგალითია, როცა კალოდკას ცივზე და ნელა სიარულზე არ აქვს ხმა. ზუსტად ეს არის უხარისხი კალოდკა, დატვირთვას ვერ უძლებს. ესეთი კალოდკები მარტო ხმის გამო კი არ არის ცუდი, ოდნავ ექსტრემალური მართვა და ჩათვალე მუხრუჭი არ გაქვს, ვერ დაიჭერს გაცხელებულზე. მოკლედ, მე კალოდკებს დავაბრალებდი. თუ უხარუსხოა, ხმას ვერ მოაშორებ.
  17. მადლობა. ამ საიტით 25მბ მიჩვენა.
  18. მოკლედ, ესეთი პრობლემა მაქვს: სპიდტესტზე ვამოწმებ ინტერნეტის ხარისხს და მიჩვენებს 30-35 მბ/წმ (ესეც უნდა იყოს), მაგრამ გადმოწერა აქვს საშინლად დაბალი (0,5-0,6მბ/წმ.) ლოკალიც და გლობალიც. რას მირჩევთ, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
  19. ისთ პოინთში - დომინო მე 3000 მინდოდა. რამოდენიმე დიდი მაღაზია მოვიარე და საერთოდ დრემელი არ ქონდათ. მერე ინტერნეტით დავიწყე ძებნა და ბოლოს მანდ ვიყიდე. ესაა მაგათი საიტი და გადახედე https://www.domino.com.ge/ka/dremel/
  20. მაინტერესებს რომელ თამაშებს აქვს ყველაზე კარგი 5.1 ეფექტები. იქნებ მირჩიოთ ყველაზე კარგი ვარიანტები.
  21. ამ ფასში 80+, თან ბრონზას ვერ იყიდი. არ არის ხელიდან გასაშვები. წარმატებები გამყიდველსაც და მყიდველსაც
  22. როგორც იქნა მუშაობს. მადლობა ლექსო.
  23. თქვენი დახმარება მჭირდება (ლექსო, შენი იმედი მაქვს). მოკლედ, რუჩნიკს ვერ ვაყენებ ვერც აქ და ვერც WRC 8-ში. წინა ვერსიის Dirt rally-ში პრობლემა არ არის, დადგა როგორც საჭიროა (ღერძი და არა ღილაკი. ესეა ასეტოშიც). არადა, ვიდეოებს ვუყურებ და ხალხს უყენიათ და მუშაობს საკაიფოდ. ჩემი აზრით, პრობლემა იმაშია, რომ რული ცალკე კონტროლერად შედის და ჯოისტიკი რისგანაც რუჩნოი გავაკეთე ეგეც ცალკე კონტროლერია და უნდა ავირჩიო ერთ ერთი. ორივე ერთდროულად ვერ დგება. რა ვუშველო? ძმაკაცთან ვსინჯე, იმასალ რული აქვს და იქაც იგივე პრობლემაა. იქნებ რამე მირჩიოთ.
×
×
  • Create New...