Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    187

Magdalena last won the day on June 27

Magdalena had the most liked content!

Recent Profile Visitors

The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.

Magdalena's Achievements

Grand Master

Grand Master (14/14)

  • Well Followed Rare
  • Reacting Well Rare
  • Very Popular Rare
  • Dedicated Rare
  • Posting Machine Rare

Recent Badges

1.9k

Reputation

  1. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა (BIS) სთხოვა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას - შექმნან მარეგულირებელი ბაზა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDC) დანერგვისთვის. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აგუსტინ კარსტენსმა კონფერენცია BISIH-FSI-ზე განაცხადა, გვაცნობებს The Block. კარსტენსმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მოძველებულმა საკანონმდებლო ჩარჩოებმა სხვადასხვა იურისდიქციაში შეიძლება ხელი შეუშალოს ტექნოლოგიის განვითარებას. „ამ პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა სერიოზულად უნდა დაიწყოს. და უნდა მოხდეს სწრაფი ტემპით, ”- აღნიშნა მან. მისი თქმით, ცენტრალური ბანკები ახლა აქტიურად იკვლევენ CBDC-ს ინოვაციების სტიმულირებისთვის, მაგრამ მარტო ვერ მიაღწევენ სასურველ ტრანსფორმაციას. BIS-ის თავმჯდომარემ მოიხსენია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2021 წლის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ყველა ცენტრალური ბანკის თითქმის 80%-ს ან არ შეუძლია ციფრული ვალუტის გამოშვება არსებული კანონების საფუძველზე, ან აქვს ბუნდოვანი სამართლებრივი შეზღუდვები. ამავე დროს BIS-ის კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალური ბანკების 93% იმყოფება CBDC-ების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ასეთი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სამართლებრივი სისტემა ჩამორჩება ახალ ტექნოლოგიებს, აღნიშნა კარსტენსმა. მან ასევე მოუწოდა ქვეყნებს - შექმნან კანონები ფულის ახალი ფორმისთვის, რომელიც მაქსიმალურად თავსებადი იქნება სხვა იურისდიქციებთან. „სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ მივიღებთ ფრაგმენტულ სისტემას და საკანონმდებლო ბაზას, რომელშიც სხვადასხვა ციფრული ვალუტა არ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან“, განაცხადა კარსტენსმა. მისი აზრით ასეთმა კანონმდებლობამ უნდა დაამყაროს ბალანსი მომხმარებლის დაცვასა და ფინანსური სისტემის მთლიანობის შენარჩუნებას შორის. ფიატური ფულის მოხმარების შემცირებაზე საუბრისას BIS-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები და Stablecoin-ები „აძლიერებენ მოთხოვნას ცვლილებაზე“, მაგრამ უარყო მათი ყოველგვარი შინაგანი ღირებულება. „Stablecoin-ებიც კი არ იძლევა ღირებულების სტაბილურ გარანტიას. ისინი არ და ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რასაც საზოგადოება ფულისგან ელის“, - დაასკვნა კარსტენსმა. BIS-ის ექსპერტებმა CBDC-ს უწოდეს მომავლის ფულადი სისტემების საფუძველი. ექსპერტების აზრით სხვა ციფრული აქტივები ტოკენიზაციისკენ არასწორი გზაა. ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ციფრული აქტივების აკრძალვა არ არის საუკეთესო გზა მათთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. https://tinyurl.com/2s44pz57
  2. კომპანია Xiaomi-მ ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე დააანონსა მრავალი მოწყობილობა გლობალური ბაზრისთვის, მათ შორისაა ფლაგმანური სმარტფონების Xiaomi 13T სერია -წარმოდგენილი Xiaomi 13T და Xiaomi 13 T Pro მოდელებით, ასევე პლანშეტი Redmi Pad SE. ფლაგმანურ სმარტფონებს აქვთ Leica-სთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პროფესიონალური დონის კამერები, ასევე ძლიერი პროცესორები და ნათელი ეკრანები. ახალი მოწყობილობები უკვე იყიდება. ფოტოს წყარო: Xiaomi Xiaomi 13T-სა და Xiaomi 13T Pro-ს აქვთ სამი უკანა კამერა Leica Summicron ობიექტივით. მათ შორისაა 50-მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის კამერა (1/1.28-დუიმიანი ოპტიკური ფორმატი) 24 მმ ეკვივალენტური ფოკუსური მანძილით და ასფერული 7P ლინზა 1/6 მკმ პიქსელის ზომით, f/1.9 დიაფრაგმით და ოპტიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერით. ასევე წარმოდგენილია 50-მეგაპიქსელიანი კამერა ტელეობიექტივით, რომლის ეკვივალენტური ფოკუსური მანძილი 50 მილიმეტრია და აქვს f/1.9 დიაფრაგმა. მესამე მოდული (f/2.2) 12-მეგაპიქსელიანია 15 მმ ფოკუსური დაშორებით. ფრონტალური კამერის გაფართოება 20 მეგაპიქსელია. კამერებზე მხარდაჭერილია რეჟიმები Leica Authentic Look და Leica Vibrant Look და უზრუნველყოფენ ფოტოებს ბუნებრივი ფერის რეპროდუქციით, ძლიერი კონტრასტით და მკვეთრი ჩრდილებით Leica-ს ფოტოების კლასიკურ ესთეტიკასთან ერთად. Leica-ს ექვსი ფილტრით მხარდაჭრილია ფოტოების მაღალი ხარისხი, მათ შორისაა უახლესი ფილტრები Leica Sepia და Leica Blue, რომლებიც ადაპტირებულია LeicaM-Typ240 გადაღების რეჟიმთან. ტექნოლოგია Xiaomi ProFocus-ის წყალობით Xiaomi 13T სერიის სმარტფონები საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ დასამახსოვრებელი მოვლენები მაღალი დეტალიზაციით, ობიექტების მოძრაობა, ადამიანებისა და პეიზაჟების სურათები. Xiaomi 13T სერიის სმარტფონების კამერებით მხარდაჭერილია 4K ვიდეოს ჩაწერა ყველა ფოკუსური მანძილით, ასევე სწრაფი და ეფექტური რედაქტირება. აპლიკაცია Xiaomi Gallery-ში ვიდეო რედაქტორის ფუნქციები საშუალებას გაძლევთ მარტივად დაარედაქტიროთ ტიტრები და დამატებითი საუნდტრეკები ცალკეულ ტრეკებად. გარდა ამისა, Xiaomi 13 Pro გთავაზობთ 8K ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას. Xiaomi 13T-ში წარმოდგენილია 4-ნანომეტრიანი 8-ბირთვიანი პროცესორი MediaTek Dimensity 8200-Ultra ტაქტის სიხშირით 3.1 გჰც-მდე, 8/12 გბ LPDDR5 ოპერატიული და 256 გბ UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება. სმარტფონს აქვს 6.67-დუიმიანი CrystalRes AMOLED დისპლეი 2712×1220 (Full HD+) პიქსელი გაფართოებით, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და შეხების დისკრეტიზაციის 480 ჰერცი სიხშირით. დისპლეს სიკაშკაშის მაჩვენებელი შეადგენს 1200 კდ/მ2-ს (მაქსიმალური სიკაშკაშე - 2600 კდ/მ2), სიკაშკაშის რეგულირების სიხშირე 2880 ჰერცამდეა. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Dolby Vision და HDR10+, უზრუნველყოფილია 68 მილიარდი ფერის ასახვა და DCI-P3 ფერთა გამა. 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეაზე მხარდაჭერილია 67-ვატიანი დამუხტვა, რომლის მეშვეობით სმარტფონი 0-დან 100%-მდე 42 წუთში იმუხტება. Xiaomi 13 T Pro-საც აქვს 6.67-დუიმიანი CrystalRes AMOLED დისპლეი 2712×1220 პიქსელი (Full HD+) გაფართოებით და 144 ჰც-მდე კადრის განახლების სიხშირით. მაქსიმალური სიკაშკაშეა 2600 კმ/მ2, მხარდაჭერილია Dolby Vision, HDR10+ და DCI-P3. სმარტფონი ემყარება მძლავრ რვაბირთვიან ჩიპ MediaTek Dimensity 9200+-ს ტაქტის სიხშირით 3.35 გჰც-მდე, აქვს 12 ან 16 გბ LPDDR5X ოპერატიული და 256 გბ, 512 გბ ან 1 ტბ მოცულობის UFS 4.0 ფლეშ-მეხსიერება. Xiaomi 13 T Pro-ს ბატარეის მოცულობაა 5000 მა/სთ. 120-ვატიანი სწრაფი HyperCharge დამტენის მეშვეობით სმარტფონი 0-დან 100%-მდე 19 წუთში იმუხტება. დამუხტვის 5 წუთი საკმარისია მუხტის 36%-მდე გაზრდისთვის. Xiaomi 13T-სა და 13T Pro-ს აქვს ორი სტერეოდინამიკი Dolby Atmos Audio-ს მხარდაჭერით, ორივე სმარტფონი დაცულია წყლისა და მტვრისგან IP68 სტანდარტის შესაბამისად. სმარტფონების მართვისთვის გამოიყენება ოპერაციული სისტემა Android 13 ინტერფეისით MIUI 14. ორივე მოდელი ხელმისაწვდომია ფერის სამ ვარიანტში: მინის პანელის მქონე მოდელები: Meadow Green (მწვანე) და Black (შავი), აგრეთვე Alpine Blue (ცისფერი) - ცალკე, BioComfort ვეგანური ტყავის მქონე ვერსია. გაყიდვაში ასევე გამოვიდა პლანშეტი Redmi Pad SE, რომელსაც აქვს 11-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით FHD+ (1920 × 1200 პიქსელი), 90 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირე და 180 ჰერცამდე შეხების დისკრეტიზაციის სიხშირე. დისპლეიზე მხარდაჭერილია 16.7 მილიონი ფერის ასხვა, სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/მ2, კონტრასტულობის - 1500:1. უზრუნველყოფილია 70%-იანი NTSC ფერთა გამა და 8-ბიტიანი ფერის სიღრმე. TÜV Rheinland Low Blue Light და TÜV Rheinland Flicker Free ტექნოლოგიები უზრუნველყოფს თვალების დაცვას მავნე, ლურჯი გამოსხივებისგან და გამორიცხავს ეკრანის ციმციმს. პლანშეტში მოცემულია 6-ნანომეტრიანი 8-ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 680 ტაქტის სიხშირთ 2.4 გჰც-მდე, 4/6/8 გბ LPDDR4X ოპერატიული და 128 გბ eMMC 5.1 ფლეშ-მეხსიერება, რომლის გაფართოება შესაძლებელია 1 ტბ-მდე microSD ბარათის მეშვეობით. პლანშეტს აქვს ფრონტალური 5-მეგაპიქსელიანი კამერა f/2.2 დიაფრაგმით, რომელიც სელფის გადაღებისა და ვიდეოზარების განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, აგრეთვე უკანა 8-მეგაპიქსელიანი კამერა (f/2.0). 8000 მა/სთ მოცულობის ბატარეაზე მხარდაჭერილია სწრაფი, 10-ვატიანი დამუხტვა USB Type-C პორტიდან. დანარჩენ მახასიათებლებს შორისაა Wi-Fi და Bluetooth 5.0 ადაპტერები, ოთხი დინამიკი Dolby Atmos-ისა და Hi-Res Audio-ს მხარდაჭერით, აგრეთვე 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. პლანშეტი ხელმისაწვდომია შემდეგი ფერის ვარიანტებად: მწვანე (Mint Green), ნაცრისფერი (Graphite Gray) და იისფერი (Lavender Purple). წონა შეადგენს 843 გრამს. მოწყობილობა მუშაობს MIUI Pad 14-ზე ოპერაციულ სისტემა Android 13-ის ბაზაზე. https://tinyurl.com/mvumm477
  3. კომპანია Meta-მ ღონისძიება Connect-ის ფარგლებში გამოაცხადა, რომ მალე გამოვა ახალი ავტონომიური ვირტუალური რეალობის ჰედსეტი Quest 3, რომელიც ზაფხულში დაანონსდა. მოწყობილობა 10 ოქტობრიდან გაიყიდება. ფოტოს წყარო: Meta Quest 3-ის წონა 512 გრამია - 12 გრამით მძიმე წინამორბედთან შედარებით. მოწყობილობას აქვს ექვსი მაღალეფექტური კამერა შერეული რეალობის მხარდაჭერით, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მაგალითად, ნებისმიერი ადგილიდან დაუკრას ვირტუალურ პიანინოზე ფერების სრულფასოვანი გადმოცემით. ჰედსეტს აქვს ორი თხევადკრისტალური დისპლეი, თითოეული 2064 × 2209 პიქსელი გაფართოებით, ასევე 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. შეგახსენებთ, Quest 2-ის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გბ-ია. სამწუხაროდ, Quest 3-ს არ აქვს თვალის მზერისთვის თვალყურის მიდევნების ტექნოლოგიის მხარდაჭერა. Quest 3-ის საფუძვლად გამოყენებულია მეორე თაობის პროცესორი Qualcomm Snapdragon XR2. Meta-მ ასევე შეცვალა VR-ჰედსეტის კონტროლერების დიზაინი. კომპანიამ უარი თქვა Quest-ისა და Quest 2-ის რგოლის ფორმის კონტროლერზე და წარმოადგინა ახალი Touch Plus კონტროლერები. ისინი უფრო ერგონომიულია და განსხვავებულ ტაქტილურ შეგრძნებებს იძლევა. თითოეული კონტროლერი კვლავ AA ტიპის ბატარეით იკვებება. Quest 3-თან აგრეთვე თავსებადია Touch Pro კონტროლერები. Meta-ს განცხადებით Quest 3-ის ავტონომიური დრო წინამორბედის მსგავსად თამაშის დროს 2.4 საათამდეა. კომპლექტში შემავალი საფირმო 18-ვატიანი დამტენის გამოყენებით 0-დან 100%-მდე დამუხტვისთვის საჭიროა 2 საათი. Quest 3-ის დანარჩენი მახასიათებლებია Wi-Fi 6E, 90 და 120 ჰერცი კადრის განახლების მხარდაჭერა, აგრეთვე პერსონალური კომპიუტერის VR-თამაშების მხარდაჭერა Air და Air Link ფუნქციების მეშვეობით. Quest 3-ის ანონსის მიუხედავად Meta ჯერჯერობით არ გეგმავს პოპულარული Quest 2 მოდელის გამოშვების შეწყვეტას. ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ Quest 2-ის მხარდაჭერას გააგრძელებს Quest 3-ის გამოსვლის შემდეგ და ახალ თამაშებს ორივე ჰედსეტისთვის ქმნის. თუმცა ახლანდელ პრეზენტაციაზე კომპანია ამ საკითხს არ შეხებია. ფოტოებზე: Quest 3 Meta Quest 3 ჰედსეტის ფასი 128 გბ მუდმივი მეხსიერებით 499.99 აშშ დოლარი იქნება, 512 გბ-ის მქონე მოდელის - 649.99 აშშ დოლარი. მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. https://tinyurl.com/frcn5evc
  4. ჯერჯერობით პირველი კრიპტოვალუტის კურსი ნელ-ნელა მოძრაობს 25-27 ათასი აშშ დოლარის დიაპაზონში, ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს სპოტ ვაჭრობის მოცულობის შემცირებასა და დერივატივების ბაზარზე დიდი ლიკვიდაციის რისკებზე. სადაა ლიკვიდურობა? CryptoQuant-ის თანახმად გასულ კვირას პირველი კრიპტოვალუტის სპოტ ვაჭრობის მოცულობა 2018 წლის დონემდე დაეცა, ამ პერიოდის განმავლობაში დღეში 8000-დან 15000-მდე ტრანზაქცია დაფიქსირდა. Bitcoin-ის სპოტ და დერივატივებით ვაჭრობის მოცულობა. წყარო CryptoQuant. შედარებისთვის, მიმდინარე წლის მარტში საშუალოდ 600 000 ტრანზაქცია იყო დაფიქსირებული. ანალიტიკოს კაუე ოლივეირას აზრით ეს ტენდენცია ეფუძნება შეერთებული შტატების ეკონომიკურ მდგომარეობას. „ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაკროეკონომიკური სცენარის მიმართ მზარდი შიშია. აშშ-ის ცენტრალური ბანკის ქმედებები აძლიერებს გაურკვევლობის მუდმივ განცდას, რის გამოც ინვესტორები შესაძლო რეცესიის მოლოდინში არიან“, - განმარტა მან. ოლივეირამ ახსენა ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის გავლენა ძირითადი განაკვეთის გაზრდასთან მიმართებაში, თუმცა Bitcoin-ის კურსს ბოლო ცვლილებაზე რეაგირება არ მოუხდენია. ფაქტობრივად, სპოტ ვაჭრობის კლების ტენდენციამ აჩვენა „ჰოდლის“ მიმართ ინტერესის ზრდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, Bitcoin-ის ზრდა შეზღუდულია ლიკვიდობის შემცირების გამო. იმის ნაცვლად, რომ მოკლევადიანი ვაჭრობით ეძებონ სწრაფი მოგება, სულ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს კრიპტოვალუტებს გრძელვადიან ინვესტიციად. მათ ურჩევნიათ თავიანთი მონეტები შეინარჩუნონ და დაიჯერონ მათი მომავალი ღირებულების, ვიდრე გაყიდონ მოგების მიღების პირველივე ნიშნის გამოჩენისას“, - განმარტა ოლივეირამ. ექსპერტის აზრით ასეთი განწყობა შეიძლება აღმოჩნდეს ციფრული ოქროს ფასის ტრაექტორიის მთავარი კატალიზატორი. ადრე Binance იყო Bitcoin-ის სპოტ ვაჭრობის შემცირების ანტირეიტინგის სათავეში. K33-ის ინფორმაციით 1 სექტემბრიდან კურსი 57%-ით დაეცა. ყველა პლატფორმისთვის მთლიანი მაჩვენებელი 48%-ით შემცირდა. ამავდროულად, პირველი კრიპტოვალუტის სპოტ მოცულობა კიდევ 8%-ით დაეცა აგვისტოს ხუთწლიან მინიმუმთან შედარებით. ტრეიდერები ზარალს განიცდიან Bitfinex-ის თანახმად Bitcoin-ის ბაზარი განიცდის მზარდ ყოველდღიურ ცვალებადობას, რაც უვადო ფიუჩერსების მასიურ ლიკვიდაციას იწვევს. გასული კვირის განმავლობაში დახურული პოზიციების უმეტესი ნაწილი იყო ლონგი, რომელიც მოხდა მოკლევადიანი ვარდნის დროს. მაგალითად, 18 სექტემბერს მოხდა 44 მლნ აშშ დოლარის ღირებულების გრძელვადიანი პოზიციების ლიკვიდაცია. ანალიტიკოსების თქმით ეს ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს და კიდევ გაუარესდეს სპოტ ვაჭრობის მოცულობის შემცირების გამო. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ Bitcoin ყველაზე დაბალ ცვალებადობას განიცდის აქტივის ისტორიაში. „ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც უვადო სვოპ-ბაზრებზე გრძელვადიანი პოზიციები ცდილობდნენ Bitcoin-ის ფასის გაზრდას, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა სპოტ ბაზარზე ყიდვის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო“, განმარტა Bitfinex-მა. CoinGecko-ს მონაცემებით პირველი კრიპტოვალუტის ფასი გასულ კვირას 3.4%-ით, 26.165 აშშ დოლარამდე შემცირდა. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში Bitcoin-ის 20 წამყვან ბირჟაზე სპოტ ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 36%-ით შემცირდა - 2.6 ტრილიონიდან 1.66 ტრილიონ აშშ დოლარამდე. Matrixport-ის ანალიტიკოსმა მარკუს ტილენმა ივარაუდა Bitcoin-ის დომინირების ზრდა, რადგან ბევრ ცნობილ Altcoin-ს ფასების დაცემის მზარდი რისკი ემუქრება. https://tinyurl.com/cb666d5n
  5. კომპანიის ახალი პროდუქტების საინტერესო მახასიათებელია მათი გარეგნული დიზაინის შეცვლის შესაძლებლობა რადიატორების ზედა ნაწილის შეცვლით. ფოტოს წყარო: Corsair Corsair Dominator Titanium DDR5 მეხსიერების მოდულების რადიატორების ზედა ნაწილში მოცემულია პანელი, რომელთა მოხსნა და შეცვლა შესაძლებელია საკუთარით ან Corsair-ში ნაყიდით. ამასთან, ARGB დარჩება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედა ნაწილი მთლიანად გაუმჭვირვალეა. განათების მართვისთვის მოცემულია საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა Corsair iCUE. Corsair-ისგან შემოთავაზებულია ოპერატიული მეხსიერების მოდულები როგორც Intel XMP 3.0 აჩქარების პროფილის, ისე AMD EXPO პროფილის მხარდაჭერით. მოდულები პრაქტიკულად იდენტურად გამოიყურება, ამიტომ შეძენამდე საჭიროა კომპლექტის ყურადღებით შესწავლა. ასევე შესაძლებელია მოდულის ფერზე ყურადღების გამახვილება: XMP 3.0-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება შავ ან თეთრ ფერში, AMD EXPO-ს მხარდაჭერით კი - მხოლოდ ნაცრისფერში. Dominator Titanium DDR5 შემოთავაზებულია ორარხიანი ნაკრების სახით და მოცულობა შეადგენს 32 (2×16), 48 (2×24), 64 (2×32) და 96 (2×48) გბ-ს. ოთხარხიანი ნაკრებები კი წარმოდგენილი იქნება 16, 24 და 48 გბ მოდულებით. ასეთ შემთხვევაში, ნაკრებების ჯამური მოცულობა 192 გბ-მდეა. მოდულების სიჩქარე ვარირებს DDR5-6000-დან DDR5-8000-მდე, სამუშაო ძაბვა კი - 1.35-დან 1.45 ვოლტამდე. Corsair აგრეთვე გამოუშვებს სპეციალურ ნაკრებს - First Edition - თითოეული მოდელის მხოლოდ 500 წყვილს. ისინი ხელმისაწვდომი იქნება ორარხიანი 32 (2×16), 48 (2×24) და 64 (2×32) გბ ნაკრებების სახით და DDR5-6000, DDR5-6600 და DDR5-7200 სიჩქარეებით. მოცულობის მიუხედავად ყველა მათგანი იმუშავებს 1.4 ვოლტ ძაბვაზე. First Edition ვარიანტები წარმოდგენილი იქნება დამატებითი აქსესუარებით, როგორიცაა კომპანიის საფირმო სახრახნისი, აგრეთვე რადიატორების მოხსნადი ფირფიტები. მითითებული ნაკრებები მხოლოდ Corsair-ის ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი. კომპანია DDR5-6000 კომპლექტს CL30 ტაიმინგით, 32 გბ (2×16 გბ) მოცულობით და DDR5-7200 კომპლექტს იმავე მოცულობის CL32 ტაიმინგით 174.99 და 234.99 აშშ დოლარად აფასებს, შესაბამისად. ორარხიანი DDR5-6000 ნაკრები CL30 ტაიმინგით და 64 გბ (2x32 გბ) მოცულობით 314.99 აშშ დოლარად იყიდება. https://tinyurl.com/3vx378cs
  6. Microsoft-ის მონაცემთა ცენტრები უზარმაზარი მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, ამიტომ კომპანიას კლიმატის ნეიტრალიტეტის მისაღწევად სუფთა ენერგიის წყაროები სჭირდება. უკიდურესად ენერგოინტენსიური ხელოვნური ინტელექტის განვითარება პრობლემას მნიშვნელოვნად ამწვავებს. Microsoft თვლის, რომ მომავალი თაობის ბირთვულ რეაქტორებს შეუძლია მისი მონაცემთა ცენტრების ენერგიით უზრუნველყოფა და ხელოვნური ინტელექტის ამბიციების განხორციელებაში ხელშეწყობა. კომპანია ახლა ეძებს პიროვნებას, რომელიც „უხელმძღვანელებს პროექტის ინიციატივებს ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის ყველა ასპექტში გლობალური ზრდისთვის“. ფოტოს წყარო: unsplash.com ბირთვული ენერგია არ გამოყოფს სასათბურე გაზებს, თუმცა მან შეიძლება პანდორას ყუთი გახსნას ავარიების შემთხვევაში, რომ აღარაფერი ვთქვათ რადიოაქტიური ნარჩენების უტილიზაციასა და ურანის მიწოდების ჯაჭვის ლოგისტიკის სირთულეზე. ბირთვული ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ჯერ კიდევ საკამათოა, თუმცა Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი დიდი ხანია ამ ტექნოლოგიის დიდი გულშემატკივარია. Microsoft გეგმავს მცირე მოდულური რეაქტორების (SMR) მიმართულების განვითარებას. მისი ბევრად უფრო დიდი წინამორბედებისგან განსხვავებით SMR-ის აშენება მნიშვნელოვნად ადვილი და იაფია. გეითსი არის TerraPower-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რომელიც ავითარებს SMR პროექტებს, მაგრამ კომპანიას „ამჟამად არ აქვს არანაირი შეთანხმება Microsoft-ისთვის რეაქტორების მიყიდვის შესახებ“. ცნობისთვის, ბოლო დიდი ბირთვული რეაქტორი, რომელიც აშშ-ში შვიდწლიანი შეფერხების შემდეგ ამოქმედდება, ბიუჯეტს 17 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდა, SMR ბევრად იაფი იქნება. აშშ-ის ბირთვული საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ ახლახანს პირველად დაამტკიცა SMR პროექტი, რამაც შეიძლება ახალ გზას დაუდოს სათავე ბირთვულ ენერგიაში. SMR-ის სწრაფი განხორციელების მთავარი დაბრკოლება არის უფრო მეტი გამდიდრებული ურანის საწვავის (HALEU) საჭიროება ტრადიციულ რეაქტორებთან შედარებით, რომლის მთავარი გლობალური მიმწოდებელი ამ დრომდე რუსეთი იყო. შეერთებული შტატები ცდილობს შექმნას ურანის მიწოდების შიდა ჯაჭვი, მაგრამ ამას აფერხებენ აქტივისტები ურანის მაღაროებისა და ქარხნების მახლობლად. გარდა ამისა, ბირთვული ნარჩენების უტილიზაციის საკითხი ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. Microsoft ცდილობს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას, მან სუფთა ენერგიის კრედიტების შესაძენად უკვე დადო გარიგება კანადურ კომუნალურ კომპანია Ontario Power Generation-თან, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში SMR ქსელის ამოქმედებას აპირებს. Microsoft ასევე გეგმავს მომავალში ელექტროენერგიის შეძენას Helion-ისგან, რომელიც ავითარებს ელექტროსადგურ fusion-ის პროექტს. Helion-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი და ChatGPT-ის დეველოპერი Sam Altman. კლასიკური ბირთვული რეაქტორებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი რაოდენობით რადიოაქტიურ ნარჩენებს წარმოქმნიან, თერმობირთვული რეაქტორი შეიძლება გახდეს სუფთა ენერგიის რეალური წყარო განსხვავებული მოქმედების პრინციპის წყალობით. სამწუხაროდ, ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მუშა თერმობირთვული ელექტროსადგურის შექმნამდე სულ მცირე რამდენიმე ათწლეულია დარჩენილი, ხოლო კლიმატის ცვლილების პრობლემები დღეს უკვე აქტუალურია. https://tinyurl.com/5ymav8ve
  7. მესამე კვარტლის დასაწყისიდან პირველი კრიპტოვალუტის ფასი და საფონდო ინდექსი S&P 500 14%-ით და 3%-ით შემცირდა, შესაბამისად. მიზეზი მდგომარეობს აშშ-ის ურისკო სამთავრობო ობლიგაციებიდან შემოსავლების ზრდაში, წერს CoinDesk. აქციის რისკის პრემია - სხვაობა S&P 500 კომპონენტების შემოსავლის თანაფარდობას მათი ფასების ჯამსა და UST 10Y-ის შემოსავლიანობას შორის შემცირდა -0.58-მდე, რაც ყველაზე დაბალია 2009 წლის შემდეგ. 2008 წლიდან მოყოლებული ინდიკატორი საშუალოდ 3.5 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. თუ მხოლოდ დივიდენდების შემოსავალს გავითვალისწინებთ, სხვაობა აშშ-ის ათწლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობასთან მიმართებაში 2.87-მდე შემცირდა, რაც მინიმუმალური მაჩვენებელია 2007 წლის ივლისის შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქციებსა და სხვა სარისკო აქტივებში ინვესტირების მიმზიდველობა გაქრა აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდების გაცილებით მაღალი შემოსავლის ფონზე, რომელიც აღიქმება, როგორც უსაფრთხო თავშესაფარი, განმარტა გამოცემამ. ეს სიტუაცია ასევე ნიშნავს იმას, რომ ნაკლები სტიმული არსებობს Bitcoin-ში ინვესტიციისთვის, თუ იგი აღიქმება, როგორც ტექნოლოგიური აქციების ანალოგი. წყარო: TradingView, CoinDesk. პირველი კრიპტოვალუტის სტაბილურობის ფონზე Bitcoin-სა და აშშ დოლარს შორის კორელაცია ნულამდე დაეცა და წამყვან საფონდო ინდექსებთან მიმართებაში ოდნავ უარყოფითი გახდა. IntoTheBlock-ის წარმომადგენელ Lucas Outumuro-ს თქმით ციფრული ოქროს გამძლეობა განპირობებულია Bitcoin ETF-ის გამოშვების პოზიტიური მოლოდინებით და Mt.Gox-ის მომხმარებლებისთის კომპენსაციის გადახდების გადატანით. „როგორც ჩანს, ტენდენცია მიუთითებს ზრდის ციკლის მოახლოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება გაუარესებულ მაკროეკონომიკურ გარემოში, ქსელის მონაცემები აფიქსირებს მონეტების მუდმივ დაგროვებას ჰოდლერების მიერ“, - აღნიშნა ექსპერტმა. ABMCrypto-მ NVT, aSORP და CDD მეტრიკებზე დაყრდნობით აღნიშნა დათვური აქტივობის ნაკლებობა. ტექნიკური სურათი RSI-ის, Chaikin Money Flow-ისა და MACD-ის სახით მიუთითებს პოზიტიური დინამიკის განახლების შანსებზე გარკვეული კონსოლიდაციის შემდეგ, განცხადეს ჟურნალისტებმა. წყარო: TradingView, ABMCrypto. Uptober-ის მოახლოების მიუხედავად სარისკო აქტივებზე ზეწოლას ახდენს პოტენციური შათდაუნი ბიუჯეტური უთანხმოებების გამო. „ბაზრებს ახლა აქვს 70%+ შანსი იმისა, რომ 2 ოქტომბერს ხელისუფლების გამოთიშვას ელოდეს“, - განაცხადა SmithAmundsen LLC-ის პარტნიორმა ჯო კარლასარემ. ადრე BitMEX-ის თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა დაუშვა Bitcoin-ის შესაძლო მოკლევადიანი მიმართულება 20 ათას აშშ დოლარს ქვემოთ, რასაც ახალი ზრდის იმპულსი მოჰყვებოდა. თუმცა სექტემბერში მან მიუთითა ციფრული ოქროს პოზიტიურ პერსპექტივაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის მიუხედავად. შეგახსენებთ, რომ Edelman Financial Engines-ის დამფუძნებელმა რიკ ედელმანმა ივარაუდა, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი 2025 წლის ზაფხულისთვის 150 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება. https://tinyurl.com/3j6fwcmf
  8. OpenAI-მ გააფართოვა ChatGPT-სთან ურთიერთობის ვარიანტები. ჩატ-ბოტის ახალი ვერსია მოთხოვნისა და მინიშნების სახით მიიღებს არა მხოლოდ ტექსტს, არამედ სურათებს და ხმოვან ბრძანებებს. კომერციული მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომი გახდება მომდევნო ორ კვირაში, დანარჩენებს გარკვეული დრო მოუწევთ ლოდინი. ფოტოს წყარო: The Verge ChatGPT-სთან ხმოვანი საუბრები გარკვეულწილად ნებისმიერ ხმოვან ასისტენტთან საუბრის მსგავსია, მაგრამ OpenAI აცხადებს, რომ პასუხების ხარისხი მნიშვნელოვნად მაღალია გაუმჯობესებული საბაზისო ტექნოლოგიის წყალობით. მომხმარებელი აჭერს ღილაკს და წარმოთქვამს შეკითხვას, ChatGPT მას ტექსტად გარდაქმნის და აწვდის მას დიდ ენობრივ მოდელს, იღებს პასუხს, აქცევს მას საუბრად და ხმამაღლა ამბობს პასუხს. ChatGPT-ის ახალი შესაძლებლობები ეყრდნობა დიდ ენის მოდელ Whisper-ს, რომელიც ახორციელებს მეტყველების ტექსტად გადაქცევას და უკან დაბრუნებას. OpenAI-ის თანახმად ახალ მოდელს შეუძლია შექმნას „ადამიანის ხმა ტექსტიდან და მეტყველების ნიმუში რამდენიმე წამში“. ამჟამად არსებობს ChatGPT-ის ხმის ხუთი ვარიანტი, თუმცა OpenAI ამ მოდელში ბევრად მეტ პოტენციალს ხედავს. ნებისმიერი ადამიანის სინთეზირებული ხმის შექმნის შესაძლებლობა მისი მეტყველების მხოლოდ რამდენიმე წამის საფუძველზე უზრუნველყოფს კიბერკრიმინალების საქმიანობისთვის ფართო ველის გახსნას - აღიარებს OpenAI ახალი ფუნქციების გამოცხადებისას: ”ეს ქმნის ახალ რისკებს, როგორებიცაა თავდამსხმელების შესაძლებლობა - განასახიერონ საზოგადო ფიგურები ან ჩაიდინონ თაღლითობა“. კომპანიის თქმით, ამ მიზეზით მოდელი არ არის ხელმისაწვდომი ფართო გამოყენებისთვის: OpenAI გეგმავს მოდელის შეზღუდვას კონკრეტული გამოყენების შემთხვევებითა და პარტნიორობის ხელშეკრულებებით. რაც შეეხება ChatGPT-ში მოთხოვნის გაგზავნას სურათის გამოყენებით, მომხმარებელმა უბრალოდ უნდა გადაიღოს ფოტო ან დახატოს მისთვის საინტერესო ნივთი და გაუგზავნოს ბოტს. კომუნიკაციის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტური ან ხმოვანი ბრძანება თქვენი მოთხოვნის გასარკვევად ან ძიების არეალის შესაზღუდად. ცხადია, ჩატ-ბოტისთვის მინიშნებების სახით ფოტოების გამოყენებასაც აქვს თავისი პოტენციური პრობლემები. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ფოტოზე გამოსახული პიროვნების ვინაობის შესახებ შეკითხვას, თუმცა OpenAI ამბობს, რომ მან შეზღუდა ChatGPT-ის „ადამიანების შესახებ ანალიზისა და პირდაპირი განცხადებების გაკეთების უნარი“ როგორც სიზუსტის, ასევე კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით. ChatGPT-ის თავდაპირველი გაშვებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ OpenAI აგრძელებს აპლიკაციის საზღვრების გაფართოებას და ცდილობს თავიდან აიცილოს მასთან დაკავშირებული პრობლემები და ხარვეზები. კერძოდ, კომპანია მიზანმიმართულად ზღუდავს თავისი ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაძლებლობებს, მაგრამ ეს მიდგომა სამუდამოდ არ იმუშავებს. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს ხმოვან კონტროლს და გამოსახულების ძიებას და ChatGPT გახდება მულტიმოდალური და სასარგებლო ვირტუალური ასისტენტი, ხელოვნური ინტელექტის ჩარჩოებში შეკავება უფრო და უფრო რთული გახდება. https://tinyurl.com/mr4bar9e
  9. პორტალ Digital Foundry-ს YouTube-არხზე გამოქვეყნდა საინტერესო ვიდეო, რომელშიც CD Projekt Red-ის წარმომადგენელი Jakub Knapik, აგრეთვე Jacob Freeman და Bryan Catanzaro კომპანია NVIDIA-დან განიხილავენ DLSS 3.5 ტექნოლოგიის რეალიზაციას თამაშ Cyberpunk 2077-ში. ისინი აგრეთვე შეეხნენ მასშტაბირებისა და რენდერინგის უპირატესობას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ფოტოს წყარო: cyberpunk.net NVIDIA-ს გამოყენებითი ღრმა სწავლების კვლევების ვიცე-პრეზიდენტმა Bryan Catanzaro-მ განაცხადა, რომ თამაშის ორიგინალი გაფართოებით გაშვება აღარ უნდა ჩაითვალოს ყველაზე დეტალური გრაფიკის გარანტიად. გეიმინგ გრაფიკის ინდუსტრია მიიწევს ხელოვნური ინტელექტის გამოსახულების რეკონსტრუქციასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ რენდერზე დამოკიდებულების გაზრდისკენ, დარწმუნებულია ექსპერტი. გრაფიკული დეტალების გაზრდა უხეში ძალის მეთოდის გამოყენებით აღარ არის ოპტიმალური გამოსავალი, რადგან „მურის კანონი მკვდარია“. ეს ნიშნავს იმას, რომ იზრდება DLSS ფორმატის ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნა - ისინი ხელს შეუწყობენ დეტალიზაციის გაზრდას და გვერდს აუვლიან თანამედროვე გრაფიკული სისტემების თაობიდან თაობაზე გადასვლისას წარმადობის სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ზრდას. Cyberpunk 2077-თან დაკავშირებით Jakub Knapik-მა განაცხადა, რომ რეითრეისინგის დანერგვა შეუძლებელი იქნებოდა DLSS გადაწყვეტილებების გარეშე - განსაკუთრებით გამოსახულების მასშტაბირებასა და კადრების გენერირებაში. DLSS ტექნოლოგიამ ხელი შეუწყო გრაფიკული პროცესორების წარმადობის მარაგის გაზრდას და Cyberpunk 2077-მა მიიღო რეალურ დროში განათების დამაჯერებელი სიმულაციები, რაც ტრადიციული რენდერინგით შეუძლებელი იქნებოდა. Bryan Catanzaro დარწმუნებულია, რომ ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირების ტექნოლოგიები გეიმინგ გრაფიკაში საბოლოოდ მთლიანად ჩაანაცვლებს ტრადიციულ რენდერინგს. ინდუსტრიამ გააცნობიერა, რომ მეტის მიღწევა შეუძლია მონაცემთა დიდი ნაკრების დახმარებით, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მოსამზადებლად, ვიდრე ალგორითმების შექმნას ნულიდან, ანუ ტრადიციული რენდერინგის მეთოდების გამოყენებით, მიიჩნევს ექსპერტი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გეიმინგ სამყარო, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, წარსულს ბარდება. თუ მურის კანონი აქტუალურობას დაკარგავს, მაშინ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები შეიძლება მართლაც იყოს სამგანზომილებიანი გრაფიკის შემდგომი განვითარების ერთადერთი გარანტია. ყოველ შემთხვევაში NVIDIA-სთვის ხელოვნური ინტელექტის ქვესისტემების განვითარება მომავალ ვიდეო ბარათებში პრიორიტეტული იქნება. https://tinyurl.com/y6p9kcyj
  10. Bitcoin-ს აქვს პოტენციალი - გახდეს გლობალური ენერგეტიკული გადასვლის კატალიზატორი და შეამციროს მავნე გამონაბოლქვი, ნათქვამია Institute of Risk Management-ის ექსპერტების კვლევაში. დილან კემპბელმა და ალექსანდერ ლარსენმა გამოაქვეყნეს ნაშრომი სათაურით " Bitcoin და ენერგიკული გადასვლა: რისკიდან შესაძლებლობამდე". ავტორების მტკიცებით მიუხედავად იმისა, რომ პირველი კრიპტოვალუტა აღიქმება რისკად მისი ელექტროენერგიის მოხმარების მაღალი დონის გამო, მას შეუძლია სფეროში გლობალური პრობლემების ახალ გადაწყვეტილებებამდე მისვლა განაპირობოს. მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს ენერგიის მნიშვნელოვანი როლი ცივილიზაციის განვითარებაში და საიმედო, სუფთა და უფრო ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროების საჭიროება. Bitcoin-ის ენერგეტიკული ინტენსივობის კრიტიკის მიუხედავად კემპბელმა და ლარსენმა წარმოადგინეს დაბალანსებული შეხედულება, რომელშიც ჩანს მაინინგის პოტენციური სარგებელი. მათი აზრით პირველი კრიპტოვალუტის მაინინგი უზრუნველყოფს მინიმუმ შვიდ შესაძლებლობას ენერგეტიკული ინდუსტრიის გაუმჯობესებისთვის. ექსპერტების აზრით კრიპტოვალუტის მაინინგ ინდუსტრია 2030 წლისთვის შეძლებს მეთანის გლობალური ემისიების შემცირებას 8%-ით სამრეწველო წვის დროს გამოყოფილი სასათბურე გაზების ნაკლებად მავნე ნივთიერებებად გარდაქმნის გზით. მაინინგისას მეთანის ემისიების გამოყენების პოტენციალი. წყარო: Institute of Risk Management. კემპბელმა და ლარსენმა აღნიშნეს მაინინგის სხვა პოტენციური სარგებელი ინდუსტრიისთვის: ენერგეტიკული ქსელის მართვის ეფექტურობის გაზრდა კრიპტოვალუტის მაინერების დეცენტრალიზაციისა და დატვირთვაზე სწრაფი რეაგირების უნარის წყალობით; ქარის და მზის გენერაციის დანერგვის დაჩქარება - მაინერებს შეუძლიათ მოხმარება დააბალანსონ; ატომური და ჰიდროელექტროსადგურების ეკონომიკის გაუმჯობესება ჭარბი ელექტროენერგიის შეძენით; გამოყოფილი სითბოს რეკუპერაცია. „ჩვენი წარმოდგენით მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin ელექტროენერგიის მომხმარებელია, ეს არ ნიშნავს, რომ იგი არის ნახშირორჟანგის ემისიების და ჰაერის სხვა დამაბინძურებლების დიდი წყარო. „კრიპტოვალუტა შეიძლება იყოს კატალიზატორი ყველასთვის სუფთა, უფრო ენერგიით უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფისთვის“, - აცხადებენ მკვლევარები. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის მაინინგი გამოყოფს CO₂-ის გლობალური გამონაბოლქვის 0.1%-ს კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის მონაცემების მიხედვით. https://tinyurl.com/725cwe5v
  11. Google-ის Pixel 8 და Pixel 8 Pro სმარტფონების ოფიციალური ანონსი 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ამჟამად ინტერნეტში გამოჩნდა ახალი პროდუქტების ოფიციალური რენდერები ყველა ფერის ვარიანტით. ისინი გამოქვეყნდა რესურს MySmartPrice-ის, რომელიც ინსაიდერული ინფორმაციის სანდო წყაროს რეპუტაცის ფლობს. Pixel 8 ოფიციალური რენდერები ადასტურებენ, რომ Pixel 8 სერიის სმარტფონები წინამორბედების მსგავსია, თუმცა უფრო მომრგვალებული კუთხეები აქვთ. Pixel 8 რენდერებზე წარმოდგენილია Pixel 8 მოდელი შემდეგ ფერებში: Peony Rose (ვარდისფერი), Grey (ნაცრისფერი) და Black Obsidian (შავი). საბაზისო ვერსიისგან განსხვავებით Pixel 8 Pro მოდელი ხელმისაწვდომი იქნება Sky Blue (ცისფერი), Porcelain (ღია კრემისფერი) და Black Obsidian (შავი) ფერის ვარიანტებად. Pixel 8 ოფიციალურ რენდერებზე Pixel 8 სერიის სმარტფონების კამერები წინამორბედის მსგავსად განთავსებულია უკანა პანელზე არსებულ გამოწეულ ბლოკზე. Pixel 8 Pro ასევე დადასტურებულია, რომ Pixel 8 Pro სმარტფონს ექნება სამი უკანა კამერა და LED განათება. გარდა ამისა, უკანა პანელზე კამერების გვერდით ჩანს ახალი ტემპერატურული სენსორი. Pixel 8 Pro ონლაინ სიმულატორის თანახმად Pixel 8 Pro-ს ექნება 5G mmWave ქსელების მხარდაჭერა, ასევე ტელეფოტო მოდული 5x ოპტიკური ზუმით. და თუ ვიმსჯელებთ რენდერებით, საბაზისო მოდელის მთავარი კამერა ორ სენსორს მოიცავს. Pixel 8 Pro https://tinyurl.com/ykzkswv4
  12. საზოგადოების ყურადღება ამჟამად მიპყრობილია Tesla-ს ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის სერიული მიწოდებისთვის მზადებაზე, თუმცა კომპანია პარალელურად არ წყვეტს სხვა სამომავლო პროდუქტების სრულყოფას. ერთ-ერთია ადამიანისმაგვარი რობოტი Optimus, რომელიც ასევე ტეხასში მდებარე ქარხანაში აიწყობა. კომპანიამ ამ რობოტების ზოგიერთი შესაძლებლობა გააზიარა. ფოტოს წყარო: Tesla მოკლე ვიდეოში ახსნილია, რომ Optimus-ებმა ისწავლეს დამოუკიდებლად დააკალიბრონ თავიანთი კიდურების მოძრაობის სიზუსტე სახსრებში ჩაშენებული სენსორებისა და მანქანური ხედვის სისტემის გამოყენებით. ეს უკანასკნელი ასევე გამოიყენება ნეიროქსელების მოსამზადებლად და გარკვეული ამოცანების შესასრულებლად რობოტების სწავლებისთვის. ფოტოს წყარო: Tesla მაგალითის სახით ნაჩვენები იყო კონსტრუქტორის პლასტმასის ბლოკების ფერების მიხედვით დახარისხების ოპერაცია. კონსტრუქტორის ორი ფერის დეტალები განთავსებული იყო რობოტის წინ, მას უნდა დაეხარისხებინა ისინი ორ ლანგარზე ფერების შესაბამისად. რობოტი ამოცანას იმ შემთხვევაშიც უმკლავდებოდა, როდესაც გარემოება იცვლებოდა პერიოდულად - მეთვალყურე ადამიანი დეტალებს ახალ ადგილზე აწყობდა. პარალელურად დაცული იყო მეორეხარისხოვანი პირობაც - მაგალითად, კონსტრუქტორის ბლოკები განთავსებული უნდა ყოფილიყო ვერტიკალურად და აუცილებლობის შემთხვევაში რობოტი მათ გადაბრუნებით უცვლიდა პოზიციას. ფოტოს წყარო: Tesla როგორც ცნობილია, Optimus-ის ნეიროქსელის სწავლება ხორციელდება თავად რობოტის აპარატული რესურსებით. დემონსტრაციის მსვლელობისას Optimus-ის პროტოტიპმა ასევე გამოავლინა საპირისპირო ოპერაციის შესრულების უნარი - ერთ ჯგუფში ორი ფერის ბლოკების შერევა. ამავდროულად Tesla-მ აჩვენა რობოტის მიერ წონასწორობის ერთ ფეხზე დაცვის უნარი (პირველი ფოტო ზემოთ), როდესაც რობოტი იოგას ვარჯიშებს იმიტირებს. მოძრაობის დინამიურობა და სიჩქარე, თუ ვივარაუდებთ იმას, რომ ვიდეო რეალურ დროშია ჩაწერილი, ადამიანისას არ ჩამოუვარდება, Optimus-ის ფიზიკური შესაძლებლობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: → https://t.co/dBhQqg1qya pic.twitter.com/1Lrh0dru2r https://tinyurl.com/52xkwcvc
  13. შენგენის ზონის გარეთ მყოფმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ კრიპტოვალუტების ინდუსტრიის უფრო მკაცრი ზედამხედველობა. ამის შესახებ ევროპის პარლამენტის კვლევის სამსახურის (EPRS) ანგარიშშია ნათქვამი. „ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე არხი, რომლითაც ევროკავშირის ფინანსური სისტემა და ავტონომია კვლავ საფრთხეშია, რადგან ისინი დამოკიდებულნი არიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების პოლიტიკურ ქმედებებზე MiCA-ს გამოყენების კონტექსტში“, - ნათქვამია დოკუმენტში. EPRS-ის ექსპერტებმა დაასახელეს ბაზრის მიმზიდველობის დაქვეითება და Stablecoin-ების ფართო გამოყენება, როგორც ფინანსური სტაბილურობისთვის პოტენციური შედეგები. წყარო: EPRS. მოხსენებაში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს აქვს „ფრაგმენტირებული მარეგულირებელი ნორმატიულ-სამართლებრივი გარემო“, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ფედერალურ და ადგილობრივ დონეზე. ექსპერტების აზრით ეს ირიბად აისახება სამართლებრივ სიცხადესა და რეგულირების სიზუსტეზე. ცხრამეტმა იურისდიქციამ უკვე მიიღო ზომები კრიპტო აქტივებთან დაკავშირებით. EPRS იაპონიის საკანონმდებლო ბაზას თვლის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად. აპრილში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს კრიპტო ინდუსტრიის ყოვლისმომცველი რეგულირებისთვის (MiCA). წესების ძირითადი დებულებები, მათ შორის Stablecoin-ებთან დაკავშირებული წესები, მიღებიდან ერთი წლის შემდეგ ამოქმედდება. https://tinyurl.com/ycy5jxnx
  14. მესამე კვარტალი დასასრულს უახლოვდება და TrendForce-ის სპეციალისტებმა მეორე კვარტლის შედეგები შეაჯამეს. მათ დაადგინეს, რომ ინტეგრირებული მიკროსქემების ათი უმსხვილესი მწარმოებლის მთლიანი შემოსავალი გასული პერიოდის განმავლობაში გაიზარდა 12.5%-ით 38.1 მლრდ აშშ დოლარამდე. ამ თანხის თითქმის 30% მოდის NVIDIA-ზე, რომელმაც თანმიმდევრულად გაზარდა საკუთარი შემოსავალი 68.3%-ით 11.3 მლრდ აშშ დოლარამდე და კონკურენტები დიდი სხვაობით ჩამოიტოვა უკან. ფოტოს წყარო: NVIDIA შედარებისთვის, მეორე ადგილზე განთავსებული კორპორაცია Qualcomm მეორე კვარტალში 7.2 მლრდ აშშ დოლარი შემოსავლით დაკმაყოფილდა. ეს მაჩვენებელი 9.7%-ით შემცირდა და შედეგად იგი აკონტროლებს ფულად გამოხატულებაში ბაზრის 18.8%-ს, წინა კვარტლის მაჩვენებელი 23.5% იყო. კომპანიის შემოსავლის უარყოფითი დინამიკის მიზეზი TrendForce-ის წარმომადგენლების განმარტებით იყო სმარტფონებზე მოთხოვნის კლება, რომელზეც Qualcomm მეტად დამოკიდებულია. NVIDIA-ს შემთხვევაში მეორე კვარტალში სერვერების სეგმენტში შეინიშნებოდა 105%-იანი ზრდა. დიდი მოთხოვნით სარგებლობდა გამომთვლელი არქიტექტურის ამაჩქარებლები Hopper და Ampere HGX სისტემების შემადგენობაში, აგრეთვე ქსელის ინფრასტრუქტურა InfiniBand, რომელიც მათი მუშაობისთვის აუცილებელია. შემოსავლების მხრივ მეორე კვარტალში NVIDIA აკონტროლებდა ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზრის 29.7%-ს სექტორის უმსხვილეს კომპანიებს შორის. რეიტინგში არ შევიდა ის კომპანიები, რომლებიც თავად აწარმოებენ თავიანთ შექმნილ ჩიპებს, მაგალითად Intel და Samsung Electronics. ფოტოს წყარო: TrendForce კომპანია Broadcom მესამე ადგილზეა 5.9 მლრდ აშშ დოლარიანი შემოსავლით, მისი საბაზრო წილი 20.4-დან 18.1%-მდე შემცირდა. შემცირდა კომპანიის შემოსავალი ქსელური მონაცემთა სანახი სისტემებისთვის, ფართოზოლოვანი ქსელური გადაწყვეტილებებისა და უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი კომპონენტებიდან, ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის განკუთვნილ კომპონენტებზე მოთხოვნის ზრდამ ვერ უზრუნველყო ამ ვითარების კომპენსირება. მეოთხე ადგილზეა AMD 5.36 მლრდ აშშ დოლარიანი შემოსავლით, რომელიც სიმბოლური 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის ბაზრის წილი 15.8-დან 14.1%-მდე შემცირდა ფულადი თვალსაზრისით NVIDIA-ს მხრიდან ზეწოლის შედეგად. მეხუთე ადგილი დაიკავა ტაივანურმა MediaTek-მა შემოსავლების 1.5%-ით 3.2 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდით და ბაზრის 8.4%-იანი წილით, რომელიც ასევე შემცირებულია პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 9.3%-თან შედარებით. ჯამში NVIDIA-ს გარდა, რომელიც რეიტინგის სათავეშია, მეორე კვარტალში საკუთარი წარმოების ჩიპების ტოპ მომწოდებელთა ათეულიდან მხოლოდ Novatek-მა და Realtek-მა, რომლებმაც, შესაბამისად, მეშვიდე და მერვე ადგილები დაიკავეს, შეძლეს თავიანთი საბაზრო პოზიციების გამყარება ფულადი თვალსაზრისით. მათი შემოსავალი გაიზარდა 24.7 და 32.6%-ით, შესაბამისად. პირველ მათგანს ხელი შეუწყო სატელევიზიო აღჭურვილობაზე მოთხოვნის ზრდამ, მეორეს კი ლეპტოპებისა და კომპიუტერების კომპონენტებზე მოთხოვნა დაეხმარა. TrendForce-ის პროგნოზების მიხედვით თუ ბაზრის მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდება მესამე კვარტალში ბაზრის ლიდერების ათეული გააგრძელებს შემოსავლების ზრდას მთლიანობაში ორნიშნა პროცენტით და, რა თქმა უნდა, განაახლებს ისტორიულ რეკორდებს. https://tinyurl.com/b3yse5pm
  15. ახალმა iPhone 15 Plus-მა რეკორდი დაამყარა ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობით და უკან ჩამოიტოვა iPhone-ის ყველა წინა მოდელი. iPhone 15-ის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ ბატარეის ტესტირების შედეგებმა ახალი მოდელის უპირატესობა დაადასტურა. ფოტოს წყარო: Apple Apple აქტიურად არეკლამებდა ახალ 3-ნანომეტრიან ჩიპ A17 Pro-ს ეფექტურობას, რამაც დიდი მოლოდინი გააჩინა iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max მოდელების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ბლოგერ Mrwhosetheboss-ის მიერ ჩატარებული ტესტირებისას Pro Max-მა უფრო დიდხანს გაძლო, ვიდრე ყველა წინა iPhone მოდელმა. თუმცა ნამდვილი აღმოჩენა იყო iPhone 15 Plus, რომელმაც აქტიური ეკრანით 13 საათზე დიდხანს იმუშავა და ახალი რეკორდი დაამყარა ყველა iPhone-ს შორის. Apple-ის ტექნიკური მახასიათებლების ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია ბატარეის მუშაობის დრო აუდიოს უწყვეტი მოსმენისას და ვიდეოს ყურებისას. კომპანიის მონაცემებით iPhone 15 Pro Max მუშაობს ყველაზე დიდხანს ნაკადური ვიდეოს ყურებისას - ეს დროა 25 საათი, iPhone 15 Pro და iPhone 15 Plus კი - 20 საათს. თუმცა აუდიოს მოსმენისას Pro Max მოდელი მუშაობს 95 საათს, Plus ვერსია კი - რეკორდულ 100 საათს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის, რეალური სამუშაო დრო შესაძლოა განსხვავებული იყოს, რადგან სმარტფონის ყოველდღიური მოხმარება მოიცავს სხვადასხვა ამოცანას და არა მხოლოდ ვიდეო ან აუდიო კონტენტის გამოყენებას. ბლოგერ Mrwhosetheboss-ის ტესტები მიზნად ისახავდა მოწყობილობის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების სიმულაციას მთელი დღის განმავლობაში: ვიდეოების ყურება TikTok-ზე, ვიდეო ჩათები Zoom-ში, ვიდეოების ჩაწერა და თამაში. ტელეფონის ეკრანი აქტიური იყო ბატარეის სრულად დაცლამდე. ბატარეის მუშაობის ლიდერი ამ დრომდე იყო iPhone 13 Pro Max, თუმცა, ტესტებმა აჩვენა, რომ iPhone 15-ის ყველა მოდელმა აჯობა წინამორბედებს. კერძოდ, iPhone 15 Pro-მ გაძლო 9 საათი 20 წუთი, საბაზისო iPhone 15-მა - თითქმის 10 საათი, 15 Pro Max-მა - 11 საათი 41 წუთი, 15 Plus-მა კი - რეკორდული 13 საათი 19 წუთი. ახალი iPhone 15 მოდელების ბატარეის ტესტირების შედეგები ადასტურებს Apple-ის სწრაფვას - გააუმჯობესოს თავისი მოწყობილობების წარმადობა და ეფექტურობა. iPhone 15 Plus-ის საუკეთესო წარმადობა ახალ სტანდარტს ადგენს მომხმარებლებისთვის, რომლებიც ბატარეის ხანგრძლივ მუშაობას აფასებენ. ეს შეიძლება საკვანძო ფაქტორი იყოს მრავალი მომხმარებლისთვის სმარტფონის არჩევისას უახლოეს მომავალში. https://tinyurl.com/5ejtzth9
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.