Jump to content

gionthelawa

წევრი
  • Content Count

    8
  • Joined

  • Last visited

Community Reputation

2 Neutral

About gionthelawa

  • Rank
    დამწყები

Recent Profile Visitors

The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.

  1. ხომ არ იცით ამ ლეპტოპზე --> https://www.lenovo.com/gb/en/laptops/yoga/500-series/Yoga-530-14-Intel/p/88YG5000978 ეს ვინჩესტერი შემიძლია რომ მოვარგო? და ორი შემიძლია თუ მხოლოდ ერთი? ანუ არსებულიც რო ქონდეს და ესეც დავუმატო... ვინჩესტერი --> https://www.crucial.com/usa/en/yoga-530-14arr-(m*2-2280)/CT13050304
  2. პერსონალურმა კომპიუტერმა იმდენად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, რომ ბინა ან ოფისი მის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ამასთან, თუ ადრე "პერსონალურ კომპიუტერში" სტაციონარული კომპიუტერი (დესკტოპი) იგულისხმებოდა, დღეს უპირატესობა პატარა, კომპაქტურ და ფუნქციონალურ ნოუთბუქებს ენიჭება. თუმცა ამდენი ბრენდის, მოდელის და კონფიგურაციის არსებობისას რთულია ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა - ბევრ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში მოგიყვებით. ფორმატი დესკტოპებისგან განსხვავებით, რომელთა მასა და გაბარიტები არ ახდენას დიდ გავლენას კომფორტზე, ნოუთბუქების ფორმატი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ ნოუთბუქის შერჩევა ამ კრიტერიუმით უნდა დაიწყოთ. დღეისთვის ნოუთბუქები სამ კლასად იყოფა: მცირეფორმატიანები (დისპლეის დიაგონალი 10-13"), საშუალოფორმატიანები (14-16") და მსხვილფორმატიანები (17-19"). მცირეფორმატიანები (10,1", 11,6", 12,5", 13,3") - ყველაზე კომპაქტური და მსუბუქი მოწყობილობებია, რომლებიც ყველაზე კარგად შეესაბამება მობილურობას - ყოველდღიური ტრანსპორტირება სამსახურში, სასწავლებელში; შვებულება და მგზავრობა. რა თქმა უნდა, ეკრანის და კლავიატურის მცირე ზომა და შედარებით სუსტი "შიგთავსი" გავლენას ახდენს მუშაობის კომფორტზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ აკუმულატორის მოცულობას - რაც უფრო დიდხანს ხართ შორს, მით უფრო მეტად დაგჭირდებათ ავტონომიურობა. საშუალოფორმატიანები (14", 15,6") - მოწყობილობების საშუალო კლასია. ყველაზე პატარების (14 დუიმი) თან ტარება თავისუფლად შეიძლება, დიდების კი (15,6 დუიმი) - პერსონალური კომპიუტერივით გამოყენება. ეს ნოუთბუქები აღჭურვილია საკმაოდ დიდი ეკრანით მრავალი ტიპიური ამოცანის შესასრულებლად, კლავიატურა კი შეიძლება ციფრების დამატებითი ბლოკით იყოს აღჭურვილი. საკმაოდ ხშირად ამ მოდელებში მძლავრი დისკრეტული ვიდეო ბარათებია გამოყენებული, რისი წყალობითაც მოწყობილობას თამაშებისთვის გამოიყენებთ. მსხვილფორმატიანები (17,3", 18,4" და მეტი) - ყველაზე მასიური და მძიმე ნოუთბუქებია, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, მუდმივი სამუშაო ადგილისთვის ყიდულობენ. დიდი წონის გამო თქვენ ნაკლებად მოგინდებათ მათი ხშირად გადატანა, მაგრამ ეკრანის დიდი ზომა, მაქსიმალურად მოსახერხებელი კლავიატურა და მძლავრი შიგთავსი დესკტოპს ჩაანაცვლებს. შეიძლება ითქვას, რომ 15,6" დიაგონალის მქონე ნოუთბუქები დღეისთვის ყველაზე გავრცელებულია, ასე რომ, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ მოდელი, აირჩიეთ უნივერსალური ფორმატი. კატეგორიები ნოუთბუქების თითქმის ყველა მწარმოებელი მოდელებს შემდეგ კატეგორიებად ყოფს - მულტიმედიური, უნივერსალური, ბიზნეს, თამაშისთვის განკუთვნილი და ულტრაბუქები. თითოეულში არის ყველა ფორმატის მოდელი: მცირე-, საშუალო- და მსხვილფორმატიანი. ამგვარად, როგორც კი შეარჩევთ ეკრანის სასურველ ზომას, შეუდექით თქვენთვის სასურველი კატეგორიის შერჩევას. თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებულობები გააჩნია: მულტიმედიური ნოუთბუქები - აღჭურვილია კაშკაშა დიზაინით და ფუნქციონალურობით, რომელიც ამოცანების ფართო წრის შესასრულებლად არის განკუთვნილი (ფოტოს და ვიდეოს დათვალიერება, მუსიკის მოსმენა, ტექსტთან მუშაობა, თამაშები და სხვა). ასეთ მოდელებს, როგორც წესი, მრავალი სხვადასხვა კონფიგურაცია გააჩნია, ფასშიც შეიძლება იყოს დიდი სხვაობა. მარტივი ამოცანებისთვის გამოსადეგია მოწყობილობები ჩვეულებრივი, დამწყები დონის პროცესორით და ჩაშენებული ვიდეო ბარათით. საშუალო და მაღალი დონის პროცესორები (შესაბამისი დისკრეტული ვიდეო ბარათით) კარგია დამწყები გეიმერებისთვის. ნოუთბუქები პროფესიონალური გეიმერებისთვის - ეს საკმაოდ ძვირადღირებული სპეციალიზირებული მოწყობილობებია ეფექტური "აგრესიული დიზაინით", ყველაზე მძლავრი პროცესორებით და ვიდეო ბარათებით, რომლებიც თანამედროვე თამაშების მაღალ პარამეტრებზე თამაშის საშუალებას იძლევა. ისინი გამოირჩევა გაგრილების გაძლიერებული სისტემით, ოპტიმიზირებული კლავიატურით (განათება, გამოკვეთილი კლავიშები W-A-S-D და სხვა), დიდი "სწრაფი" ეკრანებით და ხარისხიანი "სათამაშო" აკუსტიკით. ბიზნეს ნოუთბუქები - "მშვიდი", არაფრით გამორჩეული დიზაინის მქონე მოწყობილობებია (შავი ან რუხი ფერის, მქრქალი ზედაპირით, კორპუსის მკაცრი მოხაზულობებით), დამატებითი მულტიმედიური ელემენტების გარეშე. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გაძლიერებულ კონსტრუქციაზე, რომელიც აქტიურ ექსპლუატაციას უძლებს; ერგონომიულ კლავიატურაზე, რომლის გამოყენება მოსახერხებელია მთელი დღის განმავლობაში; და სლოტების საკმარის რაოდენაბოზე. ულტრაბუქები - ძვირადღირებული, თანამედროვე, თხელი და მსუბუქი მოწყობილობებია, რომლებიც მაღალი ავტონომიურობით და სიმძლავრით გამოირჩევა. მოცემული მომენტისთვის ხელმისაწვდომია მოდელები დიაგონალით 11,6" და 15,6". ისინი აღჭურვილია მართლაც დახვეწილი დიზაინით, ძვირადღირებული მასალების გამოყენებით (კარბონი, მინა, სხვადასხვა შენადნობი). როგორც წესი, ასეთ ნოუთბუქებს უზრუნველყოფილი ადამიანები ყიდულობენ, რომლებსაც საკუთარი სტატუსის კიდევ ერთხელ აღნიშვნა სურთ. ამ მოწყობილობების მფლობელებს მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ თხელ კორპუსში დისკრეტულ ვიდეო ბარათს არ აქვს ადგილი - ვიდეოაქსელერატორი ჩაშენებულია პროცესორში. ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების გარდა არსებობს ასევე უნივერსალური ნოუთბუქები. მათი გამოყენება თანაბარ პირობებში შესაძლებელია, როგორც სამსახურისთვის და სწავლისთვის, ასევე გართობისთვის. ეს იდეალური არჩევანია, თუ სალხში მხოლოდ ერთი კომპიუტერი გჭირდებათ, რომლის წაღება მეგობრებთან ან საქმიან შეხვედრაზე შეგიძლიათ. კონფიგურაციები მას შემდეგ, რაც თქვენი მომავალი ნოუთბუქის ფორმატი და ტიპი შეარჩიეთ, რჩება ბოლო და ყველაზე მარტივი ნაბიჟი - კონკრეტული აპარატული კონფიგურაციის შერჩევა. აქ ორი მიდგომის გამოყენება შეგიძლიათ: ყველა თანამედროვე მახასიათებლის შესწავლა ან უბრალოდ ყველაზე ძვირი კონფიგურაციის ყიდვა, რომელზეც ფული გყოფნით . თუ ძვირადღირებულ კონფიგურაციაზე შეჩერდით, მაშინ აირჩიეთ ყველაზე მძლავრი პროცესორი და ვიდეო ბარათი, ყველაზე მოცულობითი ვინჩესტერი - HDD, SSD და კომუნიკაციური ინტერფეისების ფართო კომპლექტი. მათთვის, ვისაც დაზოგვა და ამავე დროს ჩვეულებრივი ამოცანების ამოსახსნელად საკმარისი სიმძლავრის მქონე ნოუთბუქი სურს - ყურადღება შემდეგ მახასიათებლებს მიაქციეთ: » პროცესორის ტიპი - დღეისთვის ოპტიმალური ვარიანტია Intel Core i5 ან AMD A8, თუ კი სახსრები არ გყოფნით, მაშინ - Intel Core i3, Pentium ან Celeron, ასევე AMD A2/A4; » ოპერატიული მეხსიერების და მყარი დისკის მოცულობა - Laptop RAM 4GB და Laptop SSD 300-500GB შესაბამისად; » ვიდეო ბარათის ტიპი - პროცესორში ჩაშენებული აქსელერატორი Intel ან AMD დაზოგავს თქვენს სახსრებს, დისკრეტული ადაპტერები ATI ან NVIDIA კი თამაშის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს; » უსადენო ადაპტერების არსებობა - WiFi როუტერის მოდული ყველა ნოუთბუქშია ჩაშენებული, აი Bluetooth-ზე კი ზოგმა მწარმოებელმა შეიძლება დაზოგოს; » სლოტების კომპლექტი - შეარჩიეთ მოდელი USB პორტების მაქსიმალური რაოდენობით, ქართდრიდერით და HDMI-ით თხევად-კრისტალურ ტელევიზორებთან შეერთებისთვის; » ოპერაციული სისტემის ტიპი - ბიუჯეტური ნოუთბუქები ხშირად დაკომლექტებულია ОС Linux ან MS-DOS სისტემით. ასეთი მიდგომა მოწყობილობის დაბალ ფასს უწყობს ხელს. ასე რომ, თუ მოცემული სისტემის შესწავლას არ აპირებთ, ჯობია მისი გადაყენება და ჩვეული Windows-ის დაყენება.
  3. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს ერთი ძალიან დიდი საერთო გვაქვს. ჩვენ ინტერნეტის ქსელში გახვეული ადამიანები ვართ და ჩვენი ცხოვრება მის გარეშე ვეღარ წარმოგვიდგენია. სადაც არ უნდა ვიყოთ: სახლში, ოფისსა თუ კაფე-ბარებში, ჩვენი პორტატული მოწყობილობები წყალივით ითხოვს ინტერნეტს, უფრო კონკრეტულად კი Wi-Fi-ს. ათეული წლის წინ ჩვენ სხვადასხვა სადენებით ინტერნეტს ვიყავით მიბმული, რადგან თითოეულს ინტერნეტთან საკუთარი დამაკავშირებელი სჭირდებოდა. დღეს კი ტექნოლოგიებმა მეტი მზუნველობა გამოიჩინა და ეს დისკომფორტი ნელ-ნელა გააქრო. ჩვენ დაგვრჩა Wi-Fi-ს გაშლილი ზონა, სადაც თავისუფლად ვმოძრაობთ ნოუთბუქებით, სმარტფონებით თუ სხვა მოწყობილობებით და ინტერნეტთან დასაკავშირებლად სადენები აღარავის სჭირდება. ამ კომფორტს Wi-Fi როუტერი ქმნის. როუტერი არის ის შეუმჩნეველი მოწყობილობა, რომელზეც ბევრს არავინ ფიქრობს. ჩვენ გვგონია, რომ მთავარია კარგი მონაცემების მქონე ტექნიკა და ინტერნეტთან დაკავშირება ამით შემოიფარგლება. სინამვილეში ეს ცოტა სადავოა. ყველა მოწყობილობის ინტერნეტში მუშაობას მარშრუტიზატორი ანუ როუტერი განაპირობებს. ის შიფრავს და გადასცემს ინფორმაციას. როუტერი უკავშირდება ქსელის პროვაიდერს და აწვდის ინტერნეტს კონკრეტულ მოწყობილობებს. ვეცდები, გასაგებად და ლაკონურად აგიხსნათ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება როუტერის შერჩევის დროს. ისიც გასათვალისწინებელია, როგორი მოწყობილობა გვჭირდება - სახლის თუ პროფესიონალური. როუტერში რამდენიმე კომპიუტერისა და მოწყობილობის დაკავშირებაა შესაძლებელი. მარტივად რომ ვთქვათ, როუტერი არის ისეთი ელექტრონული ყუთი, რომლის ერთი პორტი WAN უკავშირდება ინტერნეტს (შემომავალი ინტერფეისი), ხოლო LAN პორტი ყველა სხვა კომპიუტერს. ტიპი პირობითად, Wi-Fi როუტერი შესაძლებელია, რამდენიმე ტიპად დავყოთ: 1. ADSL WiFi-როუტერები: ეს არის უსადენო მარშრუტიზატორი. მისი პორტი WAN სატელფონო კონექტორით RJ11. 2. Ethernet(FTTB) WiFi-როუტერი: დღეისათვის საკმაოდ გავრცელებული უსადენო მარშრუტიზატორი, მისი პორტი WAN კი ჩვეულებრივი კონექტორით RJ45. 3. 3G/4G როუტერი: ინტერნეტს უკავშირდება Ethernet კაბელის გარეშე, სიმ-ბარათის საშუალებით და ფიჭურ სიგნალს გარდაქმნის უკაბელო ინტერნეტად. 4. ე. წ. უნივერსალური როუტერი: ამ "უნივერსალური როუტერის" შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე ტექნოლოგია უკავშირდება. მაგალითად, ADSL+Ethernet(FTTB) ან Ethernet(FTTB)+3G. Wi-Fi სტანდარტი რთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსია Wi-Fi. მისი სტანდარტია IEEE 802.11, რომელიც რამდენიმე სახისაა და დროსთან ერთად ბუნებრივად ახლდება. ჯერ იყო IEEE 802.11a, შემდეგ IEEE 802.11b, IEEE 802.11g და დღეისათვის ყველაზე გავრცელებული - IEEE 802.11n. თუმცა ბოლო სტანდარტია IEEE 802.11ac. ეს არის გაუმჯობესებული სიჩქარე წინამორბედებთან შედარებით. ბრენდი ამ დროისათვის ბაზარზე როუტერების რამდენიმე მწარმოებელია. მაგ: დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბრენდია Tenda. მას აქვს მისაღები დაფარვის ზონა და იდიალურია სახლისთვის/მცირე ბიზნესისთვის. რაც შეეხება TP-Link-ს, ის გამოირჩევა მარტივი პარამეტრებით, ხოლო D-Link - მოდელების დიდი არჩევანით. ბაზარზე ასევე ვხვდებით Edimax-ისა და Linksys-ის როუტერებს. Linksys-ის მარშრუტიზატორებს შედარებით დიდი ზონის დასაფარად იყენებენ. ამჟამად ბევრი ონლაინ მაღაზია არსებობს სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ვაიფაი როუტერი, სასურველი მახასიათებლით. დასასრულისთვის მოკლედ ჩამოვწერ იმ მახასიათებლებს, რაც როუტერის შეძენისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: Wi-Fi სტანდარტი (IEEE 802.11a/b/g/n/ac) Wi-Fi სიჩქარე (450 Mbit/წმ; 600 Mbit/წმ) WAN-ის ტიპი (10 Mbit/წმ;100 Mbit/წმ და ა. შ.) LAN პორტების რაოდენობა და სიჩქარე სიხშირეების დიაპაზონი ანტენების რაოდენობა 3G/4G მხარდაჭერა ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა, როუტერები ატმოსფეროს შრეებშიც კი გამოკიდოს და დედამიწა ერთი მთლიანი Wi-Fi-ს უწყვეტი ველი გახდეს. ყველაფერი მოსალოდნელია, როგორც "ლაივ" ვიდეოები კოსმოსიდან, ისე - ევერესტი უმაღლესი წერტილიდან. დღეს არავის არაფერი უკვირს. თუმცა სანამ ეს მოხდება, ვისიამოვნოთ ტექნოლოგიის იმ შეთავაზებით, რომელსაც Wi-Fi როუტერი ჰქვია და შევარჩიოთ ის ჩვენთვის სასურველი მახასიათებლების გათვალისწინებით.
  4. კი ამუშავებს მაგრამ გააცხელებს და ხანძარი არ გააჩინო :)) ამ კვების ბლოკიდან სცადე რომელიმე https://adashop.ge/კვების-ბლოკი/?features_hash=2-42_60-407
  5. რატომ უნდა გადაყვლიპო მაგ სამსუნგის მონიტორში ამდენი როცა არსებობს უფრო მაგარი უფრო იაფ ყვლიფში :დ 100%-ით gaming მონიტორი 3 წლიანი გარანტიით ა ბატონო https://adashop.ge/asus-monitor-asus-asus-xg27vq-black-27-1920x1080-144ghz-4ms-300cd-m-3000-1hdmi-dvi-d-1x-displayport/ აი კიდევ ერთი გეიმერული მონიტორი შედარებით იაფად. https://adashop.ge/dell-alienware-25-gaming-monitor-aw2518hf-25-amd-freesync-fhd-1920-1080-1080p-240-hz/
  6. ეს სტატია რომ ვნახე დავიწყე მონიტორები-ს ძებნა და აი აქ ვნახე ყველაზე დაბალ ფასაც Viewsonic-ს VA2719-2K მონიტორი https://adashop.ge/მონიტორი/?features_hash=2-5201 საკმაოდ დამევასა მეგობრებო მინდა გითხრათ დინამიკები აქვს კლელი, 3 ვატიანი ორი დინამიკი აქვს მაგრამ მარშალის ჩემ პატარა დინამიკს რო შევადარე განსხვავება თითქმის ვერ ვნახე
  7. gaming მონიტორი Dell Alienware 25 Monitor - AW2518H, 24,5" LED TN, FHD (1920 x1080) (210-AMOF_GE) ეს შეუდარებელია, ერთ-ერთი საუკეთესოა მგონი. თან tn აქვს ამასაც. მონიტორი Samsung LC27FG73FQIXRU 27" (1920 X 1080) 1ms, 144Hz BLACK აი ეს აქვს მეგობარს და საერთოდ არ მომწონს თავისი მოხრილობის გამო, რავიცი გემოვნების ამბავია. ჩემი viewsonic-ს უფრო კარგი ჩვენება აქვს თუ მეჩვენება არ ვიცი :დ მონიტორი Samsung LC27FG73FQIXRU 27" (1920 X 1080) 1ms, 144Hz BLACK ამაზეც იგივე შემიძლია ვთქვა. მონიტორი ASUS ROG STRIX XG27VQ 27" 1920x1080 144ghz, 1ms, AMD FreeSync™ (90LM03G0-B01170) ეს ძალიან გავს ჩემ viewsonic-ს ვიზუალურადაც, ერთი მატრიცის ტიპი განსხვავდება მგონი მხოლოდ. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მონიტორით. გავუწევ დიდ რეკომენდაციას. მაღაზიაში რომ მივედი სანამ ჩართავდნენ მანამდე მომეწონა, და რო ჩართეს მერე საერთოდ გავგიჟდი :დ pc shop-ს საერთოდ ვერ გავუგე თავი ბოლო სად აქვს
  8. გამარჯობათ მეგობრებო, მინდა ერთი კარგი მონიტორი გაჩვენოთ ViewSonic XG2702 27" Gaming, 1920x1080, 144Hz, 1ms არ ვიცი რომელ მონიტორს შევადარო 1 კვირაა ვიყიდე და თვალი ვერ მოვაცილე ისეთი საოცრება მონიტორია. AMD FreeSync™ ვაფშე შოკი აქ. რას შევადარო ამას? Samsung U32H850 31.5 მე ძაან კმაყოფილი ვარ. მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვისაც ვიუსონიქის მაგრობა. დიდი მადლობა...
×
×
  • Create New...