Jump to content

OverDozeD

OC Legends
  • Posts

    4014
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Everything posted by OverDozeD

  1. tunnelbear დააყენე, გაააქტიურე და მერე ჩართე market unlocker. უნდა იმუშაოს 100%
  2. ფეტელის შემყურე შემეზიზღა F1-ის ყურება, მაგრამ მომავალ წლის იმედზე ვარ. სიახლეების მერე არამგონია შეინარჩუნონ ასე უკონკურენტო პოზიცია რედბულმა. მერსედესის ძრავი ძალიან გაპიარდა, მაგრამ საინტერესოა რატომ თვლიან რომ ყველაზე სწრაფი იქნება როცა ჯერჯერობით არც რენო და არც ფერარი არ დებს თავის ძრავების ინფორმაციას არსად. ალონსოს საქვიელი როგორ მოგეწონათ ვებერი რომ მიაცილა? ჩემი აზრით ძალიან ემოციური იყო მითუმეტეს როცა ბოლო სეზონს ატარებს ვებერი. ასევე ყველას ანახა რომ ვეტელი ტრაკია და მეტი არაფერი ცუდი ისაა რომ ვებერმა კორეაში 10 ადგილიანი პენალტი აიკიდა უნებართვოდ ტრეკზე შემოსვლისთვის.
  3. ipad მართლა სერიოზული გამოვა როგორც ეტყობა და ღირს კიდეც ყიდვა.
  4. რა განსხვავებაა ზვიად? დავაყენე უკვე და მუშაობს, როგორც იქნა მიბაძეს ანდროიდს, მულტიტასკინგით და დიზაინის ელემენტებით ძალიან მაგონებს ჟელიბინს თუმცა წარმადობა დაეცა 4S-ზე აშკარად. არ ვიცი ხმარებაში თუ "გაიწევს" მაგრამ ჯერჯერობით ნელია წინა ვერსიასთან შედარებით.
  5. თუ დარუთული გაქვს Greenify არის მაგის წამალი, ასევე google now გაუთიშე.
  6. ძმაკაცს ვუყენებ ახლა 4S-ზე OTA-თი და სცადეთ ვინმემ? ვნახოთ რა ხილია ახალი ვაშლios
  7. ოფიციალური 4.3 დაანონსდა ოქტომბრის ბოლომდე აუცილებლად გამოვაო. თუ გამოჟონა რამე სატესტო ვერსიამ დავდებ აუცილებლად
  8. საკმაოდ ობიექტური რევიუ ახალ აიფონებზე http://www.androidauthority.com/new-iphones-friday-debate-268784/ გასაგებია, რომ ანდროიდის საიტია და შეიძლება ვინმეს სუბიექტურად მოეჩვენოს, მაგრამ მე ძალიან ზუსტად და ობიექტურად ვხედავ რაც მან წერია ყველაფერს.
  9. რაღაც ძალიან მეეჭვება რომ ჩინეთის ბაზარზე აიფონს დიდი მომავალი ჰქონდეს, იქ ყველა ოჯახს თავისი მინი ანდროიდ ქარხანა აქვს და მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასად იყიდება ფლაგმანი სმარტფონები. თანაც თითქმის ყველა მწარმოებელი ორკარტიანი მოდელებს მარტო ჩინეთის ბაზრისთვის ამზადებს და არამგონია როდესმე ორკარტიანი აიფონი ვიხილოთ.
  10. ე.ი. აიფონმა თავის თავს გადააჭარბა ინოვაციების უსუსურობით... ჯობსი ალბათ ჯოჯოხეთიდან იგინება და კუკს ელოდება რომ კუპრში აბანაოს truetone flash - არცერთ სამოყვარულო/პრო აპარატებს მსგავსი რამე არ უყენიათ და არც შეიძლება ჰქონდეს, რადგან არსებობს ცნება თეთრის ბალანსი რომლის სწორი ფუნქციონირებისთვისაც საჭიროა ნეიტრალური განათება და არანაირი დამატებითი ფერი. 64bit architecture - როგორც უკვე გიომ აღნიშნა, რეალური გამოყენებას 64ბიტი პოულობს მაშინ როცა ოპერატიული მეხსიერება არის 4გბ ან მეტი, ხოდა აქ საქმე გვაქვს უკვე პრესიტორიულ 1 ოპერატიულთან... გარდა ამისა თავსატეხი პროგრამისტებისთვის რომ გადათარგმნონ ძველი პროგრამები ჯერჯერობით არაფრისმაქნის 64ბიტზე. biometric sensor - ერთი შეხედვით ძალიან კარგია, მაგრამ აიფონმა როგორც მოსალოდნელი იყო პროგრამულად დაკეტა წვდომა მესამე მხარის დეველოპერებისთვის და მხოლოდ საკუთარი აპლიკაციებისთვის გამოიყენებს ამ ფუნქციას. "cheap iphone" - ეს არის პირდაპირი დაცინვა ზომბებისთვის, ეპლმა გამოუშვა რესტაილინგი იგივე შიგთავსით და უარესი დიზაინით იგივე ფასად. რათქმაუნდა კონკურენციის არქონისთვის წინა მოდელი ამოიღო წარმოებიდან! არ მიხარია ნამდვილად, იმიტომ რომ ანდროიდთან კონკრუენცია აუცილებლად კარგია თანამედროვე ბაზარზე. ჩემამდე არ დადის რაში მჭირდება ორჯერ ძლიერი პროცესორი და ვიდეოჩიპი როცა ეკრანის რეზოლუცია იგივეა და თანაც წინა მოდელი მშვენივრად უმკლავდება თავის საქმეს.
  11. კი 4.3 ვერსიაა აქაა ლინკი ყველა ვერსიაზე, მარცხნივ უნდა აირჩიო სასურველი http://download.cyanogenmod.org/?type=nightly&device=i9300
  12. G1ORG1 , V6 1.6ლ გაისად შემოდის ახალი რეგლამენტების თანახმად. სრულიად განსხვავებული ბოლიდი უნდა იყოს 2014 წლის, საბურავის მომწოდებელიც არაა გადაწყვეტილი ჯერჯერობით, შეიძლება პირელი და მიშლენი ერთდროულადიყოს და უფრო საინტერესო გახდება კონკურენცია. porsche-ზე სად წაიკითხე ბრუნდებაო? მე არაფერი მსმენია მსგავსი. honda ბრუნდება 2015დან მაკლარენზე. მარუსია წავიდეს კიარაა, შეიძლება უფრო გაძლიერდეს. რუსი ინვესტორები ძალიან აქტიურობენ ამ ბაზარზე. თითქმის გადაწყვეტილაი რომ სირიოტკინი იქნება ზაუბერში მომავალი წლიდან და შეიძლება ვიტალიც ვიხილოთ სადმე.
  13. G1ORG1 , შვებულებაში ვიყავი გიო და ცოტა გამიგრძელდა. ვერა ვერ წავედით იტალიაში. ჩემმა ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა და გეგმები ჩაგვეშალა წელს დიდი იმედი არ მაქვს რაიმეს გამოსწორების, ყველა მომავალ წლის ბოლიდის გაკეთბაზეა გადასული. როგორც ჩანს 2014 სეზონის გადამწყვეტი მომენტი ძრავი იქნება. მერსედესმა უკვე დაანანონსა, რენო და ფერარი ჯერჯერობით იკავებს თავს, თუმცა გული მგირძნობს არანაკლები სიძლიერის იქნება. ახალი ძრავი ტექნიკურად ყველაზე რთულია რაც კი ოდესმე შექმნილა ავტოსპორტში. V6 ტურბინა 1.6ლ მოცულობის და ენერგიის აღდგენის სისტემით (ERS) გაცილებით ძლიერი და რამდენჯერმე უფრო დიდხნიანი ვიდრე KERS . ასე რომ მომავალი სეზონი იქნება ძალიან საინტერესო როგორც პილოტაჟის, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით
  14. ეგრე გამოდის ორივე უნიჭიერესი მრბოლელია, მიუხედავად იმისა რომ კიმის პიროვნულად ვერ ვიტან. საინტერესოა როგორ აიტანს ფერარიში მეორე ადგილას ყოფნას, ყველასთვის ნათელია რომ ალო #1 იქნება კიდევ კარგა ხანი. ფერარის განხცადებით ორივე პილოტი გუნდური მოთამაშეა და კარგად ესმით, რომ ფერარისთვის მთავარია კონკსტრუქტორების თასი.
  15. ეგეც ასე, კიმი ბრუნდება ფერარიში და 2 მსოფლიო ჩემპიონი ეყოლება წითელ გუნდს მომავალი სეზონიდან. წელს დიდი იმედი არ მაქვს პირველ ადგილზე გასვლის, მაგრამ ალონსო ყველაფერს ცდილობს და მაქსიმუმს შედეგს აჩვენებს რაც კი მანქანას შეუძლია. რედბულს კი ნამდვილად რესკექტ, ნიუი არის ტექნიკური გენიოსი და სწორედ მაგის დამსახურებაა თითქმის ნებისმიერ კონფიგურაციის ტრეკზე ფეტელის ლიდერობა. მონცაზე ფერარის დამარცხება დიდი მიღწევაა ნებისმიერი გუნდისთვის.
  16. თარიღი ზუსტად არ იციან, მაგრამ სავარაუდოდ სატესტო 4.3 ვერსია გამოვა ამ შაბათ-კვირას და დავდებ აუცილებლად. მე მინდა ყურადღება გავამახვილო cyanogenmod-ზე. 3 კვირაა მიყენია უკვე 10.2 და ძალიან სტაბილურია წინა ვერსიერბთან შედარებით. აღარაფერს ვამბობ სისწრაფეზე. ასევე კიდევ უფრო სტაბილური 10.1.3 RC2 ვერსიაც შეგიძლიად დატესტოთ. არ დაგავიწყდეთ backup სანამ რამეს დააყენებთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყოველ ანდროიდის ვერსიას სჭირდება შესაბამისი gapps
  17. ეგ პრობლემა არაა, ყველა ანდროიდი ეგრეა არის უკვე თემა ამ ტელეფონის შესახებ და რა საჭიროა ახალი თემა??
  18. დავტესტე და ძალიან მომეწონა სტაბილურობა, ვერანაირი ხარვეზი ვერ ვუპოვე, მაგრამ სტოკზე დავაბრუნე იმიტომ რომ მალე S4-ზე გადავალ. გირჩევთ დააყენოთ ოღონდ nandroid backup გააკეთეთ ყოველი შემთხვევისთვის. აყენებთ ჯერ ROM-ს და მერე GAPPS-ს. ROM - http://download.cyanogenmod.org/?type=snapshot&device=i9300 gapps (გადმოწერეთ 4,2,2 ვერსია) - http://goo.im/gapps
  19. ყველაზე დახვეწილი AOSP დეველოპერები არიან მანდ და საუკეთესო ROMებს აკეთებენ ჩემი აზრით. უბრალოდ ჩვენი მოდელისთვის არაა გამოშვებული ყველა დრაივერის კოდი და შესაბამისად ვერაკეთებენ სტაბილურ ვერსიას JB-ზე.
  20. შედარებით სტაბილური cyanogenmod დაიდო უკვე მალე დავტესტავ snapshot http://download.cyanogenmod.org/?type=snapshot&device=i9300
  21. GIBSON, რა ვერ გაუგე კონკრეტულად?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.