ე.ი. აიფონმა თავის თავს გადააჭარბა ინოვაციების უსუსურობით...
ჯობსი ალბათ ჯოჯოხეთიდან იგინება და კუკს ელოდება რომ კუპრში აბანაოს
truetone flash - არცერთ სამოყვარულო/პრო აპარატებს მსგავსი რამე არ უყენიათ და არც შეიძლება ჰქონდეს, რადგან არსებობს ცნება თეთრის ბალანსი რომლის სწორი ფუნქციონირებისთვისაც საჭიროა ნეიტრალური განათება და არანაირი დამატებითი ფერი.
64bit architecture - როგორც უკვე გიომ აღნიშნა, რეალური გამოყენებას 64ბიტი პოულობს მაშინ როცა ოპერატიული მეხსიერება არის 4გბ ან მეტი, ხოდა აქ საქმე გვაქვს უკვე პრესიტორიულ 1 ოპერატიულთან... გარდა ამისა თავსატეხი პროგრამისტებისთვის რომ გადათარგმნონ ძველი პროგრამები ჯერჯერობით არაფრისმაქნის 64ბიტზე.
biometric sensor - ერთი შეხედვით ძალიან კარგია, მაგრამ აიფონმა როგორც მოსალოდნელი იყო პროგრამულად დაკეტა წვდომა მესამე მხარის დეველოპერებისთვის და მხოლოდ საკუთარი აპლიკაციებისთვის გამოიყენებს ამ ფუნქციას.
"cheap iphone" - ეს არის პირდაპირი დაცინვა ზომბებისთვის, ეპლმა გამოუშვა რესტაილინგი იგივე შიგთავსით და უარესი დიზაინით იგივე ფასად. რათქმაუნდა კონკურენციის არქონისთვის წინა მოდელი ამოიღო წარმოებიდან!
არ მიხარია ნამდვილად, იმიტომ რომ ანდროიდთან კონკრუენცია აუცილებლად კარგია თანამედროვე ბაზარზე.
ჩემამდე არ დადის რაში მჭირდება ორჯერ ძლიერი პროცესორი და ვიდეოჩიპი როცა ეკრანის რეზოლუცია იგივეა და თანაც წინა მოდელი მშვენივრად უმკლავდება თავის საქმეს.