X-treme user

VIP
  • Content Count

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. JEDEC Solid State Technology Association-ი, მსოფლიო ლიდერი მიკროელექტრონიკის სტანდარტების ინდუსტრიაში, დღეს დააანონსა DDR4-ის (Double Data Rate 4) მთავარი ატრიბუტების შესახებ. პუბლიკაცია დაგეგმილია მომავალი წლის შუა პერიოდში და JEDEC DDR4-ში წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წარმადობაში შემცირებული კვების მოხმარებით - წინა თაობის ტექნოლოგიებთან შედარებით. DDR4-ის შემუშავება მიმდინარეობს მთელ რიგ ინოვაციური თავისებურებების საშუალებით, რომლებიც შექმნილია მაღალი სისწრაფისა და ვრცელი გამოყენებადობის დაშვებისთვის - სხვადასხვა აპლიკაციებში, მათ შორის სერვერებში, ლეპტოპებში, დესქტოპ კომპიუტერებში და ფართო მოხმარების პროდუქტებში. მისი სიჩქარე, ვოლტაჟი და არქიტექტურა განისაზღვრება გადაადგილების გამარტივებისა და სტანდარტის ათვისების შემსუბუქების მიზნით. DDR4 voltage როადმაპით წამოაყენეს წინადადება, რომ მოხდებოდა VDDQ-ს დონის შენარჩუნება მუდმივ 1.2 ვ-ზე და მომავალში შესაძლებლობა იქნებოდა მისი შემცირება - VDD მარაგის ვოლტაჟში. DDR4 აგვარიდებს ტექნოლოგიის მოძველებას - I/O voltage-ის სტაბილურად დარჩენის გზით. მონაცემების სიხშირეები ცალკეულ პინებზე, დროთა განმავლობაში, 1.6 გიგა ტრანსფერ/წამიდან გაიზრდება მაქსიმალურ 3.2-მდე. იქიდან გამომდინარე, რომ DDR3-ის შემთხვევაში გადაჭარბებული იყო მისი მოსალოდნელი ზღვარი 1.6 GT/s, გამორიცხული სულაც არ არის, რომ DDR4-სთვის მომავალში განცხადებული იქნება წარმადობის უფრო მაღალი დონეები. პერფორმანსის სხვა თავისებურებები, რომლებიც დაგეგმილია სტანდარტში ჩართვისთვის, არის DQ სალტეზე განთავსებული პსევდო გახსნილი არხის ინტერფეისი, geardown რეჟიმი 2667 მჰზ-იან მონაცემთა სიხშირისთვის და უფრო მეტიც, bank group არქიტექტურა VrefDQ-თი და გაუმჯობესებული გამომცდელი რეჟიმებით. DDR4 მეხსიერების მოწყობილობებს საშუალება ექნებათ, რომ ჰქონდეთ განსხვავებული აქტივაცია, წაკითხვის, ჩაწერის ან დავალებების განახლება თითოეულ უნიკალურ bank group-ში. კონცეპტი გააუმჯობესებს მთლიანობაში მეხსიერების ეფექტურობასა და გამტარიანობას, განსაკუთრებით მის მცირე ნაწილაკების გამოყენების დროს. შემუშავების პროცესის დამატებითი თავისებურებები კი ასეთია: მონაცემთა სამი სიგანე: x4, x8 და x16 ახალი JEDEC POD12 ინტერფეისის სტანდარტი DDR4 (1.2V)-სთვის სხვადასხვაგვარი გაფრთხილება სიხშირესა და სტრობებისთვის ახალი დამთავრების სქემა - DDR-ის წინა ვერსიებთან შედარებით: DDR4-ში, DQ სალტეს გადააქვს დასრულება VDDQ-სკენ, რომელიც რჩება სტაბილური, მიუხედავად VDD ვოლტაჟის დროთა განმავლობაში შემცირებისა ნომინალური და დინამიური ODT: ODT პროტოკოლის და ახალ Park Mode-ის გაუმჯობესებები იძლევა ნომინალური დასრულებისა და დინამიური ჩაწერის ტერმინაციას, ODT პინის მოძრაობაში მოყვანის გარეშე Burst length of 8 and burst chop of 4 მონაცემთა დაფარვა DBI: კვების მოხმარების შემცირებისთვის და მონაცემთა სიგნალის მთლიანობის გაუმჯობესებისთვის. ეს თავისებურება ატყობინებს DRAM-ს, შენახულ იქნას ზუსტი თუ გადაბრუნებული დატა. ახალი CRC მონაცემთა სალტისთვის: ტრანსფერებისთვის შეცდომების აღმოჩენის შესაძლებლობის ჩართვა - განსაკუთრებით ხელსაყრელი ჩაწერის დავალებებსა და non-ECC აპლიკაციებში. ახალი CA შესაბამისობა command/address სალტისთვის: command and address ტრანსფერების შემოწმება დამაკავშირებელ რგოლის გავლით, იაფი მეთოდის უზრუნველყოფის გზით, ყველა დავალებისთვის. DLL off რეჟიმის მხარდაჭერა
  2. LGA 1155 პლატფორმის გამოშვებიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, Intel კვლავ გვთავაზობს წარმოების განსხვავებულ პროცესზე და გაუმჯობესებულ მიკროარქიტექტურაზე დაფუძნებულ პროცესორების სერიას. ისმის შეკითხვა - უნდა ველოდოთ თუ არა ახალი ვარსკვლავის გამოჩენას? ჩვენთვის კარგად ნაცნობი ‘tick-tock’ სქემა უბრალოდ ტექნიკური პროგრესის შესაფერისი ილუსტრაციაა, რომელიც რეალობას მეტნაკლებად ზუსტად ასახავს. Ivy Bridge CPU-ების რელიზი, წესით, ეს გახლავთ მორიგი ‘tick’, რაც გულისხმობს 22 ნმ-ზე გადასვლას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროდუქტებში განხორციელდა მთელი რიგი სხვა ცვლილებებიც და აქედან გამომდინარე, კომპანიამ ისინი განაკუთვნა ‘tick+’ ფაზას. პროცესორების მწარმოებლის ნებისმიერი ქმედებას აქვს ორი ძირითადი მიზანი: მოახდინოს თავიანთი ნაწარმების პოპულარიზაცია და შეამციროს შემუშავების ხარჯები. თუ დავეყრდნობით ზუსტად ამ ფაქტს და არა ზოგიერთ სხვა აბსტრაქტულ წესს, ჩვენ მარტივად შევძლებთ Ivy Bridge სერიის გამოშვების მიზნის გაგებას. ამ სეგმენტში ლიდერის პოზიციაზე მყოფ Intel-ის გაყიდვების მოცულობები მრავალჯერ აჭარბებენ მის ყველაზე ახლოს მყოფ კონკურენტების მაჩვენებლებს. ამგვარად, მისი ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ განაგრძოს ზრდა, გახლავთ ახალ ბაზრებში მოხვედრა. ამჟამად, საუკეთესო პერსპექტივის მქონე პროდუქტებს განეკუთვნებიან ტაბლეტ-PC და ულტრაბუქების კლასში შემავალი თხელი და მსუბუქი მობილური კომპიუტერები. სწორედ ამ მიმართულებაზე ახდენს ის ფოკუსირებას. Ivy Bridge სერია უნდა შეიჭრას აღნიშნულ მარკეტზე და მეტოქეობა გაუწიოს სხვა ისეთ პოპულარულ პლატფორმებს, როგორებიცაა ARM არქიტექტურა და AMD-ს ჰიბრიდული x86 პროცესორები - Zacate, Llano და Trinity ხაზიდან. თუმცა, ამ შეჯიბრში, Intel-ის ახალ პროდუქტებს აქვთ წარმატების მიღწევის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათში დამატებული იქნება დიდი წარმადობის ინტეგირებული გრაფიკული ბირთვი და გააჩნდებათ თბო-გამოყოფის დაბალი დონე - ტრადიციულად მაღალ გამოთვლით პერფორმანსთან ერთად. თუმცა, თუ ენერგო-ეფექტურობის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია წარმოების ახალი პროცესის მეშვეობით, გაცილებით ბევრი ძალისხმევაა საჭირო მეორე მათგანის გასაუმჯობესებლად, რაც კომპანიის პროცესორების ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ მოუწია Intel-ს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება ახალ მიკროარქიტექტურაში და ‘tick-tock’ წესის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ Ivy Bridge ოპტიმიზირებულია ულტრა-მობილური გადაწყვეტილებებისთვის, ის მაინც მრავალფეროვანია და გარდა ამ სეგმენტისა, ის გამოყენებულ იქნება სამაგიდო და სერვერულ კომპიუტერებშიც. ამაში გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი გამოთვლითი შემადგენელი ნაწილი Sandy Bridge-თან შედარებით, დიდად არ შეცვლილა, ხოლო ახალი ტექნოლოგიური პროცესის საშუალებით, მოხდება უფრო მაღალი სიხშირეებისა და წარმადობის უპირატესობების მიღწევა. ამ მიმოხილვაში ჩვენ გავეცნობით ახალ მიკროარქიტექტურასა და პროცესორებს - დესქტოპ-მომხმარებელთა თვალით. მიუხედავად იმისა, რომ ინტეგრირებული გრაფიკის გაზრდილ პერფორმანსის დონეს და ფართო ფუნქციონალურობას საზოგადოების უდიდესი ნაწილი ნაკლებად აქცევს ყურადღებას, Ivy Bridge-მა შესაძლოა, რომ ისინიც კი დააინტერესოს. 22 ნმ ტექნოლოგიურ პროცესს უნარი აქვს გაზარდოს CPU-წარმადობის მაჩვენებელი თითოეულ ვატზე და გააუმჯობესოს მისი სიხშირული პოტენციალი. ეს კი, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მომთხოვნ ენთუზიასტებისთვის ისინი იქცნენ Sandy Bridge სერიაზე უფრო მიმზიდველ პროდუქტებად. Ivy Bridge მიკროარქიტექტურა ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ Ivy Bridge-ის მიკროარქიტექტურას განუხორციელდა გარკვეული მნიშვნელოვანი ცვლილებები - მის წინამორბედ Sandy Bridge-თან შედარებით, მაგრამ მაინც ადვილია მიხვედრა, რომ მათ საკმაოდ ბევრი რამ აკავშირებთ. ფაქტიურად არ არსებობს განსხვავება პროცესორის საერთო სტრუქტურის ყველაზე მაღალ დონეში, გაუმჯობესებები აქ მცირე დეტალებშია. მოდით თვალი გადავავლოთ მათგან ძირითადებს. პირველ რიგში, უნდა ავღნიშნოთ, რომ Ivy Bridge სერიასთან ერთად, ახალი პლატფორმა არ გამოჩენილა. ეს პროცესორები ერგებიან იგივე, LGA1155 სოკეტს და სრულად თავსებადნი არიან როგორც ამ ტიპის, აგრეთვე სულ ახლახანს წარმოდგენილ მე-7 სერიის, ანუ Z77 ჩიპსეტით აღჭურვილ სისტემური დაფებისთვის. ახალ პროცესორებს გააჩნიათ მსგავსი ფუნქციონალური ქვე-იუნიტები, როგორც მათ წინამორბედებს: ოთხიდან ორი ბირთვი დაკომპლექტებულია ინდივიდუალური 256 კბ L2 კეშ-მეხსიერებით, ინტეგრირებული GPU, 8 მბ-მდე L3, 2-არხიანი DDR3 SDRAM და PCI Express-ის გრაფიკის კონტროლერი, Turbo-ტექნოლოგიის სისტემური მმართველი და დამატებითი ინტერფეისები. თითოეული კომპონენტი აქაც, დაკავშირებულია ბეჭდურ სალტესთან. რასაკვირველია, მთავარი განსხვავება Sandy Bridge-ებთან შედარებით, არის ახალი, 22 ნმ წარმოების პროცესი. გარდა უფრო ‘თხელი’ ზომისა, ტრანზისტორების შიდა დიზაინიც შეიცვალა. Intel მას უწოდებს tri-gate-ს, რაც გულისხმობს მაღალი სილიკონის ჭრილს, რომელიც გადის ჭიშკრის გავლით და დაფარულია High-K არაგამტარით. ამგვარად, ასეთი ტრანზისტორების მქონე პროცესორებს უნარი აქვთ იმუშაონ უფრო დაბალ ვოლტაჟზე და გამოყონ ნაკლები სითბო. ოფიციალურ მონაცემთა ცხრილის მიხედვით, ახალ მოდელებს გააჩნიათ 50%-იანი უპირატესობა წინამორბედებთან შედარებით - თითოეულ ვატზე წარმადობის დონის მიხედვით. გაზრდილი ენერგო-ეფექტურობა შესანიშნავი ამბავია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Ivy Bridge სერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი არის მისი მასიური გამოყენება ულტრა-მობილურ კომპიუტერებში. ეფექტის განმტკიცებისთვის, Intel-ის ინჟინრებმა წარმოადგინეს ახალი ტექნოლოგიები აღნიშნული კუთხით: უფრო ღრმა ძილის მდგომარეობები, მეხსიერების კონტროლერზე კვების შემცირების ოპცია, დაბალვოლტაჟიანი DDR3L SDRAM-ების მხარდაჭერა და კონფიგურირებადი TDP. ამის შედეგად, მრავალრიცხოვანი Ivy Bridge მოდიფიკაციები მოიცავენ 17 ვ თერმო-პაკეტის მქონე (შემდეგში კი, შესაძლებელია ამ მაჩვენებლის შემცირება 14 ვ-მდეც) ULV პროდუქტებს. ახალი ტექ-პროცესი ნიშნავს უფრო მცირე ზომის ნახევარგამტართა მატრიცებსაც. 4-ბირთვიანი Ivy Bridge-ის ფართობი შეადგენს 160 მმ2-ს, რაც Sandy Bridge-ის ასეთ პროცესორთან შედარებით, 35%-ით ნაკლებია. გარდა ამისა, ახალ CPU-ში გაერთიანებულია 1.4 მილიარდი ტრანზისტორი - წინამორბედის 995 მილიონთან შედარებით. დამატებითი ტრანზისტორები როგორც წესი, გამოიყენება კეშ-მეხსიერებისთვის, მაგრამ არა Ivy Bridge პროცესორებში, რომლებსაც გააჩნიათ იგივე L1, L2 და L3, როგორც Sandy Bridge-ებს. ამჯერად მათ დიდმა ნაწილმა გადაინაცვლა ინტეგრირებულ გრაფიკულ ბირთვში. ეს თითქმის სრულიად განსხვავებულია წინა თაობის Intel HD Graphics 3000/2000-სგან. HD Graphics 4000 ბირთვი სავსებით შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნილებებსა და სტანდარტებს. ის ეთავსება DirectX 11-ს (DirectCompute და Shader Model 5.0) და OpenCL 1.1-ის მეშვეობით, გააჩნია GPGPU-ს მხარდაჭერაც. გარდა ამისა, მასში აგრეთვე გათვალისწინებულია სამამდე დისპლეი, მაშინ, როდესაც მისი წარმადობის დონე გაუმჯობესდა შემსრულებელი მოწყობილობების რაოდენობის - 12-დან 16-მდე გაზრდის გზით. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ ვარაუდობს Intel თავის პროცესორებით აღჭურვილ უფრო მეტ კომპიუტერს, რომლებიც გამოყენებულ იქნებიან დისკრეტული ვიდეობარათის გარეშე, ძირითადად მობილურ სეგმენტში. თუმცა, ინტეგრირებული გრაფიკა დესქტოპ-მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ახალი პროცესორებისგან სურთ რაც შეიძლება მაღალი პერფორმანსის მიღება გამოთვლითი თვალსაზრისით, ისეთი მნიშვნელოვანი არ არის. სამწუხაროდ, ამ მხრივ, მათ არ შეუძლიათ ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებულის შემოთავაზება. მსგავს სიხშირეზე აჩქარებულ ამ გადაწყვეტილებებს, როგორც ამბობენ, ექნებათ დაახლოებით 5%-იანი უპირატესობა წინამორბედებთან შედარებით. შემსრულებელი ბირთვები ძირითადად ხელუხლებელი დარჩა, განხორციელდა რამდენიმე უმნიშვნელო გაუმჯობესება. Ivy Bridge-ის მონაცემთა გაცვლის სისწრაფე რეგისტრებს შორის გაიზარდა, ხოლო Hyper-Threading-სთვის განკუთვნილ, შიდა ბუფერის სტატიკური გადანაწილება ინსტრუქციათა სხვადასხვა ნაკადებს შორის, შეიცვალა დინამიურით. საინტერესოა რა სარგებლობა მოაქვს ამ ყველაფერს პრაქტიკული კუთხით? ამის გასაგებად, ჩვენ გავატარეთ რამდენიმე სინთეზური ტესტი SiSoft Sandra ბენჩმარკიდან. მათში თავმოყრილია მარტივი ალგორითმები და იძლევიან პროცესორის წარმადობის რიცხვიერად გამოსახვის საშუალებას - სხვადასხვა სახის დავალებების დროს. შედარებულ იქნა 4.0 გჰზ-მდე აჩქარებული, 4-ბირთვიანი Sandy Bridge და Ivy Bridge-ები, გამორთული Hyper-Threading-ით. რასაკვირველია, გამომთვლელ ბირთვში განხორციელებულ უმნიშვნელო გაუმჯობესებების შემჩნევა წარმადობის ტესტებში საკმაოდ რთულია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ PCI Express ინტეგრირებულ კონტროლერს გააჩნია მესამე თაობის სალტის მხარდაჭერა, რაც ნიშნავს გამტარიანობის დონის გაორმაგებას PCI Express 2.0-თან შედარებით, 8 გტ/წმ-მდე. 16 ცალი PCI Express შესაძლებელია დაყოფილ იყოს ორ ან სამ ჯგუფად: 8x+8x ან 8x+4x+4x. მეორე მათგანი უფრო საინტერესო triple-GPU კონგიფურაციებისთვის იქნება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ PCI Express 3.0-ს სავსებით შესწევს უნარი საჭირო გამტარიანობის უზრუნველსაყოფად 4 ხაზის მეშვეობითაც კი. Sandy Bridge-ის შემდეგ, მეხსიერების კონტროლერის ძირითადი მახასიათებლები არ შეცვლილა. მას კვლავინდებურად გააჩნია 2-არხიანი DDR3 SDRAM-ის მხარდაჭერა, მაგრამ გაუმჯობესდა სიხშირეების თვალსაზრისით. ეს ტოპ-მაჩვენებელი უკვე შეადგენს DDR3-2800 SDRAM-ს და შესაძლებელია მისი შეცვლა 200-დან 266 მჰზ ინტერვალებით. სიახლე ამ კომპონენტის წარმადობაშიც შეინიშნება. თვალი შეავლეთ AIDA64 Cache & Memory Benchmark-ის შედეგებს - 4.0 გჰზ-მდე აჩქარებულ Sandy Bridge და Ivy Bridge პროცესორებზე. Sandy Bridge 4.0 GHz, DDR3-1867 (9-11-9-30-1T) Ivy Bridge 4.0 GHz, DDR3-1867 (9-11-9-30-1T) პრაქტიკული მეხსიერების დაყოვნების თვალსაზრისით, Ivy Bridge გარკვეულწილად უკეთეს შედეგს წარმოგვიდგენს, თუმცა მისი უპირატესობა უმნიშვნელოა. აშკარა ხდება აგრეთვე კიდევ ერთი ფაქტი: ახალ პროცესორებს, როგორც ჩანს, გააჩნიათ უფრო სწრაფი L3 კეშ-მეხსიერება. მთლად ასეც არ არის. განსხვავება განპირობებულია ბენჩმარკის ინსტრუქციების გატარების სისწრაფით. სინამდვილეში, ახალ პროცესორებში, L3-ის ლატენტურობა გახლავთ 24 ციკლი, რაც მეტია Sandy Bridge-ებთან შედარებით ერთით მეტია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ტემპი შედარებით შემცირდა, მაგრამ პრაქტიკულ აპლიკაციებში, ამის შემჩნევა საკმაოდ რთულია. Ivy Bridge მოდელების ხაზი დესქტოპ-მომხმარებლებისთვის Ivy Bridge სერია არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურება. გარდა ახალი თაობის ინტეგრირებულ GPU-სა, ინოვაციებიდან უნდა აღინიშნოს PCI Express 3.0 და შემცირებული თბო-გამოყოფა. ის არ გვთავაზობს უფრო მაღალ გამოთვლით წარმადობას და არ შესწევს უნარი თითოეულ ბირთვზე უფრო მეტი ინსტრუქციის შესრულებისა, ვიდრე მის წინამორბედს, მაგრამ Intel ამას არ დაუბრკოლებია, რომ გამოეყენებინა 3000 ხაზის ციფრები ამ პროდუქტებისთვის, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ Sandy Bridge-ები და დროთა განმავლობაში, მოახდინონ მათი ბაზრიდან ამოგდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს რელიზი არ ყოფილა ისეთი მასშტაბური, როგორიც 2011 წლის იანვარში შემდგარ, ზემოაღნიშნული მოდელებისა. 22 ნმ ტექ-პროცესმა წარმოქმნა წარმოების გარკვეული პრობლემებიც და ამგვარად, ახალი CPU-ები თანდათანობით გამოჩნდებიან. ამჯერად კი, კომპანია უშვებს მხოლოდ 4-ბირთვიან მოდიფიკაციებს: Core i7-ს (მობილური და დესქტოპ-ვერსიები) და Core i5-ს (მხოლოდ დესქტოპ-ვერსია). ხოლო, დანარჩენი მოდელები კი, გამოჩნდებიან მცირე ჯგუფების სახით, მთელი წლის განმავლობაში. ამგვარად, ჩვენ გვაინტერესებს დესქტოპ-სეგმენტისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილებები. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა გახლავთ ცხრა, რომელთაგანაც ოთხი იქნება ენერგო-ეფექტური. მომდევნო ცხრილში ჩამოთვლილია ყველა ეს პროცესორი, გაყიდვაში ისინი უკვე ხელმისაწვდომნი არიან: პირველი რამ, რასაც ვამჩნევთ ახალი პროდუქტების მახასიათებლებში, არის ტოპ-მოდელების შემცირებული, 77 ვ-იანი TDP, მაშინ, როდესაც უსწრაფეს Sandy Bridge-ებისთვის ის შეადგენდა 95 ვ-ს. ეს წარმოების პროცესის დამსახურებაა. სამწუხაროდ, Ivy Bridge-ების სიხშირეები 3.5 გჰზ-ზე დაბალია, რაც უტოლდება Core i7-2700K-სას. ამგვარად, ირკვევა, რომ ეკონომიურ ვერსიებისგან ჩვენ მხოლოდ უნდა ველოდოთ გაზრდილ წარმადობის დონეს, წინამორბედების მსგავს თერმოპაკეტით, მაგრამ მათთან შედარებით, უფრო მაღალი ზემოაღნიშნული მაჩვენებლებით. ასე, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებენ იმ ფაქტს, რომ ახალი პროცესორების მთავარი თავისებურება არის მათი გაუმჯობესებული გრაფიკული ბირთვი, რომელიც მაქსიმალურ კონფიგურაციაში ხელმისაწვდომია ნებისმიერ Core i7-ში, ისევე, როგორც Core i5-ის უფროს მოდელში. საბედნიეროდ, Ivy Bridge-ს. დისკრეტული გრაფიკის კუთხითაც შეუძლია რაღაცის შემოთავაზებაც დესქტოპ-სისტემებისთვის. ისინი იქნებიან შედარებით სწრაფები პრაქტიკულ აპლიკაციებში, რადგანაც Intel-მა ხელმეორედ მოახდინა Turbo Boost ტექნოლოგიის ‘ტიუნინგი’. იდენტური სიხშირული დიაპაზონით, ავტომატური CPU-აჩქარება კიდევ უფრო აგრესიული გახდა. ეს ნიშნული შესაძლებელია გაიზარდოს 200 მჰზ-ით მაშინაც კი, როდესაც ყველა ბირთვი დატვირთვის ქვეშ იმყოფება. სატესტო კონფიგურაცია ახალი პროცესორების შესაძლებლობების დასადგენად, გამოყენებულ იქნა ტოპ Core i7-3770K და შედარებით ‘მარტივი’ მოდიფიკაცია - Core i5-3570K. მეტოქეების სახით, წარმოდგენილნი არიან Sandy Bridge თაობის Core i7-2700K და Core i5-2500K მოდელები. უფრო მეტიც, მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ შედარებით მაღალი დონის, LGA 2011 Sandy Bridge-E-ები: Core i7-3930K და Сore i7-3820. ხოლო უფრო ტრადიციის, ვიდრე საჭიროების გამო, ტესტირებაში ჩაერთვება AMD-ს ტოპ გადაწყვეტილება - FX-8150-იც. გამოყენებული software/hardware კომპონენტები შემდეგნაირია: პროცესორები: AMD FX-8150 (Zambezi, 8 ბირთვი, 3.6-4.2 გჰზ, 8 მბ L3); Intel Core i5-2500K (Sandy Bridge, 4 ბირთვი, 3.3-3.7 გჰზ, 6 მბ L3); Intel Core i5-3570K (Ivy Bridge, 4 ბირთვი, 3.4-3.8 გჰზ, 6 მბ L3); Intel Core i7-2700K (Sandy Bridge, 4 ბირთვი + HT, 3.5-3.9 გჰზ, 8 მბ L3); Intel Core i7-3770K (Ivy Bridge, 4 ბირთვი + HT, 3.5-3.9 გჰზ, 8 მბ L3); Intel Core i7-3820 (Sandy Bridge-E, 4 ბირთვი + HT, 3.6-3.9 გჰზ, 10 მბ L3); Intel Core i7-3930K (Sandy Bridge-E, 6 ბირთვი + HT, 3.2-3.8 გჰზ, 12 მბ L3). ქულერი - NZXT Havik 140; სისტემური დაფები: ASUS Crosshair V Formula (სოკეტი AM3+, AMD 990FX + SB950); ASUS P8Z77-V Deluxe (LGA1155, Intel Z77 Express); ASUS Rampage IV Formula (LGA2011, Intel X79 Express). მეხსიერება: 2 x 4 გბ, DDR3-1866 SDRAM, 9-11-9-27 (Kingston KHX1866C9D3K2/8GX); 4 x 4 გბ, DDR3-1866 SDRAM, 9-11-9-27 (2 x Kingston KHX1866C9D3K2/8GX). ვიდეობარათი - GeForce GTX 580 Classified 3 GB (03G-P3-1588-AR); მყარი დისკი - Intel SSD 520 240 GB (SSDSC2CW240A3K5). კვების ბლოკი - Tagan TG880-U33II (880 W). ოპერატიული სისტემა - Windows 7 SP1 Ultimate x64. დრაივერები: AMD Chipset Driver 12.3; Intel Chipset Driver 9.3.0.1019; Intel Management Engine Driver 8.0.0.1399; Intel Rapid Storage Technology 11.1.0.1006; NVIDIA GeForce 296.10 Driver. * AMD FX-8150-ზე დაფუძნებულ სისტემებზე, დაყენებულ იქნა ოპერაციული სისტემის KB2645594 და KB2646060 პატჩები. წარმადობის დონე საერთო დანიშნულების დავალებებში პროცესორის წარმადობის დასადგენად, გამოყენებულ იქნა Bapco SYSmark 2012 ნაკრები, რომელიც ახდენს გამოყენებად მოდელების ემულაციას პოპულარულ საოფისე და ციფრული მასალის შექმნისა და გამოთვლით აპლიკაციებში. ამ ტესტის იდეა საკმაოდ მარტივია: ის წარმოგვიდგენს კომპიუტერის საერთო პერფორმანსის მაჩვენებელს. წარმადობის კუთხით, Ivy Bridge წარმოადგენს მცირე, მაგრამ მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯს. Core i7-3770K არის 4-5%-ით სწრაფი, ვიდრე 4-ბირთვიანი Sandy Bridge მოდელები. ხოლო, Core i7-3750K 7-9%-ით უსწრებს Core i5-2500K-ს. გარდა მიკროარქიტექტურაში განხორციელებულ გაუმჯობესებებისა, ეს უპირატესობა განპირობებულია უფრო მაღალი სიხშირითაც. ახალი პროცესორები აღჭურვილნი არიან შედარებით აგრესიული Turbo Boost ტექნოლოგიით, რომელიც ახდენს მათ მაჩვენებლების 200-ით ზრდას სრულ დატვირთვაზე. მოდით კარგად დავაკვირდეთ SYSmark 2012-ის შედეგებს - სხვადასხვა გამოყენებად სცენარებში. Office Productivity ახდენს ისეთ ტიპიურ საოფისე დავალებების ემულაციას, როგორიცაა ტექსტის რედაქტირება, ელექტრონული ცხრილების დამუშავება, ელ-ფოსტა და ინტერნეტ-სერფინგი. ის მოიცავს შემდეგ აპლიკაციებს: ABBYY FineReader Pro 10.0, Adobe Acrobat Pro 9, Adobe Flash Player 10.1, Microsoft Excel 2010, Microsoft Internet Explorer 9, Microsoft Outlook 2010, Microsoft PowerPoint 2010, Microsoft Word 2010 და WinZip Pro 14.5-ს. Media Creation-ით ხდება ვიდეო-კლიპის შექმნის სიმულირება - წინასწარ გადაღებულ ციფრულ ფოტოსურათებისა და რგოლების საშუალებით. მასში შესულია პოპულარული Adobe ნაკრებები: Photoshop CS5 Extended, Premiere Pro CS5 და After Effects CS5. Web Development გახლავთ ვებ-საიტების დაპროექტების სცენარი. აქ გამოიყენება შემდეგი აპლიკაციები: Adobe Photoshop CS5 Extended, Adobe Premiere Pro CS5, Adobe Dreamweaver CS5, Mozilla Firefox 3.6.8 და Microsoft Internet Explorer 9. Data/Financial Analysis განკუთვნილია სტატისტიკური ანალიზსა და საბაზრო ტენდენციების განსაზღვრას Microsoft Excel 2010-ში. 3D-მოდელირება ეთმობა 3-განზომილებიან ობიექტებს. სტატიკური და დინამიური სცენების რენდერინგს - Adobe Photoshop CS5 Extended, Autodesk 3ds Max 2011, Autodesk AutoCAD 2011 და Google SketchUp Pro 8-ის გამოყენებით. System Management ქმნის ბექ-აპებს და აყენებს პროგრამებსა და განახლებებს. ის მოიცავს Mozilla Firefox Installer-ისა და WinZip Pro 14.5-ის რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას. უნდა აღინიშნოს, რომ Ivy Bridge პროცესორები თავს კარგად გრძნობენ ნებისმიერ დატვირთვაზე და როგორც ჩანს, წინამორბედებთან შედარებით, არ გააჩნიათ სუსტი წერტილები. ან საერთოდ, რა მიზეზით უნდა ჰქონდეთ? გამომთვლელი ბირთვები, მეხსიერების კონტროლერი და კეში იმეორებს Sandy Bridge-ის მიკროარქიტექტურას, ხოლო უმნიშვნელო ოპტიმიზაციები, თავის მხრივ, გავლენას ახდენენენ წარმადობის ცხრილებზეც. წარმადობის დონე თამაშებში როგორც ცნობილია, გრაფიკული ქვესისტემაა, რომელიც ახდენს საკმაოდ მაღალი სისწრაფის მქონე პროცესორებით აღჭურვილ, მთლიანი პლატფორმის წარმადობის დონის განსაზღვრას - თანამედროვე თამაშების უმრავლესობაში. ამიტომაც, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იმას, რომ ტესტირების დროს, ვიდეობარათი არ ყოფილიყო მეტისმეტად დატვირთული: არჩეულ იქნა ყველაზე მეტად CPU-მომთხოვნი ბენჩმარკები და თითოეული მათგანი გატარდა ანტი-ალიასინგის გარეშე და არცთუ ისე დიდ ეკრანის რეზოლუციებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიღებული შედეგების საფუძველზე, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ დავადგინოთ არა იმდენად fps-ის დონე, რამდენადაც ის, თუ როგორ უმკლავდებიან ახალი CPU-ები გეიმინგის პირობებს. Intel-ის ფლაგმანი მოდელები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იმყოფებიან. ისინი მეტისმეტად სწრაფები არიან დღევანდელი თამაშების ძრავებისთვის და ამიტომაც, ფრეიმების სიხშირე, როგორც წესი, ლიმიტირებულია გრაფიკული ქვესისტემის წარმადობით. Ivy Bridge-ების უპირატესობა დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია. დამატებით, აქვე მოგვყავს Futuremark 3DMark11 (Performance პროფილი) ბენჩმარკის შედეგებიც: LGA2011 პლატფორმის უპირატესობები აქ განპირობებულია მისი 4-არხიანი მეხსიერებით, თუმცა ფიზიკის ტესტში, იმარჯვებს Ivy Bridge - თავისი არქიტექტურული გაუმჯობესებების საშუალებით. წარმადობის დონე აპლიკაციებში წინამორბედებთან შედარებით, Ivy Bridge სერიას შეუძლია მცირე უპირატესობების შემოთავაზება წარმადობის კუთხით და რა თქმა უნდა, აქ განსაკუთრებულ ‘გარღვევებს’ არ უნდა ველოდოთ. დროა შევხედოთ შედეგებს ამა თუ იმ რესურს-მომთხოვნ აპლიკაციებში. შეკუმშვის მაქსიმალური დონით, WinRAR-ის საშუალებით მოვახდინეთ განსხვავებული ტიპის ფაილებით დაკომპლექტებული საქაღალდის არქივაცია, საერთო მოცულობით 1.4 გბ. როგორც მოსალოდნელი იყო, Core i7-3770K ოდნავ უფრო უკეთესია, ვიდრე Core i7-2700K, მაგრამ Sandy Bridge-E-ები მნიშვნელოვნად სწრაფები არიან - მათ დიდი ზომის L3-კეშისა და 4-არხიანი მეხსიერების კონტროლერის გამო. აუდიო-ტრანსკოდირებისთვის, გამოყენებულ იყო Apple iTunes უტილიტა. მას გადაჰყავს CD-დისკის კონტენტი - AAC-ფორმატში. გაითვალისწინეთ, რომ მისი თავისებურება არის პროცესორის მხოლოდ ლუწი რაოდენობის ბირთვის მოხმარების უნარი. Core i7-3770K 7-8%-ით უსწრებს Core i7-2700K-ს და Core i7-3820-ს, მაშინ, როდესაც Core i5-3570K უკან იტოვებს Core i5-2500K-ს დაახლოებით 10%-ით. Adobe Photoshop-ში წარმადობის დონე გაზომილ იქნა Retouch Artists Photoshop Speed Test-ისგან შექმნილ ბენჩმარკის მეშვეობით. ის მოიცავს ციფრული კამერიდან მიღებულ, ტიპიურ, ოთხ ცალ 10 მპ-იანი გამოსახულების რედაქტირებას. Core i7-3770K ისეთივე სწრაფია, როგორც Core i7-3820, ხოლო Core i5-3570K სჯობნის Core i7-2700K-ს. შემდეგი ტესტი გახლავთ Mathematica ნაკრების მე-8 ვერსია: Core i7-3770K კვლავინდებურად 5%-ით უსწრებს Sandy Bridge Core i7-ს, ხოლო Core i5-3570K კი, თითქმის 8%-ით - Core i5-2500K-ს. ეს სწორედ 100 მჰზ-ით გაზრდილი სიხშირის დამსახურებაა. Adobe Premiere Pro-ში წარმადობის დონე დგინდება იმ დროის მიხედვით, რაც საჭიროა HDV 1080p25 ვიდეოს მქონე, Blu-ray მასალის რენდერინგს H.264 ფორმატში და მასზე სხვადასხვა სპეციალური ეფექტების დადებას. აი სად გამოჩნდა Ivy Bridge-ის პოტენციალი ყველაზე უკეთესად. Core i7-3770K თითქმის 8%-ით წინაა Core i7-2700K-ზე, ხოლო Core i5-3570K კი - 16-ით - იგივე კლასის Core i5-2500K-ზე. გავარკვიოთ თუ რაოდენ სწრაფად ახდენენ დღევანდელი ტესტირების მონაწილეები ვიდეოს გადაყვანას H.264 ფორმატში, რისთვისაც გამოყენებულ იქნა x264 HD Benchmark 4.0. წინამორბედებთან შედარებით, Ivy Bridge-ების უპირატესობა აქ 10-15%-ია. ახლა კი, მოდით გადავიდეთ SVPmark3 ბენჩმარკზეც, რომელიც გვიჩვენებს კომპიუტერის წარმადობის დონეს SmoothVideo Project აპლიკაციაში. ის ერთგვარად ‘ასწორებს’ ვიდეოებს და ამატებს მათში ახალ შუალედურ ფრეიმებს. აქ Core i7-3770K მხოლოდ LGA2011 პროცესორს ჩამორჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არის უსწრაფესი 4-ბირთვიანი მოდელი დღესღეობით. გამოთვლითი წარმადობისა და რენდერულ სიჩქარეების დასადგენად, გამოყენებულ იყო Autodesk 3ds max 2011-ის SPECapc for 3ds max 2011 ბენჩმარკი: ახალი პროცესორები გვთავაზობენ წარმადობის მაღალ დონეს, მაგრამ განსხვავება Core i7-3770K და Core i7-2700K, Core i5-3570K და Core i5-2500K-ს შორის, ჩვეულზე უფრო მცირეა. აქ Core i7-3770K-ის შედეგი 9%-ით უკეთესია, ვიდრე Core i7-2700K-ის, ხოლო Core i5-3570K-სა კი - 10%-ით - Core i5-2500K-სთან შედარებით. მაშ ასე, Ivy Bridge გამოვცადეთ 10-ზე მეტ სხვადასხვა აპლიკაციაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ყოველთვის უფრო სწრაფია იგივე მონაცემების მქონე, Sandy Bridge-ზე. უპირატესობის ნიშნული საშუალოდ 6%-ია. უფრო მეტიც, Core i7-3770K ხშირად სჯობნის Core i7-3820-ს, LGA2011 პლატფორმის შედარებით მაღალი დონის პროდუქტს აპლიკაციებში, რომლებიც არ ახდენენ მეხსიერების ინტენსიურ მოხმარებას. სხვა სიტყვებით კი, ახალ ფლაგმან მოდელს, როგორც ჩანს, არ ჰყავს ღირსეული 4-ბირთვიანი მოწინააღმდეგეები - გამოთვლით წარმადობის კუთხით. კვების მოხმარების დონე გავარკვიეთ, რომ ახალ პროცესორებს აქვთ მცირე უპირატესობები წარმადობაში, მაგრამ რა ვითარებაა ენერგო-ეფექტურობის თვალსაზრისით? დადიოდა ხმები, რომ Intel გაზრდიდა 22 ნმ ფლაგმან მოდელების TDP-ს დონეს 95 ვ-მდე, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრე, გეგმავდა ამ ნიშნულის 77 ვ-ზე შეჩერებას. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. Ivy Bridge-ების ეს მახასიათებელი, Core i7-3770K-ის ჩათვლით, ნამდვილად ლიმიტირებულია 77-ით, მაგრამ მათ ყუთზე 95 ვ განთავსებულია სტანდარტულ 35/65/95 ვ-იანი შკალის დაცვის მიზნით, რომელსაც Intel-ის პარტნიორები უკვე მიეჩვივნენ. ამგვარად, ამ გადაწყვეტილებებისგან უნდა ველოდოთ დაახლოებით 20%-ით უფრო ნაკლები დენის მოხმარებას - წინა თაობის მიკროარქიტექტურის მქონე, 95 ვ-იან ვერსიებისთან შედარებით. ქვევით მოცემული ცხრილში მოცემულია კომპიუტერის კვების მოხმარების სრული დონე (მონიტორის გარდა). CPU-ები დატვირთულნი იყვნენ 64-ბიტიან LinX 0.6.4-AVX უტილიტით, ჩართული იყო Turbo-რეჟიმი, ყველა ენერგო-მზოგავი ტექნოლოგია: C1E, C6 და Enhanced Intel SpeedStep. ‘თავისუფალ’ მდგომარეობაში, Ivy Bridge სისტემები მოიხმარენ დაახლოებით იგივე დონის ენერგიას, როგორსაც Sandy Bridge-ები, რადგან EIST ტექნოლოგია ახდენს მათ ვოლტაჟების მომართვას 0.9 ვ-ზე, რაც წინამორბედების მაჩვენებლების მსგავსია. 22 ნმ ტექ-პროცესისა და tri-gate ტრანზისტორების უპირატესობები აშკარა გახდა სრული დატვირთვის დროს. Core i7-3770K იყენებს 20%-ით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე Core i7-2700K, მაშინ, როდესაც განსხვავება Core i5-3570K და Core i5-2500K კონფიგურაციებს შორის, დაახლოებით 13%-ია. უფრო მეტიც, ახალი 4-ბირთვიანი ფლაგმანი Core i5-2500K-ზეც უფრო ეკონომიურია! ამგვარად, ახალი მოდელების ეფექტურობა ამ თვალსაზრისით, უდავოდ აშკარაა და ჩვენ, ჯერჯერობით, არ შეგვხვედრია შემცირებული TDP-ს მქონე Ivy Bridge! კვების მოხმარების გაგება ერთნაკადიან დატვირთვის დროს, საინტერესოა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, თანამედროვე პროცესორები ააქტიურებენ ტურბო-რეჟიმს, უზრუნველყოფენ შედარებით მაღალ წარმადობას და ამავდროულად, ინარჩუნებენ ზემოაღნიშნული მაჩვენებლისა და სითბოს გამოყოფის დონეს ზომიერ ფარგლებში. როგორც ამ ტესტიდანაც ირკვევა, Core i7 3770K და Core i5-3570K უფრო ეკონომიურები არიან, ვიდრე Sandy Bridge-ები. ამგვარად, ახალ გადაწყვეტილებებს არა ჰყავთ მეტოქეები - პერფორმანს/თითოეულ ვატზე თვალსაზრისით და ეს გახლავთ მათი ძირითადი უპირატესობა - აჩქარების პოტენციალის ჩათვლით, რომელსაც უკვე ქვემოთ მიმოვიხილავთ. ოვერქლოქინგი კომპიუტერულ ენთუზიასტებს როგორც წესი, სჯერათ, რომ წარმოების ახალი ტექნოლოგიებმა აგრეთვე უნდა გააუმჯობესონ პროცესორების აჩქარების პოტენციალიც. Ivy Bridge-ის შემთხვევაში, უნდა გვქონდეს კიდეც ამის მოლოდინი, რადგანაც ამ ტოპ-გადაწყვეტილებებს გააჩნიათ უფრო შემცირებული ენერგო-მოხმარების დონე, ხოლო thermal throttling-ის დროს, მაქსიმალური ტემპერატურა გაზრდილია 105°C-მდე. უფრო მეტიც, არსებობდა გარკვეული იმედიც, რომ წინამორბედებთან შედარებით, ახალი მოდელები დაიბრუნებდნენ ოვერქლოქინგის შესაძლებლობას ბაზური სიხშირის შეცვლით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ LGA 1155 პლატფორმას ესაჭიროება ერთიანი clock frequency გენერატორი, რომელიც მოახდენს ამ და პერიფერიული მოწყობილობების, PCIe და DMI კონტროლერების მაჩვენებლებისთვის ერთგვარი ფორმის მიცემას. ამგვარად, ნებისმიერი Intel Z77 ჩიპსეტის მეშვეობითაც კი, 105-107 მჰზ-ზე მაღალი ნიშნულის დაყენება გამოიწვევს სისტემის სრულ გაუმართაობას. აქედან გამომდინარე, ისევე, როგორც ადრე, Ivy Bridge პროცესორების ერთადერთი გზა გახლავთ სიხშირის მამრავლების შეცვლა. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა სამია: Primary multiplier ახდენს გამომთვლელი ბირთვების სიხშირის მომართვას. K სერიის ყველა მოდელში ის სრულად განბლოკილია, ხოლო დანარჩენებში შესაძლებელია მისი გაზრდა - ნომინალზე ოთხით მეტი საფეხურებით. Graphics core frequency multiplier იძლევა პროცესორის გრაფიკული ბირთვის ასწრაფების საშუალებას 50 მჰზ-ებით. ეს მახასიათებელი ჩართული აქვს ყველა გადაწყვეტილებას. Multiplier for the memory frequency. ახალი CPU-ები გვრთავენ მისი მომართვის ნებას როგორც 200, ასევე 266 მჰზ ინტერვალებით, რის გამოც შესაძლებელია უამრავი DDR3-რეჟიმის გამოყენება. Sandy Bridge-თან შედარებით, გაუმჯობესებები არცთუ ისე ბევრია, მაგრამ ისინი ნამდვილად არის. უდიდესი მამრავლი, რომლის მხარდაჭერაც გააჩნიათ K-სერიის პროცესორებს, გაიზარდა 63-მდე. მიუხედავად ამისა, უკვე შესაძლებელია სისტემის მეხსიერების აჩქარება გაცილებით მოქნილი გზით. მაგალითისთვის, ასეთია მხარდაჭერილი DDR3-რეჟიმების სია - Ivy Bridge პროცესორით აღჭურვილ, ტიპიურ LGA 1155 სისტემური დაფებისთვის: LGA 1155 პლატფორმამ მნიშვნელოვნად გაამარტივა აჩქარების პროცესი. გარდა კორესპონდულ მამრავლებისა, ყველაფერი, რის გაკეთებაც ესაჭიროება ენთუზიასტს, არის რამდენიმე ვოლტაჟის მომართვა, რომელიც გავლენას ახდენს სისტემის ამ პოტენციალზე. Ivy Bridge პროცესორებს, წინამორბედების მსგავსად, გააჩნიათ ხუთი შემდეგი ვოლტაჟი: VCC - გამომთვლელი ბირთვების ძირითადი ვოლტაჟი. ის უშუალოდ ახდენს გავლენას აჩქარების პოტენციალზე. Ivy Bridge-ებისთვის, ნომინალური ნიშნულები, როგორც წესი 1.0 ვ-ის ან ოდნავ მაღალ პოზიციაზეა. VCCAXG - გრაფიკული ბირთვის ვოლტაჟი. ამ მაჩვენებლის გაზრდა გვეხმარება პროცესორში ინტეგრირებული GPU-ს სიხშირის მომატებაში. VPLL ვოლტაჟი. უმეტეს შემთხვევაში, ის არ მოქმედებს ოვერქლოქინგის შედეგებზე, მაგრამ საკმაოდ გამოსადეგი ხდება ექსტრემალური გაგრილების მეთოდების საშუალებით რეკორდების დამყარების დროს. VCCSA - სისტემური აგენტის ვოლტაჟი. ამ პარამეტრის ნომინალური ნიშნული Ivy Bridge-ში გახლავთ 0.925 ვ. მისი გაზრდით, შესაძლებელია პროცესორის მეხსიერების კონტროლერის სტაბილიზაცია მაღალი RAM-სიხშირეების პირობებში. VDDQ - მეხსიერების ვოლტაჟი. მისი მომართვით ამ მაჩვენებლის აჩქარება უფრო მარტივდება, მაგრამ არ ღირს 1.65 ვ-ზე მაღალი ძაბვის დაყენება - პროცესორის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით. თეორიულად, როგორც ჩანს, Ivy Bridge პროცესორების ოვერქლოქინგი არცთუ ისე რთულად გამოიყურება. თუმცა, სამწუხაროდ, პრაქტიკულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინეს რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი. ორ სხვადასხვა შემოწმებული მოდელიდან, ვერცერთმა ვერ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება იმ სიხშირეებზე, რომლებსაც მიაღწიეს წინამორბედებმა. NZXT Havik 140 ქულერის დახმარებით, Core i7-3770K-ის აჩქარება მოხერხდა მხოლოდ 4.6 გჰზ-მდე. ხოლო Core i5-3750K-ს მუშაობა შეეძლო მხოლოდ 4.5 გჰზ-ზე. ორივე შემთხვევაში, პროცესორის Vcore გაზრდილ იყო 1.2 ვ-მდე, ხოლო Load-Line Calibration-ის მაჩვენებელი იმყოფებოდა Ultra-High დონეზე. სხვა გადაწყვეტილებების მსგავსად, ამ პარამეტრის მომატებას ჰქონდა დადებითი ეფექტი აჩქარების პოტენციალზე. თუმცა, რასაკვირველია არ უნდა დაგვავიწყდეს, ზომიერების შენარჩუნება. ამიტომაც, იმ დრომდე, სანამ არ არსებობს რაიმე ნამდვილი სტატისტიკა Ivy Bridge-ებზე, აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ გამოიყენოთ მეტისმეტად მაღალი VCC-ნიშნულები. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი ნომინალური ვოლტაჟი იმყოფება 1.0 ვ-ს ფარგლებში, 1.2 ვ-ის ხანგრძლივი პერიოდით სარგებლობამ, შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. ამგვარად, უფრო დიდი ძაბვის დაყენებისგან, ამჯერად თავს შევიკავებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი პროცესორების სიხშირის პოტენციალის დონე მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა, რადგანაც ვერ მოხერხდა მათი აჩქარება წინამორბედების მსგავს სიმაღლეებამდეც კი. ასე, რომ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით, ისინი უფრო გაუარესდნენ, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს გეომეტრიული მატრიცის 25%-ით შემცირებით და გამომთვლელი ბირთვების ზომის განახევრებით (Sandy Bridge-თან შედარებით). თუმცა, ამ კომპონენტის გაგრილების მიმართ თანამედროვე მიდგომა არ იძლევა სითბოს ნაკადის დონის თანაბარზომიერად ზრდის საშუალებას, რაც თავის მხრივ, იწვევს CPU core-ების ზოგიერთი ნაწილის საერთო გადახურებას. ეს სიხშირეები არაპირდაპირ ადასტურებენ იმას, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს, ქულერი პრაქტიკულად მთლიანად ცივი იყო. Sandy Bridge (მარცხნივ), Ivy Bridge (მარჯვნივ) როგორც ჩანს, Ivy Bridge-ების გამოსვლის შემდეგაც კი, საუკეთესო ენთუზიასტ-პლატფორმის წოდება გადაეცემა LGA 2011-ს. ამ პროცესორებს გააჩნიათ არამხოლოდ დამატებითი თავისებურებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მათი აჩქარება უბრალოდ BCLK-სიხშირის გაზრდით, ისინი აგრეთვე ავლენენ უკეთეს პოტენციალს ამ მხრივ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ LGA 2011 ფინანსურად არცთუ ისე ხელმისაწვდომია, მაშინ, ახალი მოდელების ღირსეულ ალტერნატივად თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ძველი Sandy Bridge-ები და ამას ემატება არცთუ ისე დიდი მანძილით ჩამორჩენა გამოთვლით წარმადობაში. დასკვნა ორი აზრი არ არსებობს, რომ Ivy Bridge ევოლუციურად წინ გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ არავინ გვპირდებოდა რაიმე მნიშვნელოვან განსხვავებას წარმადობაში - წინარმორბედებთან შედარებით, Intel-ის ინჟინრებმა მაინც შეძლეს 10%-იანი უპირატესობის მიღწევა ამ თვალსაზრისით. რასაკვირველია, მიკროარქიტექტურის გაუმჯობესებების გარდა, ეს უფრო მაღალი სიხშირეების დამსახურებაც გახლავთ. თუმცა ამას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ახალი პროცესორები სულაც არ არიან უფრო ძვირადღირებულნი, ვიდრე Sandy Bridge-ები, რომელთა ჩანაცვლების მიზნითაც ისინი იქნენ გამოშვებულნი. უფრო მეტიც, Ivy Bridge გვთავაზობს არსებითად დახვეწილ ელექტროობას და თერმულ პარამეტრებს. მათ ენერგო-ეფექტურობამ გადაინაცვლა სრულიად ახალ საფეხურზე და იძლევა მთლიანად დაკომპლექტებულ, თანამედროვე LGA 1155 სისტემის კვების მოხმარების შემცირებას დაახლოებით 20 ვ-ით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ ყველა ეს თავისებურება სულაც არ მოითხოვს პლატფორმის განახლებას და ამგვარად, ეს უდავოდ შესანიშნავი აპგრეიდის შესაძლებლობა გახლავთ. გარდა ამისა, მხოლოდ CPU-ს გამოცვლით, LGA 1155 აგრეთვე მიიღებს უფრო სწრაფ, PCI Express 3.0 ინტერფეისს და DDR3 SDRAM სიხშირეების უამრავი არჩევანის მხარდაჭერასაც. ამგვარად, უნდა ითქვას, რომ Ivy Bridge Intel-ის პროცესორების ხაზის საკმაოდ წარმატებული განახლებაა და არაფერს ვამბობ ახალ Intel HD 4000 გრაფიკულ ბირთვზე. წინამორბედებისგან განსხვავებით, ის ითვალისწინებს DirectX 11-ს, GPGPU-ფუნქციონალურობას და უზრუნველყოფს კარგ, საწყისი დონის სათამაშო წარმადობას. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, უნდა იქცნენ მობილური სისტემების შესანიშნავ არჩევნად, რადგანაც მისი შექმნის დროს, ძირითადი გათვლა სწორედ ამ კუთხით კეთდებოდა. ამიტომაც, იმ უპირატესობების უმეტესობა, დესქტოპ-მომხმარებლებს შესაძლოა საკმაოდ თავისებურადაც ეჩვენოთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ისინიც ვერ შეძლებენ მათში რაიმე სერიოზული მიზეზის აღმოჩენას. თუმცა, იუზერების ერთადერთი ნაწილი, რომელიც გარკვეულწილად უკმაყოფილო დარჩება ამ პროდუქტებით, არიან ოვერქლოქერები. მათი სიხშირის პოტენციალი, მოულოდნელად აღმოჩნდა Sandy Bridge-ებზე დაბალი და სწორედ ამიტომ, ისინი ვერ გამოდგებიან ამ დანიშნულებისთვის განკუთვნილ სისტემებისთვის. თუმცა, იმედია, ეს მდგომარეობა გამოსწორდება. ხოლო, წარმოების პროცესის გაუმჯობესებამ და ახალი სტეპინგების გამოსვლამ კი, უნდა გაზარდოს Ivy Bridge-ების მაქსიმალური მაჩვენებლები და აქციოს ისინი უფრო ენთუზიასტ-მეგობრულებად. Xbitlabs
  3. კომპანია MSI-მ წარმოადგინა გაძლიერებული კვების ქვესისტემის მქონე, ერთდროულად სამი ვიდეობარათი - R7850 Power Edition 2GD5/OC (Radeon HD 7850), R7770 Power Edition 1GD5/OC (Radeon HD 7770) და R7750 Power Edition 1GD5/OC (Radeon HD 7750). Pitcairn Pro გრაფიკულ ბირთვზე დაფუძნებული უფროსი მოდელი აღჭურვილია Twin Frozr IV ქულერით, სპილენძის სამი სითბური მილაკით და წყვილ 80 მმ-იან ფენით. გარდა ამისა, მას გააჩნია GCN არქიტექტურის 1024 ნაკადური პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი, 2 გბ მეხსიერება, ხოლო ქარხნული სიხშირე გახლავთ 950/4800 მჰზ (860/4800 მჰზ - ჩვეულებრივი ვერსიისთვის). GPU დამზადებულია 6-არხიან სქემის მიხედვით, ხოლ ვიდეოგასასვლელების მხრივ, წარმოდგენილია DVI, HDMI და ორი Mini DisplayPort. MSI R7770 Power Edition OC საკმაოდ უჩვეულოა: მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე ორი 'პროპელერით'. საჭიროებისდა მიხედვით, უკანა პანელთან ახლოს განთავსებული იხსნება და მის ადგილს იკავებს უკვე დარჩენილი. ბარათი აჩქარებულია 1100/4500 მჰზ-მდე, მოიცავს 640 შეიდერს, 128-ბიტიან სალტეს და 1 გბ GDDR5-ს. პორტების ტრიოს ქმნის Dual-Link DVI, HDMI და DisplayPort. მოდელ MSI R7750 Power Edition OC-ში კონცეპცია TransThermal რეალიზებულია სხვაგვარად: ცისფერ კორპუსში ფენი თავსდება ძირითადის ზემოდან და ამგვარად, ქმნის მაღალი ინტენსივობის მქონე ჰაერის ნაკადს. მართალია, ამისთვის საჭირო გახდება სამი სლოტ სივრცის თავისუფალი ადგილის დათმობა. ის ფუნქციონირებს 900/4500 მჰზ-ზე და საკუთარ არსენალში გააჩნია 512 სტრიმ-პროცესორი, 128-ბიტიანი ინტერფეისი და 1 გბ მეხსიერება. Overclockers.ua
  4. კომპანია XFX-მა, სულ ცოტა ხანში ოფიციალურად უნდა წარადგინოს Radeon HD 6770-ის ახალი მოდელი, რომლის სახელწოდებაც არის XFX HD-677X-ZMF3. ის აღჭურვილია 40 ნმ ჩიპ Juniper-ით (800 ნაკადური პროცესორი, 128-ბიტიანი ინტერფეისი), ტურბინული ტიპის ერთსლოტიანი ქულერით და ვიდეო-გასასვლელების უჩვეულო ნაკრები - ორ DVI-I და ერთი Mini DisplayPort-ით. გარდა ამისა, მას გააჩნია 1 გბ GDDR5 მეხსიერება და CrossFire-კონფიგურაციის მხარდაჭერა, ჩასართავად კი საჭიროებს ერთ ცალ 6-პინიან დამატებით კვების პორტს. მისი ზომები შეადგენს 225 x 111 x 19 მმ-ს. მინიმალური სიმაღლე (სისქე), თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას Mini-ITX სისტემების მოყვარულებს შორის. სიხშირეები უტოლდება 850/4800 მჰზ-ს - ბირთვისა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. ასევე, მწარმოებელი მომხმარებლებს ურჩევს, რომ პროდუქტი ამუშაონ მინიმუმ 500 ვ-იან კვების ბლოკთან ერთად. GPU ეკუთვნის Evergreen სერიას და აქედან გამომდინარე, გულისხმობს გარკვეულ ტექნოლოგიურ შეზღუდვებსაც. კერძოდ კი, ეს არის 2.2 ვერსიის Unified Video Decoder (ნაცვლად 3.0-ისა), DisplayPort v.1.1 ( ნაცვლად DP v.1.2-ისა) და სტერეოსკოპული 3D-ს მხარდაჭერის არქონას. XFX HD-677X-ZMF-ის ღირებულება 120$-ის ფარგლებში იქნება. 4Gamer, Overclockers.ua
  5. ქსელში გავრცელდა დაწვრილებითი, არაოფიციალური სპეციფიკაციები ვიდეობარათ AMD Radeon HD 7990-ის შესახებ. როგორც ჩანს, საქმე ეხება ახალ, ორჩიპიან ფლაგმანს, რომელიც განეკუთვნება AMD-ეს გრაფიკული ამაჩქარებლების მომდევნო თაობას, რომლებიც წარმოებულ იქნებიან 28-ნმ ნორმების გათვალისწინებით, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ტრანზისტორების რიცხვი და შემცირდება ენერგომოხმარების დონე. ვიდეობარათის გამომთვლელი სიმძლავრე მოიმატებს 2-ჯერ მეტად: 5,1-დან 12,16 ტფლოპს-მდე, ხოლო გაანგარიშების დონეც იქნება უფრო ზუსტი - 1,27-დან 3,04 ტფლოპს-მდე. შეიდერული პროცესორების რიცხვი მიაღწევს 6400-ს (3200 - ერთ ბირთვზე, Radeon HD 6990-ის 1536-ის წინააღმდეგ). არ არის გამორიცხული უფრო მაღალი სამუშაო სიხშირეებიც, თუმცა ამის შესახებ, წყარო არაფერს იტყობინება. ტექსტუირებისა და რასტერიზაციის ბლოკების რიცხვიც გაიზრდება შესაბამისად - 192 და 64-დან (Radeon HD 6990-ისათვის) - 256 და 96-მდე (Radeon HD 7990), რითაც 1.5-ჯერ მოიმატებს შევსების ტექსტურული და პიქსელური სიჩქარე. მეხსიერების ქვესისტემა მიიღებს უფრო სწრაფ, GDDR5+ ტიპის ჩიპებს და მაღალ ინტერფეისს - 256-დან 384 ბიტამდე, ხოლო VRAM-ის ოდენობა 4-ის მაგივრად, იქნება 6 გბ. გამტარობის საერთო ხაზი იქნება 576 გბაიტ/წმ, რაც 1,8-ჯერ მეტია Radeon HD 6990-ისაზე. ბარათი განკუთვნილი იქნება PCI Express 3.0 სლოტისათვის. შეგვიძლია იმის ვარაუდიც, რომ Radeon HD 7000 სერიის ერთ და ორჩიპიანი ფლაგმანების სათამაშო წარმადობის დონე 2-ჯერ გადააჭარბებს თანამედროვე ანალოგების მაჩვენებლებს - AMD-ეს ვიდეობარათების მიმდინარე ხაზთან შედარებით. ამასთან, ნათქვამია ისიც, რომ ენერგომოხმარება, 375/450-დან შემცირდება 300 ვ-მდე - დატვირთულ რეჟიმში და 37-დან 30 ვ-მდე თავისუფალზე, ანუ დაგვჭირდება ერთ-ერთი 6 და 8-კონტაქტიანი დამატებითი კვების პორტი. პროგრამული ტექნოლოგიებიდან, მხარდაჭერილი იქნება DirectX 11, OpenGL 4.2, OpenCL 1.1, Eyefinity AMD და HD3D. ბარათი კვლავინდებურად მიიღებს DVI, mini-HDMI და DisplayPort გასასვლელებს. ალბათ ლოგიკური იქნება იმის თქმაც, რომ ერთჩიპიან HD 7970-ს, რომელიც ბაზარზე უფრო ადრე გამოჩნდება, ექნება 3200 შეიდერული პროცესორი, 3 გბ GDDR5+ ვიდეომეხსიერება და 384-ბიტიანი ინტერფეისი. შეუძლებელია დამტკიცებით იმის თქმა, თუ რაოდენ ზუსტია ეს ცნობები. დაუჯერებლად არაფერი გამოიყურება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Radeon HD 6000-ის არქიტექტურა საკმაოდ სრულყოფილია. ამიტომ, სერიოზულ ცვლილებები არც ახალს შეეხება გარდა დიზაინის გადამუშავებას - 28 ნმ ტექპროცესის გათვალისწინებით, რაც ორმაგად ზრდის ტრანზისტორების რიცხვს - იგივე ზომის კრისტალის შენარჩუნებით. წყარო
  6. თუ თქვენ დიდი ხანია ეძებდით სრულ 5.1-არხიან სპიკერ-სისტემას, რომელიც ცოტა ადგილს იკავებს და ამავდროულად იაფიცაა, მაშინ უთუოდ თვალს შეავლებდით Creative Labs-ისა და Logitech-ის პროდუქციასაც. სწორედ მეორე მათგანმა ეს-ესაა დააანონსა თავისი ახალი ნაწარმი - Z906. ბოლო დროს, აღინიშნული კომპანია ძირითადად ფოკუსირებული იყო ისეთი კომპლექტების გამოშვებაზე, რომელიც სასტუმრო ოთახებისთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა, ვიდრე PC აუდიოსათვის და ეს ეხება ძველ Z-5500-საც. დიზაინი სრულად განახლებულია და ჩვენ ვხედავთ გაცილებით მეგობრულ AV-კონტროლ უნიტს, რამეთუ ის ჰორიზონტალურია და არა ვერტიკალური, როგორც ეს იყო Z-5500-ის შემთხვევაში. ამ თვალწარმტაც LCD დისპლეიზე, Logitech-მა განათავსა ფორთოხლისფერი LED-მაშუქები, რომელთა საშუალებითაც მარტივდება წაკითხვა და მკვეთრად გვიჩვენებს მიმდინარე მდგომარეობას. დისტანციური მართვის ხელსაწყო, კვლავაც არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ის კიდევ უფრო გამარტივდა, მასზე მაინც იპოვით power და mute ღილაკებს, input-ამომრჩევს და ასევე ოთხი ტიპის ნავიგაციის პადს, რომელშიც გაერთიანებულია ხმის, დონისა და ეფექტების კონტროლი. შეიცვალა შესასვლელებიც და ისინი უკვე განლაგებულია საბვუფერის უკანა მხარეს. კომპანიამ უარი თქვა RCA შესაერთებლებზეც და მის ნაცვლად, გადავიდა ტრადიციულ ზამბარიან სამაგრებზე, ისევე როგორც სპიკერებზე. კარგი ამბავია ის, რომ თუ არ ხართ კმაყოფილი კომპლექტში შესული კაბელებით, შეგიძლიათ მათი შეცვლა იმაზე, რაზეც გსურთ. Z906-ს, Z-5500-ის მსგავსად, აქვთ 500W RMS კვება, მაგრამ დაიწია საბვუფერის სიხშირემ - 187-დან 165W-მდე, ხოლო სატელიტებისათვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 67W-ს (Z-5500-ს კი 61W, განსხვავება მხოლოდ ცენტრალურ, 69W-იან სპიკერშია) და ყველა მათგანის დამაგრება შესაძლებელია კედელზეც და როგორც ჩანს, Logitech-ი კომპლექტს აყოლებს ამ სამაგრებსაც. პროდუქტი რასაკვირველია THX certified-ია, ხოლო დეკოდერი უზრუნველყოფს მუშაობას Dolby Digital და DTS აუდიოსთანაც. აგრეთვე არის მხარდაჭერაც, სტერეო ხმის - surround-ად გადასაყვანად. Z906-ის შიფინგი აშშ-ში დაგეგმილია ამ თვეში და მისი რეკომენდირებული ფასი შეადგენს 399.99$-ს. VR-Zone
  7. კომპანია BenQ-ს გერმანულმა ოფისმა განაცხადა ორ ახალ მონიტორ - GL2450HM (დიაგონალი - 24 დუიმი) და GL2750HM (27 დუიმი)-ის ევროპაში გაყიდვების დაწყების შესახებ. ორივე მათგანი აღჭურვილია შუქდიოდური განათებით, გაფორმებულია შავ პრიალა ზედაპირის მქონე კორპუსებში და ორიენტირებულია სახლის პირობებზე გამოყენებისთვის. მწარმოებლები თვლიან, რომ პროდუქტები მშვენივრად გაართმევენ თავს როგორც თამაშებს, ასევე ვიდეოსაც. ორივე მოდელის კონსტრუქციაში გამოყენებულია TN-ტიპის პანელები, 1920 х 1080 გაფართოებით. რეაგირების დრო Grey-to-Grey რეჟიმში მათ იდენტური აქვთ და შეადგენს 2 მ/წმ-ს, ხოლო სიკაშკაშის დონე კი განსხვავდება - GL2450HM-ის შემთხვევაში ის 250, GL2750HM-ისთვის კი - 300 კდმ2-ია. მეორის სტატიკური კონტრასტულობის მაჩვენებელი - 1200:1-ზეა. გარდა ამისა, მონიტორებს ინტეგრირებული აქვთ 2 ვ-იანი სტერეოდინამიკები, HDMI, D-Sub და DVI პორტებით, ხოლო Senseye3 ტექნოლოგიის მხარდაჭერის საშუალებით, შესაძლებელია პარამეტრების სწრაფი ოპტიმიზაცია იმის მიხედვით, თუ რა არის გახსნილი: ფოტოსურათები, ვიდეო, თამაშები და ა.შ. დისპლეებზე მოქმედებს მწარმოებლის 3-წლიანი გარანტია და მათი ღირებულებაა: GL2450HM – 179, GL2750HM – 290 ევრო. IXBT
  8. კომპანია iiyama-ს მონიტორების ასორტიმენტი განაგრძობს მატებას მოწყობილობების ხარჯზე, რომლებიც გათვლილნი არიან ფერთა გადმოცემის არაკრიტიკულ ამოცანებისთვის. ოფისებში მომუშავე მომხმარებლები მიიღებენ ProLite სერიის კიდევ ორ ახალ მოდელს, B2475HDS-1 და Е2475HDS-1 ინდექსებით. მათ შორის ძირითადი განსხვავება გახლავთ პირველი მათგანის უფრო ფუნქციონალურ სადგამში: ის იძლევა პორტრეტულ რეჟიმში მობრუნების საშუალებას (20° ზევით, 3° ქვევით), ხოლო სიმაღლის რეგულირების მარაგი შეადგენს 110 მმ-ს. 23,6 დუიმ დიაგონალის მქონე TN პანელი აღჭურვილია შუქდიოდური განათებით, ნომინალური გაფართოება კი - 1920 х 1080 პიქსელია. რეაგირების დრო 2 მ/წმ-ია, რასაც ტექნოლოგია OverDrive-თან ერთად, შეუძლია დინამიური თამაშების მოყვარულების დაინტერესება. სტატიკური კონტრასტი 1000:1-ზეა, ხოლო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხედვის კუთხეები აღწევს 160 და 170°-ს შესაბამისად. თითოეული მონიტორის კომპლექტაციაში აგრეთვე შედის 2 ვ-იანი სტერეოდინამიკები, ვიდეოგასასვლელების სახით კი წარმოდგენილია D-Sub, DVI-D და HDMI. ტიპიური მოხმარებული სიმძლავრის დონე 24 ვ-ია, კვების ბლოკი კი ინტეგრირებულია. ხელმისაწვდომია მათი გაფორმების ნებისმიერი ვარიანტი, თუ არჩეული ფერი შავია. iiyama ProLite E2475HDS-1 და B2475HDS-1-ის რეკომენდირებული ფასი 9 500 და 10 000 რუბლია შესაბამისად, რაც დაახლოებით 450 და 500 ლარია. IXBT
  9. კომპანია NEC Display-მა წარმოადგინა შედარებით იაფი ღირებულების მქონე პროფესიონალური, e-IPS ტიპის მატრიცით აღჭურვილი, 24-დუიმიანი მონიტორი MultiSync P241W. ტექნოლოგია XtraView+ უზრუნველყოფს 89°-იან ხედვის კუთხეებს ნებისმიერი მიმართულებით და მინიმუმამდე ამცირებს ფერთა ცვლილებას დახრილ მდგომარეობის დროს. ამ მხრივ კი, ის მოიცავს sRGB 96,7%-იან და NTSC-ის 71,4%-იან სივრცეს. ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920 x 1200 პიქსელს (მხარეთა შეფარდება 16:10-ზე), კონტრასტულობის დონე კი უტოლდება 1000:1-ს. გარდა ამისა, რეაგირების დრო არის 8 მ/წმ (GTG), სიკაშკაშე კი 360 კდ/მ2-ია (Digital Uniformity Correction ფუნქციის ჩართვისას, ეს მაჩვენებელი მცირდება 250 კდ/მ2-მდე). მონიტორის კომპლექტაციაში ასევე შესულია DisplayPort, VGA და DVI-D პორტები, ინტეგრირებული USB კონცენტრატორით (ორი აღმავალი, სამი დაღმავალი პორტი). ჰაბის და ტექნოლოგია DisplaySync Pro-ს საშუალებით, შესაძლებელია პერიფერიული მოწყობილობების ერთი კომპლექტის გამოყენება (მაუსი და კლავიატურა), მონაცვლეობით ორ კომპიუტერზე. გათვალისწინებულია ორ წყაროდან მომდინარე სიგნალების გამოტანა ეკრანზე, ამ მიზნისთვის კი, ადგილზეა Picture in Picture და Picture by Picture ფუნქციები. აგრეთვე უნდა აღინიშნოს განათების სენსორი AmbiBright, რომელიც ავტომატურად ახდენს დისპლეის სიკაშკაშის კორექტირებას და შემცირებული ენერგომოხმარების რეჟიმი ECO Mode. სწრაფი ფიქსატორის მქონე სადგამი უზრუნველყოფს მონიტორის ბრუნვას და მისი სიმაღლის შეცვლას - 150 მმ-ს ფარგლებში. P241W-BK-SV შემადგენლობის ვარიანტში შედის კოლორიმეტრი SpectraViewIIHDPA212426 და ფერთა გადმოცემის კალიბრაციისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა. ოპციონალურად ხელმისაწვდომია ბლენდა HDPA212426-იც. პროდუქტზე მწარმოებელი იძლევა 4-წლიან გარანტიას, ხოლო მისი გაყიდვები კი ამ თვეში დაიწყება 749$-ად. P241W-BK-SV კომპლექტის ღირებულება კი 1249$ იქნება. IXBT
  10. GIGABYTE-მა, CeBIT 2012 გამოფენაზე წარმოადგინა სათამაშო ნოუთბუქი P2542G, რომელიც ჩაანაცვლებს დაახლოებით ერთი წლის წინ გამოშვებულ, მოდელ P2542-ს. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მის შექმნაზე დიზაინერები შთაგონებას იღებდნენ სპორტქარებისგან და გასაკვირი არ არის, რომ საფარველის ყვითელი ფერი თითქმის (ან ზუსტად) ASUS Lamborghini-ის პროდუქტების იდენტურია. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს მეტალისფერი მბზინვარე მცირე დეტალები, მათ კი, როგორც ჩანს, უნდა შექმნან ავტომობილის ქრომირებული ელემენტების ასოციაცია. P2542G-მ მიიღო Ivy Bridge სერიის 4-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i7, 2 გბ GDDR5-ის მქონე, დისკრეტული ვიდეობარათი NVIDIA GeForce GTX 660M. ოპერატიული მეხსიერების ოდენობა არ ხმაურდება, მაგრამ დიდი ალბათობით, ის მცირე არ იქნება. რაც შეეხება მყარ დისკს, ის შეიძლება დაფუძნებული იყოს როგორც SSD, აგრეთვე HDD-ზე, 7200 ბრ/წთ შპინდელის სისწრაფით. წამყვანის სახით, ოპციონალურად ხელმისაწვდომია Blu-ray დისკების წამკითხველი, ხოლო ინტერფეისის ნაკრებში შესულია ორი USB 3.0, HDMI და D-Sub ვიდეოგასასვლელები. მთავარ თავისებურებად კი, უნდა ჩაითვალოს ხმის სისტემა, რომელიც შედგება ოთხი ფართოველიან და ერთ დაბალსიხშირიან დინამიკისგან. ეკრანის დიაგონალის ზომა შეადგენს 15,6 დუიმს, გაფართოება კი - Full HD-ს. ჯერჯერობით უცნობია ნოუთბუქის დეტალური ზომები და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა. ამ ინფორმაციას, კომპანია ალბათ გაყიდვების დაწყების მომენტში გაახმაურებს, როდესაც უკვე ცნობილი გახდება პროდუქტის ღირებულებაც. Notebook Italia, IXBT
  11. კომპანია Philips-ის მონიტორების ასორტიმენტი შეივსო PowerSensor 241P4QPYES/00 სახელწოდების მქონე პროდუქტით. ეკრანის ზომა 24 დუიმია და ის წარმოადგენს ბიზნეს-მოდელს - გამოსახულების მაღალი ხარისხის პრეტენზიით, რადგანაც მასში გამოყენებულია Advanced MVA (AMVA) ტიპის პანელი, ხოლო განათება დაფუძნებულია შუქდიოდებზე. სამწუხაროდ, არ ვრცელდება ინფორმაცია მახასიათებლების შესახებ, თუმცა გვატყობინებენ მაღალ სტატიკურ კონტრასტულობის, სიკაშკაშისა და ხედვის ფართო კუთხეების შესახებ, რომლებიც უტოლდება 178 გრადუსებს (ორივე სიბრტყეში). მოწყობილობა აღჭურვილია DVI და Philips DisplayPort გასასვლელით, რომელიც ჩვეულებრივ DisplayPort-ისგან განსხვავდება 15 მეტრამდე სიგრძის კაბელებით და უზრუნველყოფს გამტარიანობას 10,8 გბიტ/წმ-ში. გარდა ამისა, კონფიგურაციაში აგრეთვე შედის USB-პორტების კონცენტრატორი და იწ-სენსორი, რომელიც მომართულია მონიტორის წინ აქტიურობის განსაზღვრისთვის: თუ მომხმარებელი ტოვებს ამ ადგილს, პროდუქტი ითიშება, რითაც ხდება ელ.ენერგიის დაზოგვა. დისპლეის გაყიდვები ევროპაში ნოემბრის ბოლოდან დაიწყება, ხოლო მისი ფასი 340 ევრო იქნება. PRAD.de
  12. CES-ზე დაანონსებულმა MSI Wind Top AE2210 21.5-დუიმიანმა all-in-one დესქტოპმა, რომელიც აღჭურვილია Intel-ის მეორე თაობის Core პროცესორებით, სამი დღის წინ, წილად ხვდა სათანადო გულთბილი მიღება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ცოტა ხანში უნდა ველოდოთ მის რითეილ-რელიზსაც. მას გააჩნია Full HD (1920 x 1080) თაჩსქრინი და თან მოყვება უკვე ჩატვირთული, რამდენიმე touch-enabled საჩუქარიც, რომლებშიც შესულია Wind Touch ინტერფეისი, ArtRage painting პროგრამა და YouCam v4.0. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, თვალწარმტაცი AiO აღჭურვილია 3.1 გჰზ-იანი Core i3-2100 ან 2.5 გჰზ-იანი Core i5-2400 პროცესორით, 2/4 გბ ოპერატიული მეხსიერებით, 640 გბ მყარი დისკით, DVD-ჩამწერითა და ან ინტეგრირებული Intel HD 2000-ით, ან GeForce GT 540M ბარათით. გარდა ამისა, პროდუქტს აგრეთვე გააჩნია 1.3 მპ-იანი ვებ-კამერა, ორი ცალი 3W სპიკერი - THX TruStudio Pro ტექნოლოგიასთან ერთად, 802.11 b/g/n WiFi, 6-in-1 ქარდ-რიდერი და სურვილისამებრ, TV-ტუნერიც. Wind Top AE2210-ის გამოსვლა მოსალოდნელია ამ თვის ბოლოს და მისი ფასი დაიწყება 800$-იდან. TC Magazine
  13. Acer-მა წარმოადგინა LED-განათებისა და 1920x1080 გაფართოების მქონე, 27-დუიმიანი მონიტორი V273HL. მოდელი განკუთვნილია 'პროფესიონალებისთვის, დიზაინერებისათვის, მკვლევარებისთვის და ყველასთვის, ვისაც ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციასთან მუშაობს'. კომპანიის მარკეტოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ამ პროდუქტს გააჩნია უფრო დიდი ზომის პიქსელები, ვიდრე 23 ან 24-იან დისპლეებს და ამგვარად, გამოსახულების დეტალების დანახვაც გაცილებით მარტივი იქნება. ნაწარმი შესრულებულია შავ (მუქ ნაცრისფერ) ტონალობაში, ხოლო ეკრანის ჩარჩო დაფარულია მქრქალი საღებავით. გამოყენებული მატრიცის ტიპი გახლავთ TN+film, ხედვის კუთხეები - 170°/160° და რეაგირების დრო - 5 მ/წმ. სიკაშკაშის მაქსიმალური დონე შეადგენს 300 კდ/მ2-ს (სხვა მონაცემებით - 250 კდ/მ2-ს), დინამიური კონტრასტულობისა კი - 100 მლნ-ს - 1-თან. მუშაობის დროს, Acer V273HL მოიხმარს სულ რაღაც 17 ვ ელექტრო-ენერგიას, მომლოდინე რეჟიმში კი - 0,5-ს. გარდა ამისა, მონიტორი აღჭურვილია 1 ვ-იანი სტერეოდინამიკებით, D-Sub (VGA), HDMI და DVI გასასვლელებით. რეკომენდებული ღირებულება - 300 €-ა. TechPowerUP!, Tom's Hardware, Overclockers.ua
  14. მაქედან მეორე ვარჯიშს მე მაგალითად ბოლოს ვაკეთებ ხოლმე, ოღონდ ფეხზე მდგარი პოზიციიდან, ბიცეპსის სიმაღლისთვის ძალიან მაგარი რამეა, პირველი წინამხრებსაც ამუშავებს და ეგეც საკმაოდ კარგია.. ბიჭებო, პირველ პოსტში ცოტაოდენი მასალა ხომ არ დაგვემატებინა (მაგალითად სხეულის აგებულების ტიპები) ? თუ გინდათ, მოგეხმარებით და შეძლებისდაგავარად მოვამზადებ ხოლმე ..
  15. კომპანია Asus-ის ასორტიმენტი რამდენიმე დღის წინ შეივსო სამი ახალი მონიტორით, რომლებიც დამზადებულნი არიან IPS-ტიპის მატრიცაზე. პროდუქტები შევიდნენ VS სერიაში და მიიღეს სახელწოდებები - VS209H (20 დუიმი), VS229H (21,5) და VS239H (23). ისინი აგრეთვე იყენებენ LED-განათებასაც და გამოირჩევიან ხედვის ფართო კუთხეებითაც (178°/178°). მათ შორის ყველაზე კომპაქტური და იაფი პირველი დისპლეია (139€) და ის ხასიათდება 1600 x 900 გაფართოებით, ხოლო განცხადებული რეაგირების დრო კი - 14 მ/წმ-ია (GTG). ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშის დონე შეადგენს 250 კდ/მ2-ს, ხოლო დინამიური კონტრასტულობა კი უტოლდება 50 000 000:1-თან. აღნიშნული მოდელი აღჭურვილია ერთადერთი გასასვლელით - VGA (D-Sub)-ით, რაც მშობლიური რეზოლუციისთვის სავსებით საკმარისი უნდა იყოს. შედარებით ძვირადღირებულ დებიუტანტებ - VS229H და VS239H-საც მსგავსი მახასიათებლები გააჩნიათ, გარდა 1920 x 1080 პიქსელ გაფართოებისა და დამატებით DVI, HDMI პორტებისა. არც მათი ფასებია მაღალი - 147 და 165€ - 21,5-იან და 23-დუიმიანისთვის შესაბამისად. TC Magazine
  16. კომპანია BenQ-მ წარმოადგინა VA მატრიცისა და შუქდიოდური განათების მქონე, მონიტორების ახალი სერია, რომელშიც შევიდნენ მოდელები 21,5, 24 და 27 დუიმ დიაგონალებით: GW2250M, GW2250HM, GW2450HM და GW2750HM. პირველი მათგანი აღჭურვილია მხოლოდ DVI და D-Sub გასასვლელებით, ხოლო დანარჩენებს აგრეთვე ერგოთ HDMI-იც. დისპლეების გაფართოება ოთხივეს შემთხვევაში 1920 х 1080 პიქსელია. პროდუქტები გამოირჩევიან სტატიკური კონტრასტულობის მაღალი დონით - 5000:1, სიკაშკაშით - 300 კდ/მ2 და 5 მ/წმ (GTG) გამოხმაურების დროით, ხედვის კუთხეები კი, ორივე სიბრტყეში უტოლდება 178°-ს. ამ ტიპის პანელებს, რომლებსაც ერთ არხზე გააჩნიათ 8 ბიტი ფერთა სიღრმე, უნარი აქვთ 16,7 მილიონამდე ერთეულის გადმოცემისა, თანაბარზომიერი გადასვლების უზრუნველყოფით. შუქდიოდების გამოყენებამ, თავის მხრივ, განაპირობა მათი ენერგომოხმარების შემცირება 25-30 ვ-მდე (ეკრანის ზომისდა მიხედვით). გარდა ამისა, ნაწარმებში ასევე ჩაშენებულია ორ-ორი, ამდენივე ვატ სიმძლავრის დინამიკი. სადგამი იძლევა დახრის კუთხის რეგულირების საშუალებას 5°-ით წინ და 15°-ით უკანა მხარეს. ადგილზეა VESA 100 მმ კრონშტეინისთვის განკუთვნილი სამაგრებიც. კომპანიიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ და გენერალურ დირექტორ, პიტერ ჩენის (Peter Chen) სიტყვებით, მოთხოვნილება VA-პანელების მიმართ, იზრდება მსოფლიოს მასშტაბით. წინასწარი პროგნოზებით, მათი წილი 2015 წლისთვის მიაღწევს 42,5%-ს, რითაც გადააჭარბებს IPS-სას და ტრადიციულ TN-მოდელებისას. ჯერჯერობით, მას არ გაუმხელია ინფორმაცია აღნიშნულ მონიტორების ფასებისა და გამოსვლის თარიღის შესახებ. IXBT
  17. კომპანია EIZO-მ განაცხადა ორ ახალ მონიტორ - FlexScan EV2335W და EV2315W-ის გამოსვლის შესახებ, რომლებიც აღჭურვილნი არიან 23-დუიმიანი ეკრანებით, თუმცა პირველი მათგანი მიიღებს IPS-ს, მეორე კი - TN ტიპის მატრიცას. ორივე მათგანის კომპლექტაციაში შესულია შუქდიოდური განათება და ტრანსფორმირებადი სადგამები, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია ეკრანის სიმაღლისა და დახრის კუთხის რეგულირება, 344O-ზე ბრუნვა ვერტიკალური სიბრტყის მიმართ, ასევე ალბომური რეჟიმიდან პორტრეტულზე გადაყვანა და პირიქით (pivot ფუნქცია). მახასიათებლები კი შემდეგნარია: გაფართოება - 1920 х 1080 პიქსელზე, სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1, სიკაშკაშე - 250 კდ/მ2. თითოეულს აგრეთვე გააჩნია ყურსასმენებისა და ინტეგრირებული დინამიკების ჩართვისთვის განკუთვნილი პორტი, საფირმო ტექნოლოგიების Auto EcoView და EcoView Optimizer-ის მხარდაჭერა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს ეკრანების სიკაშკაშის მართვას - გამოტანილი გამოსახულებისა და ადგილის განათების დონის შესაბამისად. FlexScan EV2335W და EV2315W-ს შორის განსხვავება ხედვის კუთხეებსა (პირველ მათგანისთვის - 178O ორივე სიბრტყეში, მეორისთვის კი - 170O ჰორიზონტალურად და 160 ვერტიკალურად) და პანელების რეაგირების დროებშია (6 მ/წმ - Grey-to-Grey რეჟიმში და 5 მ/წმ - Black-to-White-სთვის შესაბამისად). გარდა ამისა, EV2315W მხოლოდ D-Sub და DVI ვიდეოგასასვლელები გააჩნია, ხოლო EV2335W-ს კი, მათთან ერთად, ასევე DisplayPort-იც. ორივე პროდუქტზე მოქმედებს მწარმოებლის ხუთწლიანი გარანტია, ფასები კი, ჯერჯერობით უცნობია. IXBT
  18. კომპანია AOC-მა ოფიციალურად განაცხადა მონიტორ Aire Pro-ს გამოსვლის შესახებ (მისი უფრო ჩვეული ინდექსია i2353Ph), რომელიც დამზადებულია IPS-ტიპის პანელზე. ის გამოირჩევა ელეგანტური იერ-სახით, გამოსახულების მაღალი ხარისხით და სიიაფით. მონიტორი ხასიათდება თხელი, 9,2 მმ-იანი დისპლეით და თეთრი ფერის შუქდიოდებზე დაფუძნებულ განათებით. ეკრანის დიაგონალი შეადგენს 23 დუიმს, ხოლო გაფართოება კი - 1920 х 1080 პიქსელს. გარდა ამისა, დინამიური კონტრასტულობის დონე შეადგენს 50 000 000:1, სიკაშკაშე - 250 კდ/მ2-თან, ხოლო გამოხმაურების დრო - 5 მ/წმ. პროდუქტი ასევე აღჭურვილია ორი ინტეგრირებული დინამიკითა და ამდენივე HDMI-პორტით. მას გააჩნია ტექნოლოგია eSaver, რომელიც გათვლილია ენერგიის მოხმარების შემცირებაზე და Screen+ - მუშაობის წარმადობის გაზრდაზე, ეკრანზე რამდენიმე დამოუკიდებელ სამუშაო ადგილის შექმნის გზით. AOC Aire Pro i2353Ph უკვე გამოჩნდა ინტერნეტ-მაღაზიებში 150 ევროს ფასად. Softpedia
  19. ვიცი, რაოდენ დიდია ინტერესი ახალი პლატფორმის მიმართ და ამიტომ, სტატიის დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით. ენთუზიასტებისთვის განკუთვნილი 6-ბირთვიანი პროცესორები, საბოლოოდ გადადიან Sandy Bridge მიკროარქიტექტურაში და ამ პროცესში, იძენენ quad-channel მეხსიერების და ინტეგრირებულ PCI Express 3.0 კონტროლერს, ასევე დიდი ზომის, ოვერქლოქერულ ფუნქციონალურობასაც. საკმარისია თუ არა ეს ინოვაციები, იმისთვის, რომ დამყარებულ იქნას ახალი რეკორდები წარმადობაში? სულ ცოტა ხნის წინ, ჩანდა, რომ LGA 2011 პლატფორმის რელიზი გახდებოდა Intel-ის პასუხი AMD Bulldozer-ზე, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა. შედეგად კი, პირველმა კვლავინდებურად შეინარჩუნა ზედა-ღირებულების განყოფილების ლიდერის პოზიცია და შესაბამისად, განაგრძო იქ საკუთარი წესების გავრცელებაც. ამგვარად, ბაზარზე ისევ მოქმედებს სტრატეგია, როდესაც ახალი მიკროარქიტექტურები, ‘მეინსტრიმ’ სექტორში კომფორტულად განთავსების შემდეგ, ინაცვლებენ‘ჰაი-ენდ’ დესქტოპ სისტემებისკენ. ეს არ ყოფილა Intel-ის გამიზნული განზრახვა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა პროგრესული ტექნოლოგიების ‘ენთუზიასტ’ სისტემებისკენ გადანაცვლებისკენ; ნამდვილი მიზეზები გაცილებით ღრმად უნდა ვეძებოთ. ამ კომპანიის მაღალწარმადოვანი სამაგიდო პლატფორმები ფაქტიურად სერვერული გადაწყვეტილებების გამარტივებული მოდიფიკაციებია, რომლებიც თავის მხრივ, განახლდნენ ცოტათი უფრო გვიან, ვიდრე აღნიშნული ტიპის პროდუქტები იმიტომ, რომ მათი წარმოება მოითხოვს ბევრად საფუძვლიან მომზადებას. ამიტომ, მხოლოდ დღეს ჩნდებიან ბაზარზე Sandy Bridge-ზე დაფუძნებული Core i7 პროცესორები LGA 2011 ფორმ-ფაქტორზე. ეს კი, მცირედით მაინც უსწრებს სიმეტრიულ სერვერულ პლატფორმასა და Xeon E5 CPU-`ებს, რომელთა ანონსიც მომდევნო წლის დასაწყისში უნდა შედგეს. ამგვარად, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სურდათ კომპიუტერული სისტემების აწყობა მაღალი პერფორმანსის მქონე, Sandy Bridge პროცესორებზე, შეუძლიათ მხოლოდ ერთ-ერთი პროდუქტის ამორჩევა - LGA 1155 Core i7-ებიდან. მიუხედავად ამისა, ამ მხრივ, არავითარი საყვედური არ უნდა გვქონდეს მათ მიმართ, რადგან გარკვეული თვალსაზრისით, ისინი ექვემდებარებიან Gulftown-ზე დაფუძნებულ LGA 1366 Core i7 გადაწყვეტილებებს. სახელდობრ, LGA 1155 CPU-ები აღჭურვილნი არიან მაქსიმუმ ოთხი ბირთვით, 2-არხიანი მეხსიერების კონტროლერითა და გააჩნიათ შეზღუდულ ინტერფეისის მქონე, multi-GPU კონფიგურაციების მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თუ რატომ არიან ენთუზიასტები აღტაცებულნი წარმოების ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებულ, Gulftown-ის ანალოგების გამოჩენით. დღეს, Intel-მა დაანონსა ახალი LGA 2011 პლატფორმა, რომელიც მოიცავს 6-ბირთვიან Sandy Bridge-E ოჯახისა და ახალ X79 Express ჩიპსეტის Core i7 პროცესორებს. ის ყველაზე მეტად ალბათ კომპიუტერული მანიით შეპყრობილ ადამიანებს მოეწონებათ, იმიტომ, რომ ის იძლევა არამხოლოდ დღეს არსებულ, უმძლავრეს CPU-ების გამოყენების საშუალებას, არამედ, ასევე გააჩნია PCI Express 3.0 ინტერფეისისა და 4-არხიანი მეხსიერების მხარდაჭერა. ახლა კი, მოდით ვცადოთ იმის გაგება, თუ რამდენად უმჯობესნი არიან ახალი მოდელები ყველაფერზე, რასაც კი აქამდე შევხვედრილვართ. Sandy Bridge-E: რა არის ახალი? LGA 2011 პლატფორმისა და მასთან თავსებადი პროცესორების იდეა გულისხმობს საუკეთესოთა კომბინირებას ორ სეგმენტ: მეორე თაობის Core მიკროარქიტექტურისა და LGA 1366-იდან. შედეგად, მიღებულ იქნა უახლეს 32 ნმ პროცესსა და Sandy Bridge-ზე წარმოებული ახალი Core i7. ეს CPU-ები დაკომპლექტებულნი არიან ექვსი გამომთვლელი ბირთვითა და ითვალისწინებენ მეხსიერების უფრო მეტ არხსა და PCI Express 3.0 ხაზებს. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივ ‘სენდის’ ამ პროდუქტებში Core-ების რაოდენობა შეადგენს ოთხს, ხოლო memory controller არის dual-channel ტიპის, მათი გამოყენება ამ პლატფორმაში შეუძლებელი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღირებულების უფრო მაღალი სეგმენტის CPU-ებისთვის, Intel-ს მოუწია ახალი პროცესორის ნახევარგამტარიან მატრიცის შექმნა, კოდური სახელწოდებით Sandy Bridge-E. CPU-ების დიზაინში მოდულარული მიდგომის უტილიზებით, შესაძლებელი გახდა ორი დამატებითი ბირთვის დამატება და მეხსიერებისა და PCI Express კონტროლერების განახლება. თუმცა, ამავდროულად, მწარმოებლებმა გადაწყვიტეს გაეთვალისწინებინათ სერვერული ბაზრის მომხმარებლების საჭიროებებიც და დაამზადეს უნიფიცირებული პროდუქტი, რომელიც ერთნაირად წარმატებული იქნება როგორც ერთ, ასევე მეორე სფეროშიც. ამგვარად, Sandy Bridge-E-ში თავმოყრილია შედარებით ახალი და უჩვეულო თავისებურებები, ვიდრე ეს თავდაპირველად გვეგონა. ასე მაგალითად, ინტეგრირებულ გრაფიკულ ბირთვის ნაცვლად, მათ გააჩნიათ QPI-სალტის კონტროლერი - მულტი-სოკეტურ სისტემებში პროცესორების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. თუმცა, ყველაზე საოცარი ის გახლავთ, რომ სინამდვილეში ისინი აღჭურვილნი არიან რვა და არა ექვსი core-ით! Sandy Bridge-E-ის ნახევარგამტარი მატრიცა 32 ნმ პროცესზე დამზადებული 8-არხიანი მატრიცა შედგება 2.27 მლრდ ტრანზისტორისაგან, ხოლო მისი ფართობი 435 მმ2-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ორჯერ უფრო მეტად დიდი და რთულია ვიდრე ჩვეულებრივ Sandy Bridge-ის 4-ბირთვიან პროცესორების ეს კომპონენტი. სამწუხაროდ, ახალ CPU-ების სრული ფუნქციონალობა ხელმისაწვდომი მხოლოდ სერვერებისთვის იქნება, სადაც ისინი მომდევნო წლის დასაწყისში, Xeon E5 სახელწოდების ქვეშ გამოჩნდებიან. დესქტოპ-მომხმარებლები კი მიიღებენ შედარებით მარტივ, 3000 სერიის Core i7-ებს. მასში შევა 4 და 6 core-იანი მოდელები - ‘დაბლოკილი’ დამატებითი ბირთვებით, უფრო მცირე ზომის L3 კეშითა და გამორთული QPI-სალტით. თუმცა, Sandy Bridge-E Core i7 პროცესორებს ბრალს მაინც ვერაფერში დავდებთ, რადგანაც ისინი სჯობიან დღესდღეობით ნებისმიერ არსებულ სამაგიდო ვარიანტს, თითქმის ყველა ფორმალური სპეციფიკაციით. LGA 2011 პროცესორები ამ არგუმენტის გასამყარებლად, თქვენს წინაშეა სხვადასხვა თაობისა და პლატფორმის, ტოპ Core i7 პროცესორების ყველა ძირითადი მახასიათებლის ცხრილი. Sandy Bridge-E Core i7-ების სისუსტე მხოლოდ ორ ადგილას გამოჩნდა. პირველი - ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ პროგრესს სიხშირის მხრივ, რაც გამოწვეულია ნახევარგამტარის შედარებით დიდი ზომით. უფრო მეტიც, ახალ პროცესორების ტოპ-წარმომადგენლების ეს მაჩვენებლები i7-2700K და Core i7-990X-ზე მცირეა. თუმცა, Intel იყენებს Turbo Boost 2.0 ტექნოლოგიას ამ უკმარისობის შესავსებად. დესქტოპ Sandy Bridge-E CPU-ების აჩქარება შესაძლებელია 3.8-3.9 გჰზ-მდე, რაც უკვე აღარ არის იმ მაქსიმალურ ნიშნულზე დაბალი, რის მიღწევის უნარიც შესწევთ LGA 1155 და LGA 1366-ის ფლაგმანებს. მეორე - ეს არის ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვის არქონა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს გული დასწყდეს იმის გამო, რომ ვერ შეძლებს თავის LGA 2011 CPU-ს გამოყენებას გარე ვიდეობარათის გარეშე, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პროდუქტებში ზემოაღნიშნული ‘კომპონენტის’ ამოღებით, ენთუზიასტები უკვე ვეღარ ისარგებლებენ პოპულარულ Quick Sync ტექნოლოგიით. თუმცა, ახალ Core i7-ებს გაცილებით მეტი უპირატესობები გააჩნიათ. მათ შორის არის მაგალითად ყველა თანამედროვე ინსტრუქციების, მათ შორის SSE4.2 და AVX-ის მხარდაჭერის მქონე, პროგრესული მიკროარქიტექტურა, ექვსამდე ბირთვი Hyper-Threading-ით, გაუმჯობესებული PCI Express სალტის კონტროლერი 40 PCIe ხაზამდე, რომელთა მომართვაც შესაძლებელია მრავალი გამოყენების მოდელებისთვის, თვითონ პროცესორში, 15 მბ-მდე ზომის, L3 კეშ-მეხსიერებით. LGA 2011 პროცესორთა მოდელების სერია Intel არ აპირებს ენთუზიასტების განებივრებას LGA 2011 პროცესორების ბევრ სახესხვაობებით. მომდევნო წლის პირველ კვარტლამდე, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ორი 6-ბირთვიანი პროცესორი: Core i7-3960X Extreme Edition და Core i7-3930K, რომლებიც შეფასდებიან 990 და 555$-ად შესაბამისად, თუმცა სპეციფიკაციების მხრივ, მათ შორის მინიმალური განსხვავებაა, სახელდობრ, მაგალითად 100 მჰზ სიხშირე და 25%-იანი L3 კეშის ზომა. Core i7-3960X Extreme Edition და Core i7-3930K მოგვიანებით, გამოშვებულ იქნება შედარებით მისაღები ფასის ნიშნულის მქონე, კიდევ ერთი მოდელი - Core i7-3820, რომელიც მიიღებს მხოლოდ ოთხ აქტიურ გამომთვლელ ბირთვს და დაახლოებით 300$-ის ფარგლებში ეღირება. ამ სურათზე კი მოცემულია 3 პროცესორისგან შემდგარი, Intel-ის LGA 2011 მოდელთა ხაზი ამ მომენტისთვის: საინტერესო გახლავთ ის, რომ Intel-მა თავის ახალ პროდუქტებს მიაკუთვნა 3000-ხაზის სახელწოდებები, რაც შეიძლება ნიშნავდეს Core მიკროარქიტექტურის მესამე თაობას, მაგრამ სინამდვილეში, ისინი დაფუძნებულნი არიან Sandy Bridge-ის მეორე გენერაციაზე. ამგვარად, ეს ერთგვარი მარკეტინგული სვლაა, რაც გამიზნულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დღევანდელ ახალბედა ნაწარმებს, რომლებიც უნდა დარჩნენ ენთუზიასტებისთვის განკუთვნილ, უსწრაფეს პროცესორებად მინიმუმ მომდევნო წლის ბოლომდე მაინც, არ გამოჩნდებიან მოძველებულად Ivy Bridge-ის გამოსვლის დროს. დასახელებებში ბოლო სამი ციფრიდან გამომდინარე, მწარმოებელი ინარჩუნებს საკმარის ადგილს მანევრირებისთვის - მოგვიანებით კიდევ უფრო სწრაფ მოდელების გამოშვებით. ადრე დადიოდა ხმები, რომ მომდევნო წელს, Intel გამოიყენებდა თავის ახალ Sandy Bridge-E პროცესორების დიზაინს - 8-ბირთვიან Core i7-ების რელიზისთვის და ეს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სავსებით შესაძლებელია. თუმცა, მარკეტინგული მიდგომით, ეს ნაბიჯი აზრს მოკლებულია, რადგან 8 core-ის მქონე კონკურენტული გადაწყვეტილებები უკვე ისედაც დამარცხდნენ quad-core Core i7-ების მიერაც კი. ამგვარად, საკმაოდ მცირე იმედი არის იმისა, რომ დესქტოპ LGA 2011 CPU-ები ოდესმე გამოიყენებენ თავიანთ რვავე ბირთვის უპირატესობას, რომლებიც ბუნებრივად აქვთ ხელმისაწვდომი ნახევარგამტარის საშუალებით. თუმცა, ენთუზიასტებს ყოველთვის ექნებათ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ Xeon E5; ის თავის მხრივ, დიდი ალბათობით უნდა მოთავსდეს ახალი ტიპის სისტემურ დაფებში. ახალ პროცესორებს არ ექნებათ არანაირი შეზღუდვა აჩქარების მხრივ: Core i7-3960X და Core i7-3930K-იც აღჭურვილნი არიან სიხშირის გახსნილი მამრავლებით. 4-ბირთვიან Core i7-3820-ს ექნება გარკვეული მაქსიმალური ნიშნულები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ LGA 2011 პლატფორმა იძლევა ამ ქარხნული მაჩვენებლის მომართვის საშუალებას, multiplier-ების ლიმიტირებები ოვერქლოქინგის მოყვარულებისთვის, დიდად სერიოზულ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. LGA 2011 პლატფორმა და Intel X79 Express ჩიპსეტი LGA 2011 სრულიად ახალი პროცესორული სოკეტია, რომელიც მოახდენს LGA 1366-ის ჩანაცვლებას. ის რიგით მეოთხეა Nehalem-ის შემდეგ გამოშვებულ მიკროარქიტექტურის შემდეგ და ამ მხრივ, ეს მოდიფიკაცია სულაც არ არის გაუმართლებელი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ზემოაღნიშნულ პლატფორმას სულ ცოტა ხანში სამი წელი უსრულდება, რაც კომპიუტერულ ინდუსტრიაში საკმაოდ მრავლისმეტყველი ასაკია. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ LGA 2011 წარმოდგენილ იქნა არამხოლოდ სისტემური დაფების მრავალფეროვნების განახლებისთვის, ის გვთავაზობს აბსოლუტურად ახალ ფუნქციონალურობას, როგორიცაა მაგალითად 4-არხიან მეხსიერებასთან თავსებადობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, Intel-ს შეეძლო დასჯერებოდა მნიშვნელოვნად უფრო მცირე რაოდენობის ‘პინებს’, რამეთუ სამაგიდო Sandy Bridge-E პროცესორები არ საჭიროებენ QPI სალტეს. თუმცა, მათ გადაწყვიტეს ამ და სერვერული პლატფორმის გაერთიანება და სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ არ გამოიყენება ახალ Core i7-ების 2500-ზე მეტი სარჭიდან რამდენიმე. ახალი პლატფორმა საბოლოოდ შექმნის ენთუზიასტ სისტემების ისეთ ერთიან სტრუქტურას, რომლებიც აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს. სახელდობრ, ეს გახლავთ ერთჩიპიანი ბირთვული ლოგიკური ნაკრები. PCI Express გრაფიკულ ინტერფეისის კონტროლერმა გადაინაცვლა პროცესორში, რაც ჩიპსეტს ‘სამხრეთ ხიდის’ მოვალეობის შესრულებას აკისრებს. ეს მიდგომა LGA 1155-ებში გამოყენებულის მსგავსია. აღნიშნული კომპონენტი, თავის მხრივ, საკმაოდ მძლავრია: მას გააჩნია 40-მდე PCIe ხაზის მხარდაჭერა, რომელთა კონფიგურირებაც სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი. CPU-ს უნარი აქვს გაუმკლავდეს ათამდე. ნებისმიერი სახის PCIe-მოწყობილობას. ასე, რომ SLI-სა და CrossfireX-ის მოყვარულებს ახალი პლატფორმა ძალიან მოეწონებათ, რადგან LGA 1155-სგან განსხვავებით, ის იძლევა წყვილ ვიდეობარათების კომბინირებას - გრაფიკული სალტის სრული სისწრაფის პირობებში. ახალ PCI Express კონტროლერს კიდევ ერთი განმასხვავებელი თავისებურება აქვს: ის ითვალისწინებს 8 გიგატრანსფერ/წმ სიხშირეს, ანუ აკმაყოფილებს PCI Express 3.0 სპეციფიკაციის მოთხოვნებს. თუმცა, Intel-ის ამჟამინდელი პროცესორები არ იქნენ დამოწმებულნი და სწორედ ამიტომაა, თუ რატომ არის უმეტეს შემთხვევაში ამ ინტერფეისთან თავსებადობა ოფიციალურად დაწყებული. მას შემდეგ, რაც მეხსიერებისა და PCI Express გრაფიკული სალტის კონტროლერებმა გადაინაცვლეს პროცესორში, უკვე აღარ არის მაღალი სისწრაფის მქონე ინტერფეისის საჭიროება - CPU-სა და ჩიპსეტს შორის და ამ მიზეზით აიხსნება აქ DMI bus-ის გამოყენება - ისეთივე, როგორიც LGA 1155 პლატფორმაში იყო. ეს კი ის ადგილია, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო: ირკვევა, რომ Intel X79 Express ვირტუალურად Intel P67 Express-ის იდენტურია: გვერდითი უკუჩვენებების შესამცირებლად, კარგი საშუალება მხოლოდ უნიფიკაცია როდია. ჩიპსეტის გამოყენებით, რომელსაც აღარ გააჩნია არანაირი ადრინდელი ხარვეზები (როგორიცაა B3 რევიზიაში გამოსწორებული, ცნობილი SATA-კონტროლერის პრობლემა), Intel-ს სრული უფლება აქვს, მისცეს ენთუზიასტებს გარანტია, რომ ამ შემთხვევაში, უსიამოვნო სიურპრიზები მათ აღარ ელით. თუმცა, ჩვენ სულ სხვა ინტერესი გვაქვს: ის, რაც საბოლოოდ მივიღეთ, არ იყო ის, რასაც თავდაპირველად დაგვპირდნენ. საქმე არ ეხება USB 3.0 ინტერფეისის არმქონე X79 Express-ს, რომელიც მხოლოდ ორი SATA 6 გბიტ/წმ პორტით არის აღჭურვილი და არ ითვალისიწინებს Intel Smart Response ტექნოლოგიას. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, კომპანიამ სულ განსხვავებული ცნობები მოგვაწოდა: ამ ჩიპსეტს უნდა მიეღო 14 SATA გასასვლელი, რომელთაგანაც ათს ექნებოდა SATA 6 გბიტ/წმ-ის, მათგან რვას კი - SAS მოწყობილობებთან მუშაობის მხარდაჭერა, მაგრამ როგორც ჩანს, მოვლენები მთლად ისე ვერ განვითარდა, როგორც საჭირო იყო და მათ მოუწიათ ‘გეგმა ბ’-ს გამოყენება - წარმოედგინათ ძველი ჩიპსეტი ახალი სახელით. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ პლატფორმის ნამდვილ განახლებას ახლო მომავალში? ეს სავსებით შესაძლებელია, თუმცა ამ მომენტისთვის, ამის შესახებ Intel-სგან არანაირი ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. მიუხედავად ამ ყველა ოინისა, სისტემური დაფების მწარმოებლები მზად იყვნენ ახალ პლატფორმასთან შესახვედრად და გვთავაზობენ პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, რომელთა მრავალრიცხოვანი დამატებითი კონტროლერები სრულად ახდენენ ჩიპსეტის მწირ ფუნქციონალურობის კომპენსირებას. გაგრილების სისტემები პროცესორებთან ერთად კომპლექტში არსებულ გაგრილების სისტემების შესახებ საუბარი უინტერესოა, რადგან უმეტეს შემთხვევაში, მათში არაფერია რაიმე განსაკუთრებული. თუმცა, ახალ LGA 2011-ის შემთხვევაში, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. Core i7-3960X და Core i73930K CPU-ები გაიყიდებიან ისე, როგორც არიან და მათ ბოქს-ვერსიებშიც კი, არანაირი ქულერი არ იქნება შესული. ეს საკმაოდ ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ეფუძნება იმ თვალსაზრისს, რომ კომპიუტერული ენთუზიასტები, ანუ ასეთი პროდუქტების მსურველთა ძირითადი ჯგუფი, როგორც წესი, უპირატესობას გაცილებით სრულყოფილ გადაწყვეტილებებს ანიჭებს. თუმცა, Intel-მა ამჯერად გადაწყვიტა სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენება: ის შემოგვთავაზებს სპეციფიკურ LGA 2011 ქულერებს განცალკევებით. უფრო მეტიც, ხელმისაწვდომი იქნება ორი მოდელი. ტრადიციული ჰაერის ქულერი ეს გახლავთ სპილენძის შუა ნაწილის მქონე, ალუმინის ქულერი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20$-ია. ის რეკომენდირებული იქნება ისეთ სისტემებზე, რომლებზეც არ ტარდება არანაირი ექსპერიმენტები აჩქარების მხრივ. მისი მახასიათებლები საკმაოდ ჩვეულებრივია, თუმცა საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ მოახდინოს 130 ვ-იან TDP-იან პროცესორების გაგრილება. უნდა აღინიშნოს, რომ ის ასევე აღჭურვილია ლურჯი LED-მაშუქებით, ასე, რომ მუშაობის დროს, ის არც ისე უბრალოდ გამოიყურება. თხევადი გაგრილების სისტემა (RTS2011LC) ეს თხევადი გაგრილების ტიპის გადაწყეტილება კი ოვერქლოქინგის ენთუზიასტებზეა გათვლილი. ის შედარებით ძვირი, დაახლოებით 90$ ღირს, მაგრამ ის გაცილებით უკეთესია. ის შემუშავებულია კომპანია Asetek-ის მიერ, რომელსაც ამ სფეროში უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია; ის აგრეთვე მუშაობს მსგავს პროდუქტების დამზადებაზე ისეთ მწარმოებლებისთვის, როგორებიცაა Antec ან Corsair. ამ შემთხვევაში, ის გვთავაზობს მოდიფიკაციას, რომელიც მოიცავს ისეთი ზომის რადიატორს, რომელიც საკმარისია ერთ ცალ 120 მმ-იან ფენისთვის. თუმცა, მისი სისქე 37 მმ-ია, რაც უფრო მეტია, ვიდრე მაგალითად პოპულარულ Antec KUHLER H2O 620-ში. მიუხედავად ამისა, ამ ნაწარმის ეფექტურობა მაღალწარმადოვან ჰაერის ქულერებზე დაბალია და სწორედ ამიტომ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან დიდი წარმატება მოიპოვოს. სატესტო კონფიგურაცია დღევანდელ ტესტირებისთვის, ადგილზე გვაქვს ორი ახალი პროცესორი - Core i7-3960X და Core i7-3930K. ქვევით მოცემულ CPU-Z სკრინშოტებით შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ძირითად მახასიათებლებს: Core i7-3960X Extreme Edition Core i7-3930K ახალი პროდუქტები შევადარეთ სხვა არსებული პლატფორმების ფლაგმან პროცესორებს. ხოლო გამოყენებული იყო შემდეგი hardware/software კომპონენტები: პროცესორები: AMD FX-8150 (Zambezi, 8 cores, 3.6 GHz, 8 MB L2 + 8 MB L3); AMD Phenom II X6 1100T (Thuban, 6 cores, 3.3 GHz, 3 MB L2 + 6 MB L3); Intel Core i7-2600K (Sandy Bridge, 4 cores, 3.4 GHz, 1 MB L2 + 8 MB L3); Intel Core i7-2700K (Sandy Bridge, 4 cores, 3.5 GHz, 1 MB L2 + 8 MB L3); Intel Core i7-3930K (Sandy Bridge-E, 6 cores, 3.2 GHz, 1.5 MB L2 + 12 MB L3); Intel Core i7-3960X (Sandy Bridge-E, 6 cores, 3.3 GHz, 1.5 MB L2 + 15 MB L3); Intel Core i7-990X Extreme Edition (Gulftown, 6 cores, 3.46 GHz, 1.5 MB L2 + 12 MB L3) . პროცესორი ქულერი: NZXT Havik 140 სისტემური დაფები: ASUS P8Z68-V PRO (LGA 1155, Intel Z68 Express); ASUS P9X79 Pro (LGA 2011, Intel X79 Express); Gigabyte 990FXA-UD5 (Socket AM3+, AMD 990FX + SB950); Gigabyte X58A-UD5 (LGA 1366, Intel X58 Express) . მეხსიერება: 2 x 2 GB, DDR3-1600 SDRAM, 9-9-9-27 (Kingston KHX1600C8D3K2/4GX); 3 x 2 GB, DDR3-1600 SDRAM, 9-9-9-27 (Crucial BL3KIT25664TG1608); 4 x 2 GB, DDR3-1600 SDRAM, 9-9-9-27 (2 x Kingston KHX1600C8D3K2/4GX) . ვიდეობარათი: ATI Radeon HD 6970. მყარი დისკი: Kingston SNVP325-S2/128GB. კვების ბლოკი: Tagan TG880-U33II (880 W). ოპერაციული სისტემა: Microsoft Windows 7 SP1 Ultimate x64. დრაივერები: Intel Chipset Driver 9.2.3.1022; Intel Management Engine Driver 7.1.21.1134; Intel Rapid Storage Technology 10.6.0.1022; AMD Catalyst 11.10 Display Driver . L3 კეში და მეხსიერების ქვე-სისტემა როგორც მიხვდით, ძირითადი განსხვავებები Sandy Bridge და Sandy Bridge-E-ს შორის არის ბირთვების რაოდენობა და მეხსიერების ქვე-სისტემა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ სპეციალურად ცალკე თემა გამოგვეყო, სადაც ვისაუბრებდით მეორე მათგანის პრაქტიკულ ასპექტებსა და ასევე L3-კეშზე, რადგანაც მწარმოებლებმა ახალ პლატფორმაში შემოგვთავაზეს უკვე გამოყენებული დიზაინური პრინციპები: ამ სერიის პროცესორებში არსებული L3 შესაძლებლობას იძლევა, რომ განაწილებულ იქნას არა 2, არამედ 2.5 მბ - ბირთვზე. ასეთი ცვლილება სერვერულ დატვირთვებს უკავშირდება, სადაც ამ მაჩვენებლის ოდენობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, LGA 2011-ის ორ ტოპ-დესქტოპ Core i7 მოდელს უფრო დიდი კეშ-მეხსიერება გააჩნია და სწორედ ამით აიხსნება განსხვავება Core i7-3960X და Core i7-3930K-ს შორის ამ მხრივ. პირველი მათგანის L3 უზრუნველყოფს 2.5 მბ-ს/ბირთვზე, ხოლო მეორისა კი - 2 მბ-ს. უნდა გავიაზროთ ისიც, რომ ამ მაჩვენებლის გაზრდა ტყუილ-უბრალოდ არ განხორციელდა. ცვლილებები აგრეთვე შეეხო მის ლოგიკურ განყოფილება - ასოციაციურობასაც. თუ გახსოვთ, სტანდარტულ ‘სენდის’ პროცესორის ამ კომპონენტს ჰქონდა 16-way associativity, ახლა კი, მისი რიცხვი შეადგენს 20-ს და აქედან გამომდინარე, ახალმა დიზაინმა უნდა უზრუნველყოს უფრო მაღალი L3 ეფექტურობა. Sandy Bridge-E-ის კეშ-მეხსიერების ლოგიკურ ორგანიზაციის ამ სერიოზული ცვლილებების მხედველობაში მიღებით, შევამოწმეთ მისი პრაქტიკული წარმადობა, რისთვისაც გამოვიყენეთ უტილიტა - AIDA64 Cache & Memory Benchmark. შედეგები საკმაოდ საინტერესოა. ახალი პროცესორების კეში უფრო ნელია, ვიდრე წინა თაობის LGA 1155 პროდუქტებში. განსხვავება წაკითხვის სისწრაფესა და დაყოვნებებში უახლოვდება 25%-ს, როგორც ასოციაციურობის ზრდაში. არანაკლებ გაოცებას იწვევს ისიც, რომ Core i7-3930K-ის L3 მცირედითაც არ არის Core i7-3960X-საზე სწრაფი. როგორც ჩანს, მიუხედავად მცირე ზომისა და ფორმალურად შემცირებული associativity-ისა, მისი გამომთვლელი ლოგიკა დარჩა ზუსტად ისეთი, როგორიც Sandy Bridge-E-ის სხვა პროცესორებშია. თუმცა არ იფიქროთ ის, რომ ახალი პროცესორების კეში უფრო სუსტია, ვიდრე ჩვეულებრივ ‘სენდიში’. გამტარიანობა და ლატენტურობა გაუარესდა, მაგრამ გაზრდილი ოდენობა და ასოციაციურობა ჯერ კიდევ იძლევა მის კიდევ უფრო ხშირად გადაცემის საშუალებას. სხვა სიტყვებით კი, ეს L3 უკეთესად ფარავს მეხსიერების ქვე-სისტემის წარმადობას. თუმცა, ამ შემთხვევაში, გაცილებით მნიშვნელოვანია ის, თუ რაოდენ გამოსადეგია ეს ყველაფერი, მაშინ, როდესაც LGA 2011 პლატფორმა იყენებს 4-არხიან მეხსიერებას, რომელმაც თეორიულად უნდა უზრუნველყოს მეტი გამტარიანობა და ნაკლები დაყოვნებები. ასე მაგალითად, ავიღოთ DDR3-1600. მისი bandwidth-ის მაქსიმალური (თეორიული) ზღვარი აღწევს 51.2 გბ-ს/წმ-ში, რაც L3-ის პრაქტიკულ ნიშნულსაც კი აჭარბებს. ასეთი რამ ვნახეთ ცოტა ხნის წინაც. მეხსიერების წარმადობის შემოწმებისას, AIDA64 Cache & Memory Benchmark-ის გარდა, გამოვიყენეთ მსგავსი უტილიტა MaxxMem2-იც. უფრო მრავალფეროვანი ანალიზისთვის, Sandy Bridge-E-ის აღნიშნული კონტროლერი დავტესტეთ dual, triple და quad-channel რეჟიმებში. გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი. კერძოდ, LGA 1155 Sandy Bridge პროცესორების 2-არხიან მეხსიერების კონტროლერს აღმოაჩნდა უფრო მაღალი პრაქტიკული სისწრაფე, ვიდრე ახალ პროდუქტებს. ეს ეხება როგორც დაყოვნებებს, ასევე გამტარიანობას. გარდა ამისა, გაირკვა ისიც, რომ აღნიშნულ სალტის გაზრდას - dual-channel რეჟიმთან შედარებით, არ მოაქვს არავითარი შედეგი და ზოგჯერ ნეგატიური ეფექტიც კი გააჩნია. უფრო მეტიც, DDR3-1333 და DDR3-1600-ის შედეგებმა გვიჩვენეს, რომ შედარებით სწრაფ მეხსიერებას, მიუხედავად 2-არხიან კონფიგურაციაში მუშაობისა, შეუძლია უფრო მაღალი პრაქტიკული პერფორმანსის უზრუნველყოფა, ვიდრე მასზე ნელ, quad-channel DDR3 SDRAM-ს. თუმცა, ასეთ მოულოდნელ რეზულტატებსაც აქვთ ლოგიკური ახსნა. საქმე იმაშია, რომ Sandy Bridge-E-ში მეხსიერების არხების დამატების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გაზრდილიყო არა სიჩქარე, არამედ მაქსიმალური მხარდაჭერილი memory-ს ოდენობა. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ LGA 2011 სერვერული პლატფორმაცაა და სწორედ აქ არის საჭირო დიდი ზომის ეს მახასიათებელი. ახალ კონტროლერს არ შეუძლია ერთ არხზე სამზე მეტ მოდულთან მუშაობა (დესქტოპ-მოდიფიკაციები ითვალისწინებენ არხზე მხოლოდ ორ მოდულს) და სწორედ ამიტომ გახდა მათი დამატება ყველაზე ლოგიკური და იაფი გამოსავალი ამ შემთხვევაში. ძალზედ რთული აღმოჩნდა DDR3 მეხსიერების კონტროლერის წარმადობის ოპტიმიზირება Sandy Bridge-E-ში, რადგან უნივერსალურობა მისი პირველი აუცილებლობაა. ხოლო სერვერულ მომხმარებლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ის თავსებადი უნდა ყოფილიყო buffered RDIMM (Registered) და LR DIMM (Load-Reduce)-თან და ნება უნდა დაერთო არხზე სამამდე მოდულის დაყენებისა. რასაკვირველია, დესქტოპ LGA 2011 ითვალისწინებს მხოლოდ ‘unbuffered’ მეხსიერებას და მხოლოდ ორ DIMM-ს channel-ზე, თუმცა ახალი კონტროლერი ბუნებით საკმაოდ მოქნილია, რაც გავლენას ახდენს პრაქტიკულ გამტარიანობასა და დაყოვნებებზე - ახალ Core i7-ებით აღჭურვილ სისტემებში. ქვევით მოყვანილი დიაგრამები გვიჩვენებს, თუ როგორი უმნიშვნელოა წარმადობის მატების დონე, მიუხედავად მეხსიერების დამატებითი არხებისა. ისინი მიღებულ იქნა იმ ბენჩარკების საშუალებით, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან აღნიშნულ ქვე-სისტემის პერფორმანსის მიმართ. გამოყენებული იყო Core i7-3930K-ზე დაფუძნებული სისტემა - memory channel-ების სხვადასხვა ოდენობების - DDR3-1333 და DDR3-1600 SDRAM-ებთან მუშაობის პირობებში. შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ იმას, რომ 4-არხიანი ქვე-სისტემა, წარმადობის დონეს დიდად არ აუმჯობესებს. თუ თქვენ გსურთ უფრო სწრაფი სისტემის აწყობა, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილეთ მეხსიერების სიხშირეზე, რამეთუ მისი გაზრდა გაცილებით სასარგებლოა. მაგალითად, dual-channel DDR3-1600-ით თითქმის ყოველთვის უფრო უკეთეს მაჩვენებლებს მიიღებთ, ვიდრე quad-channel DDR3-1333-ით. ამიტომ, თუ უკვე ფლობთ 2 ან 3-არხიან ოვერქლოქერულ DDR3 SDRAM მოდულებს, LGA 2011-ში შეცვალეთ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იპოვით quad-channel კიტს - როგორც მინიმუმ მსგავსი სპეციფიკაციებით. საერთო წარმადობის დონე საერთო დანიშნულების დავალებებში პროცესორის წარმადობის განსაზღვრელად, მივმართეთ Bapco SYSmark 2012 ნაკრებს. ის ახდენს გამოყენებული მოდელების ემულაციას - პოპულარულ საოფისე და ციფრული კონტენტის შექმნასა და დამუშავების აპლიკაციებში. ამ ტესტის იდეა საკმაოდ მარტივია: ის წარმოგვიდგენს ერთ შედეგს, რომელშიც ნაჩვენებია კომპიუტერის საშუალო პერფორმანსის დონე - სხვადასხვა ამოცანებში. მოულოდნელი აქ არაფერია. ექვს ბირთვზე დაფუძნებული პროგრესული მიკროარქიტექტურა შესანიშნავი საშუალებაა ამ პლატფორმის უდავო გამარჯვებისთვის. Core i7-3960X Extreme Edition უზრუნველყოფს დაახლოებით 12%-იან უპირატესობას - Intel-ის წინა თაობის, ასევე ექვსი core-ის მქონე, Gulftown CPU-სთან და 13%-ს - LGA 1155-ის Core i7-2700K-სთან შედარებით. შედარებით იაფი Core i7-3930K აქაც მშვენივრად გამოიყურება და უფროსი ძმის მსგავსად, უკან იტოვებს დანარჩენ მოწინააღმდეგეებს. მოდით უფრო ახლოდან შევხედოთ წარმადობის შედეგებს SYSmark 2012-ში - დატვირთვის სხვადასხვა სცენარების პირობების დროს. Office Productivity - ახდენს ტიპიურ საოფისე დავალებების ემულაციას, როგორებიცაა ტექსტის რედაქტირება, ელექტრონული ცხრილების დამუშავება, email და ინტერნეტ-სერფინგი. ის იყენებს შემდეგ აპლიკაციებს: ABBYY FineReader Pro 10.0, Adobe Acrobat Pro 9, Adobe Flash Player 10.1, Microsoft Excel 2010, Microsoft Internet Explorer 9, Microsoft Outlook 2010, Microsoft PowerPoint 2010, Microsoft Word 2010 და WinZip Pro 14.5-ს. Media Creation - ახდენს კლიპის შექმნის პროცესის სიმულირებას - წინასწარ გამოყოფილ, ციფრულ გამოსახულებებისა და ვიდეოების გამოყენებით. ის მოიცავს პოპულარულ Adobe ნაკრებებს: Photoshop CS5 Extended, Premiere Pro CS5 და After Effects CS5-ს. Web Development - ვებ-გვერდის დიზაინს ეხება. ის მოიხმარს Adobe Photoshop CS5 Extended, Adobe Premiere Pro CS5, Adobe Dreamweaver CS5, Mozilla Firefox 3.6.8 და Microsoft Internet Explorer 9-ს. Data/Financial Analysis სცენარი ეფუძნება სტატისტიკურ ანალიზებსა და მარკეტული ტენდენციების წინასწარ განსაზღვრას Microsoft Excel 2010-ში. 3D Modeling - სრულად ეთმობა 3D-ობიექტებსა და სტატიკური თუ დინამიური სცენების რენდერინგს - Adobe Photoshop CS5 Extended, Autodesk 3ds Max 2011, Autodesk AutoCAD 2011 და Google SketchUp Pro 8-ის გამოყენებით. ბოლო სცენარი ეს გახლავთ System Management, რომელიც ქმნის ბექ-აპებს და ახდენს პროგრამებისა და განახლებების დაყენებას. ის მოიცავს Mozilla Firefox Installer და WinZip Pro 14.5-ის რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას. ყველა ამ აპლიკაციას, ახალი პროცესორები თავს ძალზედ კარგად ართმევენ. უფრო მეტი პროცესორის ბირთვით, კეშ-მეხსიერებითა და შედარებით პროგრესული არქიტექტურის საშუალებით, Core i7-3960X და Core i7-3930K ყოველთვის ცხრილების სათავეში არიან. თუმცა, უკვე აშკარაა ისიც, რომ Core i7-3820, რომლის ანონსიც მომდევნო წლის პირველ კვარტალს შედგება, არ იქნება ასეთი იღბლიანი და დაუპირისპირდება ღირსეულ მეტოქეებს - ტოპ LGA 1155 პროდუქტებიდან. წარმადობა თამაშებში როგორც იცით, ეს გრაფიკული ქვე-სისტემა განსაზღვრავს მაღალი სისწრაფის მქონე პროცესორებით აღჭურვილ, მთლიანი პლატფორმის წარმადობის დონეს - თანამედროვე თამაშების უმეტესობაში. ამიტომაც, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ამ შემოწმების დროს, ვიდეობარათი არ ყოფილიყო მეტისმეტად დატვირთული: ტესტები, რომლებიც ყველაზე მეტად არინ დამოკიდებულნი CPU-ზე, გატარებულ იქნენ ანტიალიასინგის გარეშე და არა ყველაზე მაღალი ეკრანული რეზოლუციებით. სხვა სიტყვებით, მიღებული შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია მოვახდინოთ ანალიზი არა იმდენად fps-სიხშირის დონეზე, რომელიც შეიძლება მიღწეულ იყოს უახლეს გრაფიკულ ბარათებით დაკომპლექტებულ სისტემებზე, რამდენადაც იმაზე, თუ რაოდენ კარგად უმკლავდებიან თანამედროვე პროცესორები სათამაშო დატვირთვებს. ასე, რომ შევიტყობთ იმასაც, თუ როგორ იმუშავებენ ეს პროდუქტები ახლო მომავალში, როდესაც გამოჩნდებიან უფრო სწრაფი ვიდეოდაფები. თამაშები არ შედიან იმ აპლიკაციების რიცხვში, რომლებიც ქმნიან კარგად-გაპარალელებულ, მულტი-ნაკადურ დატვირთვას და სწორედ ამიტომაა, რომ ახალი CPU-ების ექვსი გამომთვლელი ბირთვი აქ ძალიან საჭიროა. მიუხედავად ამისა, შეიძლებოდა, რომ გვენახა უკეთესი შედეგები ამ ტესტებში, რადგან ახალბედები აღჭურვილნი იყვნენ 4-არხიანი მეხსიერების კონტროლერითა და დიდი ზომის L3 კეშ-მეხსიერებით და ასეთი ტიპის ამოცანები, როგორც წესი, საკმაოდ მგრძნობიარენი არიან ზემოაღნიშნულ ქვე-სისტემის წარმადობის მიმართ. თუმცა, ცხრილებში მსგავს რამეს ვერ ვამჩნევთ, რადგან quad-channel მეხსიერება LGA 2011 სისტემებში მუშაობს უფრო ნელა, ვიდრე მაგალითად 2-არხიანი DDR3 - LGA 1155-ებში. ახალ პროცესორებს ვერც L3-იც ეხმარება და მისი გაზრდილი ოდენობა ბალანსდება მომატებულ დაყოვნებების მიერ. შედეგად კი, თამაშებში, ტოპ Core i7-3960X Extreme Edition სულაც არ არის Core i7-2700K-ზე სწრაფი. მიღებული შედეგებით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ შედარებით იაფი და ნაკლებად რთული LGA 1155 პლატფორმა კვლავინდებურად იქნება უკეთესი არჩევანი გეიმინგ-სისტემებისთვის, იმიტომ, რომ მასზე დაფუძნებული Core i7 ზუსტად არის მორგებული ასეთ დატვირთვებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორი ან მეტი ვიდეობარათის მქონე კონფიგურაციის დროს, LGA 2011 უფრო გამოგადგებათ. ის იძლევა SLI და CrossFireX რეჟიმების PCI Express x16+x16-ად მომართვის საშუალებას, ხოლო LGA 1155 კი, უზრუნველყოფს PCI Express ინტერფეისის მხოლოდ ნახევარ სიჩქარეს. თანაც, ახალი პლატფორმა დღესდღეობით ერთადერთია, რომელსაც გააჩნია PCI Express 3.0-ის მხარდაჭერა, მაგრამ ამ კონკრეტული სალტის გამტარიანობა ძალზედ მცირე გავლენას ახდენს გრაფიკულ წარმადობაზე, რასაც ემატება ისიც, რომ ჯერჯერობით არცერთი გრაფიკული ბარათი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ინტერფეისს. სათამაშო ტესტებთან ერთად, შევიტყოთ შედეგები 3DMark 11-შიც, რომელიც გაშვებულ იქნა 'Extreme' პარამეტრების პროფილით. ფაქტობრივად, ნებისმიერ თანამედროვე პროცესორს, რომლის ღირებულებაც აჭარბებს 200$-ს, შეუძლია ყველა გრაფიკული ბარათ(ებ)ის პოტენციალის გამოვლენა უახლეს თამაშებში, განურჩევლად იმისა, თუ როგორი კომპლექსურია ეს ქვე-სისტემა. სწორედ ამ მიზეზით, უკვე ინტერესს აღარ იწვევს ფლაგმან პროცესორების შედარება 3D-გეიმინგ აპლიკაციებსა და ბენჩმარკებში: ყველა მათგანი ერთმანეთის მსგავს შედეგებს აჩვენებს. თუმცა, Physics ტესტი, რომელიც ამოწმებს CPU-ების შესაძლებლობას - ასეთ სათამაშო მოდელთან გამკლავების მხრივ, ყველა მონაწილეს საკმაოდ განსხვავებულად ანაწილებს. ახალბედები იყენებენ თავიანთ ექვსივე ბირთვს, Hyper-Threading-ის მხარდაჭერას და მაინც ძალზედ შთამბეჭდავ მაჩვენებლებს გვთავაზობენ. წარმადობა აპლიკაციებში WinRAR-ის გამოყენებით, შეკუმშვის მაქსიმალური სიხშირით, მივიღეთ სხვადასხვა ტიპის ფაილებით სავსე, 1.4 გბ ტევადობის საქაღალდე. მიუხედავად იმისა, რომ LGA 1155 და LGA 1366 პროცესორები შედარებით უფრო მაღალ სიხშირეებზე მუშაობენ, Core i7-3960X და Core i7-3930K მათზე უკეთეს შედეგებს გვიჩვენებენ. დამატებითი ბირთვები, დიდი ზომის კეში და Sandy Bridge არქიტექტურა უზრუნველყოფს Core i7-3960X-ის 19%-იან უპირატესობას - Core i7-990X და Core i7-2700K-სთან შედარებით. მომდევნო მსგავსი ტესტი გატარებულ იქნა 7-zip უტილიტას მეშვეობით, რომელიც იყენებს LZMA2 კომპრესიის ალგორითმს. ბირთვების რაოდენობა კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენს 7-zip-ში. Core i7-3960X და Core i7-3930K მუშაობენ მნიშვნელოვნად სწრაფად, ვიდრე მათი 4-ბირთვიანი მეტოქეები. ხოლო Nehalem-ზე დაფუძნებული Core i7-990X ძალიან ახლოს დგას Core i7-3930K-თან. პროცესორის წარმადობა, დაშიფვრის დროს, გაზომილ იქნა პოპულარულ კრიპტოგრაფულ უტილიტაში ინტეგრირებულ ბენჩმარკის საშუალებით. მას შემდეგ, რაც Intel-ის პროცესორებს გააჩნიათ AESNI ინტრუქციების მხარდაჭერა, გამომთვლელი ბირთვების რაოდენობა და მათი წარმადობის დონე განსაზღვრავს ამ ტესტის საბოლოო შედეგს და სწორედ ამიტომ, 6-ბირთვიანები გაცილებით წინ არიან, ვიდრე 8-იანები, ხოლო წინა თაობის Core i7-990X Extreme Edition თითქმის Core i7-3930K-ის დონეს გვიჩვენებს. აუდიო-ტრანსკოდირების სიჩქარის შესამოწმებლად, ავირჩიეთ Apple iTunes უტილიტა. მას გადაჰყავს კომპაქტ-დისკის კონტენტი AAC ფორმატში. გაითვალისწინეთ, რომ მისი ტიპიური თავისებურება არის პროცესორის მხოლოდ წყვილი ბირთვის გამოყენების შესაძლებლობა. აპლიკაციების პერფორმანსის დონე, რომლებიც ახდენენ რამდენიმე გამომთვლელი ნაკადის გენერაციას, დიდად არის დამოკიდებული Turbo Boost ტექნოლოგიის მუშაობაზე - თითოეულ გარკვეულ პროცესორში. ის საკმაოდ აგრესიულია LGA 2011-ის პროდუქტებში, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი სიხშირის შეცვლა 600 მჰზ ინტერვალით. თუმცა, ეს Core i7-2700K და Core i7-2600K-სთან გასამკლავებლად მაინც არ არის საკმარისი. ჩვენ გავზომეთ წარმადობა Adobe Photoshop-ში - საკუთარ ბენჩმარკ Retouch Artists Photoshop Speed Test-ის მეშვეობით. ის მოიცავს ციფრული ფოტოაპარატის ოთხ 10 მპ-იანი გამოსახულების ტიპიურ რედაქტირებას. LGA 2011 პლატფორმის უპირატესობები და შესაბამისი პროცესორები საშუალებას გვაძლევენ ვთქვათ ის, რომ ეს სისტემები საუკეთესონი არიან იმათთვის, ვინც მუშაობს მრავალფეროვან ციფრული კონტენტის შექმნასა და დამუშავებაზე. Core i7-3960X 11 და 26%-ით უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე Core i7-2700K და Core i7-990X შესაბამისად. გარკვეული ტესტები გავატარეთ Adobe Photoshop Lightroom 3-შიც. Lightroom-მა იცის, თუ როგორც გაანაწილოს ფოტოსურათის დამუშავება - ნებისმიერი რაოდენობის ბირთვებზე და სწორედ ამიტომაა, რომ 6-ბირთვიანი LGA 2011 პროცესორები როგორც მინიმუმ 25-30%-ით უფრო სწრაფები არიან, ვიდრე Intel-ის 4-იანები. წარმადობა Adobe Premiere Pro-ში განისაზღვრება იმით, თუ რა დრო არის საჭირო HDV 1080p25 ვიდეოს მქონე, Blu-ray კონტენტის რენდერინგს - H.264 ფორმატში და მასზე სხვადასხვა სპეციალური ეფექტების დადებას. ფაქტობრივად, ადრე ნათქვამი უნდა გავიმეოროთ. როდესაც საქმე ეხება მასალის შექმნასა და დამუშავებას, LGA 2011 პლატფორმა უკონკურენტოა. უმცროსი Core i7-3930K-იც კი, 22%-ით უსწრებს ახალ LGA 1155 Core i7-2700K-ს - ექვსი გამომთვლელი ბირთვის მეშვეობით. ის 10%-ით უკეთესია Core i7-990X-ზეც. ვიდეო-რედაქტირების სისწრაფე გაზომილ იქნა Adobe After Effects-ში, სხვადასხვა სპეციალური ეფექტებისა და ფილტრების კომბინაციის დადებით, როგორებიცაა blur, bulge, frame blending, glow, motion blurring, fading, 2D and 3D manipulation, invert და ა.შ. სიტუაცია თითქმის ისეთივეა, რაც Adobe Premiere Pro-ში. იმისათვის, რომ გაგვეგო, თუ რაოდენ სწრაფად ახდენენ პროცესორები ვიდეოს ტრანსკოდირებას H.264 ფორმატში, გამოყენებულ იქნა x264 HD benchmark. ის მუშაობს ორიგინალურ MPEG-2 რგოლში, რომელიც ჩაიწერა 720p რეზოლუციაზე, 4 მბიტ/წმ ბიტრეიტით. პრინციპულად ახალს აქ ვერაფერს ვხედავთ. ახალი პროცესორები კარგად მუშაობენ მაღალი გაფართოების ვიდეოსთან. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მათ არ გააჩნიათ ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი და Quick Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი კომერციული ერთეული - ამ დავალების ‘სწრაფ’ შესასრულებლად და მობილურ მოწყობილობებზე დაკვრისთვის, LGA 1155 პროდუქტებზე გაცილებით მაღალი ტემპით იმუშავებს. ასე, რომ ახალბედები უფრო უკეთესად ეწყობიან ხარისხს და არც ისე ჩქარ, ყოველდღიური მასალის ტრანსკოდირებას. გამომთვლელი წარმადობა და რენდერინგის სისწრაფე დატესტილ იქნა Autodesk 3ds max 2011-ში, SPECapc for 3ds Max 2011 ბენჩმარკის საშუალებით: საოცარს აქაც ვერაფერს ვხედავთ. ხოლო, თუ ყველა ტესტის საშუალო შედეგს მივიღებთ მხედველობაში, დავასკვნით იმას, რომ Core i7-3960X დაახლოებით 11%-ით სწრაფია Core i7-990X-ზე და 27%-ით Core i7-2700K-ზე. Core i7-3930K-ს შემთხვევაში, ეს ციფრები შედარებით ნაკლებია, 8 და 14% შესაბამისად. რაც შეეხება AMD-ს პროცესორებს, მათ შორის 8-ბირთვიან Bulldozer-ებს, ახალი 3000 სერიის პროდუქტები მათგან საკმაოდ შორ მანძილზე იმყოფებიან. მაგალითად, საშუალო განსხვავება წარმადობაში FX-8150-სა და Core i7-3960X-ს შორის, მიახლოებით 1.5-ია. კვების მოხმარება წინა ‘ენთუზიასტ-პლატფორმა’ LGA 1366 განსაკუთრებით ენერგო-ეფექტური არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესორები მზადდებოდნენ თანამედროვე 32 ნმ პროცესის მიხედვით, მათი გამოანგარიშებული TDP-ს დონე შეადგენდა 130 ვ-ს. უფრო მეტიც, ორჩიპიან Intel X58 Express-ს, 29 ვ TDP-თი, ასევე შესამჩნევი წვლილი შეჰქონდა მთლიანობაში, კვების მოხმარებაში. უნდა ველოთ თუ არა LGA 2011-სგან მკვეთრად შემცირებულ ამ მაჩვენებელებს? არა, ახალ 6-ბირთვიან CPU-ებშიც, მათ წინამორბედების მსგავსად, ეს დონე 130 ვ-ია, რაც გამოწვეულია მათი ფარული რვა core-ის წარმომავლობით. ამგვარად, გაუმჯობესებებს ამ მხრივ, უნდა ველოდოთ ჩიპსეტისგან ცალკეულად, რომელიც შემცირებულ იქნა 6-7 ვ TDP-ს მქონე, ერთ ‘სამხრეთ ხიდამდე’. ქვევით მოცემულ გრაფიკებზე ნაჩვენებია კომპიუტერის სრული power draw (მონიტორის გარეშე). ეს გახლავთ თითოეული სისტემური კომპონენტის შეჯამებული კვების მოხმარების დონე. კვების ბლოკის ეფექტურობა მხედველობაში არ მიიღება. პროცესორები დატვირთულნი არიან 64-ბიტიან LinX 0.6.4 უტილიტის გაშვებით. თავისუფალ რეჟიმში, სისტემის ამ მაჩვენებლის ზუსტი გაზომვისთვის. ჩართულია ენერგო-დაზოგვის ყველა ტექნოლოგია: C1E, C6, AMD Cool'n'Quiet და Enhanced Intel SpeedStep: თავისუფალ რეჟიმში, LGA 2011 პლატფორმის კვების მოხმარების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - LGA 1366-თან შედარებით. თუმცა, ამ მხრივ, მას მაინც არ შესწევს უნარი დაეწიოს LGA 1155-ებს, მიუხედავად Intel-ის დიდი მცდელობისა, კერძოდ კი, უფრო აგრესიულ, Enhanced Intel SpeedStep ტექნოლოგიის დანერგვისა. ახალ პროცესორებს შეუძლიათ თავიანთი სიხშირის შემცირება 1.2 გჰზ-მდე, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ‘სენდის’ პროდუქტებისთვის უმცირესი მამრავლი შეადგენდა 16x-ს. როდესაც პროცესორი მხოლოდ ერთი ნაკადით არის დატვირთული, ახალი პლატფორმა მოიხმარს კიდევ უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე LGA 1366. ეს კი Turbo Boost ტექნოლოგიის უარყოფითი მხარეა, რომელიც ძალზედ აგრესიულად ახდენს 3000-სერიის პროდუქტების აჩქარებას. თუმცა, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ LGA 2011-ების ნახევარგამტარული მატრიცა ორჯერ უფრო დიდი ზომისა და სირთულისაა, ვიდრე იგივე 32 პროცესზე დამზადებულ Gulftown-ისა. როდესაც მუშაობს პროცესორის ყველა ბირთვი, LGA 2011 ამ მხრივ, კიდევ უფრო გაუმაძღარი ხდება. Core i7-3930K-ც კი, რომ არაფერი ვთქვათ მის უფროს თანამოძმეზე, იყენებს იმაზე მეტს, ვიდრე Core i7-990X. სხვა სიტყვებით კი, მაღალწარმადოვან ენთუზიასტ CPU-ების გადანაცვლებას ახალ Sandy Bridge მიკროარქიტექტურაზე, არანაირი დადებითი გავლენა არ მოუხდენია ენერგო-ეფექტურობის კუთხით. უფრო მეტიც, თუ გადაწყვეტთ LGA 2011-ის შეძენას, შესაძლოა, რომ გარკვეული თვალსაზრისით, სრულებით დაივიწყოთ ეს ასპექტი: ეს პლატფორმა ხომ წარმადობის რეკორდების მოხსნისთვის შეიქმნა და არა კვების დაზოგვისთვის. აქვე მოყვანილია ენერგიის მოხმარების დონე სრულ დატვირთვაზე, რაც გაზომილ იქნა პროცესორისა და სისტემური დაფის კვების ხაზებში, განცალკევებით: თუ შევადარებთ LGA 2011-ის კვების მოხმარების დონეს LGA 1366-თან, ერთ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ. ახალ პლატფორმაში ჩიპსეტის დიზაინის გამარტივებამ, დადებითი გავლენა იქონია, რაც გარკვევით ჩანს მეორე ცხრილში. მიუხედავად იმისა, რომ LGA 2011 პროცესორები, თავიანთ წინამორბედებთან შედარებით, აშკარად უფრო ენერგიას იყენებენ, მათ საკმაოდ მსგავსი თერმული პაკეტი გააჩნიათ. ხოლო, თუ შევხედავთ LGA 2011 და LGA 1155-ის შედეგებს, ვნახავთ, რომ ახალბედებს ორჯერ მეტი კვება ესაჭიროებათ. ეს კი შესანიშნავი ილუსტრაციაა, იმისა, რომ ასეთი განსხვავება გამოწვეულია Sandy Bridge-E CPU-ების ამდენივეთი დიდი რაოდენობის გამომთვლელი ბირთვებით. ოვერქლოქინგი მიუხედავად იმისა, რომ LGA 2011-ების პირველ წარმომადგენლებს გააჩნიათ გახსნილი სიხშირის მამრავლები, რომლებიც ავტომატურად ხსნიან ოვერქლოქინგის ყველა შეზღუდვას, მაინც ძალზედ საინტერესოა იმის გაგება, თუ რაოდენ მაღალ დონეზე შეიძლება მათი აჩქარება clock generation frequency (BCLK)-ის საშუალებით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Sandy Bridge მიკროარქიტექტურის მქონე პროცესორების გამოშვებით, Intel-მა დაიწყო იგივე, ერთიანი clock frequency generator-ის გამოყენება - სისტემის ყველა სიხშირისთვის. ამიტომაც, BCLK-ს გაზრდამ, LGA 1155 პლატფორმაში მაშინვე გამოიწვია ხარვეზები სტაბილურობაში, რადგან კომპიუტერს უნარი არ ჰქონდა ნორმალურად ემუშავა DMI და PCIe ინტერფეისების, ისევე, როგორც SATA და USB-ს ამ მაჩვენებელთა მომატების პირობებში. ამგვარად, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ LGA 1155-ის მფლობელებს შეძლებოდათ მათი სისტემების აჩქარება იყო გახსნილი მამრავლის მქონე, K-სერიის CPU-ების შეძენა. ახალ პლატფორმაზე ეს პრობლემა არ არსებობს, თუმცა მომდევნო წლის პირველ კვარტალში უნდა გამოჩნდეს მოდელი Core i7-3820, რომელზეც აღნიშნული გზით უკვე ვეღარ მოხერხდება სიხშირის გაზრდა და აი სად გახდება საჭირო ისევ BCLK ოვერქლოქინგი. საბედნიეროდ, Intel-ს ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გააჩნია. არა, პროცესორისა და სხვა სისტემური კომპონენტების დამოუკიდებელი აჩქარება დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, თუმცა მწარმოებლებმა სხვა გამოსავალს მიაგნეს. ერთის მხრივ, ის მოიცავს მხოლოდ ერთ სიხშირის გენერატორს, მეორე კუთხით, ის იძლევა LGA 2011 CPU-ების ოვერქლოქინგის შესაძლებლობას ‘სალტის გამოყენებით’. ამ მიდგომის მთავარი იდეა მდგომარეობს დამატებით frequency multiplier-ის წარმოდგენაში, რომელიც ებმევა BCLK-ს მაჩვენებელს მანამ, სანამ ის დაუკავშირდება პროცესორს. ის შეიძლება დაყენებულ იქნას 1.0x, 1.25x ან 1.66x-ზე, რაც ქარხნული 100, 125 და 166 მჰზ-ის ეკვივალენტია, როდესაც დანარჩენი სიხშირეები კვლავინდებურად რჩებიან ნომინალურ ნიშნულებზე. შედეგად კი, LGA 2011 სისტემებმა მოიპოვეს გაცილებით მაღალი პოტენციალი, ვიდრე LGA 1155 და იძლევიან უფრო მეტ სივრცეს ‘სალტის მანევრირებისთვის’. თუ მაგალითად ავიღებთ 100, 125 და 166 MHz BCLK სიხშირეებს, რომლის პირობებშიც ყველა კომპონენტი (გარდა პროცესორისა) მუშაობს ნომინალურ რეჟიმში და მოვახდენთ მათ გაზრდას 10-15%-ით, რაც ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე პრობლემას, საერთო ჯამში გვექნება CPU base clock-ების საკმაოდ ფართო არჩევანი - მცირე ‘dead’-ზონებით დაახლოებით 112 და 143 მჰზ-ზე. მიუხედავად იმისა, რომ სისტემური დაფების მწარმოებლებმა შეგვატყობინეს, რომ არა ყველა პროცესორს ექნება უნარი 166 მჰზ-იან base generator clock-თან გამკლავებისა და შესაძლოა დაკვირვებით დაგვჭირდეს ყველაზე ხარისხიანი იუნიტის არჩევა, მის დაყენებამდე. მეორეს მხრივ, 125 მჰზ-იან სალტის სიხშირით, არანაირი დაბრკოლება არ უნდა შეგვხვდეს, ასე, რომ 25%-იანი ოვერქლოქინგი - მამრავლების ყოველგვარ რეგულირების გარეშე, ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. ახლა კი, თეორიიდან პრაქტიკაზე გადავინაცვლოთ. Core i7-3960X და Core i7-3930K პროცესორებს არ სჭირდებათ არანაირი BCLK მომართვები, რადგან მათი აჩქარება მარტივად ხორციელდება სიხშირის მამრავლის გაზრდის მეშვეობით. უფრო მეტიც, ისინი აგრეთვე იძლევიან სისტემურ memory frequency-სთვის გამოყენებულ, ამ მაჩვენებლის შეცვლას, რომლებიც LGA 2011 სისტემებში შესაძლოა დაეცეს DDR3-1067-დან DDR3-2666-მდე - 266 მჰზ-იან ინტერვალებით. თუმცა, მიუხედავად ოვერქლოქინგის პროცედურის სიმარტივისა, ახალმა პროცესორებმა ცოტათი იმედები გაგვიცრუეს, რადგან მათში Intel-მა შეამცირა Tjunction Max temperature-ის დონე. ამ მაქსიმალური მაჩვენებლის მიღწევამდე, თამაშში ერთვება thermal throttling და სიხშირე მცირე ხნით ვარდება. ჩვენ CPU-ებში, აღნიშნული ნიშნულები დაყენებულ იქნა 86° და 91°C-ზე შესაბამისად - Core i7-3960X და Core i7-3930K-სთვის. ეს ძალზედ სერიოზული შეზღუდვაა აჩქარების თავისუფლების მხრივ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ LGA 1155 და LGA 1366 პროცესორები შესანიშნავად მუშაობენ 98°C და 101°C-ზე. შედეგად, LGA 2011-ის ოვერქლოქინგისთვის, საჭირო გახდება გაცილებით უფრო ეფექტური გაგრილება, რასაც ემატება კიდევ ერთი მიზეზი: ახალი პროდუქტების სითბოს მოცილების დონე მნიშვნელოვნად მაღალია Sandy Bridge-ებსა და Gulftown-ებზეც კი. ექსპერიმენტების დროს, ჩვენ შევძელით Core i7-3960X და Core i7-3930K-ს აჩქარება სტაბილურ 4.5 გჰზ-მდე. სისტემის მდგრადობისთვის, მოგვიწია მათთვის ვოლტაჟის გაზრდა, შესაბამისად 1.435 ვ და 1.38 ვ-მდე. ამავდროულად, ჩავრთეთ Load-Line Calibration-იც. გამოვიყენეთ განახლებულ Linpack ბიბლიოთეკის მქონე, LinX 0.4.6, AVX-ინსტრუქციების მხარდაჭერით. Link 1 Link 2 გაითვალისწინეთ, რომ ბირთვის ტემპერატურები კრიტიკულ ნიშნულებზე შედარებით მცირეა, განსაკუთრებით ტოპ-მოდელის ოვერქლოქინგის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ის მუშაობს უფრო დაბალ Vcore-ზე. თუმცა საბედნიეროდ, throttling აქ არ ჩაერთო, რაც გარკვევით ჩანს სტაბილურ GFlops მაჩვენებლებით. უნდა აღინიშნოს ის, რომ ზემოთ მოცემული აჩქარება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაღალეფექტურ NZXT Havik 140 ქულერის დახმარებით, ხოლო Intel-ის თხევადი გაგრილების RTS2011LC ამ დატვირთვებს ვერ გაუმკლავდა. საუკეთესო შედეგი ამ სისტემისთვის გახდა 4.3 გჰზ და ამის შემდეგ, იძულებულნი გავხდით, რომ დავნებებულიყავით. ამგვარად, 6-ბირთვიანი LGA 2011 Core i7 პროცესორები აჩქარებულ იყვნენ უფრო დაბალ სიხშირეებზე, ვიდრე LGA 1155-ის 4-იანები. ასე, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ ოვერქლოქერებისთვის, ახალი პლატფორმა იქნება შედარებით ნაკლებად მიმზიდველი, ვიდრე ზემოაღნიშნული, სადაც CPU-ს მისაღები ტემპერატურები არ არის ასე მკაცრად შეზღუდული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სოკეტისთვის განკუთვნილ, ჯერ არგამოსულ, მეშვიდე სერიის ჩიპსეტზე Intel გვპირდება აჩქარებას ‘სალტის მეშვეობით’ – ‘უმცროს’ პლატფორმაშიც. დასკვნა დღევანდელ, მთლიანი ტესტის მანძილზე, არსებობდა ისეთი შეგრძნება, თითქოს ჩვენს წინაშე იყო არა ახალი ენთუზიასტ პლატფორმა, არამედ სერვერული და workstation გადაწყვეტილება. LGA 2011-ის ფესვები სწორედ აქედან გამომდინარეობს და ამ მიზეზით აიხსნება ასეთი რამ. ეს წარმომავლობა შესამჩნევია რვა გამომთვლელი ბირთვის მქონე, ნახევარგამტარის დიზაინშიც, პროცესორის მახასიათებლებშიც, მათ შორის უზარმაზარ კეშ-მეხსიერებაში, 4-არხიან, მაგრამ შედარებით ნელ, მეხსიერების კონტროლერშიც. თუმცა, მოდით ყველაფერს თავიდან მივყვეთ. ახალი პროცესორები აღჭურვილნი არიან მეტი გამომთვლელი ბირთვით, ვიდრე LGA 1155-ები, მაგრამ მუშაობენ უფრო ნაკლებ სიხშირეებზე. ამიტომაც, Sandy Bridge-E-ზე დაფუძნებულ ახალბედებისთვის, იდეალური აპლიკაცია იქნება მულტი-ნაკადური, ანუ ისეთი დავალებები, რომლებიც პირველ რიგში, დამახასიათებელია მაღალწარმადოვან სამუშაო სადგურებისთვის, ასეთია მაგალითად ციფრული კონტენტის შექმნა და დამუშავება. ხოლო საერთო დანიშნულების პლატფორმას, LGA 2011 დიდად არ შეეფერება. სისტემური დაფები და პროცესორები, რომლებიც წარმოადგენენ მის შემადგენელ ნაწილებს, საკმაოდ ძვირადღირებულნი არიან და სინამდვილეში, არც ისე ბევრი უპირატესობა მოაქვთ. უფრო მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, მაგალითად გეიმინგში, ის სულაც არ გამოიყურება LGA 1155-ზე უკეთესად. გარდა ამისა, მას არ გააჩნია Quick Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მისი კვების მოხმარების დონე საკმაოდ მაღალია, ხოლო ოვერქლოქინგი კი იწვევს დამატებით უსიამოვნებებს და საჭიროებს სუპერ-ეფექტურ გაგრილებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, LGA 2011-ში არც ისე ბევრი რეალური უპირატესობაა იმისთვის, რომ ის მივიჩნიოთ იდეალურად - advanced user-ებისთვის. ფაქტობრივად კი, არსებობს მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი მის სასიკეთოდ. ესენია უპრეცენდენტო მულტი-ნაკადური წარმადობა და multi-GPU კონფიგურაციების უსწრაფესი განხორციელება. თუმცა, ბევრ ენთუზიასტისთვის ეს დამაჯერებელი მაინც არ იქნება, ხოლო მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას მაინც LGA 1155 პროცესორებსა და სისტემურ დაფებს მიანიჭებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პლატფორმის Core i7 ოჯახი სულ ახლახანს განახლდა და მისი პერფორმანსი კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, LGA 1366-ზე დაფუძნებული სისტემების მფლობელთათვის, ფსიქოლოგიურად რთული იქნება LGA 1155-ზე გადასვლა და სწორედ აქ შეიძლება, რომ LGA 2011 ძალიან გამოსადეგი გახდეს. 6-ბირთვიან პროცესორებში პროგრესული Sandy Bridge მიკროარქიტექტურის წარდგენა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა: Core i7-3960X და Core i7-3930K დაახლოებით 10%-ით სჯობიან Core i7-990X-ს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ეს ნიშნული აღწევს 30%-საც. ახალი პლატფორმა უფრო საინტერესო გახდა მეოთხე მეხსიერების არხის, CPU-ში ინტეგრირებულ, PCI Express 3.0 კონტროლერისა და გამარტივებულ ერთჩიპიან ბირთვული ლოგიკის ნაკრების გამო. ხოლო თუ უკვე გადაწყვიტეთ LGA 2011-ზე აპგრეიდი, არ უნდა დაივიწყოთ ამ გადაწყვეტილების უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც გაჩნდა პლატფორმის სწრაფ გამოჩენასთან ერთად. დესქტოპ Sandy Bridge-E პროცესორების - მათ სერვერულ მოდიფიკაციებზე უფრო ადრე გამოშვებით, Intel მთელ რიგ კომპრომისებზე წავიდა. მათ გამოიყენეს ძველი ჩიპსეტი ახალ ‘X79 Express’-ის სახელით, ისევე, როგორც LGA 2011 ბირთვული ლოგიკა, რომელსაც ინტერფეისთა მხარდაჭერის მხრივ, მას არამხოლოდ შეზღუდული ფუნქციონალურობა გააჩნია, ის მნიშვნელოვნად და უარყოფითი კუთხით განსხვავდება იმისგან, რაც თავდაპირველად იყო ცნობილი. დღევანდელი 3000 სერიის Core i7-ები დაფუძნებულია მაღალი კვების მოხმარების მქონე, C რევიზიის ბირთვზე და არცთუ ისე დიდ ოვერქლოქინგის პოტენციალზე. Intel აპირებს ამ ხარვეზების აღმოფხვრას, მაგრამ მხოლოდ რელიზის შემდეგ, ასე, რომ უნდა ველოდოთ პროცესორული ხაზის განახლებას და შესაძლოა ჩიპსეტის აპგრეიდსაც, ამიტომ, სანამ მდგომარეობა არ მოწესრიგდება, უკეთესი იქნება შეძენისგან თავი შევიკავოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ LGA 2011 პლატფორმა ზუსტად თქვენთვის არის ზედგამოჭრილი. დიდი მადლობა ყველას, განურჩევლად იმისა, გეყოთ თუ არა მოთმინება სტატიის ბოლომდე წაკითხვისთვის. იმედი მაქვს, გარკვეული წარმოდგენა უკვე შეგექმნათ ამ პლატფორმაზე და ახლა უკვე მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გადახვალთ თუ არა მასზე, მხოლოდ პირველ რიგში, აუცილებლად გაითვალისწინეთ ყველა ის დადებითი/უარყოფითი მხარე, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრე. იმედი მაქვს თავი ძალიან არ შეგაწყინეთ (x-treme user ) X-bit Labs
  20. ელემენტარული პრობლემა თუ ექნება, შეიძლება გაგიკეთონ, მაგრამ რამე დეტალის ჩამოტანა თუ დასჭირდა, სამწუხაროდ ვერაფერს გააწყობ.
  21. Xperia LT26-ზე გაქვს საუბარი? თავიდანვე ცუდად იღებდა, თუ მერე დაემართა?
  22. ხო, აქ ყიდვა ჯობია ყველა ვარიანტში. შენი გადასაწყვეტია რომელს აირჩევ, ყველა ბრენდის ნოუთბუქი ფუჭდება ასე თუ ისე და ხარისხით მეტნაკლებად ყველა ერთნაირია, ეგრე ვერ იტყვი რომელი უფრო უკეთესია. რა ვიცი, არის კიდევ Dell-იც, მაგის პროდუქციასაც გადახედე თუ გინდა. ეგ ასუსის ლეპტოპი, ზემოთ რომ ლინკი დადე, საკმაოდ კარგი რამეა, ვინდოუს 8-ის წინააღმდეგი თუ არ ხარ და ეისერი არ გინდა, თუ გაგიფუჭდა, ვერაფერს უზავ გარანტიის გარეშე. :)
  23. არა, გადახურებამ ნაკლებად, უბრალოდ ეცადე ელემენტზე რაც შეიძლება ხშირად ამუშავო ნოუთბუქი, ბოლომდე დატენე და მერე გამოაერთე ხოლმე, დასვი, სულ დენში ჩართული ნუ გექნება. :)
  24. როგორც ჩანს, რესურსი ამოეწურა ელემენტს, ხდება ხოლმე, მაგრამ ჯობია მაინც ორიენტ-ლოჯიკში მიიტანო ან დაურეკო და იკითხო, ზუსტად ეგ მოდელი ჩამოაქვთ თუ არა, მაგათ აქვთ დელის ოფიციალური სერვისი და გეტყვიან ყველაფერს. შეგიძლია ამაზონიდანაც ჩამოტანა, მაგრამ არის შანსი, რომ არ გამოგადგეს და მაინც სარისკოა. მაინც იქ წაღება ჯობია ალბათ, თან ლეპტოპსაც დაატესტინებდი ბარემ, რომ სხვა დეტალი გამოირიცხოს (მაგის მცირე ალბათობაა, მაგრამ მაინც)..