Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7320
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ამერიკის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა სმარტფონების ჩამონათვალი, რომელთაც SAR-გამოსხივების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა თანამედროვე სმარტფონში არსებული გამოსხივების დონე დასაშვებზე დაბალია. ამაში მთავარი წილი მიუძღვით სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს, სადაც სმარტფონები გადიან აუცილებელ სასერტიფიკაციო პროცესს, სანამ ბაზარზე გავლენ გასაყიდად. ყოველწლიურად გამოსხივების დიდი დოზის მქონე უამრავი მოწყობილობა გამოდის გაყიდვაში. ადამიანის სხეულის მიერ რადიაციის შეწოვის დონეს რამოდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მაგალითად: სმარტფონის დაშორება თავისგან/სხეულისგან; მოწყობილობის ფორმა, გაბარიტები და შიდა კომპონენტების განლაგება; გამოსხივების სიმძლავრე და ა.შ. სწორედ ამიტომ SAR-გამოსხივების დონე ფასდება რამოდენიმე მეთოდით. აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა 18 ყველაზე “საშიში” სმარტფონი გამოსხივების სამნაირი გავლენის კუთხით: გავლენა სხეულზე, თავზე და მაქსიმალური ერთჯერადი გამოსხივება. სმარტფონების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ სქემაზე: სმარტფონი SAR: სხეული, ვტ/კგ SAR: თავი, ვტ/კგ SAR: Max (ST), ვტ/კგ Apple iPhone Xs Max 1 1 1.52 Apple iPhone Xs 0.99 0.9 1.53 Apple iPhone Xr 1.1 0.9 1.59 Honor 7X 1.11 1.11 1.43 Huawei Mate 20 Pro 0.81 0.58 1.53 HTC U12 Plus 0.53 0.66 1.33 Google Pixel 3 XL 1.19 1.35 1.59 Google Pixel 3 1.34 1.34 1.59 LG V40 ThinQ 1.28 1.27 1.59 LG G7 ThinQ 1.06 0.22 1.59 Moto Z3 1.18 0.79 1.58 OnePlus 6T 1.19 1.34 1.59 OnePlus 6 0.9 1.26 1.53 Samsung Galaxy Note 9 0.76 0.27 1.59 Samsung Galaxy S9 Plus 0.79 0.36 1.59 Samsung Galaxy S9 0.96 0.35 1.59 vivo NEX 0.29 1.06 - Xiaomi Pocophone F1 0.75 0.72 - სქემიდან ჩანს, რომ ჩამოთვლილი მოდელებიდან ადამიანის თავისკენ მიმართული გამოსხივების დონით ყველაზე უსაფრთხო სმარტფონია ფლაგმანური მოდელი LG G7 ThinQ (0.22 ვტ/კგ), რომლის ანონსიც 2018 წლის პირველ ნახევარში შედგა. მას მცირედით ჩამორჩება Samsung-ის სამი ფლაგმანი. ყველაზე „რადიოაქტიური“ აღმოჩნდა Google-ისა და OnePlus-ის სმარტფონები, აგრეთვე LG V40 ThinQ. სხეულთან მიმართებაში ყველაზე "საფრთხისშემცველი” სმარტფონები აღმოჩნდა Pixel 3 (1.34 ვტ/კგ) და LG V40 ThinQ (1.28 ვტ/კგ). რეიტინგის სათავეშია vivo NEX (0.29 ვტ/კგ). მაქსიმალური ერთჯერადი გამოსხივების მხრივ კი პრაქტიკულად ყველა მოწყობილობამ დააფიქსირა 1,5 ვტ/კგ.-ზე მაღალი მაჩვენებელი. ამ მონაცემზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ ორ სმარტფონს - Honor 7X (1.43 ვტ/კგ) და HTC U 12 Plus (1.33 ვტ/კგ). SAR-გამოსხივების მაჩვენებელი აშშ-სა და ევროპაში იზომება ვატებსა და კილოგრამებში, ზოგიერთ ქვეყანაში კი - ვატი/კვ.სმ-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონების გამოსხივების დამღუპველი ზეგავლენა ადამიანზე არასოდეს დაფიქსირებულა. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23131/top18-samyh-radioaktivnyh-smartfonov-v-mire
      • 2
      • Like
      • Upvote
  2. Rolls-Royce-კონცერნი სხვა კომპანიების ინჟინრებთან ერთად იწყებს ელექტროთვითმფრინავის შექმნას, რომელსაც შეეძლება განავითაროს 480 კმ/სთ-მდე სიჩქარე. ელექტროთვითმფრინავი ერთადგილიანი იქნება. მის მუშაობას უზრუნველყოფს ელექტრობატარეა, რომლის მეშვეობითაც თვითმფრინავი შეძლებს ლონდონიდან პარიზში გადაფრენას შეჩერებისა და დამუხტვის გარეშე. ინჟინრები ამტკიცებენ, რომ ბატარეის ენერგიის სიმყარე ყველაზე მაღალი იქნება ელექტროავიაციის ისტორიაში. დაგეგმილია, რომ ელექტროთვითმფრინავის პირველი გაფრენა შედგეს 2020 წელს. როგორც მოსალოდნელია, გაფრენისთანავე იგი მოხსნის რეკორდს, რომელიც დაამყარა 2017 წელს Siemens-ის მიერ შექმნილმა Extra 330LE ელექტროთვითმფრინავმა (მისი სიჩქარის მაჩვენებელი 337,5 კმ/სთ. იყო). როტაციული დეტონაციური ძრავის საკუთარი პროტოტიპი წარადგინა General Electric-მაც, რომლის საშუალებითაც (როგორც მწარმოებლები ამბობენ) თვითმფრინავები შეძლებენ განავითარონ ზებგერითი სიჩქარე. https://newatlas.com/rolls-royce-electric-airplane-fastest/57849/ https://hightech.fm/2019/01/03/electro-plane-rr
  3. ამერიკულმა კომპანიამ Sarcos Robotics-მა წარადგინა სერიული წარმოების სრულზომიანი ეგზოჩონჩხი - Guardian XO, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეასრულონ ტვირთის გადატანასთან დაკავშირებული სამუშაო დავალებები, მაგალითად - აწიონ და გადაიტანონ 90 კილოგრამამდე წონის ტვირთი. Guardian XO-ს საშუალებით ხდება ადამიანის არამარტო ერთი-ორი კიდურის გაძლიერება, არამედ მთლიანი კორპუსის. საბაზისო კომპლექტაციის მეშვეობით მომხამრებელს შეუძლია გადაიტანოს 35 კილოგრამი ტვირთი კუნთების დაძაბვის გარეშე, გაძლიერებული მოდელით კი შესაძლებელია 90 კილოგრამი მასის გადატანა. Sarcos Robotics-ში აღნიშნავენ, ეგზოჩონჩხის სამართავად არ არის საჭირო სპეციალური სწავლება და რაიმე განსაკუთრებული უნარი. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება, იგი გაყიდვაში გამოვა 2019 წლის ბოლოსკენ. ამ პერიოდამდე კი თეირანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ეგზოჩონჩხი, რომელიც ადამიანს სირბილში ეხმარება, თანაც არ სჭირდება ძრავის გამოყენება მუშაობისთვის. https://hightech.fm/2019/01/03/exo-skelet https://spectrum.ieee.org/robotics/industrial-robots/industrial-workers-will-soon-don-exoskeletons-and-achieve-super-strength
      • 1
      • Like
  4. ნაგვისგან წყნარი ოკეანის გამწმენდი სისტემა Ocean Cleanup არც ისე ეფექტური აღმოჩნდა - კონსტრუქციას მოტყდა 18-მეტრიანი ნაწილი. ამ ინციდენტის შემდეგ სისტემის შემქმნელებმა გადაწყვიტეს იგი სანაპიროზე დააბრუნონ შეკეთებისა და მოდერნიზაციის მიზნით - ნათქვამია მწარმოებლის განცხადებაში. პირველმა პროტოტიპმა System 001-მა წყნარი ოკეანის დაბინძურებული რეგიონის სრულფასოვანი წმენდა დაიწყო 2018 წლის ოქტომბრის შუა პერიოდში. ნახევარი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სისტემას არ შეუძლია შეაკავოს მთელი ის მასალა (ძირითადად პლასტმასი), რაც ოკეანეში მოგროვდა. The Ocean Cleanup-ის მთავარი საოპერაციო დირექტორის აზრით, System 001 ვერ აკავებს დაგროვილ ნაგავს სისწრაფის გამო - დინების გამო ნაგვის ნაწილები უფრო სწრაფად მოძრაობს და ისევ წყალში ბრუნდება, ვიდრე თავად სისტემა. სისტემის დაშლის მთავარი მიზეზი კი მატერიალების მოძველება გახდა. Ocean Cleanup-ის წარმომადგენლობა ამბობს, რომ სისტემის მოტეხილი ნაწილი საფრთხეს არ წამოადგენს არც საზღვაო ტრანსპორტისა და არც ეკოლოგიისთვის - იგი უკვე ამოიღეს და ნაპირზე გაიტანეს. „მომხდარმა ფაქტმა მეტად დაგვამწუხრა, რადგან ვიმედოვნებდით, რომ გაცილებით მეტხანს გავძლებდით ოკეანეში, რათა მოგვეგროვებინა რაც შეიძლება მეტი მონაცემი სისტემის მუშაობის შესახებ. სისტემის დაზიანებამ დამატებითი პრობლემა გაგვიჩინა. ამავე დროს, ვიცით, რომ ამგვარი შემთხვევები გარდაუვალია, როდესაც ხდება სრულიად ახალი ტექნოლოგიის გამოცდა-გამოყენება“ - აცხადებს ბოიან სლატი, Ocean Cleanup-ის დამაარსებელი. სისტემის შემქმნელები აგრეთვე აპირებენ გამოიკვლიონ, თუ რატომ არის იგი არაეფექტური, ანუ რატომ მოძრაობს იმდენად ნელა, რომ ვერ აკავებს მოგროვილ ნაგავს. https://hightech.fm/2019/01/04/cleanup-broken https://www.theoceancleanup.com/updates/wilson-to-return-to-port-for-repair-and-upgrade/
      • 1
      • Like
  5. ტექნოლოგიური გიგანტების სამოღვაწეო ასპარეზი ინაცვლებს სამედიცინო სფეროში: მაგალითად Apple-მა და Amazon-მა კლინიკები გახსნეს, Uber-მა აამოქმედა სამედიცინო სატრანზიტო პროგრამა და ა.შ. მრავალი ინიციატივა ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია და ისინი განვითარებას განაგრძობენ. ზოგიერთი მათგანი კი უკვე მიმდინარე წელს მოემსახურება მოსახლეობის ნაწილს. ტექნოკომპანიების ამ ნაბიჯს დიდწილად განაპირობებს ფინანსური თვალსაზრისი: ჯანდაცვის ნებისმიერი ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანია. მაგალითად, მხოლოდ აშშ-სთვის წელიწადში 2,8 ტრილიონზე მეტი შემოსავალი მოაქვს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ჯანდაცვის სფერო ჯერ კიდევ არასრულფასოვნად ეფექტურია, ასე რომ მისი განვითარებით დიდი კაპიტალის გამომუშავება შეიძლება. და ბოლოს - სამედიცინო სფეროში უამრავი სექტორია, რაც დიდ კომპანიებს მანევრირებისთვის საკმარის საშუალებას აძლევს ისე, რომ ერთმანეთთან არ შევიდნენ კონკურენციაში, ჯერჯერობით... რას შეიძლება ველოდოთ 2019 წელს ტექნოკომპანიების ჯანდაცვაში გადანაცვლების შედეგად: AMAZON კომპანიამ თავისი სამედიცინო საქმიანობა დაიწყო 2018 წელს, როდესაც განაცხადა, რომ იგი იმუშავებს Berkshire Hathaway-სა და JPMorgan Chase-სთან ერთად, რათა დააარსოს დამოუკიდებელი სამედიცინო კომპანია თავისი თანამშრომლებისთვის. მას შემდეგ Amazon-მა იყიდა ონლაინ-აფთიაქის - PillPack-ის სტარტაპი და განაცხადა, რომ გამოუშვებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მოახდენს სამედიცინო რეცეპტებისა და დანიშნულებების ანალიზს. სამომხმარებლო თვალსაზრისით საინტერესოა რა შედეგები ექნება ამ ღონისძიებებს: მოსახლეობა ანტიდეპრესანტების შეძენას Amazon Prime-ის საშუალებით დაიწყებს? რა გავლენას იქონიებს ონლაინ-აფთიაქის წარმატება თუ წარუმატებლობა ჩვეულებრივ აფთიაქებსა და სხვა მსგავს სტარტაპებზე? APPLE 2018 წელს განახლდა აპლიკაცია Apple Health, რომელშიც ხდება 39 კლინიკის სამედიცინო ჩანაწერების ასახვა. Apple-მა FDA-სდან მიიღო ნებართვა Apple Watch-ისთვის ახალი ფუნქციის - ელექტროკარდიოგრამის დასამატებლად. ეს მეთოდი ერთ-ერთი მოწინავე და ეფექტურია გულის მდგომარეობის გასაკონტროლებლად. ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ Apple უფრო და უფრო ინაცვლებს ჩვეულებრივი ფიტნეს-მოწყობილობების წარმოებიდან სამედიცინო სფეროში. Amazon-ის მსგავსად, Apple-მაც გახსნა კლინიკა თავისი თანამშრომლებისთვის, იგი ასევე შედის სამედიცინო ჩანაწერებისა და დანიშნულებების სფეროშიც. გასული წლის ნოემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის ვეტერანთა დეპარტამენტთან, რათა მისმა წევრებმა iPhone-ების საშუალებით წვდომა მიიღონ სამედიცინო ჩანაწერებსა და ექიმის დანიშნულებებზე. 2019 წლისთვის მთავარ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს Apple Watch-ის ელექტროკარდიოგრამის ფუნქციის ხარვეზები. ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ფუნქციამ შესაძლოა ზიანი უფრო მეტი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი: მოწყობილობა სრულიად ჯანმრთელ მომხმარებლებსაც უგზავნის ზოგჯერ მცდარ მონაცემებს და შესაძლოა სულ ტყუილად აღმოჩნდეს ჯანმრთელი ადამიანი კლინიკაში, რაც ზედმეტ დროის ხარჯვასა და დისკომფორტს ნიშნავს. იმის გათვალისწინებით, რომ Apple კვარტალში დაახლოებით 8 მილიონ სმარტ-საათს ყიდის, სისტემა შესაძლოა სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს. აღსანიშნავია გრძელვადიანი კვლევა Apple Health Study, რომელსაც კომპანია ახორციელებს სტენფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევები იანვრის ბოლოს დასრულდება, ასე რომ Apple სავარაუდოდ მრავალ საინტერესო შედეგს გაამხელს წლის განმავლობაში. UBER დიდ ინტერესს იწვევს კომპანია, რომელიც სამედიცინო ტრანზიტებითაა დაკავებული. მარტში კომპანიამ აამოქმედა პროექტი Uber Health, რომელიც სამედიცინო მომსახურების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს შეუკვეთონ პაციენტების ტრანსპორტირება. ეს პროექტი მიზნად არ ისახავს სასწრაფო დახმარების მანქანების ჩანაცვლებას, თუმცა როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, სამედიცინო დაწესებულებებისთვის უმჯობესი იქნება ტრანზიტის მოხმარება, ვიდრე ჩვეულებრივი სასწრაფო მანქანის, რადგან ფლობაში არსებული მანქანის გამოყენება უფრო ძვირი ჯდება: დაწყებული მისი ფასიდან - დაზღვევით დამთავრებული. Uber Health მოემსახურება პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალების მართვა (ძირითადად, სიბერის, ხელმოკლეობის ან ავადმყოფობის გამო). საინტერესო იქნება, როგორ განვითარდება პროექტის საქმიანობა. ექსპერტები ძირითადად აკვირდებიან იმას, თუ ვინ იყენებს სერვისს, რამდენი პირი იყენებს, აგრეთვე საინტერესოა პროგრამასთან დაკავშირებული რისკებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენა. ერთ-ერთ ნაკლს წარმოადგენს მოძრაობაშეზღუდულთა სავარძლების ნაკლებობა. ALPHABET Alphabet-ი კომპანია Google-ის მშობელი კომპანიაა. ზემოთჩამოთვლილ კომპანიათაგან მისი მოღვაწეობა სამედიცინო სფეროში შედარებით განსხვავებულია: მისი ყურადღება მიმართულია ჯანდაცვასთან დაკავშირებული კვლევებისადმი. ნოემბერში Google-მა მიიღო ახალი გენერალური დირექტორი David Feinberg-ი სწორედ ჯანდაცვის სფეროში არსებული ინიციატივების განხორციელების მიზნით. Google-ის პროექტებიდან ერთ-ერთია Google Brain, რომელშიც გამოყენებულია ხმის ამომცნობი ხელოვნური ინტელექტი, იგი ექიმებს ეხმარება სამედიცინო ჩანაწერების შესრულებაში. Google აპირებს ამ ტექნოლოგიის გამოყენებას მოხუცებულთა სახლებში. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ამ სფეროს და არ არის გასაკვირი, რომ Google-მაც გადაწყვიტა ამ სფეროში ჩაერთოს. საინტერესოა, როგორ წარმართავს კომპანია თავის სამედიცინო საქმიანობას ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად. https://www.theverge.com/2019/1/3/18166673/technology-health-care-amazon-apple-uber-alphabet-google-verily
      • 1
      • Like
  6. ონლაინ-სავაჭრო გიგანტი Overstock-ი გახდება პირველი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც თავისი ბიზნესის სახელმწიფო გადასახადებს Bitcoin-ით გადაიხდის ოჰაიოს შტატის კანონის შესაბამისად. Overstock-ს აქვს თავისი, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნეს-განყოფილება, მისი წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ზემოთხსენებული ნაბიჯი წარმოადგენს კრიპტოვალუტების გამოყენებაში წინ გადადგმულ ნაბიჯს. Overstock-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა პატრიკ ბირნმა (Patrick Byrne) შეაქო ოჰაიოს შტატის ხელისუფლება და მისი ხაზინადარი Josh Mandel-ი, რათა სწორედ მისი დამსახურებით ოჰაიო გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც მიიღეს Bitcoin-ით გადასახადების გადახდის კანონი. „ვამაყობთ იმ სახელისუფლებო პირებთან პარტნიორობით, რომლებიც ხელს უწყობენ ტექნოლოგიისადმი ნდობის გაზრდას ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის ფარგლებში“ - აღნიშნა ბირნმა თავის სიტყვაში. „დიდი ხანია ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების მიერ ისეთი ახალი ტექნოლოგიის მიღება, როგორიცაა კრიპტოვალუტების გამოყენება, წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას, რათა აშშ-მა არ დაკარგოს მსოფლიოს პროგრესირებადი ეკონომიკების ავანგარდში თავისი პოზიცია“. Overstock-ი საკუთარი სამოღვაწეო კომერციული გადასახადების Bitcoin-ით გადახდას 2019 წლის თებერვლიდან დაიწყებს. კომპანია უკვე დიდი ხანია, რაც კრიპტოს კორპორატიული პიონერია. 2014 წელს Overstock-ი გახდა პირველი საცალო მოვაჭრე, რომელმაც კლიენტებს ნება დართო თავიანთ ონლაინ-შენაძენზე ანგარიშსწორება კრიპტოვალუტებით მოეხდინათ. იმავე წელს მან აამოქმედა ბიზნეს-განყოფილება Medici Ventures, რომელიც იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას არსებულ, მოქმედ ინდუსტრიებში. დღესდღეობით, Medici Ventures აკონტროლებს ცხრამეტი ბლოკჩეინ-კომპანიის პორტფელებს. Overstock: “ბლოკჩეინი უფრო მეტია, ვიდრე ინტერნეტი“ 2018 წლის ოქტომბერში Medici Ventures-მა 6 მილიარდი დოლარით დააფინანსა ბლოკჩეინზე დაფუძნებული სოციალური ქსელი Minds, რომელიც გვევლინება, როგორც Facebook-ის, Twitter-ისა და YouTube-ის ალტერნატივა. იგი იძლევა კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვისა და აკრძალვების არარსებობის გარანტიას. 2018 წლის ნოემბერში პატრიკ ბირნმა დაადასტურა, რომ იგი ტოვებს სავაჭრო ბიზნესს და აპირებს კონკრეტულად ბლოკჩეინზე კონცენტრირებას, რადგან თვლის, რომ ეს არის ტექნოლოგია, რომელიც შეცვლის მსოფლიოს. „ბლოკჩეინის რევოლუციას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, რაც კი ამ დრომდე რაიმეს ჰქონია ისტორიის მანძილზე“ - განაცხადა ბირნმა. – „ეს უფრო მეტია, ვიდრე ინტერნეტ-რევოლუცია“. თუმცა ამ ამბების პარალელურად, Kevin Werbach-ი - პენსილვანიის უნივერსიტეტის Wharton School-ის პროფესორი უარს ამბობს ოჰაიოს მიერ გადასახადების გადახდის ახალ საშუალებაზე და აცხადებს, რომ ეს უბრალოდ პიარისთვის გაკეთებული ხრიკია. „არაფერია იმაში განსაკუთრებული და უპირატესი, რომ გადასახადები Bitcoin-ით გადავიხადოთ“ - თქვა მან. „ხელისუფლებას უბრალოდ უნდა, რომ კრიპტოვალუტების მიმართ ლოიალური გამოჩნდეს“. ასეა თუ ისე, „ხრიკი“ მუშაობს: ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა Eddie Hughes-მა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა გადახედონ საკითხს, რომელიც გულისხმობს ბრიტანეთის მოქალაქეთათვის უფლების მიცემას - ადგილობრივი და კომუნალური გადასახადები Bitcoin-თ გადაიხადონ. Eddie Hughes-მა პროგრესირებადი კრიპტო-ათვისების მაგალითად ოჰაიოს შტატი მოიყვანა და განაცხადა, რომ დროა ბრიტანეთის პარლამენტის სხვა წევრებიც გაეცნონ კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინს, რადგან „ეს ტექნოლოგიები მომავლის ტალღაა“. Hughes-ი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს გახდეს მსოფლიო ლიდერი კრიპტოინდუსტრიის მიმართულებით - „ჩვენ ახლა გზაჯვარედინზე ვართ და უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი, რომელში ლიდერობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“ - განაცხადა მან. https://www.ccn.com/overstock-will-be-first-major-company-to-pay-state-taxes-in-bitcoin/
  7. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ შექმნეს ალგორითმი, რომლის დახმარებითაც რობოტები ისწავლიან დამოუკიდებლად სიარულს. Google Brain-ისა და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სამეცნიერო დოკუმენტში აღწერილია სისტემა, რომელმაც „ოთხფეხა რობოტს ასწავლა ადგილიდან ადგილზე გადანაცვლება“. „სიღრმისეული მანქანური სწავლება შეიძლება გამოყენებულ იქნას რობოტიზირებული ამოცანების ავტომატიზაციისთვის, რაც ერთმანეთს შეუსაბამებს სენსორულ მონაცემებსა და დაბალი დონის მოქმედებებს“ - აცხადებენ სტატიის ავტორები. - თუ ჩვენ შევძლებთ მოქმედების ნულიდან შესწავლას, შევძლებთ შევქმნათ კონტროლერები, რომლებიც იდეალურად იქნებიან ადაპტირებულნი თითოეული მოქმედებისა და გარემოსადმი. ამით შესაძლებელი გახდება უკეთესი მანევრირება, ენერგოეფექტურობა და საიმედოობა. გაძლიერებული სწავლება - ეს არის ხელოვნური ინტელექტის სწავლების მეთოდიკა, რომელიც იყენებს დაჯილდოების ან დასჯის მეთოდებს რობოტების მიზნამდე მიყვანისათვის. იგი საჭიროებს მონაცემთა დიდ რესურსს, ზოგიერთ შემთხვევაში ათეულ-ათასობით ნიმუშს. OpenAI Gym-ის ექსპერიმენტებში, რომლებიც იმიტირებდნენ ღია კოდიან გარემოს და ხელოვნური ინტელექტის აგენტების ტესტირებას, ავტორების მიერ შექმნილმა მოდელმა მიაღწია პრაქტიკულ იდენტობას ან/და უკეთეს წარმადობას უწყვეტი გადაადგილების ოთხი ტიპის დავალების საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით. https://hightech.fm/2019/01/01/ai-20
      • 1
      • Like
  8. აუცილებელი არ არის, რომ თვითმართვად სატრანსპორტო საშუალებებს ჩვეულებრივი ავტომობილის სახე ჰქონდეთ. მომავალში შესაძლოა მოხდეს მათი ტრანსფორმაცია უფრო ფუნქციურ ტრანსპორტად, ვიდრე მგზავრთა გადაყვანის ჩვეულებრივი საშუალებაა. კომპანია Aprilli Design Studio-ს დიზაინერმა სტივ ლიმ (Steve Lee) წარმოადგინა თავისებური ხედვა: მისი კონცეფციის მიხედვით მომავლის თვითმართვად ტრანსპორტს სასტუმროს ნომრის მახასიათებლები უნდა ჰქონდეს. მან თავის პროექტს უწოდა Autonomous Travel Suite (ATS), რაც ითარგმნება, როგორც „ავტონომიური კომპლექსი მოგზაურობისთვის“. ATS-ს საკმაოდ დიდი გაბარიტები აქვს, მისი შიდა სივრცე დაყოფილია რამოდენიმე ზონად - იმის მიხედვით, რაც ჩვეულებრივ სასტუმროს ნომერშია. მგზავრობის პროცესში მგზავრს შეეძლება თავისუფლად გადაადგილდეს ტრანსპორტის სალონში, დაისვენოს საწოლზე, იმუშაოს სამუშაო მაგიდასთან ან მიირთვას საკვები მინი-სამზარეულოში. ბორტზე აგრეთვე არის სტრიმინგ-ეთერითა და კომპიუტერული თამაშებით სარგებლობის საშუალება, მცირე ფართობის სააბაზანო და საპირფარეშო. ATS გათვლილია 6-10-საათიანი მგზავრობისთვის, მის გადაადგილებას მთლიანად კომპიუტერი აკონტროლებს. ჯერჯერობით ამგვარი მოძრავი სასტუმროთი სარგებლობა შეუძლებელია, რადგან იგი ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს. თუმცა, როგორც ცნობილია, სტივ ლი უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს რამოდენიმე ავტომწარმოებელ კომპანიასთან ამ პროექტის სამომავლო რეალიზების მხრივ. როდესაც თვითმართვადი ავტომობილები მასიური მოვლენა გახდება საზოგადოებრივი მოხმარების გზებზე, ამგვარი სატრანსპორტო სიახლეები შესაძლოა აღმოჩნდეს მეტად მოსახერხებელი ალტერნატივა ტრადიციულ ტრანსპორტთან შედარებით: ასეთი ტრანსპორტით მგზავრობისას მომხმარებლები თავიანთ ჩვეულ ცხოვრების წესს მისდევენ, დაკავებულნი არიან იმ საქმიანობებით, რაც შეეძლოთ ჩვეულებრივი სასტუმროს ან ოფისის პირობებში. https://3dnews.ru/980520
      • 1
      • Like
  9. იაპონელმა მკვლევარებმა შექმნეს დრეკადი მასალა, რომელიც სშუალებას იძლევა მოიზიდოს სითბო და გარდაქმნას იგი ელექტროენერგიად. ეს არის იაფი ღირებულების, მსხვილმასშტაბიანი და დრეკადი თერმოელექტრო გენერატორი, რომელსაც აქვს მაღალი მექანიკური საიმედოობა და შეუძლია ეფექტურად გარდაქმნას სითბო ელექტროენერგიად. ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები გამოქვეყნდა ჟურნალში - Advanced Materials Technologies. თერმოელექტრული გარდამქმნელი წარმოდგენს ერთ-ერთ მეტად მიმზიდველ მეთოდს 150 გრადუსი ან უფრო მცირე სითბოს გარდაქმნისთვის. ამ ტექნოლოგიის ფართოდ გამოყენებისას არ არსებობდა თერმოელექტრული გენერაციის იმგვარი მოდულების შეფუთვის შესაბამისი ტექნოლოგია, რომლებიც იმუშავებდნენ 100-150 გრადუსის დიაპაზონში. გარდა ამისა, ოთახის ტემპერატურაზე ელექტროენერგიის გამომუშავების მოდულების წარმოება ძვირი ჯდებოდა. ზემოთხენებული კვლევებისა და მცდელობების შედეგად ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს თერმოელექტრული გენერაციის მოდულების წარმოების იაფი მეთოდი, თანაც შენარჩუნებულ იქნა გარდაქმნის ეფექტურობა. მათ მოათავსეს მცირე ზომის თერმოელექტრული ნახევარგამტარი მიკროსქემები დრეკად სუბსტრატზე და შეძლეს მიეღოთ ელექტრო კონტაქტების საიმედო და სტაბილური კავშირი. მეცნიერებმა თავიანთ გამოგონებას სახელად უწოდეს FlexTEG. მათ მიერ შექმნილი მოდულების უნიკალურობა გამოიხატება ელექტროდების პარალელურ ინტეგრაციაში, რაც საშუალებას იძლევა მოდული მოიხაროს ნებისმიერი მიმართულებით. ელექტროდების პარალელურმა განთავსებამ შეამცირა მექანიკური დატვირთვა ცალკეულ თერმოელექტრულ ნახევრგამტარ მიკროსქემებზე, ამავე დროს გააუმჯობესა მთლიანად მოდულის საერთო მექანიკური სტაბილურობა და საიმედოობის დონე. https://hightech.fm/2019/01/02/no-waste
      • 1
      • Like
  10. სანამ მარსზე ადამიანები წავლენ, საჭიროა იმ პირების შერჩევა, რომლებიც შეძლებენ იცხოვრონ და იმუშაონ ექსტრემალურ პირობებში. როგორ უნდა მოხდეს მათი შერჩევა და გამოკვლევა, შესაძლებელია თუ არა ეს? არსებობს ამის გამორკვევის ერთ-ერთი საშუალება - შევქმნათ მარსის მსგავსი პირობები აქ, დედამიწაზე. სწორედ ამ იდეას ემსახურება HI-SEAS. ეს არის ხელოვნურად შექმნილი პლანეტათშორისი საცხოვრებელი გარემო, რომელიც განთავსებულია ჰავაიზე მოქმედ ვულკანთან. 2013-დან 2018 წლამდე ჰავაის უნივერსიტეტში ხორციელდებოდა მარსული მისიის სიმულაციები ზემოთხსენებულ საარსებო გარემოში. მრავალი თვის განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ HI-SEAS-ში, სადაც შექმნილი იყო იმგვარი პირობები, რომელიც მათ რეალურ მარსზე ყოფნისას დახვდებოდათ. ადამიანებს უწევდათ წყლის მომარაგება და ეკონომიურად გამოყენება, დაკონსერვებული საკვებით სარგებლობა და სიმულირებული შეფერხებული რადიოკავშირით სარგებლობა „დედამიწასა და მარსს“ შორის. მაცხოვრებლებს არ შეეძლოთ დაეტოვებინათ საცხოვრებელი გარემოს ტერიტორია და გასულიყვნენ მის ფარგლებს გარეთ სკაფანდრების გარეშე. ჰავაის უნივერსიტეტმა ხუთი წარმატებული სიმულაცია განახორციელა HI-SEAS-ში. თუმცა მეექვსე მისია შეწყდა 2018 წლის დასაწყისში მას შემდეგ, როდესაც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა დაზიანება მიიღო სარეზერვო გენერატორის ჩართვის მცდელობისას. დღესდღეობით HI-SEAS-პროექტი გარდამავალ ფაზაში იმყოფება. სიმულაციისთვის განკუთვნილი სივრცის მფლობელმა გადაწყვიტა შეეცვალა გარემოსა და შენობების სტრუქტურა და გარდაექმნა იგი მთვარის პირობების სიმულაციებისთვის. ეს ცვლილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ NASA მცირე ხნის წინ კვლავ კონცენტრირდა მთვარის ზედაპირზე ხალხის გაგზავნის მისიებზე. შესაძლებელია, რომ HI-SEAS-მა მომავალში, თუნდაც 2020 წლისთვის კვლავ განაგრძოს მარსის პირობების სიმულირება. ნებისმიერ შემთხვევაში, პლანეტათშორისი მისიების იმიტაციას დიდი და შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს მანამ, სანამ მისიები რეალურად განხორციელდება. ისეთი ადგილები, როგორიცაა HI-SEAS, კარგი იდეაა მისიებში გასაგზავნი ადამიანების შესარჩევად. https://www.theverge.com/2019/1/2/18165129/mars-habitat-hawaii-hi-seas-space-exploration-training-video
      • 1
      • Like
  11. მომავალი კვირიდან ესტონური ციფრული სავაჭრო პლატფორმა DX Exchange დაიწყებს ტოკენებით ვაჭრობას Etehereum-ბლოკჩეინზე - ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში. DX პლატფორმა, როგორც ცნობილია, გახდება პირველი ბირჟა , რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს ისეთი ტიპის ვაჭრობას, რომელიც სრულიად რეგულირდება ევროკავშირის რეგულატორებისგან. იგი გამოიყენებს Nasdaq-ის ფინანსური გაცვლის პროტოკოლს პროდუქტის მისაწოდებლად. კომპანიის პრეს-რელიზის თანახმად, კრიპტოვალუტების მფლობელები შეძლებენ მოიპოვონ სხვადასხვა მსხვილი კომპანიების აქციების მხარდაჭერის მქონე ტოკენები. ამ კომპანიებს შორისაა Google, Facebook-ი და Amazon-ი. აქციების შეძენა მოხდება მომხმარებლების სახელით კომპანია MPS MarketPlace Securities Ltd-სგან, რომელიც DX-პლატფორმის ექსკლუზიური პარტნიორია. „ციფრული აქციები თავის თავში აერთიანებს ორივე მხრიდან საუკეთესოს: ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასა და აქციების ტრადიციულ ინვესტირებას“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა - „ციფრული აქციები ერთი-ერთში იმ რეალური აქციების მხარდაჭერის მქონეა, რომლებითაც ვაჭრობენ რეალურ ბირჟებზე. თქვენ ყიდულობთ ტოკენებს აქტივებისთვის, რომელთა ინვესტირებასაც აპირებთ. ასე რომ, თუკი ფლობთ ტოკენებს, თქვენ კონკრეტული კომპანიის აქციების მფლობელი ხართ“. DX-პლატფორმა კონცეფციის სახით პირველად გაჩნდა 2018 წლის მაისში, ბოლო ქმედების შედეგად კი იგი გახდა სავაჭრო შუამავალი კრიპტოვალუტებისთვის ქაღალდის ფულსა და ციფრულ აქციებს შორის. Nasdaq-მა უკვე განსაზღვრა თავისი საქმიანობის მომავალი, რომელიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასთან. როგორ ცნობილია, მისი საკუთარი ფიუჩერსული Bitcoin-კონტრაქტები გაეშვება 2019 წლის მეორე ნახევრიდან. დეკემბერში კომპანიის საწარმოო განყოფილება იყო სამიდან ერთ-ერთი მთავარი სპონსორი ErisX ბირჟის დაფინანსებისას, თანხამ 27,5 მილიონი დოლარი შეადგინა. https://cointelegraph.com/news/nasdaq-powered-exchange-to-launch-eu-regulated-tokenized-stock-trading
      • 1
      • Like
  12. ჩინურმა როვერმა Chang’e-4-მა წარმატებით შეძლო დაფრენა მთვარის ბნელ მხარეზე. ამის შესახებ შეტყობინებას ავრცელებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია და ეროვნული კოსმოსური სააგენტო. აპარატის დაფრენის კოორდინირება ხდებოდა რამოდენიმე თანაგზავრის მეშვეობით, რომლებიც როვერისგან მიღებულ სიგნალებს დედამიწაზე აგზავნიდნენ. Chang’e-4 შემნილია Chang’e-3 როვერის სარეზერვო კომპონენტებისგან, იგი თითქმის იდენტურია იმ მისიისა, რომელიც 2013 წელს მთვარის ხილულ მხარეს განხორციელდა როვერ Yutu-ს მიერ. აპარატი დაეშვა კრატერ ფონ კარმაში - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნობი და შეუსწავლელი კრატერი მთვარის ზედაპირზე. მისი სიღრმე ათი კილომეტრია, სიგრძე კი თითქმის 2 ათასი კმ. „2019 წლის სამ იანვარს ჩინეთის დროით 5:26 საათზე აპარატმა Chang’e-4-მა შეასრულა წარმატებული დაშვება მთვარის ბნელ მხარეზე“. მთვარემავალმა მთვარეზე წაიღო ალუმინის კონტეინერი მდოგვის მარცვლებით, კარტოფილითა და აბრეშუმის ჭიის კვერცხებით. როგორც ცნობილია, მთვარემავალი იმუშავებს სამი თვის განმავლობაში, შემდეგ კი რობოტი „ძილის რეჟიმში“ გადავა. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს მიერ ვრცელდება როვერის მიერ მთვარის ზედაპირზე გადაღებული ფოტოები: Chang’e-4-ის გაშვება განხორციელდა 2018 წლის დეკემბერში. მის შემადგენლობაში შედის დასაფრენი მოდული და მთავრემავალი. მისიის მიზანს წარმოადგენს მთვარის ბნელი მხარის შესწავლა, შორეული კოსმოსური კავშირების ტესტირება და ა.შ. გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს მთვარის ზედაპირი მსხვილი კადრით. გარდა ამისა, ხილვადია მოდულის კონსტრუქციის ელემენტებიც. დავამატებთ, რომ Chang’e-4-ის მისია არის მთვარესთან დაკავშირებული ჩინეთის მასშტაბური პროგრამის ნაწილი. პროგრამა დამტკიცდა 2004 წელს, იმავე წლის თებერვალში პროექტმა სახელად მიიღო „ჩანე“ - ჩინური მითოლოგის მიხედვით მთვარის ქალღმერთის - ჩანეს პატივსაცემად. პროექტი ითვლება ჩინეთის პირველ ნაბიჯად კოსმოსის ათვისებაში. https://hightech.fm/2019/01/03/change-4-in-moon https://3dnews.ru/980555
      • 1
      • Like
  13. ცნობილია, რომ Samsung-ი აპირებს საკუთარი ინტელექტუალური ეკოსისტემის შექმნას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება არამარტო სმარტფონები და სმარტ-ტელევიზორები, არამედ სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობები, მათ შორის ტანსაცმელიც. Samsung-ის ტექნოლოგიები ამ დრომდე სხვადასხვა პროექტებსა და სტარტაპებში გამოიყენებოდა, ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია აპირებს შექმნას თავისი საკუთარი ბოტასების სერია, რომელთაც ექნება სენსორები, რაც გაკონტროლდება სმარტფონის აპლიკაციით. სამხრეთკორეულ კომპანიას უკვე აქვს გამოშვებული სმარტ-აქსესუარები და ტანსაცმელი, თუმცა არა - ძირითადი აუდიტორიისთვის. მაგალითად, მის შვილობილ კომპანიას - Samsung Benelux-ს აქვს გამოშვებული ინოვაციური სმარტ-კოსტიუმი SmartSuit, რომელიც განკუთვნილია ზამთრის ოლიმპიადაზე გამომსვლელი ჰოლანდიელი ცხენოსნებისთვის. აგრეთვე ფეხსაცმელი Iofit, რომელიც გამოშვებულია პლატფორმა Kickstarter-ზე და ძირითადად განკუთვნილია გოლფის მოთამაშეებისათვის. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რისთვისაა განკუთვნილი ახალი ბოტასის სმარტ-ტექნოლოგიები. ჩნდება კითხვა, რამდენად „ჭკვიანი“ შეიძლება იყოს ფეხსაცმელი? სავარაუდოდ, იგი მოახდენს განვლილი ნაბიჯების დათვლას ნაბიჯმზომით ან ტრეკერებით. ასევე, დაწოლის დონით განისაზღვრება, სწორად ვარჯიშობთ ან დარბიხართ თუ არა: განისაზღვრება, აყენებთ თუ არა თავს ტრავმის რისკის წინაშე. ვარჯიშის ეფექტურობის ზრდას ხელს შეუწყობს შესაბამისი აპლიკაციაც, რომლითაც შესაძლებელი იქნება კორექტივების შეტანა სავარჯიშოებში მომხმარებლის შედეგებიდან და უნარებიდან გამომდინარე. https://3dnews.ru/980495
      • 1
      • Like
  14. უამრავი რესურსი იტყობინება, რომ GeForce RTX 2060 ვიდეო ბარათის ანონსი ძალიან მალე შედგება - როგორც ცნობილია, 7 იანვარს მოხდება წარდგენა. შესაბამისად, ახალ ბარათთან დაკავშირებული ინფორმაციაც თანდათან მატულობს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ვიდეო ბარათების ფოტოები ZOTAC-ისა და Gigabyte-სგან. ამჯერად კი, რესურს BenchLife-ის Facebook-გვერდზე გაჩნდა ახალი ვიდეო ბარათის, iGame GeForce RTX 2060 Ultra OC Colorful-ის შეფუთვის ფოტოები. ფოტოს წყარო: Facebook, BenchLife შეფუთვიდან გამომდინარე, უკვე აღარ არსებობს ეჭვი, ექნება თუ არა ვიდეო ბარათს Ray Tracing-ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ამის პარალელურად, ახალი ბარათი აღჭურვილია GDDR6 ტიპის მეხსიერებით და DirectX 12-ის მხარდაჭერით. თავად შეფუთვა დიდად არ განსხვავდება iGame GeForce RTX 2070 Ultra OC-ისგან. https://overclockers.ru/blog/id_1/show/23097/ocherednoe-dokazatelstvo-skorogo-anonsa-geforce-rtx-2060-v-seti-pojavilis-izobrazhenija-upakovki-videokarty-ot-colorful
  15. მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ Priscilla Chan-მა, რომელიც პროფესიით პედიატრია, გაყიდეს Facebook-ის დაახლოებით 30 მილიონის ღირებულების აქციები, რათა დააფინანსონ ბიოსამედიცინო კვლევების ამბიციური პროექტი, სახელად Chan Zuckerberg Initiative (CZI). პროექტის მიზანია “ერთ თაობაში განკურნება ყველა დაავადებისგან”. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ინტერფეისი - „ტვინი-მანქანა“ (brain-machine). მისი გამოცდა ამჟამად პრიმატებზე მიმდინარეობს. ეს არის იმპლანტანტი, რომელსაც შეუძლია ჩაიწეროს მონაცემები, მოახდინოს მაიმუნის ტვინის სტიმულირება და ხელი შეუწყოს მის მოძრაობებს, ან პირიქით - ხელი შეუშალოს სიარულში, მოკლედ - გავლენას ახდენს მაიმუნის აქტივობაზე. იმპლანტანტთან დაკავშირებული კვლევები ერთ-ერთი მიმართულებაა Chan Zuckerberg Biohub-ის საკვლევი სფეროებიდან. ეს არის CZI-ის არაკომერციული, სამედიცინო კვლევითი ცენტრი. მეცნიერები ამ ჩარევას თერაპიას უწოდებენ, რადგანაც იგი განკუთვნილია ისეთ დაავადებებთან საბრძოლველად, როგორებიცაა ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება, ასევე ზურგის ტვინის ტრავმის შედეგად დარღვეული მოძრაობა და ა.შ. იმპლანტანტი შეაჩერებს შეტევას, კრუნჩხვებს და ზოგადად, მსგავს საშიშ პროცესებს. „ჩვენს მოწყობილობას შეუძლია აკონტროლოს პრიმატის ტვინი, სანამ იგი თერაპიას გადის“ - განაცხადა ბიზნეს-ინსაიდერმა, რიკი მიულერმა, რომელიც არის კვლევის თანაავტორი, კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი და ინჟინერიის პროფესორი ბერკლის უნივერსიტეტში. https://hightech.fm/2019/01/01/chip-3 https://www.scmp.com/tech/apps-social/article/2180249/mark-zuckerberg-funded-researchers-test-implantable-brain-devices
      • 1
      • Like
  16. Sony მსოფლიო ლიდერია ფოტო-სენსორების წარმოებაში - როგორც სმარტფონებისთვის, ასევე პროფესიონალური ფოტოაპარატებისთვის განკუთვნილი სენსორების შემუშავებაში. იგი საზოგადოებას ჰპირდება, რომ გამოუშვებს ახალი თაობის ჩიპებს ახალი 3D სენსორებით, რაც განკუთვნილია გამოსახულების დამუშვებისთვის. Bloomberg-თან საუბრისას, Sony-ს სენსორების განყოფილების ხელმძღვანელმა სატოში იოშიჰარამ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს იმ ჩიპების წარმოების გაზრდას ზაფხულისთვის, რომლებიც განკუთვნილია წინა და უკანა 3D კამერების მქონე მოწყობილობებისთვის. იოშიჰარა გატაცებულია შერეული რეალობის პოტენციალით და ახალი ტექნოლოგიის ყველაზე დამაინტრიგებელი ასპექტით - სახის ამოცნობის სისტემით. როგორც ჩანს, Sony-ს ძალისხმევით საზოგადოება მიიღებს იმაზე უკეთეს სისტემას, ვიდრე ახლა არსებობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 3D სენსორი გამოიყენებს ლაზერულ იმპულსებს, რომლებიც ღამურის ექოლოკაციების მსგავსია და შექმნის გამოსახულების „რუკას“. ამტკიცებენ, რომ ამ სენსორებით უკეთესად იქნება აღქმული ადამიანის სახე და სისტემა ეფექტური იქნება ხუთი მეტრის დაშორებისასაც. მობილურ სფეროში, რასაკვირველია, სახის ამოცნობით მოწყობილობის განბლოკვის სისტემები გაუმჯობესებას საჭიროებს. ყველაზე საბაზისო სახეობა, (მაგალითად OnePlus 6T-ში არსებული) იყენებს სელფი-კამერას მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის. Apple Face ID და მისი Android-კონკურენტები შედარებით კარგია დიდი ზომის პლანშეტებისათვის. Sony-ს ახალი სენსორები კი დიდი ალბათობით წინა პოზიციაზე აღმოჩნდება - შემოთავაზებული იქნება Face ID-ის გამოყენება, რომელიც უფრო ზუსტი და უსაფრთხო იქნება აუცილებელი დეტალების შემცირებისას. 2017 წლის ბოლოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ Apple ამზადებდა ამგვარ 3D ლაზერულ სისტემას 2019 წლის Iphone-ებისთვის. სატოში იოშიჰარამ უარი განაცხადა ესაუბრა პარტნიორებზე, თუმცა მაინც არსებობს ვარაუდი, რომ შემდეგი თაობის iPhone-ები შესაძლოა Sony-ს 3D ჩიპებით იყოს წარმოდგენილი. https://www.theverge.com/2019/1/2/18164881/sony-tof-laser-depthsensing-3d-camera-report
      • 1
      • Like
  17. NASA-მ მიიღო სიგნალი თავისი ერთ-ერთი კოსმოსური ხომალდისგან, რომ მან მიაღწია მზის სისტემის უკიდურეს ობიექტს: რაკეტამ გაიფრინა მზის სისტემის ე.წ. საზღვართან. ეს კოსმოსური ზონდი, სახელად „New Horizons“ - უკვე შევიდა ისტორიაში. იგი დედამიწისგან 4 მილიარდ მილზე მეტ დაშორებაზე იმყოფება და მიაღწია ჩვენი პლანეტისგან ყველაზე დაშორებულ ობიექტს. „კოსმოსური ხომალდი მწყობრშია“ - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა Alice Bowman-მა. – „ჩვენ სულ ახლახანს განვახორციელეთ ყველაზე შორეული ფრენა“. ეს მისია 2006 წელს დაიწყო. New Horizons-მა 2015 წელს პლუტონის შორიახლოს ჩაიფრინა: ეს იყო პირველი მისია, როდესაც ხომალდმა ჯუჯა პლანეტებს მიაღწია. ამის შემდეგ New Horizons-მა განაგრძო ფრენა და ამჟამად მიაღწია ახალ ობიექტს - Ultima Thule-ს. ზონდმა სცადა, მიეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ახალი, კლდისებრი ობიექტის შესახებ. აპარატმა გადაიღო ფოტოები, აღბეჭდა ობიექტის ზედაპირი და გაზომა საშუალო ტემპერატურა. ყველა ეს მონაცემი მკვლევარებს დაეხმარება გაიგონ მეტი ამ უცნაური კლდის ტიპის ობიექტის შესახებ, რომელიც აქამდე შეუსწავლელი იყო. Ultima Thule - ეს ობიექტი კოიპერის სარტყელში მდებარეობს ნეპტუნის ორბიტასთან. ეს რეგიონი მილიონობით ყინულოვანი სხეულებითაა მოცული. ისინი ასტეროიდებს წააგავს, თუმცა ასტეროიდებზე უფრო პრიმიტიული სხეულებია და გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ დროიდან, როდესაც მზის სისტემის ფორმირება დაიწყო. ისინი უცვლელნი დარჩნენ მას შემდეგ. ამ კონკრეტულ ობიექტამდე მიღწევა დიდ გამოცდას წარმოადგენდა 13-წლიანი კოსმოსური მოგზაურობისას ხომალდისთვის. Ultima Thule ზომით ნიუ-იორკის ტოლია, რის გამოც ძალიან ძნელია მისი გამოკვლევა დედამიწიდან. New Horizons-ი იკვლევს მას და ცნობებს გადმოსცემს დედამიწისკენ, დიდი დაშორების გამო კავშირი შეფერხებით ხორციელდება. New Horizons-ს დაახლოებით 20 თვე დასჭირდება მთელი ინფორმაციის გადმოსაგზავნად. ეს ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი უბიექტის შესახებ, რაც კი ადამიანებს მოუნახულებიათ. ამგვარად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში დედამიწა მიიღებს ინფორმაციის მაქსიმუმს ახალი ობიექტების შესახებ, რომლებიც პლანეტების შექმნის პერიოდიდან არსებობენ. „ვაპირებთ დავიწყოთ ჩვენი პირველი სამეცნიერო სტატიის წერა მომდევნო კვირიდან“ - განაცხადა Alan Stern-მა, New Horizons-ის მთავარმა მკვლევარმა. https://www.theverge.com/2019/1/1/18163039/nasa-new-horizons-flyby-ultima-thule-signal-confirmation-success
      • 1
      • Like
  18. სტარტაპის მიზანია დაიწყოს „ფინანსური რევოლუცია“: იგეგმება საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა, სადაც მომხმარებლები შეძლებენ გამოიმუშავონ და გამოიყენონ ტოკენები - დახარჯონ ისინი საუკეთესო საინვესტიციო სპეციალისტების დაქირავებასა და რესურსების იმ პროდუქტებსა და სერვისებში ჩადებისთვის, რომელთაც თავად აირჩევენ. პროექტ Huddl-ის იდეა მდგომარეობას იმაში, რომ დაინგრეს ტრადიციული საინვესტიციო მოდელი, რომელშიც, როგორც კომპანია ამტკიცებს, პრემიუმ-პროდუქტები ხელმისაწვდომია მხოლოდ მდიდარი ადამიანებისა და ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. Huddl-ის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ახალი პლატფორმის შექმნის მთავარი მიზეზი იყო მათი მხრიდან ტრადიციული ფინანსური სერვისებისა და სოციალური ქსელებისადმი ნდობის დაკარგვა. Huddl-ს სურს, მუდმივ მომხმარებლებს მისცეს წვდომა ისეთ საჭირო და სასარგებლო საინვესტიციო შესაძლებლობებზე, როგორებიცაა კომერციული უძრავი ქონება, ბანკინგი, hedge-ფონდი, pre-IPO აქციები, ინვესტიციების მართვა და კეთილდღეობის დაგეგმვა. როგორც წესი, აქტივების ეს კატეგორიები მაღალი რისკის შემცველია და ხელმიუწვდომელია ფართო საზოგადოებისთვის. პროექტი Huddl-ი საზოგადოებას სთავაზობს წვდომას საინვესტიციო პრემიუმ-სერვისებსა და პროდუქტებზე და, რა თქმა უნდა, Huddl-ქსელის წევრობას. პროექტში ჩართული პირები იყოფიან თავიანთი მოვალეობების მიხედვით და იკვლევენ პლატფორმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტრატეგიებს. ქსელში ჩართულ მომხმარებლებს შეეძლებათ მოიწვიონ მეგობრები, ახლობლები - ონლაინ-ქომიუნითის შესაქმნელად, რომელსაც Huddl-ი უწოდებს “pod”-ს. Pod-ის წევრები ერთად განსაზღვრავენ ინვესტიციების მიზანს და სტრატეგიებს, საკუთარი კაპიტალის ინვესტირებას და თავიანთი კოინების დახარჯვას საკუთარი სურვილის მიხედვით. მაგალითად, შესაძლებელი იქნება ოჯახმა ერთად მოახდინოს საკუთარი საპენსიო ფონდის ინვესტირება ან, ვთქვათ, სამეგობრომ ერთად დააგროვონ რესურსი ერთობლივი დასვენებისთვის. დაჯგუფებები იყოფა ზომების მიხედვით: Huddl-ის ყველაზე პატარა ერთეულია pod-ი, რამოდენიმე pod-ი კლასტერებში ერთიანდება. კლასტერებში გაერთიანებულია საერთო ინტერსებისა და საინვესტიციო სტრატეგიის მქონე pod-ები. Huddl-ქსელში მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი იდეები და დახმარებისთვის მიმართონ კონსულტანტებსა და მენეჯერებს. „სოციალური კლასტერებისა და იდეების გაცვლის თანამედროვე საშუალებების წყალობით მომხმარებლები შეძლებენ შექმნან საკუთარი საინვესტიციო ინსტრუმენტები და მართონ ისინი წამყვანი სპეციალისტების დახმარებით“ - აცხადებს Huddl-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი Stephen Corliss. Huddl-ქსელი დაფუძნებულია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე. მომხმარებლები თავიანთ პირველ ტოკენებს გამოიმუშავებენ ქსელში ჩართვისას. ასევე, მიიღებენ ჯილდოს, თუკი ახალ მომხმარებლებს შემოიერთებენ ქსელში. სტარტაპი აღნიშნავს, რომ სისტემაში ინტეგრირებული სპეციალური სოციალური პლატფორმა ქომიუნითის თითოეულ წევრს საშუალებას აძლევს - მიიღოს ზრდადი მოგება პლატფორმის ზრდის პროპორციულად. https://cointelegraph.com/news/social-network-as-a-financial-tool-startup-plans-to-change-traditional-investment-models
      • 1
      • Like
  19. ანდრომედაზე ამბობ? კონცეპტი რაც დაიდო ორი ეკრანია იზოლირებული, რომ გაშლი ვითომ ერთიან სურათს იღებ მაგრამ შუაში სივრცე, ხაზი ჩანს საკმაოდ თვალშისაცემად
  20. შვედეთში აქვთ სწავლების ძალიან კარგი სისტემა. არ არის გამოყოფილი კონკრეტული ამის და ამის გაკვეთილები, რაიმე თვალსაჩინო მაგალითის მიხედვით იღებენ ინფოს ყველა სფეროში. არც ერთ ადგილას უწევთ ჯდომა, სულ აქტივობებია. გარემოც იდეალურია, არასტრესული. არ აზომბირებენ და არ აქცევენ ჩარჩოებში, "როგორც მამას უნდა"
  21. კიი, ტექ.მხარეს რომ თავი დავანებოთ, არც ვიზუალი მომწონს და მოუხერხებელი იქნება ალბათ, სქელებია
  22. როგორც ჩანს, მინელებული კრიპტო-ციებცხელება არაფერს მოუტანს კომპანია NVIDIA-სა და მის ხელმძღვანელს თავის ტკივილის გარდა. შემოსავლები სწრაფად მცირდება აქციების ფასის ვარდნის პარალელურად (ბოლო სამი თვის განმავლობაში NVIDIA-ს აქციების ფასი თითქმის ორჯერ შემცირდა), რაც ძირითადად გამოწვეულია Pascal-ის სერიის ვიდეო ბარათებზე მოთხოვნის კლებითა და ბარათების საწყობში გადანაცვლებით. ამგვარი მსხვილი კომპანიის საწყობი - ეს არ არის რაიმე უბრალო სათავსო. ამგვარი საწყობების ლოგისტიკა უზარმაზარ დანახარჯებს საჭიროებს. როგორც ნათქვამია, „უბედურება არასდროს მოდის მარტო“: აქციონერების უფლებათა დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ, Schall Law-მ NVIDIA-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ვიდეო ბარათებზე არსებული მოთხოვნის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. NVIDIA-ს ბრალი ედება ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის დარღვევასა და დამაბნეველი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რამაც ინვესტორებზე უარყოფითი გავლენა იქონია. NVIDIA მუდმივად ამტკიცებდა, რომ „თვალყურს ადევნებს კრიპტო-ბაზარს და შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სიტუაციის შესაბამისად წარმართოს თავისი საქმიანობა“ და „მაინერების მხრიდან GPU-ზე მოთხოვნის ვერანაირი შემცირება ვერ მოახდენს ნეგატიურ გავლენას კომპანიის საქმიანობაზე და არ შეეხება გეიმინგ-სეგმენტს“. რეალურად, სულ სხვა სურათი მივიღეთ. კრიპტობაზარი ჩამოიშალა და მაინინგში გამოყენებული ვიდეო ბარათები მეორად ბაზარზე აღმოჩნდა. მეორადი და საცალო ბაზრები მეტად გადაიტვირთა, გაყიდვები მკვეთრად შემცირდა. რა ბედი ეწევა კომპანიას და მის მფლობელს, რომელმაც ვერ შეძლო კრიპტო-ტალღის შემოსავლების დარეგულირება, უცნობია. თუკი აქციების ფასის ვარდნას და ვიდეო ბარათებზე მოთხოვნის კლებას აქციონერების მხრიდან საჩივრებიც დაემატება, კომპანიას ნამდვილად არ ექნება სახარბიელოდ საქმე. გასულ წელს საზოგადობას გააჩნდა აზრი, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ „ოქროს ციებ-ცხელებაში“ ყველაზე დიდ შემოსავალს ვიდეო ბარათების მწარმოებლები მიიღებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, არც მათთვისაა სასარგებლო სიტუაცია. კიდევ უფრო საინტერესოა, შეძლებს თუ ვერა კომპანია AMD ბაზარზე პოზიციების გამყარებას იმ დროს, როდესაც ერთი მხრივ მოთხოვნა მცირდება, მეორე მხრივ კი - მთავარ კონკურენტს სერიოზული პრობლემები აქვს. ვითარება დამაინტრიგებელია. https://overclockers.ru/blog/d1my4/show/23071/na-nvidia-podan-kollektivnyj-isk-v-sud-majningovyj-bum-vyhodit-bokom
  23. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა წარმოადგინეს ყველაზე ამაზრზენი ტექნოლოგიური მიღწევების რეიტინგი: ელექტრო-სიგარეტები: ამერიკული ელექტრო-სიგარეტების მწარმოებლის, Juul-ის პროდუქციამ 2018 წლისთვის სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ელექტროსიგარეტებმა გააღვიძეს მოწევის სურვილი ახალგაზრდებში - აღნიშნავენ მეცნიერები. გარდა ამისა, მოდური დიზაინისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო პროდუქცია აქტიურად გაყიდვადია. წელიწადის განმავლობაში, მხოლოდ ამერიკის მასშტაბით, ელექტრო-სიგარეტების მომხმარებელთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა. ადამიანების გენეტიკური მოდიფიკაცია: 2018 წელს სამეცნიერო სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გახდა ჩინელი მეცნიერი ხე ცზიანკუი, მიუხედავად მის თავზე დამტყდარი კრიტიკისა. წლის ბოლო პერიოდში მან განაცხადა, რომ შექმნა გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები, ორმელთაც გააჩნდათ იმუნიტეტი შიდსისადმი. დღესდღეობით კი პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანა აპირებს გააძლიეროს CRISPR-სფეროს რეგულაციები, რაც ნეგატიურად აისახება სამომავლო სიახლეებზე და, ზოგადად, მეცნიერებაზე. Google-ის მაძიებლის - Dragonfly-ს შექმნა ჩინეთისთვის 2018 წლის შუა პერიოდში ცნობილი გახდა, რომ Google-მა შექმნა Dragonfly - ახალი საძიებო სისტემა ჩინეთისთვის, რომელიც სახელისუფლებო ცენზურას ექვემდებარება. ამან მასიური პროტესტი გამოიწვია კომპანიის თანამშრომლებს შორის, ჯამში კი კომპანიის ხელმძღვანელმა სუნდარ პიჩაიმ განაცხადა პროექტის დახურვის შესახებ. ნებაყოფლობითი ევთანაზია სამეცნიერო მიზნებისთვის Nectome-ისგან: სტარტაპმა Nectome-მა წარადგინა ტექნოლოგია, როლის მეშვეობითაც შესაძლებელია ცოცხალი ტვინის გაყინვა, რათა სამომავლოდ მოხდეს მისი აღდგენა და შესაძლოა, ტვინის მფლობელის გაცოცხლება. ამ იდეის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ ამის გაკეთება საჭიროა იმ დროს, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ნებაყოფლობით მოისურვოს სიკვდილი, რათა მომავალში მკვდრეთით აღადგინონ. https://hightech.fm/2018/12/30/mit-biggest
      • 1
      • Like
  24. გეოლოგებმა აღმოსავლეთ ანტარქტიდაში აღმოაჩინეს სითბოს ფარული წყარო. სავარაუდოდ, ეს არის რომელიღაც რადიოაქტიური მინერალი, რომელიც ნელ-ნელა ადნობს ყინულს მიმდებარე რეგიონში. მკვლევარებმა სითბოს წყაროს მიაგნეს თვითმფრინავის რადიოლოკაციური მაჩვენებლებით, როდესაც რეგიონის თავზე დაფრინავდნენ. რადიოლოკატორმა ჩააღწია ყინულში 3 კილომეტრის სიღრმეზე და აღმოაჩინა ძლიერი რადიოაქტიური გამოსხივება. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდაში ყინულის დნობა მიმდინარეობს ქვემოდან ზევით. თბილი წყალი მიედინება ყინულისქვეშა ტბებში, რაც შემდგომში აჩქარებს ზედაპირული მყინვარების დნობას - აღნიშნავს ScienceAlert. „დნობის პროცესი, რომელსაც ჩვენი მკვლევარები აკვირდებიან, ათასობით ან მეტი წელია რაც მიმდინარეობს და იგი პირდაპირ ზეგავლენას არ ახდენს ყინულის საფარის ცვლილებაზე. თუმცა სამომავლოდ, ბუნებრივ დნობას დამატებული თბილი წყალი უფრო მეტად მგრძნობიარეს გახდის რეგიონს კლიმატის ცვლილების კუთხით“. - აცხადებს ტომ ჯორდანი, ანტარქტიდის ბრიტანულ მკვლევართა გუნდის წევრი. ამ აღმოჩენამდე ადრეულ პერიოდში არიზონას უნივერსისტეტის ოკეანოლოგებმა გამოთვალეს, თუ რა გავლენას მოახდენს ანტარქტიდის მყინვარების დნობა გლობალურ კლიმატზე. თუკი მეცნიერთა დასკვნები და გამოთვლები სწორია, მიმდინარე ტენდენციის მიხედვით მსოფლიო ოკეანის დონე 2100 წლისთვის 101 სანტიმეტრით გაიზრდება და არა 76,2-ით, როგორც ამ დრომდე ითვლებოდა. https://hightech.fm/2018/11/21/hidden-warm
      • 1
      • Like
  25. როგორც ცნობილია, რობოტს ექნება გარდაცვლილი ადამიანის სახის 3D ნიღაბი და გამოსცემს იმავე ხმას, რასაც კონკრეტული ადამიანი. რობოტის საშუალებით „გარდაცვლილ ადამიანთან კონტაქტი მომხმარებლებს შეეძლებათ 49 დღის განმავლობაში, რაც წარმოადგენს დაკრძალვის შემდგომ სამგლოვიარო პერიოდს იაპონური წესის მიხედვით. ამგვარი რობოტის კონცეფცია წარმოადგინა კომპანია Digital Shaman-მა. კომპანიის წარმომადგენლები პირველ რიგში ინტერვიუს ჩაწერენ მსურველებთან, შემდეგ კი მოხდება ამ ჩანაწერის გამოყენება რობოტის ფუნქციონირებისას. აგრეთვე, მონაცემები შეგროვდება ადამიანის ფიზიკური მახასითებლების შესახებაც. მას შემდეგ, როდესაც მომხმარებელი გარდაიცვლება, მისი ოჯახის წევრებს შეეძლებათ რობოტის პროგრამის ამოქმედება, რომელიც იმიტირებს პიროვნებას, საუბარს და ჟესტებს - ხელებისა და თავის მოძრაობას: იმ მოძრაობებს, რასაც ადამიანი ინტერვიუს დროს ახორციელებდა. რობოტის შემქმნელია ეცუკი იჩიჰარა - იგი ამბობს, რომ ამგვარი რობოტის შექმნის იდეა მას ბებიის გარდაცვალების შემდეგ დაებადა. „მე მკაფიოდ მახსოვს დაკრძალვიდან გარკვეული დეტალები. რიტუალი შოკისმომგვრელი იყო“. იაპონელები ცდილობენ შექმნან ალტერნატიული საშუალებები ახლობლებთან საკონტაქტოდ. „ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი შეტყობინება და გამომშვიდობება. მომხმარებლებს შეეძლებათ ჩაწერონ ნებისმიერი სახის საუბარი და შეტყობინება, რასაც თავად მოისურვებენ. შემდეგ კი ამ საუბარს რობოტი გააჟღერებს“ - განაცხადა იჩიხარამ. რობოტის ავტორი გეგმავს, რომ სამომავლოდ ეს რობოტი ფართო საზოგადოებას წარუდგინოს. „ვთვლი, რომ ეს მეტად დაეხმარება ადამიანებს“ - აღნიშნავს იგი. https://hightech.fm/2018/12/31/relatives
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.