Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7324
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ახალი აპლიკაცია იყენებს Google-ის Digital Wellbeing ფუნქციას — სასარგებლო ინსტრუმენტების კრებულს, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი აპლიკაციის მოხმარებას მიაქვს ყველაზე მეტი დრო. ის განკუთვნილია Android-ის ყველა ტელეფონთვის და მისი სახელწოდებაა ActionDash. იგი შეიმუშავა იმავე კომპანიამ, რომელმაც გამოუშვა ადაპტაციის სისტემა Action Launcher. ActionDash აპლიკაციის გახსნისას თქვენ ხედავთ აპლიკაციების ჩამონათვალს, რომლითაც სარგებლობდით დღის განმავლობაში, ასევე იმას, თუ რამდენჯერ განბლოკეთ ტელეფონის ეკრანი ან რამდენი შეტყობინება მიიღეთ. ეკრანიდან ეკრანზე გადასვლისას შესაძლებელია ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაფილტვრა დღეებით, საათებით და აპლიკაციებით. ActionDash გამოიყურება თითქმის ისევე, როგორც Google-ის Digital Wellbeing-ი იმ მცირედი განსხვავებით, რომ მასში შეუძლებელია აპლიკაციის მოხმარების ლიმიტის დაწესება. მსგავსებაში ActionDash-სა და Digital Wellbeing-ს შორის არ უნდა ვხედავდეთ მხოლოდ ცუდს. ეს არის საშუალება, ერთმანეთისგან გავარჩიოთ თითოეულის პლუსი თუ მინუსი. მაგალითად, ActionDash-ში ნავიგაცია უფრო გამარტივებულია ეკრანზე ხელით მარცხნივ ან მარჯვნივ გადასვლით, მაშინ როცა Digital Wellbeing-ში გვხვდება ბევრი ჩამალული ეკრანი, თუმცა ფუნქციათა ნაკრები უფრო მეტად მოწესრიგებულია, რაც ადვილს ხდის გავიგოთ, თუ რომელი აპლიკაცია გვახარჯინებს ყველაზე მეტ დროს. ActionDash-ს Digital Wellbeing-თან შედარებით აქვს ერთი უპირატესობა - ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. Google-ის Digital Wellbeing განკუთვნულია მხოლოდ Pixel და Android One ტელეფონებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მომხმარებელთა მცირე ჯგუფს შეუძლია მისი გამოყენება. „შესაძლებლობა იმისა, რომ Google-ის ისეთი ფუნქციები, რომლებიც ლიმიტირებული ტელეფონებისთვის იყო შემუშავებული, ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველა სხვა დანარჩენი მომხმარებლისთვის, ყოველთვის მიზიდავდა“ - აცხადებს ActionDash-ის შემქმნელი კრის ლეისი. მოსახმარებლად იოლი ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს ძველი Android-სმარტფონების მომხმარებლებს შეიგრძნონ, თითქოს მათ ხელში უკავიათ ახალი სმარტფონი Google-ის უახლესი ოპერაციული სისტემით. ActionDash-ს გააჩნია კიდევ რამდენიმე უპირატესობა Digital Wellbeing-თან შედარებით. მას აქვს ე.წ. მუქი ეკრანის რეჟიმი და შეუძლია ყოველი დღის ბოლოს სრული ინფორმაციის გამოტანა დღიური მოხმარების შესახებ მაშინ, როცა ეს უკანასკნელი შეზღუდულია იმით, რომ ინფორმაციის მისაღებად ყოველ ჯერზე საჭიროა აპლიკაციაში შესვლა. კრის ლეისი აცხადებს, რომ იგი ეძებს გზებს - თავის აპლიკაციას დაამატოს მთელი რიგი ფუნქციები. მაგალითად, აპლიკაციის მოხმარების ტაიმერი, რომელიც ასევე გააჩნია Digital Wellbeing-ს. მაგალითად, პერიოდულად ირთვება შავ-თეთრი ეკრანი, რაც აიძულებს მომხმარებელს შეწყვიტოს ტელეფონით სარგებლობა. ActionDash მას წარმოუდგენია, როგორც მონაცემთა შეგროვების საშუალება და არ სურს მოახდინოს Digital Wellbeing-ის ერთი-ერთში კოპირება. არსებობს მრავალი სხვა ანალოგიური აპლიკაცია, მაგრამ ActionDash მოსახმარებლად უფრო იოლია და მონაცემთა კონფიდენციალურობა დაცულია, რაც ნიშნავს იმას, რომ აპლიკაციების მოხმარების ისტორია დარჩება ტელეფონის მეხსიერებაში და ხელმიუწვდომელი იქნება მესამე პირთათვის. ActionDash უფასოა, თუმცა მისი განახლებული ვერსია ფასიანია, იგი წარმოდგენილია სხვადასხვა ბონუს-ფუნქციით, მაგალითად, აქვს მუქი ეკრანის თემა და არ შეიცავს მომაბეზრებელ რეკლამებს. https://www.theverge.com/2019/1/18/18188782/actiondash-digital-wellbeing-alternative-google-android-app
      • 1
      • Like
  2. სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=aFQSFke0wFc რიჩარდ ბრაუნინგმა, რომელიც საზღვაო შეირაღებული ძალების ყოფილი წევრია და ამავე დროს არის გამომგონებელი, თანაც კომპანია Gravity Industries-ის დამფუძნებელი - შექმნა რეაქტიული კოსტიუმი. ბრაუნინგმა, რომელსაც „ნამდვილი რკინის კაცი“ უწოდეს, საწვრთნელ ცენტში - Commando Training Centre-ში მოახდინა Daedalus Mark 1-ის დემონსტრირება. კოსტიუმი აღჭურვილია შვიდი ძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 1000 ცხენის ძალა. ამგვარი კოსტიუმით ადამიანს შეუძლია განავითაროს 80 კმ/სთ სიჩქარე. ვიდეოში ნაჩვენები ფრენა არ არის კოსტიუმის პირველი დემონსტრაცია, თუმცა მეტად ღირსშესანიშნავია თავად ბრაუნინგისთვის, რადგან იგი არმიიდან წამოსვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა საზღვაო ძალების მოსამზადებელ ცენტრში, სადაც ოდესღაც თავადაც გადიოდა წვრთნებს. რაც შეეხება კომპანია Gravity Industries-ს, იგი ჯერჯერობით ყიდის მხოლოდ ტანსაცმელს საკუთარი სიმბოლიკით. როდის გაეშვება გაყიდვაში რეაქტიული კოსტიუმები, ჯერჯერობით უცნობია. https://www.ixbt.com/news/2019/01/20/daedalus-mark-1-1000.html
      • 2
      • Like
      • Upvote
  3. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ 5G ქსელის ამოქმედების წინ დასავლურმა ქვეყნებმა ბრძოლა დაიწყეს ჩინურ კომპანია Huawei-სთან, რომელიც შესაძლოა ამ ქსელის მოწყობილობების მთავარი მომწოდებელი გახდეს. უკანასკნელი სიახლე ამ თემასთან დაკავშირებით კანადას უკავშირდება. ჩინეთის ელჩმა კანადაში ლიუ შეიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს Huawei Technologies-ს სანქციები დაეკისრება, კანადა პასუხს მიიღებს ქვეყნის მხრიდან. სანქციებში იგულისხმება ადგილობრივი კომპანიებისთვის აკრძალვა - არ შეიძინონ Huawei-ს მოწყობილობები. უკანასკნელი ცნობებით, კანადას ჯერჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და იმყოფება უსაფრთხოების ასპექტების შესწავლის პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუარესდა გასული წლის ბოლოს, როდესაც კანადის ხელისუფლებამ დააპატიმრა მენ ვანჩჟოუ - ჩინური კომპანიის ფინანსური დირექტორი. ამასთან, ეს დაპატიმრება განხორციელდა აშშ-ის მოთხოვნით. ამის შემდეგ კი ჩინეთის ტერიტორიაზე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს კანადის მოქალაქეს ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო. ჩინეთის ელჩი კანადაში მოუწოდებს ჩრდილოამერიკულ ხელისუფლებებს, მიიღონ „ბრძნული გადაწყვეტილება“. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება საპასუხო ზომებს. როგორი იქნება ეს ზომები ჯერჯერობით არ ზუსტდება, თუმცა ელჩის აზრით, ზომების მიღება გარდაუვლად მოხდება. Huawei-ს დამფუძნებელმა - რენ ჟენფეიმ ორი ინტერვიუ გააკეთა ბოლო კვირის განმავლობაში. მან აღნიშნა, რომ ჩინური კომპანია არ ჯაშუშობს ხელისუფლების სასარგებლოდ და განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარე მოვლენებისთვის კომპანია ჯერ კიდევ 10 წლის წინ იყო მზად. ჟენფეიმ არ უარყო ის ფაქტი, რომ დასავლური ქვეყნებისგან ბოიკოტმა ნეგატიურად იმოქმედა კომპანიაზე. ამავე დროს, კომპანიის დამფუძნებელს სჯერა, რომ უახლოეს პერიოდში ზეწოლა შეწყდება, რადგამ, როგორც ჟენფეი აღნიშნავს, Huawei-ს მოწყობილობები უფრო უკეთესია და თანაც იაფია, ვიდრე კონკურენტებისა. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23581/osnovatel-huawei-utverzhdaet-chto-davlenie-so-storony-zapada-vskore-prekratitsja-a-kitaj-ugrozhaet-kanade
      • 1
      • Like
  4. Microsoft-ის კითხვა-პასუხების გვერდზე გამოქვეყნდა ვადა, თუ როდის უნდა შეწყდეს მობილური ოპერაციული სისტემის - Windows 10 Mobile-ის მხარდაჭერა. როგორც მოსალოდნელი იყო, Windows 10 Mobile 1709 ვერსია ფუნქციონირებას შეწყვეტს მიმდინარე წლის 10 დეკემბერს. ხოლო თუკი თქვენი სმარტფონი არ განახლებულა ამ ვერსიამდე და Windows 10 1703 ვერსიაზე მუშაობს, მხარდაჭერა შეწყდება 11 ივნისს. გარდა ამისა, პარამეტრებისა და რამოდენიმე აპლიკაციის სარეზერვო ასლების შექმნის ფუნქცია მუშაობას შეწყვეტს 2020 წლის 10 მარტს. ფოტოების სარეზერვო კოპირება და მათი აღდგენა რეზერვებიდან შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე. Microsoft-ი არ აპირებს Windows 10 Mobile-ის განახლება საკუთარი სერვერებიდან წაშალოს, ასევე შესაძლებელი იქნება Windows Device Recovery Tool-ის გამოყენება. ეს კარგი სიახლეა მათთვის, ვინც აპირებს გააგრძელოს სმარტფონით Windows 10-ის გამოყენება, თუკი მათ დასჭირდებათ პარამეტრების ქარხნულ მდგომარეობაზე გადაწყობა. რაღა თქმა უნდა, სმარტფონები შეძლებენ იმუშაონ განახლების გარეშეც. ძველებურად იქნება შესაძლებელი აპლიკაციების ჩამოტვირთვა Windows Store-იდან, თუკი ისინი განკუთვნილია Windows 10 Mobile 1709-ის ან უფრო ძველი ვერსიებისთვის. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/23589/nazvana-data-prekraschenija-podderzhki-windows-10-mobile
      • 4
      • Like
      • Upvote
      • Sad
  5. როგორც უკვე ვიცით, კორპორაცია AMD-მ დააანონსა ახალი 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათი Radeon VII. სამწუხაროდ, მოკლე დემონსტრაციის ფარგლებში შუეძლებელი იყო ახალი ბარათის რეალური წარმადობის შეფასება. ამჟამად კი პორტალ computerbase.de-ზე გამოჩნდა ინფორმაცია თამაშებში მისი წარმადობის შესახებ. ვიდეო ბარათის ტესტირება მიმდინარეობდა Intel Core i7-7700K პროცესორით, რომელიც წარმოდგენილია 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით 3000 მჰც სიხშირეზე. ყველა თამაშში ტესტირება განხორციელდა მაქსიმალურ შესაძლო კონფიგურაციებსა და 4K ფორმატზე (3840×2160 პიქსელი), გამოყენებული იყო დრაივერი Adrenalin 18.50. უფრო თვალსაჩინო შედარებისთვის შედეგებზე ასევე ნაჩვენებია Radeon RX Vega 64-ის წარმადობა და Radeon VII-ის წარმადობის პროცენტული ზრდა. Radeon VII ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ Radeon VII შეიცავს 3840 ნაკადურ პროცესორს, 240 ტექსტურულ და 64 რასტრულ ბლოკს. საბაზისო სიხშირე 1450 მეგაჰერცის ტოლია, boost-სიხშირე კი აღწევს 1800 მეგაჰერცს. ვიდეომეხსირების სიჩქარეა 2000 მეგაჰერცი, რაც 4096-ბიტიანი HBM2 bus-ით უზრუნველყოფს 1 ტბ/წმ სიჩქარეს. AMD Radeon VII თებერვლიდან გაიყიდება 699 აშშ დოლარად. https://overclockers.ru/blog/Andrekon/show/23618/opublikovany-dannye-o-proizvoditelnosti-amd-radeon-vii-v-26-igrah
      • 2
      • Like
      • Upvote
  6. როგორც Overstock.com-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ ბირნმა განაცხადა, ტოკენებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი პლატფორმა tZERO ამოქმედდება მომავალი კვირის ბოლომდე. ბირნმა Coindesk-ს განუცხადა, რომ კომპანია „მზადაა დღესვე დაიწყოს მუშაობა, თუმცა დაიცდის კიდევ რამოდენიმე დღეს, რათა დაამუშავოს მომხმარებლების სარეგისტრაციო მონაცემები. მომდევნო კვირის ბოლოსთვის ჩვენ ავამუშავებთ სავაჭრო სისტემას. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩვენთვის საქმიანობის ოთხი წლის განმავლობაში“. განცხადება გულისხმობს, რომ tZERO შეასრულებს გრაფიკს, რომელიც გასულ თვეში Medici Ventures-ის პრეზიდეტმა ჯონათან ჯონსონმა გაახმაურა. მისი თქმით, კომპანია მუშაობას იანვარში დაიწყებდა. Medici Ventures - ეს არის Overstock-ის ფონდი და tZERO-ს მშობელი კომპანია. კომპანიამ უკვე აცნობა ინვესტორებს tZERO ტოკენების გაყიდვის შესახებ, რომელიც გასული წლის აგვისტოში დასრულდა და განუცხადა, რომ უკვე ექნებათ წვდომა თავინთ ტოკენებზე. ინვესტორებისთვის გაგზავნილი წერილობითი ცნობის თანახმად, ტოკენების სამთვიანი ბლოკირების პერიოდი დასრულდა და ინვესტორებს შეუძლიათ შექმნან საბროკერო ანგარიში tZERO Dinosaur Financial Group-ის დილერებთან პარტნიორობით, ან განათავსონ თავინთ ტოკენები პირად საფულეში. tZERO-ს სათავეში ჩაუდგება სტივენ ჰოპკინსი, რომელიც ამ დრომდე Medici-ს მთავარი საოპერაციო დირექტორი და გენერალური მრჩეველი იყო. ჰოპკინსი tZERO-ს პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს. სტარტაპი ამჟამად ეძებს პირებს, რომლებიც დაიკავებენ ემისიის განყოფილების თავმჯდომარისა და შიდა ბროკერ-დილერის ხელმძღვანელის ადგილებს. ეს უკანასკნელი tZERO-ს საცალო კლიენტებს მოემსახურება. პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება საკუთარი, tZERO ტოკენებით ვაჭრობა, აგრეთვე საუბარია დაახლოებით 60 სხვადასხვა კომპანიაზეც. კომპანია Elio Motors-ი იქნება სავარაუდოდ შემდეგი, რომელიც გამოუშვებს ტოკენებს, რაც პლატფორმაზე გაიყიდება - განაცხადა ბირნმა. მიუხედავად იმისა, რომ tZERO კიდევ რამოდენიმე დღე არ ამოქმედდება, კომპანიამ უკვე ჩაუყარა საფუძველი security ტოკენებით ვაჭრობის განვითარებად ბაზარს. დეკემბერში tZERO დაიქირავა ჰონგკონგურმა კომპანიამ GSR Capital-მა კობალტით ვაჭრობისთვის განკუთვნილი ტოკენების შესაქმნელად. ამასთან, GSR-მა Overstock-ისგან შეიძინა 30 მლნ დოლარის ღირებულების tZERO security ტოკენები. ასევე დეკემბერში tZERO-მ კიდევ ერთი კომპანია დაამატა Medici-ს პორტფელში - კრიპტო-საფულის სტარტაპი Bitsy. ბირნმა security ტოკენებით ვაჭრობასთან დაკავშირებული გეგმები პირველად 2014 წელს გაახმაურა, მაგრამ ტექნოლოგიურ და ნორმატიულ მცდელობებს რამოდენიმე წელი დასჭირდა. Overstock-ის თავდაპირველი ალტერნატიული სავაჭრო სისტემა (ATS) tZERO-ს წინამორბედია ერთგვარად. იგი უკვე ორი წელია მოქმედია, თუმცა მის ფარგლებში ხდება მხოლოდ Overstock-ს პრივილეგირებული ტოკენების გადარიცხვა და თანაც პლატფორმაზე ფიქსირდება მცირე აქტივობა ტექნიკური შეფერხებების გამო (სულ 10 გარიგება 15-თვიან პერიოდში). https://www.coindesk.com/overstocks-patrick-byrne-says-tzero-will-launch-next-week
      • 1
      • Like
  7. ორგანიზაცია PCI Special Interest Group-მა (PCI SIG), რომლის მოვალეობაშიც შედის მონაცემთა გადაცემის სტანდარტების შემუშავება და განვითარება PCI-ის ბაზაზე, განაცხადა PCI Express 5.0-ის სპეციფიკაციის 0.9 ვერსიის ხელმისაწვდომობის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ მუშაობა ახალ სტანდარტზე შედის ფინალურ ფაზაში. ბოლო რამდენიმე წელია პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრიის განვითარება გაჩერდა „ძველ“ PCI Express 3.0-ის სტანდარტზე მონაცემთა გადაცემის 8გბ/წ სიჩქარით, მაგრამ PCI Express 4.0 სტანდარტის სწრაფი გამოჩენა AMD-ს პროდუქტებში გააორმაგებს ამ მონაცემებს 16 გბ/წ-მდე. სავარაუდოდ, PCI Express 4.0-ს მალევე ჩაანაცვლებს ახალი PCI Express 5.0, რომელზეც უკვე მიდის მუშაობა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ორივე სტანდარტი პარალელურ რეჟიმში დაინერგოს. PCI Express 5.0 სტანდარტის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაუტოლდება 32 გბ/წ-ს, ამასთან ის გამოიყენებს 128b/130b კოდირებას, რაც საშუალებას მისცემს მთლიანი სიჩქარე გაიზარდოს 128 გბ/წ-მდე. ახალი სტანდარტი ითვალისწინებს სიგნალის გაუმჯობესებას და შეყოვნების შემცირებას, ასევე PCI-ის ძველ ვერსიასთან ადაპტაციას. სავარაუდოა, რომ PCI Express 5.0 გამოყენებას ჰპოვებს მაღალი წარმადობის სისტემებში, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან, მანქანურ სწავლებასთან, მონაცემთა დამუშავებასა და მოდელირებასთან. საბოლოო ვერსია 1.0 უნდა გამოვიდეს 2019 წლის პირველ კვარტალში. https://overclockers.ru/blog/id_1/show/23551/rabota-nad-standartom-pci-express-50-blizka-k-svoemu-zaversheniju
  8. აშშ-ის თავდაცვის თანამედროვე კვლევითი პროექტების სააგენტომ - DARPA-მ გამოაცხადა კონკურსი სამხედრო რობოტის კონცეფციის შესამუშავებლად. კონცეფციის მიხედვით, გამოთვლებზე პასუხისმგებელი იქნება მწერების ტვინი. ამ სიახლის შესახებ თავად სააგენტომ განაცხადა. მკვლევარები თვლიან, რომ მწრების უნარი - მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მარტივი სტიმულების ზემოქმედებით (მაგალითად, ფარვანა „დაპროგრამებულია“ სინათლისკენ მიიწევდეს) მეცნიერებს საშუალებას მისცემს დიდი გარღვევა მოახდინონ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. კომპანია, რომელიც სააგენტოს საუკეთესო შედეგს შესთავაზებს, 1 მლნ დოლარს მიიღებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და მასზე დაფუძნებული რობოტის შექმნისთვის - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. „არსებობს ამგვარი ტექნოლოგია: მეხსიერებაში ზუსტი ნეირონული კოდების გამოყენებით კონკრეტული უნარ-ჩვევების დანერგვა. თუკი გვაქვს ერთი ადამიანის ნეირონული კოდები, შეგვიძლია რომ ეს კოდი სხვა ადამიანს გადავცეთ? ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“ - აცხადებს ჯასტინ სანჩესი, DARPA-ს წარმომადგენელი. მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს იაპონელმა მეცნიერებმა: მათ ამება Physarum polycephalum-ს „დაავალეს“ შეესრულებინა კლასიკური გამოთვლითი დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო მარშრუტის ოპტიმიზება რუკაზე, ისე რომ ერთ წერტილში მხოლოდ ერთხელ მისულიყო. ერთუჯრედიანმა ორგანიზმმა პრობლემა სრულიად ახლებური მეთოდით გადაჭრა. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ელექტრონულ მოწყობილობებს რაღაც მაინც აქვთ შესასწავლი ამებისგან. https://hightech.fm/2019/01/17/smart-ai https://www.fbo.gov/index.php?s=opportunity&mode=form&id=5fdb0522f0667e24e19274519b8ef011&tab=core&_cview=0
      • 1
      • Like
  9. Tesla 7 %-ით ამცირებს საკუთარ პერსონალს, განაცხადა ილონ მასკმა. აღნიშნული შეეხება დაახლოებით 3000 მომსახურეს. სულ კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 45000 ადამიანი. შემცირებასთან ერთად, რომელიც დაიგეგმა მას შემდეგ, რაც კომპანიის პერსონალი შარშან გაიზარდა 30 %-ით, მასკმა დააანონსა, რომ კომპანია შეინარჩუნებს „მხოლოდ ყველაზე ღირებულ მუშაკებს და ქვეკონტრაქტორებს“. აღნიშნული პროცესი დაკავშირებულია ხარჯების შემცირებასთან კლიენტების რეფერალური პროგრამის ფარგლებში. თავის ბლოგში მასკმა აღნიშნა, რომ წელი, როდესაც Tesla-მ გამოუშვა Model 3, იყო მეტად გამომწვევი წელი კომპანიის ისტორიაში და ეს აისახა აღნიშნული მოდელის მასიური გაყიდვებით. Tesla Model 3-ის წარმოება სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან მას არ ჰყოფნიდა საწარმოო სიმძლავრეები და ძნელად მიიღწეოდა წარმოების მასშტაბის ეფექტი ეკონომიისთვის. Tesla საჭიროებს პერსონალის შემცირებას, რადგან საჭიროა Model 3-ის წარმოების ეფექტურობის ზრდა და საინჟინრო-ტექნოლოგიური წინსვლა უახლოეს თვეებში, განაცხადა Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. მასკმა განაცხადა, რომ Tesla-მ მიიღო მცირე მოგება გასული წლის ბოლო ორ კვარტალში, თუმცა მე-4 კვარტლის მოგება უფრო მცირე იყო, ვიდრე მე-3 კვარტლის. მომგებიანობა გამოწვეული იყო Model 3-ის მაღალფასიან ვერსიაზე ფოკუსირების გამო. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოდელის საბაზისო ფასი უნდა ყოფილიყო 35 000 დოლარი, დღეს Tesla Model 3-ის ყველაზე იაფი ფასია 44000 დოლარი. მასკი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი გამოწვეულია იმით, რომ კომპანიას სურს გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი საფასო კუთხით საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამა წლის 1 ივლისიდან იგეგმება აშშ-ის ფედარალური შეღავათების ორჯერ დაწევა 1875 დოლარამდე, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრიდან კი საერთოდ გაუქმება. მას სურს დაიწყოს საშუალო ფასის სეგმენტის ავტომობილების წარმოება და მათი მიწოდება ბაზარზე ამა წლის მაისიდან, რადგან მისივე განცხადებით კომპანია ეტაპობრივად და მიზანდასახულად აღწევს პროგრესს დაბალფასიანი სეგმენტის ათვისების ასპექტში. https://www.theverge.com/2019/1/18/18188015/tesla-cutting-7-percent-of-workforce-elon-musk
      • 1
      • Like
  10. კრიპტო-გადახდების სერვისების უმსხვილესი პროვაიდერის, BitPlay-ს ანგარიშის თანახმად, გასულ წელს განხორციელდა 1 მილარდზე მეტი ტრანზაქცია. მოხსენების მიხედვით, კომპანიამ ასევე რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. გასული წლის უმსხვილეს კლიენტებად BitPlay-მ დაასახელა Dish Networks, HackerOne, და ოჰაიოს შტატი (the State of Ohio). BitPlay აგრეთვე იმასაც აცხადებს, რომ მისი B2B ბიზნესი თითქმის 255 %-ით გაიზარდა 2017 წელთან შედარებით. გენერალური დირექტორისა და თანადამფუძნებლის, Stephen Pair-ს თქმით, ფირმამ ზრდა დააფიქსირა, რადგან მისი პროდუქტი „უფრო იაფი და სწრაფია, ვიდრე საბანკო გადარიცხვები მსოფლიოს უმეტეს რეგიონში“. BitPlay, როგორც ცნობილია, ფოკუსირებულია ბიტკოინზე, თუმცა სერვისი იტყობინება, რომ მან დაამატა სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერაც: ესენია ბიტკოინ-ქეში (Bitcoin Cash) (BCH), სტაბილური კოინები (USDC), the Gemini dollar (GUSD) და Paxos Standard (PAX). აპრილში BitPlay-მ დააზღვია 40 მლნ დოლარი დაფინანსების B სერიის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კრიპტო და IT-სფეროს ისეთი უმსხვილესი მოთამაშეები, როგორებიცაა Tencent-ის თანადამფუძნებელი Alvin Liu და Christopher Klauss Family Office, Internet Security Systems-ის (ISS) დამფუძნებელი, IBM-ის მიერ 2006 წელს შეძენილი ფირმები. 2018 წლის ბოლოს BitPlay-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ელის ბიტკოინის მასიურ დამკვიდრებას სამ-ხუთ წელში. ნოემბერში კი კომერციულმა დირექტორმა Sonny Singh-მა ივარაუდა, რომ 2019 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 15 ათასიდან 20 ათას დოლარამდე გაიზრდება. Cointelegraph-მა ნოემბერშივე განაცხადა ბლოკჩეინზე მომუშავე კომპანია Chainalysis-ის კვლევის შესახებ, სადაც მოცემული იყო, რომ კომერციული გადახდებისთვის ბიტკოინის გამოყენების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა 2018 წელს. https://cointelegraph.com/news/crypto-payments-service-bitpay-reports-it-saw-over-1-billion-in-transactions-in-2018
      • 1
      • Like
  11. 17 იანვარს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა „დეცენტრალიზებული გადახდების გლობალურად მასშტაბირებადი ქსელის“ გაშვების შესახებ. კრიპტოვალუტა, სახელწოდებით Unit-e - ფინანსდება კომპანიის, Distributed Technologies Research-ის (DTR) მიერ: ეს არის შვეიცარიაში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ოფიციალურად ამოქმედდა ამავე დღეს - 17 იანვარს. როგორც Bloomberg- იტყობინება, DTR-ში შედიან აშშ-ის შვიდი უმსხვილესი უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარები. მათ შორისაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), სტენფორდის უნივერსისტეტი და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი. როგორც ცნობილია, ორგანიზაციამ მიიღო ბლოკჩეინ-საინვესტიციო ფონდის - Pantera Capital-ის მხარდაჭერა. პრეს-რელიზის თანახმად, Unit-e-ს ძირითადი გუნდი, ე.წ ბირთვი ბერლინშია და შედგება „ღია კოდებისა და განაწილებული სისტემების ინჟინრებისგან“. Joey Krug-ი, DTR-ის ფონდის საბჭოს წევრი და Pantera Capital-ის თანადირექტორი საინვესტიციო საკითხებში, აცხადებს, რომ „მასშტაბირების არარსებობა აკავებს კრიპტოვალუტების მიღება-აღიარებას“. Bloomberg-ის განცხადების თანახმად, DTR გეგმავს Unit-e გამოუშვას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში. ორგანიზაციამ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ მათი მიზანია კრიპტოვალუტებით წამში 10 ათასი ტრანზაქციის განხორციელება. 23 დეკემბერს ბიტკოინის ქსელმა, Lightning Network-მა (LN) 2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა ტრანზაქციებში, ნოუდ (node) არხებმა, რომლებითაც მხარდაჭერილი იყო Lightning Network-ი (LN), შეძლეს 496,8 ბიტკოინის გადარიცხვის ხელშეწყობა. აგრეთვე, ნოუდების გამაერთიანებელი არხები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორი თვის განმავლობაში და შეადგინა 14 352 უნიკალური არხი 2018 წლის ბოლოს. 2018 წლის ოქტომბერში სადეპოზიტო-საფინანსო სერვისების კომპანიამ - Depository Trust & Clearing Corporation-მა გამოქვეყნა კვლევა, რომელშიც აღმოჩნდა, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია საკმარისად მასშტაბირებადია აშშ-ის საფონდო ბირჟების ყოველდღიური ბრუნვის მხარდასაჭერად. https://cointelegraph.com/news/mit-stanford-researchers-to-fund-new-globally-scalable-cryptocurrency-unit-e
      • 1
      • Like
  12. მომავალი iPhone, პირობითი სახელით iPhone XI ცვლილებებით იქნება წარმოდგენილი. შემცირდება ჭრილი ეკრანზე, რაც ბოლო დროის სმარტფონებისთვის დამახასიათებელია. ფრონტალური და უკანა კამერებიც შეიცვლება აპარატის შიდა დიზაინის მსგავსად. რამოდენიმე დღის წინ CompareRaja-მ და @OnLeaks-მა საზოგადოებას გაუზიარეს iPhone 2019-ის რენდერები. გამოსახულებებიდან ჩანს, რომ არსებითად განახლებულია სმარტფონის უკანა პანელი, შიდა კომპონენტებს კი შესაძლოა კიდევ უფრო შეეხოს ცვლილებები. გამოჩნდა გარკვეული ახალი ინფორმაცია ახალი სმარტფონის შესახებ. Apple ტრადიციულად კონსერვატორული იყო, როდესაც საქმე ეხებოდა ფრონტალურ კამერას (FaceTime კამერა), თუმცა iPhone XI-ში იგი ბევრად გაუმჯობესებული სახით წარმოგვიდგება. მიუხედავად ეკრანის ჭრილის მნიშვნელოვნად შემცირებისა, მომავალ სმარტფონს დიდი ალბათობით ექნება 10-მეგაპიქსელიანი ფრონტალური სენსორი. Apple ასევე განაახლებს სისტემა TrueDepth-ს, რათა უკეთ გახდეს შესაძლებელი ადამიანის თვალისთვის უხილავი ფერების აღქმა. ახალ iPhone-ს ქნება უფრო დიდი მოცულობის მქონე ბატარეა (გავრცელებული ხმების თანახმად 4000 მილიამპერი/სთ). ასევე ვრცელდება ხმები Lightning პორტის USB-C პორტით ჩანაცვლებაზე. შესაძლებელია, რომ უკანა კამერა სმარტფონის ცენტრში განთავსდეს. წყაროს ინფორმაციით, კამერას ექნება 10+14-მეგაპიქსელიანი სენსორები და კიდევ ერთი სენსორი, რომლის რეზოლუციაც არ ხმაურდება. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ყველაზე დიდი ცვლილება იყოს, რაც Apple-მა უკანა კამერის დიზაინში შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვარიანტი უკეთესია, ვიდრე კიდევ ერთი გავრცელებული ვარიანტი - კამერების „კვადრატული“ მასივი. (იხ.ფოტოზე) https://3dnews.ru/981293
      • 1
      • Like
  13. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო საგადასახადო სისტემამ, MasterCard-მა განაახლა თავისი ლოგოტიპი, რაც გამოიხატა ასოების მოშორებით. ახლა ის ავრცელებს ინფორმაციას იმ სიახლის შესახებ, რომელიც უთუოდ გაახარებს ბარათების მფლობელებს. სავარაუდოდ, MasterCard-ის მფლობელების უმეტესობა ხვდებოდა ისეთ სიტუაციაში, როდესაც მათ დაუკითხავად ანგარიშიდან ეჭრებოდათ გარკვეული თანხა ამა თუ იმ სერვისის გამოწერის გასაგრძელებლად საცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სერვისების უმეტესობა საშუალებას აძლევს თავის მომხმარებელს, თვითონ გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ამ სერვისით სარგებლობას, თუმცა მომხმარებელი ხშირად ივიწყებს ამას, რის შედეგადაც მის დაუკითხავად ბარათიდან ეჭრება გარკვეული ოდენობის თანხა. ამ ფაქტის შესახებ ის იგებს შეტყობინების მოსვლის შემდეგ, იწვევს მის გულსწყრომას და/ან ფულის დაბრუნების გაჭიანურებულ პროცედურას. MasterCard-ი უთუოდ გადაიღალა ტრანზაქციების ხშირი გაუქმებით. შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მომსახურების, აპლიკაციების და სხვადასხვა შინაარსის მქონე ინფორმაციის გამყიდველებს დაჭირდებათ მომხმარებლის „უსათუო თანხმობა“ მანამ, სანამ მას ანგარიშიდან ჩამოაჭრიან თანხას სერვისით სარგებლობის გამო ან მის გასაგრძელებლად. უფრო მეტიც, ახლა უკვე ისინი ვალდებულნი არიან ბარათის მფლობელს მუდმივად მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის და რამდენი უნდა გადაუხადოს. ამასთან ერთად კლიენტს უნდა გადაეგზავნოს ინფორმაცია ხელმოწერის გაუქმების დეტალური ინსტრუქციით. დღეისთვის არ ვიცით, როგორ შეძლებს MasterCard-ი აღნიშნული ჩანაფიქრის აღსრულებას და როდის შევა აღნიშნული ცვლილებები ძალაში. ასევე, გაურკვეველია ჯერ, აღნიშნული სიახლე შეეხება ყველას, თუ მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებს ან რეგიონს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23538/mastercard-zapreschaet-avtomaticheskoe-spisanie-deneg-s-kart-dlja-prodlenija-podpiski
  14. AMD-ს წარმომადგენლები 7-ნანომეტრიანი Ryzen Matisse-თაობის პროცესორის დემონსტრაციის შემდეგ უკვე ცალსახად ადასტურებენ, რომ თავისუფალი სივრცე არ იქნება გამოყენებული გრაფიკული ქვესისტემის კრისტალისთვის. შესაძლოა ეს ადგილი გამომთვლელი ბირთვის მეორე კრისტალმა დაიკავოს. გარდა ამისა, მათ განმარტეს, რომ ორი კრისტალის ასიმეტრიული განლაგება გარდაუვალს ხდის კონტაქტების ოპტიმიზაციას. ფოტოს წყარო: AMD იტალიური რესურსის, Bits&Chips.it-ის ინფორმაციის თანახმად, მრავალკრისტალიანი სისტემა ზრდის ინფორმაციის გადაცემის შეფერხების დონეს. სწორედ ამიტომაა 7-ნანომეტრიანი პროცესორები ინტეგრირებული გრაფიკით და მათი უახლოესი „შთამომავლებიც“შეინარჩუნებენ ერთკრისტალიან სისტემას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კერძო აზრია და არაა დადასტურებული პოზიცია თავად AMD-ს მიერ. სამაგიეროდ, წყარო დარწმუნებულია, რომ PCI Express 4.0 და PCI Express 3.0 რეჟიმებს შორის ცვლილებები გავლენას მოახდენს პირველი 7-ნანომეტრიანი პროცესორების წარმადობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Intel-ისა და AMD-ს თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს პროცესორების ეგრეთ წოდებული Kaby Lake-G თაობა, რომლებშიც გაერთიანებულია EMIB კრისტალი და დისკრეტული გრაფიკული პროცესორი AMD Vega. https://overclockers.ru/hardnews/show/95398/blizhajshie-gibridnye-processory-amd-sohranyat-monolitnyj-kristall
      • 2
      • Like
  15. Project Alias-ის დანიელმა გამომგონებლებმა შექმნეს სმარტ-სპიკერისთვის მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელს მოსმენისგან დაიცავს. მოწყობილობა მიკროფონში თეთრ ხმაურს ქმნის, სანამ მფლობელისგან არ გაიგონებს კოდურ სიტყვას - ნათქვამია ერთ-ერთი შემქნელის, ბიორნ კარმანის საიტზე. ინჟინრების მიერ შექმნილი მოწყობილობა სმარტ-სპიკერების შემქმნელებს, მაგალითად Amazon-სა და Google-ს არ აძლევს საშუალებას, მოისმინონ და შეაგროვონ ინფორმაცია მომხმარებლებზე. მოწყობილობას სოკოს ქუდის ფორმა აქვს, იგი დამზადებულია 3D პრინტერით. აქვს ინტეგრირებული ერთდაფიანი კომპიუტერი Raspberry Pi, ორი მიკროფონი და ორი დინამიკი. კომპიუტერზე დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიებსა და ჰაკერებს არ აძლევს საშუალებას - უსმინონ და მოიპარონ ინფორმაცია სპიკერის მფლობელზე - როდესაც დინამიკი აქტიურ მდგომარეობაშია, მოწყობილობა ახშობს ხმას. მას შემდეგ, როგორც კი მფლობელი წარმოთქვამს კოდურ სიტყვას, დინამიკი შეწყვეტს ხმის ჩახშობას და ჩუმად წარმოთქვამს ორიგინალურ სააქტივაციო ფრაზას, მაგალითად, “Ok, Google”. 2018 წლის მაისში იყო შემთხვევა, როდესაც Amazon Echo-მ თვითნებურად ჩაიწერა პორტლენდში მცხოვრები ქალის და მისი მეუღლის საუბარი და ჩანაწერი უცხო პირს გაუგზავნა. მსგავსი შემთხვევა მოხდა დეკემბერშიც - Amazon-ის გერმანელმა მომხმარებელმა კომპანიას სთხოვა საკუთარი ჩანაწერების ფაილების გამოგზავნა, რომლებიც ეხებოდა მის მოქმედებებს, შენაძენებსა და გადაადგილებას. მიღებულ ZIP-არქივში კი მან Amazon Alexa-ს მიერ ჩაწერილი სხვა პიროვნების 1700 ფაილი აღმოაჩინა. https://hightech.fm/2019/01/16/smart-mushroom
      • 1
      • Like
  16. კომერციული ელექტროტრანსპორტის წარმოებაზე სპეციალიზებულმა სტარტაპმა - Workhorse Group-მა წარადგინა მინიატურული ვერტმფრენი Octocopter-ი, რომლის ღირებულება 200 ათასი დოლარია. ვერტმფრენ SureFly Octocopter-ს შეუძლია აწიოს 180 კილოგრამამდე წონა. აქედან გამომდინარე, მასში მოთავსდება მხოლოდ პილოტი და ერთი მგზავრი. Octocopter-ის მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ია, ამასთან, ერთ დამუხტვაზე სწორედ 120 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ელექტროძრავთან ერთად Octocopter-ს დიზელის ძრავიც ექნება - პირველი მოდელები იქნება ამგვარი ჰიბრიდული სისტემით წარმოდგენილი, შემდგომში კი საფრენი აპარატი მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადავა. CNBC მცირე ხნის წინ ევროპულმა კონსორციუმმა Airbus Helicopters-მა ჩაატარა უპილოტო ვერტმფრენის - VSR700-ის პირველი ტესტირება. ამასთან, ტესტირება ტარდებოდა პილოტის გარეშე. VSR700 შემუშავებულია ორადგილიანი პილოტირებადი ვერტმფრენის - Guimbal Cabri G2-ის ბაზაზე. სისტემა საშუალებას იძლევა იმართოს ოპერატორის მიერ ან სრულიად ავტონომიურ რეჟიმში. https://hightech.fm/2019/01/17/surefly-2
      • 1
      • Like
  17. კომპანია Oppo-მ დაადასტურა, რომ მუშაობს სისტემაზე, რომლითაც სმარტფონების კამერები მიიღებენ ათმაგი ზუმის მქონე ობიექტივებს. ტექნოლოგია 5x ზუმის ანალოგიურია. მისი დემონსტრაცია კომპანიამ რამოდენიმე წლის წინ მოახდინა. ტექნოლოგიის მიხედვით გამოყენებულია სმარტფონის მთელი სიგანე პერისკოპის მსგავსი ლინზის გამოსაყენებლად. სრულფასოვანი ანონსის ნაცვლად კომპანიამ ჯერჯერობით მხოლოდ თიზერი წარადგინა. როგორც ფოტოზე ვხედავთ, ეს არის სამი ობიექტივის კომბინაცია, მათგან ერთში გამოყენებულია პერისკოპის კონსტრუქცია სარკით. Oppo-მ განაცხადა, რომ საზოგადოებას ახალ კამერას წარუდგენს შემდეგ თვეში MWC 2019-ზე. შეგახსენებთ, რომ MWC 2017-ზე კომპანიამ წარადგინა 5x ოპტიკური ზუმი, სადაც ორი ობიექტივი იყო გამოყენებული. სამწუხაროდ, 5x ზუმიანი კამერა ბოლო ორი წლის განმავლობაში Oppo-ს არც ერთ სამომხმარებლო პროდუქტში არ გამოჩენილა. ვიმედოვნებთ, რომ ახალ, გაუმჯობესებულ კამერას უკეთესი ბედი ეწევა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა Oppo F19-ს ჰქონდეს 10x ზუმი. Oppo-მ ჩინურ საიტ Weibo-ს გაუზიარა სამობიექტივიანი კამერის ზოგიერთი მახასიათებელი: კომპანიამ გააერთიანა სუპერფართე ობიექტივი, ჩვეულებრივი ობიექტივი და პერისკოპის მსგავსი ობიექტივი ერთ სისტემაში, რაც საშუალებას იძლევა ფოკუსური დაშორება ვარირებდეს 15,9 მილიმეტრიდან 159 მილიმეტრამდე. კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ ძირითად კამერასა და ტელეობიექტივს ექნება გამოსახულების სტაბილიზაციის ოპტიკური სისტემა. ჩინურმა კომპანიამ ცალკეულ პუბლიკაციაში ასევე განაცხადა, რომ შექმნა თითის ანაბეჭდის ახალი სკანერი, რომელიც ეკრანის ქვეშ განთავსდება და მას სამუშაო სივრცე 15-ჯერ მეტი ექნება კონკურენტებთან შედარებით. Oppo საზოგადოებას ჰპირდება, რომ ამგვარი სენსორის მქონე მოწყობილობები მიმდინარე წელს გამოვა. https://3dnews.ru/981224 https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/1/16/18184870/oppo-10x-zoom-camera-phone-mwc-2019
      • 1
      • Like
  18. World Wildlife Fund-Australia-მ, WWF-მა განაცხადა, რომ უშვებს supply chain-ს, რომელშიც გამოყენებული იქნება ბლოკჩეინი, რათა სავაჭრო დაწესებულებებმა და მომხმარებლებმა შეძლონ გაარკვიონ საკვები პროდუქტების შესახებ საჭირო ინფორმაცია. სიახლის შესახებ ცნობილი გახდა 17 იანვარს კომპანიის მიერ Twitter-ზე განცხადებით. პლატფორმას სახელად უწოდეს OpenSC. იგი არის WWF-Australia-ს და BCG Digital Ventures (BCGDV)-ის პარტნიორობის შედეგი. ეს უკანასკნელი არის აშშ-ის Boston Consulting Group -ის გლობალური კორპორატიული ქვეგანყოფილება. WWF-ის განცხადების თანახმად, სისტემა საშუალებას იძლევა გამოკვლეულ იქნას პროდუქტები არა მხოლოდ მწარმოებელი კომპანიების მიერ, არამედ მომხმარებლებიც შეძლებენ დაადგინონ პროდუქტის წარმომავლობა უნიკალური ბლოკჩეინ-კოდის საშუალებით. პლატფორმა QR-კოდებს ანიჭებს პროდუქტებს, შემდეგ კოდები უკავშირდება ბლოკჩეინ-პლატფორმას, რის შედეგადაც მომხმარებლები შეამოწმებენ ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის მწარმოებლისა და პროდუქტის ვარგისიანობის შესახებ. პლატფორმა აცხადებს, რომ ახალი ინსტრუმენტის ამოქმედების მიზანია, მიეცეთ მომხმარებლებს საშუალება - ზუსტად გაიგონ რას ყიდულობენ, რათა მათ სწორი არჩევანი გააკეთონ. თავის მხრივ, მწარმოებლები ვეღარ შეძლებენ თავიანთი წარმოების ხაზში შენიღბონ საეჭვო მასალები და დამზადების მეთოდები. WWF-Australia-ს გენერალურმა დირექტორმა Dermot O’Gorman-მა პრეს-რელიზში განაცხადა: „OpenSC-ის წყალობით უკვე გვექნება გამჭვირვალობის სრულიად ახალი დონე იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირშია საკვები რომელსაც მივირთმევთ ჩვენს ირგვლივ არსებულ დაბინძურებულ გარემოსთან“. როგორც პრეს-რელიზშია მითითებული, OpenSC-ის საკვლევი პროდუქტები მომავალ კვირას შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მსოფლიო ლიდერებს მოემსახურება. სამომავლოდ ეს სქემა შესაძლოა გავრცელდეს არამარტო კვების პროდუქტებზე, არამედ ცალკეულ მასალებზე, მაგალითად - პალმის ზეთსა და ხე-ტყეზე - იტყობინება სააგენტო Reuters-ი. პლატფორმა ამოქმედდა, ბლოკჩეინზე დაფუძნებული supply chain აქტიურია. გასული წლის ნოემბერში კი ერთ-ერთი შვეიცარიული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია იყო პირველი, ვინც გამოიყენა ეთერიუმ-ბლოკჩეინი თევზის პროდუქტების გამოსაკვლევად. https://cointelegraph.com/news/wwf-launches-blockchain-tool-to-track-food-along-supply-chain
      • 1
      • Like
  19. როგორც უკვე ცნობილია, Intel-ი ფართო სპექტრში ახდენს თავისი Optane-ხაზის ექსპერიმენტებს. კომპანიამ მცირე ხნის წინ წარადგინა ჰიბრიდული SSD დრაივი Optane Memory H10. ახალ SSD ბარათში წარმოდგენილი იქნება Optane-მეხსიერება ღია კეშირებული დრაივის მსგავსად, ინფორმაციის ძირითადი მასა კი შეინახება მეხსიერების QLC ჩიპებზე. ახალი Intel H10 დრაივები ამჯერადაც ძვირადღირებული იქნება ძვირი Optane-მეხსიერების გამო, თუმცა შედარებით იაფი QLC ფლეშ-მეხსიერება ნიშნავს, რომ შეძენისას მიიღებთ უფრო დიდი მოცულობის მქონე დრაივს ფასთან მიმართებაში. დრაივების ახალ სერიაში შედის სამი მოდელი: 1 ტბ QLC ფლეშ-მეხსიერება + 32 გბ Optane memory 512 გბ QLC ფლეშ-მეხსიერება + 32 გბ Optane 256 გბ QLC SSD + 16 გბ Optane. ერთ დრაივს აქვს საკუთარი კონტროლერი Optane მეხსიერებისთვის და ცალკე SMI კონტროლერი QLC ფლეშ-მეხსიერებისთვის. თითოეულ კონტროლერს აქვს საკუთარი PCIe 3.0 x2 მიერთება M.2 კონექტორთან. Intel RST (Rapid Storage Technology) კი ორ დისკს აერთიანებს. ჯამში დისკს აქვს ორი PCIe 3.0 ხაზი. ახალი დრაივების დებიუტი შედგება მეორე კვარტალში Dell-ის, Lenovo-ს, HP-ს, Acer-ის, Asus-ის და ა.შ OEM სისტემებში. Intel-ს სურს, თავისი დრაივებით ლიდერის პოზიცია დაიკავოს რამოდენიმე OEM მწარმოებელთან. H10 დრაივს სჭირდება დედა დაფა, რომელსაც ექნება PCIe bifurcation-მხარდაჭერა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედა დაფების მწარმოებლებმა უნდა გამოუშვან BIOS-ის ახალი ვერსიები ამ ფუნქციის მხარდასაჭერად. ამგვარი მიდგომა მოგებას მოუტანს ორივე მხარეს - მწარმოებელსაც და ლეპტოპების მყიდველებსაც. პირველი მათგანი მიიღებს შემოსავალს, მეორე კი - საკმაოდ დიდი მოცულობის სანახ სივრცეებს და თავიდან აირიდებს ეძებოს უფრო ტევადი და სწრაფი SSD ნაცვლად HDD-ისა. https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/23491/chudo-gibrid-ot-intel--ssd-h10-m2 tomshardware.com
      • 2
      • Like
  20. კომპანია Apple-მა დაიწყო ენერგო-ქეისების - Smart Battery Case-ების გაყიდვა სმარტფონებისთვის: iPhone XR, iPhone XS და iPhone XS Max. ქეისი დამზადებულია მსუბუქი, ელასტიური მასალისგან. იგი იცავს სმარტფონს და ამავდროულად ზდის ავტონომიური მუშაობის პერიოდს იმის წყალობით, რომ აქვს ინტეგრირებული ბატარეა. როდესაც სმარტფონი ქეისში დევს, ბლოკირების ეკრანზე გამოსახულია აკუმულატორის ინდიკატორი და დამუხტვის დონის მაჩვენებელი. კომპანია ამტკიცებს, რომ iPhone XR-თან ქეისის გამოყენებისას შესაძლებელი იქნება 39 საათამდე საუბარი, 22 საათამდე ინტერნეტში მუშაობა და 27 საათამდე ვიდეოკონტენტის ყურება. iPhone XS-ისა და iPhone XS Max-ის შემთხვევებში ეს მაჩვენებლებია 33/21/25 საათი და 37/20/25 საათი, შესაბამისად. ახალ ქეისებს აქვთ უსადენო დატენვის მხარდაჭერა Qi სტანდარტის შესაბამისად. ამასთან, შესაძლებელია, რომ iPhone და ქეისი ერთდროულად დაიტენოს. ქეისები ხელმისაწვდომია შავ და თეთრ ფერში. https://3dnews.ru/981164
      • 1
      • Like
  21. Harley-Davidson-მა CES-გამოფენაზე წარადგინა ახალი თაობის ელექტრომოტოციკლი LiveWire, რომელსაც შეუძლია 100 კმ/სთ. სიჩქარე განავითაროს 3,5 წამში. მოტოციკლის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წელს. LiveWire-ს შეუძლია ერთ სრულ დამუხტვაზე გაიაროს 177 კმ. მოტოციკლი აღჭურვილია სწრაფი დატენვისა და H-D Connect სისტემით, რომელიც აკონტროლებს დამუხტვის დონესა და შესაძლო გასავლელ მანძილს, აგრეთვე მძღოლს უჩვენებს უახლოესი დამტენი სადგურის ადგილმდებარეობას. მოტოციკლის გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოსკენ დაიწყება, როგორც ცნობილია მისი ფასი 29 790 აშშ დოლარიდან იწყება. „მსოფლიო დგას სატრანსპორტო სფეროში ევოლუციური ცვლილებების საზღვარზე და Harley-Davidson-ი ამ პროცესის ავანგარდშია. ინოვაციები, რომლებიც ფართო შესაძლებლობებს უხსნის გზას - ყოველთვის იყო ჩვენი ბრენდის მთავარი ფასეულობა. ისტორიის მორიგი „ფურცელი, რომელიც ჩვენ ახლახანს გადავშალეთ“, მიეძღვნება ახალი და უფრო ფუნქციური პროდუქტების შექმნას“ – Harley-Davidson სხვა კომპანიებს რაც შეეხება, BMW-ს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიმართულების ქვეგანყოფილებამ, Motorrad-მა, ჩაატარა უპილოტო მოტოციკლის - ConnectedRide-ის გამოცდა. მას გამოიყენებენ უსაფრთხოების სისტემების შემოწმებისთვის. https://hightech.fm/2019/01/15/harley-davidson-moto
  22. Xinhua-ს მოხსენების თანახმად, მთვარეზე მცირე ხნის წინ დაშვებული ლენდერის მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტის შედეგად ზრდა დაიწყო ბამბის ნერგებმა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა მთვარეზე მცენარე გაახარეს. ადამიანები დედამიწის ორბიტაზე ამ დრომდეც ახდენდნენ ყვავილებისა და სხვა ტიპის მცენარეების გაშენებას - ამგვარი ექსპერიმენტი კი არასდროს არც ერთ პლანეტაზე არ განხორციელებულა, რა თქმა უნდა დედამიწის გარდა. ეს სიახლე ცნობილი გახდა ჩინური მისიის Chang’e-4-ის განხორციელებიდან ორი კვირის შემდეგ. როვერი წარმატებით დაეშვა მთვარის ზედაპირზე, იგი მთვარემავალი ლენდერისა და როვერისგან შედგება და ახორციელებს მრავალი სახის ექსპერიმენტს მთვარის შესასწავლად. ლენდერზე განთავსებულია 3-კილოგრამიანი სათავსო, რომელშიც ექვსი სხვადასხვა სახის ბიოლოგიური სახეობაა, რომლებიც მთვარის ზედაპირზე უნდა გაზარდონ. მცენარეებიდან მთვარეზე წაიღეს ბამბა, რაპსი და არაბიდოპსისი. სათავსოში აგრეთვე არის მწერების კვერცხები და საფუარი, რითიც პატარა ეკოსისტემა იქმნება. „ჩანიეს“ დაშვებიდან მცირე პერიოდშივე დაიწყო ბიოლოგიური ექსპერიმენტი, წაღებული მცენარეების თესლები მოირწყო. ამჯერად უკვე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ჩანს გაღივებული ბამბის ნერგები. ჩინეთმა აგრეთვე გამოაქვეყნა საკონტროლო ვერსიის ფოტოებიც: მთვარის პარალელურად დედამიწაზეც დათესეს ანალოგიური მცენარე, რომელიც ბევრად უკეთ იზრდება. Xinhua-ს განცხადების თანახმად, სათავსოში არსებული სხვა არც ერთი მცენარე არ ხარობს მთვარეზე, ბამბის გარდა. „ეს ფაქტი იმითაა განპირობებული, რომ დედამიწაზეც ყველა მცენარე ყველა ადგილას ვერ ხარობს“ - აცხადებს ენდრიუ ჯონსი - დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც ჩინეთის კოსმოსურ მისიას თვალყურს ადევნებს. ამ დრომდე ასტრონავტებს უკვე ჰქონდათ სხვადასხვა კოსმოსურ სადგურზე გაზრდილი მცენარეები, მაგალითაც ცინიას ყვავილი, სალათის ფოთლები და მზესუმზირა. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მცენარემ მთვარის გარემოში გაიხარა. მთვარეს დედამიწის 1/6 გრავიტაცია გააჩნია, ასევე ტემპერატურის ექსტრემალური ცვალებადობა და რადიაციის ბევრად მაღალი დონე. https://www.theverge.com/2019/1/15/18183483/china-change-4-mission-moon-lander-far-side-cotton-biology-plant-experiment
      • 1
      • Like
  23. მაუსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარია, რაც კი ოდესმე გამოუგონიათ. მან სიახლე შეიტანა ელექტრონიკაში გამოშვების მომენტიდანვე. თუმცა ყველაფერი წინ მიდის: იუთუბერმა Electronic Grenade-მ შექმნა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი რამ: ეს არის მაუსი, რომელსაც არამარტო შeუძლია მართოს კომპიუტერი, არამედ თავადვეა სრულიად ფუნქციური კომპიუტერი: მოწყობილობას აქვს ინტეგრირებული ეკრანი და კლავიატურა. Electronic Grenade როგორც აცახდებს, მაუსი-კომპიუტერი არის 3D პრინტერით სპეციალურად შემუშავებული ქეისი, რომელშიც განთავსებულია Raspberry Pi Zero W და სენსორები. რაც მას განსაკუთრებულს ხდის, არის 1,5-დუიმიანი OLED დისპლეი, რომელიც დამონტაჟებულია მოწყობილობის ზედა ნაწილში, პატარა მოძრავ Bluetooth-კლავიატურასთან ერთად. ჯამში, მაუსი გარდაიქმნება პატარა, ნამდვილ, სრულად ფუნქციურ კომპიუტერად. ახალი ტიპის მაუსი ზომით გაცილებით დიდია ჩვეულებრივ მაუსთან შედარებით, რაც მოსალოდნელი იყო, თუმცა მთლიანობაში შთამბეჭდავია. Electronic Grenade აპირებს საზოგადოებას მალე შესთავაზოს ვიდეო, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ უნდა ააწყოთ მსგავსი მაუსი თქვენივე ძალისხმევით. https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/1/15/18184057/computer-mouse-electronic-grenade-youtube
      • 1
      • Like
  24. ჩნდება ნიშნები, რომ ფიუჩერსების ბაზარზე დადებითი გავლენა ვერ მოახდინა ბიტკოინის დეკემბრის 15-თვიანი მინიმუმის აღდგენამ - კრიპტოვალუტის სალარო შეთანხმებების ფასი (spot price) უფრო მაღალია, ვიდრე ფიუჩერსების ღირებულება. სტატიის წერის მომენტში გლობალური საშუალო და სპოტ-ფასი Bitcoin Price Index (BPI)-ის მიხედვით შეადგენდა 3650 დოლარს, რაც 16,9 %-ით მაღალია დეკემბერში დაფიქსირებულ მინიმუმზე - 3122 დოლარზე. ამასთან, ფიუჩერსული კონტრაქტები სპოტ-ფასზე ქვემოთ იყიდება. ბიტკოინ-ფიუჩერსები: როგორც გრაფიკიდან (CME chart) ჩანს, იანვრის ფიუჩერსები 20%-ითაა დაკლებული სპოტ-ფასთან შედარებით. გარდა ამისა, კონტრაქტების მოქმედების ვადა თებერვალში იწურება. მარტსა და აპრილში ფიუჩერსები გაიყიდება 30, 40 და 80 დოლარის დაკლებით, შესაბამისად. ფიუჩერსული კონტრაქტი - ეს არის ორ მხარეს შორის შეთანხმება სამომავლოდ რაიმეს ყიდვა-გაყიდვაზე განსაზღვრულ ფასად და დადგენილ დროში, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს დაიცვან და შეინარჩუნონ ან სპეკულაციებს მიმართონ საბაზისო აქტივებით. აქედან გამომდინარე, ბიტკოინის ფიუჩერსები რომ სპოტ-ფასზე ნაკლებად იყიდება, იმის მანიშნებელია, რომ ბაზრის აქტიური მონაწილეები კვლავ დათვები არიან. მარტივად რომ ითქვას, მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი ერთი, ორი და ექვსი თვის შემდეგ მიმდინარე ფასზე დაბალი იქნება. ამგვარად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ bear-მარკეტი ცოცხალია და აქტიური. პერსპექტივა სამომავლოდ bullish გახდება, თუკი ფიუჩერსებით ვაჭრობას პრემიუმ სპოტ-ფასად დაიწყებენ. მეტიც, ეს კლასიკური მახასიათებელია bull-მარკეტისთვის. ასეა თუ ისე, პრემიის უპრეცედენტო ზრდა გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ ბაზარი გრძელვადიან მწვერვალს უახლოვდება. მაგალითად, ბიტკოინის ფიუჩერსებს სპოტ-ფასთან შედარებით 2000-იანი პრემია ჰქონდათ 2017 წლის დეკემბერში. https://www.coindesk.com/bitcoin-futures-now-trading-at-discount-to-exchange-prices
      • 1
      • Like
  25. გაჯეტის კონსტრუქცია ადაპტირებულია თამაშებზე. მართვის ფიზიკური ორგანოები განთავსებულია ეკრანის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე. დისპლეი სენსორულია. მისი დიაგონალის ზომა 6 დუიმია, ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD ფორმატი). მოწყობილობაში გამოყენებულია Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი, რომელიც შეიცავს რვა Kryo 360 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2,2 გჰც-მდე, გრაფიკულ ამაჩქარებელს Adreno 616-სა და Snapdragon X15 LTE მოდემს. ხელოვნური ინტელექტის ძრავი AI Engine უზრუნველყოფს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულებას. MOQI-ს აქვს 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება, 16-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა, ფრონტალური კამერა კი 5-მეგაპიქსელიანია. მოწყობილობას ასევე აქვს USB Type-C პორტი, სტანდარტული კონექტორი ყურსასმენებისთვის და GPS-მიმღები. კვებაზე პასუხისმგებელია ბატარეა 6000 მილიამპერი/სთ. მოცულობით. გაჯეტის გაბარიტები შეადგენს 207 × 96 × 15 მილიმეტრს, წონა- დაახლოებით 330 გრამი. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 8.1 და MUCH UI. მოწყობილობის შეკვეთა უკვე შესაძლებელია 400 აშშ დოლარად, შეკვეთების მიწოდება კი მარტიდან დაიწყება. https://3dnews.ru/981047
      • 1
      • Like
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.