Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7320
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. როდესაც მოვაჭრეებმა გადახდის საშუალებად დაიწყეს Bitcoin-ისა და მისი ანალოგიური ციფრული ვალუტების გამოყენება, ისინი მალევე აღმოჩნდნენ მნიშვნელოვანი პრობლემის - ფასების არასტაბილურობის წინაშე. კომპანია, სახელად White Company, შეუერთდა სტაბილური მონეტის გამოშვების პოპულარულ ტენდენციას, რომელიც წარმოადგენს ბლოკჩეინისა და ქაღალდის ფულის ჰიბრიდს და იძლევა საკუთარი ბალანსის დაცვის შესაძლებლობას სხვადასხვა გავლენისგან. ნაცვლად იმისა, რომ ტრეიდერების სპეკულაციების ქვეშ მოექცეს, სტაბილური მონეტა არის ახალი ტიპის მონეტა ბლოკჩეინის მხარდაჭერით. იგი დაკავშირებულია რეალური სამყაროს სტაბილურ აქტივებთან, დაწყებული პროდუქტიდან - დამთავრებული ვალუტებით. მაგალითად, მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ ერთი სტაბილური მონეტა ერთ დოლარად და მოგვიანებით გამოისყიდონ იმავე ფასად. სტაბილური მონეტების ინდუსტრია პოპულარული გახდა 2018 წლის კრიპტო-კრიზისის დროს. დეპრესიამ გამოიწვია ის, რომ ბაზრის წამყვანმა კრიპტოვალუტებმა, როგორებიცაა Bitcoin-ი და Etehereum-ი, წლის განმავლობაში დაკარგეს თავიანთი საბაზრო კაპიტალიზაციის 80-90%. უამრავმა ინვესტორმა, რომლებიც ფლობდნენ არასტაბილურ კრიპტო აქტივებს, გადაწყვიტეს გადაეცვალათ ისინი სტაბილურ მონეტებში რისკების მართვის თავიანთი სტრატეგიების შესაბამისად. მას შემდეგ კი, როდესაც ფასები დასტაბილურდა, ტრეიდერებმა თავიანთი სტაბილური კოინები გამოისყიდეს ციფრულ ვალუტებში ან რეალურ ფულში, რათა მდგომარეობიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსულიყვნენ. სტაბილური კოინები განსაკუთრებით მიმზიდველია იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ბლოკჩეინ-მხარდაჭერის მქონე საგადასახადო ქსელს, მაგალითად, ფულად გზავნილებს. ინსტიტუციონალიზებულმა მოთამაშეებმა დაიწყეს სტაბილური მონეტების პოტენციალის რეალიზება. ანალიტიკური ჯგუფის ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით სტაბილურ ვალუტებში ჩადებულმა საერთო ინვესტიციამ 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წელს 120-ზე მეტი პროექტი დაინერგა სტაბილური მონეტების კუთხით. სტაბილური მონეტების ბაზარზე არსებული თითქმის ყველა ახალი მოთამაშე ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომ კომპანია, რომელიც აპირებს სტაბილური მონეტის გამოშვებას, ფლობს საკმარის აქტივებს მონეტების მხარდაჭერისთვის. თავის დროზე სტაბილური ვალუტის პოპულარულმა პროექტმა Tether-მა კრიტიკა დაიმსახურა, რადგან უარი თქვა - დამოუკიდებელ მხარეს გადაემოწმებინა ბალანსი. ამან საპასუხოდ გამოიწვია კონკურენციის ზრდა, რაც გულისხმობს სტაბილური ვალუტების უფრო თანამედროვე პროექტების შექმნას, როგორებიცაა TrueUSD, Paxos, Maker, Gemini Dollar და USD Coin. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, 2019 წელი შესაძლოა სტაბილური მონეტების წელი აღმოჩნდეს. ისინი თვლიან, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველა ტრადიციული ინდუსტრია მოისურვებს სტაბილურ მონეტებთან ინტეგრაციას. სოციალურმა ქსელმა Facebook-მა უკვე განაცხადა, რომ მუშაობს საკუთარი სტაბილური მონეტის გამოშვებაზე, რომელიც განკუთვნილი იქნება ფულადი გადარიცხვებისთვის. https://www.ccn.com/crypto-industry-is-betting-big-on-the-future-of-stablecoins/
  2. Nvidia-მ შესაძლოა გაყოს თავისი გეიმინგ GPU-ების ხაზი RTX და GTX სერიებად. გავრცელებული ცნობებით, მათ შორის იქნება ახალი GTX 1160 Ti-ც. Videocardz თვლის, რომ ახალი ვიდეო ბარათი 1160 Ti გამოჩნდება დაახლოებით იმავე დროს, როდესაც RTX 2060. ინფორმაციის წყაროდ Videocardz-ი მიანიშნებს ჩინურ საიტზე - Expreview, რომელიც დახურულია და პაროლის გარეშე ხელმიუწვდომელი, შესაბამისად, გადამოწმება ვერ ხერხდება. ასე რომ საჭიროა ამ ინფორმაციას საზოგადოება სკეპტიკურად მიუდგეს. შესაძლოა ახალ GPU-ს ეწოდოს 1660 Ti, თუმცა Videocardz Tipster თვლის, რომ 1160 - ბრენდინგია. როგორც ცნობილია, ახალ სერიაში კვლავ გამოყენებული იქნება NVIDIA Turing GPU-ები. საიტები ვარაუდობენ, რომ RTX 2060 წარმოდგენილი იქნება TU106-200 გრაფიკული პროცესორით, GTX 1160-ს კი ექნება TU116. მარკეტინგში ასევე მოხსენიებულია "Turing Shaders," რომლებიც, დიდი ალბათობით, ექსკლუზიურად Ray Tracing-ისთვის იქნება განკუთვნილი RTX სერიაში. და ბოლოს, საიტზე მითითებულია, რომ RTX 2050 აღარ იქნება და საწყისი დონის ყველა ვიდეო ბარათი მიკუთვნებული იქნება 11-სერიის შემადგენლობაში. https://www.tomshardware.com/news/nvidia-geforce-gtx-11-series-1160-ti-rumor,38283.html
      • 2
      • Like
      • Upvote
  3. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ Helio P35 პროცესორს ექნებოდა ათი ბირთვი და წარმოებული იქნებოდა 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. თუმცა პროცესორის კონფიგურაცია სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ახალ ჩიპსეტს აქვს რვა ბირთვი ARM Cortex-A53 ტაქტის სიხშირით - 2,3 გიგაჰერცამდე. გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია კონტროლერი IMG PowerVR GE8320, რომლის სიხშირე 680 მეგაჰერცია. პლატფორმა Helio P35 უზრუნველყოფს 2400 × 1080 გაფართოების მქონე დისპლეების მხარდაჭერას, ასევე აქვს უსადენო კავშირების - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0 მხარდაჭერა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ორი კამერა 13+13 მეგაპიქსელიანი მოდულებით ან ერთი 25-მეგაპიქსელიანი კამერა. პროცესორს აგრეთვე აქვს სანავიგაციო სისტემების - Beidou/Galileo/GPS/GLONASS-ისა და FM-რადიოს მხარდაჭერა. შესაძლებელია 6 გიგაბაიტამდე მოცულობის LPDDR3 და LPDDR4x ოპერატიულ მეხსიერებასა და eMMC 5.1 ფლეშ-მეხსიერებასთან მუშაობა. ჩიპსეტის შემადგენლობაში შედის LTE-მოდემი (Cat-7 DL / Cat-13 UL) - Dual 4G VoLTE რეჟიმის მხარდაჭერით. ჩიპი მზადდება TSMC-ს მიერ 12-ნანომეტრიანი FinFET-ტექნოლოგიის გამოყენებით. პროცესორი ძირითადად განკუთვნილია საშუალო დონის სმარტფონებისთვის. https://3dnews.ru/980178
      • 1
      • Like
  4. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი ავტომწარმოებელი კომპანია კლიენტებს აუნაზღაურებს დანაკარგს, თუკი ავტომობილების მიწოდების შეფერხების გამო ისინი ხელიდან გაუშვებენ სახელმწიფოებრივ საგადასახადო შეღავათებს. გასული წლის ბოლოს აშშ-ის კონგრესის მიერ გატარდა ძირითადი საგადასახადო ცვლილები, რაც გულისხმობს სტიმულაციას საგადასახადო შეღავათების სახით. შედეგადაც მცირდება ელექტრომობილების თვითღირებულება. ამ დროისთვის მსგავსი შეღავათები ხელმისაწვდომია Tesla-ს მიერ გაყიდულ მხოლოდ 200 000 ავტომობილზე, შემდეგში კი საგადასახადო შეღავათები მცირდება ყოველ ექვს თვეში მანამ, სანამ საერთოდ არ შეწყდება. მიმდინარე წელს Tesla-ს მხრიდან გამოცხადებული იყო, რომ მხოლოდ 15 ოქტომბრამდე განხორციელებული შეკვეთების შემთხვევაში მყიდველი მიიღებდა 7500 დოლარის ოდენობით ფასდაკლებას, ელექტრომობილებს კი მყიდველები წლის ბოლოსთვის მიიღებდნენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საშეღავათო თანხა 3700 დოლარამდე ჩამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წლის დასრულებამდე ფაქტიურად დღეებიღა დარჩა, ზოგიერთმა მომხმარებელმა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ ავტომობილი, გადაწყვიტა ეჩივლა მიწოდების შეფერხების გამო. ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ Twitter-ზე განთავსებულ კითხვას - „რა მოხდება, თუკი ავტომობილს დროულად ვერ მიიღებენ მფლობელები“ , მასკმა უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში Tesla საკუთარ თავზე აიღებს საგადასახადო ლგოტების სხვაობას. მან აგრეთვე დაამატა, რომ სირთულეების მიუხედავად, წლის ბოლომდე Model 3-ზე მიცემული ყველა შეკვეთა მიწოდებული იქნება მფლობელებისთვის. როგორც Tesla მიიჩნევს, ეს ელექტრომობილია კომპანიის წარმატების გასაღები. https://3dnews.ru/980158
      • 1
      • Like
  5. Sigmaintell Consulting-ის მოლოდინის თანახმად, 2019 წელს გაიყიდება 300 000-მდე 8K გაფართოების მქონე ეკრანი, რაც იქნება ბაზრის 0,1 %. რადგანაც ამგვარ მოწყობილობებზე საწარმოო დანახარჯები ჯერ კიდევ ძალიან დიდია, ასორტიმენტი კი ჯერ ახლაღა ფართოვდება, ეს ციფრები სავარაუდოდ ზრდას გააგრძელებს. მსხვილი კომპანიების თქმით, როგორებიცაა Samsung, Innolux, AU Optronics, BOE Technology და China Star Optoelectronics Technology, მათი 8K ტელევიზორების ზომა საშუალოდ 65 ან 75 დუიმია. სავარაუდოდ LG იქნება დიდი ეკრანების ერთადერთი მწარმოებელი 2019 წელს. პროგნოზირებენ, რომ მომდევნო წელს გაიყიდება 3,7 მილიონ ერთეულამდე ტექნიკა. გარდა ამისა, ჩინეთში გაიხსნება 8.5G OLED-ეკრანების წარმოების ახალი ხაზი. მეორე საკითხია ამგვარი მაღალი რეზოლუციის შესაბამისი კონტენტის ხელმისაწვდომობა. ამგვარად, 8K ტელევიზორის შესაძენად მყარი არგუმენტებია საჭირო. დღესდღეობით 4K გაფართოებაც კი ჯერ კიდევ ფეხის მოკიდების სტადიაშია. https://overclockers.ru/blog/garik2013/show/22924/televizory-s-razresheniem-8k-poluchat-massovoe-rasprostranenie-v-2019-godu
  6. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, Andrew Bustamante-მ ბლოკჩეინს უწოდა ის „სუპერმძლავრი საშუალება“, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. როგორც ცნობილია, Andrew Bustamante აგრეთვე არის აშშ-ის სამხედრო-საავიაციო ძალების ვეტერანი და კორპორაცია Fortune 10-ის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. იგი ცნობილი გახდა პუბლიკაციების გამოქვეყნებით, რომლებშიც საკუთარი გამოცდილების მიხედვით სხვადასხვა სასარგებლო რჩევებს იძლეოდა. პორტალ Reddit-ის ერთ-ერთმა გამომწერმა Andrew Bustamante-ს დაუსვა შეკითხვა, თუ რა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს სამომავლოდ ამერიკისთვის და შესთავაზა მას სავარაუდო პასუხები: „რუსეთი? ჩრდილოეთ კორეა? ირანი თუ კლიმატის ცვლილება?“ ბასტამანტეს პასუხი იყო: „ბლოკჩეინ-ტექნოლოგია. არ ვხუმრობ. ეს სუპერმძლავრი ტექნოლოგიაა და ის, ვინც გაარკვევს როგორ გატეხოს და განახორციელოს მანიპულაციები, ის მოიგებს“ - განაცხადა ბასტამანტემ. დაზვერვის ყოფილმა მომსახურემ აღარ განავრცო თემა მეტად და უპასუხა მეორე მომხმარებელს კითხვაზე: „ხომ არ არის კვანტური კომპიუტერების განვითარება უფრო მეტად სარისკო, ვიდრე ბლოკჩეინი?“ - „სწორი შენიშვნაა“ - იყო მისი პასუხი. ამის შემდეგ საიტზე დაიწყო ცხარე განხილვები, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს კვანტურმა კომპიუტერებმა კრიპტოგრაფიული დაცვის ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ბლოკჩეინს. ზოგიერმა მომხმარებელმა გაიზიარა ბასტამანტეს დასკვნები. ერთ-ერთმა მათგანმა მიუთითა, რომ შეუძლებელია მომხმარებლებისა და ანონიმური ტრანზაქციების გამოკვლევა, მეორემ კი აღნიშნა ბლოკჩეინის დეზინფორმაციისთვის გამოყენების შესაძლებლობა. აღსანიშნავია ოქტომბრის შემთხვევა, როდესაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი დასდო რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (GRU) შვიდ ოფიცერს კრიპტო-ჰაკინგსა და დეზინფორმატორობაში. ივლისში კი ბრალი ედებოდა თორმეტ ადამიანს კრიპტოგრაფიის გამოყენებით ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებული ქსელების გატეხვის მცდელობაში. https://cointelegraph.com/news/ex-cia-official-claims-blockchain-is-biggest-threat-to-future-of-us-national-security
  7. სტარტაპი Zoox გახდა პირველი, რომელსაც ნება დართეს განახორციელოს უპილოტო ავტომობილების გამოცდა საზოგადოებრივი მოხმარების გზებზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მანქანის სალონში მაინც იჯდება მძღოლი, რომელიც მართვას ხელში აიღებს, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს. შტატის ხელისუფლება აცხადებს, რომ Zoox-ი, რომელიც ბაზირებულია სილიკონის ველში, პირველი კომპანიაა, რომელიც შეუერთდა შტატის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში მოხდება მგზავრების ტრანსპორტირება უპილოტო ავტომობილებით. როგორც სახელისუფლებო ორგანოები აცხადებენ, „ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ავტონომიური საქალაქო ტრანსპორტის განვითარებაში“. მოქალაქეების თანდასწრებით ავტომობილების ტესტირება კომპანიას საშუალებას აძლევს გააუმჯობესოს ტექნოლოგია და იმუშაოს წარმოქმნილ პრობლემებზე, რათა ტესტირების დასრულებისას მგზავრობა გახდეს სრულიად უსაფრთხო და კომფორტული. ტესტირებისას ავტომობილების უმეტესობა არ ახდენს ქალაქში დაშვებული საშუალო სიჩქარის გადამეტებას. „ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი რამაა. ჩვენ ვუახლოვდებით კომერციულ წარმოებას, რომელიც 2020 წლიდან დაიწყება“ - აღნიშნა ბერტ კაუფმანმა, Zoox-ის კორპორატიული და მარეგულირებელი საკითხების ხელმძღვანელმა. ასეა თუ ისე, ავტომობილები არ იმოძრავებენ ადამიანის კონტროლის გარეშე. მარეგულირებელი ორგანოები მოითხოვენ, რომ სარეზერვო მძღოლი დარჩეს მანქანის სალონში - აუცილობლობის შემთხვევაში იგი ხელში აიღებს ავტომობილის მართვას. Zoox-ი ერთ-ერთია იმ 62 კომპანიიდან, რომელთაც აქვთ ნებართვა - მოახდინონ ავტომატური მართვის მქონე ავტომობილების ტესტირება ქვეყანაში. ამ კომპანიათაგან უმეტესობა Alphabet Inc.-ის „ჩრდილქვეშ“ საქმიანობს - მაგალითად, კომპანია Waymo, რომელმაც საქმიანობა რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. https://hightech.fm/2018/12/23/self-california
  8. ოფიციალური ანონსისთანავე Xiaomi Pocophone F1 გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული სმარტფონი Snapdragon 845 ჩიპსეტით. Pocophone-ის სუბბრენდის სხვა დივაისები მწარმოებელს არ წარუდგენია წელს. როგორც ჩანს მის ფარგლებში არ იგეგმება მთელი რიგი სმარტფონების წარმოება. თუმცა F1-ის შემდგომი მოდელი, როგორც ცნობები ვრცელდება, 2019 წლის მეორე ნახევარში გამოვა. ინტერნეტში გამოჩნდა სამომავლო სმარტფონის შესახებ დეტალები და მისი ფოტოებიც. ეს არის პირველი „გაჟონვა“ სამომავლო ბიუჯეტურ ფლაგმანთან დაკავშირებით. ასე რომ წარმოდგენილი ცნობები არ იძლევა გარანტიას, რომ F2 მოდელი სწორედ ამგვარი იქნება. თუკი რენდერებს დავუჯერებთ, სმარტფონის დიზაინში ცვლილებებია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ფრონტალურ პანელზე ზედა და ქვედა ჭრილების არარსებობა. ზედა და ქვედა კიდეები გვერდითი პანელების ზომისაა, ფრონტალური კამერა კი განთავსებულია ეკრანის მარჯვენა მხარეს არსებულ მრგვალ ჭრილში. დანარჩენი მთლიანი წინა პანელი დისპლეის უკავია, რომლის მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. F2 სმარტფონის უკანა პანელი ორ ფერში იქნება წარმოდგენილი. ფოტოებზე ჩანს ვერტიკალური შავი ზოლი Huawei Mate 20 RS Porsche Design-ის სტილში, რომელზეც განთავსებულია ოთხი ობიექტივი და ფლეშ-განათება. ორ და მეტ-კამერიანი სმარტფონები ახლაც არ წარმოადგენს იშვიათობას, მომდევნო წლისთვის კი გაცილებით მეტი იქნება ამგვარი სმარტფონების რიცხვი, რომელთა რიგებს არც Xiaomi დააკლდება. აპარატულ პლატფორმას რაც შეეხება, სმარტფონს ექნება Snapdragon-ის 800-სერიის ფლაგმანური პროცესორი. 2019 წლისთვის ამგვარი პროცესორი იქნება Snapdragon 855 და სწორედ მის არსებობას მოელიან Pocophone F2-შიც. წინასწარი მონაცემებით, ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების მოცულობებია 6/8 და 64/128/256 გიგაბაიტი, კონფიგურაციების შესაბამისად. ამ ეტაპზე ვრცელდება ცნობა, რომ სმარტფონს ექნება 3800 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა და დისპლეიზე ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერი. Pocophone F2 სმარტფონთან მიმართებაში უდიდეს ინტერესს იწვევს მისი ღირებულება. წყაროები იმედოვნებენ, რომ ამ შემთხვევაშიც გაგრძელდება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი და სასიამოვნო ტრადიცია. https://3dnews.ru/980096
  9. Microsoft Research-ისა და მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ისაუბრეს ალგორითმის შესახებ, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს შეურაცხმყოფელი განაცხადები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია გენდერთან და რასასთან. მკვლევარების სამუშაო დაფუძნებულია კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებზე, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი საშუალება, რომელსაც შეუძლია შეინახოს გენდერული ინფორმაცია სალექსიკონო სექტორებში და აიძულოს სხვა ასპექტები - თავისუფალნი იყვნენ გენდერული გავლენისგან. „უამრავი მიზეზი არსებობს ამგვარი ალგორითმის გამოსაყენებლად. პირველ რიგში, მისი გამოყენება შეუძლიათ სოციოლოგებს ადამიანის ტენდენციურობის და წინასწარი განწყობის კვლევებისას. ეს ხელს შეუწყობს თავიდან ავირიდოთ ტენდენციურობის გამოვლინება მთელ რიგ სისტემებში, სანამ ისინი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება“. „შეუძლებელია ხელით დაიწეროს ყველა შესაძლო ტესტი, რათა შემოწმდეს მასალების ნეიტრალურობა რომელიც განკუთვნილია მანქანური სწავლებისთვის. სპეციალისტები, როგორც წესი, ქმნიან იმგვარ ტესტებს, რაც მოიცავს ყველა შესაძლო ჯგუფს. ეს ხდება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათთვის უცნობია რა კატეგორიის ჯგუფებისთვისაა გამიზნული კონკრეტული პროდუქტი“ - აღნიშნავენ მკვლევარები. სისტემის ტესტირებისთვის მეცნიერებმა სოციალური უზრუნველყოფის ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზიდან ამოიღეს სიტყვათა ნაკრები და სცადეს მათგან მოეშორებინათ ის სიტყვები, რომელთაც ორმაგი მნიშვნელობა აქვთ. მას შემდეგ, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა შეამოწმა მატერიალის ნეიტრალურობა, მისი გადახედვა მოხდა ხელმეორედ, ამჯერად უკვე ადამიანების მიერ. აღმოჩნდა, რომ ალგორთთმა ვერ შეძლო განესაზღვრა იმ გამოთქმათა 90%-ზე მეტი, რომელთა კონტექსტიც ბუნდოვანი იყო და შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოთქმებს. https://hightech.fm/2018/12/23/ai-learning
      • 1
      • Like
  10. სტენფორდის უნივერსისტეტის ინჟინრებმა შექმნეს ხელოვნური ფილტვი, რომელსაც შეუძლია წყლისგან გამოათავისუფლოს ჟანგბადი და წყალბადი და აქციოს იგი ეკოლოგიურად სუფთა საწვავ წყალბადად. ამის შესახებ წერს ScienceAlert. ადამიანის ფილტვები გამყოფია, ფილტრია - ჰაერი, რომელიც ხვდება ორგანოში, გაივლის თხელ მემბრანას. ეს მემბრანა გამოყოფს ჟანგბადს ჰაერისგან და აწვდის სისხლძარღვებს. ეს მექანიზმი მეცნიერებმა გამოიყენეს საწვავი წყალბადის შესაქმნელად. მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა წარმოადგენს ფილტვის ფორმის გარსს, მასში ათავასებენ წყალს და ძაბვის შედეგად იღებენ ჟანგბადისა და წყალბადის ნაწილაკებს, რომლებიც „ფილტვის“ შიგნით ქმნიან ენერგიას ლითონის მილების მემბრანის გავლით. ფილტვის ფორმის მოწყობილობა ახდენს ეფექტური და უსაფრთხო საწვავი წყალბადის გენერირებას. სამომავლოდ მკვლევარები შეეცდებიან შექმნან სისტემები ამგვარი მოწყობილობებისგან. ამ შემთხვევამდე გარკვეული პერიოდის წინ კი ბერკლის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ინჟინრებმა შექმნეს ფოტოსინთეზირებადი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მზის ენერგია გარდაქმნას ორი ტიპის ენერგიად: ელექტროენერგიად და საწვავ წყალბადად. https://hightech.fm/2018/12/24/fuel-lungs
      • 1
      • Like
  11. ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი აპირებს გამოუშვას ახალი ვებ-კამერები Windows 10-ისა და Xbox One-ისთვის. რესურსი Thurrott-ი იტყობინება, რომ მზადდება ორი ახალი ვებ-კამერა, რომელთაგან ერთ-ერთი განკუთვნილია სახის ამომცნობი Windows Hello-სთვის ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერზე, რომელიც მუშაობს Windows 10-ზე. მეორე კამერა კი, როგორც ცნობილია, იმუშავებს Xbox One-ზე და ექნება Kinect-ის ფუნქცია, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, კამერის წინ გადაადგილებისას ავტომატურად შევიდნენ სისტემაში. ეს ფუნქცია იმუშავებს ოჯახის ნებისმიერი წევრის ექაუნთისთვის. Microsoft Surface-ის ხელმძღვანელმა Panos Panay-მ The Verge-თან ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ კომპანია გამოუშვებს ვებ-კამერებს Surface-ბრენდით. „შეხედეთ Surface Hub2-ის კამერას - იგი USB-C-ის ბაზაზეა და იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხისა და სიმკვეთრის მქონე გამოსახულებას“ - განაცხადა მან. ამჟამად Microsoft-ი აპირებს 2019 წელს გამოუშვას Surface Hub 2S განახლებული პროცესორის კარტრიჯებით. თუკი კომპანია USB-C Surface Hub 2 კამერას ცალკე გამოუშვებს, ამ შემთხვევაში ეს კამერა იმუშავებს ნებისმიერ Windows 10 პერსონალურ კომპიუტერზე. Microsoft-ს ჯერ არ აქვს საკუთარი Windows Hello კამერა და პერსონალური კომპიუტერების მომხარებლებს უწევთ გამოიყენონ ალტერნატიული ვარიანტები Creative-ის, Razer-ისა და Logitech-ისგან, რათა ჰქონდეთ სახის ამოცნობის ფუნქცია თავიანთ კომპიუტერებზე. https://www.theverge.com/2018/12/22/18152996/microsoft-windows-xbox-webcam-windows-hello-features-rumors
      • 1
      • Like
  12. Coinbase-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ბრაიან არმსტრონგი (Brian Armstrong) აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს Bitcoin-ი და კრიპტოვალუტები საზოგადოებაზე. კრიპტობაზარი ეიფორიაში იყო, როდესაც Bitcoin-მა და Ethereum-მა 20 000-სა და 2 000-ს მიაღწია. სპეკულიანტებმა ჩათვალეს, რომ ეს იქნებოდა შემდგომი „პარადიგმა“ და თუკი ახლა, ამ მომენტში არ ჩაერთვებოდნენ, ცხოვრებაში სამუდამოდ გაუშვებდნენ ხელიდან 1000-მაგ მოგების შანსს. მიუხედავად კრიპტოების გარშემო არსებული ხმაურისა და ფასების მერყეობისა, ბრაიან არმსტრონგი თვლის, რომ კრიპტოვალუტებს დიდი მიზანი გააჩნია. მისი სიტყვებით, აშშ-სა და სხვა პირველი სამყაროს ქვეყნებში მაცხოვრებლები სარგებლობენ ფინანსური მომსახურებებით, როგორც აუცილებელი სერვისებით. ამგვარი ქვეყნების მოქალაქეთა უმეტესობა თვლის, რომ ბანკში შეტანილი ფული უსაფრთხოდაა დაცული. „ეს არის ფუფუნება, რომელზეც მსოფლიოში ბევრს არ მიუწვდება ხელი“ - განაცხადა არმსტრონგმა. მისი თქმით, მსოფლიოში დაახლოებით 1,8 მილიარდ ადამიანს აქვს სმარტფონი, თუმცა არ აქვს წვდომა ძირითად ფინანსურ სერვისებთან. მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა, რაც Bitcoin-ი და სხვა კრიპტოვალუტები გამოჩნდა და ამის შედეგად ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სმარტფონი და ინტერნეტთან წვდომა, შეუძლია ვაჭრობაში ჩაერთოს. როგორც არმსტრონგი აცხადებს, „დღესდღეობით მსოფლიოში მხოლოდ 40 მილიონი ადამიანი ფლობს კრიპტოვალუტებს, თუმცა ეს დასაწყისია. ვთვლი, რომ ხუთი წლის შემდეგ კრიპტოების მფლობელთა რიცხვი მილიარდს მიაღწევს და იგი გადავა ინვესტირებისა და კომუნალური სარგებლიანობის ფაზაში, ე.ი მფლობელები კრიპტოვალუტებით შეძლებენ შეიძინონ სხვადასხვა სახის მომსახურება და ნივთები ან განახორციელონ სხვა ეკონომიკური ოპერაციები“. რა თქმა უნდა, ტექნოლოგია არ არის იდეალური. ბლოკჩეინს სუსტი წერტილი აქვს ტრანზაქციების მასშტაბებში. უმეტეს dApps- და ბლოკჩეინ-აპლიკაციას იმდენად ცუდი სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, რომ ისინი გამოყენებისთვის პრაქტიკულად უსარგებლოა. ასევე, ტექნოლოგიამ ერთგვარად წაახალისა დაჰაკვის, ნარკოტრაფიკისა და გამოძალვის შემთხვევები. თუმცა, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ხსენებული პრობლემებიდან უმეტესის გადაჭრა შესაძლებელია. ეს ტექნოლოგია მილიარდობით ადმიანს საშუალებას მისცემს შეინახონ თავიანთი ქონება და მიიღონ წვდომა ვაჭრობა-მომსახურების მსოფლიო ბაზარზე. „კრიპტოვალუტა გახდება უდიდესი დემოკრატიზაციის ძალა მსოფლიოში, რადგან იგი აპირებს გაათანაბროს სათამაშო მოედანი“. ამ ყველაფრის ფონზე უნდა აღინიშნოს, რომ ბრაიან არმსტრონგის განწყობას სკეპტიკური მიდგომა სჭირდება. მას დიდი სტიმული აქვს Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტებისგან: თუკი კრიპტოები დასახულ წარმატებას მიაღწევენ, Coinbase გახდება პოტენციურად ერთ-ერთი უმსხვილესი მომგებიანი კორპორაცია მსოფლიოში. ინტერესების პარალელურად, რთულია არ დაეთანხმო იმაში, რომ „ფინანსური მომსახურებების ხელმისაწვდომობა ადამიანის ძირითადი უფლებაა“. მას შემდეგ, რაც ატეხილი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა ჩაცხრება, კრიპტოვალუტებმა, შესაძლოა, მილიონები შეიტანონ მსოფლიო ეკონომიკაში. https://cryptoslate.com/why-world-needs-bitcoin-crypto-financial-services-basic-human-right/
  13. მაინინგ-ბუმი ჩაცხრა, რამაც გამოიწვია ვიდეო ბარათების მეორად ბაზარზე აღმოჩენა. აქედან გამომდინარე, უამრავი მომხმარებელი ხედავს შანსს - იაფად შეიძინოს ვიდეო ბარათები, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მაღაზიაში არსებულ ბარათებზე ფასების დაწევას მწარმოებლები არ ჩქარობენ. ზოგიერთი მომმხარებელი კი პირიქით - ერიდება შეიძინოს მაინინგში გამოყენებული ბარათები, რომელთაც მძიმე დატვირთვა აქვთ გამოვლილი. ჩინეთში, სადაც თავმოყრილია მაინინგ-სიმძლავრის თითქმის ნახევარი, მომხმარებელთა მეორე ტიპის კატეგორიას უსიამოვნო სიურპრიზი ელის. როგორც საიტი EXPreview იტყობინება, ჩინელი მომწოდებლები მასიურად ახდენენ მაინინგში გამოყენებული ვიდეო ბარათების აღდგენას ახლის მდგომარეობამდე. ეს განახლება გულისხმობს არა მხოლოდ ძირეულ გასუფთავებას, არამედ სტიკერების შეცვლასაც. ამის შემდეგ უკვე აღარნაირი გარანტია ექნებათ მომხმარებლებს, რომ გამოწერილი ვიდეო ბარათი წლობით არ არის ნამუშევარი სრული დატვირთვით, რომ არ გამოუვლია დატვირთვისგან სილიკონის წვეთა და დეგრადაციები Ethereum-ის ან ZCash-ის მოპოვებისას. იმის გათვალისწინებით, თუ მაინინგისგან თავდაღწეული რა რაოდენობის ვიდეო ბარათია მეორად ბაზარზე, მოსალოდნელია, რომ ისინი არა მხოლოდ ინტერნეტ-მაღაზიების საშუალებით იქნება მიწოდებული მომხმარებლებზე. ამავე დროს, Bitcoin-ის კურსმა ზრდა დაიწყო და დანარჩენი კრიპტოვალუტებიც თან გაიყოლა. https://overclockers.ru/blog/d1my4/show/22882/v-kitae-massovo-vosstanavlivajut-videokarty-posle-majninga-do-sostojanija-novyh
  14. 20 დეკემბერს NVIDIA-მ გამოუშვა PhysX SDK 4.0. მოწყობილობა განახლდა, რათა წარმოედგინა სამრეწველო კლასის ხარისხის მოდელირება თამაშების მოდელირებისას. გარდა ამისა, PhysX SDK წარმოდგენილია ღია კოდით და ხელმისაწვდომია უბრალო BSD ლიცენზიით. ღია კოდის წყალობით, მწარმოებლებს შეუძლიათ გადააწყონ, დააპროგრამონ და გააფართოვონ PhysX SDK-ის შესაძლებლობები ისე, როგორც თავად სჭირდებათ. უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც PhysX ფიზიკური მოდელირების მხრივ ბაზარზე ლიდერია. მოწინავეობას იგი ინარჩუნებს მუდმივი მოდერნიზაციისა და ოპტიმიზაციის წყალობით. NVIDIA-მ PhysX უზრუნველყო უახლესი ტექნოლოგიით, რაც ანტრეპრენერებს ფიზიკური მოდელირებების საშუალებას აძლევს. იხილეთ სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=K1rotbzekf0 https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22877/nvidia-vypustila-physx-sdk-versii-40
      • 1
      • Like
  15. კომპანია IBM-მ განაცხადა, რომ შექმნა მცირე ზომის სენსორი, რომელიც გააკონტროლებს იმ წამლების ეფექტურობას, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის სიმპტომებსა და სხვა დაავადებებთან ბრძოლის მიზნით. სენსორი განთავსდება ადამიანის ფრჩხილზე ან კანზე. სპეციალურ სამომხმარებლო სოფთვეართან ერთად, რომელიც აანალიზებს მონაცემებს, სენსორი აფიქსირებს მონაცემებს ადამიანის მოძრაობის, ნივთის ჭერის შესაძლებლობების შესახებ, იმას, თუ რა მდგომარეობაშია კუნთები და ნერვები. თუმცა კანზე მიმაგრებულ სენსორს გვერდითი ეფექტები აქვს, ასე რომ მას ამგვარი სახით ნაკლებად გამოიყენებენ. ფრჩხილზე დამაგრებული სენსორი დაკავშირებულია სმარტ-საათთან და საბოლოო ჯამში ხდება აღმოჩენა - ფიქსირდება თუ არა ხელების კანკალი ან პარკინსონის დაავადებისათვის დამახასიათებელი სხვა საგანგაშო სიმპტომები. მკვლევართა გუნდი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში შეძლებენ გააუმჯობესონ და ფართო სპექტრის მოხმარების საგნად აქციონ ეს მოწყობილობა, რათა შესაძლებელი გახდეს სხვა ტიპის დაავადებების სიმპტომების აღმოჩენა. https://hightech.fm/2018/12/22/chip-2
      • 1
      • Like
  16. მკვლევარებმა გამოიყენეს 360 ფილმის სიუჟეტი, რათა ხელოვნური ინტელექტისთვის ესწავლებინათ სცენარების წერა. როგორც აღმოჩნდა, ხელოვნური „ტვინისთვის“ განსაკუთრებით რთულია ხუმრობის აღქმა და გადმოცემა. ალგორითმი, რომელსაც MIT-ის (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) მკვლევარები იყენებენ, ეწოდება textgenrnn. მას აქვს ორი რეჟიმი: მეცნიერებს შეუძლიათ სიტყვების გენერაციისთვის გამოიყენონ ასო-ბგერები სხვა სიტყვების სტილში ან გამოიყენონ სიტყვები წინადადებების გენერირებისთვის. თითოეული რეჟიმი წარმოდგენილია ერთადერთი პარამეტრით, რომლის შეცვლაც შესაძლებელია, რათა მიღებულ იქნას საუკეთესო შედეგი. მკვლევარები კონცენტრირებულნი იყვნენ სამ მაჩვენებელზე - შრეების რაოდენობა, დრო და კრეატიულობა. შრეები (ფენები) კავშირშია ნეირონული ქსელის სირთულესთან: რაც მეტია შრე, მით უფრო რთულია მონაცემები, რომელზეც ნეიროქსელმა უნდა იმუშაოს. დრო - ეს არის განკუთვნილი წუთები, რომელიც ალგორთმს ეძლევა სავარჯიშო მონაცემებზე სამუშაოდ, სანამ საბოლოო შედეგს დადებს. ალგორითმის მიერ შემოთავაზებულ სცენარებს შორის იყო ამგვარები: „სოფლის ერთადერთი გაზეთი სამშობლოში ანადგურებს შობას“, „ბიჭის ძიძა ცდილობს იზეიმოს შობა“. ფილმების სახელწოდებები კი ამგვარი გამოვიდა: „საშობაო გზა“, „IT-სანტა“ და „გრანჟ-შობა“. მთავარი პრობლემა დაკავშირებულია მონაცემთა მცირე რაოდენობასთან. 360 სიუჟეტი - ეს ძალიან ცოტაა, ჩვეულებრივ, ალგორითმის ვარჯიშისთვის საჭიროა მილიონობით ტექსტი. პრობლემა დაკავშირებულია textgenrnn-თანაც - ალგორითმი საკმაოდ სუსტია გამართული წინადადებების აწყობაში ალტერნატიულებთან შედარებით. იგი შეზღუდულია ნეირონული ქსელის მიერ წინადადებების გენერირებაში. https://hightech.fm/2018/12/22/ai-new-year
      • 1
      • Like
  17. Tesla აპირებს 2019 წლის მარტში წარადგინოს Model Y - თავისი რიგით მეხუთე ელექტრომობილი. როგორც ცნობილია, ეს იქნება Model X-ზე პატარა, ქროსოვერის ტიპის მანქანა და იგი წარმოდგენილი იქნება Model 3-ის მსგავსი ძირითადი ტექნოლოგიებით. აშშ-ის მასშტაბით მისი კონკურენტები არიან Jaguar-ის, Audi-ს, Mercedes-Benz-ისა და Porsche-ს ელექტრო-ქროსოვერები. სიტუაცია განსხვავებულია ჩინეთში: მიმდინარე კვირაში ორი ახალი ავტომობილი დაანონსდა. შაბათს, ჩინურმა სტარტაპმა NIO-მ გამოუშვა ES6 - კომპანიის რიგით მეორე ელექტრო-ქროსოვერი. მისი წინამორბედი - ES8 გაცილებით დიდი ზომისაა. ახალი ქროსოვერი შედარებით ხელმისაწვდომია წინა მოდელთან შედარებით, მისი ფასი დაახლოებით 51 000 დოლარია. საბაზისო მოდელს აქვს 70 კვტ/სთ. აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს 410-430 კმ-ის გავლას სრულ დამუხტვაზე (სვლის რეჟიმების მიხედვით). NIO ასევე გაყიდის ES6-ის ვერსიას, რომელსაც ექნება 84 კვტ/სთ. ბატარეა და შეძლებს ერთ სრულ დამუხტვაზე გაიაროს 480-510 კმ. (თუმცა, როგორც ცნობილია, NIO ამ მაჩვენებლებს მოძველებული მეთოდით ითვლის და საბოლოო ჯამში კილომეტრაჟი რამოდენიმე ათეული კილომეტრით ნაკლები იქნება). ES6-ის ყველა მოდიფიკაციას ექნება ორი ელექტროძრავი და Tesla-ს ტიპის ტექნოლოგიები. 11,3-დუიმიანი სენსორული ეკრანი განთავსებულია მონაცემთა დაფასა და ცენტრალურ კონსოლს შორის, მეორე ეკრანი კი - ფიზიკური ინსტრუმენტების კლასტერზე. ქროსოვერს აგრეთვე აქვს დისპლეი, სადაც აისახება კრიტიკული ინფორმაცია (მაგალიად, სიჩქარე) და იგი განთავსებულია მძღოლის თვალთახედვის არეში - დისპლეი ჩანს, როდესაც მძღოლი გზას უყურებს. და ბოლოს, ES6-ს აქვს სენსორების ნაკრები, (“NIO Pilot”) რომელიც წარმოადგენს მძღოლის დამხმარე საშუალებას, მათ შორისაა სამოძრაო ზოლის შენარჩუნების კონტროლი და ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი. ელექტრომობილში გამოყენებულია NIO-ს უნიკალური ფუნქციებიც, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის საავტომობილო სისტემა NOMI, Nexux Q-ს მსგავსი რობოტი, რომელიც განთავსებულია სამართავი პანელის ცენტრში და აგრეთვე „არომატიზაციის ინტელექტუალური სისტემა“ - უფრო მეტად სასიამოვნო მგზავრობისთვის. NIO არ არის ერთადერთი ჩინური ავტომწარმოებელი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო ამ კვირაში. კიდევ ერთმა ჩინურმა სტარტაპმა - Xiaopeng-მა (ასევე ცნობილია, როგორც Xpeng) ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი ელექტრო-SUV-ი - G3. ეს ელექტრომობილი კონცეპტუალურად ძალიან ჰგავს Tesla Model Y-ს: მწარმოებლებმა როგორც განაცხადეს, მათ ისარგებლეს ილონ მასკის მიერ შემოთავაზებული ღია კოდებით. მსგავსების მიუხედავად, Xpeng-ის ქროსოვერი ნამდვილად არ არის Tesla Y-ის კლონი. ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება ფასითაც: იგი საკმაოდ იაფია X და Y მოდელებთან შედარებით. G3-ის ღირებულება დაახლოებით 33 000 დოლარიდან იწყება. მას ექნება NIO-ს მსგავსი ფუნქცია მძღოლების დასახმარებლად, ასევე - მასიური დისპლეი Tesla-ს სტილში და აკუმულატორი, რომელიც უზრუნველყოფს დაახლოებით 230 მილის გავლას (ზუსტი დეტალები უცნობია). Xpeng-ი უკვე იღებს შეკვეთებს და აცხადებს, რომ მზად არის მიწოდებებისთვის. წინასწარი შეკვეთები დაუშვა NIO-მაც, მიწოდება დაიწყება 2019 წლის ივნისიდან. ელექტრომობილების ფასზე გავლენას იქონიებს მყიდველების საცხოვრებელი ადგილი. NIO და Xpeng არ მიიჩნევიან როგორც Tesla-ს „მკვლელები“, თუმცა ითვლება, რომ ეს აისბერგის მწვერვალია. ჩინეთის ეროვნული კომისია აპირებს უფრო მეტი ყურადღება და რესურსი დაუთმოს საავტომობილო კომპანიებს და მანქანათმშენებლობაში ახალი ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვას. https://www.theverge.com/2018/12/21/18151959/tesla-model-y-competition-china-suv-nio-xpeng
  18. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის Intercontinental Exchange (ICE) ოპერატორი სავარაუდოდ კიდევ გადადებს თავისი სავაჭრო პლატფორმის - Bakkt-ის ამოქმედებას, წერს CoinDesk. ბოლო განცხადების თანახმად, Bakkt-ზე ვაჭრობის გახსნა დაგეგმილია 24 იანვრისთვის. ICE-ს ჯერ არ მიუღია ოფიციალური ნებართვა აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების კომისიისგან, რეგულატორის მხრიდან მოთხოვნის გადახედვა-დამუშავების ტემპები კი იმის ალბათობას ქმნის, რომ ვერდიქტი ვერ იქნება გამოტანილი დანიშნული დროისთვის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში სახელისუფლებო ორგანოები არ დაამტკიცებენ ინიციატივას. კომისიის საქმიანობაში გარკვეული წყაროს ცნობით, შესაძლებელია, რომ შეფერხება და გადავადება მხოლოდ რამდენიმე დღეს მოიცავდეს. რეალურად, CFTC-მა (COMMODITY FUTURES TRADING COMMISSION) უნდა მიანიჭოს Bakkt-ს ექსკლუზიური უფლება, რაც გულისხმობს კლიენტების მიერ Bitcoin-ის მის საკუთარ ინფრასტრუქტურაში შენახვის ნებართვას. როგორც წესი, რეგულატორი მოითხოვს, რომ კლიენტების აქტივების შესანახად გამოყენებული უნდა იქნას ბანკები, trust-კომპანიები ან საბირჟო ოპერაციებში უფლებამოსილი შუამავლები. როგორც ერთ-ერთი წყარო იტყობინება, CFTC-ის თანამშრომლებმა დაასრულეს Bakkt-ის მოთხოვნის გადახედვა ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე და იგი კომისიის წევრებს გადასცეს. ახლა უკვე კომისიამ უნდა უყაროს კენჭი - დაიშვება თუ არა წინადადება საზოგადოებრივი კომენტარების სტადიაზე, რომელიც 30 დღე გაგრძელდება. შემდეგ ეტაპზე კი კომისიის წევრებს დასჭირდებათ კიდევ რამოდენიმე დღე, რათა შეისწავლონ კომენტარები და მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება Bakkt-თან დაკავშირებით. პრობლემა ის გახლავთ, რომ მიმდინარე კვირის ორშაბათი და სამშაბათი აშშ-ში ფედერალური სამსახურებისთვის დასვენების დღეებია. ამგვარად, კომისიის წევრები 26 დეკემბრამდე ვერ მოახერხებენ ნება დართონ წინადადებას - გადავიდეს საზოგადოებრივი განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, ვადებში ჩატევა და ნებართვის გაცემა ვერ მოხერხდება 24 იანვრისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისია არ დაიწყებს მიღებული კომენტარების შესწავლას. აშშ-ის სენატმა პარასკევს დაასრულა სხდომა ისე, რომ კენჭი არ უყრია საქმიანობის 8 თებერვლამდე მუშაობის გაგრძელების პროექტისთვის, რაც საფრთხის წინაშე აყენებს ზოგიერთი დეპარტამეტის ფუნქციონირებას და შესაძლოა გახდეს Bakkt-ის დამტკიცების გადავადების მიზეზი. მოსალოდნელია, რომ ICE თავის მხრივ გამოსცემს ოფიციალურ ცნობას Bitcoin-ფიუჩერსების გაშვების გადავადებასთან დაკავშირებით. ეს მოხდება მომავალ კვირას - აცხადებს მეორე ინფორმატორი. ეს იქნება რიგით მეორე გადავადება. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ Bakkt უნდა ამოქმედებულიყო დეკემბერში, მაგრამ გასულ თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ „ინტერესი ვრცელია“ და საჭიროა „ბევრი მუშაობა ყველა აუცილებელი დეტალის გასაერთიანებლად“. https://www.coindesk.com/launch-of-bakkt-bitcoin-futures-market-may-get-postponed-again
  19. ვიდეო ბარათებისა და დედა დაფების ტაივანურმა მწარმოებელმა, Gigabyte-მა წარმოადგინა GeForce GTX 1060 ვიდეო ბარათის სამი მოდიფიკაცია, რომლებიც დაფუძნებულია NVIDIA GP104 გრაფიკულ ჩიპსა და GDDR5X მეხსიერებაზე. სამივე ვიდეო ბარათი წარმოდგენილია ქარხნული აჩქარებით და, როგორც მიიჩნევა, კონკურენციას გაუწევს AMD Radeon RX 590-ს. წარმოდგენილი მოდელებია: Gigabyte GeForce GTX 1060 WindForce 2X OC D5X - 250 $; Gigabyte GeForce GTX 1060 WindForce 3X OC D5X - 270 $; Gigabyte GeForce GTX 1060 G1 Gaming D5X - 300 $. პირველ ბარათს აქვს ორი ვენტილატორი და კვების 3+2 ფაზიანი სისტემა. გრაფიკული პროცესორი მუშაობს 1582-1797 მეგაჰერც სიხშირეზე. WindForce 3X OC D5X მოდელი წინასგან განსხვავდება უფრო გრძელი PCB დაფით. მას აქვს სამი ვენტილატორი, თუმცა მუშაობს იმავე სიხშირეებზე. განსხვავებულია კვების ქვესისტემა: იგი 6+1 ფაზიანია. და ბოლოს, მესამე და ხსენებულ სამ მოდელს შორის ყველაზე მძლავრი ვიდეო ბარათი G1 Gaming D5X, რომელიც წარმოდგენილია პროცესორის უფრო აგრესიული აჩქარებით: 1620-1847 მეგაჰერცი. მეორე მოდელის მსგავსად ამ ვიდეო ბარათსაც აქვს 6+1 ფაზიანი კვების სისტემა. სამივე შემთხვევაში მეხსიერება 8 გიგაჰერცია. https://overclockers.ru/blog/Drakostaarn_blog/show/22830/gigabyte-nachala-prodazhi-srazu-trjoh-videokart-geforce-gtx-1060-s-pamjatju-gddr5x
      • 2
      • Like
  20. ვატერლოოს უნივერსისტეტის მეცნიერებმა შექმნეს ფხვნილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამონაბოლქვიდან ნახშირორჟანგის მოშორება მანამ, სანამ იგი ატმოსფეროში მოხვდება. ფხვნილის მთავარი კომპონენტია შავი ნახშირბადი, რომელსაც მკვლევარები იღებენ მცენარეული ნედლეულისგან მარილისა და სითბოს თანამოქმედებით. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი აღმოჩენით შესაძლებელი იქნება ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება იმ ობიექტებიდან, რომლებიც წიაღისეულ ფორმებს იყენებენ, იმ დრომდე, სანამ მათი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს მწვანე ენერგიაზე გადასვლას. მასალა სუფთა და უსაფრთხოა, მისგან მზადდება დიდი ზომის ფილტრები, რისი წყალობითაც ეფექტურად მოხდება CO2-ის შეკავება ჰაერში გაბნევისგან. ახალი მეთოდის ეფექტურობა ორჯერ მეტია ნახშირორჟანგის შეკავების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით. გარკვეული დროის წინ კი ამერიკელმა ქიმიკოსებმა და მიკრობიოლოგებმა შექმნეს კატალიზატორი, რომელიც ხელს შეუშლის CO2-ის გავრცელებას. სწორედ ნახშირორჟანგია გლობალური დათბობის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი. https://hightech.fm/2018/12/19/powder-co2
      • 1
      • Like
  21. კომპანია LG Electronics-მა წარადგინა ახალი პროექტორი CineBeam Laser 4K, რომელსაც უფრო დეტალურად საზოგადოება გაეცნობა Consumer Electronics Show (CES) 2019-ზე. ლაზერიანი დივაისი (მოდელი HU85L) შექმნილია Ultra Short Throw (UST) ტექნოლოგიის გამოყენებით. პროექტორს შეუძლია 90 დუიმის ზომის გამოსახულების ფორმირება, რომელიც ეკრანიდან 5 სანტიმეტრით იქნება დაშორებული. დაშორების მანძილის 18 სანტიმეტრამდე გაზრდისას გამოსახულება იზრდება 120 დუიმამდე. როგორც დასახელებიდან ჩანს, პროექტორი შეესაბამება UHD/4K ფორმატს: გამოსახულების გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს. სიკაშკაშე აღწევს 2500 ANSI-ლუმენს. კომპანია LG ამტკიცებს, რომ პროექტორს შეუძლია მეტად რეალისტური, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებების ფორმირება და საუკეთესოდ აღიქმება მუქი შავი ფერი. გამოსახულების პროეცირება შესაძლებელია კედელზე, ჭერსა და იატაკზე. კონექტორებიდან ხელმისაწვდომია USB, Ethernet და HDMI პორტები. კომპლექტში შედის დისტანციური მართვის პულტი Magic Remote, რომელსაც აქვს ჟესტების ამოცნობის უნარი. პროექტორთან შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებების საშუალების გამოყენება. გაყიდვის თარიღსა და ფასზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. https://3dnews.ru/979992
      • 2
      • Like
      • Upvote
  22. გერმანიაში მცხოვრებმა Amazon-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომპანიისგან გამოითხოვა მონაცემები, რომელიც მოიცავდა მისი ქმედებების, შენაძენებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციას. მიღებული zip-არქივის გახსნისას მან აღმოაჩინა სხვა პიროვნების 1,7 ათასი ჩანაწერი, რომელიც ჩაწერილი იყო ხმოვანი დამხმარის - Amazon Alexa-ს მიერ. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებული ახალი კანონის თანახმად, ევროპელ მომხმარებლებს შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში მიიღონ ის ინფორმაცია სრულად, რასაც ინტერნეტ-კომპანიები აგროვებენ მათ შესახებ და ინახავენ. ამ მონაცემებში შედის მეტად კონფიდენციალური ინფორმაციაც, მაგალითად, გეოლოკაცია, რომლითაც შესაძლებელია მომხმარებლის საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის განსაზღვრა. მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, უცხო პირის მონაცემების მიღების შემდეგ მიმართა Amazon-ის მხარდაჭერის სამსახურს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ის გზავნილი, საიდანაც მან ფაილები მიიღო, მიუწვდომელი აღმოჩნდა. თუმცა მომხმარებელმა მოასწრო მთელი მონაცემების შენახვა საკუთარ კომპიუტერში. მას შემდეგ კი, რაც ხსენებული ფაქტის შესახებ მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა შეიტყვეს, Amazon-მა აღიარა მომხდარი და მას უწოდა „ერთადერთი შემთხვევა და ადამიანური შეცდომა“. თუმცა, ანალოგიური შემთხვევა მოხდა მაისშიც - Amazon Echo-მ თვითნებურად ჩაიწერა პორტლენდში მცხოვრები ქალისა და მისი ქმრის საუბრები და ჩანაწერი უცხო პირს გაუგზავნა. https://hightech.fm/2018/12/20/amazon-fail
  23. შემუშავებულ იქნა ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო მისიებში ადამიანისთვის რთულად მისადგომ ადგილებში შესაღწევად. ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს „ოთხმკლავიანი“ დრონი, რომელიც ფორმას იცვლის, რათა შეაღწიოს ვიწრო ნაპრალებში. მთავარი მიზანი ის არის, რომ დრონები დასათვალიერებლად გაუშვან ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ფიზიკურად და საფრთხის გათვალისწინებითაც, მაგალითად, მიწისძვრის ან ხანძრის შემთხვევებში. გარკვეული სახით, ამგვარი სამაშველო დრონები უკვე არსებობს, მაგრამ ისინი ძირითადად მოზრდილი ზომისა და მყარი ფორმების მქონენი არიან, ამიტომ მათთვის შეუძლებელია შეაღწიონ, ვთქვათ, კედლის ნაპრალში ან გისოსებში. მკვლევარები ამბობენ, რომ ახალი დრონების შექმნა მათ ფრინველების მანევრირებამ შთააგონა. როდესაც დრონი აღმოჩნდება ვიწრო ნაპრალთან, იგი იღებს H-ის ფორმას. შესაბამისად, მრგვალი ღრმულის შემთხვევაში მისი კიდურები წრიულად განლაგდება და ემსგავსება O-ს. მესამე ძირითადი ფორმაა T-ს მსგავსი: ამ დროს დრონი მაქსიმალურად უახლოებს ობიექტს კამერას მისი უკეთ დათვალიერების მიზნით. ამ ძირითადი ფორმების გარდა, დრონებს შეუძლიათ სხვა ასიმეტრიული ფორმების მიღებაც საჭიროებების შესაბამისად. დრონს აქვს ბორტ-კომპიუტერი, ორი კამერა და ოთხი „კიდური, ე.წ მკლავი“. საფრენ აპარატს შეუძლია სიტუაცია გარკვეულწილად თავისით შეაფასოს და იმოქმედოს შესაბამისად, თუმცა ძირითადად მაინც საჭიროებს ბრძანებებს, მაგალითად - შეაღწიოს შენობაში და დაათვალიეროს თითოეული ოთახი. მკვლევარები გეგმავენ შეიმუშავონ ალგორითმები, რომლებითაც მიღწეულ იქნება დრონების სრული ავტონომია. გარდა სამაშველო მისიებში გამოყენებისა, არის ამგვარი დრონების ბოროტად გამოყენების ალბათობა, რადგან სავსებით წარმატებით არის შესაძლებელი, გაგზავნო ასეთი პატარა და მოქნილი აპარატი ჯაშუშური მიზნებისთვის. ამჟამად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დამუშავების პროცესი და უახლოეს დროში არ იგეგმება დრონების გამოყენება რეალურ მისიებში. https://www.theverge.com/2018/12/20/18150454/shape-shifting-drone-future-rescue-missions
      • 2
      • Like
      • Upvote
  24. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთებულ Bloomberg-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ Facebook-ი აპირებს გამოუშვას საკუთარი სტაბილური მონეტა. როგორც ცნობილია, კომპანია თავდაპირველად კონცენტრირდება ინდურ ბაზარზე, რათა მომხმარებლებს საშუალება მისცეს დოლარზე მიბმული კრიპტოვალუტით მოახდინონ ფულადი გადარიცხვები Facebook-ის ერთ-ერთი აპლიკაციის - WhatsApp-ის მეშვეობით. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სტაბილური მონეტის გაშვებამდე რეალურად ჯერ კიდევ დიდი დროა, რადგანაც ეს ინიციატივა ჯერჯერობით სტრატეგიული დაგეგმვის სტადიაში იმყოფება. დღესდღეობით, WhatsApp-ს 200 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ინდოეთში. მსოფლიო ბანკის ბოლო ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ინდოეთი ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს ფულადი გადარიცხვების მხრივ: მხოლოდ 2017 წლის მონაცემებით მიგრანტებმა მოახდინეს 69,59 მილიარდი დოლარის ოდენობით ფულის გადარიცხვა. მიმდინარე წლის მაისში Facebook-მა შეკრიბა საკუთარი ბლოკჩეინ-გუნდი, რათა შეისწავლონ ახალი ტექნოლოგია. მიმდინარე თვის დასაწყისში კი კომპანიამ დამატებით ხუთი ვაკანსია გამოაცხადა, რათა თავისი ბლოკჩეინ-გუნდი შეევსო ახალი წევრებით, რომლებიც ფლობენ ცოდნას მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული უზრუნველყოფისა და მარკეტინგის სფეროებში. Facebook-ის ბლოკჩეინ-გუნდს ხელმძღვანელობს დეივიდ მარკუსი (David Marcus), რომელსაც მანამდე ეკავა Messenger-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ივნისში კი ბლოკჩეინ-ინჟინერიის დირექტორად დაინიშნა ევან ჩენგი (Evan Cheng). „თუკი Facebook-ი მართლაც გამოუშვებს სტაბილურ მონეტას, როგორც ამბობენ, იგი სწრაფად გახდება ყველაზე პოპულარული პროდუქტი კრიპტოსამყაროში“ - აღნიშნა კრიპტოანალიტიკოსმა Anthony Pompliano-მ. – „ინდოეთის ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევს კრიპტოვალუტებს, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება“. გარდა ამისა, სხვა გლობალურმა Messenger-აპლიკაციებმაც, როგორებიცაა Kakao, LINE და Telegram, უკვე განაცხადეს, რომ გეგმაში აქვთ გადაინაცვლონ ბლოკჩეინ-სივრცეში. იაპონური LINE იყო ერთ-ერთი საზოგადოებრივი სავაჭრო კომპანია, რომელმაც აგვისტოში გამოუშვა საკუთარი ბლოკჩეინ-ქსელი კრიპტოვალუტით - LINK ტოკენი. https://www.coindesk.com/facebook-is-working-on-its-own-stablecoin-for-money-transfers-report
      • 1
      • Like
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.