Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. CES-გამოფენა 1967 წლიდან ტარდება იანვრის დასაწყისში, დღესდღეობით კი ეს გამოფენა იქცა უმსხვილეს ტექნოლოგიურ შოუდ. მიმდინარე წელს იგი გაიმართება ლას-ვეგასში. შოუ დაიწყება 8 იანვარს 10:00 საათზე ადგილობრივი დროით და დაიხურება 11 იანვარს. შოუზე დამსწრები პირები ნახავენ უამრავ სიახლეს, გაუმჯობესებულ პროდუქტსა და სერვისს, თუმცა რაიმე განსაკუთრებული ნოვატორული გადაწყვეტილებები და ინოვაციები ამჯერად დიდად მოსალოდნელი არ არის. პერსონალური კომპიუტერები ამ კუთხით მოსალოდნელია ცვლილებების მთელი რიგი: კომპანიები წარადგენენ პროდუქტებს, რომლებშიც გამოყენებულია Intel-ის უახლესი პროცესორები, NVIDIA-ს გრაფიკა და შესაძლოა, AMD-ის ახალი ZEN-არქიტექტურა. მოსალოდნელია, რომ დაანონსდება მეტად პერსპექტიული, Zen 2-ის ბაზაზე არსებული 7-ნანომეტრიანი პროცესორები Ryzen 3000. გაგრძელდება მინიმალური ზომის ჩარჩოების მქონე ლეპტოპებისა და მონიტორების შექმნის ტენდენცია. ასევე შესაძლებელია, რომ ვიხილოთ პირველი ლეპტოპები ინტეგრირებული 5G მოდემით, რომელიც ბაზარზე ზაფხულში გამოვა. გეიმინგ-ინდუსტრია უკვე მრავალი წელია, CES-ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას გეიმინგ-სფერო წარმოადგენს. აქ ყველაზე ხშირად ანონსდება თამაშები პერსონალური კომპიუტერებისთვის, აგრეთვე ახდენენ ახალი გრაფიკის დემონსტრირებას, გეიმინგ-კომპიუტერების ექსპერიმენტალური დიზაინის ჩვენებას, წარადგენენ რაც შეიძლება მაღალხარისხიან დისპლეებს მაღალი გაფართოებებით. ამ წელს იგეგმება NVIDIA GeForce RTX მობილური გრაფიკის ანონსი და ამ ვიდეო ბარათების მქონე პირველი ლეპტოპების წარდგენა Acer-ის, Alienware-ის, ASUS-ის, Razer-ისა და სხვა კომპანიების მიერ. ასევე მოხდება საშუალო კლასის გრაფიკული ამაჩქარებლის - GeForce RTX 2060-ის წარდგენა, AMD კი დიდი ალბათობით გაამხელს დეტალებს თავის ვიდეო ბარათებზე, რომლებიც NVIDIA-ს კონკურენტებად მოგვევლინებიან 2019 წელს. ამჟამად, როდესაც გეიმინგ-ინდუსტრიის ყურადღება სტრიმინგ-თამაშებისკენაა მიმართული, ამ მხრივ სიახლეებს შემოგვთავაზებენ Google, Microsoft და სხვა კომპანიები. ტრანსპორტი ბოლო რამოდენიმე წლის გათვალისწინებით, CES გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა წამყვანი საავტომობილო წარმოების გამოფენისთვის, თუმცა ამ წელს განსაკუთრებული მოლოდინები ამ მიმართულებით არ არის. გამოფენაზე იქნება რამოდენიმე მსხვილი ავტომწარმოებელი, რათა თავი მოიწონონ თავიანთი უახლესი მიღწევებით (მაგალითად, Audi და Mercedes-Benz წარადგენენ ახალ ელექტროქროსოვერებს). წარმოდგენილი იქნება უამრავი ელექტროსკუტერი და მსგავსი ტექნიკა. სტარტაპი EV Byton-ი დამსწრეებს უჩვენებს კონცეპტუალური ავტომობილის ახალ ვერსიას. სმარტფონები სმარტფონების ბაზარი საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულს, ნოვატორულსა და მიმზიდველს, ამიტომ 2018 წელი ხასიათდებოდა სხვადასხვა ექსპერიმენტით გარეგნულ დიზაინში: მოძრავი მოდული ფრონტალური კამერით, სხვადასხვა ტიპის ჭრილები, უკანა კამერების უცნაური კომბინაციები და ა.შ. CES 2019-ზეც მოსალოდნელია უცნაური მოწყობილობების დაანონსება. დიდი ალბათობით, ვიხილავთ დასაკეცი დისპლეების უფრო მეტ კონცეპტს, რომლებიც მიაღწევენ მასიურ ბაზრამდე მიმდინარე წელს. მაგრამ დემონსტრაციების უმეტესობა დახურული იქნება. ძირითადი ანონსები კი თებერვალში ბარსელონაში შედგება MWC 2019 ღონისძიებაზე. ტელევიზორები გამოფენაზე წარადგენენ 8K ფორმატის ბევრ ტელევიზორს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ არსებობს შესაბამისი კონტენტი. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება მათი ნახვა, ამავე დროს წარდგენილი იქნება სხვა ფორმატის მოწყობილობებიც LG-ის, Samsung-ის, Sony-ს, TCL-სა და სხვა კომპანიების მიერ. გამოფენილი იქნება დისპლეები დიდი დიაგონალებით, ახალი OLED-მოდელები, HDR სტანდარტის მხარდაჭერით და ა.შ. 2019 წელს უფრო მეტი და მეტი ტელევიზორი გამოვა Amazon Alexa-სა და Google Assistant-ის მხარდაჭერით. წარადგენენ მოდელებს ახალი ხმოვანი პანელებითა და Dolby Atmos-ის მხარდაჭერით, რომელიც სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. სმარტ-სახლი 2019 წლისთვის იგეგმება სახლის ჭკვიანი გაჯეტების ახალი თაობის წარმოდგენა: კარის ჭკვიანი ზარი, მაცივრები, მიკროტალღული ღუმელები, განათება და ა.შ. წინა წლის მსგავად, Google და Samsung-ი წელსაც ლიდერები იქნებიან ამ სფეროში სიახლეებით. წარადგენენ სმარტ-დინამიკებს უფრო მეტი ფუნქციითა და გამოყენების სიმარტივით. კამერები CES-ზე, როგორც წესი, მნიშვნელოვან პროდუქტებს არ აანონსებენ ფოტო-ვიდეოკამერების კუთხით და ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება. საზოგადოება შეიტყობს მხოლოდ პატარა ან მივიწყებული მწარმოებლების სიახლეების შესახებ. Canon-ის, Nikon-ის და Fujifilm-ის კამერები უკვე დაანონსდა, ერთადერთი მსხვილი კომპანიაა Sony, რომელსაც არ გამოუშვია ახალი კამერა ბოლო რამოდენიმე თვეა, თუმცა ნაკლებსარწმუნოა, რომ ახალი მოდელის ანონსი CES-ზე შედგეს. ვირტუალური და შერეული რეალობა რამოდენიმე წლის წინ, როდესაც VR ჯერ სიახლე იყო, CES-ღონისძება გახდა მთავარი პლატფორმა Oculus VR-ისა და სხვა მწყობილობების ანონსისთვის. თუმცა VR-კომპანიები ახლა უკვე თავიანთ ყოველწლიურ ღონისძიებებზე ახდნენ მოწყობილობების დემონსტრირებას. დღესდღეობით VR-ისადმი ინტერესი მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა იგი უკვე შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი გახდა. ვირტუალური რეალობისადმი ინტერესის კლება CES 2018 წლისთვისაც დამახასიათებელი იყო. შესაძლოა ამ წელს მეტი ყურადღება დაეთმოს შერეულ რეალობას კომპანია Magic Leap-ის და მისი ახალი ჰედსეტის წყალობით. AR-ის მიმართ ინტერესი იზრდება მობილური პლატფორმების მხრიდანაც. გამოფენამდე ცოტა დრო დარჩა, წარმოდგენილ სიახლეებს სულ მალე ვიხილავთ. https://3dnews.ru/980602
      • 1
      • Like
  2. ჩინეთის ხელისუფლების მიერ 2013 წელს ამოქმედებული პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირებას, ჯამში არაეფექტური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის საშიში PM 2,5 ნაწილაკების მოცულობა ხუთი წლის განმავლობაში 40%-ით შემცირდა, გაიზარდა არანაკლებ სახიფათო ოზონის მოცულობა - წერს ScienceAlert. РМ2.5 ნაწილაკები - ეს არის ჰაერის დამაბინძურებელი მავნე ნივთიერების ნაწილები. მის შემადგენლობაში შედის მყარი და თხევადი ნაწილაკები. მათ შეუძლიათ ბიოლოგიური ბარიერის გადალახვა და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის შედეგად შესაძლებელი გახდა ამგვარი ნაწილაკების გაფრქვევა-გავრცელების მასშტაბების შემცირება, მეგაპოლისებში სამაგიეროდ ოზონის დონემ დაიწყო მატება. ოზონი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სასუნთქი გზებისთვის და შესაძლოა გამოიწვიოს დაავადებები, მაგალითად ასთმა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ PM 2,5 ნაწილაკები ერთგვარი შემწოვი ღრუბლის როლს ასრულებენ რადიკალური ნივთიერებებისთვის. როდესაც ამ ნაწილების კონცენტრაცია შემცირდა, ოზონის დონე პირიქით გაიზარდა. „ჩინეთის ქალაქებში იმდენად დიდი იყო მყარი ნაწილაკების რაოდენობა, რომ ისინი აკავებდნენ ოზონის გავრცელებას. ამ დრომდე მსგავსი რამ არასდროს გვინახავს, რადგან არც ერთ ქვეყანას არ გადაუდგამს ამგვარი სწრაფი ნაბიჯები მყარი ნაწილაკების შემცირებისთვის. აშშ-ს 30 წელი დასჭირდა იმისათვის, რაც ჩინეთმა ოთხ წელიწადში განახორციელა“ - დენიელ ჯეიკობი, ჰარვარდის უნივერსიტეტი. ამ შემთხვევამდე, ტეხასის უნივერსიტეტის ინჟინრები მსოფლიოს 185 ქვეყანაში იკვლევდნენ, თუ რა გავლენა აქვს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე РМ 2,5 ნაწილაკებს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ატმოსფეროზე ანთროპოგენული ზეგავლენის შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობა გლობალურად მცირდება ერთ წელიწადზე მეტით. https://hightech.fm/2019/01/03/pm-2-5
      • 1
      • Like
  3. ინფრაწითელი სკანირება სულ უფრო დიდ როლს თამაშობს სამრეწველო-ტექნიკურ სერვისებში. გამოსახულება, რომელიც მიღებულია ადამიანის თვალისთვის უხილავ სითბურ დიაპაზონში, ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა ობიექტთან შეხების გარეშე. ინფრაწითელი სკანირების თანამედროვე საშუალებებს ფართო შესაძლებლობები აქვთ რეალურ დროში სითბური ინფორმაციის კვლევისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერატიული კონტროლის საშუალებას. გარდა ამისა, უახლეს ინფრაწითელ სკანერს აქვს სპეციალური მოწყობილობა მიღებული სითბური გამოსახულებების ასახვა-შენახვისთვის, რათა ისინი შემდგომში გამოკვლეულ იქნეს. ფრაუნჰოფერის ქომიუნითის ინჟინრებმა შექმნეს კომპაქტური, ჯიბის სკანერი, რომლის მეშვეობითაც უმოკლეს დროში შესაძლებელია განისაზღვროს პროდუქტების ვარგისიანობა ინფრაწითელი გამოსხივებით. სიახლის წყალობით შემცირდება გადასაყრელად გამზადებული პროდუქტების რაოდენობა, რადგან ადამიანები ხშირად ეჭვის გამო ყრიან საკვებს, რადგან არ იციან რამდენად ვარგისია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ასოციაციის მონაცემებით, მსოფლიოში წარმოებული საკვები პროდუქტების მესამედი სანაგვეზე იყრება. ეს დაახლოებით 1,3 მილიარდი ტონაა წელიწადის განმავლობაში. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ნარჩენების წილი ყველაზე მაღალია, ყოველწლიური ნარჩენების ხარჯები 680 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ყრიან პროდუქტს - ეს არის იმაში დაურწმუნებლობა, ვარგა თუ არა პროდუქტი. ამ პრობლემას დიდწილად მოაგვარებს ფრაუნჰოფერის სკანერი, რომელსაც საფუძვლად უდევს მაღალი სიზუსტის მქონე ინფრაწითელი სენსორი. საკვებზე ხვდება ინფრაწითელი სხივი და არეკლილი სინათლე იზომება ინფრაწითელი სპექტრის მიხედვით. სპექტრის ანალიზის შედეგად მოწყობილობას შეუძლია განსაზღვროს არამარტო საკვების სიახლე, არამედ მისი ვადა და „რეალურობა“, მაგალითად, შეუძლია გაარჩიოს ორაგული კალმახისგან. მკვლევარების ძალისხმევის შედეგად, შემცირდა სკანერის ზომაც და მისი საწარმოო დანახარჯებიც. https://hightech.fm/2019/01/05/ik-scaner https://newatlas.com/pocket-food-scanner-freshness/57866/ https://www.technoac.ru/news/articles/art-6
      • 1
      • Like
  4. Samsung-ი წარმოგიდგენთ თავის უახლეს 49-დუიმიან მონსტრს. IT-ღონისძიების - CES 2019-ის გამართვამდე კომპანიამ წარადგინა ულტრაფართე მონიტორი CRG9, რომლის გვერდების შეფარდებაა 32:9-ზე. ახალი მონიტორი არის წინამორბედი მოდელის განახლებული ვარიანტი. შეგახსენებთ, რომ წინა თაობის მსგავს მონიტორს ჰქონდა ეკრანის გაფართოება 3840 х 1080 პიქსელი, ახალი CRG9 კი წარმოდგენილია 5120 x 1440 პიქსელით. „CRG9 მონიტორზე კონტენტი ნამდვილად ცოცხლდება. მას აქვს 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და HDR10 ტექნოლოგიის მხარდაჭერა ფერთა უფრო დიდი დიაპაზონისთვის“ - აცხადებს Samsung-ი. როგორც კომპანია ამბობს, CRG9 გთავაზობთ ერთად შეფუთულ ორ 27-დუიმიან მონიტორს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ორი ვიდეო-კონტენტის ასახვა ერთდროულად. პროდუქტს გააჩნია ორი DisplayPort და ერთი HDMI პორტი, ასევე USB 3.0 და პორტი ყურსასმენებისთვის. ახალი მონიტორის ფასის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. შეგახსენებთ, რომ Samsung-ის წინა თაობის ფართოეკრანიანი მონიტორი 999 აშშ დოლარი ღირდა. დისპლეების მწარმოებლები უმეტესად კონცენტრირებულნი არიან იმაზე, თუ რამდენპიქსელიანი დისპლეი შეუძლიათ შექმნან, Samsung-მა კი შექმნა კიდევ ერთი მონიტორი, რომელსაც შეუძლია გადაჭრას სრულიად სხვა სახის პრობლემა: ეკონომიურად გამოიყენოს სივრცე სამუშაო მაგიდაზე. კომპანია ამ მოდელს უწოდებს „კოსმოსურ მონიტორს“ ( Space Monitor). იგი წარმოდგენილია კომპაქტური დიზაინით. დისპლეი მიმაგრებულია სპეციალურ მექანიკურ ბერკეტზე (ე.წ. „მკლავზე“), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია იგი დამაგრდეს მაგიდის ზედაპირის გვერდზე. შესაბამისად, მის წინ მაგიდა თავისუფლდება. „Space Monitor“-ს აქვს უნიკალური სადგამი, რომელიც ფაქტობრივად არ ჩანს მონიტორის უკან“ - აცხადებენ კომპანიაში. „მარტივად შესაძლებელია მონიტორის დახრა ან კედლიდან გადმოწევა“. მონიტორის კვებისთვის აუცილებელი ყველა სადენი მექანიკურ სადგამზეა, რითიც მცირდება გაფანტული სადენებისგან გამოწვეული უწესრიგობა. 27-დუიმიანი დისპლეის გაფართოებაა 2560 х 1440 პიქსელი. Samsung-ი ასევე წარადგენს 32-დუიმიან ვერსიასაც, რომელსაც ექნება 4K გაფართოება 3840 x 2160 პიქსელით. ორივე მონიტორი წარმოდგენილი იქნება CES-გამოფენაზე ლას-ვეგასში. https://www.pcmag.com/news/365742/samsung-packs-more-pixels-into-49-inch-gaming-monitor
      • 1
      • Like
  5. ევროპულ კომპანიას - LockTrip-ს სურს, განავითაროს ტურისტული განთავსების სფერო ბლოკჩეინით. ამის გამო შეიქმნა „ბლოკჩეინზე დაფუძნებული პირველი ფუნქციონალური სამოგზაურო სერვისი“. კომპანიის გუნდი აცხადებს, რომ სერვისს უკვე შეუძლია მსურველებს შესთავაზოს 100 ათასზე მეტი სასტუმრო და ქირის 1500 ვარიანტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმაზე 20%-ით ნაკლებ ფასად, ვიდრე ამას სხვა დასაჯავშნი საიტები სთავაზობენ მოგზაურებს. კომპანია გეგმავს სერვისში დაამატოს კიდევ 300 ათასი სასტუმრო და 900 ავიაკომპანია 2019 წლის ბოლომდე. ხსენებული სერვისი მსურველებს სთავაზობს ნულოვანი საკომისიოთი დაჯავშნონ სასურველი სასტუმრო უკვე მოქმედი პლატფორმის - LockTrip-ბეტა-ვერსიის საშუალებით. იმ მომხმარებლებისთვის, ვინც კარგად ვერ ერკვევა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაში, სტარტაპმა შექმნა სერვისის მოდელი, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილია მომენტალური კავშირი საკრედიტო ბარათსა და კომპანიის ტოკენებს შორის. იმ ტურისტებს, ვინც არ არიან ორიენტირებულნი კრიპტოვალუტებზე, შეუძლიათ დაჯავშნონ სასტუმრო საკრედიტო ბარათების გამოყენებით ზუსტად ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი საიტიდან ხდება - საფასურის კრიპტოებში გადაცვლა კი ავტომატურად შესრულდება API სერვისის საშუალებით. თითოეული ჯავშანი ფოკუსირდება სმარტ-კონტრაქტზე შეკვეთის გაფორმების მომენტიდან. კომპანია ამტკიცებს, რომ მისი სერვისით სარგებლობა უფრო მარტივი და უსაფრთხოა დაჯავშნის ტრადიციულ ტიპთან შედარებით. LockTrip-მა უკვე აამოქმედა Android- და iOS-აპლიკაცია სმარტფონებისთვის. გარდა ამისა, სტარტაპი მუშაობს საკუთარი ჰიბრიდული Proof-of-Stake (PoS) ბლოკჩეინის შექმნაზე, რისთვისაც კომპანიამ უკვე აამოქმედა ოპერაციული სატესტო ქსელი. LockTrip PoS ბლოკჩეინი ფლობს ყველაფერ საუკეთესოს Bitcoin-ისა და Etehereum-ისგან. კომპანია იმედოვნებს, რომ შექმნის პლატფორმას, რომელსაც ექნება Ethereum-ის აპლიკაციების მხარდაჭერა და ამავდროულად, მოახერხებს უფრო მეტი ტრანზაქციის განხორციელებას წამის განმავლობაში LockTrip-ი საკუთარ თავს უწოდებს ენთუზიასტების გუნდს, რომელთაც სურთ სამოგზაურო ბიზნესის ეკონომიკის შეცვლა. კომპანიის გენერალური დირექტორი Nikola Alexandrov-ი აცხადებს: “დაჯავშნისას 20%-იანი საკომისიოს გადახდა წარსულს ჩაბარდება“. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, LockTrip-ის ბაზარზე შემოთავაზებული სასტუმროების საშუალო ფასი დაახლოებით 20 %-ით ნაკლებია ყველა იმ სხვა ალტერნატიულ სერვისთან შედარებით, რაც კი შეიძლება ინტერნეტში ნახონ მომხმარებლებმა. LockTrip-ის თქმით, მისი სერვისი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას - დაზოგონ 17%-მდე თანხა ევროპის სასტუმროების დაჯავშნისას და 23 %-ზე მეტი - აშშ-ის სასტუმროებში. LockTrip-ი აღნიშნავს, რომ ისეთი პოპულარული საიტები, როგორებიცაა Airbnb და Booking.com - იღებენ 15-დან 30%-მდე საკომისიოს, რაც შედეგად გავლენას ახდენს სასტუმროს ნომრის ფასზე. კომპანიის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს LockTrip-ის გამოყენებით დაჯავშნის მაჩვენებელი გაიზარდა ათჯერ, წლის ბოლოსთვის კი შეკვეთების მაჩვენებელმა იმატა 152%-ით. - „ამ პერიოდის განმავლობაში საჭიროებიდან გამომდინარე მომხმარებლებმა შეიძინეს 40 ათასი ევროს ღირებულების LOC-ტოკენები, რამაც შესაძლოა LOC-ი ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ტოკენად აქციოს“ - აცხადებენ სტარტაპერები. LockTrip-ი პირობას იძლევა, რომ განაგრძობს თავისი ბაზრის განვითარებას: იგი ეძებს პარტნიორებს, რომლებიც შეძლებენ საცხოვრებელზე კონკურენტუნარიანი ფასების შემოთავაზებას. დღესდღეობით სტარტაპი აპირებს საკუთარი ბაზარი ოთხჯერ გაზარდოს და მომხმარებელს ნულოვან საკომისიოსა და კიდევ უფრო დაბალ ფასებს ჰპირდება. https://cointelegraph.com/news/blockchain-travel-service-to-offer-hotels-20-percent-cheaper-than-on-bookingcom-or-airbnb
  6. ამერიკის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა სმარტფონების ჩამონათვალი, რომელთაც SAR-გამოსხივების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა თანამედროვე სმარტფონში არსებული გამოსხივების დონე დასაშვებზე დაბალია. ამაში მთავარი წილი მიუძღვით სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს, სადაც სმარტფონები გადიან აუცილებელ სასერტიფიკაციო პროცესს, სანამ ბაზარზე გავლენ გასაყიდად. ყოველწლიურად გამოსხივების დიდი დოზის მქონე უამრავი მოწყობილობა გამოდის გაყიდვაში. ადამიანის სხეულის მიერ რადიაციის შეწოვის დონეს რამოდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მაგალითად: სმარტფონის დაშორება თავისგან/სხეულისგან; მოწყობილობის ფორმა, გაბარიტები და შიდა კომპონენტების განლაგება; გამოსხივების სიმძლავრე და ა.შ. სწორედ ამიტომ SAR-გამოსხივების დონე ფასდება რამოდენიმე მეთოდით. აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა 18 ყველაზე “საშიში” სმარტფონი გამოსხივების სამნაირი გავლენის კუთხით: გავლენა სხეულზე, თავზე და მაქსიმალური ერთჯერადი გამოსხივება. სმარტფონების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ სქემაზე: სმარტფონი SAR: სხეული, ვტ/კგ SAR: თავი, ვტ/კგ SAR: Max (ST), ვტ/კგ Apple iPhone Xs Max 1 1 1.52 Apple iPhone Xs 0.99 0.9 1.53 Apple iPhone Xr 1.1 0.9 1.59 Honor 7X 1.11 1.11 1.43 Huawei Mate 20 Pro 0.81 0.58 1.53 HTC U12 Plus 0.53 0.66 1.33 Google Pixel 3 XL 1.19 1.35 1.59 Google Pixel 3 1.34 1.34 1.59 LG V40 ThinQ 1.28 1.27 1.59 LG G7 ThinQ 1.06 0.22 1.59 Moto Z3 1.18 0.79 1.58 OnePlus 6T 1.19 1.34 1.59 OnePlus 6 0.9 1.26 1.53 Samsung Galaxy Note 9 0.76 0.27 1.59 Samsung Galaxy S9 Plus 0.79 0.36 1.59 Samsung Galaxy S9 0.96 0.35 1.59 vivo NEX 0.29 1.06 - Xiaomi Pocophone F1 0.75 0.72 - სქემიდან ჩანს, რომ ჩამოთვლილი მოდელებიდან ადამიანის თავისკენ მიმართული გამოსხივების დონით ყველაზე უსაფრთხო სმარტფონია ფლაგმანური მოდელი LG G7 ThinQ (0.22 ვტ/კგ), რომლის ანონსიც 2018 წლის პირველ ნახევარში შედგა. მას მცირედით ჩამორჩება Samsung-ის სამი ფლაგმანი. ყველაზე „რადიოაქტიური“ აღმოჩნდა Google-ისა და OnePlus-ის სმარტფონები, აგრეთვე LG V40 ThinQ. სხეულთან მიმართებაში ყველაზე "საფრთხისშემცველი” სმარტფონები აღმოჩნდა Pixel 3 (1.34 ვტ/კგ) და LG V40 ThinQ (1.28 ვტ/კგ). რეიტინგის სათავეშია vivo NEX (0.29 ვტ/კგ). მაქსიმალური ერთჯერადი გამოსხივების მხრივ კი პრაქტიკულად ყველა მოწყობილობამ დააფიქსირა 1,5 ვტ/კგ.-ზე მაღალი მაჩვენებელი. ამ მონაცემზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ ორ სმარტფონს - Honor 7X (1.43 ვტ/კგ) და HTC U 12 Plus (1.33 ვტ/კგ). SAR-გამოსხივების მაჩვენებელი აშშ-სა და ევროპაში იზომება ვატებსა და კილოგრამებში, ზოგიერთ ქვეყანაში კი - ვატი/კვ.სმ-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონების გამოსხივების დამღუპველი ზეგავლენა ადამიანზე არასოდეს დაფიქსირებულა. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23131/top18-samyh-radioaktivnyh-smartfonov-v-mire
      • 2
      • Like
      • Upvote
  7. Rolls-Royce-კონცერნი სხვა კომპანიების ინჟინრებთან ერთად იწყებს ელექტროთვითმფრინავის შექმნას, რომელსაც შეეძლება განავითაროს 480 კმ/სთ-მდე სიჩქარე. ელექტროთვითმფრინავი ერთადგილიანი იქნება. მის მუშაობას უზრუნველყოფს ელექტრობატარეა, რომლის მეშვეობითაც თვითმფრინავი შეძლებს ლონდონიდან პარიზში გადაფრენას შეჩერებისა და დამუხტვის გარეშე. ინჟინრები ამტკიცებენ, რომ ბატარეის ენერგიის სიმყარე ყველაზე მაღალი იქნება ელექტროავიაციის ისტორიაში. დაგეგმილია, რომ ელექტროთვითმფრინავის პირველი გაფრენა შედგეს 2020 წელს. როგორც მოსალოდნელია, გაფრენისთანავე იგი მოხსნის რეკორდს, რომელიც დაამყარა 2017 წელს Siemens-ის მიერ შექმნილმა Extra 330LE ელექტროთვითმფრინავმა (მისი სიჩქარის მაჩვენებელი 337,5 კმ/სთ. იყო). როტაციული დეტონაციური ძრავის საკუთარი პროტოტიპი წარადგინა General Electric-მაც, რომლის საშუალებითაც (როგორც მწარმოებლები ამბობენ) თვითმფრინავები შეძლებენ განავითარონ ზებგერითი სიჩქარე. https://newatlas.com/rolls-royce-electric-airplane-fastest/57849/ https://hightech.fm/2019/01/03/electro-plane-rr
  8. ამერიკულმა კომპანიამ Sarcos Robotics-მა წარადგინა სერიული წარმოების სრულზომიანი ეგზოჩონჩხი - Guardian XO, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეასრულონ ტვირთის გადატანასთან დაკავშირებული სამუშაო დავალებები, მაგალითად - აწიონ და გადაიტანონ 90 კილოგრამამდე წონის ტვირთი. Guardian XO-ს საშუალებით ხდება ადამიანის არამარტო ერთი-ორი კიდურის გაძლიერება, არამედ მთლიანი კორპუსის. საბაზისო კომპლექტაციის მეშვეობით მომხამრებელს შეუძლია გადაიტანოს 35 კილოგრამი ტვირთი კუნთების დაძაბვის გარეშე, გაძლიერებული მოდელით კი შესაძლებელია 90 კილოგრამი მასის გადატანა. Sarcos Robotics-ში აღნიშნავენ, ეგზოჩონჩხის სამართავად არ არის საჭირო სპეციალური სწავლება და რაიმე განსაკუთრებული უნარი. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება, იგი გაყიდვაში გამოვა 2019 წლის ბოლოსკენ. ამ პერიოდამდე კი თეირანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ეგზოჩონჩხი, რომელიც ადამიანს სირბილში ეხმარება, თანაც არ სჭირდება ძრავის გამოყენება მუშაობისთვის. https://hightech.fm/2019/01/03/exo-skelet https://spectrum.ieee.org/robotics/industrial-robots/industrial-workers-will-soon-don-exoskeletons-and-achieve-super-strength
      • 1
      • Like
  9. ნაგვისგან წყნარი ოკეანის გამწმენდი სისტემა Ocean Cleanup არც ისე ეფექტური აღმოჩნდა - კონსტრუქციას მოტყდა 18-მეტრიანი ნაწილი. ამ ინციდენტის შემდეგ სისტემის შემქმნელებმა გადაწყვიტეს იგი სანაპიროზე დააბრუნონ შეკეთებისა და მოდერნიზაციის მიზნით - ნათქვამია მწარმოებლის განცხადებაში. პირველმა პროტოტიპმა System 001-მა წყნარი ოკეანის დაბინძურებული რეგიონის სრულფასოვანი წმენდა დაიწყო 2018 წლის ოქტომბრის შუა პერიოდში. ნახევარი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სისტემას არ შეუძლია შეაკავოს მთელი ის მასალა (ძირითადად პლასტმასი), რაც ოკეანეში მოგროვდა. The Ocean Cleanup-ის მთავარი საოპერაციო დირექტორის აზრით, System 001 ვერ აკავებს დაგროვილ ნაგავს სისწრაფის გამო - დინების გამო ნაგვის ნაწილები უფრო სწრაფად მოძრაობს და ისევ წყალში ბრუნდება, ვიდრე თავად სისტემა. სისტემის დაშლის მთავარი მიზეზი კი მატერიალების მოძველება გახდა. Ocean Cleanup-ის წარმომადგენლობა ამბობს, რომ სისტემის მოტეხილი ნაწილი საფრთხეს არ წამოადგენს არც საზღვაო ტრანსპორტისა და არც ეკოლოგიისთვის - იგი უკვე ამოიღეს და ნაპირზე გაიტანეს. „მომხდარმა ფაქტმა მეტად დაგვამწუხრა, რადგან ვიმედოვნებდით, რომ გაცილებით მეტხანს გავძლებდით ოკეანეში, რათა მოგვეგროვებინა რაც შეიძლება მეტი მონაცემი სისტემის მუშაობის შესახებ. სისტემის დაზიანებამ დამატებითი პრობლემა გაგვიჩინა. ამავე დროს, ვიცით, რომ ამგვარი შემთხვევები გარდაუვალია, როდესაც ხდება სრულიად ახალი ტექნოლოგიის გამოცდა-გამოყენება“ - აცხადებს ბოიან სლატი, Ocean Cleanup-ის დამაარსებელი. სისტემის შემქმნელები აგრეთვე აპირებენ გამოიკვლიონ, თუ რატომ არის იგი არაეფექტური, ანუ რატომ მოძრაობს იმდენად ნელა, რომ ვერ აკავებს მოგროვილ ნაგავს. https://hightech.fm/2019/01/04/cleanup-broken https://www.theoceancleanup.com/updates/wilson-to-return-to-port-for-repair-and-upgrade/
      • 1
      • Like
  10. ტექნოლოგიური გიგანტების სამოღვაწეო ასპარეზი ინაცვლებს სამედიცინო სფეროში: მაგალითად Apple-მა და Amazon-მა კლინიკები გახსნეს, Uber-მა აამოქმედა სამედიცინო სატრანზიტო პროგრამა და ა.შ. მრავალი ინიციატივა ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია და ისინი განვითარებას განაგრძობენ. ზოგიერთი მათგანი კი უკვე მიმდინარე წელს მოემსახურება მოსახლეობის ნაწილს. ტექნოკომპანიების ამ ნაბიჯს დიდწილად განაპირობებს ფინანსური თვალსაზრისი: ჯანდაცვის ნებისმიერი ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანია. მაგალითად, მხოლოდ აშშ-სთვის წელიწადში 2,8 ტრილიონზე მეტი შემოსავალი მოაქვს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ჯანდაცვის სფერო ჯერ კიდევ არასრულფასოვნად ეფექტურია, ასე რომ მისი განვითარებით დიდი კაპიტალის გამომუშავება შეიძლება. და ბოლოს - სამედიცინო სფეროში უამრავი სექტორია, რაც დიდ კომპანიებს მანევრირებისთვის საკმარის საშუალებას აძლევს ისე, რომ ერთმანეთთან არ შევიდნენ კონკურენციაში, ჯერჯერობით... რას შეიძლება ველოდოთ 2019 წელს ტექნოკომპანიების ჯანდაცვაში გადანაცვლების შედეგად: AMAZON კომპანიამ თავისი სამედიცინო საქმიანობა დაიწყო 2018 წელს, როდესაც განაცხადა, რომ იგი იმუშავებს Berkshire Hathaway-სა და JPMorgan Chase-სთან ერთად, რათა დააარსოს დამოუკიდებელი სამედიცინო კომპანია თავისი თანამშრომლებისთვის. მას შემდეგ Amazon-მა იყიდა ონლაინ-აფთიაქის - PillPack-ის სტარტაპი და განაცხადა, რომ გამოუშვებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მოახდენს სამედიცინო რეცეპტებისა და დანიშნულებების ანალიზს. სამომხმარებლო თვალსაზრისით საინტერესოა რა შედეგები ექნება ამ ღონისძიებებს: მოსახლეობა ანტიდეპრესანტების შეძენას Amazon Prime-ის საშუალებით დაიწყებს? რა გავლენას იქონიებს ონლაინ-აფთიაქის წარმატება თუ წარუმატებლობა ჩვეულებრივ აფთიაქებსა და სხვა მსგავს სტარტაპებზე? APPLE 2018 წელს განახლდა აპლიკაცია Apple Health, რომელშიც ხდება 39 კლინიკის სამედიცინო ჩანაწერების ასახვა. Apple-მა FDA-სდან მიიღო ნებართვა Apple Watch-ისთვის ახალი ფუნქციის - ელექტროკარდიოგრამის დასამატებლად. ეს მეთოდი ერთ-ერთი მოწინავე და ეფექტურია გულის მდგომარეობის გასაკონტროლებლად. ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ Apple უფრო და უფრო ინაცვლებს ჩვეულებრივი ფიტნეს-მოწყობილობების წარმოებიდან სამედიცინო სფეროში. Amazon-ის მსგავსად, Apple-მაც გახსნა კლინიკა თავისი თანამშრომლებისთვის, იგი ასევე შედის სამედიცინო ჩანაწერებისა და დანიშნულებების სფეროშიც. გასული წლის ნოემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის ვეტერანთა დეპარტამენტთან, რათა მისმა წევრებმა iPhone-ების საშუალებით წვდომა მიიღონ სამედიცინო ჩანაწერებსა და ექიმის დანიშნულებებზე. 2019 წლისთვის მთავარ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს Apple Watch-ის ელექტროკარდიოგრამის ფუნქციის ხარვეზები. ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ფუნქციამ შესაძლოა ზიანი უფრო მეტი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი: მოწყობილობა სრულიად ჯანმრთელ მომხმარებლებსაც უგზავნის ზოგჯერ მცდარ მონაცემებს და შესაძლოა სულ ტყუილად აღმოჩნდეს ჯანმრთელი ადამიანი კლინიკაში, რაც ზედმეტ დროის ხარჯვასა და დისკომფორტს ნიშნავს. იმის გათვალისწინებით, რომ Apple კვარტალში დაახლოებით 8 მილიონ სმარტ-საათს ყიდის, სისტემა შესაძლოა სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს. აღსანიშნავია გრძელვადიანი კვლევა Apple Health Study, რომელსაც კომპანია ახორციელებს სტენფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევები იანვრის ბოლოს დასრულდება, ასე რომ Apple სავარაუდოდ მრავალ საინტერესო შედეგს გაამხელს წლის განმავლობაში. UBER დიდ ინტერესს იწვევს კომპანია, რომელიც სამედიცინო ტრანზიტებითაა დაკავებული. მარტში კომპანიამ აამოქმედა პროექტი Uber Health, რომელიც სამედიცინო მომსახურების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს შეუკვეთონ პაციენტების ტრანსპორტირება. ეს პროექტი მიზნად არ ისახავს სასწრაფო დახმარების მანქანების ჩანაცვლებას, თუმცა როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, სამედიცინო დაწესებულებებისთვის უმჯობესი იქნება ტრანზიტის მოხმარება, ვიდრე ჩვეულებრივი სასწრაფო მანქანის, რადგან ფლობაში არსებული მანქანის გამოყენება უფრო ძვირი ჯდება: დაწყებული მისი ფასიდან - დაზღვევით დამთავრებული. Uber Health მოემსახურება პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალების მართვა (ძირითადად, სიბერის, ხელმოკლეობის ან ავადმყოფობის გამო). საინტერესო იქნება, როგორ განვითარდება პროექტის საქმიანობა. ექსპერტები ძირითადად აკვირდებიან იმას, თუ ვინ იყენებს სერვისს, რამდენი პირი იყენებს, აგრეთვე საინტერესოა პროგრამასთან დაკავშირებული რისკებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენა. ერთ-ერთ ნაკლს წარმოადგენს მოძრაობაშეზღუდულთა სავარძლების ნაკლებობა. ALPHABET Alphabet-ი კომპანია Google-ის მშობელი კომპანიაა. ზემოთჩამოთვლილ კომპანიათაგან მისი მოღვაწეობა სამედიცინო სფეროში შედარებით განსხვავებულია: მისი ყურადღება მიმართულია ჯანდაცვასთან დაკავშირებული კვლევებისადმი. ნოემბერში Google-მა მიიღო ახალი გენერალური დირექტორი David Feinberg-ი სწორედ ჯანდაცვის სფეროში არსებული ინიციატივების განხორციელების მიზნით. Google-ის პროექტებიდან ერთ-ერთია Google Brain, რომელშიც გამოყენებულია ხმის ამომცნობი ხელოვნური ინტელექტი, იგი ექიმებს ეხმარება სამედიცინო ჩანაწერების შესრულებაში. Google აპირებს ამ ტექნოლოგიის გამოყენებას მოხუცებულთა სახლებში. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ამ სფეროს და არ არის გასაკვირი, რომ Google-მაც გადაწყვიტა ამ სფეროში ჩაერთოს. საინტერესოა, როგორ წარმართავს კომპანია თავის სამედიცინო საქმიანობას ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად. https://www.theverge.com/2019/1/3/18166673/technology-health-care-amazon-apple-uber-alphabet-google-verily
      • 1
      • Like
  11. ონლაინ-სავაჭრო გიგანტი Overstock-ი გახდება პირველი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც თავისი ბიზნესის სახელმწიფო გადასახადებს Bitcoin-ით გადაიხდის ოჰაიოს შტატის კანონის შესაბამისად. Overstock-ს აქვს თავისი, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნეს-განყოფილება, მისი წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ზემოთხსენებული ნაბიჯი წარმოადგენს კრიპტოვალუტების გამოყენებაში წინ გადადგმულ ნაბიჯს. Overstock-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა პატრიკ ბირნმა (Patrick Byrne) შეაქო ოჰაიოს შტატის ხელისუფლება და მისი ხაზინადარი Josh Mandel-ი, რათა სწორედ მისი დამსახურებით ოჰაიო გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც მიიღეს Bitcoin-ით გადასახადების გადახდის კანონი. „ვამაყობთ იმ სახელისუფლებო პირებთან პარტნიორობით, რომლებიც ხელს უწყობენ ტექნოლოგიისადმი ნდობის გაზრდას ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის ფარგლებში“ - აღნიშნა ბირნმა თავის სიტყვაში. „დიდი ხანია ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების მიერ ისეთი ახალი ტექნოლოგიის მიღება, როგორიცაა კრიპტოვალუტების გამოყენება, წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას, რათა აშშ-მა არ დაკარგოს მსოფლიოს პროგრესირებადი ეკონომიკების ავანგარდში თავისი პოზიცია“. Overstock-ი საკუთარი სამოღვაწეო კომერციული გადასახადების Bitcoin-ით გადახდას 2019 წლის თებერვლიდან დაიწყებს. კომპანია უკვე დიდი ხანია, რაც კრიპტოს კორპორატიული პიონერია. 2014 წელს Overstock-ი გახდა პირველი საცალო მოვაჭრე, რომელმაც კლიენტებს ნება დართო თავიანთ ონლაინ-შენაძენზე ანგარიშსწორება კრიპტოვალუტებით მოეხდინათ. იმავე წელს მან აამოქმედა ბიზნეს-განყოფილება Medici Ventures, რომელიც იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას არსებულ, მოქმედ ინდუსტრიებში. დღესდღეობით, Medici Ventures აკონტროლებს ცხრამეტი ბლოკჩეინ-კომპანიის პორტფელებს. Overstock: “ბლოკჩეინი უფრო მეტია, ვიდრე ინტერნეტი“ 2018 წლის ოქტომბერში Medici Ventures-მა 6 მილიარდი დოლარით დააფინანსა ბლოკჩეინზე დაფუძნებული სოციალური ქსელი Minds, რომელიც გვევლინება, როგორც Facebook-ის, Twitter-ისა და YouTube-ის ალტერნატივა. იგი იძლევა კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვისა და აკრძალვების არარსებობის გარანტიას. 2018 წლის ნოემბერში პატრიკ ბირნმა დაადასტურა, რომ იგი ტოვებს სავაჭრო ბიზნესს და აპირებს კონკრეტულად ბლოკჩეინზე კონცენტრირებას, რადგან თვლის, რომ ეს არის ტექნოლოგია, რომელიც შეცვლის მსოფლიოს. „ბლოკჩეინის რევოლუციას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, რაც კი ამ დრომდე რაიმეს ჰქონია ისტორიის მანძილზე“ - განაცხადა ბირნმა. – „ეს უფრო მეტია, ვიდრე ინტერნეტ-რევოლუცია“. თუმცა ამ ამბების პარალელურად, Kevin Werbach-ი - პენსილვანიის უნივერსიტეტის Wharton School-ის პროფესორი უარს ამბობს ოჰაიოს მიერ გადასახადების გადახდის ახალ საშუალებაზე და აცხადებს, რომ ეს უბრალოდ პიარისთვის გაკეთებული ხრიკია. „არაფერია იმაში განსაკუთრებული და უპირატესი, რომ გადასახადები Bitcoin-ით გადავიხადოთ“ - თქვა მან. „ხელისუფლებას უბრალოდ უნდა, რომ კრიპტოვალუტების მიმართ ლოიალური გამოჩნდეს“. ასეა თუ ისე, „ხრიკი“ მუშაობს: ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა Eddie Hughes-მა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა გადახედონ საკითხს, რომელიც გულისხმობს ბრიტანეთის მოქალაქეთათვის უფლების მიცემას - ადგილობრივი და კომუნალური გადასახადები Bitcoin-თ გადაიხადონ. Eddie Hughes-მა პროგრესირებადი კრიპტო-ათვისების მაგალითად ოჰაიოს შტატი მოიყვანა და განაცხადა, რომ დროა ბრიტანეთის პარლამენტის სხვა წევრებიც გაეცნონ კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინს, რადგან „ეს ტექნოლოგიები მომავლის ტალღაა“. Hughes-ი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს გახდეს მსოფლიო ლიდერი კრიპტოინდუსტრიის მიმართულებით - „ჩვენ ახლა გზაჯვარედინზე ვართ და უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი, რომელში ლიდერობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“ - განაცხადა მან. https://www.ccn.com/overstock-will-be-first-major-company-to-pay-state-taxes-in-bitcoin/
  12. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ შექმნეს ალგორითმი, რომლის დახმარებითაც რობოტები ისწავლიან დამოუკიდებლად სიარულს. Google Brain-ისა და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სამეცნიერო დოკუმენტში აღწერილია სისტემა, რომელმაც „ოთხფეხა რობოტს ასწავლა ადგილიდან ადგილზე გადანაცვლება“. „სიღრმისეული მანქანური სწავლება შეიძლება გამოყენებულ იქნას რობოტიზირებული ამოცანების ავტომატიზაციისთვის, რაც ერთმანეთს შეუსაბამებს სენსორულ მონაცემებსა და დაბალი დონის მოქმედებებს“ - აცხადებენ სტატიის ავტორები. - თუ ჩვენ შევძლებთ მოქმედების ნულიდან შესწავლას, შევძლებთ შევქმნათ კონტროლერები, რომლებიც იდეალურად იქნებიან ადაპტირებულნი თითოეული მოქმედებისა და გარემოსადმი. ამით შესაძლებელი გახდება უკეთესი მანევრირება, ენერგოეფექტურობა და საიმედოობა. გაძლიერებული სწავლება - ეს არის ხელოვნური ინტელექტის სწავლების მეთოდიკა, რომელიც იყენებს დაჯილდოების ან დასჯის მეთოდებს რობოტების მიზნამდე მიყვანისათვის. იგი საჭიროებს მონაცემთა დიდ რესურსს, ზოგიერთ შემთხვევაში ათეულ-ათასობით ნიმუშს. OpenAI Gym-ის ექსპერიმენტებში, რომლებიც იმიტირებდნენ ღია კოდიან გარემოს და ხელოვნური ინტელექტის აგენტების ტესტირებას, ავტორების მიერ შექმნილმა მოდელმა მიაღწია პრაქტიკულ იდენტობას ან/და უკეთეს წარმადობას უწყვეტი გადაადგილების ოთხი ტიპის დავალების საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით. https://hightech.fm/2019/01/01/ai-20
      • 1
      • Like
  13. აუცილებელი არ არის, რომ თვითმართვად სატრანსპორტო საშუალებებს ჩვეულებრივი ავტომობილის სახე ჰქონდეთ. მომავალში შესაძლოა მოხდეს მათი ტრანსფორმაცია უფრო ფუნქციურ ტრანსპორტად, ვიდრე მგზავრთა გადაყვანის ჩვეულებრივი საშუალებაა. კომპანია Aprilli Design Studio-ს დიზაინერმა სტივ ლიმ (Steve Lee) წარმოადგინა თავისებური ხედვა: მისი კონცეფციის მიხედვით მომავლის თვითმართვად ტრანსპორტს სასტუმროს ნომრის მახასიათებლები უნდა ჰქონდეს. მან თავის პროექტს უწოდა Autonomous Travel Suite (ATS), რაც ითარგმნება, როგორც „ავტონომიური კომპლექსი მოგზაურობისთვის“. ATS-ს საკმაოდ დიდი გაბარიტები აქვს, მისი შიდა სივრცე დაყოფილია რამოდენიმე ზონად - იმის მიხედვით, რაც ჩვეულებრივ სასტუმროს ნომერშია. მგზავრობის პროცესში მგზავრს შეეძლება თავისუფლად გადაადგილდეს ტრანსპორტის სალონში, დაისვენოს საწოლზე, იმუშაოს სამუშაო მაგიდასთან ან მიირთვას საკვები მინი-სამზარეულოში. ბორტზე აგრეთვე არის სტრიმინგ-ეთერითა და კომპიუტერული თამაშებით სარგებლობის საშუალება, მცირე ფართობის სააბაზანო და საპირფარეშო. ATS გათვლილია 6-10-საათიანი მგზავრობისთვის, მის გადაადგილებას მთლიანად კომპიუტერი აკონტროლებს. ჯერჯერობით ამგვარი მოძრავი სასტუმროთი სარგებლობა შეუძლებელია, რადგან იგი ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს. თუმცა, როგორც ცნობილია, სტივ ლი უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს რამოდენიმე ავტომწარმოებელ კომპანიასთან ამ პროექტის სამომავლო რეალიზების მხრივ. როდესაც თვითმართვადი ავტომობილები მასიური მოვლენა გახდება საზოგადოებრივი მოხმარების გზებზე, ამგვარი სატრანსპორტო სიახლეები შესაძლოა აღმოჩნდეს მეტად მოსახერხებელი ალტერნატივა ტრადიციულ ტრანსპორტთან შედარებით: ასეთი ტრანსპორტით მგზავრობისას მომხმარებლები თავიანთ ჩვეულ ცხოვრების წესს მისდევენ, დაკავებულნი არიან იმ საქმიანობებით, რაც შეეძლოთ ჩვეულებრივი სასტუმროს ან ოფისის პირობებში. https://3dnews.ru/980520
      • 1
      • Like
  14. იაპონელმა მკვლევარებმა შექმნეს დრეკადი მასალა, რომელიც სშუალებას იძლევა მოიზიდოს სითბო და გარდაქმნას იგი ელექტროენერგიად. ეს არის იაფი ღირებულების, მსხვილმასშტაბიანი და დრეკადი თერმოელექტრო გენერატორი, რომელსაც აქვს მაღალი მექანიკური საიმედოობა და შეუძლია ეფექტურად გარდაქმნას სითბო ელექტროენერგიად. ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები გამოქვეყნდა ჟურნალში - Advanced Materials Technologies. თერმოელექტრული გარდამქმნელი წარმოდგენს ერთ-ერთ მეტად მიმზიდველ მეთოდს 150 გრადუსი ან უფრო მცირე სითბოს გარდაქმნისთვის. ამ ტექნოლოგიის ფართოდ გამოყენებისას არ არსებობდა თერმოელექტრული გენერაციის იმგვარი მოდულების შეფუთვის შესაბამისი ტექნოლოგია, რომლებიც იმუშავებდნენ 100-150 გრადუსის დიაპაზონში. გარდა ამისა, ოთახის ტემპერატურაზე ელექტროენერგიის გამომუშავების მოდულების წარმოება ძვირი ჯდებოდა. ზემოთხენებული კვლევებისა და მცდელობების შედეგად ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს თერმოელექტრული გენერაციის მოდულების წარმოების იაფი მეთოდი, თანაც შენარჩუნებულ იქნა გარდაქმნის ეფექტურობა. მათ მოათავსეს მცირე ზომის თერმოელექტრული ნახევარგამტარი მიკროსქემები დრეკად სუბსტრატზე და შეძლეს მიეღოთ ელექტრო კონტაქტების საიმედო და სტაბილური კავშირი. მეცნიერებმა თავიანთ გამოგონებას სახელად უწოდეს FlexTEG. მათ მიერ შექმნილი მოდულების უნიკალურობა გამოიხატება ელექტროდების პარალელურ ინტეგრაციაში, რაც საშუალებას იძლევა მოდული მოიხაროს ნებისმიერი მიმართულებით. ელექტროდების პარალელურმა განთავსებამ შეამცირა მექანიკური დატვირთვა ცალკეულ თერმოელექტრულ ნახევრგამტარ მიკროსქემებზე, ამავე დროს გააუმჯობესა მთლიანად მოდულის საერთო მექანიკური სტაბილურობა და საიმედოობის დონე. https://hightech.fm/2019/01/02/no-waste
      • 1
      • Like
  15. სანამ მარსზე ადამიანები წავლენ, საჭიროა იმ პირების შერჩევა, რომლებიც შეძლებენ იცხოვრონ და იმუშაონ ექსტრემალურ პირობებში. როგორ უნდა მოხდეს მათი შერჩევა და გამოკვლევა, შესაძლებელია თუ არა ეს? არსებობს ამის გამორკვევის ერთ-ერთი საშუალება - შევქმნათ მარსის მსგავსი პირობები აქ, დედამიწაზე. სწორედ ამ იდეას ემსახურება HI-SEAS. ეს არის ხელოვნურად შექმნილი პლანეტათშორისი საცხოვრებელი გარემო, რომელიც განთავსებულია ჰავაიზე მოქმედ ვულკანთან. 2013-დან 2018 წლამდე ჰავაის უნივერსიტეტში ხორციელდებოდა მარსული მისიის სიმულაციები ზემოთხსენებულ საარსებო გარემოში. მრავალი თვის განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ HI-SEAS-ში, სადაც შექმნილი იყო იმგვარი პირობები, რომელიც მათ რეალურ მარსზე ყოფნისას დახვდებოდათ. ადამიანებს უწევდათ წყლის მომარაგება და ეკონომიურად გამოყენება, დაკონსერვებული საკვებით სარგებლობა და სიმულირებული შეფერხებული რადიოკავშირით სარგებლობა „დედამიწასა და მარსს“ შორის. მაცხოვრებლებს არ შეეძლოთ დაეტოვებინათ საცხოვრებელი გარემოს ტერიტორია და გასულიყვნენ მის ფარგლებს გარეთ სკაფანდრების გარეშე. ჰავაის უნივერსიტეტმა ხუთი წარმატებული სიმულაცია განახორციელა HI-SEAS-ში. თუმცა მეექვსე მისია შეწყდა 2018 წლის დასაწყისში მას შემდეგ, როდესაც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა დაზიანება მიიღო სარეზერვო გენერატორის ჩართვის მცდელობისას. დღესდღეობით HI-SEAS-პროექტი გარდამავალ ფაზაში იმყოფება. სიმულაციისთვის განკუთვნილი სივრცის მფლობელმა გადაწყვიტა შეეცვალა გარემოსა და შენობების სტრუქტურა და გარდაექმნა იგი მთვარის პირობების სიმულაციებისთვის. ეს ცვლილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ NASA მცირე ხნის წინ კვლავ კონცენტრირდა მთვარის ზედაპირზე ხალხის გაგზავნის მისიებზე. შესაძლებელია, რომ HI-SEAS-მა მომავალში, თუნდაც 2020 წლისთვის კვლავ განაგრძოს მარსის პირობების სიმულირება. ნებისმიერ შემთხვევაში, პლანეტათშორისი მისიების იმიტაციას დიდი და შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს მანამ, სანამ მისიები რეალურად განხორციელდება. ისეთი ადგილები, როგორიცაა HI-SEAS, კარგი იდეაა მისიებში გასაგზავნი ადამიანების შესარჩევად. https://www.theverge.com/2019/1/2/18165129/mars-habitat-hawaii-hi-seas-space-exploration-training-video
      • 1
      • Like
  16. მომავალი კვირიდან ესტონური ციფრული სავაჭრო პლატფორმა DX Exchange დაიწყებს ტოკენებით ვაჭრობას Etehereum-ბლოკჩეინზე - ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში. DX პლატფორმა, როგორც ცნობილია, გახდება პირველი ბირჟა , რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს ისეთი ტიპის ვაჭრობას, რომელიც სრულიად რეგულირდება ევროკავშირის რეგულატორებისგან. იგი გამოიყენებს Nasdaq-ის ფინანსური გაცვლის პროტოკოლს პროდუქტის მისაწოდებლად. კომპანიის პრეს-რელიზის თანახმად, კრიპტოვალუტების მფლობელები შეძლებენ მოიპოვონ სხვადასხვა მსხვილი კომპანიების აქციების მხარდაჭერის მქონე ტოკენები. ამ კომპანიებს შორისაა Google, Facebook-ი და Amazon-ი. აქციების შეძენა მოხდება მომხმარებლების სახელით კომპანია MPS MarketPlace Securities Ltd-სგან, რომელიც DX-პლატფორმის ექსკლუზიური პარტნიორია. „ციფრული აქციები თავის თავში აერთიანებს ორივე მხრიდან საუკეთესოს: ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასა და აქციების ტრადიციულ ინვესტირებას“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა - „ციფრული აქციები ერთი-ერთში იმ რეალური აქციების მხარდაჭერის მქონეა, რომლებითაც ვაჭრობენ რეალურ ბირჟებზე. თქვენ ყიდულობთ ტოკენებს აქტივებისთვის, რომელთა ინვესტირებასაც აპირებთ. ასე რომ, თუკი ფლობთ ტოკენებს, თქვენ კონკრეტული კომპანიის აქციების მფლობელი ხართ“. DX-პლატფორმა კონცეფციის სახით პირველად გაჩნდა 2018 წლის მაისში, ბოლო ქმედების შედეგად კი იგი გახდა სავაჭრო შუამავალი კრიპტოვალუტებისთვის ქაღალდის ფულსა და ციფრულ აქციებს შორის. Nasdaq-მა უკვე განსაზღვრა თავისი საქმიანობის მომავალი, რომელიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასთან. როგორ ცნობილია, მისი საკუთარი ფიუჩერსული Bitcoin-კონტრაქტები გაეშვება 2019 წლის მეორე ნახევრიდან. დეკემბერში კომპანიის საწარმოო განყოფილება იყო სამიდან ერთ-ერთი მთავარი სპონსორი ErisX ბირჟის დაფინანსებისას, თანხამ 27,5 მილიონი დოლარი შეადგინა. https://cointelegraph.com/news/nasdaq-powered-exchange-to-launch-eu-regulated-tokenized-stock-trading
      • 1
      • Like
  17. ჩინურმა როვერმა Chang’e-4-მა წარმატებით შეძლო დაფრენა მთვარის ბნელ მხარეზე. ამის შესახებ შეტყობინებას ავრცელებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია და ეროვნული კოსმოსური სააგენტო. აპარატის დაფრენის კოორდინირება ხდებოდა რამოდენიმე თანაგზავრის მეშვეობით, რომლებიც როვერისგან მიღებულ სიგნალებს დედამიწაზე აგზავნიდნენ. Chang’e-4 შემნილია Chang’e-3 როვერის სარეზერვო კომპონენტებისგან, იგი თითქმის იდენტურია იმ მისიისა, რომელიც 2013 წელს მთვარის ხილულ მხარეს განხორციელდა როვერ Yutu-ს მიერ. აპარატი დაეშვა კრატერ ფონ კარმაში - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნობი და შეუსწავლელი კრატერი მთვარის ზედაპირზე. მისი სიღრმე ათი კილომეტრია, სიგრძე კი თითქმის 2 ათასი კმ. „2019 წლის სამ იანვარს ჩინეთის დროით 5:26 საათზე აპარატმა Chang’e-4-მა შეასრულა წარმატებული დაშვება მთვარის ბნელ მხარეზე“. მთვარემავალმა მთვარეზე წაიღო ალუმინის კონტეინერი მდოგვის მარცვლებით, კარტოფილითა და აბრეშუმის ჭიის კვერცხებით. როგორც ცნობილია, მთვარემავალი იმუშავებს სამი თვის განმავლობაში, შემდეგ კი რობოტი „ძილის რეჟიმში“ გადავა. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს მიერ ვრცელდება როვერის მიერ მთვარის ზედაპირზე გადაღებული ფოტოები: Chang’e-4-ის გაშვება განხორციელდა 2018 წლის დეკემბერში. მის შემადგენლობაში შედის დასაფრენი მოდული და მთავრემავალი. მისიის მიზანს წარმოადგენს მთვარის ბნელი მხარის შესწავლა, შორეული კოსმოსური კავშირების ტესტირება და ა.შ. გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს მთვარის ზედაპირი მსხვილი კადრით. გარდა ამისა, ხილვადია მოდულის კონსტრუქციის ელემენტებიც. დავამატებთ, რომ Chang’e-4-ის მისია არის მთვარესთან დაკავშირებული ჩინეთის მასშტაბური პროგრამის ნაწილი. პროგრამა დამტკიცდა 2004 წელს, იმავე წლის თებერვალში პროექტმა სახელად მიიღო „ჩანე“ - ჩინური მითოლოგის მიხედვით მთვარის ქალღმერთის - ჩანეს პატივსაცემად. პროექტი ითვლება ჩინეთის პირველ ნაბიჯად კოსმოსის ათვისებაში. https://hightech.fm/2019/01/03/change-4-in-moon https://3dnews.ru/980555
      • 1
      • Like
  18. ცნობილია, რომ Samsung-ი აპირებს საკუთარი ინტელექტუალური ეკოსისტემის შექმნას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება არამარტო სმარტფონები და სმარტ-ტელევიზორები, არამედ სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობები, მათ შორის ტანსაცმელიც. Samsung-ის ტექნოლოგიები ამ დრომდე სხვადასხვა პროექტებსა და სტარტაპებში გამოიყენებოდა, ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია აპირებს შექმნას თავისი საკუთარი ბოტასების სერია, რომელთაც ექნება სენსორები, რაც გაკონტროლდება სმარტფონის აპლიკაციით. სამხრეთკორეულ კომპანიას უკვე აქვს გამოშვებული სმარტ-აქსესუარები და ტანსაცმელი, თუმცა არა - ძირითადი აუდიტორიისთვის. მაგალითად, მის შვილობილ კომპანიას - Samsung Benelux-ს აქვს გამოშვებული ინოვაციური სმარტ-კოსტიუმი SmartSuit, რომელიც განკუთვნილია ზამთრის ოლიმპიადაზე გამომსვლელი ჰოლანდიელი ცხენოსნებისთვის. აგრეთვე ფეხსაცმელი Iofit, რომელიც გამოშვებულია პლატფორმა Kickstarter-ზე და ძირითადად განკუთვნილია გოლფის მოთამაშეებისათვის. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რისთვისაა განკუთვნილი ახალი ბოტასის სმარტ-ტექნოლოგიები. ჩნდება კითხვა, რამდენად „ჭკვიანი“ შეიძლება იყოს ფეხსაცმელი? სავარაუდოდ, იგი მოახდენს განვლილი ნაბიჯების დათვლას ნაბიჯმზომით ან ტრეკერებით. ასევე, დაწოლის დონით განისაზღვრება, სწორად ვარჯიშობთ ან დარბიხართ თუ არა: განისაზღვრება, აყენებთ თუ არა თავს ტრავმის რისკის წინაშე. ვარჯიშის ეფექტურობის ზრდას ხელს შეუწყობს შესაბამისი აპლიკაციაც, რომლითაც შესაძლებელი იქნება კორექტივების შეტანა სავარჯიშოებში მომხმარებლის შედეგებიდან და უნარებიდან გამომდინარე. https://3dnews.ru/980495
      • 1
      • Like
  19. უამრავი რესურსი იტყობინება, რომ GeForce RTX 2060 ვიდეო ბარათის ანონსი ძალიან მალე შედგება - როგორც ცნობილია, 7 იანვარს მოხდება წარდგენა. შესაბამისად, ახალ ბარათთან დაკავშირებული ინფორმაციაც თანდათან მატულობს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ვიდეო ბარათების ფოტოები ZOTAC-ისა და Gigabyte-სგან. ამჯერად კი, რესურს BenchLife-ის Facebook-გვერდზე გაჩნდა ახალი ვიდეო ბარათის, iGame GeForce RTX 2060 Ultra OC Colorful-ის შეფუთვის ფოტოები. ფოტოს წყარო: Facebook, BenchLife შეფუთვიდან გამომდინარე, უკვე აღარ არსებობს ეჭვი, ექნება თუ არა ვიდეო ბარათს Ray Tracing-ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ამის პარალელურად, ახალი ბარათი აღჭურვილია GDDR6 ტიპის მეხსიერებით და DirectX 12-ის მხარდაჭერით. თავად შეფუთვა დიდად არ განსხვავდება iGame GeForce RTX 2070 Ultra OC-ისგან. https://overclockers.ru/blog/id_1/show/23097/ocherednoe-dokazatelstvo-skorogo-anonsa-geforce-rtx-2060-v-seti-pojavilis-izobrazhenija-upakovki-videokarty-ot-colorful
  20. მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ Priscilla Chan-მა, რომელიც პროფესიით პედიატრია, გაყიდეს Facebook-ის დაახლოებით 30 მილიონის ღირებულების აქციები, რათა დააფინანსონ ბიოსამედიცინო კვლევების ამბიციური პროექტი, სახელად Chan Zuckerberg Initiative (CZI). პროექტის მიზანია “ერთ თაობაში განკურნება ყველა დაავადებისგან”. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ინტერფეისი - „ტვინი-მანქანა“ (brain-machine). მისი გამოცდა ამჟამად პრიმატებზე მიმდინარეობს. ეს არის იმპლანტანტი, რომელსაც შეუძლია ჩაიწეროს მონაცემები, მოახდინოს მაიმუნის ტვინის სტიმულირება და ხელი შეუწყოს მის მოძრაობებს, ან პირიქით - ხელი შეუშალოს სიარულში, მოკლედ - გავლენას ახდენს მაიმუნის აქტივობაზე. იმპლანტანტთან დაკავშირებული კვლევები ერთ-ერთი მიმართულებაა Chan Zuckerberg Biohub-ის საკვლევი სფეროებიდან. ეს არის CZI-ის არაკომერციული, სამედიცინო კვლევითი ცენტრი. მეცნიერები ამ ჩარევას თერაპიას უწოდებენ, რადგანაც იგი განკუთვნილია ისეთ დაავადებებთან საბრძოლველად, როგორებიცაა ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება, ასევე ზურგის ტვინის ტრავმის შედეგად დარღვეული მოძრაობა და ა.შ. იმპლანტანტი შეაჩერებს შეტევას, კრუნჩხვებს და ზოგადად, მსგავს საშიშ პროცესებს. „ჩვენს მოწყობილობას შეუძლია აკონტროლოს პრიმატის ტვინი, სანამ იგი თერაპიას გადის“ - განაცხადა ბიზნეს-ინსაიდერმა, რიკი მიულერმა, რომელიც არის კვლევის თანაავტორი, კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი და ინჟინერიის პროფესორი ბერკლის უნივერსიტეტში. https://hightech.fm/2019/01/01/chip-3 https://www.scmp.com/tech/apps-social/article/2180249/mark-zuckerberg-funded-researchers-test-implantable-brain-devices
      • 1
      • Like
  21. Sony მსოფლიო ლიდერია ფოტო-სენსორების წარმოებაში - როგორც სმარტფონებისთვის, ასევე პროფესიონალური ფოტოაპარატებისთვის განკუთვნილი სენსორების შემუშავებაში. იგი საზოგადოებას ჰპირდება, რომ გამოუშვებს ახალი თაობის ჩიპებს ახალი 3D სენსორებით, რაც განკუთვნილია გამოსახულების დამუშვებისთვის. Bloomberg-თან საუბრისას, Sony-ს სენსორების განყოფილების ხელმძღვანელმა სატოში იოშიჰარამ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს იმ ჩიპების წარმოების გაზრდას ზაფხულისთვის, რომლებიც განკუთვნილია წინა და უკანა 3D კამერების მქონე მოწყობილობებისთვის. იოშიჰარა გატაცებულია შერეული რეალობის პოტენციალით და ახალი ტექნოლოგიის ყველაზე დამაინტრიგებელი ასპექტით - სახის ამოცნობის სისტემით. როგორც ჩანს, Sony-ს ძალისხმევით საზოგადოება მიიღებს იმაზე უკეთეს სისტემას, ვიდრე ახლა არსებობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 3D სენსორი გამოიყენებს ლაზერულ იმპულსებს, რომლებიც ღამურის ექოლოკაციების მსგავსია და შექმნის გამოსახულების „რუკას“. ამტკიცებენ, რომ ამ სენსორებით უკეთესად იქნება აღქმული ადამიანის სახე და სისტემა ეფექტური იქნება ხუთი მეტრის დაშორებისასაც. მობილურ სფეროში, რასაკვირველია, სახის ამოცნობით მოწყობილობის განბლოკვის სისტემები გაუმჯობესებას საჭიროებს. ყველაზე საბაზისო სახეობა, (მაგალითად OnePlus 6T-ში არსებული) იყენებს სელფი-კამერას მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის. Apple Face ID და მისი Android-კონკურენტები შედარებით კარგია დიდი ზომის პლანშეტებისათვის. Sony-ს ახალი სენსორები კი დიდი ალბათობით წინა პოზიციაზე აღმოჩნდება - შემოთავაზებული იქნება Face ID-ის გამოყენება, რომელიც უფრო ზუსტი და უსაფრთხო იქნება აუცილებელი დეტალების შემცირებისას. 2017 წლის ბოლოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ Apple ამზადებდა ამგვარ 3D ლაზერულ სისტემას 2019 წლის Iphone-ებისთვის. სატოში იოშიჰარამ უარი განაცხადა ესაუბრა პარტნიორებზე, თუმცა მაინც არსებობს ვარაუდი, რომ შემდეგი თაობის iPhone-ები შესაძლოა Sony-ს 3D ჩიპებით იყოს წარმოდგენილი. https://www.theverge.com/2019/1/2/18164881/sony-tof-laser-depthsensing-3d-camera-report
      • 1
      • Like
  22. NASA-მ მიიღო სიგნალი თავისი ერთ-ერთი კოსმოსური ხომალდისგან, რომ მან მიაღწია მზის სისტემის უკიდურეს ობიექტს: რაკეტამ გაიფრინა მზის სისტემის ე.წ. საზღვართან. ეს კოსმოსური ზონდი, სახელად „New Horizons“ - უკვე შევიდა ისტორიაში. იგი დედამიწისგან 4 მილიარდ მილზე მეტ დაშორებაზე იმყოფება და მიაღწია ჩვენი პლანეტისგან ყველაზე დაშორებულ ობიექტს. „კოსმოსური ხომალდი მწყობრშია“ - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა Alice Bowman-მა. – „ჩვენ სულ ახლახანს განვახორციელეთ ყველაზე შორეული ფრენა“. ეს მისია 2006 წელს დაიწყო. New Horizons-მა 2015 წელს პლუტონის შორიახლოს ჩაიფრინა: ეს იყო პირველი მისია, როდესაც ხომალდმა ჯუჯა პლანეტებს მიაღწია. ამის შემდეგ New Horizons-მა განაგრძო ფრენა და ამჟამად მიაღწია ახალ ობიექტს - Ultima Thule-ს. ზონდმა სცადა, მიეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ახალი, კლდისებრი ობიექტის შესახებ. აპარატმა გადაიღო ფოტოები, აღბეჭდა ობიექტის ზედაპირი და გაზომა საშუალო ტემპერატურა. ყველა ეს მონაცემი მკვლევარებს დაეხმარება გაიგონ მეტი ამ უცნაური კლდის ტიპის ობიექტის შესახებ, რომელიც აქამდე შეუსწავლელი იყო. Ultima Thule - ეს ობიექტი კოიპერის სარტყელში მდებარეობს ნეპტუნის ორბიტასთან. ეს რეგიონი მილიონობით ყინულოვანი სხეულებითაა მოცული. ისინი ასტეროიდებს წააგავს, თუმცა ასტეროიდებზე უფრო პრიმიტიული სხეულებია და გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ დროიდან, როდესაც მზის სისტემის ფორმირება დაიწყო. ისინი უცვლელნი დარჩნენ მას შემდეგ. ამ კონკრეტულ ობიექტამდე მიღწევა დიდ გამოცდას წარმოადგენდა 13-წლიანი კოსმოსური მოგზაურობისას ხომალდისთვის. Ultima Thule ზომით ნიუ-იორკის ტოლია, რის გამოც ძალიან ძნელია მისი გამოკვლევა დედამიწიდან. New Horizons-ი იკვლევს მას და ცნობებს გადმოსცემს დედამიწისკენ, დიდი დაშორების გამო კავშირი შეფერხებით ხორციელდება. New Horizons-ს დაახლოებით 20 თვე დასჭირდება მთელი ინფორმაციის გადმოსაგზავნად. ეს ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს მზის სისტემის ერთ-ერთი უძველესი უბიექტის შესახებ, რაც კი ადამიანებს მოუნახულებიათ. ამგვარად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში დედამიწა მიიღებს ინფორმაციის მაქსიმუმს ახალი ობიექტების შესახებ, რომლებიც პლანეტების შექმნის პერიოდიდან არსებობენ. „ვაპირებთ დავიწყოთ ჩვენი პირველი სამეცნიერო სტატიის წერა მომდევნო კვირიდან“ - განაცხადა Alan Stern-მა, New Horizons-ის მთავარმა მკვლევარმა. https://www.theverge.com/2019/1/1/18163039/nasa-new-horizons-flyby-ultima-thule-signal-confirmation-success
      • 1
      • Like
  23. სტარტაპის მიზანია დაიწყოს „ფინანსური რევოლუცია“: იგეგმება საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა, სადაც მომხმარებლები შეძლებენ გამოიმუშავონ და გამოიყენონ ტოკენები - დახარჯონ ისინი საუკეთესო საინვესტიციო სპეციალისტების დაქირავებასა და რესურსების იმ პროდუქტებსა და სერვისებში ჩადებისთვის, რომელთაც თავად აირჩევენ. პროექტ Huddl-ის იდეა მდგომარეობას იმაში, რომ დაინგრეს ტრადიციული საინვესტიციო მოდელი, რომელშიც, როგორც კომპანია ამტკიცებს, პრემიუმ-პროდუქტები ხელმისაწვდომია მხოლოდ მდიდარი ადამიანებისა და ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. Huddl-ის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ახალი პლატფორმის შექმნის მთავარი მიზეზი იყო მათი მხრიდან ტრადიციული ფინანსური სერვისებისა და სოციალური ქსელებისადმი ნდობის დაკარგვა. Huddl-ს სურს, მუდმივ მომხმარებლებს მისცეს წვდომა ისეთ საჭირო და სასარგებლო საინვესტიციო შესაძლებლობებზე, როგორებიცაა კომერციული უძრავი ქონება, ბანკინგი, hedge-ფონდი, pre-IPO აქციები, ინვესტიციების მართვა და კეთილდღეობის დაგეგმვა. როგორც წესი, აქტივების ეს კატეგორიები მაღალი რისკის შემცველია და ხელმიუწვდომელია ფართო საზოგადოებისთვის. პროექტი Huddl-ი საზოგადოებას სთავაზობს წვდომას საინვესტიციო პრემიუმ-სერვისებსა და პროდუქტებზე და, რა თქმა უნდა, Huddl-ქსელის წევრობას. პროექტში ჩართული პირები იყოფიან თავიანთი მოვალეობების მიხედვით და იკვლევენ პლატფორმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტრატეგიებს. ქსელში ჩართულ მომხმარებლებს შეეძლებათ მოიწვიონ მეგობრები, ახლობლები - ონლაინ-ქომიუნითის შესაქმნელად, რომელსაც Huddl-ი უწოდებს “pod”-ს. Pod-ის წევრები ერთად განსაზღვრავენ ინვესტიციების მიზანს და სტრატეგიებს, საკუთარი კაპიტალის ინვესტირებას და თავიანთი კოინების დახარჯვას საკუთარი სურვილის მიხედვით. მაგალითად, შესაძლებელი იქნება ოჯახმა ერთად მოახდინოს საკუთარი საპენსიო ფონდის ინვესტირება ან, ვთქვათ, სამეგობრომ ერთად დააგროვონ რესურსი ერთობლივი დასვენებისთვის. დაჯგუფებები იყოფა ზომების მიხედვით: Huddl-ის ყველაზე პატარა ერთეულია pod-ი, რამოდენიმე pod-ი კლასტერებში ერთიანდება. კლასტერებში გაერთიანებულია საერთო ინტერსებისა და საინვესტიციო სტრატეგიის მქონე pod-ები. Huddl-ქსელში მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი იდეები და დახმარებისთვის მიმართონ კონსულტანტებსა და მენეჯერებს. „სოციალური კლასტერებისა და იდეების გაცვლის თანამედროვე საშუალებების წყალობით მომხმარებლები შეძლებენ შექმნან საკუთარი საინვესტიციო ინსტრუმენტები და მართონ ისინი წამყვანი სპეციალისტების დახმარებით“ - აცხადებს Huddl-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი Stephen Corliss. Huddl-ქსელი დაფუძნებულია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე. მომხმარებლები თავიანთ პირველ ტოკენებს გამოიმუშავებენ ქსელში ჩართვისას. ასევე, მიიღებენ ჯილდოს, თუკი ახალ მომხმარებლებს შემოიერთებენ ქსელში. სტარტაპი აღნიშნავს, რომ სისტემაში ინტეგრირებული სპეციალური სოციალური პლატფორმა ქომიუნითის თითოეულ წევრს საშუალებას აძლევს - მიიღოს ზრდადი მოგება პლატფორმის ზრდის პროპორციულად. https://cointelegraph.com/news/social-network-as-a-financial-tool-startup-plans-to-change-traditional-investment-models
      • 1
      • Like
  24. ანდრომედაზე ამბობ? კონცეპტი რაც დაიდო ორი ეკრანია იზოლირებული, რომ გაშლი ვითომ ერთიან სურათს იღებ მაგრამ შუაში სივრცე, ხაზი ჩანს საკმაოდ თვალშისაცემად
  25. შვედეთში აქვთ სწავლების ძალიან კარგი სისტემა. არ არის გამოყოფილი კონკრეტული ამის და ამის გაკვეთილები, რაიმე თვალსაჩინო მაგალითის მიხედვით იღებენ ინფოს ყველა სფეროში. არც ერთ ადგილას უწევთ ჯდომა, სულ აქტივობებია. გარემოც იდეალურია, არასტრესული. არ აზომბირებენ და არ აქცევენ ჩარჩოებში, "როგორც მამას უნდა"
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.