Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურული კომპანია Elementus-ის ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პირველი შეტევიდან ორი კვირის შემდეგ კრიპტოვალუტების ახალზელანდიური პლატფორმა Cryptopia ჯერ კიდევ კიბერშეტევის საფრთხის ქვეშ იმყოფება. ბირჟამ საქმიანობა შეაჩერა შეტევის აღმოჩენის შემდეგ 15 იანვარს. Cryptopia-ს განცხადების თანახმად, ბირჟამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა 14 იანვარს განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად. პლატფორმამ თავდაპირველად აღნიშნა, რომ გამოუშვებდა რამოდენიმე მცირე განახლებას დანაშაულის გამჟღავნებამდე. 20 იანვარს Elementus-მა განაცხადა, რომ მოპარულია 16 მლნ დოლარის ღირებულების ეთერიუმისა და ERC20-ის ტოკენები. ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ეთერიუმის საჯარო ბლოკჩეინმა აჩვენა, რომ რესურსების გატანა დაიწყო 13 იანვარს დილით Cryptopia-ს ორი მთავარი საფულიდან: ერთ მათგანში ეთერიუმი ინახებოდა, მეორეში კი - სხვა ტოკენები. ამჯერად კი Elementus-ი აცხადებს, რომ შეტევა გრძელდება და ჰაკერებმა 1675 ETH (175 875 დოლარი) მოიპარეს Cryptopia-ს 17 ათასი საფულიდან: წაიღეს ის თანხა, რაც ამ მისამართებზე დაგროვდა. ამ 17 ათასი დაზარალებული საფულიდან 5 ათასი პირველი შეტევისას დაზარალებულიცაა, პლატფორმის გატეხვის შემდეგ საფულეები ისევ შეივსო. როგორც Elementus-ი აცხადებს, ნათელია, რომ მიმდინარე კიბერთავდასხმაში იგივე ჰაკერი ან ჰაკერთა ჯგუფია დამნაშავე, რადგანაც რესურსების გადინება იმავე მისამართზე მოხდა, სადაც პირველი შეტევისას. ორივე ზემოთხსენებული მისამართი მოინიშნა, როგორც საფრთხის ქვეშ არსებული და მომხმარებლებს გაფრთხილება მიეცათ - ფრთხილად ემოქმედათ მისამართებთან ინტერაქციებში. ბლოგზე კეთდება დასკვნა, რომ Cryptopia ვერ აკონტროლებს თავის ეთერიუმ-საფულეებს, ჰაკერი კი კვლავ აქტიურია. ზოგიერთი კრიპტო-ქომიუნითი კი აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი შემთხვევა არ არის მეორე თავდასხმა, არამედ თავდაპირველის გაგრძელებაა. https://cointelegraph.com/news/report-new-zealand-cryptopia-exchange-hack-continues
  2. 2014 წელს სან-ფრანცისკოში ამოქმედებული სავაჭრო პლატფორმა Purse ამჟამად 12 ათას მომხმარებელს ითვლის. იგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ბიტკოინის შეძენა საკრედიტო ბარათით და მათთვისაც, ვისაც სურს საკუთარი ბიტკოინით Amazon-ის პროდუქცია შეიძინოს. როგორ მუშაობს სავაჭრო პლატფორმა Purse.io მაგალითისთვის მოვიყვანოთ შემდეგი რამ: ვთქვათ, ელისს სურს, დახარჯოს 50 დოლარის ღირებულების ბიტკოინი Amazon-ზე. იგი ადგენს სასურველი ნივთების სიას, აქვეყნებს მას Purse-ის სავაჭრო პლატფორმაზე და უთითებს ბიტკოინების შესაბამის საგადასახადო ღირებულებას. ბობს კი სურს, რომ პლატფორმაზე შეიძინოს 50 დოლარის ღირებულების ბიტკოინი, ამისთვის იხდის თანხას საკრედიტო/სადებეტო ბარათიდან. როდესაც ელისი თავის შეძენილ ნივთებს მიიღებს, იგი ამის შესახებ აცნობებს ვებ-გვერდს და გამოთავისუფლებული (ელისისგან გადახდილი) ბიტკოინები მიემართება ბობისკენ. სერვისი საბოლოო ჯამში აღფთოვანებას იწვევს მომხმარებლებსა და ინვესტორებში. Bitcoin Foundation-ის გუნდის წევრი და BTC China-ს გენერეალური დირექტორი ბობი ლი აცხადებს, რომ იგი Purse-ის სერვისის მუდმივი მომხმარებელი გახდა და ერთ-ერთი მათგანია, ვინც პოტენციალს ხედავს Purse.io-ს ბიზნეს-მოდელში. ფასდაკლებები იზრდება ფასდაკლებები დაფუძნებულია პრემიებზე, რომლებსაც ბიტკოინის მყიდველები იხდიან მომსახურებისთვის და გამყარებულია Amazon-ის მომხმარებლებისგან, როდესაც ისინი შეკვეთას განათავსებენ სავაჭრო პლატფორმაზე. აღსანიშნავია, რომ Purse.io-მ გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც მოცემულია, რომ შვიდი თვის განმავლობაში ბიტკოინით მოვაჭრეთათვის ფასდაკლებები 20%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კომპანიის საწყის მოლოდინსაც კი აღემატება. Purse.io აცხადებს: „ჩვენ ვვარდაუდობდით, რომ პლატფორმა შეძლებდა მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა 5-8%-იანი ფასდაკლება. ვერასდროს წარმოვიდგენდით პლატფორმის ამოქმედებისთანავე 20%-იან ფასდაკლების გაცემის შესაძლებლობას“. VIP-სარგებელი კომპანიამ აამოქმედა „invite-only“ პრემიუმ-პროგრამაც - Purse VIP, რომელიც მხოლოდ Amazon Prime-ის წევრებისთვისაა განკუთვნილი. VIP-მომხმარებლებისთვის Purse.io-ს პლატფორმაზე შემოთავაზებულია საუკეთესო ფასები ბიტკოინის საყიდლად. პრემიუმ-მომხმარებლებს 10%-იან ფასდაკლებაზე აქვთ წვდომა Amazon-ის პროდუქციის გამოქვეყნებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. VIP-შეკვეთები სრულდება 6 საათზე მცირე დროში და მიწოდება ხდება ორდღენახევარში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეძენილი ნივთების მიწოდება ხდება იმაზე სწრაფად, ვიდრე პირდაპირ Amazon Prime-იდან რომ შეიძინოთ. კომპანიის ყოველთვიური ტრანზაქციები 120 ათას დოლარს აღემატება. Purse.io დაფუძნებულია გამორჩეულად ფუნქციურ ბლოკჩეინ-საფულეზე და წარმოადგენს მნიშვნელოვანი უპირატესობის მქონე სავაჭრო პლატფორმას. Purse-ის გამოყენების სამი გზა: „შოპინგი და თანხის დაზოგვა“ მოძებნეთ სასურველი პროდუქტები კატეგორიების მიხედვით. დაამატეთ კალათში და მიუთითეთ თქვენი ფასდაკლება შეკვეთის გაფორმებისას. „სასურველი ნივთების სიის იმპორტირება“ მოახდინეთ თქვენი სიის იმპორტირება შეკვეთის სწრაფად შემოწმებისა და შესრულებისთვის. პლატფორმა თვალყურს მიადევნებს პროდუქტებს, რომელთაც დაამატებთ. „გამომუშავება- მიღება“ არ ვაჭრობთ? გამოიმუშავეთ ბიტკოინები Amazon-ის მომხმარებელთა შეკვეთების შევსებით. როდესაც უთითებთ 5%-იან ფასდაკლებას, შეგიძლიათ მიიღოთ ყველაზე სწრაფი შეკვეთა და მიღება უმოკლეს დროში. ხოლო თუ გნებავთ უფრო მეტი ფასდაკლება, შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი ფასდაკლება სისწრაფისა და ეკონომიის შესაბამისად. ამის შემდეგ შეკვეთა გამოჩნდება Earner-ების შეკვეთებში. გამომმუშავებლები, ე.წ. Earner-ები ცვლიან თავიანთ სასაჩუქრე Amazon-ის ბარათებს თქვენს კრიპტოვალუტებში, ისე რომ გაცვლა მომგებიანი გამოვიდეს. Earner-ის თანხმობის შემდეგ თქვენი მონაცემები განიხილება და დადასტურდება შეკვეთის გაგზავნა. რატომ უნდა გამოვიყენოთ კრიპტოები ბიტკოინი და ბიტკოინ ქეში - ეს არის უსაზღვრო, სწრაფი და უნივერსალური ვალუტები. არანაირი ბანკები, კომისიები და ფორმები. ისევე, როგორც ინტერნეტმა მოახდინა კომუნიკაციების რევოლუცია, კრიპტოვალუტები ახდენენ იმ საკითხებში რევოლუციას, თუ როგორ ვენდობით და ვახორციელებთ ტრანზაქციებს. ამასთან, იგი სწრაფად იზრდება და იკრებს ფასეულობას! https://www.coindesk.com/purse-io-closes-300k-funding-expand-amazon-discount-service https://purse.io/new-to-crypto
  3. 20 თებერვალს უნდა მოხდეს დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონ Samsung Galaxy Fold-ის წარდგენა. საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს, რომ ამგვარ მოწყობილობებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მათ შორისაა Xiaomi, Huawei, LG და Motorola. ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ მათ რიცხვს პროცესორების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი - Intel-იც შეუერთდა. კომპანიამ უკვე დააპატენტა ნიმუში. არსებული მონაცემების მიხედვით, Intel-ის პროდუქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება კონკურენტების მოწყობილობებისგან. პირველ რიგში, დაკეცილი მდგომარეობისას იგი სრულფასოვან სმარტფონს მოგვაგონებს. მეორე - მოწყობილობის დაკეცვა სამგვარად იქნება შესაძლებელი. მესამე - ახალ სმარტფონს ექნება სტილუსის მხარდაჭერა, ელექტროფანქარი კი მოწყობილობის ერთ-ერთ ნაკეცში შეინახება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ის დრეკად სმარტფონს შეეძლება მიიღოს პრიზმის ფორმა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows-ზე და არა Android-ზე. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23818/intel-mozhet-predstavit-smartfon-s-gibkim-ekranom
      • 3
      • Like
      • Upvote
  4. კომპანია Everspin Technologies-მა, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია, ვინც უშვებს კომერციული რაოდენობის მაგნიტორეზისტული მეხსიერების ჩიპებს, გარკვეული პერიოდის წინ განაცხადა, რომ იწყებს ახალი თაობის STT-MRAM მიკროსქემების წარმოებას. Everspin-ის სერიული პროდუქცია, რომელსაც მისი შეკვეთით უშვებენ კომპანია NXP-ისა და GlobalFoundries-ის ქარხნები, წარმოადგენს 40 ნანომეტრიან STT-MRAM ჩიპებს 256 მბიტი მოცულობით. ახალი თაობის ჩიპებს კი ოთხჯერ დიდი მოცულობის, 1 გბიტიანი მეხსიერება ექნება და წარმოებული იქნება 28-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ამ ახალ, 1 გბიტიან STT-MRAM ჩიპებს გამოუშვებს მხოლოდ კომპანია GlobalFoundries. ფოტოზე: კეშირებული ამაჩქარებელი nvNITRO Accelerator Card 1 გბიტიანი STT-MRAM მეხსიერებით საექსპერიმენტო 1 გბიტიანი STT-MRAM სერიის გამოშვება დაიწყო დაახლოებით ერთი თვის წინ, დეკემბერში. მასობრივი წარმოება კომერციული მიზნებისთვის მოგვიანებით დაიწყება - 2019 წლის მეორე ნახევარში. 1 გბიტიანი STT-MRAM ჩიპების მნიშვნელოვან მახასიათებლად ის ითვლება, რომ ისინი გამოდის ისეთივე კორპუსებითა და BGA-კონტაქტების იმავე რაოდენობით, როგორც 256 მბიტიანი ჩიპები. ასე რომ ახალი პროდუქტის შექმნისას მწარმოებლებს არ მოუწევთ ზედმეტი ძალისხმევა, რათა გადავიდნენ უფრო დიდი მოცულობის მქონე STT-MRAM Everspin-ებზე. 1 გბიტიანი STT-MRAM-ის ინტერფეისი არ შეცვლილა (ST-DDR4). IBM FlashSystem SSD STT-MRAM ბუფერით STT-MRAM ჩიპის მეხსიერების მოცულობის გაოთხმაგება ხელსაყრელი იქნება მაღალი წარმადობის მქონე ქეშირებული ამაჩქარებლების გამოშვებისთვის, რომლებიც განკუთვნილი იქნება უფრო დიდი მოცულობის SSD ბუფერების შესაქმნელად NAND მეხსიერებაზე. შესაძლებელია, რომ STT-MRAM მეხსიერება გამოჩნდეს საშუალო ფასის კატეგორიის SSD ბარათებში და არა მხოლოდ სერვერულ გადაწყვეტილებებში. ამით MRAM მეხსიერება გამოირჩევა ტრადიციული NAND-სგან (3D NAND). იგი უფრო სწრაფია, იყენებს ნაკლებ ენერგიას და მეტად მდგრადია. https://3dnews.ru/981780
      • 2
      • Like
      • Upvote
  5. სახელმწიფო საინფორმაციო მედია-საშუალებების ინფორმაციით, ჩინეთში შექმნეს აპლიკაცია, რომლის მიზანია აცნობოს ადამიანებს, თუკი მათ სიახლოვეს მათგან თანხის მსესხებელი იმყოფება. China Daily იტყობინება, რომ აპლიკაცის სახელწოდებაა „არაკეთილსინდისიერი მევალეების რუკა“ და იგი ჯერჯერობით მხოლოდ ჰებეის პროვინციაში მოქმედებს. მომხმარებლებს ამ აპლიკაციაზე წვდომის მიღება შეუძლიათ WeChat-ის მეშვეობით, რომელიც ქვეყანაში შეტყობინებების გაცვლის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა (მას დაახლოებით 1 მლრდ ადამიანი იყენებს). პროგრამა ცნობას აწვდის მომხმარებელს, როდესაც იგი მევალესთან 500 მეტრის რადიუსში იმყოფება. გაზიარებული სქრინშოთის თანახმად, აპლიკაცია აჩვენებს მევალის სრულ სახელსა და გვარს, აგრეთვე მის ადგილმდებარეობას. უცნობია, საუბარი ეხება მევალის რეალურ დროში ყოფნის ადგილმდებარეობას თუ მის სარეგისტრაციო მისამართს. აგრეთვე ჯერჯერობით არ ხმაურდება, ასახავს თუ არა აპლიკაცია მევალის ფოტოსურათს ან სხვა პირად ცნობებს. მევალეები მოიხსენიებიან სახელით „lao lai“, ანუ პირები, რომელთაც არ შეასრულეს თავინთი ვალდებულება კრედიტის დაფარვასთან დაკავშირებით. გაურკვეველია, რა რაოდენობის თანხა უნდა ისესხოს პირმა, რომ ამგვარ შავ სიაში მოხვდეს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეებმა შეძლონ - გამოავლინონ კრედიტზე დამოკიდებული ადამიანები. ჩინეთში ტრადიციულად ხალხს ურჩევნია დაზოგოს ფული და არ იყიდოს რაიმე ნივთი კრედიტით, ან არ აიღოს ვალი. ახალი პროგრამა აღწერილია, როგორც საზოგადოებრივი ნდობის სისტემის ნაწილი ჩინეთში და მისი მიზანია გაამყაროს იდეა იმით, რომ ძალიან კარგია - იყო კეთილსინდისიერი მოქალაქე და არ შეილახო რეპუტაცია სამარცხვინოდ. არსობრივად, აპლიკაცია აფასებს ადამიანის სანდოობას და ამისთვის იყენებს იმგვარ მაჩვენებლებს, თუ როგორია ამა თუ იმ პირის გადახდისუნარიანობა და ქცევები საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ხელისუფლება გეგმავს, რომ ეს სისტემა სავალდებულო გახდეს 2020 წლისთვის. ამ დროისთვის აპლიკაცია ნაწილობრივ მუშაობს - მას იყენებენ ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები. ზოგგან უკვე გამოიყენება შავი სიების პროტოტიპები, რომელშიც მოცემულია ადამიანთა სახელები და იდენტიფიკატორები. სისტემამ უკვე დააჯარიმა გარკვეული რაოდენობის მოქალაქეები: მედია-საშუალებების ცნობით, ივნისიდან იანვრამდე პერიოდში 6 ათასზე მეტ პირს, რომელთაც არ გადაიხადეს გადასახადები ან ცუდი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ჩამოართვეს უფლება - ემგზავრათ თვითმფრინავითა და ჩქაროსნული მატარებლებით. ჩინეთის ხელისუფლებამ აგრეთვე უფლება მისცა იმ ტიპის ტექნოკომპანიებს, რომლებიც ფლობენ მომხმარებელთა მონაცემებს (მაგალითად Alibaba-სა და Tencent-ს, რომელიც WeChat-ის მშობელი კომპანიაა) - პლატფორმის მეშვეობით უთვალთვალოს ადამიანთა ქცევებს და შეაფასოს მათი ფინანსური მდგომარეობა. https://3dnews.ru/981804
  6. ევროპული კოსმოსური სააგენტო ESA ამზადებს ასტრონავტების ახალ თაობას მთვარის ახალი პილოტირებული მისიისთვის. მცირე ხნის წინ დაიწყეს მათთვის საკვლევი ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება, ასტრონავტები აქედანვე ეჩვევიან მძიმე სკაფანდრებსა და შეზღუდულ მოძრაობებს. მაგრამ რაც შეეხება დაბალ გრავიტაციას... ეფექტურად რომ ისარგებლონ აღჭურვილობით, საჭიროა, რომ ასტრონავტებმა ისწავლონ გადაადგილება ახალ პირობებშ და, რაც მთავარია, თავი დაიზღვიონ მოსალოდნელი შედეგებისგან. რა გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ორგანიზმზე მთვარის გრავიტაციას - ამის გარკვევას ცდილობენ ESA-ს თანამშრომელი დეივიდ გრინი და ინჟინერი ტობიას ვებერი. ამისათვის მათ მოაწყეს ვერტიკალური სარბენი ბილიკი, რომელზეც უნდა იმოძრაონ გამოსაცდელმა ასტრონავტებმა. მათი ჯანმრთელობის მაჩვენებლების შესწავლის შედეგად მკვლევარები აპირებენ შესაძლო გართულებების გამოვლენასა და მათი მოგვარების საშუალებების ძიებას. რა ემართება ადამიანის ორგანიზმს დაბალი გრავიტაციის პირობებში: მცირდება ძვლოვანი მასა; სუსტდება კუნთები; ჩნდება ფილტვებთან და გულთან დაკავშირებული პრობლემები; იცვლება გემოს აღქმა; ქვეითდება იმუნიტეტი. როგორც ვხედავთ, დაბალი გრავიტაციის პირობებში ყოფნა უარყოფით გავლენას ახდენს ძვლებზე. მეცნიერთა აზრით, მათი ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალებაა მეტი მოძრაობა, საუკეთესო შემთხვევაში კი - ხტომა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის არსებული ტრენაჟორი არ იძლევა საშუალებას - ასტრონავტებმა დიდი ზომის ნახტომები განახორციელონ, ამიტომ სააგენტო გეგმავს მიმართოს NASA-ს და განაგრძოს სისტემა ARGOS-ის შესახებ კვლევა. სამომავლოდ ESA გეგმავს თავისი სავარჯიშო ტრენაჟორი NASA-ს დონის ინსტრუმენტად აქციოს. ამგვარად სააგენტო შეძლებს გულმოდგინედ მოამზადოს თავისი ასტრონავტები მთვარის მისიებისთვის. თარიღი, თუ როდის შევა ტრენაჟორი ექსპლუატაციაში - უცნობია, თუმცა მას უკვე აქვს სახელი - Luna 2. https://hi-news.ru/research-development/kak-nizkaya-gravitaciya-luny-vliyaet-na-zdorove-astronavtov.html
  7. ნებისმიერი, ვინც იცის, როგორ იქმნება iPhone და Mac, ხვდება, რომ საფუძველს მოკლებულია პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები - Apple-ის წარმოება რომ აშშ-ს ფარგლებში უნდა დაბრუნდეს. The New York Times-ს ანეკდოტად შეუძლია გადმოგცეთ, თუ რა უშლის ხელს Apple-ს Mac Pro-ს საკუთარ ქვეყანაში წარმოებაში. აი ვითარების არსიც: „როდესაც Apple-მა დაიწყო 3 ათასდოლარიანი კომპიუტერების წარმოება ოსტინში, ტეხასში, მას გაუჭირდა საკმარისი ჭანჭიკების მოძიება... ჩინეთში Apple ემყარებოდა ქარხანას, სადაც დიდი რაოდენობით ჭანჭიკები იწარმოებოდა უმოკლეს ვადაში. ტეხასში კი აღმოჩნდა, რომ ჭანჭიკების მომწოდებლები არ არსებობდნენ. რამოდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ Apple-მა ჭანჭიკები ჩინეთში შეუკვეთა, სადაც შეუძლიათ აწარმოონ დაუჯერებელი რაოდენობის სამომხმარებლო დეტალები მეტად მოკლე პერიოდში. საბოლოოდ Apple-მა იპოვა მომწოდებელი ტეხასში, რომელსაც შეეძლო 28 ათასი საჭირო დეტალის წარმოება, თუმცა NYT-ის ინფორმაციით, ეს დეტალები არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა და არც საკმარისი რაოდენობის გახლდათ. მათი მიწოდება განხორციელდა 22 რეისად და უმეტესად წარმოების მფლობელის ლექსუსით. როგორც The New York Times აცხადებს, არც ერთ ქვეყანას და მათ შორის არც აშშ-ს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ჩინური მიწოდების ჯაჭვის ზომას, კვალიფიციური მუშახელის უზარმაზარ მასშტაბებს, ინფრასტრუქტურას, რომელსაც სწრაფად შეუძლია სიტუაციის შეცვლა, ასევე მეტად იაფ შრომით რესურსს. ბედის ირონიით, სწორედ ტიმ კუკმა თავისი მთავარი საოპერაციო დირექტორობის დროს შეუწყო ხელი ინდუსტრიის გლობალურ გადატანას უცხოურ წარმოებაში დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც iPod-ის აწყობა Foxconn-ს გადასცა. NYT-ის სტატია ითვლება სახელმძღვანელოდ, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს პრეზიდენტის ჩათვლით. იგი ამავე დროს აღწერს 2013 წლის Mac Pro-სთან დაკავშირებული წარუმატებლობის კონტექსტს. https://www.theverge.com/2019/1/28/18200330/why-apple-cant-made-in-america
  8. Diar-ის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს შექმნილი ახალი კრიპტო-აქტივების ღირებულება ფასდება ამჟამად არსებული კრიპტოსავალუტო ბაზრის 12%-ზე მეტად. შექმნილ საერთო ღირებულებაში 2018 წელს დიდი წვლილი შეიტანა ახალმა, ბაზარზე გასულ წელს დამატებულმა ტოკენებმა, რომელთა ფასმა შეადგინა 4,96 მლრდ დოლარი (15,42 მილიარდის 32%). 2018 წლის განმავლობაში ბრუნვაში დაემატა 700-ზე მეტი ახალი კრიპტოაქტივი, რაც 50%-ით მეტია 2018 წლის დასაწყისის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 2017 წლის დასაწყისში ბრუნვაში მყოფ კრიპტოვალუტებთან შედარებით კი 110 %-ით მეტია. BTC-ისა და ETH-ის ახლადშექმნილმა აქტივებმა გასულ წელს 27 % შეადგინა. BTC-მა დაახლოებით 2,63 მლრდ დოლარი შემატა კრიპტოვალუტების საერთო ბაზრის კაპიტალიზაციას 2018 წლის განმავლობაში, ამავე დროს, ინფლაციის გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელმა ბაზრის კაპიტალიზაციაზე დამატებული აქტივების 17% შეადგინა, რაც ერთი ვირტუალური ვალუტის მიერ შეტანილ ყველაზე დიდ წილს წარმოადგენს. ეთერიუმისგან შექმნილმა ახალმა ღირებულებამ ბაზრის კაპიტალიზაციაში სიდიდით მეორე მოცულობის წილი შეადგინა 2018 წლის განმავლობაში: მან ბაზრის კაპიტალიზაციას დაუმატა 1,5 მლრდ დოლარი ანუ 10%. ყველა იმ ტოკენის ინფლაციამ, რომელიც ბრუნვაში იყო 2018 წლის დასაწყისში, ერთობლივ საბაზრო კაპიტალიზაციას შემატა კიდევ 4,17 მილიარდი დოლარი, რაც გასული წლის კრიპტოვალუტების საერთო ღირებულების 27 %-ს შეადგენს. „დამწვარმა“ ტოკენებმა 2018 წელს ერთიანი საბაზრო კაპიტალიზაციიდან შეადგინა 195 მილიონი დოლარი. მცირე ხნის წინ გამოშვებულმა სტაბილურმა მონეტებმა (stablecoins) მნიშვნელოვანი წილი შეიტანა კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციაში: საერთო მაჩვენებელში შეიტანა 1,26 მილიარდ დოლარზე მეტი. BSV ფორკიც მნიშვნელოვანი წყარო გახდა 1,04 მლრდ დოლარიანი წილით. https://news.bitcoin.com/15-4-billion-of-new-cryptocurrency-value-was-created-during-2018/
      • 1
      • Like
  9. კომპანია Impossible Foods-მა წარადგინა სიახლე საკვები ინდუსტრიიდან, უფრო სწორად კი - ბიოქიმიის სფეროდან. გამოფენაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ახალი ტიპის ვეგანური ბურგერით, რომელში არსებული სინთეტიკური ხორცი თითქმის არაფრით განსხვავდება ნამდვილი ხორცისგან, ყოველ შემთხვევაში ამას აცხადებენ ისინი, ვინც გასინჯა. კომპანიის მიერ წარმოებული ბურგერის პირველ ვერსიაში ხორცის ნაცვლად გამოყენებული იყო ნივთიერება „გემ“. იგი იმიტირებდა ცხოველური ცილის შეფერილობასა და გემოს, რომელიც ემატება ფარშს სანელებლებთან ერთად. თერმული დამუშავების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად, მისი ნამდვილი ხორცისგან გარჩევა რთულია. ვეგანებში სიახლემ აღფრთოვანება გამოიწვია, თუმცა ნამდვილი ხორცის მოყვარულებისთვის მისი გემო მეტად „ხელოვნური“ აღმოჩნდა. გარდა ამისა, სინთეტიკური ხორცის გამოყენება მოუხერხებელია სხვადასხვა კერძში, თანაც იგი შედარებით მშრალია. ამჯერად წარდგენილმა მეორე ვერსიის ბურგერმა კი ნამდვილი ფურორი მოახდინა მნახველებს შორის, აღნიშნავენ პორტალ Engadget-ის ჟურნალისტები. ახალ ბურგერში სინთეტიკური ხორცის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია ხორბლის გლუტენი და მან სოიოს ცილა ჩაანაცვლა. მისი წყალობით არსებითად შეიცვალა „ხორცის“ სტრუქტურა თერმული დამუშავების შემდეგ. ახლა იგი უფრო მყარია და მეტად ჰგავს ნამდვილს. ამას გარდა, „შეუძლებელი ბურგერის“ კოტლეტი შეიცავს 14 გრამ ცხიმს, მასში იმდენივე რკინა და ცილებია, რამდენიც ანალოგიური ზომის ჩვეულებრივ კოტლეტში. ფასიც დაახლოებით იგივეა, კალორიულობა კი - 100 გრამ პროდუქტზე 240 კალორია. კონსისტენციის შეცვლის შედეგად სინთეტიკური ფარშის გამოყენება სხვადასხვა სახის კერძებშია შესაძლებელი. ბურგერის გემო ნამდვილ გურმანს ვერ მოატყუებს. პროფესიონალებმა, რომელთაც „შეუძლებელი ბურგერი“ დააგემოვნეს, მაინც შეძლეს განსხვავების შემჩნევა. საერთო ჯამში კი ბურგერმა მოწონება დაიმსახურა. ლას-ვეგასში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში არსებულმა ოცმა ვეგანურმა საკვებმა ობიექტმა უკვე გააფორმა კონტრაქტები სინთეტიკური ხორცის მიწოდებასთან დაკავშირებით. 2019 წლის ბოლოს „შეუძლებელი ბურგერები“ უკვე თავისუფლად გაიყიდება მთელ აშშ-ში. https://hi-news.ru/technology/ces-nevozmozhnyj-sinteticheskij-burger-stal-eshhe-bolshe-poxozh-na-nastoyashhij.html
  10. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ახლა უკვე თვე არ გავა, რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ რომ არ გახდეს ცნობილი. სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა საუბრის თარგმანი, სამედიცინო დიაგნოსტიკა და თამაშები - კომპიუტერები სულ უფრო მეტად აღემატებიან ადამიანებს. ზუსტად ასევე უფრო და უფრო ხშირად ისმის საუბრები, თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი ადამიანთა დასაქმებულობაზე. ზოგიერთი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად ადამიანებს სულ უფრო ნაკლები ადგილი დარჩებათ სამუშაოდ, შესაბამისად გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა და ხალხი ვეღარ გაუწევს კონკურენციას მანქანებს. ხელოვნური ინტელექტი უდიდესი მამოძრავებელი სამუშაო ძალა იქნება, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ერთი მხრივ, შესაძლებელია მათი გამართლება, ვინც პროგნოზირებს სამუშაო ადგილების მასობრივ დაკარგვას ხელოვნური ინტელექტის გააქტიურების გამო. მეტად მარტივია იმის წარმოდგენა, რომ უკვე არსებული სამუშაო ადგილები შეიცვლება ახალი ტექნოლოგიების გავლენით. ამასთან, რთულია წარმოვიდგინოთ, რა ტიპის ახალ სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს ახალი ტექნოლოგია. თუ კარგად დავფიქრდებით, რადიკალური ტექნოლოგიური მიღწევები სულაც არ წარმოადგენს ახალ მოვლენას. ტექნოლოგიები უწყვეტად ვითარდებოდა 250 წლის განმავლობაში. აშშ-ში ამის პარალელურად უმუშევრობის დონე რჩებოდა 5-10 %-ს შორის იმ დროსაც კი, როდესაც მსოფლიოს ევლინებოდა იმგვარი რადიკალური ახალი ტექნოლოგიები, როგორებიცაა ორთქლის ენერგია და ელექტროობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ინტერნეტიც. წარმოვიდგინოთ, რომ დავბრუნდით 25 წლით უკან - ვებ-ბრაუზერი Mosaic სულ ახალი გამოსულია და ფრაზა „ინტერნერტ-სერფინგიც“ არსებობის სულ რამოდენიმე თვეს ითვლის. იმ დროს რომ ვინმეს თქვენთვის ეკითხა, რა შედეგს გამოიღებდა რამოდენიმე მილიარდი კომპიუტერის გაერთიანება გიგანტურ ქსელში საერთო პროტოკოლის მიხედვით, შესაძლოა გეფიქრათ, რომ ეს ტექნოლოგია უარყოფითად იმოქმედებდა სამუშაო ადგილებზე: გაგზავნიდით ელექტრონულ წერილებს და ნაკლებ გაზეთს წაიკითხავდით, ან შესაძლოა გეფიქრათ, რომ ტუროპერატორები და მაკლერები უმუშევრები დარჩებოდნენ. სულ მარტივად შეიძლებოდა ჩაგეთვალათ, რომ ინტერნეტი ანადგურებს სამუშაო ადგილებს. თუმცა დღესდღეობით ვიცით, რა მოხდა რეალურად. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ცვლილებები მოულოდნელი იყო. გაჩნდა ტრილიონობით დოლარის ღირებულების ათასობით ახალი კომპანია. ადამიანებმა გააუმჯობესეს პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ამ ტექნოლოგიას ეხებოდა. გაჩნდა მრავალი ახალი პროფესია - დაწყებული ვებ-დიზაინერობიდან ონლაინ-მარკეტოლოგობით დამთავრებული. ბიზნესის ხარჯები მკვეთრად შემცირდა, კლიენტებთან და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის ფასი კი პრაქტიკულად მინიმუმადე დავიდა. ინფორმაციის უზარმაზარი საცავები ფართოდ ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში. თუმცა დიახ, ჩვენ ახლა ვწერთ ნაკლებ წერილს ქაღალდზე და ვკითხულობთ ნაკლებ გაზეთს. ხელოვნური ინტელექტის განვითარება და აი, გაჩნდა ახალი ტექნოლოგია: ხელოვნური ინტელექტი და კვლავ ისმის ძველი „სიმღერა“ – „ის სამუშაო ადგილებს წაგვართმევს“. მოდით, მაგალითად ავიღოთ ჩვეულებრივი ბანკომატი. იგი სავსებით შეესაბამება აღნიშნულ საკითხს, თუმცა რეალურად დღესდღეობით ბანკის მოხელეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ბანკომატები. ეს როგორ მოხდა? ყველაფერი მარტივია: ბანკომატებმა შეამცირეს საბანკო დაწესებულებების გახსნისთვის საჭირო ხარჯები, ბანკებმა კი გახსნეს დამატებითი განყოფილებები და დასაქმდა უფრო მეტი ადამიანი. ანალოგიურად, ხელოვნური ინტელექტი შექმნის მილიონობით სამუშაო ადგილს, რაც გადააჭარბებს ჩვენს წარმოდგენებს. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი გახდება თარგმნის ექსპერტი და ამასთან ერთად გაიზრდება მოთხოვნილება ადამიან-თარჯიმნებზე. ეს როგორ? თუკი თარგმანის ფასი მინიმუმამდე დავა, შემცირდება მათი ბიზნესის მართვაც, ვინც სხვა ენებზე საუბრობს. ამრიგად, ჩვენ გავაფართოვებთ ბიზნესს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შევქმნით უფრო მეტ ადგილს ადამიანი-თარჯიმნებისთვის: ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეასრულოს მარტივი საქმე, ნიუანსებში კი ადამიანებია საჭირო. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის გავრცელება განსაკუთრებით სწრაფად გაზრდის იმ პროფესიათა სამუშაო ადგილებს, რომლებიც მის მიერ ჩანაცვლებადად გვესახება: ამგვარი პროფესიებია ბუღალტერია, სამედიცინო მედ-ექსპერტი, გეოლოგი, ტექნიკური თარჯიმანი, ვებ-მომუშავე, მედდა და ა.შ. ამ სფეროებში ახალი ადგილები გაჩნდება სწორედ ხელოვნური ინტელექტის წყალობით. თუმცა, როგორც ინტერნეტის შემთხვევაში მოხდა, რეალური სამუშაო ადგილები გაჩნდება იქ, სადაც ჩვენი წარმოდგენა ჯერჯერობით ვერ წვდება. ელექტროენერგიამ, როგორც მექანიკურმა ძალამ, შეცვალა სამყარო. დღეს დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რომ ამ ტექნოლოგიის გარეშე უკეთ ვიქნებოდით. ყველა ტექნოლოგიამ გააუმჯობესა კაცობრიობის ცხოვრება, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, ახალი პროფესიები. ხელოვნური ინტელექტი კი უფრო დიდი რამ იქნება, ვიდრე ელექტროენერგია, მექანიზაცია და საერთოდ ყველაფერი, რაც აქამდე არსებულა. სწორედ ასეა მოწყობილი თავისუფალი ეკონომიკა და ამიტომ არასდროს გაქრება სამუშაო ადგილები ავტომატიზაციის გავლენით. მსოფლიოში ყოველთვის იქნება იმდენივე სამუშაო ადგილი, რამდენიც იქნება მყიდველი და გამყიდველი. https://hi-news.ru/research-development/ii-sozdast-v-milliony-raz-bolshe-rabochix-mest-chem-unichtozhit.html
      • 1
      • Like
  11. მაქს პლანკის სახელობის ინტელექტუალური სისტემების შტუტგარტის ინსტიტუტის მკვლევარები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ მიკრობოტების შექმნას სხვადასხვა დაავადების მკურნალობისთვის. ამ დროისთვის მათ უკვე წარმატებით შეძლეს მინიატურული რობოტების ტესტირება, რომელთაც შეუძლიათ თვალში გადაადგილება. ამასთან, მათი ზომა იმდენად მცირეა, რომ ისინი „მუშაობისას“ არც კი აზიანებენ თვალის ბროლის სუბსტანციას. მინიატურული რობოტები ადამიანის თმაზე ორასჯერ უფრო წვრილია, ერთ-ერთ დაბოლოებაზე აქვთ ინერტული მასალისგან დამზადებული „ბურღი“, მეორე მხარეს კი - 500 ნანომეტრის სიგანის ნანოპროპელერები. თავად ნანორობოტების ზედაპირი გლუვია, რაც საშუალებას იძლევა შეუფერხებლად გადაადგილდნენ ქსოვილში მის დაუზიანებლად. ზემოთხსენებული პროპელერები, გარდა იმისა, რომ გადაადგილებას უზრუნველყოფენ, აგრეთვე წარმოადგენენ თერაპევტული საშუალებების რეზერვუარს და შეუძლიათ მედიკამენტის ე.წ. target-ირება (ანუ, სადაც საჭიროა, იმ ადგილს მიაწვდიან წამალს). სისხლძარღვებში გადაადგილების უნარის მქონე ნანორობოტებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში target-ირება სირთულეებთანაა დაკავშირებული: პირველი სირთულე - ეს არის თვალის უჯრედების ბლანტი კონსისტენცია და მკვრივი მოლეკულური მატრიცა, რომელშიც რობოტმა უნდა გაიაროს. მეორე - თვალის შიგნით ბიოპოლიმერების ქიმიური თვისებები ხელს უშლის ნანორობოტს გადაადგილებაში. მესამე კი დამახასიათებელია მსგავსი მოწყობილობებისთვის: საჭიროა რობოტის მართვა. ბოლო საკითხი მეცნიერებმა მოაგვარეს რკინის მსგავსი მასალის დამატებით, რის შედეგადაც რობოტები მაგნიტურ ველზე რეაგირებენ. დანარჩენი ორი პრობლემა კი შესაძლებელია მოგვარდეს მწერების მომწამვლელი მცენარეებისგან მიღებული ბიომატერიალით. „ზედაპირის დაფარვის იდეა ჩვენ ბუნებისგან ვისესხეთ. ზოგიერთ მცენარეს, მაგალითად სარაცენიასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს აქვთ მეტად სრიალა ზედაპირი, რათა მწერები მიიზიდონ. ჩვენ შევქმენით ამგვარი ზედაპირი და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რობოტების თვალის შიგნით მოძრაობისთვის“ - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ზინგუან ვუმ. ფოტოზე: მოწყობილობა ნანორობოტების შეყვანისა და კონტროლისთვის ამასთან, რობოტების უნივერსალური ფორმის წყალობით მათი გამოყენება ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებშიც შესაძლებელია. „გვსურს ჩვენი რობოტები გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად იმ შემთხვევებში, როდესაც სამკურნალო ზონა რთულადმისაწვდომია და გარემოცულია მკვრივი ქსოვილით“. https://hi-news.ru/science/nanorobotov-vpervye-vveli-v-chelovecheskij-glaz-dlya-lecheniya-zabolevanij.html
      • 1
      • Like
  12. Hyperloop TT-მ (HTT) დაიწყო თავისი ვაკუუმ-მატარებლით სამგზავრო კაფსულის ფინალური გამოცდის ეტაპისთვის მზადება. მოსალოდნელია, რომ პირველი მგზავრები მისით 2022 წელს ისარგებლებენ. ილონ მასკის იდეამ ვაკუუმ-მატარებლების შესახებ, რომელიც პირველად 2012 წელს გაჟღერდა, უამრავი მწარმოებელი დააინტერესა, თუმცა ამ კონცეპტის ეფექტურობისა და რეალიზებულობის საბოოლოო დადასტურება ამ დრომდე არ იყო წარმოდგენილი. ამ სფეროში ყველაზე ცნობილი კომპანიები - HTT და Hyperloop One - პერიოდულად ჩნდებიან და აცხადებენ სიახლეებს სატესტო გზის ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან დადებული კონტრაქტების შესახებ. კომპანიისა და დიდი თანამდებობის პირების გეგმით Hyperloop-ის ხაზები უნდა გაიხსნას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ევროპასა და აშშ-ში. სამგზავრო კაფსულა HTT Quintero One იწონის 5 ტონას და შეუძლია გადაადგილდეს 1200 კმ/სთ-მდე სიჩქარით. მისი სიგრძე 34 მეტრს შეადგენს, ერთ რეისში შეუძლია გადაიყვანოს 40 მგზავრი. ტესტირების ფინალური ეტაპი ჩატარდება ტულუზაში - კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ტესტირება უკვე დაიწყო, თუმცა დეტალები არ ხმაურდება. HTT-ს უკვე აქვს შეთანხმება დადებული ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუს ხელისუფლებასთან, რათა აშენდეს ათკილომეტრიანი საგამოცდო გზა ვაკუუმ-მატარებლებისთვის. https://hightech.fm/2019/01/25/hyperloop-tt https://newatlas.com/hyperlooptt-passenger-pod-final-testing/58208/
      • 1
      • Like
  13. სტარტაპ SoundEnergy-ს ინჟინრებმა შექმნეს კონდენციონერი, რომელიც მუშაობს ქარხნული წარმოების სითბურ წყაროზე ან მზის ენერგიაზე და არ სჭირდება ელექტროენერგია. მოწყობილობა საშუალებას იძლევა ნაკლები ზიანი მიადგეს ეკოლოგიას და ამცირებს შენობის გაგრილებისთვის საჭირო ხარჯებს - წერს New Atlas. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2050 წლისთვის თითქმის 6 მლრდ კონდენციონერში გამოყენებული იქნება მსოფლიო ელექტროენერგიის 37%. ეს ზრდა დაკავშირებულია აქტიურად განვითარებად ბაზრებთან ჩინეთსა და ინდოეთში - ქვეყნების მოქალაქეები უფრო შეძლებულნი ხდებიან და ყიდულობენ უფრო მეტ კონდენციონერს ჰაერის ტემპერატურის გლობალური მატების გამო. ამჟამად არსებული კონდენციონერები გამოყოფენ ნახშირორჟანგს და ე.წ. გამაგრილებელ აგენტებს (ამგვარი ნივთიერებებია ამიაკი, ფრეონი, ეთილენი, ეთილის ქლორიდი, პროპანი და ა.შ.), რომლებიც ხელს უწყობს გლობალური დათბობის დამაჩქარებელ პროცესებს. SoundEnergy-ს მიერ შექმნილი მოწყობილობა მუშაობს „სტირლინგის ძრავის“ ანალოგიურად, რომელიც ორასი წლის წინ გამოიგონეს. კონდენციონერში გამოყენებულია ტემპერატურათა სხვაობა აკუსტიკური ტალღების შექმნისთვის მომრგვალებულ მარყუჟიან მილში და აძლიერებს ამ ტალღებს წნევის ვარდნას იქამდე, სანამ არ მიაღწევს მაღალ ინტენსივობას. მას შემდეგ, რაც სითბოს კლება გარდაიქმნება წნევის ვარდნად, წნევის ვარდნა კვლავ გარდაიქმნება სითბოდ, ამჯერად კი - მინუსიანი ნიშნით. კომპანიამ თავისი კონდენციონერების პირველი პარტია უკვე გაყიდა 50 ათას დოლარად. SoundEnergy-ს წარმომადგენლის თქმით, მოწყობილობის წარმოების ზრდის პარალელურად მისი ფასი თანდათან შემცირდება. https://hightech.fm/2019/01/25/no-electricity https://newatlas.com/soundenergy-thermoacoustic-cooling/58169/
      • 1
      • Like
  14. დეცენტრალიზებული, peer-to-peer ქსელი მიზანმიმართულია, რომ მოახდინოს იმ გამოცდილების ოპტიმიზაცია, რომელსაც კრიპტომფლობელები იღებენ თავიანთი აქტივების სესხება-გასესხებისას, ამავე დროს მისცეს მათ საშუალება - თავიანთი პირობებისამებრ წარმართონ საკრედიტო შეთანხმებები. Nitrogen-ი (დეცენტრალიზებული P2P ქსელი დაცული კრედიტებისთვის) აცხადებს, რომ მისი მიზანია დაეხმაროს კრიპტოენთუზიასტებს, აამაღლონ ლიკვიდურობა და მართონ რისკები უსაფრთხო და მარტივი მეთოდებით იმგვარად, რომ აქტივები საკუთარი ინტერესებისამებრ გამოიყენონ. კომპანიის წარმომადგენელმა, ელის სტორკმა (Alice Stork) Cointelegraph-თან განაცხადა, რომ „Nitrogen-ის მიზანია მოახდინოს კრიპტოვალუტებისადმი ინტერესის სტიმულირება და იმოქმედოს პროფესიონალი ტრეიდერების ქომიუნითის ინტერესების მიხედვით“. საკუთარი ქსელის მეშვეობით მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი აქტივები ასესხონ სხვებს პროცენტული სარგებლის მიღების მიზნით ან პირიქით - ისესხონ აქტივები თავიანთი პორტფელისთვის. Nitrogen-ი იმედოვნებს ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდას სხვადასხვა კრიპტოაქტივებში ინვესტიციების მრავალფეროვნებით. Nitrogen-ი თავსებადია Chrome-თან, Opera-სა და Fierfox-თან და იყენებს MetaMask plugin-ს. ქსელის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ იგი შემუშავებულია ნდობის უზრუნველყოფისთვის, ეს კი ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია წვდომა მომხმარებლის პრივატულ გასაღებთან (private key-სთან) არანაირ შემთხვევაში. MetaMask-ი ინახავს ამ გასაღებებს მომხმარებლების სახელით და ასრულებს ერთგვარი ხიდის როლს: მათ აკავშირებს Nitrogen-ის სმარტ-კონტრაქტებთან. Nitrogen-ის შემქმნელები აგრეთვე მუშაობენ სხვა პოპულარული საფულეების ინტეგრაციაზეც, როგორებიცაა Ledger და Trezor. Nitrogen-ის ვებ-გვერდის თანახმად, პროექტის ბლოკჩეინი დამოუკიდებელ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ქსელის სმარტ-კონტრაქტებით ინტერაქცია ბლოკჩეინის ნებისმიერი ინტერფეისით, რომელსაც ისურვებენ, მაგალითად - Parity-თ და MyEtherWallet-ით სისტემური ხარვეზების ან ჰაკერული თავდასხმების შემთხვევებშიც კი. შედეგად, შესრულებული მნიშვნელოვანი ბიზნეს-ქმედებები, როგორებიცაა ვთქვათ აქტივების უკან გამოთხოვა ან გარიგებების შესრულება - არ დაზარალდება. Nitrogen-ის ქსელში განხორციელებული შეთანხმებები გამყარებულია გარანტიით, რომელსაც კრედიტორი მიიღებს, თუკი მსესხებელი არ შეასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და გადაუხდელობის დონე კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. ამასთან, მსესხებლები ინფორმაციული სისტემისგან მიიღებენ გაფრთხილებას პლატფორმისა და ელექტრონული წერილის მეშვეობით, როდესაც ეს საჭირო იქნება. მათ შეეძლებათ თვალყური ადევნონ საკუთარ მდგომარეობასა და გადახდის ვადებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ექნებათ საკუთარ ექაუნთთან წვდომა. მომხმარებლები ასევე შეძლებენ ისარგებლონ Telegram-ის სპეციალური მხარდაჭერის ჯგუფით, რომელიც მათ კითხვებისა და პრობლემების არსებობის დროს გაუწევს დახმარებას. Nitrogen-ის თანახმად, პროდუქტი რელევანტურია ყველა დონის კრიპტომომხმარებლებისთვის, იქნება ეს რიგითი მომხმარებლები, ინვესტორები, პროფესიონალი ტრეიდერები თუ ბიზნესმწარმოებელი კაპიტალისტები. დღესდღეობით ქსელში გამოიყენება მხოლოდ ეთერიუმისა და ERC-20-ის ტოკენები, თუმცა სამუშაო გუნდი მუშაობს ე.წ. Cross-chain ფუნქციონალის მხარდაჭერაზე, რათა მომხმარებლებმა შეძლონ სხვა ბლოკჩეინების აქტივების, მათ შორის ბიტკოინისა და EOS-ის არჩევა. გუნდი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ მათი შემოთავაზება ბაზრის ფართო ნაწილს მიიზიდავს: „რადგანაც კრიპტოვალუტების ბაზარი შეუფერხებლად იზრდება, იმგვარი ქსელების პოპულარულობა და პერსპექტიულობა, როგორიც Nitrogen-ია, აუცილებლად გაიზრდება“. https://cointelegraph.com/news/decentralized-secured-loans-network-enables-borrowers-and-lenders-to-set-their-own-terms
      • 1
      • Like
  15. ნებისმიერი ობიექტი, რომელშიც ელექტროენერგია მიედინება, იმუშავებს ხმოვან ასისტენტ Alexa-სთან. უამრავ მოწყობილობას შორის მთავარი ეფექტი მოახდინა CES-გამოფენაზე წარმოდგენილმა Audi e-tron-ის დემონსტრაციამ, რომელზეც განთავსებული იყო ხმოვან ბრძანებებთან დაკავშირებული სარეკლამო წარწერები: „Alexa, რა ვითარებაა აეროპორტამდე საცობების მხრივ?“ ან ამგვარი: „Alexa, იყიდე ჰაერის გამწმენდი ჩემი მანქანისთვის“. Alexa Voice Service-ის ვიცე-პრეზიდენტმა, პიტ ტომპსონმა გაამხილა Amazon-ის ციფრულ დამხმარესთან დაკავშირებული გეგმები. “მე ვფიქრობ ბავშვზე, რომელიც ყველა ეკრანთან მიდის და მას ეხება, რადგან ფიქრობს, რომ ეს თაჩსქრინია“ - თქვა მან, „ბავშვები მივლენ მოწყობილობებთან და დაელაპარაკებიან. და თუკი პასუხს ვერ მიიღებენ, გაუკვირდებათ და ჩათვლიან, რომ გაფუჭებულია“. ამგვარი ხედვის რეალიზებისთვის, Amazon-მა უნდა დაარწმუნოს მეტი ადამიანი, რომ მათ სჭირდებათ Alexa – მოწყობილობა, რომელიც დომინირებს სმარტ-დამხმარეების ბაზარზე მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით, ამერიკელების 32% ფლობს ამგვარ მოწყობილობებს, შედეგად - ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა Echo და Alexa-ს შექმნიდან სულ რაღაც ოთხ წელიწადში. Alexa უფრო ღრმად მიიწევს ძირითად ბაზარზე, თუმცა იგი შესაძლოა წინააღმდეგობას წააწყდეს იმ მომხმარებლების მხრიდან, რომელთაც არ სურთ მოწყობილობებთან საუბარი, ვერ ხედავენ ხმოვანი დამხმარის არსებობაში აზრს ან არ ენდობიან ტექნოკომპანიებს და ცდილობენ არ დატოვონ მიკროფონი მუდმივად ჩართული. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტები ეწევიან Amazon-ს. ზოგიერთი პროგნოზირებს, რომ Google დაიბრუნებს პირველობას. ამ დროისთვის იგი მეორე მოთამაშეა სმარტ-დამხმარეების ბაზარზე. მან მოახერხა თავისი Assistant-ით აღეჭურვა KitchenAid-ის სმარტ-დისპლეი, მულტიგაზქურა Gourmia და სმარტ-შხაპი Moen. ყველა ეს პროდუქტი მიანიშნებს, რომ Google აგრესიულად ცდილობს სათავეში მოექცეს ხმოვან დამხმარეთა იერარქიას. შედარებით მცირე მოთამაშეები არიან ციფრული დამხმარეები - Bixby Samsung-სგან, Siri Apple-ისგან და Cortana – Microsoft-ისგან, თუმცა მათაც შეუძლიათ მომხმარებლები წაართვან Alexa-ს. ტომპსონი დადებითად რეაგირებს კონკურენტებზე: „შესანიშნავია იმის ნახვა - რამხელა ენერგიას, აქტიურობასა და ინვესტიციას დებს კომპანიათა უმეტესობა. ეს ზრდის მომხმარებელთა ცნობადობის დონეს, ნდობას მათი მხრიდან, ინტერესს, რომ შეიტყონ მეტი და მეტი“. Echo-სა და Alexa-ს მოწყობილობების ვიცე-პრეზიდენტმა, მირიამ დენიელმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს Amazon-ი აპირებს ხმოვანი დამხმარე უფრო აქტიური და ამბიციური გახადოს, ასევე უზრუნველყოს მისი მუდმივი ფუნქციონირება. ამის ერთ-ერთი მაგალითია Hunches - მეგობრული შეხსენება Alexa-სგან, რომ მაგალითად როდესაც იტყვით „ძილი ნებისა“ - შეგახსენოთ ჩაკეტოთ სახლის კარი. მეორე კონცეფციაა Alexa Guard, რომელიც გაგაფრთხილებთ, თუკი დააფიქსირებს მინის მტვრევის ან საკვამლე სიგნალიზაციის ხმას იმ დროს, როდესაც შინ არ იმყოფებით. კომპანია თავდაპირველად მოახდენს ახალი ფუნქციების ტესტირებას, რათა დარწმუნდეს, რომ მომხმარებლებისთვის მოსახერხებელი და სასურველია ისინი. „Alexa მოიცავს მხოლოდ იმ მოწყობილობებს, რომლებზეც მომხმარებლები თავად დართავენ ნებას“. რადგანაც Alexa ზრდა-განვითარებას აგრძელებს, მისთვის საჭირო იქნება უფრო მეტი და მეტი ინფორმაციის გადამუშავება მომხმარებლებზე, მათ შორისაა ადგილმდებარეობის შესახებ ცნობებიც. მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ტომპსონმა განაცხადა: „მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება მუდამ უმნიშვნელოვანესი იყო Alexa-სთვის. ვერაფერი იმუშავებს, თუკი რაიმეს არასწორად გავაკეთებთ“. IHS Markit-ის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში Alexa მუშაობს 51 მილიონ სმარტ-მოწყობილობაში, Google კი - 24 მილიონზე. მაგრამ ოპერაციული სისტემა Android-ის წყალობით მოსალოდნელია, რომ 2023 წლისთვის Google გადაასწრებს Amazon-ს. რა თქმა უნდა, ოთხი წელი საკმაოდ დიდი დროა ინდუსტრიის განვითარებისთვის, ასე რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. https://hi-news.ru/business-analitics/alexa-zaxvatyvaet-mir-skoro-ona-nachnet-varit-vam-kofe-i-predlagat-otdoxnut.html
      • 1
      • Like
  16. ავტონომიურ ავტომობილებს შორის შესაძლებელია კავშირი და ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა, თუმცა როგორ იკონტაქტებენ ისინი ქვეითად მოსიარულეებთან? როგორ შეძლებენ ქვეითები შეიტყონ, როდის დააპირებს ავტომობილი ადგილიდან დაძვრას ან რომელიმე მხარეს შეხვევას? ამ კითხვებით უკვე რამოდენიმე წელია დაკავებულია კომპანია Jaguar-ი და ამჯერად მან უკვე წარადგინა ენა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ავტონომიურმა მანქანებმა და ქვეითებმა გაუგონ ერთმანეთს. ურთიერთობის საშუალება გასაგები უნდა იყოს მსოფლიოს ნებისმიერი ნაწილისთვის და როგორც ჩანს, წარმოდგენილი ტექნოლოგია სავსებით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. არანაირი ციფრები, ტექსტური შეტყობინებები და ხმოვანი სიგნალები - კომპანია თვლის, რომ ავტომობილის ქმედებების შესახებ ქვეითების ინფორმირება უკეთესი იქნება ასფალტზე პროეცირებული ხაზოვანი ნათებებით. ამგვარი სიგნალების დამახსოვრება ძალიან ადვილია: დამუხრუჭებისას ხაზებს შორის შუალედები მცირდება, დაძვრისას კი - იზრდება. ხაზოვანი ნათებები ასევე აჩვენებენ, რომელ მხარეს შეხვევას აპირებს ავტომობილი. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ეს ტექნოლოგია ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში იმყოფება. უახლოეს წლებში არ იგეგმება ავტონომიური ტრანპორტის მასობრივი გამოჩენა, ამიტომ კომპანიას საკმარისი დრო აქვს თავისი იდეა იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანოს. Jaguar-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც გეგმავს ადამიანებსა და ავტომობილებს შორის კავშირის საშუალება შექმნას. კომპანია Ford-ი, მაგალითად, აპირებს გამოიყენოს სინათლის ინდიკატორი წინა საქარე მინის ქვეშ: როდესაც ავტომობილი მოძრაობს, სინათლე უწყვეტად ანთია, ხოლო როდესაც აპირებს ქვეითები გაატაროს - ციმციმს იწყებს. რთულია იმის წარმოდგენა, თუკი ქვეითებს მომავალში მოუწევთ თითოეული ავტომობილის მოდელის ენის შესწავლა. სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ საჭიროა მანქანათმშენებლები მივიდნენ ერთ აზრამდე და შექმნან უნივერსალური საშუალება, რომელიც ყველა ავტომობილში იქნება გამოყენებული. https://hi-news.ru/technology/jaguar-pridumala-yazyk-dlya-obshheniya-lyudej-i-avtomobilej.html
      • 1
      • Like
  17. კომპანია Google თავის ოპერაციულ სისტემებს სხვადასხვა ტკბილეულის სახელს არქმევს, მოწყობილობებს კი - თევზებისას. ამჯერად საუბარი ეხება ორ ახალ მოწყობილობას, რომელსაც ამზადებს კომპანია. ესენია Medaka (იაპონური ორიზია) და Salmon (ორაგული). ამ დრომდე ვრცელდებოდა ხმები მოწყობილობებზე, სახელად Bonito (ატლანტიკური პელამიდა) და Sargo (თეთრი სარგა), თუმცა ამჟამად მათზე არაფერია ცნობილი. ცნობების მიხედვით, ერთ-ერთი ამ მოწყობილობათაგანი აუცილებლად იქნება სმარტ-საათი Pixel Watch. შესაძლოა, რომ მეორეც ამავე კატეგორიას მიეკუთვნებოდეს. რაც შეეხება Bonito-ს, ინსაიდერების ინფორმაციით, ეს არის ბიუჯეტური სმარტფონი Google Pixel 3 Lite ან მისი ანალოგი. კიდევ ერთი მოწყობილობა იქნება home hub. რაღა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ დაუდასტურებელი ცნობებია. Google I/O კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება 7-9 მაისს, სავარაუდოდ მხოლოდ განიხილავენ ოპერაციული სისტემა Android-ის ახალ ვერსიას. ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია კი, როგორც მოსალოდნელია, უფრო მოგვიანებით, სექტემბერ-ოქტომბერში შედგება. რა თქმა უნდა მას შემდეგ გახდება ცნობილი მოწყობილობების ფასები და სპეციფიკაციები. https://overclockers.ru/blog/Drakostaarn_blog/show/23792/google-gotovit-ustrojstva-medaka-i-salmon
      • 1
      • Like
  18. 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ შვედური ავტომწარმოებელი კომპანია Volvo აპირებს კონკურენცია გაუწიოს Tesla-ს. ამ მხრივ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო ჰიბრიდული ავტომობილის - Polestar 1-ის გამოშვება, რომელმაც ვერ მოიპოვა პოპულარობა მაღალი ფასის გამო. შედეგად კომპანიამ გადაწყვიტა გამოუშვას მთლიანად ელექტროვერსია - Polestar 2, რომელიც გვევლინება Tesla Model 3-ის კონკურენტად - მას დაახლოებით ამ მოდელის მსგავსი მახასიათებლები და ფასი ექნება. ავტომობილის დიზაინს მწარმოებელი ჯერჯერობით საიდუმლოდ იტოვებს, თუმცა ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაციის წყალობით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მისი ზოგადი შტრიხები. ცნობების თანახმად, მომავალი ელექტრომობილი ოთხკარიანი და სავარაუდოდ გამჭვირვალე სახურავიანია. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ შავი ფერის ავტომობილზე, თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია ფერთა არჩევანი დაემატოს. პროგრამული ნაწილი დაფუძნებულია Android-სისტემაზე და მჭიდროდაა კავშირში ხმოვან დამხმარესთან - Google Assistant-თან. ოფიციალური ინფორმაციით, იგი მუდმივად იქნება მიერთებული ინტერნეტთან და ექნება იმავე სერვისების მხარდაჭერა, რაც Android-სმარტფონებს გააჩნია. აპლიკაციების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება Google Play-დან, ასე რომ მგზავრებს შეეძლებათ უსმინონ მუსიკას, უყურონ ფილმებს და ეკონტაქტონ ახლობლებს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციები აეწყობა იმგვარად, რომ მათი გამოყენება მოსახერხებელი იყოს დიდი ზომის დისპლეიზე. 5 ფაქტი Tesla Model 3-ის კონკურენტის შესახებ: იგი პირველი სრულიად ელექტრომობილია Polestar-ისა დაVolvo-სგან; აკუმულატორის ერთი სრული დამუხტვა საკმარისია 482 კილომეტრის გასავლელად; ძრავის სიმძლავრე — 400 ცხენის ძალა; პროგრამული პლატფორმა დაფუძნებულია Android-ზე, თუმცა ეს არ იქნება Android Auto; ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვეულებრივად შეძენისას, ასევე შესაძლებელი იქნება გამოწერით სარგებლობა. ცნობილია, რომ Polestar 2-ის წარმოება უკვე დაწყებულია 2018 წლის დეკემბრიდან. კომპანია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას გაუზიარებს. https://hi-news.ru/auto/analog-tesla-model-3-ot-volvo-xarakteristiki-i-foto.html
      • 1
      • Like
  19. ბიტკოინის ფასი მიმდინარე დღეებში პრაქტიკულად არ იცვლება და შესაძლოა საფუძველი ეყრება კონსოლიდაციის პერიოდიდან გამოსვლას. 8 იანვარს ლიდერმა კრიპტოვალუტამ 4100 დოლარიან ნიშნულს მიაღწია, შემდეგ კი მოხდა ვარდნა 3500 დოლარამდე, სადაც იგი სავაჭრო ხაფანგში მოექცა. „დათვების“ მცდელობა - ფასი 3500-დოლარიანი ნიშნულის ქვემოთ შეენარჩუნებინათ - წარუმატებელი აღმოჩნდა. მძლავრი მხარდაჭერის შედეგად შეინიშნება სამკუთხედი მოდელის ფორმირება ბოლო ორკვირანახევრის განმავლობაში 3600-3500 დოლარიანი დიაპაზონით. სტატიის წერის დროს ბიტკოინი Bitstamp-ზე 3550 დოლარად იყიდებოდა, რაც 24-საათიან პერიოდში 0,4 პროცენტიან ცვლილებას წარმოადგენს. „ხარული“ გარღვევის ალბათობა დიდია, რადგან ფასები იმაზე მიუთითებს, რომ ტრეიდერებს (გამყიდველებს) უკვე აღარ ჰყოფნით ძალა. უნდა აღინიშნოს, რომ ხუთშაბათს სავაჭრო დიაპაზონი (ფასის მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის სხვაობა) იმყოფებოდა 12 იანვარს დაფიქსირებულ სამთვიან მინიმუმთან - 45,17 დოლართან ახლოს. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, ეს იყო მეოთხე შემთხვევა, როდესაც სავაჭრო დიაპაზონი ამ თვეში 50 დოლარს ქვემოთ აღმოჩნდა. წინა სამ შემთხვევაში მომდევნო დღეს სავაჭრო დიაპაზონი მკვეთრად ფართოვდებოდა, ასე რომ თუკი ისტორია განმეორდება, უახლოეს პერიოდში გარკვეულ მოძრაობას ვიხილავთ. ოთხსაათიანი გრაფიკი: 4 საათიან გრაფიკზე 3600 დოლარს ზემოთ დამაჯერებელი გარღვევა დაადასტურებდა სამკუთხედის რღვევას და გზას გაუხსნიდა 19 იანვარს დაფიქსირებული 3774 დოლარიანი ნიშნულისკენ. დაღმავალი სამკუთხედი განიხილება, როგორც დათვური მოძრაობის გაგრძელება და ხშირად სრულდება წინა მოძრაობის დაჩქარებით. შედეგად, კი თუკი ქვედა მიმართულებით გარღვევა დაფიქსირდება, იგი ძვირადღირებული აღმოჩნდება. ბიტკოინის მდგომარეობა იმგვარად გამოიყურება, რომ მომდევნო დღეებში დიდი ალბათობით მოხდება სამკუთხედის რღვევა. ფასმა სამკუთხედი ზედა მიმართულებით თუ გაარღვია, ეს მას საშუალებას მისცემს ავიდეს 3700 და 4000-ზე მყოფ წინააღმდეგობის დონეზე. ქვედა მიმართულებით რღვევა კი გააძლიერებს დათვური მარკეტის ტრენდს და გაზრდის შანსს - დეკემბრის მსგავსი მინიმუმისკენ - 3100-დოლარიანი ნიშნულისკენ წავიდეს. https://www.coindesk.com/bitcoin-awaits-triangle-breakout-as-price-squeeze-continues
  20. The New York Time-ში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, facebook-ი მუშაობს, რომ უზრუნველყოს შეტყობინებების გაცვლა Facebook Messenger-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს შორის. თითოეული სერვისი კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი აპლიკაცია, თუმცა Times-ის ინფორმაციით, Facebook-ი ახდენს საბაზისო ინფრასტრუქტურის გადაწყობას, რათა მათ, ვინც Facebook-ს იყენებენ, შეძლონ კომპანიის ეკოსისტემის სხვა აპლიკაციებით ურთიერთობაც. ყველა აპლიკაციას ერთიანი უწყვეტი შიფრირების მხარდაჭერა ექნება. Facebook-ს ჯერჯერობით არ წარუდგენია გრაფიკი, თუ როდის განხორციელდება ეს სიახლე. „გვსურს, შევქმნათ შეტყობინებების გაცვლის უკეთესი სერვისი. მომხმარებლებს სურთ, რომ შეტყობინებების გაცვლა იყოს სწრაფი, მარტივი, საიმედო და კონფიდენციალური“ - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში. – „როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილი აქვს უამრავ დისკუსიასა და დებატებს, ამრიგად, ჩვენ ვიწყებთ დეტალების ხანგრძლივ განხილვას, თუ როგორ იმუშავებს ახალი შემოთავაზება“. სხვადასხვა პლატფორმის შეტყობინებების გაერთიანებით, Facebook-ი იმედოვნებს, რომ უფრო აქტიურად მოიზიდავს მომხმარებლებს - ისარგებლონ გაერთიანებული სისტემით ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის. ამგვარად, კომპანია შეძლებს გაზრადოს საკუთარი პოტენციალი იმ დროს, როდესაც ზრდის ტემპი შენელებულია. Facebook-ს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს სხვა სოციალური ქსელების პლატფორმებთან შედარებით. საკუთარი აქტივების ამგვარად გაერთიანებით კომპანია შეძლებს უფრო მეტად გაუწიოს კონკურენცია Apple iMessage-სა და Google-ის შეტყობინებათა გაცვლის სერვისებს. https://www.theverge.com/2019/1/25/18197228/facebook-instagram-whatsapp-merge-messaging-services-mark-zuckerberg
      • 1
      • Like
  21. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რობოტები არ არის მხოლოდ ოთხფეხა მექანიზმები, როგორიცაა მაგალითად SpotMini, რომელთაც შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა სამუშაოები. მათ პარალელურად ინჟინრები ასევე მუშაობენ მექანიზმებზე, რომელთაც თავიანთი მცირე ზომების წყალობით შეუძლიათ გადაადგილდნენ ცოცხალი ორგანიზმის შიგნით და მედიკამენტი მიაწოდონ საჭირო, რთულადმისაწვდომ ადგილას. ლოზანას პოლიტექნიკური სკოლისა და ციურიხის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლის მკვლევარებმა შექმნეს რობოტი-მიკრობი, რომელიც თავსებადია სხვადასხვა ტიპის სითხესთან და შეუძლია გადაადგილდეს სისხლძარღვებში. პროექტის ხელმძღვანელმა - სელმან საკარმა განაცხადა, რომ მიკრო-რობოტის გარე სტრუქტურის შექმნისას ისინი ემყარებოდნენ კირიგამის პრინციპებს (კირიგამი არის იაპონური ხელოვნება, რომლის მიხედვითაც ქაღალდისა და მაკრატლის გამოყენებით სხვადასხვა სახის ფიგურა მზადდება). მოქნილი კონსტრუქციის წყალობით მიკრო-რობოტს შეუძლია გადაადგილდეს წვრილ ძარღვებშიც შეფერხების გარეშე. „ჩვენს რობოტს განსაკუთრებული შემადგენლობა და სტრუქტურა გააჩნია, რომელიც მას საშუალებას აძლევს ადაპტირება მოახდინოს იმ სითხის მახასიათებლებთან, რომელშიც გადაადგილდება. მაგალითად, თუკი ის ხვდება სითხის სიბლანტის ან ნაწილაკების კონცენტრაციის ცვლილებების გარემოში, თავადაც იცვლის ფორმას, რათა შეინარჩუნოს სიჩქარე და მანევრირება ისე, რომ არ დაკარგოს კონტროლი მოძრაობის მიმართულებაზე“. რობოტი-მიკრობი დამზადებულია ნანოკომპოზიტისგან, რომელიც შევსებულია მჭიდროდ დაკავშირებული პოლიმერული ქსელით - სწორედ ეს ანიჭებს მას ელასტიურობას. იმის ნაცვლად, რომ რობოტი აღეჭურვათ საკმაოდ დიდი სენსორებითა და აკუმულატორით, მკვლევარებმა მაგნიტური ნანონაწილაკები გამოიყენეს. ეს ნაწილაკები რეაგირებენ ელექტრული ველის ცვლილებებზე. ამის წყალობით მეცნიერებმა შეძლეს რობოტი დეფორმაციაზე დაეპროგრამებინათ. „ბუნებაში უამრავი მიკროორგანიზმია, რომლებიც ფორმას იცვლიან გარემომცველი პირობების მიხედვით. სწორედ ამ პრინციპმა შთაგვაგონა მიკრორობოტების შექმნა“ - აცხადებენ მკვლევარები. აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს შემდეგ საკითხს: მიკრორობოტების დასამზადებლად საჭიროა კომპონენტების მინიმუმი, რისი წყალობითაც მათი წარმოება ძალიან იაფი ჯდება. მეცნიერები აპირებენ ეტაპობრივად დახვეწონ მიკრორობოტების კონსტრუქცია, რათა მათ შეძლონ მაქსიმალურად რთულ გარემოში გადაადგილება. https://hi-news.ru/robots/sozdan-robot-mikrob-peredvigayushhijsya-vnutri-krovenosnyx-sosudov.html
      • 1
      • Like
  22. მსოფლიოს პალეონტოლოგები ცდილობენ მაქსიმუმი გაიგონ შორეულ წარსულში მცხოვრები ცხოველების შესახებ. მათ სურთ გაიგონ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, რითი იკვებებოდნენ და როგორ მოძრაობდნენ. ამ სფეროში დიდი ნაბიჯი გადადგეს შვეიცარიელმა და გერმანელმა მეცნიერებმა - მათ შექმნეს ხვლიკის რობოტიზირებული ჩონჩხი - ხვლიკის, რომელიც 300 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა დედამიწაზე. იმისათვის, რომ აღედგინათ მისი მოძრაობები რეალისტურად, მეცნიერებმა გამოიყენეს კომპიუტერული მოდელირება და გათხრების დროს აღმოჩენილი მონაცემები. შედეგი მეტად საინტერესოა. როგორ გადაადგილდება ხვლიკი-რობოტი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=xztrtNxyZqQ რობო-ჩონჩხი შექმნილია უძველესი არსების, სახელად Orobates pabsti-ის საფუძველზე. იგი გამოყურებოდა როგორც უზარმაზარი სალამანდრა და იმყოფებოდა ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპზე. ეს არსება იყო გარდამავალი რგოლი ამფიბიასა და ძუძუმწოვარს შორის. მეცნიერებმა სწორედ ეს ხვლიკი ამოარჩიეს ექსპერიმენტისთვის, რადგან შესაძლებელი იყო მისი გაქვავებული ძვლები დაეკავშირებინათ აღმოჩენილ ნაფეხურებთან. მოძრავ რობო-ჩონჩხზე მუშაობის პირველ ეტაპზე მეცნიერებმა შეისწავლეს თანამედროვე სალამანდრის, იგუანისა და კაიმანის მოძრაობა-გადაადგილების ტიპები. რენტგენის დახმარებით მკვლევარებმა გაარკვიეს, როგორ დგანან ისინი ვერტიკალურ მდგომარეობაში და როგორ მოძრაობს მათი ხერხემალი და სახსრები მოძრაობის დროს. მიღებული მონაცემები შეუსაბამეს უძველესი ხვლიკის ნაკვალევს და არსების კომპიუტერული მოდელი იმგვარად დააპროექტეს, რომ მოძრაობისას მისი ძვლები და სახსრები არ დაიშალოს. https://hi-news.ru/research-development/uchenye-sozdali-robotizirovannuyu-kopiyu-drevnego-yashhera.html
  23. ტეხასში, კომპანიის გამშვებ მოედანზე არსებული, SpaceX Starship-ის პირველი პროტოტიპი, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო აფრენა-დაშვების ტესტირება, მნიშვნელოვნად დაზიანდა ძლიერი ქარისგან. ფოტოები სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა SpaceX-ის დამკვირვებელმა მარია პოინტერმა. ფოტოებზე ჩანს, რომ კოსმოსურ ხომალდს წინა ნაწილი მოსძვრა და მიწაზე დაეცა. „Starship-ის „ცხვირი“ დაახლოებით დილის ხუთ საათზე მოსძვრა ხომალდს, თუმცა ხმაური ღამის ორ საათზე გვესმოდა“ - განაცხადა პოინტერმა. მან აღნიშნა, რომ ინციდენტის წინ მეტეოსამსახურიდან არანაირი გაფრთხილება არ შემოსულა მოსალოდნელი გრიგალის შესახებ. SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა Twitter-ზე დაადასტურა მომხდარი შემთხვევა და აღნიშნა, რომ 80,5 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ქარმა დაშალა მიმაგრების სისტემა და რაკეტას წინა ნაწილი მოაძრო. „შეკეთებას რამოდენიმე კვირა დასჭირდება“ - განაცხადა მასკმა და დაამატა, რომ ხომალდის ქვედა ნაწილში არსებული საწვავის ავზები მწყობრშია. SpaceX-მა პლანეტათშორისი რაკეტის - Starship-ის დემონსტრირება იანვრის დასაწყისში მოახდინა. ეს არის სატესტო ვერსია, რომელიც არ არის განკუთვნილი კოსმოსში გაშვებისთვის. მასკის თქმით, Starship-ის ორბიტალური ვერსია ივნისისთვის იქნება მზად. https://3dnews.ru/981662
      • 1
      • Like
  24. G7 სმარტფონის სრული ლაინაფი - ფოტოები და მახასიათებლები გამოჩნდა ვებ-გვერდ Motorola Brazil-ზე, საიდანაც მალევე წაშალეს სრული ინფორმაცია, თუმცა წყაროებმა მოასწრეს ინფორმაციის მიღება. G7 სერიის ოთხივე სმარტფონს ექნება თხელი ჩარჩოები, ჭრილიანი დისპლეი, ყურსასმენების კონექტორი და იმუშავებენ ოპერაციულ სისტემა Android Pie-ზე. G7, G7 Play და G7 Power მოდელებს ექნება Snapdragon 632 პროცესორი, G7 Plus სმარტფონს კი - Snapdragon 636. G7 Plus-ს ასევე აქვს მთლიან სერიაში საუკეთესო მახასიათებლების მქონე კამერები: მისი ფრონტალური კამერა 12 მეგაპიქსელიანია, ორი უკანა კამერა კი 16+5 მეგაპიქსელიანი. G7 Power-ს, როგორც მის სახელწოდებას შეესაბამება, ექნება დანარჩენ სამ სმარტფონზე მძლავრი ბატარეა - 5000 მილიამპერი/სთ მოცულობით. დანარჩენი სამი სმარტფონის ბატარეის მოცულობაა 3000 მილიამპერი/სთ. G7 სერიის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი მოლოდინია. მას ამ დროისთვის ბაზარზე საუკეთესო ბიუჯეტურ სმარტფონად მიიჩნევენ. წინა თაობის - G6 სერიის სმარტფონებმა დადებითი შეფასება დაიმსახურეს. როგორც The Verge-ის წარმომადგენელი აღნიშნავდა, G6 სმარტფონი, რომელიც 250 აშშ დოლარი ღირდა, „გამოიყურებოდა, როგორც ორჯერ ძვირი სმარტფონი“. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე, თუმცა, The Verge-ის ინფორმაციით, Motorola 7 თებერვალს გამოუშვებს G7 სერიას. https://www.theverge.com/2019/1/24/18196200/motorola-moto-g7-power-plus-play
      • 2
      • Like
      • Upvote
  25. სააგენტო Reuters-ის ცნობით, სამედიცინო დაზღვევის ამერიკულმა გიგანტმა Aetna-მ პარტნიორული შეთანხმება დადო IBM-თან ბლოკჩეინ-ქსელის შექმნისთვის, რომელიც იქნება ჯანდაცვის ინდუსტრიასთან ადაპტირებული. Aetna, როგორც ცნობილია, მთელ მსოფლიოში 39 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მან გამოაქვეყნა IBM-სთან ერთად გაკეთებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემა შემუშავებულ იქნება სადაზღვევო მოთხოვნებისა და საანგარიშსწორებო მონაცემების დამუშავების ოპტიმიზაციისთვის. მცირე ხნის წინ სადაზღვევო გიგანტი გაერთიანდა საცალო სააფთიაქო და სამედიცინო კომპანიასთან - CVS Health Corp-თან. ამერიკული საფინანსო მომსახურების კომპანიის - PNC Bank-ის გარდა ამ ინიციატივას კიდევ ორი სამედიცინო სადაზღვევო კომპანიაც შეუერთდა. ისინი მომსახურებას უწევენ ჯამში 55 მილიონ მომხმარებელს: ეს კომპანიებია - ჯანდაცვის ამერიკული არაკომერციული კორპორაცია 15 მილიონზე მეტი მომხმარებლითა და - Anthem Inc. რომელიც 40 მილიონზე მეტ პირს უწევს მომსახურებას. PNC Bank-ის სახაზინო მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა, კრის უორდმა (Chris Ward) სააგენტო Reuters-ს განაცხადა, რომ ბლოკჩეინის გამოყენებით შესაძლებელი გახდება „მოგვარდეს დუბლირების, ადმინისტრაციული შეფერხების შემთხვევები, რომლებიც ხელს უშლიან ინდუსტრიის განვითარებას“. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში პროექტს ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან. Aetna - ეს არის ამერიკული მსხვილი სამედიცინო კომპანიების გაერთიანება. კომპანიებმა გასულ წელს ალიანსი შექმნეს, რათა გამოეყენებინათ ბლოკჩეინი მონაცემთა ინტეგრაციის, უსაფრთხოებისა და ხარჯების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ინიციატივას აგრეთვე უერთდება ჯანდაცვის წამყვანი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია - Ascension. ბლოკჩეინ-ტექნოლოგია აგრძელებს პოპულარობის მოხვეჭას მსოფლიოს ჯანდაცვაში. სადაზღვევოები, კლინიკები და სხვა პროფესიული დაწესებულებები სწავლობენ მის უპირატესობებს მონაცემთა გაცვლის, დაცვისა და ოპტიმიზაციისთვის ნებისმიერ ინფორმაციასთან მიმართებაში, რაც ჯანდაცვასთან კავშირშია. https://cointelegraph.com/news/insurance-giant-aetna-partners-with-ibm-on-blockchain-network-for-healthcare-industry
      • 1
      • Like
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.