-
Posts
7326 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
გასულ წელს NVIDIA-მ წარადგინა საფირმო ვარიანტი SoC Jetson AGX Xavier – Volta-არქიტექტურით. გადაწყვეტილება ორიენტირებულია სხვადასხვა რობოტიზებული ტექნიკისთვის ავტოპილოტის შექმნაზე. სანამ კომპანიის მომხმარებლები ფიქრობენ - სჭირდებათ თუ არა ეს სიახლე, NVIDIA-მ დანიშნულება უპოვა თავის რობოტიზებულ პლატფორმას: კომპანიის კამპუსის დერეფნებში მოძრაობა დაიწყო რობოტმა სახელად Carter-მა, რომლიც მოვალეობასაც წარმოადგენს კომპანიის თანამშრომლებისთვის ახლადმომზადებული პოპკორნის პაკეტების დარიგება. პლატფორმა წარმოადგენს Segway RMP 210 შასს (ობიექტის კონსტრუქციის დამჭერი კარკასი) ლიდარებითა და სტერეოსკოპული კამერით. რობოტის „ტვინი“ - ეს არის SoC NVIDIA Jetson AGX Xavier-ის ბაზაზე შექმნილი სისტემა. შეკვეთის მიცემა და მიწოდება ხორციელდება სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით. რობოტის მარშრუტი დამოუკიდებლად განისაზღვრება - იგი თავისით უვლის გვერდს სტატიკურ და დინამიურ წინაღობებს. სამომავლოდ, მწარმოებელთა გუნდი აპირებს რობოტების იმგვარად დაპროგრამებას, რომ მათ დახმარება გაუწიონ თანამშრომლებს პარკირების ადგილის მოძებნაში, აგრეთვე კომპანიის სტუმრები NVIDIA-ს ოფისთან მიაცილონ. კომპანიაში თვლიან, რომ შეძლებენ უნივერსალური რობოტის შექმნას, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება ნივთების ერთი წერტილიდან მეორეში ავტომატური გადატანით. საუბარი ეხება შენობის შიდა ლოჯისტიკას. ღია სივრცეებში რობოტების ფუნქციონირება NVIDIA-ს გეგმებში ჯერჯერობით არ შედის. ამისათვის საჭირო იქნება მთელი რიგი სოციალური, იურიდიული და სხვა საკითხების მოგვარება. ამჟამად კი კომპანიის შენობაში რობოტების გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს. https://overclockers.ru/hardnews/show/95789/avtopilot-nvidia-nauchili-razvozit-popkorn-sotrudnikam-kompanii
-
- 1
-
-
საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (Food and Drug Administration) დაიწყო ბლოკჩეინ-სისტემის ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა მედიკამენტები შემოწმდეს აფთიაქებსა და საავადმყოფოებში. ამ ინფორმაციის ავრცელებს რესურსი Engadget-ი ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით. FDA-ს დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს: „ბლოკჩეინი საშუალებას მოგვცემს შემცირდეს იმის ალბათობა, რომ ოპიატები ან სხვა საშიში ნარკოტიკული ნივთიერებები ტრანსპორტირების შემდეგ მოხვდება არა აფთიაქებში, არამედ ნარკოდამოკიდებულებთან ან დილერებთან“. ამჟამად FDA ეძებს კომპანიებს, რომლებიც მზად იქნებიან საპილოტე პროექტში მონაწილეობისთვის. განაცხადის შეტანის ვადა 11 მარტამდეა, თვის ბოლოს კი დეპარტამენტი პროექტის მონაწილეებს თავის გამავრცელებელ რეესტრთან დააკავშირებს. თუკი პლატფორმის გამოცდა წარმატებით ჩაივლის, 2023 წელს მასში ჩაერთვება აშშ-ის ყველა აფთიაქი და საავადმყოფო. FDA-ში თვლიან, რომ იმ დროისთვის კონგრესი მიიღებს შესაბამის კანონს, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს უფლებას მისცემს განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია გამოიყენონ. ამ დრომდე კი IBM Watson Health-სა და FDA-ს უკვე შექმნილი აქვთ ბლოკჩეინ-სისტემა, რომელშიც სამომავლოდ მოხდება ამერიკელი პაციენტების სამედიცინო მონაცემებისა და კლინიკური ისტორიების გადატანა. https://hightech.fm/2019/02/11/fda-blockchain
-
- 1
-
-
გახსოვთ ორგანიზაცია Mars One? სწორედ ის, რომელიც აპირებდა ადამიანები მარსზე გაეგზავნა და ამით ნამდვილი სატელევიზიო რეალითი-შოუ მოეწყო. გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტების მიხედვით ორგანიზაცია გაბანკროტებულია. დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კომპანია ლიკვიდაციის პირზეა. როგორც აღმოჩნდა, Mars One-ის კომერციულმა ნაწილმა - Mars One Ventures-მა ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა თავი ბანკროტად, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ახლაღა გახდა Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებლის წყალობით, რომელმაც ზემოთხსენებული ფინანსური ანგარიშები აღმოაჩინა. შეგახსენებთ, რომ Mars One 2012 წელს დააარსა ჰოლანდიელმა ანტრეპრენერმა ბას ლანსდორფმა, რომელიც 2013 წლამდე თითქმის მთლიანად თავად აფინანსებდა პროექტს. მარსული კოლონიის შექმნის იდეა მას ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაუჩნდა. „ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე გრანდიუზულ მოვლენაზე, ვიდრე მთვარეზე დაფრენა ან ოლიმპიური თამაშებია. თითქმის ყველა აუცილებელი ტექნოლოგია უკვე გვაქვს“ - აცხადებდა ლანსდორფი და თავის პროექტში ინვესტორებს იწვევდა. პროექტის მიხედვით ამგვარი უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი მოდულები მარსზე ორგანიზაცია ტექნიკურად გაყოფილი იყო ორ ნაწილად: არაკომერციული Mars One Foundation და კომერციული Mars One Ventures AG, რომელიც შვეიცარიაში იყო რეგისტრირებული. ინტერნეტში აღმოჩენილი ფინანსური დოკუმენტების მიხედვით კომერციული Mars One Ventures AG 15 იანვარს ბაზელის (შვეიცარია) სასამართლოს მიერ ბანკროტად გამოცხადდა და იმ მომენტში იგი შეფასებული იყო 100 მლნ დოლარად. ბრიტანული ოფისი - Mars One Ventures PLC კი დოკუმენტებში ფიგურირებს, როგორც უმოქმედო კომპანია, რომელიც არანაირ კომერციულ საქმიანობას არ ეწევა. მის მფლობელობაში დაახლოებით 20 ათასი ბრიტანული ფუნტია მხოლოდ. პორტალ Engadget-ის ჟურნალისტებმა კომენტარებისთვის ბას ლანსდორფს მიმართეს, მან კი განაცხადა, რომ Mars One Foundation ამ დრომდე ფუნქციონირებს, თუმცა არ შეუძლია სამომავლო განვითარება პროექტის ინვესტირების გარეშე. სხვა სახის კომენტარების გაკეთებაზე მან უარი განაცხადა და დაამატა, რომ თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს შექმნილი ვითარების მოგვარების გზებზე. ლანსდორფს იმედი ჰქონდა, რომ პროექტის განვითარებისთვის ძირითად ფინანსურ მხარდაჭერას სატელევიზიო ტრანსლაციების გაყიდვა მოუტანდა. მიიჩნეოდა, რომ Mars One გახდებოდა ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული და მიმზიდველი რეალითი-შოუ: იგი მაყურებლებს საშუალებას მისცემდა თვალყური ედევნებინათ, თუ როგორ მიმდინარეობს წითელი პლანეტის კოლონიზაციის პროცესი. დამატებითი ხარჯებისთვის კი კომპანიას სურდა ფინანსები მოეზიდა დაინტერესებული კომპანიების მიერ განხორციელებული კოსმოსური ფრენების ხარჯზე. 2018 წელს Mars One გეგმავდა სადემონსტრაციო მისიის გაშვებას: უნდა გაგზავნილიყო დასაფრენი მოდული მზის ბატარეების, ტექნოლოგიებისა და მარსის გრუნტიდან წყლის მოპოვების ალბათობის შესამოწმებლად. აგრეთვე უნდა გაგზავნილიყო საკომუნიკაციო თანამგზავრი, რომელიც უწყვეტად მოახდენდა მარსზე გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების გამოგზავნას. იგეგმებოდა, რომ 2026 წლამდე წითელ პლანეტაზე უნდა გაგზავნილიყო ორი საცხოვრებელი მოდული, ორი - სიცოცხლის უზრუნველყოფის ბლოკი, ორიც - სათავსო/სასაწყობე მოდული, აგრეთვე რამოდენიმე თანამგზავრი და სხვა სამეცნიერო აღჭურვილობა. პროექტის ამ გეგმების პარალელურად დაგეგმილი იყო ოთხი ტურის ჩატარება მომავალი კოლონისტების კანდიდატების შერჩევისთვის. პირველი „კოლონისტების“ შერჩევა ნამდვილად ჩატარდა. კომპანიამ მათზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო და გადაწყვიტა მასალის გაყიდვით დამატებითი ფინანსები მოეპოვებინა, თანაც ამით პარალელურად პროექტისადმი დაინტერესებას გაზრდიდა. მარსზე გაფრენისთვის მოსამზადებლად დაგეგმილი იყო კანდიდატების რამოდენიმე თვით მოთავსება დახურულ პირობებში, რომელიც იმიტირებდა წითელი პლანეტისკენ ხანგრძლივი მოგზაურობის პირობებს, შემდგომში კი - მასზე ცხოვრებას. კოლონისტების პირველი გუნდის მარსზე გადასმა დაგეგმილი იყო 2027 წლისთვის, შემდეგ კი მათი რიცხვი ყოველწლიურად უნდა გაზრდილიყო 2035 წლამდე (ჯამში იგეგმებოდა სულ 20 ადამიანის გაშვება). Mars One-ის საცხოვრებელი მოდულის ერთ-ერთი ვარიანტის დიზაინი მიიჩნეოდა, რომ კოლონისტები შეძლებდნენ საკმაოდ კომფორტულ პირობებში ცხოვრებას ორგანიზაცია Mars One-ის შესახებ ბოლო ცნობები 2018 წლის ივლისში გახმაურდა. იმ დროს გახდა ცნობილი, რომ მან ფინანსური შეთანხმება გააფორმა კომპანია Phoenix Enterprises-თან. ამ უკანასკნელს წელიწადის განმავლობაში პროექტი 12 მლნ ევროთი უნდა დაეფინანსებინა (დაახლოებით 14 მლნ დოლარი მაშინდელი კურსით). იგეგმებოდა, რომ ეს თანხა გამოყენებულ იქნებოდა Mars One Foundation-ის ლიცენზირების გაგრძელებისთვის, Mars One Ventures-ის ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ხელმეორედ გასვლისთვის, აგრეთვე კოლონისტების კანდიდატების შერჩევის გასაგრძელებლად. უნდა აღინიშნოს, რომ Mars One-ის მეტიმეტად ამბიციური გეგმები დაანონსებისთანავე ექსპერტების მიერ არარეალურად იქნა მიჩნეული. მათ აზრს განსაკუთრებით ამყარებდა დაგეგმილი რეალითი-შოუს შემოსავლისა და კოსმოსური მისიების ღირებულების შეუსაბამობა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ლანსდორფის გეგმა ჩვეულებრივი თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. ჯამში, ამგვარი მოსაზრებები ნამდვილად სწორი იყო იმის გათვალისწინებით, რომ კოლონისტები უნდა დათანხმებულიყვნენ პირობას - წასულიყვნენ მარსზე ისე, რომ დედამიწაზე უკან აღარ უნდა დაბრუნებულიყვნენ. https://hi-news.ru/space/mars-one-zakryt-organizaciya-stoyashhaya-za-proektom-po-kolonizacii-marsa-obankrotilas.html
-
- 1
-
-
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის აზრით, ერთ დროსაც მარსისკენ ფრენები ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი. საკმარისი იქნება დედამიწაზე კუთვნილი საცხოვრებლის გაყიდვა და აღებული თანხის გადახდა კოსმოსურ მოგზაურობაში. გარდა ამისა, მასკმა ბონუსიც შესთავაზა ფრენის მსურველებს: უკან დედამიწაზე დაბრუნება მათთვის უფასო იქნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დროსაც მარსზე გამგზავრება 500 ათას დოლარზე ნაკლები ეღირება, შესაძლოა 100 ათას დოლარზე ნაკლებიც კი“ -დაწერა მასკმა Twitter-ზე. მისი აზრით, მგზავრობის ამგვარი ღირებულება განაპირობებს იმას, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მცხოვრებთა დიდი ნაწილი სურვილისამებრ შეძლებს გაყიდოს თავისი სახლი, გადაიხადოს მგზავრობის ფასი და სხვა პლანეტაზე გადასახლდეს. ამგვარი „ხელმისაწვდომი“ კოსმოსური ფრენების ორგანიზება მასკს სურს განახორციელოს რაკეტა Starship-ით, რომელშიც გათვალისწინებულია ადამიანების კომფორტულად გადაფრენა მარსზე, სამომავლო პერსპექტივაში კი - მის ფარგლებს გარეთაც. მცირე ხნის წინ კომპანიამ უკვე მეორედ ჩაატარა მოდერნიზებული ძრავის - Raptor-ის გამოცდა, რომელსაც სუბორბიტალურ ფრენებში გამოიყენებენ. ამგვარი სატესტო ფრენების დაწყება მიმდინარე წლის მარტიდანაა დაგეგმილი. Starship-ის ძრავის, Raptor-ის გამოცდა სამომავლო პერსპექტივაში, SpaceX აპირებს შექმნას Raptor-ის უნივერსალური ვერსია, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც გამწევ/მატარებელ რაკეტებში კოსმოსური აპარატების გასაშვებად, აგრეთვე თავად აპარატებშიც - საჭირო ორბიტაზე გასვლისა და მანევრირებისთვის. ამის წყალობით შესაძლებელი გახდება დროის დაზოგვა, აგრეთვე შემცირდება ხარჯები. https://hi-news.ru/technology/ilon-mask-ozvuchil-primernuyu-stoimost-pereezda-na-mars.html
-
მთვარის კრატერების შიდა სტრუქტურა შესაძლოა ხელსაყრელი აღმოჩნდეს ბაზების ასაშენებლად. მზის სისტემის კვლევასთან დაკავშირებული, ამ დროისთვის არსებული გრძელვადიანი გეგმები მოიცავს მთვარესაც, როგორც პილოტირებული მისიების მნიშვნელოვან ეტაპსა და ტექნოლოგიების განვითარებას. მუშაობა უკვე მიმდინარეობს, კერძოდ - მუშაობა სადგურზე, სახელად LOP-G, რომელიც იფრენს მთვარის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე. გარდა ამისა, სააგენტო NASA განიხილავს სხვადსახვა მოცულობის მთელ რიგ პროექტებს, ESA-ს კი აქვს შემოთავაზება - შეიქმნას „მთვარის სოფელი“. ყველა თანამედროვე კონცეფციასა და გეგმას ერთი საერთო ელემენტი აქვთ - ჩვენი ერთადერთი თანამგზავრის მიმართ მისიები რეგულარულად უნდა ხორციელდებოდეს, საბოლოოდ კი მის ზედაპირზე უნდა დაარსდეს ბაზა. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მზარს უჭერს ინიციატივას, სახელად - Newspace2060 International Pitch Moon. იდეათა შესარჩევ კონკურსზე გაგზავნილი ერთ-ერთი საინტერესო კონცეფცია გულისხმობს კრატერების გამოყენებას ბაზების დასაარსებლად. კონცეფციის თანახმად კრატერის ფსკერზე უნდა განთავსდეს გასაბერი მოდულები და მთვარის გრუნტი ნელ-ნელა შეივსოს. ამის წყალობით შესაძლებელი იქნება შეიქმნას მოზრდილი ბაზები, რომლებშიც ასტრონავტები დაცულნი იქნებიან გამოსხივებისა და ტემპერატურის რადიკალური ცვლილებისგან დღე-ღამის განმავლობაში. რა საკვირველია, ამ კონცეფციას მთელი რიგი პრობლემებიც ახლავს. მაგალითად, პირველი მოდულის მოთავსება კრატერის ფსკერზე შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მთვარეზე არსებული გამოქვაბულები, რომელთაც რამოდენიმე ათეული მეტრის სიგანე და კილომეტრობითს სიგრძე გააჩნიათ. მათ შიგნით შესაძლოა იყოს შესაფერისი პირობები ბაზების მშენებლობისთვის - კერძოდ, სტაბილური ტემპერატურა და რადიაციისგან დაცულობა. https://hi-tech.news/space/559-koncepcija-lunnoj-bazy-v-kratere.html
-
- 1
-
-
Videocardz-მა გამოაქვეყნა EVGA-სა და Palit-ის მიერ შექმნილი GeForce GTX 1660 Ti გრაფიკული ამაჩქარებლების ფოტოები. როგორც ცნობილია, კომპანია EVGA გაყიდვების საწყის ეტაპზე წარადგენს მხოლოდ კომპაქტურ მოდელებს - GTX 1660 Ti XC-სა და GTX 1660 Ti Black-ს. ორივე ბარათი აწყობილია შემცირებულ PCB დაფაზე EVGA-ს საკუთარი დიზაინით და აქვთ ერთვენტილატორიანი გაგრილების სისტემა. გარეგნულად ვიდეო ბარათები იდენტურად გამოიყურება, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ GPU-ის ტაქტის სიხშირეებით განსხვავდება. კომპანია Palit-მაც StormX-სერიის ორი ვიდეო ბარათი გამოუშვა, რომლებიც კიდევ უფრო კომპაქტური გაბარიტებით ხასიათდება, ვიდრე EVGA-ს მოდელები. ამ ბარათებშიც გამოყენებულია ერთვენტილატორიანი გაგრილების სისტემა რადიატორითა და სითბური მილებით. GeForce GTX 1660 Ti StormX-ის გრაფიკული პროცესორის boost-სიხშირე 1770 მჰც-ია, GeForce GTX 1660 Ti StormX OC ბარათისა კი - 1815 მჰც. რა თქმა უნდა, ორივე მწარმოებელი GeForce GTX 1660 Ti ბარათის სხვა ვერსიებსაც გამოუშვებენ მოგვიანებით. Videocardz-ის ინფორმაციით GeForce GTX 1660 Ti-ს გაყიდვები 22 თებერვლიდანაა დაგეგმილი. წყარო: VideoCardz მომხმარებლებს ორი ახალ ბარათს სთავაზობს ZOTAC-იც: ZOTAC Gaming GeForce GTX 1660 Ti Twin Fan და Gaming GeForce GTX 1660 Ti AMP. ორივე ბარათის საფუძველს წარმოადგენს Turing-ის თაობის 12-ნანომეტრიანი პროცესორი TU116-400A-A1, რომლის საბაზისო სიხშირე 1500 მჰც-ია, ასევე აქვს 1536 Shader-ბლოკი, 192 ტენსორული ბირთვი, 96 ტექსტურული მოდული (TMU) და 48 ROP-ბლოკი. წყარო: Geizhals Österreich ორივე მოდელს აქვს 6 გბ GDDR6 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც 1500 მეგაჰერც სიხშირეზე ფუნქციონირებს, აგრეთვე 192-ბიტიანი bus, სიჩქარე - 288 გბ/წმ. ბარათს აქვს HDMI 2.0b პორტი დაა სამი DisplayPort 1.4. ZOTAC Gaming GeForce GTX 1660 Ti Twin Fan ვიდეო ბარათის ფასი 325-დან 333 ევრომდეა, Gaming GeForce GTX 1660 Ti AMP ბარათისა კი - დაახლოებით 351-359 ევრო. ახალი ბარათის ოფიციალურ ანონსამდე ცოტა დროა დარჩენილი. https://3dnews.ru/982579 https://overclockers.ru/blog/id_1/show/24184/dve-modeli-geforce-gtx-1660-ti-ot-zotac-zasvetilis-v-neskolkih-magazinah
-
- 1
-
-
ბრაუზერი Google Chrome გამოიყენება პერსონალური კომპუტერების დიდ უმრავლესობაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწარმოებლებს მეტი სამოქმედო მიზანი აღარ გააჩნიათ. განახლება ყოველ ექვს კვირაში ხდება და მომხმარებელს სთავაზობს ახალ და საინტერესო ფუნციებს. სამომავლო გაუმჯობესაბათან ერთ-ერთი შესაძლოა იყოს ჩანართების გადახედვის შესაძლებლობა. ამგვარი ფუნქცია რამოდენიმე სხვა ბრაუზერს აქვს, მათ შორის - Microsoft Edge-ს. ჩანართების (tab) გადახედვა სასარგებლო იქნება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მრავალრიცხოვან გახსნილ ჩანართებთან გიწევთ მუშაობა და რთულია გარკვევა - სად არის ამ წუთისთვის საჭირო ვებ-გვერდი. როდესაც ჩანართების რაოდენობა დიდია, თითოეული მათგანის ზომა იმდენად მცირდება, რომ მათზე ტექსტი აღარ ჩანს. იმისათვის, რომ ვითარებაში გაერკვეთ, საჭიროა კურსორის მიტანა ჩანართთან და დაინახავთ შინაარს. ამგვარი რამ შესაძლებელია Microsoft Edge-ში და სწორედ იმავეს გეგმავს Google-იც საკუთარი ბრაუზერისთვის. ამ ფუნქციის სახელწოდება იქნება Tab Hover Cards. Google Chrome-ის პარამეტრებში უკვე წარმოდგენილია ორი ექსპერიმენტალური პროგრამა სახელად Tab Hover Cards და Tab Hover Card Images. ამჟამად ისინი არ მუშაობს, რადგანაც ფუნქცია ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. ბრაუზერის ფინალურ ვერსიაში ამ ფუნქციის გამოჩენის ვადაზე ცნობილი ჯერ არაფერია. შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი მომდევნო სტაბილური რელიზთაგანი. დიდი ალბათობით, Google დიდხანს არ დააყოვნებს ისეთი ფუნქციის გამოშვებას, რომელიც სხვა კონკურენტ ბრაუზერებს უკვე გააჩნია. Google Chrome-ის შემდეგი განახლება Windows-სა და macOS-ზე სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსაც მოიტანს, მათ შორისაა მუქი ფერის ინტერფეისიც. ბრაუზერის პარამეტრები დამოკიდებული იქნება Windows-სისტემის პარამეტრებზე: თუკი Windows-ში არჩეული იქნება ჩაბნელებული ინტერფეისი, ბრაუზერიც ავტომატურად გახდება მუქი ფერის. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/24187/google-chrome-poluchit-prevju-vkladok-kak-v-microsoft-edge
-
კრიპტოვალუტების ბირჟა Binance 20 თებერვალს აამოქმედებს თავისი ახალი დეცენტრალიზებული ბირჟის სატესტო ვერსიას - დაადასტურა გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ 12 თებერვალს Twitter-ზე. Binance DEX, რომელთან დაკავშირებითაც გეგმები გასულ წელს გაჩნდა, მიმართულია, რომ დეცენტრალიზებული ბაზით უზრუნველყოს კრიპტოვალუტების მფლობელები ტოკენებით ვაჭრობისთვის. პლატფორმა მოხსნის პასუხისმგებლობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც დამახასიათებელია ტრადიციული დეცენტრალიზებული პლატფორმებისთვის. სატესტო ვერსია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იქნება. Binance DEX-ის შესახებ წინა პერიოდის ანონსში ნათქვამი იყო, რომ პლატფორმას ექნება კრიპტოვალუტების აპარატული (hardware) საფულეების მხარდაჭერა. ჩჟაოს თქმით, ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ვაჭრობისას კონტროლის ქვეშ იქონიონ თავიანთი private key-ები. სატესტო ქსელის შესახებ დაპირებები დეკემბერში ვრცელდებოდა, იმავე დროს Binance-მა აამოქმედა „ბირჟისგარე სავაჭრო დახლი“ (over-the-counter desk) და სხვა ფუნქციები დიდი სავალუტო ბრუნვის მქონე მსხვილი მოვაჭრეებისთვის. იმ დროს, როდესაც DEX-ის შესახებ დაანონსდა, ჩჟაომ დაამატა, რომ მას შემდეგნაირი მოლოდინები აქვს: ბაზრის რეაქციებიდან გამომდინარე, პლატფორმა ან იმუშავებს Binance-ის ორიგინალ პლატფორმასთან ტანდემში, ან მას მთლიანად ჩაანაცვლებს. კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ Binance ასევე გეგმავს თავისი საქმიანობა გააფრთოვოს მინიმუმ ორ ახალ ბაზარზე მიმდინარე წელს https://cointelegraph.com/news/binance-ceo-reveals-testnet-release-date-for-decentralized-exchange
-
- 1
-
-
ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში ჩატარდა 5G ქსელზე მომუშავე უპილოტო სამგზავრო ავტობუსების გამოცდა - იტყობინება China Daily. უპილოტო ავტობუსი შეიქმნა კომპანიების - China Mobile-ის, Huawei-ს, EasyMile-ისა და ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევით. იგი ჯერჯერობით გათვლილია მხოლოდ 12 მგზავრზე. ავტობუსს შეუძლია გადაადგილდეს 20 კმ/სთ სიჩქარით ჩინეთის საზოგადოებრივ გზებზე. ახალი ავტობუსების ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, არც მიზეზები - თუ რატომ გადაწყვიტეს მწარმოებლებმა 5G ავტობუსების წარმოება. დღესდღეობით მსოფლიოში რამოდენიმე ათეული კომპანიაა, რომლებიც უპილოტო ტრანსპორტზე მუშაობენ - როგორც წესი, ისინი კავშირის ჩვეულებრივ სისტემებს იყენებენ ლიდარებითა (Light Identification Detection) და საოპერატორო ცენტრებით. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს 2022 წლისთვის პეკინის ცენტრი დაფაროს რიგგარეშე გზებით. აგრეთვე, 2022 წლის ოლიმპიადაში მონაწილე ყველა აეროპორტი და ინფრასტრუქტურული კომპლექსი კავშირში იქნება 5G ქსელთან. მცირე ხნის წინ Verizon-მა დაიწყო 5G ქსელის ტესტირება. ქსელი გამოჩნდა ლოს-ანჯელესის, ჰიუსტონის, საკრამენტოსა და ინდიანაპოლისის რამოდენიმე რაიონში. Verizon-ის აბონენტები პირველი სამი თვის განმავლობაში ისარგებლებენ 5G ქსელით უფასოდ, შემდეგ კი მათ თვეში 70 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის სანაცვლოდ ისინი მიიღებენ YouTube TV-ის სამი თვით, აგრეთვე Apple TV 4K მედიაფლეიერს ან Google Chromecast Ultra-ს. ექსპერტების აზრით 5G ქსელი ბიძგი იქნება ინტერნეტ-ნივთების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის: დიდი რაოდენობის მოწყობილობების გამოსაყენებლად, რომლებიც მონაცემთა გადაცემას ახდენენ, აუცილებელია გაზრდილი სიჩქარე. ამჟამად არსებული ქსელები ამ ამოცანას ტექნიკურად ვერ უმკლავდება. https://hightech.fm/2019/02/08/china-5g-bus
-
თავის დროზე სპეციალური ტრენაჟორების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა და ეკონომიკურად ეფექტური გახადა პილოტების მზადების პროცესი. ტრენაჟორების საშუალებით კადეტებს შეეძლოთ დაემუშავებინათ საბაზისო მანევრები რეალისტურ სიმულატორში და უკვე ამის შემდგომ დამსხდარიყვნენ ნამდვილი თვითმფრინავის შტურვალთან. თუმცა ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადაწყვიტეს წინ წავიდნენ და აპირებენ განახორციელონ ამერიკული ავიაციის ახალწვეულების მომზადება ვირტუალური რეალობის მოწყობილობებით. აშშ-ის არმიას ამ ზომების მიღება მოუწია საავიაციიო პილოტების სიმცირის გამო - წერს გამომცემლობა Aviation Week. ხელმძღვანელობის აზრით ამგვარი ზომები საგრძნობლად შეამცირებს საწყისი მომზადების ხარჯებს. თავდაპირველად კადეტები შეისწავლიან ვერტმფრენის მოწყობილობას და ვირტუალურ რეალობაში განთავსებულ მართვის ელემენტებს. სპეციალური ტესტის გავლის შემდეგ ისინი შეძლებენ შეითვისონ ვერტმფრენის მართვის საბაზისო უნარები. VR-ის გამოყენებით სამხედროებს სურთ ათას სამასი ახალი პილოტი მიიღონ წელიწადში. ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პირველი ექსპერიმენტი 2018 წელს ჩატარდა: ოციდან ცამეტმა კადეტმა წარმატებით დაასრულა მომზადების კურსი სულ რაღაც 4 თვეში. უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი არ ეხება აშშ-ის სამხედრო საზღვაო ავიაციასა და სამხედრო საჰაერო ძალებს - ისინი კვლავ გააგრძელებენ უნარების გამომუშავებას სიმულატორებისა და ნამდვილი საფრენი აპარატების მეშვეობით. არმიის ავიაცია ითვალისწინებს პილოტებზე მოთხოვნილების შემცირებას მათი მომზადების დაჩქარებით. აშშ-ის არმიის პილოტის სწავლების სრული კურსი ერთ წელიწადს მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ არმიის ავიაციის წარმატებული გამოცდილება სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ძალებისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ფრენების უსაფრთხოება საეჭვოა: ჯერჯერობით ყველაზე რეალისტურ სიმულატორსაც კი არ შეუძლია ჩაანაცვლოს ნამდვილი თვითმფრინავის სალონი. https://hi-news.ru/technology/letchikov-nachnut-obuchat-v-virtualnoj-realnosti.html
-
- 1
-
-
SpaceX-მა მორიგი ნაბიჯი გადადგა თავისი ამბიციური გეგმის რეალიზაციაში: კომპანია აპირებს შექმნას გლობალური თანამგზავრული ქსელი მონაცემთა გადაცემისთვის. ამჯერად კომპანიამ განაცხადი შეიტანა კავშირების ფედერალურ კომისიაში (Federal Communications Commission), რათა მიიღოს ლიცენზია სადგურების განთავსებისთვის. განცახდებაში, რომელიც შეტანილ იქნება შვილობილი კომპანიის - SpaceX Services-ის სახელით, მოთხოვნილია ნებართვა, რომ განთავსდეს მილიონი მიწისზედა სადგური. მათ კი Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის მომხმარებლები გამოიყენებენ. SpaceX-ს FCC-ისგან უკვე აქვს მიღებული თანხმობა თანამგზავრული სისტემების - Starlink-ის გაშვებაზე. თანამგზავრების გაყვანა დაიწყება მიმდინარე წელს და მათი ორბიტაზე გაშვება განხორციელდება რაკეტა Falcon 9-ის მიერ. გასულ წელს SpaceX-მა ორბიტაზე გაუშვა ორი ექსპერიმენტალური ფართოხაზოვანი თანამგზავრი. მათი გამოცდის წყალობით კომპანიამ დააკორექტირა Starlink-ის სისტემების ამოქმედებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. FCC-ისთვის გაგზავნილ ნებართვის მოთხოვნაში მოცემულია: „ეს განცხადება წარმოადგენს მეორე ნაბიჯს პროექტის რეალიზაციაში. იგი ითვალისწინებს მიწისზედა სადგურების ფუნქციონირებას და მომხმარებლებისთვის მაღალეფექტური და ფართო წვდომის ტექნოლოგიის მიწოდებას“ - ნათქვამია დოკუმენტში. განაცხადის ტექნიკურ ნაწილში SpaceX-ი ამტკიცებს, რომ ლიცენზირების წესები, რომლებიც ორიენტირებულია თანამგზავრების მოქმედების სტანდარტებზე, არ უნდა იქნას გამოყენებული დაგეგმილ სადგურებში, რადგანაც FCC-მა აღიარა, რომ შესაძლოა ეს სტანდარტები არ შეესაბამებოდეს დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებულ თანამგზავრულ ქსელს იმ ტრადიციული თანამგზავრებისგან განსხვავებით, რომლებიც დედამიწის გეოსტაციონარულ ორბიტაზე იმყოფებიან. https://3dnews.ru/982546
-
დედამიწაზე არსებულ გლობალურ პრობლემათაგან ერთ-ერთია პლასტმატის ნარჩენების სიმრავლე. ეკოლოგების გამოთვლით, ნაგავსაყრელებსა და ოკეანეებში ამჟამად დაახლოებით 5 მლრდ ტონა პლასტმასია, რომლებიც ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფენ, შესაბამისად ბინძურდება ადამიანებისა და ცხოველების საცხოვრებელი გარემო. მეცნიერები ეძებენ ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას: ზოგიერთი მათგანი ქმნის ეკოლოგიურ მასალებს, ზოგი კი ქმნის ტექნოლოგიებს, რათა ნარჩენები საწვავად გარდაქმნას. თავიანთი ახალი მეთოდის შესახებ ცნობებს საზოგადოებას Purdue-ს უნივერსიტეტის ქიმიკოსები უზიარებენ. ქიმიკოსთა გუნდმა შეიმუშავა მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია პლასტმასის ნარჩენები გარდაიქმნას ბენზინისა და დიზელის მსგავს საწვავად. ამ ქმნილების ნედლეულს წარმოადგენს პოლიპროპილენი, რომელსაც შეიცავს პლასტმასის სათამაშოები, სამედიცინო და საკვების შესაფუთი მასალები. მკვლევარების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაიწვას პროპილენის პოლიმერები და გაიხსნას შემდეგ წყალში. მასალა საბოლოოდ თხევადსა და გაზისმაგვარ მდგომარეობას შორის იმყოფება. აღსანიშნავია, რომ აუცილებელია პროცესი წარიმართოს 380-500 გრადუს ცელსიუსზე და 2300-ჯერ მეტი წნევის ზეგავლენით, ვიდრე ზღვის დონეზე. გარდაქმნა ხდება დაახლოებით ერთ საათში - ამ დროში მკვლევარები იღებენ ისეთ სუფთა საწვავს, რომ მისი გამოყენება ავტომობილებსა და სხვა ტექნიკაშია შესაძლებელი. კვლევის ხელმძღვანელის თქმით, პოლიპროპილენი შეადგენს მსოფლიოში არსებული პლასტმასის ნარჩენების დაახლოებით მეოთხედს. ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელი იქნება პოლიპროპილენის 90%-ის გარდაქმნა სასარგებლო საწვავად. ჯერჯერობით უცნობია როდის იქნება ტექნოლოგია რეალიზებული ფართო მასშტაბით, თუმცა მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მათი გამოგონება დიდ ინტერესს ჰპოვებს ნარჩენების გადამამუშავებელ ინდუსტრიაში. https://hi-news.ru/technology/najden-prostoj-sposob-prevrashhat-plastikovye-otxody-v-toplivo.html
-
კოღოს ზოგიერთი სახეობა აქტიურად ავრცელებს სხვადასხვა საშიშ დაავადებას, რომელთა შორისაა ყვითელი ცხელება* და ვირუსი ზიკა*. კოღოებს დაავადება გადააქვთ კბენის და სისხლით კვების დროს, ამიტომ მეცნიერებმა გადაწვიტეს მოეფიქრებინათ კვების მოთხოვნილების მარეგულირებელი მეთოდი. მათ გაარკვიეს, რომ კოღოებში შიმშილის გრძნობას იწვევს იგივე რეცეპტორი, რაც ადამიანებში, ამიტომაც გადაწყვიტეს გამოეყენებინათ იგივე პრეპარატები, რასაც ადამიანები იყენებენ მადის დასაქვეითებლად. კვლევები მიმდინარეობდა როკფელერის უნივერსიტეტის პროფესორის - ლორი დიუვალის ხელმძღვანელობით. მკვლევარებისთვის ცნობილი გახდა, რომ კვების შემდეგ კოღოებში გამომუშავდება სპეციფიკური მოლეკულები სახელად ნეიროპეპტიდები. ისინი ააქტიურებენ ნეირორეცეპტორებს, რომლებიც აჩერებენ შიმშილის გრძნობას მანამ, სანამ მორიგი კვება არ გახდება საჭირო. მკვლევარებს აინტერესებდათ, შეძლებდნენ თუ ვერა მწერების მადის კონტროლს ნეირორეცეპტორებზე გავლენის მქონე ნივთიერებებით. მრავალ შესაძლო ვარიანტს შორის ისინი შეჩერდნენ ყველაზე მარტივ მეთოდზე - გადაწყვიტეს მწერები გამოეკვებათ მადის დასაქვეითებელი წამლით, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანებისა და კოღოების შიმშილის გრძნობაზე ერთი და იგივე რეცეპტორებია პასუხისმგებელი. მეთოდის ეფექტურობის შესამოწმებლად მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. საცდელად აიღეს კოღოების ორი ჯგუფი: პირველმა მათგანმა მიიღო მედიკამენტი, მეორემ - არა. შემდეგ ორივე ჯგუფი მოათავსეს ცოცხალ თაგვთან ერთად. აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფი არ მიეკარა ცხოველს, მეორე ჯგუფის კოღოებმა კი აქტიურად დაიწყეს კვება. სახიფათო კოღოების ბინადრობის არეალში მადის შემცვლელი ნივთიერების გაფრქვევით მეცნიერები შეძლებენ შეაჩერონ დაავადებათა გავრცელება. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ჰაერში არსებულმა ნივთიერებამ შესაძლოა ადამიანების მადაზეც იმოქმედოს. ამ სირთულის თავიდან ასარიდებლად მეცნიერები გეგმავენ შექმნან ნივთიერება, რომელიც მხოლოდ მწერებზე მოახდენს გავლენას. * ყვითელი ცხელება 1.ზოგადი მიმოხილვა - ყვითელი ცხელება მწვავე ვირუსულ-ჰემორაგიული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით. სიტყვა „ყვითელი“ მიგვანიშნებს დაავადების თანმხლებ სიმპტომზე - სიყვითლეზე, რომელიც უვითარდება პაციენტთა გარკვეულ ნაწილს. დაავადების მძიმე ფორმის დროს და მკურნალობის გარეშე, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50 %- ში. ბოლო შეფასების მიხედვით, ყოველწილურად ყვითელი ცხელებით ავადდება 84 000- 170 000 ადამიანი და 60 000 შემთხვევა მთავრდება ლეტალურად. ყვითელი ცხელების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია. საქართველოში ადგილობრივი შემთხვევები დარეგისტრირებული არ არის. 2.გამომწვევი აგენტი - გამომწვევია Flavivirus, Flaviviridae ოჯახის წარმომადგენელი. გადამტანია ინფიცირებული კოღო, უმეტესად Aedes სახეობის. ყვითელი ცხელება ასევე ვრცელდება Haemogogus სახეობის კოღოს მიერ, რომელიც უმეტესად გვხვდება ჯუნგლებში. 3.მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ყვითელი ცხელების ენდემურ არეალში, როგორიცაა აფრიკა და სამხრეთ ამერიკა - მოგზაურობა. 4. რეზერვუარი - ურბანულ ზონაში მტარებლებს წარმოადგენენ ადამიანები და Aedes სახეობის კოღოები. ტყეში კი ინფექციის წყარო და რეზერვუარი შეიძლება იყოს გარეული ცხოველი (მაიმუნი, ოპოსუმი, იშვიათად სხვა სახეობა). 5. გადაცემის გზები - ინფიცირებული კოღოს კბენით. ამავე სახეობას გადააქვს ზიკა ვირუსი, ჩიკუნგუნია და დენგეს ვირუსი. კოღო ინფიცირდება დაავადებული ადამიანის ან მაიმუნის კბენის შედეგად. დაავადება ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. 6.ინკუბაციური პერიოდი - 3-6 დღე. 7.გადამდებლობის პერიოდი - კოღო ინფიცირდება ადამიანის ვირემიულ ფაზაში დაკბენისას, რომელიც გრძელდება ცხელების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში. კბენიდან 9-12 დღის შემდეგ კოღო ხდება გადამდები. 8. მიმღებლობა - ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხება. დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს უვითარდება მყარი იმუნიტეტი. * ზიკა ვირუსის გავრცელება ხორცილდება კოღოს ნაკბენით. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლება ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. დაავადებას ხშირ შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და გრძელდება რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე. ადამიანებში ზიკა ვირუსის გადაცემა ხდება ინფიცირებული Aedes სახეობის კოღოს ნაკბენით. ამ სახეობას ასევე გადააქვს დენგეს და ჩიკუნგუნიას ვირუსები. Aedes სახეობის კოღო ძირითადად მრავლდება ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება (სათლი, ყვავილის ქოთანი). ისინი დღის აგრესიულ მკბენარებს წარმადგენენ. ისინი უპირატესად ადამიანებს კბენენ და მათ შორიახლოს ბინადრობენ. კოღოებისათვის ინფიცირების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, ამრიგად შემდგომ უკვე ინფიცირებულ კოღოს შეუძლია დაავადების გავრცელება ადამიანთა შორის კბენით. ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ინფიცირების პრევენცია შესაძლებელია კოღოების კბენისგან თავდაცვით. ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ორსული ქალებისთვის წარმოადგენს. ამ ეტაპზე ზიკასა და ჩანასახის განვითარებას შორის კავშირი დამტკიცებული არ არის. თუმცა იმის გამო, რომ ვირუსს ამნიონურ სითხეში შეღწევა და ჩანასახს დაინფიცირება შეუძლია, მედიკოსები ეჭვობენ, რომ ზიკა მიკროცეფალიას იწვევს. https://hi-news.ru/research-development/uchenye-otuchili-komarov-pit-krov-i-rasprostranyat-bolezni.html http://www.ncdc.ge/Pages/user/LetterContent.aspx?ID=55f6ba8a-aead-498f-8c65-475cffbe58b0 http://www.ambioni.ge/informacia-zika-viuris-sesaxeb
- 1 reply
-
- 1
-
-
2017 წლის ბოლომდე თითქმის არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა სატვირთოების ელექტროძრავებით აღჭურვა. მიიჩნეოდა, რომ მათი სიმძლავრე უბრალოდ არ იქნებოდა საკმარისი დიდ მანძილზე ტვირთვის გადატანისთვის. ვითარება შეიცვალა ნოემბერში, როდესაც Tesla-მ წარადგინა თავისი პირველი, მთლიანად ელექტრო სატვირთო: მომხმარებლები და კონკურენტები საბოლოოდ დარწმუნდნენ ელექტროძრავების ეფექტურობაში. რა საკვირველია, ეს მოვლენა აისახა კონკურენტი კომპანიების სტრატეგიებშიც - მაგალითად, Nikola Motors-მაც გადაწყვიტა დაეანონსებინა ელექტრო სატვირთოების წარმოება. თავდაპირველად კომპანია გეგმავდა წყალბადზე მომუშავე სატვირთოების გამოშვებას. შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად კომპანიამ დაიწყო წყალბადის მიწოდების ფართო სისტემის ორგანიზება და სპეციალიზებული გასამართი სადგურების გახსნა. ყველაფერ ამას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა - ამ დროს კი Tesla-ს ელექტროსატვირთოები მომხმარებლებისთვის უფრო სასურველი გახდა, ვიდრე მოდელები Nikola One, Nikola Two და Nikola Tre. როგორც ჩანს, იმისათვის, რომ ალტერნატიული სატვირთოების კონკურენტულ ბაზარზე უკან არ ჩამორჩეს, კომპანია Nikola-მ განაცხადა, რომ გამოუშვებს თავისი წყალბადის სატვირთოების ელექტრო ვარიანტებს. ახალი ძრავებით აღიჭურვება მოდელები Nikola Two და Nikola Tre, ხოლო Nikola One კვლავ ჰიბრიდული დარჩება. Nikola-ს ახალი სტრატეგია სწორი ჩანს, თუმცა მან ბევრი დრო დახარჯა წყალბადის სატვირთოების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კომპანია არ აპირებს უარი თქვას წყალბადზე მომუშავე სატვირთოებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ელექტრო ანალოგებთან შედარებით ყველა ასპექტში ჩამორჩენილნი იქნებიან: პირველ რიგში - წყალბადის სატვირთოები უფრო ძვირია. მეორე - მათი საწვავით შევსება პრობლემურია - აშშ-ში ელექტრო დამტენი სადგურები ბევრად მეტია, ვიდრე წყალბადის სადგურები. და მესამე - ელექტროძრავები სიმძლავრით აღემატებიან წყალბადზე მომუშავეებს. https://hi-news.ru/auto/polnocennaya-konkurenciya-tesla-nikola-motors-vypustit-polnostyu-elektricheskij-tyagach.html
-
Intercontinental Exchange-ის (ICE) გენერალური დირექტორი Jeff Sprecher-ი მოელის, რომ ციფრული აქტივების პლატფორმა Bakkt-ი 2019 წლის ბოლოსკენ ამუშავდება. მან კომენტარები 7 თებერვლის სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. საუბარი ეხებოდა 2018 წლის ICE-ის ფინანსურ შედეგებს. Sprecher-მა განმარტა, რომ კომპანიამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა სტრატეგიულ ინიციატივებზე, მათ შორისაა ციფრული აქტივების პლატფორმის ამოქმედებაც. ICE მართავს 23 წამყვან მსოფლიო ბირჟას, ამავე დროს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასაც. თავის მიმდინარე ფინანსურ საქმიანობის შედგებზე დაყრდნობით, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, Scott Hill-მა ისაუბრა მოლოდინებზე Bakkt-ის დანახარჯებთან დაკავშირებით: „ჩვენი ინვესტიციები Bakkt-ში 20-დან 25 მილიონ დოლარამდე ღირებულების იქნება - იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ზრდის ტემპი პირველ კვარტალში. ჩვენ ინფორმაციას მოგაწვდით Bakkt-ის პროგრესისა და ინვესტირების დონეების შესახებ წლის განმავლობაში“. როდესაც მას ჰკითხეს მცირე ხნის წინ ჩადებული ინვესტიციებით მოსალოდნელ სარგებელსა და მოგების ზრდაზე, Sprecher-მა კრიპტოპლატფორმა დაახასიათა, როგორც “moonshot bet” – ICE-სთვის: „მისი ორგანიზებულობა მეტად განასხვავდება იმისგან, თუ როგორ მიჰყავს ICE-ს ბიზნესი. ინფრაქსტრუქტურა კარგად ვითარდება და მე ვფიქრობ, რომ პლატფორმის ამოქმედებას მიმდინარე წლის ბოლოსკენ ვიხილავთ“. Sprecher-მა დაამატა, რომ Bakkt-ი ICE-სგან დამოუკიდებლად არსებობს, რამდენადაც მას აქვს საკუთარი ოფისები, მენეჯერების გუნდი და ინფრასტრუქტურა. მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტის ინფრაქსტრუქტურამ უკვე დააინტერესა და მიიზიდა მთელი რიგი ინვესტორები და პარტნიორები: მათ შორისაა Starbucks და Microsoft. Scott Hill-ი მივიდა დასკვნამდე, რომ Bakkt-ი - ეს გრძელვადიანი პროექტია და არა 2019 წელზე ორიენტირებული გეგმა. „ვფიქრობ, რომ Bakkt-ი ნამდვილად ინვესტიციაა... იგი იმ სამომავლო საბაზრო შესაძლებლობებსა და მოგებებზე მეტია, რასაც მომავლისგან ველით და 2019 წლის უმაღლეს მაჩვენებელზე ნაკლები“. ICE-მა თავისი ციფრული აქტივების პლატფორმის გამოშვების შესახებ პირველად 2018 წლის აგვისტოში განაცხადა. კომპანიას მუშაობა 2019 წლის დასაწყისში უნდა დაეწყო, თუმცა ამოქმედების თარიღმა გადაიწია აშშ-ის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიასთან გახანგრძლივებული კონსულტაციების გამო. 9 თებერვალს ICE-მა განაცხადა, რომ დაასრულა ფიუჩერსული კომისია Rosenthal Collins Group-ის პირველი აქტივების მიღება, რომლის შესახებაც ანონსი თავდაპირველად იანვრის შუა პერიოდში გამოცხადდა. https://cointelegraph.com/news/intercontinental-exchange-ceo-bakkt-will-launch-later-this-year
- 1 reply
-
- 1
-
-
გასული წლის I/O დეველოპერთა კონფერენციაზე Google-მა წარადგინა შერეული რეალობის მქონე ახალი ფუნქცია Google Map-ისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა სმარტფონის კამერით მიიღოთ გადაადგილების ინსტრუქციები რეალურ დროში. როგორც ცნობილია, ეს ფუნქცია წააგავს Google-ის მიერ დაპირებულ Google Glass-ს, თუმცა მუშაობს ჰედსეტის გარეშე. The Wall Street Journal-ის წარმომადგენელი David Pierce საუბრობს ფუნქციის ადრეული ვერსიის შესახებ. იგი ამბობს, რომ მართალია „ფუნქცია არ იქნება საბოლოო ვარიანტი, რასაც მომხმარებლები მიიღებენ, თუმცა Google Map-ის მხრიდან დიდი ნაბიჯია სწორი მიმართულებით გადადგმული“. Pierce-მა მოყვა, თუ როგორ მუშაობს ეს ფუნქცია - აპლიკაცია აფიქსირებს ადამიანის ადგილმდებარეობას GPS-ის მეშვეობით, შემდეგ იყენებს Street View-ს მონაცემებს, რათა ისინი მომხმარებლის ზუსტ ადგილმდებარეობასთან დააკავშიროს. როდესაც ადგილდებარეობა დაფიქსირდება, ეკრანზე აისახება დიდი ისრები და მიმართულებები. როგორც Pierce აღნიშნავს, აპლიკაცია საშუალებას არ იძლევა მუდმივად ისარგებლოთ კამერით, გარკვეული დროის შემდეგ რუკის ჩვეულებრივი ინტერფეისი გამოისახება. იგი აღნიშნავს, რომ ინტერფეისი, რომელიც მან ნაადრევად იხილა, შესაძლოა შეიცვალოს. Google არ ახმაურებს, თუ როდის გახდება ფუნქცია მომხარებლებისთვის ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე მისით სარგებლობა შეეძლება რამოდენიმე ადგილობრივ გიდს, სანამ Google დარწმუნდება, რომ ფუნქცია მზადაა. პირსმა ისაუბრა ამ ფუნქციის უპირატესობებზე: მისი დიდი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი მომხმარებლებს წარუდგენს სპეციფიკურ მონაცემებს ადგილდებარობის შესახებ. ამგვარი ფუნქცია დიდი ალბათობით გახდება AR-სათვალეებთან თავსებადი. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Apple, Facebook, Google, North, Vuzix და სხვები, მუშაობენ მზადებაზე ან უკვე ყიდიან საკუთარ AR-სათვალეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Google-ის ახალი ფუნქცია საბოლოო ჯამში მომხმარებლების თვალთახედვის არეში აღმოჩნდება. https://www.theverge.com/2019/2/10/18219325/google-maps-augmented-reality-ar-feature-app-prototype-test
-
ორბიტალური ფრენების სფეროში მალე ახალი მოთამაშე გამოჩნდება. SpaceX-სა და Blue Origin-ამდე მას საკმაოდ ბევრი უკლია, თუმცა საწყისი ეტაპები ენერგიული აღმოჩნდა. შოტლანდიურმა კერძო სტარტაპმა, Orbex-მა წარადგინა მსოფლიოში ყველაზე დიდი სარაკეტო ძრავი, რომელიც მთლიანად 3D-პრინტერითაა დამზადებული. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა თავისი რაკეტის - Prime Rocket-ის მეორე ეტაპიც: ეს მოვლენა მან ახალი შტაბ-ბინისა და სამუშაო ცენტრის გახსნას მიუძღვნა. ახალი რეაქტიული ძრავი მუშაობს ეკოლოგიურად სუფთა და განახლებად საწვავზე - ბიოპროპანზე. პერსპექტივაში, მისი გაშვებისას ტრადიციულ სარაკეტო საწვავთან შედარებით 90%-მდე შემცირდება მავნე გამონაბოლქვის გაბნევა ატმოსფეროში. გამწევი რაკეტა Prime Rocket-ის მეორე დონის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ მისი კორპუსი დამზადებულია ალუმინის შენადნობისა და ნახშირბადის ბოჭკოებისგან, რისი წყალობითაც იგი 30%-ით უფრო მსუბუქია იმავე კატეგორიის სხვა გამწევ რაკეტებთან შედარებით. რაკეტა 17 მეტრია სიმაღლეში, მისი დიამეტრი 1,3 მეტრის ტოლია და მიეკუთვნება მსუბუქი გამწევი რაკეტების კატეგორიას. მას შეეძლება რამოდენიმე ასეული კგ ტვირთის გატანა მიუხედავად ორბიტალური სიმაღლისა. Prime Rocket-ის გაშვება შოტლანდიის კოსმოდრომიდან დაგეგმილია 2021 წელს. Orbex-მა აგრეთვე გააფორმა კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანია Astrocast SA-სთან, რაც ითვალისწინებს გლობალური IoT ქსელისთვის 2023 წელს ათი ნანოთანამგზავრის გაშვებას. https://hi-news.ru/technology/predstavlen-samyj-bolshoj-raketnyj-dvigatel-izgotovlennyj-metodom-3d-pechati.html
-
მარსის კვლევა ადვილ საქმეს არ წარმოადგენს. პლანეტის ზედაპირზე სხვადასხვა დროს რამოდენიმე მარსმავალი და დასაფრენი მოდული მუშაობდა, ზევიდან კი წითელ პლანეტას ორბიტალური თანამგზავრები აკვირდებოდნენ. მაგალითად, ამ დროისთვის მარსის ზედაპირზე მუშაობს Curiosity, ზემოდან კი მას თვალყურს ადევნებს ზონდი Mars Reconnaissance Orbiter (MRO). პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მართალია კოსმოსურ აპარატებს შეუძლიათ პლანეტის ზედაპირი მაღალი გაფართოების ფოტოებზე აღბეჭდონ, თანამზავრულ ფოტოებს კი დეტალიზაცია აკლია. მარსის კვლევა მარსმავლების დახმარებითაც კი არც ისე მოსახერხებელია, რადგან ისინი ნელა გადაადგილდებიან. ამ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს ახალი კონცეფცია, რომელიც მათი აზრით წითელი პლანეტის კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს შეამცირებს რობოტიზებული აპარატების მეშვეობით. მეცნიერებს აქვთ წინადადება - გამოიყენონ გასაბერი პლანერი, რომელიც სულ 5 კგ იქნება და ზომით - ფრთების ჩათვლით 5,7 მეტრი. წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად პლანერი შეძლებს იფრინოს მარსის ლანდშაფტის თავზე და ჩაატაროს დეტალური დათვალიერება. მწარმოებელთა აზრით ამგვარი აპარატი შეძლებს ერთი მარსული დღე-ღამის (სოლ-ის) განმავლობაში დაფაროს ათიდან ას კილომეტრამდე მანძილი, რაც არც ერთ მარსმავალს არ შეუძლია. მწარმოებლებს აქვთ იდეა - ფრთების კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი დაიფაროს სპეციალური, ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე მასალით, რომელიც გამყარდება მზის სინათლის ზეგავლენით. ე.წ. „სოლიდიფიკაციის“ პროცესს დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება, რის შემდეგაც კონსტრუქცია გახდება საკმარისად მყარი, რათა შეძლოს დამოუკიდებლად ფრენა. ძრავის სახით პლანერში იგეგმება გამოყენებულ იქნას სისტემა ცივი გაზით. იგი აპარატს საშუალებას მისცემს აფრინდეს პლანეტის ზედაპირიდან 1,8 კმ სიმაღლეზე და იქიდან განახორციელოს საჭირო სამეცნიერო ქმედებები. ამგვარი დრონის დავალებაა დახმარება გაუწიოს წითელი პლანეტის ზედაპირზე მყოფ მარსმავალს, აგრეთვე ეძებოს მარსული კოლონიის დაარსებისთვის პოტენციურად შესაფერი ადგილები. https://hi-news.ru/technology/inzhenery-predlozhili-issledovat-mars-s-pomoshhyu-naduvnyx-bpla.html
-
ტანსაცმლის ზოგიერთი მწარმოებელი თავიანთ პროდუქტს უმატებს სენსორებს, რომლებიც თვალყურს ადევნებს მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამგვარი ფუნქცია, რა საკვირველია, საინტერესოა, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობას სრულიად ბანალური მოთხოვნა აქვს - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმელი თბებოდეს სიცივეში და აგრილებდეს სიცხეში. მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ტემპერატურისადმი ადაპტირებადი მასალა, რომლისგან სხვადასხვა სახის მაისურების დამზადებაა შესაძლებელი. სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლები უკვე იყენებენ მაღალი გამტარუნარიანობის მქონე მასალებს, თუმცა მათი ეს თვისება მოქმედია მუდმივად და არა იმ დროს, როდესაც საჭიროა. იმისათვის, რომ ფიზიკური აქტივობის დროს რეაგირება მოეხდინა სხეულის ტემპერატურის ცვლილებებზე, მკვლევარებმა შექმნეს ქსოვილი ძაფისგან, რომელიც შედგება ორგვარი ბოჭკოსგან - ეს ბოჭკოები იწოვენ და უკუაგდებენ სინოტივეს. სხეულის დატენიანებისას ქსოვილი თხელი ხდება და მასზე ფორები ჩნდება. ქსოვილში აგრეთვე არის ნახშირბადის ნანომილაკები, რომლებიც ქსოვილის თვისებებს მოქმედებაში ხელს უწყობს. ამგვარი მაისურის გამოყენებისას ორგანიზმი ორგვარად გრილდება: პირველი - მაისურის ფორებიდან და მეორე - ნანომილაკები ეხმარებიან სხეულს მეტი სითბოს გამოყოფაში. როდესაც ადამიანი პასიურ მდგომარეობაში იმყოფება, მატერიალი ინარჩუნებს ოპტიმალურ ტემპერატურას და მომხმარებელი არ განიცდის ზედმეტი სიცივის შეგრძნებას. ქსოვილის ეფექტურობის შესამოწმებლად მკვლევარებმა იგი მოათავსეს რეგულირებადი სინოტივის კონტეინერში. მისი გამტარუნარიანობის გაზომვის შედეგად მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ სინესტის 90%-მდე მომატებისას გამტარუნარიანობა 35,4%-მდე გაიზარდა. „მომავლის ტანსაცმლისთვის“ მასალების შექმნით უამრავი კომპანია და კვლევითი ჯგუფია დაკავებული. 2018 წლის ბოლოს კომპანია Fast Company-მ გამოუშვა გრაფენით დამზადებული ქურთუკი, რომელიც ასევე შესანიშნავად ინარჩუნებს ან გამოყოფს სითბოს გარემომცველი პირობების შესაბამისად. https://hi-news.ru/technology/futbolka-iz-etoj-tkani-spaset-vas-v-lyubuyu-zharu.html
-
თვითაღდგენადი სხეულის ნაწილები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამ დროისთვის ფანტასტიკად გვეჩვენება, თუმცა მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ - შეუძლებელი რამ რეალობად აქციონ. მცირე ხნის წინ მათ შეძლეს გაეზარდათ თაგვებისთვის ამპუტირებული თათები. ამჯერად კი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა გამოიგონა მასალა, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად აღიდგინოს თავისი სტრუქტურა. მიიჩნევა, რომ იგი მშვენივრად გამოდგება საბურავებში, ფეხსაცმლის ძირებსა და რობოტების დეტალებში გამოყენებისთვის. მასალა განკუთვნილია 3D-პრინტერებისთვის, რომლებიც ბეჭდავენ ფიტოპოლიმერიზაციის მეთოდით. ამ მეთოდში იგულისხმება სინათლის გამოყენება მასალის მყარი ფორმის მისაღებად. თვითაღდგენის თვისება ჩნდება ქიმიური რეაქციების დროს თიოლების გამოყენებით. მჟანგავ აგენტებთან ურთიერთქმედებისას ისინი დისულფიდებად გარდაიქმნება - სწორედ მათ შეუძლიათ აღიდგინონ თავდაპირველი ფორმა დაზიანების შემდეგ. სამწუხაროდ, დისულფიდების არსებობა საკმაოდ ანელებს ფიგურის გამყარებას, სწორედ ამიტომ აუცილებელი იყო მკვლევარებს ეპოვათ ნივთიერებების ოპტიმალური კონცენტრაცია. რამოდენიმე ცდის შემდეგ მათ შეძლეს მიეღწიათ საუკეთესო შედეგისთვის - იპოვეს საჭირო თანაფარდობა თვითაღდგენასა და გამყარების დროს შორის. მიღებული მასალისგან ნივთების დამზადებას მხოლოდ რამოდენიმე ათეული წუთი სჭირდება - დრო დამოკიდებულია ნივთის ზომაზე. მექანიკური დაზიანების შემდეგ მასალა აღიდგენს თავის სტრუქტურას რამოდენიმე საათში. აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატებისას თვითაღდგენის პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. მკვლევარები გეგმავენ განაგრძონ მუშაობა მასალის გაუმჯობესებაზე. მათი მიზანია, მიაღწიონ იმას, რომ მასალის სიმტკიცემ მისცეს საშუალება - მისგან დამზადდეს ჯავშანჟილეტები, რომლებიც თავისით აღდგებიან ტყვიის მოხვედრის შემდეგ. https://hi-news.ru/technology/razrabotan-material-dlya-sozdaniya-vechnyx-shin-i-krossovok.html
-
პიროვნების ავტომატური ამომცნობი სისტემა პროგრესირებს. ელექტრონიკის, კომპიუტერული ტექნიკის, სატელეკომუნიკაციო სისტემების მწარმოებელმა კომპანია NEC-მა შექმნა მანქანური სწავლების ტექნოლოგია, რომელსაც 90% სიზუსტით შეუძლია მოხდინოს პიროვნების იდენტიფიკაცია არასრული გამოსახულების მიხედვითაც. დავაზუსტებთ, რომ იდენტიფიკაციისთვის არ არის აუცილებელი სუბიექტის სახის ან სახის ნაწილის გამოსახულება. NEC-ის ახალი სისტემისთვის საკმარისია პიროვნების სულ მცირე გამოსახულებაც კი უკანა ან გვერდითი ხედით. ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან რეალურ პირობებში სათვალთვალო კამერებს არ შეუძლიათ აღბეჭდონ ადამიანის სრულფასოვანი გამოსახულება. ამიტომ მუდმივად რაღაც ირევა ერთმანეთში, ადამიანების ჩათვლით. NEC-ის ამომცნობი ტექნოლოგია შექმნილია კომპანიის საფირმო პროგრამის - „უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში. იგი ადრე შექმნილი საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიის გაგრძელებას წარმოადგენს. გაუმჯობესებული ტექნოლოგია ადამიანებს დახმარებას გაუწევს დაკარგული ბავშვების ძიებაში ან გამოყენებული იქნება ხალხმრავალ დაწესებულებებში ადამიანებზე თვალყურის სადევნად. ხელოვნური ინტელექტი შეისწავლის ტანსაცმელს, სხეულის ფორმას და სხვა სახასიათო ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი ხდება საძიებო პიროვნების ამოცნობა. პირს შეუძლია სახე დამალოს ან ზურგით იმყოფებოდეს კამერისკენ, თუმცა მთლიან სხეულს ვერ დამალავს. NEC-ში ირწმუნებიან, რომ მიღებული ფრაგმენტებიც კი საკმარისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. https://3dnews.ru/982506
-
ახალი ზელანდიის პოლიცია თავის ოფიციალურ საიტზე ავრცელებს ინფორმაციას: „Cryptopia-ს გატეხვისა და კრიპტოვალუტების ქურდობის საქმის გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებით“. გამოძიებაში ჩართულია სპეციალისტების დიდი ჯგუფი, მათ შორის კენტერბერის კრიმინალური საძიებო განყოფილების წარმომადგენლები და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის დანაშაულთან ბრძოლის ქვეგანყოფილება. საგამოძიებო ოფისი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მთელი ძალები მიმართულია იმ პირების გამოვლენისკენ, რომლებმაც მიიღეს და განკარგავენ მოპარულ კრიპტოვალუტებს. „ეს მეტად რთული საგამოძიებო პროცესია - კრიპტოვალუტები მოპარულ იქნა არარეგულირებად პირობებში“ - ნათქვამია პუბლიკაციაში. პოლიციელები ამტკიცებენ, რომ „აქტიურად იკვლევენ“ Cryptopia-დან დაკარგულ აქტივებს და გამოძიების პროცესში მთელი მსოფლიოს სპეციალისტებს იწვევენ. „ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია გაგიზიაროთ კონკრეტული ინფორმაცია მიღებული ზომების შესახებ, თუმცა გარწმუნებთ, რომ გამოძიება მიმართულია როგორც კომპანიის მოქმედების კრიმინალისტიკური ანალიზის, ასევე მისი ოფისის დათვალიერებისკენ“. ჩვენთვის ცნობილია, რომ ონლაინ-ქომიუნითებში ვრცელდება სხვადასხვა ვერსია მომხდართან დაკავშირებით. რაიმე სახის დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მეტად ნაადრევია და ჩვენ ნებისმიერ ზომებს მივმართავთ საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. „გამოძიებას კარგი შედეგები აქვს. ჩვენ ვმუშაობთ Cryptopia-ს ხელმძღვანელობასთან ერთად, აგრეთვე ბირჟის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევენ“ - აცხადებს გამოძიების წარმომადგენლობა. – „ჩვენ აგრეთვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კიბერდანაშაულის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებთან და პარტნიორებთან“. მოსალოდნელია, რომ Cryptopia-ს ოფისში ყველანაირი საჭირო ღონისძიება მომდევნო კვირას დასრულდება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პოლიციელების თქმით „გამოძიებას დიდი დრო დასჭირდება კიბერსივრცის სირთულეების გამო“. Cryptopia-ს წარმომადგენლები მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. https://ttrcoin.com/policiya-soobshchila-o-prekrasnyh-rezultatah-v-rassledovanii-vzloma-birji-cryptopia.6126/ http://www.police.govt.nz/news/release/police-continue-make-progress-cryptocurrency-investigation https://forklog.com/politsiya-novoj-zelandii-rassleduet-predpolagaemyj-vzlom-birzhi-cryptopia/
-
- 1
-
-
როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში Apple-სა და Qualcomm-ს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ამერიკული ჩიპმეიკერი კალიფორნიულ ტექნოლოგიურ გიგანტს საპატენტო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. გერმანიის სასამართლომ Apple-ს უკვე აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე iPhone 7-სა და iPhone 8-ის გაყიდვა. იგივე მოხდა ჩინეთშიც. თუმცა, Qualcomm-ის გამარჯვება შესაძლოა არც ისე დიდი იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პირველ რიგში, Apple მაინც აგრძელებს სმარტფონების გაყიდვას ჩინურ ტერიტორიებზე. ტექნოკომპანია თავის გადაწყვეტილებას - არ შეწყვიტოს გაყიდვები - იმით ასაბუთებს, რომ სადავო პატენტები პროგრამულ უზრუნველყოფას შეეხებოდა. Apple-ის წარმომადგენლის თქმით, გადაწყვეტილება, რომლის გამოც მათ Qualcomm-მა უჩივლა, გამოყენებული იყო iOS 11 საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფაში. რადგანაც Apple უკვე აღარ ყიდის სმარტფონებს, რომლებიც ამ ვერსიის ბაზაზე მუშაობენ - კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეწყვიტოს გაყიდვები ჩინეთში. გერმანულ ბაზარს რაც შეეხება, აქ საქმე გაცილებით რთულადაა. იმის გათვალისწინებით, რომ პატენტები აპარატულ ნაწილს ეხება, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებით პრობლემის მოგვარება არ გამოვა. თუმცა Apple-მა მაინც იპოვა გამოსავალი. ცნობილი გახდა, რომ იგი აპირებს გამოუშვას განახლებული სმარტფონები - iPhone 7 და iPhone 8 სპეციალურად გერმანული ბაზრისთვის. ახალ სმარტფონებში არ იქნება გამოყენებული ის კომპონენტები, რომლებიც არღვევენ Qualcomm-ის პატენტს. მოდიფიცირებული iPhone-ების პირველი მიწოდება სულ მალე, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იგეგმება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24107/apple-vypustit-modificirovannye-versii-iphone-7-i-iphone-8-dlja-obhoda-sudebnogo-zapreta
-
- 1
-
-
კომპანიის შიდა კონფერენციაზე Adobe-ის მთავარმა ტექნოლოგმა, Abhay Parasnis-მა გააკეთა მინიშნება, რომ კომპანიას სურს საკუთარი აპარატული უზრუნველყოფის შექმნა თავისი პროგრამული პროდუქტების ასაჩქარებლად. დღესდღეობით ყველა კომპანია ქმნის საკუთარ ამაჩქარებლებს - განაცხადა Abhay-მ. მათ შორისაა Apple, Google, Samsung-ი და Amazon-ი. ათწლეულების ტრადიცია, რომლის თანახმადაც კომპანიები Intel-ს ან პროცესორების მწარმოებელ სხვა კომპანიებს ეყრდნობოდნენ - ნელ-ნელა წარსულს ბარდება. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეპოქაში. პლატფორმა Adobe Sensei-ს, მაგალითად, უკვე აქვს ღრმა სწავლების ასობით მოდელი. იგი საშუალებას იძლევა საჭირო ადგილებში სწრაფად დამუშავდეს გამოსახულება, თუმცა შესაძლებელია მისი კიდევ უფრო აჩქარება. გასაგები მიზეზების გამო Adobe-ს არ შეუძლია შექმნას ამაჩქარებელი პლატფორმა х86-ზე. მისი ალტერნატივა არც ისე ბევრია და მათგან უმთავრესია - გახდეს ARM-ლიცენზირებული. ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მოლაპარაკება წარმოების დაწყებაზე, თუმცა ლოგოტიპი ARM Inside მთელი კონფერენციის განმავლობაში დემონსტრირებდა ლოგოტიპის - “Intel Inside”-ის თავზე. ეს სიახლე იმაზეც მიუთითებს, რომ Adobe გადის პერსონალური კომპიუტერების საზღვრებს გარეთ. კომპანია დაინტერესებას გამოხატავს ორი ახალი მიმართულებისკენ - ესენია: პროდუქტების მართვა ხმოვანი ბრძანებებით და ვირტუალური და შერეული რეალობის სისტემები. https://overclockers.ru/hardnews/show/95726/adobe-namekaet-na-plany-razrabotat-sobstvennyj-soprocessor-na-arm
-
- 2
-
-
რობოტების წარმოების მთავარი მიზანია გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება. რობოტიზებულ სისტემებს შეუძლიათ შრომა შეუმსუბუქონ როგორც რიგით დიასახლისებს, ასევე სხვადასხვა საწარმოო სფეროში მომუშავეებს. ავსტრალიურ-ბრიტანული კომპანია Rio Tinto, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა ლითონებისა და მინერალების მოპოვებით, აპირებს მაქსიმალურად გაამარტივოს მოპოვებითი პროცესი ავტონომიური სარკინიგზო სისტემის - AutoHaul-ის მეშვეობით. ეს არის მატარებელი, რომელსაც ერთი პუნქტიდან მეორეში მოპოვებული მადანი გადააქვს ადამიანების დახმარების გარეშე. კომპანიამ უკვე გაიყვანა გზა მეჩხერად დასახლებული რაიონის - პილბარის ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიაში. პროცესს 8 თვე და 1,3 მლრდ დოლარი დასჭირდა. 2018 წლის მაისში სარკინიგზო უსაფრთხოების საერთაშორისო რეგულატორმა მას უფლება მისცა გამოეცადა სისტემა, ივლისში კი ავტონომიურმა ლოკომოტივმა პირველი გადაზიდვა შეასრულა: შახტებიდან მოპოვებული მადანი პორტში გადაიტანა. Rio Tinto-ს განკარგულებაში სულ 200 ლოკომოტივია, ყველა მათგანი ავტომატიზირებულია და 16 შახტადან გადააქვს ტვირთი 4 პორტისკენ. გადაზიდვის ხანგრძლივობა საშუალოდ 40 წუთია - სწორედ ეს დრო სჭირდება ავტონომიურ მატარებელს 800 კილომეტრის გასავლელად. მატარებლების გადაადგილება კონტროლდება სამართავი ცენტრიდან, რომელიც ქალაქ პერტშია განთავსებული. მოშორებით მყოფი ოპერატორები პროცესს თვალყურს ადევნებენ ბორტზე არსებული კამერების მეშვეობით. მას შემდეგ, რაც ავტომატიზირებული გადაზიდვების შესახებ ადგილობრივმა პროფკავშირებმა შეიტყვეს, მისი წევრები შეშფოთდნენ, რომ შესაძლოა პროცესის ავტომატიზების გამო სამომავლოდ ბევრი ადამიანი დარჩეს უმუშევარი. კომპანია ირწმუნება, რომ 2018 წლიდან მოყოლებული არავინ გაუთავისუფლებია სამსახურიდან და არც მომავალ წელს აპირებს. Rio Tinto-ს სარკინიგზო მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გადაზიდვების ავტომატიზაცია პილბარის მსგავს რაიონებში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად დაჩქარდეს პროცესი და შემცირდეს ხარჯები. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგის სპეციალისტი, პროფესორი ალან ტრენჩი აცდახებს, რომ ამგვარი სისტემის გამოყენებას ყველა კომპანია ვერ შეძლებს. იგი განმარტავს, რომ ავტონომიური მატარებელი შესანიშნავად ერგება ქვანახშირის მომპოვებლებს, თუმცა მისი გამოყენება რთულია ოქროს მომპოვებელი კომპანიებისთვის, რომლებიც მიწისქვეშ ბევრად უფრო დიდ სიღრმეზე მუშაობენ. https://hi-news.ru/robots/avtonomnyj-poezd-poluchil-zvanie-samogo-bolshogo-robota.html
-
- 1
-
