-
Posts
7326 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კომპანია Tesla მუშაობს ახალი თაობის სპორტულ ელექტრომობილ Roadster-ზე და მის შესახებ პერიოდულად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამ დრომდე ხმაურდებოდა, რომ ავტომობილი შეძლებდა რეკორდულ დროში სიჩქარის განვითარებას - 100 კმ/სთ სიჩქარეს იგი 1,9 წამში მიაღწევდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი იქნებოდა 400 კმ.სთ. ილონ მასკი, რომელიც ცნობილია თავისი ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იდეებით, 2018 წელს ახსენებდა SpaceX-ის ფუნქციების ერთ-ერთ პაკეტს, რომელიც ელექტრომობილს ათი პატარა რეაქტიული ძრავით აღჭურვავდა, რის შედეგადაც მანქანა ფრენას შეძლებდა. როგორც ჩანს, მასკი არ ხუმრობდა. მფრინავი Tesla Roadster-ის შესახებ ამჯერად ნახსენები იყო მწარმოებლის Twitter-ზე. ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ატვირთულ ფოტოზე, სადაც მფრინავი ავტომობილი იყო გამოსახული, მასკმა დაწერა, რომ სპორტული ელექტრომობილი „რაღაც ამგვარი უნარების მქონე“ იქნება. რა საკვირველია, მასკის კომენტარი ხუმრობად აღიქვეს, თუმცა იგი ირწმუნებოდა, რომ ეს სიმართლეა. ნებისმიერ შემთხვევაში, მასკის მიერ ამ დრომდე ავტომობილებზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები უმეტეს შემთხვევაში სიმართლე აღმოჩნდა. მან განმარტა, რომ ავტომობილის საფრენად გამოყენებული იქნება SpaceX-ის სპეციალური სისტემა, რომელიც ორი უკანა სავარძლის ადგილას დამონტაჟდება. Tesla Roadster-ის ოფიციალური რელიზი 2020 წლისთვისაა მოსალოდნელი, თუმცა არის ალბათობა, რომ რეაქტიული ძრავის მქონე მოდიფიკაციის გამოშვება გადავადდება. მასკმა განაცხადა, რომ რეაქტიული აღჭურვილობის ძირითადი დანიშნულებაა გაზარდოს სიჩქარე და გააუმჯობესოს მანევრირება რთულ მოსახვევებში. როგორც ჩანს, ახალი Tesla Roadster-ი SpaceX-ის ტექნოლოგიის გარეშეც კი შესანიშნავი იქნება. იგი წარმოდგენილი იქნება განახლებული დიზაინითა და 200 კვტ/სთ აკუმულატორით, რაც სავსებით საკმარისი იქნება 1000 კილომეტრის დასაფარად. ილონ მასკმა აგრეთვე ახსენა რეჟიმი - Augmented Mode, რომელიც განბლოკავს ელექტრომობილის მართვის ამ დრომდე ხელმიუწვდომელ შესაძლებლობებს. https://hi-news.ru/auto/ilon-mask-tesla-roadster-stanet-letayushhim-avtomobilem.html
-
2019 წლის დასაწყისში ჩინეთმა წარმატებით დასვა კოსმოსური აპარატი “Chang’e 4” მთვარის უკანა ბნელ მხარეზე, როვერმა გადაიღო უამრავი ფოტო და ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერიმენტი. ქვეყანას კიდევ ბევრი გრანდიოზული გეგმა აქვს კოსმოსის დაპყრობასთან დაკავშირებით - მაგალითად, მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება მთვარეზე ახალი მთვარემავალის - “Chang’e 5”-ის გაგზავნა, ერთი წლის შემდეგ კი დაგეგმილია საკუთარი მარსმავლის შექმნა. ამგვარი გრანდიოზული მისიებისთვის საჭიროა ადამიანების გულმოდგინედ მომზადება, ამიტომ ჩინეთის ტერიტორიაზე გაიხსნა ბანაკი, რომელში მცხოვრები ადამიანებიც თავს წითელი პლანეტის პირველ სტუმრებად იგრძნობენ. ბანაკი განთავსებულია შორეულ უდაბნოში, პროვინცია ცინხაისგან მოშორებით. ახალი „პარკის“ წარმომადგენლების თქმით, ეს ადგილი საუკეთესოა ბანაკის დაარსებისთვის, რადგან იგი მეტნაკლებად მარსს წააგავს. ტერიტორია მაქსიმალურად მშრალია - მთელი წლის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობა 16 მილიმეტრს არ აღემატება. ბანაკის ფართობი 300 კვადრატულ მეტრზე მეტია, იგი შედგება კოსმოსური აპარატებისთვის განკუთვნილი იმპროვიზებული დასაფრენი მოედნისა და დახურული ტერიტორიისგან, სადაც მაცხოვრებლები ბინადრობენ. ბანაკში კარვებში საერთო ჯამში თავსდება 160 ადამიანი, ამასთან ბანაკში მცხოვრებლები შეიძლება იყვნენ არა მარტო მეცნიერები, არამედ ჩვეულებრივი ტურისტებიც. ბანაკის მშენებლობას ცოტა დრო დასჭირდა - პროექტზე მუშაობა დაიწყო გასულ წელს. ცნობილია, რომ მასზე დაახლოებით 22 მლნ დოლარი დაიხარჯა. პროექტის მთავარი მიზანი იყო აჩვენოს მოსახლეობას - როგორი იქნება მარსული კოლონიები და რა პირობებში მოუწევთ კოლონისტებს იქ ცხოვრება. https://hi-news.ru/space/v-kitae-otkrylsya-lager-v-kotorom-mozhno-pochuvstvovat-sebya-pervym-kolonistom-marsa.html
-
ობობის ქსელი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მასალაა თავის წონასთან მიმართებაში. ამასთან, მას გააჩნია კიდევ ერთი უცნაური თვისება, რომელმაც შესაძლოა მეცნიერებს საშუალება მისცეს - შექმნან ხელოვნური კუნთები. ელასტიური ბოჭკო, როგორც აღმოჩნდა, ძლიერად რეაგირებს ტენიანობის ცვალებადობაზე. ტენიანობის გარკვეულ ზღვარს ზემოთ იგი სწრაფად იკუმშება. მკვლევარებმა მცირე ხნის წინ აღმოაჩინეს ობობის ქსელის თვისება, რომელსაც სუპერკუმშვადობა დაარქვეს. წვრილი ბოჭკოები ტენიანობის ცვლილებისას არა მარტო იკუმშება, არამედ ეხვევა და იქმნება ძლიერი „მბრუნავი“ ძალა. „ჩვენ ეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ“ - აცხადებენ კვლევით ცენტრში. – „გვინდოდა შეგვესწავლა ტენიანობის ცვლილების გავლენა ობობის ქსელის dragline-ზე“. ამისათვის მკვლევარებმა ქსელზე ჩამოკიდეს ტვირთი და მოათავსეს კამერაში, სადაც ახდენდნენ ტენიანობის კონტროლს. „როდესაც ტენიანობა გავზარდეთ, ბოჭკოზე დაკიდებულმა ტვირთმა ტრიალი დაიწყო. ამას არ მოველოდით“ - აცხადებენ მეცნიერები. გუნდმა შეამოწმა სხვა მასალებიც, მაგალითად ადამიანის თმა, თუმცა ვერ აღმოაჩინა მასში ისეთი მბრუნავი ქმედება, როგორც ობობის ბოჭკოს შემთხვევაში. თუმცა პირველი მათგანის გამოყენება თეორიულად უკვე სცადეს ხელოვნურ კუნთების შექმნასთან დაკავშირებით. „ეს შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს რობოტექნიკის საზოგადოებისთვის“ - აცხადებენ მეცნიერები - გულისხმობენ რა განსაზღვრული ტიპის სენსორებისა და საკონტროლო მოწყობილობების მართვის საშუალებას. „მოძრაობების მანიპულირება შესაძლებელია ტენიანობის კონტროლით“. მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ, რომ მოახდინონ აღნიშნული თვისების კოპირება ცილებზე შექმნილ სინთეტიკურ ბოჭკოებში. ლაბორატორიული ექსპერიმენტებისა და მოლეკულური მოდელირების დახმარებით მეცნიერებმა განსაზღვრეს, როგორ მუშაობს ბრუნვის მექანიზმი. აღმოჩნდა, რომ იგი ემყარება საშენი ცილის, გარკვეულ სახეობას ე.წ. „პროლინს“. ცდებმა აჩვენა, რომ სწორედ მისი სტრუქტურა განაპირობებს ბრუნვას. „ცილას ბრუნვის სიმეტრიულობა გააჩნია. იგი შესაძლებელს ხდის მთელი რიგი ახალი მასალები შეიქმნას“ - აცხადებენ კვლევით ჯგუფში. შესაძლებელია, რომ შეიქმნას ახალი პოლიმერული მასალა, რომელსაც მსგავსი თვისება ექნება. „ქსელის შეკუმშვისა და ბრუნვის უნიკალური უნარი შესალებელია გამოყენებულ იქნას მგრძნობიარე მატერიალების შექმნისთვის. მისი გამოყენების პოტენციური სფეროები სხვადასხვაა: მსუბუქი რობოტებიდან და ტენიანობის სენსორებიდან დაწყებული - „ჭკვიანი“ ქსოვილისა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის რეგენერატორებით დამთავრებული“. https://hi-news.ru/science/pauchij-shelk-predlozhili-ispolzovat-v-kachestve-myshc-robotov.html
-
- 1
-
-
ტელესკოპი WFIRST, რომლის გაშვებასაც NASA 2020 წლის შუა პერიოდში გეგმავს, ასტრონომებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ კიდევ 1400 ეგზოპლანეტა. ამ სიახლის შესახებ საუბარია ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში. Wide Field Infrared Survey Telescope (WFIRST) - ეს არის NASA-ს შემდეგი სამეცნიერო მისია, რომელიც ამოქმედდება კოსმოსური ტელესკოპის - JWST-ის შემდეგ. პროექტზე მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობს, მისი მთლიანი ღირებულება დაახლოებით 3,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული. WFIRST განკუთვნილია ორი ამოცანისთვის - იგი დაკავდება ამ დრომდე უცნობი ეგზოპლანეტების ძიებით გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით, აგრეთვე დააკვირდება კოსმოსს და ეცდება ამოხსნას ბნელი ენერგიის ბუნება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი აპარატი შეძლებს ირმის ნახტომის სკანირებას იმაზე დიდი გაფართოებით, რაც ამ დრომდე მსგავსი მისიებისას განხორციელებულა. შედეგად შესაძლებელი იქნება გალაქტიკის სკანირება 100-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე „ჰაბლის“ ტელესკოპი ახდენდა. „ახალი ტელესკოპი სხვა კოსმოსურ ტელესკოპებთან შედარებით ბევრად დიდი იქნება. WFIRST-ის უნიკალური კომბინაცია - ფართო თვალთახედვის არე და მაღალი გაფართოება - მას ეგზოპლანეტების ძიებისთვის ყველაზე მძლავრ „მონადირედ“ აქცევს. ამ დრომდე არსებულ ტელესკოპებს, მათ შორის „ჰაბლსა“ და „ჯეიმს უიებს“ (JWST) ამ თვისებებიდან მხოლოდ ერთ-ერთი ჰქონდათ“ - ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. NASA-მ გარკვეული პერიოდის წინ მიიღო გადაწყვეტილება - შეეწყვიტა კოსმოსური ტელესკოპის - „კეპლერის“ მისია და გამოერთო მოწყობილობა. მისი დახმარებით ცხრა წლის განმავლობაში მეცნიერებმა ორიათას ექვსასი პლანეტის არსებობის შესახებ შეიტყვეს. https://hightech.fm/2019/02/27/wfirst
-
კომპანია SpaceX-მა თავისი კოსმოსური ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა მანეკენი. კვირას კაფსულა სადგურს მიუერთდა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, რომელიც უსაფრთხოების შემოწმებას დასჭირდა, კაფსულა სადგურის თანამშრომლებმა გააღეს. კაფსულაში პირველად კანადელი და რუსი ასტრონავტები შევიდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა ფეხი შედგეს SpaceX-ის სატრანსპორტო ხომალდზე კოსმოსში. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოსმოსური ფრენების ახალ ეპოქაში“ - განაცხადა ამერიკელმა ასტრონავტმა Ann McClain-მა, როდესაც იმყოფებოდა კაფსულაში სენსორებით აღჭურვილი მანეკენი რიპლისა და დედამიწა-სათამაშოს გარემოცვაში. ფუმფულა სათამაშო-დედამიწას SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უწოდა „უწონობის უმაღლესი ტექნოლოგიის ინდიკატორი“. ეს სიახლე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ Crew Dragon-ი პირველი კერძო კოსმოსური ხომალდია, რომელიც Boeing Starliner-თან ერთად NASA-მ აირჩია ეკიპაჟის კომერციული ფრენების განსახორციელებლად - ფრენა ითვალისწინებს ასტრონავტების კოსმოსურ სადგურამდე მიყვანას და უკან დაბრუნებას. 2011 წელს შატლის უკანასკნელი ფრენის შემდეგ აშშ-ის ასტრონავტების სადგურამდე მიყვანა რუსული რაკეტა „Союз“-ით ხორციელდებოდა. მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი დაათვალიერებს Crew Dragon-ის შიდა სტრუქტურას, გადაუღებს ფოტოებს მის ილუმინატორებს, ჩაატარებს სხვადასხვა სახის ტესტებს (პირველ რიგში კონსტრუქციის უსაფრთხოებისა და საიმედოობის კუთხით). კაფსულა დედამიწისკენ პარასკევს დილით გამოემართება. კაფსულის გამოცდა უკვე ადამიანებით ბორტზე ივლისისთვისაა დაგეგმილი. https://3dnews.ru/983728
-
ახალი ცნობების თანახმად კრიპტო ბირჟა QuadrigaCX, როგორც ჩანს, Ethereum-ის მნიშვნელოვან მარაგს სხვა ბირჟებზე ინახავდა. ამგვარი დასკვნები გაკეთდა ანგარიშში, რომელიც კრიპტოსავალუტო გამოძიებისა და კონსულტირების პლატფორმა ZeroNonCense-მა გამოაქვეყნა. პლატფორმამ ინფორმაცია მიიღო Kraken-ისა და MyCrypto-ს გენერალური დირექტორების - Jesse Powell-ისა Taylor Monahan-ისგან. უფრო კონკრეტულად, ანგარიშის ავტორი თვლის, რომ „არსებობს დიდი ალბათობა, რომ QuadrigaCX-ის კუთვნილი დაახლოებით 650 ათასი ETH შენახულ იქნა Kraken-ზე, Bitfinex-სა და Poloniex-ზე, QuadrigaCX-ის ფუნქციონირების დროს“. ანგარიშში ავტორი ირწმუნება, რომ ყველა ეს გადარიცხვა შემოწმებული და დამტკიცებულია, გადარიცხვის მომენტში კრიპტოვალუტების ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატებოდა. როგორც უკვე ვიცით, QuadrigaCX-ის დამფუძნებლის, Gerry Cotten-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა 190 მლნ CA - 145 მლნ დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები. ZeroNonCense აცხადებს, რომ დამფუძნებლის ქვრივის ჩვენების თანახმად არც მან და არც სხვა პირმა არ იცოდა სად ინახავდა კოტენი კრიპტო აქტივებს - შესაძლოა, მათ არ იცოდნენ შენახვის ამ მეთოდის შესახებ. აუდიტის კომპანია Ernst & Young-ის მიერ გაკეთებულ ანგარიშში მტკიცდებოდა, რომ ბირჟის საფულეები ცარიელი იყო და მათ გამოყენება არ მომხდარა 2018 წლის აპრილის შემდეგ - ეს ყველაფერი შესაძლებელია აიხნას სწორედ იმით, რომ ბირჟის აქტივები სხვაგან ინახებოდა, ამაზე მიანიშნებს ZeroNonCense. მოხსენებაში გამოტანილია დასკვნა - თუკი QuadrigaCX-ის აქტივები ზემოთხსენებულ ბირჟებზეა, მათი მოძიება და უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება, შედეგად კი პლატფორმას საშუალება მიეცემა გახდეს გადახდისუნარიანი და აღადგინოს საქმიანობა. როგორც თებერვლის დასაწყისში Cointelegraph-მა გაახმაურა, ZeroNonCense-მა ძველად გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ამტკიცებდა, რომ QuadrigaCX-ს არასოდეს ჰქონია 190 მილიონი Bitcoin-ში. ასევე თებერვალში გახმაურდა ცნობები, რომ კანადურმა ბანკებმა თავი შეიკავეს QuadrigaCX-ის გადახდის უუნარო აქტივების მართვისგან ფულის გათეთრების არსებობის საფრთხის გამო. https://cointelegraph.com/news/quadrigacx-reportedly-stored-eth-on-kraken-bitfinex-and-poloniex-research-finds
-
- 1
-
-
ვიდეო ბარათების გაყიდვების მოცულობა კლებას აგრძელებს. ანალიტიკურმა კომპანია Jon Peddie Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია 2018 წლის ბოლომდე გრაფიკული ამაჩქარებლების გაყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების სისტემატიზაცია. არა მარტო ექსპერტებისთვის, ყველასთვის ცხადია მიზეზი - კრიპტომაინინგის ტალღის ჩაცხრობის შემდეგ მაინინგში გამოყენებული ასიათასობით ვიდეო ბარათი აღმოჩნდა მეორად ბაზარზე. 2019 წლის პროგნოზები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლება, მეორადი ბაზარი კრიტიკულადაა გადავსებული. გამოყენებული ვიდეო ბარათების ასორტიმენტი დიდია ნებისმიერი გამოვნებისთვის - იდეალური მდგომარეობიდან დაწყებული - ბოლომდე დეგრადირებული ბარათებით დამთავრებული, მძლავრი GeForce GTX 1080 Ti-დან დაწყებული - ეკონომიური GeForce GTX 1050 ბარათით დამთავრებული. და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია საკმაოდ დემოკრატიულ ფასად - 35-45%-იანი ფასდაკლება უკვე აღარ წარმოადგენს იშვიათობას. 2018 წლის მეოთხე კვარტლის გაყიდვები 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 20%-ით. ჯამური რაოდენობა, მობილური GPU-ების ჩათვლით, NVIDIA-ს შემთხვევაში 7,6%-ით, AMD-ის შემთხვევაში კი 6,8%-ით შემცირდა მიუხედავად წინასაახალწლო სეზონისა. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა - „რაზე ფიქრობდა ბატონი ჯენსენ ჰუანგი, როდესაც უშვებდა RTX-სერიას ამხელა ფასითა და წარმადობით?“ ინტერნეტში ბოლო დროს უამრავი ანეკდოტი ვრცელდება მაინერებზე, რომლებმაც კრედიტები აიღეს და ვერ მიასწრეს „ფანტასტიკური მოგების მატარებელს“, თუმცა ჯენსენ ჰუანგის სამომავლო რწმენა და ოპტიმიზმი ამ პერსონაჟებს აღემატება. საერთო ჯამში AMD და NVIDIA პოზიციების კარგვას აგრძელებენ გრაფიკული პროცესორების მწარმოებლებს შორის. მეოთხე კვარტალში NVIDIA-ს საბაზრო წილი 0,8%-ით შემცირდა, AMD-სი - 0,6%-ით. მთელი ეს 1,4% გადავიდა კომპანია Intel-ის სასარგებლოდ. https://overclockers.ru/blog/d1my4/show/24641/prodazhi-videokart-stremitelno-padajut-vtorichka-perepolnena
-
მარტის დასაწყისში ილონ მასკმა გამოაცხადა Tesla-ს საცალო მაღაზიების დაკეტვისა და ონლაინ-გაყიდვებზე გადასვლის შესახებ. ახალმა სტრატეგიამ მას საშუალება მისცა მნიშვნელოვნად შეემცირებინა ავტომობილების საფასური - როგორც უკვე ვიცით, Tesla Model 3 უკვე 35 ათასი დოლარი ღირს. ამის პარალელურად კომპანიის დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ გაუმჯობესდებოდა ელექტრომობილების მომსახურების სერვისი. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია: მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა - თვალყური ადევნონ რემონტის პროცესს და მიიღონ შეტყობინება, როდესაც მანქანის შეკეთება დასრულდება. ახალი შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდა Tesla-ს მობილური აპლიკაციის განახლების შემდეგ. მისით სარგებლობისას მომხმარებლები ხედავენ კონკრეტულ მომენტში რისი შეკეთებითაა დაკავებული ხელოსანი. მაგალითად, აპლიკაცია აჩვენებს ნაწილების მოლოდინის სტატუსს, ელექტრომობილის მდგომარეობას და მის მზადყოფნას გამოყენებისთვის. სარემონტო სამუშაოების დარულების შემდეგ აპლიკაცია მფლობელს შეტყობინებას უგზავნის. კომპანია ირწმუნება, რომ მომავალში ხარისხი მუდმივად გაუმჯობესდება. ამისათვის მოხდება დიდი რაოდენობით თანხის ინვესტირება მომსახურებაში და კომპანია მიაღწევს იმას, რომ სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ქვეყანაში, სადაც Tesla-ს ელექტრომობილები მოძრაობს. კომპანია აგრეთვე თვალყურს მიადევნებს, რომ სერვის-ცენტრებმა არ დაუშვან - დიდი დრო დასჭირდეს საჭირო ნაწილების მოძიებას. გარკვეული დროის წინ ილონ მასკმა მოყვა, რომ ჩინეთის ერთ-ერთი ცენტრი ავტონაწილებს ადგილობრივ მწარმოებელს უკვეთავდა, ისინი კი მიწოდებას ყველაზე გრძელი გზით ახორციელებდნენ - სხვა ქვეყნის გავლით. ნაწილების მიწოდების ხანგრძლივი დრო Tesla-ს სერვის-ცენტრების მთავარ პრობლემას წარმოადგენს. Electrek-ის ერთ-ერთმა ავტორმა საზოგადოებას გაუზიარა, რომ მცირე ხნის წინ მონრეალის ცენტრს 4 დღე დასჭირდა იმის გასაგებად, რომ არ შეეძლოთ ზამთრის საბურავების შეკვეთა. ამის გამო რემონტის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ელექტრომობილების რემონტირება თავად მფლობელებსაც შეუძლიათ. სპეციალურად ამისთვის კომპანიამ გამოუშვა სახელმძღვანელო და გასცა ნებართვა - გაიყიდოს ავტონაწილები ნებისმიერ მსურველზე. https://hi-news.ru/auto/vladelcy-avtomobilej-tesla-mogut-sledit-za-xodom-ix-remonta.html
-
მსხვილ კრიპტო ბირჟა Binance-ს აქვს შემოთავაზება - გაიცეს ჯილდო ახალი დეცენტრალიზებული პლატფორმის - Binance DEX-ის ტესტირებისთვის. ეს სიახლე გამოცხადდა კომპანიის გენერალური დირექტორის - Changpeng Zhao-ს მიერ. განცხადებაში Zhao მომხმარებლებს სთავაზობს მოახდინონ მცირე ხნის წინ ამოქმედებული ბირჟის ტესტირება და ამგვარად ხელი შეუწყონ მთავარი ქსელის სწრაფად ამოქმედებას. შედეგად მომხმარებლები დაჯილდოვდებიან Binance-ის ტოკენებით - Binance Coin-ებით (BNB). Zhao-მ განაცხადა: „Binance DEX-ის ტესტირებისთვის ჩვენ გავცემთ დაახლოებით 100 ათასი დოლარის ეკვივალენტ BNB-ტოკენებს ჯილდოს სახით. შემოგვიერთდით და დაგვეხმარეთ ქსელის სწარაფად ამოქმედებაში!“ ბლოგზე განთავსებულ ცალკე შეტყობინებაში Binance-მა წარადგინა Binance DEX-ზე მიმდინარე ვაჭრობის იმიტაციის აღწერა, რომელიც განხორციელდება 7-დან 21 მარტამდე: „ყველა მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ ერთი რეალური BNB თავის Binance-ანგარიშზე, ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში - Binance DEX Simulation Trading. Binance.com-ის თითოეულ ექაუნთს შეეძლება დაარეგისტრიროს Binance Chain-ის მაქსიმუმ 20 მისამართი და მიიღებს 200 ვირტუალურ სატესტო BNB-ტოკენს თითოეულ მისამართზე, რათა ეს ტოკენები სასტარტო კაპიტალად გამოიყენოს Binance DEX-ის სავაჭრო კონკურსის დაწყებამდე“. DEX – ეს არის ბლოკჩეინსა და Binance Chain-ის p2p-სისტემაზე დაფუძნებული ბირჟა, რომლის სატესტო ქსელის ამოქმედება 20 თებერვალს გამოცხადდა. ცნობილია, რომ Binance DEX-ით მხარდაჭერილი იქნება უსაფრთხო დეცენტრალიზებული პროგრამული და აპარატული საფულეები. Binance-ის Trust Wallet-იც აგრეთვე ინტეგრირებული იქნება DEX-ში Ledger Nano S-თან ერთად - უფრო დიდ მოცულობის საფულეები მოგვიანებით დაემატება. CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში BNB coin-ის ღირებულება 11%-ით გაიზარდა და სტატიის წერის მომენტში იყიდებოდა დაახლოებით 11,45 აშშ დოლარად. კრიპტო ბირჟა Kraken-მაც გამოაცხადა 100 ათასი დოლარის ოდენობით ჯილდოს შესახებ (ფიატში ან ციფრულ ვალუტაში) იმ რჩევებისთვის, რომლებიც დახმარებას გაუწევს კანადური კრიპტო ბირჟა QuadrigaCX-ის დაკარგული აქტივების აღმოჩენას. Kraken-ის განცხადების თანახმად ყველა ცნობა გაგზავნილი იქნება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან. https://cointelegraph.com/news/binance-offers-token-rewards-for-testing-new-decentralized-platform ვ
-
- 1
-
-
პლასტმასის ნარჩენები განსაკუთრებით აბინძურებს გარემოს და ამ პროცესის შეჩერება ძალიან რთულია. დიდი ბრიტანეთის ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ უხრწნადი ნაგავი არა მარტო დედამიწის ზედაპირზეა, არამედ ოკეანეების სიღრმეებშიც დიდი რაოდენობითაა დაგროვილი. გარდა იმისა, რომ ნაგავი ფსკერზე გროვდება, იგი ასევე ხვდება ღრმა წყლების ბინადრების საკვების გადამამუშავებელ სისტემაში. აღმოჩენამ მკვლევარები შეაშფოთა, რადგანაც პლასტმასის ნარჩენები უკვე გახდა უამრავი ზღვის კუს და ვეშაპის სიკვდილის მიზეზი. კვლევა ტარდებოდა ისეთ რეგიონებში, სადაც ბევრია წყლისქვეშა ღრმულები ათასი მეტრის სიღრმეზე. ნიმუშების ასარჩევად სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით მეცნიერებმა ზედაპირზე უამრავი ცოცხალი არსება ამოიყვანეს. შემოწმდა ოკეანეების 90 ბინადარის საჭმლის მომნელებელი სისტემა პლასტმასის ნარჩენების აღმოსაჩენად. ცხოველთა 72%-ის ორგანიზმში პლასტმასი აღმოჩნდა - არსებები წყლის ქვეშ რაც უფრო დიდ სიღრმეზე ბინადრობენ, მით მეტ პლასტმასს ყლაპავენ. მაგალითად, ჩელენჯერის უფსკრულის (10 890 მეტრი სიღრმე) ბინადარ ცოცხალ არსებათა 100%-ში დადასტურდა პლასტმასის არსებობა ორგანიზმში. ყველაზე გავრცელებული ნაგვის სახეობა აღმოჩნდა ცელულოზის ბოჭკოები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ტანსაცმლის მზადებისას. მკვლევარებმა აგრეთვე იპოვეს ნეილონი, პოლიეთილენი და პოლიამიდი. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ოკეანის სიღრმეები ადამიანების მიერ გადაყრილი ნარჩენების საბოლოო წერტილს წარმოადგენს - ოკეანეებს იქით ნაგავი ვეღარსად წავა. საზღვაო მეცნიერი, ალან ჯეიმისონის თქმით, მდინარებში ჩაყრილი ნაგავი საბოლოოდ ოკეანეებში აღმოჩნდება, პლასტმასის ნარჩენები კი ფსკერზე გროვდება. სამწუხაროდ, კაცობრიობა ჯერჯერობით ვერ უმკლავდება ნარჩენი პლასტმასის რაოდენობის შემცირების საკითხს. 2017 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ 1950-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიოში იწარმოებოდა 8,3 მილიარდი ტონა პლასტმასი, ამ მასიდან 6,3 მილიარდი გარემოში გადაყრილი აღმოჩნდა. https://hi-news.ru/research-development/okeanskie-glubiny-prevratilis-v-urny-dlya-plastikovyx-otxodov.html
-
ბოლო პერიოდში Tesla-მ არსებითი ცვლილებები შეიტანა თავის საქმიანობაში. კომპანიამ შეამცირა მომსახურე პერსონალი, დაიწყო თავისი საცალო სავაჭრო მაღაზიების უმრავლესობის დახურვა (აქცენცი გადაიტანა ონლაინ-გაყიდვებზე), გაზარდა ფასი დამტენ სადგურებზე და რაც ყველაზე მთავარია - დაიწყო 35 ათას დოლარიანი Model 3-ის საბაზისო მოდელის გაყიდვა. ყველა ეს ქმედება წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის სურვილის შედეგს - შემცირდეს კომპანიის ხარჯები და გაიზარდოს მოგება. ამავე მიზნით კომპანიამ გადაწყვიტა მნიშვნელოვნად შეამციროს ფასები თავის მაღალი კლასის ელექტრომობილებზე - Model S-სა და Model X-ზე, რათა ისინი უფრო მიმზიდველი გახადოს და იმატოს გაყიდვების მოცულობამ. ამ ელექტრომობილების ვერსიები, რომლებიც ამ დრომდე 96 ათას დოლარზე მეტი ღირდა, ამის მერე გაიყიდება 83-88 ათას დოლარად. გარდა ამისა, Performance-ვარიანტები 13 ათასი დოლარით გაიაფდა. ეს ნიშნავს, რომ Performance Model S-ისა და X-ის ღირებულება ამიერიდან 112 და 117 ათასის ნაცვლად იქნება 99 და 104 ათასი დოლარი, შესაბამისად. ცხადია, ამ ელექტრომობილებს კვლავ ვერ ვუწოდებთ აშშ-ის საშუალო დონის მყიდველებისთვის ხელმისაწვდომს, თუმცა ფასების ამგვარი კლება საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გაიზარდოს იმ პოტენციური კლიენტების რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უმაღლესი ხარისხის ელექტრომობილების შეძენით. ასევე, ელიტური ფუნქცია Ludicrous Mode-იც გაიაფდა და ახლა იგი 20 ათასი დოლარის ნაცვლად 15 ათასი დოლარი ღირს. https://3dnews.ru/983671
-
აღსრულდა ის, რასაც მრავალი წელი ელოდა საზოგადოება - შედგა SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ის გაშვება. ფლორიდაში არსებული კენედის სახელობის სასტარტო მოედნიდან აფრინდა Falcon9. მასთან ერთად კოსმოსში გაემგზავრა პილოტირებული კოსმოსური ხომალდი Crew Dragon (Dragon 2) მანეკენთან - რიპლისთან ერთად (მთავარი გმირი ფილმისა - „უცხო“ (Alien). კოსმოსური აპარატი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაემართა. რაკეტის აფრენის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა NASA-სა და SpaceX-ის არხებზე. Crew Dragon-ის ორბიტაზე გასვლის შემდეგ SpaceX-მა რაკეტა Falcon 9 დასვა ატლანტიკის ერთ-ერთ ბორანზე - კომპანიისთვის ეს არის რიგით 35-ე წარმატებული გაშვება. კაფსულა კი, რომელიც ამჟამად დედამიწის ორბიტაზე იმყოფება, შეეცდება მიუერთდეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. ეს მისია არის ორბიტალურ ლაბორატორიაზე ასტრონავტების მიყვანის გენერალური რეპეტიცია, რომელიც ერთხელაც რეალურად მოხდება. Crew Dragon – NASA-ს პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია კერძო პილოტირებული კოსმოსური ხომალდების განვითარების მხრივ. ამ პროგრამის ფარგლებში ორი კომპანია - SpaceX და Boeing - მუშაობს საკუთარ კაფსულებზე, რომლებითაც შესაძლებელი იქნება NASA-ს ასტრონავტების გაყვანა კოსმოსში და შემდეგ მათი უკან, დედამიწაზე დაბრუნება. ხოლო მანამ, სანამ კაფსულები ადამიანების ტრანსპორტირებას მოახდენენ, NASA-ს სურს კოსმოსური კაფსულები მოქმედებაში იხილოს. კონკრეტულად ამ მისიაში ცოცხალი მგზავრები კაფსულის ბორტზე არ არიან. თუმცა ჭკვიანი მანეკენი სახელად რიპლი აღჭურვილია სენსორებით და აცვია SpaceX-ის სპეციალური კოსტიუმი. იგი ზის მგზავრებისთვის გამოყოფილი ოთხი ადგილიდან ერთზე და აგროვებს მონაცემებს, თუ როგორ მოახდენს ფრენა გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. რიპლის მდგომარეობასაც SpaceX-ი პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემდა. გარდა ამისა, კაფსულაში მოთავსებული იყო დედამიწის ფორმის პატარა ფიგურა, რომელიც ჰაერში აფრინდა, როცა Crew Dragon-ი მიკროგრავიტაციის პირობებში აღმოჩნდა. როდესაც Crew Dragon-ი რიპლისთან ერთად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუახლოვდება, კაფსულა დაიწყებს მანევრირებას სადგურის მიმართულებით და შეეცდება თავისუფალ პორტს მიუერთდეს. ლაზერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით Crew Dragon-ი მოახდენს მისაერთებელი ადაპტერის იდენტიფიკაციას და მიუერთდება დამოუკიდებლად, ადამიანების დახმარების გარეშე. Crew Dragon-ის წინამორბედი კაფსულა Dragon-ი სხვა მეთოდს იყენებს. როდესაც მას ტვირთი მიაქვს კოსმოსურ სადგურზე, სატვირო კაფსულა სადგურთან ახლოს მიდის, თუმცა არ უერთდება. სადგურის ეკიპაჟის წევრები იყენებენ რობოტიზებულ მანიპულატორს, რათა დაიჭირონ სატვირთო კაფსულა და პორტამდე მიიყვანონ. Crew Dragon-ი კი სრულიად დამოუკიდებელი იქნება. გაშვებიდან ერთ დღეში Crew Dragon-ი ავტომატურად მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს - ეს გადამწყვეტი ნაწილი იყო გამოსაცდელი ფრენისას. კაფსულამ დაამტკიცა, რომ არ სჭირდება სადგურის თანამშრომლების დახმარება ამ პროცედურის განსახორციელებლად. წარმატებული ავტომატური მიერთება დიდი მიღწევაა როგორც SpaceX-ის, ასევე NASA-კომერციული პროგრამისთვის. სადგურთან მიერთება გარდაუვალი პროცესია, რათა უზრუნველყოფილ იქნას სადგურამდე მიღწევა, და როგორც დამტკიცდა, SpaceX-ს შეუძლია ამ პროცედურის უსაფრთხოდ განხორციელება. პარასკევს SpaceX-ი კაფსულას უკან დედამიწაზე გამოუშვებს და მას ატლანტის ოკეანეში დასვამს პარაშუტების მეშვეობით. ეს იქნება სატესტო მისიის საბოლოო მნიშვნელოვანი ეტაპი. ამის შემდეგ NASA შეაფასებს, თუ როგორ წარმოაჩინა თავი Crew Dragon-მა მოგზაურობისას და საბოლოოდ განსაზღვრავს - როდის განხორციელდება მორიგი ფრენა, რომლის ფარგლებშიც ამჯერად უკვე ორი ასტრონავტი გაემგზავრება კაფსულით. SpaceX-ს ეს ფრენა ზაფხულისკენ აქვს დაგეგმილი. https://hi-news.ru/science/spacex-vpervye-zapustila-pilotiruemyj-korabl-crew-dragon-k-mks.html
-
აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების სამმართველომ დაარეგისტრირა ჩინური კომპანია Lenovo-ს „დრეკადი ელექტრონული მოწყობილობის“ (Flexible electronic device) პატენტი. საუბარია ჰიბრიდულ სმარტფონ-სამაჯურზე, რომელიც განკუთვნილია ხელზე გასაკეთებლად. ამგვარი მოწყობილობის პროტოტიპის დემონსტრაცია პირველად 2016 წელს მოხდა. გამოსახულებებზე როგორც ჩანს, გაჯეტს მოქნილი დისპლეი აქვს. გაშლილ მდგომარეობაში იგი ჩვეულებრივ სმარტფონს მოგვაგონებს. ეკრანის თავზე განთავსებულია დინამიკი და ფრონტალური კამერა, გვერდებზე კი - მართვის ღილაკები. უკანა მხარეს აქვს ძირითადი კამერა ფლეშ-განათებით. მოწყობილობის მოღუნვის შემდეგ მფლობელს შეეძლება იგი მაჯაზე გაიკეთოს. ამასთან, ძველებურად იქნება შესაძლებელი სენსორული ეკრანით სარგებლობა: ინტერფეისი ოპტიმიზდება გამოყენების ამა თუ იმ რეჟიმზე. პატენტზე განაცხადი შეტანილი იყო 2016 წლის სექტემბერში, მისი დარეგისტრირება კი მხოლოდ ახლახანს განხორციელდა. დოკუმენტი დიზაინერულ კატეგორიას მიეკუთვნება, ასე რომ მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები გახმაურებული ჯერ არ არის. ასევე უცნობია ჰიბრიდის კომერციულ ბაზარზე გამოჩენის თარიღი. https://3dnews.ru/983651
-
ერთ დღესაც, პაციენტის უჯრედებით სავსე ბიოპრინტერი ფენა-ფენა აღადგენს დამწვრობის ან სხვა სახის დაზიანების მქონე კანს, და ეს დღე უკვე არც ისე შორსაა. უეიკ-ფორესთის აღდგენითი მედიცინის ინსტიტუტის (Wake Forest Institute for Regenerative Medicine, WFIRM) მეცნიერებმა შექმნეს კანის „ბეჭდვის“ მობილური სისტემა. იგი ბიოპრინტერთაგან პირველია, რომელსაც შეუძლია უშუალოდ ჭრილობაზე „დაბეჭდოს“ ორშრიანი კანი. „ტექნოლოგიის უნიკალურობა იმაშია, რომ ეს სისტემა მობილურია და მისი მეშვეობით შესაძლებელია უშუალოდ პაციენტის ადგილსამყოფელში მოხდეს ჭრილობების მკურნალობა. სკანირების შემდეგ ხდება ადამიანის უჯრედების მოთავსება იქ, სადაც საჭიროა კანის შექმნა“ - აცხადებს Sean Murphy, კვლევის წამყვანი ავტორი (კვლევა გამოქვეყნდა Scientific Reports-ზე). ქრონიკული, მასშტაბური, განუკურნებელი ჭრილობების შემთხვევაში, მაგალითად ისეთების, როგორიც დიაბეტის დროს ჩნდება, განსაკუთრებით ღირებულია ასეთი სახის მკურნალობა, რადგანაც მრავალჯერადი თერაპიაა საჭირო. კანის უჯრედების უმრავლესობის, მაგალითად ფიბრობლასტებისა და ეპიდერმული კერატინოციტების იზოლირება მარტივად შესაძლებელია მცირე ბიოფსიით, რომელიც კანის დაუზიანებელ ნაწილზე კეთდება და შემდეგ ხდება აღებული უჯრედების გამრავლება. ფიბრობლასტები გადამწყვეტ როლს თამაშობს ჭრილობის შეხორცებაში. აღებული უჯრედების შერევა ხდება ჰიდროგელში და შემდეგ ათავსებენ ბიოპრინტერში. საჭიროა სპეციალური ინსტრუმენტების ნაკრები, რომლითაც ხდება ჭრილობის სკანირება და მიღებული მონაცემები გადაეცემა პროგრამას - რა სახის უჯრედებია საჭირო და სად უნდა განთავსდეს - ფენა ფენაზე. ოპერაციის შემდეგ იწყება კანის ნორმალური სტრუქტურის ფორმირება და ჩქარდება მისი ფუნქციონალურობის აღდგენა. ტექნოლოგიის შემდეგი ნაბიჯია პრინტერის ადამიანებზე გამოცდა. ამჟამად ჭრილობებისა და დამწვრობის სამკურნალოდ კანის გადანერგვა ტექნოლოგიის „ოქროს სტანდარტს“ წარმოადგენს. ხშირად პრობლემაა ჯანმრთელი კანის დონორის პოვნა გადანერგვისთვის. თუმცა დონორის კანის გამოყენებაც რისკთანაა დაკავშირებული - შესაძლოა მოხდეს შეუთავსებლობა და ნაწიბურების ფორმირება. ზემოთხსენებული ბიოპრინტერი კი შეძლებს შექმნას ახალი კანი პირდაპირ ჭრილობაზევე, თანაც გამოყენებული იქნება პაციენტისავე უჯრედები, ასე რომ შეუთავსებლობას ადგილი არ ექნება. „ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს, მეტად აღარ იქნება საჭირო კანის გადანერგვის მტკივნეული პროცედურები. მობილური ბიოპრინტერით განიკურნება ჭრილობები, დაჩქარდება დახმარების აღმოჩენა და შემცირდება პროცედურის ღირებულება“ - აცხადებს აღდგენითი მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი Anthony Atala. https://22century.ru/medicine-and-health/75091?fbclid=IwAR1WSYG7qjuOHsJhtm_R2cV52sfj1EhqfG-J3cldblbxZODlwbLJZqVM5F0
-
Facebook-ი „იმედოვნებს, რომ წარმატებას მიაღწევს იქ, სადაც Bitcoin-მა მარცხი განიცადა“ თავისი საიდუმლო კრიპტო პროექტის მეშვეობით - ნათქვამია New Youk Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მრავალრიცხოვან ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, Times-ი ცდილობს გააერთიანოს Facebook-პროექტის ჩარჩოები, რომელიც, როგორც ამჟამად ცნობილია, აპირებს მოახდინოს კრიპტოვალუტებით გადახდის სერვისის ინტეგრირება თავის Messenger-აპლიკაციებში. კერძოდ, Facebook-ი გეგმავს შეცვალოს თავისი Messenger-ინფრასტრუქტურა და მოახდინოს სერვისის ინტეგრირება თავის კუთვნილ სამ აპლიკაციაში ერთობლივად - საუბარია WhatsApp-ის, Messenger-ისა და Instagram-ის შეტყობინებებზე. როგორც New York Times-ი აღნიშნავს, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს მომავალ კრიპტო ტოკენს - მოიცვას 2,7 მილიარდზე მეტი მომხმარებელი, რომლებიც ამ სამ სერვისს იყენებენ. New York Times-ის ცნობით, კრიპტო საგადასახადო სისტემას, რომელიც შეტყობინებების გაცვლის სისტემაში იმუშავებს, უკვე აქტიურად უჭერს მხარს რამოდენიმე გლობალური გიგანტი, მაგალითად Kakao კორეადან, Line - იაპონიიდან და Telegram-ი რუსეთიდან. NYT-ის ინფორმაციით, Facebook-მა თავისი კრიპტო პროექტი აამოქმედა PayPal-ის ექს-პრეზიდენტის, David Marcus-ის ხელმძღვანელობით მას შემდეგ, რაც Telegram-მა თითქმის 1,7 მლრდ დოლარი მოიზიდა ICO-ის ორ რაუნდში თავისი სამომავლო ტოკენების და ბლოკჩეინ-პლატფორმისთვის - Telegram Open Network (TON). როგორც ცნობილია, სამი ანონიმური წყარო იტყობინება, რომ Facebook-მა დაიქირავა 50-ზე მეტი ინჟინერი თავისი კრიპტოვალურის შესაქმნელად. კიდევ ორი წყარო აცხადებს, რომ პროექტის გასაიდუმლოების დონე იმდენად დიდია, რომ შესაბამისმა გუნდმა სამუშაოდ მიიღო ცალკე ოფისი ინდივიდუალური გასაღებებით, რათა დეტალები სხვა თანამშრომლებისგან კონფიდენციალურად შენარჩუნდეს. აღსანიშნავია, რომ წყაროების ინფორმაციის თანახმად Facebook-ის სტაბილური მონეტა (Stablecoin) დამყარებული იქნება არა ერთ ვალუტაზე (როგორც აქამდე იყო ცნობილი, აშშ დოლარზე), არამედ სამ სხვადასხვა ეროვნულ ფიატ-ფულზე. New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Facebook-მა უკვე დაიწყო „Facebook coin”-ის ყიდვა სხვადასხვა კრიპტო ბირჟაზე, რომელთა სახელებიც არ ხმაურდება. ცენტრალიზაციის საკითხი და ის, თუ რამდენად დართავს Facebook-ი ნებას თავისი ციფრული მონეტების დეცენტრალიზაციას - ჯერჯერობით სადავო რჩება. გარდა ამისა, NYT ეყრდნობა ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ Facebook-ი, დიდი ალბათობით, აღმოჩნდება ისეთვე ტექნოლოგიური და ნორმატიული შეზღუდვების წინაშე, რომელსაც შეეჯახა ისეთი მყარი კრიპტოვალუტა, როგორიცაა Bitcoin-ი. როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, პროექტის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვევა გასულ წელს Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებს, სადაც მოთხოვნილი იყო ნიჭიერი ბლოკჩეინ-ტექნოლოგები. https://cointelegraph.com/news/new-york-times-facebook-reportedly-shopping-facebook-coin-to-crypto-exchanges
-
- 1
-
-
ამერიკულმა არიამ მორიგი ნაბიჯი გადადგა შეიარაღების სისტემების ავტომატიზაციის სფეროში. აშშ-ის სამხედრო ძალებმა მიმართეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე წამყვან სპეციალისტებს წინადადებით - მიიღონ მონაწილეობა ახალი სახის სამხედრო ტექნიკის შექმნაში, მაგალითად, შეიქმნას ტანკები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა - ავტომატურად განახორციელონ მოწინააღმდეგის აღმოჩენა და თავდასხმისთვის მზადება, რაშიც ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული. ამ სიახლეს ახმაურებს ინტერნეტ-რესურსი Quartz. ახალი პროექტის სახელწოდებაა ATLAS (Advanced Targeting and Lethality Automated Systems). მის ფარგლებში შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით აღიჭურვება საბრძოლო მანქანები, თუმცა მოწინააღმდეგის განადგურების ბრძანება მხოლოდ ოპერატორების მიერ გაიცემა - იტყობინება წყარო. ამჟამად არსებული ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოში გამოიყენება რამოდენიმე ასეული სხვადასხვა ტიპის ნახევრად ან სრულიად ავტომატიზირებული საჰაერო თავდაცვითი სისტემა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხში ტექნოლოგიის ექსპერტის, პოლ შარეს თქმით, პროექტი ATLAS-ის იქნება პირველი ეტაპი სახმელეთო შეიარაღებულ ტექნიკაში ავტონომიური სისტემების გამოყენების თვალსაზრისით. ექსპერტის აზრით, ამგვარი სისტემები „ოპერატორებს საშუალებას მისცემს მოახდინონ თავისუფალი დროის მაქსიმიზება საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად და ამავე დროს შეამცირონ ცეცხლის გახსნამდე საჭირო მზადების დრო“. გარდა ამისა, ექსპერტი თვლის, რომ საომარი ტექნიკის ავტომატიზაციით შემცირდება მსხვერპლის რაოდენობა როგორც ჯარისკაცებში, ასევე სამოქალაქო პირებში. „ამგვარი სისტემის გამოყენება დროს დაზოგავს. საომარ პირობებში ნახევარ წამსაც კი შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში. ომის ველზე ხშირად ჩნდება სიტუაციები, როდეაც გარდაუვალია დაუყოვნებელი გადაწყვეტილებების მიღება. თუკი ხედავთ მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანას, დიდი ალბათობით ისინიც გხედავენ და შეუძლიათ ცეცხლი გახსნან. ავტომატიზირებული სისტემების დანერგვა კი საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე“ - აღნიშნავს ექსპერტი. ამგვარი გადაწყვეტილებებით ყველა კმაყოფილი არ არის გასულ წელს მსოფლიოს 26 ქვეყნიდან 116 სპეციალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა მიმართა გაეროს მოთხოვნით - აიკრძალოს ავტონომიური იარაღის წარმოება-გავრცელება. მიმართვის წევრთა სიაში იმყოფება SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე კომპანია DeepMind-ის დამფუძნებელი - მუსტაფა სულეიმანიც. გაეროსთვის წარდგენილი მოხსენების ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს გაეროს კონვენციაზე ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ და მოუწოდეს გაფრთხილებისკენ, რომ შეიარაღებაში ახალი შეჯიბრი მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. დოკუმენტში ხაზგასმულია: „თუკი პანდორას ყუთი გაიღება, მისი დახურვა უკიდურესად რთული აღმოჩნდება“. „როდესაც ავტონომიური იარაღი შეიქმნება, მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება ისეთი დონის საომარი მოქმედებების განხორციელება თანაც ისეთ ვადებში, რომ კაცობრიობა ვერც კი გააცნობიერებს მოსალოდნელ შედეგებს. შეიარაღების ახალი ტიპი შესაძლოა აღმოჩნდეს დიქტატორებისა და ტერორისტების ხელში, რომლებიც მას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ჰაკერებმა შესაძლოა გატეხონ სისტემები და დაუშვებელი მიზნებისთვის გამოიყენონ“ - ნათქვამია გაეროსადმი მიმართვაში. https://hi-news.ru/technology/v-ssha-reshili-zanyatsya-razrabotkoj-tankov-na-baze-iskusstvennogo-intellekta.html
-
- 1
-
-
2016 წელს Model 3-ის წარდგენისას Tesla-მ პირობა დადო, რომ ეს ელექტრომობილი 35 ათას დოლარად იქნებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა ამ დრომდე დამკვეთებს სთავაზობდნენ მნიშვნელოვნად მეტი ღირებულების მქონე მანქანებს. ამჯერად კი კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება 35 ათას დოლარიან ელექტრომობილებზე. 35 ათას დოლარად შეფასებულ Model 3-ს უკანა წამყვანი თვლები აქვს. ერთ დატენვაზე შეუძლია დაახლოებით 350 კილომეტრის გავლა. 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებისთვის საჭიროა 5,6 წამი. მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ს აღწევს. 35 ათას დოლარად (თანხის დამატების გარეშე) შესაძლებელია მხოლოდ შავი ფერის Model 3-ის შეძენა. სხვა შეფერილობის ელექტრომობილების ღირებულება იმატებს თვითღირებულებაზე დამატებით 1500-დან 2500 დოლარამდე. ავტოპილოტის ფუნქციისთვის Tesla დამატებით 3 ათას დოლარს ითხოვს. მაგისტრალებზე გამოსაყენებელი ავტონომიური მართვის სისტემა კიდევ 5 ათასი დოლარი ღირს, თანაც, თუკი მომხმარებელი ამ ფუნქციას მანქანის მიწოდების შემდეგ შეუკვეთავს, ფასი უკვე 7 ათასი იქნება. ამგვარად, ნებისმიერი დამატებითი ფუნქცია მნიშვნელოვნად ზრდის საბაზისო ღირებულებას. ილონ მასკმა პირობა დადო, რომ სამომავლოდ კომპანია Tesla გამოუშვებს კიდევ უფრო იაფ ელექტრომობილებს, რომელთა ღირებულებაც 35 ათასს ქვემოთ იქნება. ამის განხორციელება დაახლოებით 2-3 წელში იგეგმება. სამომავლო ელექტრომობილების შესახებ რაიმე სახის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. https://3dnews.ru/983617
-
მარტის ბოლოს EeWrite-ის გუნდი გეგმავს ორგანიზება გაუწიოს Kickstarter-კამპანიას, რათა შეგროვდეს საშუალებები პორტატული მოწყობილობის - E-Pad-ის გამოსაშვებად. მწარმოებლები E-Pad-ს უწოდებენ მსოფლიოში პირველ პლანშეტს, რომელიც წამოდგენილია E Ink ელექტრონული ფურცლითა და 4G/LTE მოდულით, რომელიც განკუთვნილია მეოთხე თაობის მობილურ ქსელში მუშაობისთვის. აროსბრივად, გაჯეტი წარმოადგენს რიდერისა და ჩანაწერების ბლოკნოტის ჰიბრიდს, აქვს სენსორული მართვის მხარდაჭერა, შესაძლებელია მასზე ხელით წერა ან ხატვა Wacom-ფანქრის მეშვეობით. გამოყენებულია პანელი E Ink Carta, რომლის დიაგონალი 10,3 დუიმია. გაფართოება შეადგენს 1872 × 1404 პიქსელს, პიქსელების სიმჭიდროვე - 227 PPI. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android, არის წვდომა Google Play-ზე. მოწყობილობას აქვს ათბირთვიანი პროცესორი, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული, microSD სლოტი, ადაპტერები Wi-Fi და Bluetooth უსადენო კავშირებისთვის, GPS-მიმღები, მიკროფონი და დინამიკი. პლანშეტი 392 გრამს იწონის. E-Pad გაიყიდება დაახლოებით 700 აშშ დოლარად, თუმცა მანამდე კი მწარმოებელ კომპანიებს მისი შეძენა 400 დოლარად შეეძლებათ. https://3dnews.ru/983590
-
გლაზგოს უნივერსიტეტის ინჟინრებმა დაიწყეს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი თხევადი აკუმულატორების შექმნაზე მუშაობა. მათი გამოყენებით სრული დამუხტვის დრო რამოდენიმე საათიდან 5-10 წუთამდე შემცირდება - წერს NBC News. ამჟამად ელექტრომობილებში გამოიყენება ლითიუმ-იონური აკუმულატორები, მათში ელექტროლიტების გამოლევისას საჭიროა ხელახალი დატენვა. მკვლევარები გეგმავენ შექმნან ბატარეები, რომლებიც შეივსება დამტენი სითხით ნაცვლად ჩვეულებრივი დატენვისა, რომელიც სადენით ხორციელდება. მეცნიერები თვლიან, რომ ამგვარი აკუმულატორები მიიზიდავს ეკოლოგიური ტრანსპორტის მსურველი მძღოლების ყურადღებას, რადგან ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ ელექტრომობილის შეძენისგან დატენვისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობის გამო. ამ სიახლემდე გაცილებით ადრე Volkswagen-მა წარმოადგინა ელექტრომობილების პორტატული დამტენი მოწყობილობა - Power Bank MEB - სადგური, რომელსაც კომპანია თავად მიაწვდის იმ ადგილზე, სადაც კლიენტი იმყოფება. მოწყობილობა თავსებადია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ 15 ელექტრომობილთან და შეუძლია ბატარეა 17 წუთში ბოლომდე დატენოს. https://hightech.fm/2019/02/26/electro-battery
-
გამომცემლობა Bloomberg-მა გამოაქვეყნა საინტერესო გრაფიკი, სადაც ასახულია თუ როგორ ძვირდებოდა ფასები Apple-ის, Samsung-ისა და Google-ის ფლაგმანურ სმარტფონებზე. Google-ის სმარტფონების ისტორია მხოლოდ 2016 წლიდან იწყება, როდესაც გამოვიდა პირველი თაობის Pixel-ი. სერია Nexus-ის სმარტფონების გათვალისწინება ავტორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ. გრაფიკში ნახსენებია აგრეთვე დასაკეცი სმარტფონი Huawei mate X, თუმცა Huawei-ს სხვა ფლაგმანები წარმოდგენილი არ არის. მაშ ასე, 2011-2012 წლებში iPhone 4s და Phone 5 Samsung-ის ფლაგმანურ სმარტფონებზე გაცილებით ძვირი იყო. მათი ფასი შეადგენდა 650-დან 850 დოლარს. Galaxy SII-სა დაGalaxy SIII-ის ფასი შეადგენდა დაახლოებით 600 დოლარს, Galaxy Note და Galaxy Note 2 კი 700 დოლარი ღირდა. მსგავსი სიტუაცია იყო 2013 წელს, თუმცა Samsung Galaxy S4-ის ფასმა შეადგინა 650-დან 750 დოლარამდე მოდიფიკაციების შესაბამისად. 2014 წელს კი მოდელი Galaxy Note Edge ფასით გაუტოლდა iPhone 6 Plus-ის მაქსიმალურ კონფიგურაციას. ამავე დროს, iPhone 6 კვლავ უფრო ძვირი იყო Galaxy S5-სა და Galaxy Note 4-ზე. 2015 წელს ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი იყო Samsung Galaxy S6 Edge, რომლის ტოპ-მოდიფიკაციის ფასი 1000 დოლარს აღემატებოდა. ამავე დროს, იგი იყო ბაზარზე პირველი მოწყობილობა, რომელმაც გადააბიჯა ფსიქოლოგიურ, ათასდოლარიან ნიშნულს, თუკი არ ჩავთვლით სმარტფონების ოქროსა და ბრილიანტის სპეციალურ გამოშვებებს. 2016 წელს ლიდერობა კვლავ Apple-მა დაიბრუნა. iPhone 7 აღმოჩნდა უფრო ძვირი ვიდრე Galaxy S7, iPhone 7 Plus კი - Galaxy S7 Edge-ზე ძვირადღირებული. Galaxy Note 7-ს პრობლემები შეექმნა და სამხრეთკორეული კომპანია იძულებული შეიქნა იგი ბაზრიდან უკან გაეტანა, რის შედეგადაც კომპანიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. 2017 წელს დიდწილად არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც გასულ წელს, უბრალოდ, ფლაგმანებზე ფასები იზრდებოდა. კომპანია Apple-ის სმარტფონები კვლავ უფრო ძვირები იყო Samsung-ისა და Google-ის იდენტურ მოდიფიკაციებთან შედარებით. როგორც ვხედავთ, წამყვანი კომპანიების ფლაგმანების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუკი 2015 წელს Samsung-ის ყველაზე ძვირადღირებული ფლაგმანი დაახლოებით 1000 დოლარი ღირდა, ამჟამად ფასი ბევრად დიდია მაღალი წარმადობის მქონე მოდელებზე. Apple-ის მოწყობილობებთან დაკავშირებით სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია. 2011 წელს მისი ყველაზე ძვირი iPhone-ის ფასი 850 დოლარი იყო. 512 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე iPhone Xs Max-ის ფასი ამჟამად აშშ-ში 1400 დოლარზე მეტია, ევროპის ბაზარზე კი იგი 2000 დოლარს აღემატება. http://bit.ly/2GR10Es
-
გატეხილი ახალზელანდიური კრიპტო ბირჟა გაიხსნება მომავალ კვირას - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა სოციალურ ქსელში. სიახლეთა სერიებში Cryptopia-მ განაცხადა, რომ ორი დამფუძნებელი დაბრუნდება კომპანიაში, რათა ბირჟას დაეხმაროს სტრუქტურის აღდგენის შემდეგ ოპერაციების ხელმძღვანელობაში. პოლიციამ ოფიციალურად გასცა ნებართვა ვაჭრობის აღდგენისთვის თებერვლის შუა პერიოდში, თუმცა ბირჟის თანამშრომლების მიერ გაკეთებულ განცხადებებში მოცემული იყო, რომ ჯერჯერობით არ არსებობდა შესაძლებლობა - დაწყებულიყო მომხმარებლების მონაცემების დამუშავება. ახლა კი როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა. „ვესწრაფვით, რომ Cryptopia-ს საიტი გაიხსნას ორშაბათს read only რეჟიმში“ - ნათქვამია ერთ-ერთ შეტყობინებაში. იანვარში ჰაკერებმა ბირჟიდან მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები მოიპარეს. მას შემდეგ მიმდინარეობდა საერთაშორისო გამოძიება, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ საერთო ჯამში კიბერშეტევის შედეგად აქტივების მეათედი პროცენტი იქნა დაზარალებული. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შედეგის შესაფასებლად, რაც იანვარში განხორციელებულმა თავდასხმამ მოიტანა“ - ნათქვამია მორიგ განცხადებაში. „ამ დრომდე დავითვალეთ, რომ უარეს შემთხვევაში მოპარულია აქტივების მთელი რაოდენობის 9.4%“. ახალი ზელანდიის პოლიციას ჯერ კიდევ არ გაუკეთებია კომენტარი გამოძიების განახლებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ. ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებულნი იყვნენ პროგრესის მიღწევაში, კომენტატორებს კი პირიქით ეჭვი ეპარებოდათ პოლიციის შესაძლებლობებში, რომ ჰაკერებს მიაკვლევდნენ. https://cointelegraph.com/news/cryptopia-could-open-by-march-4-as-officials-hint-at-sums-lost-in-hack
-
- 1
-
-
ავტომატურმა მარსმავალმა მიაღწია დანიშნულების მორიგ პუნქტს, რომელიც მარსის შესწავლის მისიის ერთ-ერთ დავალებას წარმოადგენს. ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს აეროკოსმოსური სააგენტო NASA. საუბარია რეგიონზე - Glenn Torridon, რომელსაც ეს სახელი ეწოდა შოტლანდიის ერთ-ერთი, ულამაზესი პეიზაჟებით ცნობილი რეგიონის პატივსაცემად. NASA აღნიშნავს, რომ როვერი Curiosity ახალი ტიპის გრუნტზე სამოძრაოდ გადავიდა - იგი თიხისმაგვარ ზედაპირზე მოძრაობს. გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ Glenn Torridon-ის რეგიონში არსებულ ნიადაგს მოყვითალო შეფერილობა აქვს. გამოქვეყნებული ფოტოები 10 თებერვალს იქნა მიღებული. ფოტოგადაღებისას გამოყენებული იყო ინსტრუმენტი Mast Camera (Mastcam). Curiosity-მ მარსზე ყოფნის მეშვიდე წელი აღნიშნა: აპარატი წითელ პლანეტაზე გაიგზავნა 2011 წლის 26 ნოემბერს, მარსის ზედაპირზე დაშვება კი განხორციელდა 2012 წლის 6 აგვისტოს. ეს რობოტი - Curiosity - ყველაზე დიდი და მძიმე პლანეტათმავალია, რაც კი კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. თავდაპირველად როვერის სამუშაო ხანგრძლივობად მიჩნეული იყო ერთი მარსული წელიწადი (686 დედამიწური წელი), თუმცა რობოტი დღემდე აგრძელებს წითელი პლანეტის შესწავლას მიუხედავად იმისა, რომ მის ბორტზე ხშირად ადგილი აქვს შეფერხებებს. https://3dnews.ru/983585
-
კომპანია Samsung-მა გასულ თვეში დააანონსა ორი საინტერესო მოდელი - Galaxy M10 და Galaxy M20. ვრცელდებოდა ხმები, რომ მათთან ერთად სამხრეთკორეული კომპანია კიდევ ერთ მოწყობილობას წარადგენდა - ეს იყო Samsung Galaxy M30. თუმცა ამ უკანასკნელის პრემიერა მხოლოდ ახლახანს შედგა. ახალი სმარტფონი იმავე სტილისაა, რაც ამ სერიის ორი „უმცროსი“ მოდელი. ტექნიკური თვალსაზრისით ინჟინრებმა ბევრი რამ ისესხეს Galaxy M20-იდან. მთავარ განსხვავებას წარმოადგენს სამი ძირითადი კამერა, რომელმაც ორმოდულიანი სისტემა ჩაანაცვლა და განთავსდა უკანა პანელის ზედა მარცხენა კუთხეში. უკანა პანელზევეა დაქტილოსკოპიური სკანერიც. თითქმის მთლიანი ფრონტალური ნაწილი Infinity-U დისპლეის უკავია. ქვედა მხარეს სმარტფონს შედარებით მსხვილი კიდე აქვს (ე.წ. ღაბაბი), ზედა ნაწილში კი - წვეთის ფორმის ჭრილი, რომელშიც სელფი-კამერაა განთავსებული. დისპლეის დიაგონალი შეადგენს 6,4 დუიმს. აღსანიშნავია, რომ Samsung Galaxy M30 სმარტფონში გამოყენებულია OLED პანელი და არა LCD – უმცროსი მოდელებისგან განსხვავებით. ეკრანის გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. აპარატული პლატფორმა ნასესხებია Galaxy M20-ისგან. საფირმო პროცესორი Exynos 7904 დამზადებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. გრაფიკის რენდერინგით დაკავებულია ამაჩქარებელი Mali-G71 MP2. პროცესორის ბირთვები - Kryo 260 Gold და Kryo 260 Silver აწყობილია ARM Cortex-ის ბაზაზე, მათი ტაქტის სიხშირეებია 1,8 და 1,6 გჰც, შესაბამისად, Samsung Galaxy M30 ხელმისაწვდომია 4/64 გბ კონფიგურაციაშიც, თუმცა Galaxy M20-ისგან განსხვავებით იგი საბაზისო მოდიფიკაციას წარმოადგენს. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელი წარმოდგენილია LPDDR4x ტიპის 6 გბ ოპერატიული და eMMC 5.1 ტიპის 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. გათვალისწინებულია სლოტი 512 გიგაბაიტიანი microSD ფორმატის მეხსიერების ბარათისთვის. ძირითად კამერას აქვს 13+5+5 მეგაპიქსელიანი მოდულები. ფრონტალური კამერის გაფართოება არ კონკრეტდება. სავარაუდოდ, იგი Samsung Galaxy M20-ის მსგავსად 8 მეგაპიქსელიანია. ბატარეის მოცულობაა 5000 მილიამპერი/სთ. მწარმოებლის თქმით, უზრუნველყოფილია 105 საათამდე მუსიკის მოსმენა, 25 საათი ვიდეოს ყურება ან 31 საათი საუბარი ერთ დატენვაზე. გათვალისწინებულია 15 ვატიანი სწრაფი დატენვაც USB Type-C პორტის მეშვეობით. სმარტფონის სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია Dolby Atmos-ისა დაWidevine L1-ის მხარდაჭერა, სისქე - 8,5 მმ, სახის ამომცნობი ტექნოლოგია Face Unlock, ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie და SAR-ის მაჩვენებელი - 0.409 ვტ/კგ. (გამოსხივების დონე). Samsung Galaxy M30 ხელმისაწვდომია შავ და ლურჯ ვარიანტებად. მისი გაყიდვა 7 მარტიდან დაიწყება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24580/samsung-galaxy-m30-predstavlen-oficialno-exynos-7904-do-128-gb-fleshpamjati-i-cena-ot-14-000-rublej
-
Volvo Polestar 2 შვედურმა კომპანია Volvo-მ წარადგინა მთლიანად ელექტრო ავტომობილი Polestar 2. მახასიათებლებისა და ფასის გათვალისწინებით იგი მეტნაკლებად წარმოადგენს Tesla Model 3-ის კონკურენტს, რომლის „დამარცხებაც“ ვერ გამოუვიდათ Chevrolet Bolt EV-სა და Nissan Leaf-ს. Polestar 2-ის გამოშვებით კომპანია Volvo-ს სურდა დაემტკიცებინა, რომ ელექტრომობილები შესაძლებელია იყოს ისეთივე მძლავრნი, როგორც შიდაწვის ძრავის მქონე ავტომანქანები. ავტომობილი აგებულია ქროსოვერ Volvo XC40-ის პლატფორმაზე და იმეორებს კომპანიის სხვა ავტომობილების მთავარ ნიშნებს: უჩარჩოო გვერდითი სარკეები, მანათობელი ლოგოტიპი და მინის პანორამული სახურავი. კომპანიამ უარი თქვა სალონში ნატურალური ტყავის გამოყენებაზე და იგი ხელოვნური მასალით ჩაანაცვლა. სალონის შუაში განთავსებულია 11-დუიმიანი დისპლეი. მასზე აისახება ოპერაციული სისტემა Android, რომელიც წარმოდგენილია ხმოვანი დამხმარე Google Assistant-ით ხმოვანი ბრძანებების შესასრულებლად. Google Play-დან შესაძლებელია სხვადასხვა აპლიკაციის ჩამოტვირთვა. მანქანის გასაღებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მფლობელის სმარტფონი. Polestar 2 აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, უზრუნველყოფილია ოთხივე წამყვანი სვლა და 408 ცხენის ძალა სიმძლავრე. კომპანია ირწმუნება, რომ ეს მონაცემები სრულიად საკმარისია 5 წამში 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებისთვის. ელექტრომობილის უკანა ნაწილში დაყენებულია 78 კვტ/სთ აკუმულატორი, რომლითაც უზრუნველყოფილია 443 კილომეტრის გავლა ერთ დამუხტვაზე. ელექტრომობილის აწყობის პროცესი ჩინეთში წარიმართება, გაყიდვების დაწყების თარიღად დასახელებულია 2020 წელი. პირველ წელს კომპანია გაყიდის მხოლოდ მაქსიმალური კონფიგურაციის Polestar 2 Launch Edition-ს 63 ათას აშშ დოლარად. მას შემდეგ გაიყიდება ბიუჯეტური მოდელებიც (ფასი დაზუსტებული არ არის). მახასიათებლების გათვალისწინებით ახალი Volvo ნამდვილად მიიჩნევა Tesla Model 3-ის კონკურენტად, თუმცა მასზე ძვირია. შედარებისთვის, Tesla Model 3-ის მოდიფიკაცია, რომელიც 418 კმ-ს გადის ერთ დატენვაზე, 34 ათასი დოლარი ღირს. აგრეთვე არის მეორე ვერსიაც - მას 500 კმ-ის გავლა შეუძლია და ღირს 41 ათასი აშშ დოლარი. Honda e Prototype კომპანია Honda-მ წარადგინა კომპაქტური საქალაქო ელექტრომობილი - e Prototype. იგი წარმოადგენს კონცეპტ Honda Urban EV-ის ახალ ნიმუშს. ელექტრომობილში გაერთიანებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, თუმცა მისი დიზაინი რეტრო-სტილშია გადაწყვეტილი. Honda e Prototype შექმნილია სრულიად ახალ პლატფორმაზე, გათვალისწინებულია მხოლოდ ელექტრული კვება. მანქანას უკანა წამყვანი თვლები აქვს. აკუმულატორის ერთი დატენვით ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს დაახლოებით 200 კმ. მხარდაჭერილია სწრაფი დატენვის რეჟიმი, რომლითაც შესაძლებელია ენერგიის მარაგის 80%-მდე შევსება 30 წუთში. დამტენი სადენის პორტი განთავსებულია კაპოტის ცენტრალურ ნაწილში, რისი წყალობითაც მოსახერხებელია დამტენ სადგურთან დაკავშირება როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხრიდან. ელექტრომანქანას არ აქვს გარე სარკეები - მათ ფუნქციას კამერები ასრულებენ: მათ მიერ ასახული გამოსახულება გამოდის სალონში არსებულ დისპლეიზე. აღსანიშნავია, რომ მთელი ფრონტალური პანელი დისპლეის უკავია, რომელზეც აისახება სხვადასხვა სახის ინფორმაცია. ჯამში, ელექტრომობილში გაერთიანებულია ორიგინალურობა, ფუნქციონალურობა და გარემოსთვის მავნე გამონაბოლქვის არარსებობა. ავტომობილის წარმოება მიმდინარე წელს დაიწყება. Kia Motors-ის ელექტრო-კონცეპტი კომპანია KIA Motors-ი მიმდინარე წელს წარადგენს ახალი ელექტრომანქანის კონცეპტს. როგორც ცნობილია, ელექტრომობილზე მუშაობისას დიზაინერებმა გვერდი აუარეს ავტომობილების ტრადიციულ კლასიფიკაციას. კონცეპტში გაერთიანებულია სპორტული მანქანის, ელეგანტური საოჯახო სედანისა და პრაქტიკული ქროსოვერის ელემენტები. ელექტრომობილი ოთხკარიანია. KIA-ს მოდელებისთვის დამახასიათებელი საფირმო ნიშანი - ე.წ. „ვეფხვის ღიმილი“ - გადმოცემულია სრულიად ახლებურად. წინა საქარე მინა და პანორამული სახურავი ერთიან მთლიან ელემენტს წარმოადგენს. ელექტრომობილს ფუტურისტული სალონი აქვს. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია 21 ეკრანისგან შემდგარი მასივი. უკანა სავარძლების ზემოთ არსებული სახურავის კონსტრუქცია მიეკუთვნება ე.წ. Double Bubble-ის სტილს. „გვსურდა შეგვექმნა ისეთი ელექტრომობილი, რომელიც არამარტო უზრუნველყოფს გარბენის დიდ მარაგს, ხარისხსა და სიმძლავრეს - არამედ გვინდოდა, რომ მის დანახვაზე ხალხს ჟრუანტელი უვლიდეს“ აცხადებენ KIA Motors-ში. https://hi-news.ru/auto/elektricheskij-volvo-smozhet-poexat-443-km-na-odnoj-zaryadke.html https://3dnews.ru/983515 https://3dnews.ru/983509
-
Boston Dynamics-ის რობოტს, სახელად Atlas-ს 2017 წელს უკვე შეეძლო სალტოს და პარკურის ელემენტების შესრულება. ამჟამად კი მას გამოუჩნდა კონკურენტი, რომელიც სამომავლოდ იმავე უნარებს შეიძენს - ეს არის რობოტი Digit, რომელიც შექმნა ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტარტაპ Agility Robotics-მა. რობოტს ორი ფეხი და ორი ხელი აქვს და შეუძლია ასწიოს 18 კგ-მდე ტვირთი, აგრეთვე ჰაერში დაიჭიროს ნასროლი ნივთები. Boston Dynamics-ის რობოტისგან განსხვავებით, Digit-ს უფრო ფუტურისტული დიზაინი აქვს. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ამანათების მიწოდების სფეროში. რობოტი Digit-ი აწყობილია რობოტ Cassie-ს ბაზაზე, თუმცა იგი უფრო სრულყოფილია, რადგან აქვს ტორსი, ხელები და სხვადასხვა სენსორები, რომლებითაც იგი უკეთ ახდენს ორიენტირებას სივრცეში. ითვლება, რომ მისი გაუმჯობესებული სისტემა მას საშუალებს მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდეს ნივთებით გადატვირთულ ოთახებსა და კიბეებზე. Agility Robotics-ის ტექნიკური დირექტორის, ჯონათან ჰერსტის თქმით, მათ რობოტ Digit-თან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ. მომავალში, რამოდენიმე განახლების შემდეგ, იგი შეძლებს მოახდინოს მოქნილი მოძრაობების დემონსტირება Boston Dynamics-ის რობოტების მსგავსად. ახალი ჰუმანოიდი ასევე გამოყენებადი იქნება გასართობ სფეროში და ამანათების მიწოდების საკითხში. მაგალითად, იგი შეძლებს რესტორნიდან საკვების მიწოდებას შემკვეთთან, რის შედეგადაც შემცირდება მოთხოვნა ცოცხალ კურიერებზე. „რობოტი შეძლებს ადამიანების ცხოვრების სტილზე ისეთივე დიდი გავლენის მოხდენას, როგორც ავტომობილებმა მოახერხეს. მისი მეშვეობით სრულიად შეიცვლება შეკვეთების მიწოდების მეთოდი, აგრეთვე გავლენას მოახდენს საქალაქო დაგეგმარებაზე“ - ჯონათან ჰერსტი, Agility Robotics. რობოტი Digit-ი შემუშავებულია ფართო აუდიტორიისთვის, ასე რომ მის ყიდვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ფასის შესახებ ინფორმაცია გახმაურდება მიმდინარე წლის შუა პერიოდში, მიწოდება კი დაიწყება 2020 წლის პირველი კვარტლიდან. https://hi-news.ru/robots/video-u-chelovekopodobnogo-robota-boston-dynamics-poyavilsya-konkurent.html
