-
Posts
7326 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ბოლო დროს მეცნიერები სულ უფრო მეტ კვლევას ატარებენ ე.წ. მეტამატერიალების შექმნის სფეროში. არსობრივად, მეტამატერიალები - ეს არის მასალები, რომელთა უნიკალური თვისებები განპირობებულია პირველ რიგში არა იმ ნივთიერებებით, რომლებითაც შედგებიან, არამედ ხელოვნურად შექმნილი შიდა სტრუქტურით, რომელიც მათ უჩვეული მახასიათებლებს ანიჭებს. მცირე ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს კიდევ ერთი მეტამასალა, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის შეცვლა. გარემოპირობების მიხედვით მას შეუძლია იყოს ფოლადივით მტკიცე ან პლასტელინივით რბილი და მოქნილი. Science Advance-ის ჟურნალისტების ინფორმაციით მეტამასალა შექმნეს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიისა და კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ახალი სტრუქტურის კლასს მათ უწოდეს FRMM - Field Responsive Mechanical Metamaterials: “(მაგნიტური) ველის მიხედვით რეგულირებადი მექანიკური მეტამატერიალები“. მასალის უნიკალურობა პირველ რიგში გამოხატულია დამზადების პროცესით. შიდა მოწყობილობა წარმოადგენს 3D-პრინტერზე დაბეჭდილ მოქნილი პლასტმასის მიკრომილების ბადეს. თითოეული მიკრომილი 5 მილიმეტრი სიგრძისაა. მილებში მოთავსებულია რკინის ნაწილაკების შემცველი რბილი მასალა. ამის წყალობით ბუნებრივ მდგომარეობაში მასალა მოქნილი რჩება. ხოლო თუკი მას მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ მოვათავსებთ, რკინის მთლიანი შემცველობა დაქვემდებარებული ხდება მაგნიტური ველის მიმართულებისკენ, რაც მასალას ძალიან მყარს ხდის. მდგომარეობა მაგნიტური ველის გამორთვის და ჩართვის დროს ექსპერიმენტების სერიის მსვლელობისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ველის ზემოქმედებისას მასალის სტრუქტურის სიმტკიცე საშუალოდ 62%-ით მატულობს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არ არის საბოლოო მიღწევა და კონსტრუქციის სიმყარის კიდევ უფრო გაზრდა შესაძლებელია უფრო მტკიცე „შემავსებლების“ წყალობით. სამომავლოდ ამგვარი ტექნოლოგია შესაძლოა საფუძვლად დაედოს მოქნილი ჯავშანჟილეტების და ჯავშანტექნიკის წარმოებას - მასალა საფრთხის შემთხვევაში მომენტალურად შეიცვლის სიმკვრივეს. https://hi-news.ru/technology/sozdan-material-kotoryj-mozhet-menyat-tverdoe-sostoyanie-na-gibkoe.html
-
დიდი ადრონული კოლაიდერი კაცობრიობის ერთ-ერთი გასაოცარი გამოგონებაა. მისი მეშვეობით მოხდა მრავალრიცხოვანი სუბატომური ნაწილაკების - მათ შორის რთულად „დასაჭერი“ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა. ბოლო პერიოდში ახალი მონაცემები მიუთითებს სტანდარტული მოდელის ფარგლებს გარეთ ახალ აღმოჩენებზე. ეს ფაქტი მეტად საკვირველია, რადგან როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, მათ მიღებული მონაცემების მხოლოდ 1 %-ის გაშიფვრა შეუძლიათ. ასე რომ დიდი ადრონული კოლაიდერის აღმოჩენებს შესაძლებელია დავარქვათ „დიდი გამართლება“. ფიზიკოსები 26,7 კილომეტრიან კოლაიდერს იყენებენ ნაწილაკების სინათლის სიჩქარემდე ასაჩქარებლად, შემდეგ ახდნენ მათ შეჯახებას, რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა რაიმე ახლის პოვნა. ნაწილაკები ერთმანეთს არნახული სიჩქარით ეჯახება, რაც წარმოუდგენლად დიდი ინფორმაციის მატარებელ მონაცემებს იძლევა. თავის ვებ-გვერდზე CERN-ი აღნიშნავს, რომ წამში ერთი მილიარდი შეჯახება ახდენს 1 პეტაბაიტი ინფორმაციის გენერირებას. ეს კი პრობლემაა, რადგან ამ რაოდენობის მონაცემების შენახვა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ანალიზზე, უკიდურესად რთულია. „წამში მთელი 30 მლნ მოვლენა რომ შევინახოთ, ამისათვის დაგვჭირდება 2 ათასი პეტაბაიტი სანახი სივრცე ტიპიური 12-საათიანი სამუშაოს შემთხვევაში. წელიწადის განმავლობაში დიდი ადრონული კოლაიდერი 150 დღეს მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ თითქმის 400 ათას პეტაბაიტ ინფორმაციას წელიწადში. ამ რაოდენობის ინფორმაციის შენახვა ფიზიკურად შეუძლებელია“ - განაცხადა CERN-ის ფიზიკოსმა ანდრეას ჰეკერმა. „უნდა იქნას ნახსენები მონაცემთა დამუშავებაც. პროცესორების სიმძლავრე საკმარისი არ არის. ჩვენ ვერ ვახერხებთ მონაცემთა დამუშავებს ისევე სწრაფად, როგორადაც ინფორმაციას ვიღებთ“. ამგვარად, აუცილებელი გახდა იმის გადაწყვეტა, თუ ინფორმაციის რა ნაწილი შეინახება და რა - არა. თითოეული 30 მილიონი შეჯახებიდან ხდება მხოლოდ 1200-ის დაფიქსირება. ეს კი მონაცემთა მთლიანი მოცულობის მხოლოდ 0,004%-ს შეადგენს, დანარჩენი 99,996% კი სამუდამოდ იკარგება. აღნიშნული ფაქტი საკმაოდ ცუდად ჟღერს იმის გათვალისწინებით - იქნებ რა გამოვტოვეთ. სწორედ იმისათვის, რომ არ გამოეპაროთ რაიმე საინტერესო ფაქტი, მეცნიერებს სურთ აიგოს ახალი დეტექტორები დიდი ადრონული კოლაიდერისთვის. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა შენახვა და გაშიფვრა დანაკარგების გარეშე შესაძლებელი გახდება. https://hi-news.ru/science/za-vse-vremya-uchenye-rasshifrovali-menee-1-dannyx-bolshogo-andronnogo-kollajdera.html
-
რადიოტალღები ჯერჯერობით კვლავ რჩება კოსმოსურ აპარატებთან დაკავშირების მთავარ საშუალებად, თუმცა მოძველებულ ტექნოლოგიას მალე შეეხება განახლება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება დედამიწასა და კოსმოსს შორის შეტყობინებების გაცვლა ბევრად უფრო სწრაფი ტემპით განხორციელდეს. ამისათვის აეროკოსმოსური სააგენტო NASA პროექტ XCOM-ის ფარგლებში ახდენს კავშირის ახალი რენტგენული სისტემის გამოცდას. სისტემის ტესტირება ჩატარდება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ეს გამოცდა უახლოეს თვეებშია დაგეგმილი. სააგენტო აპირებს კავშირის ახალი სისტემის გამოსაცდელად გამოიყენოს ორი ინსტრუმენტი. პირველია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გარედან დამონტაჟებული აპარატი - NICER-ი, რომელიც ახდენს ნეიტრონული ვარსკვლავიდან გამომავალი რენტგენული გამოსხივების ფიქსაციას. რენტგენული გამოსხივების მოდულირებული წყაროს მოწყობილობა (MXS) მეორე მოწყობილობა იქნება რენტგენული გამოსხივების მოდულირებული წყარო (MXS), რომელიც ასევე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე დაყენდება. მისი მეშვეობით წარმოიქმნება ორმაგი შეტყობინებების კოდირება რენტგენის სხივებში, რომლებიც შემდეგ გადაეცემა NICER-ს. ეს უკანასკნელი კი მათ გაშიფრავს. ამ ორ მოწყობილობას შორის დაშორება 50 მეტრი იქნება. გადაცემული შეტყობინება იქნება მარტივი, რათა მოწყობილობამ შეძლოს მისი დაჭერა და სწორად გაშიფვრა. თუკი პირველი ტესტირება წარმატებით ჩაივლის, შემდგომში განხორციელდება უფრო რთული შეტყობინებების გადაცემა. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, რენტგენული კავშირი მონაცემთა გადაცემისთვის გამოყენებული იქნება მთელ რიგ კოსმოსურ აპარატებში. რენტგენის სხივებს შედარებით მოკლე ტალღები აქვთ რადიოტალღებსა და კავშირის ლაზერულ სისტემებთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ მათი მეშვეობით შესაძლებელი იქნება გადაიცეს მეტი მონაცემი უფრო მჭდრო სხივებით. გაიზრდება შეტყობინებების გადაცემის სიჩქარე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი მანძილით დაშორებული კომუნიკაციის შემთხვევაში. რენტგენული სისტემის კიდევ ერთი პოტენციური უპირატესობა ის გახლავთ, რომ რენტგენის სხივებს შეუძლიათ გააღწიონ ცხელ პლაზმაში, რომელიც როგორც წესი ხელს უშლის ან წყვეტს რადიოტალღების გადაცემას - მაგალითად, კავშირი ფერხდება იმ დროს, როდესაც კოსმოსური აპარატი გადის დედამიწის ატმოსფეროს მჭიდრო ფენაში. ამგვარად, რენტგენული სისტემა კოსმოსური აპარატების ეკიპაჟის წევრებს საშუალებას მისცემს მუდმივად იმყოფებოდნენ მართვის ცენტრთან კავშირში. https://hi-news.ru/technology/nasa-provedet-na-mks-ispytaniya-rentgenovskoj-sistemy-peredachi-soobshhenij.html
-
ამერიკული ბირჟა Coinbase-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აღწერა კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ დაცვასთან დაკავშირებული ოთხი ფართოდ გავრცელებული და, მისი აზრით, დამაბნეველი შეხედულება. არმსტრონგის სტატია გამოქვეყნდა 22 თებერვალს The Ledger-ის კრიპტოვალუტებზე ფოკუსირებული რუბრიკების სეგმენტში. ცივი საცავები (cold storage) - ეს არის საშუალება - შენახულ იქნას კრიპტოვალუტები და მომხმარებლების პრივატული გასაღებები ავტომატურ რეჟიმში ქურდობისგან დაცვის უზრუნველყოფით. ცხელი საცავები პირიქით - გულისხმობს მოწყობილობაში შენახვას, რომელსაც აქტიური კავშირი აქვს ინტერნეტთან. არმსტრონგის პირველი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ცხელი საცავები მუდამ აუცილებელია მოქნილობისა და სისწრაფის უზრუნველყოფისთვის, რაც გარდაუვალია გარიგებების განსახორციელებლად. იგი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი პლატფორმა მომხმარებლებს over-the-counter (OTC) ვაჭრობის საშუალებას აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი თანხები ავტონომიურ რეჟიმში შენახული რჩება მანამდე, სანამ გარიგება არ დასრულდება. როგორც ცნობილია, კომპანია BitGo-სა და Bitcoin (BTC) OTC -ის ერთობლივი სავაჭრო პლატფორმა Genesis Global Trading ანალოგიურად აძლევს მომხმარებლებს საშუალებას - ივაჭრონ კრიპტოებით ცივი საცავებიდან თანხის უკან გამოთხოვის გარეშე. არმსტრონგის მეორე პუნქტი ეხება proof-of-stake-ზე (PoS) დამყარებულ კრიპტოებს. იგი აღნიშნავს, რომ PoS-ქსელში მონაწილეობა და მონეტების გაყიდვიდან შემოსავლის მიღება არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ისინი ცხელ საფულეებში უნდა ინახებოდეს. გენერალურ დირექტორს მაგალითად მოჰყავს კრიპტო პროექტი Tezos-ი, რომელიც ტოკენების მფლობელებს საშუალებას აძლევს მოახდინონ თავიანთი staked-რესურსების დელეგირება ე.წ. „საცხობში“ (baker), რომელიც თანხის მცირე ნაწილს ცხელ მდგომარეობაში ინახავს მოგების მისაღებად - ამასთან, მომხმარებლების თანხები უსაფრთხოდ რჩება ავტონომიურ რეჟიმში. მესამე - არმსტრონგი გამოჰყოფს ურთიერთობებს მათ შორის, ვინც ერთ გასაღებს ფლობს (single-key holders) და იმაში, არის თუ არა საცავი ცხელი ან ცივი. იგი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ შენახვის გადაწყვეტილებები საჭიროებს რამოდენიმე გასაღებს იმის მიუხედავად, შენახული თანხები იმყოფება თუ არა ავტონომიურ რეჟიმში. ( არმსტრონგი ამბობს, რომ უსაფრთხოების კუთხით გასაღებების რაოდენობა არაა პირდაპირ კავშირში - საცავი ცხელია თუ ცივი, მნიშვნელოვანია ის, რომ მრავალგასაღებიანი გადაწყვეტილება უსაფრთხოა მიუხედავად საცავის ტიპისა). და ბოლოს - გენერალური დირექტორი მოიხსენიებს აპარატული უსაფრთხოების მოდულებს და ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ მიუახლოვდნენ ცივი საცავის უსფრთხოების დონეს და ეჭვგარეშეა, სასარგებლონი იქნებიან შენახვის არქიტექტურისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მოდულები ვერ გაუტოლდება მას. არმსტრონგი თავის სტატიას ასრულებს ჩანაწერით: „ცხელ საცავებთან დაკავშირებით უამრავი დეტალია, რომელიც გჭირდებათ თქვენი თანხების უსაფრთხოდ შენახვისთვის. შესაძლებელია თუ არა ყველა ამ დეტალის გათვალისწინება და ყველაფრის სწორად შესრულება? - დიახ, შესაძლებელია და ჩემთვის მოსახერხებელია ცხელი საცავის გამოყენება გონივრული რაოდენობის თანხისთვის. შემიძლია თუ არა ვთქვა, რომ ამ დეტალებში მთელი ჩემი საქმიანობა ბოლომდე მართებულია? ალბათ, არა“. https://cointelegraph.com/news/coinbase-ceo-brian-armstrong-tackles-four-myths-about-crypto-custody
-
- 1
-
-
კომპანია Intel-ი გამოსაშვებად ამზადებს ახალ პროცესორებს, რომლებიც შეავსებენ კომპანიის წინა თაობების, გასული წლის ბოლოს გამოსული ჩიპების სერიას. საუბარი ეხება 14-ნანომეტრიან დესკტოპ-ჩიპებს - Celeron-ს, Pentium-სა და Core-ს, აგრეთვე სხვადასხვა სერიის Xeon-ის სერვერულ ჩიპებს. გავრცელებული ინფორმაციით უახლოეს დროში უნდა ველოდოთ Core 9000 სერიის პროცესორებს. მაგალითად, მზადდება Core i5-9600 და i5-9500. აგრეთვე მზადებაშია T-სერიის პროცესორები, რომელთა TDP დონე 35 ვტ-მდეა განსაზღვრული. Core i7-9700 და Core i9-9900 პროცესორების, აგრეთვე მათი T-სერიის ვერსიების შესახებ ამჟამად არაფერია ცნობილი, ისინი ჩამონათვალში არ არის ნახსენები, ასე რომ სავარაუდოდ მათი წარდგენა უფრო მოგვიანებით მოხდება. გარდა ამისა, Intel-ი ამზადებს Pentium-ისა და Celeron-ის სერიის ახალ პროცესორებს. Pentium G5620 და G5600F მოდელებს დაემატება Pentium G5420 და G5420T, რომლებსაც დიდი ალბათობით ასევე ექნებათ ორ-ორი ბირთვი და ოთხ-ოთხი ნაკადი, თუმცა შედარებით დაბალი სიხშირის დონე. Celeron-ის სერიას დაემატება პროცესორები - G4930, G4930T და G4950. სამივე მათგანი წარმოდგენილი იქნება ორი ბირთვითა და ორი ნაკადით. რაც შეეხება სერვერულ პროცესორებს, სახელწოდებით Xeon - აქ Intel-მა თავისი ასორტიმენტის სრული განახლება განახორციელა. როგორც ცნობილია, მწარმოებელი უკვე რამოდენიმე კვირაა ახდენს Cascade Lake-SP პროცესორების მიწოდებას. ისინი დაყოფილია შემდეგ თაობებად: Silver 4200, Gold 5200, Gold 6200 და Platinum 8200. ეს პროცესორები თავიანთი წინამორბედებისგან- Skylake-SP-ს თაობის პროცესორებისგან განსხვავდებიან ტაქტის უფრო მაღალი სიხშირით. მაგალითად, 28-ბირთვიანი Xeon Platinum 8180 ფლობს 2,5 გჰც საბაზისო სიხშირეს, მისი შთამომავალი Xeon Platinum 8280-ის საბაზისო სიხშირე კი 2,7 გჰც-ის ტოლია. და ბოლოს - Intel-ი ამზადებს ახალ პროცესორებს - Xeon E-ს LGA 1151v2 შესრულებით სამუშაო სადგურებისა და მცირე სერვერებისთვის. ამ ახალ პროცესორებს ექნება ოთხიდან რვამდე რაოდენობის ბირთვი და ოთხიდან თექვსმეტამდე ნაკადი იმის მიხედვით, თუ რა მოდელია. Xeon E 22xx ჩიპებს უფრო მოკრძალებული სიხშირეები ექნება, ვიდრე მათ სამომხმარებლო „ნათესავებს“ - Coffee Lake Refresh-ის Core-სერიიდან. არსანიშნავია, რომ ახალი სერიის Xeon E 22xx პროცესორებში ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვეულებრივი მოდელები, აგრეთვე მოდელები ინტეგრირებული გრაფიკით. ეს უკანასკნელი სახელწოდებებში წარმოდგენილი იქნება G სუფიქსით. Xeon E-2224 3.4 გჰც 4/4; Xeon E-2224G 2.5 გჰც 4/4; Xeon E-2226 3.4 გჰც 6/6; Xeon E-2234 3.6 გჰც 4/8; Xeon E-2236 3.4 გჰც 6/12; Xeon E-2244G 3.8 გჰც 4/8; Xeon E-2246G 3.6 გჰც 6/12; Xeon E-2274G 4.0 გჰც 4/8; Xeon E-2276G 3.8 გჰც 6/12; Xeon E-2278G 3.4 გჰც 8/16; Xeon E-2286G 4.0 გჰც 6/12; Xeon E-2288G 3.7 გჰც 8/16. https://3dnews.ru/983141
-
უახლოეს პერიოდში NVIDIA მნიშვნელოვნად გააფართოვებს საშუალო ფასის სეგმენტის Turing-ის თაობის გრაფიკული ბარათების სერიას. GeForce GTX 1660 Ti ბარათის შემდეგ მარტის დასაწყისში კომპანია გამოუშვებს GeForce GTX 1660-ს, მარტის ბოლოს კი დაანონსდება უფრო ხელმისაწვდომი გრაფიკული ბარათი GTX 1650, რომლის ფასიც 200 დოლარს ქვემოთ იქნება. ეს სამი ვიდეო ბარათი მიეკუთვნება GTX-სერიას, ასე რომ მათგან არ უნდა ველოდოთ Ray-Tracing-ის აპარატულ მხარდაჭერას. უკანასკნელი კვარტალური ანგარიშის გაკეთების დროს Jensen Huang-მა განაცხადა, რომ Turing-ის თაობის ვიდეო ბარათების გაყიდვები მოსალოდნელზე ცუდად მიმდინარებს მათი მაღალი ფასის გამო. ამჯერად კი როგორც ჩანს NVIDIA-ს სურს აღიდგინოს დანაკლისი და ემზადება ერთი მეორეს მიყოლებით რამოდენიმე, საშუალო ფასის გრაფიკული ბარათების გამოსაშვებად, რომლებიც მომხარებლებს მასიურად დააინტერესებს. მაშ ასე, GeForce GTX 1660 Ti შეფასებულია 279 დოლარად, GeForce GTX 1660 კი - 229 დოლარად. გარდა ამისა, Videocardz-ის ინფორმაციით კომპანია არ შემოიფარგლება ამ ორი ბარათით და მარტის ბოლოს გამოუშვებს კიდევ ერთ გრაფიკულ ამაჩქარებელს - GeForce GTX 1650. მისი ფასი 179 დოლარი იქნება და იგი გვევლინება, როგორც GTX 1050 Ti-ს ჩამნაცვლებელი. როგორც მოსალოდნელია, GeForce GTX 1650-ს ექნება ისეთივე წარმადობის დონე, როგორც მასზე ღვირადღირებულ GeForce GTX 1060 ბარათს. ამგვარი შეფასება გამომდინარეობს იქიდან, რომ GTX 1650-ში გამოყენებული იქნება 12-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი TU117 (სავარაუდოდ) Turing-ის 896 shader-ბლოკით. ასევე, GPU-ის საბაზისო სიხშირე უნდა შეადგენდეს 1485 მეგაჰერცს. ამ ჩიპზე დაფუძნებული ვიდეო ბარათები დაკომპლექტდება 4 გიგაბაიტიანი GDDR5 მეხსიერებითა და 128-ბიტიანი bus-ით. GeForce GTX 1650 GeForce GTX 1660 GeForce GTX 1660 Ti GeForce RTX 2060 GPU 12nm FF TU117 12nm FF TU116 12nm FF TU116 12nm FF TU106 CUDA-ბირთვი 896? 1280 1536 1920 მეხსიერების მოცულობა 4 გბ GDDR5 6 გბ/3 გბ GDDR5 6 გბ GDDR6 6გბ GDDR6 Bus-მეხსიერება 128-ბიტი 192-ბიტი 192-ბიტი 192-ბიტი ფასი 179 $ 229 $ 279 $ 349 $ ანონსის თარიღი მარტის ბოლო მარტის დასაწყისი 22 თებერვალი 7იანვარი უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც GeForce GTX 1650 გაიყიდება Pascal-ის თაობის ვიდეო ბარათ GeForce GTX 1050-ზე ძვირად, არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ გამოჩნდეს GeForce GTX 1640. თუმცა ამის შესახებ ამჟამად არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. https://3dnews.ru/983169
-
ავტომობილების მწარმოებლები ისწრაფვიან, რომ მგზავრობას მძღოლებისა და მგზავრებისთვის მოჰქონდეს სასიამოვნო ემოციები არა მხოლოდ სწორ, არამედ ბორცვიან გზებზე მოძრაობისას. მაქსიმალურად კომფორტული მოძრაობის ტექნოლოგიის შექმნა ყველაზე უკეთ ამ დროისთვის ბოსტონურმა კომპანია ClearMotion-მა შეძლო. კომპანიამ მთლიანად შეცვალა ავტომობილის საკიდი სისტემა, რათა იგი მომენტალურად რეაგირებდეს თითოეულ ბორცვზე და ანეიტრალებდეს რყევას მგზავრობის დროს. როგორც ჩანს, ტექნოლოგია მალე დაინერგება რეალურ ავტომობილებში - კომპანიამ მოიზიდა 115 მლნ დოლარის ოდენობით ინვესტიციები და მზადაა მიმდინარე წელსვე დაიწყოს პროდუქტის გამოშვება. ClearMotion-ის მიერ შექმნილი ახალი თაობის შასები აღჭურვილია ოთხი ელექტროჰიდრავლიკური მოწყობილობით, რომლებიც მიმაგრებულია თითოეული საბურავის ამორტიზატორზე. ისინი აგროვებენ და ინახავენ მონაცემებს გზის საფარის მდგომარეობის შესახებ - ინფორმაცია გამოიყენება ავტომობილის მოძრაობის გასათანაბრებლად უსწორმასწორო ზედაპირის მქონე გზებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ ინვესტიციებისა და 10 ათასი საპატენტო განაცხადის მიღების გათვალისწინებით უკვე მზადაა ტექნოლოგია დანერგოს პარტნიორი კომპანიების ავტომობილებში. კომპანიების სახელები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება. ClearMotion-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მწარმოებლები ცდილობდნენ შეექმნათ მსგავსი ტექნოლოგია 1980-იანი წლებიდან. მათ თითქმის ოთხი ათწლეული და რამოდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯეს, შედეგად კი ღირებულს ამ დრომდე ვერაფერს მიაღწიეს. სირთულეები მუშაობის დროს ჩნდებოდა ძირითადად ენერგომოხმარებისა და ტექნოლოგიის ღირებულების გამო. კომპანია ClearMotion-მა წარმატებას მხოლოდ 2018 წელს მიაღწია. ClearMotion-ტექნოლოგია გამოყენებული იქნება არა მარტო ჩვეულებრივ ავტომობილებში, არამედ ავტონომიურ ტრანსპორტშიც. საქმე ის არის, რომ მომავლის უპილოტო ავტომობილებში ბევრი მგზავრი მოთავსდება და შესაძლებელი იქნება სალონში დისპლეების დამატება, შესაძლოა სავარძლები განლაგდეს გვერდებზე და მგზავრობის მიმართულების საპირისპიროდაც. ამგვარმა განლაგებამ კი შესაძლებელია გააძლიეროს რყევა მგზავრობისას ცუდ გზებზე, ასე რომ მნიშვნელოვანი იქნება - ავტომობილის შასები მოერგონ გარემოს პირობებს. https://hi-news.ru/auto/avtomobili-2019-goda-nauchatsya-plavnoj-ezde-po-uxabistym-dorogam.html
-
ამ დროისთვის ვირტუალური რეალობის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად ითვლება სპეციალური სათვალეებისა და ჰედსეტების გამოყენება. თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც - მაგალითად, გამოსახულების პროეცირება პირდაპირ თვალის ბადურაზე ან მოცულობითი გამოსახულების შემქმნელი დისპლეების გამოყენება. უკანასკნელი მეთოდი იშვიათად გამოიყენება, რადგანაც საჭიროა ამგვარ ეკრანებს მხოლოდ განსაზღვრული კუთხიდან უყუროთ. კანადელმა მკვლევარებმა მოაგვარეს ეს ნაკლოვანება - მათ შექმნეს სფეროსმაგვარი დისპლეი 360-გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით. ბროლის ბურთის - “Crystal”-ის დიამეტრი 60 სანტიმეტრია. სფეროსებრი გამოსახულების შექმნისთვის გამოყენებულია ოთხი პროექტორი. პროეცირებული გამოსახულების ყურება ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია მსუბუქი სათვალეების მეშვეობით - თითოეული სათვალე სხვადასხვა გამოსახულებას უჩვენებს. მომხმარებლებს შეუძლიათ იარონ სფეროს ირგვლივ და სხვადახვა რაკურსიდან იხილონ გამოსახულებები: სათვალე მუდმივად განსაზღვრავს მათი სხეულის ადგილმდებარეობას სფეროსებრ დისპლეისთან მიმართებაში. ითვლება, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნება მრავალპერსონაჟიან თამაშებში, 3D-მოდელირებასა და ვიდეოკონფერენციებში. სფეროს ერთ-ერთმა შემქმნელმა განაცხადა, რომ ამგვარი სფეროს გამოშვებით მათ არ სურთ კონკურენცია გაუწიონ ვირტუალური რეალობის სათვალეებს. მათი ტექნოლოგია ვერ შეძლებს VR-ის ჩანაცვლებას და იგი საინტერესო იქნება მხოლოდ გარკვეული ამოცანების შესრულებისას - მაგალითად, ასეთებია ზემოთხსენებული ვიდეოკონფერენციები და 3D-ობიექტების შექმნაზე ერთობლივი სამუშაო პროცესი. https://hi-news.ru/technology/sharoobraznyj-displej-prodemonstriroval-novyj-vid-virtualnoj-realnosti.html
-
- 1
-
-
20 თებერვალს ჰარვარდის იურისპრუდენციის პროფესორთან, Jonathan Zittrain-თან ინტერვიუში Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განიხილა სამომხმარებლო მონაცემების ბლოკჩეინის საფუძველზე ავტორიზაციის შედეგები. ისეთ საკითხებზე საუბრისას, როგორებიცაა მომავლის ტექნოლოგიები და სოციუმი, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ იგი Facebook-ს მადეცენტრალიზებელ ძალად თვლის. მან განაცხადა, რომ მისი თაობის ადამიანები დაინტერესდნენ/ჩათრეულ იქნენ ტექნოლოგიაში, რადგან „იგი ხალხს აძლევს ძალაუფლებას და არა მასობრივ ცენტალიზაციას“. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ განიხილავს ბლოკჩეინის გამოყენების პოტენციურ ვარიანტს, რომლითაც მომხმარებლები შეძლებენ გააკონტროლონ თავიანთი მონაცემები და დაამატა: „რეალურად, იღებთ თქვენს ინფორმაციას, ინახავთ მას რაიმე დეცენტრალიზებულ სისტემაში და გაქვთ შესაძლებლობა შეხვიდეთ სისტემაში შუამავლებისგან გვერდის ავლით“. მარკმა ასევე აღნიშნა, რომ დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის ინტენსიური გამომთვლელი პროცესები საბოლოო ჯამში გადალახული იქნება, თუმცა არსებობს მორალური ქვეტექსტებიც. „ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტად საინტერესო კითხვები ვერ განხორციელდება, ისინი წარმოადგენს უფრო ფილოსოფიურ კითხვებს ამგვარი სისტემის სრულყოფისთვის“. - ცუკერბერგმა ისიც განაცხადა, რომ დეცენტრალიზებული სისტემა შეძლებს მომხმარებლებს მისცეს თავიანთ მონაცემებზე კონტროლის უფრო მეტი საშუალება, თუმცა ამავე დროს შესაძლოა შეიქმნას ბოროტად გამოყენების ალბათობა და ნებისმიერ პრობლემაზე დახმარების გაწევა უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ცენტრალიზებული სისტემის შემთხვევაშია. ცუკერბერგის თქმით, იმის ერთ-ერთი მაგალითი, რომ კომპანია მიიწევს უფრო დეცენტრალიზებული სტრუქტურისკენ - არის შეტყობინებების გაცვლის სერვისში მის მიერ წარმოდგენილი დაშიფვრის სისტემა. მარკმა აღწერა დაშიფვრის უპირატესობები, როგორებიცაა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება და აღნიშნა, რომ „მომხმარებლები Facebook-ისგან ელიან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ტერორისტებმა ვერ შეძლონ ხალხის დარწმუნება ბავშების ექსპლუატაციაში“. მიმდინარე თვეში Facebook-მა შეიძინა Chainspace - პირველი შენაძენი, რომელიც ბლოკჩეინთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, სტარტაპი მუშაობდა ბლოკჩეინის მასშტაბირების პრობლემებზე, კერძოდ, იყენებდა სეგმენტირებას (sharding) სმარტ-კონტრაქტებთან. თუმცა, როგორც ცნობილია, Facebook-მა ხსენებული სტარტაპი პირველ რიგში შეიძინა იმ მიზნით, რომ თავის თანამშრომლებს გამოცდილება და საჭირო უნარები შესძინოს, და არა იმ სერვისებისა თუ პროდუქტებისთვის, რომელსაც Chainspace აწარმოებს. https://cointelegraph.com/news/mark-zuckerberg-considers-blockchain-authorization-of-data-in-recent-interview
-
- 1
-
-
ექსპერტების ჯგუფმა, რომელშიც ჰაკერები და უფლებადამცველებიც შედიან, სახელმწიფოს მოუწოდეს შემუშავდეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ისეთი იარაღის შექმნა და გამოყენება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს - წერს BBC. მეცნიერებისა და უფლებადამცველების განცხადებაში ნათქვამია, რომ იარაღმა, რომელიც მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით კონტროლდება, შეიძლება დახოცოს უდანაშაულო ხალხი, რადგანაც დამოუკიდებლად აირჩევს სამიზნეს. „რა თქმა უნდა, საუბარი არ ეხება მოსიარულე რობოტ-ტერმინატორებს, რომლებიც მსოფლიოს დაპყრობას აპირებენ. ჩვენ გვაშფოთებს უფრო რეალური რამ - ჩვეულებრივი შეიარაღების სისტემები ავტონომიურობის ელემენტებით. დრონები, სამხედრო თვითმფრინავები, რობოტი-დარაჯები, რომელთაც შეუძლიათ დამოუკიდებლად გახსნან ცეცხლი მცირე მოძრაობის დროსაც კი. ეს ყველაფერი ავტონომიური იარაღის წინამორბედია“ - აცხადებს Human Rights Watch-ის დირექტორი მერი უერჰემი. ავტონომიური იარაღის გამოყენებისას ბოლომდე ნათელი არ არის, ვინ არის დამნაშავე იმ შემთხვევაში, თუკი რობოტი გადაწყვეტს უდანაშაულო პირის ლიკვიდაციას - აღნიშნავს სამხედრო ტექნოლოგია Clearpath Robotics-ის ტექნიკური დირექტორი Ryan Gariepy. ალგორითმს, რომელზეც მოწყობილობა მუშაობს, წერენ პროგრამისტები, თუმცა მათ ამოცანას სამხედრო პირები უსახავენ, რომლებიც ხშირად ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულნი იმ ადგილს, სადაც საბრძოლო მოქმედება მიმდინარეობს. მცირე ხნის წინ ქვეყანათა ჯგუფი (მათ შორის აშშ და რუსეთიც) გამოვიდნენ აკრძალვის წინააღმდეგ. მაგალითად, პენტაგონს განზრახული აქვს ხელოვნური ინტელექტის შემუშავება-განვითარებაში უახლოეს წლებში 2 მლრდ დოლარზე მეტი ჩადოს. გარკვეული პერიოდის წინ Google-მა უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო პენტაგონის 10 მლრდ დოლარიან კონკურსში, რომელიც ეხებოდა cloud-გამოთვლებსა და სამხედრო ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას. კომპანიის უარი მისი თანამშრომლების პროტესტით იყო განპირობებული. https://hightech.fm/2019/02/19/stormy
-
ორგანიზაცია Gateway foundation-ის ინჟინრებმა გაახმაურეს აზრი - დედამიწის ორბიტაზე აშენდეს მბრუნავი კოსმოსური სადგური, რომლის იდეაც 50-იან წლებში წამოაყენა ერთ-ერთმა გერმანელმა რაკეტათმშენებლობის ინჟინერმა და მისია „Appolo”-სთვის რაკეტის შემქმნელმა - ვერნერ ფონ ბრაუნმა. ვერნერ ფონ ბრაუნი - გერმანელი მეცნიერი და ინჟინერი, აშშ-ში გადავიდა 1945 წელს. იგი გახდა რაკეტათმშენებლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელობდა Saturn-5-ის აწყობას. ამ რაკეტამ მთვარეზე წაიყვანა Appolo-11-ის ეკიპაჟი და კიდევ რამოდენიმე პილოტირებული აპარატი. შემდგომში ფონ ბრაუნი გახდა NASA-ს მარშალის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის დირექტორი და სწორედ ამ პერიოდში მოახდინა მან ველოსიპედის ბორბლისმაგვარი კონსტრუქციის იდეის პოპულარიზაცია. თუკი რგოლი სივრცეში ბრუნავს, ინერციასა და ცენტრიდანულ ძალას შეუძლიათ შექმნან თავისებური ხელოვნური გრავიტაცია. ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს იარონ კონსტრუქციის იატაკზე ისევე, როგორც დედამიწაზე დადიან და არ მოუწიოთ ფრენა, როგორც ეს ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას ხდება. ამ იდეის რელიზება გადაწყვიტეს Gateway foundation-ის ინჟინრებმა - დაგეგმილია, რომ რგოლის გარშემო განთავსდება კაფსულები, რომელთა შესყიდვაც შეეძლებათ სახელმწიფო და კერძო აეროკოსმოსურ კომპანიებს, რათა იქ შემდგომში კვლევები ჩაატარონ. ზოგიერთი კაფსულა გაიყიდება დედამიწის ყველაზე მდიდარ მაცხოვრებლებზე სურვილისამებრ, ზოგიერთს კი გამოიყენებენ როგორც სასტუმროს ნომრებს კოსმოსური ტურისტებისთვის. მაკავშირებელი განყოფილება განთავსებული იქნება სადგურის ცენტრში - ამ ადგილიდან მოხდება ადამიანებისა და ტვირთის გადანაწილება ლიფტებით კაფსულებისკენ. იდეის ავტორები აპირებენ, რომ ფონ ბრაუნის მბრუნავი სადგურის მშენებლობის თანხა გამოიმუშაონ ლატარეით - ისინი გეგმავენ, რომ პროექტის დაფინანსებაზე მოელაპარაკონ ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ მოგებისას მონაწილეებს ორბიტის მიმართულებით ბილეთები აჩუქონ. ამგვარმა ლატარეებმა გასულ წელს აშშ-ს დაახლოებით 70 მლრდ დოლარის მოგება მოუტანა, მთელ მსოფლიოს კი - 300 მილიარდზე მეტი. ეს თანხა იმაზე ორჯერ მეტია, რაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობაზე დაიხარჯა და ეს მხოლოდ ერთი წლის მოგებაა. https://hightech.fm/2019/02/19/gateway-project
-
- 1
-
-
Samsung-ს დასაკეცი სმარტფონის წარდგენის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა მისი დამატებითი მახასიათებლების შესახებ. Galaxy Fold-ს აქვს დრეკადი უჩარჩოო ეკრანი Infinity Flex Display, რომლის დიაგონალის ზომა 7,3 დუიმს შეადგენს. მისი წყალობით შესაძლებელია პლანშეტი დაიკეცოს და გარდაიქმნას კომპაქტურ სმარტფონად. Galaxy Fold, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი კატეგორიის მოწყობილობად გვევლინება. იგი, როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, თავის თავში აერთიანებს ნოვაციებს მასალებში, დაპროექტებასა და დისპლეების წარმოების ტექნოლოგიებში. მათზე მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამგვარი დრეკადი დისპლეი რომ მიეღო, Samsung-მა შექმნა ახალი პოლიმერული შრე, რომლის წყალობითაც პანელის სისქე ორჯერ შემცირდა, უზრუნველყოფილ იქნა აუცილებელი მოქნილობა, სიმტკიცე და გამძლეობა. კომპანიამ აგრეთვე შეიმუშავა მექანიზმი, რომლითაც სმარტფონი მარტივად იშლება, წიგნივით. მაერთებელი მოდული, რომელიც სმარტფონის კორპუსშია დამალული, საიმედოდ იცავს შიდა დისპლეის ნაწილსა და მექანიზმს დაკეცვისას, უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას ინტენსიური გამოყენების დროსაც კი. საინტერესოა, რომ სმარტფონს არ აქვს დისპლეიზე ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერი, იგი იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ცერა თითი ხვდება მოწყობილობის ხელში ჭერისას. ამავე ადგილასვეა განთავსებული ლოგოტიპიც. სმარტფონში გამოყენებულია განსაკუთრებული სირთულის კვების სისტემა ორი ბატარეით. Galaxy Fold-ს აქვს სწრაფი უსადენო დატენვის რეჟიმი, აგრეთვე შესაძლებელია უსადენო რეჟიმში დაიტენოს სხვა თავსებადი მობილური მოწყობილობებისგან. ახალი კონსტრუქცია სასარგებლო იქნება იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია მოზრდილი ეკრანით სარგებლობა. დარეკვის ან შეტყობინებაზე პასუხის გასაცემად საკმარისია ფრონტალური პანელის გამოყენება. ხოლო როცა საჭიროა ერთდროულად რამოდენიმე აპლიკაციაზე მუშაობა ან რაიმეს ყურება - შეგიძლიათ გამოიყენოთ ფართე დისპლეი. სმარტფონს უნიკალური სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, რომელიც ახალი შესაძლებლობებისა და სმარტფონის მთელი პოტენციალის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მაგალითად, შესაძლებელია ერთდროულად სამი აპლიკაციის გახსნა. პლატფორმას ორმაგი ეკრანის მხარდაჭერა აქვს: ინტერფეისი საშუალებას იძლევა მარტივად გადაერთოს გარე დისპლეი შიდაზე და პირიქით. Samsung-ი პირობას იძლევა, რომ მოახდენს პოპულარული აპლიკაციების ოპტიმიზაციას მოწყობილობის ფორმატის შესაბამისად. მოწყობილობას აქვს მძლავრი, 7-ნანომეტრიანი რვაბირთვიანი პროცესორი და 12 გბ ოპერატიული მეხსიერება. შესაძლებელია სმარტფონის მიერთება დოკ-სადგურთან - Samsung DeX-თან. მოწყობილობას აგრეთვე აქვს Bixby-ს, Knox-ის, Samsung Pay-სა და Samsung Health-ის მხარდაჭერა. Galaxy Fold-ის ტექნიკური მახასიათებლები: ძირითადი ეკრანი: 7,3” QXGA+ Dynamic AMOLED (4.2:3); ფრონტალური ეკრანი: 4,6" HD+ Super AMOLED (21:9); პროცესორი: 7-ნმ ჩიპი / რვა 64-bit CPU; ბატარეა: მოცულობა 4380 მილიამპერი/სთ (სადენიანი დატენვის - QC2.0 და AFC მხარდაჭერა, ასევე უსადენო დატენვა - WPC და PMA); ოპერატიული მეხსიერება: 12 გიგაბაიტი LPDDR4x; ფლეშ-მოდული: 512 გბ UFS3.0. ფრონტალური კამერა დაკეცვისას: 10 მეგაპიქსელი f/2,2; ფრონტალური კამერა გახსნილი მდგომარეობისას: 10 მეგაპიქსელი f/2,2 + 8-მპ RGB-კამერა - f/1,9; ძირითადი კამერა: 16-მპ სუპერფართე ფორმატიანი f/2,2; 12-მპ ფართეფორმატიანი, OIS, f/1,5 ან f/2,4; 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო, OIS, f/2,4; ოპერაციული სისტემა: Android 9.0 Pie საკუთარი ინტერფეისით. Samsung Galaxy Fold გამოვა შემდეგ ფერებში: Space Silver, Cosmos Black, Martian Green და Astro Blue. სმარტფონის ფასი 1980 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/983140
-
- 1
-
-
ილონ მასკი ცნობილია გაბედული პროგნოზებით. მან ამჯერად პასუხი გასცა ყველას, ვისაც ეჭვი ეპარებოდა მის შესაძლებლობებში, რომ მსოფლიოს მძღოლებისგან გაათავისუფლებდა: გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ელექტრომობილებში სრული ავტონომიურობის ფუნქციის დამატება დასრულდება 2019 წლის ბოლოსთვის, 2020 წლის ბოლოს კი, მისი თქმით, ფუნქცია იმდენად განვითარდება, რომ მძღოლი შეძლებს ძილს, სანამ ელექტრომობილი მას პარკირების ადგილამდე მიიყვანს. „ვფიქრობ, რომ სრული ავტონომიურობის ფუნქციის შემუშავებას მიმდინარე წელს დავასრულებთ. ავტომობილი შეძლებს გიპოვოთ პარკირებაზე, წაგიყვანოთ და მიგიყვანოთ დანიშნულების ადგილამდე მართვაში ჩარევის გარეშე“ - განაცხადა მასკმა. „ამაში დარწმუნებული ვარ. ეს უდავოა“. დღესდღეობით, Tesla-ს მომხმარებლებს, რომლებიც თანახმანი არიან გადაიხადონ დამატებით 5 ათასი დოლარი, შეუძლიათ განბლოკონ ავტოპილოტის გაფართოებული ვერსია (Enhanced Autopilot) თავიანთ ელექტრომობილებში. ამ ტექნოლოგიის წყალობით მანქანა გადის გზაზე, მძღოლს სთავაზობს შეიცვალოს ან შეინარჩუნოს მოძრაობის ზოლი, ეხმარება ნავიგაციაში გზებისა და მოსახვევების კარნახით. ყოველ შემთხვევაში, ასეა მოცემული მძღოლებისთვის განკუთვნილ ინსტრუქციაში. თუმცა Tesla-ს ელექტრომობილებს არ შეუძიათ იარონ სადაც სურთ - არ მოძრაობენ სამუშაო გზებზე, პარკინგზე, ქალაქში. მასკი დიდი ხანია ამბობს, რომ ეს ერთხელაც აუცილებლად მოხდება. 2016 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ გადაეხადათ ზედმეტად 3 ათასი დოლარი „სრული ავტონომიურობის“ ფუნქციისთვის, რომელიც დანაპირების მიხედვით ერთხელაც განიბლოკებოდა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისას. 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ გამოშვებულ ყველა ელექტრომობილს ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა ამ ფუნქციისთვის. 2017 წლის იანვარში მასკმა განაცხადა, რომ ამ ფუნქციის ელემენტების გამოშვება 3-6 თვეში დაიწყებოდა. ვერც ეს შესრულდა: მასკი გვპირდება - ინჟინრები ვერ ასწრებენ. თვითმართვადი რეჟიმის საკითხის გადახედვა მშვენიერი სიახლეა იმ მომხმარებლებისთვის, ვინც თვეობით ან წლობით ელოდა ფუნქციის გააქტიურებას. ასეა თუ ისე, მასკი ამბობს, რომ კომპანიას კიდევ ერთი წელიწადი დასჭირდება, რომ მისი კომპანიის ავტომობილები სრულიად ავტონომიური გახდეს. სანამ მასკი თამამ პროგნოზებს აკეთებს ავტონომიური ტექნოლოგიის შესახებ, Tesla-ს კონკურენტები სხვა მიმართულებით მიიწევენ და აცხრობენ თავიან პირვანდელ აგრესიულ მიზნებს: გასულ წელს Waymo-მ შეაჩერა ავტონომიური ტაქსების გამოშვების სერვისი და განაცხადა, რომ ავტონომიური მობილი ჯერჯერობით არ არის მზად ფართო პუბლიკაში გასასვლელად - საჭესთან აუცილებლად უნდა დარჩეს მძღოლი უსაფრთხოებისთვის. ეს ტექნოლოგია მეტად რთულია - განაცხადა Waymo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. აგრეთვე, General Motors-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს გამოუშვებს საკუთარ ავტონომიურ ტაქსებს, თუმცა არ იცის ზუსტად როდის და სად. Uber-ის გეგმებიც იცვლება - კომპანია ცდილობს თავი გაიმართლოს შარშანდელ კატასტროფაზე, რომლის შედეგადაც არიზონაში მცხოვრები ქალი დაიღუპა. კომპანიები - Nuro და Aurora თავიანთ ტექნოლოგიებზე სიფრთხილითა და ხმამაღალი განცხადებების გარეშე მუშაობენ. https://hi-news.ru/technology/ilon-mask-polnostyu-samoupravlyaemye-tesla-poyavyatsya-v-2020-godu.html
-
- 1
-
-
თანამედროვე ცათამბჯენები უკვე გახდნენ ეპოქის ნამდვილი სიმბოლოები და არა უბრალო შენობა-ნაგებობები. მათში გაერთიანებულია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური და არქიტექტურული მიღწევები. დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს კომპანია Foster + Partners-ის პროექტი, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო სრულიად უჩვეულო ცათამბჯენზე მუშაობა. ეს შენობა არ საჭიროებს წყლის კომუნიკაციებს. საჭირო წყალს იგი წვიმისგან მიიღებს. ამასთან, შენობას სხვა ფრიად საინტერესო განსაკუთრებულობებიც გააჩნია. ხსენებული ცათამბჯენი აშენდება კომპანია China Merchant Bank HQ-სთვის და განთავსდება ჩინეთის ქალაქ შენჟენში. შენობის სიმაღლე იქნება 300 მეტრი და მას ექნება ძირითადად საოფისე დანიშნულება. ნაგებობის მთლიანი ფართობი 130 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. საინტერესოა, რომ დამხმარე სტრუქტურული ელემენტები განლაგებული იქნება აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრთებზე, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს შიდა სივრცე იმის ხარჯზე, რომ შიგნით არ იქნება სვეტები. შენობის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება შემდეგში: კომპანია Foster + Partners-ი ძირითად აქცენტს აკეთებს ხსენებული ცათამბჯენის „ავტონომიურობაზე“. როგორც არქიტექტორები აცხადებენ, წყლის შეგროვების განსაკუთრებული სისტემა საშუალებას იძლევა შეგროვდეს და შეინახოს წვიმის წყლის 70%, რითიც უზრუნველყოფილი იქნება მთელი შენობა. ეს ყველაფერი არ არის: შენობას აქვს მზის სითბოს აკუმულირების სისტემაც, რაც საშუალებას იძლევა გათბეს შენობა და წინასწარ შეგროვებული წყლის მარაგიც. „შენობა იქნება ბანკის უმაღლესი სტატუსის სიმბოლო, რომელიც მოიცავს ძლიერ მემკვიდრეობასა და მომავლის მტკიცე ხედვას“ - განაცხადა Foster+Partners-ის ხელმძღვანელმა გრანტ ბრუკერმა. შენობა დაკავშირებული იქნება მეტროსთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროსთან. ამასთან, ცათამბჯენის დაფინანსებაში მონაწილეობას იღებს ჩინეთის ხელისუფლებაც, რაც მეტად რეალურს ხდის მის რეალიზებას. https://hi-news.ru/eto-interesno/v-kitae-vozobnovili-stroitelstvo-avtonomnogo-neboskreba.html
-
იმისათვის, რომ შემცირდეს ნარჩენები და პლანეტა გლობალური დათბობისგან დაიცვან, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცდილობს გადავიდეს ენერგიის განახლებად წყაროებზე. ამისათვის აგებენ მზისა და ქარის ელექტროსადგურებს, რომლებიც დედამიწის ფართობის დიდ ნაწილს იკავებს. თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ ამგვარ წყაროებს არ შეუძლიათ შეაჩერონ კლიმატური კატასტროფა ისე სწრაფად, როგორც საჭიროა - ნარშირბადის კონცენტრაცია ძალიან ნელი ტემპით შემცირდება. ამგვარად, მზის და ქარის ენერგიის საუკეთესო ალტერნატივად ითვლება ბირთვული ენერგია და ამაზე საუბრობენ როგორც მეცნიერები, ასევე ცნობილი პირები, მაგალითად ბილ გეითსი. იანვრის დასაწყისში პოლიტოლოგმა ჯოშუა გოლდშტეინმა და ენერგეტიკოსმა სტეფან კვისტმა გამოაქვეყნეს ესსე, რომელშიც ახსენეს კლიმატოლოგების ყველაზე საშინელი პროგნოზი: კლიმატში გარდამტეხი მომენტი დადგება 30 წელში. მეცნიერები თვლიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მსოფლიოს ყველა ქვეყანა გერმანიის მაგალითს მიბაძავს და დანერგავს რაც შეიძლება მეტ განახლებადი ენერგიის წყაროს, სამყაროს 150 წელიწადზე მეტი დასჭირდება, რომ პლანეტა ნორმალურ პირობებში მოექცეს. მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ქარისა და მზის ელექტროსადგურების აშენებისთვის საჭირო იქნება დედამიწის ფართობის დიდი ნაწილის დაკავება. მსოფლიოს სჭირდება ელექტროენერგიის უსაფრთხო წყარო, რომელიც ძალიან სწრაფად გახდება უზარმაზარი მასშტაბის მქონე და უზრუნველყოფს უწყვეტ ელექტრომომარაგებას მიუხედავად ამინდისა - თანაც ეს უნდა მოხდეს ელექტროენერგიის წარმოებისთვის განკუთვნილი არეალის გაფართოების გარეშე. გოლდშტეინი და კვისტი მიიჩნევენ, რომ ბირთვული ენერგია ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. მათი აზრით, ჩერნობილის კატასტროფის შემთხვევამ მეტად შეუშალა ხელი ბირთვული ენერგეტიკის განვითარებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება ერთად ერთი შემთხვევაა ბოლო 60 წელიწადში და მან იმაზე ნაკლები ადამიანი შეიწირა, ვიდრე სხვა საწარმოო ავარიებმა. ისინი აგრეთვე თვლიან, რომ ბირთვული ენერგეტიკა გამოჰყოფს იმდენად მცირე ნარჩენებს, რომ ისინი უბრალო ქილაშიც კი ჩაეტევა. ბირთვული ენერგიის აქტიურად გამოყენების მომხრეა ბილ გეითსიც. თავის 2019 წლის მიზნებში მან ჩაინიშნა აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმება ბირთვული ენერგიის გამოყენების გაზრდის შესახებ. 2018 წლის აგვისტოში მან გაახმაურა განზრახვა, რომ სურდა აეშენებინა მინიატურული ბირთვული რეაქტორები - ე.წ. TerraPower-ები, თუმცა ხელისუფლებამ მას არ მისცა ამის განხორციელების ნება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. https://hi-news.ru/science/uchenye-yadernaya-energiya-edinstvennoe-spasenie-ot-klimaticheskoj-katastrofy.html
-
- 1
-
-
საკონსულტაციო კომპანია Cambridge Associates-ის თანახმად, კრიპტოვალუტა წარმოადგენს საიმედო ინვესტიციას ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ბოსტონური კომპანია Cambridge Associates, რომელიც სპეციალიზებულია საპენსიო და სადაზღვევო საკითხებსა და შემოწირულობებში, თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც ერთობლივად კონსულტაციას უწევენ 300 მლრდ დოლარზე მეტ თანხას. ამჟამად გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ჩანაწერში, რომელიც კომპანიის ანალიტიკოსების მიერაა მომზადებული, ნათქვამია: „სირთულეების მიუხედავად, ვთვლით, რომ ინვესტორებმა უნდა დაიწყონ ამ სფეროს კვლევა დღესვე და ორიენტირდნენ გრძელვადიან პერსპექტივაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინვესტიციები დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, ზოგიერთ მათგანს თავისუფლად შეუძლია გადაატრიალოს ციფრული სამყარო“. 2018 წლის კრიპტოვალუტების ბაზრის ვარდნის შეფასებისას ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კრიპტო ინდუსტრიის საინვესტიციო ლანდშაფტი ჯამში დამაჯერებლად გვიჩვენებს, რომ „ინდუსტრია კი არ ირყევა, ვითარდება“. დოკუმენტში შემოთავაზებულია რეკომენდაციები პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საჭიროა მათ გულმოდგინედ შეისწავლონ და გაითავისონ სფერო, შეისწავლონ სხვადასხვა საინვესტიციო მარშრუტები - არალიკვიდური ვენჩურული კაპიტალის ფონდებთან მუშაობით დაწყებული - კრიპტო ბირჟებზე პირდაპირი spot market-ვაჭრობით დამთავრებული. შეტყობინების თანახმად, ციფრული აქტივების მართვის საინვესტიციო ფონდმა Grayscale Investments-მა აჩვენა, რომ ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისგან კაპიტალის შემოდინება იზრდება. Golddman Sachs-ის ყოფილი პარტნიორი და Galaxy Digital ბანკის დამფუძნებელი Mike Novogratz პროგნოზირებს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება - კრიპტოინდუსტრია საბოლოო ჯამში დაექვემდებარება სტრუქტურულ ძვრას „სახალხო რევოლუციიდან ინსტიტუციონალიზებამდე“. ცნობების თანახმად, პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტის, Yale University-ს 30 მლრდ დოლარის ოდენობის ფონდი იყო ერთ-ერთი, ვინც ოქტომბერში დახმარება გაუწია ახალ მსხვილ, კრიპტოვალუტებზე ფოკუსირებულ ფონდს 400 მლნ დოლარის შეგროვებაში. https://cointelegraph.com/news/cryptocurrencies-may-upend-the-digital-world-says-institutional-investor-consultancy
-
- 1
-
-
სტაბილური მონეტები (Stablecoin) გადამწყვეტ როლს ითამაშებს კრიპტო ტექნოლოგიების დანერგვაში - ნათქვამია კალიფორნიული stablecoin-სტარტაპის - Reserve-ის ანგარიშში, რომელიც 20 თებერვალს გამოქვეყნდა. ანგარიშის სათაურია - „Stablecoin-ების მდგომარეობა 2019 წელს: ჰაიპი (Hype) რეალობის წინააღმდეგ სტაბილური, გლობალური ციფრული ფულის შეჯიბრში“. მოხსენება დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულ იქნა კრიპტოვალუტებისა და Stablecoin-ების 40 კომპანიისგან. ანგარიშის ავტორია ჯორჯ სამანი (George Samman) - მრჩეველი ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში. დოკუმენტის თანახმად, სამანს „დავალებული ჰქონდა გამოეკვლია Stablecoin-ის ლანდშაფტი, ვითარება, შემდეგ კი დამოუკიდებლად ეცნობებინა თავისი დასკვნები უფრო ფართო ინდუსტრისთვის“. ანალიზი წარმოდგენილია სფეროს მსხვილი მოთამაშეებით, მათ შორისაა Reserve, Arrington XRP Capital და Blocktower. კვლევაში გაანალიზებულია Stablecoin-ების ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც, ავტორის აზრით, ხელს შეუწყობს კრიპტო ტექნოლოგიის მასობრივ დანერგვას: „სხვადასხვა Stablecoin-ების, სტაბილური, მდგრადი ფასის კრიპტოვალუტების, აქტივებით უზრუნველყოფილი კრიპტოების და ა.შ განვითარება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ეს ეკონომიკა მიაღწევს მასობრივ დანერგვას“. გარდა ამისა, ავტორები თვლიან, რომ ჰიპერინფლაციის პირობებში არსებული განვითარებადი ქვეყნები, ისეთები როგორებიცაა ვენესუელა და ანგოლა, პირველები იქნებიან, ვინც მიიღებენ და დანერგავენ Stablecoin-ებს, მათ კი სხვები მიბაძავენ. Stablecoin-ს აქვს პოტენციალი - გახდეს მრავალმილიონიანი მოგების ბაზარი - ნათქვამია ანგარიშში. მოხსნებაში აღნიშნულია იმ მსხვილი კომპანიების პოტენციური როლიც, რომლებიც მონაწილეობენ Stablecoin-ების დანერგვაში. ამგვარია მაგალითად Facebook-ი. გასული წლის ბოლოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელების გიგანტი განიხილავს შესაძლებლობას - გამოუშვას საკუთარი Stablecoin-ი WhatsApp-ის მომხმარებელთათვის. რაც შეეხება Stablecoin-ების უახლოეს მომავალს, ავტორები თვლიან, რომ ამერიკული დოლარი გახდება „ყველაზე ტოკენიზებული ლიკვიდური აქტივი კრიპტოვალუტების სივრცეში უახლოეს 12-24 თვეში“. მეორე მხრივ მოხსენებაში მოცემულია, რომ თუკი მასობრივად მიღებული Stablecoin-ები დოლარზე იქნება მიბმული, ამან შესაძლოა გაზარდოს fiat-ფულის საერთო მოცულობა და ამგვარად ხელი შეუწყოს ინფლაციასა და შემდგომ არასტაბილურობას. ანგარიშის თანახმად, სტაბილური ფასის მქონე მონეტები დიდი ალბათობით დამყარებული იქნება/უნდა იყოს სხვადასხვა სახის აქტივებზე. ავტორები აღწერენ მომავალი Stablecoin-ების იდეალურ მოდელს: „იდეალურ Stablecoin-ს უნდა შეეძლოს წინ აღუდგეს ბაზრის არასტაბილურობას, იყოს ხელმისაწვდომი ღირებულების დიაპაზონის ფარგლებში, ჰქონდეს ადვილად გასაგები სტაბილურობის პარამეტრები, ტრეიდერებისა და ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის ადვილი უნდა იყოს მასზე დაკვირვება“. მსხვილი კრიპტო-ენთუზიასტები ფსონს დებენ Stablecoin-ებზე - როგორც ნაკლებად არასტაბილურ და უფრო მეტად პროგნოზირებად ვალუტებზე, რომელთაც შეუძლიათ მიიპყრონ ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების ყურადღება. ტყუპი Winklevoss-ები, რომლებმაც საკუთარი, დოლარით გამყარებული Stablecoin-ი გამოუშვეს - the Gemini dollar (GUSD), თვლიან, რომ Stablecoin-ები და ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდები - ესაა კრიპტოვალუტების მომავალი. შვეიცარიის Bitcoin-ის ასოციაციის (Bitcoin Association) გუნდის წევრმა Luzius Meisser-მა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ „Stablecoin-ები წინაპირობაა საშუალო დონის კომპანიებისთვის, რათა მათ თავიანთი თავი წარადგინონ ბლოკჩეინში“. გასულ კვირას ამერიკულმა ფინანსურმა გიგანტმა JPMorgan Chase-მაც განაცხადა, რომ მუშაობს საკუთარ Stablecoin-ზე, სახელად - JPM Coin, რომელიც გამყარებულია აშშ დოლარით. https://cointelegraph.com/news/stablecoins-to-play-key-role-in-crypto-adoption-says-new-report
-
- 1
-
-
კომპანია OpenAI-იმ, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ილონ მასკი გახლავთ, განაცხადა, რომ შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც განკუთვნილია მოცემული დავალების მიხედვით ტექსტების წერისთვის. ითვლებოდა, რომ იგი შეძლებდა ტექსტების თარგმნას სხვადასხვა ენაზე, უპასუხებდა კითხვებს და შეასრულებდა სხვა სასარგებლო ამოცანებს, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ იგი შესაძლოა უკიდურესად სახიფათო იყოს, თუკი იგი ბოროტმოქმედების ხელში მოხვდება. ამის გამო კომპანიამ გადაწყვიტა საზოგადოებას მხოლოდ მისი შეზღუდული ვერსია გააცნოს, ორიგინალი კი მკაცრად გასაიდუმლოებული შეინახოს. კომპიუტერული მოდელის სახელწოდებაა GPT-2 და მისი სწავლება განხორციელდა 8 მლნ ვებ-გვერდის საფუძველზე. მათზე დაწერილი ტექსტები საფუძვლად ემყარება ახალ მასალებს: მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეთხზას მთლიანი ესსე თემაზე, თუ რა დადებითი მხარეები აქვს ნაგვის გადამუშავებას, ან დაწეროს ფენტეზის სტილის მოთხრობა „ბეჭდების მბრძანებლის“ სტილში. თუმცა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სისტემა ასევე შესანიშნავად ართმევს თავს ცრუ სიახლეების წერას ცნობილ ადამიანებზე, კატასტროფებზე და ომებზეც კი. მოცემული მომენტისთვის ტექსტის გენერაციისთვის საჭირო ინსტრუმენტის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ მწარმოებლებისთვისა და MIT Technology Review-ს რამოდენიმე ავტორისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სისტემა არ იქნას გამოყენებული არაკონტროლირებადი ყალბი სიახლეების შესაქმნელად და გასავრცელებლად, გადაწყვეტილ იქნა არ გახდეს სრული ვერსია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ენობრივი მოდელი ჯერჯერობით იდეალური არ არის: სისტემა ზოგჯერ შეცდომებს უშვებს: იმეორებს ტექსტის ზოგიერთ ფრაგმენტს, არაბუნებრივად ცვლის თემებს. მაგალითად, ტესტირების ერთ-ერთ ეტაპზე სისტემამ დაწერა ცეცხლზე, რომელიც წყალში იწვის. Open AI-ის დირექტორის თქმით, ამგვარი ალგორითმი შეძლებს გადაიქცეს ხალხის დაბნეულობაში შეყვანის მასიურ საშიშ იარაღად. ზოგიერთი კრიტიკოსი კი დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიას არანაირი საფრთხე არ გააჩნია, კომპანია კი უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობს. https://hi-news.ru/technology/razrabotan-samyj-opasnyj-iskusstvennyj-intellekt-v-mire-chto-on-umeet.html
-
- 2
-
-
დედამიწა მდიდარია ძვირფასი ქვებით, თუმცა შორეული პლანეტების ძვირფასეულობასთან შედარებით მისი რესურსები უმნიშვნელოა. სწორედ ასეთი „საგანძურის კიდობნები“ იპოვეს შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ისინი თვლიან, რომ აღმოჩენილი პლანეტების განლაგება და შემადგენლობა საუკეთესო ხელშემწყობი ფაქტორებია, რათა მათზე ადვილად განვითარდეს ძვირფასი ქმნილებები, მაგალითად, საფირონები და რუბინები. ამჟამად მეცნიერებმა ჯერჯერობით მხოლოდ სამი პლანეტა აღმოაჩინეს, რომლებზეც უამრავი ძვირფასი ქვა მოიპოვება. პირველი მათგანის სახელწოდებაა HD 219134 b და დედამიწისგან 21 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. იგი კასიოპეას თანავარსკვლავედში მდებარეობს. მეორე პლანეტას ეწოდება 55 Cancri და მისგან 41 სინათლის წელიწადი გვაშორებს. მესამე - WASP-47 - ყველაზე შორსაა: მასთან მისაღწევად 870 სინათლის წელიწადია საჭირო. პლანეტები ფორმირებულია მტვრისა და აირებისგან, რომლებიც ელექტროსტატიკური ენერგიისგან შეგროვდა. ნაწილაკები გროვდებოდა მანამდე, სანამ არ შეიძინეს ძალა - მიეზიდათ უფრო მსხვილი ნაწილაკები სრულფასოვან პლანეტად ჩამოყალიბებისთვის. შემდეგ მათზე განვითარდა ისეთი ელემენტები, როგორებიცაა სილიკონი, რკინა და მაგნიუმი. სამივე პლანეტა დიდი რაოდენობით ლითონებისა და მათი ნაერთებისაგან შედგება. ეს პლანეტები განსხვავებულია იმით, რომ ისინი მოძრაობენ თავიანთი განვითარების ადგილის ირგვლივ და მზის სისტემის პლანეტებისაგან რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობა გააჩნიათ. მაგალითად, დედამიწის ბირთვი შედგება რკინა-ნიკელის ნადნობისგან, ამ პლანეტების ბირთვები კი მდიდარია კალციუმითა და ალუმინით. ეს ფაქტი ბევრად ზრდის იმის ალბათობას, რომ მათზე მრავლადაა საფირონები და რუბინები, რომლებიც ალუმინის ოქსიდისგან ფორმირდება. ამ პლანეტების შემადგენლობის განსხვავებულობა კომპიუტერული მოდელირებით დადასტურდა, რომელსაც ახორციელებდა ასტროფიზიკოსების გუნდი. კვლევამ აჩვენა, რომ პლანეტების სიმჭიდროვე 10-20%-ით ნაკლებია დედამიწისაზე, პლანეტები - 55 Cancri e და Wasp-47 კი იმდენად ცხელია, რომ მათი ატმოსფერო უბრალოდ დაიწვა. აგრეთვე გაჩნდა ვარაუდი, რომ HD 219134 b ლურჯ-წითლად იმიტომ ანათებს, რომ მასზე დიდი რაოდენობით ძვირფასი ქვებია. ვარაუდი, რომ 55 Cancri e უზარმაზარ ალმასს ჰგავს, ჯერ კიდევ 2012 წელს გაჟღერდა ჟურნალში - Astrophysical Journal Letters. ითვლებოდა, რომ ძვირფასეულობა ჩამოყალიბდა სილიკონის კარბიდის, სილიკატებისა და მასიური რკინის ბირთვის ნახშირბადთან ურთიერთქმედების შედეგად. თუმცა შემდგომმა კვლევებმა არ დაადასტურა მასში ნახშირბადის არსებობა. https://hi-news.ru/space/uchenye-nashli-novyj-tip-planet-sostoyashhix-iz-dragocennyx-kamnej.html
-
- 2
-
-
-
ბრაუზერ Google Chrome-ის ერთ-ერთ სამომავლო ვერსიაში სისტემა მიიღებს დამატებით დაცვას პრივატული რეჟიმისთვის. ამის შემდეგ ვებ-გვერდები ვეღარ შეძლებენ განსაზღვრონ რეჟიმ „ინკოგნიტოს“ აქტიურობა, ვეღარ შეიტყობენ - მომხმარებლები საიტს ჩვეულებრივი რეჟიმით ათვალიერებენ თუ პრივატულით. საქმე იმაშია, რომ უამრავ მომხმარებელს ურჩევნია „ინკოგნიტო“რეჟიმის გამოყენება სისტემური თვალთვალისა და კონტექსტური რეკლამებისგან დასამალად. თუმცა საიტების მფლობელებმა სწრაფად იპოვეს გამოსავალი. როგორც აღმოჩნდა, Google Chrome პრივატულ რეჟიმში იყენებს API FileSystem-ინტერფეისს მონაცემთა შესანახად. „ინკოგნიტო“ რეჟიმის გამოყენებისას ეს ფუნქცია გამოირთვება, რათა არაფერი იქნას კომპიუტერში შენახული. თუმცა იგი ცალსახად უჩვენებს, ჩართულია თუ არა პრივატული რეჟიმი. ახალ ვერსიაში მოსალოდნელია, რომ მონაცემები განთავსდება ოპერატიულ მეხსიერებაში და არა დისკზე. ეს საშუალებას მისცემს გამოყენებულ იქნას API FileSystem ოპერატიული მეხსიერების ვირტუალურ განყოფილებაში, ანუ, საიტები ვერ შეძლებენ განსაზღვრონ, რომელი რეჟიმით სტუმრობს მათ მომხმარებელი. სამომავლოდ იგეგმება ამ პროგრამულ ინტერფეისზე საერთოდ უარის თქმა, თუმცა თავდაპირველად მწარმოებლებს სურთ მოიცადონ და დააკვირდნენ, თუ როგორ გააუმჯობესებს სიტუაციას ახალი მიდგომა. ამგვარი შესაძლებლობის მქონე პირველი ვერსია იქნება Chrome 74. დიდი ალბათობით, ეს ვერსია მიიღებს დაცვას დამატებითი ფუნქციის სახით. მოგახსენებთ, რომ ბრაუზერის ერთ-ერთ სამომავლო ვერსიაში გამოჩნდება გზავნილის ტექსტის ნაწილად ან სიტყვად ფორმირების ფუნქცია. ამისათვის მოხდება შესაბამისი სიმბოლოების კოდირება მისამართის ზოლში. ამ მომენტისთვის ამ შესაძლებლობას ტესტავენ Chrome Canary-ში, თუმცა სამომავლოდ იგი ალბათ Chromium-ს ბაზაზე არსებულ ბრაუზერებში (მათ შორის შესაძლოა Firefox-შიც) გამოჩნდება. https://3dnews.ru/982989
-
- 1
-
-
კომპანია ZOTAC-მა განაცხადა, რომ უშვებს ვიდეობარათს საფირმო წყლით გაგრილების სისტემით - ArcticStorm. კომპანია თავის პროდუქტს ახასიათებს საუკეთესო გადაწყვეტილებად რეალური და ვირტუალური სამყაროსთვის: RTX 2080 Ti ბარათის საუკეთესო ვერსია რეალურ სამყაროში საუკეთესო ვირტუალური შთაბეჭდილებების მისაღებად. გაგრილების უნიკალური სისტემის გარდა ახალი ბარათის ღირსებად მიიჩნევა 16+4 პინიანი გაძლიერებული კვების ქვესისტემა. წყლის ბლოკის უნიკალური დიზაინი შემუშავებულია ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელშიც ლაზერული გრავირებაა გამოყენებული. გამჭვირვალე აკრილის ბლოკზე გამოსახული გრავირებული გამოსახულებები საშუალებას იძლევა აირეკლოს სინათლე და ანარეკლები მთელ ფართობზე გავრცელდეს. შედეგად ფორმირებულია სისტემის ელეგანტური დიზაინი. სინქრონიზებადი განათება შექმნილია SPECTRA 2.0 ტექნოლოგიით, მასში გამოყენებულია მძლავრი RGB განათებები, რომლებიც იმართება უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის - FireStorm-ის მეშვეობით. სიმკვეთრისა და განათების რეჟიმების რეგულირება შესაძლებელია დამოუკიდებლად ორ სხვადასხვა ზონაში, აგრეთვე შესაძლებელია მათი მუშაობის ერთად სინქრონიზება. განათების სისტემა აღჭურვილია ინტეგრირებული მეხსიერებით პარამეტრების შესანახად. ვიდეო ბარათში გამოყენებულია სისტემა POWER BOOST - სპეციალური ჩიპი (როგორც მას უწოდებს მწარმოებელი აღწერაში), რომელიც განკუთვნილია კვების ქვესისტემის მუშაობის სტაბილურობის ამაღლებისთვის. წყლის ბლოკის კონსტრუქციაში გამოყენებულია სპილენძის მონიკელებული გამაგრილებელი ბლოკი 0.3 მილიმეტრიანი მიკროარხებით მაღალი სიზუსტით დამუშავებისთვის. ბარათის სიგრძე 295 მილიმეტრს შეადგენს, პორტების ნაკრებიდან აღსანიშნავია სამი DisplayPort, HDMI და USB-C პორტი. ZOTAC GAMING GeForce RTX 2080 Ti ArcticStorm ბარათი აწყობილია ფლაგმანურ GPU-სთან - NVIDIA TU102-300 (4352 CUDA-ბირთვი) კავშირში, აქვს 11 გბ GDDR6-მეხსიერება. წყლის ბლოკი მთლიანად ფარავს PCB-დაფის წინა მხარეს და აგრილებს არა მხოლოდ გრაფიკულ პროცესორს, არამედ მეხსიერების მიკროსქემას და 16+4 ფაზიან VRM ზონას. უფრო მეტად ეფექტური მუშაობისთვის გამოყენებულია ტექნოლოგია Direct Copper Contact. სიჩქარის მაჩვენებლებს რაც შეეხება, იგი ეტალონური სიხშირეების შესაბამისია: 1350 / 1545 მჰც GPU-ის სიხშირე და 14 000 მჰც - მეხსიერების. ბარათი ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://overclockers.ru/blog/molexandr/show/24362/rtx-2080-ti-arcticstorm-unikalnaja-videokarta-ot-kompanii-zotac https://ru.gecid.com/news/videokarta_zotac_gaming_geforce_rtx_2080_ti_arcticstorm/
-
ინტერნეტ-გამომცემლობა Business Insider-მა გამოაქვეყნა ამ დროისთვის არსებული, მისი აზრით საუკეთესო ოცი სმარტფონის რეიტინგი. როგორც ჩამონათვლის ავტორები აღნიშნავენ, სიაში უმეტესად 2018 წელს გამოსული სმარტფონებია შესული, რადგან 2019 წლის მთავარი სიახლეების პრემიერები ჯერ არ შემდგარა სიის შექმნისას. 20. BlackBerry Key2 BlackBerry Key2 ― იგი ჩამონათვალიდან ერთ-ერთი უნიკალური სმარტფონია, რადგანაც ფიზიკური კლავიტურა გააჩნია. კლავიატურამ ეკრანის დიდი ნაწილი „მიითვისა“, ასე რომ იგი ძირითადად BlackBerry-ს ფანატებს მოეწონებათ, ჩვეულებრივი სმარტფონების მყიდველებს კი პირიქით - განსაკუთრებით მათ, ვისაც უჩარჩოო დიზაინი იზიდავს. 19. Moto Z3 Moto Z3 - მისი კორპუსი 6,8 მმ სისქისაა და აქვს Moto Mods-ის მხარდაჭერა - უკანა პანელზე დამატებული გაფართოების მოდულები. მათ შორის შესაძლებელია აირჩიოთ პროექტორი, დინამიკი, დამატებითი ბატარეა და ა.შ. აგრეთვე - 5G ადაპტერი. 18. Moto G6 ამ მოდელს ყველაფერი აქვს, რაც მისი ფასის სეგმენტის სმარტფონს სჭირდება, ხოლო თუ ეს საკმარისი არაა, შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ შედარებით ძვირ მოდელზე - Moto G7. 17. Apple iPhone 7 Plus iPhone 7 და 7 Plus უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც გაყიდვაშია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ Apple-მა მათი ფასი დაწია, ისევ არ დაუკარგავთ აქტუალურობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორი ის გახლავთ, რომ სმარტფონები იღებენ ყველა განახლებას მათზე ახალი მოდელების მსგავსად. 16. Samsung Galaxy S8 და S8 Plus ეს ორი ექს-ფლაგმანი, როგორც Business Insider-ი წერს, უკვე აღარაა ისეთი მიმზიდველი, როგორც ადრე. მათ შემდეგ უკვე გამოვიდა S9 სერია, სულ მალე კი S10 გამოვა. ერთადერთი პლუსი მათთვის, ვინც 2019 წელს ამ მოდელებს შეიძენს, არის მათი შემცირებული ფასი. 15. HTC U12+ სმარტფონს სარკესავით პრიალა და არასტანდარტული ფერის უკანა პანელი აქვს. მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ორი ხარისხიანი კამერა და ტექნოლოგია Edge Sense 2. 14. Razer Phone 2 აპარატული პლატფორმის კუთხით Razer Phone 2 დიდად არ გამოირჩევა 2018 წლის სხვა ფლაგმანებისგან: Qualcomm Snapdragon 845, 8 გბ ოპერატიული და 64 გბ ფლეშ-მეხსიერება. გეიმინგ-სმარტფონის სახელი მან დაიმსახურა 120 ჰერციანი განახლების სიხშირით. მას აგრეთვე უჩვეულო კუთხოვანი დიზანი აქვს და უკანა პანელზე - მანათობელი ლოგოტიპი. 13. LG G7 LG Electronics-ი დიდად ფეხს ვერ უწყობს სმარტფონების ბაზარს, თუმცა Business Insider-ის აზრით, G7 თავისი კლასის საუკეთესო წარმომადგენელია. მას ფლაგმანისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს - წარმადობა, კარგი კამერა, უსადენო დატენვის მხარდაჭერა და წყლისგან დაცვა. გარდა ამისა, მას 3,5 მმ-იანი აუდიოკონექტორი აქვს, რაც ბოლო დროს იშვიათობა გახდა პრემიუმ-კლასის მოწყობილობებში. 12. Apple iPhone 8 მერვე iPhone-ს აქვს დიზაინი, რომელიც არ შეცვლილა iPhone 6-ის შემდეგ. თუმცა იგი წარმოდგენილია მინის უკანა პანელით, უსადენო და სწრაფი დატენვის რეჟიმით, გაუმჯობესებული კამერითა და აპარატული პლატფორმით - A11. 11. Huawei Mate 20 Pro Mate 20 Pro ― იგი ამ დროისთვის Huawei-ს უკანასკნელი ფლაგმანია. მის შემადგენლობაშია ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პროცესორი Kirin 980 და სამი უკანა კამერა - Leica, რომელიც DxOMark-ის რეიტინგის სათავეშია. 10. Samsung Galaxy S9 Galaxy S სერიის ჯერჯერობით უკანასკნელი წარმომადგენელი, სანამ S10 დაანონსდება. Business Insider-ი ამ მოდელს ახასიათებს საუკეთესო მახასიათებლების მქონედ: არსებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო დისპლეი, მიმზიდველი დიზაინი, უსადენო დატენვის მხარდაჭერა და წყლისგან დაცვა. 9. Apple iPhone 8 Plus მიუხედავად „ძველებური“ ვიზუალისა, მას ბევრი თვისება აქვს ნასესხები iPhone X-ისგან, მაგალითად, პროცესორი, უსადენო და სწრაფი დატენვა, მინის კორპუსი. 8. Samsung Galaxy S9 Plus ორი უკანა კამერა, ორმაგი ოპტიკური ზუმი და დიდი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება ამ მოდიფიკაციას საშუალებას აძლევს დაიკავოს რეიტინგში ერთ-ერთი ზედა რანგი. 7. Apple iPhone X Xs მოდელის გამოსვლის მიუხედავად iPhone X მაინც იყიდება. თავის დროზე იგი Apple-ის პირველი უჩარჩოო დიზაინის მქონე სმარტფონი გახდა, AMOLED-ეკრანითა და მასზე ჭრილით. ამ სმარტფონის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანია მინის კორპუსი და ქირურგიული ფოლადის ჩარჩოები, აგრეთვე უსადენო/სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. 6. LG V40 V40 სმარტფონი ბევრად აღემატება G7 მოდელს, რადგანაც მას აქვს სამი კამერა სტანდარტული, ფართოკუთხიანი და შორეულფოკუსიანი ოპტიკით, აგრეთვე მაღალხარისხიანი აუდიო ქვესისტემა. 5. Apple iPhone XS და iPhone XS Max ეს მოდელები დღესდღეობით Apple-ის სმარტფონებში არსებულ საუკეთესო მახასიათებლებს ფლობენ. თუმცა უფრო ზედა პოზიციაზე Business Insider-მა ისინი არ მოათავსა მათი ფასის გამო: ეს მოდელები Apple-ის ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონებია. 4. Samsung Galaxy Note 9 რეიტინგის ავტორი თვლის, რომ Galaxy Note 9 საუკეთესო Android-სმარტფონია, რაც კი ოდესმე Samsung-ს გამოუშვია. მას აქვს 6,4-დუიმიანი დისპლეი, S Pen სტილუსი და მაღალი წარმადობის შიდა კომპონენტები. თუმცა iPhone XS სერიის მსგავსად უფრო ზედა პოზიციაზე მოხვედრაში მასაც მაღალმა ფასმა შეუშალა ხელი. 3. Google Pixel 3 და Pixel 3 XL Google-ის სმარტფონებს „ბრინჯაო“ ერგოთ Business Insider-ისგან საუკეთესო უკანა კამერების, ორმაგი სელფი-მოდულისა და Android-ის „სუფთა“ ვერსიის გათვალისწინებით. 2. Apple iPhone XR კომპრომისული ვარიანტი მათთვის, ვისთვისაც XS და XS Max მოდელები ძვირი სიამოვნებაა. iPhone XR-ს მათი მსგავსი დიზაინი აქვს და ასევე აწყობილია ჩიპსეტ A12 Bionic-ის ბაზაზე. დისპლეის ჩარჩოები მას უფრო მსხვილი აქვს, თავად დისპლეი კი LCD-ია და არა OLED, ორი უკანა კამერის ნაცვლად კი ოდინარული ძირითადი ფოტომოდულია გამოყენებული. ფასის მხრივ კი XR-ის საბაზისო მოდიფიკაციის ფასი თითქმის სამჯერ ნაკლებია XS-მოდელის ფასზე. 1. OnePlus 6T ამ სმარტფონმა კონკურენტების სმარტფონები უკან ჩამოიტოვა რეიტინგში იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ფუნქციები მასში ხარისხიანადაა რეალიზებული შედარებით ნაკლებ ფასად. იგი სწრაფად მუშაობს და იტენება, აქვს ავტონომიური მუშაობის დიდი ხანგრძლივობა, თანამედროვე დიზაინი და ა.შ. https://3dnews.ru/983026
-
კომპანიები - Sony და Microsoft-ი აქტიურად მუშაობენ ახალი თაობის გეიმინგ-კონსოლებზე და მათ შესახებ თანდათანობით მეტი დეტალი ხდება ცნობილი. თავისი აზრი მომავალი გეიმინგ-პლატფორმების შესახებ რესურს GamingBolt-ს გაუზიარა სტუდია Headup Games-ის ხელმძღვანელმა Mark Aldrup-მა. სპეციალისტის აზრით, გეიმინგ-სისტემების ახალი თაობა მოიტანს „უმნიშვნელოვანეს და ყველაზე ღირებულ ცვლილებებს კონსოლების ისტორიაში“. ეს ცვლილებები დაკავშირებული იქნება სტრიმინგ-სერვისების განვითარებასთან, თამაშების გამოწერის სისტემასთან და „დისკის გარეშე მოქმედ სისტემებთან“. ეს უკანასკნელი სულ უფრო პოპულარული ხდება, PC-გეიმერები უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ დისკებს. მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ თავად კონსოლების არსი პირვანდელი დარჩება. ანუ, ეს იქნება გეიმინგ-პლატფორმა, რომელიც ინარჩუნებს თავის აქტუალურობას წლობით და არ საჭიროებს რეგულარულ განახლებებს. ამგვარი სქემა მწარმოებლებს საშუალებას მისცემს კონცენტრირდნენ თამაშების ოპტიმიზაციაზე და არა - განახორციელონ სხვადასხვა უამრავი კონფიგურაციის შემუშავება როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე, ისე მობილური მოწყობილობებისთვის. რესურსი PC Games Hardware აღნიშნავს, რომ კომპანია Sony-მ უკვე განაცხადა ახალი თაობის კლასიკური კონსოლის შემუშავების შესახებ, სახელად - PlayStation 5. მასთან ერთად შესაძლოა გამოვიდეს კონსოლის ვერსიაც, რომელიც გათვლილია სტრიმინგ-სერვისებთან მუშაობაზე. რაც შეეხება Microsoft-ს, იგი ერთდროულად რამოდენიმე ახალ კონსოლზე მუშაობს. მათგან ორი ერთმანეთისგან მახასიათებლებით განსხვავებული კლასიკური გეიმინგ-პლატფორმა იქნება, კიდევ ერთი მათგანი კი განკუთვნილი იქნება სტრიმინგ-სერვისებისთვის. https://3dnews.ru/982967
-
მოსაწავლეების სოციალური ქსელების მონიტორინგს ახორციელებს სამი მსხვილი კომპანია - Bark Technologies, Gaggle.Net და Securly Inc. ისინი ახდენენ მოსწავლეების ელ.ფოსტისა და სოციალურ ქსელებში აქტივობის სკანირებას. ტექნოლოგიის მიზანია აღმოაჩნოს კიბერბულინგის, ნარკოდამოკიდებულების, დეპრესიის, ძალადობისკენ მიდრეკილების სიმპტომები. პოტენციური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძიმისაა იგი, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და უკიდურეს შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეტყობინებას იღებენ აღმოჩენის შესახებ. 2017 წლის გაზაფხულზე Bark-მა პირველი საპილოტე ტესტირება ჩაატარა ამერიკის 25 სკოლაში. - „ჩვენ აღმოვაჩინეთ რამოდენიმე საგანგაშო პრობლემა, სკოლაში ბომბის აფეთქებისა და სროლის ჩათვლით“ - აღნიშნავს კომპანიის მშობელთა კომიტეტის დირექტორი. ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყდა ჩატარებულიყო უფრო მასშტაბური მონიტორინგი. Bark-ის პროდუქტის მოხმარება აშშ-ის სკოლებისთვის უფასოა შეუზღუდავი ვადით. კომპანია აღნიშნავს, რომ თანხას იგი გამოიმუშავებს ტექნოლოგიის სრული ვერსიისგან, რომელიც მშობლებისთვისაა განკუთვნილი. მშობლებისთვის განკუთვნილი პროდუქტის ღირებულება თვეში 9 დოლარს შეადგენს და მოიცავს 25-ზე მეტი სოციალური ქსელის მონიტორინგს, მათ შორისაა რაღა თქმა უნდა Twitter, Instagram, Snapchat და YouTube. მონიტორინგზე მომუშავე კომპანიები ანიშნავენ, რომ შეუძლებელია ყველა საეჭვო ფაქტი დააფიქსირონ - ისინი ხშირად ცრუ შედეგებს იღებენ. საეჭვო კონტენტის აღმოჩენის შემდეგ პროგრამა მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას უგზავნის შეტყობინებას და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა. ამჟამად პროგრამა აშშ-ის 1100 სკოლაში გამოიყენება, მასში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 2,6 მილიონია. თუკი სისტემა აღმოაჩენს „უკიდურესად სერიოზულ“ მასალებს, მაგალითად ბავშის გატაცებას ან მუქარას - საქმე განსახილველად FBI-ს გადაეცემა. მონიტორინგის წარმომადგენლის თქმით, აპლიკაცია დღეში 35-55 ათას გაფრთხილებას აგზავნის. თუმცა მას შემდეგ, რაც 2018 წლის თებერვალში Bark-ის პროდუქტი ამუშავდა, FBI-მ მხოლოდ 16 საქმე მიიღო განსახილველად (ძირითადად, ცეცხლსასროლი იარაღის მოსალოდნელი გამოყენების შემთხვევები). კომპანია Gaggle-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მათი კომპანია არ ეყრდნობა მხოლოდ მანქანურ სწავლებას საფრთხის აღმოსაჩენად. თუკი სკანირებულ დოკუმენტებში აღმოჩნდება კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი, კვალიფიცირებული სპეციალისტები გააანალიზებენ მასალებს და განსაზღვრავენ პრობლემის დონეს. https://hightech.fm/2019/02/17/1100-schools
-
ჩინური კომპანია TCL, რომელსაც ეკუთვნის სმარტფონების ბრენდები - BlackBerry და Alcatel, ამზადებს დრეკადი ეკრანის მქონე დასაკეცი სმარტფონის ხუთ ვარიანტს. ამაზე მიუთითებს ოფიციალური ფოტოები. როგორც ჩანს, ამ მოწყობილობებში წარმოდგენილი იქნება კლასიკური პლანშეტები, რომელთა შუაზე დაკეცვა იქნება შესაძლებელი; აგრეთვე სმარტფონები, რომლებიც სიგანეზე იკეცება, ასევე სამაჯურის ფორმის მოწყობილობა, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ ხელზე, როგორც სმარტ-საათი. ვერსიებს შორის განსხვავება გამოიხატება ეკრანის განლაგებაში: იგი იკეცება შიდა ან გარეთა მხარეს. ამასთან, მეორე ეკრანი Samsung-ის მსგავსად, არსად გამოიყენება. ამ მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. შესაძლებელია, რომ TCL სხვადასხვა ფორმ-ფაქტორის მხრივ ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებს, რელიზი კი ერთ-ორ ვერსიად გამოვიდეს. ამასთან, TCL-ის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასაკეცი მოწყობილობები 2020 წლამდე არ გამოვა. შესაძლოა, იმ დროისთვის ვითარება შეიცვალოს. მაგალითად, გაჩნდეს ახალი მობილური პროცესორები, ახალი ბატარეები და 5G ქსელის მხარდაჭერა. ასე რომ ჯერჯერობით რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად განსხვავებული იქნება ეს მოწყობილობები ამჟამად უკვე არსებული ან მზადებაში მყოფი დასაკეცი სმარტფონებისგან. https://overclockers.ru/blog/Drakostaarn_blog/show/24345/tcl-gotovit-pjat-skladnyh-smartfonov-raznogo-tipa
