Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7326
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. შვეიცარიული კომპანია Piëch-ის მიერ შექმნილ ელექტრომობილს - Mark Zero-ს აქვს სამი ძრავი და შეუძლია სრულად დამუხტული აკუმულატორით დაფაროს 500 კილომეტრი. დასატენად კი მას სულ რაღაც ოთხი წუთი და 40 წამი სჭირდება. ელექტრომობილი Mark Zero დაპროქტებულია მოდულური პლატფორმის პრინციპით - სამომავლოდ მისი კომპონენტები, რომელთაც კომპანია Piëch აწარმოებს, შესაძლებელი იქნება შეიცვალოს უფრო მძლავრი დეტალებით. „ელექტრომობილის ამჟამად არსებულ კომპლექტაციაში შედის სამი ძრავი - თითოეული მათგანი 150 კილოვატიანია. ერთ-ერთი ძრავი განთავსებულია წინა ხიდზე, დანარჩენები - უკანაზე. Mark Zero-ს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 3,2 წამში შეუძლია. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 250 კმ/სთ“ - აცხადებს კომპანია. ელექტრომობილის ბატარეები 80%-მდე იტენება 4 წუთსა და 40 წამში, რაც დღესდღეობით ყველაზე სწრაფ შედეგს წარმოადგენს ელექტრო ავტომობილების მაჩვენებლებს შორის. უცნობია, როდის დაიწყება ამ ელექტრომანქანის წარმოება. ამის მიზეზს წარმოადგენს ავტომობილის დატენვისთვის საჭირო აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა. https://hightech.fm/2019/03/04/mark-zero
  2. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, CERN-ი 2021 წელს განახორციელებს პირველ სრულფასოვან ქსპერიმენტს ბნელი მატერიის ნაწილაკების - ბნელი ფოტონების ძიებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია CERN-ის განცხადებაში. CERN-ის 27-კილომეტრიანი დიდი ადრონული კოლაიდერის შესწავლის საგანი იქნება მსუბუქი და სუსტად ურთიერთმოქმედი ნაწილაკები, რომლებიც არ ატარებენ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას და არ ურთიერთქმედებენ მასთან უშუალოდ. ექსპერიმენტებში ჩართული იქნება „ბნელი მატერიის საძიებო არსებული მეთოდები“. CERN-ის კვლევები - FASER (Forward Search Experiment) ჩატარდება 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში. დიდ ადრონულ კოლაიდერში, რომელიც ამჟამად მოდერნიზაციას გადის, საძიებო მიზნით დაამონტაჟებენ FASER-ის ახალ დეტექტორს, რადგანაც ამჟამად არსებული საბაზისო დეტექტორები არ გამოდგება მსუბუქი და სუსტად ურთიერთქმედი ნაწილაკების აღმოსაჩენად. „მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ ასობით მეტრის მანძილზე რაიმე სახის მატერიალთან თანამოქმედების გარეშე მანამ, სანამ არ განიცდიან ტრანსფორმაციას და არ გარდაიქმნებიან მეცნიერებისთვის ცნობილ ნაწილაკებად, (მაგალითად ელექტრონებად და პოზიტრონებად) რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელია“ - აცხადებენ CERN-ში. მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაღალი ენერგიის ფიზიკის ინსტიტუტის ინჟინრები გეგმავენ ააგონ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კოლაიდერი 2030 წელს - იგი დიდ ადრონულ კოლაიდერზე შვიდჯერ დიდი იქნება. 2040 წელს ელექტრონ-პოზიტრონული ამაჩქარებლის საქმიანობიდან იგი მოდერნიზდება პროტონ-პროტონულ კოლაიდერამდე. https://hightech.fm/2019/03/07/cern-dark
      • 1
      • Upvote
  3. კოსმოსური სააგენტო NASA ხშირად უზიარებს საზოგადოებას მარსზე გადაღებულ ფოტოებს, მცირე ხნის წინ კი გამოქვეყნდა არა უბრალოდ წითელი და მტვრიანი ზედაპირის ფოტო, არამედ უჩვეულო ტერიტორიის - „ტვინის სფეროს“ ამსახველი გამოსახულება. მან ამგვარი დასახელება ტექსტურისა და შეფერილობის გამო მიიღო, რომელიც მოგვაგონებს ადამიანის ტვინის ხვეულებს. მკვლევარებმა არ იციან, რა გახდა ამგვარი ზედაპირის ფორმირების მიზეზი, თუმცა მათ აქვთ ვარაუდები, რომლებიც უკავშირდება მარსზე წყლის არსებობის ვარაუდს. უცნაური ტექსტურა განვითარებულია „Protonilus Mensae“-ს (რეგიონის სახელწოდება) ტერიტორიაზე, რომლის ზედაპირის ქვეშაც შესაძლოა გაყინული წყალი არსებობდეს. მკვლევარების აზრით სწორედ იგია ზედაპირის უსწორმაწორობის განვითარების მიზეზი. სავარაუდოდ, ზედაპირის ჩაღრმავებები (ე.წ. დეპრესიები) წარმოიქმნება პროცესისას, როდესაც მყარი ყინული ორთქლად იქცევა. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ამგავრი ზედაპირის პოვნა წითელი პლანეტის სხვა რეგიონებშიც შესაძლებელია. ფოტო გადაიღო პლანეტათშორისმა სადგურმა - Mars Reconnaissance Orbiter (MRO), რომელმაც ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო. კამერად გამოყენებული იყო სისტემა HiRISE, რომელმაც ბოლო ათწლეულის მანძილზე 52 ათასზე მეტი მაღალხარისხიანი ფოტო გადაუღო წითელ პლანეტას. არსებობს მოსაზრება, რომ ტექსტურის ფორმირების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა მკვლევარებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს რაიმე ცვლილების დაფიქსირება. შესაძლოა ახლო მომავალში კამერებმა შეძლონ რაიმე საინტერესო ცვლილების დაფიქსირება და NASA კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს უცნაური „ტვინის რეგიონის“ საიდუმლოს ამოხსნას. https://hi-news.ru/space/foto-zagadochnaya-oblast-mozga-na-poverxnosti-marsa.html
      • 1
      • Upvote
  4. მობილურმა ფინანსურმა აპლიკაცია Revolut-მა აამოქმედა ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „ავტომატურად გადაცვალონ“ ნაღდი ფული და კრიპტოვალუტები. კომპანიამ განაცხადა, რომ მის 4 მილიონზე მეტ მომხმარებელს უკვე შეუძლია ავტომატურად გადაცვალოს აშშ დოლარი Bitcoin-ზე ან Ethereum-ი XRP-ზე. გადარიცხვა ემყარება წინასწარ დადგენილ ღირებულებას. Fiat-to-fiat ტიპის გაცვლაც შესაძლებელია. როგორც კი აპლიკაციაში დადგინდება სამიზნე კურსი - მიმდინარე ფასზე მაღალი ან დაბალი - Revolut-ი შეტყობინებას იძლევა, რომ გაცვლა გააქტიურდება მიზნის მიღწევისთანავე. თუმცა იგი იძლევა გაფრთხილებას, რომ მიღწეული საბოლოო კურსი შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს სასურველი, მიზანდასახული მაჩვენებლისგან კურსის არასტაბილურობის/ცვლილებების გამო. „თუკი ტარიფი ვერ მიაღწევს დასახულ მიზნამდე, ვალუტის გაცვლა არ გამოვა“ - აცხადებენ კომპანიაში. ახალი ფუნქციის წყალობით, ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდა უბრალო ყიდვა-გაყიდვის შემოთავაზებები ბაზარზე არსებული კურსის მიხედვით - აპლიკაციამ ფაქტობრივად შეიძინა „სავაჭრო ტრიგერის“ ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია უფრო პროფესიონალურ სავაჭრო პლატფორმებზე. „ავტომატური გაცვლა იდეალურია იმისათვის, რომ ეცადოთ მიიღოთ საუკეთესო გაცვლითი კურსი და თავი დაიცვათ ბაზრის არასტაბილურობისგან“ - აცხადებენ აპლიკაციის შემქმნელები. თუმცა ამ ფუნქციას გარკვეული შეზღუდვები გააჩნია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით მომხმარებელს შეუძლია დღეში გადაცვალოს მხოლოდ 10 ათასი ევრო (11 198 აშშ დოლარი) ნებისმიერ კრიპტოვალუტაზე. არსებობს აგრეთვე გაცვლის ყოვედღიური ლიმიტი - 30 ტრანზაქცია დღეში. აგრეთვე, ფასების მერყეობის მაღალი დონის პერიოდებში, თუკი გაცვლითი კურსი იცვლება 0,75%-ზე მეტად ორივე მხარის ფიატ-ვალუტაზე, ან თუკი აღემატება კრიპტოვალუტების სამიზნე კურსის 5%-ს, Revolut-ი არ განახორციელებს გაცვლას. Revolut-მა კრიპტო სავაჭრო მომსახურების სერვისები აამოქმედა 2017 წლის ივლისში - საწყის ეტაპზე დაამატა Bitcoin-ი. მოგვიანებით, იმავე წლის დეკემბერში დაემატა მხარდაჭერა Litecoin-სა და Ethereum-ზე, გასული წლის მაისში კი დაემატა XRP და Bitcoin Cash. გასული წლის დეკემბერში კომპანიამ საბანკო ლიცენზია მიიღო ევროპის ცენტრალური ბანკისგან. ამ დროს Revolut-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებლები მიიღებდნენ ექაუნთებს თავიანთი ფინანსების მართვისთვის ერთი სივრციდან - Revolut Bank-იდან. https://www.coindesk.com/revolut-app-now-lets-users-auto-trigger-cash-and-crypto-exchanges
      • 1
      • Like
  5. ბოლო წლებში უამრავი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც აცხადებენ, რომ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ კვლევებსა და ზოგადად საქმიანობაში. ლონდონის ვენჩურულმა კომპანია MMC-მა შეისწავლა ევროპის 13 ქვეყნის თითქმის 3 ათასი სტარტაპის საქმიანობა, რათა გაერკვია - ნამდვილად ასე იყო თუ არა. კვლევის შედეგები იმედის გაცრუებას იწვევს. შესწავლილი სტარტაპების თითქმის ნახევარი, როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ საქმიანობაში - უფრო სწორად, არ თანამოქმედებს მასთან სრულად. თანაც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სტარტაპების ხელმძღვანელების ან თანამშრომლების მიერ კი არა, საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება. თავის მხრივ კომპანიები კი არ ცდილობენ ჩაასწორონ მცდარი ინფორმაცია. რატომ ხდება ეს? პასუხი მარტივია: ყველა სტარტაპი დაინტერესებულია მოიზიდოს ინვესტიციები და როდესაც ინვესტორებთან შეხვედრაზე სტარტაპის წარმომადგენელი ამბობს, რომ მუშაობს ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, იგი 15-50%-ით მეტ ინვესტიციას იღებს, ვიდრე სხვა კომპანიები. რეალურად, სტარტაპები ხშირად არ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს რაიმე სახის სერიოზული კვლევის ან სამეცნიერო აღმოჩენებისთვის. კომპანების თითქმის მეოთხედი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ქმნის ჩატ-ბოტებს, ზოგი ქმნის ალგორითმებს, რათა თანამშრომლების თაღლითობა გამოავლინოს. ხელოვნური ინტელექტის ამ სახით გამოყენებას პრაქტიკულად დიდი სარგებელი არ აქვს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რაღა თქმა უნდა არსებობს კომპანიები, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით - ამგვარი შემთხვევების უმეტესობა ფიქსირდება უნივერსიტეტებში და ისინი ფინანსდებიან საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და გარე ინვესტორებისგან. https://hi-news.ru/business-analitics/polovina-startapov-s-ii-na-samom-dele-ne-ispolzuyut-iskusstvennyj-intellekt.html
  6. Tesla-მ წარადგინა ახალი თაობის სწრაფი დამტენი სადგურები, რომლებიც მაღალი სიმძლავრით გამოირჩევა. კომპანიის განცხადებით, ახალ Supercharger V3 სადგურებს შეუძლიათ უზრუნველყონ 250 კვტ-მდე დამუხტვის სიმძლავრე. ამის წყალობით სულ რაღაც 5 წუთში შესაძლებელია ელექტრომობილმა შეივსოს მარაგი, რომელიც საკმარისი იქნება 120 კილომეტრის გასავლელად. წინა თაობის Supercharger V2 დამტენი სადგური უზრუნველყოფს 120 კვტ სიმძლავრეს. სიმძლავრის თითქმის გაორმაგება შესაძლებელი გახდა ახალი კონსტრუქციის სადენით, რომელშიც თხევადი გაგრილების სისტემაა გამოყენებული. ახალ სადგურებში არ არის საჭირო განაწილდეს ენერგია რამოდენიმე ავტომობილს შორის - მომხმარებლებს ყოველთვის შეეძლებათ მიიღონ მაქსიმალური დამუხტვა. ახალი თაობის Supercharger V3 სადგურების ქსელის გაფართოებას Tesla აპრილიდან აპირებს. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი V3 სადგური არსებობს. იგი დაყენებულია ფრიმონტში და ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის - მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა Tesla-ს ადრეული წვდომის პროგრამაში. ამგვარი კლიენტები, როგორც წესი, პირველები იღებენ ელექტრომობილების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს. მომავალი თვიდან, როგორც კი გაიხსნება მესამე თაობის დამტენი სადგურების მეტი ობიექტი, კომპანია Tesla აპირებს გამოუშვას მასობრივი განახლება ახალი სტანდარტის მხარდასაჭერად. კომპანიის ოფიციალურ ბლოგში მოცემულია, რომ Supercharger V3 სადგურების გახსნა ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაიწყება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. უახლოეს პერიოდში კომპანია აგრეთვე აპირებს განაახლოს მეორე თაობის დამტენი სადგურები - Supercharger V2. მათი სიმძლავრე ამჟამად არსებული 120 კილოვატიდან გაიზრდება 145 კვტ-მდე. ახალი თაობის დამტენი ელექტროსადგურის ანონსთან ერთად Tesla-მ წარადგინა ახალი ფუნქცია On-Route Battery Warmup. იგი მუშაობს ინტელექტუალური ალგორითმის ბაზაზე, რომელიც ელექტრომობილის ბატარეას ათბობს დატენვისთვის ოპტიმალურ ტემპერატურამდე იმ დროს, როდესაც დამტენ სადგურს უახლოვდება. კომპანიის განცხადებით, ეს ფუნქცია შეამცირებს დატენვის დროის ხანგრძლივობას 25%-ით. ახალი სტანდარტების ყველა უპირატესობით სარგებლობას პირველები შეძლებენ Tesla Model 3-ის მფლობელები, რადგანაც ამ მოდელში გამოყენებულია ახალი აკუმულატორები. Model S-ისა და Model X-ის დატენვა ჯერჯერობით 120 კვტ-მდე იქნება შეზღუდული. Tesla პირებს, რომ გაზარდოს ამ მოდელების დატენვის სისწრაფე, რისთვისაც აპირებს გამოუშვას სპეციალური განახლება უახლოეს თვეებში. Supercharger V3 დამტენი სადგურების წყალობით Tesla-ს ელექტრომობილები გადააჭარბებენ დატენვის სისწრაფით ამ დრომდე ბაზარზე არსებულ ყველა ელექტრომობილს. როგორც The Verge აღნიშნავს, Supercharger V3 სადგურის სიმძლავრე ჩამორჩება Electrify America-ს სადგურს, რომელიც Volkswagen-მა შექმნა (იგი უზრუნველყოფს 350 კვტ-ს), თუმცა ამ უკანასკნელს პრობლემები შეექმნა სადენებში, ამიტომ საჭირო გახდა ამ სადგურების დახურვა. Tesla-მ პირველი სწრაფი დატენვის სადგური - Supercharger-ი გახსნა 2012 წლის სექტემბერში. მას შემდეგ აშშ-ის ტერიტორიაზე სულ გაიხსნა 12 888 სადგური და კიდევ 1441 - სხვა ქვეყნებში. https://hi-news.ru/technology/novye-stancii-tesla-supercharger-v3-sokrashhayut-vremya-zaryadki-elektromobilej-vdvoe.html
  7. 2014 წელს ფრანგმა მეცნიერმა ედვინ ვან რიუმბეკემ შექმნა უცნაური რობოტი Bionic Bird - ეს არის ჩიტი-რობოტი, რომელიც დაფრინავს და რეალისტურად ამოძრავებს ფრთებს. ხუთი წლის შემდეგ მან წარადგინა ახალი ქმნილება - პატარა პეპელა MetaFly, რომლის შორიდან ცოცხალი არსებისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. მექნიკური მწერი პულტით იმართება და მისი მართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - რობოტი გასაყიდად ხელმისაწვდომი იქნება. რობოტის კონსტრუქცია 19 სანტიმეტრის სიგრძისაა და 10 გრამს იწონის. მსუბუქი და მოქნილი ფრები მოქმედებაში მოჰყავს ალუმინის რადიატორის მქონე ძრავს, რომელიც იკვებება ლითიუმ-იონური ბატარეით. 15 წუთიანი დამუხტვა საკმარისია 8-წუთიანი ფრენისთვის, სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია რობოტი აღიჭურვოს 1500 მილიამპერი/სთ მოცულობის კვების ბლოკით, რითიც უზრუნველყოფილი იქნება 20-წუთიანი მუშაობა. ამ პატარა რობოტის ფრენის სიჩქარე საკმაოდ შთამბეჭდავია - იგი საათში 12 კილომეტრს ფარავს. ფრენის მართვისთვის გამოიყენება დისტანციური მართვის პულტი, რომლის მოქმედების რადიუსი 100 მეტრს შეადგენს. მოწყობილობის მანევრირება ხორციელდება მისი კუდის დახრილობის შესაბამისი ცვლილებებით. ელექტრონული პეპლის ფრთები და სხვა ელემენტები შექმნილია მაქსიმალურად მოქნილი და მსუბუქი მასალებისგან, ესენია: ნახშიბადის ბოჭკო, ჰიდროკრისტალური პოლიმერი და ორიენტირებული პოლიპროპილენის მემბრანა. ამ დროისთვის MetaFly-ს შემქმნელი ფულს აგროვებს წარმოებისთვის პლატფორმა Kickstarter-ზე. მოსალოდნელია, რომ რობოტის ფასი 146 დოლარი იქნება. https://hi-news.ru/robots/etot-robot-pochti-neotlichim-ot-zhivyx-nasekomyx-smotrite-sami.html
  8. კორეელმა მეცნიერებმა შექმნს ბიოსენსორი, რომელიც ფერების მიხედვით ასახავს და განასხვავებს ბიომასალებს ნანოსტრუქტურების მეშვეობით. კვლევა, რომელიც შეისწავლის კავშირს დაავადებებსა და მათი შეღწევადობის მექანიზმებს, დაფუძნებულია უჯრედებსა და ორგანოებს შიგნით არსებული მასალების ანალიზზე. ზოგიერთ ბიომასალაზე, მაგალითად ცილაზე დაკვირვება და მისი გაანალიზება რთულია შეუიარაღებელი თვალით ან ოპტიკური მიკროსკოპის მეშვეობით, რადგანაც ისინი უფერული და გამჭვირვალეა. მათზე დასაკვირვებლად საჭიროა ბიომარკერების გამოყენება, რითიც მათ განსაზღვრული ფერები ენიჭება. თუმცა საჭიროა მარკერების გარეშე მოქმედი ახალი ტექნოლოგია ბიომასალების აღმოსაჩენად, რადგანაც ტექნოლოგიმ შესაძლოა ბიომასალებს მახასიათებლები შეუცვალოს. კორეელი მკვლევარების გუნდმა შექმნა პლაზმური ნანოსტრუქტურა, რომლითაც ფერადი ლინზის მსგავსად ხდება სინათლის გატარება. სხვადასხვა ფერები ჩნდება მაშინ, როდესაც ნანომატერიალები შეერევა ნანოსტრუქტურას. ამ ეფექტის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია მიკროსკოპის გარეშე. ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კვლევითმა ჯგუფმა წარმატებით მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა ბიომასალების ბიოსტრუქტურის ფერის შესახებ გამოსახულების სენსორის მეშვეობით. შედეგად შეიქმნა ბიოსენსორი, რომელსაც შეუძლია ზუსტად აღმოაჩინოს ბიომასალები რეალურ დროში. ახალ ბიოსენსორს შეუძლია მოახდინოს მასალების ანალიზი და აღმოაჩინოს ისინი ხელმეორე დამუშავებისა და ანალიზატორების გარეშე, ასე რომ მისი გამოყენება ფართოდაა შესაძლებელი სხვადასხვა ბიოლოგიურ კვლევაში. https://hightech.fm/2019/03/05/biosensor
  9. Xiaomi-ს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Lei Jun-მა განაცხადა, რომ სამომავლო სმარტფონები გაძვირდება წინა მოდელების ფასებთან შედარებით, რადგანაც კომპანია ისწრაფვის - გათავისუფლდეს იაფი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის იმიჯისგან. „გვსურს გავთავისუფლდეთ რეპუტაციისგან, რომ ჩვენი სმარტფონები 2000 იუანზე (დაახლ. 300 აშშ დოლარი) იაფი ღირს. გვინდა გავზარდოთ ინვესტიციები და ჩვენი პროდუქცია გავაუმჯობესოთ“ - ხაზი გაუსვა კომპანიის ხელმძღვანელმა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ „ეს ალბათ ბოლო შემთხვევაა, როდესაც ფასი 3000 იუანზე ქვემოთაა“. როგორც ჩანს, Lei Jun-ი გულისხმობდა 20 თებერვალს დაანონსებულ Xiaomi Mi 9 სმარტფონს, რომლის ფასიც 2999 იუანიდან იწყება (446 $). Mi 9 შესაძლოა Xiaomi-ს უკანასკნელი ბიუჯეტური ფლაგმანი იყოს ამავე დროს კომპანიის გენდირექტორმა მომხმარებლები დაამშვიდა იმით, რომ თუკი კომპანიის მიერ წარმოებული სმარტფონები გაძვირდება, მატება დიდი არ იქნება. ამასთან გაურკვეველი დარჩა, საუბარი ეხება მხოლოდ Mi სერიის ფლაგმანური მოდელების გაძვირებას თუ ფასები მოიმატებს Redmi-სა და Pocophone-ის სერიის მოდელებზეც. ეს უკანასკნელები რომ შესაძლოა არ გაძვირდეს, ამის იმედს იძლევა ფაქტი, რომ Xiaomi-მ ეს სერიები ცალკეულ სუბბრენდებად აქცია. აღსანიშნავია, რომ ფლაგმანურ სმარტფონებზე ფასების ყოველწლიური ზრდის ტენდენცია სხვა მწარმოებლებშიც შეინიშნება. მაგალითად, 2018 წელს წარდგენილი iPhone XS Max გახდა ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი Apple-ის ისტორიაში, ბოლო „ფლაგმანების მკვლელი“ OnePlus 6T კი აღმოჩნდა სადებიუტო OnePlus One-ზე ორჯერ ძვირი. როგორც Apple-ის ხელმძღვანელს, ტიმ კუკს აქვს ნათქვამი, ამგვარი ტენდენცია კანონზომიერია, რადგანაც თანამედროვე სმარტფონები ბევრად მრავალფუნქციურია და შეუძლიათ ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობის ჩანაცვლება. https://3dnews.ru/983914
  10. Binance Coin (BNB), კრიპტო აქტივი, რომლის საკომისიოზე გაცვლაც შესაძლებელია Binance Exchange-ზე, ბოლო წლებში თითქმის 140 %-ით გაიზარდა და ამჟამად აღარ მიჰყვება Bitcoin-ის ფასის ტენდენციებს - ეს არის წარმატება, რომელიც არ შეინიშნება განვითარებად კრიპტო ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზები, რის გამოც უმეტესი კრიპტოვალუტა მჭიდროდაა კავშირში Bitcoin-თან, არ არის უპირობო - კვლევებმა აჩვენა, რომ Bitcoin-ის ტენდენციებზე დამოკიდებულება დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. BNB კი საპირისპიროს ამტკიცებს. BNB ამ დროისთვის მერვე ადგილს იკავებს CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით. იგი ფაქტობრივად ერთადერთი კრიპტოვალუტაა ტოპ-10-დან, რომელიც დოლართან მიმართებაში იღებს წლიურ შემოსავალს. მისი მომდევნო, Tron-ის TRX ტოკენი ყოველწლიურ 44%-იან დანაკარგს განიცდის. ტოპ 10 კრიპტოვალუტა (წლიური პროცენტული ცვლილება) როგორც მოყვანილ გრაფიკზე ჩანს, ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით 10 საუკეთესო კრიპტოვალუტა, როგორც წესი, მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. გამონაკლისია Tether stablecoin (USDT) იმის გათვალისწინებით, რომ იგი ინარჩუნებს მუდმივ ღირებულებას. ამ კავშირმა BNB/USD-სთვის დასუსტება დაიწყო 2019 წლის დასაწყისში და ამას მოწმობს მისი მოქმედების ამსახველი ხაზი (ზემოთ ნარინჯისფერი), რომელიც მნიშვნელოვნადაა გადახრილი სხვა ცნობილი კრიპტოვალუტებისგან, რის გამოც იგი ყველაზე მეტად bulish არის კრიპტოების ჯგუფთან შედარებით. BNB / USD მაჩვენებლები BTC / USD-ს წინააღმდეგ ცხადია, რომ BNB-მ როგორც ჩანს საკუთარი კურსი აიღო, იგი აგრძელებს ტენდენციას - მნიშვნელოვნად აღემატებოდეს Bitcoin-ს. BNB/USD-ს პერფორმანსი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად აღემატება Bitcoin-ს. იგი 141,7%-ით გაიზარდა იმ დროს, როდესაც BTC-ის ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 4 პროცენტია. BNB აგრეთვე ახდენს საუკეთესო შედეგების დემონსტრირებას უფრო მოკლევადიან პერსპექტივებში, მათ შორის უკანასკნელ 7 და 30-დღიან პერიოდებში: კრიპტოვალუტამ დააფიქსირა 41,47% და 99,17%-იანი ზრდის მაჩვენებელი, შესაბამისად. ამავე პერიოდში BTC-ის მაჩვენებლებია 1,62 და 12,65 %. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ხნის წინ დაფიქსირებულმა Bitcoin-ის აღდგენითმა ტემპმა დააინტერესა ინვესტორები კრიპტო ბაზრით, რამაც მოთხოვნა გაზარდა BNB-ზე. კრიპტო ბაზრის კორელირების მაღალი დონისა და ბაზრის მოუმწიფებლობის გამო ნაკლებად სარწმუნოა, რომ BNB მონიშნავს საკუთარ განსხვავებულ ტენდენციას ხანგრძლივ პერიოდში, თუმცა მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როდის გახდება BNB განცალკევებული. https://www.coindesk.com/binances-crypto-bnb-no-longer-tracks-bitcoin-and-thats-a-big-deal
  11. ლონდონში გამართულ სოტბის აუქციონზე გასაყიდად იქნა გამოტანილი უცნაური ლოტი - ინსტალაცია, რომლის მთავარი ელემენტი ნეიროქსელია - იგი მუდმივად ახდენს უნიკალური პორტრეტების გენერირებას. პროექტი, სახელად Memories of Passersby 1 ხელოვნური ინტელექტისგან შექმნილი მეორე ნიმუშია, რომელიც გასაყიდად წარადგინეს. ამასთან, იგი პირველი ნეიროქსელია, რომელიც სპეციალურად აუქციონისთვის შეიქმნა. ინსტალაცია ორი ეკრანისგან შედგება, რომლის ნაწილებიც მცირე ზომის კომოდით არის დაკავშირებული. სწორედ ამ „კომოდშია“ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დამოუკიდებლად ახდენს გამოსახულებების გენერირებას. როგორც პროექტის ავტორი მარიო კლინგემანი აცხადებს, ამ ლოტის მყიდველი უზრუნველყოფილი იქნება ორიგინალური პორტრეტებით მთელი ცხოვრების მანძილზე (პორტრეტები ცვლის პროცესში არასდროს განმეორდება). ნეიროქსელის სწავლებისთვის გამოყენებულ იქნა ათი ათასობით ნახატი ევროპული ხელოვნების ნიმუშებიდან. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია თვითსწავლა, რისთვისაც მისმა შემქმნელმა იგი უამრავი ალგორითმით აღჭურვა. ინსტალაციის ფუნქციონირებისთვის საჭიროა მხოლოდ ელექტროენერგია, ყველაფერ დანარჩენზე თავად ნეიროქსელია პასუხისმგებელი. ინსტალაციის საწყისი ფასი 40-50 ათას დოლარს შეადგენს, თუმცა საბოლოო ფასმა შესაძლოა მილიონსაც მიაღწიოს. გასული წლის ოქტომბერში სხვა ნეიროქსელის მიერ შექმნილი ნიმუში - „ედმონდ დე ბელამის პორტრეტი“ Christie’s-აუქციონზე 432 ათას დოლარად გაიყიდა. ამ „შედევრის“ გაყიდვა უჩვეულო იყო არა მარტო იმიტომ, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო აუქციონის 252-წლიან ისტორიაში, როდესაც რობოტის მიერ შექმნილი ნახატი გაიყიდა, არამედ იმიტომაც, რომ ლოტის მოსალოდნელ გასაყიდ ფასად თავდაპირველად მხოლოდ 7-10 ათასი დოლარი მოიაზრებოდა. https://hi-news.ru/technology/nejroset-po-cene-pikasso-novuyu-kartinu-napisannuyu-ii-prodadut-na-aukcione.html
  12. სტარტაპ Vincross-მა პლატფორმა Kickstarter-ზე გამოუშვა მოდულების ასაწყობი საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია MIND KIT-ის სახლის რობოტების შესაქმნელად. ნაკრები მფლობელს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად ააწყოს რობოტი, რომელსაც შეეძლება დაიკავოს და გადაადგილოს ნივთები, აგრეთვე თავად გადაადგილდეს სახლში. მოწყობილობა გადაადგილდება ბორბლებით, აგრეთვე შეუძლია გამოიყენოს დამატებითი ბორბლები, როდესაც საჭიროა მძიმე ნივთების გადატანა. ნაკრებში შედის სამი მოდული - მართვის დაფა, კონტროლერი და აკუმულატორი, რომლის მოცულობა 2500 მილიამპერი/სთ-ს შეადგენს. რობოტი იმართება Linux MIDS OS-ით. ნაკრების ღირებულება შეადგენს 299 დოლარს. კომპანია აპირებს რობოტები crowdfunding-პროექტის მონაწილეებს გაუზიაროს 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში. სტატიის წერის მომენტში კომპანიას ჰქონდა 56 ათასი აშშ დოლარი შეგროვილი წარმოებისთვის. საერთო ჯამში ნაკრებების წარმოებისთვის 100 ათასი დოლარია საჭირო. https://hightech.fm/2019/02/26/mind-kit
  13. 2017 წელს Koenigsegg Agera RS ჰიპერმობილმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა - ნევადას შტატის ავტრობანზე მოძრაობისას მან შეძლო განევითარებინა 447 კმ/სთ სიჩქარე. როგორც ჩანს, სულ მალე ეს რეკორდი მოიხსნება: ჟენევის ავტოსალონში წარდგენილ იქნა მისი განახლებული ვერსია - ჰიპერმობილი Jesko. მწარმოებლის სიტყვებით, ავტომობილს შეუძლია განავითაროს 483 კმ/სთ სიჩქარე. ავტომობილის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს 5-ლიტრიანი ძრავი V8. მას აქვს სრულიად განსხვავებული ტურბოკომპრესორები და წნევის მართვის უფრო ზუსტი სისტემა. ახალი კონსტრუქციის წყალობით გაზრდილია აჩქარებაზე რეაგირების სისწრაფე. ჩვეულებრივი საწვავის გამოყენებისას ძრავი უზრუნველყოფს 1280 ცხენის ძალა სიმძლავრეს. უფრო საინტერესო რამ კი ხდება ბიოეთანოლის - E85-ის გამოყენებისას: სიმძლავრე 1600 ცხენის ძალას აღწევს. Koenigsegg Jesko-ს საბარგულის მხარე დამზადებული კარბონისგან და უფრო გრძელი და მაღალია, ვიდრე Agera RS მოდელის შემთხვევაში იყო. ინჟინრებმა გააძლიერეს დაკიდების ბერკეტები და ამორტიზატორები აღჭურვეს ელექტროობით, ხოლო ჰორიზონტალურმა ამორტიზატორმა გადაინაცვლა წინა ღერძზე, რათა სიჩქარის აკრეფისას ჰიპერმობილის უკანა ნაწილმა არ დაიწიოს ქვემოთ. ავტომობილისი სხვა განსაკუთრებული მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ავტომატური კარი, კაპოტი და უკანა სპოილერი, სმარტფონისთვის განკუთვნილი უსადენო დატენვის მხარდაჭერა და ციფრული პანელი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით. Koenigsegg Jesko-ს ტირაჟი შედგება მხოლოდ 125 ეგზემპლარისგან, თითო მოდელის ფასი 3 მლნ დოლარია. https://hi-news.ru/auto/1600-loshadinyx-sil-za-3-milliona-dollarov.html
  14. ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია ის, რაც ამ დრომდე პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანდა. მაგალითად, აქამდე ადამიანებს არ შეეძლოთ ორი სხვადასხვა მასალის, ვთქვათ ლითონისა და მინის შედუღება. პრობლემას წარმოადგენდა დნობისათვის საჭირო ტემპერატურების სხვაობა და გაცხელებისგან გაფართოების ეტაპები. შოტლანდიელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მეთოდი ამ პრობლემის გადასაჭრელად - ისინი აპირებენ შექმნან შემდუღებელი აპარატი, რომელიც მასალებს გააერთიანებს სუპერსწრაფი ლაზერული იმპულსებით. მეთოდის ეფექტურობა უკვე დამტკიცებულია. ამ დრომდე იმისათვის, რომ მინა და ლითონი შეეკავშირებინათ, ადამიანები იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ წებო. ეს მეთოდი კი არც ისე კარგია - დროთა განმავლობაში შეერთების ადგილი სუსტდება და შეიძლება დაიშალოს. შედუღების ახალი მეთოდის მიხედვით მასალების მიერთება ხდება მოკლე ლაზერული იმპულსების მეშვეობით. პროცესი ხორციელდება ორი მასალის მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტში - ამ ორ მასალას შორის არსებული რამოდენიმე მიკრონის ზომის სივრცე ამოივსება უმცირესი ნაწილაკებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მტკიცე და საიმედო მიმაგრებას. მიმაგრების საიმედოობა შემოწმდა -50-დან +90 გრადუსამდე ტემპერატურაზე. მკვლევარების გასაკვირად, შემდუღებელი ძაფები დაუზიანებლად გადარჩა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დროა დაიწყოს ახალი თაობის შემდუღებელი აპარატების წარმოება. ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება კოსმოსური აპარატების მშენებლობაში, ოპტიკასა და მედიცინაში. https://hi-news.ru/technology/svarit-steklo-i-metall-teper-eto-vozmozhno.html
      • 1
      • Upvote
  15. მთვარის მისიის წარმატებამ ჩინეთს ახალი სიმაღლისკენ - მარსის ათვისებისკენ უბიძგა. მომავალ წელს დაგეგმილია წითელ პლანეტაზე გაიგზავნოს საკვლევი ზონდი. მარსის ახლო ორბიტას აპარატმა უნდა მიაღწიოს 2021 წლის დასაწყისში. პროგრამის მიზანია პლანეტის გეოლოგიისა და ატმოსფეროს შესწავლა. „ბოლო 60 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავ ტექნოლოგიურ გარღვევას მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ მიზნიდან - გავხდეთ წამყვანი კოსმოსური ქვეყანა. მომავალ წელს გავუშვებთ მარსის გამოსაკვლევ ზონდს, რომელიც განახორციელებს ფრენას, დაშვებას და პლანეტის ზონდირებას“ - აცხადებს მთვარის მისიის გენერალური კონსტრუქტორი უ ვეიჟენი. მან აგრეთვე დაამატა, რომ მისია Chang’e 5-ის მსვლელობისას, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, იგეგმება აპარატის გამოყენება იმისათვის, რომ მან მთვარის გრუნტის ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანოს. „თუკი ეს მოხდება, ჩინეთი გახდება მესამე ქვეყანა აშშ-სა და რუსეთს შემდეგ, რომელთაც წარმატებით გადადგეს ამგვარი ნაბიჯი“ - აღნიშნა გენერალურმა კონსტრუქტორმა. ბოლო წლებში ჩინეთი განსაკუთრებით გააქტიურდა კოსმოსის კვლევისა და ათვისების საკითხების მხრივ. 2013 წელს ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ (CNSA) წარმატებით დასვა მთვარეზე მთვარემავალი Yutu-1. ექვსი წლის შემდეგ კრატერ ფონ კარმანში, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს დაჯდა მეორე დასაფრენი მოდული მთვარემავლით. იგი პირველი კოსმოსური აპარატი იყო, რომელმაც განახორციელა დაჯდომა მთვარის უკანა მხარეზე. მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება კიდევ ერთი მთვარემავალის გაგზავნა, თუმცა ჩინეთის მთავარ სამიზნეს მარსი წარმოადგენს. დღესდღეობით მარსის ორბიტასა და ზედაპირზე ექვსი კოსმოსური აპარატი მუშაობს: „Mars Odyssey”, “Mars Reconnaissance Orbiter” და MAVEN – NASA-სგან. აგრეთვე ინდური “Mangalyaan”, ევროპული Mars Express და ორბიტალური აპარატი Trace Gas Orbiter. წითელი პლანეტის ზედაპირზე სამეცნიერო მონაცემებს აგროვებს NASA-ს Curiosity. https://hi-news.ru/technology/dlya-issledovaniya-krasnoj-planety-kitaj-otpravit-v-sleduyushhem-godu-marsoxod.html
      • 1
      • Upvote
  16. ფილმების პოპულარული თემა - პლანეტას ასტეროიდი უახლოვდება, რომელიც განადგურებით ემუქრება ყველაფერს. სუპერგმირების გუნდი კი კოსმოსში მიემართება, რომ იგი გაანადგურონ. თუმცა მოახლოებული ასტეროიდების დაშლა იმაზე რთული საქმეა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა - აჩვენებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევები. მეცნიერებმა მოახდინეს ასტეროიდთან შეჯახების მოდელირება და მიღებული შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევის შედეგები დაეხმარება საწინააღმდეგო მოქმედების სტრატეგიის შემუშავებას და ასტეროიდების თავიდან არიდებას. მისი წყალობით გამჯობესდება მზის სისტემის ფორმირების ახსნა და ხელს შეუწყობს საჭირო რესურსების წარმოების პროცესს. როგორ უნდა განადგურდეს ასტეროიდი? „ძველად ჩვენ ვთვლიდით, რომ რაც უფრო დიდია ობიექტი, მით უფრო ადვილი იქნება მისი დანგრევა, რადგანაც მსხვილ ობიექტებს უფრო დიდი ალბათობით აქვთ სუსტი წერტილები. თუმცა ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ასტეროიდები იმაზე უფრო მყარია, ვიდრე გვეგონა და მათი სრულად განადგურებისთვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო“ - აცხადებს კვლევის ავტორი. მეცნიერები იკვლევენ მასალების ფიზიკას ლაბორატორიულ პირობებში, შეისწავლიან ადამიანის მუშტის ზომის ობიექტებს, თუმცა ძნელია ამ კვლევებით მიღებული ცოდნა ქალაქის ზომის ობიექტზე გავრცელდეს. 2000-იანი წლების დასაწყისში მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რომელშიც შესაძლებელი იყო სხვადასხვა ფაქტორების შეყვანა - როგორებიცაა მასა, ტემპერატურა და მასალის სიმტკიცის დონე. შემდეგ კი ხდებოდა მოდელირება, თუ როგორ ეცემა დაახლოებით კილომეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი 25 კილომეტრიან სამიზნე ასტეროიდს 5 კმ/წმ სიჩქარით. გამოთვლის შედეგად გამოდიოდა, რომ სამიზნე ასტეროიდი დაცემის შედეგად სრულიად განადგურდებოდა. ახალი კვლევებისას ზემოთხსენებული უნივერსიტეტის მეცნიერებმა განახორციელეს ცდა იმავე სცენარის მიხედვით ახალი კომპიუტერული მოდელის მეშვეობით, რომელშიც უფრო დეტალურადაა გათვალისწინებულია ის პროცესები, რომლებიც შეჯახებისას ხდება. „გვქონდა კითხვა: რა ენერგიაა საჭირო, რომ ასტეროიდი მცირე ნაწილებად დაიშალოს“ - ამბობს კვლევის ავტორი. მოდელირება გაყოფილი იყო ორ ფაზად: ფრაგმენტაციის მოკლევადიანი ფაზა და გრავიტაციული რეაკუმულაციის გრძელვადიანი ფაზა. პირველ ფაზაში განხილული იყო ის პროცესები, რომლებიც იწყება ასტეროიდზე მიზნის მოხვედისას. მეორე ფაზაში კი გათვალისწინებული იყო გრავიტაცის გავლენა იმ ნაწილებზე, რომლებიც ასტეროიდიდან გამოიტყორცნება დარტყმის შემდეგ. შეჯახებიდან რამოდენიმე საათში ხდება გრავიტაციული რეაკუმულაცია. პირველ ფაზაში ასტეროიდის დაზიანებისას მასზე მილიონობით ბზარი გაჩნდა, ასტეროიდის ნაწილი დადნა, დარტყმის ადგილას გაჩნდა კრატერი. აღმოჩნდა, რომ ასტეროიდი არ დაიმსხვრა დარტყმისგან, როგორც ადრე მიიჩნეოდა. უფრო მეტიც - არათუ განადგურდა, მეორე ფაზაში იგი უფრო ძლიერი გახდა: დაზიანებული ნაწილები განლაგდნენ ახალი, დიდი ბირთვის ირგვლივ. „მცირე ზომის ასტეროიდები საკმაოდ ხშირად ეცემა დედამიწას. მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაინაცვლებს თემა სერიოზული საფრთხისკენ. ჩვენ ზუსტი წარმოდგენა უნდა გვქონდეს რა გავაკეთოთ, როდესაც ამის დრო დადგება - დაგვჭირდება სამეცნიერო ძალისხმევა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გადაწყვეტილების მიღებისთვის“. https://hi-news.ru/research-development/unichtozhit-asteroid-okazalos-slozhnee-chem-dumali-ranshe.html
      • 1
      • Upvote
  17. „მურის კანონი“ (Moore's law) - გორდონ მურის მიერ შექმნილი ემპირიული დაკვირვება, რომლის თანახმადაც, თანამედროვე ფორმულირებით, ინტეგრალურ სქემაზე განთავსებული ტრანზისტორების რაოდენობა ყოველ 24 თვეში ორმაგდება. (განმარტ. - ვიკიპედია) კომპანია IBM-ს აქვს შემოთავაზება, გამოყენებულ იქნას „კვანტური მოცულობა“, რომელიც გაორმაგდება ყოველ წელს და იგი იქნება ეკვივალენტური მურის კანონისა, რომელიც მოქმედია ტრადიციულ გამომთვლელ კომპიუტერებში. მურის კანონის თანახმად ჩიპზე არსებული ტრანზისტორების რიცხვი და შესაბამისად გამოთვლითი სიმჭიდროვე უნდა გაორმაგდეს ყოველ ორ წელში. ამ დრომდე ეს კანონი მოქმედებდა, თუმცა ახალ კვანტურ კომპიუტერებს თავიანთი წესები გააჩნიათ. კვანტური მანქანები მონაცემებზე მანიპულაციებისას დამყარებულია კვანტურ ბიტებზე, კუბიტეზე. თუმცა კუბიტების უბრალოდ დამატებამ შესაძლოა ვერ აამაღლოს კომპიუტერის წარმადობის დონე, რადგან მათი ფაქიზი მდგომარეობა შესაძლოა დაირღვეს უმცირესი მერყეობის ან ტემპერატურის ცვლილებების გამო - ეს მოვლენა ცნობილია სახელით - „ხმაური“. შედეგად კი გამოთვლები მცდარი გზით წარიმართება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ამერიკელი ფიზიკოსების შეკრებაზე IBM წარადგენს შედეგებს, რომლებითაც ნაჩვენებია, რომ კომპიუტერის კვანტური მოცულობა 4-დან 8-მდე გაორმაგდა 2017-2018 წლებში. კომპანია აცხადებს, რომ მცირე ხნის წინ წარადგინა 16-მოცულობიანი მანქანა Q System One. თუმცა შეიმჩნევა ნიშნები, რომ გაორმაგების ტემპი შენელებას იწყებს. IBM ლიდერია კვანტურ გამოთვლებში და მან პირველმა გახადა თავისი მოწყობილობა ხელმისაწვდომი სხვების მიერ გამოსაყენებლად. კომპანია ყველაზე დიდ კონკურენციას აწყდება Rigetti Computing-ისა და Intel-ის მხრიდან. https://hi-news.ru/computers/ibm-pridumala-zakon-mura-dlya-kvantovyx-kompyuterov.html
  18. ამჟამად არსებული მეთოდები, რომელთა მიხედვითაც დიდი რაოდენობით ბიოსაწვავი იწარმოება, ეკონომიკურად არამომგებიანია: საწარმოო პროცესზე მეტისმეტად დიდი ენერგია იხარჯება. ამიტომ ამ სფეროს ექსპერტები დიდი ხანია ეძებენ უფრო ეფექტურ და ნაკლებად ხარჯიან მეთოდებს. იუტას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ მათ მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი გადაჭრის ამ პრობლემას. დიდი მოცულობის ბიოსაწვავის წარმოებისთვის ისინი აპირებენ გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი მომრევი/ამრევი. წყალმცენარეები შეიცავენ ლიპიდებს - ცხიმოვანი მჟავის მოლეკულებს, რომელთაც შეუძლიათ გასწიონ საწვავის როლი. ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას ნედლეულის გადამუშავებისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. როგორც ამბობენ - დამზადებაზე დახარჯული ენერგია იმაზე მეტია, ვიდრე მიღებული ბიოსაწვავი იძლევა. იუტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ახალი ტიპის მომრევი მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა წყალმცენარეებიდან გამოცალკევდეს ლიპიდები მცირე ენერგოდანახარჯებით. „აქ გადამწყვეტი მომენტია ენერგეტიკული პარიტეტის მიღწევა. ჩვენ ჯერ ამას ვერ მივაღწიეთ, თუმცა მისკენ დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ჩვენ მნიშვნელოვანი ბარიერი მოვაცილეთ წყალმცენარეებისგან ბიოსაწვავის ეფექტურად წარმოებისკენ მიმავალ გზას“ - აცხადებენ მკვლევარები. ტრადიციული მეთოდით დამუშავებისას თავდაპირველად საჭიროა წყალმცენარეებიდან წყლის გამოდევნა. წარმოების ეს ეტაპი ყველაზე მეტად ენერგომხარჯველია. მშრალი ნარჩენები ერევა გამხსნელ სითხეს, სადაც ხდება ლიპიდების გამოყოფა ბიომასიდან. გამოდევნილი ლიპიდები გადამუშავდება და შემდეგ საჭირო პროპორციების მიხედვით შეერევა დიზელის საწვავს. ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს შემრევი ექსტრაქტორი, რომელშიც ირევა გამხსნელი სითხე და ნედლეული. შედეგად ექსტრაქტორში წარმოიქმნება ლოკალიზებული ტურბულენტობა, რომელიც გამოაცალკევებს ლიპიდებს. ისინი ხვდებიან გამხსნელ სითხეში, საიადანაც შემდეგ უკვე ხდება მათი იზოლირება. გადამუშავების შემდეგ ქიმიკატის მეორედ გამოყენებაც შესაძლებელია. „დიზაინი საშუალებას გვაძლევს არ ვხარჯოთ ზედმეტი ენერგია და აჩქარებს სამუშაო პროცესს“ - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ექსტრაქციის ამგვარი მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა მიკროორგანიზმებიდან (მაგ. სოკოებიდან, ბაქტერიებიდან) სასარგებლო ნივთიერებების მოპოვებისთვისაც. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით 2017 წელს ქვეყანაში გამოყენებული მთელი ენერგიის დაახლოებით 5%-ს ორგანული ნივთიერებებისგან მიღებული საწვავი შეადგენდა. მათ შორისაა ხის საწვავი, მცენარეული ეთანოლი, ორგანული ნარჩენებისგან შექმნილი ბიოგაზი. წყალმცენარეების უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ შესაძლებელია მათი გაზრდა არხებში, აუზებში ან სპეციალურად შექმნილ ბიორეაქტორებში. დიდი ოდენობით წყალმცენარეების ზრდა დადებითად მოქმედებს ატმოსფეროზეც - ჰაერში მცირდება ნახშირორჟანგი. „ჩვენი საქმიანობა ნამდვილი გარღვევაა“ - აცხადებს პროექტის ავტორი. – „ტექნოლოგიები, რომელთაც ჩვენ ვქმნით, შეძლებს გადატრიალება მოახდინოს ორგანული ნივთიერებებიდან ბიოსაწვავის წარმოების სფეროში“. https://hi-news.ru/technology/uchenye-razrabotali-deshevyj-sposob-proizvodstva-biotopliva-iz-vodoroslej.html
  19. ოფიციალური პრეს-რელიზის თანახმად, ვებ-ბრაუზერმა Opera-მ განაცხადა, რომ გამოუშვებს Opera Touch-ს iOS-ისთვის. Opera Touch - ეს არის Web 3 ბრაუზერი ინტეგრირებული კრიპტო-საფულეთი, რომელსაც აქვს Ethereum-ის მხარდაჭერა (ETH) და თანამოქმედია დეცენტრალიზებულ აპლიკაცებთან (DApps). გასული წლის დეკემბერში Opera-მ გამოუშვა ინტეგრირებული კრიპტო საფულის მქონე ბრაუზერი "Web 3-ready" Android-ის მომხმარებლებისთვის. Opera iOS-ზე მომსახურების გაფართოებას იმით ხსნის, რომ წარმატებით მოხდა კრიპტო საფულისა და DApp Explorer-ის ინტეგრაცია Android-ზე. iOS-ისთვის განკუთვნილი ბრაუზერის - Opera Touch-ის ამოქმედების თარიღი მითითებული არ იყო, თუმცა პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირება, რათა მოახდინონ აპლიკაციის ტესტირება საიტით. 7 თებერვალს Opera-მ დაამატა ახალი სერვისი, რომელიც შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის მაცხოვრებელ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ Ethereum-ი Android-ბრაუზერით. ახალი მომსახურება განხორციელდა Opera-სა და ბროკერული კომპანია Safello-ს პარტნიორობით. Safello, Opera-ს თქმით, დარეგისტრირებულია შვედეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს ქვეშ. ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში Opera- განაცხადა, რომ მის ბრაუზერს დაემატებოდა ინტეგრირებული კრიპტო საფულის მხარდაჭერა. პროდუქტ-მენეჯერმა Charles Hamel-მა განაცხადა, რომ Opera იყო „პირველი მსხვილი ბრაუზერი, რომელმაც გახსნა Web 3.0“. https://cointelegraph.com/news/opera-web-browser-crypto-wallet-to-expand-services-to-ios-users
      • 2
      • Like
      • Upvote
  20. კომპანია ASUS-ის ქვეგანყოფილება Republic of Gamers-მა (ROG) წარადგინა შეზღუდული სერიის ახალი გეიმინგ-აქსესუარები, ესენია: კლავიატურა ROG Strix Flare; მაუსი ROG Gladius II Origin; ჰედსეტი ROG Strix Fusion 300; მაუსპედი ROG Sheath. ყველა აქსესუარი შესრულებულია ორიგინალურ ფერთა გამაში - დომინირებს ვარდისფერი, რომელსაც ნაცრისფერი აქცენტები აქვს დამატებული. ამგვარად, აქსესუარები პირველ რიგში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო დააინტერესებთ. ROG Strix Flare კლავიატურის ზედაპირი გაყოფილია დიაგონალური ხაზით. კორპუსი ვარდისფერია, ხელის დასაყრდნობი მოსახსნელი სადგამი - ღია ნაცრისფერი. გარდა ამისა, რუხ ფერშია გადაწყვეტილი მედიაფლეიერის მართვის ღილაკები მარცხენა კუთხეში, ასევე ხმის მარეგულირებელი და ციფრებისა და ასოების კლავიშები ცალკეულ ციფრულ ბლოკზე. გათვალისწინებულია ღილაკების ინდივიდუალური მრავალფეროვანი განათება. კლავიატურა წარმოდგენილი იქნება Cherry MX გადამრთველების სხვადასხვა ვარიანტით - Red, Brown და Blue. ROG Gladius II Origin მაუსს აქვს ოპტიკური სენსორი PixArt 3360, 12 000 DPI გაფართოებით და Omron-ის გადამრთველები, რომლებიც გათვლილია 50 მილიონჯერ გამოყენებაზე. მანიპულატორის კორპუსი და ძირითადი ღილაკები ვარდისფერია, დანარჩენი ელემენტები - რუხი. კომპლექტი შეიცავს ორ სადენს: მტკიცე დაწნული და ჩვეულებრივი, რომელიც თან სატარებლად მოსახერხებელია. განსაკუთრებული კონსტრუქცია საშუალებას იძლევა მარტივად შეიცვალოს გადამრთველები, თუკი საჭირო იქნება სხვა დონის სიმკვეთრე ან შესაცვლელი გახდება დაზიანების გამო. PNK LTD სერიის ჰედსეტი ROG Strix Fusion 300 წარმოდგენილია 50-მილიმეტრიანი ყურსასმენებით - ASUS Essence. მხარდაჭერილია 7.1. ფორმატის ვირტუალური სივრცითი ხმა. იმისათვის, რომ თამაშის ხმები იყოს უფრო რეალისტური, სუფთა და ყოვლისმომცველი, გაზრდილია დინამიკის გარშემო აკუსტიკური კამერების ზომა. მოწყობილობა ვარდისფერია, ხელოვნური ტყავისგან დამზადებული ყურსასმენები და ნაწილი, რომელიც თავს ეხება - რუხი. ჰესდეტს მოყვება ორი კაბელი: USB-კონექტორიანი და ჩვეულებრივი 3,5 მილიმეტრიანი მაერთებლით. და ბოლოს, მაუსპედი ROG Sheath გაყოფილია დიაგონალური ხაზით ვარდისფერ და რუხ მონაკვეთებად. ზედაპირის მტკიცე მასალა უზრუნველყოფს მანიპულაციების სიზუსტეს. უკანა მხარის წყალობით კი მაუსპედი საიმედოდ ფიქსირდება მაგიდის ზედაპირზე და არ მოძრაობს მაუსის მკვეთრი მოძრაობების დროს. მაუსპედის ზომაა 890 × 430 მმ. https://3dnews.ru/983788
  21. ქსელურმა რითეილერებმა დაიწყეს შეკვეთების მიღება მცირე ფორმ-ფაქტორის უჩვეულო დესკტოპ-კომპიუტერზე: წარმოგიდგენთ მოწყობილობას - Acute Angle AA. მოწყობილობის კორპუსს სამკუთხედის ფორმა აქვს. კონსტრუქციაში გამოყენებულია ალუმინი, ზედაპირის ძირითადი ნაწილი კი ხისგანაა დამზადებული. ამგვარად, ნეტტოპი სხვა ანალოგიური მოწყობილობებისგან ორიგინალური გარეგნული სახით გამოირჩევა. Acute Angle AA-ს აპარატულ ბაზას წარმოადგენს პლატფორმა Intel Apollo Lake. გამოყენებულია პროცესორი Celeron N3450, რომელიც შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს ტაქტის სიხშირით 1,1 გჰც-მდე (2,2 გჰც-მდე მაქსიმალური) და გრაფიკულ კონტროლერს - Intel HD Graphics 500. კომპიუტერს აქვს LPDDR3 ტიპის 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული eMMC 5.1 (შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი SSD-ბარათის დაყენება). აგრეთვე აქვს სამი პორტი USB 3.0 და HDMI 2.0a ინტერფეისი, რომელიც უზრუნველყოფს გამოსახულებას 4K/60р ფორმატში. კომპიუტერულ ქსელთან სადენიანი მიერთებისთვის გათვალისწინებულია კონტროლერი Gigabit Ethernet. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 4.0 LE. მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 255 × 255 × 40 მილიმეტრს, წონა - 660 გრამს. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10. Acute Angle AA ნეტტოპის შეძენა შესაძლებელია 200 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/983775
  22. Bitcoin (BTC) Mining-იდან მოგებებმა დაიწყო ზრდა 18-თვიანი მინიმუმის შემდეგ - ადასტურებს კრიპტოსავალუტო საინფორმაციო წყაროს - Diar-ის 4 მარტის სტატისტიკური მონაცემები. მაინერებისთვის საგანგაშო წლის ბოლოს თებერვალში მოგების მოცულობა 2017 წლის შემდეგ არნახულ მინიმუმამდე დავიდა იმ დროს, როდესაც Bitcoin-ი იმყოფებოდა მატების პროცესის დასაწყისში. მაინინგ-საქმიანობის მოგებამ თებერვალში 195 მლნ დოლარი შეადგინა, იანვარში ეს მაჩვენებელი იყო 210 მლნ დოლარი. რეკორდულად დიდი მაჩვენებელი კი (951 მლნ $) 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა bull run-ის დროს. „საქმეს ართულებს ის ფაქტიც, რომ ოპტიმალური აპარატურით აღჭურვილმა მაინერებმა, რომლებმაც თავის დროზე შეღავათიან ფასში შეიძინეს ელექტროენერგია, ასევე განიცადეს მოგების შემცირება და იძულებულნი გახდნენ გაეზარდათ ე.წ. "ჰეშ დატვირთვა", რათა დადებით ბალანსში დარჩენილიყვნენ ფინანსურად“ - აღნიშნავს Diar. როგორც Cointelegraph-ი გვაცნობებს, 2018 წლის ბოლო ორი თვე ფინანსურად არამომგებიანი იყო მაინერებისთვის. ნოემბრის შუა პერიოდში დაახლოებით 50%-იანი ფასების ვარდნამ კრიპტოვალუტებზე გამოიწვია დროებით ქაოსი, კერძოდ, ჩინეთის მაინინგ-ქომიუნითის გაფრთხილებამ, რომ ქსელის წარმადობა მალე დაზარალდებოდა. მომდევნო თვეში დაიწყო ფორმის დაბრუნების პროცესი, სირთულეებთან ადაპტირება მიმდინარე პირობებში და შემდეგ დანაკარგების აღდგენა. Diar-მა პროგრესი დაადასტურა და აგრეთვე აღნიშნა, რომ მთლიანი მოგება მათთვის, ვინც Bitmain’s Antminer S9-ზე მოქმედებდა, წინა თვესთან შედარებით გაუმჯობესდა. თავად Bitmain-მა ბაზრის ზრდის შენელებული ტემპის გავლენა განიცადა, აგრეთვე Cointelegraph- იტყობინება შემცირებების ტალღის შესახებ, რომელმაც გამოიწვია სამუშაო ადგილების დაკარგვა და გარკვეული იურისდიქციებიდან გამოსვლა. ასოცირებული კომპანიები, რომელთაც შეხება აქვთ მაინინგ-სექტორთან, მაგალითად NVIDIA, აგრეთვე ინფორმირებულნი არიან შემოსავლების სიცოცხლისუნარიანობის შესახებ ბაზრის არასტაბილურობის გათვალისწინებით. https://cointelegraph.com/news/bitcoin-mining-revenue-begins-slow-recovery-after-18-month-lows-new-report-shows
      • 1
      • Like
  23. ადამიანები კარგად ადაპტირებენ დედამიწაზე მიმდინარე გლობალურ დათბობასთან - დამტკიცებულია კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის კვლევებით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პროცესის ნელი ტემპის გამო ადამიანები უბრალოდ ვერ ამჩნევენ სერიოზულ ცვლილებებს და ეჩვევიან მუდმივად მზარდ ტემპერატურას. ერთი შეხედვით, ეს სიახლე შესაძლოა დადებითი ჩანდეს, თუმცა რეალურად ძალიან შემაშფოთებელია - მკვლევარები თვლიან, რომ გარკვეულ მომენტში ადამიანები გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდებიან ისე, რომ ვერ შენიშნეს სიცოცხლისთვის საშიში ცხელი კლიმატის ჩამოყალიბება. XIX საუკუნეში მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორია, რომელსაც ეწოდა „ბაყაყი მდუღარეში“. მეცნიერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ცხელ წყალში მოთავსებული ბაყაყი ვერ შეამჩნევდა წყლის ტემპარატურის მატებას და ერთხელაც ცოცხლად მოიხარშებოდა ისე, რომ ვერც გაიგებდა რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია უკვე უარყოფილია, თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მომავალში შესაძლოა ადამიანებს იგივე ბედი ეწიოთ, რაც ბაყაყს ზემოთხსენებული ორიგინალური ექსპერიმენტის შედეგად. 2014-დან 2016 წლამდე პერიოდში მკვლევარების გუნდი იკვლევდა სოციალურ ქსელებში განთავსებულ მილიარდობით შეტყობინებას ამინდის შესახებ. ისინი აკვირდებოდნენ მომხმარებლების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, ამინდის შესახებ ცნობებს და ადამიანების მდგომარეობას. შესადარებლად, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები დღესღეობით მომატებულ ტემპერატურაზე, შეგროვებული მონაცემები შედარებულ იქნა 1981-1990 წლების ტემპერატურის მაჩვენებლებთან. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ყველაზე მეტად რეაგირებენ სეზონისთვის არატიპიურ ამინდზე: მაგალითად, თბილ ზამთარსა და ცივ ზაფხულზე. თუმცა ეს რეაქცია მათ მიერ სწრაფად დავიწყებადია - რამოდენიმე წელში იწყებენ თბილი ზამთრების ან სხვა ანომალიური მოვლენების აღქმას ნორმალურ პირობებად. „ეს მოვლენა ნამდვილად ჰგავს „მდუღარეში მჯდარი ბაყაყის სინდრომს.“ ადამიანებმა დაიწყეს იმ ცვლილებებთან შეჩვევა და ადაპტირება, რომელთა მოგვარებაც სურთ და საჭიროა“ - აცხადებს კლიმატის სპეციალისტი ფრენსის მური. მოცემულმა ფაქტმა მეტად შეაშფოთა მკვლევარები, თუმცა ისინი თვლიან, რომ ერთხელაც ბუნება ადამიანებს თავს შეახსენებს. ყველაზე დიდი ალბათობით, ადამიანები შეამჩნევენ ხანძრების შემთხვევების მატებას, გახშირებულ შტორმებსა და გვალვებს. ამგვარი კატასტროფები ყველაზე მკაცრად შეახსენებს ადამიანებს პლანეტის მდგომარეობას და მათ სასწრაფოდ მოუწევთ საჭირო ზომების მიღება. https://hi-news.ru/research-development/v-budushhem-lyudi-mogut-svaritsya-zazhivo-kak-lyagushki-v-kipyatke.html
      • 1
      • Upvote
  24. ჩინელმა სამხედრო ძალებმა შექმნეს არამომაკვდინებელი მიკროტალღური იარაღი, რომლითაც ხდება კანქვეშა ნერვების პარალიზება და იწვევს ძლიერ ტკივილს. „აქტიური შეკავების მიკროტალღური სისტემა“ - ასე უწოდეს ტექნოლოგიას და იგი გამოყენებული იქნება მასობრივი არეულობების, ტერორისტების დაკავების დროს, აგრეთვე სახელმწიფო მოხელეების დასაცავად - წერს Global Times. იარაღი შედგება მიკროტალღური რადარებისგან, რომლებიც მოწინააღმდეგეს უგზავნიან 0,4 მმ სიგრძის ტალღებს. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ იარაღის ზემოქმედება არ იწვევს სიმსივნეს და ფერტილურობის პრობლემას. ტექნოლოგიამ გამოცდა წარმატებით გაიარა. დაგეგმილია, რომ იგი გამოყენებული იქნება როგორც ერთ პირზე შეტევისას, ასევე ადამიანთა დიდი ჯგუფის წინააღმდეგ. მიკროტალღური სისტემა შესაძლებელია დამონტაჟდეს ტრადიციულად, სტატიკურად. აგრეთვე შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება: შესაძლებელია რადარი დაყენდეს მცირე ზომის მიკროავტობუსის სახურავზე. ამ სიახლემდე ადრეულ პერიოდში ჩინეთის არმიამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო დამაგნიტებული პლაზმის მქონე არტილერიული ჭურვები. მიიჩნევა, რომ ამგვარი ჭურვები გამოყენებული იქნება ტრადიციული სროლის მეთოდის იარაღებში. https://hightech.fm/2019/02/26/china-weapon
  25. აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაქვეყნა გალაქტიკების შეჯახების ამსახველი შესანიშნავი ფოტოები - ფოტოზე მოცემულია ჰერკულესის თანავარსკვლავედის ორი გალაქტიკის შერწყმა. ფოტოზე აღბეჭდილია ობიექტი კოდური სახელწოდებით NGC 6052. იგი მდებარეობს დედამიწიდან დაახლოებით 230 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით. დასახელებულ კოსმოსურ სტრუქტურას უილიამ ჰერშელი ჯერ კიდევ 1784 წელს აკვირდებოდა. თუმცა თავდაპირველად იგი შეცდომით იქნა აღქმული ერთ მთლიან გალაქტიკად. შემდგომი დაკვირვებების შედეგად გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ რეალურად ობიექტი NGC 6052 - ორი გალაქტიკაა, რომლებიც შერწყმის ეტაპზე იმყოფებიან. წარმოდგენილი ფოტო მიღებულ იქნა ორბიტალური ტელესკოპის, „ჰაბლის“ (NASA/ESA Hubble Space Telescope) ბორტიდან. ფოტოგადაღების დროს გამოყენებული იყო ინსტრუმენტი Wide Field Camera 3 - კოსმოსური ობსერვატორიის ყველაზე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ რამოდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ჩვენს გალაქტიკასაც ელის შეჯახება: მიიჩნევა, რომ ადრე თუ გვიან იგი შეერწყმება ანდრომედას გალაქტიკას. https://3dnews.ru/983719
      • 1
      • Upvote
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.