Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7326
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. კორპორაცია Boeing-ს უამრავი პერსპექტიული პროექტი აქვს, ერთ-ერთია პლატფორმა Airpower Teaming System, რომელზეც აეწყობა ავტონომიური ავიაგამანადგურებლები. უკვე ცნობილია, რომ მის ბაზაზე აწყობილი პირველი მოქმედი უპილოტო აპარატი იქნება Loyal Wingman. იგი საფრენად მზად იქნება 2020 წელს. პროექტი შემუშავებულ იქნა ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით. უპილოტო თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელი იქნება დაზვერვისა და შეტევისთვისაც. ცნობილია, რომ ავტონომიური მუშაობა უზრუნველყოფილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც შესაძლებელია დაპროგრამდეს ნებისმიერი მისიის შესრულებაზე. ინტელექტუალური სისტემა აგრეთვე სასარგებლო იქნება უპილოტო თვითმფრინავსა და სხვა თვითმფრინავებს შორის მანძილის შესანარჩუნებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მასში პილოტი არ იჯდება, აპარატს გაცილებით შორი მანძილის ფრენა შეუძლია - 3700 კილომეტრზე მეტი. Boeing-ის წარმომადგენლები არ ახმაურებენ, რა თანხა დაჯდა ახალი აპარატის აწყობა, თუმცა აცხადებენ, რომ უპილოტო ავიაგამანადგურებელი გაცილებით იაფია მის პილოტიან ანალოგთან შედარებით. კორპორაცია გეგმავს გამოუშვას ასეთი ავიაგამანადგურებლები მხოლოდ შეკვეთით, ამავე დროს თანახმაა ავტონომიური თვითმფრინავი აღჭურვოს დამატებითი შეიარაღებით - დამკვეთის სურვილისამებრ. უპილოტო თვითმფრინავზე სავარაუდოდ დიდ მოთხოვნა იქნება, რადგან მისი გაგზავნა შესაძლებელია სახიფათო დავალებებზე ისე, რომ პილოტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ იქნება. თუმცა Boeing-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მსგავს პროექტზე მუშაობს. მაგალითად, 2015 წელს კომპანია Lockheed Martin-მა დაიწყო უპილოტო ავიაგამანადგურებლის აწყობა F-16 Fighting Falcon-ის ბაზაზე. Boeing-ს სხვა საინტერესო პროექტებიც აქვს. ამჟამად იგი კომპანია Aerion-თან ერთად მუშაობს ზებგერითი ბიზნეს-ჯეტის (უპილოტო თვითმფრინავი) აწყობაზე. Aerion AS2-ის კომერციული წარმოება 2023 წლისთვისაა ჩანიშნული. https://hi-news.ru/technology/bespilotnyj-istrebitel-boeing-uzhe-v-2020-godu.html
  2. კომპანია KPMG-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელთა 48 % თვლის - ბლოკჩეინი, დიდი ალბათობით, შეცვლის ბიზნესის წარმართვას უახლოეს სამ წელში. გამოკითხვის შედეგები გადაეცა და გამოქვეყნდა Cointelegraph-ზე. KPMG-ს მიერ ჩატარებული კვლევა რიგით მეშვიდეა და იგი მოიცავს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლამდე პერიოდს. მასში შესულია მსოფლიოს 12 ქვეყნიდან 740 გლობალურ ტექნოლოგიურ მწარმოებელზე მეტი. რესპონდენტთა 66 % უმაღლესი რანგის (C-level / C-suite) წარმომადგენელი იყო. გამოკითხვის თანახმად ხელმძღვანელთა თითქმის ნახევარი თვლის, რომ ბლოკჩეინი შეცვლის ბიზნესის მართვის მეთოდებს უახლოეს წლებში. რესპონდენტთა 27-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათზე ტექნოლოგია საერთოდ არ იმოქმედებს, დანარჩენი 24 % კი ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩა. მათ კუთვნილ კომპანიებში ბლოკჩეინის დანერგვასთან დაკავშირებულ კითხვაზე გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა უპასუხა, რომ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიის გამოყენება. 31-მა პროცენტმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა, 28% კი აცხადებს, რომ ვერ შეძლებენ ტექნოლოგიის რეალიზებას. გარდა ამისა, ხელმძღვანელთა 27-მა პროცენტმა განაცხადა, რომ უახლოეს სამ წელში ინტერნეტ-ნივთები (IoT) გახდება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ბლოკჩეინის ფუნქციონირებას ხელს შეუშლის. მას შემდეგ მოჰყვება ვაჭრობა, კიბერუსაფრთხოების დონის შემცირება და კონტრაქტები - გამოკითხულთა 22, 20 და 18 %-ის აზრით, შესაბამისად, რაც შეეხება ტექნოლოგიის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, რესპონდენტთა 23% თვლის, რომ ბლოკჩეინი ხელს უწყობს ბიზნესის ეფექტურობის ზრდას. ამის პარალელურად კი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ბიზნეს-ქეისების ეფექტურობის შემოწმება-დამტკიცების საშუალების არარსებობა. მცირე ხნის წინ გლობალური ბლოკჩეინის ბიზნეს-საბჭოს (GBBC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების 40% ბლოკჩეინს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციას ინტერნეტის შექმნის დროიდან მოყოლებული. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ უახლოეს წლებში მათი საქმიანობისთვის გარდაუვალი იქნება იპოვონ ბლოკჩეინ-ხელმძღვანელები თავიანთი დირექტორთა საბჭოსთვის. მეორე გამოკითხვა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მომუშავე კომპანია Globant-მა ჩაატარა, აჩვენებს, რომ ორგანიზაციათა 64% აპირებს მოახდინოს ბლოკჩეინის დანერგვის ინვესტირება თავიანთი შიდა ოპერაციების დონის გაუმჯობესების მიზნით. ამჟამად რესპონდენტთა მხოლოდ 46% თვლის თავს მზად ამ ტექნოლოგიის დანერგვის საკითხში. https://cointelegraph.com/news/survey-48-of-execs-expect-blockchain-to-change-their-business-in-three-years
      • 1
      • Like
  3. კომპანია Qualcomm Technologies-მა გამოფენა MWC 2019-ზე წარადგინა პლატფორმა Robotics RB3 - თავისი პირველი კომპლექსური ინტეგრირებული გადაწყვეტილება, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის რობოტების შექმნისთვის. პლატფორმაში გაერთიანებულია აპარატული და პროგრამული კომპონენტები, აგრეთვე ინსტრუმენტები მწარმოებლებისთვის. Robotics RB3 პლატფორმის ბაზაზე შესაძლებელი იქნება ინტელექტუალური რობოტების დაპროექტება. მთავარ გადაწყვეტილებას წარმოადგენს „სისტემა ჩიპზე“ - Qualcomm SDA845/Qualcomm SDM845. მოწყობილობა შეიცავს რვა Kryo 385 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2,8 გიგაჰერცამდე. ჩიპი დამზადებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ვიდეოქვესისტემაში გამოყენებულია გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 630. პლატფორმაში მოცემულია გამოსახულების დამუშავების პროცესორი Spectra 280. რობოტების აღჭურვა შესაძლებელია ორი 16-16 მეგაპიქსელიანი კამერით ან ერთი 32 მეგაპიქსელიანი ოდინარული კამერით. ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine უზრუნველყოფს მანქანური სწავლებისა და კომპიუტერული ხედვის ფუნქციებს. რეალიზებულია თანამგზავრული სანავიგაციო სისტემების - GPS, GLONASS, Beidou, Galileo, QZSS, SBAS მხარდაჭერა. საკომუნიკაციო შესაძლებლობებზე პასუხისმგებელია ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11ac Wave 2 და Bluetooth 5.0, აგრეთვე მოდემი 4G/LTE. სამომავლოდ იგეგმება 5G ქსელის მხარდაჭერაც. Qualcomm Robotics RB3-ის გამოყენება შესაძლებელია საწარმოო, კომერციული და სამომხმარებლო რობოტების წარმოებისთვის - დაწყებული დიდგაბარიტებიანი სისტემებიდან - პატარა დრონებით დამთავრებული. ახალი პლატფორმის ბაზაზე აწყობილი პირველი სისტემები მიმდინარე წელსვე გამოჩნდება. https://3dnews.ru/news
      • 1
      • Upvote
  4. როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Apple ამჟამად დაკავებულია ძილის გამოკვლევის ფუნქციაზე მუშაობით, რომელიც გამოყენებული იქნება Apple Watch სმარტ-საათებში. სიახლის შესახებ Bloomberg-მა დაადასტურა და განაცხადა, რომ ძილის მონიტორინგის ფუნქცია დაკავშირებული იქნება ახალ აღჭურვილობასთან და არა watchOS-ის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ Apple-ის თანამშრომლები ახალი ფუნქციის ტესტირებას უკვე რამოდენიმე თვეა ახდენენ კომპანიის კამპუსში, რათა გაფართოებული ფუნქციონალურობის მქონე სმარტ-საათები უკვე მომავალ წელს გამოუშვან. Apple, როგორც წესი, სმარტ-საათების ახალ ვერსიებს შემოდგომაზე უშვებს ხოლმე. ამ დროისთვის Apple Watch-ს არ აქვს ინტეგრირებული ძილის მონიტორინგის ფუნქცია. თუმცა სმარტ-საათებისთვის განკუთვნილი აპლიკაციები, მათ შორის AutoSleep-ი, საკმაოდ კარგად ფუნქციონირებენ და საშუალებას იძლევიან მონაცემები სინქრონიზდეს აპლიკაცია Health-თან iPhone-ზე. Bloomberg-ი წერს, რომ ძილის მონიტორინგის ფუნქციის დამატებას დასჭირდება ავტონომიური მუშაობის დიდი ხანგრძლივობა, რადგანაც მომხმარებლების უმეტესობა მოწყობილობას ღამით ტენის. ალტერნატივად შესაძლოა შემოთავაზებულ იქნას ნაკლები ენერგიის საჭიროების მქონე მოწყობილობა და გადასვლა უფრო სწრაფი დატენვის რეჟიმზე Qi სტანდარტის შესაბამისად, რომლის გამოყენებაც დილაობითაც არის შესაძლებელი. https://3dnews.ru/983481
  5. Mobile World Congress (MWC) 2019-ზე წარმოდგენილ იქნა უნიკალური სმარტფონი - Energizer Power Max P18K Pop. მოწყობილობა სხვა სმარტფონებისგან გარდა ვიზუალისა, აკუმულატორის სიმძლავრით გამოირჩევა. ბატარეას აქვს რეკორდული მოცულობა - 18 ათასი მილიამპერი/სთ. ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 50 დღე-ღამე ლოდინის რეჟიმში. როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთი მძლავრი ბატარეის გამოყენება ნეგატიურად აისახა სმარტფონის გაბარიტებზე. მოწყობილობა საკმაოდ მძიმე გამოვიდა. მისი წონა არ სახელდება, კორპუსის სისქე კი 18 მილიმეტრს შეადგენს. სმარტფონის კიდევ ერთ გამორჩეულ მახასიათებლად სახელდება მოძრავი ორმაგი სელფი-კამერა 16 და 2 მეგაპიქსელიანი სენსორებით. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია სამი კამერა 12, 5 და 2 მეგაპიქსელიანი სენსორებით. სმარტფონს აქვს 6,2-დუიმიანი, Full HD+ ფორმატის დისპლეი, რომლის გაფართოება 2280 × 1080 პიქსელს შეადგენს. მოწყობილობის ზომებია 153 × 74,8 × 18 მმ. შიდა კომპონენტებს რაც შეეხება, მოწყობილობას აქვს რვაბირთვიანი პროცესორი MediaTek Helio P70, 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება, ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა 9.0 Pie. დაშვებულია ორი SIM-ბარათის დაყენება. Energizer Power Max P18K Pop სმარტფონი ივნისიდან გაიყიდება დაახლოებით 600 ევროდ. https://3dnews.ru/983420
      • 1
      • Upvote
  6. აზოტის დიოქსიდი (NO2), რომელიც აზოტის ოქსიდების ჯგუფში შედის, ჰაერის დამაბინძურებელი ერთ-ერთი კომპონენტია ქალაქის პირობებში. იგი ყალიბდება მაღალ ტემპერატურაზე წვის შედეგად. ამ მავნე ნივთიერების წარმომშობ ძირითად ანთროპოგენულ წყაროებს წარმოადგენს გაზისა და ნახშირის ელექტროსადგურები, აგრეთვე საქალაქო ტრანსპორტი. გარდა ამისა, არსებობს NO2-ის გამომწვევი ბუნებრივი წყაროებიც, მაგალითად: ტყეების ხანძრები, ელვა, თუმცა მათი როლი გამონაბოლქვის მოცულობის საერთო ფონზე მინიმალურია. თანამგზავრული ფოტოებისა და მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებით კომპანია Descartes Labs-მა მოახდინა ატმოსფეროში არსებული აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის ვიზუალიზაცია. NO2-ის მაღალ კონცენტრაციას შეუძლია მოახდინოს მჟავური წვიმების, სმოგის სტიმულირება, აგრეთვე შეამციროს მცენარეული საფარის აღდგენის ტემპი და, რა თქმა უნდა, ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას. ეს ნივთიერება აზიანებს სასუნთქ გზებსა და თვალებს. 150 ppm-ზე მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში იგი ბრონქიტს იწვევს, 500 ppm-ის ზემოთ კი - ფილტვების შეშუპებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი შესუნთქვა მხოლოდ რამოდენიმე წუთს გრძელდებოდა. გამოსახულების შესადგენად საჭირო მონაცემები მიღებულ იქნა თანამგზავრ Sentinel 5P-ის დახმარებით. ეს თანამგზავრი 2017 წლის ოქტომბერში გაუშვეს პლანეტის ატმოსფეროს მონიტორინგისთვის. იგი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA)თანამგზავრთაგან ერთ-ერთია, რომელიც დედამიწაზე დაკვირვებისთვისაა განკუთვნილი. დანარჩენი თანამგზავრები აკვირდებიან დედამიწის მცენარეულ საფარსა და მიწის ათვისების მასშტაბებს, გლობალური ტემპერატურის ცვლილებას, ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის რღვევას და ა.შ. წარმოდგენილი რუკა ფოტომასალათა სერიის ერთ-ერთი ნაწილია. Descarte Labs-ის გრაფიკული დიზაინის ხელმძღვანელის განცხადებით რუკის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა უამრავი სხვადასხვა ფოტო, რომლებიც მათ Sentinel-5P-ისგან მიიღეს 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. მკვეთრი გამოსახულების მისაღებად არჩევისას გამორიცხულ იქნა დაბალხარისხიანი ფოტოები, აგრეთვე უამინდობის დროს გადაღებული მასალა. ცხადია, რომ აზოტის დიოქსიდის მთავარი კონცენტრაცია ქალაქებთან ფიქსირდება, სადაც დიდი რაოდენობით ავტომანქანა მოძრაობს. ამავე დროს რუკა შეიმჩნევა ცალკეული ერთეულები - ამ შემთხვევაში საუბარია საზღვაო ხომალდებსა და ქალაქის ცალკეულ სამრეწველო დაწესებულებებზე. https://hi-news.ru/eto-interesno/predstavlena-svezhaya-karta-vybrosov-dioksida-azota-v-atmosferu.html
  7. დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ დედამიწა მოცული იყო მომაკვდინებელი ულტრაიისფერი გამოსხივებით, ამიტომ მეცნიერები თვლიან, რომ პირველად სიცოცხლე ღრმა წყლის ქვეშ გაჩნდა. რა გახდა სიცოცხლის წარმომშობი მიზეზები, ჯერ კიდევ უცნობია, NASA-ს ასტრობიოლოგები უკვე რამოდენიმე წელია უწყვეტად მუშაობენ ამ ამოცანის გასარკვევად. სპეციალურად ამ მიზნით მათ ააგეს აკვარიუმები, რომლებიც ზუსტად იმიტირებენ ოკეანის უძველეს პირობებს. საბოლოოდ, ბიოლოგებმა შეძლეს შეექმნათ ორგანული რეაქცია, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო სიცოცხლის წარმოშობის საწყისი. მიიჩნევა, რომ ცოცხალი ორგანიზმები დიდ სიღრმეებში წარმოიშვნენ იმ ნაპრალების სიახლოვეს, რომლებიც ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოიქმნა. რამდენადაც ღრმა წყლის ქვეშ არ არის სინათლე და შეუძლებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფოტოსინთეზის მოხდენა, პირველი ქმნილებები გათვლილი იყო მხოლოდ ჰემოსინთეზზე. ამ პროცესის მიმდინარეობისას პირველი ბაქტერიები იკვებებოდნენ ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილი შაქრით. ამ ბაქტერიებს კი უფრო მსხვილი ორგანიზმები ჭამდნენ და ამგვარად ეტაპობრივად განვითარდა კვებითი ჯაჭვი. ნივთიერებები, რომლებიც უძველესი წყლების მთავარ შემოადგენლობას ქმნიდა, აღმოჩენილ იქნა გაქვავებული მასალების კვლევისას. ამგვარად, ლაბორატორიული რეზერვუარები მკვლევარებმა გაავსეს წყლით, პირუვატითა და ამიაკით - ეს ორი ნივთიერება აუცილებელია ამინომჟავების წარმოსაქმნელად. წყლიდან ამოტუმბეს მთელი ჟანგბადი და დაუმატეს რკინის ჰიდროქსიდი, რომელიც მეტად გავრცელებული იყო დედამიწაზე არსებობის საწყის პერიოდში. მოხდა წყლის გათბობა 70 გრადუს C-მდე - დაახლოებით ასეთი ტემპერატურის იყო წყალი ვულკანური ნაპრალების სიახლოვეს. წყალში ჟანგბადის დამატების შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს ამინომჟავა ალანინისა და ლაქტატის ალფაჰირდომჟავის წარმოქმნა. ამ უკანასკნელს შეუძლია გაერთიანდეს რთულ ორგანულ მოლეკულებთან და შედეგად მოგვცეს ცოცხალი ფორმის დასაწყისი. ითვლება, რომ ამგვარადვე შესაძლოა განვითარებულიყო სიცოცხლე სხვა პლანეტების ყინულოვან თანამგზავრებზეც, მაგალითად იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ან სატურნის ენცელადზე. მათი გამყინვარებული ზედაპირების ქვეშ შესაძლოა იფარებოდეს ვულკანური ნაპრალები, რომელთა სიახლოვესაც ცოცხალი უცხოპლანეტური ორგანიზმები დაცურავენ. მკვლევარების თქმით, მას შემდეგ, როდესაც ზუსტად გაარკვევენ რა პირობებია სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო, მათ დანამდვილებით ეცოდინებათ რომელ პლანეტებზე უნდა ეძებონ სიცოცხლე. https://hi-news.ru/research-development/v-nasa-vossozdali-drevnie-usloviya-v-kotoryx-mogla-vozniknut-pervaya-zhizn.html
      • 1
      • Upvote
  8. გამოფენა Mobile World Congress 2019-ზე კომპანია Sony-მ წარადგინა ოთხი სმარტფონი, მათ შორისაა ფლაგმანი Sony Xperia 1. სმარტფონს აქვს CinemaWide დისპლეი. გამოყენებულია OLED-პანელი Ultra HD გაფართოებით. დისპლეის დიაგონალი 6,5 დუიმს შეადგენს, აქვს HDR მხარდაჭერა. სმარტფონის ზომებია 167 х 72 х 8.2 მმ, წონა - 180 გრამი. ბიომეტრიული სკანერი გვერდით კიდეზეა. უკანა პანელზე მხოლოდ სამი კამერაა განთავსებული. Sony Xperia 1 - იაპონური კომპანიის სადებიუტო სმარტფონია, რომელშიც ძირითადი კამერა აგებულია სამი მოდულის ბაზაზე. თითოეული მათგანის გაფართოება 12 მეგაპიქსელს შეადგენს. ძირითადი კამერით შესაძლებელია ვიდეოს გადაღება სხვადასხვა ფორმატში: 4K - 24 / 30 კადრი/წმ; Full HD - 30 / 60 / 960 კადრი/წმ. ფრონტალური კამერა აგებულია ერთი მოდულის ბაზაზე, აქვს 8-მეგაპიქსელიანი სენსორი. კამერას შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო Full HD ფორმატში 30 კადრი/წამში სიხშირითა და ელექტრონული სტაბილიზაციით. სმარტფონი მუშაობს 7-ნანომეტრიან ფლაგმანურ პროცესორზე - Qualcomm SD855, გრაფიკულ ამაჩქარებელთან - Adreno 640-თან ერთად. მეხსიერების მხრივ Sony Xperia 1 წარმოდგენილია ორ კონფიგურაციად: ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შესაძლოა შეადგენდეს 64 ან 128 გიგაბაიტს მოდიფიკაციის შესაბამისად, ოპერატიული მეხსიერება კი ორივე ვერსიის შემთხვევაში 6 გიგაბაიტია. სმარტფონს აქვს 512 გიგაბაიტამდე მეხსიერების ბარათისთვის განკუთვნილი სლოტი, ასევე - საფირმო გეიმინგ-რეჟიმი Game Enhancer. ბატარეის მოცულობაა 3330 მილიამპერი/სთ. სმარტფონს აქვს საფირმო Smart Stamina Mode-ისა და Battery Care-ის მხარდაჭერა. მოწყობილობა იტენება USB-C პორტით, 18 ვოლტიანი სწრაფი დატენვით - USB Power Delivery 2.0, აგრეთვე შესაძლებელია უსადენო დატენვაც Qi სტანდარტის მიხედვით. ფლაგმანური სმარტფონის კორპუსი მინისგანაა დამზადებული, გამოყენებულია ბოლო თაობის Gorilla Glass 6. Sony Xperia 1 მუშაობს ოპერაციული სისტემა Android Pie-ს ბაზაზე. სმარტფონს არ აქვს FM-რადიო და ყურსასმენების კონექტორი, სამაგიეროდ ხელმისაწვდომია ყველა ძირითადი უსადენო ინტერფეისი, მათ შორის: NFC, Wi-Fi (2.4 გჰც + 5 გჰც) და Bluetooth 5.2. სხვა მახასიათებლებიდან შეიძლება აღინიშნოს საფირმო გადაწყვეტილებები - Triluminos Display და X-Reality Engine, სტერეოდინამიკები, IP68 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან, აგრეთვე Dolby Atmos-ისა და apt-X HD-კოდეკის მხარდაჭერა. სმარტფონი გაყიდვაში გამოვა გაზაფხულის ბოლოს და იგი ხელმისაწვდომი იქნება ლურჯ, შავ, ნაცრისფერ და თეთრ ფერებში. Sony Xperia 1-ის ოფიციალური ფასი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. წინასწარი ცნობებით მისი ღირებულება დაახლოებით 1000 ევროს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24534/mwc-2019-anonsirovan-flagman-sony-xperia-1-s-pervym-v-mire-4k-oled-displeem
      • 1
      • Like
  9. კომპანია Qualcomm Technologies-მა ყოველწლიურ გამოფენა Mobile World Congress-ზე (MWC) წარადგინა აპარატული პლატფორმა Snapdragon 8cx 5G, რომელიც განკუთვნილია მუდმივად ინტერნეტთან მიერთებული პორტატული კომპიუტერებისთვის. დაანონსებულ პლატფორმაში გაერთიანებულია 7-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 8cx და მოდემი Snapdragon X55. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერას 7 გბიტი/წმ სიჩქარით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Snapdragon X55 მულტირეჟიმიანი მოდემია და თავსებადია 4G/LTE, 3G და 2G ქსელებთან. ამგვარად, ამ ჩიპის მქონე მოწყობილობების მფლობელები შეძლებენ იქონიონ ინტერნეტთან წვდომა ყველგან ქსელის დაფარვის ზონაში. რაც შეეხება პროცესორ Snapdragon 8cx-ს, მასში გაერთიანებულია რვა 64-ბიტიანი ბირთვი Qualcomm Kryo 495. გრაფიკის დამუშავებისთვის განკუთვნილია ამაჩქარებელი Adreno 680. პლატფორმა უზრუნველყოფს LPDDR4x-2133 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერას, ასევე მხარდაჭერილია ფლეშ-მოდულები NVMe SSD და UFS 3.0, უსადენო კავშირები Wi-Fi 802.11ad, 802.11ac Wave 2, 802.11a/b/g და 802.11n, ასევე Bluetooth 5.0. გათვალისწინებულია მიმღები თანამგზავრული სანავიგაციო სისტემებისთვის - GPS/GLONASS/Beidou/Galileo და NFC მოდული. Snapdragon 8cx 5G-ის საცდელი მიწოდებები უკვე დაიწყო. მოსალოდნელია, რომ პლატფორმის ბაზაზე შექმნილი კომერციული მოწყობილობები ბაზარზე მიმდინარე წელსვე გამოვა. ამ პროცესორის გამოყენება განზრახული უკვე აქვს კომპანია Lenovo-ს. https://3dnews.ru/983385
  10. ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონების შემდეგ ადამიანების წინაშე დადგა მნიშვნელოვანი ამოცანა - ძველი საბრძოლო მასალების უტილიზაცია. ამ დრომდე კაცობრიობამ ვერაფერი მოიგონა იმაზე უკეთესი, რომ უბრალოდ დაწვას, მიწაში დამარხოს ან ზღვაში ჩაყაროს მოძველებული მასალა. ამგვარი მიდგომა კი მეტისმეტად აზიანებს ბუნებას. ამიტომ მეცნიერები მუდმივად ეძებენ უფრო უსაფრთხო ალტერნატივებს. Sandia National Laboratories-ის მკვლევარებმა წარმოადგინეს უტილიზაციის ახალი მეთოდი - საბრძოლო მასალების დემონტაჟისა და ლითონების ხელმეორედ გამოყენებისთვის გადარჩევა რობოტების დახმარებით განხორციელდება. ამ დავალების შესრულებისთვის მეცნიერებმა შექმნეს ცხრა რობოტი, რომლებსაც ლითონის უზარმაზარი ხელები აქვთ. ესენი სტანდარტული კომერციული მოდელებია, რომლებიც მომართულია საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფისკენ. რობოტები აგრეთვე ცალკე გამოარჩევენ ალუმინს, ფოლადს და სპილენძს გადამუშავებისა და ხელმეორედ გამოყენებისთვის. დემონტაჟის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელის, ბილი პრენტისის თქმით, მთავარ სირთულეს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ საბრძოლო მასალები 30 წელზე მეტი ხნისაა და მათ შესაძლოა ჰქონდეს სახიფათო დეფექტები, ამიტომ რობოტების მხრიდან საჭიროა უკიდურესი სიზუსტე, ასევე მათი მუდმივი კონტროლი ოპერატორებისგან. თუკი რობოტებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ, ისინი ექსპერტებს აცნობებენ და ადამიანები თავიანთ თავზე აიღებენ სამუშაოს. უტილიზაციისთვის განკუთვნილი სამხედრო მასალების შემადგენლობაში შედის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რომლებიც ცივი ომის დროს შეიქმნა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ. ეს მასალები გადამუშავების ცხრა ეტაპს გაივლიან. https://hi-news.ru/technology/roboty-zanyalis-pererabotkoj-tysyach-opasnyx-boepripasov.html
  11. Cayman Alternative Investment Summit (CAIS) 2019-ის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ინვესტორები თვლიან - კრიპტოვალუტები, როგორც აქტივების სახეობა, ფინანსურ „ბუშტს“ (Bubble) წარმოადგენს. გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა პრეს-რელიზში და გავრცელდა Cointelegraph-ის მიერ. გამოკითხვისთვის მოსამზადებლად, როგორც ცნობილია, მკვლევარებმა შეისწავლეს დაახლოებით 100 ალტერნატიული ინვესტორი და მენეჯერი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ CAIS-ის ყოველწლიურ კონფერენციაში 2019 წლის 6-დან 9 თებერვლამდე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხული ინვესტორების 45% ციფრულ ვალუტას მიიჩნევს იმ სახის აქტივად, რომელიც ამ დროისთვის Bubble-ს წარმოადგენს. რესპონდენტთა 20%, 19% და 16 % თვლის, რომ აშშ-ის აქციები, ექსპლუატაციაში მყოფი სესხები და კერძო კრედიტები Bubble-ია, შესაბამისად. ტექნოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვაზე - თუ რომელი მათგანი მოახდენს ბაზარზე გავლენას, გამოკითხულთა 45-მა პროცენტმა დაასახელა ავტომატიზაცია და მანქანური სწავლება, 38% კი თვლის, რომ მსოფლიოზე უდიდეს გავლენას ბლოკჩეინი მოახდენს. მიმდინარე თვეში Bitwise Asset Management-ის გლობალური კვლევის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა და ETF.com-ის პრეზიდენტმა Matt Hougan-მა განაცხადა, რომ არსებობს ბევრი რამ, რასაც იგი უწოდებს ნეგატიური აქტივობის „გამორკვევას“ კრიპტოინდუსტრიაში. ამავე დროს Hougan-მა აღნიშნა, რომ იგი „უფრო მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი კრიპტო აქტივების მიმართ, ვიდრე ბლოკჩეინის“. Bloomberg-თან ინტერვიუში Goldman Sachs-ის ყოფილმა პარტნიორმა და კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა Mike Novogratz-მა ივარაუდა, რომ კრიპტო სამყაროში ახალი ბუშტი არ წარმოიშვება და Bitcoin-ის სავარაუდო საშუალო ფასად 8 ათასი დოლარი იწინასწარმეტყველა. კრიპტო სამყაროსთვის მძიმედ გადატანილი ზამთრის მაგალითზე მან აღნიშნა, რომ წინა წელმა დაგვანახა, თუ რამდენად მტკივნეულია ფინანსური ბუშტის გასკდომა კრიპტო საზოგადოებისთვის. https://cointelegraph.com/news/survey-half-of-alternative-investors-think-crypto-is-bubble
      • 1
      • Like
  12. მიუხედავად მათი სიმარტივისა, ბაქტერიები მეტად ეშმაკურ სტრატეგიებს იყენებენ თვითგადარჩენისთვის. მაგალითად, მათ შეუძლიათ გადავიდნენ ძილის რეჟიმში, რათა დაელოდონ საფრთხის გადავლას. ან საკუთარი თავი გაწირონ თავიანთი კოლონიის გადასარჩენად. როგორც აღმოჩნდა, აქტიური და პასიური რეჟიმების გარდა ბაქტერიებს სხვა სახის მდგომარეობაც გააჩნიათ, რომელიც ზომბების ქცევას მოგვაგონებს - ცოცხალია ბუნებრივი ინსტინქტი. ეს რეჟიმი მათ ეხმარება წყნარად გაძლონ ხანგრძლივი პერიოდი საკვების გარეშე, თუმცა ამავე დროს შეინარჩუნონ გამრავლების შესაძლებლობა. აღმოჩენილი მდგომარეობისას ბაქტერიებში მეტაბოლური პროცესები შენელებულად მიმდინარეობს. ამ ახალი სტრატეგიის შესახებ ცნობილი გახდა უვნებელი ბაქტერიის - Bacillus subtilis-ის გამოკვლევის შემდეგ, რომელიც, როგორც უკვე ცნობილია, ექსტრემალური პირობებისას გადადის უმოქმედო მდგომარეობაში და ენდოსპორად გარდაიქმნება. ბაქტერიის ზოგიერთი მუტირებული ფორმა კი ბოლომდე „მიძინებული“ არ არის - სწორედ ეს გახდა შესწავლის მიზეზი. ბიოლოგების გუნდმა აშკარა სხვაობა შენიშნა აქტიურ და პასიურ რეჟიმებსა და რეჟიმ “ზომბის“ შორის: როგორც წესი, ბაქტერია Bacillus subtilis ჩხირის ფორმისაა, თუმცა შემჩნეულ იქნა, რომ მშიერი მუტირებული ვარიანტები სფეროსებრ ფორმამდე იკუმშებიან. მათ შიგნით მიმდინარე ყველა პროცესი ნელდება, თუმცა ბოლომდე არ წყდება. ბაქტერიები გამრავლებას განაგრძობენ, თუმცა არა ორმოც წუთში ერთხელ, არამედ ყოველ მეოთხე დღეს, ე.ი. ასჯერ უფრო ნელა აქტიურ რეჟიმთან შედარებით. ამ ახალმა მდგომარეობამ სახელად მიიღო „ოლიგოტროფიული ზრდა,“ რაც ნიშნავს განვითარებას საკვები ნივთიერებების სიმცირის დროს. მეცნიერები მეტად შეშფოთდნენ, რადგან ამგვარ მდგომარეობაში ბაქტერიები ნაკლებად ექვემდებარებიან ანტიბიოტიკების ზემოქმედებას. თუკი ამგვარ რეჟიმში გადასვლას უფრო საშიში მიკრობები შეძლებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ სტრატეგიას თავდაცვითი მიზნით გამოიყენებენ. თუმცა სიახლეს დადებითი მხარე აქვს - ამ მდგომარეობის შესწავლის შედეგად მკვლევარები შეძლებენ შექმნან უფრო ეფექტური მედიკამენტები. https://hi-news.ru/research-development/rezhim-zombi-uchenye-otkryli-novoe-sostoyanie-bakterij.html
  13. 2018 წელს კომპანია BMW-მ განაცხადა კონცეფცია iNext-ის შესახებ, რომლის თანახმადაც მას სურს ავტომობილის სალონი ადამიანების საყვარელ ადგილად აქციოს. ინჟინრები აპირებენ ამას მიღწიონ მუსიკის, კონდიციონერის, ნავიგატორისა და სხვა ფუნქციების მაქსიმალურად გამარტივების გზით. კონცეფციისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა გამოფენა MWC 2019-ზე - კომპანიამ მოახდინა ტექნოლოგია Natural Interaction-ის დემონსტრაცია, რომელიც ავტომობილთან კავშირის საშუალებებს მოიცავს. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ ფუნქციის წყალობით მძღოლები შეძლებენ ეკონტაქტონ ხელოვნურ ინტელექტს „ისე, როგორც მეგობარს“. Natural Interaction-ში შედის ხმოვანი ბრძანებები, მომხმარებლის ჟესტები და გამოხედვები. მძღოლებს არ მოუწევთ პარამეტრებში შევიდნენ საჭირო საშუალების ასარჩევად - სისტემა დამოუკიდებლად ამოიცნობს საჭირო ვარიანტს და დაუყოვნებლივ შეასრულებს შესაბამის ინსტრუქციებს. ითვლება, რომ ავტომობილთან კომუნიკაციის ერთროულად რამოდენიმე მეთოდი უამრავი პრობლემისგან გაათავისუფლებს მძღოლს: მაგალითად, ხმაურიანი მგზავრებით სავსე სალონში მძღოლისთვის უფრო ადვილი იქნება ჟესტებით გასცეს ბრძანება, ვიდრე მეტყველებით. BMW Natural Interaction-ის შესაძლებლობები: ფანჯრებისა და სახურავის ლუქის გაღება-დაკეტვა; სავენტილაციო სივრცეების რეგულირება; საინფორმაციო-გასართობი სისტემების ნავიგაცია; ავტომობილის თვალთახედვის არეში არსებული დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; პარკირების ხელმისაწვდომობისა და საფასურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ხელოვნური ინტელექტი აგრეთვე შეისწავლის თითოეული მძღოლის ჩვეულებებს. დიდი ალბათობით, მას წინასწარ ეცოდინება კომუნიკაციის რომელ მეთოდს აირჩევს მძღოლი და რომელი ფუნქციის შესრულებას მოსთხოვს, რაც მნიშვნელოვნად სწრაფს გახდის მის საპასუხო რეაქციას. ჯამში, იდეა საკმაოდ წააგავს სხვა კომპანიების „მომავლის ავტომობილების“ კონცეფციებს, მათ შორისაა ელექტრომობილ Mercedes-Maybach-ის პროექტი. https://hi-news.ru/auto/s-avtomobilyami-bmw-mozhno-budet-obshhatsya-kak-s-druzyami.html
  14. ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც Samsung-ამ წარადგინა დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold. ამჯერად კი გამოჩნდა მისი კონკურენტი - უფრო თხელი, დიდეკრანიანი სმარტფონი Huawei Mate X. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია 8-დუიმიანი OLED-დისპლეით, დაკეცილ მდგომარეობაში მისი სისქე 11 მილიმეტრია და აქვს მნიშვნელოვანი სპეციფიკაციები, მათ შორის: 5G, 4500 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა და პროცესორი Kirin 980. დაკეცილი მდგომარეობისას უკანა პანელზე არსებული მეორე დისპლეი საშუალებას იძლევა გადაიღოთ სელფი, განახორციელოთ ზარები ან იხილოთ, რა არის განთავსებული ძირითად დისპლეიზე. გახსნისას კი მიიღებთ თითქმის კვადრატულ პლანშეტს სამი მხრიდან მინიმალური ზომის ჩარჩოებით. შედარებით მსხვილ კიდეზე განთავსებულია სამი კამერა, ფლეშ-განათება და ღილაკი, რომლითაც პლანშეტის მდგომარეობა ფიქსირდება. ელეგანტური კონსტრუქციის მიღწევა კომპანიას გამოუვიდა იმით, რომ ეკრანი გარეთ იკეცება და არა შიგნით. თუმცა ამას მინუსებიც აქვს: მისი ეკრანის დაცვა არ შეიძლება Gorilla Glass-ით. ამასთან, რეკომენდებულია დამცავი ქეისის გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად აფუჭებს ესთეტიკას და მოსახერხებლობას. Galaxy Fold-ს, მაგალითად, ამგვარი პრობლემები არ აქვს. სმარტფონს აქვს ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა, მათგან ერთ-ერთის ჩანაცვლება შესაძლებელია მეხსიერების ბარათით - Huawei Nano. Mate X მუშაობს Kirin 980 პროცესორზე, ისევე როგორც Mate 20 Pro და Honor View 20. ჩიპის გარდა აღსანიშნავია საკუთარი 5G მოდემი Huawei Balong 5000, რომელიც 7-ნანომეტრიან ჩიპთან ერთად უზრუნველყოფს შესანიშნავ სიჩქარეს. Huawei-ს ახალ სმარტფონში განთავსებულია 4500 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს „ცოცხლობს“ იგი ყოველდღიური მოხმარებისას. მას თან ახლავს 55 ვტ სიმძლავრის მქონე განახლებული ვერსია Huawei SuperCharge, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია Mate X 85%-მდე დაიტენოს 30 წუთში. გვერდით ნაწილში ჩართვის ღილაკთან განთავსებულია თითის ანაბეჭდის სენსორი. Huawei Mate X-ის 8გბ ოპერატიული/512 გბ სამომხმარებლო მეხსიერების მქონე მოდელი შეფასებულია 2300 ევროდ (დაახლ. 2600 აშშ დოლარი) და მისი გამოშვება მიმდინარე წლის შუა პერიოდში დაიწყება. შედარებისთვის, Samsung Galaxy Fold-ის ფასი 1980 დოლარია და მისი გაყიდვები აპრილიდან დაიწყება. https://hi-news.ru/phone/skladnoj-smartfon-mate-x-ot-huawei-bolee-tonkij-konkurent-galaxy-fold.html
  15. კომპანია Microsoft-მა წარადგინა შერეული რეალობის ახალი თაობის ჰედსეტი - Hololens 2, რომელიც კონკურენციას გაუწევს Magic Leap One-ს. კომპანია აცხადებს, რომ მოწყობილობა უფრო ხარისხიანი და მოსახერხებელი იქნება და უზრუნველყოფს საუკეთესო შესაძლებლობების რეალიზებას. Hololens 2-ს აქვს გაორმაგებულზე მეტი თვალთახედვის არე წინამორბედთან შედარებით, ამასთან, შენარჩუნებულია პიქსელების იგივე სიმჭიდროვე. ჰედსეტს შეუძლია განსაზღვროს რა მიმართულებით იხედება ადამიანი ვირტუალურ სივრცეში. მოწყობილობას აქვს იდენტიფიკაციის ტექნოლოგია Windows Hello-ს მხარდაჭერა. Hololens 2-ს აქვს სიღრმის ახალი სენსორი - time-of-flight, რომელიც მოქმედებს მანქანური სწავლების რამოდენიმე ალგორითმთან ერთად, რათა აღქმულ იქნას ხელების ჟესტიკულაცია სამგანზომილებიან სივრცეში ყოველგვარი კონტროლერების გარეშე. დემონსტრაციის დროს Microsoft-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სამგანზომილებიან სივრცეში სხვადასხვა აპლიკაცია გაუშვა, მათ შორის ვირტუალური პიანინო და Microsoft Teams-ის აპლიკაცია. ვირტუალურ ღილაკებზე დაჭერას იგი ჰაერში ახორციელებდა. Hololens 2-ის შემთხვევაშიც Microsoft-ი კვლავ ორიენტირებულია კორპორატიულ კლიენტებზე. კორპორაცია მუშაობს მთელ რიგ პარტნიორებთან, მათ შორისაა Airbus, Bosch, Honeywell, Pearson, Philips და Saab. Microsoft-მა განაცხადა, რომ აპლიკაცია Spatial-ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დისტანციურად ერთობლივი მუშაობა. თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Anand Agarawala-მ მოახდინა ვირტუალური დაფის დემონსტრირება, სადაც რამოდენიმე ადამიანმა შეძლო ურთიერთქმედება და იდეების გაცვლა. გარდა ამისა, Microsoft-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს Hololens 2 ატარონ გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებებითაც. მაგალითად, Trimble-მა, რომელიც SketchUp-ის 3D-მოდელირების პაკეტის მფლობელია, შეცვალა ჰედსეტი და იგი დამცავ ჩაფხუტად აქცია, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მისი ტარება სამშენებლო მოედნებზე და სხვა პოტენციურად სახიფათო ადგილებზე. ამ ვერსიის სახელწოდება იქნება Trimble XR10 და იგი Hololens 2-ის ჩვეულებრივ ვერსიასთან ერთად გამოვა წლის ბოლოს. Microsoft-ი აცხადებს, რომ მუშაობას გააგრძელებს კომპანიებთან და მომავალში ჰედსეტის სხვადასხვა კონსტრუქციულ ვარიანტებს შემოგვთავაზებს. ორიგინალი Hololens-სათვალეები 2016 წლის მარტში გამოვიდა, თუმცა პირველი ჰედსეტიც განკუთვნილი იყო მწარმოებლებისთვის და არასდროს წარდგენილა ფართო აუდიტორიისთვის. ფასიც შესაბამისი იყო - 3 ათასი აშშ დოლარი. პირველი თაობის ჰედსეტს ვიწრო თვალთახედვის არე ჰქონდა. სამწუხაროდ, მეორე ვერსიის გამოშვებისას, მისი შესაძლებლობების გაუმჯობესების პარალელურად გაიზარდა ფასიც - 3500 დოლარი. Microsoft-მა განაცხადა, რომ Hololens 2 პირველ ეტაპზე გაიყიდება მხოლოდ აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში, გერმანიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. 2016 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. Microsoft-მა გამოუშვა Mixed Reality-ს უფრო მასიური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს VR-სა და AR-ს (Virtual Reallity/Augmented Reality). ისევე, როგორც ორიგინალი Hololens-ი - ახალი ჰედსეტიც განკუთვნილია ვიწრო სპეციალიზაციის მწარმოებლებისთვის, რათა გაგრძელდეს აპლიკაციებზე მუშაობა. https://3dnews.ru/983340
      • 1
      • Upvote
  16. მეცნიერების სამყაროში გამოჩნდა ყველაზე პატარა ბირთვული ფიზიკოსის სტატუსის პრეტენდენტი, რომელმაც თერმობირთვული სინთეზის რეაქციას მიაღწია. ეს არის აშშ-ში, ტენესის შტატში მცხოვრები 13 წლის ბიჭი, სახელად ჯექსონ ოსვალტი. იმ დროს, როდესაც მისი თანატოლები (რაც ამ ასაკისთვის ბუნებრივია) ვიდეოთამაშებითა და ტელევიზორით ერთობოდნენ, ჯექსონი დაკავებული იყო თავის ლაბორატორიაში თერმობირთვული სინთეზის კომპაქტური რეაქტორის აწყობით. რეაქტორი მან დამოუკიდებლად შექმნა თავის ყოფილ სათამაშო ოთახში, ახლა უკვე ლაბორატორიაში - წერს პორტალი Science Alert. თერმობირთვული სინთეზის რეაქტორის აწყობაზე მუშაობა ოსვალტმა 12 წლის ასაკიდან დაიწყო. 19 იანვარს კი თავის მეცამეტე დაბადების დღემდე რამოდენიმე საათით ადრე მან განაცხადა, რომ მიზანს მიაღწია. 50 ათასი ვოლტი ენერგიის მეშვეობით ბიჭმა წარმატებით შეძლო დეითერიუმის ორი ატომის შეჯახება თავის რეაქტორში. დამატებითი კვლევების შემდეგ ოსვალტი დარწმუნდა მიღწეულ შედეგებში. „მათთვის, ვინც ამბობდა, რომ მე ვერასდროს შევძლებ ბირთვული სინთეზის პროცესის განხორციელებას - ეს სიურპრიზი იქნება. გასული თვის განმავლობაში მე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიე, ჩემი სისტემის ყველა ნაკლოვანება მოვაგვარე. ამჯერად კი მივიღე შედეგები, რომლებიც ნამდვილად ღირებულია“ - დაწერა ოსვალტმა ფორუმზე - Fusor.net. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სანამ მის მიერ მიღწეულ შედეგებს სხვა სპეციალისტები არ შეაფასებენ და არ გამოქვეყნდება რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში, საჭიროა სკეპტიკური მიდგომა. თუმცა ოსვალტის წარმატება Open Source Fusor Research Consortium-მა უკვე დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, ოსვალტის მიერ ბირთვული რეაქტორის შექმნა 10 ათასი დოლარი დაჯდა, თანხა ბიჭმა მშობლებისგან მიიღო. ჯექსონის მამა ამბობს, რომ შვილს პროექტზე მუშაობის ნება მხოლოდ მას შემდეგ დართო, როცა მოიწვია სპეციალისტები, რომლებმაც ბიჭს აუხსნეს ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც დაკავშირებული იყო რადიაციასთან და ათასობით ვოლტ ძაბვასთან მუშაობისას. თუკი ჯექსონის მიღწევები რეცენზირებული იქნება ან დადასტურდება სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ, იგი ოფიციალურად გადაუსწრებს 14 წლის ტეილორ უილსონს, რომელიც ამ დრომდე ყველაზე ახალგაზრდა პირია, რომელმაც თერმობირთვული სინთეზის განხორციელება შეძლო. https://hi-news.ru/science/13-letnij-dzhekson-osvalt-stal-samym-molodym-chelovekom-postroivshim-termoyadernyj-reaktor.html
      • 3
      • Upvote
      • Haha
      • Confused
  17. ახალი ზელანდიის პოლიციამ საოფისე შენობა დაუბრუნა გარკვეული ხნის წინ გატეხილ კრიპტო-ბირჟა Cryptopia-ს და ვაჭრობის განახლების ნება დართო. თუმცა ბირჟა მზად არ არის საქმიანობის განახლებისთვის - ნათქვამია ბირჟის თანამშრომლების მიერ 24 თებერვალს Discord-ის ოფიციალური არხისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში. ბირჟაზე თავდასხმის შედეგად მოპარულ იქნა 16,1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულის კრიპტოვალუტები. მომხდარის შემდგომ ახალი ზელანდიის პოლიციამ საერთაშორისო კანონდამცველებთან ერთად დაიწყო გამოიძიება ჰაკერების მისაკვლევად. პირველად კიბერშეტევა 15 იანვარს განხორციელდა და როგორც ცნობილია, დაახლოებით ორი კვირა გრძელდებოდა - ბირჟის ათი ათასობით Ethereum (ETH) საფულიდან ხდებოდა თანხების მოპარვა. Discord channel-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში ადმინისტრატორის მიერ ნათქვამია, რომ მართალია ადგილობრივი სამართალდამცავები ხელს აღარ უშლიან ბირჟას საქმიანობის გაგრძელებაში, Cryptopia არ აპირებს ფუნქციონირება მალე განაახლოს: „მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია აღარ გვაფერხებს საქმიანობის აღდგენაში, რომ დავუბრუნდეთ სავაჭრო ოპერაციებს - ჩვენი აზრით უკიდურესად არაგონივრული იქნება განვაახლოთ ვაჭრობა მანამდე, სანამ საბოლოოდ არ განისაზღვრება დანაკარგები და არ იქნება გარანტირებული ბალანსის აბსოლუტური უსაფრთხოება“. განცხადებაში აგრეთვე მითითებულია, რომ ახალი ზელანდიის კანონმდებლობის თანახმად უკანონო და დაუშვებელია კომპანიებმა განახორციელონ არაგონივრული ვაჭრობა, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს აქტივებსა და კრედიტორების ქონებას. სხვა იურიდიულ-საგამოძიებო სიახლეებს რაც შეეხება, Cointelegraph-ი იტყობინება, რომ აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს მიეკვლიათ და უკან დაებრუნებინათ 104 ათას აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა, რომელიც მოპარულ იქნა კრიპტო-ბირჟა Bitfinex-იდან, საიდანაც 120 ათასი BTC მოიპარეს. აგრეთვე მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ისრაელში დაფუძნებულმა კრიპტო-ბროკერულმა Coinmama-მ, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ Bitcoin-ი და Ethereum-ი საკრედიტო ბარათების მეშვეობით, მონაცემთა გატეხვით სერიოზული ზიანი განიცადა. თავდასხმამ 450 ათასი მომხმარებელი დააზარალა. https://cointelegraph.com/news/cryptopia-wont-resume-trading-until-balances-are-secure-discord-message-notes
      • 1
      • Like
  18. კომპანია Blue Origin ემზადება, რომ პირველი კოსმოსური ტურისტები გაუშვას თავისი სუბორბიტალური აპარატის - New Shepard-ის მეშვეობით. პორტალ SpaceNews-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში კერძო აეროკოსმოსური კომპანიის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ პირველი კომერციული ფრენა მიმდინარე წელს შედგება. ამავე ინტერვიუში ბეზოსმა აღნიშნა, რომ Blue Origin-ს კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა აქვს, მაგალითად Virgin Galactic-ზე: მის აპარატს შეუძლია აფრინდეს იმ სიმაღლეზე რომ გადააჭარბოს კოსმომფრენ SpaceShipTwo-ს მიღწევებს, ამიტომ Blue Origin-ი იმედოვნებს, რომ Virgin-ს გაასწრებს კოსმოსური ტურიზმის სფეროში. „ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვამბობ“ - მიმდინარე წელს“. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მე მხოლოდ ვამბობდი - „განვახორციელებთ მომავალ წელს“ - განაცხადა ბეზოსმა. რაკეტა New Shepard-ის გამოცდები უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს. ყველა სატესტო ფრენა უპილოტოდ ხორციელდებოდა. უკანასკნელი გამოცდა 23 იანვარს ჩატარდა. ბეზოსის თქმით „ყველაფერი ძალიან კარგად მიდის“. იგი ხაზს უსვამს, რომ კომპანიამ ასევე წარმატებით გაიარა აპარატის სამაშველო სისტემის გამოცდა. „ჩვენ რაკეტის თითოეული ნაწილი შევამოწმეთ, რაიმე ნაკლი რომ არ ჰქონოდა. ეს ყველაზე რთული გამოცდა იყო ჩვენთვის“ - განაცხადა ბეზოსმა. Blue Origin-ი ერთადერთი კომპანია არაა, რომელსაც მიმდინარე წელსვე სურს კოსმოსური ტურისტული ფრენების დაწყება. მისი მთავარი კონკურენტი Virgin Galactic-იც მთელი ძალით ცდილობს რაც შეიძლება მალე დაიწყოს კომერციული ფრენები თავისი სუბორბიტალური აპარატით - SpaceShipTwo. აპარატის ბოლო წარმატებული გამოცდა რამოდენიმე დღის წინ ჩატარდა. ამ გამოცდისას Virgin Galactic-მა სიმაღლის საკუთარ რეკორდს გადააჭარბა და მიაღწია დედამიწიდან 89,9 კილომეტრს. ეს ფრენა აღსანიშნავია კიდევ იმიტომ, რომ ბორტზე „სატესტო ტურისტი“ იმყოფებოდა. SpaceShipTwo-ს პირველი მგზავრი იყო კომპანიის მთავარი ასტრონავტ-ინსტრუქტორი ბეტ მოზესი. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან უნდა მოამზადოს მომავალი კოსმოსური ტურისტები ფრენისთვის. „ერთ-ერთი საკითხი, რომელიც Virgin Galactic-მა უნდა მოაგვაროს, დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს ე.წ. „კარმანის ხაზს“ (Karman line). ვფიქრობ, მათ მოუწევთ გაარკვიონ - როგორ გასცდნენ ამ ხაზს“ - აცხადებს ბეზოსი კონკურენტ კომპანიაზე. განვმარტავთ, რომ „კარმანის ხაზი“ მიიჩნევა საზღვრად კოსმოსსა და დედამიწას შორის არსებულ სივრცეში. იგი დედამიწიდან 100 კმ სიმაღლეზეა პირობითად განთავსებული. ბეზოსმა ინერტვიუს მსვლელობისას აღნიშნა, რომ მიუხედავად შესანიშნავი ტემპისა, კომპანიას არანაირი გრაფიკი არ ამოძრავებს: „მე მუდმივად ვუმეორებ ჩემს გუნდს და ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ არის შეჯიბრი. მსურს ბორტზე მყოფი ხალხით ფრენა წელსვე განხორციელდეს, თუმცა ჩვენ გავფრინდებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად მზად ვიქნებით“. ინტერვიუში ნახსენები იყო უფრო მოზრდილი რაკეტის - New Glenn-ის შექმნაზეც, რომელიც განკუთვნილია კოსმოსური აპარატების დედამიწის ახლო ორბიტაზე გასაყვანად. აგრეთვე საუბარი შეეხო სარაკეტო ძრავ BE-4-ს, რომლითაც ხსენებული რაკეტა იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით ბეზოსმა განაცხადა: „New Shepard-ს ჩვენ პრაქტიკისთვის ვიყენებთ. რეალურად, მისი შემადგენელი უამრავი რამ გამოიყენება New Glenn-ის მეორე ეტაპზე. ყველა სისტემა გულმოდგინე გამოცდას გაივლის სუბორბიტალური ფრენებისას, შემდეგ კი ახალი რაკეტის ზედა საფეხურზე გადავლენ. New Shepard-ის ტექნოლოგიები გამოყენებას ჰპოვებს რაკეტა New Glenn-ის ექსპლუატაციაშიც“. New Glenn-ის პირველ სატესტო გაშვებას კომპანია Blue Origin 2021 წელს აპირებს. კომპანიის მიზნები მხოლოდ დედამიწის ორბიტაზე გასვლით არ შემოფარგლება. Blue Origin-ს სურს 2023 წელს კოსმოსური აპარატი მთვარეზე გაუშვას. შესაბამის მოდულზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. https://hi-news.ru/technology/dzheff-bezos-blue-origin-otpravit-cheloveka-v-kosmos-v-etom-godu.html
  19. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ გენების რედაქტირების სადავო ექსპერიმენტს, რომელიც მიმართულია ბავშვები HIV-ისგან ხელშეუხებელი გახადოს, აგრეთვე შეუძლია გააუმჯობესოს მათი სწავლისა და მეხსიერების ფორმირების შესაძლებლობა. გასულ წელს ჩინეთში ხელოვნურად შეცვლილი გენების მქონე ტყუპი გოგონების ტვინები დადებითი მხარისკენ შეიცვალა - გაუმჯობესდა კოგნიტური თვისებები და მეხსიერება - თვლიან მეცნიერები. ტყუპები, სახელად ლულუ და ნანა, ხელოვნურად მოდიფიცირებული გენებით გაჩნდნენ. ექსპერიმენტი ჩინელი მეცნიერებისა და CRISPR-ინსტრუმენტის მიერ განხორციელდა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ცვლილება, რომელიც განიცადა გოგონების დნმ-ებმა - ანუ CCR5 გენის მოშორება - თაგვებზე ჩატარებული ცდების მიხედვით მათ უფრო ჭკვიანებს ხდის, აგრეთვე აუმჯობესებს ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს - მოხდეს აღდგენა ინსულტის შემდეგ. „პასუხია - დიახ, ამან გავლენა იქონია მათ ტვინებზე“ - აცხადებს ალჩინო სილვა, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი. მისმა ლაბორატორიამ აღმოაჩინა CCR5 გენის უდიდესი როლი მეხსიერების გაუმჯობესებასა და ტვინის მიერ ახალი კავშირების შექმნის შესაძლებლობაში. „უმარტივესი ინტერპრეტაცია იმაში მდგოამრეობს, რომ ეს მუტაცია ტყუპების კოგნიტურ ფუნქციაზე მოქმედებს“ - აცხადებს სილვა. იგი თვლის, რომ შეუძლებელია ზუსტი გავლენის პროგნოზირება და არც ღირს ამის ცდა. ჩინეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდმა ხე ცზიანკუის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ გამოიყენეს CRISPR-ტექნოლოგია ადამიანის ემბრიონებში ზემოთხსენებული გენის მოსაშორებლად. HIV-ვირუსს სწორეს ეს CCR5 გენი სჭირდება, რომ შეაღწიოს ადამიანის სისხლის უჯრედებში. ჩატარებული ექსპერიმენტი ფართოდ განისჯებოდა, როგორც უპასუხისმგებლო ცდა, პროექტის ხელმძღვანელი ცზიანკუი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, სანამ მის საქმეს გამოიძიებენ. გენეტიკურად რედაქტირებული პირველი ბავშვების ამბის შემდეგ გაჩნდა მოსაზრებაც, რომ CRISPR-ტექნოლოგიას ერთხელაც გამოიყენებენ სუპერგონიერი ადამიანების შესაქმნელად. ჯერჯერობით არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, რომ ხე ცზიანკუის თავიდანვე განზრახული ჰქონდა ტყუპების ინტელექტზე ზეგავლენის მოხდენა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი მიზნები, ფაქტია, რომ CCR5 გენის მოშორება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტვინისთვის. დღედღეობით, ზემოთხსენებული სილვა და ამერიკელი და ებრაელი მეცნიერების დიდი ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ მიიღეს მტკიცებულება: CCR5 გენი ახშობს მოგონებებსა და სინაპტიკურ კავშირებს. „ჩვენ პირველებმა განვაცხადეთ CCR5 გენის ფუნქციის შესახებ“- აცხადებს UCLA-ს ბიოლოგი თომას კარმაიკლი. ზოგიერთ კვლევაში, რომლებიც UCLA-მიერ ტარდება, ადამიანებს აძლევენ HIV-საწინააღმდეგო პრეპარატს - Maraviroc-ს, რომელიც ბლოკავს CCR5 გენს. ცდის მიზანია გამოჩნდეს, შეინიშნება თუ არა გაუმჯობესება კოგნიტურ შესაძლებლობებში. „შესაძლებელია თუ არა, რომ ოდესმე მომავალში შევძლებთ გავზარდოთ მოსახლეობის ინტელექტის საშუალო კოეფიციენტი? მე არ ვიქნებოდი მეცნიერი, რომ მეპასუხა - არა. თაგვებზე მუშაობა გვიჩვენებს, რომ პასუხი ნათელია - ეს შესაძლებელია. თუმცა თაგვები სხვაა, ადამიანები - სხვა. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორი იქნება შედეგები. ჯერ არ ვართ მზად“ - აცხადებს სილვა. https://hi-news.ru/research-development/kitajskim-crispr-detkam-vozmozhno-sluchajno-uluchshili-intellekt.html
  20. Alexis Ohanian-მა, რომელიც Reddit-ის თანადამფუძნებელი და ცნობილი კრიპტო-ხარია, განაცხადა, რომ კრიპტო-ჰაიპი ჩაცხრა და თავისუფალი სივრცე დარჩათ კრიპტოვალუტების ჭეშმარიტ მომხრეებს. ამ თემაზე Ohanian-მა Yahoo Finance-თან ინტერვიუში ისაუბრა. როდესაც მას ჰკითხეს, კვლავ დარწმუნებულია თუ არა კრიპტოვალუტებში, Ohanian-მა უპასუხა, რომ ბაზარზე ამჟამად არსებული მდგომარეობა კვლავ კრიპტო-ზამთრად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების ფასები ისევ დაბალია. Coinbase-ის გენერალური დირექტორის, Brian Armstrong-ის ნათქვამზე დაყრდნობით Ohanian-მა ხაზი გაუსვა, რომ დათვურმა ბაზარმა ხელი შეუწყო სპეკულიანტების ჩამოშორებას, ამავე დროს კი კრიპტოების ნამდვილი მომხრეები დარჩნენ ნამდვილი კრიპტო-ინფრასტრუქტურის საშენებლად. Ohanian-მა დააზუსტა, რომ ასეა თუ ისე, კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ-სივრცის ირგვლივ არსებული ჰაიპების ჩაცხრობა ნამდვილად კარგია ინდუსტრიის განვითარებისთვის. მან განაცხადა: „ახლა, ეს ჯერ კიდევ სანახავია, თუმცა ჩემთვის ძლიერ სიგნალს წარმოადგენს ის, რომ ტექნოლოგიის სფეროს წარმოადგენელი რამოდენიმე ჩემთვის ნაცნობი ჭკვიანი ადამიანი მუშაობს პრობლემების მოგვარებაზე. ისინი აშენებენ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ კომპანიებს. ჰაიპი დასრულდა და ვფიქრობ, ეს კარგია“. Ohanian-ს დაუსვეს შეკითხვა საბანკო გიგანტის - JPMorgan Chase-ის მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის - JPM Coin-ის გამოშვების შესახებ, რომელიც ბლოკჩეინით გამყარებული აქტივი იქნება და ხელს შეუწყობს საბანკო ოპერაციების ეფექტურობის ზრდას. პასუხად Ohanian-მა ხაზი გაუსვა, რომ JPMorgan-ის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მას შემდეგ, რაც სპეკულაციები გაქრა, ადგილი ნამდვილ ინოვაციებს დაეთმო. Ohanian-მა ხსენებული კომპანიის მიერ საკუთარი მონეტის გამოშვება დადებით მოვლენად მოიხსენია და ამავე დროს გაიხსენა შემთხვევა, რომ თავის დროზე JPMorgan-ის გენერალური დირექტორი Jamie Dimon-ი უმსხვილეს კრიპტოვალუტას - Bitcoin-ს თაღლითობად (scam-ად) მიიჩნევდა. მცირე ხნის წინ Dimon-მა განმარტა თავისი პოზიცია Bitcoin-თან მიმართებაში და განაცხადა, რომ არ ჰქონდა განზრახული - გამხდარიყო უმსხვილესი კრიპტოვალუტის მოწინააღმდეგე. Alexis Ohanian-ი დაიბადა 1983 წელს. 2006 წელს 23 წლის ასაკში იგი მულტიმილიონერი გახდა Reddit-ის გაყიდვის შემდეგ. ინტერნეტ-ანტრეპრენერთან და ინვესტორთან ერთად იგი აგრეთვე ვენჩურული კაპიტალის კომპანიის - Initialized Capital-ის თანადამფუძნებელია. 2018 წლის ივლისში Ohanian-მა გამოთქვა ვარაუდი, რომ Bitcoin-ისა და ტოპ-ალტკოინის - Ethereum-ის (ETH) ღირებულება 2018 წელს იქნებოდა 20 ათასი და 1500 დოლარი, შესაბამისად. თუმცა CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2018 წლის ივლისიდან მოყოლებული ამ ორ კრიპტოვალუტაზე მაქსიმუმალურად მაღალი ფასის მაჩვენებლები დაფიქსირდა 7200 და 400 აშშ დოლარი, შესაბამისად. https://cointelegraph.com/news/reddit-co-founder-says-crypto-winder-erased-speculators-gave-space-to-real-builders
      • 1
      • Like
  21. ბოლო პერიოდში Tesla-ს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ელექტრომობილების წარმოებაში. მათ შორის Model 3-ის ევროპაში მიწოდებაც ლოჯისტიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, Tesla-ს ელექტრომობილებს აქვთ განსაკუთრებულობა, რომლის წყალობითაც ისინი კვლავ მაღალი შეფასებით ხასიათდება, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა: ელექტრომობილები გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით. ეს თვისება, რომელიც მომგებიანობის თვალსაზრისით გამოარჩევს Tesla-ს ელექტრომობილებს კონკურენტებისგან, დადასტურებულ იქნა ტესტებით, რომელიც გერმანულმა კომპანია Nextmove-მა ჩაატარა. ტესტირების არეალისთვის გამოყოფილი იყო 87 კილომეტრის სიგრძის ავტობანი ლანდსჰუთსა და მიუნჰენის აეროპორტს შორის. შერჩეულ იქნა მოდელები: Audi e-tron, რომლის ოფიციალური მიწოდებაც ჯერ დაწყებული არ არის; Tesla Model X 90D – 90 კვტ/სთ ბატარეით და Jaguar I-Pace - ასევე 90 კვტ/სთ ბატარეით. ელექტრომობილები მოძრაობდნენ საშუალოდ 120 კმ/სთ სიჩქარით. Nextmove-ის ტესტირების შედეგად Model X პირველ ადგილზე გავიდა და შესანიშნავი უპირატესობა აჩვენა კონკურენტებთან შედარებით: „პირდაპირი შედარებისას Model X-მა საუკეთესო შედეგები აჩვენა. ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელი დაფიქსირდა 24,8 კვტ/სთ 100 კილომეტრზე. Audi e-tron-ის მაჩვენებელი იყო 30,5 კვტ/სთ, Jaguar I-Pace-ის კი - 30,5 კვტ/სთ. ამ უკანასკნელის მაჩვენებელი 26%-ით მეტი იყო Model X-ის მაჩვენებელზე. I-Pace-ის მაღალ ენერგომოხმარებას Model X-თან შედარებით ადასტურებს Nextmove-ის წინა ტესტებიც“ - განაცხადა ტესტირების ორგანიზატორმა. ფოტოებზე მოყვანილი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ Tesla-ს გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდება კვებისთვის. Nextmove-მა Tesla Model X100D ელექტრომობილი აგრეთვე გამოიყენა იმისათვის, რომ ეჩვენებინა - 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა რამდენს გაივლიდა ბატარეის ერთი სრული დამუხტვით. https://3dnews.ru/983273
  22. 2020 წელს სამხრეთ კორეაში, სეულში გამოჩნდება რობოტიკს-მეცნიერებისა და რობოტექნიკის მუზეუმის უჩვეულო შენობა. ობიექტის მშენებლობის უფლება მოიპოვა თურქულმა არქიტექტორულომა კომპანიამ - Melike Altinisik Architects (MAA). მისი ხელმძღვანელობის თქმით, ამ მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი განსაკუთრებულობა ის იქნება, რომ მისი აშენებისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე - კონსტრუქციის დიზაინის, მშენებლობის, მომსახურების შექმნისას იგეგმება რობოტებისა და სხვა მაღალი ტექნოლოგიების თანამონაწილეობა, მაგალითად, დრონებისა და 3D-პრინტერების გამოყენება. მუზეუმის იდეა დედაქალაქის ხელისუფლებას ეკუთვნის, რათა გაიზარდოს მოსახლეობის დაინტერესების დონე რობოტექნიკის მიმართ. მხოლოდ მუზეუმის შენობის ფართობი 2500 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მთლიანად კომპლექსი კი 6500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. დაგეგმილია, რომ მუზეუმში ჩატარდება არა მარტო რობოტების გამოფენები, არამედ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან, ვირტუალურ და დასრულებულ რეალობასთან, ჰოლოგრაფიულ ტექნოლოგიასთან. აგრეთვე, აქვე მოეწყობა ხსენებულ სფეროებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრენინგები. პირველ რიგში კი, მთავარი სამუზეუმო ექსპონატი თავად მუზეუმის შენობა იქნება. „ეს იქნება რობოტექნიკის ახალი მუზეუმი, რომელიც კატალიზატორის როლს შეასრულებს სოციალურ წინსვლაში, ასევე მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ჩართულობაში. მასში არა მხოლოდ გამოფენილი იქნება რობოტები, არამედ მიღწევები და შესაძლებლობები დიზაინში, მშენებლობაში“ - ნათქვამია Melike Altinisik Architects-ის განცხადებაში. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ სურვილი - შეიქმნას რობოტების საკუთარი სამყარო - გამოხატული იქნება სფეროსებრი და „თხევადი“ ფორმების გამოყენებით. არქიტექტორების იდეის თანახმად შენობა მოწყობილი იქნება ოთხკუთხედი ფორმების გარეშე. რობოტების ჯგუფის ერთი ნაწილი შენობის ფასადური სამუშაოებით დაკავდება, ნაწილი კი გარემომცველი ლანდშაფტის შექმნით. სამშენებელო სამუშაოები უსაფრთხოების მიზნით გაკონტროლდება დრონების მეშვეობით. რაღა თქმა უნდა, ყველანაირ სამუშაოს რობოტებს ვერ ანდობენ - ობიექტის მშენებლობა-ფუნქციონირებაში ადამიანებიც იქნებიან ჩართულნი. პროექტის მიხედვით მუზეუმი მჭიდოდ იქნება ინტეგრირებული გარემომცველ საქალაქო ინფრასტრუქტურასთან. შენობის შიგნით არსებული სივრცე ქალაქთან უწყვეტი კავშირის შეგრძნებას შექმნის. რობოტექნიკის მუზეუმში პირველი გამოფენის ჩატარება 2020 წელსაა დაგეგმილი. ობიექტის სრულფასოვანი გახსნა კი 2022 წლისთვის იგეგმება. https://hi-news.ru/technology/v-yuzhnoj-koree-poyavitsya-muzej-robotov-postroennyj-robotami.html
  23. კომპანია Neuromatics, რომელიც მონაწილეობას იღებს ნეიროქსელის ბაზრის განვითარებაში ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივის შესაბამისად, ასრულებს მუშაობას მეორე თაობის სისტემაზე - Sleep Alert. Sleep Alert - ეს არის „ნეიროკეპი“, რომელიც განკუთვნილია მძღოლების გამოსაფხიზლებისთვის. საქმე ის არის, რომ მძღოლების დაღლილობა ავარიების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. Sleep Alert-ის სისტემა აანალიზებს მძღოლის მდგომარეობას, აღმოაჩენს დაღლილობისა და შესაძლო ჩაძინების ნიშნებს. „ნეიროკეპი“ აღჭურვილია შუბლის არესთან გამავალი ელექტროდებით, რომლებითაც ხდება ელექტროენცეფალოგრამისა და ელექტრომიოგრამის გადაღება. მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება ინფორმაციის აღქმა მძღოლის გადაღლილობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუკი მდგომარეობა კრიტიკული ჩანს და მოსალოდნელია კონტროლის დაკარგვა და ჩაძინება, სისტემა გამოსცემს ხმოვან სიგნალებს კეპზე არსებული მოდულის მეშვეობით, აგრეთვე ვიბრირებას იწყებს სპეციალური სამაჯური. მეორე თაობის Sleep Alert სისტემას, როგორც ცნობილია, შეუძლია მონაცემების გაცვლა მობილური აპლიკაციების მეშვეობით. გარდა ამისა, შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა cloud-საცავში. „ამჟამად სრულდება მეორე თაობის მოწყობილობაზე მუშაობა. ავტონომიური მუშაობის დრო გაიზრდება 24 საათამდე. პირველი ვერსია „თავის თავში იყო ჩაკეტილი“, მეორე თაობის მოწყობილობის შემთხვევაში კი მოხდება მონაცემების გადაცემა რუკასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციებში, რათა შესაძლებელი გახდეს მძღოლების მდგომარეობისთვის თვალყურის დევნება მარშრუტის ამა თუ იმ მონაკვეთზე“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა. https://3dnews.ru/983248
  24. კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აპირებენ სერვის Google Play-დან წაშალონ აპლიკაცია Onavo VPN. კომპანია აცხადებს, რომ მონაცემების ფასიანი შეგროვების პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამჯერად იგეგმება ყველაფერი ისე გაკეთდეს, რომ მომხმარებლებს მკაფიოდ ესმოდეთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ პროგრამაში მათ პერსონალურ აქტივობას . techcrunch.com იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა Project Atlas-ის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში Facebook-ი მომხმარებლებს თვეში 20 დოლარს უხდიდა iOS-სა და Android-ზე VPN-აპლიკაცია Facebook Research-ის დაყენებისთვის. პროგრამას წვდომა ჰქონდა სატელეფონო ზარებზე, შეტყობინებებზე, ბრაუზერის მონაცემებზე და ა.შ. ეს ქმედება გამიზნული იყო იმისათვის, რომ პლატფორმას გაერკვია მომხმარებლების ინტერესების, ჩვეულებებისა და მიდრეკილებების შესახებ ცნობები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ როგორც აღმოჩნდა, პროექტი სულ მცირე 2016 წლიდან მოქმედებდა. გასული წლის აგვისტოში Apple-მა თავისი მაღაზიიდან წაშალა აპლიკაცია Facebook Onavo Protect, რომელიც ანალოგიურად მოქმედებდა. ასევე, Facebook Research-იც Onavo-ს კოდს იყენებდა. „ბაზრის კვლევა კომპანიებს ეხმარება შექმნან უფრო ხარისხიანი პროდუქტი მომხმარებლებისთვის. ჩვენ აქცენტს ბაზრის ფასიან კვლევაზე ვაკეთებთ, ეს კი ნიშნავს, რომ ვაპირებთ დავხუროთ პროგრამა Onavo” - განაცხადეს Facebook-ის პრესს-სამსახურში. რესურსი TechCrunch აკონკრეტებს, რომ ბაზრის კვლევისა და მონაცემთა შეგროვების უფასო პროგრამები უკვე შეჩერდა, აპლიკაციები წაშლილია. ამ დროისთვის გაურკვეველი რჩება ის, თუ როგორი იქნება მომხმარებლების, ინვესტორებისა და მმართველების რეაქცია აღნიშნულ თემაზე. https://3dnews.ru/983272
  25. ვიდეოჰოსტინგი YouTube ებრძვის „სახიფათო და მავნებელი“ მასალების გავრცელებას, ამისათვის წაიშალა მონეტიზაცია ვიდეორგოლებზე, რომლებშიც ასახულია ნებისმიერი ფორმით მოწოდება ვაქცინების წინააღმდეგ. გამომცემლობა BuzzFeed News-მა განაცხადა წაშლის შესახებ მას შემდეგ, რაც დაუკავშირდა შვიდ კომპანიას, რომლებმაც არ იცოდნენ რომ წაიშალა მონეტიზაცია იმ ანტი-ვაქცინაციის ვიდეოებზე, სადაც მათი რეკლამები იყო დადებული. ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც YouTube ებრძვის შეთქმულების თეორიის მონაწილეებსა და არასასურველი მასალების პლატფორმაზე განთავსებას. დემონეტიზირებული იქნა მთელი რიგი ჩანაწერები, მათ შორისაა ანტი-ვაქცინაციური არხები LarryCook333 და VAXXED TV, აგრეთვე ალტერნატიული მედიცინის არხი iHealthTube. ამ სამ ექაუნთს ჯამში დაახლოებით 473 ათასი გამომწერი ჰყავს. „ჩვენ მკაცრი წესები გვაქვს, რომლებიც განსაზღვრავს რა ვიდეომატერიალს ვრთავთ ნებას - გააკეთოს რეკლამა: ამ წესებს არღვევს ვიდეორგოლები, სადაც რეკლამირებულია ანტი-ვაქცინაცია“ - განაცხადა YouTube-ის წარმომადგენელმა. სერვისმა უკვე დაიწყო Wikipedia-დან სტატიების გამოტანა რამოდენიმე საკითხზე საპასუხოდ, რითაც ცდილობს ხელი შეუშალოს ანტისამეცნიერო დეზინფორმაციის გავრცელებას. ერთ-ერთმა კომპანიამ, ვიტამინების გამყიდველმა Vitacost-მა, რომელსაც BuzzFeed-ი დაუკავშირდა, განაცხადა, რომ მან უკვე თვითონ წაშალა პლატფორმიდან რეკლამა მკაცრი პოლიტიკის გამო. გასულ თვეში YouTube-მა განაცხადა, რომ გეგმავს წვდომის შეზღუდვას შეთქმულების თეორიის ვიდეოებზე იმის გამო, რომ რეკომენდაციის ალგორითმი მომხმარებლებს უბიძგებს ექსტრემიზმითა და ზოგადად „სახიფათო გზებით“ დაინტერესებისკენ. მაგალითად, მცირე ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოცდაათივე ადამიანს, ვისაც ბრტყელი დედამიწის თეორიის სჯერა, YouTube სთავაზობდა მსგავსი კონტენტის შემცველი ვიდეოების ნახვის შემდეგ სხვა ტიპის კონსპირაციულ ვიდეოებსაც. YouTube რთულად არჩევს „მავნე“ დეზინფორმაციას გასართობი გადაცემებისგან, თუმცა ანტი-ვაქცინაციური პროპაგანდა რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა, Adam Schiff-მა მცირე ხნის წინ წერილი გაუგზავნა Facebook-სა და Google-ს, რომელშიც გამოხატავდა შეშფოთებას დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. და როგორც ცნობილი ხდება, Facebook-იც უკვე სწავლობს შესაძლებლობებს - ებრძოლოს ამგვარი კონტენტის გავრცელებას. თავის დროზე Pinterest-მა უბრალოდ შეწყვიტა ხსენებულ თემაზე მოძიებული შედეგების მიწოდება მომხმარებლებისთვის. https://3dnews.ru/983291
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.