-
Posts
7324 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ გლობალური დათბობა შესაძლოა კაცობრიობის ერთ-ერთი დამღუპველი მიზეზი გახდეს. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი ვერ აცნობიერებს ამ პრობლემის სერიოზულობას, რადგანაც კლიმატური ცვლილებები იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ ცვლილების შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია სხვადასხვა წლებში დაფიქსირებული ტემპერატურის მაჩვენებლების შედარების გარეშე. მცირე ხნის წინ ერთდროულად რამოდენიმე ორგანიზაციამ წარმოადგინა დამაფიქრებელი სტატისტიკა - აღმოჩნდა, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა, ბოლო 4-5 წელი კი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა თანამედროვე ისტორიაში. დაკვირვების შედეგად პრაქტიკულად იდენტური შედეგები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: NASA-მ, მსოფლიო მეტეოროლოგიურმა სადგურმა და ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლების ეროვნულმა სააგენტომ - NOAA-მ. ტემპერატურის გაზომვა აშშ-ში 1880 წლიდან დაიწყო და თუკი იმ დროის მაჩვენებლებს შევადარებთ ამჟამინდელს, აღმოჩნდება, რომ პლანეტის ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. ყველაზე ცხელი წლების ოთხეულში შევიდა 2015, 2016, 2017 და 2018 წლები. მაღალი ტემპერატურის რეკორდები ეკუთვნის ევროპას, ახალ ზელანდიასა და რუსეთს. ტემპერატურის მატება, რა საკვირველია, შეინიშნება წყლის ზედაპირზეც - განსაკუთრებით კი წყნარ და ატლანტის ოკეანეებზე. იმის პარალელურად, რომ პლანეტა სულ უფრო ცხელი ხდება, იმატებს მსოფლიო ოკეანის დონე, რაც მყინვარების დნობითაა განპირობებული. მთელი ეს ინფორმაცია გროვდება 6300 მეტეოროლოგიური სადგურიდან, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განაწილებული. კვლევაში მეცნიერები ითვალისწინებენ ანტარქტიკის სადგურების მონაცემებს, რომლებიც წყლის ტემპერატურას ზომავენ. სულ მცირე ხნის წინ მკვლევარებისთვის ცნობილი გახდა, რომ გლობალური დათბობის ერთ-ერთი მანიშნებელი შეიძლება იყოს წყლის ფერი - 21-ე საუკუნის ბოლოს დედამიწის წყლები უფრო მკვეთრ ლურჯ და მწვანე შეფერილობას მიიღებენ. https://hi-news.ru/research-development/poslednie-chetyre-goda-vydalis-samymi-zharkimi-v-sovremennoj-istorii.html
-
- 2
-
-
-
Upload VR-ის თანახმად, Oculus-ის ახალი თაობის პერსონალურ კომპიუტერთან თავსებად მოწყობილობაშის შეიძლება ეწოდოს Rift S, აღნიშნული აღმოჩენილია კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსიაში, რომელიც შეიცავს ფაილებს Rift S-ის სახელით. გარდა ამისა, Upload VR აცხადებს, რომ ახალი ვერსიის სამომხმარებლო ინტერფეისის კოდის პარამეტრები ითვალისწინებს შიდა კამერებით აღჭურვას, რაც ნიშნავს, რომ აღარ იქნება საჭირო გარე კამერებით თვალყურის დევნება, როგორც ეს Rift-ის მიმდინარე ვერსიაშია წარმოდგენილი. ამას ადასტურებს TechCrunch-ის გასული ნოემბრის ანგარიში, სადაც პირველად გამოჩნდა Rift S დასახელება და იდეა, რომ Rift-ის შემდგომ მოდელს ექნებოდა ის, რასაც ჰქვია „inside-out tracking“. ეს ნიშნავს, რომ მას ექნება კამერების და სენსორების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს - მოახდინოს საკუთარი თავის და VR მოწყობილობის პოზიციონირება 3D სივრცეში გარე მოწყობილობების მიერთების გარეშე. VR პროდუქტების ახალ მოდელებში inside-out tracking-ი მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გამოირიცხება ძვირადღირებული დამატებითი აქსესუარების მოთხოვნა და ის ხდება უფრო მეტად მობილური, ანუ შესაძლებელი იქნება მისი ტარება სხვადასხვა ადგილებსა თუ გზაზე. ეს არ ნიშნავს, რომ Rift S, როგორც მას უწოდებენ, იქნება უსადენო. ისევე, როგორც HTC-ის ახალი მოწყობილობა Vive Cosmos, რომელიც ასევე სთავაზობს მომხმარებელს inside-out tracking-ს, Rift S-საც დასჭირდება პერსონალურ კომპიუტერთან შეერთება. გასულ წელს TechCrunch-მა ასევე აღნიშნა, რომ ახალ Rift-ს ექნებოდა უკეთესი რეზოლუცია, ვიდრე ეს Oculus-ს გააჩნდა მონაცემთა დამუშავებისთვის. HTC მართლაც სთავაზობს უსადენო ადაპტერს Vive და Vive Pro მოწყობილობებისთვის, ასე რომ Oculus-საც შეუძლია იგივე გააკეთოს. უსადენო Oculus-თან მუშაობისთვის მომხმარებელი იძულებული იქნება შეისყიდოს მისი იაფიანი ვერსია Oculus Go ან დაელოდოს ახალ Oculus Quest-ს. Rift S-ი გვევლინება, როგორც მაღალი ხარისხის პერსონალურ კომპიუტერთან თავსებადი ვირტუალური მოწყობილობა, იგი არ იქნება სრულიად უსადენო - საჭიროებს დამატებით ადაპტერს და VR-ისთვის მზა Windows კომპიუტერს. განსხვავება იქნება ის, რომ აღარ იქნება საჭირო გარე კამერების რეგულირება სრულყოფილი ვირტუალური რეალობის მისაღებად. მოწყობილობა ამას თვითონ გააკეთებს. როგორც Upload VR აღნიშნავს, Rift S, როგორც Oculus Quest-ის მაღალრეზოლუციური კომპანიონი - საშუალებას იძლევა პლატფორმის ფარგლებში მოწყობილობების განვითარება უფრო მარტივი გახდეს და ერთიდაიგივე პროგრამული უზრუნველყოფა მიესადაგოს ორივე ვერსიას. თავის განცხადებაში Oculus-ის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი არ აკეთებენ კომენტარებს მომავალ პროდუქციაზე, ისინი უბრალოდ მოუთმენლად ელოდებიან მომავალ წელს. https://www.theverge.com/2019/2/5/18212870/oculus-vr-rift-s-new-headset-inside-out-tracking-features-leak
-
- 2
-
-
-
Bitcoin (BTC) მაინინგი გახდა უფრო დეცენტრალიზებული და აგრძელებს დივერსიფიცირებას - ნათქვამია აქტივების მართვის კანადური კომპანიის - Canaccord-ის ახალ ანგარიშში. Canaccord-მა, რომელიც იკვლევს ბლოკჩეინისა და ციფრული ვალუტების სექტორებს სხვა ფინანსური ოპერაციების პარალელურად, აღნიშნავს, რომ სულ უფრო ფართოდ ხდება Bitcoin-ჰეშ რეითის გავრცელება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ იგი წარმოადგენს კონკურენტუნარიან ბაზარს და უზრუნველყოფს კრიპტოვალუტას - გახდეს შეტევების მიმართ უფრო მდგრადი. დღესდღეობით Bitcoin-ის ქსელური ტრანზაქციების პროცესის ფარგლებში უამრავი მაინინგ-პულია ჩართული, 2014 წლიდან მოყოლებული მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. Canaccord-ის მონაცემებით, 2014 წელს ბაზრის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებდა პული Ghash.io. ხუთი წლის შემდეგ კი ამჟამად (2 თებერვლის მდგომარეობით) ჰეშრეითის 19%-ზე მეტს არც ერთი პული არ აკონტროლებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის უმსხვილესი მოთამაშე არის Antpool, რომელიც ViaBTC-სთან ერთად Bitcoin-მაინინგის გიგანტ - Bitmain-ს ეკუთვნის. გასულ წელს კომპანიამ მდგომარეობის ცვლილებები განიცადა და მაინინგ-სფეროში მისი წილი შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაინინგ-პულების სტატისტიკა საინფორმაციო წყაროზეა დამოკიდებული და სწორედ ამიტომ განსხვავებულია მონაცემები. მაგალითად, Blockchain.com-ის მიხედვით ამ დროისთვის Antpool-ის წილი 10,5 %-ს შეადგენს, Bitaps-ი კი თვლის, რომ მისი მაჩვენებელი დაახლოებით 8,5 %-ია. ჯამში, Bitcoin-ის ჰეშ რეითი გაუმჯობესდა ნოემბრიდან - მას შემდეგ, როდესაც ფასის ვარდნამ მაინერები აიძულა შეემცირებინათ აქტიურობა სარგებლის (მოგების) მკვეთრი ვარდნის გამო. https://cointelegraph.com/news/new-report-highlights-increasing-decentralization-of-bitcoin-mining
-
- 1
-
-
ბუნებაში უამრავი საინტერესო რამაა, რომლის კოპირება და გამოყენებაც შეუძლიათ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მილიონობით წლის განმავლობაში ევოლუციის შედეგად შეიქმნა ყველა ის საოცრება, რაც ჩვენს ირგვლივაა. ადამიანი ცდილობს, გარემომცველი ბუნების ნაწილი რობოტიზირებულ ტექნიკაში გადმოიტანოს, მაგალითად ჩათვალოს, რომ სასარგებლო იქნება მფრინავი მწერი-რობოტების შექმნა. შედეგად, ჩნდებიან რობოტი-კალიები და რობო-ფუტკრები. თუმცა მფრინავი მექანიზმების მასშტაბირებისა და მართვის სირთულე მეცნიერებს იძულებულს ხდის, არაბუნებრივი წყაროები ეძიონ მინიატურული მფრინავი აპარატების საფრენად საჭირო ენერგიისთვის. UC Berkeley კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერებს აქვთ იდეა - მწერი-რობოტებისთვის იონური ძრავები იქნას გამოყენებული. ამგვარი ძრავები უხმოა და შეუძლია გარკვეული მასის აწევა, თუმცა ამისთვის დამატებითი კვებაა საჭირო. უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შექმნეს მფრინავი აპარატის პროტოტიპი, რომელიც 2 სმ ზომისაა. კონსტრუქცია 30 მგ-ს იწონის, კიდევ 36 მგ-ს იწონის კვების კონტროლერი, რომელიც ელექტროდების გადაცემას ახდენს. ელექტროდებში ძაბვა 2000 ვოლტს აღწევს. გამოსაცდელ პლატფორმაზე გაყვანილია 7 სადენი, რომლებითაც ხორციელდება რობოტის კვება და მართვა. მართვის პრინციპი მარტივია - საჭირო თანმიმდევრობით გამოირთვება ელექტროდების ოთხი მასივიდან ერთ-ერთი, რის შედეგადაც ხდება აპარატის გადახრა და საჭირო მიმართულებით გადაადგილება. სამომავლოდ მეცნიერები გეგმავენ პლატფორმა გააუმჯობესონ და მიაღწიონ მართვის სრულ ავტონომიურობას კვების გამოკლებით. ახლო მომავალში მათგან არავის აქვს მოლოდინი, რომ მიიღებენ საკმარისად მძლავრ, დიდი ტევადობის მქონე მინიატურულ ავტონომიურ წყაროს კვებისთვის, რომლის მოთავსებაც შესაძლებელი იქნება უშუალოდ პლატფორმაზე. თუმცა მართვის პროცესის მთლიანად რობოტიზება კი შესაძლებელი იქნება. ამისათვის იგეგმება შეიქმნას სპეციალური კონტროლერი, რობოტი კი ოპტიკური და სხვა საჭირო სენსორებით აღიჭურვოს. https://3dnews.ru/982351
-
- 1
-
-
2019 წლის იანვარში ისტორიული მოვლენა მოხდა - ჩინური ზონდი Chang’e 4 წარმატებით დაეშვა მთვარის ბნელ მხარეზე, გადაიღო პანორამული ფოტოები და ნაწილობრივ შეისწავლა ზედაპირი. ამ მისიის შესრულება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა თანამგზავრის მიერ შესრულებული სამუშაო - ზონდს არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი დედამიწასთან, მონაცემთა გადაცემა ხორციელდებოდა სწორედ თანამგზავრის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ სიგნალების გადაცემის პარალელურად იგი სხვა დავალებებსაც ასრულებს, მაგალითად - იღებს მთვარისა და დედამიწის შესანიშნავ ფოტოებს. ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო თანამგზავრმა გადაიღო 3 თებერვალს. მისი გადაცემა მოხდა ნიდერლანდური რადიოტელესკოპისკენ, რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ მოძველებულია, კვლავ იყენებს ჩინური კოსმოსური მართვის სააგენტო CNSA. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სააგენტომ ფოტო არ გამოაქვეყნა - ეს საქმე ობსერვატორიის თანამშრომლებმა შეასრულეს: მათ დაარედაქტირეს ფოტო იმგვარად, რომ უფრო ბუნებრივი სახე მიეღო. სპეციალისტებმა თავინთ ბლოგზე აგრეთვე გამოაქვეყნეს ფოტოს გადიდებული ვერსია, რომელზეც მიუთითეს 12 ცნობილი კრატერის დასახელებები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახის ფოტო სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2015 წელს NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა - Deep Space Climate Observatory (DSCOVR) აღბეჭდა მთვარის გამოსახულება დედამიწის ფონზე. ამჟამინდელი, ჩინური თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტო ბევრად მაღალი ხარისხისაა და უფრო მეტად რეალურობის ამსახველი. ეს ფოტო აპარატის მშვენიერი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ კამერის ზომა 50 სანტიმეტრს არ აღემატება. ეს მიკროკამერა საუდის არაბეთშია დამზადებული. https://hi-news.ru/space/foto-dnya-ochen-redkaya-fotografiya-obratnoj-storony-luny-na-fone-zemli.html
-
- 2
-
-
HD Tecnología-ს სპეციალისტები მომხმარებლებს უზიარებენ ტესტირების შედეგს, სადაც მოცემულია AMD Radeon VII-ის მონაცემების შედარება მის მთავარ კონკურენტ, GeForce RTX 2080 ბარათის მაჩვენებლებთან. ტესტირებისთვის გამოყენებული იყო დედა დაფა ASUS Z270F Gaming, პროცესორთან - Intel Core i7-7700K-სთან ერთად, აგრეთვე 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების ორი დაფა DDR4-3000 Corsair Vengeance LPX და 2 ტერაბაიტიანი მყარი დისკი Seagate Barracuda 7200. გარდა ამისა, გამოიყენეს შემდეგი დრაივერები: AMD 18.50-RC14-190117 და NVIDIA 417.71 WHQL. წყარო: HD Tecnología 4K გაფართოებაში მოწინაღმდეგეებმა პრაქტიკულად იდენტური შედეგები აჩვენეს თამაშების უმეტესობაში, თუმცა Sid Meier's Civilization VI-სა და Wolfenstein II: The New Colossus-ში ვიდეო ბარათმა GeForce RTX 2080-მა შეძლო შესამჩნევად წინ გაესწრო. 1440p გაფართოებაში კი წარმადობის არსებითი ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ უკანასკნელ გეიმინგ-ტესტში. სინთეტიკურ თამაშებში კონკურენტები ფაქტობრივად გვერდიგვერდ მიდიან, თუმცა LuxMark v3.1-ში Radeon VII ბარათმა საგრძნობლად უკეთესი შედეგი აჩვენა კონკურენტთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ ვიდეო ბარათ AMD RadeonVII ხელმისაწვდომია უკვე 7 თებერვლიდან და მისი ფასი 700 აშშ დოლარს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/id_1/show/24092/pojavilis-rezultaty-sravnitelnogo-testirovanija-amd-radeon-vii-i-nvidia-geforce-rtx-2080
-
2018 წლის 6 თებერვალს კენედის კოსმოსური ცენტრის მოედნიდან კოსმოსში გაემართა კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის პირადი ავტომობილი Tesla Roadster-ი, რომლის საჭესთანაც იმყოფებოდა მანეკენი Starman. იგი SpaceX-ის მიერ შემუშავებული ახალი კოსმოსური სკაფანდრის პროტოტიპით იყო შემოსილი. ალბათ ბევრს აინტერესებს, რა მდგომარეობაშია ამჟამად ავტომობილი, რომელმაც ორბიტაზე მთელი წელიწადი გაატარა. ელექტრომობილი თავდაპირველად გავიდა დედამიწის ჰიპერბოლურ ორბიტაზე და გაემგზავრა შორეულ კოსმოსში. SpaceX Falcon Heavy-ს გაშვება კენედის კოსმოსური ცენტრიდან. 2018 წლის 6 თებერვალი Roadster-მა მიაღწია მარსის ორბიტას გასული წლის ნოემბრის დასაწყისში და ამ დრომდე სადღაც იქვე იმყოფება - დაახლოებით 365 მილიონი კილომეტრის მოშორებით დედამიწისგან. Tesla Roadster-ისთვის მზის ირგვლივ სამოძრაო ორბიტალური პერიოდი დაახლოებით 557 დედამიწური დღე-ღამის ტოლია. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილის თითოეული ადგილმდებარეობა დაფუძნებულია მათემატიკურ გამოთვლებზე. თავად მანქანა იმდენად პატარაა, რომ მისი დანახვა ყველაზე მძლავრი ტელესკოპითაც კი შეუძლებელია. მისი ჰაბლთან დაკავშირება კი მეტისმეტად ძვირადღირებული გადაწყვეტილება იქნებოდა. როგორც მიიჩნევა, Roadster-ი დღესაც მთელია და უვნებელი და აგრძელებს კოსმოსში მოგზაურობას, რადგანაც შორეულ კოსმოსში ცოტა ობიექტია, რომელთაც ავტომობილის დაზიანება შეუძლიათ. ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორის, ბილი კეროლის აზრით, ავტომობილისთვის მთავარ საფრთხეს კოსმოსური ნაგავი წარმოადგენს, რომელიც დედამიწის ორბიტასთანაა ახლოს. ამავე დროს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა დეგრადირდა მანქანის საღებავი და პლასტმასის დეტალები იონიზებული გამოსხივების გავლენით. ამ აზრს ისინი ამყარებენ იმ ფაქტით, რომ დედამიწის მაგნიტური ველის დაცვის ქვეშ ყოფნის დროსაც კი ადამიანები, რომლებიც კოსმოსურ სადგურებზე მუშაობენ, შესაძლოა დაშავდნენ რადიაციის ზეგავლენით. ასეა თუ ისე, Tesla Roadster-ი მზის სისტემაში სამუდამოდ ვერ იმოძრავებს. გასულ წელს ჩატარებული გამოთვლების თანახმად კოსმოსური სუპერმანქანა საბოლოოდ ვენერაზე ან დედამიწაზე ჩამოვარდება, რაც რამოდენიმე ათეული მილიონი წლის შემდეგ მოხდება. https://hi-news.ru/technology/rovno-god-nazad-ilon-mask-otpravil-v-kosmos-avtomobil-chto-s-nim-sejchas.html
-
- 2
-
-
-
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე სუფთა ლაზერული სხივი. ფიზიკოსების მიერ შექმნილი მოწყობილობა ქმნის ლაზერულ სხივს, რომლის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება მასშტაბირების შესაძლებლობებში - იგი დროთა განმავლობაში ნაკლებ ცვლილებებს განიცდის სხვა ლაზერებთან შედარებით. როგორც წესი, ტემპერატურის ცვლილებისა და სხვა გარემო-ფაქტორების ზეგავლენით ლაზერული სხივები იცვლება. ამას ეწოდება ხაზის სიგანე, რომელიც ჰერცებში ან ციკლებში იზომება. ჩვეულებრივი მაღალი სიზუსტის ლაზერები, როგორც წესი, აღწევენ სიგანეს ათასიდან 10 ათას ჰერცამდე, ახალი ლაზერის ხაზის სიგანე კი არ აღემატება 20 ჰერცს. მოწყობილობა შედგება ბოჭკოვანი სენსორებისგან, რომლებითაც მუდმივად მოწმდება ამჟამინდელი ტალღის სიგრძე, ხდება მისი შედარება წინა მაჩვენებლებთან და ხარვეზების გასწორება. მაღალი სიზუსტის ლაზერის გამოყენება შესაძლებელია გრავიტაციული ტალღების საკვლევ ლაბორატორიებსა და სენსორებზე კოსმოსში. მათი მეშვეობით შესაძლებელია დაფიქსირდეს გრავიტაციული მოვლენები, რომლებიც დედამიწიდან მილიონობით სინათლის წელიწადის დაშორებით მოხდა. მაგალითად - შავი ხვრელების შეჯახება, რომლებიც წარმოქმნიან მძლავრ გრავიტაციულ ტალღებს. https://hightech.fm/2019/02/06/mit-lazer
-
- 1
-
-
კომპანია Logitech-მა ოფიციალურ ბლოგზე განათავსა გეიმინგ-ჰედსეტების ახალი ხაზი, რომლის შემუშავება ხორციელდებოდა ხმის ინოვაციური შედეგების მისაღწევად. „ჩვენ უწყვეტად ვეძებთ ახალ საშუალებებს გასაოცარი გეიმინგ-შთაბეჭდილებებისთვის და გასაოცარი შთაბეჭდილებები - ეს სწორედ ისაა, რასაც ახალი ჰედსეტებით გთავაზობთ: - აცხადებს Logitech Gaming-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი Ujesh Desai. ახალ სერიაში შემოთავაზებულია ჰედსეტები, რომლებიც განკუთვნილია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული და ახალბედა გეიმერებისთვის. ახალი ხაზი შექმნილია იმ სახით, რომ მოთამაშეებმა შეძლონ იდეალური მოდელის არჩევა, რომელიც მათვისაა შესაფერისი მათი გეიმერული დონისა და ბიუჯეტის მიხედვით. ახალი ხაზი მოიცავს ოთხ მოდელს, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა: The Ultimate Sound and Lighting - მოიცავს უსადენო ჰედსეტს Logitech G935 7.1 LIGHTSYNC და სადენიან მოდელს - Logitech G635 7.1 LIGHTSYNC. The Perfect Battle Royale - მოიცავს სადენიან მოდელებს - Logitech G432 7.1 და სტერეოჰედსეტს - Logitech G332. The Ultimate Sound and Lighting Logitech G935 მოდელს შესანიშნავი ჟღერადობა და RGB განათება აქვს. ეს პირველი მოდელი აღჭურვილია ექსკლუზიური, ჰიბრიდული მასალისგან შექმნილი 50-მმ-იანი Pro-G აუდიო დინამიკებით და უზრუნველყოფს ძლიერ ბასს და და ჟღერადობას. ყურსასმენების “ბალიშები” დამზადებულია პრემიუმ ხარისხის ხელოვნური ტყავისგან. Logitech G935 გარნიტურა წარმოდგენილია ტექნოლოგიით Logitech G LIGHTSYNC - დინამიური და ცვლადი განათება, რომელიც სინქრონიზდება ნებისმიერ კონტენტთან თამაშების, ვიდეოსა და მუსიკის ჩათვლით. გარდა ამისა, ჰედსეტს აქვს DTS Headphone X 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომლითაც იმიტირებულია სამგანზომილებიანი ხმის ეფექტი. Logitech G935 თავსებადია პერსონალურ კომპიუტერთან, კონსოლებსა და მობილურ მოწყობილობებთან. უზრუნველყოფილია 12-საათიანი მუშაობა ბატარეებზე, მაღალი ხარისხის უსადენო კავშირი და ხმის გადაცემა 6 მილიმეტრიანი მიკროფონით. მომხმარებლებს შეეძლებათ საფირმო პროგრამული უზრუნველყოფის - Logitech G HUB-ის მეშვეობით შექმნან საკუთარი ხმოვანი პროფილი და გასცენ ბრძანებები G-ღილაკით. ხმის სიძლიერის რეგულირებისთვის განკუთვნილია ინტეგრირებული მარეგულირებელი. G432 და G332 ჰედსეტები მოთამაშეებს განსაკუთრებულ უპირატესობასა და კომფოტს მიანიჭებენ თანაც ისეთ ფასად, რომ განსაკუთრებული ზარალი არ მიადგეს მათ ბიუჯეტს. Logitech G432 და G332 ჰედსეტ Logitech G432 7.1 Surround Sound-ს აქვს 50 მილიმეტრიანი დინამიკები ტექნოლოგიით - DTS Headphone X 2.0, ასევე 6 მმ-იანი მიკროფონი ფუნქიით - Flip-to-mute და გააჩნია მულტიპლატფორმული თავსებადობა. Logitech G332 - ეს არის სტერეოჰედსეტი, რომელიც იმავე კომფორტისა და ხარისხის მქონეა, რაც ხაზის სხვა გარნიტურები. იგი მშვენიერი ვარიანტია მათთვის, ვინც თავისი პირველი გეიმინგ-ჰედსეტის შეძენას აპირებს. ჰედსეტები უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ საიტზე - Logitech.com, აგრეთვე სხვადასხვა ქსელში. ფასები: უსადენო ჰედსეტი Logitech G935 7.1 LIGHTSYNC — 169,99 $; Logitech G635 7.1 — 139,99 $; Logitech G432 7.1 — 79,99 $; სტერეოჰედსეტი Logitech G332 — 59,99 $. https://overclockers.ru/blog/molexandr/show/24079/udivitelnye-garnitury-ot-logitech
-
- 1
-
-
კომპანია LG Electronics-მა ISE 2019-ზე წარადგინა უახლესი, მაღალი წარმადობის ინფორმაციული დისპლეები. წარმოდგენილია სისტემა OLED Falls. იგი შედგება 88 Open Frame OLED მოქნილი ეკრანისგან, რომლებიც შექმნილია ორგანული LED-ის ბაზაზე. ამგვარი დისპლეების გამოყენება იგეგმება კომერციულ სფეროში. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა გამჭვირვალე პანელები. ამგვარი დისპლეების გამოყენება შესაძლებელია, ვთქვათ, რეკლამისთვის, როდესაც წარმოდგენილი პროდუქციის ფონზე ეკრანზე აისახება მისი რეკლამა. LG-მ აგრეთვე დააანონსა ინტერაქტიული ეკრანები, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია პრეზენტაციებისთვის. 4K Interactive Digital Board პანელს აქვს 86 დუიმი სიგრძის დიაგონალი და, როგორც დასახელებიდან ვხედავთ, 4K გაფართოება. გამოყენებულია ტექნოლოგია IPS In-cell Touch; დისპლეის მართვა შესაძლებელია ელექტროკალმის მეშვეობით. გარდა ამისა, ნაჩვენები იყო დისპლეები, რომლებიც გათვალისწინებულია ღია სივრცეებში გამოსაყენებლად. ამგვარ ეკრანებს მტვრისა და სინესტისგან დაცვა აქვთ. https://3dnews.ru/982281
-
- 1
-
-
Matt Hougan-მა, B რომელიც Bitwise Asset Management-ის ხელმძღვანელი და ETF.com-ის პრეზიდენტია, Bloomberg-თან ინტერვიუში გამოთქვა აზრი, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა არსებობას შეწყვეტს. ინტერვიუს მსვლელობისას მან განაცხადა, რომ „არსებობს 2 ათასი კრიპტოვალუტა, რომელთა 95% უსარგებლოა და მათ მტკივნეული სიკვდილი ელით და ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი“. Hougan-ის თქმით, ბევრი რამაა, რასაც იგი უარყოფით აქტივობად მიიჩნევს კრიპტოინდუსტრიაში და ეს ყველაფერი ამჟამად ნათელი ხდება. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ელოდება მნიშვნელოვან მოვლენას - რა დარჩება ბოლოს, „სწორედ ისევე, როგორც Dotcom-ის ფერფლიდან გამოჩნდა Amazon-ი, Google, Facebook-ი და ა.შ.“ Hougan-მა აღნიშნა, რომ იგი კრიპტო-აქტივების მიმართ უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე ბლოკჩეინთან. ახსნისათვის მან ბლოკჩეინის ამჟამინდელი მდგომარეობა ახლადშექმნილი ინტერნეტის მდგომარეობას შეადარა: „თუკი გახსოვთ ინტერნეტის პირველი დღეები... ყველა აღფრთოვანებული იყო კორპორატიული ინტრაქსელებით. ხალხი ფიქრობდა, რომ კორპორატიული ინტრაქსელები - ეს იყო მთავარი მოვლენა, მომავალი. თავისუფალ ინტერნეტს არავინ ენდობოდა...“ მისი თქმით, იგივე შემთხვევაა პრივატულ და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ბლოკჩეინებშიც, რადგანაც საყოველთაო ბლოკჩეინი ყველასთვის ხელმისაწვდომია და კრიპტოაქტივებს საჭიროებს. მისი აზრით „თავისუფალი წვდომის ტექნოლოგიებს გამარჯვების ტენდენცია ახასიათებს“. ამასთან, Hougan-ი თვლის, რომ პრივატულ ბლოკჩეინებს თავიანთი როლი აქვთ და მნიშვნელოვანნი არიან, რადგან შეუძლიათ უზრუნველყონ უფრო სწრაფი და იაფი გადარიცხვები და მონაცემთა მართვა. მაგალითად, Hougan-მა განმარტა, რომ პრივატული ბლოკჩეინი შეიძლება იყოს იპოთეკის სამართავი საშუალება. ინტერვიუში თემის შეცვლის შედეგად Hougan-ი შეეხო ICO-ებსაც. მან განაცხადა, რომ მათი უმეტესობა თაღლითები იყვნენ და აღნიშნა, რომ „(ხალხი) ციხეში მიდის და ვფიქრობ, ეს ასეც უნდა იყოს“. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს კანონიერი არაფერი არსებობს. Hougan-მა იმედი გამოთქვა, რომ მისი კომპანია შეძლებს აამოქმედოს ETF (Exchange Traded Fund), რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, იაფ და ადვილად ხელმისაწვდომ წვდომას ბაზარზე. იანვარში Bitwise-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) შეიტანა განაცხადი Bitcoin (BTC) ETF-ის ამოქმედების მოთხოვნის შესახებ. იანვრის შუა პერიოდში CBOE-ს გენერალურმა დირექტორმა, პრეზიდენტმა და თავმჯდომარემ - Ed Tilly-მ განაცხადა: იმისათვის, რომ უოლ-სტრიტის ინსტიტუციონალიზებული ინვესტორები კრიპტოვალუტების სივრცეს შეუერთდნენ, აუცილებელია Bitcoin-ს ბირჟაზე მოვაჭრე ნოუთები. https://cointelegraph.com/news/etfcom-president-and-bitwise-researcher-matt-hougan-95-percent-of-cryptos-will-die
- 1 reply
-
- 1
-
-
ელექტრომობილებსა და ჩვეულებრივ ავტომანქანებს შორის გარეგნული თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ შიდა აღჭურვილობა რადიკალურად განსხვავებულია. ამის შესახებ ყველაზე კარგად იციან მაშველებმა, რომელთაც სერიოზული ავარიის შემთხვევაში მსხვერპლის გამოყვანა უწევთ მანქანის სალონიდან და ზოგჯერ ამისათვის მანქანის გაჭრაა საჭირო. როგორც აღმოჩნდა, Tesla Model 3 ელექტრომობილები უფრო ადვილად ექვემდებარება გახსნას, ვიდრე სხვა ელექტრომანქანები. ეს დაკავშირებულია სარისკო კომპონენტების კონსტრუქციების განლაგების თავისებურებით. საუბარი ეხება მაღალვოლტიან სადენებს. Tesla-ს ავტომობილების არქიტექტურის ექსპერტის - ბროკ არჩერის თქმით, Model 3-ის ავარიის შემთხვევაში მაშველებს შეუძლიათ მანქანის ნებისმიერი მხრიდან გამოიყვანონ დაშავებული ადამიანი მაღალი ძაბვის სადენების დაზიანებისა და მათთან შეხების გარეშე. გამოსახულებაზე ვხედავთ, რომ საშიში სადენები ძირითადად განლაგებულია საბარგულის მარცხენა მხარეს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაშავებულების გამოყვანა რომელიმე კარის მხრიდან, სადაც საშიში ელემენტები საერთოდ არ არის. სამწუხაროდ, იგივე არ ითქმის Tesla Model X-ის შემთხვევაში - მას მექანიკური კარები აქვს, რომლებიც ვერტიკალურად იხსნება. რა საკვირველია, მათზე ელექტროსადენებია მიერთებული, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ავტომობილის გაჭრისას. შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ Tesla-ს ავტომობილები ყველაზე ხშირად ხვდებიან ავარიებში. რეალურად კი ასე არ არის - ილონ მასკი განმარტავს, რომ უბრალოდ მაღალია საინფორმაციო მედია საშუალებების მხრიდან მისი კომპანიის ავტომობილებთან დაკავშირებული შემთხვევების გაშუქება. ამის დასამტკიცებლად მასკი მზად არის, წარმოადგინოს საგზაო შემთხვევების ანგარიში. https://hi-news.ru/auto/nazvana-vazhnaya-osobennost-tesla-model-3-sposobnaya-soxranit-zhizn-voditelej.html
-
- 1
-
-
მეცნიერებმა წამოაყენეს თეორიები, რომელთა მიხედვითაც უნდა დაინერგოს გეოინჟინერიის ფართომასშტაბიანი პროექტები, რათა მოხდეს დედამიწის რადიკალურად გარდაქმნა. ეს პროექტები განკუთვნილია იმგვარი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორებიცაა გაუდაბნოება, გვალვები და ჭარბი ნახშირორჟანგი ატმოსფეროში - ყველას სურს ებრძოლოს კლიმატის ცვლილებას. რითია საშიში გეოინჟინერია? კლიმატის უკონტროლო ცვლილების გავლენა ქვეყნებს ასობით მილიარდი დოლარი უჯდებათ წელიწადში, რადგანაც ექსტრემალური ამინდის სიხშირე მატულობს, მოსავლიანობა მცირდება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ სხვა შედეგებზე. ყველაფერ ამას მივყავართ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების გარდაუვალობამდე. თუმცა, გეოინჟინერია სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება. მოწინააღმდეგები ამტკიცებენ, რომ ადამიანები არასაკმარისად აღიქვამენ გლობალური ბუნებრივი ციკლების სირთულეს და მათი შეცვლის მცდელობა პრობლემებს უფრო გამოიწვევს, ვიდრე გადაჭრის. დიდი მწვანე კედლები ერთ-ერთი პროექტი არის პლანეტის დიდ მონაკვეთებში მცენარეული მწვანე კედლების შექმნა. ისინი შედგება ადგილობრივი მცენარეებისგან და გაშენდება უდაბნოების ნაპირებთან, რათა შეაკავოს მიმდებარე ტერიტორიების გაუდაბნოების პროცესი. ამ გადაწყვეტილების მიზანია დედამიწის გაახალგაზრდავება, რათა პლანეტის დიდი რეგიონები სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელი გახდეს. ორი უდიდესი კედელი - ესენია ჩინეთის პროგრამა, რომლის თანახმადაც 4500 კილომეტრზე გაშენდება მცენარეული საფარი, რათა შეაკავოს გობის უდაბნოს ზრდა. მეორე კედელი კი გაშენდება აფრიკაში 8000 კილომეტრზე საჰარას შესაზღუდად. ამ კედლების წარმატება დამოკიდებულია მცენარეების ცვლილებების გრძელვადიან კვლევაზე და ამისთვის მეცნიერები დაეყრდნობიან ათწლეულების განმავლობაში თანამგზავრებიდან მიღებულ ფოტოებს და დამატებითი ვიზუალური ინტერპრეტაციის ალგორითმებს გამოსახულების ანალიზისთვის. Google-ისა და გაეროს ერთობლივმა პროექტმა, Collect Earth-მა შექმნა ინტერფეისი ღია კოდით, რომელიც მკვლევარებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ საჭირო მონაცემებზე. მზის ბლოკირება გასულ წელს მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა, რომელიც გულისხმობდა გარკვეული რაოდენობის აეროზოლის გაშვებას დედამიწის ატმოსფეროში 20 კილომეტრის სიმაღლეზე. აეროზოლი შეიცავდა სულფატის ნაერთებს, რომელთაც შეუძლიათ მზის სინათლის არეკვლა და გლობალური ტემპერატურის დაწევა. 2017 წელს ჟურნალ Atmospheric Chemistry and Physics-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია, რომ აეროზოლი სწრაფად ვრცელდება და პლანეტის დიდ ნაწილზე მოქმედებს. მეცნიერები აგრეთვე მუშაობენ კოსმოსში გიგანტური „ქოლგის“ გაშვებაზე, რათა მოხდეს მზის გამოსხივების დონის კონტროლი. ეს იდეა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა, თუმცა მხოლოდ ახლახანს მიეცა ბიძგი განვითარებისთვის. 2018 წლის Journal of Aerospace Technology and Management-ის ნაშრომში აღწერილია ე.წ. HSS-ის - უზარმაზარი კოსმოსური ფარის გაშვება. გეგმის მიხედვით იგი შეაკავებს მზის რადიაციის მცირე ნაწილს, თუმცა ეს საკმარისი იქნება გლობალური ტემპერატურის 1,5 გრადუსით შესამცირებლად. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება - მოხდეს მზის ბლოკირება ღრუბლებით. იმისათვის, რომ წვიმა წამოვიდეს, საჭიროა ჰაერში ტენიანობის კონდენსირება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ვერცხლის იოდიდის ან მშრალი ყინულის ნაერთებსაც შეუძლია იგივე ფუნქცია შეასრულონ. გეგმის თანახმად, საჭიროა ეს ნივთიერებები გაიტანონ ატმოსფეროში მშრალი რეგიონების ზემოთ, სადაც გაიზრდება ღრუბლიანობა და ნალექების რაოდენობა. CO2- ის მოცილება ატმოსფეროდან Direct Air Capture (DAC) - ეს არის ქიმიური ნივთიერებების კოქტეილი, რომლის კომპონენტები CO2- ს უკავშირდება, თუმცა ინერტულნი არიან სხვა აირებთან მიმართებაში. როდესაც ჰაერი DAC-ის მოწყობილობაში (მას ხელოვნურ ხეებსაც უწოდებენ) გაივლის, CO2 ეწებება ქიმიურ ნივთიერებს: შესაძლებელი ხდება მისი შეკავება და გადამუშავება. შვეიცარიულმა კომპანია Climeworks-მა ააშენა კომერციული ქარხანა, რომელიც ნახშირორჟანგის „დაჭერისთვისაა“ განკუთვნილი. კომპანიის გეგმაა - 2025 წლისთვის მსოფლიოს ნახშირორჟანგის ერთი პროცენტის შეკავება. ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოშორება შესაძლებელია ოკეანეების მეშვეობითაც. მათი რკინით გამდიდრება ახდენს ფიტოპლანქტონის ზრდის სტიმულირებას, ეს ორგანიზმები იწოვენ ნახშირორჟანგს და ხელს უწყობენ იგი ოკეანის ფსკერზე დაილექოს. „წამალი ავადმყოფობაზე უარესია?“ მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეები იმედისმომცემად გამოიყურება, არსებობს მთელი რიგი პოტენციურად საშიში შედეგების ალბათობა. მაგალითად, როდ-აილენდის შტატის კანონმდებლობაში ნათქვამია, რომ „გეოინჟინერია მოიცავს უამრავ ტექნოლოგიასა და მეთოდს, რომლებიც სახიფათო ქმედებებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა, მათ ზიანი მიაყენონ ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას“. წინააღმდეგობის მიუხედავად, ზოგიერთ კომპანიას ხელისუფლება ლობირებს, რათა მათ ნება ჰქონდეთ დართული - განაგრძონ გეოინჟინრებთან მუშაობა. მეცნიერები აგრძელებენ ახალი იდეების შემუშავებასა და ექსპერიმენტებს. არავინ იცის, რა შედეგებს გამოიღებს გეოინჟინრული პროექტები. რა მოხდება, თუკი ვთქვათ ოკეანეზე ზემოქმედებით განადგურდება თევზების პოპულაცია? ან იქნებ ეს სწორედ ის პროექტებია რაც კაცობრიობას სჭირდება? https://hi-news.ru/research-development/tri-proekta-geoinzhenerii-kotorye-mogut-pochinit-ili-slomat-zemlyu.html
-
Microsoft-ს არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ პლატფორმების გადაკვეთის წინააღმდეგი არ არის. და ამჯერად როგორც ჩანს, კომპანიამ გადაწყვიტა სიტყვებიდან საქმისკენ გადაინაცვლოს. Game Developers Conference-ის (GDC) ოფიციალურ საიტზე მოცემულია Microsoft-ის პრეზენტაცია, რომლის თანახმადაც კორპორაცია გეგმავს, განავითაროს სერვისი Xbox Live და მასში დანერგოს Nintendo Switch-ისა და მობილური მოწყობილობების (iOS/Android) მხარდაჭერა. ამჟამად Xbox Live ძირითადად მუშაობს Xbox-სა და პერსონალურ კომპიუტერებზე. ყველა ზემოთხსენებული პლატფორმის მფლობელს შეეძლება ისარგებლოს Xbox Live-ის ფუნქციებით. Microsoft-ის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება გეიმინგ-ანტრეპრენერებს საშუალებას მისცემს - დაინგრეს ბარიერები პლატფორმებს შორის. საერთო ჯამში Xbox Live სამომავლოდ თეორიულად მოიცავს ორ მილიარდ მოწყობილობას. ამჟამად ეს რიცხვი დაახლოებით ოთხას მილიონს შეადგენს. მარტის შუა რიცხვებში გაიმართება კონფერენცია GDC 2019 – სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი სრულფასოვანი დეტალების გახმაურება. https://overclockers.ru/softnews/show/95664/microsoft-sobiraetsya-obedinit-v-xbox-live-igrokov-na-pc-xbox-nintendo-switch-i-mobilnyh-ustrojstvah
-
- 2
-
-
-
რა დაემართება რკინის რობოტს ტრენაჟორებზე ვარჯიშისას? უფრო მეტად ძლიერი იგი ვერ გახდება, რადგან მისი ლითონის დეტალები სწრაფად ცვდება და გარკვეული დროის შემდეგ კონსტრუქცია უბრალოდ დაიშლება. ამ კუთხით ადამიანებს მეტად გაუმართლათ - კუნთები იმგვარადაა მოწყობილი, რომ დაზიანებული ქსოვილები ახალი, უფრო მტკიცე ბოჭკოებით იცვლება. მეცნიერებს ამ დრომდე არ გამოსდიოდათ, შეექმნათ ადამიანის კუნთების იდენტური მასალა, თუმცა იაპონელმა მკვლევარებმა ამ მხრივ დიდი გარღვევა მოახდინეს. მაქსიმუმი, რასაც მეცნიერებმა მიაღწიეს - შექმნეს თვითაღდგენის უნარის მქონე მასალა. მათ ვერ შეძლეს შეექმნათ უფრო მტკიცე მაკავშირებლები იქამდე, სანამ კვლევაში არ ჩაერთო ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი პროფესორ ცზიანპინ გუნის ხელმძღვანელობით. მათ შექმნეს სტრუქტურა, რომელსაც თეორიულად არის ისეთივე მტკიცე, როგორიც გულის კუნთის ქსოვილია. ახალი მასალის ფუძეს წარმოადგენს ჰიდროგელი. იგი 85%-ით სითხისგან შედგება და მასში გახსნილია მონომერები, რომლებიც არსობრივად იმავე ფუნქციას ასრულებენ, რასაც ამინომჟავები - ცოცხალ ქსოვილში. როგორც მკვლევარები მოელოდნენ, გაჭიმვისას მასალის პოლიმერები რღვევას იწყებენ. დარღვეული პოლიმერული ჯაჭვის ბოლოს ჩნდება ქიმიური ნაწილაკები, რომლებიც აკავშირებენ მონომერებს და ქმნიან ახალ, უფრო მტკიცე პოლიმერულ ჯაჭვს. რამოდენიმე გაჭიმვის შემდეგ მასალის სიმტკიცე ორნახევარჯერ გაიზარდა, სიმყარე 32-ჯერ, მასამ კი 86%-ით მოიმატა. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს შესანიშნავი მოქნილობისა და გამძლეობის ახალი მასალების შექმნას. ეს მასალები შესაძლებელია გახდეს ეგზოჩონჩხების კომპონენტები და აგრეთვე გამოყენებულ იქნას ადამიანებში დაზიანებული კუნთოვანი ქსოვილების აღსადგენად. https://hi-news.ru/technology/sozdan-material-povtoryayushhij-glavnuyu-osobennost-chelovecheskix-myshc.html
-
- 1
-
-
გულისცემის რიტმის ძალა იმდენად დიდია, რომ შეუძლია დამუხტოს მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის - ნათქვამია აშშ-ის Dartmouth-ის კოლეჯის სპეციალისტთა კვლევაში. კოლეჯის ინჟინრების მიერ შექმნილ კომპაქტურ მოწყობილობას შეუძლია მოაგროვოს გულის კინეტიკური ენერგია და გარდაქმნას იგი ელექტროენერგიად, რასაც სხვადასხვა იმპლანტირებადი ელექტრონიკის კვებისთვის გამოიყენებენ. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დამოკიდებულია კარდიოსტიმულატორებზე, დეფიბრილატორსა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც კომპაქტურ ბატარეებზე მუშაობენ. როგორც წესი, ამ აკუმულატორების შეცვლა ყოველ ათ წელიწადშია საჭირო. თითოეული შეცვლა საჭიროებს ძვირადღირებულ ქირურგიულ ოპერაციას, რომელიც რისკებთანაა დაკავშირებული. „ვცდილობთ, გადავჭრათ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დამახასიათებელია ყველა იმპლანტირებადი ბიოსამედიცინო მოწყობილობებისთვის: როგორ შევქმნათ ენერგიის ეფექტური წყარო, რათა იმპლანტირებულმა აპარატებმა შეძლონ პაციენტის მთელი სიცოცხლის მანძილზე მუშაობა ისე, რომ საჭირო არ გახდეს ოპერაციები ბატარეების შესაცვლელად“ - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, დარტმუტის კოლეჯის ინჟინერიის პროფესორი ჯონ ჩჟანი. მისმა გუნდმა ტეხასის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად დაასრულა მოწყობილობის პირველი, კლინიკამდელი ტესტირება. „არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მოწყობილობამ ხელი არ შეუშალოს ორგანიზმის ფუნქციონირებას. იგი უნდა იყოს ბიოთავსებადი, მსუბუქი, მოქნილი და მეტად კომპაქტური, რათა იმუშაოს უკვე გამოყენებულ კარდიოსტიმულატორებთან ერთად. აგრეთვე საჭიროა, რომ მოწყობილობას ჰქონდეს მასშტაბირების შესაძლებლობა, რათა გახდეს მრავალფუნქციური“ - აღნიშნავს კვლევის თანაავტორი ლინ დონგი. გუნდს აქვს შემოთავაზება - მოხდეს უკვე არსებული კარდიოსტიმულატორების მოდიფიცირება და კინეტიკური ენერგიის აკუმულირება მთავარი ელექტროდით, რომელიც გულზე იქნება მიმაგრებული. შემდეგ კი დაგროვილი ენერგია ბატარეების დასატენად იქნას გამოყენებული. ელექტროდს კინეტიკური ენერგიის შესაგროვებლად მეცნიერებმა დაუმატეს მასალა - ეს არის თხელი პოლიმერული პიეზოელექტრონული ფირფიტა “PVDF”. ფირფიტაზე სპეციალური ფორებიანი სტრუქტურის დამატებით მას ეძლევა საშუალება - მოახდინოს ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა უმნიშვნელო მექანიკური მოძრაობების დროსაც კი. მოწყობილობის დამატებითი პლუსი ის გახლავთ, რომ მოდულის გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის რეალურ დროში. მოწყობილობაზე სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დახურული კვლევები და ცდები. პროფესორი ჯონ ჩჟანი აღნიშნავს, რომ საბოლოო გამოცდამდე კიდევ დაახლოებით ორი წელი რჩება. ამ დრომდე მოწყობილობა ცხოველებზე გამოიცადა. მეცნიერებს გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ თანხმობის მისაღებად - გამოიყენონ თუ არა მოწყობილობა ადამიანებში. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ კარდიოსტიმულატორის დამტენი მოწყობილობა უახლოეს ხუთ წელში გამოვა ბაზარზე. „ჩვენ დავასრულეთ ცხოველებზე გამოკვლევა-ტესტირების პირველი სერია და იმედისმომცემი შედეგები მივიღეთ. ჩვენი მოწყობილობით უკვე დაინტერესდა რამოდენიმე მსხვილი სამედიცინო-ტექნოლოგიური კომპანია“ - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი. https://hi-news.ru/technology/vechnyj-motor-energiyu-serdca-mozhno-ispolzovat-dlya-podzaryadki-kardiostimulyatorov.html
-
- 1
-
-
გამოფენა 2019 Integrated Systems Europe-ზე (ISE 2019) კომპანია Samsung-მა მთელი რიგი სიახლეები წარმოადგინა, მათ შორის თავისი პირველი, 8K გაფართოების მქონე QLED-დისპლეი, ახალი LED-ეკრანი The Wall 8K და ტექნოლოგია Multi-Link HDR. კომპანიამ წარადგინა 82-დუიმიანი პროფესიონალური QLED 8K-დისპლეი, რომელშიც მოცემულია ბაზარზე არსებული უმაღლესი გაფართოების დონე სმარტ-მასშტაბირების ტექნოლოგია - AI Upscaling. კომერციულ დისპლეებში არსებული მასშტაბირების ტექნოლოგია მაღაზიებსა და სარეკლამო ცენტრებს ეკონომიის საშუალებას აძლევს, შესაძლებელია სტანდარტული გაფართოების კონტენტის გაშვება 8K ფორმატზე. 7680 × 4320 პიქსელის მქონე გაფართოების წყალობით გამოსახულების ცალკეული პიქსელები პრაქტიკულად შეუმჩნეველია ადამიანის თვალისთვის. პანელები 44 მმ სისქისაა და მარტივია მათი დამონტაჟება როგორც „ალბომის“, ისე „პორტრეტის“ რეჟიმში. პროფესიონალური QLED 8K-დისპლეი ხასიათდება შავი ფერის გაუმჯობესებული გამოსახულებით ლოკალური ჩამუქებისა და ტექნოლოგია Quantum Light Control-ის წყალობით. დისპლეის აქვს 4000 ნიტიანი მაქსიმალური სიმკვეთრე და 100%-იანი ფერთა აღქმა HDR10+ სტანდარტის შესაბამისად. უზრუნველყოფილია ფერთა გამის ნებისმიერი შეფერილობის მაღალხარისხიანი ასახვა. გამოფენაზე კომპანიამ აგრეთვე წარმოადგინა მსხვილფორმატიანი ეკრანის - The Wall-ის მოდიფიკაცია: მისი დიაგონალი 292 დუიმია, გაფართოება - 8K. ამ ეკრანის დაყენება მრავალნაირი, 73-იდან 292 დუიმამდე კონფიგურაციისამებრ არის შესაძლებელი. რეჟიმ Ambient-ის მეშვეობით შესაძლებელია ეკრანის custom-იზება და მასზე სხვადასხვა კონტენტის ასახვა. აგრეთვე შესაძლებელია The Wall-ს დაემატოს დეკორატიული ჩარჩოები, რითაც იგი ორიგინალურ სახეს იძენს. Samsung-ი თანამშრომლობს მთელ რიგ წამყვან კომპანიებთან, მათ შორისაა: Harman Luxury Audio და Steinway Lyngdorf - ხმოვანი სისტემებისთვის; Control4, Crestron და Savant - სახლის პირობებში ავტომატიზაციისთვის; Domotz, Ihiji და OrvC - დისტანციური მონიტორინგისთვის. Samsung-მა ასევე წარადგინა Multi-Link LED HDR: წარმოებაში პირველი გაფართოებული დინამიური დიაპაზონის ტექნოლოგია 8K რეზოლუციით, რომელიც განკუთვნილია LED ეკრანებისთვის. Samsung-ის მიერ შემუშავებული ალგორითმი ნებისმიერ კონტენტს უზრუნველყოფს HDR ხარისხით სპეციალური მეტამონაცემების საჭიროების გარეშე. გამოსახულების მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილია ტექნოლოგიებით - Inverse Tone Mapping (ITM) და Dynamic Peaking, რომლებიც ზრდიან კონტრასტულობას და ფერის აღქმას მთელ ეკრანზე სიმკვეთრის გაორმაგებით. ფუნქცია Color Mapping-ით მიიღწევა ადაპტირებული ფერთა გამა რეალისტური და ნათელი გამოსახულების მისაღებად, სტანდარტი Multi-Link LED HDR კი საშუალებას იძლევა, შემცირდეს შეფერხება კონტენტის გადაცემისას live mode რეჟიმის წყალობით. Multi-Link HDR სტანდარტით მხარდაჭერილია ყველა Samsung SMART LED Signage ეკრანები და თავსებადია The Wall-თან. მიმდინარე წელს Samsung-მა წარადგინა პროფესიონალური დისპლეების ახალი სერია ვიტრინებისთვის - OMN/OMN-D, რომელთა ზომებიც 46-დან 55 დუიმამდეა. მხარდაჭერილია 4000 ნიტი სიმკვეთრე და 5000:1 კონტრასტულობა. უზრუნველყოფილია კონტენტის მკაფიო ასახვა მზის პირდაპირი სხივების მოხვედრის შემთხვევაშიც კი. OMN-D სერიის პანელები ორმხრივი დისპლეებია, რომლებზეც ერთდროულად აისახება კონტენტი. მათ ინტეგრირებული Wi-Fi მოდული აქვთ. ორივე ეკრანი დაცულია მტვრისგან IP5X სტანდარტის შესაბამისად, აგრეთვე აქვთ გადახურებისგან დაცვა. კონტენტის მართვისთვის მათში გამოიყენება საკუთარი ინტეგრირებული საშუალება - MagicINFO S6 - Tizen 4.0-ის ბაზაზე. დისპლეების გამოყენება შესაძლებელია ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში, სწრაფი კვების ობიექტებიდან დაწყებული - სავაჭრო ცენტრებით დამთავრებული. Samsung-მა აგრეთვე წარადგინა QMR და QBR 4K-დისპლეების ხუთი მოდელი. მათი დიაგონალების ზომები 43-დან 75 დუიმამდეა, აქვთ ინტელექტუალური ფუნქცია AI Upscaling, IP5X სტანდარტის დაცვა, უსაფრთხოების დაცვა KNOX და ინტეგრირებული Wi-Fi მოდულები. QMR სერიის მოდელებისთვის დამახასიათებელია თხელი ჩარჩოები, განკუთვნილია აეროპორტებში ან სავაჭრო ცენტრებში გამოყენებისთვის, აქვთ 500 ნიტი სიმკვეთრის დონე (QBR სერიის მოდელებს - 350 ნიტი) და არეკვლისადმი მდგრადი ეკრანი. https://3dnews.ru/982266
-
- 2
-
-
სოცმედიის გიგანტი, Facebook-ი აძლიერებს თავის შესაძლებლობებს ბლოკჩეინის სფეროში Chainspace-ის თანამშრომლების დაქირავებით. Chainspace - ეს არის სტარტაპი, რომელიც დაკავშირებულია სმარტ-კონტრაქტების გამომშვებ პლატფორმასთან. დაქირავების შესახებ ინფორმაცია პირველად რესურსმა Cheddar-მა გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სოციალური მედია-კომპანია წინ მიიწევს ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ამბიციებში. კომპანიის მიერ ბლოკჩეინ-ქვეგანყოფილების ამოქმედების შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის მაისში. მკვლევარებს, რომლებიც Chainspace-ში მუშაობენ, შეუძლიათ Facebook-ს დაეხმარონ სხვადასხვა აპლიკაციაში ბლოკჩეინის მასშტაბირებაში. საკუთარი ვებ-გვერდის თანახმად, Chainspace იყენებს ე.წ. sharding-ს - ეს ნიშნავს მონაცემთა ბაზების უფრო მცირე ბლოკებად დაყოფას, რისი მიზანიცაა შეამსუბუქოს მასშტაბირებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ხელს უშლის ბლოკჩეინის ქსელებს. Cheddar-ის ინფორმაციით, Chainspace-ის ხუთი მკვლევარიდან ოთხი, რომელთა სამეცნიერო ნაშრომზეც დგას Chainspace, შეუერთდა Facebook-ს. Facebook-ის წარმომადგენელმა Coindesk-ს განუცხადა, რომ კომპანიას არ შეუძენია თავად სტარტაპი ან მისი ტექნოლოგია, თუმცა მის თანამშრომელთა ნაწილი Facebook-ის შიდა ბლოკჩეინ-გუნდს შეუერთდა. „ისევე, როგორც ბევრი სხვა კომპანია, Facebook-იც სწავლობს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებებს“ - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში. „ეს ახალი პატარა გუნდი იკვლევს და სწავლობს უამრავ ახალ აპლიკაციას. მეტი სათქმელი არაფერი გვაქვს“. Facebook-ის კარიერული საიტის მონაცემებით, სოციალური ქსელების გიგანტს ამ დროისთვის 11 ბლოკჩეინ-ტექნოლოგი ჰყავს. წინა თვესთან შედარებით მათი რაოდენობა გაცილებით გაზრდილია. მოვალეობათა აღწერის მიხედვით, Facebook-ის გუნდი მუშაობს, როგორც „სტარტაპი Facebook-ში“: „ჩვენი საბოლოო მიზანია დავეხმაროთ მილიარდობით ადამიანს - მიიღონ წვდომა იმაზე, რაც არ გააჩნიათ: ეს შესაძლოა იყოს ჯანდაცვა, სამართლიანი ფინანსური სერვისები ან ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის ახალი საშუალებები“. Chainspace-ის ვებ-გვერდზე გუნდის წევრთა სიაში ამ დროისთვის ჩამოთვლილია 11 თანამშრომელი და 4 მრჩეველი. საიტის მთავარ გვერდზე კი განთავსებულია სიახლის გამომხატველი შეტყობინება: „მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდი სიახლისკენ მიიწევს“. https://www.coindesk.com/facebook-beefs-up-its-blockchain-efforts-with-startup-hires
-
- 2
-
-
-
Harley-Davidson-მა წარადგინა ორი ახალი ელექტრო-კონცეფცია, რომლებიც საკმაოდ უჩვეულოა ბრენდისთვის. ერთ-ერთია მთის ელექტროველოსიპედი, მეორე კი - ელექტროსკუტერი, რომელსაც კომპანიის ყველაზე შთამბეჭდავ იდეად მიიჩნევენ. ელექტროველოსიპედები უამრავია, თუმცა ამ მოდელის გამძლეობა და საიმედოობა მას ბაზარზე არსებული ასობით სხვა ველოსიპედისგან გამოარჩევს. აგრეთვე, Harley-Davidson-ის სახელი კომპანიას ხელს შეუწყობს - ბაზრის დიდი ნაწილი დაიპყროს, თუკი რაღა თქმა უნდა, ამ ველოსიპედს კომერციულ პროდუქტად აქცევს. სკუტერს რაც შეეხება, იგი საკმაოდ წააგავს ელექტრომოპედებს, რომლებსაც სტარტაპი Lithium Cycles უკვე წლებია აწარმოებს. ამ უკანასკნელის სკუტერები უფრო დახვეწილად გამოიყურება, რადგანაც დიდ კომპანიას დიდი მოცულობის რესურსები აქვს (ყოველ შემთხვევაში, პრესისთვის გასაჯაროებულ ფოტოებზე ასე ჩანს). Harley-Davidson-ის სკუტერის პროტიტიპი კი გაცილებით „უხეშია“ და წარმოდგენილია ღია სადენებითა და შეუსაბამო მასალებით. მომხმარებლების მოწონება დაიმსახურა Harley-Davidson-ის მიერ გამოშვებულმა ელექტრომოტიციკლმა - LiveWire-მა, თუმცა რაღა თქმა უნდა მისი ფასის - 30 ათასი აშშ დოლარის გათვალისწინებით, იგი ფართოდ ხელმისაწვდომი არ გახლავთ. ზემოთხსენებული სკუტერი კი ბევრად ნაკლები ეღირება, (ფასი ჯერჯერობით არ სახელდება) თანაც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად სკუტერები ფორმისა და ზომების წყალობით მთელი მსოფლიოს ქალაქების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ერგებიან. შესაბამისად, Harley-Davidson-ის კონცეპტსაც აქვს პერსპექტივა - მოიპოვოს პოპულარობა ბაზარზე: მას აქვს საკუთარი სტილი, მისი მოხმარება კომფორტული და სასიამოვნოა და რაღა თქმა უნდა - არ ღირს 30 ათასი დოლარი! https://www.theverge.com/2019/2/3/18207435/harley-davidson-electric-scooter-concept-motorcycle-x-games-prototype
-
სააგენტო NASA აპირებს ასტრონავტები მიიყვანოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მცირე ზომის კოსმოსური ხომალდით. ამ გეგმაში დამხმარეებად მან აირჩია კომპანია SpaceX და Boeing – ამ უკანასკნელმა შექმნა კოსმოსური აპარატი CST-100 Starliner, რომელიც ექსპლუატაციაში გაეშვება უპილოტო გამოცდის წარმატებით განხორციელების შემდეგ. გასულ წელს ტესტირება ჩავარდა საწვავის გაჟონვის გამო, ამჯერად კი კომპანია Boeing-მა განაცხადა, რომ აპარატი შეკეთებულია და მზადაა დაამტკიცოს თავისი უსაფრთხოება. Boeing Starliner-ი ჯერჯერობით არ გამოუცდიათ კოსმოსში, მაგრამ მწარმოებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. აპარატს ტესტირება აქვს გავლილი დედამიწის ატმოსფეროში - მან წარმატებით შეძლო გაეხსნა პარაშუტი და გამოეყენებინა ეკრანი, რომელიც აპარატს იცავს მაღალი ტემპერატურისგან. ეჭვს არ იწვევს ის, რომ საფრენ აპარატს შეუძლია მარტივად და უსაფრთხოდ დაეშვეს მიწაზე. Boeing-ის წარმომადგენლის - მარიბეტ დევისის თქმით, თუკი აპარატი კოსმოსში დაამტკიცებს თავის უსაფრთხოებას, ასტრონავტები შეძლებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდნენ მისით მიმდინარე წლის აგვისტოშივე. მისიის სახელწოდება იქნება Orbital Flight Test და აფრენა მოხდება ფლორიდის, კეიპ-კანავერალის სამხედრო-საჰაერო ძალების სადგურიდან. მოგახსენებთ, რომ სწორედ ამ ადგილიდან იწყებოდა ცნობილი კოსმოსური პროგრამების - Gemini-სა და Apollo-ს ამოქმედება. თავის მხრივ საერთაშორისო კოსმოსური სადგური უკვე მზადაა სტუმრების მისაღებად. ასტრონავტებმა უკვე მიიღეს სიფრთხილის ზომები და დააყენეს ზემგრძნობელობის მქონე კამერები მისაერთებელ აპარატურაზე, რათა თავიდან აირიდონ ხომალდების მნიშვნელოვანი დეტალების დაზიანების ალბათობა. კომპანია SpaceX გეგმავს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები Crew Dragon-ით მიიყვანოს. წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ამ ხომალდის გაშვება შედგება 2019 წლის პირველ ნახევარში. https://hi-news.ru/space/taksi-boeing-dlya-dostavki-astronavtov-na-mks-gotovo-k-ispytaniyam.html
-
- 1
-
-
პორტალი videocardz გვაცნობებს, რომ კომპანია Asus-მა გამოუშვა ახალი ვიდეო ბარათები - ესენია TUF სერიის (The Ultimate Force) RTX 2060 ბარათები: გამოვიდა როგორც სტანდარტული, ასევე ოვერქლოქინგ-ვარიანტები, რომელთა გრაფიკული ჩიპის სიხშირეებია 1710 და 1740 მჰც, შესაბამისად. პირველწყაროში აგრეთვე აღნიშნულია, რომ TUF სერიის გრაფიკული ადაპტერების შექმნისას გათვალისწინებული იყო მათი ხანგრძლივი მოქმედუნარიანობა, თავსებადობა და წარმადობა. გაგრილების სისტემაში გამოყენებულია მტვრისგან დაცვის მქონე ვენტილატორები IP5X სტანდარტის შესაბამისად. ისევე, როგორც TUF-სერიის დედა დაფები, გრაფიკული ადაპტერები შემოწმებას გადიან სპეციალური პროგრამით, რომელიც მოიცავს 144 საათის განმავლობაში უწყვეტ მუშაობას. TUF სერიის ვიდეო ბარათებს აქვთ DualLink DVI-D კონექტორი. უნდა აღინიშნოს, რომ RTX-სერიის სხვა ვერსიების უმეტეს ვიდეო ბარათს ეს კონექტორი არ გააჩნია. https://overclockers.ru/blog/molexandr/show/24024/rtx-2060-tuf--svezhaja-serija-videokart-ot-kompanii-asus
-
- 3
-
-
-
კომპანია SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა Twitter-ზე დაწერა, რომ სარაკეტო ძრავის - Raptor-ის პირველმა გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ძრავი Raptor-ი კომპანიის ამჟამინდელი ძრავის - Merlin 1D-ს შთამომავლად გვევლინება. აღნიშნული ძრავი გამოყენებული იქნება პლანეტათშორის რაკეტა Starship-ში, რომელიც განკუთვნილია მთვარისა და მარსისკენ მიმართული მისიებისთვის. ამ დრომდე მასკს ჰქონდა ნათქვამი, რომ Raptor-ის აწყობა რამოდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წლების განმავლობაში ძრავმა სერიოზული ცვლილებები განიცადა. დაახლოებით ერთი თვის წინ მასკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახული იყო უჟანგავი ფოლადისგან აწყობილი კოსმოსური რაკეტა StarShip-ის მაკეტი, რომელიც განთავსებული გახლდათ კომპანიის კოსმოდრომზე ტეხასში. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოსაცდელი პროტოტიპის ზედა ნაწილი სერიოზულად დაზიანდა გრიგალისგან. ამ ინციდენტმა შესაძლოა გადაავადოს დაგეგმილი პირველი სატესტო გაშვების თარიღი. Starship-ის გამოსაცდელ მაკეტში გამოყენებული იქნება სამი Raptor ძრავი. იგი სატესტო ფრენებს განახორციელებს მცირე სიმღლეებზე - 1640-დან 16400 ფუტამდე. რაკეტის სრულფასოვან ვერსიაში კი იგეგმება შვიდი ამგვარი ძრავისა და 31 სუპერმძიმე ამაჩქარებლის გამოყენება. თითოეულ Raptor-ს შეუძლია 440 ათასი ფუნტი ტვირთის აწევა, შედარებისთვის - ამჟამად არსებული ძრავის - Merlin-ის ტვირთამწეობა 190 ათას ფუნტს შეადგენს. „Raptor-ის პირველი გამოცდა! ვამაყობ SpaceX-ის გუნდის შესანიშნავი მუშაობით“ - დაწერა Twitter-ზე მასკმა და დაურთო ძრავის გამოცდის ამსახველი რამოდენიმე ფოტო. შეგახსენებთ, რომ კომპანია გეგმავს, კოსმოსური რაკეტა Starship-ით ჯერ მთვარისკენ განახორციელოს ფრენა, შემდეგ კი მარსისკენ. მთვარის ირგვლივ პირველი პილოტირებული ფრენა დაგეგმილია 2023 წლისთვის. პირველი კოსმოსური ტურისტი რომ გამხდარიყო, ამის სურვილი გამოთქვა იაპონელმა ბიზნესმენმა იუსაკუ მაეძავამ. მას მისცეს უფლება - თავად აარჩიოს რამოდენიმე ადამიანი, ვინც მასთან ერთად კოსმოსში გაემგზავრება. და ბოლოს, მასკმა განაცხადა, რომ იმედოვნებს - ახალი რაკეტა შეძლებს მარსის უპილოტო მისია 2022 წელს განახორციელოს, ეკიპაჟის თანხლებით ფრენა კი - 2024 წელს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ გენერალური დირექტორის ოპტიმისტურ ვადებს, ეს უფრო იმედი და სწრაფვაა, ვიდრე რეალური თარიღები. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ SpaceX-ი მცირე ხნის წინ იძულებული გახდა ხარჯების შემცირების მიზნით თავისი სამუშაო ძალის 10 % სამსახურებიდან დაეთხოვა. https://hi-news.ru/technology/spacex-provela-pervye-ognevye-ispytaniya-novogo-dvigatelya-raptor-dlya-korablya-starship.html https://www.theverge.com/2019/2/4/18210233/spacex-raptor-engine-test-full-size-texas
-
- 1
-
-
ONE i140 და i160 - მზა გეიმინგ დესკტოპები კომპანია Corsair-ისგან. მწარმოებელმა მოახერხა უმძლავრესი კომპონენტები მცირე ზომის კორპუსში მოეთავსებინა: კორპუსის ზომები შეადგენს 173 x 200 x 380 მილიმეტრს, შიდა მოცულობა კი არ აღემატება 12 ლიტრს. კორპუსის ჩარჩო დამზადებულია ფოლადისგან, შიდა პანელები კი ალუმინისაა და სისქით 2 მილიმეტრია. პერფორირებული გვერდითი პანელები ადვილად იხსნება და იძლევა სისტემის კომპონენტებთან წვდომის საშუალებას. შიდა ნაწილს რაც შეეხება, ONE i140 მოდელში განთავსებულია Intel Core I7 9700K და Nvidia RTX 2080, ONE i160 მოდელის შემთხვევაში კი - Intel Core I9 9900K და Nvidia RTX 2080 Ti. ორივე სისტემა აღჭურვილია mITX ფორმატის დედა დაფით, რომელიც დაფუძნებულია Z370 ჩიპსეტზე და წარმოებულია MSI-ის მიერ. ორივე მათგანს აქვს 32 გიგაბაიტიანი Corsair Vengeance LPX ოპერატიული მეხსიერება 2666 მჰც სიხშირით, ასევე აქვთ Samsung-ის 480 გიგაბაიტიანი M.2 დრაივი და Seagate-ის მყარი დისკი 2 ტერაბაიტი მოცულობით. კორპუსის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია 140 მილიმეტრიანი ვენტილატორი CORSAIR ML140 PRO მაგნიტური „ფრთებით“. კვების ბლოკს რაც შეეხება, გამოყენებულია Corsair SF600, რომელიც ფლობს 80 Plus Gold სერტიფიკატს. კვების ბლოკისა და კორპუსის ვენტილატორებს შეუძლიათ „იმუშაონ“ zero rpm რეჟიმში. უკანა პანელზე განთავსებულია ექვსი USB პორტი: თითო USB 3.1 Gen 2 Type-C და USB 3.1 Gen 2 Type-A, ორი USB 3.1 Gen 1 Type-A, ორიც USB 2.0. აგრეთვე განთავსებულია DisplayPort, კონექტორები 802.11ac WiFi-სა და Bluetooth 4.2-სთვის, ქსელური და აუდიოკონექტორები. ფრონტალურ პანელზე მოცემულია 3,5 მმ-იანი კომბინირებული აუდიოკონექტორი მიკროფონის ან ყურსასმენებისთვის, ორი USB 3.0 და HDMI პორტი, რომელიც თავსებადია VR მოწყობილობებთან. კორპუსი წარმოდგენილია RGB განათებით, რომელიც რეგულირდება საფირმო პროგრამული უზრუნველყოფით - Corsair iCUE. ONE i140 მოდელის ფასი 3 ათასი აშშ დოლარია, ONE i160 მოდელისა კი - 3600 $. 5 ათას დოლარად კი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ONE PRO i180 მოდელს - Intel Core i9-9920X პროცესორითა და 960 გიგაბაიტიანი დრაივით. https://overclockers.ru/blog/molexandr/show/23992/corsair-one--ultrakompaktnye-igrovye-sistemnye-bloki
-
- 1
-
-
კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პირმა დაადასტურა, რომ მას სჯერა - საცალო ინტერნეტ-გაყიდვების გიგანტი Amazon-ი გვერდს ვერ აუვლის საკუთარი altcoin-ის გამოშვებას. ინტერნეტ-ბიზნესზე ფართო ჭრილში საუბრისას, უმსხვილესი კრიპტო-ბირჟა Binance-ის გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ საკითხავი ის არის, როდის გამოუშვებს Amazon-ი თავის კრიპტოს და არა ის - გამოუშვებს თუ არა. წარსულში სავაჭრო გიგანტი ცდილობდა დაენერგა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ფორმები, თუმცა მისი ურთიერთობა კრიპტოვალუტებთან კვლავ მხოლოდ მოარულ ხმებთანაა დაკავშირებული. ამგვარი ხმები პერიოდულად ვრცელდება პრესაში. ასევე საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა Amazon-მა მოახდინოს Bitcoin-ის ინტეგრირება გადახდის საშუალებად. „არ მესმის, ინტერნეტზე დაფუძნებულ ნებისმიერ არაფიზიკურ ბიზნესებს შორის რატომ არავინ იყენებს კრიპტოვალუტებს გადახდებისთვის. ეს უფრო მარტივი, სწრაფი და იაფია, ვიდრე ტრადიციული ტიპის გადახდები. ნაკლებია ქაღალდთან დაკავშირებული სამუშაო და აღწევს უფრო მრავალფეროვან დემოგრაფიულ და გეოგრაფიულ მაჩვენებლებს“ - დაწერა Zhao-მ Twitter-ზე, შემდეგ კი ცალკე დაამატა: „Amazon-ს ადრე თუ გვიან მოუწევს კრიპტოვალუტის გამოშვება“. Zhao-ს განცხადებიდან მცირე პერიოდში გენერალურმა დირექტორმა Jack Dorsey-მ გაიმეორა საკუთარი პროგნოზი იმის შესახებ, რომ საბოლოო ჯამში თავად ინტერნეტი დაასრულებს კრიპტოვალუტის - დიდი ალბათობით Bitcoin-ის გამოყენებით. პოდკასტ Joe Rogan Experience-თან საუბრისას Dorsey-მ განაცხადა, რომ მართალია იგი დარწმუნებული არ არის, რომ Bitcoin-ი საბოლოოდ ამ როლს შეასრულებს, უმსხვილესი კრიპტოვალუტა ყველაზე ცხადი არჩევანი ჩანს. „ეს იყო რაღაც, რაც ინტერნეტში შეიქმნა, ინტერნეტში შემუშავდა და შემოწმდა. იგი ინტერნეტიდანაა“ - განაცხადა მან. https://cointelegraph.com/news/amazon-will-have-to-create-its-own-crypto-in-future-binance-ceo-says
-
- 1
-
