-
Posts
7321 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
LedgerX-მა გამოუშვა თავისი პირველი ინდექსი - (LXVX) - ბიტკოინის ფასების ცვალებადობის შესახებ. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლისგან შეიტყო Cointelegraph-მა. LedgerX წარმოადგენს კრიპტოვალუტების აქტივების მმართველს (მენეჯერს) და რეგულირდება აშშ-ის სავაჭრო ფიუჩერსების კომისიის მიერ. ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით ინდექსი ფორმირდება შემდეგნაირად: „LXVX მოიცავს საფრთხისა და შიშის, ასევე ბიტკოინის ბაზარზე არსებულ გაუკვევლობის დონეს, ამიტომ შესაძლებელია მისი აღქმა, როგორც „ბიტკოინის შიშის ინდექსი“ (bitcoin fear index) - სწორედ ისე, როგორც ბაზრის კომენტატორები ჩვეულებრივ მოიხსეინიებენ ინდექსს საფონდო ბაზრის შიშის ინდექსად“. პრეს-რელიზის თანახმად, LXVX ინდექსისთვის კომპანია მონაცემებს მიიღებს ბიტკოინის options product-იდან, რომელსაც იგი უკვე სთავაზობს თავის მომხმარებლებს. LedgerX-ის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა Juthica Chou-მ განაცხადა, რომ ახალი ინდექსი დაეხმარება ტრეიდერებსა და ინვესტორებს- მართონ რისკები. ჩოუმ აგრეთვე აღნიშნა, რომ LXVX ინდექსის მაჩვენებელი ამ დროისთვის 20%-ით შემცირდა წლის დასაწყისიდან მოყოლებული. მიუხედავად იმისა, რომ LXVX ჯერჯერობით არ წარმოადგენს გაყიდვებისთვის აქტიურ პროდუქტს, როგორც ცნობილია, მისი შექმნა კომპანიის სამომავლო გეგმების ერთ-ერთი ნაწილია. როგორც 2018 წლის მაისში Cointelegraph-მა განაცხადა, LedgerX-მა გამოუშვა მსოფლიოში პირველი CFTC-ლიცენზირებული პროდუქტი ბიტკოინის დაცვისთვის. https://cointelegraph.com/news/crypto-asset-manager-ledgerx-launches-bitcoin-volatility-index
-
- 1
-
-
კომპანია Akasa-მ წარადგინა აქსესუარი სახელად Vegas RAM Mate, რომლითაც შესაძლებელია ფერადი განათების მქონე გახდეს ოპერატიული მეხსიერების ის მოდულები, რომელთაც ქარხნულად არ ჰქონდათ ეს ფუნქცია. Vegas RAM Mate - ეს არის სპეციალური პედი, რომელიც მეხსიერების მოდულის ზედაპირზე მაგრდება. მოწყობილობა ალუმინის რადიატორს წარმოადგენს, რომლის ზედა ნაწილში განთავსებულია LED-განათების ზოლები. ამგვარად, ამ სიახლის წყალობით არა მხოლოდ მოდულებს ენიჭებათ ეფექტური განათება, არამედ უმჯობესდება გაგრილება. Vegas RAM Mate თავსებადია შემდეგი ტიპის მოდულებთან: DDR/DDR2/DDR3/DDR4. რაც შეეხება ფერად განათებას, მას აქვს შემდეგი ტექნოლოგიების მხარდაჭერა: GIGABYTE RGB Fusion, MSI Mystic Light Sync, ASUS Aura Sync და ASRock Polychrome Sync. აქსესუარის გაბარიტებია 138,3 × 42,5 × 8,8 მმ. რადიატორი შავ ფერშია წარმოდგენილი. Akasa Vegas RAM Mate-ის გაყიდვები უახლოეს დროში დაიწყება. მისი ფასი იქნება დაახლოებით 20-25 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/news
-
- 1
-
-
ჰოლდინგი Alphabet-ი აგრძელებს დრონებთან დაკავშირებული პროექტის - Project Wing-ის განვითარებაზე მუშაობას. მცირე ხნის წინ კომპანია შეუთანხმდა ავსტრალიის ხელისუფლებას, რომ კანბერაში ჩაეტარებინა თავისი უახლესი დრონების გამოცდა. საფრენ აპარატებს, რომლებიც მცირე ზომის თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ჰიბრიდს მოგვაგონებს, გადააქვთ ყავა, კვების პროდუქტები, მედიკამენტები და მცირე ნივთები იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ტესტირებაში. როგორც The Wall Street Journal იტყობინება, კანბერის მაცხოვრებელთა უმეტესობა მეტად კმაყოფილია სერვისით. მომხმარებლებს შეუძლიათ სმარტფონით შეუკვეთონ ახლადმომზადებული ყავა ან კერძი რესტორნიდან და მიიღონ შეკვეთა რამოდენიმე წუთში. Alphabet-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და კარგად განვითარებული მიტანის სერვისი, რომელიც სრულიად ავტონომიური დრონებით ხორციელდება. იგი ამავე დროს ახლოსაა სრულფასოვან კომერციულ სერვისებთან. შესაძლოა დღესდღეობით ამგვარი სერვისები არამომგებიანია, მაგრამ მფრინავი მანქანების განვითარების პერსპექტივაში საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება. განხორციელებული 2000 ფრენიდან მხოლოდ ხუთჯერ დაეშვნენ დრონები ვადაზე ადრე, ავარიის შემთხვევა კი საერთოდ არ დაფიქსირებულა. თუმცა არის მეორე მხარეც: როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა ტესტირებებით და ორგანიზაციაც კი ჩამოაყალიბეს: „ბონიტონი დრონების წინააღმდეგ“. (Bonython Against Drones, BAD). (ბონიტონი დედაქალაქ კანბერას ერთ-ერთი რაიონია). ორგანიზაცია ტესტირებების შეწყვეტის მოთხოვნით გამოდის. უკმაყოფილებას ძირითადად იწვევს ძლიერი ხმაური, რომელსაც დრონები გამოსცემენ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა არასამუშაო დღეებში, რადგან ამ პერიოდში შეკვეთების რაოდენობა იმატებს. Project Wing-ი მუშაობს ხმის პრობლემის მოგვარებაზე. და კიდევ ერთი მიზეზი უკმაყოფილებისთვის: BAD-ის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ პრივატულობის დარღვევის რისკის გამო, რადგანაც დრონებზე კამერებია განთავსებული: რა კადრებს ჩაიწერს? სად მიდის და ინახება ჩანაწერები? Project Wing-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დრონებზე დაყენებული კამერები მეტად დაბალი გაფართოების მქონეა და ისინი მხოლოდ სანავიგაციო კონტროლისთვისაა განკუთვნილი. არანაირი მონაცემის ტრანსლირება არ ხდება რეალურ დროში, შავი ყუთიდან ამოღებული ინფორმაცია კი მხოლოდ რაიმე ხარვეზის მოსაგვარებლად გამოიყენება. მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად პროექტი გაჩერებას არ აპირებს: უახლოეს პერიოდში კომპანია გეგმავს მიტანის სერვისის გაფართოებას და აპირებს ფინეთშიც მოახდინოს მისი გამოცდა. https://3dnews.ru/980970
-
- 1
-
-
გრაფიკული ბარათების მრავალწლიანი წარმოების პროცესში Microsoft Direct3D-მ დიდი რაოდენობით ვიდეო ბარათი დააგროვა ტესტირებისას. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა გამოუყენებელი პროდუქტები ჩაეწყოთ ყუთებში და საწყობში გაეგზავნათ, მაგრამ მწარმოებლებმა შემდეგ გზას მიმართეს - მათ ოფისის დერეფნის კედლებზე მიამაგრეს გრაფიკული ბარათები, რის შედეგადაც სამუშაო ოფისი ერთგვარ მუზეუმად იქცა. Microsoft-ის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, კოლექციაში შესულია 402 GPU და საერთო ჯამში ისტორია მოიცავს ოცდათხუთმეტწლიან პერიოდს. ფოტოს წყარო: blogs.msdn.microsoft.com/directx კოლექცია ნამდვილად შთამბეჭდავია და მოიცავს საინტერესო პროდუქტებს. მასში შედის IBM-ის პირველი ვიდეო ბარათი ფერადი გამოსახულების მხარდაჭერით, რომელიც 1981 წელს გამოვიდა; 3D-ამაჩქარებელი Diamond Monster3D - 3dfx Voodoo ჩიპზე; ATI-ის ვიდეო ბარათი 3D Rage Pro All-in-Wonder; 1997 წელს გამოშვებული TriTech-ის GPU - Pyramid3D-ჩიპსეტის ბაზაზე; 3Dlabs-ის 3D-აქსელერატორი; 3dfx Voodoo Rush; Intel-ის პირველი გრაფიკული პროდუქტი i740, რომელიც გამოშვებულია 1998 წელს, 2001 წელს გამოსული NVIDIA-ს ვიდეო ბარათი და ა.შ. IBM CGA (Color Graphics Adapter) Diamond Monster 3D (3dfx Voodoo 1) ATI 3D Rage Pro All-in-Wonder TriTech Pyramid3D 3Dlabs Permedia 2 3dfx Voodoo Rush Intel i740 Microsoft Talisman nVidia GeForce 256 Matrox Millenium G400 S3 Savage 4 PowerVR Kyro 1 nVidia Xbox dev kit (GF3) nVidia GeForce 3 Ti 500 ATI Radeon 8500 Matrox Parhelia QID ATI Radeon 9800 Pro ფოტოების წყარო: blogs.msdn.microsoft.com/directx https://overclockers.ru/blog/id_1/show/23397/muzej-gpu-na-stenah-ofisa-komanda-direct3d-sobrala-potrjasajuschuju-kollekciju
- 1 reply
-
- 2
-
-
-
NASA-მ სტარტაპ Honeybee Robotics-სა და ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად შექმნა ზონდი, რომელიც თავად აწარმოებს ფრენისთვის საჭირო საწვავს. მეცნიერები თვლიან, რომ აპარატი შეძლებს კოსმოსურ სხეულებზე ყოფნას (ისეთებზე, სადაც წყალია) და მათ შესწავლას იმაზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვიდრე აქამდე შესაძლებელი იყო - წერს ScienceAlert. ზონდს სახელად უწოდეს WINE. ნაცვლად იმისა, რომ მოძრაობისათვის გამოიყენოს ჩვეულებრივი საწვავი, აპარატი აგროვებს წყალს გარემოდან, გარდაქმნის მას ორთქლად და იყენებს ძრავის მუშაობისთვის. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამგვარი მოწყობილობა გააიაფებს კოსმოსური სხეულების კვლევის მისიებს და დააჩქარებს პროცესს. „ამგვარი ტექნოლოგიის გამოყენება თეორიულად შესაძლებელია მთვარის, ცერერას, ევროპას, ტიტანის, პლუტონის, მერკურის პოლუსის, ასტეროიდების - მოკლედ, ყველა იმ ობიექტის გამოსაკვლევად, სადაც შეიძლება იყოს წყალი და საკმარისად დაბალი გრავიტაცია. Wine დაპროექტებულია იმგვარად, რომ მასში არასდროს გამოილევა საწვავი - ასე რომ კოსმოსური კვლევები ბევრად იაფი დაჯდება“ - აცხადებს NASA. https://hightech.fm/2019/01/14/endless-flight https://www.sciencealert.com/this-crazy-steam-powered-probe-could-pretty-much-explore-space-forever
-
- 1
-
-
SpaceX თავისი სამუშაო ძალის 10 %-ს გაათავისუფლებს სამსახურიდან. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა Los Angeles Times-ის მიერ და SpaceX-მაც დაადასტურა. ამის მიზეზად კომპანია ასახელებს გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს იმის გამო, რომ ფაქტობრივად ნულიდან იწყებს ორი ამბიციური პროექტის განხორციელებას. კომპანიის ვებ-გვერდის თანახმად, SpaceX-ში ამჟამად დასაქმებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით გაურკვეველია, კომპანიის რომელ ქვედანაყოფებს შეეხო შემცირება. SpaceX-ს დატვირთული პერიოდი აქვს: ხდება Crew Dragon-ის ტესტირებები ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასაგზავნად; მზადდება ორი Falcon Heavy, მუშავდება პირველი Starlink-თანამგზავრები და იწყება Starship-ის მარსის მისიაზე მუშაობა. SpaceX-ი აცხადებს: „იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი კლიენტებისთვის პროდუქტის მიწოდება, აგრეთვე წარმატებას მივაღწიოთ პლანეტათშორისი კოსმოსური აპარატებისა და კოსმოსური ინტერნეტის ამოქმედებაში, SpaceX-ი უნდა გახდეს უფრო კომპაქტური კომპანია. ზემოთჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ფაქტი, ცალკე აღებულიც კი, გააბანკროტებდა სხვა კომპანიას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოგვიწევს დავემშვიდობოთ ჩვენი გუნდის ზოგიერთ ნიჭიერ და შრომისმოყვარე წევრს. ჩვენ მადლობელნი ვართ იმისთვის, რასაც ერთად მივაღწიეთ. ამ გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა მხოლოდ უკიდურესი სირთულეების გამო“. The Wall Street Journal-ის მიხედვით, SpaceX-ს წელიწადში დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი შემოსავალი აქვს კონტრაქტებიდან, რომლებიც დადებული აქვს მაგალითად NASA-სა და Iridium-თან (რეალური რიცხვები უცნობია, რადგან SpaceX კერძო კომპანიაა). Bloomberg-თან გაკეთებულ ანგარიშში კი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიას მოგება არ ჰქონია 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში. ახალი თაობის კოსმოსური რაკეტების შექმნა არ წარმოადგენს იაფ ამოცანას. SpaceX-მა 250 მლნ დოლარის ოდენობის პირველი კრედიტი გასულ 2018 წელს აიღო და სავარაუდოდ იმყოფება 500 მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალის მოძიების პროცესში - წერს The Wall Street Journal. კომპანია ასევე განიხილავს ფულადი რესურსების მისაღებად ახალი წყაროების მოძიებას, ამის მაგალითია კონტრაქტი იაპონელ მილიარდერთან - იუსაკუ მაეძავასთან (Yusaku Maezawa). კოსმოსური ტურიზმი შესაძლოა გახდეს SpaceX-ისთვის უზარმაზარი შემოსავლის წყარო, თუკი კომპანია გააგრძელებს მილიარდერების მოზიდვას თავისი კოსმოსური ხომალდით სამგზავროდ. უპირველეს ყოვლისა კი კომპანიას საკმარისი რესურსი უნდა ჰქონდეს რაკეტების მწყობრში მოსაყვანად. https://www.theverge.com/2019/1/11/18179258/spacex-layoffs-10-percent-work-force-dragon-capsule-satellite-internet-starship
-
- 1
-
-
IBM-მა რამოდენიმე დღის წინ წარადგინა კვანტური კომპიუტერი Q System One. კომპანია მას მიიჩნევს კომერციული გამოყენებისთვის განკუთვნილ მოწყობილობად. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მედიასაშუალება ვარაუდობს ბიტკოინის კრახს, კვანტური სისტემა არ შეცვლის თამაშის წესებს ისე, როგორც ზოგიერთი მოელის. ახალი კვანტური კომპიუტერის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა ეს ტექნოლოგია ნიშნავდეს ბიტკოინისა და საერთოდ კრიპტოვალუტების აღსასრულს. შეშფოთება ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ კვანტური გამომთვლელი სისტემებით შესაძლებელია გატყდეს თანამედროვე დაშიფვრის მეთოდები, რაც ძირს უთხრის DLT ტექნოლოგიას. Q System One-ში გამოყენებულია 20-კუბიტიანი ჩიპი და იგი განკუთვნილია კომერციული გამოყენებისთვის. IBM Research-ის დირექტორი, Arvind Krishna ლაბორატორიის კედლებს გარეთ სისტემის გამოყენებას კრიტიკულად მიიჩნევს. უამრავი დამკვირვებელი სკეპტიკურადაა განწყობილი IBM Q System One-ის შესაძლებლობების მიმართ და თვლიან, რომ 50-კუბიტიან სისტემას უფრო ფართო სპექტრი ექნება პრაქტიკული სამუშაოებისთვის. „ეს უფრო პირველი საფეხურია, ვიდრე პრაქტიკული კვანტური კომპიუტერი“ - აცხადებს სასექსის უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიების პროფესორი Winfried Hensinger. „ნუ გგონიათ, რომ ეს ის კომპიუტერია, რომელიც ყველა იმ პრობლემას მოაგვარებს, რაც კვანტურ გამოთვლებშია“. ჩათვალეთ, რომ ეს არის პროტოტიპი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სხვადასხვა პროგრამის ტესტირებასა და განვითარებას, რაც სამომავლოდ გამოგადგებათ“ რას ფიქრობთ IBM Q System One-სა და კვანტური კომპიუტერების მხრიდან არსებულ შესაძლო საფრთხეზე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში ქვემოთ! https://news.bitcoin.com/ibms-quantum-wont-break-bitcoin/
-
- 1
-
-
NVIDIA-მ ოფიციალურად გახსნა რობოტექნიკის საკვლევი ლაბორატორია სიეტლში. ლაბორატორიაში იმუშავებს რობოტიკის ოცი სპეციალისტი და ოცდაათი მეცნიერ-ექსპერტი. მკვლევარები მუშაობენ უამრავ პროექტზე რობოტიკის სფეროში, მათ შორის მუშაობა მიმდინარეობს „კობოტების“ (cobot, collaborative robot) მიმართულებითაც, რომლებიც ადამიანების გვერდით შეასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს. NVIDIA-ს რობოტიკსის ხელმძღვანელი გახლავთ დიტერ ფოქსი (Dieter Fox) - რობოტექნიკის მკვლევარი და პროფესორი. იგი აცხადებს: „გვსურს შევქმნათ რობოტები, რომლებიც უპრობლემოდ შეასრულებენ დავალებებს ადამიანების ნაცვლად“. ლაბორატორიაში განთავსებულია სპეციალურად შემუშავებული სამზარეულო IKEA-სგან, რომელიც განკუთვნილია სამზარეულოს რობოტის - “kitchen manipulator”-ის ტესტირებისთვის. იგი იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და ღრმა მანქანურ სწავლებას დავალებების შესასრულებლად. „კონტროლის, სწავლების, მოდელირების სფეროებში უახლესი მიღწევებით ჩვენ შევძლებთ მკვლევართა საზოგადოებას დავეხმაროთ გარკვეული პრობლემების გადაჭრაში, რომელთაგან ბევრი საკითხის მოგვარება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს რობოტიკაში“. რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი უფრო გრძელვადიანი „თამაში“ იქნება, ვიდრე NVIDIA-ს უკანასკნელი ნახტომი კრიპტოვალუტებში. ეს მცდელობა მიღწეულ იქნა მაინინგისთვის საჭირო ჩიპების შესაძლებლობების გამოყენებით. NVIDIA-ს უკვე აქვს ხელოვნური ინტელექტის საკვლევი ლაბორატორია ტორონტოში, კანადაში, სადაც 200 მეცნიერი მუშაობს. ეს მეცნიერები აგრეთვე მუშაობენ კომპიუტერული ხედვის, თვითმართვადი ავტომობილებისა და გრაფიკის მიმართულებითაც. 2018 წლის ბოლოსკენ NVIDIA იბრძოდა მაინინგისთვის განკუთვნილ მის გრაფიკულ პროცესორებზე შემცირებული მოთხოვნის გამო. იგი შეუერთდა ტექნოლოგიურ აქციებსა და უფრო ფართო ბაზრებს მშფოთვარე 2018 წლის ბოლოს. არსებობს ინფორმაცია, რომ Softbank-მა შესაძლოა თავისი წილი NVIDIA-ს მიჰყიდოს. დეკემბრის ბოლოს NVIDIA-ს აქციების ფასი 54%-ით დაეცა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია S & P 500 საფონდო ინდექსის მიხედვით. Cloud-პროვაიდერებისთვის მიყიდულმა პროდუქციამ ჯამში ვერ გაამართლა დადებითი მოლოდინები. ნახევარგამტარი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების აქციები წნეხის ქვეშ არიან, რადგანაც Samsung-ი იტყობინება ჩიპებზე ფასის დაწევის შესახებ. თუმცა მიმდინარე კვირაში დაფიქსირდა რამოდენიმე მოულოდნელი საპასუხო რეაქცია დეკემბრის მინიმუმის საპირისპიროდ. Trading Analysis-ის წარმომადგენელი ტოდ გორდონი (Todd Gordon) ინვესტორებისთვის რეკომენდაციას აძლევს Advanced Micro-ს აქციებს. ერინ გიბსი (Erin Gibbs) S & P Global Market Intelligence-იდან კი ამბობს, რომ NVIDIA-ს აქციების ფასი შესაძლოა ისევ გაიზარდოს: „მე ნამდვილად მომწონს NVIDIA. ის, რომ იგი ამჟამად ასე შელახულად გამოიყურება, ერთ-ერთი მიზეზია იმისთვის, რომ მეტად აღარ გაიაფდება. ჩვენ მოგების დაახლოებით 50%-იან ზრდას ველით 2019 წელს“. თუმცა გიბსმა ასევე დაუმატა, რომ „ნახევარგამტარი წარმოება - ეს ის სფეროა, რომლის ყიდვის რეკომენდაციასაც არ ვიძლევით“. უილიამ სტეინი (William Stein) - Sunset Robinson Humphrey-ს ანალიტიკოსი ოპტიმისტურადაა განწყობილი როგორც ნახევარგამტარი წარმოების, ასევე კონკრეტულად NVIDIA-სთან დაკავშირებით და თვლის, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებს უდიდესი მნიშვნელობა ექნებათ: „ვთვლით, რომ კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შედეგად ნახევარგამტარი წარმოება წინ წავა, შეფერხება ან დესტრუქციული გადაწყვეტილება კი შესაბამისად უარყოფით შედეგს გამოიღებს“. სტეინი თვლის, რომ NVIDIA სცდება ნახევარგამტარი წარმოების სფეროს და მისი გეიმინგ-ვიდეობარათის - Nvidia GeForce RTX 2060-ის გამოსვლით კომპანიის მოგება გაიზრდება. NVIDIA არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ახალ ბაზრებს ეძებს წარმოების გაზრდა-გაფართოებისთვის. როგორც ცნობილია, Amazon-ი მუშაობს თამაშების ახალ სტრიმინგ-სერვისზე, რათა კონკურენცია გაუწიოს Microsoft-სა და Google-ს. https://www.ccn.com/bulls-and-bears-on-nvidia-as-the-chip-maker-moves-into-robotics/
-
- 1
-
-
მძლავრი პერსონალური კომპიუტერი HP Omen Obelisk-ი გეიმერების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს კომპანია HP-მ წარადგინა განახლებული დესკტოპ-კომპიუტერი Omen Obelisk-ი, რომელიც დაპროექტებულია სპეციალურად გეიმერებისა და ენთუზიასტებისთვის. სისტემა წარმოდეგნილ იქნა ორ ვერსიად - ინდექსებით: 875-1010 და 875-1020. პირველ მათგანს აქვს Intel Core i7-9700K Coffee Lake პროცესორი რვა ბირთვით (3,6–4,9 გჰც) და დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080 - 8-გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერებით. უფრო მძლავრი ვერსია - 875-1020 წარმოდგენილია Core i9-9900K ჩიპით (3,6–5,0 გჰც) და NVIDIA GeForce RTX 2080Ti ვიდეობარათით. GDDR6 მეხსიერების მოცულობაა 11 გიგაბაიტი. ორივე მოდიფიკაციის დაკომპლექტება შესაძლებელია 64-გიგაბაიტიანი DDR4-2666 ოპერატიული მეხსიერებით. არის საშუალება - დაყენდეს 512 გიგაბაიტიანი PCIe NVMe M.2 დრაივები და 1-ტერაბაიტიანი მყარი დისკი. კორპუსში აგრეთვე არის ადგილი მონაცემთა შენახვისთვის დამატებითი მოწყობილობების განსათავსებლად. მოწყობილობა შეიცავს გიგაბიტურ ქსელურ კონტროლერს, უსადენო კავშირების ადაპტერებს - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2x2) და Bluetooth 4.2. ხელმისაწვდომი ინტერფეისებია DisplayPort , HDMI პორტი, USB 3.0 Gen 1, USB 3.1 Gen 2, USB 3.1 Gen 2 Type-C და ა.შ. განახლებული გეიმინგ-კომპიუტერი HP Omen Obelisk-ი გაყიდვაში გამოვა მარტში. მისი ფასი იქნება 2250 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/980910
-
- 1
-
-
კომპანია Samsung Electronics-მა საზოგადოებას წარუდგინა რობოტების ახალი თაობა - Samsung Bots, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა პრობლემის მოგვარებისთვის ჯანდაცვის, ყოველდღიური ცხოვრებისა და ეკოლოგიის სფეროებში. სმარტ-დამხმარეები ფუნქციონირებენ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის - Bixby-ს საშუალებით - ეს არის ახალი მიღწევა აპარატული, პროგრამული უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ინტერფეისის გამოყენების კუთხით. წარმოდგენილი რობოტებიდან ერთ-ერთს ქვია Samsung Bot Retail. მისი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სუპერმარკეტებში პროდუქტების მოძიება-შეძენა გაუმარტივოს ადამიანებს. კერძოდ, Samsung Bot Retail არის სავაჭრო პერსონალური გიდი. რობოტი ადამიანებს დაეხმარება იპოვონ საჭირო პროდუქტი - ამისათვის იგი ახდენს კლიენტის სახის გამომეტყველებისა და ხმის იდენტიფიკაციას. ბოტმა კარგად იცის, სად რა პროდუქტია განთავსებული, იგი თავისუფლად გადაადგილდება მარკეტში მაშინაც, თუკი შენობა მომხმარებლებითაა სავსე. რობოტს აქვს საინფორმაციო დისპლეი და სპეციალური თაროები, რათა კლიენტს მიაწოდოს სასურველი ნივთი, მაგალითად - შეკვეთილი კერძი. კიდევ ერთი რობოტია Samsung Bot Care: ეს რობოტი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მას შეუძლია გაზომოს არტერიული წნევა, გულისცემა, სუნთქვის სიხშირე და მრავალი სხვა. აგრეთვე შეუძლია მფლობელს შეახსენოს მედიკამენტის მიღების საჭიროება. გარდა ამისა, Samsung Bot Care შეძლებს გამოიკვლიოს და გააანალიზოს ძილის ფაზები. მორიგი რობოტია Samsung Bot Air: იგი ახდენს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას დახურულ შენობებში. რობოტი ფუნქციონირებს სენსორების მიხედვით, რომლებიც განთავსებულია შენობის სხვადასხვა ზონაში. როგორც კი რობოტი დააფიქსირებს, რომ სადმე ჰაერის ხარისხი დაეცა, იგი ავტომატურად გადაადგილდება ამ ზონისკენ და იწყებს შენობაში ჰაერის გასუფთავებას. და ბოლოს, რობოტი Samsung GEMS (Gait Enhancing & Motivating System): იგი განკუთვნილია კუნთების გამაგრებისა და მომხმარებლის ფიზიოლოგიის კორექციისთვის. რეალურად, ეს არის ეგზოჩონჩხი, რომელიც ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც სიარულთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, ან მათ ვისაც დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა ან სირბილი. გათვალისწინებულია ვარჯიშები ხერხემლისთვის, მუხლებისა და ტერფებისთვის. https://3dnews.ru/980940
-
- 1
-
-
კომპანია Samsung-მა წარადგინა მაცივარი Family Hub ხელოვნური ინტელექტით - წერს New Atlas. ცნობილია, რომ Family Hub-ზე - ჭკვიანი მაცივრის პროექტზე კომპანია 2016 წლიდან მუშაობს. ყოველწლიურ გამოფენაზე Samsung-მა ასევე წარადგინა ხმოვანი დამხმარე Bixby, რომლის საშუალებითაც ახალი მაცივრის მფლობელს შეეძლება გაიგოს რა პროდუქტი ინახება მაცივარში, რამდენი ხანია რაც მასში განთავსებულია ესა თუ ის პროდუქტი, რომელი აუცილებელი საკვებია საყიდელი, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ხმოვანი ბრძანებით შეიცვალოს ტემპერატურისა და გაყინვის პირობები. საკვებთან დაკავშირებული ფუნქციების გარდა, Bixby მფლობელს მოუყვება სიახლეების შესახებ, შეეძლება ჩართოს მუსიკა და მოძებნოს სხვადასხვა კერძის მოსამზადებელი რეცეპტები. https://hightech.fm/2019/01/11/samsung-ice
-
- 1
-
-
ჩინეთის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-კონსტრუქტორული ინსტიტუტის ინჟინრებმა გაიარეს პირველი ეტაპი კომბინირებული ზებგერითი ძრავის ტესტირებაში - წერს Global Times. ტესტირების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, ცნობილია ის, რომ ძრავის გამოცდა ხორციელდება 2017 წლიდან. სამომავლოდ მეცნიერები დაიწყებენ ძრავის დამონტაჟებას საფრენ პლატფორმაზე, რათა განხორციელდეს პირველი გამოცდა ფრენაში. დაგეგმილია, რომ ეს ეტაპი არ დაიწყება 2025 წელზე ადრე. ძრავი საშუალებას იძლევა - საფრენმა აპარატმა განახორციელოს სიჩქარე 12 ათასი კმ/სთ.-ში. ძრავი შედგება სამი კომპონენტისგან: ტურბორეაქტიული, რაკეტული და direct-flow-ძრავებისგან, რომლებიც აქტიურდება ფრენის სისწრაფის შესაბამისად. მცირე ხნის წინ General Electric-მა წარადგინა როტაციული დეტონაციური ძრავის პროტოტიპი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება თვითმფრინავებმა განახორციელონ ფრენა ზებგერით სიჩქარით. General Electric-ის პარალელურად, ზებგერითი ფრენის ძრავის შექმნით დაკავებულია კიდევ რამოდენიმე კომპანია, მათ შორისაა Aerojet Rocketdyne და NASA. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება ამგვარი თვითმფრინავები ფართო ბაზარზე. ამ დრომდე უკვე მრავალ ავიაკომპანიას აქვს ნაცადი - შეექმნათ ზებგერით თვითმფრინავები სხვადასხვა ფორმებისა და ექსპერიმენტების საშუალებით. ჯერჯერობით ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად რჩება ზებგერითი სამგზავრო ლაინერი „კონკორდი“, რომელიც ახორციელებს ფრენას 1,8 ათასი კმ/სთ სიჩქარით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ზებგერითი თვითმფრინავების გამოყენება საკმაოდ ძვირი უჯდება ავიაკომპანიას. https://hightech.fm/2019/01/10/china-air http://www.globaltimes.cn/content/1134932.shtml
-
- 1
-
-
გენეტიკური დარღვევების უმეტესობა გამოიხატება სახის განსხვავებულ ფენიტიპებად. დარღვევათა ნაწილი საკმაოდ იშვიათია და ამიტომ ხშირად რთულია მათი ამოცნობა ექიმების მიერ. ამრიგად, დარღვევების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება ხანგრძლივია. გენეტიკური დაავადებები მოსახლეობის დაახლოებით 8 %-ს აქვს. FDNA - ეს არის კომპანია, რომლის საქმიანობაც მოიცავს გენომიკასა და ხელოვნური ინტელექტის კვლევას. იგი ცდილობს „შეაგროვოს და გააანალიზოს ადამიანთა რთული ფიზიოლოგიური მონაცემები გენომის გამოსაკვლევად“. კომპანიის მკვლევარებმა შექმნეს სახის ანალიზის სისტემა, სახელად DeepGestalt, რომელსაც შეუძლია გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირება სახის გამოსახულების მიხედვით. საკუთარი ალგორითმის შექმნისთვის კომპანიამ გამოიყენა დაახლოებით 500 ათასი სახის მონაცემი. როდესაც ამ მონაცემთა ნაკრები დაკომპლექტდა, მოცულობით Facebook-ის მონაცემთა ბაზის გარდა ყველა ცნობილ ანალოგიურ ნაკრებზე დიდი აღმოჩნდა. მეცნიერებმა შეამოწმეს ალგორითმი და აღმოაჩინეს, რომ მას შეუძლია მოახდინოს გენეტიკური დარღვევების მქონე ადამიანთა სახეების იდენტიფიცირება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათი ფოტოები შერეულია სხვა ტიპის დაავადებების მქონე ადამიანების ფოტოებში. მკვლევარებმა ჩაატარეს ორი ტესტი: ერთ-ერთი ეხებოდა „კორნელი დე ლანჟის სინდრომს“, მეორე კი - „ანგელმანის სინდრომს“. ორივე მათგანი იწვევს კოგნიტურ და მოტორულ დარღვევებს. ორივე ტესტის შედეგად DeepGestalt-ალგორითმმა 90%-ზე მეტი სიზუსტე აჩვენა. მორიგი ტესტით მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ, შეძლებდა თუ ვერა DeepGestalt - გაერჩია იმავე დარღვევების, ოღონდ სხვადასხვა გენოტიპის მქონე ადამიანთა მცირე ჯგუფი, ნუნანის სინდრომის მქონე ადამიანთა გამოსახულებების დემონსტრირებისას. ამჯერად ალგორითმის სიზუსტემ თითქმის 64%-ს მიაღწია. ალგორითმი მუშაობს შემდეგნაირად: სახის გამოსახულების ფოტოს ჭრის რამოდენიმე ნაწილად, აფასებს თუ როგორ შეესაბამება თითოეული მათგანი ამა თუ იმ სინდრომს, შემდეგ აერთიანებს ამ ნაწილებს, რათა განსაზღვროს, რომელი სინდრომისთვისაა დამახასიათებელი მიღებული შედეგები. თუმცა ავტორები აღნიშნავენ, რომ „DeepGestalt-ს, ისევე როგორც ხელოვნურ ინტელექტთა სისტემების უმრავლესობას, არ შეუძლია ახსნას საკუთარი პროგნოზები და არანაირ ინფორმაციას არ იძლევა - სახის რომელმა კონკრეტულმა მახასიათებლებმა განაპირობა კლასიფიკაციის შედეგები“. https://hightech.fm/2019/01/12/ai-photo
-
- 1
-
-
NASA - აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო - განიხილავს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას, როგორც საავიაციო მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის საშუალებას. Ronald Reisman-მა - NASA-ს საავიაციო კომპიუტერების ინჟინერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ბლოკჩეინი და სმარტ-კონტრაქტები შეძლებენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. 2020 წლის 1 იანვრიდან აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას ეძლევა მანდატი - გამოიყენოს ახალი სათვალთვალო სისტემა - Automatic Dependent Surveillance Broadcast (ADS- – (დამოუკიდებელი თვალთვალის ავტომატური სისტემა), რომელიც საჯაროდ გაავრცელებს ინფორმაციას საფრენი აპატარების იდენტიფიკაციის, ადგილმდებარეობისა და სხვა მონაცემების შესახებ. ამ ფაქტმა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეშფოთება გამოიწვია დაინტერესებულ მხარეებში - აცხადებს რეისმანი თავის დოკუმენტში. იგი განმარტავს, რომ სისტემა ADS-B „არ ითვალისწინებს თვითმფრინავების მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას და რისკ-ფაქტორებს. ავიაკომპანიებს კი სურთ გარკვეული ინფორმაცია საიდუმლოდ დაიტოვონ“ - წერს რეისმანი. თავის მხრივ, სამხედრო ავიაციის მონაცემები თავდაცვის სამინისტროს მიერ განისაზღვრება, როგორც „ინფორმაცია, რომელიც გასაჯაროვების შემთხვევაში ინფრასტრუქტურის კრიტიკულ დაუცველობას გამოიწვევს და მისმა გამოყენებამ შესაძლოა განაპირობოს საკუთრების ან საშუალებების დაზიანება ან განადგურება“. ხსენებული ტიპის მონაცემების მგრძნობიარობის გათვალისწინებით, სამხედრო კონფიდენციალურობის დაცვა „გადამწყვეტი იქნება ADS-B პროგრამის დანერგვისას“ - აცხადებს რეისმანი. იმისათვის, რომ გადაიჭრას ზემოთხსენებულიც და სხვა პრობლემებიც, მკვლევარმა სტატიაში წარადგინა პროტოტიპი, სახელად Aviation Blockchain Infrastructure (ABI), რომელიც დაფუძნებულია Hyperledger Fabric-სა და სმარტ-კონტრაქტებზე. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება გაკონტროლდეს - რა სახის მონაცემები შეიძლება გახდეს საჯარო ან უფლებამოსილ პირთათვის ხელმისაწვდომი. მაგალითად, იმგვარი ინფორმაცია საჰაერო ტრანსპორტის შესახებ, როგორიცაა სიმაღლე, სიჩქარე, კურსი და ა.შ. - შესაძლებელია ინახებოდეს უსაფრთხოდ კერძო არხზე პრივატულობის დაცვით. ინფორმაცია კი, რომელიც ეხება მითითებულ მარშრუტს, დანიშნულების ადგილს, ასევე საფრენი აპარატის ტიპს - დასაშვებია, რომ იყოს საჯარო და საყოველთაო არხზე ხელმისაწვდომი - ნებადართული პირებისთვის. რეისმანი აცხადებს: „ჩვენ გთავაზობთ „ნაწილობრივ ნებადართულ“ ბლოკჩეინ-სტრუქტურას, რათა ADS-B სისტემას ჰქონდეს საშუალება - შეესაბამებოდეს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების იმავე დონეებს, რომლებიც დღესდღეობით უზრუნველყოფენ NASA-ს რადიოლოკაციურ სისტემებს“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც NASA ინტერესდება ბლოკჩეინის გამოყენებით ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად. ჯერ კიდევ თებერვალში სააგენტომ გამოყო 330 ათასი დოლარი აკრონის უნივერსიტეტისთვის Ethereum-blockchain-ის კვლევების მხარდასაჭერად. https://www.coindesk.com/nasa-eyes-blockchain-tech-to-secure-aircraft-flight-data
-
- 1
-
-
კომპანია Seagate Technology-მ Consumer Electronic Show 2019-ზე წარადგინა მყარი დისკების ხაზი - Backup Plus. სერიაში შევიდა Backup Plus Ultra Touch დისკები, რომელთა კორპუსიც ნაჭრის ქვეშაა დაფარული. ამ სერიის დისკები ხელმისაწვდომი იქნება თეთრ და შავ ვარიანტებად. მათი ტევადობა შეადგენს 1 და 2 ტერაბაიტს. გათვალისწინებულია სიმეტრიული USB 3.0 Type-C პორტი. აქვს ინფორმაციის აპარატული დაშიფვრის მხარდაჭერა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1 და 2 ტერაბაიტი მოცულობის მქონე Backup Plus Slim მყარი დისკებიც. ეს დისკები ალუმინის კორპუსითაა და ფერების მხრივ ხელმისაწვდომი იქნება შავი, ვერცხლისფერი და ღია-ცისფერი ფერები. პერსონალურ კომპიუტერთან მიერთებისთვის განკუთვნილია USB 3.0 პორტი. და ბოლოს, დაანონსდა დისკები - Backup Plus Portable – 4 და 5 ტერაბაიტი მოცულობით. ამ დისკებში გამოყენებულია USB 3.0 ინტერფეისი. მყიდველებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ შავ, ვერცხლისფერ და ცისფერ ფერებში. ყველა ახალი დისკი თავსებადია კომპიუტერებთან, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Apple macOS-სა ან Microsoft Windows-ზე. მომხმარებლებს შეეძლებათ მონაცემთა სინქრონიზაციისა და სარეზერვო კოპირების შესრულება. მყარი დისკების გაყიდვა მიმდინარე კვარტალში დაიწყება. https://3dnews.ru/980840
-
- 1
-
-
AMD-ის ანონსთაგან უმთავრესები იყო ახალი ფლაგმანური ვიდეო ბარათის - Radeon VII-ისა და Ryzen 3000 პროცესორების ანონსი. თუმცა მათ რიცხვს დაემატა კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე: ოფიციალურად იქნა გამოცხადებული, რომ შემდეგი თაობის Xbox-ის კონსოლი აგებული იქნება AMD-ს პლატფორმაზე. AMD-ის მორიგ ანონსზე მიწვეულ სტუმართაგან ერთ-ერთი იყო ფილ სპენსერი, Microsoft-ის გეიმინგ-მიმართულების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და Xbox-ის ხელმძღვანელი. იგი ლიზა სუსთან ერთად წარდგა სცენაზე და განაცხადა, რომ Microsoft და AMD აგრძელებენ თანამშრომლობას „სამომავლო პლატფორმების“ შექმნისთვის. ეს სიტყვები ნათქვამი იყო სწორედ გეიმინგ-კონსოლებთან დაკავშირებულ კონტექსტში, ასე რომ ამ განცხადების სხვაგვარად აღქმა შეუძლებელია. ფილ სპენსერმა მადლობა გადაუხადა ლიზა სუს თანამშრომლობისთვის: „როდესაც წარმოვიდგენთ, რას წარმოადგენენ ჩვენი პარტნიორები, ჩვენ სახეზე გვაქვს დიდებული კომპანიები, ისინი ასრულებენ სამუშაოს შესანიშნავად და სწორად. თქვენ (მიმართავს ლიზა სუს) - გაფასებთ იმისთვის, რაც გააკეთეთ კომპანიისთვის. ვხედავ, როგორ ხელმძღვანელობთ AMD-ს.მოხარული ვარ, რომ ასეთი პარტნიორი გვყავს, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს მომავლის ტექნოლოგიებზე“. სპენსერმა აგრეთვე დაამატა: „პარტნიორობამ და ინოვაციებმა მოგვიყვანეს აქამდე და ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავლისთვის. მოუთმენლად ველი, როდის წარვუდგენთ ჩვენს ახალ პლატფორმებსა და სიახლეებს საზოგადოებას“. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ხმების თანახმად Microsoft-ი გეგმავს ერთდროულად რამოდენიმე ახალი კონსოლის გამოშვებას. მათგან ერთი იქნება წარმოდგენილი ყველაზე მძლავრი შიდა კომპონენტებით. მეორე კონსოლი უფრო მასიური გამოყენებისთვისაა და შედარებით მცირე წარმადობით იქნება წარმოდგენილი. მესამე კი იქნება ყველაზე ბიუჯეტური მოდელი და შეეძლება მხოლოდ Microsoft Project xCloud-სერვისის თამაშების გაშვება. https://3dnews.ru/980842
-
ამერიკულმა მწარმოებელმა Caper-მა წარადგინა სმარტ-კალათი, რომელიც სამომავლოდ ჩაანაცვლებს სალაროებს სუპერმარკეტებში. კალათი თავისით წონის პროდუქტებს, ითვლის საფასურს და იღებს თანხას Apple ან Android pay-ს მეშვეობით - წერს TechCrunch. კალათში ჩამონტაჟებულია კამერები, რომელთაც შეუძლიათ ამოიცნონ პროდუქტები და დაასკანერონ. სისტემაში რეგისტრირდება შეძენილი პროდუქტები და სისტემას შეუძლია სიიდან გამორცხოს რომელიმე პროდუქტი, თუკი მომხმარებელი შეძენას გადაიფიქრებს. კალათში ჩამონტაჟებულია სასწორი, რომლითაც შესაძლებელია ხილის, ბოსტნეულის და ზოგადად იმ ტიპის პროდუქტის აწონვა, რომლებიც წონით იყიდება. არჩეული ყველა პროდუქტი გამოისახება სენსორულ ეკრანზე ცალკეული და საბოლოო ფასით. ამავე ეკრანზე გამოსახული იქნება სპეციალური შემოთავაზებები და ფასდაკლებები, სამომავლოდ კი - რეკომენდაციები პროდუქტებთან დაკავშირებით, მაგალითად, რა შეიძლება დავამატოთ უკვე ნაყიდ პროდუქტებს თემატურად. ასევე, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სავაჭრო გიგანტმა Walmart-მა დააპატენტა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აფიქსირებს ყველანაირ ხმას მაღაზიაში და აანალიზებს საუბრებს. ნეიროქსელი უსმენს თანამშრომლებსა და მყიდველებს რეალურ დროში. https://hightech.fm/2019/01/11/smart-truck
-
- 2
-
-
AOC G2590FX თამაშებზე ადაპტირებული მონიტორი დღეს ღირს 189 დოლარი, რაც 30 დოლარით იაფია მის თავდაპირველ ფასზე Newegg- ზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ფასდაკლება, აღნიშნული მონიტორი FreeSync-ის მხარდაჭერის გამო იქცევს დიდ ყურადღებას. 2019 წელს იგი მიიღებს განახლებას, რომლის საშალებითაც გამოიყენებს G-Sync ადაპტირებად სინქრონიზაციის ტექნოლოგიას, რომელიც წარმოებულია Nvidia-ს მიერ და განკუთვნილია GeForce GTX და RTX გრაფიკული პროცესორებისთვის. ამ 24,5-დუიმიან მონიტორს გააჩნია 1080p რეზოლუცია, 1მწ რეაგირების დრო და 144 ჰც სიხშირე, რაც მას ხდის თამაშებზე ადაპტირებულ ერთ-ერთ საუკეთესო ეკონომ-მონიტორად. ის აღჭურვილია TN პანელით, რომელიც, მართალია, თავისი შესაძლებლობებით ჩამოუვარდება IPS-ს, თუმცა შედარებით იაფია, რაც მონიტორს კონკურენტუნარიანს ხდის და ფერთა გამა და ხედვის კუთხეც მაინცდამაინც არაა ბევრად უარესი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი იმ ენთუზიასტებისთვის, ვინც 200 დოლარიან მონიტორს ეძებს. https://www.theverge.com/good-deals/2019/1/10/18176773/aoc-g2590fx-gaming-monitor-nvidia-gsync
- 1 reply
-
- 1
-
-
Razer-ის Chroma Lightning-ი და მისი პროგრამა Synapse ერთმანეთს მშვენივრად ეწყობიან, სულ მალე კი კიდევ ერთი მეთოდი დაემატება RGB-განათების კონტროლისთვის: Amazon Alexa. CES-გამოფენაზე კომპანიამ განაცხადა, რომ ხმოვანი დამხმარისა და Razer Synapse 3-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა მართოს გეიმინგ-აპარატურა. Razer Synapse 3-ში ეს ფუნქცია დაემატება მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან ჯერ აშშ-სა და კანადაში, მოგვიანდებით კი სხვა ქვეყნებში. აუცილებელი არ არის Echo-დინამიკის გამოყენება. განათების სამართავად, პროფილის ცვლილებებისა და პარამეტრების რეგულირებისთვის შეგეძლებათ გამოიყენოთ Razer-ის ყურსასმენები და მიკროფონი (როგორც მწარმოებელი აცხადებს, სხვა კომპანიის კომპონენტებიც ესადაგება, თუმცა რეკომენდებულია Razer-ის გამოყენება). განათების რეგულირების პარალელურად, Alexa მისთვის ჩვეულ რეჟიმში შეასრულებს თავის ძირითად ფუნქციებსაც - მაგალითად, შეამოწმებს ამინდს და გიპასუხებთ კითხვებზე. https://www.tomshardware.com/news/razer-chroma-amazon-alexa-synapse,38410.html
-
- 1
-
-
რეგულირებადი ალტერნატიული სავაჭრო სისტემა (ATS) ამარტივებს security ტოკენებით მეორად ვაჭრობას ბლოკჩეინზე, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ამ ბაზრისთვის. SharesPost-მა, რომელიც ATS-ში დარეგისტრირებული ბროკერ-დილერი და საინვესტიციო კონსულტანტია, განაცხადა, რომ განახორციელა თავისი პირველი ტრანზაქცია BCAP-ის ტოკენების მეშვეობით, რომლებიც Blockchain Capital-ისგანაა გამოშვებული. SharesPost-მა არ გაამხილა სავაჭრო გარიგების მოცულობა კონფიდენციალურობის დაცვის გამო, თუმცა SharesPost Digital Asset Group-ის გენერალურმა დირექტორმა John Wu-მ CoinDesk-ს განუცხადა, რომ ეს ტრანზაქცია არსობრივად იყო კონცეფციის შემოწმების მცდელობა. ტესტირებას კურირებდა SharesPost-ის ციფრული აქტივების ქვედანაყოფი. “ეს იყო მცირე სავაჭრო გარიგება, ერთგვარი ექსპერიმენტალური პროგრამა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს იყო პირველი სავაჭრო ოპერაცია-გარიგება, რომელიც ციფრული ფასიანი ქაღალდებით განხორციელდა და ორგანიზებული იყო ATS-ის მიერ. ეს მოვლენა კომპანიას გზას უხსნის - დააკმაყოფილოს აშშ-ის STO-ს მოთხოვნილებები და უზრუნველყოს თავისი ინვესტორები ლიკვიდურობით“ - განაცხადა ჯონ ვუმ. მიუხედავად იმისა, რომ SharesPost-ი პირველი დარეგისტრირებული ფირმაა, რომელიც ინახავს კრიპტოებს რითიც ვაჭრობს, იგი არ არის პირველი, ვინც მეორადი ტრანზაქცია პირველმა განახორციელა საბოლოო ჯამში. პრეს-რელიზის თანახმად, OpenFinance Network-ი, ATS-ის მიერ რეგულირებადი ბროკერ-დილერი მომხმარებლებს უკვე სთავაზობს BCAP ტოკენებს ვაჭრობისთვის. ამ პერიოდამდე, SharesPost-ი მომხმარებლებს სთავაზობდა ციფრული აქტივების შენახვას და ციფრული ქაღალდებით არასაბირჟო ვაჭრობის მხარდაჭერას. შემდგომში, კომპანია აპირებს აამოქმედოს შეკვეთების ბრძანებათა წიგნი რეალურ დროში. კომპანია ამტკიცებს, რომ შეუძლია უზრუნველყოს საკმარისი ლიკვიდურობა სხვადასხვა ინსტიტუტებისა და აკრედიტებული ინვესტორებისთვის, რომლებიც ციფრულ აქტივებზე გადადიან. კომპანიის დამაარსებელმა Greg Brogger-მა განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში ციფრული ფასიანი ქაღალდები შესამჩნევ როლს ითამაშებს კერძო კაპიტალის ბაზარზე. „კომპანიები ახლა უკვე ეფექტურად შეძლებენ მოიზიდონ კაპიტალი და უზრუნველყონ ლიკვიდურობა მთელ მსოფლიოში ბლოკჩეინის გამოყენებით. მოხარულნი ვართ, რომ ვაკავშირებთ 500 ათასზე მეტ ინსტიტუციონალიზებულ და აკრედიტებულ ინვესტორს SharesPost-ის დახმარებით ისეთ კომპანიებსა და ფონდებთან, როგორიცაა Blockchain Capital“. https://www.coindesk.com/security-token-trades-on-regulated-platform-in-market-first
-
- 1
-
-
რასაც ფოტოებზე ხედავთ - ეს არ არის მთვარემავალი ან ოთხფეხა მანქანა „ვარსკვლავური ომებიდან“: ამგვარად გამოიყურება ახალი ავტომობილის კოცეპტი Hyundai-სგან - ავტომწარმოებელმა მის შესახებ CES-გამოფენაზე ისაუბრა. ეს არის ფუტურისტული მანქანა, სახელად Elevate, რომელიც ამჟამად მხოლოდ ჰიპოთეტურ დონეზე არსებობს. მას აქვს ოთხ ფეხზე დამონტაჟებული ოთხი ბორბალი, რომლითაც შეძლებს ნებისმიერი სირთულის ზედაპირზე გადაადგილებას. მანქანის ფეხებზე გამოყოფილია სახსრები და შესაძლებელია მათი დაპროგრამება სხვადასხვა სახის გადაადგილებისთვის: პასიური და აქტიური სვლის ჩვეულებრივი მანქანისებური რეჟიმის გარდა შეუძლია გადაადგილდეს რეპტილიასავით აწეული წინა ფეხებით, მარტივი სიარულის რეჟიმისას კი ჩვეულებრივი ცხოველივით გადაადგილდება (ფეხების მონაცვლეობით). თეორიულად, Elevate შეძლებს გადააბიჯოს 5-ფუტიან დაბრკოლებას. რეპტილიისებრი მანქანის ტექნიკური დეტალების შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი: ამჟამად ეს ტექნოლოგია მხოლოდ ვირტუალურ დონეზეა. კომპანიის თქმით, Elevate-ს ექნება 66 კვტ/სთ ბატარეა და თითოეულ ფეხზე - ელექტროძრავები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება თითოეული ფეხის ბლოკირება ნებისმიერ პოზიციაში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რისთვისაა საჭირო ეს „ცხოველი“? Hyundai ამგვარი ავტომობილის გამოყენების რამოდენიმე ვარიანტს განიხილავს: Elevate-ს არქიტექტურის შესაბამისად, შესაძლოა მისი საბარგული სხვა ტიპის სათავსოთი ჩანაცვლდეს. მაგალითად, მანქანა გარდაიქმნას სასწრაფო დახმარების მანქანად, ან სამძებრო-სამაშველო მისიებში იქნას გამოყენებული, ასევე შესაძლებელია მისი, როგორც ტაქსის გამოყენება მოძრაობაშეზღუდულთათვის - იგი შეძლებს კიბეზე ავიდეს და აიყვანოს ადამიანი, რომელსაც მოძრაობა უჭირს (თეორიულად). როდის ვიხილავთ ამგვარ მანქანას რეალურ სამყაროში? უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით გამორიცხულია, თუმცა დამეთანხმებით ალბათ - მისი შესაძლებლობები საინტერესო და სახალისოა. https://www.popularmechanics.com/cars/a25801367/hyundai-walking-car-cradle-elevate-ces/
-
- 1
-
-
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კორპორაციამ, IBM-მა წარადგინა Q System One - მსოფლიოში პირველი კვანტური კომპიუტერი კომერციული გამოყენებისთვის - წერს ScienceAlert. კომპანია აცხადებს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია მასშტაბურ რევოლუციაში. კვანტური გამოთვლები ერთ-ერთ მეტად პერსპექტიულ ტექნოლოგიად ითვლება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კვანტურ კომპიუტერებს შეუძლიათ უფრო მეტი მონაცემის დამუშავება და რევოლუციის მოხდენა წარმოების ათეულობით ტიპში. კვანტური კომპიუტერების საშუალებით პოტენციურად შესაძლებელია გამარტივდეს აეროკოსმოსური და სამხედრო სისტემები, გამოითვალოს რისკ-ფაქტორები ეფექტური ინვესტირებისთვის, აღმოჩენილ იქნას სხვადასხვა მძიმე დაავადების წამალი და ა.შ. IMB-ის კომერციული კვანტური კომპიუტერი წარმოდგენილია 20-კუბიტური (კვანტური ბიტი) სისტემით და შეუძლია კუბიტების წარმოება რეკორდული, 90-მიკროწამიანი „კოჰერენტულობით“. გამოთვლის პროცესში მოწყობილობას შეუძლია „გონებაში ეჭიროს“ დაახლოებით 500 მილიარდი სხვადასხვა სიდიდე. დღესდღეობით არსებულ კომპიუტერებში მონაცემები ინახება ორმაგად, ნულებად ან ერთეულებად - ისინი წარმოადგენენ რიცხვებსა და ასოებს, კვანტური კომპიუტერები კი გაცილებით მძლავრია: მათში ინფორმაციის შენახვა ხდება კვანტური ბიტების - კუბიტების საშუალებით. მათ გააჩნიათ თვისება, რომლის საშუალებითაც ნულები და ერთეულები ერთდროულად არსებობენ და ფუნქციონირებენ. შედეგად კვანტური კომპიუტერებით შესაძლებელია რთული ოპერაციების შესრულება, მაგალითად - ნარკოტიკების აღმოჩენა, მონაცემთა ინტენსიური ანალიზი, გაუტეხავი კოდების შექმნა და ა.შ. კომპიუტერის ყიდვა შეუძლებელია - მეცნიერებს და კომპანიებს შეუძლიათ იქირაონ მოწყობილობა ადგილზე - კვანტურ-გამოთვლით ცენტრში, რომელსაც IBM მიმდინარე წლის განმავლობაში გახსნის ნიუ-იორკში. კომპიუტერი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ნულ გრადუსზე ქვემოთ ტემპერატურაზე, დაუშვებელია ვიბრაციებისა და ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზონაში ყოფნა. მომსახურების ღირებულება დაუზუსტებელია. ამ დრომდე გავრცელებული ცნობების თანახმად, IBM Q პროექტის შექმნისას კომპანიას ეხმარებოდნენ JPMorgan Chase, Daimler, Samsung, ასევე მსხვილი ფინანსური, IT-კომპანიები და სამეცნიერო ცენტრები. IBM არ არის ერთადერთი კომპანია, ვინც კვანტურ გამომთვლელ სისტემებზე მუშაობს. Google იკვლევს, როგორ უნდა გახდეს კვანტური კომპიუტერები უფრო სტაბილური და უკეთ შეძლონ პრობლემის მიგნება-მოგვარება. Microsoft-ი მუშაობს ჰიბრიდული კვანტური კომპიუტერის შექმნაზე, რომელშიც ახალი ტექნოლოგია გაერთიანებული იქნება ტრადიციულ პროცესორებთან. Intel-ი კი მუშაობს კვანტური გამომთვლელი ჩიპების შემუშავებაზე. https://hightech.fm/2019/01/09/ibm-quantum https://www.sciencealert.com/ibm-unveils-a-quantum-computer-that-will-be-available-to-businesses
-
- 1
-
-
Instagram-ს ემატება შესაძლებლობა - გამოაქვეყნოთ პოსტები ერთდროულად რამოდენიმე პროფილიდან - ინფორმაციას ადასტურებს კომპანიის წარმომადგენელი TechCrunch-თან საუბრისას. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება iOS-ზე, თუმცა არაფერია ცნობილი როდის გამოჩნდება იგი, ან საერთოდ თუ გამოჩნდება Android-ზე. ახალი ფუნქცია - “self-regram” - გამოჩნდება პოსტის გაზიარების წინ. დათაგვისა და ლოკაციის მოსანიშნ საშუალებებთან ერთად გამოჩნდება „Post to Other Accounts“, რისი მეშვეობითაც შეძლებთ გადაერთოთ იმ ექაუნთზე, საიდანაც გსურთ პოსტის გაზიარება. ახალი ფუნქციის წყალობით დრო უფრო ეკონომიურად იქნება გამოყენებული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მართავს ერთდროულად რამოდენიმე ბიზნეს-ანგარიშს. აგრეთვე, დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია რამოდენიმე პირადი ექაუნთის გამოყენება. ახალი ფუნქციით კი დროს დაზოგავთ. Instagram-ი აგრეთვე ახდენს Android-shortcut-ის ტესტირებას - Google-დან ფოტოების იმპორტისთვის. „მომხმარებლებს აქამდეც შეეძლოთ Google-ფოტოების გაზიარება Android-ზე, აცხადებს კომპანიის წარმოამდგენელი. „ ამჯერად კი ვახდენთ ამ პროცესის გამარტივებას“. Instagram-ზე ჯერჯერობით არ არის მითითებული, როდის დასრულდება და გახდება ხელმისაწვდომი iOS self-regram ფუნქცია, თუმცა ზოგიერთ მომხმარებელთან იგი უკვე ხილვადია. https://www.theverge.com/2019/1/9/18175730/instagram-multiple-accounts-post-at-the-same-time-ios
- 1 reply
-
- 1
-
-
21-ე საუკუნეში ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა მიუხედავად ამ ტენდენციისა, ავადმყოფობის მაჩვენებლებიც დიდია: კვლევის თანახმად, 65 წელს ზემოთ მყოფი პირების რაოდენობა, რომელთაც ოთხზე მეტი ავადმყოფობა აწუხებთ, 2035 წლისთვის 100%-ით მოიმატებს. ამ ფაქტის შედეგები კი განსაკუთრებით მძიმედ დააწვება სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებს. ასე რომ საჭიროა, გამოჩნდეს ახალი, ინოვაციური მეთოდები ავადმყოფობებთან ბრძოლისთვის. საბედნიეროდ, მსოფლიოს უკვე აქვს კრიპტო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კრიზისთან გამკლავება. ეს არ იქნება პანაცეა ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა ბლოკჩეინი და კრიპტო-ტექნოლოგიები დიდად დაეხმარება ჯანდაცვის სექტორს - გაუმკლავდეს მზარდ დატვირთვას მომდევნო წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. სამედიცინო მონაცემების გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების დონის გაზრდით პაციენტებს მეტი ნდობა ექნებათ სამედიცინო დაწესებულებებისადმი: ეცოდინებათ რა, რომ მათი პირადი ინფორმაცია დაცულია - ადამიანები უფრო მეტად გახდებიან მიდრეკილნი - ანდონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მედიცინის მუშაკებს. მეორე მხრივ, სამედიცინო კვლევითი დაწესებულებების დაფინანსების შედეგად დაჩქარდება ახალი წამლების აღმოჩენის კვლევები, რაც თავისთავად მიზანმიმართული იქნება სიცოცხლის გადარჩენისა და ავადმყოფობების სტატისტიკის შემცირებისკენ. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო სფეროში გამოყენებული ბლოკჩეინ-ტექნოლოგია სავსებით გამჭვრივალე პროცესი არ იქნება: თავდაპირველად საჭიროა ეფექტური კრიპტო-რეგულაციების დადგენა. ამასთან, ბლოკჩეინმა უნდა მოაგვაროს სხვადასხვა ტექნიკური პრობლემა მანამ, სანამ მოემსახურება ათასობით ანდა მილიონობით პაციენტს. როგორც კი ეს პრობლემები მოგვარდება და ხარვეზები გამოსწორდება, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამხრეთ კორეის კლინიკა Myongji გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი დაწესებულება, რომელიც იყენებს distributed ledger technology-ს (DLT). მან განაცხადა, რომ ითანამშრომლებს კორეულ IT-კომპანიასთან - BICube-თან, რათა შექმნან მონაცემთა გაცვლის სისტემა ბლოკჩეინის ბაზაზე. როგორც ცნობილია, ეს სისტემა იქნება ნახევრად პრივატული და ნახევრად საჯარო, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს - მათი სურვილისამებრ მოხდეს მონაცემების გადაგზავნა ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში. სხვა, უკვე დაანონსებული სისტემებიც დაახლოებით ასევე ფუნქციონირებენ, მცირედი განსხვავებებია ცალკეულ შემთხვევებში. მაგალითად, ავსტრიაში ეროვნულმა ხელისუფლებამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია Lancor Scientific-ს, რომელიც მუშაობს სიმსივნის აღმომჩენი ინსტრუმენტის შემუშავებაზე: მასში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის წყალობით 90% ალბათობით ხდება პათოლოგიის აღმოჩენა. Lancor-ი გამოიყენებს საკუთარ ბლოკჩეინს იმ მონაცემთა შესანახად, რომელიც სკრინინგ-ინსტრუმენტით იქნა მოპოვებული. პაციენტს შეეძლება საკუთარ მონაცემებზე წვდომა მიიღოს Medici ტოკენის პლატფორმით, სადაც ხდება სმარტ-კონტრაქტების გააქტიურება და შემდგომში მონაცემები გადაეცემა პაციენტს ან დადასტურებულ, ნებადართულ მესამე მხარეს. ამოქმედდა სხვა პლატფორმებიც, რომელნიც ორიენტირებულნი არიან - გამოიყენონ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მონაცემთა ინტეგრაციისთვისა და ინფორმაციაზე სწრაფი წვდომისთვის, თანაც ისე, რომ გაუმჯობესდეს მკურნალობის პროცესი და ამავე დროს, გახდეს უფრო იაფი. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Skychain, რომელიც აერთიანებს DLT-სა და ხელოვნურ ინტელექტს და ქმნის ხელოვნური ნეირონული ქსელების სისტემას (ანუ ხელოვნურ ტვინს), რომელსაც ადამიანებზე უკეთ შეუძლია დიაგნოზის დასმა. აგრეთვე, Doc.com (ასევე ცნობილია, როგორც Docademic) მომხმარებლებს სთავაზობს მობილური აპლიკაციით მსოფლიოს ექიმებსა და მედიცინის მუშაკებთან წვდომის საშუალებას. ბლოკჩეინი არამარტო ახდენს ჯანდაცვის სისტემაში მონაცემების დამატების სტიმულირებას, არამედ ასევე ადამიანებში აღვიძებს სურვილს, განახორციელონ ვიზიტი ექიმთან. კომპანია Healthereum - ესეც არის ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილი პლატფორმა, თუმცა კონკურენტებისგან იგი განსხვავდება შემდეგით: კომპანია თავისი ტოკენებით დააჯილდოვებს პაციენტებს ვიზიტისას, თუმცა დააჯარიმებს, თუკი ისინი ექიმთან ჩანიშნულ მიღებაზე არ გამოცხადდებიან. რაც შეეხება უსაფრთხოებას... ეპოქაში, სადაც კონფიდენციალურობისა და პირადი ინფორმაციის დაცვისთვის ბრძოლა სულ უფრო შესამჩნევი ხდება, შესაძლოა, რომ პერსონალური მონაცემების გენერირების საკითხმა შფოთვა და უნდობლობა გამოიწვიოს. ასეა თუ ისე, ირწმუნებიან, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია უზრუნველყოფს საფრთხეების მინიმიზაციას. საფრთხეებში იგულისხმება როგორც კონფიდენციალურობის დარღვევა, ასევე სხვადასხვა თაღლითობაც, რაც ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი - მაგალითად: უხარისხო, ყალბი ინსტრუმენტების გამოყენება, ქრთამი იმისათვის, რომ პაციენტს არ აუღონ ანალიზები და ა.შ. DLT-ის წყალობით იზრდება მონაცემთა უსაფრთხოების დონე და მცირდება სამედიცინო თაღლითობების ალბათობა, აგრეთვე მისი მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას სამედიცინო მონაცემების უფრო მჭიდრო ერთიანი სისტემა. ბლოკჩეინის როლი მედიცინაში არ შემოიფარგლება მხოლოდ მონაცემების მართვით, არამედ ხდება სამედიცინო კვლევევის დაფინანსება. სექტემბერში კალიფორნიულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Verseon-მა აამოქმედა საკუთარი ფასიანი ქაღალდების ბირჟა, რომელიც ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდებით ახორციელებს დეცენტრალიზებულ ვაჭრობას ბლოკჩეინის საფუძველზე. ეს ფაქტი შესაძლოა უცნაური და არადამახასიათებელი იყოს ფარმაცევტული კომპანიისთვის, თუმცა როგორც მისი გენერალური დირექტორი აცხადებს, ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს ჯანდაცვას. Verseon-ი არ არის ერთადაერთი - ასევე კალიფორნიაში არსებულმა კომპანიამ - Medable-მ აამოქმედა Insight-პლატფორმა, რომელიც მედიცინის მკვლევარებს საშუალებას აძლევს გაცვალონ საინფორმაციო რესურსები. ამის წყალობით შემცირდება საკვლევი ხარჯებიც და დროც, აგრეთვე Insight-ი დააჯილდოვებს მათ, ვინც ახალ მონაცემებს გაუზიარებს პლატფორმას. ჯილდოში იგულისხმება დაფინანსება და სამედიცინო ტექნოლოგიების გადაცემა. იმ ფაქტს, რომ „ბლოკჩეინს ნათელი მომავალი აქვს ჯანდაცვის სფეროში“, მოწმობს მისი მზარდი როლი სამედიცინო დაზღვევებსა და ლიცენზირებაში. ამგვარ საქმიანობას ეწევა ილინოისის შტატში მოქმედი კომპანია MetLife შტატის ხელისუფლების მხარდაჭერით. თუმცა, როგორ იმედიანადაც არ უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი, როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ტექნოლოგიაში არსებული ხარვეზების მოგვარება აუცილებელია, სანამ იგი მასიურად გავრცელდება. https://cointelegraph.com/news/blockchain-is-boosting-the-health-sector-by-unifying-patient-data-and-increasing-funding-for-medical-research
-
- 1
-
-
აღსრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანონსი, რომელსაც ასე ელოდა ტექნიკური საზოგადოების დიდი ნაწილი: AMD-ის ხელმძღვანელმა, ლიზა სუმ წარადგინა სამომხმარებლო ვიდეო ბარათი Radeon VII. ფოტოს წყარო: AnandTech ახალი ბარათის ბაზა წარმოადგენს 7-ნმ GPU Vega II (Vega 20) – 60 გამომთვლელი ბლოკითა (Compute Units, CU) და 1,8 გჰც სიხშირით (სავარაუდოდ boost-სიხშირეა). აქვს 16 გიგაბაიტი HBM2 ტიპის მეხსიერება 1 ტბ/წმ. სიჩქარით. ახალი ბარათი წარმადობის მაჩვენებლით აღემატება წინა თაობის მოდელებს - 27-29%-ით მეტია კონტენტის შექმნისას და 62%-ით - OpenCL-ში. გეიმინგ-პროდუქტებშიც წინა თაობის ბარათებზე უკეთესი შედეგი აქვს. რამოდენიმე თამაშში იგი დაახლოებით Nvidia GeForce RTX 2080-ის მსგავს შედეგებს აჩვენებს. უნდა აღინიშნოს, რომ Radeon VII პირველი სამომხმარებლო ვიდეო ბარათია, რომელსაც აქვს ახალი ინტერფეისის - PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა. რაღა თქმა უნდა, ბარათი თავსებადია აქტუალურ PCI Express 3.0 ინტერფეისთან. ახალი ბარათის ეტალონურ ვერსიას აქვს გაგრილების მძლავრი სისტემა სამი ვენტილატორით. TDP-ის დონე კომპანიამ ჯერ არ გაამხილა, თუმცა იგი აშკარად არ იქნება მცირე. ვიდეო ბარათი 7 თებერვლიდან გახდება ხელმისაწვდომი და მისი ფასი იქნება 699 აშშ დოლარი. (შედარებისთვის, GeForce RTX 2080 მასზე 100 დოლარით ძვირი ღირს). ახალ ბარათთან დაკავშირებით ცხარე განხილვები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ კომპანია NVIDIA-ს ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმა. მისი თქმით, იგი იმედგაცრუებულია AMD-ის ახალი ვიდეო ბარათით, რადგან მას არ აქვს Ray-tracing-ის ტექნოლოგიის აპარატურული მხარდაჭერა, არ აქვს ხელოვნური ინტელექტი და მიუხედავად 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესისა - ვერ გაუმკლავდება GeForce RTX 2080-ს. NVIDIA-ს ხელმძღვანელი თვლის, რომ DLSS- და Ray-Tracing-ის აქტივაციისას Radeon VII-ს უბრალოდ შანსები არ აქვს. ფოტოს წყარო: AMD AMD-ის ხელმძღვანელმა, ლიზა სუმ კრიტიკას მეტად თავშეკავებით უპასუხა და აღნიშნა, რომ NVIDIA-ს ხელმძღვანელს „ჯერ საქმეში არ უნახავს“ ახალი ბარათი. https://overclockers.ru/blog/id_1/show/23306/amd-oficialno-predstavila-potrebitelskuju-videokartu-radeon-vii https://overclockers.ru/blog/id_1/show/23323/nvidia-videokarta-radeon-vii-ne-vpechatljaet-geforce-rtx-2080-unichtozhit-ejo https://3dnews.ru/980811
