-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პირმა დაადასტურა, რომ მას სჯერა - საცალო ინტერნეტ-გაყიდვების გიგანტი Amazon-ი გვერდს ვერ აუვლის საკუთარი altcoin-ის გამოშვებას. ინტერნეტ-ბიზნესზე ფართო ჭრილში საუბრისას, უმსხვილესი კრიპტო-ბირჟა Binance-ის გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ საკითხავი ის არის, როდის გამოუშვებს Amazon-ი თავის კრიპტოს და არა ის - გამოუშვებს თუ არა. წარსულში სავაჭრო გიგანტი ცდილობდა დაენერგა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ფორმები, თუმცა მისი ურთიერთობა კრიპტოვალუტებთან კვლავ მხოლოდ მოარულ ხმებთანაა დაკავშირებული. ამგვარი ხმები პერიოდულად ვრცელდება პრესაში. ასევე საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა Amazon-მა მოახდინოს Bitcoin-ის ინტეგრირება გადახდის საშუალებად. „არ მესმის, ინტერნეტზე დაფუძნებულ ნებისმიერ არაფიზიკურ ბიზნესებს შორის რატომ არავინ იყენებს კრიპტოვალუტებს გადახდებისთვის. ეს უფრო მარტივი, სწრაფი და იაფია, ვიდრე ტრადიციული ტიპის გადახდები. ნაკლებია ქაღალდთან დაკავშირებული სამუშაო და აღწევს უფრო მრავალფეროვან დემოგრაფიულ და გეოგრაფიულ მაჩვენებლებს“ - დაწერა Zhao-მ Twitter-ზე, შემდეგ კი ცალკე დაამატა: „Amazon-ს ადრე თუ გვიან მოუწევს კრიპტოვალუტის გამოშვება“. Zhao-ს განცხადებიდან მცირე პერიოდში გენერალურმა დირექტორმა Jack Dorsey-მ გაიმეორა საკუთარი პროგნოზი იმის შესახებ, რომ საბოლოო ჯამში თავად ინტერნეტი დაასრულებს კრიპტოვალუტის - დიდი ალბათობით Bitcoin-ის გამოყენებით. პოდკასტ Joe Rogan Experience-თან საუბრისას Dorsey-მ განაცხადა, რომ მართალია იგი დარწმუნებული არ არის, რომ Bitcoin-ი საბოლოოდ ამ როლს შეასრულებს, უმსხვილესი კრიპტოვალუტა ყველაზე ცხადი არჩევანი ჩანს. „ეს იყო რაღაც, რაც ინტერნეტში შეიქმნა, ინტერნეტში შემუშავდა და შემოწმდა. იგი ინტერნეტიდანაა“ - განაცხადა მან. https://cointelegraph.com/news/amazon-will-have-to-create-its-own-crypto-in-future-binance-ceo-says
-
- 1
-
-
ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ყველაზე ღირებული კომპანიები ცდილობენ გახადონ ხელოვნური ინტელექტი უფრო ჭკვიანი. Google და Facebook-ი ამაყობენ ექსპერიმენტებით, რომლებშიც გამოყენებულია მილიარდობით ფოტო და მაღალი წარმადობის პროცესორები. მაგრამ გასულ წელს ტენესის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილმა პროექტმა მასშტაბურობით მნიშვნელოვნად გადააჭარბა ხელოვნური ინტელექტის ყველა ლაბორატორიის ნამუშევარს. პროექტი აშშ-ის ხელისუფლების მართვის ქვეშ იმყოფება. პროექტში მონაწილეობდა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი Summit-ი, იგი ოკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიაშია განთავსებული. ამ კომპიუტერმა გასული წლის ივნისში აშშ-ს ლიდერის ტიტული დაუბრუნა, მანამდე ამ საკითხში პირველი ადგილი ჩინეთს ეკავა. პროექტის ფარგლებში კლიმატის კვლევის პროცესში გიგანტურმა კომპიუტერმა მანქანური სწავლების ექსპერიმენტი ამ დრომდე არსებულ შემთხვევებთან შედარებით ყველაზე სწრაფად ჩაატარა. ფართობი, რომელზედაც განთავსებულია Summit-ი, ზომით ორი ჩოგბურთის მოედნის ტოლია. ზემოთხსენებული პროექტის მსვლელობისას მასში 27 ათასზე მეტი მძლავრი გრაფიკული პროცესორი იქნა გამოყენებული ღრმა სწავლების ალგორითმებისთვის - იმ ტექნოლოგიის შესწავლისთვის, რომელიც საფუძვლად უდევს მოწინავე დონის ხელოვნურ ინტელექტს. სწავლების პროცესში ალგორითმები ასრულებენ მილიარდობით ბრძანებას წამებში - სიჩქარის ამ მაჩვენებელს სუპერკომპიუტერულ წრეში ექსაფლოპი ეწოდება (exaFLOPS – EFLOPS -1018). „აქამდე ღრმა მანქანურ სწავლებას არასდროს მიუღწევია წარმადობის ამ დონემდე“ - აცხადებს ბერკლის სახელობის ეროვნული სამეცნიერო-გამოთვლითი ცენტრის მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი. მისი გუნდი თანამშრომლობდა Summit-ის მკვლევარებთან. სუპერმძლავრი კომპიუტერის ხელოვნური ინტელექტის გამოცდა კონცენტრირებული იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემაზე - კლიმატის ცვლილებაზე. ტექნოკომპანიები ალგორითმებს ასწავლიან ამოიცნონ სახეები ან საგზაო ნიშნები. სახელისუფლებო მეცნიერებმა მათ ასწავლეს აღიქვან ამინდის პირობები ციკლონების დროს კლიმატური მოდელების მიხედვით (უნდა ითქვას, რომ უცნობია რა ენერგია დასჭირდა ამ პროექტს და რა რაოდენობით ნახშირბადი გამოიყო ჰაერში მუშაობის მიმდინარეობისას). Summit-ის ექსპერიმენტს დიდი მნიშვნელობა გააჩნია სამომავლო ხელოვნური ინტელექტისა და კლიმატოლოგიის სფეროებისთვის. პროექტი ახდენს სუპერკომპიუტერებში ღრმა სწავლების ადაპტაციის პოტენციალის დემონსტრაციას. სუპერკომპიუტერები, როგორც წესი, ახდენენ ფიზიკური და ქიმიური პროცესების მოდელირებას, მაგალითად - ბირთვული აფეთქებები, შავი ხვრელები და სხვა ახალი მატერიალები. Google-ის ტექნიკური დირექტორი Rajat Monga და ამავე კომპანიის სხვა თანამშრომლები პროექტს ეხმარებოდნენ - მოახდინეს ღია კოდის მქონე მანქანური სწავლების პროგრამული უზრუნველყოფის - TensorFlow-ის ადაპტაცია Summit-ის გიგანტურ მასშტაბებთან. როგორც მონგა ამბობს, TensorFlow-ს ადაპტაცია Summit-ს მასშტაბებთან ხელს შეუწყობს Google-ის ძალისხმევას - გააფართოვოს თავისი ხელოვნური ინტელექტის შიდა სისტემები. პროექტში NVIDIA-ს ინჟინრებიც მონაწილეობდნენ და ისინი ირწმუნებიან, რომ NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორები სუპერკომპიუტერში ჩავარდნების გარეშე მუშაობს. ღრმა მანქანური სწავლების ალგორითმებში დიდი გამოთვლითი სიმძლავრის გამოყენებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტექნოლოგიის განვითარებაში. იგივე ტექნოლოგია, რომელსაც იყენებს Siri ხმის ამოცნობისთვის და ასევე გამოყენებულია Waymo-ს ავტომობილებში - 2012 წლიდან სასარგებლო გახდა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა მოახდინეს მისი ადაპტირება Nvidia-ს გრაფიკულ პროცესორებთან. ანალიზში, რომელიც გასული წლის მაისში გამოქვეყნდა, სან-ფრანცისკოს კვლევითი ინსტიტუტის - OpenAl-ის მეცნიერებმა (იგი ილონ მასკმა დააარსა) გამოითვალეს, რომ მანქანური სწავლების მსხვილ ექსპერიმენტებში გამოთვლითი სიმძლავრე ორმაგდებოდა ყოველ 3,43 თვეში 2012 წლიდან მოყოლებული. ეს 11-ჯერადი ზრდაა წელიწადში. ამგვარმა პროგრესმა ხელი შეუწყო Alphabet-ის ბოტს - დაემარცხებინა ჩემპიონები სამაგიდო და ვიდეოთამაშებში, აგრეთვე განაპირობა Google Translate-ის სიზუსტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. Google და სხვა კომპანიები დრესღეობით ქმნიან ხელოვნურ ინტელექტთან ადაპტირებად ახალი ტიპის მიკროსქემებს, რათა განაგრძონ ეს ტენდენცია. Google აცხადებს, რომ ტენსორული პროცესორები (TPU) შეძლებენ უზრუნველყონ 100 პეტაფლოპი გამოთვლითი სიმძლავრე, რაც Summit-ის მიერ მიღწეული მაჩვენებლის ერთ მეათედს შეადგენს. კალიფორნიის ირვაინის უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ პრიჩარდის თქმით, სუპერკომპიუტერებში ღრმა სწავლების გაშვება ახალი იდეაა, რომელიც კლიმატის კვლევისთვის მოსახერხებელ დროში გაჩნდა. „დადგა დრო, როდესაც გამომთვლელი სიჩქარის ზრდა ჩვეულებრივი მეთოდებით აღარ შეიძლება“. https://hi-news.ru/computers/samyj-bystryj-superkompyuter-v-mire-pobil-rekord-iskusstvennogo-intellekta.html
-
- 1
-
-
კომპანიის ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Google-მა შექმნა ბაზა ათასობით სინთეზირებული საუბრების ჩანაწერებით. ამგვრად, სპეციალისტები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ საკითხს - სისტემამ შეძლოს და წარმართოს საუბარი, რომელიც არაფრით იქნება განსხვავებული ადამიანის საუბრისგან. საუბრის სინთეზი საჭიროა ბეჭდური ტექსტიდან სასაუბრო სიგნალების ფორმირებისთვის, თანაც არ არის აუცილებელი - ადამიანმა, რომელიც სისტემისთვის საკუთარი ხმის ჩაწერას ახორციელებს - ფრაზები დასრულებულად წარმოთქვას. საბოლოო მოდელის ჩამოყალიბებისთვის საკმარისია მონაცემთა რეპრეზენტატორული შერჩევა, შემდეგ კი სისტემა თავად განსაზღვრავს, რა სჭირდება სინთეზირებისთვის. თუკი ხარისხიანი სინთეზი ბოროტმოქმედების ხელში მოხვდება, ისინი შეძლებენ სხვისი ხმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. ასე რომ არ მოხდეს, Google-ის ექსპერტებმა ბაზა გამოაქვეყნეს რამოდენიმე ათასი გაზეთის ნაწილებით. კითხვისთვის გამოყენებულ იქნა 68 სხვადასხვა სინთეზირებული ხმა. მონაცემთა ბაზა ჯერჯერობით მხოლოდ კონკურს Automatic Speaker Verification-ის მონაწილეებისთვისაა ხელმისაწვდომი. ისინი დაკავებულნი არიან იმგვარი სისტემის შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს გაარჩიონ სინთეზირებული ხმა რეალურისგან. ორი წლის წინ მონრეალში არსებულმა კომპანია Lyrebird-მა შექმნა სასაუბრო სინთეზატორი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე. სისტემას შეეძლო გამოეცა ნებისმიერი ხმა. ხმის მიბაძვისთვის სისტემისთვის საკმარისია შესაბამისი პირის ხმის რამდენიმეწამიანი აუდიოჩანაწერი, რომლის საფუძველზეც შეიქმნება ხმოვანი ფრაგმენტი. ხმის ზუსტი იმიტაცია შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ნეირონული ქსელების გამოყენებით, რომლებიც იმავე პრინციპებით მუშაობენ, როგორც ადამიანის ტვინის ნეირონული ქსელები. ხელოვნური ინტელექტი სწავლობს ადამიანის საუბრის განსაკუთრებული მახასიათებლების აღქმას, შემდეგ კი ეს მონაცემები გამოიყენება ხელოვნური ხმის სინთეზირებისთვის. სისტემას ნაკლოვანებაც გააჩნია: არსებობს საუბრის გარჩევადობის პრობლემები, „ხმოვანი არტეფაქტები“ და სხვა ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ სიტყვებს მანქანა წარმოთქვამს. https://hi-news.ru/research-development/google-sozdala-bazu-iz-tysyachej-zapisej-sintezirovannoj-rechi.html
-
- 1
-
-
კომპანია ASUS-მა დაამზადა მონიტორი VT229H – IPS მატრიცით და 21,5-დუიმიანი ეკრანით. ახალი მონიტორის დისპლეი შეესაბამება Full HD ფორმატს - ეკრანის გაფართოებაა 1920 × 1080 პიქსელი. თვალთახედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. რეაქციის დრო 5 მილიწამია. პანელის განსაკუთრებულობა გამოიხატება სენსორული მართვის მხარდაჭერაში. მონიტორს შეუძლია აღიქვას შეხება ერთდროულად ათ წერტილში. ამგვარად, ეკრანზე მუშაობა შესაძლებელია ორივე ხელით სხვადასხვა ბრძანებების გასაცემად. გათვალისწინებულია ეკრანის ციმციმის საწინააღმდეგო ტექნოლოგია Flicker-free. ხანგრძლივი მუშაობისას თვალებზე დატვირთვას ამცირებს სისტემა Blue Light Filter. მონიტორს აქვს 1,5 ვატიანი სტერეოდინამიკები, ციფრული ინტერფეისი HDMI, ანალოგური კონექტორი D-Sub და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის დახრის კუთხე 25 გრადუსის დიაპაზონში. სიმკვეთრის, კონტრასტულობისა და დინამიური კონტრასტულობის მაჩვენებლებია - 250 cd/m2, 1000:1 და 100 000 000:1. სადგამის ჩათვლით მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 491,5 × 300,1 × 204,4 მილიმეტრს, წონა - 3,83 კგ. მონიტორის ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://3dnews.ru/982143
-
- 1
-
-
აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს თვითაღდგენადი საფარი მასალა, რომელსაც შეუძლია რამოდენიმე წამში აღადგინოს ბზარები და ნაკაწრები ლითონის ზედაპირზე. ცნობილია, რომ სითხეს თავისი კონსისტენციიდან გამომდინარე შეუძლია აღადგინოს ზედაპირის სტრუქტურა ფიზიკური მოქმედების შედეგად. მაგალითად, თუკი ნავში წყალი ჟონავს, გარკვეული დროის შემდეგ ზედაპირი აღდგება და დაიბრუნებს პირვანდელ სტრუქტურას - გახდება მთლიანი. მეცნიერებმა შექმნეს სოლიკონი აღდგენილი გრაფენის ოქსიდის მიკროკაფსულებით. მასალა საკმაოდ თხელი კონსისტენციისაა, თუმცა არც იმდენად თხელი, რომ ლითონის ზედაპირიდან წვეთავდეს. კაფსულებით შეიქმნა მჭიდრო ქსელი, რომელსაც შეუძლია შეავსოს და შეამჭიდროვოს ბზარები და ნაკაწრები. ტესტირების დროს მასალა დაიტანეს ალუმინზე, შემდეგ რამოდენიმეჯერ მასზე სხვადასხვა საგნებით დარტყმები განახორციელეს, შემდეგ კი ჩაუშვეს მარილმჟავაში. ყოველ ჯერზე ლითონი აღიდგენდა სტრუქტურას და არ განიცდიდა კოროზიას - აღნიშნულია კვლევაში. https://hightech.fm/2019/02/01/self-healing
-
- 1
-
-
კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ყველა პატენტი გამოქვეყნდა და შესაძლებელია მათი „კეთილსინდისიერად გამოყენება“ საწარმოო საჭიროებისთვის. მან განმარტა, რომ ეს ქმედება მიმართულია მიზნისკენ - ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას და იმატოს ელექტრომობილების რიცხვმა. ოფიციალურ ბლოგში მასკმა განაცხადა, რომ Tesla არ უჩივლებს მათ, ვინც დაპატენტებულ ტექნოლოგიას „საპატიო მიზნებისთვის“ გამოიყენებს. როგორც ცნობილია, კომპანიამ გაზარდა დასატენი სადგურების - Supercharger-ების მოხმარების ფასი. როგორც ჩანს, ელექტრომობილებით ეკონომიის გაწევა არ მოხერხდება. მასკმა აღნიშნა, რომ პატენტების საიდუმლოდ შენახვა უკვე აღარ წარმოადგენს კარგ პრაქტიკას - იგი ახშობს პროგრესს, აფართოებს იურისტების და არა გამომგონებლების უფლებებსა და საშუალებებს. „ნამდვილი კონკურენცია - ეს არ არის სხვა ელექტრომანქანების მცირე წილი - არამედ ეს არის ბენზინზე მომუშავე ავტომობილების უზარმაზარი ნაკადი, რომელთაც ყოველდღიურად აწარმოებენ მსოფლიოს დიდი ქარხნები“. 2018 წელს კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა Linux-კოდი Tesla Model S/X ელექტრომობილებისთვის, რომელიც შეიცავდა პლატფორმა Tesla Autopilot-ისა და საინფორმაციო-გასართობი სისტემის Nvidia Tegra-ს ნიმუშებს. https://hightech.fm/2019/02/02/tesla-20
-
- 1
-
-
Coindesk-ისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს ცნობები, რომლის თანახმადაც კანადურ კრიპტო-ბირჟა QuadrigaCX-ს მომხმარებლების 190 მლნ დოლარი მართებს, თუმცა ვერ ახერხებს წვდომის მიღებას რესურსების უდიდეს ნაწილზე. Nova Scotia-ს უზენაეს სასამართლოში 31 იანვარს შეტანილი სარჩელის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ რობერტსონი (QuadrigaCX-ის დამფუძნებლის ქვრივი) აცხადებს - ბირჟას თავისი მომხმარებლების დაახლოებით 250 მლნ კანადური დოლარი მართებს (190 აშშ დოლარი) როგორც კრიპტოვალუტებში, ასევე ფიატში. გაცილებით ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ კრედიტორთა დაცვა გათვალისწინებული იყო, თუმცა ამჯერად საუბარია გართულებულ ვითარებაზე. 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ბირჟაზე რეგისტრირებული იყო დაახლოებით 115 ათასი მომხმარებელი - აღრიცხულია 70 მლნ კანადური დოლარი ფიატში და 180 მლნ კანადური დოლარი კრიპტოვალუტებში. ბირჟაზე ინახება დაახლოებით 26 500 Bitcoin-ი (92,3 მლნ აშშ დოლარის), 11,000 Bitcoin Cash (1,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების), 11,000 Bitcoin Cash SV (707 ათასი აშშ დოლარი), 35,000 Bitcoin Gold (352 ათასი აშშ დოლარი), დაახლოებით 200 ათასი Litecoin (6,5 მლნ $) და დაახლოებით 430 ათასი Ethereum (46 მლნ აშშ დოლარის ღირებულების), რაც ჯამში 147 მლნ დოლარს შეადგენს - ნათქვამია სასამართლოს ანგარიშში. გაურკვეველია, ბირჟაზე არსებული კრიპტოების რა ნაწილი ინახებოდა ე.წ. Cold storage-ში - hot wallet-ების პარალელურად. რობერტსონმა განაცხადა, რომ „ცხელ საფულეებში ინახებოდა კრიპტოვალუტების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა“, თუმცა ამის შესახებ დეტალები არ წარმოუდგენია. რობერტსონმა აღნიშნა: „სტანდარტული პროცედურის მიხედვით, Quadriga CX-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჯერალდ კოტენმა მონეტების უმეტესობა cold storage-ში მოათავსა, რათა ისინი ვირტუალური ქურდობისგან დაეცვა“. მან აგრეთვე დაამატა, რომ კოტენს ერთპიროვნული პასუხისმგებლობა და წვდომა ჰქონდა ფულად რესურსებსა და მონეტებთან და გუნდის წევრები ამ დრომდე ვერ ახერხებენ მიიღონ წვდომა ბირჟის Cold storage-თან. არსებობს ალბათობა, რომ Quadriga-ს რესურსების ნაწილი სხვა ბირჟებზე ინახება, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული - განაცხადა რობერტსონმა. როგორც ცნობილია, ჯერალდ კოტენი კრონის დაავადებით გარდაიცვალა 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში ინდოეთში, ჯაიპურში. მისი გარდაცვალების შესახებ ბირჟამ მოგვიანებით განაცხადა. როგორც ჩანს, ბირჟის დამფუძნებელს ერთპიროვნული კონტროლი და გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდა ბირჟის cold storage-თან დაკავშირებით. რობერტსონის თქმით, კოტენის გარდაცვალების შემდეგ „Quadriga-ს კრიპტოვალუტების ინვენტარი მიუწვდომელი გახდა და შესაძლოა, მათი ნაწილი დაიკარგა კიდეც“. მოგვიანებით მან აგრეთვე განაცხადა, რომ მას არანაირი საქმიანი ჩანაწერი არ გააჩნია Quadriga CX-სა და მის შვილობილ კომპანისთან დაკავშირებით. მას მხოლოდ კოტენის ლეპტოპი აქვს, რომელიც კოდირებულია და ჯერჯერობით ვერ ხერხდება პაროლისა და ლეპტოპის შიგთავსის აღდგენა სპეციალურად დაქირავებული სპეციალისტის ძალისხმევის მიუხედავად. პრობლემები გამოიწვია კანადის კომერციულ ბანკთან (Canadian Imperial Bank of Commerce (CIBC) სამართლებრივმა დავამ. კერძოდ, Quadriga-ს საგადასახადო პროცესორმა, Billerfy-მ განაცხადა საბანკო პარტნიორთან დაკავშირებულ პრობლემებზე - იგი ხელს უშლიდა პროცესორს - დაებრუნებინა რესურსები ბირჟაზე და შესაბამისად - მომხმარებლებისთვის. Billerfy-ს მფლობელობაში დაახლოებით 30 მლნ კანადური დოლარია ამ დროისთვის, კიდევ სამი პროცესორი კი ერთობლივად ინახავს დაახლოებით 565 ათას დოლარს. მეხუთე საგადასახო პროცესორი - WB21 ინახავს კიდევ 9 მლნ კანადურ დოლარს და 2,4 მლნ აშშ დოლარს (ჯამში 9,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულება) Quadriga-ს სახელით. თუმცა WB21 „უარზეა გაათავისუფლოს თანხები ან გამოეხმაუროს Qiadriga-ს კომუნიკაციას”, ნათქვამია განხადებაში. WB21 პროცესორის პიარ-მენეჯერმა რალფ მიულერმა განაცხადა: „WB21-მ არ დაადასტურა წერილობით განხილვაში მოხსენიებული ბალანსის სისწორე. Quadriga-ს ირგვლივ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ჩვენმა გუნდმა შეზღუდა ექაუნთი, სანამ ძიება არ დასრულდება“. „არ შეგვიძლია გავამხილოთ ინფორმაცია მომხმარებლების რესურსების ბალანსის შესახებ, რადგან ვალდებულნი ვართ დავიცვათ კონფიდენციალურობა“ - დაამატა მიულერმა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია უჩივის WB21 US Inc-სა და WB21 NA Inc.-ს, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ პირებს და თაღლითობაში სდებს ბრალს. ბირჟას „სასწრაფოდ სჭირდება ფუნქციონირების შეჩერება, რაც Quadriga-სა და მის კონტრაქტორებს დამატებით დროს მისცემს - მოიძიონ კრიპტო-მარკეტები და მოაწესრიგონ ბირჟის საბანკო პროექტები“ - წერს რობერტსონი. მომხმარებლები უკვე რამოდენიმე თვეა ჩივიან თანხის გამოტანის პრობლემებთან დაკავშირებით და Quadriga CX-ის გუნთან კავშირის არარსებობის გამო. შეშფოთება განსაკუთრებით გამძაფრდა მიმდინარე კვირაში, როდესაც ვებ-გვერდმა ფუნქციონირება შეწყვიტა. რობერტსონმა აღნიშნა, რომ 26 იანვარს ბირჟის ახალმა დირექტორებმა გადაწყვიტეს, პლატფორმას დროებით შეეწყვიტა მუშაობა. ორი დღის შემდეგ პორტალი მიუწვდომელი გახდა. მომხმარებლებს რომ საკუთარი ფინანსები დაუბრუნოს, ამისთვის ბირჟა განიხილავს თავისი ოპერაციული პლატფორმის გაყიდვის საკითხს. რობერტსონის აზრით სავაჭრო პლატფორმას მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს, მაგრამ ეს ღირებულება შემცირდება, თუკი ბირჟის წინააღმდეგ საჩივარი შევა. Quadriga იმედოვნებს, რომ 5 თებერვალს დაინიშნება სასამართლო მოსმენა და დაკმაყოფილდება მოთხოვნა - შეჩერდეს მუშაობა დროებით. აგრეთვე - დაინიშნოს Ernst & Young დამოუკიდებელ მესამე მხარედ , რომელიც საქმიანობას თვალყურს მიადევნებს სამომავლოდ. რობერტსონის წერილობით ჩვენებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: http://bit.ly/2HPBReV https://www.coindesk.com/quadriga-creditor-protection-filing
- 1 reply
-
- 2
-
-
-
FamilyTreeDNA, პოპულარული დნმ-ის ტესტი მუშაობს FBI- სთან, რათა დაეხმაროს სააგენტოს ძალადობრივი დანაშაულის აღმოფხვრაში. პოლიტიკა, როგორც ჩანს, სცილდება კონფიდენციალურობის წესების იმ საზღვრებს, რომლებსაც სხვა მსხვილი კომპანიები დნმ-ტესტირებებში იყენებენ. პარტნიორული შეთანხმების თანახმად, FBI-ს შეეძლება მონაცემთა ბაზაზე წვდომა იქონიოს მკვლელობის, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ძიებისას, აგრეთვე მსხვერპლის ამოცნობის შემთხვევებში. BuzzFeed News-მა პირველმა განაცხადა FamilyTreeDNA-ის პოლიტიკის შესახებ. კომპანია იტყობინება, რომ სააგენტოსთან ითანამშრომლა ათზე მეტ შემთხვევაში. კომპანიამ განაცხადა, რომ ლაბორატორია, სადაც FamilyTreeDNA-ის ტესტირებები ტარდება, იღებს დნმ-ის ნიმუშებს, რათა შეაგროვოს მონაცემები საეჭვო პირების შესახებ. ლაბორატორია FamilyTreeDNA-ის პრეზიდენტს - Bennett Greenspan-ს ეკუთვნის. ლაბორატორია FBI-ზე მუშაობს, ქმნის „მონაცემთა პროფილებს“ სამართალდამცავი მტკიცებულებების ნიმუშებიდან. ამის შემდეგ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ მონაცემთა ბაზიდან ჩამოტვირთონ მონაცემები და დაიწყონ შესაბამისი პირის ძიება. კომპანია აცხადებს, რომ FBI-ს თავისუფალი კონტროლის საშუალება არ აქვს გენეტიკურ მონაცემთა ბაზაზე, რათა არ დაირღვეს კონფიდენციალურობა. აუცილებელი ინფორმაციის გარდა ნებისმიერი მასალის მისაღებად საჭიროა სამართლებრივი ორდერი. დნმ-ის ტესტირებებმა სამართალდამცავ ორგანოებს დახმარება გაუწია რამოდენიმე მაღალპროფილიან, გახმაურებულ საქმეში. „ვიმედოვნებთ, შევძლებთ დანაშაულის აღკვეთას და სიცოცხლის გადარჩენას. ამის განხორციელებას ჩვენ ვაპირებთ იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობის მაქსიმალურად დაცვა“ - ნათქვამია Greenspan-ის განცხადებაში. https://www.theverge.com/2019/2/2/18207421/family-tree-dna-testing-fbi-crime
-
- 1
-
-
ილონ მასკს მთელი რიგი დამაინტრიგებელი იდეები აქვს, ერთ-ერთი მათგანია ელექტროპიკაპის გამოშვება. ამის შესახებ პირველად ცნობები გახმაურდა 2017 წელს, როდესაც მასკი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პიკაპის წარმოება დაიწყება ქროსოვერ Tesla Model Y-ის გამოშვებისთანავე. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ანონსი გაცილებით ადრე შედგება - ინვესტორებთან საუბრისას მასკმა განაცხადა, რომ პიკაპის დემონსტრირებას 2019 წლის ზაფხულში აპირებს. ჩნდება კითხვა - რატომ მიიღო მან ასე სწრაფად გადაწყვეტილება? გამომცემლობა Electrek-ის აზრით, კომპანიას მზარდი კონკურენციის ეშინია. გასულ წელს ლოს-ანჯელესის ავტოსალონში წარმოდგენილი იყო პიკაპი Rivian R1T, მან ყურადღება მიიპყრო ოთხი ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე 764 ცხენის ძალაა და ელექტრომობილს შეუძლია ერთ დამუხტვაზე 640 კილომეტრის გავლა. აღსანიშნავია, რომ Rivian-ის სტენდი Ford-ის უზარმაზარი მოედნის გვერდით იყო განთავსებული და პიკაპმა ადვილად მოიზიდა დიდი აუდიტორია. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რომ Ford-მაც დააანონსა საკუთარი ელექტროპიკაპის წარმოება. კომპანია Tesla ლიდერობას მიეჩვია, ამიტომ თავს უფლებას ვერ მისცემს უკან ჩამორჩეს კონკურენტებს. რა სტადიაზე იმყოფება Tesla-ს პიკაპის წარმოება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა 2018 წლის ნოემბერში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალი პიკაპი შესრულებული იქნება კიბერპანკის სტილში. ინტერვიუს მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ არ აღელვებს იქნება თუ არა მოთხოვნა ავტომობილზე - მას უბრალოდ სურს ეს ავტომობილი შექმნას. ნებისმიერ შემთხვევაში, მასკი შეძლებს უფრო მოკრძალებული მოდელის გამოშვებასაც, რომელიც ნამდვილად მოიპოვებს საკუთარ აუდიტორიას. მიჩნეულია, რომ პიკაპები იდეალურადაა თავსებადი ელექტროძრავებთან. მათ კორპუსში იმდენი ადგილია, რომ ავტომწარმოებლებს თავისუფლად შეუძლიათ მოზრდილი ბატარეების განთავსება: ელექტრომობილს ექნება იმდენი ენერგია, რომ იგი თავისუფლად ეყოფა ორი მობილის დამუხტვას. Tesla პიკაპი შეძლებს ავტოპარკებში დიდი პოპულარობა მოიპოვოს. https://hi-news.ru/auto/elektricheskij-pikap-tesla-uzhe-etim-letom-kuda-speshit-ilon-mask.html
-
- 1
-
-
თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიებს 2-3 წლიდან ეცნობიან: იყენებენ პლანშეტებსა და სმარტფონებს და ა.შ. მობილური მოწყობილობების მწარმოებლები როგორც არ უნდა გვარწმუნებდნენ საპირისპიროში, გაჯეტების გადამეტებული გამოყენება ბავშვების კოგნიტურ განვითარებაზე უარყოფითად აისახება. კანადელი მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ რამდენად ძლიერად ხდება ამგვარ ბავშვებში გონებრივი შესაძლებლობების შეფერხება. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 2500 ბავშვი. შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბავშებმა, ვინც სხვებზე დიდხანს ისხდნენ ეკრანების წინ 2-3 წლიანი ასაკის პერიოდში, ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს განვითარების ტესტებში. ტესტირება მათ 4-5 წლის ასაკში ჩაუტარდათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს მხოლოდ შემეცნებით მასალებს ვაყურებინებთ ელექტრონული მოწყობილობებით, კოგნიტური შესაძლებლობების განვითარება მაინც ფერხდება. მეცნიერები ერიდებიან ცალსახად ამტკიცონ, რომ ელექტრონული მოწყობილობები ნეგატიურად მოქმედებენ ბავშვთა გონებრივ განვითარებაზე, თუმცა არ უარყოფენ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას. ექსპერიმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ თითოეული ბავში ინდივიდუალურია და თუკი მას თავდაპირველად კარგი კოგნიტური შესაძლებლობები ჰქონდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მაჩვენებლები პლანშეტებისა და ტელევიზორების გავლენით გაუარესდება. https://hi-news.ru/research-development/uchenye-nashli-svyaz-mezhdu-gadzhetami-i-umstvennym-razvitiem-detej.html
-
- 1
-
-
Facebook-მა განაცხადა, რომ Apple-მა აღადგინა მისი საწარმოო-კორპორატიული სერტიფიკატი: პროგრამული უზრუნველყოფის ნებართვა, რომელიც სოციალურ ქსელს საშუალებას აძლევს ჩატვირთოს შიდა მობილური აპლიკაციები თანამშრომლების, ბეტა-ტესტირებაში ჩართული პირებისა და კვლევის მონაწილეთა მოწყობილობებში. ეს ნაბიჯი განხორციელდა თითქმის ერთი დღის დაგვიანებით იმ შემთხვევიდან, როდესაც Apple-მა დაბლოკა Facebook-ის ამ პროგრამის გამოყენება. შეგახსენებთ, რომ ეს გამოწვეული იყო TechCrunch-ის მიერ აღმოჩენილი ამბით: რესურსმა მიაკვლია აპლიკაციას, სახელად Onavo VPN, რომელიც გასული ზაფხულიდან Apple Store-ში განთავსდა, როგორც აპლიკაცია „Facebook Research“. Facebook-ი ზოგიერთ მომხმარებელს თვეში 20 დოლარს უხდიდა ამ აპლიკაციის გამოყენებისთვის, სანაცვლოდ კი კონფიდენციალურ ცნობებზე წვდომას იღებდა სმარტფონის მონაცემებიდან. Facebook-მა საპასუხოდ დახურა აპლიკაცია, თუმცა Apple-მა მაინც დაბლოკა კომპანია, რადგან მან „უხეშად დაარღვია Apple-თან შეთანხმება“. ამის შემდეგ Apple იგივენაირად მოიქცა Google-თანაც, რადგან ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ საძიებო გიგანტი ანალოგიურ ექსპერიმენტს (სახელად Screenwise Meter ) ახორციელებდა მონაცემთა შეგროვებისთვის . ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ Google-მაც გააუქმა ეს სერვისი. „ჩვენ გქვონდა ჩვენი საწარმოო სერტიფიკატი, რომელიც საშუალებას იძლევა აღდგეს ჩვენი აპლიკაცია თანამშრომლებისთვის. ამჟამად აღდგენის პროცესში ვიმყოფებით და მიმდინარეობს მზადება შიდა აპლიკაციის გასაშვებად. ყველაფერი ნათელი რომ იყოს, ამ შემთხვევას გავლენა არ მოუხდენია მომხმარებელზე ორიენტირებულ ჩვენს სერვისებზე“ - განაცხადა Facebook-ის პრეს-მდივანმა. ასე რომ, როგორც აღმოჩნდა, სიტუაცია მარტივად მოგვარებადია და Google-თან დაკავშირებული შემთხვევაც ანალოგიურად შეიძლება გადაიჭრას უახლოეს პერიოდში. თუმცა, ასეა თუ ისე, აპლიკაციის გამოყენებაში მომხმარებელებისთვის თანხის გადახდამ შეარყია ტექნოინდუსტრია. როგორც ჩანს, Apple ცდილობს დაიცვას თავისი პლატფორმა და საკუთარი პოზიცია კონფიდენციალურობასთან მიმართებაში. მალე გამოჩნდება მთელი რიგი სხვა აპლიკაციები, მაგალითად Amazon DoodDash და სხვები, ასე რომ Apple-ს მოუწევს გადახედოს თავის კორპორატიულ საწარმოო პროგრამას, რათა თავიდან აირიდოს სამომავლოდ პლატფორმის ბოროტად გამოყენების ალბათობა. https://www.theverge.com/2019/1/31/18206020/apple-facebook-internal-ios-apps-restores-enterprise-certificate
-
- 1
-
-
იმ დროს, როდესაც კომპანიები მობილიზებულნი არიან კრიპტოვალუტების შექმნაზე, კრიპტო-ბაზრებზე ვითარება 2019 წელს სიმშვიდისკენ მიდის - განაცხადა CoinList-ის გენერალურმა დირექტორმა ენდი ბრომბერგმა (Andy Bromberg) Yahoo Finance-თან ინტერვიუში. 2017 წლის ბოლოს დაფიქსირებული რეკორდული მაქსიმუმის შემდგომ, 2018 წელს კრიპტობაზრებზე უპირატესად „დათვური“ ტენდენცია შეინიშნებოდა. უმსხვილესმა მონეტებმა დიდი დანაკარგები განიცადა: წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 74%-ით დაეცა, ეთერიუმისა და რიპლის ღირებულება კი - 84%-ით. 2019 წლის პირველ თვეშიც მნიშვნელოვანი დანაკარგები შეინიშნებოდა წამყვან კრიპტოვალუტებში. ყოველთვიური გრაფიკის მიხედვით იგივე მონეტების - BTC-ის, ETH-ისა და XRP-ს ფასი შემცირდა 9,5, 22 და 15,5 პროცენტით, შესაბამისად. თუმცა ბრომბერგის აზრით, ბაზრის შენელებული მოქმედება ნიშნავს, რომ კომპანიები და ანტრეპრენერები დაიწყებენ უფრო სასარგებლო სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაზე მუშაობას: „2019 წელს, როგორც ჩანს, ადამიანები შენებაზე იქნებიან კონცენტრირებულნი... ვფიქრობ, რომ ბაზარზე სიმშვიდე იქნება იმ დროს, როდესაც ადამიანები ფოკუსირებულნი იქნებიან რაიმეს შექმნაზე. ეს შემთხვევა მესოპოტამიას ჰგავს - „ცივილიზაციის აკვანს“, სადაც ყველას აქვს აუცილებელი ინგრედიენტები და საჭიროა მობილიზება და იმპერიების შენება. როგორი იქნება მომავალი - დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეიქმნება ამ წელს“. ბრომბერგმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით სულ უფო ნაკლები აჟიოტაჟია. ფასების შემცირებამ და არასტაბილურობის დონემ უამრავი სპეკულიანტი აიძულა - 2018 წლის ბოლო კვარტალში დაეტოვებინათ კრიპტოვალუტების სფერო. ზოგიერთი მათგანი დადებითად იყო განწყობილი initial coin offering-ის (ICO) “ბუშტის გასკდომის“ მიმართ, რადგანაც ზოგმა პროექტმა ვერ მოახერხა წარმატებული (სასარგებლო) პროდუქტის შექმნა, ზოგი კი თაღლითობა აღმოჩნდა. ამ დროისთვის CoinList-მა ხუთი ICO გამოარჩია: Filecoin, Blockstack, Props, Origin და TrustToken, რომელთაგანაც ჯერ არც ერთს არ გამოუშვია ტოკენები Yahoo Finance-ის თანახმად. CoinList-ი ირჩევს და ამოწმებს თითოეულ პროექტს დამოუკიდებლად და ტოკენებს ყიდის მხოლოდ აკრედიტებულ ინვესტორებზე (ფიზიკურ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 200 ათას აშშ დოლარს აღემატება, ან აქვთ სუფთა აქტივებიდან (საცხოვრებელი ადგილის გამოკლებით) შემოსავალი 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი). ბრომბერგის განცახდება არის ამ თვეში მის მიერ გაკეთებული წინა განცხადების გამოძახილი. წინა შემთხვევაში მან განუცხადა Wall Street Journal-ს, რომ კრიპტოგრაფიის შემდგომი ნაბიჯი გახდა იმის გამორკვევა, თუ „როგორ შეგვიძლია პროდუქტებში ამ ტექნოლოგიის გამოყენება ხალხისთვის“. ბრომბერგის აზრით - „სამომხმარებლო პროდუქტების შექმნა მართლაც რთულია. საწარმოო ინსტრუმენტების კომპლექტი ჯერჯერობით არ არსებობს“. https://cointelegraph.com/news/coinlist-ceo-quiet-year-for-crypto-in-2019-will-lead-to-innovation
- 1 reply
-
- 1
-
-
ამერიკელი და კანადელი ინჟინრების გუნდმა, კონეკტიკუტისა და ტორონტოს უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა და ბიოლოგებმა შექმნეს ახალი ტიპის სენსორი, რომელიც ხელოვნურ კანს ანიჭებს წნევის, ვიბრაციებისა და მაგნიტური ველის შეგრძნებების აღქმის უნარს. აღნიშნული ტექნოლოგია გამოსადეგი იქნება ადამიანებისთვის, რომელთაც დამწვრობის ან სხვა მიზეზების გამო კანი დაუზიანდათ. ახალი სენსორი შედგება მოქნილი სილიკონის მილაკებისგან, რომლებიც გარშემორტყმულია სპილენძით და შეიცავს რკინის ოქსიდის ნაწილაკებს. მილაკებში გადაადგილდებიან რკინის ნანონაწილაკები და ქმნიან ელექტრულ განცალკევებას, რომელიც სპილენძის მავთულებს გადაეცემა. როდესაც მილაკებზე დაწოლა ხორციელდება, ელექტრული მუხტი ცვლილებებს განიცდის. „ხელოვნური კანის ტიპი, რომელიც ჩვენ შევქმენით, შეიძლება იწოდოს როგორც ელექტრონული კანი. ეს ელექტრონიკის ახალი სახეობაა, იგი მოქნილია, ფლობს გაჭიმვის უნარს და უნიკალურ სენსორულ შესაძლებლობას - მოახდინოს ადამიანის კანის იმიტაცია“ - განაცხადა კონეკტიკუტის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტმა ისლამ მოსამ. ადამიანის კანისმაგვარი თვისებების პარალელურად ელექტრონულ კანს შეუძლია იგრძნოს მაგნიტური ველის ცვლილება და ხმოვანი ტალღების ვიბრაციებიც. პროექტის ერთ-ერთი თანაავტორის თქმით მკვლევარებს ამოცანად ჰქონდათ დასახული - შეექმნათ ხელოვნური კანი, რომლის სენსორული შესაძლებლობები ადამიანურ უნარებს აღემატება. „ხელოვნური კანის სენსორზე მუშაობისას ჩვენთვის დიდი სტიმული იყო მოლოდინი - აგვეყვანა ტექნოლოგია ზეადამიანურ შესაძლებლობებამდე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ელექტრონულ კანს შეუძლია იმუშაოს, როგორც ეფექტურმა სენსორმა დაზიანებების თავიდან ასარიდებლად“ - აცხადებენ მეცნიერები. მკვლევარები თვლიან, რომ მათი გამოგონება დააინტერესებს უსაფრთხოების ელექტრონულის სისტემების მწარმოებლებს, რობოტექნიკოსებს, აგრეთვე ჯანმრთელობის დისტანციური მონიტორინგის მოწყობილობათა მწარმოებლებს. სამომავლოდ, სენსორის შემქმნელები გეგმავენ შექმნან უფრო თხელი სენსორის პროტოტიპი, რომელიც უკეთ ინტეგრირდება ხელოვნურ კანთან. ამასთანავე, იგეგმება, რომ ელექტრონული კანი სრულიად ბიოთავსებადი გახდეს. პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთი ამგვარი სენსორის წარმოება 5 დოლარზე ნაკლები ჯდება. მეცნიერებმა დააპატენტეს თავიანთი ნამუშევარი და უახლოეს წლებში გეგმავენ ბაზარზე გასვლას. https://hi-news.ru/technology/uchenye-razrabotali-iskusstvennuyu-kozhu-so-sverxchelovecheskimi-vozmozhnostyami.html
- 1 reply
-
- 1
-
-
სტრატაპმა Hanson Robotics-მა გამოუშვა ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც საჭიროა პატარა სოფიას აწყობისთვის. ახალი რობოტი იქნება ცნობილი ჰუმანოიდ-რობოტის უმცროსი და და იგი ბავშვებისა და მოზარდების ასისტენტად მოგვევლინება. ორიგინალი სოფია ადამიანისმაგვარი რობოტია, რომელიც Hanson Robotics-მა 2015 წელს შექმნა. რობოტი შექმნილია მსახიობ ოდრი ჰეპბერნის ვიზუალის მიხედვით, მასში ჩაშენებულია საუბრის აღმქმელი ტექნოლოგია, რომელიც Alphabet-ს ეკუთვნის. თავისი არსებობის სამი წლის განმავლობაში სოფია უამრავ ადამიანს შეხვდა და ესაუბრა. ერთ-ერთ ჟურნალისტს კი - როს სორკინს, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის სფეროსთან - სოფიამ ჰკითხა, დარწმუნებულია თუ არა ჟურნალისტი, რომ იგი ადამიანია. პატარა სოფია ამდენად ჭკვიანი არ არის - მას მხოლოდ შეუძლია მფლობელის მოძრაობების აღქმა, სახის ცნობა, სიარული და მოუქნელად ცეკვა. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს შერეული რეალობის ფუნქცია - VR-სათვალის გამოყენებისას მფლობელს შეუძლია პატარა სოფიას დაახუროს ქუდი, ჩააცვას სხვადასხვა ტანსაცმელი და მოარგოს ნიღბები SnapChat-ის დახმარებით. Hanson Robotics-ის წარმომადგენლის თქმით ახალი ვერსია შექმნილია იმ მიზნით, რომ ბავშები და მოზარდები რობოტექნიკით დააინტერესოს. პატარა სოფიას მფლობელები შეძლებენ მას ახალი მოძრაობები ასწავლონ სპეციალური პროგრამის მიხედვით, რომელიც დაწერილია Blockly და Python პროგრამულ ენებზე. Hanson Robotics-მა პლატფორმა Kickstarter-ზე პროექტის დაფინანსების კამპანია დაიწყო: დაწყებიდან რამოდენიმე დღეში მან შეძლო საჭირო თანხის - 75 ათასი დოლარის ნახევარზე მეტის შეგროვება. https://hightech.fm/2019/02/01/little-sophia
-
- 1
-
-
როგორც ჩანს, ჩინეთი თავისი კოსმოსური პროგრამის განვითარების ტემპებს ზრდის არამარტო სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ ცდილობს საკუთარი პოზიცია დაიკავოს კერძო კოსმოსურ სექტორშიც. ორი ჩინური სტარტაპი აპირებს თავიანთი პირველი ორბიტალური ფრენები განახორციელოს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში - იტყობინება პორტალი SpaceNews. ამ მისიების წარმატება ხელს შეუწყობს ჩინური მზარდი კერძო კოსმოსური სექტორის განვითარებას და საშუალებას მისცემს - კონკურენცია გაუწიოს სხვა კერძო კომპანიებს, რომელთა სერვისშიც შედის კომპაქტური თანამგზავრების გაყვანა დედამიწის ახლო ორბიტაზე. 2015 წელს პეკინში დაარსებული კომპანია OneSpace Technology აპირებს განახორციელოს თავისი 19-მეტრიანი რაკეტის OS-M-ის პირველი გაშვება მარტის ბოლოს. გათვლილია, რომ რაკეტა შეძლებს კოსმოსში გაიტანოს ტვირთი, რომლის შემადგენლობის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ხმაურდება. ამ რაკეტის წარმატებით გაშვების შემთხვევაში კომპანია OneSpace გახდება პირველი ჩინური კერძო კოსმოსური კომპანია, რომელმაც შეძლო ორბიტალური გაშვების განხორციელება. ამავე დროს, ინფორმაციის წყარო იტყობინება, რომ ეს პირველი მცდელობა არ იქნება ჩინური კოსმოსური სტარტაპების მხრიდან - განახორციელონ სრულფასოვანი კოსმოსური ფრენა. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში ჩინურმა სტარტაპმა Landspace-მა სცადა თავისი რაკეტა Zhuque-1-ის გაშვება, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა - რაკეტა ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. Landspace მორიგ მცდელობას განახორციელებს 2020 წელს. კომპანიას სურს შექმნას უფრო დიდი და ძვირადღირებული რაკეტა. OneSpace-ის პარალელურად, 2019 წლისთვის დიდი გეგმები აქვს მეორე კერძო კოსმოსურ კომპანიას - iSpace-საც, რომელიც სულ ორი წლის წინაა დაარსებული. სტარტაპი გეგმავს თავისი რაკეტა Hyperbola-1-ის გაშვებას წლის პირველ ნახევარში. რაკეტის სიმაღლე 20 მეტრია, დიამეტრი - 1,4 მეტრი და შეძლებს 150 კილოგრამი ტვირთის გატანას ორბიტაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კომპანიამ გასულ წელს წარმატებით განახორციელა სატესტო სუბორბიტალური გაშვებები. მსუბუქი რაკეტა Hyperbola-1Z-ის პროტოტიპის სტარტი iSpace-მა დაიწყო 5 სექტემბერს. მან 108 კმ სიმაღლეს მიაღწია. ორი დღის შემდეგ კი OneSpace-მა ჩაატარა თავისი OS-X1 რაკეტის წარმატებული სუბორბიტალური გაშვება. https://hi-news.ru/technology/srazu-dve-chastnye-kompanii-provedut-svoi-pervye-orbitalnye-zapuski-v-etom-godu.html
-
- 1
-
-
ეჭვს აღარ იწვევს, რომ მომავალში პრაქტიკულად ყველა ავტომობილი ელექტროენერგიაზე იმუშავებს. ელექტროძრავებით არა მარტო მსუბუქი ავტომობილების აღჭურვას აპირებენ, არამედ Formula-1-ის სპორტული ბოლიდებისაც. გარდა ამისა, ენერგიის უვნებელ წყაროზე გადავა ჰიპერმობილებიც - ერთ-ერთი ამგვარი ავტომობილი იქნება მოდელი კოდური დასახელებით - Omega. ითვლება, რომ იგი Aston Martin Valkyrie-ს პირდაპირი კონკურენტი იქნება. როგორც ცნობილია, ეს ავტომობილი 320 კმ/სთ-მდე აჩქარებას 10 წამში ახორციელებს, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 400 კმ-ზე მეტს შეადგენს. Omega-ს მწარმოებელმა, Lotus-მა პარტნიორული ხელშეკრულება დადო კომპანია Williams Advanced Engineering-თან, რომელიც ამ დრომდე სხვა მწარმოებლებისთვის ჰიპერმობილების შექმნაში მონაწილეობდა. გამოცხადდა, რომ ორივე მხარე ერთმანეთს გაუზიარებს გამოცდილებას მაღალი წარმადობის ძრავების ტექნოლოგიაში. ძველად Williams-ი ეხმარებოდა კომპანიებს - Singer-სა და Jaguar-ს სუპერსწრაფი ავტომობილების შექმნაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჯერად შექმნილი ახალი კავშირი დაკავდება ჰიპერმობილ Omega-ს წარმოებით. როგორც ცნობილია, Omega-ს ექნება ელექტროძრავი, რომელიც მოემსახურება ორივე ხიდს (four-wheel-drive), აკუმულატორის ერთი დამუხტვით შესაძლებელი იქნება 400 კილომეტრის გავლა. თუკი დამუხტვის მარაგი ამოიწურება, სანერვიულო არაფერია - ავტომობილი თავსებადი იქნება სუპერსწრაფ დატენვის ტერმინალთან. თუკი Lotus-ი დაეთანხმება Williams-ის რჩევებს, ჰიპერმობილს დიდი ალბათობით ექნება ნახშირბადის ბოჭკოვანასგან შექმნილი უამრავი დეტალი, რისი წყალობითაც შემსუბუქდება ავტომობილის კორპუსი. აგრეთვე, მანქანა დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება ბრიტანული კომპანიის აკუმულატორით. ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ, როდის იხილავს ფართო საზოგადოება Lotus Omega-ს მუშა პროტოტიპს. გამომცემლობა Autocar-ი თვლის, რომ წარდგენა მოხდება დაახლოებით ორი წლის შემდეგ - დაახლოებით ეს დრო დასჭირდება პროექტს დამუშავებისთვის. https://hi-news.ru/auto/elektricheskie-giperkary-uzhe-skoro.html
-
- 1
-
-
კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ აპირებს მომხმარებლებს შესთავაზოს მსოფლიოში პირველი 1-ტერაბაიტიანი eUFS-სისტემა (ინტეგრირებული უნივერსალური ფლეშ-საცავი), რომელიც განკუთვნილი იქნება მაღალი წარმადობის სმარტფონებისთვის. მასობრივი წარმოება უკვე დაწყებულია. ამ გადაწყვეტილების შედეგად სმარტფონებს ექნება ერთი ტერაბაიტი მეხსიერება ერთი ფლეშ-მეხსიერების ჩიპით. Samsung-ის მეხსიერების მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი Cheol Choi აცხადებს, რომ 1-ტერაბაიტიანი eUFS – „როგორც მოსალოდნელია, გადამწყვეტ როლს ითამაშებს მომავალი თაობის სმარტფონებში უფრო მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისის უზრუნველყოფის საკითხში“. წაკითხვის სიჩქარე იქნება 1000 მეგაბაიტი წამში. Samsung-ის თქმით, ეს მაჩვენებელი ათჯერ მეტია ჩვეულებრივ microSD ბარათთან შედარებით. გასულ წელს Samsung-მა წარადგინა Galaxy Note 9 „1 ტერაბაიტით“, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 512 გიგაბაიტიან მოდელზე დამატებული იქნებოდა 512 გიგაბაიტიანი მეხსიერების microSD - იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ყველაზე დიდი მოცულობის მქონე ბარათი. გამოიყენებს Samsung-ი 1 ტერაბაიტიანი მეხსიერების ჩიპებს უახლოეს მომავალში? - არ არის გამორიცხული, რადგან ხმები ვრცელდება, რომ მომავალი Galaxy S10 სმარტფონის ხაზში წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის მოდელი 12 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 1 ტერაბაიტი მეხსიერებით. https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/1/30/18203347/samsung-1tb-flash-memory-eufs-phones-galaxy-s10
-
- 1
-
-
სოციალური ქსელი Facebook-ი ახალი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. როგორც TechCrunch-მა გაარკვია, სოციალურმა ქსელმა აამოქმედა ახალი პროექტი, სახელად „Project Atlas” - მომხმარებელთა მონაცემების შესაგროვებლად. Facebook-ს სჭირდება ცნობები თავის კონკურენტებზე, ამიტომ იგი ფარულად უხდის თავის მომხმარებლებს VPN-აპლიკაციის, Facebook Research-ის დაყენებისთვის iOS-სა და Android-ზე. ამის შედეგად კომპანიას საშუალება ეძლევა მიიღოს ცნობები მომხმარებლის აქტივობების შესახებ. TechCrunch-ის ინფორმაციით, Facebook-ი 2016 წლიდან მოყოლებული 13-დან 35 წლამდე ასაკის მომხმარებელთა ნაწილს ყოველთვიურად 20 დოლარს უხდის მათ მონაცემებზე შეუზღუდავი წვდომის უფლების სანაცვლოდ. Project Atlas-ის ფარგლებში პროგრამა ყენდება Applause-ის, BetaBound-ისა და uTest-ის ბეტა-ტესტირების სერვისით, რათა მასში Facebook-ის მონაწილეობა არ გამოჩნდეს. Facebook-ის წარმომადგენელმა TechCrunch-თან აღიარა, რომ სოციალური ქსელი იყენებს საკვლევ პროგრამას, რათა შეაგროვოს მონაცემები მომხმარებლების ქცევებისა და ჩვევების შესახებ. მას შემდეგ, რაც TechCrunch-მა ამ თემასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ აპლიკაცია Facebook Research-ის iOS ვერსია წაშალა. https://3dnews.ru/982004
-
- 1
-
-
მალე კაცობრიობა საფრენ აპარატებში მცენარეულ საწვავს გამოიყენებს, ყოველ შემთხვევაში, ვითარება ამისკენ მიდის. სულ რამოდენიმე დღის წინ ავიაკომპანია Etihad Airways-მა განახორციელა პირველი კომერციული რეისი თვითმფრინავით, რომელიც ბიოსაწვავზე მუშაობდა: ეს საწვავი დამზადებულია მარილის მაღალი შემცველობის მქონე მცენარისგან (მცენარე ზღვის სანაპირო ზოლიდან, რომელსაც მარილის მაღალი კონცენტრაცია აქვს). უფრო დეტალურად კი - ბიოსაწვავი გააზავეს 50/50-ზე საავიაციო ნავთთან: მხოლოდ სუფთა ბიოსაწვავზე ჯერჯერობით შეუძლებელია თვითმფრინავმა იმუშაოს. ამ მიმართულებით გეგმები აქვს ნიდერლანდებსაც. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სურს ქვეყნის მთელი სამხედრო ავიაცია ბიოსაწვავზე გადაიყვანოს. თავდაპირველად ყველა სამხედრო თვითმფრინავი იფრენს ოცპროცენტიანი ბიოსაწვავით, თანდათანობით კი მისი შემადგენლობა 70%-მდე გაიზრდება. ამასობაში, კერძო კომპანია Blue Origin-მა, რომლის მფლობელიც მილიარდერი ჯეფ ბეზოსია, წარმატებით განახორციელა რაკეტა New Shepard-ის გაშვება, შემდეგ კი ეკიპაჟისთვის განკუთვნილი კაფსულის დაშვება. ეს პირველი ფრენაა New Shepard-ისთვის 2019 წელს, ჯამში კი უკვე მეათე წარმატებული მცდელობაა კომპანიისთვის. New Shepard - ეს მრავალგზის გამოყენებადი რაკეტაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი სისტემის ნებისმიერი ელემენტის აღდგენა შესაძლებელია მეორადი გამოყენებისთვის. რაკეტა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ამაჩქარებელი (გამწევი რაკეტა) და კაფსულა, რომელშიც მგზავრები მოთავსდებიან. რაკეტა კი მათ დედამიწიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანს. New Shepard-ის თითოეულ მგზავრს ბილეთში 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს. რაკეტის წინამორბედი მოდიფიკაცია კოსმოსში ხუთჯერ გაფრინდა, 2016 წელს კი კომპანიამ იგი ახალი ვერსიით ჩაანაცვლა. გსურთ დღის განმავლობაში თექვსმეტჯერ იხილოთ მზის ჩასვლა-ამოსვლა? საკუთარი სხეულით შეიგრძნოთ მიკროგრავიტაციის ეფექტები და დატკბეთ ჩვენი პლანეტის ფანტასტიური ხედებით? სავსებით სარწმუნოა, რომ 2021 წელს ადამიანებს უკვე ექნებათ ამის „საშუალება“ - ეს სიამოვნება 9,5 მილიონი დოლარი ეღირება. სწორედ ამ რაოდენობის თანხად აფასებს ამერიკული კომპანია Orion Span-ი შესაძლებლობას - მგზავრმა 12 დღე-ღამე გაატაროს Aurora Station-ის ბორტზე - ეს არის პირველი, ლუქსის ტიპის კოსმოსური სასტუმრო, რომლის გახსნაც ორ წელიწადში იგეგმება. კოსმოსური სასტუმრო Aurora Station-ი იქნება მოდულიანი სადგური, სადაც მოთავსდება 6 ადამიანი - 4 ტურისტი და ორიც - ეკიპაჟის წევრი. როგორც დაგეგმილია, იგი განთავსებული იქნება დედამიწიდან 320 კილომეტრ სიმაღლეზე. სასტუმროს სტუმრები შეძლებენ დატკბნენ მზის ამოსვლით, ამავე დროს მუდმივი წვდომა ექნებათ ახლობლებთან დედამიწაზე (განსაზღვრულია, რომ წვდომას მაღალსიჩქარიანი WiFi უზრუნველყოფს), დაისვენონ სპეციალურად დაპროექტებულ სივრცეში და იკვებონ უმაღლესი ხარისხის კოსმოსური რაციონის მიხედვით. პერსპექტივაში კომპანია SpaceX გეგმავს ახალი სუპერმძიმე რაკეტა გამოიყენოს ადამიანებისა და ტვირთის გასაფრენად არამარტო დედამიწის ახლო ორბიტაზე, არამედ მთვარესა და მარსზე. თუ გავითვალისწინებთ რამოდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც რაკეტის პროტოტიპი ქარმა დააზიანა, იმედს ვიტოვებთ, რომ რაკეტის მშენებლობა ბევრად მეტი პასუხისმგებლობით წარიმართება. https://hi-news.ru/technology/kosmicheskij-turizm-padenie-asteroida-i-drugie-novosti-vysokix-texnologij.html
-
- 1
-
-
TokenSoft-ი უშვებს პირველ cold-storage სერვისს, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად Security ტოკენების დაცვისთვის. კომპანია აგრეთვე ეხმარება სხვა კომპანიებს - განახორციელონ ტოკენების ლეგალურობაზე მორგებული გაყიდვები და ახდენს ბროკერ-დილერების ინვესტირებას. ამჯერად კი მან გამოუშვა საფულის ბეტა-ვერსია უკვე არსებული და მომავალი მოხმარებლებისთვის. მისი დასახელებაა Knox, იგი საშუალებას აძლევს კომპანიებს - შეინარჩუნონ თვითკონტროლის სისტემა სხვადასხვა კრიპტოვალუტებსა და ციფრულ ფასიან ქაღალდებზე. „იგი უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს დონეს, როდესაც საუბარი ეხება ციფრულ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენს“ - განაცხადა TokenSoft-ის თანადამფუძნებელმა Mason Borda-მ. – „ციფრული აქტივების ინდუსტრია მოსახერხებელი იყო მონეტების შესანახად ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, ციფრული ფასიანი ქაღალდები კი სიახლეს წარმოადგენს“. ბორდას თქმით, ციფრული ფასიანი ქაღალდები (Digital securities) კრიპტოვალუტებისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი, როგორც წესი, ნაკლებად დეცენტრალიზებულნი არიან და გარკვეული შეზღუდვა გააჩნიათ ტრეიდერებისთვის. ციფრულ აქტივებს (digital assets) კი, მაგალითად ბიტკოინს, ამგვარი შეზღუდვა არ გააჩნია. გარდა ამისა, ციფრული ფასიანი ქაღალდები შესაძლოა იყოს აქტივებით გამყარებული ტოკენები, იქნება ეს კაპიტალი, სესხი თუ უძრავი ქონება. ბორდამ საფულე Knox-ს უწოდა „პირველი დაცვა ციფრული ფასიანი ქაღალდებისთვის“ და დაამატა: „ვფიქრობ, რომ ეს არის ინფრასტრუქტურის საკვანძო გასაღები, რომლის იგნორირებაც ხდებოდა ამ დრომდე. ამჯერად კი იგი გარდაუვალია ციფრული ფასიანი ქაღალდების მომსახურებისთვის“. Knox საფულეში შესაძლებელია ნებისმიერი ERC-20, ERC-1404, DS-20 (Securitize), ST-20 (Polymath) ან Harbor-ის R ტოკენების შენახვა. მისგან მხარდაჭერილი იქნება აგრეთვე ბიტკოინი და ეთერიუმი, თუმცა ბორდამ ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი ყურადღება დაეთმობა ციფრულ ფასიან ქაღალდებს და არა კრიპტოვალუტებს. ასეა თუ ისე, ამგვარი ციფრული ქაღალდები შესაძლოა დაფუძნდეს Ethereum-ის, Stellar-ის, R3-ის ან Hyperledger-ის ბლოკჩეინ-პლატფორმებზე. „ხშირად გვესმის, რომ მისი გამოყენება ძალიან მარტივია და ინვესტორებს სურთ, რომ შეძლონ თავინთი ბიტკოინების მართვა ასეთივენაირად. სწორედ ამიტომ ავამოქმედეთ სერვისის მხარდაჭერა დამატებით ციფრულ აქტივებზე, თუმცა პროდუქტი მასზე არ არის ფოკუსირებული“ - განაცხადა ბორდამ. საფულესთან დაკავშირებით არსებული უსაფრთხოების სხვადასხვა ფუნქციები საშუალებას იძლევა - რამოდენიმე მფლობელმა გაიაროს ავტორიზაცია, განახორციელოს ტრანზაქციები და კრიპტოგრაფიული იდენტიფიკაცია. საფულე Knox თავდაპირველად შეიქმნა 2017 წელს და მასზე გასულ წლამდე წვდომა ჰქონდა მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს. ამჯერად ამოქმედებული სერვისი მიიჩნევა, როგორც „production grade“, თუმცა სერვისი ჯერჯერობით კვლავ ბეტა-ვერსიად რჩება. საფულე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს თვეებში გახდება - ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. https://www.coindesk.com/tokensoft-launches-crypto-custody-service-for-security-tokens
-
- 1
-
-
კონკურენტებს - ASRock-ს, SAPPHIRE-სა და XFX-ს არ ჩამორჩნენ კომპანიები ASUS, PowerColor და MSI და წარადგინეს Radeon VII ვიდეო ბარათები საკუთარი ბრენდებით. ფოტოს წყარო: ASUS ფოტოს წყარო: PowerColor ფოტოს წყარო: MSI ბარათების დიზაინი არაფრით განსხვავდება კონკურენტების ვიდეო ბარათებისგან. სპეციფიკაციების თანახმად, ეს არის 7-ნანომეტრიანი GPU, რომლის საბაზისო სიხშირე 1400 მეგაჰერცია, მაქსიმალური კი - 1750 მჰც. ბარათს აქვს 60 გამომთვლელი ბლოკი და 3840 ნაკადური პროცესორი. ვიდეო ბარათი წარმოდგენილია HBM2 ტიპის 16 გიგაბაიტიანი ვიდეომეხსიერებით, 2000 მეგაჰერციანი ეფექტური სიხშირითა და 4096-bit bus-ით, სიჩქარე კი წამში ერთ ტერაბაიტს შეადგენს. ბარათს აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის, ენერგომოხმარება 300 ვატს შეადგენს, ამასთან, ASUS-ის საიტზე რამოდენიმე პროდუქტზე მითითებულია, რომ რეკომენდებულია 750 ვატიანი კვების ბლოკის გამოყენება (და არა 650 ვატიანის, როგორც მისი კონკურენტების შემთხვევაში). ბარათზე ხელმისაწვდომია სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI 2.0b პორტი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ PowerColor-ის რამოდენიმე მოდელი გამოჩნდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის პორტალზე, ასე რომ მომავალში ამ მწარმოებლისგან შესაძლოა ველოდოთ custom-დიზაინის ვიდეო ბარათებს. შეგახსენებთ, რომ Radeon VII-ის გაყიდვა ოფიციალურად 7 თებერვლიდან დაიწყება რეკომენდაციულ ფასად - 699 აშშ დოლარად. https://overclockers.ru/blog/id_1/show/23886/etalonnye-radeon-vii-popolnili-assortiment-asus-powercolor-i-msi
-
- 2
-
-
-
ვებ-წყაროები იტყობინებიან, რომ ჩინური გიგანტი Huawei და მისი კუთვნილი ბრენდი Honor-ი გეგმავენ გამოუშვან სმარტ-ტელევიზორები მიმდინარე წლის ბოლომდე. huawei.com Honor-ი თავის პირველ სმარტ-ტელევიზორს აპრილში დააანონსებს. ამ ტელევიზორების რეალიზება იგეგმება მხოლოდ ინტერნეტ-არხებით. რაც შეეხება Huawei-ს, მის მიერ დამზადებული ტელევიზორები მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდება. ცნობილია, რომ ამ ტელევიზორების ზომა იქნება 65 დუიმი და მეტი. აღსანიშნავია, რომ Huawei-ის პანელები საშუალო და მაღალი ფასის კატეგორიებს იქნება მიკუთვნებული. ეს მოწყობილობები ბევრად ძვირადღირებული იქნება Honor-ის მოდელებთან შედარებით. huawei.com როგორც ცნობილია, სმარტ-ტელევიზორების მიმართულებაში სამუშაოდ კომპანია Huawei-მ უკვე შეკრიბა 200-300 სპეციალისტი. სპეციალისტთა გუნდი შევიდა ინტერნეტ-ნივთების კატეგორიაში. უნდა აღინიშნოს, რომ სმარტ-ტელევიზორების ბაზარზე გასვლას გეგმავს სმარტფონების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია - OnePlus. მისი ბაზარზე გასვლა დაახლოებით მოხდება მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში. https://3dnews.ru/981925
-
- 1
-
-
მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ფლორიდას შტატში არსებულ სალვადორ დალის მუზეუმის დამთვალიერებლებს უნიკალური მასპინძელი დაელოდება. გამოფენა „Dalí Lives“-ის ფარგლებში, რომელიც აპრილში გაიხსნება, მუზეუმის ყველა სტუმარს დახვდება დიდი ესპანელი მხატვარ-სურეალისტის ინტერაქციული ასლი. მუზეუმში განთავსდება დიდი ზომის ციფრული ეკრანები, რომლებზეც ღილაკის დაჭერით მატერიალიზდება მხატვრის ციფრული ასლი სრული ზომით და სტუმრებს გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების შესახებ მოუყვება. ამ პროექტის იდეა წარმოშვა მუზეუმებისადმი გაზრდილმა გლობალურმა ინტერესმა თანამედროვე ტექნოლოგიების ტენდენციებში, რისი დახმარებითაც გამოფენების ორგანიზატორები ცდილობენ ახალი სტუმრები მიიზიდონ. მუზეუმმა მოიწვია პროფესიონალთა გუნდი Goodby Silverstein & Partners-იდან, რომელთაც გამოიყენეს დალის ვიდეოჩანაწერები: ამის საშუალებით ხელოვნურ ინტელექტს ასწავლეს მოეხდინა მხატვრის მიმიკების იმიტირება. შემდეგ კი ეს ეფექტი დაადეს სხეულის იმავე აღნაგობის მქონე მსახიობს. ვირტუალური მხატვარი ისაუბრებს არა მარტო საკუთარ შემოქმედებაზე, არამედ იმ მოვლენებზეც, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა. სალვადორ დალის ციფრულ კლონს საგანმანათლებლო-შემეცნებითი მისია ეკისრება, ამავე დროს იგი ისეთივე სიურეალისტური უნდა იყოს, როგორც მისივე შემოქმედება. შედეგი ცალსახა არ არის, წერს Engadget. ხმა, როგოც მოსალოდნელი იყო, ორიგინალისგან განსხვავებულია, თუმცა გარეგნობის მხრივ ყველაფერი რიგზეა. უნდა აღინიშნოს, რომ მხატვრის ციფრული ვერსიის ხმა გამოიცემა სასაუბრო პლატფორმა VoCo-ს მეშვეობით, რომელიც კომპანია Adobe-იმ წარადგინა. დიდებული სურეალისტის შემოქმედების ზოგიერთ თაყვანისმცემელს შესაძლოა არ მოეწონოს მუზეუმის იდეა, ისევე როგორც მელომანები არიან ხშირად წინააღმდეგნი - ლეგენდარული მომღერლები აღადგინონ ჰოლოგრამების სახით. თავად მუზეუმის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ხელოვნური ინტელექტისგან შექმნილი ციფრული ასლი შეესაბამება დალის პიროვნებას, რადგან თავად დალი დაინტერესებული იყო მედიითა და ჰქონდა „საკუთარი მარადიული არსებობის“ შეგრძნება.ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანმა დაწერა „მეხსიერების (ხსოვნის) მარადიულობა“. იგი ნამდვილად მიიღებდა სიამოვნებას, საკუთარი თავი რომ ციფრულ ასლად ეხილა. https://hi-news.ru/entertainment/posetitelej-muzeya-dali-budet-vstrechat-ii-klon-ispanskogo-xudozhnika.html
-
- 1
-
-
კომპანია Tesla-მ მიმდინარე თვეში ბევრად გაზარდა ფასები Model S-სა და Model X-ზე: ორივე მათგანი გაძვირდა თითქმის 15 ათასი დოლარით. ითვლებოდა, რომ კომპანია ამგვარად ცდილობს გაზარდოს „ბიუჯეტური“ Tesla Model 3-ის გაყიდვები ან ამზადებს ახალ მოდიფიკაცებს აკუმულატორების გაუმჯობესებული არქიტექტურით. ამჯერად უკვე ცნობილია, რომ კომპანია ემზადებოდა ხაზის განახლებისთვის, რომელიც შედგენილი იქნებოდა „გაიაფებული“ Model S-ისა და აკუმულატორის შეზღუდული სიმძლავრის მქონე Model X-ისგან. ახალი მოდიფიკაცების გამოშვებასთან ერთად, განახლდა ავტომობილების სახელწოდებებიც - ახლა უკვე გაცილებით ადვილია მათი დამახსოვრება. ყველა მოდელს აქვს 100 კვტ/სთ-იანი აკუმულატორი, უბრალო დასახელების მქონე საბაზისო მოდელებს კი (Model S და Model X) - შემცირებული სიმძლავრე ექნებათ. რამდენად შემცირდა სიმძლავრე - კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს. ღირებულება და მახასიათებლები ამგვარია: Model S: ფასი: 85,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 498 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 4.1 წმ. Model X: ფასი: 88,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 434 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 4.7 წმ. ავტომობილებს, რომლებიც ამ დრომდე იწოდებოდა, როგორც Model S და Model X 100D - ახლა უკვე ქვია „Extended Range“. ეს სწორედ ის მოდელებია, რომლებიც წლის დასაწყისში გაძვირდა, თუმცა ხაზის განახლებამ განაპირობა მათზე ფასის 1000 დოლარით დაწევა. Model S Extended Range: ფასი: 93,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 539 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 4.1 წმ. Model X Extended Range: ფასი: 96,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 474 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 4.7 წმ. ცვლილებები შეეხო Model S და Model X P100D-საც - ამიერიდან მათი სახელწოდებებია Model S და X Performance: Model S Performance: ფასი: 112,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 506 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 3 წმ. Model X Performance: ფასი: 117,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 465 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 3.5 წმ. მაქსიმალური სიჩქარის მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი მოდიფიკაცია Ludicrous Mode. რაღა თქმა უნდა, ეს მოდელები გაცილებით ძვირადღირებულია: Model S Performance w/ Ludicrous Mode: ფასი: 132,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 506 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 2.4 წმ. Model X Performance w/ Ludicrous Mode: ფასი: 137,000 $; გასავლელი მანძილის მარაგი: 465 კმ; აჩქარება 100 კმ/სთ-მდე: 2.8 წმ. https://hi-news.ru/auto/avtomobili-tesla-model-s-i-model-x-smenili-nazvaniya-xarakteristiki-i-ceny.html
-
- 1
-
-
Volkswagen-ის „dieselgate“-ის სკანდალმა შესაძლოა დიდი დაღი დაასვას აშშ-ში ელექტრომობილების დამტენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქსელს. „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე“, Electrify America-ს მიერ გათვალისწინებულია VW-ის მფლობელობაში არსებული დასატენი სადგურების უდიდესი ნაწილის ელ. კაბელების გათიშვა. პრესაში წერია, რომ კომპანიამ არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რა უსაფრთხოების მიზეზებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გათიშვა შეეხებოდა 150 კვტ-დან 350 კვტ-მდე სიმძლავრის მქონე Huber+Suhner-ის ფირმის სითხის გაგრილებით მომუშავე დამტენებს. ეს ხდება სიფრთხილიდან გამომდინარე. ამავე დროს, 80 დასატენი სადგური კვლავ მუშა მდგომარეობაში რჩება. Electrify America-თან ერთად თავისი 175 კვტ-იანი სიმძლავრის მქონე დამტენები გათიშა აგრეთვე ჰოლანდიურმა კომპანია Fastned-მა ჰოლანდიასა და გერმანიაში, რაც ასევე გამოწვეული იყო Huber+Suhner-ის კაბელების არასაიმედოობით. „ჩვენი მომხმარებლების უსაფრთოხოება არის ჩვენი პრიორიტეტი“ - წერს თავის განცხადებაში Electrify America-ის აღმასრულებელი დირექტორი. Huber+Suhner-მა განაცხადა, რომ გერმანიაში არსებულ საგამოცდო ცენტრში მოხდა მოკლე ჩართვა, თუმცა არავინ დაშავებულა. ინციდენტი გამოწვეულ იქნა პირველი თაობის პროტოტიპის კონექტორში მოკლე ჩართვით. აქვე ითქვა, რომ ამ შემთხვევის გამო მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი მისი პროდუქცია გამოკვლეული იქნება უსაფრთხოებიდან გამომდინარე. Electrify America-მ ივნისის ბოლოსკენ დაგეგმა 2000 დამტენი მოწყობილობის დამონტაჟება მთლიანი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიამ გასულ თვეში კალიფორნიაში დაამონტაჟა თავისი ულტრასწრაფი 350 კილოვატიანი დამტენი. https://www.theverge.com/2019/1/25/18198021/vw-electrify-america-safety-issue-car-charger-network
-
- 1
-
