-
Posts
7320 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კომპანია EVGA-მ წარადგინა გაგრილების ჰიბრიდული სისტემების სერია - Hybrid Kit. სიახლე წარმოადგენს გაგრილების სისტემის ალტერნატივას და ხელმისაწვდომია GeForce RTX ვიდეო ბარათებისთვის - როგორც EVGA-ს შესრულებით, ასევე NVIDIA Founders Edition ეტალონური ბარათებისთვის. EVGA Hybrid Kit-ის მთავარ ელემენტს წარმოადგენს თხევადი გაგრილების სისტემა. იგი მოიცავს სპილენძისგან დამზადებულ წყლის ბლოკს, რომელზეც დაყენებულია ტუმბო და მასზე მილებით მიერთებულია 120-მილიმეტრიანი, ერთვენტილატორიანი რადიატორი. წყლის ბლოკი ახდენს რადიატორისა და მეხსიერების მიკროსქემების გაგრილებას. კვების ქვესისტემის გაგრილებას კი უზრუნველყოფს რადიატორი მასში არსებული 80-90 მილიმეტრიანი ვენტილატორით. ჯამში სულ წარმოდგენილია EVGA Hybrid Kit-ის ოთხი მოდელი, რომელთაგან ორი განკუთვნილია GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებისთვის, დანარჩენი ორი კი GeForce RTX 2070-ისა და RTX 2080-ისთვის. ორივე წყვილიდან თითო მოდელი განკუთვნილია ვიდეო ბარათებისთვის, სერიიდან - Gaming, XC, XC2 და Founders Edition, მეორე კი გამოსადეგია FTW3 მოდელებისთვის. აღვნიშნავთ, რომ ახალი სისტემა შეუთავსებადია GeForce RTX 2070 Founders Edition ეტალონურ ვიდეო ბარათებთან. XC, XC2 და FE სერიის GeForce RTX 2070, RTX 2080 და RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილი EVGA Hybrid Kit გაგრილების სისტემის ღირებულება 170 აშშ დოლარია. EVGA FTW3 სერიის GeForce RTX ბარათებისთვის განკუთვნილი სისტემა კი 10 დოლარით მეტი ღირს. https://3dnews.ru/979481
-
- 3
-
-
-
ხშირია შემთხვევები, როდესაც შეიძლება არ ვიცოდეთ, როგორ გამოითქმის სწორად კონკრეტული სიტყვა. Google-ის ახალი ფუნქცია კი მომხმარებელს დაეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში. რაღა თქმა უნდა, ვიცით, რომ Google Translate-ს აქვს ხმოვანი ფუნქცია და შეგვიძლია მოვისმინოთ სიტყვის ჟღერადობა, თუმცა თვალსაჩნოდ გამოსახული, დამარცვლილი სიტყვა აღსაქმელად უმჯობესია. თანაც, შესაძლოა არ ვიმყოფებოდეთ იმგვარ სიტუაციაში, სადაც შეგვეძლება ხმოვანი ფუნქციით სარგებლობა. ახალი ფუნქციის წყალობით მომხმარებელები ისწავლიან სიტყვების სწორად გამოთქმას და თავს აარიდებენ შესაძლო უხერხულ სიტუაციებს გამოთქმასთან დაკავშირებით. ახალი ფუნქცია ტესტირების რეჟიმში იმყოფება. ცნობილია ისიც, რომ მისი საშუალებით არჩევანიც კი ექნებათ შეთავაზებული მომხმარებლებს: როგორი გამოთქმა აირჩიონ ერთი კონკრეტული სიტყვისთვის - ამერიკული თუ ბრიტანული აქცენტით. https://www.theverge.com/2018/12/11/18136154/google-search-word-pronunciation-test
-
- 1
-
-
უამრავი ადამიანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როცა სამსახურში ან სხვა ადგილას მისვლისას აღმოაჩინეს, რომ სმარტფონი სახლში დარჩათ. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ტანსაცმლის მწარმოებელმა Levi’s-მა და კორპორაცია Google-მა წარმოადგინეს ახალი ერთობლივი ფუნქცია სმარტ-ქურთუკისთვის. ქურთუკი შექმნილია პროექტ Jacquard-ის ფარგლებში. ახალ ფუნქციას ეწოდება Always Together. ფუნქცია “Always Together”-ი ავტომატურად რთავს სინათლის ინდიკატორსა და ვიბრაციებს, როგორც კი ქურთუკში განთავსებული სენსორი დააფიქსირებს, რომ იგი გარკვეული მანძილით დაშორდა დაკავშირებულ სმარტფონს. ამავე დროს, შეტყობინება გამოდის სმარტფონზეც, ასე რომ მფლობელს არ მოუწევს დროის ხარჯვა - დაიწყოს სმარტფონის ძებნა მთელ ბინაში. მოგახსენებთ, რომ პროექტ Jacquard-ის ფარგლებში შექმნილი პირველი პროდუქტი 2017 წლის სექტემბერში გამოვიდა. ეს იყო „ჭკვიანი“ ჯინსის ქურთუკი Levi's Commuter Trucker Jacket, მისი ფასი 350 აშშ დოლარი იყო და გათვლილია ძირითადად ველოსიპედისტებზე. ქსოვილში ჩამატებული მიკროსენსორების წყალობით, რომელთა შემუშავებაში მონაწილეობდნენ Google Advanced Technology and Projects (ATAP)-ის სპეციალისტები, მფლობელებს შეუძლიათ, მაგალითად, მართონ მულტიმედიაფლეიერი ან სანავიგაციო აპლიკაცია. პროექტი Jacquard-ი აგრძელებს საქმიანობას და სამომავლოდ პლატფორმის შესალებლობები გაფართოვდება. https://3dnews.ru/979407
-
- 1
-
-
კომპანია ZTE-ის სუბბრენდმა გამოუშვა მეორე გეიმინგ-სმარტფონი სახელწოდებით - Nubia Red Magic Mars. ჩინეთის ტერიტორიაზე სმარტფონი შთამბეჭდავ ფასად იყიდება და სავსებით ამართლებს გეიმერების მოლოდინებს. ამჯერად უკვე ცნობილია, რომ საერთაშორისო ბაზარზე სმარტფონი მომდევნო წლის დასაწყისში გამოვა. „გეიმინგ-მონსტრი“ მუშაობს ფლაგმანურ Qualcomm Snapdragon 845 ჩიპზე, გრაფიკულ პროცესორად კი მასში გამოყენებულია Adreno 616. გაგრილებას უზრუნველყოფს სპეციალური საფირმო თხევადი გაგრილების სისტემა - Nano-Scale. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 10 გიგაბაიტია. ბატარეის მოცულობაა 3800 მილიამპერი/სთ. სმარტფონს აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. სმარტფონთან დაკავშირებით მთავარ იმედგაცრუებას წარმოდგენს 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორის არარსებობა, რომელიც პირველ Red Magic-ს გააჩნდა. სმარტფონის საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. დაუზუსტებელი ცნობებით, Nubia Red Magic Mars-ი ჩინეთის ფარგლებს გარეთ 2019 წლის დასაწყისიდან გამოჩნდება. მისი ღირებულებაც ჯერ უცნობია. https://overclockers.ru/blog/Chernoff_Blog/show/22634/igrovoj-smartfon-nubia-red-magic-mars-vyhodit-na-mezhdunarodnyj-rynok
-
- 1
-
-
მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია Intel-ი ამზადებდა ახალ კომპიუტერებს - Ghost Canyon X-ს, NUC-სერიაში ( Next Unit of Computing). რესურსი FanlessTech საზოგადოებას უზიარებს ამ ახალი მძლავრი კომპიუტერის ფოტოებს. როგორც მოსალოდნელია, Intel Ghost Canyon X ნამდვილი „მონსტრი“ იქნება თავის ფორმატში. სისტემა დაფუძნებული იქნება 45-ვატიან Coffee Lake HR პროცესორზე, რომელიც წარმოდგენილია 8 ბირთვითა და 16 ნაკადით. კომპიუტერს ექნება სამი HDMI 2.0 პორტი, რვა USB 3.1 Gen2 პორტი (ორი ფრონტალური და ექვსი - უკანა მხარეს) 10 გბიტი/წმ. სიჩქარით. ასევე ექნება ორი კონექტორი Thunderbolt 3, ორი სლოტი M.2 ფორმატის დრაივებისთვის და PCIe x16 კონექტორი დისკრეტული ვიდეო ბარათისთვის. შესაძლებელი იქნება 64 გიგაბაიტამდე DDR4-2666 ოპერატიული მეხსიერების დაყენება. ფლაგმანური მოდელი აგებული იქნება რვაბირთვიან i9-9xxxH (Coffee Lake Refresh H) მობილურ პროცესორზე, TDP-ის დონით - 45 ვტ. სამწუხაროდ, მეცხრე თაობის Core-პროცესორების მქონე Ghost Canyon X-ის სერიის მოწყობილობების გამოსვლა ახლო მომავალში არ იგეგმება: მისი ანონსი შედგება 2019 წლის ბოლოს-2020 წლის დასაწყისში. წარმოდგენილ ფოტოებზე 5 ლიტრი მოცულობის კორპუსი საკმაოდ უბრალოდ და დახვეწილად გამოიყურება, თუმცა ბაზარზე გამოსვლამდე მისი ვიზუალი შესაძლოა კიდევ შეიცვალოს. https://3dnews.ru/979382
-
- 1
-
-
ჩიპების მწარმოებელმა მიიღო გამაფრთხილებელი სასამართლო აკრძალვა ჩინეთში Apple-ის რამოდენიმე სმარტფონის შეტანა-გაყიდვის შესახებ. სასამართლო აკრძალვა ვრცელდება შემდეგ სმარტფონებზე: iPhone 6s, iPhone 6s Plus, iPhone 7, iPhone 7 Plus, iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X. ამავე სასამართლომ ერთი წლის წინ აკრძალა კომპანია Micron Technology Inc.-ის მთელი რიგი ჩიპების ჩინეთში შეტანაც. პატენტები, რომლებსაც საუბარი ეხება, დაკავშირებულია Qualcomm-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მათ შორის, ფოტოს ზომების შეცვლასა და სენსორულ ეკრანზე აპლიკაციების მართვასთან. „Apple აგრძელებს ჩვენი ინტელექტუალური საკუთრებიდან სარგებლის მიღებას, ამავე დროს კი უარს ამბობს ამის საფასური გადაგვიხადოს“ - აღნიშნა Qualcomm-ის მთავარმა მრჩეველმა Don Rosenberg-მა. თავის მხრივ Apple-მა განაცხადა, რომ ყველა ზემოთხსნებული მოდელი ძველებურად გაყიდვაშია ქვეყნის ფარგლებში, რამდენადაც მისი ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია iOS 12 კავშირში არაა საპატენტო კონფლიქტთან. „Qualcomm-ის მცდელობა - აკრძალოს ჩვენი პროდუქტები - კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან. მის არაკანონიერ ქმედებებს მთელ მსოფლიოში იკვლევენ მარეგულირებელი ორგანოები“ - მითითებულია Apple-ის განცხადებაში. ამ ამბების პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ Huawei დააჯარიმებს თავის თანამშრომლებს, თუკი ისინი iPhone-ს შეიძენენ. აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი უარყოფითად აისახება კომპანიების მოღვაწეობასა და მათ მოგებაზე. ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობას ზიანი მოაქვს კომპანია Huawei-სთვისაც. იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს თავის საქმიან პარტნიორს - კომპანია Menpad-ს, რომელიც კომპონენტებს აწვდის Huawei-სა და სხვა ჩინურ მწარმოებლებს, Huawei-მ განაცხადა, რომ დაიწყებს იმ თანამშრომლების დასჯას, ვინც ამერიკული კომპანია Apple-ის სმარტფონებს შეიძენს. Menpad-ის ინფორმაციის თანახმად, Huawei გეგმავს ამ მოთხოვნის დამრღვევებს დაუწესოს იმ თანხის ოდენობის ფულადი ჯარიმა, რა ღირებულებისაც იქნება მათ მიერ შეძენილი iPhone. https://3dnews.ru/979447 https://3dnews.ru/979420
-
- 1
-
-
Google +-ში მოხდა მონაცემთა მორიგი გაჟონვა, ამიტომ Google-მა გადაწყვიტა სოციალური ქსელის სამომხმარებლო ვერსია დახუროს დაგეგმილ დროზე ოთხი თვით ადრე: სოციალური ქსელი დაიხურება აპრილში, აგვისტოს ნაცვლად. გარდა ამისა, ქსელზე API წვდომა დაიხურება მომდევნო 90 დღის განმავლობაში. Google-ის ინფორმაციით, ქსელის დაუცველობის გამო დაზარალდა 52,5 მლნ მომხმარებელი, რომელთაც პროფილებში მითითებული ჰქონდათ თავიანთი პირადი ინფორმაცია. მომხდარმა გავლენა იქონია დახურულ ექაუნთებზეც კი. Google+-ში მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ოქტომბერშიც. ხარვეზი კი პირველად მარტში გამოვლინდა, თუმცა არ გაჟღერებულა მის შესახებ, რამაც საბოლოოდ მნიშვნელოვან პრობლემებამდე მიიყვანა საქმე. შედეგად, Googleმ-ა გამოაცხადა, რომ დაიხურება სოციალური ქსელის სამომხმარებლო ვერსია, რომელიც დიდხანს იბრძოდა მომხმარებლების მისაზიდად. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მონაცემთა გაჟონვა მათ თავად აღმოაჩინეს და იგი ექვსი დღის განმავლობაში ხდებოდა - 7-დან 13 ნოემბრამდე. „ახალი ხარვეზის აღმოჩენის გამო გადავწყვიტეთ დავაჩქაროთ ყველა Google+ API-ის დახურვა; ეს მომდევნო 90 დღის განვალობაში მოხდება“ -ნათქვამია Google-ის პროექტების მართვის ვიცე-პრეზიდენტის, David Thacker-ის ბლოგში. „ამასთან, გადავწყვიტეთ ბოლო მოვუღოთ Google+-ს 2019 წლის აპრილში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება, რომელიც პრიორიტეტია“. Google+ არსებობას და ოპტიმიზაციას გააგრძელებს მხოლოდ როგორც კომპანიის კორპორატიული პროდუქტი. https://www.theverge.com/2018/12/10/18134541/google-plus-privacy-api-data-leak-developers
-
- 1
-
-
როგორც მოსალოდნელი იყო, პერიფერიული მოწყობილობების მწარმოებელმა 8bitdo-მ გამოასწორა მინიატურული გეიმინგ-კონსოლის - Sony PlayStation Classic-ის უმთავრესი მინუსი: უსადენო კონტროლერების არარსებობა. კომპანიამ განაცხადა თავისი უახლესი ადაპტერის, plug-and-play მოწყობილობის შესახებ, რომლის მეშვეობითაც PS Classic-ი მიიღებს უამრავი ტიპის კონტროლერის მხარდაჭერას: მათ შორისაა PS3 და PS4 DualShock-კონტროლერები, ასევე Switch და Wii U pro, Bluetooth-ის მხარდაჭერის მქონე Xbox-ის კონტროლერები და Nintendo Switch Joy-Con-იც კი. ასევე, ადაპტერს აქვს 8bitdo-ს რეტრო-სტილის ყველა არსებული კონტროლერის მხარდაჭერა. 8bitdo-ს ანონსები ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. გარკვეული პერიოდის წინ კომპანიამ გამოუშვა უსადენო კონტროლერების პარამეტრები NES და SNES Classic-ისთვის, აგრეთვე გამოსცა მთელი რიგი სასარგებლო და საჭირო ადაპტერები. ენთუზიასტებს ასევე შეუძლიათ თავად ააწყონ თავიანთი უსადენო კონტროლერი 8bitdo-ს DIY-ნაკრებისგან სულ რაღაც 20 დოლარად. რასაკვირველია, ახალი ადაპტერი ვერ მოაგვარებს PlayStation Classic-ის ყველა პრობლემას, მაგალითად, კონსოლის ფუნქციების სიმცირეს და თამაშების ხაზს. ადაპტერის წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია 19,99 აშშ დოლარად, მიწოდება დაიწყება 31 დეკემბრიდან. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/10/18134213/playstation-classic-wireless-controller-adapter-8bitdo
-
- 1
-
-
(TSMC: Taiwan Semiconductor Manufacturing Company) DigiTimes-ზე გამოქვეყნებული მატერიალის მიხედვით ცნობილი ხდება TSMC-ის მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ: კომპანია აპირებს ტაივანში ააშენოს ახალი საწარმო, სადაც მოხდება 200 მმ-იანი სილიკონის ფირფიტების შემუშავება. ამ ფორმატზე კომპანია მუშაობდა ჯერ კიდევ 15 წლის წინ, შემდეგ კი წარმოება კონცენტრირდა 300 მილიმეტრიან ფორმაზე. „ძველ გზაზე“ დაბრუნება TSMC-ს აიძულა სპეციალიზირებულ ტექნოპროცესზე მოთხოვნის ზრდამ. ფოტოს წყარო: TSMC აგრეთვე ცნობილია, რომ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის საგამოცდო წარმოებას TSMC მომდევნო წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს, 2020 წლის შუა პერიოდისთვის კი უკვე მიწოდებული იქნება პროდუქციის პირველი ნაკადი. 2021 წლამდე, TSMC-ის ხელმძღვანელობის შეფასებით, კომპანიის მოგება წელიწადში 5-10%-ით გაიზრდება. ამ პერიოდში ყოველწლიური კაპიტალური დანახარჯები 10-12 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამიტომ, კონკურენტებს შორის TSMC მეოთხე ადგილს იკავებს: იგი ჩამორჩება Samsung-ს, Intel-სა და SK Hynix-ს. https://overclockers.ru/hardnews/show/94842/v-2020-godu-tsmc-osvoit-massovyj-vypusk-5-nm-izdelij
-
მობილური გაჯეტების ბაზარი სწრაფად იზრდება და ვითარდება. ის, რაც დღესდღეობით ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია, ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ამჟამად ფლაგმანური სეგმენტი სავსეა დივაისებით, რომლებიც მოიცავს შთამბეჭდავი დიზაინისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე სმარტფონებს. სტატიაში თავმოყრილია 2018 წლის საუკეთესო სმარტფონების ხუთეული. (აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩამოთვლილი დივაისები ავტორის სუბიექტურ აზრს გამოხატავს, თქვენი სიმპათიები და აზრები შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარებში). „საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული“ - iPhone XS Max: დღესდღეობით, კომპანია Apple-ის საუკეთესო სმარტფონი iPhone XS Max-ია, იგი მეტისმეტად ძვირი ეჩვენებათ კომპანიის ფანატებსაც კი, თუმცა მისი შეძენისას მფლობელი იღებს მაღალი წარმადობის მქონე სმარტფონს საუკეთესო კამერით. მოკლედ მახასიათებლების შესახებ: პროცესორი: 6-ბირთვიანი Apple A12 Bionic, Apple M9 პროცესორი; მეხსიერება: 4 გბ RAM, 64/256/512 გბ; კამერები: ძირითადი 12+12 მეგაპიქსელი 2x ოპტიკური zoom-ით. ფრონტალური კამერა - 7 მეგაპიქსელი (1080р/30fps); დისპლეი: 6,5 დუიმი, 2688×1242 გაფართოება, OLED ტექნოლოგია; ბატარეა: 3179 მილიამპერი/სთ. უსადენო დატენვის მხარდაჭერა. „სმარტფონი მომავლიდან“ – OPPO Find X: აღნიშნული სმარტფონი გამოირჩევა უჩარჩოო ფუტურისტული დიზაინითა და შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლებით: პროცესორი: Qualcomm Snapdragon 845, გრაფიკა: Adreno 630; მეხსიერება: ოპერატიული 8 გბ, ფლეშ-მეხსიერება 128/256 გბ; კამერები: 20+16 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, 25-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა; დისპლეი: 6,4 დუიმი, 2340х1080p გაფართოება; გვერდების შეფარდება: 19:9-ზე; ბატარეა: 3730 მილიამპერი/სთ. მხარდაჭერილია როგორც სწრაფი, ასევე უსადენო დატენვა. „დროში გამოცდილი“ – Samsung Galaxy S9 Plus: Samsung-ის სმარტფონები რომ მუდმივად დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. ზემოთხსენებული მოდელი წარმოდგენილია ორ კონფიგურაციაში: საფირმო პროცესორის - Exynos-ის (EU) ბაზაზე და Qualcomm-ის ტოპ-ჩიპსეტით. ეს უკანასკნელი გაცილებით მეტი წარმადობის მქონე მოდელია. პროცესორი: Exynos 9810 (EU) ან Qualcomm Snapdragon 845 (USA); მეხსიერება: 4 გბ ოპერატიული (LPDDR4), ჩაშენებული - 64/128/256 გბ (UFS 2.1); კამერები: ძირითადი კამერა - 12+12 მეგაპიქსელი, ფრონტალური - 8 მეგაპიქსელი; დისპლეი: SuperAMOLED, 6,2 დუიმი, 2960x1440p გაფართოება (Quad HD+), გვერდების შეფარდება - 18:9-სთან; ბატარეა: 3000 მილიამპერი/სთ, საფირმო უსადენო დატენვა, სწრაფი დატენვა. „საუკეთესო სმარტფონი ენთუზიასტებისთვის“ – OnePlus 6T: ამ სმარტფონის შეძენისას მფლობელი იღებს ერთ-ერთ ყველაზე ტოპ-ტექნიკური მახასიათებლების მქონე დივაისს. აღსანიშნავია ხარისხიანი სოფთვეარ-მხარდაჭერა, რომლის წყალობითაც არც თუ ისე ახალი მოდელებიც კი სტაბილურად იღებენ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს. პროცესორი: Qualcomm Snapdragon 845, 2,8 გჰც სიხშირე; მეხსიერება: 8 გბ ოპერატიული, ჩაშენებული - 256 გბ; კამერები: 16+20-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა; დისპლეი: 6,41 დუიმი, 2280х1080р გაფართოება, გვერდების შეფარდება - 18:9-ზე, ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი; ბატარეა: 3700 მილიამპერი/სთ, მხარდაჭერილია უსადენო და სწრაფი დატენვა. და ბოლოს - Huawei P20 Pro: Huawei-ის ფლაგმანური სმარტფონი წარმოდგენილია შესანიშნავი ფოტოგადაღების შესაძლებლობით, მიმზიდველი ვიზუალითა და საფირმო Kirin 970 პროცესორით. პროცესორი: საფირმო 10-ნანომეტრიანი HiSilicon Kirin 970, გრაფიკა: Mali-G72; მეხსიერება: 6 გბ ოპერატიული (LPDDR4), ჩაშენებული - 128 გბ. (UFS 2.1); კამერები: 8+20+40 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა (3х zoom, ოპტიკური სტაბილიზატორი, ლაზერული ფოკუსირება), 24-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა სახის ამომცნობი ტექნოლოგიით; დისპლეი: 6,1 დუიმი, OLED, 2240х1080р რეზოლუცია, გვერდების შეფარდება: 18,7:9-სთან; ბატარეა: 4000 მილიამპერი/სთ, სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. https://overclockers.ru/blog/Chernoff_Blog/show/22606/top5-flagmanskih-smartfonov-uhodjaschego-goda
-
- 1
-
-
მომდევნო წლის ბოლოსთვის Intel-ი აპირებს ბაზარზე გამოუშვას 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით შექმნილი Ice Lake-ის თაობის მზა კომპიუტერები. პირველ რიგში გაყიდვაში გამოვა ტექნოლოგიის შესაბამისი ლეპტოპები. ბლოგერი David Schor-ი Twitter-ის საშუალებით საზოგადოებას უზიარებს 10-ნანომეტრიანი Ice Lake მობილური პროცესორების მახასიათებლებს. ფოტოს წყარო: Twitter, David Schor მოხსენიებულია ორი პროცესორი ორი ბირთვით, რომლებიც სავარაუდოდ ეკუთვნის Ice Lake-Y სერიას. მათი სიხშირეები მერყეობს 1,6-დან 2,4 გიგაჰერცამდე, Cache-მეხსიერების მოცულობა აღწევს 4 მეგაბაიტს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესორები იმუშავებს LPDDR4 ტიპის მეხსიერებასთან ერთად. ფოტოს წყარო: Twitter, David Schor Ice Lake-U სერიის პროცესორს აქვს ოთხი ბირთვი და 8 მეგაბაიტი cache-მეხსიერება, თუმცა სიხშირის მიხედვით პროგრესი არ არის: ამ შემთხვევაშიც 2,4 გიგაჰერცია. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი ეხება ყველაზე ეკონომიური კლასის მობილურ პროცესორებს, ასე რომ გრანდიოზული გარღვევის მოლოდინი სიხშირის მხრივ გამართლებული არ არის. https://overclockers.ru/hardnews/show/94851/mobilnye-10-nm-processory-intel-ice-lake-demonstrirujut-chastoty-blizkie-k-okonchatelnym
-
- 1
-
-
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის წარმომადგენელი Hester Peirce სიტყვით გამოვიდა ციფრული აქტივების საინვესტიციო ფორუმზე, სადაც განაცხადა, რომ არ ღირს უახლოეს დროში ველოდოთ Bitcoin-თან დაკავშირებული საინვესტიციო საფონდო ბირჟის (ETF) დამტკიცებას. „დამტკიცება შესაძლოა მოხდეს როგორც ხვალ, ისე 20 წლის შემდეგ. SEC-ს უამრავი დრო დასჭირდა Finhub-ის (ფინანსური ინოვაციების რეგულატორის სტრატეგიული ცენტრი) დაარსებისთვის“ - განაცხადა Hester Peirce-მა. კრიპტოსავალუტო ქომიუნითის ფარგლებში Peirce-მა მეტსახელად მიიღო „Crypto Mom“, რადგან იგი არ დაეთანხმა რეგულატორის გადაწყვეტილებას - უარი ეთქვათ Bitcoin ETF-ის განაცხადზე. მისი თქმით, იგი ცდილობს გავლენა მოახდინოს კომისიაში მყოფ თავის კოლეგებზე, რათა მათ დაიწყონ უფრო ლოიალურად მიდგომა ახალი ფინანსური ინსტრუმენტებისადმი, თუმცა ამ ყველაფერს შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. Bitcoin-ის ინსტიტუციონალიზაციას რაც შეეხება, პირსმა განაცხადა, რომ რეგულატორი დიდ დაინტერესებას ხედავს ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან და ინდუსტრიაში კაპიტალის მოზიდვა სასარგებლო იქნება. „მე მგონია, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კრიპტოვალუტების ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა. შესაძლოა ეს არ არის ის, რაც სრულიად საზოგადოებას სურს, მაგრამ ვთვლი, რომ არიან ინვესტორები, რომელთაც სურვილი აქვთ კრიპტოსავალუტო ინდუსტრიას შემოუერთდნენ“ - აღნიშნა SEC-ის კომისარმა. მან ასევე კომენტარი გააკეთა კომისიის მიერ ორ ICO-სტარტაპთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებაზე, როდესაც სტარტაპერები აიძულეს თანხა დაებრუნებინათ ინვესტორებისთვის. პირსმა განაცხადა, რომ „კანონი ყველამ უნდა დაიცვას“, თუმცა „რეგულატორმა უნდა გადაწყვიტოს, ხელს უშლის თუ არა რეგულაციები ინოვაციურ იდეებს“. „მსურს დავრწმუნდე, რომ ინოვაციებისთვის კარი ფართოდაა ღია და ახალი პროექტები არ არიან რეგულაციებით მეტისმეტად შეზღუდულნი“ - თქვა მან. მცირე ხნის წინანდელ ინტერვიუში SEC-ის თავმჯდომარე Jay Clayton-მაც უარი განაცხადა ესაუბრა Bitcoin ETF-ის დამტკიცების კონკრეტულ ვადებზე: „არ ვაპირებ საზოგადოებას შევატყობინო ახალი საბირჟო ინსტრუმენტის დამტკიცების ვადების შესახებ, თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ გარკვეული პასუხები კითხვებზე, რაც გვაინტერესებდა“ - განაცხადა Clayton-მა. იმას, რომ ახლო პერიოდში არ უნდა ველოდოთ Bitcoin ETF-ის დამტკიცებას, უამრავი პირი ამტკიცებდა კრიპტოქომიუნითიდან და როგორც აღმოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ. კომისიამ კიდევ ერთხელ გადადო დამტკიცების შესახებ განაცხადის ერთობლივი განხილვა, რომელიც შეტანილი იყო საინვესტიციო ფირმა VanEck-ისა და ბლოკჩეინ-კომპანია SolidX-ის მიერ. https://cryptonovosti.com/komissar-sec-%C2%ABetf-bitkoina-mozhet-byit-odobren-kak-zavtra,-tak-i-cherez-20-let%C2%BB/
-
Razer Blade ეს ლეპტოპი საუკეთესო არჩევანია გეიმინგ-ლეპტოპებს შორის. იგი შექმნილია სპეციალურად თამაშებისთვის და მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის თამაშისთვის, ასევე Windows Mixed Reality სიმულაციებისთვის. თუკი გსურთ ლეპტოპი კონკრეტულად თამაშებისთვის, Razer Blade ნამდვილად სწორი არჩევანია. იგი წარმოდგენილია ყველა აუცილებელი პორტით, რომლებიც საჭიროა Windows Mixed Reality-ის გაშვებისთვის, ასევე აქვს ჩაშენებული GTX 1060, ასე რომ, ეს იდეალური VR-ლეპტოპია. ლეპტოპის პლუსები: გრაფიკულად შესაძლებელია WMR Ultra-ს გაშვება; 144 მეგაჰერციანი ეკრანი; 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი; მიმზიდველი ვიზუალი. ლეპტოპის მინუსები: ხმაურის დონე; ხშირად ცხელდება, მაშინაც კი, როცა არ თამაშობთ. ფასი:1600 აშშ დოლარი გამოსაწერი ლინკი: https://bit.ly/2PtDnSg Razer Blade 15-ის ალტერნატიული ლეპტოპები: მეორე ადგილზე მყოფი შემოთავაზებული ვარიანტია Dell XPS 15: ამ ლეპტოპის ღირებულება 1400 დოლარია, აქვს ვირტუალური რეალობის მხარდაჭერა. იგი არ წარმოადგენს უბრალოდ გეიმინგ-კომპიუტერს: შეუძლია Windows Mixed Reality-ის მართვის ქვეშ მუშაობა Ultra-დონეზე, ამავე დროს, აქვს ჩვეულებრივი, სამუშაო ლეპტოპისთვის დამახასიათებელი გარეგნული დიზაინი და ფუნქციონალურობაც. Dell XPS ლეპტოპი - ეს არის პროფესიონალური, ხარისხიანი დივაისი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურადაც, საოფისე სამუშაოებისთვის. მის საბაზისო მოდელს, Razer Blade-ს მსგავსად, აქვს GTX 1060 ვიდეო ბარათი, რაც ლეპტოპს ანიჭებს საჭირო სიმძლავრეს. ფასი: 1400 აშშ დოლარი გამოსაწერი ლინკი: https://dell.to/2SBr3RT Surface Book 2 Microsoft-ის ლეპტოპი, რომელსაც კომპანია განსაკუთრებულად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, ფასის მხრივ ძვირია, თუმცა შიდა კომპონენტების გათვალისწინებით და არა მხოლოდ, საუკეთესო სამეულში დაასახელა Windows Central-მა. შიდა კომპონენტებს რაც შეეხება, ესენია NVIDIA GTX 1060 ვიდეო ბარათი, მერვე თაობის Core i7 პროცესორი და 8GB RAM. ფასი: 1800 აშშ დოლარი გამოსაწერი ლინკი: https://bit.ly/2En8MVp ! ხსენებული ლეპტოპები წარმოადგენს Windows Central-ის შემოთავაზებულ ვარიანტებს და, შესაბამისად, მის სუბიექტურ არჩევანს. https://www.windowscentral.com/best-laptops-windows-mixed-reality
-
- 1
-
-
Sony-მ და Samsung-მა უკვე დააანონსეს 48-მეგაპიქსელიანი სენსორები, ამას გარდა უფრო და უფრო ხშირად ისმის ცნობები დიდი რაოდენობით პიქსელების მქონე კამერების შესახებ სხვადასხვა კომპანიებიდან. სულ ახლახანს დაანონსდა Honor View 20, რომელშიც გამოყენებულია Sony IMX სენსორი, Huawei Kirin 980 პროცესორი და ისეთივე დიზაინის, ე.წ. “hole-punch” სელფი-კამერა, როგორიც ექნება Huawei-ს სამომავლო Nova 4-ს. ამ უკანასკნელის სრული ანონსი მომავალი კვირისთვისაა დაგეგმილი. View 20 წარმოადგენს View 10-ის გაგრძელებას, რომელიც არის საშუალო კლასის სმარტფონი და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მიმდინარე წელს. Honor-ისგან ჯერჯერობით არ ხმაურდება სრული ინფორმაცია View 20-ის შესახებ: საზოგადოებას 22 იანვრამდე მოცდა მოუწევს - პარიზში გამართულ ივენთზე მოხდება სმარტფონის გლობალური მოდელის წარდგენა. V20-ის ჩინური ვარიანტი კი 26 დეკემბრიდან გამოჩნდება. ცნობილი გახლავთ ის, რომ View 20 თავის წინამორბედ მოდელთან შედარებით უფრო აგრესიულად გაუწევს კონკურენციას სხვა სმარტფონებს. ანალოგიური გეგმები აქვთ Sony-ს და Samsung-საც. აგრეთვე, კომპანია Xiaomi-ც ემზადება უახლოეს თვებში 48-მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონის გამოსაშვებად. კომპანიის პრეზიდენტმა რესურს Weibo-ზე გამოაქვეყნა სმარტფონის ფოტო წარწერით - “48MP camera”. როგორც ცნობილია, ეს სმარტფონიც იანვარში გამოვა. მაღალი რეზოლუციის მქონე სენსორებიანი სმარტფონები ამ დრომდეც არსებობდა, მაგალითად, 41-მეგაპიქსელიანი მოდელი Nokia 808 PureView და Nokia Lumia 1020, თუმცა, პროგრამული უზრუნველყოფის, ზომებისა და ოპტიკის კუთხით უამრავი ვარიაციისა და ცვლილებების პირობებში რთულია შედარება რეალიზაციის მხრივ. საზოგადოება მოუთმენლად ელის მომავალი სმარტფონების გამოსვლას, რათა საბოლოოდ ცხადი გახდეს - რამდენად შეესაბამება მოლოდინი რეალობას. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/10/18134035/48-megapixel-camera-phone-xiaomi-honor-release-date
-
- 1
-
-
კომპანია HMD Global-ი, რომელიც უშვებს სმარტფონებს Nokia-ს მარკით, აპირებს, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტში. პირველი სმარტფონი Nokia-ს ბრენდით - Nokia 6 – HMD Global-მა დააანონსა 2017 წლის იანვარში. მას შემდეგ კომპანიას საკმაოდ კარგი მიღწევები ჰქონდა. ცნობილია, რომ ორი წელში სმარტფონ Nokia-ს გაყიდვებმა შეადგინა 70 მილიონი ერთეული. დღესდღეობით, Nokia-ს სმარტფონები ძირითადად წარმოდგენილია დაბალი და საშუალო ფასის სეგმენტში. ამიტომ, HMD Global-ი სამომავლოდ აპირებს კონცენტრირდეს მაღალი წარმადობის მქონე სმარტფონების ბაზარზე. ცნობილია, რომ კომპანიის გეგმებში შედის ფლაგმანური დივაისების გამოშვებაც. გარდა ამისა, HMD Global-ი ინვესტიციას ჩადებს თანამდევი ეკოსისტემის განვითარებაში. კერძოდ, ეს ნიშნავს სხვადასხვა აქსესუარის გამოშვებასა და ხარისხიანი სამომხმარებლო სერვისების წარდგენას. IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გლობალური მასშტაბით, წარდგენილი იყო 355,2 მილიონი სმარტფონი. ეს დაახლოებით 6%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, როცა მიწოდებული იყო 377,8 მილიონი ერთეული. https://3dnews.ru/979325
-
- 1
-
-
2016 წლის ივლისში კომპანია Xiaomi-მ ყველა გააოცა სმარტფონ Redmi Pro-ს გამოშვებით. როგორც ცნობილია, Redmi-ს ხაზმა მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწია ბიუჯეტურ სმარტფონებს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 200 დოლარის ტოლი იყო, გაყიდვების დაწყებიდან რამოდენიმე თვეში კი გაყიდვების ნიშნული 140-150 დოლარამდე ჩამოვიდა. ფასის მიუხედავად, Redmi Pro-ს აქვს კომპანია MediaTek-ის ფლაგმანური პროცესორი. ტოპ-მოდიფიკაციას ჰქონდა Helio X25 ჩიპი, რომლის კონფიგურაციაშიც შედიოდა ათი ბირთვი 2,5 გჰც ტაქტის სიხშირით. სმარტფონის კიდევ ერთ ღირსებას წარმოადგენდა ორი კამერა. ამჯერად კი ჩინური წყაროების მიხედვით კომპანია ანონსისთვის ამზადებს ახალ მოდელს Redmi Pro 2-ს, რომელიც შესაძლოა გახდეს ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მომდევნო წლისთვის. რამოდენიმე დღის წინ, Xiaomi-ს პრეზიდენტმა ლინ ბინმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი სამომავლო სმარტფონის კორპუსის უკანა ნაწილის ფოტო და განაცხადა, რომ მისი ანონსი 2019 წლის იანვარში შედგება. როგორც გაირკვა, ეს მოდელი აღმოჩნდა არა ფლაგმანური Xiaomi Mi 9, არამედ სწორედ Redmi Pro 2. მომავალ სმარტფონს ექნება 6,21-დუიმიანი დისპლეი 2340 x 1080 გაფართოებით. მატრიცის მახასიათებლები ისეთივეა, როგორიც აქვს ფლაგმანურ Mi 8-ს, თუმცა იგი შესრულებულია IPS ტექნოლოგიით და არ არის AMOLED ტიპის. Xiaomi Redmi Pro 2 იმუშავებს Qualcomm Snapdragon 675 მობილურ პლატფორმაზე. CPU აგებულია Kryo ბირთვების ბაზაზე, ტაქტის სიხშირეა 1,7 გჰც (ენერგოეფექტური ბლოკი) და 2 გჰც - (მაღალი წარმადობის კლასტერი). პროცესორს აქვს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის მხარდაჭერა, ასევე აქვს სწრაფად დატენვის საშუალება Quick Charge 4+ და კამერები მაქსიმალური გაფართოებით - 48 მეგაპიქსელი. ინსაიდერთა უმეტესობა აცხადებს, რომ Xiaomi Redmi Pro-ზე გამოყენებული იქნება გამოსახულების სენსორი Samsung S5KGM1, და არა - Sony IMX586. მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ Samsung-ის სენსორს არ აქვს გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორის მხარდაჭერა. ამის გამო, იგი შედარებით იაფია, ვიდრე IMX586. ან დროისათვის ჯერ არ არის ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოცულობის მეხსიერება ექნება სმარტფონს, თუმცა ცნობილია სმარტფონის ფასი: დაახლოებით 170 ევრო. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22599/xiaomi-redmi-pro-2-mozhet-stat-ubijcej-srazu-vseh-smartfonov-2019-goda
-
- 1
-
-
კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა მემორანდუმს კორეის გადაზიდვების უსაფრთხოების სააგენტოსთან (KOTSA) თანამშრომლობის შესახებ - სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. ფოტო: Electronic Design საუბარი ეხება 5G-V2X ინფრასტრუქტურის ფორმირებას კორეაში არსებული მსხვილი პოლიგონის - K-City-ის ტერიტორიაზე. ეს მოედანი წამყვანი ცენტრია თვითმართვადი ავტომობილების ტესტირებისთვის. პოლიგონი K-City განთავსებულია 360 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე და მასში შესაძლებელია ავტომობილის მართვის სხვადასხვა ტიპის მოდელირება: ქალაქის პირობები, სოფლის დასახლება, ავტომაგისტრალები და საპარკინგე ადგილები. 5G-V2X ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია მონაცემთა გაცვლა სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ობიექტებს შორის მაღალი სიჩქარის მქონე 5G მობილური კავშირის მეშვეობით. ამის პარალელურად დაგეგმილია თანამედროვე 4G/LTE ტექნოლოგიის გამოყენებაც. „იმის წყალობით, რომ გვაქვს წვდომა ერთ სივრცეში სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო ქსელთან, მათ შორის 5G-ს, 4G-სა და V2X-თან, K-City საშუალებას იძლევა შეიქმნას მაქსიმალურად რეალისტური პირობები ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის ტესტირებისთვის“ - აღნიშნავენ KOSTA-ს სპეციალისტები. პროექტის ფარგლებში Samsung-ი დაკავდება აუცილებელი ქსელური მოწყობილობების დამონტაჟებით. გარდა ამისა, კომპანია დაიწყებს IT-ინფრასტრუქტურის შექმნას, რათა უზრუნველყოს მინიმალურ დროში K-City-ს მაქსიმალური ინფორმაციული უსაფრთხოება. სამომავლოდ, როგორც აღნიშნულია, პოლიგონი გახდება ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის კვლევის ცენტრი, რომელიც დაკავშირებული იქნება აქტიურად მზარდ და განვითარებად 5G ქსელთან. https://3dnews.ru/979315
-
კომპანია EVGA უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს ცნობილ ოვერქლოქერთან - Vince Lucido-სთან (მეტსახელად - K|NGP|N ) და ამ თანამშრომლობის შედეგად რეგულარულად გამოდის საკმაოდ საინტერესო და უჩვეული ვიდეო ბარათები. ამ კუთხით მორიგი სიახლე იქნება გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 2080 Ti K|NGP|N Edition, რომლის რეკლამაც EVGA-მ უკვე დაიწყო. ჯერჯერობით თავად ოვერქლოქერმა გამოაქვეყნა თავის Instagram-ზე მომავალი ვიდეო ბარათის მხოლოდ ნაწილის ფოტო, რომელზეც ჩანს ლოგოტიპი K|NGP|N. ფოტოზე ჩანს PCB დაფის მხოლოდ ნაწილი და რეზერვუარი თხევადი აზოტის ან ჰელიუმისთვის, რაც გაგრილების სისტემას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, წარმოდგება ეს ვიდეო ბარათი ზუსტად ამ სახით თუ რაიმე შეიცვლება გაგირილების სისტემასთან დაკავშირებით: ექნება ამგვარი სისტემა თუ ტრადიციული ტიპის გაგრილება. EVGA GeForce GTX 1080 Ti K|NGP|N Hydro Copper უფრო ადრე, K|NGP|N მარკით კომპანია EVGA-მ გამოუშვა რამოდენიმე, უმაღლესი წარმადობის მქონე ძვირადღირებული მოდელები. სტანდარტული ვიდეო ბარათებისგან ისინი გამოირჩეოდა კვების გაუმჯობესებული ქვესისტემით, გაგრილების უფრო მძლავრი სისტემით და და რჩეული გრაფიკული პროცესორებით. შედეგად გამოვიდა გრაფიკული ამაჩქარებლები, რომლებიც ორიენტირებულია ოვერქლოქერი ენთუზიასტებისთვის და იძლევა მაქსიმალური სიხშირის მიღწევის საშუალებას. როგორც ჩანს, ახალი GeForce RTX 2080 Ti K|NGP|N Edition ვიდეო ბარათიც გააგრძელებს ამ ტრადიციას. https://3dnews.ru/979314
-
სახის ამომცნობი რთული ტექნოლოგია მრავალი დისტოპიური ინიციატივის საფუძველს წარმოადგენს ჩინეთში. 200 მილიონი სათვალთვალო კამერა - 4ჯერ მეტია აშშ-ში არსებულ კამერებზე. ჩინური კამერები აკვირდებიან მუსულმანურ უმცირესობას, ბლოკავენ საცხოვრებელ კომპლექსებს და „სირცხვილის ბილბორდებზე“ საქვეყნოდ ასაჯაროვებენ ადამიანთა სახეებს. საზოგადოებრივ აზრში არის შეშფოთება, რომ ამგვარი კამერებისა და ქმედებების რაიმე ფორმით გავრცელება გარდაუვალია სხვა ქვეყნებში, უკიდურეს შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში მაინც. სანამ ამგვარი რამ მართლაც მოხდება, ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლები, საზოგადოებრივ და კერძო პირთა კოალიცია განგაშის ატეხვას იწყებს. Al Now - ეს არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სხვადასხვა ტექნოკომპანიების თანამშრომლები, მათ შორის, Google-სა და Microsoft-ში მომუშავე პირები. ჯგუფი ხელისუფლებას წერილობით მოუწოდებს დაარეგულიროს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყება მანამ, სანამ ეს ყველაფერი დაარღვევს ადამიანთა სამოქალაქო უფლებებს. გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „სახის ამოცნობა და ამოცნობის შემდგომი ეფექტი მკაცრ რეგულაციებს საჭიროებს საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად. ეს რეგულაციები უნდა მოიცავდეს ეროვნულ კანონებს, რომლებითაც დაწესდება მკაცრი კონტროლი და შეზღუდვები ტექნოლოგიაზე, რათა არ დაირღვას ადამიანთა უფლებები. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება - უარი თქვას ამ ტექნოლოგიის გამოყენებაზე როგორც სახელისუფლებო, ისე კერძო კონტექსტში“. Al Now-ს მკვლევარები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან ე.წ „affect recognition“-თან დაკავშირებით და ცდილობენ განსაზღვრონ ადამიანთა ემოციები, თუ რამდენად არის შესაძლებელი მათი მანიპულირება. ამ დრომდე გაცილებით ადრე, Microsoft-ის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა ისაუბრა ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ რისკებზე: „ვთვლით, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები ამ ტექნოლოგიის დასარეგულირებლად. შეიძლება ითქვას, რომ ჯინი ბოთლიდან უკვე გამოშვებულია. თუკი ჩვენ ახლავე დაუყოვნებლივ არ ვიმოქმედებთ, ვრისკავთ, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგია იმ დონეზე განვითარდა, რომ უკვე გაამწვავა სოციალური პრობლემები. იმ დროისთვის კი წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა და პროცესის შეკავება ბევრად რთული იქნება“. სახის ამომცნობი ტექნოლოგია ერთ-ერთი სარისკო ბიომეტრიული მახასიათებელია კონფიდენციალურობის დარღვევის თვალსაზრისით, რადგანაც ადვილია მისი გამოყენება და მისით ბოროტად სარგებლობა ხალხის ნება-სურვილისა და თანხმობის გარეშე. შესაძლებელია, რომ ამერიკელების „პარანოია“ შეწყდება, თუმცა მეორე მხრივ, არსებობს საპირისპირო სცენარის განვითარების ალბათობა, თუკი რომელიმე პოპულისტი ავტორიტარი ლიდერი აუცილებლად ჩათვლის მის გამოყენებას ტერორიზმსა და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლის საბაბით. https://www.theverge.com/2018/12/7/18129858/microsoft-facial-recognition-ai-now-google
-
ჩინეთში გამართულ კონფერენციაზე კომპანია Xiaomi-მ მოახდინა თავისი ბოლო ფლაგმანის - Mi Mix 3-ის 5G ვერსიის დემონსტრაცია. Xiaomi-მ აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი ინტერნეტით სარგებლობა და ლაივ-სტრიმინგი 5G ქსელის მეშვეობით. 5G Mi Mix 3 სმარტფონი მუშაობს Qualcomm Snapdragon 855 პროცესორსა და X50 5G მოდემზე მაქსიმალური სიჩქარით - 2 გბიტი/წმ. სმარტფონის ჩვეულებრივი ვერსია მუშაობს Snapdragon 845 პროცესორზე, ისევე როგორც 2018 წლის Android-სმარტფონების უმეტესობა. Xiaomi 5G ტექნოლოგიაზე 2016 წლიდან მუშაობს, იგი თანამშრომლობს ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ მობილურ ოპერატორთან - China Mobile, რათა გამოიკვლიოს უფრო მეტი შესაძლებლობა ახალ, სამომავლო ტექნოლოგიაში. 5G Mi Mix 3 ვერსია ევროპაში ხელმისაწვდომი გახდება მომდევნო წლის დასაწყისში, ასევე, კიდევ მეტი, 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონი გამოჩნდება მომავალ წელს. https://www.theverge.com/2018/12/7/18130976/xiaomi-mi-mix-3-5g-version-demo
-
- 1
-
-
მაუსი Razer Naga Trinity დაპროექტებულია MOBA/MMO თამაშებისთვის. მის საფუძველს წარმოადგენს მოწინავე ოპტიკური სენსორი 16 000 DPI-ით. გვერდით ნაწილში განთავსებული აქვს ცვლადი კლავიატურა: 2, 7 და 12 ღილაკიანი კონფიგურაციები, რომელთა შეცვლა და გამოყენება შესაძლებელია გეიმინგ-პროცესის საჭიროებების შესაბამისად. თითოეული ღილაკი განკუთვნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ტაქტილური უკუკავშირი. რაც მეტი ღილაკია თქვენს განკარგულებაში, მით მეტი უპირატესობა გაგაჩნიათ მოწინააღმდეგის მიმართ. შესაძლებელია 19 ღილაკის დაპროგრამება მიუხედავად იმისა, ერთ ღილაკს ანიჭებთ ერთ ბრაძანებას თუ ბრძანებათა სერიას. მაუსის შეძენისას მომხმარებელს მწარმოებლისგან ეძლევა ორწლიანი გარანტია. სახელწოდება - Trinity ნიშნავს, რომ მისი შეძენისას მომხმარებელი პრაქტიკულად იღებს მაუსის მოდელს 3 – 1-ში. Razer Naga Trinity-ს შეძენა შესაძლებელია 89 ევროდ. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22558/razer-naga-trinity--mysh-s-tremja-smennymi-klaviaturami
-
- 1
-
-
როგორც ცნობილია, თითოეული ციფრული სერვერი, სოციალური ქსელი თუ საგადასახადო სისტემა ითხოვს მომხმარებლის იდენტიფიკაციას. თუმცა მათი რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება პაროლების რაოდენობაც, რომელთა დამახსოვრება აუცილებელია. ამასთან, უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია ყველგან სხვადასხვა პაროლის გამოყება, რასაც ადამიანთა უმეტესობა არ ითვალისწინებს: თუკი მომხმარებლები ყველა სერვერზე სხვადასხვა პაროლს დააყენებენ, არის რისკი, რომ რომელიმე დაავიწყდეთ ან ერთმანეთში აერიოთ. Microsoft-მა და Mastercard-მა გადაწყვიტეს გააერთიანონ ძალები და წარმოადგინონ ერთიანი გლობალური უნივერსალური გადაწყვეტილება იდენტიფიკაციისთვის. როგორც Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა Ajay Bhalla-მ განაცხადა, ამგვარი სისტემა დააჩქარებს და გაამარტივებს ფინანსურ მომსახურებებს, მოახდენს ინტერნეტში შენაძენების პერსონალიზაციას და აგრეთვე გადაწყვეტს დოკუმენტების არქონასთან დაკავშირებულ პრობლემებს. Bhalla-ს სიტყვებით, მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანია დოკუმენტების გარეშე, მათ შორის ძირითადად ლტოლვილები. ახალი სისტემა კი მათ საშუალებას მისცემს „დაიბრუნონ“ პიროვნულობა. „იდენტიფიკაციის თანამედროვე სისტემები არაერთგვაროვანია და მეტისმეტად განსხვავდება ერთმანეთისგან: ის, რაც ერთ ქვეყანაში მუშაობს, უმოქმედოა მეორეში. ჩვენ ვგეგმავთ შევიმუშავოთ სისტემა, რომელშიც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება გამოყენების მოსახერხებლობა და მომხმარებლის ინტერესები“ - განაცხადა Bhalla-მ. ტექნიკური თვალსაზრისით ეს სისტემა ნიშნავს გლობალურ და ტოტალურ კონტროლს ადამიანის ყველა მოქმედებაზე. Mastercard-ში აცხადებენ, რომ სისტემა უსაფრთხო იქნება, არ მოხდება მონაცემების შეგროვება, ანალიზი და მესამე პირთათვის გადაცემა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ კომპანია Google-ს ადანაშაულებდნენ საძიებო შედეგების სავალდებულო პერსონალიზაციაზე, ასევე, მომხმარებლების მონაცემების შეგროვებაში დაადანაშაულეს Microsoft-ი. ამგვარად, ჯერჯერობით რთულია თქმა, რამდენად გაამარტივებს გლობალური სისტემა ცხოვრებას ან რამდენად გააძლიერებს კონტროლს. ცალკე საკითხია, რამდენად გამოიწვევს პროტესტს მოსახლეობაში. https://3dnews.ru/979246
-
მომავალი Sony PlayStation 5 გეიმინგ-კონსოლის შესახებ უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ამჯერად კი გამოჩნდა ცნობები მისი მთავარი კონკურენტი პლატფორმის - Microsoft Xbox-ის შემდგომი თაობის კონსოლის შესახებ. Brad Sams-მა, რესურს Thurrott.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებას გაუზიარა წინასწარი ცნობები მომავალი Xbox-ის შესახებ. როგორც ცნობილია, ახალი კონსოლი - კოდური დასახელებით Xbox Scarlett – 2020 წელს გამოვა. დაახლოებით ამავე დროს არის მოსალოდნელი PlayStation 5-ის გამოსვლაც. ანალოგიურად მოხდა PlayStation 4-ისა და Xbox One-ის გამოსვლა თითქმის ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში. Microsoft-ის ახალი კონსოლის საფუძველი იქნება Zen 2 არქიტექტურის პროცესორი და „ახალი თაობის“ გრაფიკული პროცესორი. კონკრეტულად რა იმალება ამ ფორმულირების ქვეშ, ჯერჯერობით უცნობია. დიდი ალბათობით, ეს იქნება AMD Navi-ს გრაფიკა ან რაიმე მასზე უფრო ახალი. Microsoft-ის მიზანს წარმოადგენს შექმნას ისეთი კონსოლი, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობას 60 კადრი/წამში სიჩქარით 4K გაფართოებით (3840 × 2160 პიქსელი). იგივე მიზანი გააჩნია თავის მხრივ Sony-საც. ძირითადი შიდა კომპონენტების თვალსაზრისით, ორივე კომპანიის კონსოლი საკმაოდ მსგავსია: PlayStation 5-საც მოელიან რვაბირთვიანი Zen 2 პროცესორითა და Navi-ს გრაფიკით. აღსანიშნავია, რომ Xbox Scarlett-ი, დიდი ალბათობით, არ იქნება Micrsoft-ის ახალი თაობის ერთადერთი კონსოლი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია რედმონდიდან ასევე გეგმავს გამოუშვას ბიუჯეტური მოდელი Microsoft Azure ინფრასტრუქტურით. ასევე იგეგმება ციფრული დისტრიბუციის გაფართოება და სიახლეები მაღაზია Microsoft Store-ში. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დაზუსტებული. თუკი Xbox Scarlett-ი ნამდვილად 2020 წლისთვის არის დაგეგმილი, Microsoft-ი მას დააანონსებს გამოფენა E3 2019-ზე მომდევნო წლის ზაფხულში, ისევე როგორც მოხდა Xbox One X-ის ანონსი გამოსვლამდე წელიწადნახევრით ადრე. https://3dnews.ru/979257
-
Qualcomm-მა ჰავაიში გამართულ სამიტზე დააანონსა პრემიუმ-კლასის პროცესორი Snapdragon 8cx Compute Platform, რომელიც გათვლილია იმ პორტატულ კომპიუტერებზე, რომლებიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows-ზე. მწარმოებლები ახალ პროცესორს უწოდებენ „მსოფლიოში პირველ 7-ნანომეტრიან პლატფორმას PC-სთვის“. იგი სხვადასხვა ელექტრონულ კომპონენტებს აერთიანებს და საშუალებას იძლევა შეიქმნას თხელი, მსუბუქი და ტრანსფორმირებადი ლეპტოპები. პროცესორის საფუძველს წარმოადგენს მაღალი წარმადობის მქონე რვა 64-ბიტიანი Qualcomm Kryo 495 ბირთვი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს გრაფიკული ბირთვი Qualcomm Adreno 680. Snapdragon 8cx პროცესორზე შესაძლებელია 4K გაფართოების მქონე დისპლეების კომპლექტაცია. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება გამოსახულების გამოტანა ორ გარე 4K ეკრანზე. პროცესორის შემადგენლობაში შედის ციფრული პროცესორი Hexagon 685, ასევე პროცესორი გამოსახულების დამუშავებისთვის - Qualcomm Spectra 390 და მეოთხე თაობის ხელოვნური ინტელექტის ძრავი - Qualcomm AI Engine. ახალ პროცესორს აქვს Wi-Fi 802.11ad, 802.11ac Wave 2, 802.11a/b/g და 802.11n უსადენო კავშირების, ასევე Bluetooth 5.0-ის მხარდაჭერა. გათვალისწინებულია მიმღები თანამგზავრული სანავიგაციო სისტემებისთვის - GPS/GLONASS/Beidou/Galileo, ასევე NFC მოდული. პლატფორმა საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას LPDDR4x-2133 ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდულები NVMe SSD და UFS 3.0, კამერა 32 მეგაპიქსელამდე გაფართოებით (ან ორი კამერა 16-16 მეგაპიქსელით), აგრეთვე NVMe SSD და UFS 3.0 ინტერფეისი. ახალი პროცესორის განუყოფელი ნაწილია ფიჭური მოდემი. საუბარია Snapdragon X24 LTE Category 20 ჩიპზე, რომელიც თერიულად უზრუნველყოფს მონაცემთა ჩატვირთვის 2 გბიტი/წმ.-მდე სიჩქარეს და ინფორმაციის გადაცემას 316 მბიტი/წმ.-მდე სიჩქარით. Snapdragon 8cx პლატფორმა საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ვენტილატორების გარეშე მოქმედი პორტატული კომპიუტერები ავტონომიური მუშაობის დიდი ხანგრძლივობით. მას აქვს სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის მხადაჭერა - Qualcomm Quick Charge 4+. და ბოლოს - იგი თავსებადია ოპერაციული სისტემა Windows 10-ის ყველა სისტემასთან: Enterprise, Pro, Home. პროცესორის ბაზაზე შექმნილი კომერციული მოწყობილობები მომდევნო წლის მესამე კვარტალში გამოჩნდება. https://3dnews.ru/979276 https://www.windowscentral.com/qualcom-snapdragon-8cx
-
Google Translate შემოგთავაზებთ გენდერის შესაბამის თარგმანს იმ ენებისთვის, სადაც ამის საჭიროება არსებობს. ამ დრომდე იგი ახდენდა თარგმანში მხოლოდ ერთი შესაბამისი სიტყვის შემოთავაზებას, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის შესაბამისი. თარგმანები, მაგალითად „ძლიერი“ და „ექიმი“ გადმოიცემა, როგორც მამრობითი სქესის შესაბამისი, „მშვენიერი“ და „მედდა“ კი - მდედრობითის. ამ დროიდან Google Translate-ში მოცემული იქნება როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის შესატყვისი თარგმანი კონკრეტულ ენებზე თარგმნისას. Google-ის განცხადების მიხედვით, კომპანია აგრეთვე მუშაობს საკითხზე, თუ როგორ მოხდეს განუსაზღვრელი სქესის სახელების თარგმნა. ამჟამად, სქესის შესაბამისი თარგმანი ხორციელდება მხოლოდ ცალკეულ სიტყვებზე ინგლისურიდან რომანულ ენებში, როგორებიცაა - ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური და ესპანური. თურქული ენა წარმოადგენს ამ დროისთვის ერთადერთ ენას, სადაც შემოთავაზებულია ორივე სქესის შესაბამისი სიტყვის თარგმანი. როგორც ფოტოზე ხედავთ, წინადადება „o bir doktor“-ის თარგმნისას ორივე შესაძლო ვარიანტია მოცემული: „ის ექიმია“ (“she is a doctor” და “he is a doctor”). ახალი ფუნქცია ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ Chrome და Firefox ბრაუზერებში და მოგვიანებით ხელმისაწვდომი გახდება iOS-სა და Android-ზე. Google აცხადებს, რომ გრძელდება მუშაობა, რათა ახალი ფუნქციის მხარდაჭერა სხვა ენებსაც დაემატოს. https://www.theverge.com/2018/12/6/18129203/google-translate-gender-specific-translations-languages
