-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კომპპანია Jaguar Land Rover-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის პრემიუმ-ქროსოვერი Range Rover Evoque, რომელსაც აქვს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები და სმარტ-სისტემები. ავტომობილი შექმნილია წამყვანი არქიტექტურის - Premium Transverse Architecture (PTA)-ს ბაზაზე. ეს არქიტექტურა შემუშავებულია სპეციალურად ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანებისთვის. ახალი ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება ორ ვარიანტად: ერთ-ერთი მათგანი წარმოდგენილი იქნება ბენზო-ელექტრულ პლატფორმაზე, მეორე კი - ტრადიციული ბენზინის ან დიზელის ძრავით. სიმძლავრე დამოკიდებულია კონფიგურაციაზე. სისტემა Adaptive Dynamics, რომელიც მოიცავს ინტელექტუალურ სენსორებსა და რეგულირებად ამორტიზატორებს, აანალიზებს საგზაო პირობებს ყოველ 100 მილიწამში. სისტემა მუდმივად ახდენს ამორტიზატორების ადაპტირებას იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა გზის საფარი, რათა განპირობებულ იქნას მაქსიმალური კომფორტი მართვისას/მგზავრობისას. ქროსოვერს აქვს საფირმო სისტემა Terrain Response 2, მისი საშუალებით მძღოლს შეუძლია აირჩიოს ოთხი რეჟიმიდან სასურველი („კომფორტი“, „ქვიშა“, „ბალახი-თოვლი“, „ტალახი“), ასევე შესაძლებელია მართვა ავტომატურ რეჟიმში. ახალი Range Rover Evoque - ეს არის პირველი ავტომობილი მსოფლიოში, რომელიც წარმდგენილია ტექნოლოგიით „გამჭვირვალე კაპოტი“ - Ground View. ამ სისტემაში გამოიყენება კამერები, რომლებიც განთავსებულია რადიატორის ჩარჩოებსა და გვერდით სარკეებში: იქმნება გამოსახულება ცენტრალურ სენსორულ ეკრანზე, რათა მძღოლს შეეძლოს ნახვა, თუ რა ხდება კაპოტის წინ და ქვეშ - 180 გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით. ქროსოვერს აქვს Touch Pro Duo მულტიმედია. იგი მოიცავს ორ 10-დუიმიან სენსორულ ეკრანსა და პროექტირებად დისპლეის. სისტემები - Apple CarPlay და Android Auto ამყარებენ კავშირს სმარტფონის საშუალებით, 4G/Wi-Fi როუტერი უზრუნველყოფს წვდომას ინტერნეტთან, InControl Remote რესურსის საშუალებით კი შესაძლებელია დაკავშირება ავტომობილიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ახალი ქროსოვერი გახდა Land Rover-ის პირველი ავტომობილი, რომელსაც აქვს Smart Settings ტექნოლოგია, რაშიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე არსებული ალგორითმები: მისი საშუალებით ხდება მძღოლის ჩვევებისა და მისთვის მოსახერხებელი პირობების შესწავლა-განსაზღვრა. გათვალისწინებულია უსაფრთხოების ფართო სისტემა: Lane Keep Assist - სამოძრაო ზოლის მიმართულების შენარჩუნება, Autonomous Emergency Braking - ავტონომიური ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა და Driver Condition Monitor - მძღოლის დაღლილობის განმსაზღვრელი კონტროლის დონეები. ქროსოვერის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/978613
-
ASRock-მა განაცხადა, რომ უშვებს ახალ Z390 DeskMini GTX-ს. მას აქვს უახლესი Intel 9th Gen 8 Core LGA1151 პროცესორების, ასევე, 32 გიგაბაიტამდე DDR4-4000 მეხსიერების მხარდაჭერა - მაქსიმალური წარმადობისთვის 2,7 ლიტრი მოცულობის კორპუსში. DeskMini GTX ახალ სერიის მოდელებს აქვს ინტერფეისები USB 3.1 Gen2 Type-C და Type-A, უზრუნველყოფილია მონაცემთა გადაცემა 10 გბიტი/წმ-მდე სიჩქარით. ჩაშენებული addressable RGB header-ის პროგრამული უზრუნველყოფის - Polychrome RGB-ს მეშვეობით შესაძლებელია უნიკალური ფერადი ეფექტების რეჟიმების მართვა. ახალ Z390 DeskMini GTX-ს აქვს გაძლიერებული Intel® Z390 მიკროსქემების ნაკრები სიმძლავრით - 5+1 ფაზა - 95 ვატიანი და რვა ბირთვიანი Intel® 9th Gen პროცესორების მხარდაჭერისათვის. ასევე აქვს 32 გიგაბაიტამდე ტევადობის მქონე DDR4-4000 ოვერქლოქინგ-მეხსიერების მოდულებისა და NVIDIA GTX1080 8GB MXM ვიდეო ბარათების მხარდაჭერა. წინა პანელზე განთავსებულია USB 3.1 Gen2 Type-C და Type-A პორტები. ახალ Z390 DeskMini GTX-ს აქვს 5 ცალი მონაცემთა სანახი მოწყობილობის მიერთების საშუალება - 3 Ultra M.2 PCIe Gen3 x4 ს;ლოტი და 2 SATA 6Gb პორტი, რაც შთამბეჭდავია 5.7” x 7.4” ზომის micro STX დედა დაფისათვის. https://www.guru3d.com/news-story/asrock-launches-new-z390-deskmini-gtx-series.html
-
- 1
-
-
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია იფრინოს რაიმე სახის ნაწილების მოძრაობის გარეშე - აცხადებს MIT Technology Review. ამგვარი რამ მიღწეულ იქნა ელექტროაეროდინამიკური ძრავის წყალობით, რომელშიც გამოყენებულია ელექტროდების წყვილი, რაც ქმნის იონურ ქარს. ეს მოვლენა ცნობილია 1960-იანი წლებიდან (კომპანია Apple-ს ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა გეგმაში, გამოეყენებინა ეს ტექნოლოგია თავისი ლეპტოპების გაგრილების სისტემაში), თუმცა ზემოთხსენებული შემთხვევა პირველია, როცა იგი რეალიზდა საფრენ აპარატში. ეს „თვითმფრინავი“ იწონის მხოლოდ 2,45 კილოგრამს. კომერციული თავითმფრინავების ზომამდე მისი მასშტაბირების შემთხვევაში ამ აპარატს მიენიჭება უამრავი უპირატესობა ტრადიციულ თვითმფრინავებთან შედარებით: უსაფრთხოება, ხმაურის დონე, ეკოლოგიური უპირატესობა. თუმცა აქ პრობლემები ჩნდება: პირველ რიგში - ბატარეისთვის აუცილებელია 40 000 ვოლტი, რომელსაც ძრავს მიაწვდის, ეს კი საჭიროებს სისტემის მასიურობას. მასიურობა კი დიზაინმა უნდა დააკმაყოფილოს. მკვლევარები თვლიან, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უპილოტო საფრენ აპარატებში. ალტერნატივად ერთ-ერთმა მკვლევარმა წამოაყენა თეორია, რომ ეს ტექნოლოგია გამოყენებულ უნდა იქნეს ტრადიციულ საფრენ ძრავთან კომბინაციაში, რაც გახდის საფრენ აპარატს უფრო ეკონომიურს და შეამცირებს წინაღობას. საფრენი აპარატის მანევრირება შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=k0GAsNjBzEI https://www.theverge.com/2018/11/22/18107764/electric-airplane-no-moving-parts-electroaerodynamic-propulsion
-
- 1
-
-
შავი პარასკევი - ერთ-ერთი საუკეთესო დროა ახალი ყურსასმენების შესაძენად. იხილეთ სადღესასწაულოდ ფასდაკლებული ყურსასმენების რამოდენიმე ვარიანტი: Sony 1000X M2 Sony-ს უსადენო, ხმისჩამხშობი ყურსასმენები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, რაღა თქმა უნდა, მასზე ახალი მოდელი - M3 წარმოდგენილია გაუმჯობესებული კუთხით, თუმცა თითქმის ნახევარ ფასად (199,99 დოლარად 349 დოლარის ნაცვლად), რთულია ნახოთ უკეთესი ალტერნატივა. იხილეთ Amazon-ზე: https://amzn.to/2r28tqh OVER/ON-EAR ყურსასმენები: Plantronics BackBeat Go 810 - 119.99 დოლარად (149 დოლარის ნაცვლად) https://amzn.to/2AiJraz Beats Studio 3 Wireless headphones - 279.99 დოლარად (349.99 დოლარის ნაცვლად) https://bit.ly/2PMXnUZ Audio-Technica A & AD headphones start - 59.99 დოლარიდან. https://bit.ly/2TC96UL EARBUDS Bose SoundSport wireless headphones - 99 დოლარად (149 დოლარის ნაცვლად) https://bit.ly/2PQdQaQ Beats X wireless headphones - 75 დოლარად (109 დოლარის ნაცვლად) https://bit.ly/2OZtrzC JLab JBuds Air true wireless headphones - 30 დოლარად (49 დოლარის ნაცვლად) https://bit.ly/2DUD8yq Jabra Elite 65t - 119.99 $ (169.99 $-ის ნაცვლად) https://amzn.to/2OYjWAM Plantronics BackBeat Fit 3100 – 129 $ (149.99 $-ის ნაცვლად) https://amzn.to/2Adw5fW Plantronics BackBeat Go 410 - 99 დოლარი (129.99-ის ნაცვლად) https://amzn.to/2KqQN0n https://bit.ly/2P0274p
-
კომპანია ASUS-ი წარმოგვიდგენს დედა დაფა ROG Strix B450-E Gaming-ს, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ სისტემებისათვის. დედა დაფა წარმოადგენს Asus-ის ყველაზე მოწინავე მოდელს AMD B450 ჩიპსეტზე და ბევრ საკითხში არ ჩამოუვარდება AMD X470-ის ბაზაზე გამოშვებულ პროდუქტებს. ROG Strix B450-E Gaming დედა დაფას აქვს კვების მძლავრი 12 ფაზიანი ქვესისტემა ერთი 8-პინიანი კონექტორით. საინტერესოა, რომ კვების ამგვარი ქვესისტემა არ აქვს AMD X470 ჩიპსეტზე არსებულ ყველა დაფას. ამავე დროს, ROG Strix X470-F Gaming-ს აქვს მხოლოდ ათი ფაზა. სხვა განსაკუთრებულობებიდან, რითიც ROG Strix B450-E Gaming გამოირჩევა სხვა, AMD B450 ჩიპსეტზე არსებული დაფებისგან, აღსანიშნავია Intel 9260 უსადენო ქსელების კონტროლერი Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 მხარდაჭერით, ასევე ორი M.2 კონექტორი. დაფას აქვს სამი სლოტი PCI Express 3.0 x1 და PCI Express 3.0 x16, ოთხი სლოტი DDR4-3533 (OC) ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის და ექვსი პორტი SATA III. დაფას აგრეთვე აქვს გიგაბიტური ქსელური კონტროლერი Intel I211-AT, ხმაზე კი პასუხისმგებელია კოდეკზე არსებული ქვესისტემა SupremeFX S1220A. დედა დაფა წარმოდგენილია RGB განათებით. დედა დაფა Asus ROG Strix B450-E Gaming უკვე იყიდება ევროპის რამოდენიმე მაღაზიაში დაახლოებით 150 ევროდ. https://overclockers.ru/hardnews/show/94547/asus-vypustila-prodvinutuju-materinskuju-platu-rog-strix-b450-e-gaming
-
- 1
-
-
გასული წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კრიპტოსტარტაპებისთვის, რამდენადაც მათ შეძლეს საკმაოდ დიდი თანხის დაგროვება Ethereum-ში რესურსების მოკრებისას. ახლა კი მოვიდა კოინებისგან გათავისუფლების დრო, რომ როგორმე დაიფაროს ხარჯები. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ICO ჯგუფებს საკმაო რაოდენობის Ethereum-ი დარჩათ იმისათვის, რომ კრიპტოვალუტის ფასი დასწიოს. Ethereum-მა მიაღწია 18 თვიან მინიმუმს, რაც დაახლოებით 91%-ით შემცირების ტოლია მაქსიმალური ფასიდან. Ethereum-ის ფასის ვარდნის თავდაპირველ მიზეზად SEC-ს მიიჩნევენ. NewsBTC-ის მონაცემების მიხედვით, ფინანსურმა რეგულატორმა 250 ათასი დოლარით დააჯარიმა ორი კრიპტოსტარტაპი (Carrier EQ და Paragon Coin) ICO-ს გზით ფასიანი ქაღალდების გამოშვების გამო. აგრეთვე, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ბრალდება წაუყენა EtherDelta-ს დამფუძნებელს არარეგისტრირებული ბირჟის მართვის გამო. ფასის ვარდნის მთავარ კატალიზატორად მაინც ICO-ები ითვლება. მოცემული მომენტისთვის ისინი ფლობენ დაახლოებით 3,57 მილიონ ETH-ს, რაც მთელი მონეტების 3,5 პროცენტს შეადგენს. მოგახსენებთ, რომ აპრილში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო - მთელი მონეტების 4,5 პროცენტი. საშუალოსტატისტიკურმა ICO-მ გაყიდა მოგროვილი რესურსების დაახლოებით 64 % დანაკარგების დაფარვის მიზნით. თუმცა, ICO-ების უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს მსოფლიოში რეალური გამოყენება და არ მოაქვთ თავიანთი შემქმნელებისთვის თითქმის არანაირი მოგება. ამჟამად მათ ორი არჩევანი აქვთ - ან საერთოდ უნდა დახურონ პროექტი, ან განაგრძონ კოინების გაყიდვა ოპერაციული ხარჯების დასაფარად. ამიტომაა ბაზარზე არასტაბილური სიტუაცია და, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში არ დასტაბილურდება. https://bit.ly/2FEoblT
-
- 2
-
-
-
კომპანია Sharkoon-მა დააანონსა ახალი აქსესუარი გეიმინგ სისტემებისთვის - მაუსპედი 1337 RGB, რომლის გაყიდვაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. მაუსპედს აქვს მტკიცე ტექსტილის ზედაპირი, მაუსის მოძრაობისთვის ოპტიმალური თვისებებით. იგი მყარად თავსდება მაგიდაზე სპეციალური, გაცურების საწინააღმდეგო რეზინის ძირის საშუალებით. მაუსპედს აქვს ფერადი RGB განათება. მისი რეჟიმების კონტროლისთვის გათვალისწინებულია მცირე ზომის კონტროლერი ზედა ნაწილში, რომელიც ხელს არ უშლის მაუსის მოძრაობას, რადგან სულ რაღაც 9 მილიმეტრის ზომისაა. კომპიუტერს უკავშირდება USB სადენით. აქსესუარი ხელმისაწვდომი იქნება სამ ვარიანტად: სტანდარტული L ვერსიის ზომებია 259 x 279-ზე, რაც იდეალური ზომაა უმეტეს შემთხვევაში. თუკი გჭირდებათ მანევრირებისთვის უფრო დიდი სივრცე, შეგიძლიათ აირჩიოთ XL ვარიანტი გაბარიტებით - 450 × 380 მმ. და ბოლოს, ყველაზე დიდი XXL ვერსიის გაბარიტებია 905 × 425 მმ, რისი წყალობითაც შესაძლებელია მასზე განთავსდეს არა მარტო მაუსი, არამედ კლავიატურაც. Sharkoon 1337 RGB მაუსპედის ფასების შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/978519
-
კომპანია Spacex-ის კაფსულა Crew Dragon-ის პირველი სატესტო გაშვება, რომელიც ითვალისწინებს ეკიპაჟის მიყვანას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე, დანიშნულია 2019 წლის 7 იანვრისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს NASA. კაფსულას ორბიტაზე გაიყვანს რაკეტა Falcon 9, გაშვება მოხდება ფლორიდაში არსებული ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის იმავე სასტარტო მოედნიდან, საიდანაც 1969 წელს მთვარისკენ სტარტი აიღო Apollo 11-მა სამკაციანი ეკიპაჟით. სატესტო გაფრენა იქნება NASA-ს პროგრამის - Commercial Crew Space-ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მიზნად ისახავს ადამიანების კოსმოსში გაშვებას აშშ-ის ტერიტორიიდან პირველად ათწლიანი პაუზის შემდეგ. ამასთან, ეს იქნება უკანასკნელი გამოცდა რაკეტისთვის, სანამ პილოტირებული გაშვებები დაიწყება. სატესტო გაშვების შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. გაშვების წყალობით ცნობილი გახდება ახალი მონაცემები Falcon 9-ისა და Crew Dragon-ის საექსპლუატაციო ხარისხის შესახებ როგორც მიწაზე, ასევე კოსმოსში. აგრეთვე შემოწმდება სისტემის მუშაობა ორბიტაზე, გაშვებისა და დაფრენის კუთხით. SpaceX და Boeing - ორი მთავარი კონტრაქტორია, რომლებიც ჩართულნი არიან NASA-ს Commercial Crew პროგრამაში. მათი ამოცანაა მოახდინონ ასტრონავტების კოსმოსში გაშვება 2019 წელს კოსმოსური ხომალდების - Crew Dragon-ისა და CST-100 Starliner-ის საშუალებით. იმ დროს, როდესაც SpaceX-ი გაშვებას გეგმავს 2019 წლის დასაწყისში, NASA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სადემონსტრაციო მისია შეიძლება გადაიდოს, რადგანაც „მისიის უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია“. https://3dnews.ru/978546
-
თუკი ელოდით ფასდაკლებებს VR ჰედსეტებზე, სწორედ საუკეთესო დროა თქვენთვის. Black Friday / Cyber Monday სეზონზე შეძლებთ დაზოგოთ ფინანსები თქვენი ფავორიტი ჰედსეტის ან VR სოფთვეარის შეძენისას. HTC Vive Pro უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ერთ-ერთი საუკეთესო მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენილია სამ კონფიგურაციად: სრულ კომპლექტში შედის Vive Pro ჰედსეტი, ორი კონტროლერი და წყვილი Steam VR 2.0 base station. HTC, როგორც წესი, ამ კომპლექტს ყიდის 1399 დოლარად, თუმცა ამჯერად კომპანიის საიტზეც და Amazon-ზეც მასზე 200 დოლარიანი ფასდაკლებაა შემოთავაზებული. იხილეთ შემოთავაზება: https://amzn.to/2DEFvVd Samsung Odyssey Plus Samsung-ს საკმაოდ კარგი ფასდაკლება აქვს თავის უახლეს ჰედსეტზე - Odyssey + Windows Mixed Reality-ზე. ხსენებული მოწყობილობა გასული თვიდან გამოვიდა ბაზარზე და მისი ფასი 499 აშშ დოლარია, დღესასწაულზე კი კომპანია მას 299 დოლარად გთავაზობთ. იხილეთ შემოთავაზება: https://bit.ly/2Sa5tE1 Amazon-ზეც იყიდება Samsung Odyssey HMD 299 დოლარად, თუმცა მომხმარებლებს არ უნდა აერიოთ. Amazon-ზე შემოთავაზებული მოდელი ეს არის შარშანდელი მოდელი, რომელსაც არ აქვს Anti-Screen Door Effect ტექნოლოგია, ახლისგან განსხვავებით. Rift-ზე ფასდაკლება არ არის, მაგრამ Oculus თამაშები იყიდება არ გაუმართლათ მათ, ვინც ელოდა ფასდაკლებას Oculus Rift ან Go ჰედსეტებსა და სენსორულ კონტროლერებზე. თუმცა მათთვის, ვისაც უკვე აქვს Rift ჰედსეტი, განკუთვნილია შესანიშნავი შემოთავაზება: კომპანიამ უკვე გაააქტიურა ჰაბი „Fall in Fun” – (იხილეთ აქ: https://ocul.us/2Kpac1X ), რომელშიც თავმოყრილია 16-80 %-მდე ფასდაკლება 50-მდე პროდუქტზე. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ Arizona Sunshine ან Skyworld 50%-იანი ფასდაკლებით ან დაზოგოთ 39 % Seeking Dawn-ზე. PlayStation VR PSVR ჰედსეტები 100 დოლარით ნაკლებად გაიყიდება სადღესასწაულო სეზონზე, 26 ნოემბრამდე. Sony ასევე გთავაზობთ PS4 კონსოლს (იხილეთ აქ: https://bit.ly/2OZJeyJ ) 199 დოლარად, რაც ნამდვილად კარგი შემოთავაზებაა. https://www.tomshardware.com/news/best-vr-deals,38104.html
-
Microsoft-ი ამატებს ფუნქციურობის განმსაზღვრელ საშუალებას თავის Android Launcher აპლიკაციას. მსგავსი ფუნქცია Google-მა დაუმატა Android Pie-ს, Microsoft Launcher-ი კი ნებისმიერი Android-ის მომხმარებელს მისცემს საშუალებას, გაიგოს რა ხნის განმავლობაში გამოიყენებს აპლიკაციებს. მომხმარებლებს შეეძლებათ განსაზღვრონ ეკრანის აქტიურობის დრო, აპლიკაციების გამოყენების ხანგრძლივობა და ისიც კი, თუ რამდენჯერ განბლოკეს მოწყობილობა. Microsoft Launcher-ის მხარდაჭერა აქვთ მოწყობილობებს, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Android 4.2-ზე ან მის ზედა ვერსიებზე, ასე რომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ახალი ფუნქცია Android-ის უამრავი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. Microsoft Launcher-ის უახლესი 5.1 აფდეითი აგრეთვე მოიცავს To-Do-სა და Sticky Notes-ის ინტეგრაციას, რაც ამ აპლიკაციებში ჩანიშნული მონაცემების სინქრონიზაციის საშუალებას მოგცემთ. Microsoft-ი ციფრული დამხმარის სახით ასევე ამატებს „Hey Cortana“-ს მხარდაჭერას Android launcher-ში. Microsoft Launcher 5.1-ის ბეტა-ვერსია უკვე ხელმისაწვდომია Google Play Store-ში და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს პერიოდში. https://www.theverge.com/2018/11/21/18106698/microsoft-launcher-digital-health-features-updates
-
ისევე, როგორც დისპლეის მწარმოებელი სხვა ლიდერი კომპანიები, იაპონური კომპანია Sharp-იც ჩაერთო დრეკადი OLED-დისპლეების წარმოებაში. (მოგახსენებთ, რომ Sharp-ის აქციების საკონტროლო პაკეტი კომპანია Foxconn-ს ეკუთვნის). Sharp-ის პირველი საცდელი დრეკადი OLED-ეკრანები წარმოდგენილი იყო Ceatec Japan 2018 გამოფენაზე, რომელიც მიმდინარეობდა 16-19 ოქტომბერს. კომპანიამ მოახდინა 6,18-დუიმიანი დისპლეის პრეზენტაცია - 536 პიქსელით დუიმზე. წარმოდგენილი ეკრანები გარეგნულად ორი ტიპის იყო: S-ის მსგავსი და თაღისებრი. კომპანია Sharp-ის OLED-ეკრანები გამოდის ახალი ხაზით. სერიული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის ივნისიდან. წარმოების ამ ხაზში, ქალაქ საკაიში მდებარე ქარხანაში, კომპანიამ ჩადო დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალი. მიმდინარე წლის ოქტომბერში Sharp-მა წარადგინა OLED-დისპლეის მქონე პირველი სმარტფონი - Aquos Zero. პერსპექტივაში, Sharp-ს გათვლილი აქვს, გახდეს OLED-დისპლეების მიმწოდებელი Apple-ისთვის და დაიწყოს საკუთარი დრეკადი სმარტფონების გამოშვება. კომპანიის ეკრანები დამზადების პროცესს გადიან იაპონიის ორ ქარხანაში. თავდაპირველად, ქარხანა „Sharp Mie Plant“-ში მზადდება სუბსტრატი ტრანზისტორებით, პიქსელების მართვისთვის. მინის სუბსტრატზე ემატება პოლიმერი, რომელზეც იქმნება TF-ტრანზისტორები და მმართველი ჯაჭვები (დრაივერები და ა.შ.). ელექტრონიკა იქმნება პოლიკრისტალური სილიკონისგან დაბალტემპერატურულ რეჟიმზე (low-temperature polycrystalline silicon, LTPS). წარმოების შემდგომ ეტაპზე, ამჯერად უკვე საკაიში მდებარე ქარხანაში, ლითონის ფოტონიღბებისა და ვაკუუმის საშუალებით TF-ტრანზისტორების ფენას ემატება ორგანული მატერიალები, რომლებიც ახდნენ სუბპიქსელების ფორმირებას. ამის შემდეგ მინის სუბსტრატი შორდება პოლიმერულ სუბსტრატს, რომელიც წარმოგვიდგება უკვე როგორც სრულფასოვანი დრეკადი დისპლეი. https://overclockers.ru/hardnews/show/94535/sharp-pokazala-gibkie-oled-s-vysokim-razresheniem
-
- 1
-
-
მომავალი წლისთვის დაგეგმილი Samsung Galaxy S10-ის პრემიერა მიძღვნილი იქნება S-სერიის ათი წლის იუბილესთვის და მოიცავს უამრავი სიახლის დანერგვას. სიახლე იქნება ისიც, რომ გამოვა ახალი თაობის სამი სმარტფონი ერთად - ნაცვლად ორისა, როგორც ეს მოხდა S8-ისა და S9-ის შემთხვევაში. თუმცა, თუკი გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, სამხრეთკორეული გიგანტი არ აპირებს შემოიფარგლოს მხოლოდ სამი ახალი სმარტფონით და წარმოგვიდგენს კიდევ ერთ დივაისს, რომელსაც ჯერჯერობით კოდური სახელწოდებით - Beyond X-ით მოიხსენიებენ. ჯერჯერობით, Samsung-ის ყველაზე ძლიერ სმარტფონად მიიჩნევა Galaxy Note 9, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია ამზადებს კიდევ უფრო კარგს. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ახალ დივაისს ექნება 6,7-დუიმიანი დისპლეი (შედარებისთვის: Galaxy Note 9-ის ეკრანის დიაგონალი 6,4 დუიმია), ექვსი კამერა (ორი ფრონტალური და ოთხი უკანა) და 5G მხარდაჭერა. არაოფიციალური მონაცემებით, კომპანია Samsung-ი Galaxy S10-საც და Beyond X-საც ერთად წარადგენს ღონისძიებაზე, რომელიც თებერვლის შუა პერიოდში გაიმართება. Beyond X გაყიდვაში გაეშვება მხოლოდ S10-ის სამი მოდიფიკაციის გამოსვლის შემდეგ - დაახლოებით საგაზაფხულო პერიოდში. ეს პერიოდი კი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ კომპანიას უწევს დაელოდოს იმ დროს, როდესაც ოპერატორები სრულფასოვნად დაამუშავებენ მეხუთე თაობის ქსელს. ფოტოზე ხედავთ Samsung Galaxy S10-ის ერთ-ერთ კონცეპტს, რომელიც გარეშე დიზაინერებმა შექმნეს მომავალი ფლაგმანის შესახებ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით. დისპლეიზე ჭრილი არ არის, თუმცა არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჭრილი დაემატოს. აღვნიშნავთ, რომ Galaxy S10 და Beyond X - ეს ყველაფერი არ არის, რასაც Samsung-სგან უნდა ველოდოთ 2019 წელს. ამავე წელს ბაზარზე გამოვა დასაკეცი სმარტფონი-პლანშეტი დრეკადი დისპლეით. ეს მოდელი ჯერჯერობით მოიხსენიება, როგორც Galaxy F ან Galaxy Flex. https://3dnews.ru/978486
-
ანალიტიკოსი და Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელი, ტომ ლი გამოთქვამს აზრს, რომ კრიპტობაზარზე მიმდინარე მოვლენები - ეს გლობალური ტენდენციაა, Bitcoin-ის ფასის ვარდნა კი მხოლოდ დროებითი ხასიათის მატარებელია. „ამჟამად მსოფლიო ბაზრები მეტად სუსტია. ამაში უზარმაზარ როლს ასრულებს პანიკა და ემოციები“ - განაცხადა ლიმ. – „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ Bitcoin-ი დამარცხდა? არა. თუმცა მოკლევადიან პესპექტივაში პანიკა მაინც პანიკაა“. საუბრის განმავლობაში ანალიტიკოსმა ახსენა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისია, რომელიც შეისწავლის უამრავი პროექტის საქმიანობას, რაც დაკავშირებულია ციფრულ ტოკენებთან. ეს კი - ლის აზრით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბაზარზე და ქმნის ნეგატიურ განწყობას. ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სამართლებრივი გაურკვევლობისა და რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, ბაზარზე ნეგატიურად იმოქმედა Bitcoin Cash-ის ჰარდფორკმა, რამაც ორი კონკურენტი ბლოკჩეინის წარმოქმნა განაპირობა. „Bitcoin ABC-სა და SV-ს შორის ომი კვლავ აგრძელებს ზემოქმედებას ბაზარზე“ - განაცხადა BKCM-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან კელიმ – „როგორც ჩანს, ორივე მხარე ყიდის Bitcoin-ს მაინინგის დაფინანსებისთვის. ორივე მხარე ცდილობს დაპირისპირებაში ლიდერობას“. მოგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ტომ ლი დარწმუნებული იყო, რომ Bitcoin-ის ფასი 15 000 დოლარს მიაღწევდა წლის ბოლომდე. https://cryptonovosti.com/tom-li-czena-bitkoina-upala-tolko-v-kratkosrochnoj-perspektive/
-
ქსელური წყაროები იტყობინებიან, რომ Qualcomm-ის ახალი ფლაგმანური მობილური პროცესორის ოფიციალური პრეზენტაცია დეკემბრის პირველ რიცხვებში შედგება. საუბარი ეხება ჩიპს, რომელიც ამ დროისთვის იწოდება, როგორც Snapdragon 8150. დღესდღეობით მის შესახებ მწარმოებელი კომპანიისგან არც თუ ისე ბევრი რამ არის გახმაურებული: ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩიპი წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და იმუშავებს 5G მოდემთან - Snapdragon X50-თან ერთად. როგორც ცნობილია, პროცესორს ექნება სამკლასტერიანი არქიტექტურა და რვა ბირთვი. ყველაზე ძლიერი ბლოკის სიხშირე მიაღწევს 2,84 გიგაჰერცს. დანარჩენი ორი კლასტერის ბირთვები იმუშავებენ 2,4 გჰც და 1,78 გჰც-ზე. აღსანიშნავია, რომ ძირითად გრაფიკულ ქვესისტემაში გათვალისწინებულია გრაფიკული ბირთვი Adreno 640. ინტერნეტში გამოჩენილი სხვადასხვა ტესტის შედეგები გვიჩვენებს, რომ Snapdragon 8150 აფიქსირებს შესანიშნავ წარმადობას. მაგალითად, პროცესორი რეკორდულ მაჩვენებლებს დებს ბენჩმარკებზე იმ ოპერაციების სწრაფი შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან. როგორც ვიცით, Qualcomm-ი ფართო საზოგადოებას ახალ პროცესორს 4 დეკემბერს წარუდგენს. წარდგენა მოხდება Snapdragon Technology Summit ივენთის ფარგლებში. https://3dnews.ru/978526
-
გასულ კვირაში Instagram-მა გამოუშვა მაჩვენებელი, თუ რამდენ დროს ატარებდნენ მომხმარებლები მასზე. ახლა კი Facebook-ი გვთავაზობს იმავეს: კომპანიამ გამოუშვა აპლიკაცია იდენტური ფუნქციით. კომპანიამ Instagram-სა და Facebook-ისთვის განკუთვნილი ამ სიახლის შესახებ დააანონსა აგვისტოში, მოძრაობა “time well-spent”-ის ფარგლებში, რამაც სრულიად მოიცვა ტექნოლოგიური სამყარო. Facebook-ისგან განსხვავებით, Apple-ის „Screen Time“ და Google-ის „Digital Wellbeing“ ფუნქციები მომხმარებლებს აძლევენ საშუალებას, თავადვე დაბლოკონ თავები აპლიკაციის გამოყენებისგან და არა მხოლოდ - მიიღონ ინფორმაცია დახარჯულ დროზე. Facebook-ის ახალი ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დააწესოს შეზღუდვა აპლიკაციის გამოყენებაზე: როდესაც დაწესებულ დროს ამოწურავთ, მიიღებთ შეხსენებას. მომხმარებლები შეძლებენ იხილონ ყოველ დღე, თუ რამდენი ხანი გაატარეს Facebook-ზე. ახალი ფუნქციის საშუალებით გაარკვევთ, რამდენად ხართ დამოკიდებული სოციალურ ქსელზე. https://www.theverge.com/2018/11/20/18104979/facebook-dashboard-time-on-site-app-spent-rolling-out
-
როგორც აღმოჩნდა, Microsoft-ისა და Google-ის ინჟინრები მუშაობენ Chrome-ის ვერსიაზე, რომელიც იმუშავებს Windows ARM-ზე. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ Qualcomm-ის აღამსრულებელმა დირექტორმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მიკროსქემების მწარმოებელი კომპანია მუშაობს Chrome-ის Arm-ვერსიაზე Windows 10-ისთვის. Chrome-ის ARM-ვერსიას დიდი მნიშვნელობა აქვს Qualcomm-ის, Microsoft-ისა და Google-ისთვის, რადგან Chrome ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერია Windows 10-ის მომხმარებლებში, და არა მხოლოდ. და მაინც, Microsoft-მა ერთი წლის წინ ამოიღო Google-ის Chrome Installer-ი Windows Store-დან, რადგან იგი არღვევდა შინაგანაწესს. კომპანიამ დაბლოკა აგრეთვე სხვა ბრაუზერები Windows 8-სთვის. Qualcomm-ის პროდუქტების მართვის მიმართულების დირექტორის, მიგელ ნუნიესის (Miguel Nunes) განცხადების თანახმად, კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა OEM-ენტრეპრენერებთან მთელი რიგი პროდუქტების წარმოების კუთხით. სიახლეები მოსალოდნელია 2019 წლის მეორე ნახევრისთვის, თუმცა ზუსტ ვადებს მწარმოებლები თავად ირჩევენ. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება Google Chrome-ის ARM-ვერსიასაც, რასაც ამყარებს ის ფაქტიც, რომ დიდი რაოდენობით ცვლილებები შეიტანეს Chromium-ში Microsoft-ის თანამშრომლებმა. როგორც მოსალოდნელია, შესაძლებელია გამოჩნდეს ბრაუზერის ARM64-ვერსია, რისი მეშვეობითაც დაჩქარდება მუშაობა Windows 10-ზე ARM-პროცესორებისთვის. mspoweruser.com ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როდისთვის იქნება მზად ახალი გადაწყვეტილება, თუმცა თავად ფაქტი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თავისთავად სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ლეპტოპები, რომლებიც მუშაობს Snapdragon პროცესორსა და Windows 10-ზე, უფრო მეტად განვითარდებიან. ამასთან, Qualcomm-ი მომხმარებელს პირდება, რომ იმდენად გაზრდის წარმადობას, რომ მისი პროცესორები Intel Kaby Lake-ს გაუტოლდება. https://www.theverge.com/2018/11/21/18106162/microsoft-google-chrome-windows-10-arm-support-app https://3dnews.ru/978473
-
26 ნოემბერს, 12 საათზე, გაიმართება კიბერ-სავარჯიშოების პორტალის www.cyber-lab.tech-ის პრეზენტაცია. ? 26 ნოემბერი, 12 საათი ? ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი. დასწრება თავისუფალია. #Cyber-lab.tech - ეს არის კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი დღეისათვის ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება გახდა უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნების ელექტრონული ინფრასტრუქტურის სტაბილური ფუნქციონერებისა და განვითარებისათვის. ამის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT-GOV-GE და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს თანამშრომლობით შეიქმნა კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი www.cyber-lab.tech. პორტალი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებისთვის, რათა მათ გაიღრმაონ პრაქტიკული უნარები კიბერ ინციდენტების აღმოჩენასა და რეაგირებაში. პორტალი აგრეთვე სასარგებლო იქნება საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალისთვის და მათ დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება კიბერ ინციდენტებზე ორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში. დისატანციურ პორტალზე განთავსებული სავარჯიშოები ეხება შემდეგ საკითხებს: • კრიპტოგრაფია; • რეალური ინციდენტების მავნე კოდის ანალიზი; • რეალური სერვერების კიბერ ინციდენტების ლოგ ფაილების ანალიზი; • რევერსიული ინჟინერია; • ქსელური ნაკადების ანალიზი; • კიბერ ანალიტიკა. Facebook-ზე განთავსებული ივენთი იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/331402574345960/
-
მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობის გეიმინგ კონსოლის - Sony PlayStation 5-ის გამოსვლა 2020 წლამდე არ იგეგმება, ინტერნეტში უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ინფორმაცია მისი შესაძლებლობებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. ინფორმაცია გამოჩნდა Reddit-ზე, მის მიხედვით Sony-ს ახალი კონსოლი გამოვა 2020 წლის მარტიდან ნოემბრამდე პერიოდში, აწყობილი იქნება რვაბირთვიან Ryzen პროცესორზე და მისი ფასი იქნება 500 დოლარი. აგრეთვე ნათქვამია, რომ კონსოლს შეეძლება უზრუნველყოს გეიმინგი 4K გაფართოებით 60 fps-ზე. პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა ვრცელდება ცნობები, რომ AMD და Sony ერთობლივად მუშაობენ ახალი თაობის კონსოლების პლატფორმაზე. ჯერ კიდევ მაისში გახდა ცნობილი, რომ ინჟინრები მუშაობდნენ PlayStation-ის ადაპტაციაზე Zen-ბირთვებთან. აგრეთვე ვრცელდებოდა ხმები, რომ გრაფიკული არქიტექტურა Navi-ს შემუშავება ხდებოდა სპეციალურად მომავალი PlayStation 5-სთვის. მოცემული მომენტისათვის რთულია განისაზღვროს, როგორი იქნება AMD-ის მომავალი ერთკრისტალიანი პლატფორმა, რომელიც საფუძვლად დაედება PlayStation 5-ს. არის მოლოდინი, რომ ეს იქნება უახლესი 7-ნანომეტრიანი გადაწყვეტილება Zen 2 ბირთვის ბაზაზე და Navi-ს გრაფიკა, თუმცა ამის შანსები საკმაოდ მცირეა, რადგან Zen 2 პროცესორები და Navi მხოლოდ მომავალ წელს გამოვა, მათ საფუძველზე შექმნილი ჰიბრიდული პროცესორი (APU) კი კიდევ უფრო გვიან - სავარაუდოდ 2020 წელს. AMD EPYC “Rome” — პირველი პროცესორი Zen 2-ის ბაზაზე მოკლედ რომ ვთქვათ, AMD ფიზიკურად ვერ მოასწრებს საკუთარი ცალკრისტალიანი პლატფორმის შექმნას კონსოლისთვის, რადგანაც კონსოლის პროექტირება 3-4 თვეში არ სრულდება და საბოლოო ვერსიის შესახებ რელიზამდე ბევრად ადრე ხდება ხოლმე ცნობილი. AMD Raven Ridge (Zen+Vega) ჰიბრიდული პროცესორის კრისტალები უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ PS5-ს ვიხილავთ Zen+ არქიტექტურის AMD-ის ბირთვებითა და Vega არქიტექტურის გრაფიკულ პროცესორს. ამის ფონზე, მომავალ კონსოლს ექნება GDDR6 ან, შესაძლოა, HBM2 მეხსიერებაც კი. არც ისე დიდი ხნის წინ Radeon Technology Group-ის ხელმძღვანელმა დევიდ ვანგმა (David Wang) აღნიშნა, რომ AMD-ის გრაფიკული არქიტექტურა საკმაოდ მოქნილია და შესაძლებელია მუშაობა როგორც HBM ტიპის მეხსიერებასთან, ასევე GDDR6-თან. და მაინც, სამწუხაროდ, PlayStation 5-ის კონკრეტული მახასიათებლები ამ მომენტისათვის უცნობია. ერთადერთი, რაც დაზუსტებითაა ცნობილი, ეს არის AMD-ს ჩიპი. https://3dnews.ru/978410
-
NVIDIA-ს წარმომადგენლებმა კვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებულ კონფერენციაზე არაერთხელ განაცხადეს, რომ Pascal-ის თაობის საშუალო ფასის მქონე მოჭარბებულ, ზედმეტ ვიდეო ბარათებს ბაზარი გაუმკლავდებოდა ორ კვარტალურ პერიოდში. დამოუკიდებელი ექსპერტები ვერ დაკმაყოფილდნენ ამ მტკიცებით. ყოველ შემთხვევაში, როგორც რესურსი Seeking Alpha აღნიშნავს, NVIDIA-ს აქციების ფასმა ვარდნა განაგრძო მიმდინარე კვირაშიც. აქციები კიდევ 12 %-ით გაიაფდა და ჯამში, თვენახევრის განმავლობაში, კომპანიის კაპიტალიზაცია შემცირდა 43 %-ით (80 მლრდ). ფოტოს წყარო: Seeking Alpha Instinet-ის ექსპერტები კი თვლიან, რომ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს Turing-ის თაობის ვიდეო ბარათებისადმი მომხმარებლების უარყოფითი დამოკიდებულება. შედეგად, NVIDIA-ს შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდება მომავალ ფისკალურ წლამდე, რომელიც კომპანიისთვის 2020 წელს სრულდება. https://overclockers.ru/hardnews/show/94507/akcii-nvidia-prodolzhajut-padenie-prognozy-vse-mrachnee
-
Sharkoon-მა წარადგინა ახალი კორპუსი Night Shark RGB, რომლის ფასი 90 ევროა. კომპლექტში შედის სამი ფერადი ვენტილატორი. უკანა პანელი გამოწრთობილი მინისაა, კვების ბლოკი განთავსებულია ზედა ნაწილში. აქვს სივრცე 7 ბარათისთვის. წონა 8,44 კილოგრამია. გაბარიტები - 50 х 21 х 47 სმ. მოწყობილობა კუთხოვანია, არ აქვს არანაირი მომრგვალება გვერდებზე. მარჯვენა გვერდით პანელზე ჰექსაგონალური ჭრილებია ჰაერისთვის. ჩამრთველი ღილაკი და კონექტორები განთავსებულია თავსახურზე. კორპუსში პრეზენტაციის დროს გამოყენებული იყო შემდეგი კომპონენტები: Asrock 970 Pro3 R2.0 AMD FX-6300 Black Edition Corsair Value Select RAM 8 GB Cooler Master MasterLiquid ML120L RGB MSI Radeon R9 270X GAMING 2G Samsung 850 EVO 250GB Seagate 1TB HDD თავისუფლადაა შესაძლებელი განთავსდეს 240 მილიმეტრიანი წყლით გაგრილების რადიატორი. RGB განათების კონტროლი შესაძლებელია Asus Aura Sync-ის, Gigabyte RGB Fusion-ის ან MSI Mystic Light Sync-ის მეშვეობით. თავად Sharkoon-ს აქვს RGB განათების შვიდი სქემა. მოწყობილობა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ კარგად ფასდება, ამასთან, არ არის ძვირი იმის გათვალისწინებით, რომ მისი კონკურენტები - მსგავსი ფუნქციონალებითა და განათებით - 110 ევროზე ნაკლები არ ღირს. მისი ერთადერთი მინუსი ის გახლავთ, რომ მყარი დისკი განთავსებულია კვების ბლოკთან ერთად კორპუსის ზედა ნაწილში. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22164/night-shark-rgb--novyj-korpus-ot-sharkoon
-
კომპანია Dell-ი იწყებს ახალი თაობის გეიმინგ დესკტოპ-კომპიუტერის გაყიდვას. კომპიუტერში გამოყენებულია Intel-ის აპარატურული პლატფორმა და ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელს აქვს Coffee Lake თაობის Core i9-9900K პროცესორი. ეს ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს და შეუძლია ერთდროულად დაამუშავოს ინსტრუქციის 16 ნაკადი. ტაქტის ნომინალური სიხშირე შეადგენს 3,6 გიგაჰერცს, მაქსიმალური - 5,0 გჰც-ს. გეიმინგ სისტემა წარმოდგენილი იქნება 64 გიგაბაიტი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერებით - HyperX ბრენდით. მონაცემთა შენახვის ქვესისტემის შემადგენლობაში შესაძლებელია დაემატოს 2 ტერაბაიტიანი M.2 PCIe NVMe SSD მოდული და ამდენივე ტევადობის მყარი დისკი. შესაძლებელია დაყენდეს დისკრეტული გრაფიკული ბარათი NVIDIA GeForce RTX 2080 OC – 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით ან GeForce RTX 2080 Ti OC - 11 გიგაბაიტიანი GDDR6-ით. მოწყობილობას აქვს ადაპტერები უსადენო კავშირისთვის - Killer 1535 802.11ac 2x2 Wi-Fi და Bluetooth 4.1, გიგაბიტური ქსელური კონტროლერი - E2500 და Blu-Ray ოპტიკური დრაივი. გაბარიტებია 212 × 360,5 × 472,5 მმ, წონა - 14,8 კგ. ფასი განისაზღვრება კონფიგურაციის შესაბამისად (იხ.ფოტო). იხილეთ საიტზე: https://dell.to/2DuFoeN https://3dnews.ru/978419
-
Blender-ი, ეს არის პოპულარული რედაქტორი სამგანზომილებიან გრაფიკაში პროფესიონალური მუშაობისთვის და იგი ხელმისაწვდომია Windows-ის, macOS-ისა და Linux-ისთვის. ამ დრომდე შესაძლებელი იყო მისი ჩამოტვირთვა ოფიციალური საიტიდან ან Steam-მარკეტიდან, ახლა კი Blender-ი დაიდო Microsoft Store-ზე (319,2 მბ მოცულობა). მისი გამოყენებისათვის საჭიროა Windows 10 Fall Creators Update. რედაქტორი ძირითადად გათვლილია Windows 10 S-ის მომხმარებელთათვის (ARM პროცესორის გარეშე), რომელთათვისაც სტანდარტული Win32-პროგრამები ხელმისაწვდომი არაა. კომპლექტი მოიცავს ინსტრუმენტებს მოდელირებისთვის, რთული მატერიალების სიმულაციისთვის, ასევე ვიზუალიზაცის, ანიმაციის და ვიდეომონტაჟისთვის, თამაშებისა და 3D მულტიპლიკაციების შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტებს. პროგრამა სწრაფად ვითარდება და ემატება სულ უფრო მეტი შესაძლებლობა. Microsoft Store-ზე ხელმისაწვდომია 2.79 ბეტა-ვერსია, საიტიდან კი შესაძლებელია დააყენოთ ტრადიციულ ფორმატში 2.8 ალფა. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო სამომხმარებლო ინტერფეისს - იგი გახდა უფრო მოსახერხებელი, კომპაქტური და მოქნილი. გაჩნდა გრაფა მუშაობის უფრო სტრუქტურირებული მექანიზმით, ასევე - ობიექტების ჯგუფურად რედაქტირების შესაძლებლობა. მათთვის, ვინ იყენებს Grease Pencil-ს, სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ ხატვის ამ ინსტრუმენტს დაემატა გაფართოებული შესაძლებლობები და მისი საშუალებით შეძლებთ ხატოთ დიდი მოცულობის სივრცეში. 3D რედაქტორი კარგად არის ცნობილი ანიმაციის სფეროში მოქმედი პროფესიონალებისთვის, იგი პირველად 20 წლის წინ გამოვიდა, როგორც უფასო სოფთვეარი ღია კოდით. ფუნქციები: ულტრარეალისტური რენდერინგი; მოდელების შექმნის, ტრანსფორმირების, რედაქტირების შესაძლებლობა; საუკეთესო შედეგები შენობების ნგრევის, წვიმის, ცეცხლის, კვამლის და ა.შ გამოსახვისთვის; მარტივად შესაძლებელია გარდაქმნათ თქვენი ნახატები ანიმაციებად. Blender-ი კიდევ ერთი მომგებიანი სვლაა Microsoft-ის მხრიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Microsoft Store-დან. https://www.windowscentral.com/3d-creation-suite-blender-arrives-microsoft-store https://3dnews.ru/978385
-
Insatgram-ს სურს, ებრძოლოს ყალბ ლაიქებს, გამომწერებსა და კომენტარებს და აპირებს აქტიურად იმუშაოს მათ წაშლაზე. ნებისმიერი სერვისი, რომლითაც ხდება ლაიქებისა და გამომწერების მომატება და ამით ყურადღების მიპყრობა, ამიერიდან წაიშლება პლატფორმის წესების დარღვევისთვის. ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა. Instagram-ში აცხადებენ, რომ კომპანიამ შექმნა მოდერაციის ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით განისაზღვრება, რომელი ექაუნთები იყენებენ ზემოთხსენებული ტიპის სერვისებს და ავტომატურად წაიშლება დამატებული ლაიქები, კომენტარები და გამომწერები. ნებისმიერი ექაუნთის მფლობელი, თუკი მოხდება იდენტიფიცირება, რომ იგი იყენებს აქტივობის ხელოვნურად მოსამატებელ აპლიკაციებს, მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი ფეიკი მოწონება-გამომწერები წაიშლება. ამგვარი მომხმარებლები ასევე მიიღებენ რეკომენდაციას, შეცვალონ პაროლი, თუკი დაირღვა მათი უსაფრთხოება ხსენებული აპლიკაციების მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ Instagram-ის მოხმარება აქტიურად ხდება ბრენდების მიერ, გარდაუვალია მათი მხრიდან რაც შეიძლება მეტი გამომწერის მოზიდვა. ამიტომ ამგვარი ექაუნთები ხშირად იყენებენ შესაბამის აპლიკაციებს, რათა ხელოვნურად გაზარდონ თავიანთი პოპულარობა. კომპანიის პრეს-რელიზის მიხედვით, პლატფორმა საჭირო ზომების მიღებას უახლოეს კვირებში დაიწყებს. https://www.theverge.com/2018/11/19/18098834/instagram-will-remove-fake-likes-and-follows
-
პირველი წელი არ გახლავთ, რაც ბიუჯეტური და საშუალობიუჯეტური სმარტფონების სეგმენტში კომპანია Xiaomi დომინირებს. თუმცა, მიმდინარე წელს ჩინური გიგანტის პოზიციები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კომპანია ASUS-მა წარადგინა მოდელი ZenFone Max Pro M1, რომელიც ბევრ საკითხში აღემატება Redmi Note 5-ს. ახლა კი ტაივანური კომპანია უკვე ემზადება ახალი სმარტფონის წარსადგენად, რომელსაც ასევე არანაკლებ დიდი დასახელება აქვს - ASUS ZenFone Max Pro M2. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა მისი ტექნიკური მახასიათებლები და პირველი რენდერი. გავრცელებული ფოტო მეტად ცუდი ხარისხისაა, თუმცა, როგორც ჩანს, სმარტფონი ვიზუალურად წააგავს ფლაგმანურ ZenFone 5Z-ს. მაშ ასე: ASUS ZenFone Max Pro M2-ს ექნება 6-დუიმიანი Full HD+ დისპლეი მცირე ზომის ჭრილით. რენდერი გამოჩნდა ვებ-გვერდ XDA-Developers-ზე, რაც თითქმის 100 %-ით ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში სმარტფონი ზუსტად ამგვარი იქნება. ASUS ZenFone Max Pro M2-ს ექნება Qualcomm Snapdragon 660 პროცესორი და ოპერაციული სისტემა Android-ის “სუფთა“ ვერსია. ასე რომ Xiaomi-ს შეფიქრიანება ელის Mi A2 მოდელის პოზიციასთან დაკავშირებით. სმარტფონს ექნება 4/64 ან 6/128 გიგაბაიტი მეხსიერება, კონფიგურაციის შესაბამისად. გარდა ამისა, ექნება სამი ძირითადი კამერა. კონფიგურაციები, ფასი და სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობი რჩება. ASUS ZenFone Max Pro M2-ის პრეზენტაცია დაგეგმილია 2018 წლის 11 დეკემბრისთვის. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22171/izvestny-harakteristiki-asus-zenfone-max-pro-m2-u-xiaomi-mi-a2-pojavitsja-konkurent
-
ყველა კომპანია ცდილობს, იყოს ლიდერი იმ სფეროში, სადაც საქმიანობს. სმარტფონების ბაზარზე ამ დროისთვის ლიდერის ტიტული Samsung-ს ეკუთვნის (მიწოდების მოცულობის თვალსაზრისით). თუმცა, ბოლო პერიოდში ჩინური კომპანიები მეტად სწრაფი ტემპებით ვითარდებიან და მიიწევენ წინ. მათ შორის, კომპანია Huawei-ს ჩაფიქრებული აქვს მოიპოვოს უპირობო ლიდერობა მსოფლიო ბაზარზე. ფაქტია, რომ ეს მიზანი არ არის საფუძველს მოკლებული: Huawei-მ უკვე ჩამოიტოვა Apple და დაიკავა მსოფლიოში მეორე ადგილი. ასე რომ, გეგმა - გადაუსწროს Samsung-ს - ნამდვილად არ წარმოადგენს შეუძლებელს. კომპანია ბევრს შრომობს მიზნის მისაღწევად, განსაუთრებით, ფლაგმანების კუთხით: Huawei P და Mate ფლაგმანებმა მეტად კარგი შეფასება დაიმსახურა რეცენზისტების მხრიდან, ძირითადად ფოტოგადაღების შესაძლებლობების თვალსაზრისით. ჯამში, Huawei-მ უკვე ბევრს მიაღწია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი პირველი სმარტფონი მხოლოდ 2010 წელს გამოვიდა. Huawei-ის სამომხმარებლო ქვედანაყოფის გენერალურმა დირექტორმა რიჩარდ იუმ (Richard Yu) განაცხადა: „მომავალ წელს ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვიქნებით პირველ ადგილთან - შესაძლოა, უკვე Samsung-საც გავუტოლდეთ და კიდევ ერთი წლის შემდეგ - 2020 წელს, გვექნება პირველი ადგილის დაკავების შანსი“. დასახული მიზნის მისაღწევად კომპანიას ბევრი შრომა მოუწევს. მიმდინარე წლის დასაწყისში Huawei უკვე თამამად უნდა გასულიყო ამერიკულ ბაზარზე აშშ-ის ოპერატორებთან თანამშრომლობით, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა, რადგან ამერიკელმა კანონმდებლებმა ჩათვალეს, რომ ჩინური კომპანიები, მათ შორის Huawei, შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის. საბოლოო ჯამში, ამერიკელები გარიგებიდან გავიდნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის ფარგლებში შეიზღუდა კომპანიის სმარტფონების გაყიდვა და ბოლო ვერსიის Mate 20 ოფიციალურად არ იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ში. https://3dnews.ru/978326
