-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კომპანია LG Electronics-მა წარადგინა ახალი პროექტორი CineBeam Laser 4K, რომელსაც უფრო დეტალურად საზოგადოება გაეცნობა Consumer Electronics Show (CES) 2019-ზე. ლაზერიანი დივაისი (მოდელი HU85L) შექმნილია Ultra Short Throw (UST) ტექნოლოგიის გამოყენებით. პროექტორს შეუძლია 90 დუიმის ზომის გამოსახულების ფორმირება, რომელიც ეკრანიდან 5 სანტიმეტრით იქნება დაშორებული. დაშორების მანძილის 18 სანტიმეტრამდე გაზრდისას გამოსახულება იზრდება 120 დუიმამდე. როგორც დასახელებიდან ჩანს, პროექტორი შეესაბამება UHD/4K ფორმატს: გამოსახულების გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს. სიკაშკაშე აღწევს 2500 ANSI-ლუმენს. კომპანია LG ამტკიცებს, რომ პროექტორს შეუძლია მეტად რეალისტური, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებების ფორმირება და საუკეთესოდ აღიქმება მუქი შავი ფერი. გამოსახულების პროეცირება შესაძლებელია კედელზე, ჭერსა და იატაკზე. კონექტორებიდან ხელმისაწვდომია USB, Ethernet და HDMI პორტები. კომპლექტში შედის დისტანციური მართვის პულტი Magic Remote, რომელსაც აქვს ჟესტების ამოცნობის უნარი. პროექტორთან შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებების საშუალების გამოყენება. გაყიდვის თარიღსა და ფასზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. https://3dnews.ru/979992
-
- 2
-
-
-
გერმანიაში მცხოვრებმა Amazon-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომპანიისგან გამოითხოვა მონაცემები, რომელიც მოიცავდა მისი ქმედებების, შენაძენებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციას. მიღებული zip-არქივის გახსნისას მან აღმოაჩინა სხვა პიროვნების 1,7 ათასი ჩანაწერი, რომელიც ჩაწერილი იყო ხმოვანი დამხმარის - Amazon Alexa-ს მიერ. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებული ახალი კანონის თანახმად, ევროპელ მომხმარებლებს შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში მიიღონ ის ინფორმაცია სრულად, რასაც ინტერნეტ-კომპანიები აგროვებენ მათ შესახებ და ინახავენ. ამ მონაცემებში შედის მეტად კონფიდენციალური ინფორმაციაც, მაგალითად, გეოლოკაცია, რომლითაც შესაძლებელია მომხმარებლის საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის განსაზღვრა. მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, უცხო პირის მონაცემების მიღების შემდეგ მიმართა Amazon-ის მხარდაჭერის სამსახურს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ის გზავნილი, საიდანაც მან ფაილები მიიღო, მიუწვდომელი აღმოჩნდა. თუმცა მომხმარებელმა მოასწრო მთელი მონაცემების შენახვა საკუთარ კომპიუტერში. მას შემდეგ კი, რაც ხსენებული ფაქტის შესახებ მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა შეიტყვეს, Amazon-მა აღიარა მომხდარი და მას უწოდა „ერთადერთი შემთხვევა და ადამიანური შეცდომა“. თუმცა, ანალოგიური შემთხვევა მოხდა მაისშიც - Amazon Echo-მ თვითნებურად ჩაიწერა პორტლენდში მცხოვრები ქალისა და მისი ქმრის საუბრები და ჩანაწერი უცხო პირს გაუგზავნა. https://hightech.fm/2018/12/20/amazon-fail
-
შემუშავებულ იქნა ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც განკუთვნილია სამაშველო მისიებში ადამიანისთვის რთულად მისადგომ ადგილებში შესაღწევად. ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს „ოთხმკლავიანი“ დრონი, რომელიც ფორმას იცვლის, რათა შეაღწიოს ვიწრო ნაპრალებში. მთავარი მიზანი ის არის, რომ დრონები დასათვალიერებლად გაუშვან ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ფიზიკურად და საფრთხის გათვალისწინებითაც, მაგალითად, მიწისძვრის ან ხანძრის შემთხვევებში. გარკვეული სახით, ამგვარი სამაშველო დრონები უკვე არსებობს, მაგრამ ისინი ძირითადად მოზრდილი ზომისა და მყარი ფორმების მქონენი არიან, ამიტომ მათთვის შეუძლებელია შეაღწიონ, ვთქვათ, კედლის ნაპრალში ან გისოსებში. მკვლევარები ამბობენ, რომ ახალი დრონების შექმნა მათ ფრინველების მანევრირებამ შთააგონა. როდესაც დრონი აღმოჩნდება ვიწრო ნაპრალთან, იგი იღებს H-ის ფორმას. შესაბამისად, მრგვალი ღრმულის შემთხვევაში მისი კიდურები წრიულად განლაგდება და ემსგავსება O-ს. მესამე ძირითადი ფორმაა T-ს მსგავსი: ამ დროს დრონი მაქსიმალურად უახლოებს ობიექტს კამერას მისი უკეთ დათვალიერების მიზნით. ამ ძირითადი ფორმების გარდა, დრონებს შეუძლიათ სხვა ასიმეტრიული ფორმების მიღებაც საჭიროებების შესაბამისად. დრონს აქვს ბორტ-კომპიუტერი, ორი კამერა და ოთხი „კიდური, ე.წ მკლავი“. საფრენ აპარატს შეუძლია სიტუაცია გარკვეულწილად თავისით შეაფასოს და იმოქმედოს შესაბამისად, თუმცა ძირითადად მაინც საჭიროებს ბრძანებებს, მაგალითად - შეაღწიოს შენობაში და დაათვალიეროს თითოეული ოთახი. მკვლევარები გეგმავენ შეიმუშავონ ალგორითმები, რომლებითაც მიღწეულ იქნება დრონების სრული ავტონომია. გარდა სამაშველო მისიებში გამოყენებისა, არის ამგვარი დრონების ბოროტად გამოყენების ალბათობა, რადგან სავსებით წარმატებით არის შესაძლებელი, გაგზავნო ასეთი პატარა და მოქნილი აპარატი ჯაშუშური მიზნებისთვის. ამჟამად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დამუშავების პროცესი და უახლოეს დროში არ იგეგმება დრონების გამოყენება რეალურ მისიებში. https://www.theverge.com/2018/12/20/18150454/shape-shifting-drone-future-rescue-missions
-
- 2
-
-
-
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთებულ Bloomberg-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ Facebook-ი აპირებს გამოუშვას საკუთარი სტაბილური მონეტა. როგორც ცნობილია, კომპანია თავდაპირველად კონცენტრირდება ინდურ ბაზარზე, რათა მომხმარებლებს საშუალება მისცეს დოლარზე მიბმული კრიპტოვალუტით მოახდინონ ფულადი გადარიცხვები Facebook-ის ერთ-ერთი აპლიკაციის - WhatsApp-ის მეშვეობით. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სტაბილური მონეტის გაშვებამდე რეალურად ჯერ კიდევ დიდი დროა, რადგანაც ეს ინიციატივა ჯერჯერობით სტრატეგიული დაგეგმვის სტადიაში იმყოფება. დღესდღეობით, WhatsApp-ს 200 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ინდოეთში. მსოფლიო ბანკის ბოლო ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ინდოეთი ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს ფულადი გადარიცხვების მხრივ: მხოლოდ 2017 წლის მონაცემებით მიგრანტებმა მოახდინეს 69,59 მილიარდი დოლარის ოდენობით ფულის გადარიცხვა. მიმდინარე წლის მაისში Facebook-მა შეკრიბა საკუთარი ბლოკჩეინ-გუნდი, რათა შეისწავლონ ახალი ტექნოლოგია. მიმდინარე თვის დასაწყისში კი კომპანიამ დამატებით ხუთი ვაკანსია გამოაცხადა, რათა თავისი ბლოკჩეინ-გუნდი შეევსო ახალი წევრებით, რომლებიც ფლობენ ცოდნას მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული უზრუნველყოფისა და მარკეტინგის სფეროებში. Facebook-ის ბლოკჩეინ-გუნდს ხელმძღვანელობს დეივიდ მარკუსი (David Marcus), რომელსაც მანამდე ეკავა Messenger-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ივნისში კი ბლოკჩეინ-ინჟინერიის დირექტორად დაინიშნა ევან ჩენგი (Evan Cheng). „თუკი Facebook-ი მართლაც გამოუშვებს სტაბილურ მონეტას, როგორც ამბობენ, იგი სწრაფად გახდება ყველაზე პოპულარული პროდუქტი კრიპტოსამყაროში“ - აღნიშნა კრიპტოანალიტიკოსმა Anthony Pompliano-მ. – „ინდოეთის ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევს კრიპტოვალუტებს, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება“. გარდა ამისა, სხვა გლობალურმა Messenger-აპლიკაციებმაც, როგორებიცაა Kakao, LINE და Telegram, უკვე განაცხადეს, რომ გეგმაში აქვთ გადაინაცვლონ ბლოკჩეინ-სივრცეში. იაპონური LINE იყო ერთ-ერთი საზოგადოებრივი სავაჭრო კომპანია, რომელმაც აგვისტოში გამოუშვა საკუთარი ბლოკჩეინ-ქსელი კრიპტოვალუტით - LINK ტოკენი. https://www.coindesk.com/facebook-is-working-on-its-own-stablecoin-for-money-transfers-report
-
- 1
-
-
?
-
? მერე უკვირთ კიდევ რატომაა რომ ვისაც არ ეზარება ყველა ეფლს უჩივის
-
The Verge-ის ინფორმაციით, კომპანია Netease Technology News-მა დაადასტურა, რომ 2018 წელს გამოსული რამოდენიმე iPad Pro-ს ალუმინის კორპუსი მცირედგამოხატული გამრუდებითაა წარმოდგენილი. თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ ეს არის iPad-ის წარმოების პროცესის ტექნიკური პრობლემა, რომელიც არ უარესდება დროის გასვლასთან ერთად და iPad-ის ფუნქციურობაზე რეალურ გავლენას არ ახდენს. ამ სიმრუდეს Apple არ თვლის ნაკლოვანებად. ამ დრომდე მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამრუდება დროთა განმავლობაში ხდებოდა. როგორც ფორუმ MacRumors-ზე ამტკიცებდნენ, დეფორმაცია არ იყო არასწორი გამოყენების ან დაწოლის შედეგი. ამჯერად კი Apple აცხადებს, რომ iPad Pro-ს ლითონისა და პლასტმასის დეტალებს აქვთ ტენდენცია - წარმოების პროცესში გაგრილებისას განიცადონ დეფორმაცია. ანალოგიური სიტუაციები შესაძლოა შეგვხვდეს ახალ iPad Pro-ებში, როგორც 11-დუიმიან, ასევე 12,9-დუიმიან დივაისებში. კომპანია ირწმუნება, რომ ეს არ არის ნაკლი და მსგავსი შემთხვევისგან არ არის დაზღვეული არც მისი და არც სხვა კომპანიების მიერ წარმოებული თხელი პლანშეტები. https://overclockers.ru/blog/garik2013/show/22822/apple-priznaet-chto-nekotorye-novye-ipad-pro-slegka-izognuty
-
გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეხება Facebook-ის მიერ ვრცელი მონაცემების გაცვლას Apple-თან, Amazon-თან, Microsoft-თან, Spotify-სთან, Netflix-სთან და სხვებთან. როგორც აღმოჩნდა, პარტნიორობა იმ საზღვრებს სცდება, რაც აქამდე ჰქონდა Facebook-ს გამოცხადებული. კომპანიის შიდა დოკუმენტები, ინტერვიუები ასობით ყოფილ თანამშრომელთან და კორპორატიულ პარტნიორებთან ამტკიცებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში კომპანიები იღებდნენ წვდომას მომხმარებლების პრივატულ მონაცემებზე მათი თანხმობის გარეშე. ეს ყველაფერი ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ სოციალურ ქსელს აუკრძალა მესამე მხარისთვის მონაცემების გადაცემა მომხმარებლების ნებართვის გარეშე. დაინტერესებულ მხარეს იმყოფება 150-ზე მეტი კომპანია, მათ შორისაა ონლაინ-მაღაზიები, გასართობი საიტები, ავტომწარმოებლები და მედიაორგანიზაციები. მონაცემების გაცვლის ყველაზე ძველი შეთანხმება თარიღდება 2010 წლით და უმეტესი მათგანი მოქმედი იყო 2017 წლამდე, ზოგიერთი კი დღემდე აქტუალურია. მომხმარებლების უმეტესობა არაინფორმირებული რჩებოდა, როდესაც მათი მონაცემები მესამე მხარეს გადაეცემოდა. მაგალითად, Apple-ს დღემდე აქვს წვდომა Facebook-მომხმარებლის კონტაქტებსა და კალენდართან. მისი თქმით, იგი არ იყო გათვითცნობიერებული იმაში, რომ მონაცემთა მისაღებად აუცილებელი იყო განსაკუთრებული ნებართვა. Amazon-იც ამ დრომდე სარგებლობდა მომხმარებლების სახელებითა და საკონტაქტო ინფორმაციით. საძიებო სისტემამ Microsoft Bing-მა მიიღო არასანქცირებული წვდომა მეგობარი პროფილების ინფორმაციაზე, მაგრამ, როგორც აცხადებს, უკვე წაშალა ეს მონაცემები. Facebook-ი კი აღნიშნავს, რომ გაიცემოდა მხოლოდ საჯარო ინფორმაცია. თუმცა ფაქტია, რომ Spotify-ს, Netflix-სა და Royal Bank of Canada-ს მომხმარებლების პირად შეტყობინებებთანაც ჰქონდათ წვდომა. Facebook-ს გააჩნია პარტნიორული ურთიერთობის სამგვარი ტიპი. პირველს ეწოდება „გაერთიანება“. იგი გულისხმობს სპეციალური აპლიკაციების შექმნას, რომლებიც ინტეგრირებულია სმარტფონის ოპერაციულ სისტემასთან და ითხოვენ ფართო სპექტრის მონაცემებზე წვდომას. პარტნიორობის მეორე ტიპი, რომლითაც Microsoft Bing-სარგებლობდა, არის პროგრამა „მომენტალური პერსონალიზაციის“ ნაწილი, რომელიც 2010 წლიდან ყველა მომხმარებელს შეეხო. იგი პარტნიორებს საშუალებას აძლევდა მოეხდინათ თავინთი სერვისების პერსონალიზაცია Facebook-ის მონაცემების გამოყენებით. თავად Facebook-ი ირწმუნება, რომ 2014 წელს ეს პროგრამა დაიხურა, თუმცა Times-ის ცნობით, Bing-მა მისით 2017 წელსაც ისარგებლა. მესამე ტიპი - ეს სხვადასხვა სახის გარიგებებია Facebook-თან და აქტიურია 2010 წლიდან. მათგან ყველაზე რადიკალური იყო წვდომის დაშვება მომხმარებლების პირად შეტყობინებებთან. არის კიდევ სხვა შემაშფოთებელი დეტალებიც, მათ შორის ის, რომ რამოდენიმე კომპანიამ შეინარჩუნა წვდომა Facebook-ის მომხმარებლების უნიკალურ იდენტიფიკატორზე მას შემდეგაც კი, რაც შეთანხმებას ვადა გაუვიდა. ჯამში, სიტუაცია მეტყველებს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის სუსტ დონეზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის Facebook-ის ხელმძღვანელობის მხრიდან გაკეთებულ განაცხადთან, რომ „კონფიდენციალურობა მათი კომპანიის საფუძველია“. სულ რაღაც ორი კვირაა გასული წინა სკანდალიდან, როდესაც Facebook-მა აღიარა სოციალური ქსელის ისტორიაში მომხდარი მონაცემთა ყველაზე მასიური გაჟონვის შესახებ. ცხადია, რომ უსაფრთხოებისა და პრივატულობის მტკიცება სადავო ხასიათის მატარებელია. ის კომპანიები კი, რომლებიც Facebook-ის პარტნიორები არიან, თავიანთ რეპუტაციას რისკის ქვეშ აყენებენ. https://3dnews.ru/979907
-
კალიფორნიისა და სტენფორდის უნივერსისტეტის ინჟინრებმა წარმოადგინეს კომპიუტერული ხედვის ახალი მოდელი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს რეალური სამყაროს ობიექტების იდენტიფიკაცია ზუსტად ისევე, როგორც ადამიანს. ამ კონცეფციის წყალობით ხელოვნური ინტელექტი ამოიცნობს სხვადასხვა ობიექტს ერთი კონკრეტული მიმართულებით. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში - Proceedings of the National Academy of Sciences. ნეიროქსელისთვის სწავლების პროცესში ხელოვნურ ინტელექტს აჩვენებდნენ ფოტოებს, შემდეგ კი შლიდნენ მას (ფოტოს) ნაწილებად. კომპიუტერი იმახსოვრებდა მთლიან ფოტოს, დეტალების განლაგებას და იმას, თუ რა პრინციპით შეესაბამებოდა ეს დეტალები ერთმანეთს. მესამე ეტაპზე ნეიროქსელი ახდენდა ობიექტების ფონის ანალიზს, აგრეთვე იმასაც, ჰქონდა თუ არა რაიმე გავლენა გარემომცველ ობიექტებს პირვანდელ ფოტოსთან. „ინტერნეტის წყალობით ნეიროქსელებს ახლა უკვე შეუძლიათ ისწავლონ ისევე, როგორც ამას ადამიანი აკეთებს: ისინი დიდი რაოდენობით გამოსახულებებისა და ობიექტების დახმარებით აღადგენენ პირვანდელ გამოსახულებას“ - აცხადებენ უნივერსიტეტის პროფესორები. მას შემდეგ, რაც ნეიროქსელს ადამიანური ხედვა ასწავლეს, მეცნიერებმა მოახდინეს მისი ტესტირება 9 ათას სურათზე. ჯამში, სისტემამ შეძლო აეწყო იდეალური მოდელები ადამიანის სხეულის, მოტოციკლის, თვითმფრინავისა და ავტომობილის გამოსახულებით. ფოტოებზე: ნეიროქსელის სწავლების პროცესი. https://hightech.fm/2018/12/19/intuision
- 1 reply
-
- 2
-
-
-
ილონ მასკის კომპანიამ - The Boring Company-მ აამოქმედა პირველი მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც მეტად განსხვავდება იმ პირვანდელი კონცეპტისგან, რასაც ბიზნესმენი საზოგადოებას სთავაზობდა. გვირაბის სატესტო მონაკვეთი 2 კმ სიგრძისაა და ჯერჯერობით მას გამოიყენებენ მხოლოდ უპილოტო მართვის სისტემის მქონე ელექტრომობილებისთვის. იმ პირებს კი, ვისაც არ ჰყავთ მსგავსი ავტომობილები, The Boring Company სთავაზობს სპეციალური მანქანებით მომსახურებას გვირაბში გადაადგილებისთვის. ამჟამად გვირაბში სამოძრაოდ დადგენილი მაქსიმალური სიჩქარე 56 კმ/სთ-ია, თუმცა სამომავლოდ დასაშვები სიჩქარე 240 კმ/სთ-მდე გაიზრდება. ჟურნალისტებმა, რომლებიც გვირაბის გახსნაზე იმყოფებოდნენ, აღნიშნეს, რომ მგზავრობისას ძლიერი რყევა იგრძნობოდა. თავად ილონ მასკიც ამბობს, რომ გვირაბში არის მნიშვნელოვანი უსწორმასწორობა. როგორც ცნობილია, The Boring Company-მ ჩიკაგოში უნდა ააგოს მიწისქვეშა გვირაბების სისტემა - The Chicago Express Loop, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ო’ჰარას აეროპორტსა და ჩიკაგოს საქმიან ცენტრს. ილონ მასკმა მოიგო ამ სატრანსპორტო კვანძზე ჩატარებული ტენდერი, რომელშიც კიდევ სამი კომპანია მონაწილეობდა. ტენდერის მიხედვით, ჩქაროსნულ მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემაში იმოძრავებენ მატარებლები, რომლებიც შედგებიან მგზავრებისთვის განკუთვნილი რამოდენიმე ცალკეული ელექტროკაფსულისგან. სატრანსპორტო საშუალებები გვირაბში იმოძრავებენ 240 კმ/სთ. სიჩქარით. ამგვარი სიჩქარე 45-დან 15 წუთამდე შეამცირებს მგზავრობის დროს აეროპორტსა და ჩიკაგოს საქმიან რაიონს შორის. https://hightech.fm/2018/12/19/the-boring-company-first
-
უმეტესად, გეიმინგ-ლეპტოპები ძნელად ხელმისაწვდომია მაღალი ფასების გამო, თუმცა სადღესასწაულო დღეებში გამონაკლისებიც ხდება. ერთ-ერთი მაგალითია HP-ის 15,6-დუიმიანი გეიმინგ-ლეპტოპი, რომელიც Ebay-ზე 599,99 აშშ დოლარად იყიდება. შემოთავაზება ნამდვილად მიმზიდველია, მოგახსენებთ, რომ ლეპტოპის ძირითადი ფასი 1099,99 დოლარია ფასდაკლების გარეშე. ლეპტოპს საკმარისი შესაძლებლობები გააჩნია თანამედროვე კომპიუტერული თამაშების გაშვებისთვის. სპეციფიკაციებს რაც შეეხება, ლეპტოპი წარმოდგენილია Nvidia GeForce GTX 1050 Ti ვიდეო ბარათით, აქვს 15,6-დუიმიანი მატე IPS-დისპლეი 1080p გაფართოებით, ასევე - მერვე თაობის Intel Core i5 პროცესორი, 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 1 ტერაბაიტი ინტეგრირებული მეხსიერება. აგრეთვე, USB-C პორტი, განათების მქონე კლავიატურა და უფასო თამაშების ნაკრები, რომლიდანაც შესაძლებელია ხუთი თამაშის არჩევა უფასოდ. ლეპტოპი შეგიძლიათ შეიძინოთ 599,99 დოლარად ebay-ზე: https://ebay.to/2rORoR4 https://www.theverge.com/good-deals/2018/12/18/18146854/hp-gaming-laptop-ebay-casual-price-graphics
-
- 1
-
-
19 დეკემბერს, Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Changpeng Zhao-მ 2018 წელს კრიპტოვალუტების „კორექციის წელი“ უწოდა და ოპტიმიზმი გამოხატა კრიპტოების მომავალთან დაკავშირებით. მან ისაუბრა bear-მარკეტზე, რომელიც ეხებოდა ტრეიდერებს (მოვაჭრეებს) და განსაკუთრებულად მძიმე სახე ნოემბრის შუა პერიოდში მიიღო, როდესაც ფასები მკვეთრად დაეცა. მსხვილი კრიპტობირჟის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ ეს კორექცია იყო. იგი აღნიშნავს, რომ მართალია „ფასები მეტად მიმზიდველია სპეკულიანტებისთვის“- ინდუსტრია კვლავ გააგრძელებს ზრდას მათი წყალობით, ვინც ქმნის აპლიკაციებს და „გამოყენების რეალურ ვარიანტებს“, რაც ახდენს კრიპტოვალუტების სამომავლოდ სტიმულირებას. როდესაც Zhao-ს ჰკითხეს, თუ რა გავლენა იქონია ფასების კორექციამ Binance-ზე, მან განაცხადა, რომ Binance-მა გახსნა fiat-ბირჟა და აპირებს კიდევ 2-3 მსგავსის გახსნას მომდევნო რამოდენიმე თვეში, მომავალ წელს კი - კიდევ ათი fiat-ბირჟის გახსნაა დაგეგმილი. მან დაამატა: „ჩვენი არც ერთი გეგმა არ შეცვლილა, ჩვენ კვლავ აგრესიულად მივიწევთ წინ“. რაც შეეხება რეგულაციების გაძლიერებასა და სამთავრობო ორგანოების ჩარევას კრიპტოსივრცეში, ამასთან დაკავშირებით Zhao-მ თქვა, რომ კრიპტოინდუსტრია „გამჭვირვალობასა და გარკვეულობას საჭიროებს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კი ჯერ კიდევ ბევრი რამაა გაურკვეველი“. მან დააზუსტა, რომ კრიპტოინდუსტრიას სჭირდება ისეთი სახის რეგულირება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციებსა და განვითარებას და არ შეაფერხებს მათ. Binance-მა თავისი საქმიანობის სფერო გააფართოვა და გასცდა ტრადიციულ კრიპტოგაცვლებს. Binance Labs - ეს არის კომპანიის ინოვაციური ფრთა, რომელმაც 2018 წლის ზაფხულში აამოქმედა თავისი Incubator-პროგრამა. გასულ კვირაში პროგრამამ გამოუშვა თავისი ბლოკჩეინ-პროექტების პირველი სერია, რომელთაც მიიღეს დაფინანსება და მენტორობა ამ ინიციატივის ფარგლებში. 20 დეკემბერს, Binance-ის საქველმოქმედო ფონდმა (the Binance Charity Foundation) დაიწყო საქველმოქმედო ბლოკჩეინ-კამპანია მალტელი ახალგაზრდების მხარდასაჭერად. პროგრამის მიზანს წარმოადგენს მალტასა და გოზოში მცხოვრები მძიმე ავადმყოფებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილების მხარდაჭერა. https://cointelegraph.com/news/binance-ceo-changpeng-zhao-calls-2018-correction-year-for-crypto
- 1 reply
-
- 1
-
-
2017 წელს ჩინურმა კომპანია Honor-მა წარმოადგინა პლანშეტი Waterplay - 10,1 დუიმიანი დისპლეით. ამჯერად კი გამოუშვა მისი შემცირებული ვერსია - Honor Waterplay 8. დაანონსდა LTE მხარდაჭერის მქონე მოდელი. დივაისს აქვს 8-დუიმიანი IPS დისპლეი გაფართოებით - 1920 х 1200 პიქსელი. მატრიცა შემოსაზღვრულია ფართე ჩარჩოებით. ზედა პანელზე განთავსებულია 8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, ქვედა ნაწილში კი - ღილაკი „Home”. პლანშეტის კორპუსი დაცულია მტვრისა და სინესტისგან IP67 სტანდარტის შესაბამისად. უკანა პანელზე განთავსებულია ორი კამერა 13 და 5-მეგაპიქსელიანი მოდულებით, აგრეთვე დაქტილოსკოპიური სენსორი. პლანშეტს აქვს Harman / Kardon-ის სტერეოდინამიკები და USB Type-C პორტი. პლანშეტის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს მობილური პლატფორმა Kirin 659. იგი არ არის ყველაზე ახალი ჩიპსეტი, თუმცა მისი წარმადობა საკმარისია პლანშეტისთვის. Honor Waterplay 8-ს აქვს 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 გიგაბაიტი ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება. ასევე აქვს საფირმო GPU Turbo-ს მხარდაჭერა და სლოტი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს 256 გიგაბაიტამდე მოცულობის მეხსიერების ბარათი. ბატარეის მოცულობაა 5100 მილიამპერი/სთ. აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. Honor Waterplay 8 25 დეკემბრიდან გაიყიდება. პლანშეტი ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში, ოქროსფერსა და ვერცხლისფერში. მისი წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში კომპანია მყიდველს საჩუქრად გადასცემს Honor AM115 ყურსასმენებს. LTE მოდემიანი Honor Waterplay 8-ის ღირებულება დაახლოებით 247 აშშ დოლარია. http://bit.ly/2R7HcS9
-
- 1
-
-
AT & T იტყობინება, რომ მოხდა 5G ქსელის გაშვება 12 ქალაქში, შესაბამისად, ეს კომპანია გახდა პირველი ოპერატორი, რომელმაც გამოუშვა 5G სტანდარტზე არსებული მობილური ქსელი. თავდაპირველად მის გამოყენებას მოსახლეობის მცირე ნაწილი შეძლებს მას შემდეგ, რაც AT & T დაიწყებს თავისი პირველი 5G დივაისის გავრცელებას: ეს იქნება მობილური ჰოთსპოტი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალ სწრაფ ქსელთან. ახალი ქსელი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ამოქმედდება. პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში შეუძლებელი იქნება მაცხოვრებლებმა ჩვეულებრივი წესით შეიძინონ AT & T 5G ჰოთსპოტი მაღაზიებში. თავდაპირველად მათ ექნებათ ახალი ტექნოლოგიის მოსინჯვის საშუალება, რათა ნახონ, როგორ მუშაობს იგი, მანამ სანამ სერვისი მოიზიდავს უფრო და უფრო მეტ ადამიანს. სატესტო პერიოდის განმავლობაში AT & T არ გადაახდევინებს მომხმარებლებს 5G ქსელის მოხმარების საფასურს. გაზაფხულიდან კი დაიწყება ჰოთსპოტის გაყიდვა, რომლის ფასიც 499 აშშ დოლარი იქნება. კომპანია აგრეთვე ახმაურებს თავისი სერვისის საფასურს: 15 გბ თვეში 70 დოლარად. დიდი ალბათობით, სამომავლო 5G დივაისებისთვის საჭირო იქნება 5G-თავსებადი ტარიფები, რაც ნამდვილად არ იქნება იაფი. იმავე ფასად მომხმარებლები შეძლებენ მიიღონ შეუზღუდავი LTE მონაცემები, ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჰოთსპოტი მიმდინარე კვირაში ამოქმედდება, კომპანია ჯერ კიდევ არ ახმაურებს ქსელის რეალურ სიჩქარეს. წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „თეორიული მაქსიმალური სიჩქარე 1,2 გბიტი/წმ. იქნება, ფაქტობრივი სიჩქარე კი გაცილებით ნაკლები“. მიმდინარე თვის დასაწყისში ჩატარებულ კონფერენციაზე განხორციელებული დემონსტრაციისას სიჩქარემ 140 მბიტი/წმ.-ს მიაღწია. დიახ, ეს მაჩვენებელი სამჯერ მეტია LTE-კავშირთან შედარებით, თუმცა ახლოსაც ვერ მიდის იმ დონის გიგაბიტურ სიჩქარესთან, რომელსაც 5G-მწარმოებლები ჰპირდებიან საზოგადოებას. ამ ეტაპზე AT & T-ის 5G ქსელი გაშვებულია ატლანტაში, შარლოტში, დალასში, ჰიუსტონში, ინდიანაპოლისში, ჯექსონვილში, ლუისვილში, ოკლაჰომა-სითიში, ნიუ-ორლეანში, რალიში, სან-ანტონიოსა და ვაკოში. უახლოეს ექვს თვეში AT & T გეგმავს გაფართოებას ლას-ვეგასში, ლოს-ანჯელესში, ნეშვილში, ორლანდოში, სან-დიეგოში, სან-ფრანცისკოსა და სან-ხოსეში. ყველა შემთხვევაში, მეხუთე თაობის ქსელი ჯერჯერობით მხოლოდ ქალაქების გარკვეულ ნაწილებში იქნება ხელმისაწვდომი. აშშ-ის სხვა მსხვილი უსადენო კავშირების ოპერატორებიც უახლოეს თვეებში გეგმავენ თავინთი 5G ქსელების გაშვებას. T-Mobile მოსახლეობას ჰპირდება, რომ მიმდინარე წელს 30 ქალაქში გაეშვება ახალი თაობის ქსელი, მისი ფაქტობრივი გამოყენება კი 2019 წლიდან დაიწყება. Verizon-ის ჰოთსპოტიც მომდევნო წლიდან ამოქმედდება. Sprint-ი კი აცხადებს, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში უკვე ექნება თავისი 5G სმარტფონი. https://www.theverge.com/2018/12/18/18146246/att-5g-us-launch-hotspot-service-plan-price
-
- 1
-
-
კრიპტოვალუტების ბაზარი კვლავ ავლენს სიცოცხლის ნიშნებს. ამჯერად ძირითადი ყურადღება მიმართულია Ethereum-ისკენ, რომლის ფასმაც ისტორიაში პირველად გაუსწრო Bitcoin Cash BCH ფასს. (ამ ეტაპზე მდგომარეობა კვლავ შეიცვალა და BCH-ის ფასი ისევ საგრძნობლად გაიზარდა). ამჯერად სხვაობა თითქმის ოთხ დოლარს შეადგენს. Coin360-ის, CoinGecko-სა და CoinMarketCap-ის მონაცემებით, ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტების ბრძოლაში ETH ვაჭრობს 94 დოლარიან ზონაში, იმ დროს როდესაც BCH აღემატება 90 დოლარს. შეგახსენებთ, რომ Bitcoin Cash-ის შექმნის მომენტიდან იგი ფასით ყოველთვის აღემატებოდა Ethereum-ს. დიდი ალბათობით, მოვლენების ამგვარი განვითარების მიზეზი გახდა Bitcoin Cash-ის სადავო ჰარდფორკი ნოემბერში, როდესაც კოინი ორ ჯაჭვად გაიყო - Bitcoin ABC და Bitcoin SV. თავდაპირველად, BSV-ს ფასი ახდენდა უმეტესი კრიპტოაქტივების საპირისპირო კორელაციას Bitcoin-ის აქტივობასთან უნისონში. შემდეგ ფასმა დაიწყო მკვეთრი ვარდნა და დეკემბრის შუა პერიოდში BCH-ს გაუტოლდა. ამჟამად BCH და BSV ყველა კრიპროვალუტას შორის იკავებენ მერვე და მეცხრე ადგილს საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით. BCH/ETH ფასების შვიდდღიანი გრაფიკი Bitcoin-ი ჩამოვიდა 15-თვიან მინიმუმზე - 3130 დოლარზე, შემდეგ აიწია 3200 დოლარამდე. შემდეგ კი გაიზარდა კიდევ 300 დოლარით. ანალიტიკოსები ჯერჯერობით არ ჩქარობენ პროგნოზების გაკეთებას ამგვარ გაურკვეველ სიტუაციასთან დაკავშირებით. როგორც Cointelegraph-ი წერს, კრიპტოექსპერტი ტონი ვეისი პროგნოზირებს Bitcoin-ის 1000 დოლარამდე დაცემას. ამჟამად კი ვითარება ამგვარია: ბაზრის კაპიტალიზაცია გაიზარდა 113 მილიარდ დოლარამდე, დომინანტი Bitcoin-ის წილი კი ბაზრის 54,2 პროცენტს შეადგენს. აქვე აღვნიშნავთ, რომ რამოდენიმე დღის წინ Litecoin-მაც გაუსწრო Bitcoin Cash-ს, ოღონდ საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით. https://cryptonovosti.com/svershilos-czena-efiriuma-vpervyie-v-istorii-oboshla-bitcoin-cash.-ryinok-ozhivaet/
-
- 1
-
-
დაახლოებით თვენახევრის წინ კომპანია Lenovo-მ წარადგინა სლაიდერის ტიპის სმარტფონი Z5 Pro - Qualcomm Snapdragon 710-ის პლატფორმაზე. ამჯერად კი გამოჩნდა ამ დივაისის ტოპ-მოდიფიკაცია - Z5 Pro GT. წარმოდგენილი სმარტფონი გახდა მსოფლიოში პირველი კომერციული დივაისი ახალი Snapdragon 855 პროცესორით. ჩიპი შეიცავს რვა Kryo 485 ბირთვს: მათგან ერთი მუშაობს 2,84 გჰც-ზე, სამი - 2,42 გჰც-ზე, დანარჩენი ოთხი კი - 1,80 გჰც სიხშირეზე. გრაფიკის დამუშავებისთვის წარმოდგენილია მაღალი წარმადობის ამაჩქარებელი Adreno 640. ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X24 LTE უზრუნველყოფს მონაცემთა ჩამოტვირთვის თეორიულ 2 გბიტი/წმ.-მდე სიჩქარეს. გარდა ამისა, Lenovo Z5 Pro GT - ეს არის მსოფლიოში პირველი სმარტფონი 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით. მომხმარებელებს ასევე შეეძლებათ შეიძინონ მოდიფიკაციები 6 და 8 გიგაბაიტი ოპერატიულით. ფლეშ-მოდულის მოცულობა ვარირებს 128-დან 512 გიგაბაიტამდე, კონფიგურაციების შესაბამისად. დანარჩენი მახასიათებლები Z5 Pro მოდელის იდენტურია. 6,39-დუიმიანი ეკრანი წარმოდგენილია 2340 × 1080 გაფართოებით ( Full HD+ ფორმატი ). დისპლეიზე ინტეგრირებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. ზედა ნაწილში არსებულ მოძრავ ბლოკზე განთავსებულია ორი კამერა 16 და 8 მეგაპიქსელიანი მოდულებით. მხარდაჭერილია მომხმარებლის სახის ამოცნობის ტექნოლოგია. სმარტფონის უკანა ნაწილზე განთავსებულია კიდევ ორი კამერა 24 და 16 მეგაპიქსელიანი მოდულებით. დანარჩენი დეტალები ამგვარია: სმარტფონს აქვს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 ადაპტერები, GPS/GLONASS მიმღები, USB Type-C პორტი, NFC მოდული, Dual SIM სისტემა. სმარტფონის გაბარიტები შეადგენს 155,12 × 73,04 × 9,3 მილიმეტრს, წონა - 210 გრამს. კვებას უზრუნველყოფს 3350 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა. კორპუსი დამზადებულია Carbon Black პრემიუმ-დიზაინით: გამოყენებულია ნახშირბადის ბოჭკოები, დომინანტ შავ ფერს დამატებული აქვს წითელი ფერის აქცენტები. გამოყენებულია პროგრამული პლატფორმა Android 9.0 (Pie) და ZUI 10. კონფიგურაციების შესაბამისად ფასები ამგვარია: 6 გბ ოპერატიული, 128 გბ ფლეშ-მეხსიერება - 390 $; 8 გბ ოპერატიული, 128 გბ ფლეშ-მეხსიერება- 430 $; 8 გბ ოპერატიული, 256 გბ ფლეშ-მეხსიერება - 490 $; 12 გბ ოპერატიული, 512 გბ ფლეშ-მეხსიერება - 640 $. https://3dnews.ru/979801
-
- 1
-
-
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელიც მცენარეების მიერ იმართება. ორგანიზმი გადასცემს ელექტროიმპულსს მოწყობილობას და ირჩევს მისი მოძრაობის მიმართულებას. ეს მექანიზმსა და მცენარეს შორის სიმბიოზის შექმნის ერთ-ერთი წარმატებული ექსპერიმენტია - წერს Gizmodo. Elowan-ი - ეს არის რობოტიზირებული ორბორბლიანი პლატფორმა, რომელზეც თავსდება მცენარიანი ქოთანი. არსებობის პროცესში ორგანიზმის უჯრედები გამოიმუშავებს ელექტროიმპულსებს, მექანიზმი კი მათ იღებს და გარდაქმნის ბრძანებებად. სისტემა ახდენს ბიოლოგიური სიგნალების გაშიფვრას ვერცხლის ელექტროდების მეშვეობით, რომლებით განთავსებულია მცენარის ფოთლებში, ფესვებსა და ღეროებში. მოძრაობის მიმართულება დამოკიდებულია იმპულსის სიმძლავრეზე. ტესტირებისას რობოტმა ოპერატორის დახმარების გარეშე შეძლო მიეღწია სინათლის წყარომდე, რომელიც მცენარის ფოტოსინთეზისთვის აუცილებელია. უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემდგომში შესაძლებელი გახდება რობოტიზირებული ფერმების შექმნა, რომელშიც მცენარეები თავად გადაადგილდებიან საჭირო ადგილებზე სინათლის ან ტენის მისაღებად. სადემონსტრაციო ვიდეო იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2EtWHwQ https://hightech.fm/2018/12/05/plant-rebellion
-
- 1
-
-
Unity-სთან თანამშრომლობა გახდა კომპანია Apollo Plan-ის შიდა პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. პროგრამის ფარგლებში ჩინური კომპანია Baidu გეგმავს შეიმუშავოს, გატესტოს და გაყიდოს უპილოტო ავტომობილები მესამე, მეოთხე და მეხუთე დონის ავტონომიურობით. ამჟამად Baidu ახდენს თავისი ტექნოლოგიის ტესტირებას 50 სხვადასხვა ავტომწარმოებლის პროდუქციაზე. Baidu-ს წარმომადგენლების თქმით, რეალური საგზაო მოძრაობის სიმულაცია უპილოტო ავტომობილებს საშუალებას მისცემს მრავალი საათის განმავლობაში იმოძრაონ ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან ადამიანებს. “სიმულაციის საშუალებით შესაძლებელია ისეთი შემთხვევების ტესტირება, რაც რეალურ სამყაროში წარმოუდგენელი ჩანს. რა მოხდება, თუკი მანქანას ბავშვი ან ცხოველი გადაურბენს წინ? ამგვარი შემთხვევებია სწორედ, რომელთა რეალურად შემოწმება შეუძლებელია, სიმულატორის საშუალებით კი - უპრობლემოდ“ – აცხადებს Unity-ს საავტომობილო მრეწველობის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი. მოდელირების სისტემები დააჩქარებენ უპილოტო სისტემების გამართვა-განვითარებას, ციფრული ტესტ-დრაივების ჩატარება კი შესაძლებელია უწყვეტად სხვადასხვა პირობებში. https://hightech.fm/2018/12/18/baidu-unity
-
- 1
-
-
კომპანია Qualcomm Technologies-მა დააანონსა მოდემი Qualcomm 9205 LTE, რომელიც დაპროექტებულია სპეციალურად სხვადასხვა ტიპის თან სატარებელი დივაისებისთვისა (მაგალითად, სმარტ-საათები, აქტივობის ტრეკერები) და ინტერნეტ-ნივთებისთვის. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ახალი მოდემი უზრუნველყოფს წინამორბედთან შედარებით ენერგომოხმარების შემცირებას 70%-მდე მოლოდინის რეჟიმში. ამასთან, 50%-ით შემცირდა ზომაც. Qualcomm 9205 LTE-ის შეამდგენლობაში შედის მრავალრეჟიმიანი LTE-მოდემი 2G/E-GPRS მობილურ ქსელებში მუშაობის შესაძლებლობით, ასევე GPS/Beidou/GLONASS/Galileo თანამგზავრული სანავიგაციო სისტემების მიმღები. გარდა ამისა, ახალი მოწყობილობა შეიცავს ARM Cortex-A7 პროცესორს 800 მეგაჰერცამდე ტაქტის სიხშირით. ამის წყალობით აღარ არის გარე მიკროკონტროლერის გამოყენების აუცილებლობა. და ბოლოს, საუბარია ახალ მოწყობილობაში ენერგომოხმარების მართვის მოწინავე საშუალებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ. Qualcomm 9205 LTE მოდემის მქონე კომერციული პროდუქტები მომდევნო წლიდან გამოჩნდება. https://3dnews.ru/979758
-
- 2
-
-
-
კომპანია Samsung-მა დააპატენტა ახალი ჰოლოგრაფიული მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია მაღალხარისხიანი 3D გამოსახულებების გაშვება ისე, რომ აუცილებელი არ არის ეკრანს უყუროთ განსაზღვრული კუთხიდან, როგორც ეს საჭიროა Nintendo 3DS-ის გამოყენებისას. პატენტი გამოაქვეყნა მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების მართვის ორგანიზაციამ და აშშ-ის პატენტების სამმართველომ. პუბლიკაციაში ნაჩვენებია, რომ დისპლეიში გამოყენებულია ახალი ტიპის სივრცითი მოდულატორი, რომელშიც მოგვარებულია თვალთახედვის კუთხის შეზღუდულობისა და ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიის მცირე გაფართოების პრობლემები. როგორც რესურსი Lets Go Digital თვლის, ეს ყველაფერი ფანტასტიკასავით ჟღერს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ცნობილია, Samsung-ი გარკვეული პერიოდია მუშაობს ჰოლოგრაფიულ ტექნოლოგიაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ კომპანიის მეცნიერებმა შეძლეს, ეპოვათ საშუალება, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ხარისხი და მოგვარდეს შეზღუდვის პრობლემა, რადგან სწორედ ეს ორი ფაქტორი უშლის ყველაზე მეტად ხელს არსებული ჰოლოგრაფიული სისტემების წინსვლას. საპატენტო ცნობარში აღწერილია სწორ ზედაპირზე განთავსებული მიკროლინზები, რომელზეც ფოკუსირდება დისპლეიდან გამოსხივებული სინათლის სხივი და ხდება სამგანზომილებიანი გამოსახულების ფორმირება ახალი სივრცითი მოდულატორის მეშვეობით. მეცნიერები საკმაოდ დიდი ხანია მუშაობენ ნამდვილი სამგანზომილებიანი ჰოლოგრამის შექმნაზე. სურთ, რომ მიიღონ დიდი მოცულობის გამოსახულება, რომელიც ხილვადი იქნება ნებისმიერი ადგილიდან, სწორედ ისევე, როგორც ვხედავთ ობიექტებს რეალურ ცხოვრებაში. ჯერჯერობით კი თანამედროვე ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიები საჭიროებენ, რომ გამოსახულებას უყუროთ შეზღუდული არეალიდან. https://3dnews.ru/979773
- 1 reply
-
- 1
-
-
კალიფორნიაში მცხოვრებმა 13 წლის ჯორჯია ჰაჩისონმა მიიღო მთავარი ჯილდო STEM Broadcom Masters კონკურსზე, რადგან შექმნა მზის ბატარეების კონცეპტი, რომლებიც ავტომატურად ბრუნდებიან მზის მხარეს. ამის შესახებ წერს ScienceAlert. მზის ბატარეებს ამ დრომდეც ჰქონდათ უნარი, დამოუკიდებლად შებრუნებულიყვნენ ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროსკენ, რათა მზის ენერგია გაერდაექმნათ ელექტროენერგიად. თუმცა მათი მუშაობისთვის საჭირო იყო ძვირადღირებული სენსორები, რის გამოც მნიშვნელოვნად იზრდებოდა მოწყობილობის ფასი. ჰაჩისონმა გამოგონა სისტემა, რომლითაც მზის ბატარეები სინათლის წყაროს ეძებენ ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლევის მართვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე. ამ ინფორმაციას იყენებს ნეიროქსელი, რათა განსაზღვროს მზის მდებარეობა რეალურ დროში და ამოირჩიოს პანელის დახრილობის ოპტიმალური კუთხე. კონკურსის ორგანიზატორის - ფონდ Broadcom-ისგან ჯილდოს სახით გოგონას გადაეცა 25 ათასი დოლარი. გარდა ამისა, ორგანიზაციამ გამოყო ფინანსები მის სკოლაში STEM-პროგრამის მხარდასაჭერად. https://hightech.fm/2018/12/18/school-scientists
-
- 1
-
-
ჩინელმა მეცნიერებმა დაიწყეს ე.წ. Z-Machine-ის მშენებლობა - ეს იქნება მოწყობილობა, რომელიც მოახდენს თერმობირთვული აფეთქების პირობების მოდელირებას და შეეძლება შეაფასოს ბირთვული იარაღის ეფექტი. ამის შესახებ ცნობებს ავრცელებს South China Morning Post. ამგვარი მოწყობილობა - მაგნიტური გამოსხივების მაღალხარისხიანი გენერატორი უკვე აქვს აშშ-ს. მისი საშუალებით ხდება სხვადასხვა ტიპის ნივთიერებების კვლევა ზემაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში, აგრეთვე იგი ახდენს ბირთვული აფეთქების მოდელირებას. მოწყობილობა მდებარეობს Sandia-ს ლაბორატორიაში. როგორც იქ მომუშავე მეცნიერები ამტკიცებენ, მისი მეშვეობით შეძლეს ალმასის დადნობა. 2003 წელს მკვლევარებმა Z-Machine-ს საშუალებით მოაქციეს წყალი 70-120 ათას ატმოსფერო წნევის ქვეშ და მიიღეს ყინული VII. ჩინური Z-Machine-ის აწყობას განახორციელებს ჩინეთის საინჟინრო ფიზიკის აკადემია. ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ მოწყობილობა გათვლილია 60 მეგაჯოული ენერგიის გამოყოფაზე, რაც 15-ჯერ მეტია ამერიკულ Z-Machine-სთან შედარებით. https://hightech.fm/2018/12/18/z-machine
- 1 reply
-
- 1
-
-
Bloomberg-ის ჟურნალისტებმა ისაუბრეს კომპანიის სამომავლო გეგმებში გათვითცნობიერებულ პირთან, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მომდევნო წელს LG გამოუშვებს დასაკეც ტელევიზორს. მისი დემონსტრირება უკვე შედგა CES 2018-ზე. სიახლე გულისხმობს 65-დუიმიან OLED-დისპლეის და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსხვილფორმატიანი კონტენტის ხილვა ჩვეულებრივი ტელევიზორისთვის დამახასიათებელი შავი ჩარჩოების გარეშე. Bloomberg-მა დაადასტურა ისიც, რომ LG წარადგენს თავის პირველ 5G სმარტფონს თებერვალში Mobile World Congress ივენთზე. ეს ფაქტი ლოგიკურია, რადგან Samsung-სა და LG-ს უკვე ჰქონდათ ამ დრომდე გამოცხადებული, რომ გეგმაში აქვთ 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე დივაისების გამოშვება 2019 წლის პირველ ნახევარში - იმ დროიდან, როგორც კი მეხუთე თაობის ქსელი გაეშვება. გასულ თვეში რესურსმა Engadget-მა განაცხადა, რომ ნახა LG-ს შიდა დოკუმენტები, სადაც მოცემული იყო, რომ კომპანია აპირებს არა პროტოტიპების, არამედ სრულფასოვანი დასაკეცი ტელევიზორების დემონსტრირებას CES 2019-ზე. აგრეთვე არის მოლოდინი, რომ ამავე ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება LG-ის დასაკეცი სმარტფონიც, თუმცა ეს მოლოდინი ნაკლებად საფუძვლიანია. ნებისმიერ შემთხვევაში, CES 2019-მდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და თავად ვნახავთ წარმოდგენილ სიახლეებს. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/17/18145866/lg-rollable-tv-ces-2019-commercial-sale
- 1 reply
-
- 1
-
