Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7323
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. 21-ე საუკუნეში ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა მიუხედავად ამ ტენდენციისა, ავადმყოფობის მაჩვენებლებიც დიდია: კვლევის თანახმად, 65 წელს ზემოთ მყოფი პირების რაოდენობა, რომელთაც ოთხზე მეტი ავადმყოფობა აწუხებთ, 2035 წლისთვის 100%-ით მოიმატებს. ამ ფაქტის შედეგები კი განსაკუთრებით მძიმედ დააწვება სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებს. ასე რომ საჭიროა, გამოჩნდეს ახალი, ინოვაციური მეთოდები ავადმყოფობებთან ბრძოლისთვის. საბედნიეროდ, მსოფლიოს უკვე აქვს კრიპტო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კრიზისთან გამკლავება. ეს არ იქნება პანაცეა ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა ბლოკჩეინი და კრიპტო-ტექნოლოგიები დიდად დაეხმარება ჯანდაცვის სექტორს - გაუმკლავდეს მზარდ დატვირთვას მომდევნო წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. სამედიცინო მონაცემების გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების დონის გაზრდით პაციენტებს მეტი ნდობა ექნებათ სამედიცინო დაწესებულებებისადმი: ეცოდინებათ რა, რომ მათი პირადი ინფორმაცია დაცულია - ადამიანები უფრო მეტად გახდებიან მიდრეკილნი - ანდონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მედიცინის მუშაკებს. მეორე მხრივ, სამედიცინო კვლევითი დაწესებულებების დაფინანსების შედეგად დაჩქარდება ახალი წამლების აღმოჩენის კვლევები, რაც თავისთავად მიზანმიმართული იქნება სიცოცხლის გადარჩენისა და ავადმყოფობების სტატისტიკის შემცირებისკენ. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო სფეროში გამოყენებული ბლოკჩეინ-ტექნოლოგია სავსებით გამჭვრივალე პროცესი არ იქნება: თავდაპირველად საჭიროა ეფექტური კრიპტო-რეგულაციების დადგენა. ამასთან, ბლოკჩეინმა უნდა მოაგვაროს სხვადასხვა ტექნიკური პრობლემა მანამ, სანამ მოემსახურება ათასობით ანდა მილიონობით პაციენტს. როგორც კი ეს პრობლემები მოგვარდება და ხარვეზები გამოსწორდება, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამხრეთ კორეის კლინიკა Myongji გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი დაწესებულება, რომელიც იყენებს distributed ledger technology-ს (DLT). მან განაცხადა, რომ ითანამშრომლებს კორეულ IT-კომპანიასთან - BICube-თან, რათა შექმნან მონაცემთა გაცვლის სისტემა ბლოკჩეინის ბაზაზე. როგორც ცნობილია, ეს სისტემა იქნება ნახევრად პრივატული და ნახევრად საჯარო, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს - მათი სურვილისამებრ მოხდეს მონაცემების გადაგზავნა ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში. სხვა, უკვე დაანონსებული სისტემებიც დაახლოებით ასევე ფუნქციონირებენ, მცირედი განსხვავებებია ცალკეულ შემთხვევებში. მაგალითად, ავსტრიაში ეროვნულმა ხელისუფლებამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია Lancor Scientific-ს, რომელიც მუშაობს სიმსივნის აღმომჩენი ინსტრუმენტის შემუშავებაზე: მასში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის წყალობით 90% ალბათობით ხდება პათოლოგიის აღმოჩენა. Lancor-ი გამოიყენებს საკუთარ ბლოკჩეინს იმ მონაცემთა შესანახად, რომელიც სკრინინგ-ინსტრუმენტით იქნა მოპოვებული. პაციენტს შეეძლება საკუთარ მონაცემებზე წვდომა მიიღოს Medici ტოკენის პლატფორმით, სადაც ხდება სმარტ-კონტრაქტების გააქტიურება და შემდგომში მონაცემები გადაეცემა პაციენტს ან დადასტურებულ, ნებადართულ მესამე მხარეს. ამოქმედდა სხვა პლატფორმებიც, რომელნიც ორიენტირებულნი არიან - გამოიყენონ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მონაცემთა ინტეგრაციისთვისა და ინფორმაციაზე სწრაფი წვდომისთვის, თანაც ისე, რომ გაუმჯობესდეს მკურნალობის პროცესი და ამავე დროს, გახდეს უფრო იაფი. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Skychain, რომელიც აერთიანებს DLT-სა და ხელოვნურ ინტელექტს და ქმნის ხელოვნური ნეირონული ქსელების სისტემას (ანუ ხელოვნურ ტვინს), რომელსაც ადამიანებზე უკეთ შეუძლია დიაგნოზის დასმა. აგრეთვე, Doc.com (ასევე ცნობილია, როგორც Docademic) მომხმარებლებს სთავაზობს მობილური აპლიკაციით მსოფლიოს ექიმებსა და მედიცინის მუშაკებთან წვდომის საშუალებას. ბლოკჩეინი არამარტო ახდენს ჯანდაცვის სისტემაში მონაცემების დამატების სტიმულირებას, არამედ ასევე ადამიანებში აღვიძებს სურვილს, განახორციელონ ვიზიტი ექიმთან. კომპანია Healthereum - ესეც არის ბლოკჩეინის ბაზაზე შექმნილი პლატფორმა, თუმცა კონკურენტებისგან იგი განსხვავდება შემდეგით: კომპანია თავისი ტოკენებით დააჯილდოვებს პაციენტებს ვიზიტისას, თუმცა დააჯარიმებს, თუკი ისინი ექიმთან ჩანიშნულ მიღებაზე არ გამოცხადდებიან. რაც შეეხება უსაფრთხოებას... ეპოქაში, სადაც კონფიდენციალურობისა და პირადი ინფორმაციის დაცვისთვის ბრძოლა სულ უფრო შესამჩნევი ხდება, შესაძლოა, რომ პერსონალური მონაცემების გენერირების საკითხმა შფოთვა და უნდობლობა გამოიწვიოს. ასეა თუ ისე, ირწმუნებიან, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია უზრუნველყოფს საფრთხეების მინიმიზაციას. საფრთხეებში იგულისხმება როგორც კონფიდენციალურობის დარღვევა, ასევე სხვადასხვა თაღლითობაც, რაც ძირითადად განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი - მაგალითად: უხარისხო, ყალბი ინსტრუმენტების გამოყენება, ქრთამი იმისათვის, რომ პაციენტს არ აუღონ ანალიზები და ა.შ. DLT-ის წყალობით იზრდება მონაცემთა უსაფრთხოების დონე და მცირდება სამედიცინო თაღლითობების ალბათობა, აგრეთვე მისი მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას სამედიცინო მონაცემების უფრო მჭიდრო ერთიანი სისტემა. ბლოკჩეინის როლი მედიცინაში არ შემოიფარგლება მხოლოდ მონაცემების მართვით, არამედ ხდება სამედიცინო კვლევევის დაფინანსება. სექტემბერში კალიფორნიულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Verseon-მა აამოქმედა საკუთარი ფასიანი ქაღალდების ბირჟა, რომელიც ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდებით ახორციელებს დეცენტრალიზებულ ვაჭრობას ბლოკჩეინის საფუძველზე. ეს ფაქტი შესაძლოა უცნაური და არადამახასიათებელი იყოს ფარმაცევტული კომპანიისთვის, თუმცა როგორც მისი გენერალური დირექტორი აცხადებს, ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს ჯანდაცვას. Verseon-ი არ არის ერთადაერთი - ასევე კალიფორნიაში არსებულმა კომპანიამ - Medable-მ აამოქმედა Insight-პლატფორმა, რომელიც მედიცინის მკვლევარებს საშუალებას აძლევს გაცვალონ საინფორმაციო რესურსები. ამის წყალობით შემცირდება საკვლევი ხარჯებიც და დროც, აგრეთვე Insight-ი დააჯილდოვებს მათ, ვინც ახალ მონაცემებს გაუზიარებს პლატფორმას. ჯილდოში იგულისხმება დაფინანსება და სამედიცინო ტექნოლოგიების გადაცემა. იმ ფაქტს, რომ „ბლოკჩეინს ნათელი მომავალი აქვს ჯანდაცვის სფეროში“, მოწმობს მისი მზარდი როლი სამედიცინო დაზღვევებსა და ლიცენზირებაში. ამგვარ საქმიანობას ეწევა ილინოისის შტატში მოქმედი კომპანია MetLife შტატის ხელისუფლების მხარდაჭერით. თუმცა, როგორ იმედიანადაც არ უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი, როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ტექნოლოგიაში არსებული ხარვეზების მოგვარება აუცილებელია, სანამ იგი მასიურად გავრცელდება. https://cointelegraph.com/news/blockchain-is-boosting-the-health-sector-by-unifying-patient-data-and-increasing-funding-for-medical-research
      • 1
      • Like
  2. აღსრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანონსი, რომელსაც ასე ელოდა ტექნიკური საზოგადოების დიდი ნაწილი: AMD-ის ხელმძღვანელმა, ლიზა სუმ წარადგინა სამომხმარებლო ვიდეო ბარათი Radeon VII. ფოტოს წყარო: AnandTech ახალი ბარათის ბაზა წარმოადგენს 7-ნმ GPU Vega II (Vega 20) – 60 გამომთვლელი ბლოკითა (Compute Units, CU) და 1,8 გჰც სიხშირით (სავარაუდოდ boost-სიხშირეა). აქვს 16 გიგაბაიტი HBM2 ტიპის მეხსიერება 1 ტბ/წმ. სიჩქარით. ახალი ბარათი წარმადობის მაჩვენებლით აღემატება წინა თაობის მოდელებს - 27-29%-ით მეტია კონტენტის შექმნისას და 62%-ით - OpenCL-ში. გეიმინგ-პროდუქტებშიც წინა თაობის ბარათებზე უკეთესი შედეგი აქვს. რამოდენიმე თამაშში იგი დაახლოებით Nvidia GeForce RTX 2080-ის მსგავს შედეგებს აჩვენებს. უნდა აღინიშნოს, რომ Radeon VII პირველი სამომხმარებლო ვიდეო ბარათია, რომელსაც აქვს ახალი ინტერფეისის - PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა. რაღა თქმა უნდა, ბარათი თავსებადია აქტუალურ PCI Express 3.0 ინტერფეისთან. ახალი ბარათის ეტალონურ ვერსიას აქვს გაგრილების მძლავრი სისტემა სამი ვენტილატორით. TDP-ის დონე კომპანიამ ჯერ არ გაამხილა, თუმცა იგი აშკარად არ იქნება მცირე. ვიდეო ბარათი 7 თებერვლიდან გახდება ხელმისაწვდომი და მისი ფასი იქნება 699 აშშ დოლარი. (შედარებისთვის, GeForce RTX 2080 მასზე 100 დოლარით ძვირი ღირს). ახალ ბარათთან დაკავშირებით ცხარე განხილვები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ კომპანია NVIDIA-ს ხელმძღვანელმა ჯენსენ ჰუანგმა. მისი თქმით, იგი იმედგაცრუებულია AMD-ის ახალი ვიდეო ბარათით, რადგან მას არ აქვს Ray-tracing-ის ტექნოლოგიის აპარატურული მხარდაჭერა, არ აქვს ხელოვნური ინტელექტი და მიუხედავად 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესისა - ვერ გაუმკლავდება GeForce RTX 2080-ს. NVIDIA-ს ხელმძღვანელი თვლის, რომ DLSS- და Ray-Tracing-ის აქტივაციისას Radeon VII-ს უბრალოდ შანსები არ აქვს. ფოტოს წყარო: AMD AMD-ის ხელმძღვანელმა, ლიზა სუმ კრიტიკას მეტად თავშეკავებით უპასუხა და აღნიშნა, რომ NVIDIA-ს ხელმძღვანელს „ჯერ საქმეში არ უნახავს“ ახალი ბარათი. https://overclockers.ru/blog/id_1/show/23306/amd-oficialno-predstavila-potrebitelskuju-videokartu-radeon-vii https://overclockers.ru/blog/id_1/show/23323/nvidia-videokarta-radeon-vii-ne-vpechatljaet-geforce-rtx-2080-unichtozhit-ejo https://3dnews.ru/980811
  3. მთელი 2018 წლის განმავლობაში კომპანია Micro-Star International-მა (MSI) მოახდინა დაახლოებით 1,2 მილიონი გეიმინგ-ლეპტოპის მიწოდება და ელექტრონიკის ამ სეგმენტში გახდა მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებელი როგორც რიცხობრივი, ასევე ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით. მეორე ადგილს, რესურს DigiTimes-ის ცნობით, იკავებს ASUSTeK Computer. MSI PS63 Modern როგორც წყაროები აღნიშნავენ, 2018 წელს გეიმინგ-ლეპტოპების ბაზარი 10 %-თ გაიზარდა. თუმცა ეს მაჩვენებელი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან წინა წლებში ზრდის ყოველწლიური მაჩვენებლის 20-30% მატება ფიქსირდებოდა. 2019 წლისთვის ექსპერტები პროგნოზირებენ საერთო ტემპების ვარდნას ამ სეგმენტში. გეიმინგ-ლეპტოპების მწარმოებლები ეძებენ ახალ ბაზრებს. კერძოდ, კომპანია MSI-მ CES-გამოფენაზე წარადგინა მძლავრი პორტატული კომპიუტერი PS63 Modern - გრაფიკული ამაჩქარებლით - GeForce GTX 1050 Max-Q-თი და 4 გიგაბაიტი GDDR5 მეხსიერებით. მწარმოებელი ამ მოდელს მიიჩნევს როგორც ლეპტოპს - კონტენტის შექმნისა და სტრიმინგ-ორგანიზაციებისთვის. PS63 Modern-ში გამოყენებულია მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორი, დისპლეის ზომაა 15,6 დუიმი დიაგონალზე, ეკრანის გაფართოებაა Full HD (1920 × 1080 პიქსელი). ლეპტოპს აქვ 2-2 ვატიანი სტერეოდინამიკები, 32 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და შეუძლია იმუშავოს 16 საათი ერთ სრულ დამუხტვაზე. https://3dnews.ru/980799
      • 1
      • Like
  4. AT&T-ის ზოგიერთმა სმარტფონმა განახლების შემდეგ მიიღო 5G e ინტერნეტის ამსახველი სიმბოლო. 5G e სიმბოლომ ჩაანაცვლა 4G, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ტელეფონი ისევ მუშაობს 4G ინტერნეტით. At&t ადრეც იყო შემჩნეული მსგავს მაქინაციებში. ესაა ნონსენსი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ მარკეტინგულ ხრიკს. 5G e ქსელი წარმოადგენს 4G-ის გაუმჯობესებულ ვერსიას და არ არის ნამდვილი 5G ინტერნეტი. ეს უკანასკნელი ჯერ შორსაა ოფიციალური გამოყენებისგან. At&t-მ ადრეც გამოიყენა მსგავსი ტაქტიკა lte ქსელთან მიმართებაში. 5G e ქსელი მოქმედებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მოდელებსა და მხოლოდ რამოდენიმე არეალში, ისიც დროებით: წლის ბოლომდე გაუქმდება და დაუბრუნდება წინამდებარე ვერსიას. https://techcrunch.com/2019/01/07/att-is-lying-to-customers-with-5g-marketing/
      • 2
      • Like
  5. კომპანია HTC-იმ წარადგინა ვირტუალური რეალობის ახალი ჰედსეტი, სახელწოდებით - Vive Pro Eye. ჰედსეტის განსაკუთრებულობა გამოიხატება შემდეგში: მოწყობილობაში ინტეგრირებულია სისტემა, რომელიც იკვლევს მომხმარებლის თვალის მოძრაობის მიმართულებებს. ეს ინსტრუმენტი ვირტუალურ სივრცეში ობიექტებთან თანამოქმედების საშუალებას იძლევა პირდაპირი მნიშვნელობით - „მზერის ძალით“. სისტემა არკვევს, რომელ ობიექტს უყურებს მომხმარებელი კონკრეტულ მომენტში და საშუალებას იძლევა, მოხდეს სცენის რენდერინგის ოპტიმიზირება - გამომთვლელი რესურსები მიმართულია გამოსახულების საჭირო არეალის დამუშავებისკენ. ახალ ჰედსეტს აქვს ორი AMOLED ეკრანი, დიაგონალის ზომით - 3,5 დუიმი. ჯამური გაფართოება შეადგენს 2880 × 1600 პიქსელს, თითოეული თვალისა კი - 1440 × 1600 პიქსელს. კადრის ანახლების სიხშირე აღწევს 90 ჰერცს, თვალთახედვის კუთხე 110 გრადუსია. მოწყობილობის აღჭურვილობაში შედის მაღალხარისხიანი აუდიოსისტემა, Bluetooth-ადაპტერი, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, მიახლოების სენსორი, სიმეტრიული USB Type-C 3.0 პორტი და DisplayPort 1.2 ინტერფეისი. Vive Pro Eye ჰედსეტი უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია პროფესიონალი მომხმარებლებისთვის. მზერის განმსაზღვრელი სისტემა ასევე სასარგებლო იქნება იმ შემთხვევებშიც, როდესაც არ არის ტრადიციული კონტროლერების გამოყენების შესაძლებლობა. ახალი ჰედსეტის ღირებულება ჯერ უცნობია. https://3dnews.ru/980723
      • 2
      • Like
      • Upvote
  6. კომპანია Samsung Electronics-მა გამოფენაზე წარადგინა Micro LED დისპლეების უახლესი ნიმუში. Micro LED პანელებში გამოყენებულია მიკროსკოპული LED-ნათებები, რომელთა ზომაც არ აღემატება რამოდენიმე მიკრონს. ტექნოლოგიას არ სჭირდება ფერადი ფილტრები და დამატებითი განათებები, ამასთან, უზრუნველყოფს შესანიშნავ ვიზუალურ აღქმას. „თვითგამოსხივებადი დისპლეის ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით Samsung Micro LED დისპლეითი უზრუნველყოფილია უპრეცედენტოდ ხარისხიანი გამოსახულება, უნივერსალურობა და ელეგანტური დიზაინი: - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. Micro LED-ტექნოლოგიის საშუალებით ეკრანის ზომა მოქნილია და შესაძლებელია დისპლეის ადაპტირება ნებისმიერ შენობასა და სივრცეში. Micro LED მოდულების დამატებისას მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი დისპლეის ზომა გაზარდონ სასურველ ზომამდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 75-დუიმიანი, 4K ფორმატის Micro LED პანელი. გარდა ამისა, კომპანიამ წარადგინა გიგანტური 219-დუიმიანი დისპლეი - Samsung The Wall. სამომავლოდ, Micro LED-მოდულებით შესაძლებელია შეიქმნას არატიპიური კონფიგურაციის მქონე ეკრანები, მაგალითად - 9 × 3, 1 × 7 ან 5 × 1, იმის მიხედვით, თუ რამხელა იქნება ხელმისაწვდომი სივრცე, როგორი ვიზუალი იქნება საჭირო - დიზაინერული ხედვისა თუ პრაქტიკული გამოყენებისთვის. იმის წყალობით, რომ Micro LED დისპლეებს ჩარჩოები არ აქვთ, მოდულებს შორის საზღვრები არ არსებობს. შესაძლებელია პანელების ფორმირება გვერდების შეფარდების სხვადასხვა ტიპის მიხედვით - 16:9 და 21:9, 32:9 და 1:1.  https://3dnews.ru/980685
      • 1
      • Like
  7. Continental-ი უზრუნველყოფს ამანათების მიწოდების სრულიად ავტომატიზირებულ სისტემას. ამჯერად მან წარმოადგინა რობოტიზირებული ძაღლების კონცეპტი - მათ შეუძლიათ შეკვეთილი ნივთები მომხმარებლებს კართან მიუტანონ - წერს TechCrunch. Continental-კონცეფცია მომხმარებელს სთავაზობს მიწოდების ავტომატიზირებული სისტემის ორ დონეს. პირველია - უპილოტო სატვირთოს - Continental Urban Mobility Experience (CUbE)-ის შექმნა. მისი მთავარი მიზანია რობო-ძაღლები გზავნილებთან ერთად საჭირო მისამართებამდე მიიყვანოს. მეორე ეტაპზე კი რობო-ძაღლი დაიტვირთება ამანათით, მიაქვს მფლობელის კართან, დატოვებს და უკან სატვირთოში ბრუნდება. „ჩვენი ავტომატიზირებული სისტემის მაქსიმალური მობილობის გათვალისწინებით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს გზავნილი საკუთარ კართან“ - განაცხადა Continental-ის უსაფრთხოების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა რალფ ლაუკსმანმა. ჯერჯერობით უცნობია, როდის აამოქმედებს Continental-ი თავის პირველ რობო-ძაღლებს და და ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია ამ კონცეპტის რეალიზება. https://hightech.fm/2019/01/08/continental
      • 1
      • Like
  8. Google Assistant-ი მომხმარებელებს მალე მოევლინება, როგორც რეალური თარჯიმანი 27 ენაზე საუბრისას. Google-მა განაცხადა, რომ ხმოვან დამხმარეს ემატება ახალი „სათარგმნი რეჟიმი“, რომლის საშუალებითაც მოხდება დიალოგების თარგმნა რეალურ დროში: მომხმარებლებს შეეძლებათ ისაუბრონ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე პირებთან. მომხმარებელს შეუძლია თქვას რაიმე ამდაგვარი: „ჰეი გუგლ, დამეხმარე ფრანგულად საუბარში“ ან - „ჰეი გუგლ, იყავი ჩემი ფრანგული ენის თარჯიმანი“: Google Assistant-ი ინტელექტუალურ დისპლეიზე გამოტანს ტექსტს, სადაც აისახება მომხმარებლის საუბრის შინაარსი და დრო. Google Assistant-ს ასევე გამოთქვამს სიტყვებს მომხმარებლის მშობლიურ ენაზე. როდესაც Google Assistant-ის ახალი სათარგმნი რეჟიმი მოხალისეებმა შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ გაუმჯობესებას ნამდვილად აქვს ადგილი, თუმცა ჯერ მაინც არსებობს ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. ძირითადი შეფერხება ამგვარია: საჭიროა, რომ ჯერ ისაუბროთ, შემდეგ დაელოდოთ თარგმანის დასრულებას და გაიმეოროთ, სანამ თქვენი საუბარი არ დასრულდება, არის შემთხვევებიც, როცა Google უბრალოდ გამოტოვებს ხოლმე სათარგმნ წინადადებებს. პროცესი შესაძლოა განსაკუთრებით დამღლელი აღმოჩნდეს გრძელვადიანი საუბრების დროს. აგვისტოს განახლების შემდეგ Google Assistant-ს დაემატა ორენოვანი ფუნქცია. სწორედ იგივე ტექნოლოგია უდევს საფუძვლად თარგმნის ახალ რეჟიმს. ეს სიახლე არ არის Google-ის მხრიდან პირველი მცდელობა - შესრულდეს თარგმნა რეალურ დროში - Google Assistant-ისთვის მრავალენოვანი ფუნქციის დამატებასთან ერთად, Google-მა თარგმნის ფუნქცია ჩართო Pixel Buds-ში 2017 წლის ნოემბერში, შემდგომში კი თარგმანი გავრცელდა ყველა იმ ყურსასმენებზე, რომელთაც ჰქონდათ Google Assistant-ის მხარდაჭერა. თარგმნის ფუნქცია მოქმედია, მუშაობს, თუმცა თარგმანი შესაძლოა ელემენტარული და არასრულყოფილი იყოს. ახალი რეჟიმი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. იგი თავდაპირველად გამოჩნდება Google Home Hub-ში და მისი საპილოტე გამოყენება მოხდება სასტუმროებში, მიმღებში. ახალი რეჟიმი მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება Google Home-სა და Lenovo-ს, LG-ის, JBL-ის მოწყობილობებში. მხარდაჭერილი ენების სრული ჩამონათვალი: არაბული, ჩინური, ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ინდური, უნგრული, ინდონეზიური, იტალიური, იაპონური, კორეული, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, სლოვაკური, ესპანური, შვედური, ტაილანდური, თურქული, უკრაინული, ვიეტნამური. https://www.theverge.com/2019/1/8/18170806/google-assistant-translate-languages-real-time-interpreter-ces-2019
      • 1
      • Like
  9. კრიპტოსამყაროს ცნობილმა ბიზნესმენებმა ტაილერ და კემერონ უინკლუოსებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი რწმენა მონეტებისადმი. მიუხედავად BTC-ის არც თუ ისე მაღალი ფასისა, ისინი ამტკიცებენ, რომ მონეტის კაპიტალიზაცია ოქროსას გადააჭარბებს. რეგულირებადი კრიპტობირჟისა და სავაჭრო პლატფორმის - Gemini-ს ამოქმედების შემდეგ ტყუპები დიდ ფსონს დებენ ბიტკოინის წარმატებაზე. ამასთან, მათს საკუთარ ბირჟაზე უამრავი სავაჭრო ალტკოინია მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციით. აღსანიშნავია, რომ ძმების განწყობას უერთდება ფლეშმობ Proof of Keys-ის ორგანიზატორი ტრეის მაიერი. „რთულია ქსელურ ეფექტებთან ბრძოლა „მყარი ვალუტის“ გადმოსახედიდან, რომელიც დაგროვების საშუალებას წარმოადგენს. გრძელვადიან პერსპექტივაში Bitcoin-ი უპირობოდ გამარჯვებულია“ - ამგვარი აზრი გამოთქვა კემერონ უინკლვოსმა, მისი ძმაც არანაკლები ენთუზიაზმითაა განწყობილი. „ჩვენი აზრი Bitcoin-ის ზრდასთან დაკავშირებით ძველებურად უცვლელია. ვთვლით, რომ Bitcoin-ი ასრულებს ოქროს ფუნქციას ოქროზე უკეთ. და თუ სწორი მიმართულებით გავიხედებით, Bitcoin-ი საბაზრო კაპიტალიზაციის დონით ოქროს მაჩვენებელს გადააჭარბებს, ანუ, ეკოსისტემა 7 ტრილიონ დოლარზე მეტად იქნება შეფასებული. მონეტების მკაფიოდ რეგლამენტირებული ემისიის შემოთავაზების გათვალისწინებით, შეიძლება გამოითვალოს, რომ თითოეული BTC დაახლოებით 333 ათასი დოლარი ეღირება“. ამჟამად დომინანტი კრიპტოვალუტის ფასი ოდნავ აჭარბებს 4 ათას დოლარს, ასე რომ 2019 წლისთვის bull-ტრენდის ფორმირება ჯერ ვერ ხერხდება. ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ უმნიშვნელო შემდგომ ჩავარდნებსაც კი შეუძლიათ ხელი შეუშალონ მოსალოდნელ ზრდას. ამ ეტაპზე ტრეის მაიერი ელოდება ფიატ-წყაროებიდან კრიპტოსივრცეში ახალ „გადასხმებს“. “ამჟამად Bitcoin-ის ან სხვა კრიპტოვალუტების კაპიტალი არ იყოფა. ეს არის პრაქტიკულად ცარიელი და მუდმივად მზარდი რეზერვუარი ფასეულობების შესანახად. მას შეუძლია მიიღოს კაპიტალის გიგანტური ნაკადები. https://cryptonovosti.com/bratya-uinklvosskapitalizacziya-bitkoina-obojdyot-zoloto-i-prevyisit-7-trillionov/
  10. ამერიკულმა კომპანია Bell Helicopter-მა წარმოადგინა თავისი აეროტაქსის პირველი კონცეპტი. პროტოტიპის წარდგენა მოხდა გამოფენა CES 2019-ზე. მფრინავ მანქანას ექნება ექვსი ელექტროპროპელერი, რომელთა საშუალებითაც მაქსიმალურად შემცირდება ხმაურის დონე, ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდება საფრენი მანძილის სიდიდე. გარდა ამისა, ელექტროძრავების ეს რაოდენობა საშუალებას იძლევა მფრინავმა მანქანებმა გამოიყენონ ჩვეულებრივი ვერტმფრენების დასაფრენი მოედნები. მფრინავი ტაქსი Nexus-ი ხუთადგილიანია და მისი მაქსიმალური სიჩქარე იქნება 241 კმ/სთ. მაქსიმალური საფრენი მასა შეადგენს 2,7 ტონას, ოპტიმალური მასა კი - 450 კილოგრამს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მფრინავ მანქანას არ შეხვდება სირთულეები სერტიფიცირებასა და ლიცენზირებასთან დაკავშირებით, რადგანაც აპარატის საჭესთან ყოველთვის იჯდება პილოტი. კომპანია უკვე მოელაპარაკა Uber-ს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება მფრინავი ტაქსის გამოძახება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. „Bell-ი მიზნად ისახავს, რომ Nexus-ი მსხვილ ბაზრებზე 2020 წლის შუა პერიოდისთვის გავიდეს“ - განაცხადა კომპანიის ინოვაციების დირექტორმა Scott Drennan-მა. იგი ამტკიცებს, რომ მფრინავი ტაქსის მთავარი ღირსება მისი „ხელმისაწვდომობაა“, რაც მას იდეალურ სატრანსპორტო საშუალებად აქცევს. Nexus-ი 272 კილოგრამს იწონის. მასში გამოყენებულია არა მთლიანად ელექტრული ძრავები, არამედ ჰიბრიდული, რისი წყალობითაც მანქანას შეუძლია იფრინოს უფრო დიდხანს და დაძლიოს უფრო მეტი ტვირთი. მფრინავ მანქანებზე მუშაობით სულ დაახლოებით 19 კომპანიაა დაკავებული. მათ შორისაა ძველი, გამოცდილი კომპანიები, მაგალითად Boeing და Airbus, ასევე მცირე სტარტაპებიც, როგორიცაა Kitty Hawk. იგი Google-ის დამფუძნებელს, ლარი პეიჯს ეკუთვნის. Uber-ის ავიაციის ტექნიკური დირექტორი მარკ მური აცხადებს: „მოხარულნი ვართ იმ სიახლისადმი, რასაც Bell-ი ქმნის. ჩვენ (კომპანია Uber-ი) ხელს ვუწყობთ სრულიად ახალ სატრანსპორტო სისტემას, რამდენადაც ვართ დამაკავშირებელი რგოლი ტრანსპორტსა და მომხმარებელს შორის“. https://hightech.fm/2019/01/08/bell-helicopter https://www.theverge.com/2019/1/7/18168814/bell-air-taxi-nexus-uber-flying-car-hybrid-ces-2019
  11. შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე მთავარი სიახლეები უკვე წარდგენილ იქნა: AMD-მ წარადგინა მობილური პროცესორები Ryzen 3000, NVIDIA-მ - დესკტოპ-ვიდეო ბარათი GeForce RTX 2060 და რამოდენიმე ბარათი ლეპტოპებისთვის, ASUS-მა, HP-მ, Acer-მა, Dell-მა და Razer-მა კი წარმოადგინეს თავიანთი მზა პროდუქტები. კონკურენტებს დაემატა Intel-იც. ამერიკულმა ტექნოგიგანტმა თავდაპირველად დააანონსა ექვსი ცალი CPU Coffee Lake, რომელთაგან ხუთი გრაფიკის გარეშეა წარმოდგენილი. შემდეგ კი მოახდინა Ice lake U-თაობის 10-ნანომეტრიანი პროცესორების დემონსტრაცია. ეს პროცესორები ლეპტოპებისთვისაა განკუთვნილი. Intel-ის ახალი CPU-ები - ინდექსებით - K და F - გრაფიკული ჩიპის გარეშეა წარმოდგენილი. ეს მოდელებია Core i9-9900KF, Core i7-9700KF, Core i5-9600KF, Core i5-9400F და Core i3-9350KF. მათთან ერთად Coffee Lake-თაობის პროცესორების სიაშია Core i5-9400: მას აქვს გრაფიკული ბირთვი Intel UHD Graphics 630 – 1050 მეგაჰერცი სიხშირით. პროცესორების ტექნიკურ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართული ცხრილის საშუალებით: პროცესორი ბირთვი /ნაკადი სიხშირე GPU GPU-ს სიხშირე მეხსიერების მხარდაჭერა DDR4 TDP ფასი Core i3-9350KF 4 / 4 4 გჰც/ 4.6 გჰც - - 2400 მჰც 91 ვტ - Core i5-9400F 6 / 6 2.9 გჰც / 4.1 გჰც - - 2666 მჰც 65 ვტ $182 Core i5-9400 6 / 6 2.9 გჰც / 4.1 გჰც UHD 630 1050 მჰც 2666 მჰც 65 ვტ - Core i5-9600KF 6/ 6  3.7 გჰც/ 4.6 გჰც - - 2666 მჰც 95 ვტ - Core i7-9700KF 8 / 8 3.6 გჰც / 4.9 გჰც - - 2666 მჰც 95 ვტ - Core i9-9700KF 8 / 16 3.6 გჰც / 5 გჰც - - 2666 მჰც 95 ვტ - როგორც ვხედავთ, Core i3-9350F-ის გარდა ყველა პროცესორს აქვს DDR4 ტიპის მეხსიერება სიხშირით - 2666 მჰც. Intel Core i3-9350KF-ს აქვს ოთხი ბირთვი და ოთხი ნაკადი, სიხშირე - 4-დან 4,6 გიგაჰერცამდე და მეხსიერების სიხშირე 2400 მეგაჰერცი. TDP- 91 ვატი. Core i9-9900KF და Core i7-9700KF მოდელები რვაბირთვიანებია, ნაკადების რაოდენობაა 16 და 8, შესაბამისად, სიხშირე კი - 3,6 გჰც/ 5 გჰც და 3,6 გჰც/ 4,9 გჰც - მოდელების შესაბამისად. ორივე შემთხვევაში TDP 95 ვატის ტოლია. Core i5-ის სამივე მოდელს აქვს 6 ბირთვი და 6 ნაკადი. ამჟამად ცნობილია მხოლოდ Core i5-9400F-ის ფასი - 182 აშშ დოლარი. ახალი პროცესორების გაყიდვა მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება. რაც შეეხება Ice Lake U-ს, ამჯერად მოხდა მხოლოდ მათ ანონსი. მასიური წარმოების დაწყება ამავე წელს, თუმცა მოგვიანებით იგეგმება. შესაძლოა, რომ სრულფასოვანი პრემიერა შედგეს ზაფხულის დასაწყისში გამოფენაზე - Computex 2019. ახალი პროცესორები ოთხბირთვიანი და მრავალნაკადიანია, ისინი აგებული იქნება არქიტექტურა Sunny Cove-ის ბაზაზე, კონფიგურაციაში შევა გრაფიკული ბირთვი Gen11, რომლის წარმადობაც 1 TFLOPS-ს შეადგენს. პროცესორებს ექნება LPDDR4x ტიპის ოპერატიული მეხსიერება, სიჩქარე კი შეადგენს დაახლოებით 60 გბ/წმ-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ Ice Lake U-ს ბაზაზე შექმნილ ლეპტოპებში იქნება შანსი - ვიხილოთ მეხსიერება 3200 მჰც სიხშირით. გარდა ამისა, ლეპტოპებს ექნებათ Wi-Fi 6-სა და Thunderbolt 3-ის მხარდაჭერა, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობამ კი შესაძლოა ერთ დღეს გადააჭარბოს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23259/ces-2019-intel-anonsirovala-shest-processorov-coffee-lake-i-10nanometrovye-mobilnye-reshenija-ice-lake-u
      • 2
      • Like
  12. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა HP-მ Consumer Electronics Showcase 2019-ის ფარგლებში წარადგინა ლეპტოპი, ეკრანის განახლების 240 ჰერცამდე სიხშირით. ახალი ლეპტოპის სახელწოდებაა HP Omen 15. ლეპტოპს აქვს 15,6-დუიმიანი IPS პანელი, ეკრანის გაფართოება - Full HD, წონა დაახლოებით 2,5 კილოგრამია. აპარატული უზრუნველყოფის მხრივ, ლეპტოპი წარმოდგენილია Intel Core i7-8750H პროცესორით. გარდა ამისა, აქვს განათების მქონე კლავიატურა და 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. HP Omen 15-ის გრაფიკაზე პასუხისმგებელია ადაპტერი Nvidia GeForce RTX 2070 Max-Q. ლეპტოპის კონფიგურაციაში შევიდა Wi-Fi 6 მოდული. ახალი ლეპტოპის ოფიციალური ფასი არ არის დაზუსტებული, თუმცა, თუკი გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, მისი ყიდვა ზამთრის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი დაახლოებით 1370 დოლარად (არაოფიციალური ინფორმაცია). მოდიფიკაცია, რომელიც წარმოდგენილია 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლის ივლისში. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23233/ces-2019-anonsirovan-pervyj-v-mire-leptop-s-ekranom-s-chastotoj-obnovlenija-kadrov-240-gc
      • 1
      • Like
  13. კორპორაცია Sony-მ გამოფენა CES 2019-ზე წარადგინა უახლესი ტელევიზორები - Master Series-პანელები 8К HDR ZG9 და 4K ფორმატის AG9 სერიის OLED-მოდელები. ZG9 სერიაში შევიდა გიგანტური ტელევიზორები, რომელთა დიაგონალების სიგრძეებია 98 და 85 დუიმი. მათი ეკრანის გაფართოება შეადგენს 7680 × 4320 პიქსელს - ეს 16-ჯერ მეტია Full HD სტანდარტთან შედარებით (1920 × 1080 პიქსელი). დაპატენტებული ალგორითმის მქონე მძლავრი პროცესორი X1 Ultimate ოპტიმიზირებულია 33 მილიონი პიქსელის დამუშავებისთვის. გარდა ამისა, პროცესორს აქვს სპეციალურად შემუშავებული ტექნოლოგიის - 8K X-Reality PRO-ს მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია 8K გაფართოებამდე აიყვანოს ნებისმიერი სახის კონტენტი. ZG9 მოდელებში რეალიზებულია სისტემა Backlight Master Drive. იგი მოიცავს სუპერ- სიმჭიდროვის მქონე LED-მოდულებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესანიშნავ კონტრასტულობასა და მაღალ სიმკვეთრეს. განათების მაქსიმალური შესაძლებლობების გამოყენებისთვის გათვალისწინებულია ტექნოლოგია 8K X-tended Dynamic Range PRO: ეს სისტემა იყენებს შენახული ენერგიის მარაგს და ზრდის სიმკვეთრის დონეს იმ სივრცეებში, სადაც ეს აუცილებელია. AG9 სერიაში შევიდა ტელევიზორები, რომელთა დიაგონალების ზომებია 77, 65 და 55 დუიმი. ამ ტელევიზორებს ულტრათხელი კორპუსები აქვთ, მათი ეკრანების გაფართოება 3840 × 2160 პიქსელს შეადგენს. AG9 სერიის პანელებსაც აქვთ X1 Ultimate პროცესორი. რეალიზებულია ტექნოლოგია Pixel Contrast Booster, რომელიც აძლიერებს ფერსა და კონტრასტულობას ნათელ არეებში. სისტემა Acoustic Surface Audio+ -ის საშუალებით უზრუნველყოფილია ყოვლისმომცველი ხმა, რომელიც მთელ ეკრანზე ვრცელდება. ყველა ტელევიზორში გამოყენებულია პლატფორმა Sony Android TV, რომელსაც აქვს Google Play-ს აპლიკაციების ფართო სპექტრის მხარდაჭერა, მათ შორისაა YouTube, Netflix, Amazon Video, Ivi, Okko და ა.შ. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ინტელექტუალური დამხმარით - Google Assistant-ით. https://3dnews.ru/980717
      • 1
      • Like
  14. Intel-ი მუშაობს ახალ პროგრამაზე, რათა კომპიუტერების მწარმოებლები მოამზადოს „თანამედროვე ლეპტოპების ახალი კლასისთვის“. პროექტის, სახელად Athena-ს ფარგლებში Intel-ი მწარმოებლებს სთავაზობს 5G-სა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას და ქმნის სასერტიფიკაციო პროგრამას მწარმოებლებისთვის. ეს ყველაფერი საკმაოდ წააგავს სერტიფიცირების იმ ტიპს, რასაც წარმოება მხარს უჭერდა Ultrabook-ების შექმნისას, რის ფარგლებშიც მწარმოებლებს აქცენტი უნდა გაეკეთებინათ ლეპტოპების უფრო თხელ და მსუბუქ კონსტრუქციაზე, სწრაფ სანახ სივრცეებსა და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაზე. თუმცა Intel-ის პროექტთან დაკავშირებით ვითარება ჯერჯერობით გარკვეული არ არის. „პროგრამა განკუთვნილია ახალი შესაძლებლობების წარმოჩენისა და ტექნოლოგიების გამოყენებისთვის, მათ შორის იგულისხმება 5G და ხელოვნური ინტელექტიც“ - აცხადებენ Intel-ში. დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროვებისგან კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს. ერთი რამ ცნობილია: პროექტ Athena-ში რამოდენიმე მიმართულებით იგეგმება მუშაობა, პირველ ადგილზე კი სწორედ მეხუთე თაობის ქსელი და ხელოვნური ინტელექტი დგას. აგრეთვე დიდი ყურადღება მიექცევა ლეპტოპებში ჩართვა-გამორთვისა და განახლების სიჩქარეს, ბატარეის ხანგრძლივ მუშაობას, რეგულირებად ფორმ-ფაქტორსა და წარმადობას. Intel-ი პროექტ Athena-ს ფარგლებში მოწყობილობების გამოშვების გეგმას 2019 წლის მეორე ნახევარში წარადგენს. პროექტში ჩართულნი არიან Acer, Asus, Dell, Google, HP, Innolux, Lenovo, Microsoft, Samsung და Sharp. ამ პროგრამით გამოსული ლეპტოპები Chrome-სა და Windows-ის ბაზაზე იქნებიან წარმოდგენილი. https://www.theverge.com/2019/1/7/18171724/intel-project-athena-5g-ai-laptops-ces-2019
      • 2
      • Like
  15. უძრავი ქონების კრიპტოვალუტებით ყიდვა-გაყიდვა არც ისე მარტივია, როგორც თავდაპირველად მიიჩნეოდა. იპოთეკური კრედიტორებისა და მაკლერების დიდი რაოდენობა, რომლებიც თავდაპირველად დაინტერესებულნი იყვნენ, ამჯერად უფრთხიან კრიპტო-დეპოზიტებს და ურჩევნიათ განზე იდგნენ, სანამ კრიპტო-რეგულაციების სიცხადე გამოიკვეთება. გაურკვეველია 2019 წლის მაკროეკონომიკური და პოლიტიკური ფონი. თავის პროგნოზებში Urban Land Institute მიუთითებს რთულ, მრავალფეროვან ტენდენციებსა და განუსაზღვრელ შედეგებზე, რაც მოსალოდნელია მიმდინარე წელს. იგივე შეიძლება ითქვას კრიპტოვალუტების არაპროგნოზირებად ფასებთან დაკავშირებით, რადგანაც bear-მარკეტი კვლავ აქტიურია. უძრავი ქონები სტარტაპის - Propy-ის გენერალური დირექტორი Natalia Karayaneva გამოყოფს მთელ რიგ საკითხებს, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია უძრავი ქონების კრიპტოებით ყიდვა-გაყიდვისას. „მთავარი პრობლემა, რომელსაც შევეჯახეთ - ეს არის დიდი მოცულობის თანხების ტრანზაქცია, რადგან გამყიდველებს უმეტესად სურთ თანხა მიიღონ რეალური, fiat-ფულის სახით“ - განმარტა მან. „როდესაც გადახდა კრიპტოვალუტებით ხდება, მთლიანი, დიდი თანხა ნაწილ-ნაწილ, პორციებად უნდა გადაიგზავნოს. ეს განპირობებულია იმით, რომ კრიპტო-მონაცემების დიდი რაოდენობის ტრანზაქცია ჯერ კიდევ სარისკო პროცესია - მაგალითად, თუკი ჰაკერი შეცვლის public-მისამართს, ტრანზაქცია შეუქცევადია“ - აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა. კრიპტოვალუტების გამოყენება არ გამორიცხავს საგადასახადო ვალდებულებებს. „როდესაც უძრავ ქონებას ყიდულობთ კრიპტოთი, ეს დაბეგვრადი მოვლენაა. ზოგიერთ ინვესტორს შორის კი არსებობს მითი, თითქოს Bitcoin-ის გამოყენებით გადასახადებისგან თავის არიდება შეიძლება - ეს ტყუილია“ - აღნიშნა Karayaneva-მ. მთავარი საკითხი, რომლიც კომპანიის ძირითადი გამოწვევაა - ეს არის გარიგების თითოეული მონაწილისთვის (მათ შორის ტიტულოვანი აგენტებისთვისაც) იმის სწავლება, რომ სწორად მოამზადონ გარიგებებისთვის საჭირო იურიდიული დოკომენტაცია. ამ დრომდე სტარტაპმა Propy-მ აშშ-ში, ევროკავშირსა და უკრაინაში განახორციელა გარიგებები გადახდის შემდეგი ტიპებით: ETH-ETH, BTC-BTC, BTC-fiat და fiat-fiat. კიდევ მთელი რიგი ფაქტორებია კრიპტოვალუტებით უძრავი ქონების ან ქირაობის სირთულის საკითხში. Stefan Neagu - ციფრული იდენტიფიკატორების მართვის სისტემის - Persona-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ „პირველი და მთავარი ასპექტია ბაზრის არასტაბილურობა. არასტაბილურობამ გავლენა რომ არ იქონიოს, საჭიროა ფასი შეთანხმებულ იქნას დოლარში ან ევროში, თუმცა გადახდა მოხდეს კრიპტოვალუტით“. https://news.bitcoin.com/buying-and-selling-property-with-bitcoin-is-more-complex-than-it-may-seem/
      • 1
      • Like
  16. ილონ მასკმა თავისი Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა კოსმოსური რაკეტა Starship-ის დიზაინ-პროექტი. ამ რაკეტით კომპანია მოახდენს სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებების ტესტირებას სუბორბიტალური ფრენებისთვის. მასკმა დაამატა, რომ რაკეტის რეალურ ნიმუშს ასევე ექნება ილუმინატორები და სხვა დეტალები, რომლებიც არ არის ესკიზზე აღბეჭდილი. პუბლიკაციის გამოქვეყნებისთანავე უამრავმა მომხმარებელმა შენიშნა Starship-ის მსგავსება 1950-იანი წლების ფანტასტიკაში არსებულ კოსმოსურ ხომალდებთან. მცირე ხნის წინ ილომ მასკმა გამოაქვეყნა სუპერმძიმე რაკეტის - BFR-ის მეორე ეტაპის პროტოტიპი, რომლითაც მოხდება ხომალდ Starship-ის სუბორბიტალურ სივრცეში გაყვანის ტესტირებები. ამ დრომდე კი ცნობილი იყო, რომ SpaceX მუშაობს Falcon 9-ის მეორე ეტაპის მოდიფიკაციაზე - იგი კონსტრუქციისა და დიზაინის მიხედვით ახალი თაობის სუპერმძიმე რაკეტის ასლი იქნება, რომლის შექმნითაც ამჟამად არიან დაკავებულნი კომპანიის ინჟინრები. https://hightech.fm/2019/01/06/starship-spacex
      • 1
      • Like
  17. სტუდია Slightly Mad, Need for Speed: Shift-ისა და Project CARS-სერიის შემქნელი მუშაობს საკუთარი მძლავრი კონსოლის - სახელად Mad Box-ის შექმნაზე. სტუდიის გენერალური დირექტორის, Ian Bell-ის თქმით, ეს იქნება „ყველაზე მძლავრი კონსოლი რაც კი ოდესმე არსებულა“. Mad Box-ს ექნება 4K გაფართოება - 60 კადრი/წმ. აგრეთვე ვირტუალური რეალობის ჰედსეტის სრულფასოვანი მხარდაჭერა სიხშირეზე - 180 კადრი/წამში (90 კადრი თითო თვალზე). Ian Bell-ი აცხადებს: „ჩვენ არ ვთამაშობთ. ეს სისტემა მომავალი თაობის მოწყობილობაა. ამ დრომდე კონსოლები ძლივს ახერხებდნენ ორი სხადასხვა ოპარაციის მხარდაჭერას. დროა „თამასა ავწიოთ“. იმის გამო, რომ კომპანია არ გეგმავს სისტემის ისეთივე მასიურ წარმოებას, როგორც სხვა კომპანიები, Mad Box-ის ფასი კონკურენტუნარიანი იქნება სხვა კონსოლებთან მიმართებაში. Slightly Mad სტუდიის წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ეს მოწყობილობა საუკეთესო არჩევანი იქნება შემდგომი თაობის ციკლიდან. ამასთან, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს NVIDIA-სა და AMD-სთან, რათა გამოიყენოს „ASIC AI“ - ხელოვნური ინტელექტი თამაშებში. „ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ გამოვუშვებთ „მკვლელ“ მოწყობილობას“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი. Mad Box-ის პირველი რეალური გამოსახულება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე Slightly Mad Studios-მა მხოლოდ ადრეული კონცეპტი გაამხილა. მოგვიანებით გახდება ცნობილი სპეციფიკაციებიც. ეს სიახლე საკმაოდ მოულოდნელია კონსოლების ბაზარზე. შეძლებს თუ ვერა ვიდეოთამაშების მწარმოებელი წინააღმდეგობის გაწევას მსხვილ კონკურენტებთან, მოგვიანებით გავიგებთ. https://3dnews.ru/980642
  18. Samsung-ი 2019 წელს აპირებს თავისი სატელევიზიო ხაზის გაფართოებას მასში Alexa-ს და Google Assistant-ის საძიებო ხმოვანი სისტემების ინტეგრირებით. კომპანიამ დააანონსა, რომ მომხმარებელს შეეძლება საკუთარი QLED ტელევიზორების მართვა Amazon Alexa-ს ან Google Assistant-ის მეშვეობით, თუმცა ამ სერვისის გამოყენებას დასჭირდება დამატებითი მოწყობილობა, ეს იქნება Echo, Google Home ან რომელიმე სხვა სმარტ სპიკერი, რომელსაც მომხმარებელი თავად შეიძენს და გამართავს. Samsung-ის ტელევიზორი მიიღებს ყველა ბრძანებას Alexa-ს ან Assistant-გან, მაგრამ ერთადერთი ინტეგრირებული დამხმარე ხმოვანი მოწყობილობა იქნება Bixby. აქ საუბარია ელემენტარულ მხარდაჭერაზე. Alexa-ს და Google Assistant-ს შეეძლებათ აკონტროლონ ხმა, ჩართონ ან გამორთონ ტელევიზორი, მოახდინონ გადართვა ან გაუშვან აპლიკაცია. Bixby-ს ექნება უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ფუნქციები, რადგან ის თავიდანვე ჩაწერილი იქნება Samsung-ის Tizen TV-ის პროგრამაში. მომხმარებელს შეეძლება ელაპარაკოს მხოლოდ და მხოლოდ Bixby-ის თავისი მართვის პულტის საშუალებით. მიუხედავად ამისა, ეს სიახლე მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც უკვე გააჩნია Alexa-ს და Google Assistant-ის მხარდამჭერი მოწყობილობები. ამაზე მეტყველებს Alexa-ს მომხმარებლების რიცხვი, რომელიც 100 მლნ-ზე მეტია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ის Bixby-ბაზაზე შექმნილი Galaxy Home სპიკერი, ჯერაც არ არის გაშვებული საყოველთაო გაყიდვაში და მას შეუძლია მხარდაჭერა გაუწიოს მხოლოდ Samsung-ის სმარტფონებს, ტელევიზორებს და სხვა გადასატან მოწყობილობებს. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, განავრცობს თუ არა Samsung-ი ზემოთაღნიშნულ სერვისს შედარებით ძველ მოდელებზე, თუმცა ამის ალბათობა არსებობს, რადგან მას ხშირად მოუხდენია პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ახლად გამოსული მოდელების გაყიდვაში გაშვების დღიდან. https://www.theverge.com/2019/1/6/18168840/samsung-support-alexa-google-assistant-tvs-ces-2019
      • 1
      • Like
  19. NVIDIA-მ წარადგინა ახალი თაობის მობილური ვიდეო ბარათები გრაფიკული პროცესორის Turing-ის ბაზაზე. ამ დროისთვის დისკრეტული მობილური გრაფიკის თაობაში შევიდა სამი ვიდეო ბარათი. ესენია: GeForce RTX 2080, GeForce RTX 2070 და GeForce RTX 2060. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია როგორც სრულფასოვანი სტანდარტული ვერსიის სახით, ასევე შემცირებული სიხშირეებით თუმცა მეტი ენერგოეფექტურობის მქონე Max-Q ვერსიით. NVIDIA-ს ახალი თაობის ყველა მობილური ვიდეო ბარათი აწყობილია ზუსტად ისეთივე გრაფიკულ პროცესორზე და აქვთ მესხიერების ისეთივე მოცულობა, როგორიც მათ დესკტოპ ვერსიებს, ისინი მათგან მხოლოდ ტაქტის სიხშირეებით განსხვავდებიან. მაშ ასე, „უფროს“ ვერსიას - GeForce RTX 2080 ბარათს აქვს 2944 CUDA ბირთვი და 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი bus-ით. სტანდარტული ვერსიის ტაქტის სიხშირეა 1380/1590 მეგაჰერცი, Max-Q ვერსიის ბარათისა კი - 735/1095 მეგაჰერცი. მეხსიერების ეფექტური სიხშირე შეადგენს 14 და 12 გიგაჰერცს, შესაბამისად. TDP-ის დონე GeForce RTX 2080 Max-Q ბარათის შემთხვევაში 80 ვატის ტოლია, სტანდარტული მობილური ვერსიის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 150 ვატს აღწევს, ზოგ შემთხვევაში კი მეტსაც. Ray-Tracing-ის წარმადობა შეადგენს 37-დან 53 RTX-OPS ან 5-დან 7 მილიარდ სხივამდე წამში- მაჩვენებელს. მობილური ვიდეო ბარათი GeForce RTX 2070 წარმოდგენილია 2340 CUDA ბირთვით, 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით (256-ბიტიანი ინტერფეისით). GPU-ს ტაქტის სიხშირე სრული ვერსიის შემთხვევაში შეადგენს 1215/1440 მეგაჰერცს, Max-Q ვერსიისა კი - 885/1185 მეგაჰერცს. მეხსიერების სიხშირეები ამ ბარათების შემთხვევაშიც 12 და 14 გიგაჰერცია ვერსიების შესაბამისად. TDP-ის დონე აღწევს 155 ან 80 ვატს, შესაბამისად. წარმადობა შედარებით მოკრძალებული მაჩვენებლით გამოიხატება - 31–38 RTX-OPS ან 4-5 მილიარდი სხივი წამში. და ბოლოს: მობილურ ვიდეო ბარათს GeForce RTX 2060-ს აქვს გრაფიკული პროცესორი 1920 CUDA ბირთვით და 6 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება. GPU-ს ტაქტის სიხშირე შეადგენს 960/1200 მეგაჰერცს, ვიდეო ბარათის ვერსიის მიუხედავად. Max-Q ვერსიის შემთხვევაში TGP-ს დონე 10 ვატით მცირეა სტანდარტულთან შედარებით (90-ის ნაცვლად 80 ვატი). მეხსიერების ეფექტური სიხშირეებია 12 ან 14 გიგაჰერცი, ვიდეო ბარათის ვერსიის შესაბამისად. წარმადობის მაჩვენებელია 26 RTX-OPS ან 3,5 მილიარდი სხივი წამში. GeForce RTX ვიდეო ბარათების მქონე ლეპტოპების გაყიდვა 29 იანვრიდან დაიწყება. NVIDIA საზოგადოებას ჰპირდება, რომ თავდაპირველად გამოვა ლეპტოპის 40 მოდელი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 100-ზე მეტ კონფიგურაციაში. როგორც ცნობილია, მოწყობილობებს წარადგნენ Acer, Alienware, ASUS, Dell, GIGABYTE, HP, Lenovo Legion, MSI, Razer, Samsung-ი და ა.შ. https://3dnews.ru/980674 NVIDIA wccftech.com
      • 2
      • Like
      • Upvote
  20. კომპანია Asus-მა განაცხადა, რომ უშვებს სამ გეიმინგ-მონიტორს - ROG Strix XG მოდელებს დიდი VA პანელებით, FreeSync 2-ის მხარდაჭერითა და DisplayHDR-სერტიფიკაციით. XG438Q - ეს არის დიდი, 43-დუიმიანი 4K მონიტორი DisplayHDR 600-ითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მონიტორს აქვს ინტეგრირებული ორი 10-ვატიანი სტერეოდინამიკი, რითიც იგი უფრო ჰგავს გეიმინგ-ტელევიზორს, ვიდრე ტრადიციულ გეიმინგ-დისპლეის - ამ მონიტორისთვის დაგჭირდებათ საკმაოდ დიდი მაგიდა, რათა დაჯდეთ მის წინ მაუსისა და კლავიატურის თანხლებით. XG49VQ - ამ მოდელს აქვს 49-დუიმიანი ულტრაფართე პანელი გვერდების შეფარდებით 32:9-სთან, მისი გაფართოებაა 3840 x 1080 პიქსელი - ეს იგივეა, რომ ორი ჩვეულებრივი 1080p რეზოლუციის მქონე 27-დუიმიანი მონიტორი მიადგათ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ამ მონიტორის შემთხვევაში პიქსელების სიმჭიდროვე არც ისე მაღალია, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ Samsung-მა, Dell-მა და Philips-მა უკვე წარადგინეს 1440p-ეკვივალენტები. Asus-ის მონიტორი მუშაობს 144 ჰერც სიხშირეზე, რისი წყალობითაც იგი შესაფერისია დინამიური თამაშებისთვის და აქვს თვალთახედვის ფართო არე. ამ მონიტორს ასევე აქვს DisplayHDR 400-მხარდაჭერა. და ბოლოს, XG32VQ მოდელი: იგი წარმოდგენილია სტანდარტული 144 ჰერცი სიხშირითა და გვერდების შეფარდებით 16:9-ზე. აქვს DisplayHDR 400-ის მხარდაჭერა და მისი ზომა ოდნავ მეტია 31,5 დუიმზე. ამ მონიტორის შემთხვევაშიც პიქსელების სიმჭიდროვე ვერ არის შთამბეჭდავი, თუმცა იგი კარგი ვარიანტი იქნება იმ მომხმარებლებისთვის, ვისი გრაფიკული პროცესორიც ვერ უმკლავდება 4K ფორმატს. XG49VQ და XG32VQ მონიტორები მიმდინარე თვის ბოლოს გამოვა, XG438Q მოდელი კი - გაზაფხულზე. Asus-ი ჯერჯერობით არ ახმაურებს მონიტორების ფასებს. https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/1/7/18171674/asus-rog-strix-xg-hdr-freesync-2-gaming-monitors-ces-2019
      • 1
      • Like
  21. კომპანიამ წარადგინა Nano X – Bluetooth-ის მხარდაჭერის მქონე ახალი მოწყობილობა ყოველწლიურ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე - CES-ზე ლას-ვეგასში. Bluetooth-ის დამატება ნიშნავს, რომ Nano X-ის გამოყენება უკვე მარტივად შეიძლება მობილურ მოწყობილობებთან, რაც აქამდე ბევრი მომხმარებლისთვის პრობლემას წარმოადგენდა კომპანიის წინა საფულის - Ledger S-ის გამოყენებისას. მსოფლიოს მომხმარებელთა დიდი ნაწილი ძირითადად იყენებს მობილურებს, ლეპტოპებსა და პერსონალურ კომპიუტერებს კი იშვიათად ან არასდროს. „ის ფაქტი, რომ უკვე გვაქვს მობილური აპლიკაცია და იგი მუშაობს Nano X-თან ერთად, რეალურად, წარმოადგენს ამ ხაზში აპარატული უზრუნველყოფის დიდ ევოლუციას“ - განაცხადა Ledger-ის გენერალურმა დირექტორმა Eric Larchevêque-მა CoinDesk-თან ინტერვიუში მოწყობილობის დემონსტრირების დროს. Bluetooth-ის საშუალებით Nano X-თან დაკავშირებით შესაძლებელია Ledger-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ოღონდ მობილური ტელეფონის ფორმ-ფაქტორით - განაცხადა Larchevêque-მა. (Ledger-ის მოწყობილობებში ინახება გასაღებები, მაგრამ ტრანზაქციების ჩაწერა-გაგზავნისთვის საჭიროა გარე აპლიკაცია გამომთვლელი მოწყობილობისთვის). როდესაც CoinDesk-ის რეპორტიორებმა ინტერვიუ ჩამოართვეს Larchevêque-ს, იგი ჯერ არ იყო მზად დაესახელებინა მოწყობილობის ღირებულება, თუმცა განაცხადა, რომ როდესაც Nano X ბაზარზე გამოვა, მნიშვნელოვნად დაეცემა Nano S-ის ფასი (დღესდღეობით მისი გასაყიდი ფასი 69,99 აშშ დოლარია). Ledger-ს ოფიციალური საიტის მონაცემების თანახმად, სულ გაყიდულია 1,3 მილიონი Nano S-მოწყობილობა. ახალ მოწყობილობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი ეკრანის ზომა გაცილებით დიდია, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან უსაფრთხოების დაცვის საკითხები საჭიროებს უამრავი მოქმედების განხორციელებას მოწყობილობის საშუალებით. – „ეს ბევრად თანამედროვე მოწყობილობაა“ - თქვა Larchevêque-მა Nano X-ზე. Ledger-ის მობილური აპლიკაცია - Ledger Live ხელმისაწვდომი იქნება Google Play-სა და iTunes-ზე 16 იანვრიდან. არასწორია ის აზრი, რომ მეხსიერების მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს ელექტრონულ საფულეში. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ახალმა ტოკენებმა კრიპტოეკოსისტემა უფრო გაართულეს, გარდაუვალი გახდა სხვადასხვა პროტოკოლის მქონე სხვადასხვა პროგრამის თანამონაწილეობა. იმისათვის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, კომპანია Ledger-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ პროტოკოლს უნდა ჰქონდეს საკუთარი აპლიკაცია კოინების გაგზავნა-მიღებისთვის. „ჩვენ გვყავს აპლიკაციების უამრავი გარე მწარმოებელი. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ამ აპლიკაციებით მხოლოდ საკუთარი ტრანზაქციები განხორციელდება საკუთარი private key-თი“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა. მისი აზრით, ეს ფაქტი დამატებით უპირატესობას იძლევა: მომხმარებელი ერთი ღია აპლიკაციით ვერ შეძლებს შემთხვევით განახორციელოს ტრანზაქცია არასწორი პროტოკოლის შესაბამისად. Ledger Nano X-ის საშუალებით შესაძლებელია 100-მდე კრიპტოაქტივების აპლიკაციების შენახვა, რაც ექვსჯერ მეტია Nano S-ის სანახ სივრცესთან შედარებით. Ledger-ის პრეს-რელიზის თანახმად, CES-ზე Nano X-მა მიიღო ჯილდო კიბერუსაფრთხოებისა და პირადი კონფიდენციალურობის დაცვის სფეროში. https://www.coindesk.com/ledger-crypto-wallet-goes-mobile-with-bluetooth-ready-nano-x
      • 1
      • Like
  22. როცა დავდე მითითებული არ იყო ფასი, დეკემბრის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო. ახლა ვნახე ამაზონზე 87 $, 98 და 120 $-იო
  23. ავტომატიზაციას ამ დრომდე არ ჰქონია მნიშვნელოვანი გავლენა მსოფლიოში სამუშაო ადგილებზე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა პროგნოზებს, თითქოს ახლო მომავალში რობოტები სამუშაოს წაართმევდნენ ადამიანებს. ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელსაც Bloomberg-ი ხელმძღვანელობს. „იმ დროს, როდესაც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ხალხმა დაკარგა სამრეწველო სამუშაო ადგილები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აღმოსავლეთ აზიაში ამ სექტორის ზრდამ დააბალანსა დანაკარგები“ - ნათქვამია ანგარიშში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და სინგაპურში წარმოებაში დასაქმებულთა წილი ბოლო ოც წელში შემცირდა 10%-ზე მეტით, რადგანაც მუშები წარმოებიდან გადავიდნენ მომსახურების სფეროში. ამავე დროს, ეს წილი გაიზარდა რამოდენიმე განვითარებად ქვეყანაში, მაგალითად ვიეტნამში - 25%-ით 2017 წლისთვის. „დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარეობს მეოთხე სამრეწველო რევოლუცია. წინა ყველა შემთხვევაში კაცობრიობამ შეძლო გადარჩენა - მანქანებმა ვერ მიითვისეს ადამიანების საქმე ბოლომდე. საბოლოოდ, ჩვენ ადაპტირებას მოვახდენთ“ - აცხადებს კოძიანუ გოლდბერგი, მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ახლო მომავალში ადვილად ჩანაცვლებადი პროფესიის წარმომადგენლებს ახალი უნარ-ჩვევების განვითარება მოუწევთ, მაგალითად, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტა, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში რობოტების მიერ შესრულებული სამუშაოების წილი 29-დან 42%-მდე გაიზრდება. 2024 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 62%-ს მიაღწევს. https://hightech.fm/2019/01/04/robot-killing-worker https://www.bloomberg.com/technology
      • 2
      • Like
  24. CES-გამოფენა 1967 წლიდან ტარდება იანვრის დასაწყისში, დღესდღეობით კი ეს გამოფენა იქცა უმსხვილეს ტექნოლოგიურ შოუდ. მიმდინარე წელს იგი გაიმართება ლას-ვეგასში. შოუ დაიწყება 8 იანვარს 10:00 საათზე ადგილობრივი დროით და დაიხურება 11 იანვარს. შოუზე დამსწრები პირები ნახავენ უამრავ სიახლეს, გაუმჯობესებულ პროდუქტსა და სერვისს, თუმცა რაიმე განსაკუთრებული ნოვატორული გადაწყვეტილებები და ინოვაციები ამჯერად დიდად მოსალოდნელი არ არის. პერსონალური კომპიუტერები ამ კუთხით მოსალოდნელია ცვლილებების მთელი რიგი: კომპანიები წარადგენენ პროდუქტებს, რომლებშიც გამოყენებულია Intel-ის უახლესი პროცესორები, NVIDIA-ს გრაფიკა და შესაძლოა, AMD-ის ახალი ZEN-არქიტექტურა. მოსალოდნელია, რომ დაანონსდება მეტად პერსპექტიული, Zen 2-ის ბაზაზე არსებული 7-ნანომეტრიანი პროცესორები Ryzen 3000. გაგრძელდება მინიმალური ზომის ჩარჩოების მქონე ლეპტოპებისა და მონიტორების შექმნის ტენდენცია. ასევე შესაძლებელია, რომ ვიხილოთ პირველი ლეპტოპები ინტეგრირებული 5G მოდემით, რომელიც ბაზარზე ზაფხულში გამოვა. გეიმინგ-ინდუსტრია უკვე მრავალი წელია, CES-ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას გეიმინგ-სფერო წარმოადგენს. აქ ყველაზე ხშირად ანონსდება თამაშები პერსონალური კომპიუტერებისთვის, აგრეთვე ახდენენ ახალი გრაფიკის დემონსტრირებას, გეიმინგ-კომპიუტერების ექსპერიმენტალური დიზაინის ჩვენებას, წარადგენენ რაც შეიძლება მაღალხარისხიან დისპლეებს მაღალი გაფართოებებით. ამ წელს იგეგმება NVIDIA GeForce RTX მობილური გრაფიკის ანონსი და ამ ვიდეო ბარათების მქონე პირველი ლეპტოპების წარდგენა Acer-ის, Alienware-ის, ASUS-ის, Razer-ისა და სხვა კომპანიების მიერ. ასევე მოხდება საშუალო კლასის გრაფიკული ამაჩქარებლის - GeForce RTX 2060-ის წარდგენა, AMD კი დიდი ალბათობით გაამხელს დეტალებს თავის ვიდეო ბარათებზე, რომლებიც NVIDIA-ს კონკურენტებად მოგვევლინებიან 2019 წელს. ამჟამად, როდესაც გეიმინგ-ინდუსტრიის ყურადღება სტრიმინგ-თამაშებისკენაა მიმართული, ამ მხრივ სიახლეებს შემოგვთავაზებენ Google, Microsoft და სხვა კომპანიები. ტრანსპორტი ბოლო რამოდენიმე წლის გათვალისწინებით, CES გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა წამყვანი საავტომობილო წარმოების გამოფენისთვის, თუმცა ამ წელს განსაკუთრებული მოლოდინები ამ მიმართულებით არ არის. გამოფენაზე იქნება რამოდენიმე მსხვილი ავტომწარმოებელი, რათა თავი მოიწონონ თავიანთი უახლესი მიღწევებით (მაგალითად, Audi და Mercedes-Benz წარადგენენ ახალ ელექტროქროსოვერებს). წარმოდგენილი იქნება უამრავი ელექტროსკუტერი და მსგავსი ტექნიკა. სტარტაპი EV Byton-ი დამსწრეებს უჩვენებს კონცეპტუალური ავტომობილის ახალ ვერსიას. სმარტფონები სმარტფონების ბაზარი საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულს, ნოვატორულსა და მიმზიდველს, ამიტომ 2018 წელი ხასიათდებოდა სხვადასხვა ექსპერიმენტით გარეგნულ დიზაინში: მოძრავი მოდული ფრონტალური კამერით, სხვადასხვა ტიპის ჭრილები, უკანა კამერების უცნაური კომბინაციები და ა.შ. CES 2019-ზეც მოსალოდნელია უცნაური მოწყობილობების დაანონსება. დიდი ალბათობით, ვიხილავთ დასაკეცი დისპლეების უფრო მეტ კონცეპტს, რომლებიც მიაღწევენ მასიურ ბაზრამდე მიმდინარე წელს. მაგრამ დემონსტრაციების უმეტესობა დახურული იქნება. ძირითადი ანონსები კი თებერვალში ბარსელონაში შედგება MWC 2019 ღონისძიებაზე. ტელევიზორები გამოფენაზე წარადგენენ 8K ფორმატის ბევრ ტელევიზორს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ არსებობს შესაბამისი კონტენტი. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება მათი ნახვა, ამავე დროს წარდგენილი იქნება სხვა ფორმატის მოწყობილობებიც LG-ის, Samsung-ის, Sony-ს, TCL-სა და სხვა კომპანიების მიერ. გამოფენილი იქნება დისპლეები დიდი დიაგონალებით, ახალი OLED-მოდელები, HDR სტანდარტის მხარდაჭერით და ა.შ. 2019 წელს უფრო მეტი და მეტი ტელევიზორი გამოვა Amazon Alexa-სა და Google Assistant-ის მხარდაჭერით. წარადგენენ მოდელებს ახალი ხმოვანი პანელებითა და Dolby Atmos-ის მხარდაჭერით, რომელიც სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. სმარტ-სახლი 2019 წლისთვის იგეგმება სახლის ჭკვიანი გაჯეტების ახალი თაობის წარმოდგენა: კარის ჭკვიანი ზარი, მაცივრები, მიკროტალღული ღუმელები, განათება და ა.შ. წინა წლის მსგავად, Google და Samsung-ი წელსაც ლიდერები იქნებიან ამ სფეროში სიახლეებით. წარადგენენ სმარტ-დინამიკებს უფრო მეტი ფუნქციითა და გამოყენების სიმარტივით. კამერები CES-ზე, როგორც წესი, მნიშვნელოვან პროდუქტებს არ აანონსებენ ფოტო-ვიდეოკამერების კუთხით და ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება. საზოგადოება შეიტყობს მხოლოდ პატარა ან მივიწყებული მწარმოებლების სიახლეების შესახებ. Canon-ის, Nikon-ის და Fujifilm-ის კამერები უკვე დაანონსდა, ერთადერთი მსხვილი კომპანიაა Sony, რომელსაც არ გამოუშვია ახალი კამერა ბოლო რამოდენიმე თვეა, თუმცა ნაკლებსარწმუნოა, რომ ახალი მოდელის ანონსი CES-ზე შედგეს. ვირტუალური და შერეული რეალობა რამოდენიმე წლის წინ, როდესაც VR ჯერ სიახლე იყო, CES-ღონისძება გახდა მთავარი პლატფორმა Oculus VR-ისა და სხვა მწყობილობების ანონსისთვის. თუმცა VR-კომპანიები ახლა უკვე თავიანთ ყოველწლიურ ღონისძიებებზე ახდნენ მოწყობილობების დემონსტრირებას. დღესდღეობით VR-ისადმი ინტერესი მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა იგი უკვე შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი გახდა. ვირტუალური რეალობისადმი ინტერესის კლება CES 2018 წლისთვისაც დამახასიათებელი იყო. შესაძლოა ამ წელს მეტი ყურადღება დაეთმოს შერეულ რეალობას კომპანია Magic Leap-ის და მისი ახალი ჰედსეტის წყალობით. AR-ის მიმართ ინტერესი იზრდება მობილური პლატფორმების მხრიდანაც. გამოფენამდე ცოტა დრო დარჩა, წარმოდგენილ სიახლეებს სულ მალე ვიხილავთ. https://3dnews.ru/980602
      • 1
      • Like
  25. ჩინეთის ხელისუფლების მიერ 2013 წელს ამოქმედებული პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირებას, ჯამში არაეფექტური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის საშიში PM 2,5 ნაწილაკების მოცულობა ხუთი წლის განმავლობაში 40%-ით შემცირდა, გაიზარდა არანაკლებ სახიფათო ოზონის მოცულობა - წერს ScienceAlert. РМ2.5 ნაწილაკები - ეს არის ჰაერის დამაბინძურებელი მავნე ნივთიერების ნაწილები. მის შემადგენლობაში შედის მყარი და თხევადი ნაწილაკები. მათ შეუძლიათ ბიოლოგიური ბარიერის გადალახვა და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის შედეგად შესაძლებელი გახდა ამგვარი ნაწილაკების გაფრქვევა-გავრცელების მასშტაბების შემცირება, მეგაპოლისებში სამაგიეროდ ოზონის დონემ დაიწყო მატება. ოზონი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სასუნთქი გზებისთვის და შესაძლოა გამოიწვიოს დაავადებები, მაგალითად ასთმა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ PM 2,5 ნაწილაკები ერთგვარი შემწოვი ღრუბლის როლს ასრულებენ რადიკალური ნივთიერებებისთვის. როდესაც ამ ნაწილების კონცენტრაცია შემცირდა, ოზონის დონე პირიქით გაიზარდა. „ჩინეთის ქალაქებში იმდენად დიდი იყო მყარი ნაწილაკების რაოდენობა, რომ ისინი აკავებდნენ ოზონის გავრცელებას. ამ დრომდე მსგავსი რამ არასდროს გვინახავს, რადგან არც ერთ ქვეყანას არ გადაუდგამს ამგვარი სწრაფი ნაბიჯები მყარი ნაწილაკების შემცირებისთვის. აშშ-ს 30 წელი დასჭირდა იმისათვის, რაც ჩინეთმა ოთხ წელიწადში განახორციელა“ - დენიელ ჯეიკობი, ჰარვარდის უნივერსიტეტი. ამ შემთხვევამდე, ტეხასის უნივერსიტეტის ინჟინრები მსოფლიოს 185 ქვეყანაში იკვლევდნენ, თუ რა გავლენა აქვს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე РМ 2,5 ნაწილაკებს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ატმოსფეროზე ანთროპოგენული ზეგავლენის შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობა გლობალურად მცირდება ერთ წელიწადზე მეტით. https://hightech.fm/2019/01/03/pm-2-5
      • 1
      • Like
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.