-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ტოკიოს 2020 წლის საგაზაფხულო ოლიმპიადისთვის დაიწყეს უპილოტო ტაქსების ტესტირება. სენსორებით აღჭურვილი მიკროავტობუსები ახორციელებენ დღეში ოთხ მარშრუტს მგზავრებთან ერთად იაპონიის დედაქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში. ავტონომიური ტექნოლოგიების მართვის კომპანია ZMP და ტაქსომოტორული კომპანია Hinomaru Kotsu ამტკიცებენ, რომ ეს საგზაო ტესტირებები ამჟამად მსოფლიოში უპრეცედენტოა, უპილოტო ტაქსებში მგზავრების მიერ საფასურის გადახდის გათვალისწინებით. 2016 წლის მარტში კომპანიებმა DeNa და ZMP აგრეთვე განახორციელეს უპილოტო ტაქსების ტესტირება Toyota Estima-ს მინივენების ბაზაზე, რომელთაც გადაჰყავდათ ქალაქ ფუძისავას მაცხოვრებლები ადგილობრივი მაღაზიების მიმართულებით. Kyodo News-ის პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე ტესტირებები ხორციელდება 5,3 კილომეტრიან წრიულ მარშრუტზე, რომელიც აკავშირებს ორ რეგიონს. გამოცდა დასრულდება ოქტომბრის დასაწყისში, ტესტის ფარგლებში სულ დაგეგმილია 96 გასვლა. ტოკიოს მცხოვრებთაგან 1500-მა ადამიანმა გამოთქვა უპილოტო ტაქსებით მგზავრობის სურვილი. მგზავრობის საფასური 1500 იენია (13 $), გადახდა ხორციელდება სმარტფონით, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. ტესტირების შემდეგი ეტაპი განხორციელდება მიმართულებით - ჰანედას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის სატრანსპორტო კვანძებისკენ. https://3dnews.ru/974625
-
2018 წლის აგვისტოს საუკეთესო GTX 1080 შეთავაზებები
Magdalena posted a topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
NVIDIA-ს ახალი თაობის RTX 2080 და 2080 Ti (აგრეთვე RTX 2070, რომელიც შემდეგ თვეში გამოვა) ვიდეო ბარათების გამოჩენიდან გამომდინარე, მეათე თაობის ბარათებზე ფასებმა უკვე მნიშვნელოვნად დაიწია, მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო კლება მათზე, იმ დროისთვის, როცა ახალი ბარათები გაეშვება. ამ დროისთვის ფასდაკლებები ამგვარად გამოიყურება: eBay: ("PREGAME15" ვაუჩერით) MSI GTX 1050 Ti 4GB - 169.99 $-ად (- 30 $ ფასდაკლება) MSI GTX 1070 Ti 8GB - 407.99 $ (- 72 $) Zotac GTX 1070 Ti 8GB - 421,48 $ (- 73 $) Gigabyte GTX 1080 8GB - 424.99 $ (- 75 $) Zotac GTX 1080 Ti 11GB - 552,49$ (- 97$) Amazon: Gigabyte GTX 1080 Ti Gaming OC 11G - 679,99 $-ად ( 190 off) Asus GTX 1080 8GB ROG Strix Card - 524.99 $ (55$ off) კომპაქტური ბარათი Zotac GTX 1070 Mini 8GB - 399,99 $ (90 $ off) კომპაქტური ბარათი Zotac GTX 1080 Mini 8GB - 449.99 $ (160 $ off) Gigabyte GTX 1080 Mini ITX 8G - 479.99 $ (70 $ off) EVGA GTX 1080 Ti FTW3 Hybrid Water Block Cooler - 59,99 $ (120 4 off) Asus GTX 1080 8GB ROG Strix - 524.99 $ (55 $ off) ჩამონათვალი განახლდება მორიგი ფასდაკლებების შემთხვევაში. tomshardware.com-
- 1
-
-
Qualcomm-ი შესაძლოა ისწრაფვოდეს ბაზარზე Intel-ის ადგილის დაკავებისაკენ, თუმცა „დიდი ლურჯი“ კორპორაცია ბრძოლის გარეშე დათმობას არ აპირებს. Intel-მა წარადგინა უახლესი მე-8 თაობის პროცესორები თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის. ახალი ჩიპები Intel-ის Core U-სა (i7-8565U, i5-8265U, i3-8145U) და Core Y-სერიისაა (i7-8500, i5-8200Y, m3-8100Y) და განკუთვნილია ლეპტოპებისთვის, რომლებსაც უფრო დაბალი ენერგომოხმარება გააჩნიათ, ვიდრე მათ დესკტოპ ანალოგებს. უმნიშვნელოვანეს ფაქტს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ორივე სერიის ინტეგრირება Gigabit WiFi-სთან, რაც იძლევა მოლოდინს, რომ უახლოეს თვეებში ვიხილავთ დაუჯერებლად თხელ და მსუბუქ ლეპტოპებს უსწრაფესი WiFi სიჩქარით. Wi-Fi-ის უპირატესობის პარალელურად, Intel-ი ასევე გვპირდება U-სერიის გაორმაგებულ მწარმოებლურობას წინა თაობასთან შედარებით. კომპანია ამტკიცებს, რომ U-სერიაზე აგებული ლეპტოპები საშუალებას მოგვცემს იმუშაონ 16 საათი უწყვეტ რეჟიმში, ერთი სრული დამუხტვის შემდეგ. „ოპტიმიზებული სიმძლავრის სისტემები კი უფრო დიდხანს იმუშავებს, დაახლოებით 19 საათამდე“- აცხადებს წარმომადგენლობა. U-სერიას გააჩნია 15 ვატიანი ენერგომოხმარება, იმ დროს, როდესაც Y-სერიისას მხოლოდ 5 ვატიანი აქვს. Intel-ის i7-8565U ჩიპს შეუძლია 4,6 გჰც სიჩქარის მიღწევა ტურბო რეჟიმში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვერ შეძლებს ამ დონის შენარჩუნებას დიდიხნის განმვალობაში. Intel-ის წარმომადგენლობის განცხადების მიხედვით, ახალი ჩიპებით აღჭურვილი ლეპტოპების ხილვას მიმდინარე საშემოდგომო სეზონზე შევძლებთ. windowscentral.com
- 1 reply
-
- 4
-
-
-
Jaguar-ის წარმომადგენლობამ განაცხადა საკულტო ავტომობილის ელექტრომოდელის შექმნის პროექტზე. პროექტ E-type Zero-ს მიხედვით, დამზადდება ელექტრომობილი - ატმოსფეროში მავნე აირების ნულოვანი გამონაბოლქვით. საუბარი ეხება E-type-ის ახალი სერიის წარმოებას, რომელიც მთლიანად ელექტროობით იკვებება. პროექტი ითვალისწინებს ელექტროძრავის გამოყენებას, ლითიუმ-იონური ბატარეა იმავე გაბარიტებისა და წონისაა, რაც ორიგინალ E-type-ის ავტომობილში არსებული ექვსცილინდრიანი ბენზინის ძრავი, განთავსების ადგილიც უცვლელია. ელექტროძრავი დაიკავებს ორიგინალი მანქანის გადაცემათა კოლოფის ადგილმდებარეობას. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ავტომობილის კონსტრუქცია უცვლელი დარჩეს. E-type Zero-ს ექნება გაუმჯობესებული საკონტროლო-გამზომი მოწყობილობები და მოდიფიცირებული ცენტრალური პანელი მულტიმედიის სისტემის სენსორული ეკრანით. დიოდური ფარები მაქსიმალური ენერგოეფექტურობის საშუალებას იძლევა. ამავე დროს, ინარჩუნებს ორიგინალი E-type სერიის ტიპს. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სრულად დამუხტული აკუმულატორით ელექტრომობილი შეძლებს გაიაროს 270 კმ. ენერგიის მარაგის აღსადგენად საჭირო იქნება დაახლოებით 6-7 საათი. E-type-ის ელექტრომობილების წარდგენა 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. მის ფასს მწარმოებლები ჯერჯერობით არ ამხელენ. 3dnews.ru
-
- 2
-
-
ტექ-სამყარო მოუთმენლად ელის, როდის განაცხადებს Apple ახალი iPhone-ბის შესახებ. ახალი დივაისების შესახებ დიდი ალბათობით სექტემბრის მეორე კვირაში გახდება ცნობილი (როგორც დამახასიათებელია Apple-სთვის). ამ თემაზე უახლესი ცნობები Bloomberg-ს ეკუთვნის, რომელიც თვალყურს ადევნებს პროგნოზებს სიახლეებთან დაკავშირებით. Bloomberg-ის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ახალი სმარტფონები შეინარჩუნებენ გარეგნულ დიზაინს, ცვლილებები შეეხება ძირითადად შინაგან მოწყობას. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მობილური ბაზრის ზრდა შენელებულია, Apple დიდი ალბათობით გაზრდის საშუალო ფასებს თავის სმარტფონებზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, უნდა ველოდოთ, რომ ვიხილავთ: სამ ახალ iPhone-ს: მოსალოდნელია iPhone X-ის განახლება, 5.8 დუიმიანი OLED ეკრანით; ახალი მაღალხარისხიანი iPhone 6.5 დუიმიანი OLED ეკრანით, და ახალი შედარებით იაფი მოდელი (რომელიც ვიზუალურად iPhone X-ის მაგვარი იქნება) 6.1 დუიმიანი LCD ეკრანით. 6.1 დუიმიანი iPhone წარმოდგენილი იქნება ფერის რამოდენიმე არჩევანით (რუხი, თეთრი, ლურჯი, წითელი, ნარინჯისფერი). ექნება ალუმინის კიდეები ნაცვლად უჟანგავი ფოლადისა. სამივე სმარტფონს ექნება ჟესტების მართვის სისტემა, აგრეთვე Face ID. მოსალოდნელია, რომ Apple აგრეთვე გამოიყენებს დიდ (6.5 დუიმიან) ეკრანს ფუნქციისათვის - “view content side-by-side”, მაგალითად, გვერდიგვერდ იხილავთ მეილს და კალენდარს. სახელწოდებებს რაც შეეხება, Bloomberg-ის მიხედვით, მასზე ხშირი დისკუსია იყო, რადგან ადვილი არაა დივაისების დიფერენცირება. ამჟამინდელი ცნობებით, ახალი მაღალხარისხიანი სმარტფონის სახელი იქნება iPhone Xs, უფრო დიდი მოდელის კი - iPhone Xs Plus. სახელწოდებების ცვლილებები არ არის გამორიცხული. მიმდინარე წელს აგრეთვე ვიხილავთ განახლებულ Air Pods-ს, ახალ Apple Watch-ს დიდი ეკრანით, უსადენო დამტენ მოწყობილობას - Airpower-ს და განახლებულ iPad Pro-ს უფრო თხელი ჩარჩოთი და Face ID-თ. theverge.com
-
- 2
-
-
საიტ hexus.net-ის მიხედვით, AMD-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ფეიფერმასტერმა (Mark Papermaster) მისცა ვრცელი ინტერვიუ კომპანიის გეგმების შესახებ. იგი შეეხო საკითხსაც, რომლის თანახმადაც კომპანია აპირებს 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლას. ფეიფერმასტერის განცხადების მიხედვით, კომპანია AMD-ს პრაქტიკულად მთელი ძალები ამ დროისათვის მიმართულია ახალი ტექპროცესორების დანერგვის დაჩქარებისკენ, ასევე პროცესორებისა და ვიდეო ბარათების მიმართ. თავდაპირველად, AMD გეგმავდა გამოეშვა ახალი ვიდეო ბარათი VEGA 7 ნანომეტრიანი ტექპროცესორის ბაზაზე 2019 წლის პირველ ნახევარში, თუმცა, ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, კომპანიამ გადაწყვიტა ახალი ვიდეობარათების გამოშვების ვადა ამა წლის ბოლოსაკენ გადმოეწია. ჯერჯერობით საუბარი მიდის პროფესიონალური ამაჩქარებლის შესახებ 32 გბ-იანი ვიდეომეხსიერებით და მისი სახელწოდება იქნება “Radeon Vega Instinct GPU”. საერთო ჯამში, AMD დაპირებას იძლევა, რომ ყველა ახალი 7 ნანომეტრიანი პროდუქტი ორმაგად ენერგოეფექტური და 35%-ით უფრო მაღალპროდუქტიული იქნება წინა თაობის ნიმუშებთან შედარებით. რაც შეეხება პროცესორების სეგმენტს, 2019 წლისთვის იგეგმება გადასვლა 7 ნანომეტრიან სერვერულ პროცესორზე - EPYC, რასაც შემდეგ უკვე მიჰყვება Ryzen-ის პროცესორების ახალი ლაინაფი განახლებული ტექპროცესით. კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადების თანახმად, 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლის დაჩქარებით კორპორაცია AMD კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს ბაზარზე ამ მიმართულებით. overclockers.ru
-
კომპანია Thermalright-მა გამოუშვა ქულერი AXP-100-Full Copper, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შიდა სივრცის მქონე სისტემებისთვის. კონსტრუქცია შედგება სპილენძის ექვსი სითბური მილისგან, რომელთა დიამეტრი 6 მმ-ია, სპილენძისვე ფუძისა და რადიატორისგან. შემადგენლობაში შედის ვენტილატორი 108 x 101 x 14 გაბარიტებით, მისი ბრუნვის სიჩქარეა 900-დან 2500-მდე ბრუნი წუთში. ხმაურის დონე - 22-30 დბ. ქულერის სიმაღლე სულ რაღაც 58 მმ-ია ( 62 მმ-ია სამაგრის ჩათვლით). ამგვარად, ნაკეთობა გამოსადეგია დაბალპროფილიანი კომპიუტერებისათვის. ქულერის გამოყენება შესაძლებელია Intel-ის LGA 775/115/1366/2011/-3/2066-თან, აგრეთვე AMD-ის შემთხვევაში - AM4-თან. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ამ ქულერს შეუძლია გაუმკლავდეს პროცესორებს 180 ვატამდე ენერგომოხმარებით. Thermalright AXP-100-Full Copper-ის ღირებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის. 3dnews.ru
-
- 2
-
-
-
როგორც იქნა, Amazon-მა გახადა ერთობლივი სურვილებისა და საყიდლების სია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკვე შეგიძლიათ გააერთიანოთ თქვენი საჭიროებები თუნდაც დასასვენებლად ერთად წასვლისთვის ან წვეულების სასაჩუქრე სია, რომლის რედაქტირებაც რამოდენიმე ადამიანს შეეძლება. ივლისის ბოლოს Amazon-მა განაცხადა, რომ ფუნქცია ნელ-ნელა მზადდება, თუმცა კომპანიას არ გაუმხელია როდის მიიღებდა მასზე წვდომას ყველა მომხმარებელი. ადრე მომხმარებლებს უწევდათ სიები გაეზიარებინათ ხალხისთვის, რომ სცოდნოდათ მათი სურვილების შესახებ. ახლა კი სიის თანამონაწილეებს შეუძლიათ დაამატონ ან წაშალონ სიიდან პროდუქტები, გააკეთონ შეთავაზებები ან შეიძინონ პროდუქტი დამოუკიდებლად. მათ ასევე შეეძლებათ საუბარი და მოლაპარაკება ჩამონათვალთან დაკავშირებით, მიიღებენ შეტყობინებებს და შეძლებენ ჩამონათვალის ისტორიის ნახვას. Amazon-ის განცხადების თანახმად, ეს სერვისი დაეხმარება მომხმარებლებს თავი აარიდონ ერთსა და იმავე პროდუქტზე განაცხადის გაკეთებას და ჯამში იდენტური საჩუქრების შეძენა/მიღებას. ფუნქცია უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, მისი მიგნება შეგიძლიათ განყოფილებაში „Accounts and Lists” კომპიუტერით სარგებლობისას, სმარტფონის გამოყენების შემთხვევაში კი ფუნქციით - “Your Lists”. როდესაც სიას შექმნით, შეგიძლიათ სხვა პირების მოწვევა ერთობლივი საქმიანობისთვის, თუ მათ აქვთ Amazon-ის ექაუნთი. მოწვევა შესაძლებელია ლინკით ან ელ.ფოსტით. theverge.com
-
აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი დაიწყებს გზავნილების თრექინგის ბლოკჩეინ სისტემის ლაივ ტესტირებას „შრომის დღის“ (Labor Day) შემდეგ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. CBP გეგმავს ფურცლებით მუშაობის ნაცვლად NAFTA-სა და CAFTA-ს სერტიფიკატების შემოწმებისას ლაივ რეჟიმში გამოიყენოს ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ბიზნესის განვითარებისა და ტრანსფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა Vincent Annunziato-მ განაცხადა, რომ სააგენტომ წარმატებით განახორციელა სისტემის პირველადი ტესტირება, რომელიც ბოლო ერთ წლის განმავლობაში განვითარების რეჟიმში იმყოფებოდა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ „ეს არ არის მხოლოდ იმის შემოწმება, მუშაობს თუ არა სისტემა. ჩვენ ვამოწმებთ მთლიან ტექნიკურ და ნორმატიულ ბაზას“. მოსალოდნელია, რომ CBP-ის კერძო ბლოკჩეინ სისტემა მოახდენს საქაღალდე სისტემის დუბლირებას, გაამარტივებს პროცედურებს მომხმარებლებისთვის და, რაც მთავარია, შეამცირებს დროს, რომელიც იხარჯებოდა დოკუმენტების დამუშავებისას. ახალი სისტემის წყალობით იმპორტული გარიგებების მონაწილეები დროულად იქნებიან ინფორმირებულნი: „როგორც კი მომწოდებელი წარადგენს (გაგზავნის) მონაცემებს, მის შესახენ ინფორმირებული ხდება არა მარტო ხელისუფლება, არამედ ბროკერი და იმპორტიორი. სისტემაში მონაცემები წინასწარ იქნება შეყვანილი, რაც მთლიან საკომუნიკაციო სისტემას გაამარტივებს. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა სურდეს ძაღლის წაყვანა გერმანიიდან აშშ-ში. თუკი სისტემა მისცემს იმის გარანტიას, რომ გერმანიის მმართველობიდან მიღებულია ცნობა ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმპორტიორს აღარ მოუწევს წარადგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია. რას შეეხება ახალი სისტემის უსაფრთხოებას, Annunziato-მ განაცხადა, რომ „უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და გაკონტროლდება“. იგი თვლის, რომ ახალი სიტემის გამჭვირვალობა ნეგატიურად არ იმოქმედებს კონკურენციაზე: „კარგი იქნება თუკი ერთ-ერთ კონკურენტს ეცოდინება, რომ მისმა კონკურენტმა გასცა იმპორტზე ათი სერტიფიკატი მექსიკიდან ან კანადიდან? ჩვენ ვთვლით, რომ კი“. Annunziato-მ უარი თქვა დაესახელებინა კონკრეტული კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობს CBP, თუმცა აღნიშნა, რომ პარტნიორების არჩევას ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ახორციელებს: „DHS-ს (U.S Department of Homeland Security) აქვს გარკვეული კომპანიების სია, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია პროექტისთვის. ჩვენ ვითხოვთ მოხალისეებს და შემდეგ მათგან ვირჩევთ ხალხს“. შემდეგი ეტაპი იქნება სისტემის შემოწმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მხრივ, CBP უკვე აგროვებს მოხალისეებს ამ პროექტისთვის, თუმცა ვადები უცნობია. ივნისში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ გამოყო გრანტი 192380 დოლარის ოდენობით ბლოკჩეინ პროექტისთვის - Factom, რათა ხელი შეეწყო პლატფორმის ბეტა-ტესტირებისთვის, რაც მიმართული იყო სასაზღვრო კონტროლის კამერებისა და სენსორების მონაცემების დაცვისაკენ. coindesk.com
-
- 1
-
-
ბლოკჩეინ სტარტაპერებისთვის, რომლებიც გაფართოებას ცდილობენ გაერთიანებულ სამეფოში, ხელსაყრელი დრო დგება. საერთაშორისო სავაჭრო დეპარტამენტმა თავის ბოლო ანგარიშში, რომელიც განკუთვნილი იყო გაერთიანებულ სამეფოში ბიზნების დაწყების მსურვალთათვის, განაცხადა, რომ საინვესტიციო კომპანია Entrepreneur First (EF) აგრეთვე აფინანსებს ბლოკჩეინ სტარტაპებს. EF წარმოადგენს ხელისუფლების მიერ აღიარებულ ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც შეუძლია (უფლება აქვს) მხარი დაუჭიროს ფირმებს სამეწარმეო ვიზებთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, მაღალი და მზარდი პოტენციალის მქონე სტარტაპებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა სამეწარმეო ვიზაზე საკუთარი ბიზნესის დასაწყებად გაერთიანებულ სამეფოში. იმისათვის, რომ კვალიფიცირებული გახდეს ვიზისთვის, მეწარმემ უნდა მიიღოს დაფინანსება არანაკლებ 50 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობისა (დაახლოებით 64 000 აშშ დოლარი) ორგანიზაციისგან, რომელიც ნებადართულია გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მხრიდან. შეტყობინებაში აგრეთვე ვკითხულობთ: „EF განსაკუთრებით დაინტერესებულია დამფუძნებლებით, რომელთაც სურთ და ცდილობენ, გადაჭრან რთული ტექნიკური პრობლემები. მათი კურსდამთავრებულები გავლენას ახდენენ ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, უპილოტო საფრენი აპარატები, უსაფრთხოება, ვირტუალური რეალობა და ბლოკჩეინი, და აღწევენ დაფინანსების მიღებას მსოფლიოს წამყვანი ინვესტორებისგან“. დამტკიცებული სტარტაპები მონაწილეობას მიიღებენ ექვსთვიან პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს მათი განვითარების მხარდაჭერას, მათი გუნდის, პროდუქტისა და შესაძლო გრძელვადიანი ინვესტიციების მიღებაში ხელშეწყობას. EF დაარსებულია 2011 წელს, იგი მხარდაჭერილია მრავალი მსხვილი ინვესტორის მიერ. მათ რიცხვში შედის Reid Hoffman, Greylock Partners, Mosaic Ventures და Peter Thiel-ის ფონდი. მის ვებ გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, დღესდღეობით იგი დაეხმარა 80-ზე მეტ კომპანიას განვითარებაში და მოიზიდა 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. coindesk.com
-
- 1
-
-
გერმანული წყარო საკმაოდ მოულოდნელად იუწყება Canon Lake-U-ის 10 nm (ნანომეტრი)-იანი მობილური პროცესორების დებიუტის შესახებ, რომლებიც ერთი საფეხურით მაღლა დგანან Canon Lake-Y-ზე ენერგომოხმარების კუთხით. რაც ეჭვგარეშეა, ეს იქნება უახლოეს დროში 14 nm-იანი Whiskey Lake-U-სა და Amber Lake-Y-ის დაანონსება. აგრეთვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ინფორმაცია მიმდინარე კვარტალში Cofee Lake Refresh-ის პროცესორების დებიუტის შესახებ. შემოთავაზებული იქნება რვაბირთვიანი მოდელები, რომლებიც თავსებადი იქნება BIOS-ის განახლების შედეგად არსებულ დაფებთან. წლის ბოლომდე განახლდება Skylake-X-ის პროცესორები LGA 2066-ის ვერსიაში, 28ბირთვიანი მონსტრები კი LGA 3647-ის სეგმენტზე მხოლოდ მომავალ წელს იხილავენ დღის სინათლეს, როგორც იუწყება პირველწყარო. Cascade Lake-X-ის პროცესორების დებიუტი 2019 წლის მესამე კვარტალშია დაგეგმილი, ICE Lake-S-ის 10 nm-იანი პროცესორები კი იმავე წლის მეოთხე კვარტალში გამოვა. overclockers.ru
-
კომპანია Samsung Electronics-მა 24 აგვისტოს ოფიციალურად წარადგინა თავისი ახალი სმარტფონი Android Go (Android Oreo Go Edition)-ის ბაზაზე - საწყისი დონის აპარატი Galaxy J2 Core. როგორც მოსალოდნელი იყო,მოწყობილობა იყენებს საფირმო პროცესორს Exynos 7570. ჩიპი აღჭურვილია ARM Cortex-A53-ის ოთხი ბირთვით 1,5 გჰც-მდე სიჩქარით, გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-T720-ით და მეოთხე კატეგორიის LTE ფიჭური მოდემით. სმარტფონმა მიიღო მხოლოდ 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდულის მოცულობა კი 8 გბ-ია. კორპუსის უკანა მხარეს დამონტაჟებულია 8 მეგაპიქსელიანი კამერა, ფრონტალური კამერის გაფართოება კი 5 მლნ პიქსელს შეადგენს. დისპლეის ზომა დიაგონალზე არის 5 დუიმი, აპარატურა შეიცავს Wi-Fi 802.11b/g/n (2,4 გჰც)-ისა და Bluetooth 4.2-ის უსადენო ადაპტერებს, თანამგზავრულ სანავიგაციო სისტემას GPS/GLONASS, აქსელერომეტრსა და სიახლოვის სენსორს. გაბარიტები შედაგენს 143,4 × 72,1 × 8,9 მმ-ს, წონა 154 გრამს. სმარტფონის კვებას უზრუნველყოფს 2600 მილიამპერიანი ბატარეა. PHYSICAL SPECIFICATIONS Dimensions 143.4 x 72.1 x 8.9mm Weight 154g IP Rating - OPERATING SYSTEM Operating System Android 8.1 (Oreo Go Edition) NETWORK/BEARER SIM - Single WiFi Only No SIM card size Nano-SIM (4FF) Network 2G, 3G, 4G/LTE 2G GSM 3G UMTS 4G LTE DISPLAY Technology (Main Display) TFT Size (Main Display) 5.0"(126.4mm) Size (Sub Display) Resolution (Main Display) qHD 540 x 960 Colour Depth (Main Display) 16M Pixel Density ~220 PPI Gorilla Glass Matrix S Pen Support - No PROCESSOR Type Exynos 7570 Clock Speed 1.4GHz Cores 4 Cores (Quad-Core) GPU Mali-T720 MP1 MEMORY RAM Size (GB) 1GB ROM Size (GB) 8GB SSD eMMC External Memory Support CAMERA Main Camera - Single Front Camera - Single Main Camera - Resolution 8 MP, CMOS F2.2 Front Camera - Resolution 5 MP, CMOS F2.2 Main Camera - Flash Yes Front Camera - Flash No Main Camera - Auto Focus Yes Front Camera - Auto Focus No 3dnews.ru sammobile.com
-
- 1
-
-
DDR4 RGB უკვე 4000 MHz სიჩქარით არის წვდომადი, HyperX Predator DDR4-ს კი აქვს გაზრდილი სიჩქარე, 128 GB ტევადობა და 4133 MHz სიხშირე. HyperX განკუთვნილია პერსონალური კომპიუტერების დეველოპერებისთვის, ასევე ენთუზიასტებისთვის და სისტემური ინტეგრატორებისთვის, რომლებსაც სწრაფი და მაღალი წარმადობის მეხსიერება სჭირდებათ. ახალი Predator DDR4 RGB და Predator DDR4 Intel -ის და AMD-ს უახლეს პროცესორებზე აგებული სათამაშო სისტემების მეხსიერების გაზრდილ მოთხოვნებს პასუხობს. Predator DDR4 RGB და Predator DDR4 აქვთ Intel XMP-ready პროფილი, რომელიც წარმადობის ამაღლებისთვისაა ოპტიმიზებული. HyperX Predator DDR4 RGB ასევე დიოდური განათებით და RGB.1 თხევადკრისტალური ეფექტებით არის აღჭურვილი. მეხსიერება თავსებადია ASUS Aura Sync, Gigabyte RGB Fusion, MSI Mystic Light Sync და Asrock Polycom RGB.1 დედაპლატების განათების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან. პროგრამულ უზრუნველყოფასთან და დედადაფასთან თავსებადობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში შესაბამისი პარტნიორების ვებ გვერდებზეა წვდომადი. "Predator DDR4 RGB და Predator DDR4 გაფართოებული ხაზი მაქსიმალურად აკმაყოფილებს იმ ახალი თაობის PC ენთუზიასტების მოთხოვნებს, რომლებიც ითხოვენ საკუთარი სისტემის მაქსიმალურ წარმადობას" - აცხადებს ადრიენ ვიადუ, HyperX-ის აპლიკაციების ინჟინერი - "FURY, Predator DIMM თუ Impact SODIMM სათამაშო მეხსიერებების მიწოდების 15 წლიანი გამოცდილების მქონე HyperX, იდეალურად უხდება გეიმერებს, რომლებიც ახალ სისტემას აწყობენ ან ახორციელებენ სათამაშო კომპიუტერის თუ ლეპტოპის მოდერნიზირებას". HyperX Predator DDR4 უზრუნველყოფს მაღალი სიხშირის და დაბალი დაყოვნების მაჩვენებლის მქონე მეხსიერებას, რომელიც წვდომადია ერთ 4-16 GB ან 2,4,8 მოდულში 16/32/64/128 GB მეხსიერებით. ყველა მოდული 100% არის გატესტილი მწარმოებლის ქარხანაში და Lifetime გარანტია აქვს. Predator DDR4-ს აქვს საუკეთესო გამძლეობის და წარმადობის მაჩვენებელი. HyperX-ი სრული სერიოზულობით იღებს ლოზუნგს "ჩვენ ყველა გეიმერები ვართ". მიუხედავად იმისა, ხართ მოყვარული თუ პროფესიონალი მოთამაშე, PC-ს თუ მობილური და კონსოლების თამაშების მომხმარებელი, ჩვენი მიზანია არამარტო დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, არამედ მოლოდინებს გადავაჭარბოთ ყოველთვის, იქნება ეს ახალი მეხსიერების მოდულის, სათამაშო გარნიტურის, თუ უბრალოდ მაუსის, კლავიატურის და სხვა დეტალების წარმოება. HyperX Predator DDR4 RGB და Predator DDR4 უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ინტერნეტ და ფიზიკურ მაღაზიებში. დამატებითი ინფორმაციის შესახებ ეწვიეთ HyperX Memory ვებ-გვერდს. https://www.guru3d.com
- 1 reply
-
- 2
-
-
-
კომპანია ASRock-მა ოფიციალურად წარადგინა X370 Pro BTC+ დედა დაფა, რომელიც განკუთვნილია კრიპტოვალუტების მოპოვებითი სისტემისთვის. სიახლე იყენებს AMD X370 ლოგიკის ნაკრებს, იმუშავებს AMD Socket AM4 პროცესორებზე, მაქსიმუმ 105 ვატი ენერგომოხმარებით. დაფაზე მხოლოდ ერთი სლოტია DDR4-3200+(OC)/2933/2667/2400/2133 ოპერატიული მეხსიერების მოდულისთვის. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 16გბ-ია. მაინიგ-დაფის დასაყენებლად გათვალისწინებულია PCI-Express 3.0 x16ის რვა სლოტი. აღჭურვილობაში შედის Realtek RTL8111EPV Gigabit ქსელის კონტროლერი. პანელზე მოცემულია PS/2 კონექტორები კლავიატურისთვის, მაუსისთვის, D-Sub და HDMI ინტეფეისებისთვის, ორი USB პორტი - 2.0 და 3.0, აგრეთვე კონექტორი ქსელური სადენისთვის. დაფის ზომები შეადგენს 510 × 224 მმ-ს. 3dnews.ru
-
მიმდინარე წლის ბოლოსთვის Apple გეგმავს გამოუშვას ხელმისაწვდომი ღირებულების მქონე ლეპტოპი და Mac Mini, - იტყობინება Bloomberg-ი. Mac mini-ს განახლება არ მოხდარა 2014 წლის შემოდგომის შემდეგ. დღესდღეობით მისი ფასი 499 $-ს შეადგენს, მაგრამ, სავარაუდოდ, ახალი Mac-ის ფასი გაცილებით მეტი იქნება, იმის გათვალისწინებით რომ იგი ორიენტირებული იქნება პროფესიონალებზე - მეხსიერების დიდი მოცულობით და პროცესორის შესაძლებლობებით. ახალი Mac mini უფრო მეტად იქნება მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებზე, ვიდრე მისი წინამორბედი - უკეთესი სისტემური უზრუნველყოფისა და შედარებით დაბალი ფასის გათვალისწინებით. Mac mini-ის 2014 წლის განახლება საკმაოდ ცუდად იქნა მიღებული მომხმარებლებისა და კრიტიკოსების მიერ, რადგან ნაკლებად ქმედითუნარიანი იყო. შემდეგ კი გამოჩნდა ახალი MacBook-ი. ვარაუდობენ, რომ ახალი პროდუქტი იქნება MacBook Air-ისა და Mac mini-ს გაერთიანება, რაც კარგ პროგნოზებს იძლევა. Apple-ის ყველაზე იაფი ლეპტოპი MacBook Air-ია, რომლის ღირებულება 999 $-იდან იწყება. თუკი ახალი ბიუჯეტური ლეპტოპი მონაცემებით მისი მსგავსი იქნება, დიდი მოთხოვნა გარანტირებული იქნება. Bloomberg-ის ანგარიშში მოცემულია, რომ ახალი ლეპტოპის სახელწოდებაც Air იქნება, ეკრანის ზომაც იგივე - 13 დუიმი, თუმცა გამოსახულებას უფრო დიდი გაფართოებისას მივიღებთ. შედარებით თხელი იქნება ჩარჩოს ზომები. არსებობს საერთო აზრი, თუმცა არაოფიციალური, რომ ახალ Mac-ს 2018 წელს ვიხილავთ, თუმცა კონკრეტული ვადა უცნობია, Apple სიჩუმეს ინარჩუნებს. სავარაუდოდ, ეს მოხდება სექტემბერში ან ოქტომბერში. Apple უშვებს ოპერატიული სისტემის ახალ ვერსიას macOS, Mojave (10.14), ამიტომ სრულიად შესაძლებელია, სხვა სიახლეებიც მათთან თანადროულად გამოვიდეს. https://www.tomshardware.com https://arstechnica.com
-
Tinder-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უშვებს ახალ ვერსიას სახელწოდებით Tinder U, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სტუდენტებისთვის. ამ ფუნქციით სარგებლობისთვის მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი .edu სუფიქსით და გეოგრაფიულად დაკავშირებული უნდა იყვნენ საუნივერსიტეტო ქალაქის მდებარეობასთან. ფუნქციები ჩვეულებრივი Tinder -ის ანალოგიურია, თუმცა სამომხმარებლო ინტერფეისი შედარებით სხვაგვარად გამოიყურება: მომხმარებლის პროფილის მთავარ გამოსახულებაზე აღნიშნული იქნება უნივერსიტეტის სიმბოლური გამოსახულება. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ის ოთხწლიან, აკრედიტებულ, არაკომერციულ სასწავლებლებში - აცხადებს Tinder-ი. Match Group-მა (რომლის შვილობილიცაა Tinder-ი), ეს სიახლე დააანონსა თავისი კვარტალური შემოსავლების ანგარიშში რამოდენიმე კვირის წინ, ასევე განაცხადა, რომ კომპანიის შემოსავლების დიდი წილი Tinder-ზე მოდის. ადვილად მისახვედრია, რატომ გადაწყვიტა Tinder-მა კონკრეტულად სტუდენტებზე გაემახვილებინა ყურადღება. ცნობილია, რომ სტუდენტები რეგულარულად იყენებენ აპლიკაციას ხალხის გასანობად და შეხვედრებისთვის, ასე რომ მომხმარებლების სეგმენტებად დაყოფა და მეტად ცენტრალიზებული ყურადღების მიპყრობა კამპუსის ცხოვრებაზე მეტ მნიშვნელობას შეიძენს. Tinder-ის მარკეტინგი იდეალურ სერვისს ქმნის მეგობრის/თანამოაზრის საპოვნელად, როგორც სწავლის, ასევე გართობის მიზნით. გარდა ამისა, თუკი Tinder-ი შეძლებს ახალი 18-წლიანი სამომხმარებლო ბაზის შექმნას, შეძლებს ისინი მალევე აქციოს კომერციულ მომხმარებლებად. ანალოგიური სტრატეგია გამოიყენა Facebook-მა პირველად გაშვებისას - მათ მოითხოვეს ელ.ფოსტის მისამართი .edu სუფიქსით, რათა შეეგროვებინათ ლოიალური ფოლოუერები კოლეჯებიდან იქამდე, სანამ პლატფორმა საჯაროდ გაეშვებოდა რამდენიმე წლის შემდეგ. Tinder U-ს გამოყენება გააერთიანებს სტუდენტებს, მიუხედავად იმისა, სწავლობენ თუ არა ერთსა და იმავე სასწავლებელში. ასე რომ, ნიუ-იორკში მცხოვრებ პირსაც ექნება დაკავშირების შესაძლებლობა ფორდჰემის ან კოლუმბიის უნივერსიტეტთან და ა.შ. theverge-მასს დამატებითი ცნობებისთვის კითხვებით მიმართა Tinder-ს, და გვაცნობებს, როგორც კი პასუხი იქნება მიღებული. Theverge.com
-
- 4
-
-
-
-
მიმდინარე Gamescom-ის ღონისძიებაზე NVIDIA-მ წარმოადგინა ახალი RTX სერიის ბარათები, ასევე თამაშების ჩამონათვალი RTX მხარდაჭერით. RTX-ის წარმატებულად რეალიზების მიზნით NVIDIA ბევრს მუშაობს თამაშების მწარმოებლებთან, რათა მიიღოს მხარდაჭერა ახალ ტექნოლოგიაზე. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი გვიჩვენებს თანამშრომლობის შედეგებს: · Ark: Survival Evolved · Assetto Corsa Competizione · Atomic Heart (2019) · Battlefield V · Control · Dauntless · In Death · Enlisted · Final Fantasy XV · The Forge Arena · Fractured Lands · Hitman 2 · Justice · JX3 · Mechwarrior V: Mercenaries · Metro Exodus · PlayerUnknown’s BattleGrounds · Remnant from the Ashes (2019) · Serious Sam 4: Planet Badass · Shadow of the Tomb Raider · We Happy Few https://www.guru3d.com
- 1 reply
-
- 3
-
-
-
2015 წელს კომპანია Samsung-მა წარადგინა დიდი ზომის პლანშეტი Galaxy View, 18,4 დუიმიანი დისპლეით. როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი, მალე ამ სერიის ახალ ვერსიას ვიხილავთ. გავრცელებული ცნობების მიხედვით, Galaxy View 2-ს ექნება დიაგონალზე 17,5 დუიმიანი ეკრანი, გაფართოება - 1920 × 1080 პიქსელი. ფორმატი - Full HD (ისევე, როგორც ორიგინალ ვერსიას), პროცესორი - Exynos (მოდელი არ არის დაზუსტებული). მეორე თაობის გიგანტურ პლანშეტ Galaxy View-ს ექნება 3 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება. სპეციალური სადგამი უზრუნველყოფს მოწყობილობის დადგმას მოხერხებული კუთხით, სამუშაოდ ან ვიდეომასალების საყურებლად. აგრეთვე ცნობები გვაქვს სიმეტრიული USB Type-C პორტის არსებობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy View 2 კომპლექტში არ შევა ელექტრონული კალამი. მოწყობილობა იმუშავებს Android 8.х Oreo ოპერაციული სისტემით. მეორე თაობის Galaxy View-ს ანონსი სავარაუდოდ ამა წლის შემოდგომაზზე შედგება. მოწყობილობის ფასის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის. 3dnews.ru
-
- 2
-
-
-
Acer და Dell არ არიან ერთადერთნი, ვინც მზადაა გამოიყენოს NVIDIA RTX 20-ის უპირატესობები. HP ასევე ახდენს ძალის დემონსტრირებას ახალი OMEN Obelisk-ით, რომელიც აერთიანებს NVIDIA-ს ახალ ბარათსა და HyperX-ის სწრაფ ოპერატიულ მეხსიერებას. Obelisk-ი ზუსტად შეესაბამება სახელწოდებას ვიზუალური თვალსაზრისით, მისი მძლავრი შემადგენელი ელემენტები მოთავსებულია მყარ, შავ ჩარჩოებში. დატანილია ლოგო OMEN და ფართო გვერდითი ფანჯარა, რომელიც გიჩვენებთ თქვენი თამაშების ყველა სასარგებლო თავისებურებას. კომპიუტერი დაპროექტებულია სპეციალურად თამაშების მოყვარულებისა და ენთუზიასტებისთვის, რომლებსაც იზიდავთ სისტემის აფგრეიდი. კომპლექტაციისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Intel Core-ის მერვე თაობის პროცესორები ან AMD Ryzen-ის მეორე თაობის ჩიპები. სისტემას ასევე აქვს [VN2] Intel Optane-ის მეხსიერების მხარდაჭერა. HyperX Fury DDR4-2666-ის ოპერატიული მეხსიერების მოცულობამ შესაძლოა მიაღწიოს 32 გბ-ს. დაშვებულია გაგრილება ჰაერით ან თხევადი სისტემით. HP რეკლამირებას უკეთებს იმას, თუ როგორ ეწყობა ობელისკი, რამდენადაც იგი ისწრაფვის მიიზიდოს DIY კატეგორიის მომხმარებელი. დეტალების დამატება ან მოცილება მარტივად შეიძლება ინსტრუმენტების გარეშეც, კორპუსის შიგნით სამუშაოდ საკმად დიდი სივრცეა. როგორც HP-ში აცხადებენ, Obelisk-ი ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება. Windowscententral.com
- 1 reply
-
- 1
-
-
„ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მომხმარებელს გეგმა ბრენდინგისა და გაფართოების შესახებ. ბრენდის გაფართოება მოიცავს სახელის ცვლილებას ZenCash-დან Horizen-ად, განახლებული ლოგოტიპითა და ვიზუალური გამოსახულებით, აგრეთვე გაძლიერებულ ყურადღებას პროდუქტების შეთავაზებაზე ბლოკჩეინზე არსებული ხაზინის ხმის მიცემისა და საიდჩეინებზე განთავსებული სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობების ჩათვლით. ჩვენ არ ვუწოდებთ ამ პროცესს რებრენდინგს, რადგან უარს არ ვამბობთ წარსულ საქმიანობაზე. ახალი ბრენდის შექმნის პარალელურად, ვინარჩუნებთ ZEN-ის მემკვიდრეობას, რომელიც არის სწრაფად მზარდი მსოფლიო დონის პროექტი. ახალ სახელწოდებაშიც ფიგურირებს ZEN (Horizen) იმის ნიშნად, რომ ვინარჩუნებთ ძველ მემკვიდრეობას და ვრჩებით ტექნოლოგიისა და სოციალური ინოვაციის საზღვრებში“. Horizen-ის პრეზიდენტი Robert Viglione ბრენდის შესახებ თავის შეფასებას გვიზიარებს: „პროექტი ZenCash-ი საგრძნობლად განვითარდა შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში, და ახლა დადგა დრო ბრენდის გაფართოვებისა, რათა უფრო უკეთ გამოვკვეთოთ ჩვენი მისია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და პირადულობის ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ მსოფლიო მასშტაბით. ZenCash, რომელიც თავიდანვე გაშვებული იყო, როგორც კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა, ტრანფორმირდება უფრო ფართო და ქმედითუნარიან პლატფორმად, რომელზეც ხელმისაწვდომი იქნება მრავალი კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული აპლიკაცია, შეტყობინებებისა და პუბლიკაციების კონფიდენციალურობის ჩათვლით. ეს არის პლატფორმა, რომლის ნდობაც შეუძლიათ მომხმარებლებს“. გარდა ZEN კრიპტოვალუტით გადარიცხვებისა, ბრენდის გაფართოება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააღწიონ თავი ცენზურას და გამოაქვეყნონ მასალები უსაფრთხოდ, ააგონ კონფიდენციალობაზე დაფუძნებული აპლიკაციები და მოახდინონ საბაზისო შემოსავლების გენერირება საკუთარი პირადი მონაცემების საშუალებით. აგრეთვე, პლატფორმაზე წარმოდგენილი იქნება სახაზინო ხმის მიცემის სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლებათ გადაწყვიტონ, როგორ გაანაწილებენ ხაზინის რესურსებს. Horizen-ი გეგმავს შექმნას ახალი ფლაგმანური საფულე, შეისწავლოს და დანერგოს blockDAG-ის პროტოკოლები უკეთესი მასშტაბურობისთვის და წარმოადგინოს DAO სახაზინო სისტემა. Horizen-ის სპეციალური მრჩეველი და თანადამფუძნებელი Rolf Versluis აცხადებს: „მოხარული ვარ, რომ ბრენდის განვითარება მოიცავს უამრავი ადამიანის გამოხმაურებას, ადამიანების, რომლებიც თავიდანვე ჩვენთან იყვნენ, და მათიც, ვინც მოგვიანებით შემოგვიერთდა. Horizen-ი აერთიანებს ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს - გაგრძელდეს პროგრესი მრავალი მიმართულებით. რამდენადაც ჩვენ ვართ ინოვაციის პიონერები და IOHK-ისა და Infopulse-ის ტექნიკური პარტნიორები, ჩვენი ბრენდი განუსაზღვრელ შესაძლებლობებს ფლობს ახალი სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, ასევე უზრუნველყოფს პირად უსაფრთხოებას კონფიდენციალურობის დაცვით. ჩვენი ნოვატორული ტექნოლოგიური პლატფორმა მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის. შემოგვიერთდით, რათა სამყარო გახდეს მეტად თავისუფალი და მშვიდობიანი. იხილეთ https://horizen.global.“ შემოგვიერთდით ქართულ https://www.facebook.com/HorizenGE და ოფიციალურ FB გვერდებზე: https://www.facebook.com/horizenglobal რამოდენიმე ხშირად დასმულ შეკითხვაზე პასუხი იხილეთ ქვემოთ: შეიცვლება თუ არა ticker სიმბოლო? არა, ZEN დარჩება ყველა ბირჟასა და ინტეგრაციაზე. რატომ არ შეცვალეთ ticker-ი? ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ვამაყობთ შექმნილი მემკვიდრეობით. ეს გავაკეთეთ იმისთვის, რათა გაგვეხსენებინა, თუ საიდან მოვედით და საიდან დავიწყეთ. უსაფრთხოა თუ არა ჩემი ZEN? დიახ, თქვენი ZEN სავსებით უსაფრთხოდაა. ერთადერთი ცვლილება, რასაც ვახდენთ, ესაა ბრენდინგი, რომელიც გულისხმობს დასახელების, ლოგოტიპის, tagline-ისა და ფერადი სქემის ცვლილებებს. დარჩება თუ არა ჩემი საფულის მისამართი, მონაცემები უცვლელი? დიახ, არანარი ცვლილება არ იქნება. როგორ მოვიქცე, თუ ჩემი რესურსები იმყოფება ZenCash (Swing / Arizen / Mobile / Paper / Web)-ის საფულეში? თქვენი რესურსები უსაფრთხოდ იქნება, რამოდენიმე კვირის განმავლობაში თქვენს საფულეს შეუნარჩუნდება ძველი სახელი და ლოგოტიპი, ახალი სახელისა და ლოგოტიპის გამოტანაზე მაქსიმალურად დროულად ვიმუშავებთ. ცვლილება გავლენას მოახდენს თუ არა ჩემს Node-ებზე? Node-ებს ცვლილებები ჯერჯერობით არ შეეხება. სამომავლოდ, ცვლილებები განხორცილდება Tracker-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში Secure და Super Node-ებისთვის, რათა აისახოს ჩვენი ახალი დომენი. მოახდენს თუ არა ეს სიახლე გავლენა მაინინგ პულებზე? ბრენდის გაფართოება მათზე ზეგავლენას არ მოახდენს. ტექნოლოგიური ცვლილებები არაფერია, გარდა სახელის, ლოგოტიპის, tagline-ის და ფერადი სქემისა. რატომ შეცვალეთ სახელწოდება ZenCash-ი Horizen-ად? სახელწოდება ZenCash-ი სრულად ვერ ასახავდა იმის არსს, ვინ ვართ და ვინ გვინდა, რომ გავხდეთ. დასახელება Horizen გამოხატავს, რომ ჩვენ ვართ ტექნოლოგიური მიღწევების პლატფორმის ნოვატორები, რომლის საშუალებითაც მომავალი უკეთესობისკენ შეიცვლება. https://blog.zencash.com
-
- 3
-
-
-
ორწლიანი დებატების შემდეგ NASA საბოლოდ დათანხმდა SpaceX-ის გეგმას - რაკეტაში ჩატვირთონ საწვავის მარაგი მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე ხალხი უკვე იქნება. ეს არის გეგმა, რომელსაც აეროკოსმოსური სამსახურის ბევრი ექსპერტი საფრთხის შემცველად მიიჩნევს. გეგმის დამტკიცება ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: SpaceX-მა წარმატებულად უნდა მოახდინოს ამ მეთოდის დემონსტრირება ხუთჯერ მაინც თავის ახალ მოდერნიზებულ რაკეტა Falcon 9-ში, სანამ პროცესი სერტიფიცირებული გახდება კოსმოსში გასაფრენად. როგორც NASA-ში განაცხადეს, უსაფრთხოება პრიორიტეტს წარმოადგენს კოსმოსური სააგენტოსთვის. „ეს გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, ჩვენმა გუნდმა ჩაატარა უამრავი სახის კვლევა, როგორც ოპერირების, ასევე რაკეტის დიზაინის, სამაშველო და საექსპლუატაციო სისტემების მიმართულებით. ამ ანალიზის მთავარი მიზანი უსაფრთხოების შემოწმება იყო და გუნდის შეფასების მიხედვით, ეს გეგმა მინიმალურ რისკებთანაა დაკავშირებული“ - განაცხადა NASA-ს კომერციული პროგრამის მენეჯერმა Kathy Lueders-მა. SpaceX დიდი ხნის განმავლობაში ემხრობოდა საწვავის შევსების წესს „ ჩატვირთვა და გასვლა“, რომლის მიხედვითაც საწვავის ჩატუმბვა ხდებოდა რაკეტის გაშვებამდე სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე. ეს კი საკმაოდ განსხვავდება სხვა პროვაიდერების ქმედებისგან, ისეთის, როგორიცაა United Launch Alliance ( გაშვებამდე საათნახევრით ადრე ტვირთავს თავის რაკეტას Atlas V). შემდეგში კი SpaceX-ის მგზავრებს მანამდე მოუწევთ ბორტზე ასვლა, სანამ რაკეტა საწვავით დაიტვირთება. ეს იდეა კი წინააღმდეგობაში მოდის უსაფრთხოების ექსპერტთა ნაწილის შეხედულებებთან. მათი აზრით, საწვავის შევსება სახიფათო ქმედებაა, რომელიც არ უნდა ხორციელდებოდეს იმ დროს, როდესაც ბორტზე ხალხი იმყოფება. კომიტეტმა გაიხსენა SpaceX-ის 2016 წლის ინციდენტი, როდესაც კომპანიის ერთ-ერთი რაკეტა აფეთქდა გამოცდისას. თუმცა ბოლო თვეებში აქტიურად მწიფდება ეს იდეა, NASA-ს აეროკოსმოსური უსაფრთხოების კომიტეტში როგორც განაცხადეს, ეს ახალი იდეა „სიცოცხლისუნარიანია“. SpaceX-ს მოუწევს ხუთჯერ მოახდინოს საცდელი გაფრენა და უსაფრთხოების დემონსტრირება მანამ, სანამ ეს პროცესი განხორციელდება უკვე ადამიანებით ბორტზე. კომპანიას დაგეგმილი აქვს მრავალი მისია, სანამ Falcon 9 გაფრენას მოახდენს უკვე ეკიპაჟთან ერთად. მანამდე კომპანიას მოუწევს Falcon 9-ის მოდერნიზება. ნოემბერში SpaceX გაუშვებს კაფსულას Crew Dragon, ასე რომ ნოემბრიდან აპრილამდე პერიოდში მოხდება ხუთი საცდელი გაფრენა. ამის შემდეგ NASA განაცხადებს, არსებობს თუ არა რაიმე „დარჩენილი რისკი“ და ხელისშემშლელი ფაქტორი მისიის დამტკიცებისთვის. Theverge.com
-
მცირე ხნის წინ გამართულ 2018 IEEE TMRC კონფერენციაზე მყარი დისკების მწარმებლებისა და სხვა ტექნოლოგების მიერ განხილულ იქნა იდეები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი უნდა გახდეს მაგნიტური დისკების მეხსიერების გაუმჯობესება მოცულობისა და სიმძლავრის მიხედვით. ერთ-ერთი აქტიურად განხილვადი საკითხი დაკავშირებული თემასთან, თუ რა გავლენას ახდენს მყარ დისკზე აირის ზემოქმედება მაგნიტური დისკების ბლოკში. კომპანია Western Digital-მა პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ჰაერის ჰელიუმით ჩანაცვლებამ გააუმჯობესა განვითარების დინამიკა. შემდეგი ნაბიჯი კი იქნება სრულიად გამოირიცხოს ჰაერიც და ჰელიუმიც და შექმნან ვაკუუმი. სტარტაპერების აზრით, გაზის მთლიანად ამოტუმბვა ხელს შეუწყობს მყარი დისკების წარმოების გამარტივებას, ასევე აღარ იქნება საჭირო სპეციალური დამცავის დამატება სავარაუდო ხელშესახებ ადგილებზე. და რაც მთავარია - ვაკუუმზე გადასვლა მეტ სიმჭიდროვეს უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს დისკის მოცულობა 35%-ით გაიზარდოს. https://3dnews.ru/974194
- 1 reply
-
- 2
-
-
-
რუსული ანტივირუსული და კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია Kaspersky იტყობინება, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში კიბერდამნაშავეებმა მოიპარეს 2,3 მლნ $ თაღლითობის საშუალებით. ანგარიშში - „სპამი და ფიშინგი 2018 წლის მეორე კვარტალში“, მოხსენიებულია ე.წ „crypto giveaways“, როგორც ფიშინგის ფართოდ გავრცელებული მაგალითი, რომლითაც კიბერდამნაშავეები ატყუებენ ცალკეულ პირებს, არღვევინებენ კონფიდენციალურობას, რაც თითქოს კარგი შემოთავაზებებისთვის აუცილობლობას წარმოადგენდეს. თაღლითები მოტყუებით სთავაზობენ პოპულარული კრიპტოვალუტების საფულეებისა და ბაზრების ყალბ ასლებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ Kaspersky-ის ანტიფიშინგურმა კამპანიამ აღმოფხვრა მომხმარებლებისგან 58 000 მცდელობა - დაკავშირებოდნენ თაღლითურ საიტებს. როგორც ანგარიშის დამატებით ნაწილში ვხედავთ, დღესდღეობით ფიშერებისთვის ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტას Ethereum (ETH) წარმოადგენს. კომპანიის განხადებით, ETH-ის პოპულარულობა კიბერდამნაშავეებს შორის უფრო იზრდება. მიმდინარე თვეში დაკვირვებებით გამოვლინდა ყალბი კრიპტორეკლამები Twitter-ზე. ძიების პროცესისას, კიბერუსაფრთხოების კომპანია Duo Security-მ შეძლო 88 მლნ Twitter-ის გამომწერის გადარჩენა თაღლითობისგან, ბოტ-კლასიფიკატორისგან ინფორმირების მეშვეობით. კლასიფიკატორის მიერ აღმოჩენილი იქნა 15 000 ბოტი, როემლიც ავრცელებდა ყალბ კონკურსებს და მითვისებული ქონდა კრიპტოინდუსტრიის ცნობილი ნიშან-თვისებები. https://cointelegraph.com
- 1 reply
-
- 1
-
-
Tesla-ს ავტომობილები მალე ახალ ფუნქციას შეიძენენ, რომელიც მძღოლებს საშუალებას მისცემს დრო გაიყვანონ დამუხტვის მოლოდინში ან უბრალოდ სხვა არააქტიურ დროს. მცირე ხნის წინ ილონ მასკმა განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლომდე გამოვა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მე-9 ვერსია Tesla V9.0. ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბორტკომპიუტერის საშუალებით წვდომა ექნებათ საუკეთესო რეტრო თამაშებთან, აგრეთვე, ზოგიერთ თამაშში მანიპულაციებისთვის ავტომობილის საჭის გამოყენება იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთი სიახლე გახდა ცნობილი Tesla V10.0-ის აფდეითთან დაკავშირებით: ამ განახლების შედეგად შესაძლებელი გახდება ელექტრომობილის ბორტის დიდ ეკრანზე იხილოთ სხვადასხვა ვიდეომატერიალები. სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით არაფერი განცხადებულა, თუმცა სავარაუდოა, რომ ადგილი იქნება სხვადასხვა სერვისების მატებას და გამრავალფეროვნებას. რაღა თქმა უნდა, ვიდეორეჟიმის აქტიურობის ფარგლები განსაზღვრული იქნება. როგორც ვხვდებით, მოცემული ფუნქციის გამოყენება მობილის მართვისას არ არის რეკომენდებული უსაფრთხოების თვალსაზრისით. https://3dnews.ru/974210
- 1 reply
-
- 1
-
-
გეიმერები იყენებდნენ ბიზნეს-კლასის იმავე მონიტორებს, რომლებიც გამოიყენებოდა ელექტრონული ცხრილებისდა და ტექსტების დამუშავებისთვის. როგორც კი ხელმისაწვდომი გახდა კადრის განახლების სწრაფი სიხშირე, მწარმოებლებმა დაიწყეს მუშაობა ადაპტირებულ განახლებასა და მრუდე, ულტრაფართე პანელებზე. ახლა, როდესაც უკვე მიღწეულია მწარმოებელთა ფოკუსირება სათამაშო დისპლეებზე, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს კომპანიამ უნიკალური პროდუქტის შესაქმნელად? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა Samsung-ი C49HG90 მონიტორის საშუალებით. PROS Width equal to two 27-inch 16:9 monitors Accurate DCI-P3 color Excellent contrast and HDR Responsive Low input lag CONS Relatively low resolution Samsung C49HG90-ს გააჩნია საკმარისი სიჩქარე 144 ჰც განახლების სიხშირისა და FreeSync 2-ის დამსახურებით, შესანიშნავი ფერთა გამა quantum dot backlight-ისა და DCI-P3 native gamut-ის წყალობით. გეიმერები ხშირად იყენებენ 2 ან 3 მონიტორს თვალთახედვის არის გაფართოებისთვის, თუმცა უახლესი მონიტორებიც კი ქმნიან გამყოფ ხაზს, რომელიც ამახინჯებს გამოსახულებას. Samsung-ი კი ცდილობს ეს ხარვეზი მრუდე ეკრანის საშუალებით გამოასწოროს, იგი ქმნის ისეთივე თვალთახედვის არეს, ს როგორც ორი 27 დუიმიანი მონიტორი. Specifications Panel Type & Backlight SVA (super vertical alignment) / Quantum Dot LED Edge array w/zone dimming Screen Size & Aspect Ratio 49 inches / 32:9 Curve Radius – 1,800mm Max Resolution & Refresh 3,840 x 1,080 @ 144Hz FreeSync 2: 36-144Hz Density: 88ppi Native Color Depth & Gamut 10-bit (8-bit+FRC) / DCI-P3 Response Time (GTG) 1ms Brightness SDR - 350cd/m2 HDR - 600cd/m2 Contrast 3000:1 Speakers ✗ Video Inputs 2x DisplayPort 1.2 2x HDMI 2.0 Audio 1x 3.5mm input 1x 3.5mm output USB V3.0 – 1x up, 2x down Power Consumption 51.7W, brightness @ 200nits Panel Dimensions 47.4 x 15.9-20.7 x 15 inches WxHxD w/base 1,204 x 404-526 x 381mm Panel Thickness 7.7 inches / 196mm Bezel Width Top/sides - .4 inch / 9mm Bottom – .7 inch / 17mm Weight 26.2lbs / 11.9kg Warranty 3 years ეს არის ყველაზე ფართო და ამავე დროს თხელი სათამაშო მონიტორის მაგალითი, თუმცა ზომების გათვალისწინებით საკმაოდ დიდ ადგილს მოითხოვს. C49HG90 მოიცავს input panel-ს, 1 HDMI და USB სადენს და 2 -ს DisplayPort, ასევე მიიღებთ ლითონის 100მმ VESA სამაგრს. https://www.tomshardware.com
-
- 2
-
-
