Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Volvo Cars-მა გამოაქვეყნა საკუთარი ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის მთლიანად ავტონომიური უპილოტო ელექტრომობილი. წარმოდგენილმა კონცეფციამ მიიღო 360c-ს სახელწოდება. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ავტომობილი გადაიქცეს მრავალფუნქციურ სივრცედ საბურავებზე. კონცეპტი ითვალისწინებს გამოყენების ოთხ შესაძლო სცენარს - საძილე ადგილს, მობილურ ოფისს, საცხოვრებელ ოთახს და გასართობ ადგილს. 360c - ეს არის სრულად ავტონომიური ელექტრომობილი მძღოლის გარეშე. შიგაწვის ძრავის, საჭის და სატერფულების არარსებობა საშუალებას იძლევა, სალონის სივრცე ახლებურად მოეწყოს. Volvo Cars-ის ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურაღება მიაქციეს სალონის საძილე ზონას. მათ შეაფასეს, თუ როგორ შეიძლება ახდენდეს გავლენას სხვადასხვა მგზავრის განლაგება საერთო უსაფრთხოებაზე. საძილე სივრცეში ინტეგრირებული სპეციალური დამცავი გადასაფარებელი, წარმოადგენს უსაფრთხო მგზავრობის გარანტს. ის მუშაობს როგორც სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, თუმცა განკუთვნილია მწოლიარე მდგომარეობისთვის. სალონში გათვალიწინებულია მრავალი ინტერაქტიული ეკრანი. კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ ინტერნეტთან უსწრაფეს კავშირს. ეს იძლევა გზაში მუშაობის, მულტიმედიური კონტენტის ყურების საშუალებას და ა.შ. კონცეპტის შემუშავების სტადიაზე დიდი ყურადღება დაეთმო რობომობილის ურთიერთქმედებას საგზაო მოძრაობის სხვა ობიექტებთან. სპეციალური სისტემა იყენებს გარე ხმებს, ფერებს, ვიზუალურ ეფექტებს, აგრეთვე მათ კომბინაციას სატრანსპორტო საშუალების მანევრირებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში გასაგები იქნება, თუ რა მანევრის გაკეთებს აპირებს ავტომობილი. „Volvo 360c ცდილობს გაიგოს, რა მოხდება, თუ ავტომობილის მართვა ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული და ამავე დროს, გადაწყვიტოს სალონის დიზაინი და ბორტზე დროის გატარების შესაძლებლობა. ეს არის მცდელობა გავიხედოთ მომავალში, თუ როგორ შეუძლიათ უპილოტო ავტომობილებს ჩვენი ცხოვრებისეული ჩვევების და ნივთების შეცვლა. პერსპექტივები გამაოგნებელია“ - აცხადებენ Volvo Cars-ში. https://3dnews.ru/974987
  2. ახალი ვიდეოპლატფორმის - IGTV-ის ივლისში გამოშვების შემდეგ Instagram-ი შესვენებას არ აპირებს: The Verge-ს ინფორმაციის თანახმად, იგი მუშაობს ახალ აპლიკაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით უწოდებენ IG Shopping-ს. იქნება თუ არა საბოლოო ეს სახელწოდება, ჯერჯერობით უცნობია. ახალი აპლიკაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ პლატფორმის საშუალებით თვალყური ადევნონ გასაყიდ კოლექციას, ფასებს, გაყიდვებს და გააკეთონ შენაძენი ონლაინ რეჟიმში. აპლიკაცია თავდაპირველად ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს რვა ქვეყანაში. მისი საშუალებით კომპანიებს შეეძლებათ პროდუქციაზე გამოიყენონ ტეგი „shoppable“ და მომხმარებლები შეძლებენ არჩევანის გაკეთებას. ახალ აპლიკაციასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ასევე უცნობია გაშვების თარიღიც. როგორც მოსალოდნელია, Instagram-ი ოპტიმისტურად არის განწყობილი ელექტრონული კომერციის სამომავლო გაფართოებისადმი. პროექტის შესახებ ინფორმირებული პირის განცხადების თანახმად, კომპანიამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ინსტრუმენტი დაამატოს ონლაინ ვაჭრობისთვის, რადგან IG Shopping აპლიკაციას მოუწევს კონკურენცია ელექტრონული კომერციის სხვა ონლაინ-პლატფორმებთან, ისეთებთან, როგორებიცაა Shopify და Amazon Webstore. Facebook-ს კარგი საფუძველი აქვს განვითარებისთვის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მედია-გიგანტის რეპუტაციას პირად ფრონტზე, საინტერესო იქნება, როგორ დაიცავს პოტენციური ახალი პლატფორმა მომხმარებელთა პირად საგადახდო დეტალებს. www.techradar.com
      • 2
      • Like
  3. კომპანია Mercedes-Benz-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი ელექტრო ქროსოვერი სახელწოდებით EQC 400 4Matic. მანქანას აქვს ორი ელექტრო ძრავი, მათგან ერთი დამონტაჟებულია ღერძის წინა, მეორე კი - უკანა მხარეს, რისი წყალობითაც მანქანა four-wheel drive ტიპისაა. ძრავების ჯამური სიძლიერე 300 კვტ-ია, 408 ცხენის ძალა. მაქსიმალური აჩქარების დროა 0-დან 100 კმ/ს - 5,1 წამში. მაქსიმალური სიჩქარე - 180 კმ/სთ. ელექტრომობილის კვების წყაროს წარმოადგენს 80 კვტ/ს სიძლიერის მქონე ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი. კვების ელემენტების ჯამური წონა 650 კგ-ა. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სრულად დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილს შეუძლია 450 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა. ავტომობილის გაბარიტებია 4761 × 1884 (2096 სარკეების ჩათვლით) × 1624 მმ, საბურავების ბაზა - 2873 მმ. მანქანის წონა 2425 კგ-ია. ელექტრო ქროსოვერის მფლობელთათვის ხელმისაწვდომი იქნება მართვის რამოდენიმე რეჟიმი: Comfort, Eco, Max Range, Sport და ინდივიდუალური. მძღოლის განკარგულებაშია ფართე ციფრული პანელი, რომელზეც ასახული იქნება სრული საჭირო ინფორმაცია. Mercedes-Benz EQC 400 4Matic-ის სერიული წარმოება დაიწყება მომავალ წელს. ელექტრო ქროსოვერის ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება. https://3dnews.ru/974960 https://www.daimler.com/products/passenger-cars/mercedes-benz/eqc.html
  4. Canon-მა დააანონსა თავისი პირველი სრულკადრიანი უსარკო ფოტოაპარატი და ობიექტივების სისტემა, სახელწოდებით EOS R. ფოტოაპარატი EOS R აგებულია 30,3 მეგაპიქსელიან სრულკადრიან სენსორზე, დიაპაზონით - ISO 100-40 000. სენსორი იყენებს dual-pixel ავტოფოკუსს, Canon DIGIC 8-ის გამოსახულებითი პროცესორის თანამონაწილეობით. გააჩნია სენსორული ეკრანი, ელექტრონული OLED viewfinder და ინფორმაციული პანელი ფოტოაპარატის ზედა ნაწილში. ფოტოაპარატი ვიზუალურად გამოიყურება, როგორც ზომაში შემცირებული DSLR, თუმცა EOS R სისტემის მართვის სქემა ტრადიციულისგან განსხვავდება: ყველა ობიექტივს აქვს სპეციალური მართვის რგოლი zoom-ისა და ხელით ფოკუსირებისთვის, პარამეტრების რეგულირებისთვის. ფოტოაპარატის უკანა მხარეს ასევე გვაქვს მართვის პანელი სხვადასხვა ფუნქციების სამართავად. პირველი EOS R ობიექტივებია 24-105მმ f/4 L, a 50მმ f/1.2მმ L, a 28-70მმ f/2 L, და a 35მმ f/1.8 macro. Canon-ი აგრეთვე გამოუშვებს ობიექტივის სამაგრ სამ ადაპტერს. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 2299 დოლარად (3.399 დოლარი 24-105 მმ-იანი ლინზის თანხლებით) ოქტომბრის ბოლოს. წინასწარი შეკვეთები კი შესაძლებელი იქნება 12 სექტემბრიდან. www.theverge.com
      • 3
      • Like
      • Upvote
  5. EK წარმოგვიდგენს ახალი თაობის მაღალმწარმოებლურ წყლის ბლოკებს ახლახანს დაანონსებული NVIDIA GeForce RTX ვიდეო ბარათებისთვის. ახალი GPU ბლოკების სახელწოდება „Vector” შთაგონებულია დღევანდელ ბაზარზე არსებული გრაფიკული ბარათების გამოთვლითი სიმძლავრით. ვუწოდოთ წყლის ბლოკებს „Full Cover“ დღესდღეობით არ არის საკმარისი, რადგან პროდუქტს გააჩნია უნიკალური მახასიათებლები, როგორებიცაა: EK Vector RTX სპეციალურად შემუშავებულია რამოდენიმე NVIDIA GeForce RTX Turing ვიდეო ბარათისთვის. თავად წყლის ბლოკი იყენებს ერთ სლოტს რომელიც მოიცავს PCB -ს მთლიან სიგრძეზე და გაგრილების ამ რთული გადაწყვეტილების საშუალებით, მოზრდილი, „კუნთებიანი“ ვიდეო ბარათი იქცევა მინიმალისტურ, ელეგანტურ ნაწილად. წყლის ბლოკი შედგება რვა სხვადასხვა ვარიაციისგან, რომელთაგან თითოეული მათგანი განკუთვნილია GPU-ს, VRAM და VRM-ის გაგრილებისთვის, გამაგრილებელი სითხე მიმართულია ამ კრიტიკული არეებისკენ. ამის წყალობით, გრაფიკული ბარათი სტაბილური რჩება ოვერქლოქინგისას, ინტენსიური დატვირთვისას, მაქსიმალური Boost Clock-სას. ჯამში, შეგიძლიათ ისიამოვნოთ თამაშისას თქვენი ვიდეო ბარათის მაქსიმალური შესაძლებლობებით და ხმაურის დაბალი დონით. ზემოთხსენებული რვა ვარიაცია მოიცავს მატერიალების კომბინაციას, როგორიცაა ელექტროლიტური სპილენძი, მონიკელებული ელექტროლიტური სპილენძი, შავი POM (Polyoxymethylene) აცეტილი, აკრილი. რამოდენიმე მათგანს გააჩნია სტანდარტული 12 ვოლტიანი LED ხაზები. თავსებადობა EK Vector RTX 2080-ის ყველა წყლის ბლოკი თავსებადია Turing TU104-ის გრაფიკული პროცესრის ბაზაზე არსებული NVIDIA GeForce RTX 2080-ის სტანდარტულ გრაფიკულ ბარათებთან. EK Vector RTX 2080 Ti ბლოკები თავსებადია Turing TU102-ის ბაზაზე მყოფ NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათებთან. RGB LED სტანდარტის მხარდაჭერა EK Vector RTX 2080 RGB-ის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მის სიმარტივეშია, რადგან გამოყენებულია სტანდარტული 4-pin 12V RGB კონტროლერი. Vector RTX 2080 სერიის ბლოკები იწარმოება სლოვენიაში და წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია EK-ის ინტერნეტ-მაღაზიაში ან მის პარტნიორ რესელერებთან. წინასწარი შეკვეთები ხელმისაწვდომი იქნება 20 სექტემბრიდან. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ მწარმოებლისგან შემოთავაზებული საცალო ფასები დღგ-ის ჩათვლით. Name MSRP (incl. VAT) EK-Vector RTX 2080 Ti – Copper + Plexi 129.90€ EK-Vector RTX 2080 Ti – Copper + Acetal 129.90€ EK-Vector RTX 2080 Ti RGB – Nickel + Plexi 149.90€ EK-Vector RTX 2080 Ti RGB – Nickel + Acetal 144.90€ EK-Vector RTX 2080 – Copper + Plexi 129.90€ EK-Vector RTX 2080 – Copper + Acetal 129.90€ EK-Vector RTX 2080 RGB – Nickel + Plexi 149.90€ EK-Vector RTX 2080 RGB – Nickel + Acetal 144.90€ EK-Vector RTX Backplate – Black 36.90€ EK-Vector RTX Backplate – Nickel 43.90€ www.guru3d.com
      • 2
      • Like
      • Upvote
  6. ტელეფონი ტაქსის მძღოლმა აღმოაჩინა, ფოტოები გადაუღო და გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი მფლობელს დაუბრუნეს. ფოტოებზე სტიკერებით დაფაულია კოდები, რომლების საშუალებითაც შეისაძლებელი იქნებოდა მფლობელის იდენტიფიცირება. ბოლო თვეებში ინტერნეტში ვრცელდებოდა ახალი Pixel 3-ის ფოტოები, რაც დაკავშირებულია შავ ბაზარზე გაყიდვებთან, სადაც ახალი სმარტფონი იყიდება დაახლოებით 2 000 დოლარად (1723 ევრო). ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ გამოუქვეყნებული სმარტფონი იქნა დაკარგული კომპანიის თანამშრომლებისგან. 2010 წელს Apple-ის თანამშრომელმა ბარში დაკარგა iPhone 4-ის პროტოტიპი. მოგვიანებით ეს ტელეფონი გადაცემულ იქნა ტექნოლოგიური ბლოგი Gizmodo-სათვის, საიდანაც გაჟონა ინფორმაციამ სმარტფონის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი Pixel 3 ოქტომბერში იქნება წარმოდგენილი. GOOGLE PIXEL 3 SPECIFICATIONS SUMMARY Performance Octa core Display 5.5" (13.97 cm) Storage 64 GB Camera 12.2 MP Battery 2915 mAh Ram 4 GB Launch Date In India October 4, 2018 (Unofficial) www.guru3d.com
      • 1
      • Like
  7. კრიპტოვალუტების ციებ-ცხელება მინელდა, მაგრამ დედა დაფების მწარმოებლები აგრძელებენ მაინინგის სისტემის ფორმირებისთვის საჭირო სიახლეებზე მუშაობას. მორიგი ამგვარი სიახლეა Biostar TB360-BTC Expert - Intel H370-ის ლოგიკის ნაკრებით. დაშვებულია მერვე თაობის Core-ის პროცესორებზე დაყენება, 95 ვატამდე მაქსიმალურ სითბურ ენერგიამდე. DDR4-1866/2133/2400/2666 ოპერატიული მეხსიერების მოდულებისათვის მოცემულია ორი კონექტორი. სისტემაში შესაძლებელია 32 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერების დამონტაჟება. დაფის განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ გააჩნია 17 სლოტი მაინიგის ბარათებისთვის: ერთი PCIe 3.0 x16-სთვის და თექვსმეტი - PCIe 3.0 x1-სთვის. სიახლის ზომებია 305 × 210 მმ. კონექტორებთან მოცემული გვაქვს PS/2 ჯეკები კლავიატურისა და მაუსისთვის, ოთხი USB 3.0 პორტი, ორი USB 2.0 პორტი, HDMI და D-Sub ინტერფეისები გამოსახულებისთვის, ჯეკი ქსელური სადენისთვის (გამოიყენება გიგაბიტური კონტროლერი Realtek RTL8111H) და ჯეკების ნაკრები (codec Realtek ALC887). მაინინგ-დაფა Biostar TB360-BTC Expert-ის ფასი დაზუსტებული არ არის. https://3dnews.ru/974918
  8. არ არის გამორიცხული, რომ კომპანია Samsung-ი მალე წარმოგვიდგენს ახალ სმარტფონს უჩვეულო კამერით, რომელსაც ექნება რამოდენიმე ოპტიკური მოდული. საუბარი ეხება ტელეფონს ოთხმაგი ძირითადი კამერით. ამგვარი სმარტფონის გამოსვლის შესახებ twitter-ის საშუალებით განაცხადა ბლოგერმა Ice universe-მ, რომელიც ამ დრომდე მუდმივად იძლეოდა ზუსტ ცნობებს და აქვეყნებდა ფოტომასალებს სმარტფონებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. Ice universe-ის მიხედვით, ახალი სმარტფონის ანონსი უკვე მიმდინარე წელს შედგება. Ice universe‏ @UniverseIce FollowFollow @UniverseIce More Samsung Camera Camera Camera Camera 11:59 PM დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ოთხმაგი კამერა შესაძლოა დამონტაჟებული იყოს Samsung-ის თამაშებისთვის განკუთვნილ ახალ სმარტფონზე, რომლის შესახებაც ხმები ამა წლის ზაფხულში გავრცელდა. თვით სამხრეთკორეული გიგანტი კი გავრცელებულ ინფორმაციაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალობიექტივიანი კამერები შესაძლოა გახდეს ფლაგმანური ტელეფონების ახალი განმასხვავებელი ნიშანი. მიმდინარე წელს კომპანია Huawei-მაც დაანონსა მოწყობილობა P20 Pro, რომელიც აღჭურვილია სამმაგი კამერით. კომპანია Nokia კი, გავრცელებული ხმების თანახმად, ემზადება გამოუშვას სმარტფონი ხუთი და მეტი ოპტიკური მოდულით. https://3dnews.ru/974925
      • 2
      • Like
      • Upvote
  9. სახელისუფლებო წარმომადგენლები მოითხოვენ ტექკომპანიებისგან „სათადარიგო კარის“ შექმნას, რომლებზეც მუდმივად ექნებათ წვდომა სამართალდამცავ ორგანოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „მიმართავენ ტექნოლოგიურ, იძულებით, საკანონმდებლო და სხვა სახის ზომებს“, რათა შეაღწიონ დაბლოკილ დივაისებსა თუ სერვისებში. ეს განცხადება გაჟღერდა ზემოთ ხსენებული ხუთი ქვეყნის წარმომადგენლობის შეხვედრისას „Five Eyes“ პაქტის ფარგლებში. ისინი შეეხნენ მთელ რიგ ტექნოლოგიურ პრობლემებს, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება სწორედ შიფრაციას დაეთმო. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს backdoor-ები იქნება კანონიერი წვდომა მოწყობილობებზე, მაგალითად, ძიების პროცესში საჭიროებების მიზნით. იგეგმება ტექკომპანიების ნებაყოფლობითი ჩართვა „სათადარიგო კარის“ დამატების მხრივ, თუმცა ეს ნებაყოფლობითობა ძალაშია გარკვეულ მომენტამდე: ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მონაცემებამდე შეღწევის მანდატი წინააღმდეგობის მიუხედავად, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს. ამ ეტაპზე backdoor-ზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არ ჟღერს როგორც ბრძანება ან მუქარა, თუმცა განცხადება ცალსახად ნიშნავს მზარდ ინტერესს და ქმედებებს შიფრაციის წინააღმდეგ ხელისუფლებათა მხრიდან, რადგან სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაბრკოლებად მიიჩნევა. სავარაუდოა, რომ მოთხოვნა გაიზრდება და, საბოლოოდ, მოქმედებაშიც იქნება მოყვანილი. ტექკომპანიები საკმაოდ შეაფიქრიანა backdoor-ზე მოთხოვნამ. ერთი მხრივ, მათ მოუწევთ დაპირებული კონფიდენციალურობის პირობის დარღვევა, მეორე მხრივ, საფრთხე იქმნება სხვათა მხრიდან შპიონაჟის თვალსაზრისით. წარმომადგენლები ასევე გამოვიდნენ წინადადებით, რომ კომპანიებმა შექმნან ისეთი ტიპის ინსტრუმენტები, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა დანაშაულებრივი სახის აქტივობის გამოვლენასა და აღმოფხვრას, როგორებიცაა ბავშვთა გატაცება, ტერორიზმი და ა.შ. - შეიქმნას ფუნქცია/ინსტრუმენტი, რომელიც ავტომატურად წაშლის ნეგატიური შემცველობის კონტენტს და გამორიცხავს მის გავრცელებას. www.theverge.com/
  10. გასულ კვირაში Sony-მ დააანონსა წარმოუდგენელი მასშტაბირების ორი კომპაქტური ფოტოაპარატი 24მმ-იდან 720 მმ-მდე გადიდების შესაძლებლობით. ეს არ არის Sony-ს აპარატთაგან პირველი ზუსტი მასშტაბირების დიაპაზონის მქონე ფოტოაპარატები, თუმცა ახალ მოდელებს დამატებული აქვთ 4K-გადაღების ფუნქცია, და ერთ-ერთ მათგანს - სენსორული ეკრანი, რაც მათ აქცევს უფრო ხარისხიან მოდელებად და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას Sony-სავე მეტად პოპულარული RX100 სერიისადმი. ახალი მოდელები - HX99 და HX95 ზომით iPod-ის ტოლია, მხოლოდ მასზე მსხვილები და იწონიან დაახლოებით ნახევარ ფუნტს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც Sony RX100 ფოტოაპარატის შემთხვევაში, თუმცა არის ერთი კრიტიკული განსხვავება: RX100-ის ხაზი იყენებს ბევრად დიდ გამოსახულების სენსორს, იმ დროს, როდესაც ახალი მოდელების სენსორები გაცილებით მცირე ზომისაა. ეს კი ნიშნავს გამოსახულების ხარისხის გაუარესებას, თუმცა იძლევა მასშტაბირების დიდი დიაპაზონის გამოყენების საშუალებას. Sony-მ აწარმოა ამ ფოტოაპარატების წინამორბედი უამრავი მსგავსი ფოტოკამერა. მსგავსებებია მაგალითად: pop-up viewfinder და 3 დუიმიანი უკანა ეკრანი, რომელიც 180 გრადუსით მოტრიალებისა და სელფის გადაღების საშუალებას იძლევა. ახალი მოდელებისთვის დამატებული ფუნქციები და ცვლილებები კი უზრუნველყოფს უფრო მარტივ და კომფორტულ გამოყენებას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მიჩვეულია სმარტფონებით ფოტოგადაღებებს. თუკი ეძებთ კომპაქტურ კამერას და არ გსურთ გადაიხადოთ 1000$-მდე საფასური RX100 სერიის უკანასკნელ მოდელში, მაშინ HX ხაზი საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს. ორივე ახალი ფოტოაპარატი ევროპულ ბაზარზე გამოჩნდება ოქტომბრიდან, HX95-ის ღირებულება იქნება დაახლოებით 500 ევრო (580 $), HX99-ის ფასი კი - 520 ევრო (604 $). www.theverge.com/
      • 4
      • Like
      • Upvote
  11. წარმოგიდგენთ ბინანსის აკადემიას, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მარტივი ენით ახსნილი საგანმანათლებლო ვიდეოები და გაიგოთ ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: რა არის მაინინგი; რა არის ბიტკოინი; როგორ მუშაობს ბლოკჩეინი; ელექტრონული საფულეები და უსაფრთხოება; ბინანსის ეკოსისტემა; რა არის Binance coin-ი; ძირითადი კიბერსაფრთხეები; კრიპტო Scammer-ების იდენტიფიცირება და ა.შ. თემები დაყოფილია კატეგორიებად: BLOCKCHAIN SECURITY BINANCE TOKEN & COINS TRADING https://www.binance.vision/
  12. Intel-ის 14 ნანომეტრიანი პროცესორების ხანგრძლივმა სასიცოცხლო ციკლმა კომპანიისთვის ცუდი როლი ითამაშა. ბაზრის მონაწილეები ელიან, რომ წლის ბოლომდე Intel-ის ყველა პროცესორი, რომელიც გამოშვებულია 14 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, დეფიციტში იქნება. Intel-ს დასჭირდება გარკვეული დრო, რომ მოერგოს შექმნილ ვითარებას. ამავე დროს, საჭიროა, რომელიმე კომპანიამ მაინც გადაჭრას პრობლემა და უზრუნველყოს ბაზრისთვის პროცესორების მიწოდება. ამ მისიას საკუთარ თავზე იღებს კომპანია AMD. უკვე თვალსაჩინოდ ჩანს, რომ რიცხობრივი უპირატესობა ამ კომპანიის მხარეზე გადადის. როგორც წყაროები იტყობინებიან, AMD-ის პერსონალურ და მობილურ პროცესორებზე შეკვეთები ორჯერ გაიზარდა. კომპიუტერების მწარმოებელთა ნაწილი უკვე აპირებს კონტრაქტების გაფორმებას AMD-სთან მომავალი წლის პირველი კვარტალისთვის, რადგან დიდად არ აქვთ მოლოდინი, რომ Intel-ი დროულად გადაჭრის პრობლემას. მოკლედ რომ ითქვას, AMD-მ მიიღო შანსი არამხოლოდ იმით, რომ დროულად გადავიდა 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე, არამედ ამას ხელი შეუწყო კონკურენტის დროებითმა სირთულეებმაც. overclockers.ru
  13. გამოქვეყნდა უახლესი სტატისტიკა მსოფლიო ბაზარზე ოპერაციული სისტემების სხვადასხვა ვერსიების გადანაწილების შესახებ. რეიტინგში წამყვან პოზიციას კვლავ იკავებს პლატფორმა Nougat (7.0 და 7.1 ვერსიები): მისი წილი ბოლო თვის განმავლობაში არ შეცვლილა და კვლავ 30.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იმყოფება ოპერაციული სისტემა Marshmallow 6.0, მაჩვენებლით - 22.7%. შედარებისთვის, წინა თვეებში ეს მაჩვენებელი 23.5% იყო. მესამე ადგილი კი, როგორც ამ დრომდე ხდებოდა, ერგო პლატფორმას Lollipop (5.0 და 5.1), თუმცა მისი წილი წინა პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია: 20.4%-დან 19.2%-მდე. ოპერაციული სისტემა Oreo (8.0 და 8.1) აგრძელებს პოზიციების გამყარებას. ივლისში მისი მაჩვენებელი 12.1 % იყო, აგვისტოს მაჩვენებლით კი 14.6 %-მდე გაიზარდა. პლატფორმა KitKat 4.4-ზე მოდის ბაზრის დაახლოებით 8,6 % წილი. 3.5%-ს იკავებს ოპერაციული სისტემა Jelly Bean (ვერსიები 4.1, 4.2 და 4.3). მას მოსდევს პლატფორმა Ice Cream Sandwich (4.0.3 – 4.0.4 ) – 0.3%. და Gingerbread (2.3.3 – 2.3.7) ასევე 0.3%. ახალი ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie ჯერჯერობით რეიტინგში არ შედის, რაც ნიშნავს, რომ მისი წილი არ აღემატება 0.1 %-საც კი. https://3dnews.ru/974828
  14. როდესაც საქმე ეხება პროცესორის დატვირთვით მუშაობის დროს ტემპერატურის შენარჩუნებას, Cooler Master MasterLiquid ML360R RGB ნადვილი ჩემპიონია გაგრილებაში. მას 33%-ით უფრო დიდი რადიატორის ზედაპირი გააჩნია კიდევ უფრო მეტი გაგრილების უზრუნველყოფისთვის. შედეგად, იგი უკეთესად აგრილებს, ვიდრე NZXT Kraken X72. Cooler Master-ი აწარმოებს MasterLiquid ML360R RGB-ს უამრავ აქსესუარსა და მონტაჟისთვის საჭირო იარაღებთან ერთად. კომპლექტს ასევე გააჩნია Cooler Master-ის სითბური კომპარატორის თერმოპასტა, RGB განათების მართვის მოდული და USB სადენები. Specifications Thickness 1.1 inches / 25.1mm (2.3 inches / 57.9mm w/fans) Width 4.8 inches / 120.7mm Depth 15.5 inches / 393.7mm Pump Height 2.1 inches / 52.9mm Speed Controller BIOS Cooling Fans 2x 120 x 25mm Connectors 1x 3-Pin 3x 4-Pin PWM 4x 4-pin RGB Weight 90.5oz / 2567g Intel Sockets 2066, 2011x, 1366, 115x, 775 AMD Sockets AM2(+), AM3(+) AM4, FM1, FM2(+) Warranty Two years RGB განათების მოდულის შემთხვევაში, მზად უნდა იყოთ უამრავი სადენის კონფიგურირებისთვის, რაც აუცილებელია ML360R RGB-ის სრული ინტეგრირებისათვის. მართკუთხა კონტროლის მოდულს აქვს მაგნიტური ბაზა, რომელიც თავიდან გვაცილებს ორმხრივი ლენტის არსებობას, რაც აუცილებელია უმეტესი ფოლადის კორპუსებისთვის. Cooler Master-ის ტუმბოს გლუვი, მრგვალი კორპუსი უზრუნველყოფს მუდმივ განათების დონეს. განათებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფერი ნებისმიერი კომპონენტისთვის. ML360R RGB-ის ალუმინის რადიატორი უზრუნველყოფს სითბოსა და ჰაერის ნაკადების ბალანსს MF120R aRGB ვენტილატორებისთვის. ვენტილატორების დაყენება რადიატორის კორპუსში შესაძლებელია მარტივად, ინსტრუმენტების გარეშე. /www.tomshardware.com
      • 1
      • Upvote
  15. Xbox One Pass - ეს არის subscription სერვისი Netflix-ის სტილში, რომელსაც აქვს შემოთავაზება Xbox One-ისა და Xbox 360-ისთვის 100-ზე მეტ თამაშზე წვდომაზე თვეში 9,99 $-ად. თუმცა, განსხვავებით სხვა სთრიმინგ სერვისებისგან, თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თამაში მყარ დისკზე visual fidelity-ის დაკარგვის რისკის გარეშე. ქვემოთ იხილავთ თამაშების ჩამონათვალს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება გამომწერებისთვის 2018 წლის სექტემბრის თვეში. ჩამონათვალი განახლდება პერიოდულად. Xbox One games #IDARB ABZU Aven Colony Bomber Crew Brothers: A Tale of Two Sons Casey Powell Lacrosse 16 Cities: Skylines Cluster Truck Costume Quest 2 D4: Dark Dreams Don't Die Dandara Darksiders: Warmastered Edition Darksiders II: Deathinitive Edition Dead Island: Definitive Edition Dead Rising 2 Dead Rising 3 Deadlight: Director's Cut Devil May Cry: Definitive Edition Devil May Cry 4: Special Edition Dirt 4 Disneyland Adventures DOOM DmC Devil May Dry: Definitive Edition Dovetail Games Euro Fishing Electronic Super Joy F1 2015 Fallout 4 Farming Simulator 15 Gears of War 4 Gears of War: Ultimate Edition Giana Sisters: Twisted Dreams Graveyard Keeper Guacamelee: Super Turbo Championship Edition Halo 5: Guardians Halo: Spartan Assault Halo: The Master Chief Collection Halo Wars: Definitive Edition Halo Wars 2 Hitman Season 1 Homefront: The Revolution Hue Human Fall Flat InnerSpace JumpJet Rex Kinect Rush: A Disney Pixar Adventure Kingdom: New Lands Knight Squad KYUB Laser League Late Shift Layers of Fear Letter Quest: Grimm's Journey Remastered Limbo Lumo Maldita Castilla EX: Cursed Castle Manual Samuel Mass Effect Massive Chalice Max: The Curse of Brotherhood Mega Coin Squad Mega Man Legacy Collection Mega Man Legacy Collection 2 Metal Gear Solid V: Ground Zeroes Metro: Last Light Redux MotoGP 17 NBA Playgrounds Oddworld: New 'N' Tasty OlliOlli ONRUSH Oxenfree Payday 2: Crimewave Edition Portal Knights Pumped BMX Quantum Break ReCore Resident Evil HD Resident Evil 0 Resident Evil Revelations 2 Rime Riptide GP: Renegade Rise of the Tomb Raider Rocket League Robocraft Infinity Roundabout Ruiner Ryse: Son of Rome Saints Row IV: Re-elected Saints Row: Gat Out of Hell ScreamRide Shadow Complex Remastered Shadow Warrior Shantae and the Pirate's Curse Sherlock Holmes: The Devil's Daughter Sky Force Anniversary Sky Force Reloaded Snake Pass State of Decay: Year One State of Decay 2 Steredenn Sunset Overdrive Super Lucky's Tale Super Mega Baseball: Extra Innings Super Time Force Terraria The Book of Unwritten Tales 2 The Bug Butcher The Escapists The Escapists: The Walking Dead The Final Station The Flame in the Flood The Golf Club The Swapper The Technomancer The Hunter: Call of the Wild The War of Mine: The Little Ones Tom Clancy's The Division Tower of Guns Unmechanical: Extended Warhammer: Vermintide 2 Wasteland 2: Director's Cut The World of Van Helsing: Deathtrap WRC 5: World Rally Championship Zombie Army Trilogy Zoo Tycoon: Ultimate Animal Collection Xbox 360 games (backward compatible) A Kingdom for Keflings A World of Keflings Alien Hominid HD Banjo-Kazooie Banjo-Kazooie: Nuts & Bolts Banjo-Tooie BattleBlock Theater Bayonetta Bomberman Battlefest Braid CastleStorm Comic Jumper Defense Grid Double Dragon Neon Elder Scrolls IV: Oblivion Fable Anniversary Fable II Fable III Fallout 3 Garou: Mark of the Wolves Gears of War Gears of War 2 Gears of War 3 Gears of War: Judgment Grid 2 Hexic 2 Hydro Thunder Injustice: Gods Among Us Iron Brigade Jetpac Refuelled Joe Danger 2: The Movie Joe Danger: Special Edition Joy Ride Turbo Kameo KOF98UM LEGO Star Wars: TCS Mass Effect Mega Man 9 Mega Man 10 Metal Slug 3 Metal Slug XX Monday Night Combat Ms Splosion Man MX vs. ATV Reflex N+ Perfect Dark Zero RAGE Sacred Citadel Samurai Showdown II Sonic and Knuckles Sonic CD Spelunky Splosion Man Stacking Star Wars: The Force Unleashed Star Wars: The Force Unleashed II Street Fighter IV Arcade Edition Tecmo Bowl Throwback The Maw Toy Soldiers Toy Soldiers: Cold War Viva Pinata Viva Pinata: Trouble in Paradise Original Xbox games (backward compatible) Fuzion Frenzy Ninja Gaiden Black Star Wars Knights of the Old Republic https://www.windowscentral.com/xbox-game-pass-list
  16. Microsoft-ი დიდი ხნის წინ დაგვპირდა Dolby Vision HDR სტანდარტის მხარდაჭერას თავის კონსოლებზე. და, როგორც იქნა, პროგრამის ტესტირების მონაწილეებს შეუძლიათ შეამოწმონ ამ რეჟიმის მუშაობა Xbox One S-ზე ან Xbox One Xზე. ამისთვის კი საჭიროა არამარტო შესაფერისი ტელევიზორი 4K-სა და Dolby Vision-ის მხარდაჭერით, არამედ Netflix-ის გამოწერა. HDR10 სტანდარტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსახულებას მუქ და ნათელ ტონებში, აგრეთვე აფართოებს დინამიკურ დიაპაზონს. ამასთან, Dolby Vision-ი საშუალებას იძლევა თითოეულ სცენაში შეიცვალოს პარამეტრები და დაემატოს კიდევ უფრო დიდი დიაპაზონი და ფერთა გამა. Dolby Vision 4K მხარდაჭერის მქონე Ultra HD ტელევიზორების მფლობელები დიდი ალბათობით უკვე იყენებენ Netflix-ის აპლიკაციას, რომელსაც შეუძლია სტრიმ კონტენტის ტრანსლირება მაღალ ხარისხში, ახლა კი უკვე კონსოლების გამორთვის გარეშე შეეძლებათ ფილმის ან სატელევიზიო შოუს ყურება. Dolby Vision 4K სტანდარტში Blu-ray დისკის მხარდაჭერის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია და ადრე თუ გვიან სახეზე ვიხილავთ. https://3dnews.ru/974797
  17. ანალიტიკურმა კომპანიამ Jon Peddie Research-მა (JPR) გამოქვეყნა ახალი კვარტალური ანგარიში, რომელიც შეიცავს საინტერესო სტატისტიკას GPU ბაზართან დაკავშირებით, როგორც მთლიანი ბაზრის, ასევე ცალკეული სეგმენტის შესახებ. აპრილ-ივნისის მაჩვენებლები წინა კვარტალის სტატისტიკასთან შედარებით დაბალი აღმოჩნდა, რაც შეიძლება აიხსნას როგორც სეზონური ფაქტორით, ასევე კრიპტოვალუტების მომპოვებელთა ინტერესის საგრძნობი შემცირებით ვიდეო ბარათებისა და AMD-სა და NVIDIA-ს სპეციალიზებული კრიპტო ამჩქარებლების მიმართ. იმ დროს, როდესაც PC-ის ბაზარი გაიზარდა თანმიმდევრულად 1,9%-ითა და წლიური 2,04%-ით, გრაფიკული ადაპტერების მიწოდება შემცირდა 1,5%-ითა და 4,9%-ით, ზედა მაჩვენებლებთან შესაბამისობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შემცირდა GPU-ს სეგმენტი პერსონალური კომპიუტერებისთვის - წლიური 6%-ით, ლეპტოპების შემთხვევაში კი - 5%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში JPR-ის კვლევა ასევე გულისხმობს x86-თავსებად Windows-პლანშეტებს, ქრომბუკებს და აწყობილ სისტემებს. კვლევაში არ შედის Apple iPad და მისი კონკურენტები - Android-ი და სერვერები ARM ბაზაზე. „პერსონალური კომპიუტერების ბაზარი სტაბილურდება და გამოდის „ოქროს ციებ-ცხელებიდან“ - აღნიშნავს JPR-ი ანგარიშში. მიწოდების საერთო მოცულობა შემცირდა, თუმცა ცალკეულ „გამონათებები“ მაინც არის. 2018 წლის პირველი კვარტალი ნამდვილი პიკი იყო კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების. მოთხოვნა PC გრაფიკულ ადაპტერებზე, რომლებიც ამ დრომდე აქტიურად გამოიყენებოდა კრიპტო „ფერმებში“, დაუბრუნდა ჩვეულ დონეს“. კრიპტოვალუტების ციებ-ცხელების ფაქტორი დიდხანს უწყობდა ხელს დისკრეტულ გრაფიკაზე მაღალი ფასის არსებობას, თუმცა ამ ფაქტორის არარსებობა ვერ ჭრის სეგმენტის პრობლემას AMD Radeon-ის სათამაშო ბარათის დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო NVIDIA GeForce-სთან შედარებით. ამჯერად იმედი მყარდება GeForce RTX-ის საშუალოფასიან ამჩქარებლებზე (GeForce RTX 2060 და GeForce RTX 2050 Ti), რომელთა გამოშვება იგეგმება წლის მეოთხე კვარტალში. შორეულ პერსპექტივაში მიწოდების მოცულობის აღდგენაში შესაძლოა ჩაერთოს ასევე AMD, თუკი მისი 7 ნანომეტრიანი გადაწყვეტილება „Navi“ საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება. კრიპტომომპოვებლების მხრიდან GPU-ზე მოთხოვნის შემცირებამ ყველაზე მეტად AMD-ს „დაარტყა“ (-12,28%). ინტერესების შემცირება NVIDIA-მაც განიცადა (-7,49%). Intel-ის მიერ მიწოდებული ინტეგრირებული გრაფიკის წილი კი პირიქით გაიზარდა 2.62%-ით. https://3dnews.ru/974802
  18. Microsoft-ი ოფიციალურად აცხადებს Windows 10 მორიგი განახლების შესახებ. ადრეული კოდური სახელწოდება Redstone 5, „Windows 10-ის 2018 წლის ოქტომბრის განახლება“ ოქტომბრის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაეშვას. იგი მოიცავს ახალ ფუნქციებს, როგორებიცაა ახალი cloud გაცვლითი ბუფერი, dark File Explorer-ი, განახლებული snipping tool, გაუმჯობესებული Microsoft Edge და ინფორმაცია Xbox-ის სათამაშო პანელის შესახებ. მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის გამახლებისათვის მზადებას Microsoft-ი სექტემბრის ბოლოს დაასრულებს და Windows Insider-ებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის დასაწყისში გახდება, შემდეგ ეტაპზე კი - უკვე რიგითი მომხმარებლები შეძლებენ სიახლით სარგებლობას. ამ დროისათვის, Microsoft-ი ფოკუსირდება Windows 10-ის მომავალ განახლებაზე - კოდური სახელწოდებით 19H1. ეს განახლება დიდი ალბათობით მოხდება 2019 წლის აპრილში, კომპანიას ჯერჯერობით არ გაუმხელია რა ფუნქციები იქნება დამატებული და შემოთავაზებული მომხმარებლებისთვის. 19H1-ზე ტესტირებები დაიწყო ივლისის ბოლოს, და მოსალოდნელია, რომ ვიხილავთ Sets ფუნქციას, რომელიც სავარაუდოდ არ შეეხება Windows 10-ის ოქტომბრის განახლებას. www.theverge.com
      • 1
      • Upvote
  19. ამ დრომდე, subscription-based აპლიკაციები ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ კონფიდენციალურობა, ახლა კი უკვე ეს წესი ყველა აპლიკაციას შეეხება. ტექნიკურად Apple-ს არ მიუთითებია, რომ მოქმედ აპლიკაციებსაც მოუწევთ ახალი წესების მიხედვით მოქმედება, მხოლოდ სამომავლო სიახლეებსა და აპლიკაციების აფდეითებს შეეხება კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აპლიკაციების შემქმნელებს მოუწევთ იმის ახსნა, რა ტიპის მონაცემებს ითხოვს და აგროვებს აპლიკაცია, და როგორ გამოიყენებს მათ. შემქმნელებს ასევე მოუწევთ დეტალურად ახსნან, თუ როგორ ახდნენ მონაცემთა შენახვა-დაცვას და როგორ შეეძლებათ მომხმარებლებს უარი განაცხადონ ან წაშალონ თავიანთი მონაცემები. ახალი წესები ძალაში შევა 3 ოქტომბრიდან. Apple აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკის არმქონე ამჟამად მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე აპლიკაციები არ წაიშლება App Store-დან, თუმცა 3 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში დააფდეითების შემთხვევაში, მათ მოუწევთ ახალ პირობებთან თანაარსებობა. 25 დეკემბრიდან, როდესაც GDPR (General Data Protection Regulation) ძალაში შევიდა, Facebook-მა კი მარტში მონაცემთა დარღვევის ფიასკო განიცადა, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა მნიშვნელოვანი გახდა ტექნიკური კომპანიებისთვის. ახალი წესებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, Apple ცდილობს უფრო მეტად გამჭვირვალე გახადოს პროცესი, თუ როგორ ხდება მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება, და მწარმოებლებისგან მოითხოვს დაარეგულირონ თავიანთი სამოქმედო პროცესები. www.theverge.com
  20. მომხმარებლები უკვე მიჩვეულნი არიან ტრანსფორმერ ლეპტოპებს საშუალო ფასების დიაპაზონში, თუმცა იგივე არ ითქმის სათამაშო სეგმენტზე. კომპანია Acer-მა გადაწყვიტა ამის გამოსწორება და IFA 2018 გამოფენის ფარგლებში წარადგინა ახალი არასტანდარტული ლეპტოპი Predator Triton 900. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ შესაძლებელია ეკრანის მოტრიალება სურვილისამებრ, მისი მოახლოვება ან დაშორება მომხმარებლისგან, აგრეთვე, მოწყობილობის გარდაქმნა პლანშეტად. კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ქვეყნდება, ცნობილია ის, რომ ლეპტოპი სენსორულია და აქვს 4K UHD რეზოლუცია Nvidia G-Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერით. კლავიატურა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე, მისგან მარჯვნივ არის touchpad, რომელიც ტრანსფორმირდება ციფრულ ბლოკად. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გაგრილებას, საფირმო სისტემა AeroBlade-ის მეოთხე თაობის 3D-ვენტილატორებით. კომპანიის წამომადგენლების განცხადების მიხედვით იგი მუშაობს ბევრად დაბალ ხმაზე და უზრუნველყოფს უკეთესად გაგრილებას წინამორბედებთან შედარებით. ფასები და გაყიდვაში გაშვების ვადები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. overclockers.ru
  21. IFA 2018 გამფენის ფარგლებში კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი მაღალმწარმოებლური პერსონალური კომპიუტერი „ყველაფერი ერთში“ - Zen AiO 27. მოდელი 7272 აღჭურვილია 27დუიმიანი NanoEdge დისპლეით ფორმატში - 4K/UHD (3840 × 2160 პიქსელი) და ფლობს sRGB-ის 100%-იან ფერთა სივრცეს. შესაძლებელია Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ფორმატის დაყენება. კომპიუტერის მთავარი ღირსება მოქცეულია მის ბაზისში. გამოყენებადია აპარატურული პლატფორმა Intel Coffee Lake: დაშვებულია Core i7-8700T ექვსბირთვიანი პროცესორისა და Core i5-8400T-ის დაყენება. ორივე შემთხვევაში, გრაფიკული ქვესისტემა დამყარებულია Intel UHD Graphics 630-ის ინტეგრირებულ კონტროლერზე. DDR4-2400 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 32 გბ-ს მიაღწევს. მონაცემთა შენახვას უზრუნველყოფს მყარი დისკი 2 ტერაბაიტი მოცულობით და სანახი სისტემა PCIe Gen3 x4 SSD - 1 ტერაბაიტი მოცულობით. კომპიუტერითვის გამოყენებადია გრაფიკული ამჩქარებელი NVIDIA GeForce GTX 1050. უსადენო კავშირები: Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0, აგრეთვე ქსელური Ethernet-კონტროლერი, პორტები: USB 3.1 Type-C (Gen 2) / Thunderbolt 3, USB 3.1 Type-A Gen 2, USB 2.0, და HDMI. სიახლეს შეუძლია თავი მოიწონოს Harman Kardon-ის ხარისხიანი აუდიოსისტემით, 16 ვატიანი დინამიკებით. ბაზაზე ინტეგრირებულია Qi სტანდარტის უსადენო დამტენი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე 7,5 ვატია. კომპიუტერის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://3dnews.ru/974712
  22. კომპანია ASUS-მა გამოფენა IFA 2018-ზე წარმოადგინა პორტატული კომპიუტერები ZenBook 13 (UX333), ZenBook 14 (UX433) და ZenBook 15 (UX533) - Intel Whiskey Lake-ის პლატფორმაზე. წარმოდგენილი ლეპტოპების დისპლეის ზომებია 13,3 დუიმი, 14 დუიმი და 15,6 დუიმი დიაგონალზე. სამივე შემთხვევაში გამოყენებულია უჩარჩოო NanoEdge პანელი, რისი წყალობითაც ეკრანი იკავებს 92–95 %-ს. დისპლეის რეზოლუცია შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD); 15,6 დუიმიანი მოდელი აღჭურვილია 4К პანელით (3840 × 2160 პიქსელი). სამივე სიახლის შემთხვევაში გვაქვს NTSC ფერთა გამის 72%-ანი დაფარვა. მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის საშუალება Core i5-8265U (1,6–3,9 გჰც)-ისა და Core i7-8565U (1,8–4,6 გჰც) პროცესორებს შორის. ხსენებულ ჩიპებს გააჩნიათ ოთხი ბირთვი და გრაფიკული ადაპტერი Intel UHD Graphics 620. ლეპტოპები ZenBook 13 (UX333) და ZenBook 14 (UX433) აღჭურვილი იქნება დისკრეტული ამჩქარებლით NVIDIA GeForce MX150, GDDR5-ის 2 გბ-იანი მეხსიერებით. ZenBook 15 (UX533) ვერსიისთვის კი ხელმისაწვდომი იქნება ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce GTX 1050 Max-Q , GDDR5 2,4 გბ-იანი მეხსიერებით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს. მონაცემთა შენახვას მაქსიმალური კონფიგურაციებით უზრუნველყოფილია მყარი დისკი PCIe 3.0 x4 SSD 1ტერაბაიტი მოცულობით. მოწყობილობას ასევე გააჩნია ინფრაწითელი კამერა 3D IR HD - მომხმარებლის სახის იდენტიფიკაციისთვის; უსადენო კავშირის მოდულები - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0; ასევე Harman Kardon-ის აუდიოსისტემა, პორტები - USB 3.1 Gen 2 Type-C, USB 3.1 Type-A და HDMI. ლეპტოპებს აქვთ მყარი კორპუსი, რომელიც შეესაბამება MIL-STD-810G სტანდარტებს. ZenBook 13 (UX333) და ZenBook 14 (UX433) მოდელები აღჭურვილია NumberPad სისტემით. გამოყენებულია Windows 10 ოპერაციული სისტემა. ლეპტოპების ღირებულებასთან დაკავშირებით ცნობები ჯერჯეჯრობით არ არის. https://3dnews.ru/974714
      • 1
      • Like
  23. კომპანიამ International Data Corporation (IDC) გამოაქვეყნა პროგნოზი მსოფლიო სმარტფონების ბაზართან დაკავშირებით. იტყობინებიან, რომ „ჭკვიანი“ ტელეფონების გამოშვება მსოფლიო მასშტაბით 1,1%-ით მოიმატებს 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.თუმცა, 2018 წლის მთლიანი შეფასების მიხედვით, ბაზარი მინუსში აღმოჩნდება: სმარტფონების მიწოდება შემცირდება 0,7%-ით - 1,465მილიარდიდან 1,455 მილიარდამდე. საერთო ჯამში, Android ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონების წილი 84,8 %-ს შეადგენს, დაახლოებით 15,1 % - iOS ბაზაზე მოქმედი სმარტფონების წილი იქნება, სხვა დანარჩენი მოწოდებული პროგრამული პლატფორმების წილი მხოლოდ 0,1 % იქნება. აღინიშნება, რომ ყველაზე მეტად პოპულარობით სარგებლობენ სმარტფონები 5.5 დუიმი და მეტი დიაგონალით. ამგვარი ტელეფონების წილი მიმდინარე წელს შეადგენს მოწოდებული პროდუქციის 64,7 %-ს. შედარებისთვის, წინა წელს ეს მაჩვენებელი 42,5% იყო. 2022 წლისთვის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სმარტფონების მსოფლიო ბაზარი მიაღწევს 1,646 ერთეულს. აქედან, 85,5% იქნება Android-მოდელები, 14,5% - iOS. დიდი დისპლეის მქონე სმარტფონების საერთი წილი 84,5%-მდე გაიზრდება. საერთო ჯამში, როგორც იტყობიანებიან, ბაზრის ზრდის საშუალოწლიური ტემპი რთულ პროცენტულ მაჩვენებლებში (CAGR-ის მაჩვენებლებით) 2017 წლიდან 2022 წლამდე აღმოჩნდება 2.4%. https://3dnews.ru/974694
  24. მიმდინარე კვირაში, IFA 2018-ზე Samsung-მა დააანონსა თავისი პირველი კომერციული 8K ტელევიზორი, Q900R. QLED პანელის ზომები იქნება 65, 75, 82 და 85 დუიმი, მაქსიმალურმა სიმკვეთრემ შესაძლოა მიაღწიოს 4 000 ნიტს. ახალ ტელევიზორს აქვს HDR10 + ფორმატის მხარდაჭერა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე 8K-ს ნულოვანი კონტენტი არსებობდა, Samsung-ი მოცემულ მომენტში მიმართულია ტექნოლოგიის მასშტაბების ზრდაზე. კომპანია ამტკიცებს, რომ Q900R-ის ფუნქციაში -„8K AI Upscaling“ - გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი და კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი პროცესორი, რომელიც განაპირობებს 8K-ის დონისთვის შესაბამისი გამოსახულების შექმნას, მიუხედავად მიწოდებული ორიგინალი გამოსახულების ხარისხისა, რაც მეტად ოპტიმისტურად და მიმზიდველად ჟღერს. Q900R-ი გაყიდვაში გაეშვება სექტემბრის ბოლოს, თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რამოდენიმე წამყვან ბაზარზე, ბაზრების დაკონკრეტებას Samsung-ის მხრიდან ადგილი ჯერჯერობით არ ჰქონია. მასშტაბების, მაღალი FPS-ის მხარდაჭერისა და სათამაშო კონტენტის - Quantum Processor 8K-ის გამოყენების წყალობით, Samsung-ი ნამდვილად მოიგებს გეიმერების გულს. იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლები მიდრეკილნი არიან რაც შეიძლება დიდი პანელების ყიდვისა და მაქსიმუალურად ეფექტური ტექნოლოგიებისკენ, 8K-თი დიდ დაინტერესებას წინ არაფერი ეღობება. Theverge.com techradar.com
      • 1
      • Like
  25. ამ დროისთვის კომპანია Thermaltake განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს Level 20-ის კორპუსების გაფართოებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიახლეს - Thermaltake Level 20 XT- ს (მოდელის კოდია CA-1L1-00F1WN-00) ცოტა რამ საერთო აქვს წინამორბედებთან, მისი ლაკონური გარეგნული სახე და კონფიგურაციის სისტემის მრავალფეროვანი შესაძლებლობები დიდ ყურადღებას მიიპყობენ გეიმერებისა და ენთუზიასტების მხრიდან. კონსტრუქციას გააჩნია 623 მმ სიგრძე, 394 მმ სიგანე, 515 მმ სიმაღლე და იწონის 20,4 კგ-ს. მასალას რაც შეეხება, Level 20 XT-ის დამზადებისთვის გამოიყენება SPCC (commercial quality cold rolled steel) ტიპის ლითონი და ტონირებული მინის ოთხი პანელი, თითოეული 4 მმ სისქისა. კორპუსში საკმარისი სივრცეა ისეთი კომპლექტაციის მოსათავსებლად, როგორებიცაა E-ATX, ATX, Micro-ATX ფორმ-ფაქტორის დედა დაფა , ან 400-590 მმ სიგრძის ვიდეო დაფებისთვის, აგრეთვე 220 მმ-იანი ATX-თავსებადი კვების ბლოკისთვის. ვენტილატორებს რაც შეეხება, დაშვებულია 120, 140 და 200 მმ-იანი ზომები. ამასთან, კორპუსის კომპლექტში შედის მხოლოდ ერთი ვენტილატორი ზომებით 140 × 140 × 25, იგი ბრუნავს 1000 ბრუნი/წუთში მუდმივი სიჩქარით და გამოსცემს 16 დეციბელის ტოლ ხმაურს. თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორისთვისაც საკმარისი სივრცეა: წინა პანელთან შესაძლებელია დაყენდეს 360 მმ-იანი ვენტილატორი, უკანა მხარეს - 140 მმ-იანი, ზემოთ, ქვემოთ და გვერდით პანელებზე კი - 480 მმ-იანი. ქულერის სიმაღლემ შესაძლოა მიაღწიოს 250 მმ-ს, ორსლოტიანი ვიდეო ბარათების რაოდენობა - 4. 3.5დუიმიანი მყარი დისკებისთვის გათვლილია მაქსიმუმ 7 ადგილი, 2.5დუიმიანებისთვის კი - მაქსიმუმ რვა. კორპუსს აქვს ორი USB პორტი: USB 3.0 და USB 2.0, და მინი-ჯეკი მიკროფონისა და ყურსასმენებისთვის. ამ სიახლის შეძენა შესაძლებელია პორტალზე: ttpremium.com 200$-ად ან 200 ევროდ, ამერიკული და ევროპული ბაზრების შესაბამისად. https://3dnews.ru/974650
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.