Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7317
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. რობოტების აწყობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის - ასტრონავტების ჩასანაცვლებლად ან დამხმარედ კოსმოსურ სადგურებზე - ან უბრალო დამხმარედ ადგილობრივ საქმიანობებში, და რადგანაც ბევრ მათგანს უწევს ადამიანების გვერდით მუშაობა, მათ უნდა ესმოდეთ ადამიანების და ფლობდნენ ადამიანის მსგავს თვისებებს. მაგრამ საჭიროა თუ არა გააჩნდეთ მათ გრძნობები და ემოციები? რობოტები, რომელთაც შეუძიათ ადამიანური ემოციების აღქმა და თავადვე განცდა, პოპულარული თემაა სამეცნიერო ფანტასტიკაში, უამრავი ფილმი შეგვიძლია დავასახელოთ, რომლებშიც რობოტებს მინიჭებული აქვთ ადამიანური გრძნობები და განცდები, და ზოგჯერ თავად მანიპულირებენ კიდეც ადამიანებზე. კაცობრიობა ჯერ კიდევ შორსაა შექმნას ამგვარი რობოტები, თუმცა მათ შესახებ წარმოდგენის შექმნა არც ისე რთულია. უფრო და უფრო მეტ ადამიანს უყალიბდება ემოციური კავშირი Alexa-სა და Siri-სთან, რომელთა შესაძლებლობებიც ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია და შემოიფარგლება მარტივი ინტერაქციებით, მაგალითად, შეუძლიათ გვაცნობონ როგორი ამინდი გველის, ან გამორთონ ელექტროენერგია სახლში. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ემოციური კავშირი ადამიანსა და რობოტს შორის, რომელიც არამარტო ჰგავს ადამიანს, არამედ გრძნობს როგორც ადამიანი? ადამიანური ემოციების აღმქმელი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების პროგრამირება კვლევის საკვანძო სფეროს წარმოადგენს რობოტექნიკის სფეროში მომუშავე მწარმოებელთათვის. ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა SoftBank Robotics და Hanson Robotics, უკვე შექმნეს რობოტები, რომელთაც გარკვეულ დონემდე შეუძლიათ ადამიანური ემოციების წაკითხვა და შესაბამისი რეაგირება. SoftBank Robotics-მა შექმნა რამოდენიმე რობოტი, რომლებიც, როგორც კომპანია აღწერს, არიან „ადამიანისმაგვარები“ (human-shaped). ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად Pepper-მა ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან. SoftBank-ი ირწმუნება, რომ Pepper-ს შეუძლია ემოციების აღქმა სახის მიმიკების, ხმოვანი სიგნალებისა და სხეულის ჟესტების მიხედვით და პასუხობს მათ შესაბამისად. მისი შესაძლებლობები თავისთავად ბევრად შორსაა ჩვენი წარმოდგენებისგან, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებიდან შეგვექმნა, თუმცა Pepper-ის (და მისი მრავალრიცხოვანი და-ძმის) დანერგვა უკვე მიმდინარეობს იაპონიაში არსებული SoftBank-ის მობილურ მაღაზიებში. Pepper-ი ერთ-ერთი პირველია იმ ტიპის რობოტების სერიიდან, რომლებიც შექმნილია ადამიანებთან ერთად თანასაქმიანობის მიზნით. დარვინის თეორიის მიხედვით, ადამიანები იბადებიან ემოციური შესაძლებლობებით, ეს ნიშნავს, რომ ემოციები გვაქვს თანდაყოლილი და არა შეძენილი. ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, იმისათვის, რომ რობოტებს ემოციები და გრძნობები შევძინოთ,მოგვიწევს მათთვის სხვადასხვა ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესების მინიჭება, რომლებიც დამახასიათებელია ადამიანებისთვის. დარვინის საპიროსპირო თეორიის მომხრენი კი ამტკიცებენ, რომ ემოციები ადამიანებს უვითარდებათ გამოცდილებებიდან გამომდინარე. ეს თეორია უფრო მიმზიდველია რობოტექნოლოგიების მკვლევართათვის, რამდენადაც იგი იძლევა ვარაუდს, რომ შეგვეძლება რობოტებს ემოციები განვუვითაროთ გამოცდილებების საფუძველზე, და არა თავიდანვე ნულიდან შევქმნათ all-singing, all-dancing, all-feeling რობოტები. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რობოტებს შეუძლიათ გამოხატონ გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ მდგომარეობასთან, მაგალითად, გამოსცენ სიგნალები, თუკი ბატარეის დატენვის დონე კრიტიკულად შემცირდა ან ძრავის ტემპერატურა ნორმას გასცდა. რობოტებმა შეძლეს განესაზღვრათ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მოახდინეს რეაგირება შესაბამისად, რაც დაახლოებით მწუხარების გამოხატვად შეიძლება ჩაითვალოს. რაც უფრო მეტად ემსგავსებიან რობოტები ადამიანებს, მით უფრო მიმზიდველად აღიქმებიან ადამიანებისთვის, და არა უბრალო ლითონის გროვად. თუმცა, მათი არაიდენტურობა ადამიანებთან ხშირად შიშსაც იწვევს. გარკვევით რომ ავხსნათ, დაკვირდით რობოტ Sophia-ს და თქვით, რომ არ გრძნობთ თავს ცოტა შეშფოთებულად. ემოციური კავშირი და მეგობრობა ადამიანებსა და რობოტებს შორის, ეს ერთდროულად მიმზიდველი და შემაშფოთებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს ურთიერთობები არასწორი გზით წავიდეს. მცირე ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ადამიანი მიდრეკილია მოექცეს რობოტების მანიპულაციების ქვეშ. ამით კი რობოშემქმნელები უზარმაზარი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან. სცენარის განვითარების კიდევ ერთი გზა, რომელიც ბევრ ადამიანს მოუვა თავში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გაგონებისას, ეს არის შემდეგი - რა მოხდება, თუკი ერთ დღესაც რობოტები ჩათვლიან, რომ ადამიანები არც ისე კარგი არსებები არიან და მოინდომებენ დედამიწის მათგან გაწმენდას? მაგრამ მეორე მხრივ, რა მოხდება, თუკი შევძლებთ რობოტებს ჩავუნერგოთ ჩვენდამი მარადიული თანაგრძნობა და გაგება? რას მიაღწევს კაცობრიობა?
      • 2
      • Like
  2. მომავალ თვეში კომპანია Intel-მა უნდა წარადგინოს ახალი თაობის Coffee Lake Refresh პროცესორები, აგრეთვე ახალი ფლაგმანური ჩიპსეტი Intel Z390. დედა დაფების მწარმოებლები უკვე იწყებენ სიახლის რეკლამირებას, ამასთან ერთად გვიმხელენ სხვადასხვა საინტერესო დეტალს. კომპანია Gigabyte-მა მოახდინა Intel-ის მიკროსქემაზე არსებული ერთ-ერთი დედა დაფის დემონსტრირება. გარეგნული მახასიათებლების მიხედვით, იგი დედა დაფების მაღალ კატეგორიას მიეკუთვნება. თუკი დავაკვირდებით წარწერას რადიატორზე M.2 სლოტზე, ჩანს, რომ მისი სახელწოდებაა AORUS Z390 Master. ხსენებული დედა დაფის დემონსტრირებისას ვიდეომატერიალზე გამოყენებული იყო ჰეშთეგი #Oct8, რაც პირდაპირ მიუთითებს გამოსვლის თარიღს - 8 ოქტომბერს. ამ დღეს შედგება ან დედა დაფების ანონსი Intel-ის ახალ ჩიპსეტზე, ან უკვე მათი გაყიდვა დაიწყება ამ დღიდანვე. თუმცა პირველი ვარიანტი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება. როგორც წყაროდან ჩანს, ახალ დედა დაფას აქვს კვების მსხვილი ქვესისტემა საკმაოდ მასიური რადიატორებით, რომლებსაც გააჩნია RGB განათება. აგრეთვე, მასიური რადიატორია დაყენებული Intel Z390 ჩიპსეტზე. დაფას აქვს DDR4 მეხსიერების მოდულის ოთხი სლოტი, სამი სლოტი PCI Express 3.0 x16, ორი PCI Express 3.0 x1 და სამიც M.2 კონექტორი მყარი დისკებისთვის. https://3dnews.ru/975663
  3. Samsung-ი ოფიციალურად შევიდა სამკამერიანი სმარტფონების წარმოების პროცესში. კომპანიამ დააანონსა Galaxy A7 ევროპისა და აზიისთვის. ეს არის საშუალო რანგის სმარტფონი უკანა მხარეს უნიკალური სამი კამერით. იგი მოიცავს 24 მეგაპიქსელიან სენსორს ავტოფოკუსით, 5 მეგაპიქსელიან ღრმა ლინზას (“depth lens”), რომელიც გამოიყენება bokeh ეფექტისთვის, აგრეთვე მოიცავს 8 მეგაპიქსელიან ფართოკუთხიან ობიექტივს, რომელიც აფიქსირებს სივრცეს 120 გრადუსით. კამერათა სისტემის წყალობით ფაქტიურად ყველანაირი ფოტოს გადაღებაა შესაძლებელი, როგორსაც სმარტფონის მფლობელები ისურვებენ. Samsung Galaxy A7-ს აქვს 6 დუიმიანი Full HD + Super AMOLED დისპლეი, ბატარეა 3300 ამპერი/საათში, რვაბირთვიანი 2,2 გჰც-იანი ჩიპი (octa-core 2.2GHz chipset). სმარტფონი მუშაობს Android Oreo-ს ბაზაზე. ტელეფონის ფასი ჯერჯერობით უცნობია, ვიცით მხოლოდ გამოსვლის თარიღი - 11 ოქტომბერი. ამ დრომდე, სამკამერიანი სმარტფონი ნანახი გვქონდა მხოლოდ Huawei P20 Pro-ს სახით. მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ Samsung-ი დამატებით კამერებს შემოგვთავაზებს თავის ფლაგმანური სმარტფონების სერიაში. მიმდინარე წელს ვრცელდებოდა ხმები, რომ შესაძლოა Galaxy S10-ს ჰქონდეს ხუთი კამერა, თუმცა, Samsung-ის მობილური განყოფილების უფროსმა DJ Koh-მა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ კომპანია ფოკუსირდება მიზანზე - საშუალო რანგის სმარტფონებს შესძინოს დამატებითი ფუნქციები და შესაძლებლობები, რათა დააკმაყოფილოს იმ სეგმენტის მოთხოვნა, რომელთაც სურთ ახალი სმარტფონი, მაგრამ არ შეუძლიათ ფლაგმანური მობილურების შეძენა. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/9/20/17882238/samsung-galaxy-a7-phone-release-date-camera
      • 1
      • Like
  4. Instagram-ს ნელი ტემპით, თუმცა თავდაჯერებულად მიჰყავს თავისი Direct-პლატფორმა შეტყობინებების გაცვლის სრულყოფილი პროდუქტისკენ, რაც თავისთავად გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს, ვინაიდან Instagram-ი ძირითადად პოპულარული და მოთხოვნადია ახალგაზრდა აუდიტორიაში, რომლებიც უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყენებენ Facebook-ს. ახალი ფუნქცია, რომელიც Instagram-მა შეიძინა, ეს არის GIF მხარდაჭერა Giphy-სგან. მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ ერთმანეთს გაუგზავნონ ანიმირებული GIF-ფაილები - „ერთი ერთზე“ ანდა ჯგუფურ ჩატში. Instagram Direct-ში უკვე გამოჩნდა „ღილაკი“GIF. მასზე დაჭერისას შეგიძლიათ მოძებნოთ ტრენდული GIF-ები, მოძებნოთ ისინი საკვანძო საძიებო სიტყვის მიხედვით კონკრეტული მომხმარებლისთვის ან გამოიყენოთ „შემთხვევითი“ ვარიანტი სიურპრიზ GIF-ის გასაგზავნად. ეს ფუნქცია უკე გამოჩნდა iOS-სა და Android-ზე. Instagram-ი ხაზს უსვამს იმას, რომ ახალი ფუნქციის მიხედვით გამოყენებულ ნებისმიერ GIF-ს თანდართული ექნება კონტენტის შემქმნელის ატრიბუტები, ასე რომ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ, თუ ვისი შექმნილია ანიმაცია, რომელსაც ისინი იყენებენ. Instagram-ი აგრეთვე ქმნის საშუალებას „see all by creator”, რათა ხელი შუწყოს შემქმნელებს პლატფორმაზე მათი საქმიანობის განვითარებისთვის. /www.theverge.com
      • 1
      • Like
  5. წარმოგიდგენთ Withings Steel HR Sport-ის „ჭკვიან“ საათებს, რომლებიც შექმნილია იმ კატეგორიის მომხმარებელთათავის, ვინც დაკავებულია სპორტით და ეწევა აქტიურ ცხოვრებას. ეს არის ჰიბრიდული გაჯეტი, რომელიც აერთიანებს კლასიკურ დიზაინსა და ინტელექტუალურ ფუნქციებს. მოწყობილობას გააჩნია პატარა OLED დისპლეი, რომელზეც აისახება ინფორმაცია მომხმარებლის აქტივობის შესახებ. საათის საშუალებით შესაძლებელია გულისცემის რიტმის განსაზღვრა, განვლილი ნაბიჯების რაოდენობის დათვლა, დახარჯული (დამწვარი) კალორიების რაოდენობა და სხვა. მომხმარებლებს აქვთ საშუალება, აირჩონ სამი ათეული აქტივობის ტიპი, ჰოკეის, კრივის, თხილამურებით სრიალის და ა.შ. ჩათვლით. Withings Steel HR Sport მოდელის განსაკუთრებული დადებითი მხარე გამოიხატება მისი ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაში: იგი მუშაობს 25 საათის განმავლობაში ბატარეის ერთი დატენვის შემდეგ. სმარტფონთან მონაცემების გაცვლისთვის გამოიყენება Bluetooth Low Energy უსადენო კავშირი. აგრეთვე საუბარია მოწყობილობის თავსებადობაზე ოპერაციულ სისტემა Android 6-თან და მის ზემოთ, ასევე iOS 8-სთან. უნდა აღინიშნოს, რომ საათს არ აქვს საკუთარი თანამგზავრული მიმღები სანავიგაციო სისტემა GPS, ნავიგაციის ფუნქცია რეალიზდება სმარტფონის საშუალებით. Withings Steel HR Sport საათების საორიენტაციო ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/975581
      • 1
      • Like
  6. SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია SpaceX-ის სამომავლო მასიური რაკეტის - Big Falcon Rocket (BFR)-ის შესახებ. რაკეტის შესაძლებლობებში ცვლილებებია. მასკი ამტკიცებს, რომ როგორც კი რაკეტის აგება დასრულდება, იგი შეძლებს 100 ტონა საჭირო მასალის მიტანას მარსამდე. რაკეტისთვის საჭირო იქნება საწვავის ხელახალი შევსება ორბიტაზე რაიმე კოსმოსური ტანკერიდან. მასკმა აგრეთვე მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ დაეშვება რაკეტა მარსის ზედაპირზე. „მოუთმენლად ველოდები, ეს შესანიშნავი რამ იქნება“, განაცხადა მასკმა ღონისძიების მსვლელობისას. BFR-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს SpaceX-ის გეგმებში ადამიანების მთვარესა და მარსზე გადაყვანის კუთხით. დასრულებული რაკეტა სიმაღლეში დაახლოებით 387 ფუტი იქნება (ეს დაახლოებით 40 სართულიანი სახლის სიმაღლის ტოლია, აგრეთვე NASA-ს რაკეტის - Saturn-V-ის ტოლი). რაკეტას ექნება SpaceX-ის მიერ განახლებული დიზაინის მქონე 31 ძირითადი Raptor-ის ძრავი, რომელიც უზრუნველყოფს 5 400 ტონის გაწევას. ჯამში, BFR წარმოადგენს გიგანტური რაკეტის ამჩქარებლისა და მასიური სამგზავრო კოსმოსური კომალდის Big Falcon Spaceship (BFS)-ის კომბინაციას, და შეუძლია 100 მგზავრის კომფორტულად გადაყვანა. რაკეტა მიწაზე დაშვებისას შენელების იმავე სისტემას იყენებს, რასაც Falcon 9. როგორც მასკი ამბობს, BFR-ი არის პლანეტათაშორისი სამოგზაურო ტრანსპორტი და მას შეუძლია, შემოიფრინოს მთელი მზის სისტემა და მიაღწიოს სისტემის ნებისმიერ წერტილამდე. BFR-ის აწყობა მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში, კომპანიის მთავარ ოფისთან ახლოს, კალიფორნიის შტატში. კომპანიამ მოახდინა რამოდენიმე ტესტის დემონსტრირება, რაც ეხებოდა რაკეტის მნიშვნელოვანეს კომპონენტებს, მაგალითად, საწვავით დატვირთვას და ძრავების მუშაობას. მასკმა აჩვენა უკვე დასრულებული ცილინდრული ამჩქარებლის ფოტოებიც. მან განაცხადა, რომ რაკეტა უამრავ ტესტირებას გაივლის გაშვებამდე, პირველ ეტაპებზე ტესტირებები მოხდება ბორტზე ადამიანების ყოფნის გარეშე. SpaceX-ის პრეზიდენტის Gwynne Shotwell-ის თქმით, 2019 წლის ბოლოს BFS განახორციელებს მოკლემასშტაბიან ფრენებს. როგორც მასკი იმედოვნებს, BFR-ი თავის პირველ გაფრენას წითელი პლანეტისკენ 2022 წლისთვის მოახერხებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვადები პერიოდულად მაინც შეიცვლება დიდი ალბათობით. www.theverge.com
      • 2
      • Like
  7. Microsoft-ის ღონისძიება ოქტომბრის პირველ კვირაშია დაგეგმილი და მოხმარებლები ელიან Surface-ს ლაინაფთან დაკავშირებულ სიახლეებს. როგოც ჩანს, Thurrott-იც ადასტურებს, რომ ვიხილავთ ახალ Surface Pro-სა და Surface ლეპტოპს კლასიკურ შავ ფერში. ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ განახლდება პროცესორები (სავარაუდოდ, Intel Whisky Lake-ის ჩიპები). ინტერესის გაღვიძების მიზნით, MySmartPrice აქვეყნებს შავი Surface-ის ფოტოებს: ამ დროისთვის ამ სიახლეების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა არის მოლოდინი, რომ ახალ Surface Pro-სა და Surface ლეპტოპს ექნება USB Type-C, ისევე როგორც Surface Go-სა და Surface Book 2-ს. უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, თუკი Microsoft-ის ახალ პროდუქტებს Thunderbolt 3-ით მივიღებთ (Thunderbolt-ი შემუშავებულ იქნა ერთი სადენით მონაცემთა ყველაზე სწრაფი გადაცემისა და ვიდეოების გაშვების უფრო მეტი შესაძლებლობების მიზნით. ამ დროისთვის არსებული ყველაზე დიდი მიღწევა - Thunderbolt 3 მუშაობს 40 გბ/წმ სიჩქარით ერთი კომპაქტური პორტით). Thurrott აგრეთვე ვარაუდობს, რომ სიახლის წარდგენა მოხდება იქვე და იმ დროს, სადაც Microsoft-ი გაგვაცნობს Surface Go-ს ვარიანტს LTE შესაძლებლობებით. ღონისძიებისგან მომხმარებლები ასევე ელიან Windows 10-ის მომავალ განახლებას, შეგახსენებთ, რომ ივენთი 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი. https://www.tomshardware.com/news/black-surface-pro-surface-laptop,37799.html
      • 1
      • Like
  8. Family Link-ი, Google-ის მიერ მშობლებისთვის შემოთავაზებული საკონტროლო ცენტრი ფუნქციონირებს გასული წლიდან და შექმნილია იმ მიზნით, რომ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს შეექმნათ Google-ის საკუთარი ექაუნთი, რომელსაც გამოიყენებდნენ მშობლების ნაწილობრივი ზედამხედველობის ქვეშ. Family Link-ი საშუალებას აძლევს მშობლებს დააყენონ განსაზღვრული ლიმიტი შვილების კუთვნილ მოწყობილობის მოხმარებაზე, დაბლოკონ სმარტფონი შესვენებების, სადილის და ა.შ. დროს, დაადასტურონ ან დაბლოკონ Play Store-დან ჩამოტვირთული კონკრეტული აპლიკაციები და აკონტროლონ თავიანთი შვილების ადგილმდებარეობა მოწყობილობის საშუალებით. ეს ფუნქციები ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს დროში Android-ის ბაზაზე მოქმედი სმარტფონებისთვის და მალე ვიხილავთ Chromebook-ებშიც. Family Link-ით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც Google-ის ექაუნთი აქვს, ასე რომ, მისი ფუნქციების გაფართოება ნებისმიერი ასაკის კატეგორიის მომხმარებლებს წაადგება, დაწყებული მცირეწლოვნებიდან - დამთავრებული ხანდაზმული ასაკის მომხმარებლებით. Family Link-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ონლაინ რეჟიმში აკონტროლონ თავიანთი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. თუკი მომხმარებელი 13 წელზე მეტი ასაკისაა, საჭიროა ორივე მხარის (საკონტროლოს და მაკონტროლებლის) თანხმობა მონიტორინგის დასაწყებად. თუკი მოზaრდი არ ეთანხმება პირობებს, ეს იწვევს სმარტფონის 24 საათით დაბლოკვას. ამ დრომდე მშობლებს შეეძლოთ შვილების სმარტფონების დაბლოკვა თავიანთი სმარტფონიდან Family Link-ის აპლიკაციის მეშვეობით, თუმცა ახლა უკვე იმავეს გაკეთება შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებითაც Google Assistant-ის საშუალებით. უბრალოდ შეგიძლიათ თქვათ: „ჰეი Google, დაბლოკე ჯონის სმარტფონი“, და ხუთი წუთის შემდეგ ჯონის მოწყობილობა იბლოკება. განახლებულ Google Assistant-ს აგრეთვე გააჩნია family-friendly კონტენტი, შეუძლია ექვსი სხვადასხვა ხმის ამოცნობა და თუკი გაიგონებს, რომ მცირეწლოვანი სვავს შეკითხვებს, იგი რეაგირებას მოახდენს მისი ასაკისთვის შესაბამისად. Google Assistant-ის ახალი ფუნქციები მომავალი კვირიდან გახდება ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მომხმარებელთათვის. /www.theverge.com
      • 1
      • Like
  9. წარმოების განვითარებისა და სამომავლო ტრანსფორმაციის შესახებ შეხედულებების გაცვლა მსოფლიო მაინინგის სამიტი იქნება 2018 წლის ყველაზე შთამბეჭდავი შეკრება ციფრული მაინინგის სამყაროში. სამდღიან სწავლებით სამიტში ჩართულია ოცდაათზე მეტი პროფესიონალი სპიკერი, ორმოცდაათზე მეტი მაინინგ კომპანია და ათასზე მეტი დამსწრე: მაინერები, მაინერ-მწარმოებლები, მაინინგ პულები და hashrate მფლობელები. სამიტი შედგება 21/22/23 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Hualing-ში (იოსებ პილსუდსკის გამზირი, 0152, Tbilisi Sea New City) სამიტს გაუძღვებიან ტოპ სპიკერები, მათ შორის: მთავარი დარბაზი JIHAN WU- CEO of BITMAIN ROGER VER - CEO of Bitcoin.com YU FANG - CEO of BITKAN JASON ZHUANG - Project Director, BTC.com LINGCHAO XU - Project Director , Antpool MARTHA ZHANG - DEX.top Co-founder OLSEN SU - Head of Global Mining Farm Bitmain SHARIF ALLAYAROV - Head of Sales and Business development department, Bitmain CHENG YAO - Operations Director, BITKAN MARCO STRENG - CEO&Co-founder, Genesis Mining SEAN WALSH - CEO, HyperBlock BATYR HYDYROV - CEO and Founder, Uminers DMITRY OZERSKY - Managing Partner, Electro. Farm SHERA LEI - COO of ROCKMINER SUE WANG - CEO & Founder Mining Master KIRILL OREKHOV - Business Development Director, En+ Group Beqa AvalianiCEO & Inge Snip,Head of Communication; BIRTVI KHIKMATULLOEV RUSTAM - CEO of SIGMA POOL IGOR RUNETS - BitRiver Limited Managing Director& BitRiver Rus LLC,CEO AMAURY SÉCHET - Bitcoin ABC Lead Developer BEATRICE OCARROLL - Head of Sales and RM of Circle RYAN XU - BD Director of ViaBTC SHAUN CHONG - Head of mining at Bitcoin.com Sub-დარბაზი MICAH SMITH - COO of Blockchain Infrastructure Research DENIS SLABAKOV - CEO of New Mining KIRIL NIKOLOV - Sales Executive at Nexo MICHAEL WHITEHORN - Co- Founder & General Manager D Coin WEI HUANG - CEO of Dake Data Limited ARUTYUN NAZARYAN - Bistox Exchange CEO EVGENY KAPLIN - Co-founder and CEO, Modultrade DMITRY NIKIFOROV - CEO of Quppy TAMAR MENTESHASHVILI - Expread Shanghai Jiao Tong University RAMAK J. SEDIGH - CEO Founder, PloutonGroup სამიტის განრიგი: სამიტის განრიგი: Friday Sept. 21, 2018 10:00-13:00 Hualing Hotel Registration: VIP & Group Tickets 12:00-14:30 Ballet Theatre Registration: Basic & Classic Tickets 14:00-15:00 Welcome Drink - 2nd Floor of Ballet Theatre Tbilisi 15:00 Opening Ceremony - Ballet Theatre Tbilisi 15:00  Schedule and Speakers Introduction 15:15  Welcome Speech  Georgia Government Officials 15:45  Opening Speech  JIHAN WU CEO of Bitmain 16:00  Bitcoin Cash and Economic Freedom  ROGER VER CEO of Bitcoin.com 16:15  Georgian Dancing Performance 19:00 Welcome Dinner Saturday a.m. Sept. 22 2018 10:00 Opening Introduction SpeechSHARIF ALLAYAROV Head of Sales and Business Development Department, Bitmain 10:30 Redefining Value: Discover Benchmark Through Volatile MarketCHENG YAO Operation Director, BitKan 11:00 Staying ahead of the Curve - Future Opportunities in MiningMARCO STRENG CEO & Co-founder, Genesis Mining 11:30 Standarded Solutions for Mining FarmOLSEN SU Head of Global Mining Farms, Bitmain 12:00 Mining with Bitcoin.comSHAUN CHONG & KEVIN ZHANG Bitcoin.com Pool 12:30 Lucky Draw 12:40 Lunch Buffet Saturday p.m. Sept. 22 2018 14:00 DIGICCY Mining and ScalabilityLINGCHAO XU Project Director, Antpool 14:30 MINING: The Sector Needs Change: Efficiency and LiquidityDMITRY OZERSKY Managing Partner, Electro.Farm 15:00 Explore Blockchain with BTC.comJASON ZHUANG Project Director, BTC.com 15:30 Turn-Key Solutions for Mining, UpoolBATYR HYDYROV CEO and Founder, Uminers 16:00 Lucky Draw 16:10 Tea Break 16:30 The Future of Decentralized Trading & Asset ManagementMARTHA ZHANG Co-founder of DEx.top 17:00 Mining with the ChangeSHERA LEI COO of Rockminer 17:30 Scaling Bitcoin Cash, Impact on Mining EconomicsAMAURY SÉCHET Bitcoin ABC Lead Developer 18:10 Lucky Draw 19:00 VIP Dinner Sunday am Grand Hall - 23 Sep 2018 10:0 The Single Best Mining Investment You Can MakeSEAN WALSH CEO of Hyperblock 10:30 Mining Opportunities in North AmerciaSUE WANG CEO & Founder of Mining Master 11:00 Unlocking Mining Operation Growth with Crypto-backed LoansKIRILL OREKHOV Business Development Director, En+ Group 11:30 Large Scale Mining Data Centers in SiberiaIGOR RUNETS CEO of Bitriver Limited 12:00 Holistic Approach to Developing a Prosperous and Transparent FutureBEQA AVALIANI CEO of BIRTVIINGE SNIP Head of Communication, BIRTVI 12:30 Luck Draw 12:40 Lunch Buffet Sunday pm Grand Hall - 23 Sep 2018 14:00 De-mystifying OTC MarketsBEATRICE O'CARROLL Head of Sales and Relationship Management OTC Trading, Circle 14:30 Sigma Pool PresentationKHIKMATULLOEV RUSTAM CEO of SIGMA POOL 15:00 Keeping Miners Cool: Cooling Strategies Blockchain Mining FacilitiesMICAH SMITH COO of Blockchain Infrastructure Research 15:30 Blockchain and Future of Economy in the Middle EastMARCO GILARDI Head of Research & Development, Unique Finance 16:00 Lucky Draw 16:20 Tea Break 16:30 Future Trends of the Mining Sector and Crypto SectorRYAN XU BD Director of ViaBTC 17:00 Mining in Georgia (Discussion of Fulcrum Abilities)GIORGI BEREZOVSKI Fulcrum LLC 17:30 Lucky Draw - Ultimate Prize Sunday am Sub Hall - 23 Sep 2018 10:00 Norway - Ideal Location for Mining DENIS SLABAKOV CEO of New Mining 10:30 Unlocking Mining Operation Growth with Crypto-backed LoansKIRIL NIKOLOV Sales Executive of Nexo AG 11:00 Globally Competitive Mining Solutions in AustraliaMICHAEL WHITEHORN Co-Founder & General Manager, D coin 11:30 Mass AdoptionARUTYUN NAZARYAN Bistox Exchange AG 12:00 Sustainable Bitcoin MiningRAMAK JON Plouton Group 12:30 Lunch Buffet Sunday pm Sub Hall - 23 Sep 2018 14:00 Improving the Efficiency of MiningDMITRY NIKIFOROV Quppy 14:30 Global Marketplace for Mining Equipment Powered by BlockchainEVGENY KAPLIN CEO of ModulTrade 15:00 Rapidash: Mining for AI Computing and Decentralized WebWEI HUANG CEO of Dake Data Limited 15:30 Liquidity Solutions for Digital AssetsIVAN LIANG OTC director of FBG One 16:00 Mining & Crypto RegulationsTAMAR MENTESHASHVILI Expread | Shanghai Jiao Tong University 16:30 Giving Miners A Second Source of IncomeRODIK MIK Direct Blockchain presenting Buddy 17:00 The Most Profitable Mining in Europe with the WattsOn EcosystemDENIS MAKSIMOV LLC «WattsOn»
  10. მომხმარებლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ Apple-ის სექტემბრის კონფერეციაზე მეოთხე თაობის Apple Watch-სა და ახალი iPhone-ების პარალელურად, იხილავდნენ AirPower უსადენო დამტენს, რომლის პრეზენტაცია გასულ წელს გაიმართა ანალოგიურ პრეს-კონფერენციაზე. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და, შესაბამისად, გაჩნდა კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. გავრცელდა ხმები, რომ Apple-მა საერთოდ შეაჩერა ამ პროდუქტის გამოშვების პროცესი. როგორც წყაროები იტყობინებიან, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემები და ხარვეზები გახდა. დაზუსტებით იმის თქმა, რომ AirPower პროექტი მთლიანად შეჩერდა, ნაადრევია, თუმცა ტექნიკური ხასიათის სერიოზული სირთულეები რომ არსებობს, ეს ცხადია. იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი უსადენო ადაპტერები გათვლილია ერთი გაჯეტის დატენვისთვის და გააჩნიათ მხოლოდ ერთი ინდუქციური კოჭა ( ინდუქციურობის კოჭა მაგნიტურ ელემენტს წარმოადგენს, იგი გამოიყენება მაგნიტური ველის საშუალებით ცვლადი ელექტრული დენის დაგრვება-გაცემისთვის), AirPower-ის შემთხვევაში გვაქვს 16-დან 24-მდე სხვადასხვა ზომის. როგორც ამტკიცებს ბლოგ Daring Fireball-ის წამყვანი John Gruber-ი, სწორედ იმ ფაქტმა, რომ მეტად თხელ კორპუსში მოთავსებულია მრავალკოჭიანი კონსტრუქცია, დააყენა მოწყობილობა გადახურების პრობლემის წინაშე. თუმცა ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც ვერ გათვალა Apple-მა AirPower-ის დაპროექტებისას. კიდევ ერთი ტექნოლობლოგერის - Sonny Dickson-ის შენიშვნის მიხედვით, უსადენო დამტენს კიდევ მინიმუმ ორი ნაკლოვანება გააჩნია. პირველი: მრავალკოჭიანი სისტემა იწვევს ხარვეზებს და ამცირებს დატენვის ეფექტურობას, და მეორე: AirPower-ი ცუდად უკავშირდება მასზე მიერთებულ დასატენ მოწყობილობას და არ შეუძლია განსაზღვროს ელემენტის დატენვის დონე. ჯერჯერობით თავად Apple-ს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია დამტენთან დაკავშირებით, კომპანიის საიტიდან AirPower-თან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია გაქრა. რა ბედი ეწევა პროექტს სამომავლოდ, ამაზე მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე წელს გამორიცხულია დამტენის გაყიდვაში გაშვება. https://3dnews.ru/975557
      • 1
      • Like
  11. სმარტფონს გააჩნია 6,26 დუიმიანი დისპლეი დიაგონალზე. ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია ორმაგი ფრონტალური კამერა 20 და 2 მილიონი პიქსელით. დისპლეის აქვს 2280 × 1080 რეზოლუცია. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია მეორე ორმაგი კამერა - იგი მოიცავს სენსორებს 12 და 5 მილიონი პიქსელით. გარდა ამისა, უკანა მხარესვე გვაქვს დაქტილოსკოპიური სკანერი მომხმარებლის თითის ანაბეჭდის მიხედვით იდენტიფიკაციისთვის. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ სმარტფონს ექნებოდა Snapdragon 660 პროცესორი, თუმცა ბოლო ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებული იქნება Snapdragon 636 ჩიპი, რომელიც შეიცავს Qualcomm Kryo 260-ის 64 ბიტიან ბირთვს 1,8 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით, გრაფიკულ ამჩქარებელს Qualcomm Adreno 509-ს და Qualcomm Snapdragon X12 LTE-ის ფიჭურ მოდემს. სმარტფონს აქვს 3 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული 32 გბ მოცულობით, microSD ბარათის სლოტი, 3,5 მმ-იანი აუდიო ჯეკი და Micro-USB პორტი. სმარფონის კვების წყაროს წარმოადგენს 4000 ამპერი/საათში სიძლიერის ელემენტი. ტელეფონის გაბარიტებია 157,9 × 76,38 × 8,2 მმ. სმარტფონის ფერის მიხედვით მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის საშუალება, იგი წარმდგენილია შავ, ცისფერ, ვარდისფერ და წითელ ფერებში. სმარტფონის საორიენტაციო გასაყიდი ფასი დაახლოებით 200$-ია. https://3dnews.ru/975574
      • 1
      • Like
  12. Volkswagen-მა მიზნად დაისახა ელექტრომობილების მასიური წარმოება 2022 წლის ბოლომდე. პირველ ეტაპზე კომპანიას დაგეგმილი აქვს 10 მლნ ელექტრომობილის წარმოება თავის ახალი MEB პლატფორმის ბაზაზე, რომლის სერიული ვარიანტის დემონსტირება მოხდა გასულ ორშაბათს დრეზდენში Gläserne Manufaktur-ის ქარხანაში. 2022 წლის ბოლოსთვის Volkswagen-ის ოთხი ბრენდი, Seat-ის, Audi-სა და Skoda-ს ჩათვლით, გეგმავს გამოუშვას 27 სხვადასხვა ტიპის ელექტრომობილი MEB ბაზაზე, დაწყებული ელექტრომანქანა Volkswagen ID-თ, რომლის წარმოებაც დაიწყება მომავალი წლის ბოლოს გერმანიაში, ცვიკაუს ქარხანაში. „Electric for All“ კამპანიის ფარგლებში, Volkswagen-ი აპირებს 2020 წლისთვის გაყიდოს 150 000 ელექტრომობილი, რომელთა შორის შევა გერმანიაში აწყობილი 100 000 მოდელი -Volkswagen ID. 10 მილიონი მანქანის გამოშვება „პირველ ტალღაზე“ დიდ ეფექტს მოახდენს მწარმოებლურობის მასშტაბებზე. კომპანია Volkswagen-ს დაგეგმილი აქვს 6 მილიარდი ევროს ივენსტირება ელექტრომობილების წარმოებაში, საიდანაც 1,3 მილიარდი ევრო მიმართული იქნება ბრაუნშვეიგეში, ზალცჰიტერსა და კასელში არსებული ქარხნების რეკონსტრუქცია-მოდერნიზებისკენ. 1,2 მილიარდი ევრო იქნება ინვესტირებული ცვიკაუს ქარხანაში. ეს ქარხანა გახდება კომპანიის პირველი და მთავარი ქარხანა, სადაც მოხდება მხოლოდ ელექტრომანქანების აწყობა, აგრეთვე იგი გახდება ევროპაში უმსხვილესი სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ელექტრომობილების წარმოების სფეროში. https://3dnews.ru/975548
      • 2
      • Like
      • Upvote
  13. მსოფლიო ბაზარი იმყოფება მობილური კავშირის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვის ზღვარზე. ამგვარი მხარდაჭერის სმარტფონებს უკვე ყველა წამყვანი კომპანია აწარმოებს. მაგრამ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 5G- ტელეფონების მწარმოებლებს მოუწევთ უახლოეს პერიოდში მოაგვარონ მოწყობილობის გადახურების პრობლემა. საქმე იმაშია, რომ მეხუთე თაობის კავშირი უზრუნველყოფს 4G/LTE-სთან შედარებით მონაცემების გადაცემას უფრო სწრაფად. გამშვები საშუალების სიჩქარემ თეორიულად შესაძლოა მიაღწიოს 20 გბიტ/წმ სიჩქარეს. ცხადია, რომ ასეთ სიჩქარეზე ინფორმაციის გაცვლა გამოიწვევს სმარტფონის ელექტრონულ ნაწილზე დატვირთვის ზრდას. სპეციალისტები ამბობენ, რომ მობილური ტელეფონების მწარმოებლებს მოუწევთ სერიოზული ცვლილებები შეიტანონ თავიანთი სმარტფონების კონსტრუქციებში, რათა თავიდან აიცილონ გადახურება. კერძოდ, სმარტფონები აღიჭურვებიან დამატებითი გამაგრილებლებით. გარდა ამისა, 5G სმარტფონების შემქმნელები მასიურად გამოიყენებენ სითბურ მილებს. ბაზრის წევრები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება ხელსაყრელია მობილური სისტემის გამაგრილებელი სისტემების მწარმოებელთათვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ მეხუთე თაობის მობილური კავშირების მხარდაჭერის მქონე სმარტფონებს ახლო პერიოდში წარმოგვიდგენენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Lenovo, Samsung, Huawei, OnePlus, OPPO და ა.შ. https://3dnews.ru/975420
      • 1
      • Like
  14. სარეკლამო ვიდეორგოლში ჩინური კომპანია Elephone ირწმუნება, რომ შექმნა სმარტფონი, რომელიც განკუთვნილია ყველაზე რთულ პირობებში მუშაობისთვის და ამავე დროს, გააჩნია Quad HD დისპლეი 2560 × 1440 გაფართოებით. სმარტფონის სახელწოდებაა Elephone Soldier და მისი ღირებულება 190$-ს შეადგენს. Elephone Soldier-ის ეკრანის დიაგონალი 5,5 დუიმის ტოლია, აპარატულ პლატფორმას რაც შეეხება, აქვს ცალკრისტალიანი სისტემა MediaTek Helio X25. ფლეშ-მოდულის მოცულობა მერყეობს 64-დან 128 გბ-მდე - დამოკიდებულია მოდიფიკაციის ღირებულებაზე. ოპერატიული მეხსიერებაა 4 გბ. Elephone Soldier-ის უკანა კამერა აწყობილია 21 მეგაპიქსელიანი სენსორის ბაზაზე, ფრონტალურ კამერას საფუძვლად აქვს 16 მეგაპიქსელიანი სენსორი. სმარტფონის კვების წყაროს წარმოადგენს ელემენტი 5000 ამპერი/საათში სიმძლავრით. სრული დატენვის შემდეგ სმარტფონი მუშაობს ორი დღის განმავლობაში. სმარტფონს აქვს დარტყმის, დაცემის გამძლე კორპუსი, ასევე გააჩნია წყლისგან და მტვერისგან დაცვის საშუალება IP68 სტანდარტის მიხედვით. მას შეუძლია გაძლოს წყალში ორი მეტრის სიღრმეში 30 წუთი. ჩვეულებრივი სმარტფონებისგან განსხვავებით, Elephone Soldier-ს აგრეთვე აქვს ფიზიკური კომპასი და ღილაკი SOS. https://3dnews.ru/975453
  15. Windows 10-ის ახალი ინსაიდერ ვერსია აქტიურად იკვლევს Google Chrome-ისა და Mozilla Firefox-ის ინსტალაციებს და ცდილობს აღკვეთოს იგი. ხდება ინსტალაციის შეჩერება და მომხმარებელთან ჩნდება ფანჯარა განცხადებით: „თქვენ ხომ უკვე გაქვთ Microsoft Edge - ბევრად უსაფრთხო და სწრაფი ბრაუზერი Windows 10-ისთვის“. ამის შემდეგ მომხმარებელს აქვს არჩევანი, ან გახსნას და გამოიყენოს ბრაუზერი Microsoft Edge, ან დააინსტალიროს სხვა ბრაუზერი myce რეპორტის მიუხედავად. მომხმარებელებს აგრეთვე აქვთ საშუალება დააკლიკონ ლინკზე - „არ გინდათ, რომ სამომავლოდ მიიღოთ გაფრთხილებები? გახსენით პარამეტრები“, რათა შეძლონ გათიშონ კონფიგურაციის ეკრანზე გაფრთხილებები. ეს ეკრანი აღმოჩენილი იქნა Windows 10 Preview build 1809-ში და ჯერჯერობით გაურკვეველია, დაუმატებს თუ არა Microsoft-ი მას Windows 10-ის რეალურ განახლებას, რომელიც 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. StatCounter-ის მონაცემების მიხედვით, Edge იკავებს PC საბაზრო წილის 4,24%-ს, რაც მეტისმეტად ჩამორჩება Google Chrome-სა ( 67,63%) და Mozilla Firefox-ის ( 10,97%) მონაცემებს. https://www.guru3d.com/news-story/windows-10-insider-build-tries-to-prevent-you-from-installing-chrome-or-firefox.html
  16. მცირე ხნის წინ დაანონსებული ThinkSmark Hub 500-ის კვალდაკვალ, Lenovo იმედოვნებს და ცდილობს საკონფერენციო კავშირების ხარისხის დონის ამაღლებას ThinkSmart Hub 700-ის საშუალებით. ახალი მოწყობილობა ისე გამოიყურება, თითქოს თქვენს სამუშაო მაგიდაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ზის, მისი კომიკური დიზაინი უამრავ საინტერესო ტექნიკურ ფუნქციას „მალავს“. მაგალითად, IR (ინფრაწითელი) სენსორები განსაზღვრავენ, როდესაც ადამიანი შედის ოთახში და შეუძლიათ ავტომატურად გააქტიურონ დისპლეი და მოწყობილობა მოქმედების რადიუსში. მოწყობილობა მუშაობს Windows 10 IoT-ზე და განსაკუთრებით ხელსაყრელია მომხმარებლებისთვის, რომელთა ლეპტოპებიც დაბლოკილია სისტემური ადმინისტრატორების მიერ, რაც ართულებს პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება-გაშვებას საკონფერენციო კავშირებისთვის. სისტემა ინტეგრირებულია საკონფერენციო კავშირის ისეთ გადაწყვეტილებებთან, როგორებიცაა Skype for Business, Zoom ან BlueJeans, და დისპლეიზე გამოაქვს კალენდარი, რომელზეც აღნიშნულია მომავალი შეხვედრებისა და ივენთების თარიღები. მომხმარებლებს შეუძლიათ უბრალოდ აირჩიონ სასურველი ივენთი და ღილაკზე ერთი დაჭერით შეუერთდნენ კონფერენციას. ხმის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს Dolby Audio Speaker სისტემა გაუმჯობესებული დინამიკებით, რომელიც წარმოებულია Dolby-სთან ერთად. მოწყობილობის კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი ის არის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სადენით, ისე უსადენო რეჟიმში და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დროულად შეუერთდნენ პროცესს ყოველგვარი მაერთებელი პორტების ძებნისა და დროის კარგვის გარეშე. მოწყობილობის ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, Lenovo-მ განაცხადა, რომ იგი ხელმისაწვდომი 2019 წლის პირველი კვარტალიდან გახდება. www.techradar.com
      • 1
      • Like
  17. საბაზრო შეფასების კუთხით Microsoft-მა პირველად გაასწრო Google-ს (Alphabet) სამი წლის განმავლობაში, იტყობინება CNBC. დღესდღეობით Microsoft-ი შეფასებულია 753 მლრდ დოლარად, იმ დროს, როდესაც Alphabet-ი (გუგლის მშობელი კომპანია) ფასდება 739 მლრდ დოლარად. ამის გათვალისწინებით, Microsoft-ი აღმოჩნდა რიგით მესამე მსოფლიოში არსებული ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, Apple-სა და Amazon-ის შემდეგ. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ვითარება დროებითია. Google და Microsoft-ი მუდმივად იცვლიდნენ პოზიციებს ერთმანეთთან მიმართებაში წლების განმავლობაში. ასეა თუ ისე, დღევანდელი მდგომარება კარგად აჩვენებს, თუ როგორ გააუმჯობესა Microsoft-მა თავისი აქციების ფასები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. Microsoft-ის აქციების ღირებულება ორნახევარზე მეტჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა Satya Nadella-მ. მან მოახდინა Microsoft-ის ორიენტირის მიმართვა კროსპლატფორმული ტექნოლოგიების, Cloud-ის, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლებისა და შერეული რეალობის ტექნოლოგიებისაკენ. Nadella-მ შეამცირა Microsoft-ის წარუმატებელი ძალისხმევა Windows Phone-სთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც Microsoft-ი საბაზრო ღირებულებით ისევ 923 მილიარდი დოლარით ჩამორჩება Apple-ს, რომელიც 923 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და Amazon-ს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 782 მილიარდს უტოლდება, მას გააჩნია მოქმედებებისა და ძალისხმევის ფართო სპექტრი, რომლთაგანაც შემოსავალს იღებს. Google თავისი შემოსავლის დაახლოებით 90%-ს სარეკლამო კამპანიისგან იღებს, Apple-ის შემოსავლის 60% iPhone-ზე მოდის. ბოლო კვარტალში, Microsoft-ის შემთხვევაში მონაცემები ასეთია : კორპორაციის შემოსავლის დაახლოებით 35 % მოდის Windows-ზე, Surface-სა და თამაშებზე, Cloud-ზე დაახლოებით 30%, Office-სა და მწარმოებლურობაზე კი - 30%-ზე მეტი. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კომპანიის Cloud ბიზნესი გაორმაგდება უახლოეს რამოდენიმე წელიწადში, რათა ხელი შეუწყოს კომპანიას - მიაღწიოს 1 ტრილიონ დოლარ საბაზრო ღირებულებას. www.theverge.com
      • 2
      • Like
      • Upvote
  18. კაცობრიობა უახლოვდება 50 წლისთავს მთვარეზე პირველად გაფრენის შემდეგ. NASA-ს აზრით, ადამიანი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მთვარეზე, თუნდაც იმ მიზნით, რომ შევძლოთ მისი გამოყენება ერთგვარ სადგურად, „გაჩერებად“, რაც საჭირო იქნება უფრო შორეული კოსმოსური მისიების ხელშეწყობისთვის. ამიტომ, უამრავი დრო, ენერგია და რესურსი იხარჯება ბირთვული რეაქტორის შექმნაზე, რომლის ექსპლუატაციაც იგეგმება მთვარეზე. რას წარმოადგენს Kilopower-ი? ეს არის მსუბუქი, მობილური ბირთვული რეაქტორი, რომელიც შემუშავებულ იქნა NASA-სა და აშშ-ის ბირთვული უსაფრთოების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ერთობლივი ძალებით. მის შიგნით მიმდინარეობს ურან-235-ის ატომების დაყოფა, რის შედეგადაც გამომუშავდება სითბური ენერგია. რეაქტორს შეუძლია 10 კილოვატი ელექტროენერგიის გამოყოფა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში და NASA-ს აზრით, ეს იმ რაოდენობაზე მეტია, რაც საჭიროა მთვარეზე ან მარსზე გასაშვებად. ამ კომპაქტური რეაქტორის გამოყენება საჭირო იქნება დედამიწის სხვა პოტენციურ ავანპოსტებზეც, ისეთებზე, როგორებიცაა მაგალითად მარსი და სატურნის მთვარე - ტიტანი. „უსაფრთხო, ეფექტური და უხვი ენერგია გახდება გადამწყვეტი სამომავლო კვლევებისთვის“ - აცხადებს Jim Reuter-ი, NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მმართველის მოვალეობის შემსრულებელი. „გვაქვს მოლოდინი, რომ Kilopower-ი გახდება მთვარისა და მარსის კვლევებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი“. ტექნოლოგია წარმატებით იქნა დემონსტრირებული 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში NASA-ს ექსპერიმენტის - Kilopower Reactor Using Stirling Technology (KRUSTY)-ის ფარგლებში, სადაც უმნიშვნელოვანესი ყურადღება უსაფრთხოების საკითხს ეთმობოდა. როგორც ერთი შეხედვითვე ცხადია, ბირთვული რეაქტორის მოთავსება კოსმოსურ რაკეტაზე და მისი ტრანპორტირება საკმაოდ სარისკო საქმეს წარმოადგენს. რისთვის გვჭირდება ბირთვული ენერგია? სანამ ვიტყვით რაიმე ამის მსგავსს - „ჩვენ არ უნდა დავაბინძუროთ გარემო ბირთვული ნარჩენებით“, გავიხსენოთ, რომ მთვარეზე ღამეები ბევრად ხანგრძლივია, ბვერი ადგილია მოქცეული მუდმივად სიბნელეში, Kilopower-ი კი მოგვცემს საშუალებას და მეტს დროს, რომ ასტრონავტებმა გამოიკვლიონ მთვარის ყველაზე ბნელი კრატერებიც კი. შეგვიძლია თუ არა მზის ენერგიის გამოყენება მთვარეზე? მიუხედავად იმისა, რომ მთვარის ღამეები დიდხანს გრძელდება, თეორიულად არსებობს ერთი ეფექტური მეთოდი მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. იაპონურმა კომპანია Shimizu-მ შეიმუშავა კონცეფცია, რომლის თანახმადაც უნდა აშენდეს 11 000 კმ სიგრძის მასიური მზის ბატარეები მთვარის ეკვატორის ირგვლივ. კომპანია თვლის, რომ ამ „მზის სარტყელის“ ნახევარი ნაწილი მაინც მუდმივად იქნება მზის შუქზე, იმის გათვალისწინებით, რომ მთვარეზე არ არის ატმოსფერო, შესაბამისად არასოდეს იქნება ღრუბლები და მზის ბატარეები იმაზე უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე ეს დედამიწაზე ხდება. https://www.techradar.com
  19. კომპანია Ford-მა გაავრცელა ცნობები All-wheel-drive Disconnect-ის სისტემის შესახებ, რომელიც ექნება 2019 წლის ქროსოვერ Edge მოდელს. ამ სისტემის განსაკუთრებულობა გამოხატება სისტემაში ხელოვნური ინტელექტის არსებობაში. მუშაობის პროცესში სისტემაში ჩართულია ათობით მაღალტექნოლოგიური სენსორი. კერძოდ, კომპლექტი ურთიერთქმედებაშია გაწევის კონტროლის სისტემასთან, იღებს მისგან მონაცემებს საბურავების მდგომარეობაზე, ასევე სიგნალებს მოცურების საწინააღმდეგო სისტემის გამართულობაზე (ABS-ზე). ელექტრონული მართვის ბლოკი ასევე ფლობს და აკონტროლებს, მუშაობს თუ არა მინის საწმენდები, მიმაგრებულია თუ არა ავტომობილზე ბუქსირით რაიმე, და იმასაც კი, რა ტემპერატურაა ავტომობილის ბორტს გარეთ. ელექტრონული „ტვინი“ მომენტალურად განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა კონკრეტულ მომენტში ოთხივე წამყვანის რეჟიმის გამოყენება, ამ გადაწყვეტილების მისაღებად მას სულ რაღაც 10 მილიწამი სჭირდება. გადართვა მონო-რეჟიმიდან სრულ სვლაზე ხორციელდება შეუფერხებლად და მძოლისთვის შეუმჩნევლად. სტანდარტულ ჩვეულებრივ სიტუაციებში ავტომობილი მოძრაობს წინა წამყვანი თვლების რეჟიმში, ხოლო მოძრაობის სირთულიდან გამომდინარე, რომელსაც სისტემა განსაზღვრავს, პროცესში ერთვება უკანა ღერძიც. პლატფორმა All-wheel-drive Disconnect-ი იყენებს ლოგიკას, რომლის პრინციპის მიხედვითაც ფუნქციონირებს ნეირონული ქსელი. სისტემა განაპირობებს გაუმჯობესებულ მოჭიდებას გზაზე რთულ პირობებში და უზრუნველყოფს საწვავის მოხმარების შემცირებას მოძრაობის ჩვეულებრივი რეჟიმის დროს. https://3dnews.ru/975406
      • 1
      • Like
  20. პროცესორებთან დაკავშირებული სიახლეების მოყვარულები მოუთმენლად ელიან CPU Coffee Lake Refresh-ის ლაინაფის გამოსვლას პლატფორმისთვის - LGA1151. წინასწარი ცნობების თანახმად, Intel Core-ის მე-9 თაობის ჩიპების სიაში შევა მოდელები: Core i9-9900K, Core i7-9700K, Core i5-9600K და Core i3-9350K. მათ, ვისაც განზრახული აქვს CPU Core i9-9900K ფლაგმანური პროცესორის შეძენა, მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოუწევთ - მისი ღირებულება დაახლოებით 500 $-ია. კარგი სიახლე ისაა, რომ 8 ბირთვისა და მონაცემთა დამუშავების 16 ნაკადის წყალობით, შესაძლებელი იქნება დიდი ხნით დავივიწყოთ პლატფორმის „აფგრეიდის“ შესახებ. თუკი რაიმე მომენტში Core i9-9900K-ის მწარმოებლურობა არასაკმარისი აღმოჩნდება, შესაძლებელი იქნება მისი აჩქარება ეფექტური გაგრილების გზით. ჰონგკონგელმა ოვერქლოქერმა, ცნობილი გუნდის - HKEPC-ის წევრმა Lau Kin Lam-მა მოახდინა დემონსტრირება, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია LGA1151-ზე პროცესორებს, 5 გჰც სიხშირეზე (მისი boost-რეჟიმის შესაბამისად. ნომინალური სიხშირე 3,6 გჰც-ია). კონფიგურაციის დეტალების უმეტესობა გაუხმაურებელი დარჩა, თუმცა სარწმუნოა, რომ საქმე მხოლოდ ჰაერის გამაგრილებლით არ შემოიფარგლა. Core i9-9900K-მა 1.28 ძაბვის გამოყენებით დატვირთვაზე 2166 ქულა მოაგროვა Cinebench R15-ის მრავალნაკადიან ბენჩმარკ ტესტირებაზე. მიღებული შედეგი ბევრად აღემატება 6 ბირთვიანი და 12 ნაკადიანი პროცესორის - Core i7-8700K-ის მაჩვენებელს (1650 ქულა 5გჰც-ზე). ბირთვების რაოდენობის მატებამ განაპირობა მწარმოებლურობის ზრდა - და ეს ყველაფერი LGA115x პლატფორმის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს ვერ ახერხებდა ვერაფერი სერიოზულის შეთავაზებას, გარდა ოთხბირთვიანი Core i7-7700K პროცესორისა. Intel Core i9-9900K-ის წარმატებებმა დიდი ალბათობით უნდა მოახდინოს გავლენა AMD-ზე, რომ მან გამოუშვას 10 ან 12 ბირთვიანი პროცესორები იმავე ფასად (500$-ად), რამდენადაც 12 ბირთვიანი CPU Ryzen Threadripper 2920X-ის კონფიგურაცია ბევრად ძვირი ჯდება ჯერჯერობით. https://3dnews.ru/975446
      • 5
      • Like
      • Upvote
  21. ჩინეთის სატელეკომუნიკაციო სერტიფიკაციის ცენტრის ვებ-გვერდზე (TENAA) გამოჩნდა ინფორმაცია Huawei-ის ორი ახალი, Android 8.1 Oreo-ს ბაზაზე არსებული სმარტფონის შესახებ. სმარტფონების სახელწოდებებია ARS-AL00 და ARS-TL00. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ კორპუსის დიზაინით იქნება განსხვავებული: ARS-AL00 ვერსია გადაწყვეტილია შავ ფერში და ტყავისებული ეფექტის მქონე კორპუსით, ARS-TL00 მოდიფიკაციას კი ტრადიციული დიზაინი ექნება. ორივე სმარტფონს აქვს 7,12 დუიმიანი Full HD+ დისპლეი 2244 × 1080 გაფართოებით. ეკრანის ზედა ნაწილში განთავსებულია 8 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. სმარტფონების „გულს“ რაც შეეხება, როგორც წყაროები გვამცნობენ, ორივე სმარტფონს ექნება საფირმო პროცესორი Kirin 710. ჩიპი მოიცავს რვა ბირთვს: ოთხვი ბირთვი ARM Cortex-A73 2,2 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით და კიდევ ოთხი ბირთვი ARM Cortex-A53 1,7 გჰც-მდე ტაქტის სიხშირით. გრაფიკული დამუშავება დამოკიდებულია ARM Mali-G51 MP4 კონტროლერზე. სმარტფონების უკანა მხარეს განთავსებულია ორმაგი კამერა, მის შემადგენლობაში შედის სენსორები 16 და 2 მლნ მეგაპიქსელით. გარდა ამისა, უკანა მხარესვე არის განთავსებული დაქტილოსკოპიური სკანერი, მომხმარებლის ამოსაცნობად მისი თითის ანაბეჭდის საშუალებით. დანარჩენი მახასიათებლები ამგვარია: 4 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული 64/128 გბ-იანი მოცულობით, ადაპტერები: Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5, GPS/GLONASS რესივერი, ელემენტი 4900 ამპერი/საათში სიძლიერით. სმარტფონების ზომებია 177,57 × 86,24 × 8,48 მმ, წონა 210 გრამი. https://3dnews.ru/975381
      • 1
      • Like
  22. ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანიამ SpaceX-მა განაცხადა, რომ კონტრაქტს ხელი მოაწერა პირველმა ტურისტმა, რომელიც გაფრინდება მთვარისკენ კომპანიის რაკეტით - Big Falcon Rocket. რაკეტა განკუთვნილია შორეული კოსმოსური სამოგზაურო მისიებისთვის, მათ შორის იგეგმება გაფრენები მარსის მიმართულებით. „SpaceX-მა გააფორმა კონტრაქტი მგზავრთან, რომელიც შემოუფრენს მთვარეს ჩვენი რაკეტით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს საშუალება მიეცეთ აისრულონ კოსმოსში მოგზაურობის ოცნება - ვკითხულობთ კომპანიის საიტზე. - მთვარეზე კაცობიობის ისტორიაში მხოლოდ 24 ადამიანი იმყოფებოდა. 1972 წლის Apollo-ს უკანასკნელი მისიის შემდეგ აღარავის დაუდგამს ფეხი მთვარეზე“. ხელმომწერის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. კომპანიამ პირობა დადო, რომ 17 სექტემბერს გაამხელს ამ პიროვნების ვინაობას და ისაუბრებს იმაზეც, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ილონ მასკის ავანტიურისტული ხასიათის გათვალისწინებით, არის ვარაუდები, რომ სწორედ იგი იქნება პირველი, ვინც გაბედავს ამ მოგზაურობას. მიუხედავად ამ ცნობებისა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხომალდისა და ეკიპაჟის მზადყოფნას კოსმოსში სამგოზაუროდ. ფალკონის გაფრენას ახლო პერიოდში არ უნდა ველოდოთ. https://3dnews.ru/975386
  23. მოსალოდნელია, რომ AMD კვლავ იქნება კონსოლების ცალკრისტალიანი სისტემების მთავარი მომწოდებელი Sony-ისა და Microsoft-ის შემდგომი თაობებისთვის. ამის შესახებ ერაერთხელ გავრცელდა ხმები: Microsoft-მა და Sony-მ დაადასტურეს, რომ მუშაობენ ახალ სისტემებზე, Sony-მ აგრეთვე განაცხადა, რომ PlayStation 5-ს 2020 წლისთვის უნდა ველოდოთ. თუმცა, ამ დრომდე ამ პროექტებში AMD-ს მონაწილეობის შესახებ ოფიცალური მონაცემები არ იყო გაჟღერებული. Microsoft-სა და Sony-სთან თანამშრომლობა დაადასტურა აღმასრულებელმა დირექტორმა Lisa Su-მ, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ Xbox One-სა და PS4-სთვის კომპანია AMD-ს ჩიპები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება „საიდუმლო ინგრედიენტებით“, რომლებიც შემუშავდება სპეციალურად კონკრეტული სისტემებისთვის. ამ დროისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროცესორებს ორივე კონსოლისთვის ექნებათ CPU Zen ბირთვი, ნაცვლად Jaguar-ისა, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს კონსოლებში და საკმაოდ სუსტია. ასევე, PS5-ის გრაფიკა დაფუძნებული იქნება AMD Navi-ს არქიტექტურაზე. გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ახალ სათამაშო პლატფორმებზე ბევრად ძლიერ CPU-ებს მივიღებთ. PS4-ისა და Xbox One-ს შექმნისას Microsoft-ისა და Sony-ს ინჟინრებმა გამოიყენეს საკმაოდ სუსტი პროცესორები და ამ ფაქტის კომპენსირება იმით მოახდინეს, რომ ჩაშენებული გრაფიკა გახდა მეტად პროგრამირებადი და ნაკლებად დამოკიდებული CPU-ზე, დაბალდონიანი გრაფიკული API-ს ხარჯზე. და როგორც ფაქტებმა აჩვენა, კონსოლები ნამდვილად უზრუნველყოფდნენ კარგ სათამაშო გრაფიკას. CPU Zen-ი შემუშავებულ იქნა Intel Core-ის ყველაზე ძლიერ პროცესორებთან კონკურენციის გაწევის მიზნით, იგი ასევე კარგად წარმოაჩენს თავს უკვე არსებულ ცალკრისტალიან სისტემებშიც, Vega გრაფიკის ჩათვლით და შეზღუდული ენერგომოხმარებით. შედეგად, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ახალ კონსოლებს არ ექნება ნაკლოვანებები. თუკი Sony და Microsoft მოინდომებენ რვაბირთვიან ცალკრისტალიან სისტემას (ნაცვლად ორი ცალკეული 4 ბირთვიანი კლასტერისა PS4-სა და Xbox One-ში), მათ შეუძლიათ გამოიყენონ Ryzen. Bulldozer-სა და Jaguar-თან შედარებით ამ ჩიპების მნიშვნელოვნად მაღალი ეფექტურობა ნიშნავს, რომ ორივე კომპანიას შეეძლება შეინარჩუნონ საკმაოდ დაბალი ენერგომოხმარება, რითაც გაიზრდება მწარმოებლურობა. ვრცელდება ხმები, რომ Microsoft-ისა და Sony-ს გარდა, საკუთარ კონსოლებზე მუშაობს Google-ც - სავარაუდოდ cloud თამაშების კუთხით. Microsoft-ი კი აპირებს ორი ცალკეული კონსოლის გამოშვებას Xbox Next-ისთვის : ტრადიციულის და cloud თამაშებისთვის. https://3dnews.ru/975413
      • 2
      • Like
      • Upvote
  24. Nvidia აადვილებს PC გეიმერებისთვის ოვერქლოქინგს. ახალი ინსტრუმენტი, სახელწოდებით Nvidia Scanner-ი, ხელმისაწვდომი იქნება GeForce RTX 2080-ის ვიდეო ბარათების ბოლო ლაინაფისთვის და უზრუნველყოფს ერთი დაწკაპებით ოვერქლოქინგს. Nvidia გაუშვებს დატვირთვის ტესტს, რათა შემოწმდეს GPU-ს ლიმიტი და ძაბვის მრუდი, რომ გამოვლინდეს, თუკი რაიმე ჩავარდნას აქვს ადგილი. თუ დაინტერესებული ხართ პერსონალურ კომპიუტერზე ოვერქლოქინგით, ტესტირების ფაზა და ინსტრუმენტები შესაძლოა რთულად მოგეჩვენოთ. ოვერქლოქინგი არის რთული და შრომატევადი პროცესი, რაზეც ბევრ მომხმარებელს უარის თქმა უწევს, სირთულიდან გამომდინარე. თუმცა, ახლა უკვე Nvidia Scanner-ი იზრუნებს ტესტირების შესრულებაზე 20 წუთში. Nvidia-მ ოვერქლოქინგის ინსტრუმენტი RTX 2080 GPU-ებისთვის წარადგინა, თუმცა კომპანია ასევე გეგმავს სკანერი ხელმისაწვდომი გახადოს ძველი თაობების გრაფიკული პროცესორებისთვისაც. Nvidia მუშაობს ბარათების სხვა მწარმოებლებთან, როგორებიცაა MSI, Gigabyte, Asus და სხვები, დამატებითი ბარათების მხარდაჭერის მიზნით. www.theverge.com
  25. Samsung-ი უშვებს სამ ახალ უსადენო ყურსასმენს: Y100, Y500 და N700NC სახელწოდებებით. კომპანია ამჯერად ფოკუსირდება საშუალო დონის სიძლიერის ხმაზე. Y100s და Y500s მოდელებს აქვს ფუნქცია „Ambient Aware“, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ესმოდეს გარემო ხმებიც, იმ დროს, როდესაც NC700NC მოდელს გააჩნია ადაპტირებადი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც მოხმარებლები თავად შეძლებენ აკონტროლონ გარემოდან შემომავალი ხმების სიძლიერე იმ დონეზე, როგორც მათ სურთ. ყურსასამენების ფასებს რაც შეეხება, Y მოდელების (Y100, Y500 ) ფასები ვარირებს 99,95 $-დან 149,95 $-მდე, N700NC მოდელი კი დაახლოებით 349,95 $ ეღირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე ძვირადღირებულია ადაპტირებული ხმის კონტროლის გათვალისწინებით, Y500 მოდელს უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნია: ეს მოდელი ავტომატურად აპაუზებს მუსიკას ყურსასმენების მოხსნის შემდეგ, აგრეთვე მას ყველაზე გამძლე ელემენტი აქვს მუშაობის ხანგრძლივობის თვალსაზრისით: შეუძლია იმუშაოს 33 საათი უწყვეტ რეჟიმში, N700NC მოდელის მუშაობის ხანგრძლივობა მხოლოდ 20 საათია, Y100s მოდელისა კი - 8 საათი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ Y500 მოდელს შედარებით მეტი დრო სჭირდება დასატენად, 2,5 საათი, Y100 და N700NC-ისთვის კი 2 საათი საკმარისია სრულად დასატენად. Y500-ის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მას გააჩნია ბევრი მაერთებელი კავშირის საშუალება (multipoint connectivity), რომლის წყალობითაც მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს ორი, Bluetooth-ით დაკავშირებული მოწყობილობა. Y100s და Y500s მოდელები წარმოდგენილია ოთხ ფერში: ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი და შავი. N700NC-ის შემთხვევაში კი ფერების არჩევანი არ გვაქვს - ეს მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ ვერცხლისფერში. www.theverge.com
      • 1
      • Like
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.