-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კომპანიები - Sony და Microsoft-ი აქტიურად მუშაობენ ახალი თაობის გეიმინგ-კონსოლებზე და მათ შესახებ თანდათანობით მეტი დეტალი ხდება ცნობილი. თავისი აზრი მომავალი გეიმინგ-პლატფორმების შესახებ რესურს GamingBolt-ს გაუზიარა სტუდია Headup Games-ის ხელმძღვანელმა Mark Aldrup-მა. სპეციალისტის აზრით, გეიმინგ-სისტემების ახალი თაობა მოიტანს „უმნიშვნელოვანეს და ყველაზე ღირებულ ცვლილებებს კონსოლების ისტორიაში“. ეს ცვლილებები დაკავშირებული იქნება სტრიმინგ-სერვისების განვითარებასთან, თამაშების გამოწერის სისტემასთან და „დისკის გარეშე მოქმედ სისტემებთან“. ეს უკანასკნელი სულ უფრო პოპულარული ხდება, PC-გეიმერები უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ დისკებს. მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ თავად კონსოლების არსი პირვანდელი დარჩება. ანუ, ეს იქნება გეიმინგ-პლატფორმა, რომელიც ინარჩუნებს თავის აქტუალურობას წლობით და არ საჭიროებს რეგულარულ განახლებებს. ამგვარი სქემა მწარმოებლებს საშუალებას მისცემს კონცენტრირდნენ თამაშების ოპტიმიზაციაზე და არა - განახორციელონ სხვადასხვა უამრავი კონფიგურაციის შემუშავება როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე, ისე მობილური მოწყობილობებისთვის. რესურსი PC Games Hardware აღნიშნავს, რომ კომპანია Sony-მ უკვე განაცხადა ახალი თაობის კლასიკური კონსოლის შემუშავების შესახებ, სახელად - PlayStation 5. მასთან ერთად შესაძლოა გამოვიდეს კონსოლის ვერსიაც, რომელიც გათვლილია სტრიმინგ-სერვისებთან მუშაობაზე. რაც შეეხება Microsoft-ს, იგი ერთდროულად რამოდენიმე ახალ კონსოლზე მუშაობს. მათგან ორი ერთმანეთისგან მახასიათებლებით განსხვავებული კლასიკური გეიმინგ-პლატფორმა იქნება, კიდევ ერთი მათგანი კი განკუთვნილი იქნება სტრიმინგ-სერვისებისთვის. https://3dnews.ru/982967
-
მოსაწავლეების სოციალური ქსელების მონიტორინგს ახორციელებს სამი მსხვილი კომპანია - Bark Technologies, Gaggle.Net და Securly Inc. ისინი ახდენენ მოსწავლეების ელ.ფოსტისა და სოციალურ ქსელებში აქტივობის სკანირებას. ტექნოლოგიის მიზანია აღმოაჩნოს კიბერბულინგის, ნარკოდამოკიდებულების, დეპრესიის, ძალადობისკენ მიდრეკილების სიმპტომები. პოტენციური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძიმისაა იგი, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და უკიდურეს შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეტყობინებას იღებენ აღმოჩენის შესახებ. 2017 წლის გაზაფხულზე Bark-მა პირველი საპილოტე ტესტირება ჩაატარა ამერიკის 25 სკოლაში. - „ჩვენ აღმოვაჩინეთ რამოდენიმე საგანგაშო პრობლემა, სკოლაში ბომბის აფეთქებისა და სროლის ჩათვლით“ - აღნიშნავს კომპანიის მშობელთა კომიტეტის დირექტორი. ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყდა ჩატარებულიყო უფრო მასშტაბური მონიტორინგი. Bark-ის პროდუქტის მოხმარება აშშ-ის სკოლებისთვის უფასოა შეუზღუდავი ვადით. კომპანია აღნიშნავს, რომ თანხას იგი გამოიმუშავებს ტექნოლოგიის სრული ვერსიისგან, რომელიც მშობლებისთვისაა განკუთვნილი. მშობლებისთვის განკუთვნილი პროდუქტის ღირებულება თვეში 9 დოლარს შეადგენს და მოიცავს 25-ზე მეტი სოციალური ქსელის მონიტორინგს, მათ შორისაა რაღა თქმა უნდა Twitter, Instagram, Snapchat და YouTube. მონიტორინგზე მომუშავე კომპანიები ანიშნავენ, რომ შეუძლებელია ყველა საეჭვო ფაქტი დააფიქსირონ - ისინი ხშირად ცრუ შედეგებს იღებენ. საეჭვო კონტენტის აღმოჩენის შემდეგ პროგრამა მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას უგზავნის შეტყობინებას და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა. ამჟამად პროგრამა აშშ-ის 1100 სკოლაში გამოიყენება, მასში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 2,6 მილიონია. თუკი სისტემა აღმოაჩენს „უკიდურესად სერიოზულ“ მასალებს, მაგალითად ბავშის გატაცებას ან მუქარას - საქმე განსახილველად FBI-ს გადაეცემა. მონიტორინგის წარმომადგენლის თქმით, აპლიკაცია დღეში 35-55 ათას გაფრთხილებას აგზავნის. თუმცა მას შემდეგ, რაც 2018 წლის თებერვალში Bark-ის პროდუქტი ამუშავდა, FBI-მ მხოლოდ 16 საქმე მიიღო განსახილველად (ძირითადად, ცეცხლსასროლი იარაღის მოსალოდნელი გამოყენების შემთხვევები). კომპანია Gaggle-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მათი კომპანია არ ეყრდნობა მხოლოდ მანქანურ სწავლებას საფრთხის აღმოსაჩენად. თუკი სკანირებულ დოკუმენტებში აღმოჩნდება კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი, კვალიფიცირებული სპეციალისტები გააანალიზებენ მასალებს და განსაზღვრავენ პრობლემის დონეს. https://hightech.fm/2019/02/17/1100-schools
-
ჩინური კომპანია TCL, რომელსაც ეკუთვნის სმარტფონების ბრენდები - BlackBerry და Alcatel, ამზადებს დრეკადი ეკრანის მქონე დასაკეცი სმარტფონის ხუთ ვარიანტს. ამაზე მიუთითებს ოფიციალური ფოტოები. როგორც ჩანს, ამ მოწყობილობებში წარმოდგენილი იქნება კლასიკური პლანშეტები, რომელთა შუაზე დაკეცვა იქნება შესაძლებელი; აგრეთვე სმარტფონები, რომლებიც სიგანეზე იკეცება, ასევე სამაჯურის ფორმის მოწყობილობა, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ ხელზე, როგორც სმარტ-საათი. ვერსიებს შორის განსხვავება გამოიხატება ეკრანის განლაგებაში: იგი იკეცება შიდა ან გარეთა მხარეს. ამასთან, მეორე ეკრანი Samsung-ის მსგავსად, არსად გამოიყენება. ამ მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. შესაძლებელია, რომ TCL სხვადასხვა ფორმ-ფაქტორის მხრივ ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებს, რელიზი კი ერთ-ორ ვერსიად გამოვიდეს. ამასთან, TCL-ის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასაკეცი მოწყობილობები 2020 წლამდე არ გამოვა. შესაძლოა, იმ დროისთვის ვითარება შეიცვალოს. მაგალითად, გაჩნდეს ახალი მობილური პროცესორები, ახალი ბატარეები და 5G ქსელის მხარდაჭერა. ასე რომ ჯერჯერობით რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად განსხვავებული იქნება ეს მოწყობილობები ამჟამად უკვე არსებული ან მზადებაში მყოფი დასაკეცი სმარტფონებისგან. https://overclockers.ru/blog/Drakostaarn_blog/show/24345/tcl-gotovit-pjat-skladnyh-smartfonov-raznogo-tipa
-
ჩვენ სიცოცხლით სავსე პლანეტაზე ვცხოვრობთ. 14 მლნ იდენტიციფირებული სახეობა, უზარმაზარი ბიომრავალფეროვნება შთამბეჭდავია. ჩვენ ამ მრავალფეროვნებას ვეყრდნობით საკვებისა და რესურსების მხრივ და როგორც კი დედამიწის ატმოსფეროს ვტოვებთ, ეს სიმბიოზური ურთიერთობები არსებობას წყვეტს. შევძლებთ თუ ვერა დედამიწის გარეთ ცხოვრებას? ითვლება, რომ გარდაუვალია გამოკვლეული და დასახლებული იქნას მზის სისტემის სხვა ნაწილები და საერთოდ მთელი გალაქტიკა. ბოლო ათწლეულებში კაცობრიობამ უდიდეს წარმატებას მიაღწია კოსმოსის ათვისებაში. და მაინც, უამრავი მეცნიერი სვამს კითხვას: ნუთუ შესაძლებელია ადამიანი გახდეს რესურსებისგან დამოუკიდებელი იმ სამყაროში, რომლის უდიდესი ნაწილი ცივი, ბნელი და საშიშია, გარდა ჩვენი დედამიწისა? საკვების გაზრდა-მოპოვება კოსმოსში კოსმოსში ადამიანისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის უამრავი კომპონენტია აუცილებელი. კაცობრიობამ უნდა გადაჭრას შემდეგი საკითხები: სად მოიპოვონ ადამიანებმა მომავლის ქალაქების ასაშენებელი მასალები, როგორ მოახდინონ ეფექტური ენერგიის გენერირება და როგორ მიიღონ კვების წყაროსთან წვდომა. ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა SpaceX, Blue Origin და NASA - აგრძელებენ დედამიწის ფარგლებს გარეთ მოძრაობას და ამის პარალელურად, კოსმოსში რესურსებზე წვდომის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. მზის სისტემისგან რაც უფრო შორს წავა ადამიანი, მით რთული იქნება დაეყრდნოს დედამიწას - როგორც რესურსების წყაროს. საკვებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ხნის წინ გასაოცარი პროგრესი ვიხილეთ. ჩინურმა მოდულმა წარმატებით გამოზარდა ბამბის ნერგები მთვარეზე. რთული პირობების გამო მცენარეები მალე დაიღუპა, თუმცა თავად ფაქტი მნიშვნელოვანია. NASA-ს მარსის მისიის თანახმად მთვარე მიიჩნევა, როგორ პოტენციური „სატრანზიტო პუნქტი“ მარსისკენ მიმავალ გზაზე. Blue Origins-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი კი განწყობილია, რომ მთვარეზე მუდმივი დასახლება გაჩნდეს. რა შედეგები მოჰყვება მთვარეზე მცენარეების გაზრის მცდელობას - მიღებული შედეგების გათვალისწინება შესაძლებელი იქნება მარსული კოლონიის საკითხშიც. პირველი შემთხვევა არ არის, რომ ასტრონავტები კოსმოსში საკვებ მცენარეებს ზრდიან. 2015 წლის აგვისტოში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ასტრონავტებმა გასინჯეს პირველი, კოსმოსში მოყვანილი ბოსტნეული. სადგურზე არსებული კოსმოსური ბაღი სათბურის მსგავსია: ამ მოდულში სინათლე და წყალი ავტომატურად კონტროლდება. ამგვარი ძალისხმევები მხარდაჭერილია გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეებითა და მათი თესლებით, რადგანაც ისინი უკეთ ადაპტირებადია კოსმოსურ პირობებთან. მცენარის თესლებმა კოსმოსში ყოფნისას უნდა გაუძლონ ულტრაიისფერ და კოსმოსურ გამოსხივებას, დაბალ წნევას, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებსა და მიკროგრავიტაციას. მათ გენეტიკაში შეტანილი ცვლილებები საშუალებას იძლევა ეს სირთულეები გადაილახოს. გენური ინჟინერია, რეალურად, შესაძლოა გახდეს ადამიანის რესურსდამოკიდებულებისგან განმათავისუფლებელი ინსტრუმენტი. NASA აგრეთვე სწავლობს საკვების 3D-ბეჭდვის საკითხს. გასულ წელს სააგენტომ ასტრონავტებს საშუალება მისცა დაემზადებინათ („დაებეჭდათ“) 3D-პიცა კოსმოსში. თვითმხარდაჭერის მქონე კოსმოსური ხომალდები კოსმოსის ათვისების საკითხში კაცობრიობისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია სწრაფვა - გათავისუფლდეს ადამიანთა რასა მხოლოდ დედამიწაზე ცხოვრებისგან. დედამიწა თეორიულად სხვადასხვა სახის საფრთხის ქვეშ იმყოფება, მაგალითად, სუპერნოვას აფეთქება, ატომური ომი ან ასტეროიდები. მზის სისტემის სხვა ნაწილში კოლონიების აშენება „სადაზღვევო ბილეთი“ გახდება კაცობრიობისთვის. უამრავი მწერალი-ფანტასტი იკვლევდა იდეას „ხომალდების თაობების“ ან ვარსკვლავთშორისი „კიდობნის“ შესახებ. ამგვარი ხომალდი შესაძლებელია მოემსახუროს ადამიანთა მცირე კოლონიას და მიაღწიოს დანიშნულების ადგილს ასეულ-ათასობით წლის შემდეგ. ხომალდის პირვანდელი მგზავრები მოხუცდებიან და გარდაიცვლებიან, თავიანთ შთამომავლებს კი დატოვებენ შემდგომი მოგზაურობისთვის. სწორედ ასეა შესაძლებელი ამგვარი ხომალდებით ადამიანების გადარჩენა და მათი გავრცელება სამყაროს სხვა ნაწილებში. საბოლოო ჯამში, ამგვარი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ კოსმოსის ათვისებისა და საერთოდ კაცობრიობისთვის. https://hi-news.ru/science/chto-nuzhno-chelovechestvu-chtoby-prochno-obosnovatsya-v-kosmose.html
-
- 2
-
-
ათწლეულების განმავლობაში საწარმოო და სამეცნიერო ინსტრუმენტების მაღალი ტემპერატურისგან დასაცავად კერამიკული აეროგელები გამოიყენებოდა. მათ შეუძლიათ მარტივად აღუდგნენ წინ ძლიერ სიცხეს და ამავე დროს შეინარჩუნონ სიმსუბუქე და სიმტკიცე, თუმცა ყოველი თერმული ზეგავლენისას ისინი ელასტიურობას კარგავენ და მსხვრევადნი ხდებიან. ამ ნაკლოვანების გამოსწორებით დაკავდნენ კალიფორნიის, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მკვლევარები და, როგორც ჩანს, შედეგმაც არ დააყოვნა. ახალი მასალის სიმტკიცე, სიმსუბუქე და სხვა თვისებები რამოდენიმე ექსპერიმენტის შედეგად დამტკიცებულია. მასალა შედგება ბორის ნიტრიტის კერამიკული მატერიალის თხელი შრეებისგან. მისი ატომები ქმნიან ექვსკუთხოვან სტრუქტურას და მავთულხლართს მოგვაგონებს. სხვა მსგავსი მასალებისგან განსხვავებით აეროგელის ახალი სახეობა გაცხელებისა და მექანიკური ზეწოლისას არ ფართოვდება, არამედ ზეწოლის მიმართულებით პერპენდიკულად იჭიმება. აეროგელის შემადგენლობის 99% ჰაერია და ამით აიხსნება მისი რეკორდული სიმსუბუქე. მასალის რეაქცია შეკუმშვისას შესაძლებელია აიხსნას მარტივი მაგალითით: თუკი ჩოგბურთის ბურთს ხელს მოვუჭერთ, მისი გვერდები განზე გადის. აეროგელის შემთხვევაში ყველა მისი მხარე შიგნით მიიწევს. მასალის შეკუმშვა შესაძლებელია მისი მთელი მოცულობის 5%-მდე - ამის შემდეგ იგი სწრაფად იბრუნებს თავდაპირველ ფორმას. ტეამპერატურისადმი მდგრადობა დამტკიცდა ორი ტესტით. პირველი ტესტის დროს აეროგელი მოათავსეს კონტეინერში, სადაც მკვეთრად იცვლებოდა ტემპერატურა -198 °C-იდან +900 °C-მდე და პირიქით. მეორე ტესტის მიხედვით კონტეინერში +1400 °C ტემპერატურა იყო - მასში მოთავსებულმა აეროგელმა თავისი პირვანდელი სიმტკიცის მხოლოდ 1% დაკარგა. კვლევის ხელმძღვანელის თქმით, გუნდი მალე შეძლებს მოახდინოს მასალის ადაპტირება კოსმოსურ აპარატებში, ავტომობილებსა და სხვა ტექნიკაში გამოყენებისთვის. იგი სასარგებლო იქნება როგორც ტემპერატურის ცვლილებებისგან დასაცავად, აგრეთვე ფილტრაციისა და სითბოს შენარჩუნებისთვის. https://hi-news.ru/technology/legkij-i-stojkij-material-zashhitit-rakety-i-avtomobili-ot-vysokix-temperatur.html
-
ტოკიოში დაიწყო რეალურ დროში ამინდის პროგნოზირების სისტემის გამოცდა. ტექნოლოგია დაფუძნებულია მეტეოროლოგიური რადიოლოკატორებისა და ციფრული რადიოტალღების მონაცემებზე და შეუძლია 20-30 წუთით ადრე მოახდინოს ძლიერი წვიმისა და ტორნადოს პროგნოზირება. სისტემა დაკავდება ეგრეთ წოდებული „პარტიზანული წვიმის“ პროგნოზირებით - ეს არის ნალექები, რომლებიც ყალიბდება წყლის ორთქლით და საკმაოდ რთულია მათი პროგნოზირება. მაგალითად, ამჟამად არსებული მეტეოროლოგიური სისტემები ამ დავალებას ვერ უმკლავდებიან. სისტემის აგებას ახორციელებს იაპონიის ეროვნული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი (NICT) - სხვა სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან ერთად. იგეგმება, რომ სისტემა ამოქმედებული იქნება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. ამინდის პროგნოზირება ხორციელდება მრავალპარამეტრიანი მეტეოროლოგიური რადარით, ფაზირებული ბრტყელი ანტენით, რომელიც რადიოტალღებს უფრო ფართო დიაპაზონში ასხივებს, ვიდრე ტრადიციულ რადარებზე არსებული ჩვეულებრივი, ჩაღრმავებული, ფინჯნის ფორმის ანტენები. ყოველ 30 წამში ხდება ღრუბლების სტრუქტურის სამგანზომილებიანი სკანირება. ამავე მიმართულებით სიახლე აქვთ ჩინელებსაც. მათ ისტორიაში პირველად გაუშვეს უპილოტო რაკეტა-ზონდი მეტეოროლოგიური დაკვირვებებისთვის. აპარატი საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს იმ რაიონების ატმოსფერული მოვლენები, რომლებიც სხვა ზონდების კონტროლს გარეთ იმყოფება. https://hightech.fm/2019/02/18/japan-weather
-
„კრიპტო-საიდუმლო“ და „190 მლნ დოლარიანი კატასტროფა“ - ეს QuadrigaCX-ის ისტორიის მხოლოდ რამოდენიმე სათაურია. უმსხვილესი კანადური კრიპტოსავალუტო ბირჟა გაბანკროტების ზღვარზე იმყოფება მისი მფლობელის გარდაცვალების შემდეგ. რისი სწავლა შეგვიძლია ამ ისტორიიდან? QuadrigaCX-ის ისტორია QuadrigaCX-ის მფლობელი, ჯერალდ კოტენი ერთადერთი იყო, ვისაც წვდომა ჰქონდა კომპანიის საფულეებთან. ეს ისტორია შეთქმულების თეორიითაა გარემოცული, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, თუ რატომ ადევნებენ ამ ისტორიას თვალყურს დიდი ინტერესით ბლოკჩეინისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები. მათთვის QuadrigaCX-ის შემთხვევა ხაზს უსვამს გასაღებების სწორად მართვასა და მათი აღდგენის საჭიროებას. გასაღებების სწორად მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიისადმი ნდობის საკითხში. იგი აუცილებელია არა მარტო შიდა უწყვეტობისთვის, აგრეთვე ინვესტორებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომლებიც იმის გარანტიას ეძებენ, რომ პრივატული გასაღებები რისკის წინაშე არ დადგეს. ბაზარზე, სადაც ყველა ორგანიზაცია არ არის გამჭვირვალე საკითხში - თუ როგორ ზრუნავს უსაფრთხოებაზე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების გარანტიები კარგად ორგანიზებული კრიპტო-კომპანიისთვის განმასხვავებელი ნიშანი იქნება. განსაკუთრებით ახლა QuadrigaCX-ს ბაზარზე ბუნდოვანება შემოაქვს. QuadrigaCX არ არის ერთად ერთი ორგანიზაცია, რომელშიც მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანს აქვს წვდომა კრიტიკულ გასაღებებთან. კრიპტოექსპერტები ხშირად ურთიერთობენ კრიპტობირჟების ლიდერებსა და ბროკერებთან და ბევრ მათგანს უჭირს სათანადო რისკ მენეჯმენტის დანერგვა. მათ ესმით, რომ ეს არ არის იდეალური სიტუაცია - შეიქმნას ე.წ. single point of failure ცივ საფულეებთან (cold wallet) წვდომისას, თუმცა გარემოებების გათვალისწინებით მათი აზრით ალტენატივების დანერგვა შეუძლებელია, ან პრობლემა არ არის პრიორიტეტული. გასაღებების მართვის ამგვარი სისტემით საფრთხის ქვეშ დგება კრიპტო ბირჟის უწყვეტობა და ამავე დროს მეტად დაუცველი ხდება ის პირი ან პირები, ვისაც გასაღებებზე წვდომა გააჩნია. Multi-signature საფულე ან ცოდნის განაწილება საბედნიეროდ, არსებობს სხვა შესაძლო გადაწყვეტილებები. Multi-Signature საფულე მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამ ან მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა საფულეზე. საუკეთესო ვარიანტია შეიქმნას სქემა - „სამი ხუთიდან ან ხუთი შვიდიდან“: ამგვარ შემთხვევებში საფულეს აკონტროლებს ხუთი ან შვიდი პირი, თუმცა საფულეში არსებულ აქტივებზე წვდომისთვის საჭიროა მხოლოდ სამი ან ხუთი პირი. ამგვარ შემთხვევაში არ დადგება საკუთრება საფრთხის ქვეშ, თუკი ერთი რომელიმე პირი გასაღებს დაკარგავს. ზუსტად ასევეა შესაძლებელი უფრო კლასიკური მეთოდების გამოყენება იმ გასაღების დანაწილებისთვის, რომლითაც იმართება საფულის აქტივები. გასაღების განაწილება შესაძლებელია რამოდენიმე ნაწილად. ამ შემთხვევაში გამოიყენება სქემა „სამიდან სამი“ და იგი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა გასაღების აღსადგენად. მესამე სანდო მხარესთან მუშაობა კრიპტოკომპანიებს დამატებით გარანტიებს მისცემს მათი გასაღებების მართვისა და აღდგენის საკითხებში. ექსპერტები უკვე დაეხმარნენ კრიპტობაზარზე არსებულ რამოდენიმე ორგანიზაციას მათი გადაწყვეტილებების შემუშავება-გაანალიზებაში. Offline უსაფრთხო საცავი გასაღებებისთვის - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია გასაღებების სწორად მართვაში. QuadrigaCX-ის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ბირჟასთან დაკავშირებული შემთხვევა სხვა კრიპტო-ბირჟებს აიძულებს გულმოდგინედ გადახედონ და შეაფასონ თავიანთი რისკები, აგრეთვე აღდგენის პროცედურები. ეს ღონისძიებები დაეხმარება არა მარტო კონკრეტულ ორგანიზაციებს, არამედ სრულიად კრიპტოვალუტების ინდუსტრიის რეპუტაციას. https://www2.deloitte.com/nl/nl/pages/risk/articles/what-can-we-learn-from-the-quadrigacx-fiasco.html
-
- 1
-
-
ბოლო ათწლეულში სმარტფონები პოპულარული საშუალება გახდა ვიდეოკონტენტის საყურებლად. ასე რომ კინოთეატრები იძულებულნი არიან ადაპტირდნენ ახალ დროებასთან. ტექნოლოგიის განვითარების შემდგომ ეტაპზე შესაძლოა მათ მიიღონ იმავე სტრიმინგ-ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც მობილურ ტექნიკას გააჩნია. Odeon-ი და მისი ნორვეგიული პარტნიორი, ქსელური კავშირების ოპერატორი Telia უკვე მართავენ მსოფლიოში პირველ კინოთეატრს 5G ქსელის მხარდაჭერით: ხდება ფილმების დემონსტრირება, რომლებიც მეხუთე თაობის ქსელით მიეწოდება. Telia-მ ამ ინიციატივის შესახებ თავდაპირველად 2017 წლის დეკემბერში განაცხადა, თუმცა მას წელიწადზე მეტი დასჭირდა ფილმების სატესტო 5G ჩვენების ორგანიზებისთვის. Odeon-ი აცხადებს, რომ ფილმების ცოცხალი ტრანსლაცია შესანიშნავად ხორციელდება 5G ქსელში. კომპანია 5G ქსელს გამოიყენებს ფილმების საკუთარ სერვერებზე მისაღებად შემდგომი ტრანსლაციებისთვის. მიღწევა გვიჩვენებს, რომ უსადენო 5G კავშირს შეუძლია ლოკალური საცავის ქმედითი ალტერნატივა იყოს კომერციულ პირობებშიც კი, სადაც დაუშვებელია ბუფერიზაცია ან გაუარესებული აუდიოვიზუალური ჩვენება. 4G LTE ქსელი გაჭირვებით უმკლავდება ვიდეოკონტენტის 720p ფორმატში გაშვებას, ამიტომ, როგორც წესი, კინოთეატრებში ფილმების ჩვენება ხდება 4K გაფართოებით ან მასზე უფრო ნაკლები რეზოლუციით. როგორც ცნობილია, ტესტირებებში Odeon-ისა და Telia-ს სიჩქარის მაჩვენებელი 2,2 გბიტი/წმ-ია, რაც ათჯერ აღემატება სამომხმარებლო 4G ქსელის სიჩქარეს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ კინოთეატრმა შეძლოს არა მხოლოდ ფილმების 5G ჩვენება, არამედ სტუმრების Wi-Fi-თი უზრუნველყოფა. ძველად კინოთეატრები ფილმებს ფირების სახით იღებდნენ, ბოლო დროს ეს პროცესი თითქმის მთლიანად ციფრულ ფორმატში გადავიდა, 5G ქსელის გავრცელება კი კინოთეატრებში სიახლეების მიღებას მყისიერს გახდის. 7-8 მილიწამის დაგვიანებით კი შესაძლებელი იქნება კინოთეატრებში ცოცხალი კონცერტების ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მაღალ ხარისხში ტრანსლირება. 5G ქსელზე იმედებს არა მხოლოდ კინოთეატრები ამყარებენ, არამედ ავტონომიური ტრანსპორტის მწარმოებლები, ვირტუალური რეალობის მოწყობილობების, სტრიმინგ-თამაშებისა და ინტერნეტ-ნივთების შემქმნელები და ა.შ. https://3dnews.ru/982916
-
კომპანია Thermalright-მა წარადგინა თერმოპასტების ახალი სერია - TFX, რომლებიც, მწარმოებლის თქმით, მაღალი დონის საშუალებებია საუკეთესო გაგრილებისთვის და მიღწევების მხრივ იკავებენ წამყვან პოზიციას მთელ მსოფლიოში. Thermalright ამტკიცებს, რიმ ახალ პროდუქტებში გამოყენებულია მსოფლიოში არსებული საუკეთესო მასალების კომბინაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას აჩქარების გრანდიოზული დონე. თერმოპასტები ფლობენ იდეალურ თერმოდინამიურ თვისებებს და მათი გამოყენება შესაძლებელია ჰაერისა და თხევადი გაგრილების სისტემებში. მწარმოებლის მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მახასიათებლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: მაღალი თბოგამტარობა - 14,3 ვტ/მ.კელვინი პასტა არ კარგავს თვისებებს, არ მაგრდება დროთა განმავლობაში; დიელექტრიკულობა; უსაფრთხოება. შედარებისთვის, წარმოდგენილია სხვა გავრცელებული თერმოპასტების თბოგამტარიანობის მაჩვენებლები: Arctic MX-4 8,5 ვტ/(მ · კ), MX-2 5,6 ვტ/(მ · კ); Gelid GC-EXTREME 8,5 ვტ/(მ · კ); Prolimatech PK zero 8 ვტ/(მ · კ). წარმოდგენილი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, Thermalright TFX ტერმოპასტის უპირატესობა თბოგამტარობაში 86%-ს აღწევს, რაც მნიშვნელოვანი მონაცემია. ჩატარებული შედარებითი ცდების შედეგად, ხსნებულმა თერმოპასტამ შვიდ სხვა თერმოპასტაზე უკეთესი შედეგი აჩვენა 4,3 °C ტემპერატურამდე. https://overclockers.ru/blog/molexandr/show/24316/thermalright-tfx--novaja-linejka-termopast-s-vysokoj-teploprovodnostju
-
ინგლისურ-ნიდერლანურმა ნავთობ-გაზის გიგანტმა Royal Dutch Shell-მა შეთანხმება გააფორმა ახალგაზრდა გერმანულ კომპანია Sonnen-თან. გარიგების ღირებულება არ ხმაურდება. გასული წლის მაისში Shell-მა მოახდინა 60 მლნ ევროს ინვესტირება თავისი ინვესტირების პირველი რაუნდის ფარგლებში. ამჟამად კი ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ Sonnen-ი გადავა Shell-ის სრულ მფლობელობაში. ნავთობ-გაზის კომპანიისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დაიწყებს Tesla-ს სახლის ბატარეების ანალოგიური პროდუქტების შეთავაზებას. ფაქტიურად, იგი Tesla-ს კონკურენტი გახდება ენერგიის შენახვის ახლად გაჩენილ ბაზარზე. თუმცა კომპანია Sonnen-ი მხოლოდ ამ მიზნით არ არის დაინტერესებული. 2010 წლიდან, როდესაც Sonnen-ი ჩამოყალიბდა, მან გაყიდა და დაამონტაჟა მთელ მსოფლიოში დაახლოებით 40 ათასი სახლის ბატარეა (2018 წლის მაისის მონაცემებით ევროპაში კომპანიამ 30 ათასი ბატარეის მიწოდება განახორციელა). ბატარეების მიწოდება ხდება 5-დან 15 კვტ/სთ-იან ბლოკებად . ამავდროულად, ლითიუმ-იონური აკუმულატორების ღირებულება 80%-ით შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო Sonnen-ის სისტემების ინტერესებს. Sonnen-ის საშინაო ბატარეები Tesla-ს მიერ გამოყენებულ აკუმულატორებზე იაფია. პირველი მათგანი ემყარება ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბატარეებს, მეორე კი - ნიკელი-კობალტი-მანგანუმისას. სწორედ ამაში შეიძლება მდგომარეობდეს Sonnen-ისა და Shell-ის აკუმულატორული პლატფორმების უპირატესობა. Sonnen-ის ბატარეების გამოყენება შესაძლებელია საშინაო საქმიანობებში უწყვეტ ენერგიის წყაროდ. უმეტეს მომხმარებელს ისინი მიერთებული აქვს იმგვარ განახლებად ენერგიის წყაროებთან, როგორებიცაა ქარის, მზის ან ბიოგაზის ელექტროსადგურები. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ Shell-ის მთავარი ინტერესია ელექტროენერგიის გაფართოებული ქსელური მიწოდების განხორციელება. კომპანიამ უკვე „დაადგა თვალი“ მწვანე ენერგიის სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ელექტრომობილების დასატენ სადგურებსაც. ქსელური ენერგეტიკა - ეს არის ნავთობ-გაზის გიგანტების შემდგომი ნაბიჯი ახალი ენერგორესურსების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაში. Shell-ის კონკურენტები - BP და Total-ი იმავეთი არიან დაკავებულნი. https://3dnews.ru/982881
-
ჩინეთს სურს განახლებადი ენერგიის მოპოვების სრულიად ახალ დონეზე გადასვლა. ჩინელი მეცნიერები გეგმავენ დედამიწის ახლო ორბიტაზე ააგონ ისტორიაში პირველი კოსმოსური მზის ელექტროსადგური. დაგეგმილია, რომ იგი აიგება დედამიწიდან 36 ათას კილომეტრ სიმაღლეზე და შეძლებს ეფექტურად და, რაც მთავარია, უწყვეტად მოაგროვოს მზის ენერგია, რომელიც შემდეგ დედამიწაზე არსებულ სადგურს გადაეცემა. კოსმოსური სადგურისგან გამომუშავებული ელექტროენერგია გარდაიქმნება მიკროტალღებად ან ლაზერულ სხივებად, რათა გადაეცეს დედამიწაზე არსებულ სპეციალურ კოლექტორებს. კოსმოსური სადგურის პროექტი წარდგენილი იყო ჯერ კიდევ 2015 წელს. ავსტრალიური რესურსი - Sydney Morning Herald - ჩინური გამომცემლობის, Science and Technology Daily-ს გზავნილზე დაყრდონით იტყობინება, რომ ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების აკადემიის სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს ადრეული ექსპერიმენტალური პროტოტიპის შემუშავება. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური აკადემიის წარმომადგენლის თქმით კოსმოსური მზის ელექტროსადგური შეძლებს გახდეს „სუფთა ენერგიის ამოუწურავი წყარო კაცობრიობისთვის“. შესაძლებელი იქნება ელექტრომობილები დაიტენოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. სადგური შეძლებს უზრუნველყოს ელექტროენერგიის პრაქტიკულად უწყვეტი მიწოდება იმაზე ექვსჯერ უფრო ეფექტურად, ვიდრე ამას ნებისმიერი დედამიწური მზის სადგური ახერხებს. პროექტის რეალიზება რამოდენიმე ეტაპად განხორციელდება. 2021-2025 წლებში სტრატოსფეროში გაიგზავნება რამოდენიმე კომპაქტური პროტოტიპი მზის ენერგიის მოგროვებისა და მისი დედამიწისკენ გადაცემის გამოცდისთვის. 2030 წელს მეცნიერებს სურთ დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიყვანონ მეგავატური კლასის ელექტროსადგური, 2050 წელს კი - გიგავატური. ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი შეძლებს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც შექმნის კოსმოსურ ელექტროსადგურს, რომელსაც რეალური პრაქტიკული ღირებულება ექნება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სადგურის ორბიტაზე გასაყვანად მთავარ ტექნიკურ სირთულეს არ წარმოადგენს მზის ენერგიის შემგროვებელი ტექნოლოგიის აწყობა - მის შესაქმნელად საჭირო აუცილებელი ელემენტები უკვე მზად არის. მთავარი პრობლემა გახლავთ სადგურის მასა, რომელიც მიმდინარე გამოთვლებით დაახლოებით 1000 ტონა იქნება. ეს წონა თითქმის ორნახევარჯერ მეტია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომლის წონაც დაახლოებით 400 ტონას შეადგენს. ამ დროისთვის ჩინელი სპეციალისტები ცდილობენ შეისწავლონ ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი პოტენციური საშუალება. მისი მიხედვით რობოტებისა და 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის წყალობით შესაძლოა ელექტროსადგური პირდაპირ კოსმოსში აშენდეს. გარდა ამისა, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაგეგმილია რომ მზის ენერგია მიკროტალღებად ან ლაზერებად უნდა გარდაიქმნას, ასე რომ მეცნიერებს აგრეთვე სურთ შეისწავლონ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მიკროტალღური გამოსხივების დედამიწაზე გადაცემამ ატმოსფეროსა და პლანეტის ეკოლოგიაზე. მოსალოდნელია, რომ ორბიტალური კოსმოსური ელექტროსადგური შეძლებს შეამციროს ჰაერის დაბინძურება - იმ მრავალრიცხოვანი დედამიწური სადგურების გამონაბოლქვი, რომლებიც ამოწურვად საწვავზე მუშაობენ. გარდა ამისა, ერთ-ერთ პერსპექტივად სახელდება სადგურის, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენება სამომავლო შორეულ კოსმოსურ პროგრამებში. ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო აგრეთვე აღნიშნავს, რომ კოსმოსში მზის ენერგიის გამოყენების საკითხზე აგრეთვე მუშაობს იაპონია, ინდოეთი და რამოდენიმე ევროპული ქვეყანა. https://hi-news.ru/technology/kitaj-pristupil-k-razrabotke-pervoj-kosmicheskoj-solnechnoj-elektrostancii.html
-
Infoholic Research LLP-ის მიერ 15 თებერვალს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად მოსალოდნელია, რომ ენერგომომსახურების ბაზარზე ბლოკჩეინი 2024 წლისთვის 60%-ით გაფართოვდება. ანგარიშის მიხედვით, გლობალური ბლოკჩეინი ენერგომატარებლების ბაზარზე 2018 წელს შეფასებული იყო 210,4 მლნ დოლარად და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს იგი 3,4 მლრდ დოლარს მიაღწევს. ამგვარად, Infoholic Research-ი პროგნოზირებს საერთო ჯამში 59,4%-იან ზრდას 2018 წლიდან 2024 წლამდე. ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა უახლოეს 5-6 წელიწადში იქნება განაწილებული ენერგიისა (distributed energy) და peer-to-peer (p2p) ელექტროენერგიის გაყიდვები. „ენერგოსაწარმოებში მზარდი ავტომატიზაციის გამო ორგანიზაციებს ინფრასტრუქტურაში შეაქვთ რეალურ დროში ცვლილებები, რომლებიც მათ დაეხმარება ბლოკჩეინზე გადასვლასა და მთლიანი ღირებულების შემცირებაში“ - განმარტებულია ანგარიშში. ანგარიშის მომზადებისთვის კომპანია Infoholic Research-მა, როგორც ცნობილია, გააანალიზა ბლოკჩეინის გავრცელება ენერგომატარებლების ბაზარზე გლობალური მასშტაბით კომპონენტების, მომსახურების, აპლიკაციებისა და რეგიონების მიხედვით. კვლევითმა კომპანიამ გამოიკვლია შემდეგი რეგიონები: ჩრდილო ამერიკა, ევროპა, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი, ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა. ძირითადი შემოსავალი მიიღებოდა ჩრდილო ამერიკიდან, ევროპიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიამ მრავალი სახის გამოყენება ჰპოვა ენერგეტიკულ სექტორში. იანვარში მსხვილმა ესპანურმა ენერგოკომპანია Iberdrola-მ დაიწყო ბლოკჩეინის გამოყენება განახლებადი ენერგიის წყაროების ძიებისთვის. საპილოტე პროგრამის მსვლელობის დროს Iberdrola აკონტროლებდა განახლებად ენერგიას, რომელიც მიეწოდებოდა ორი ქარის ელექტროსადგურიდან და კიდევ ერთი, ქალაქ კორდოვაში არსებული ელექტროსადგურიდან. როგორც ცნობილია, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და Iberdrola თვლის, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ენერგო-წყაროს გარანტიას მისცემს. იმავე თვეში დანიურმა სახელმწიფო ენერგოკომპანია Energinet-მა განაცხადა, რომ გამოიყენებს ტექნოლოგიას - IOTA Tangle-ს ენერგიისა და ინტერნეტ-ნივთების ბაზარზე. ცნობილია, რომ Energinet-ი ცდილობს შექმნას სიახლეები, ახალი გადაწყვეტილებები ინტერნეტ-ნივთების საფუძველზე ახლადგამოჩენილი მოვლენებისთვის, მაგალითად, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისა და ელექტრომობილებისთვის. https://cointelegraph.com/news/report-global-blockchain-in-energy-utilities-market-to-grow-60-by-2024
-
- 1
-
-
სამწუხარო ფაქტია, რომ 35 წლის შემდეგ ყველა ადამიანის ორგანიზმი იწყებს კუნთოვანი მასის კარგვას და დასუსტებას. რა საკვირველია, ამ პროცესის შენელება შესაძლებელია ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით, თუმცა მისით ყველა ადამიანი ვერ იქნება დაკავებული. სპეციალურად მათთვის, ვისაც არ შეუძლია ან არ სურს დამოუკიდებლად შეინარჩუნოს თავისი სხეული ფორმაში ფიზიკური აქტივობებით, ტეხასის უნივერსისტეტის სამედიცინო განყოფილების მკვლევარებმა შექმნეს პრეპარატი კუნთოვანი მასის შენარჩუნებისთვის. ექსპერიმენტალურმა წამალმა უკვე აჩვენა ეფექტურობა და უსაფრთხოება თაგვებზე ტესტირებებში. მეცნიერებისთვის ცნობილი გახდა, რომ კუნთების დისფუნქციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ცილის, სახელად NNMT (Nicotinamide N-methyltransferase) აქტივობა. იგი კუნთოვან ქსოვილში ყოფნისას იწყებს მის დასუსტებას, ამიტომ მკველვარების მიზანი იყო შეექმნათ წამალი, რომელიც ამ ცილის აქტიურობას მინიმუმამდე დაიყვანდა. ცნობილია, რომ წამალი წარმატებით შემუშავდა და იგი გვევლინება ინჰიბიტორის როლში. მისი გამოცდა უკვე განხორციელდა ზრდასრულ თაგვებში, როლებიც ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილი. პირველი ნაწილი რამოდენიმე დღის განმავლობაში იღებდა პრეპარატს. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის თაგვების ფუნქციური ღეროვანი კუნთების რაოდენობა გაიზარდა, მეორე ჯგუფის თაგვებში კი დასუსტება გაგრძელდა. ჯამში, კუნთოვანი ძალა 70%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ცხოველებზე გამოცდილი წამლის ქიმიური შემადგენლობა უცვლელი დარჩა - ე.ი. მას არანაირი გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. მეცნიერების თქმით, ამ ნივთიერების საფუძველზე შესაძლებელია შეიქმნას ინოვაციური მეთოდი ადრეულ დაბერებასთან საბრძოლველად. იდეალურ შემთხვევაში, მისი დახმარებით ხანდაზმული ადამიანები შეძლებენ გახდნენ უფრო ძლიერები და სწრაფები, რაც მათ უფრო აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრებით უზრუნველყოფს. https://hi-news.ru/medicina/sozdano-lekarstvo-protiv-vozrastnogo-oslabevaniya-myshc.html
-
როგორც ჩანს, სკანდალი მწიფდება. ილონ მასკმა და მისმა კომპანია SpaceX-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს კოსმოსური სააგენტო NASA-ს - თავიანთი პირდაპირი დამსაქმებლისა და პარტნიორის წინააღმდეგ. კონტრაქტის თანახმად მასკის კომპანია ახორციელებს რესურსების მიწოდებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თავისი რაკეტა Falcon9-ის მეშვეობით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ SpaceX-მა ტენდერი წააგო და ახლა ამის ახსნას მოითხოვს. პირველ რიგში, მასკს აინტერესებს, რატომ იქნა სამეცნიერო მისიისთვის არჩეული კონკურენტის რაკეტა, თუკი SpaceX-ის რაკეტა 30%-ით იაფია მასზე. საქმე ის არის, რომ აშშ-ში კერძო კომპანიების საქმიანობის მხარდაჭერა ხორციელდება NASA-ს მეშვეობით - სააგენტო აძლევს გრანტებსა და კონტრაქტებს მსხვილ კომპანიებს, მხარს უჭერს მათ განვითარებას უშუალოდ ფინანსური კუთხით. რომ არა NASA-ს მხარდაჭერა რთულ წლებში, SpaceX-ს შეიძლება აღარც ეარსება. 31 იანვარს NASA-მ განაცხადა, რომ ტენდერი, რომელიც ეხება 2021 წელს აპარატ Lucy-ს გაშვებას იუპიტერის ასტეროიდებისკენ, მოიგო United Launch Alliance-მა. ეს უკანასკნელი არის Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი კომპანია და იგი მასკის კომპანიის პირდაპირი კონკურენტია. მისიის ხარჯები ფასდება 148,3 მლნ დოლარად. ULA მისიას განახორციელებს რაკეტა Atlas V-401-ის მეშვეობით. უცნობია, კიდევ ვინ მონაწილეობდა ტენდერში გარდა SpaceX-ისა. მასკმა ტენდერის შედეგები ამერიკული აუდიტის პალატაში გაასაჩივრა. საკითხი უნდა გადაწყდეს არაუგვიანეს 22 მაისისა, თუმცა საჩივარმა უკვე გამოიღო შედეგი: ULA-სთან საკონტრაქტო მუშაობა შეჩერდა. პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მასკი ხმამაღლა საუბრობს, რომ აუცილებელია პატიოსანი კონკურენცია. SpaceX-ის დაარსებიდან საწყის ეტაპებზე მძლავრი მხარდაჭერისა და ლობისტების წყალობით თითქმის ყველა ტენდერი უკონკურსოდ United Launch Alliance-ს გადაეცემოდა. თუმცა სასამართლოებმა და დიდმა ძალისხმევამ თავისი საქმე გააკეთა: SpaceX-მა სახელი გაითქვა და მიაღწია NASA-სთან პარტნიორობას. „მას შემდეგ, რაც SpaceX-მა დაიწყო მისიების განხორციელება NASA-სთვის, ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევაა“ - აცხადებენ კორპორაციაში. – „SpaceX-მა შესათავაზა მას თავისი ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა მისიის წარმატებულობის უმაღლესი დონის უზრუნველყოფას დასახელებულ თანხაზე მნიშვნელოვნად იაფად. ამიტომ ვთვლით, რომ იმავე მისიისთვის უფრო მეტის გადახდა Boeing-ისა და Lockheed-ისთვის სააგენტოს ინტერესებსა და ამერიკულ საგადასახადოებს ემსახურება“. https://hi-news.ru/space/ilon-mask-i-spacex-podali-v-sud-na-nasa.html
-
- 1
-
-
ჰონგკონგის გამოსასწორებელი დაწესებულებების სამსახური აპირებს აამაღლოს თავინთი ციხეების საიმედოობა მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით. უახლოეს პერიოდში რამოდენიმე გამოსასწორებელ კოლონიაში „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდება. აგრეთვე, პატიმრები მუდმივად იქნებიან კონტროლის ქვეშ სპეციალური სამაჯურების წყალობით, რომელიც აფიქსირებს მათ ადგილმდებარეობას და გულისცემის რიტმს. გარდა ამისა, ციხეებში გამოჩნდება სპეციალური რობოტები, რომლებიც ყველაზე რთულ და ბინძურ სამუშაოებს შეასრულებენ: მათი მოვალეობა იქნება ადამიანურ ნარჩენებში კონტრაბანდული ნივთიერებების ძებნა. ახალი ტექნოლოგიები განკუთვნილია იმისათვის, რომ ამაღლდეს როგორც დაცვის თანამშრომლების, ასევე პატიმრების უსაფრთხოების დონე. თავდაპირველად სისტემების გამოცდა ჩატარდება სამ გამოსასწორებელ დაწესებულებაში. თუკი ტექნოლოგია დაამტკიცებს ეფექტურობას, „ჭკვიანი“ აღჭურვილობა გავრცელდება სხვა მსგავს დაწესებულებებშიც. ხელისუფლებას სურს, ამ სისტემებით ყველა ციხე მოიცვას. ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერების დაყენება იგეგმება სააბაზანოებში. კონფიდენციალურობა რომ დაცული იყოს, მასალის გარკვეული დეტალები დაფარული იქნება. სისტემა თვალყურს მიადევნებს და დააფიქსირებს პატიმართა ნორმიდან გადახრილ ქცევებს, მაგალითად ჩხუბს ან ავადმყოფურ შეტევებს. სპეციალური სამაჯურების მეშვეობით დაცვას გადაეცემა ინფორმაცია, თუ სად იმყოფება კონკრეტული პატიმარი. სამაჯური ასევე გააკონტროლებს პატიმრის გულისცემის მდგომარეობას და ციხის თანამშრომლებს შეატყობინებს, თუკი წარმოიშვება ჯანმრთელობის პრობლემა. ეს სისტემა ხელს შეუწყობს, რომ შემცირდეს გაქცევის, მკვლელობის და პატიმრის უეცარი გარდაცვალების შემთხვევები. https://hi-news.ru/technology/umnye-tyurmy-kitaya-budut-oborudovany-robotami-i-iskusstvennym-intellektom.html
-
- 1
-
-
2016 წლის სექტემბერში კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაიწყო განაცხადების მიღება შემდგომი მისიისთვის, რომელიც განხორციელდება ასტროფიზიკური კვლევების პროგრამის ფარგლებში (Astrophysics Explorers Program). სამი წლის შემდეგ როგორც იქნა მიღებულია გადაწყვეტილება: 2023 წელს დედამიწის ორბიტაზე გაემართება ზონდი SPHEREx, რომელიც შეისწავლის პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების დროებს. მისიის განხორციელებისთვის გამოყოფილია 242 მლნ დოლარი, ამ თანხაში არ შედის კოსმოსური აპარატის გაშვების ხარჯები. ზონდის მთავარი ამოცანა იქნება მოახდინოს კოსმოსური სივრცის სკანირება ყოველ ექვს თვეში ორი წელიწადის განმავლობაში. ასტრონავტების გათვლით, აპარატი შეძლებს მოიცვას „ირმის ნახტომის“ შემადგენელი 100 მლნ ვარსკვლავზე მეტი. აღჭურვილობა კონცენტრირებული იქნება სითხის დაგროვებისა და მოლეკულური ღრუბლების არეალებში, სადაც ხდება ახალი ვარსკვლავების აქტიური ფორმირება. მოსალოდნელია, რომ 10 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული შორეული გალაქტიკების მონახულებით ასტრონავტები გაიგებენ რა მდგომარეობაში იყო სამყარო რეიონიზაციის ეპოქაში. ითვლება, რომ სწორედ იმ დროს გაფართოებულმა სამყარომ დაიწყო გაციება და ჩამოყალიბდა სხვადასხვა კოსმოსური ობიექტი. SPHEREx-ის მისიის სამი მთავარი ამოცანაა: შეისწავლოს სამყაროს გაფართოების ფიზიკა; გამოიკვლიოს სხვა გალაქტიკებისგან გამოსხივებული სინათლის ისტორია; გაიგოს, რამდენადაა გავრცელებული „ირმის ნახტომის“ გალაქტიკაში მთავარი სასიცოცხლო ინგრედიენტები: წყალი, ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირბადის დიოქსიდი და მეთანოლი. NASA-ში აცხადებენ, რომ ეს მისია ნამდვილი საგანძური იქნება მეცნიერებისთვის. მასშტაბური რუკა, რომელიც შეიცავს სამყაროს ისტორიის პირველ მომენტებს შეძლებს პასუხი გაეცეს ერთ-ერთ მთავარ კითხვას: „რამ აიძულა სამყაროს ასე სწრაფად გაფართოება?“. https://hi-news.ru/space/novaya-missiya-nasa-zond-izuchit-proshloe-vselennoj.html
-
- 1
-
-
2011 წლიდან მოყოლებული მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცდილობდნენ შეექმნათ ხელოვნური ფოთლები, რომელთაც შეეძლებოდათ ჰაერის წმენდა და საწვავის წარმოებაც კი. მთელი ამ წლების განმავლობაში მათ მიერ შექმნილ ნიმუშებს მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში შეეძლოთ ფუნქციონირება. ყველასთვის მოულოდნელად, ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილ ხელოვნური ფოთლების პროტოტიპს შეუძლია ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნა ლაბორატორიის ფარგლებს გარეთაც. კვლევის ავტორის - მინეშ სინგჰის თქმით, ფოთლების წინა ვერსიებს შეეძლოთ ჟანგბადის, ელექტროენერგიისა და თხევადი საწვავის გენერირება, თუკი ისინი რეზერვუარებში იყო შენახული წნევის ქვეშ. ღია სივრცეში ნახშირორჟანგის შეწოვისთვის კი ძალა არ ჰყოფნიდათ. როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის მოგვარება მარტივია. მკვლევარებმა ხელოვნური ფოთლების წინა ვერსიები მოათავსეს წყლით სავსე ამონიუმის ფისოვან კაფსულაში. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მზის ზეგავლენით სინოტივე იწყებს ნელ-ნელა აორთქლებას უწვრილესი ფორებიდან. მის ადგილს იკავებს ნახშირორჟანგი, რომელიც ფოტოსინთეზის გზით გარდაიქმნება ნახშირბადის მონოქსიდად. სწორედ ეს უკანასკნელია ის „ნედლეული“, საიდანაც იქმნება საწვავი ან სინთეზირებული ჟანგბადი. მკვლევარების თქმით, ხელოვნური ფოთლები ჰაერს ათჯერ უკეთ წმენდენ ცოცხალ მცენარეებთან შედარებით. თუკი მათგან დამზადდება პატარა ხე 360 ფოთლით, იგი შეძლებს 10%-ით შეამციროს ნახშირორჟანგის დონე 100 მეტრის რადიუსში. ითვლება, რომ ბევრი ამგვარი ფოთლის დამზადება არ იქნება რთული - კონცეპტი მკვლევარებმა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მასალებისგან შექმნეს. https://hi-news.ru/technology/sozdany-iskusstvennye-listya-dlya-effektivnoj-ochistki-vozduxa.html
-
Coinbase Wallet-ის მომხმარებლები მალე შეძლებენ საკუთარი Private Key-ს სარეზერვო ასლები შექმნან პლატფორმებზე - Google Drive-სა და iCloud-ზე. სიახლის შესახებ სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კრიპტოსავალუტო ბირჟამ განაცხადა საკუთარ ბლოგზე: იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებლები თავიანთ Private Key-ს ან მოწყობილობებს დაკარგავენ, შეძლებენ გამოიყენონ ახალი ფუნქცია და თავიდან აირიდონ აპლიკაციაში არსებულ ფულად რესურსებზე წვდომის დაკარგვის რისკი. Coinbase-ის თქმით, cloud-პლატფორმებზე სარეზერვო კოპირებისთვის მომხმარებლებს მოუწევთ მხოლოდ პაროლის დამახსოვრება, რათა აღადგინონ თავიანთი რესურსები - private key-ები უსაფრთხოდ იქნება შენახული. დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კომპანია იძლევა რეკომენდაციას - მომხმარებლებმა პაროლი შეინახონ cloud backup-ის სერვისის აქტივაციის შემდეგ. როგორც Coinbase ამბობს, Backup-ფუნქცია დაშიფრულია AES-256-GCM encryption-ით და ხელმისაწვდომია მხოლოდ Coinbase Wallet-ის მობილური აპლიკაციისთვის. მისი გაშიფვრა მხოლოდ პაროლის დახმარებითაა შესაძლებელი. ბირჟამ ასევე განაცხადა, რომ არც მას და არც cloud-სერვისების პროვაიდერებს არ აქვთ წვდომა მომხმარებლების პაროლებსა და ფულად რესურსებთან - პაროლები მხოლოდ მომხმარებელების ფლობაში იქნება. მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ ამ ფუნქციით სარგებლობა, უნდა აირჩიონ ოფცია იმ დროს, როდესაც საფულის აპლიკაცია მომდევნო რამოდენიმე დღეში უნდა განახლდეს. Cloud backup-ის ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს პარამეტრების მენიუდან: აირჩევთ „აღდგენის ფრაზას“ (Recovery Phrase) და მიჰყვებით მითითებულ ინსტრუქციას. Coinbase-ის თქმით, მომავალში იგეგმება საფულისთვის iCloud-ისა და Google Drive-ს გარდა სხვა cloud-პლატფორმების მხარდაჭერის მინიჭებაც. ახალ ფუნქციასთან დაკავშირებით გარკვეული უარყოფის გამოხატულებაა სოციალურ ქსელებში, რამდენადაც ზოგიერთი თვლის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პირადი გასაღებების cloud-სისტემაში შენახვა რისკებს ზრდის. Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: „ეს კარგია, მაგრამ გახსოვდეთ: 1) cloud-სივრცე ხშირად დგება საფრთხის წინაშე, ასე რომ პაროლი მნიშვნელოვანია; 2) თუკი პაროლის დამახსოვრება საჭიროა, სად ინახავთ მას? რამდენად უსაფრთხოა ეს ადგილი? ზოგიერთ მომხმარებელს კი უფრო ცინიკური მიდგომა აქვს. Twitter-ზე განთავსებულ გამოკითხვაში - შეინახავდით ან შეინახავენ თუ არა ადამიანები თავიანთ Private key-ს cloud-პლატფორმაზე ახალი ფუნქციის მიხედვით, პასუხის გამცემთა 100%-ის პასუხი იყო - არა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Coinbase-მა განაცხადა Bitcoin-ის მხარდაჭერის შესახებ iOS-ისა და Android-ის საფულეების აპლიკაციებზე. https://www.coindesk.com/coinbase-wallet-to-feature-private-key-backup-on-google-drive-icloud
-
- 1
-
-
აეროკოსმოსური სააგენტო NASA-ს კვლევითი აპარატი InSight-ი აგრძელებს მომზადებას თავისი მისიის სამეცნიერო ეტაპის დასაწყებად. როგორც სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, მოდულმა წითელი პლანეტის ზედაპირზე განათავსა ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც იგეგმება მეტი რამ გახდეს ცნობილი მარსის შიდა აგებულების შესახებ. საუბარია მოწყობილობაზე - Heat Flow and Physical Properties Package (HP3), რომელიც უკვე დამონტაჟებული სეისმომეტრისგან ერთი მეტრის დაშორებით დაყენდა. მოწყობილობა HP3 (სითბური ნაკადისა და ფიზიკური თვისებების შესწავლის კომპლექტი) - ეს არის სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მარსის ზედაპირზე სითბური ნაკადის გაზომვისთვის. ამ აპარატის მიერ შეგროვებულ მონაცემთა წყალობით მეცნიერები შეძლებენ უკეთ გაერკვნენ, თუ როგორ ფორმირდებოდა წითელი პლანეტა. დასახული ამოცანების მიღწევისთვის აუცილებელია, რომ მოწყობილობა გრუნტის სიღრმეში განთავსდეს. რამოდენიმე დღეში InSight-ი უკვე დაიწყებს მარსის გრუნტის ბურღვას 5 მეტრ სიღრმემდე, რაც არსებითად ბევრად უკეთესი შედეგი იქნება, რაც მარსზე მომუშავე სხვა აპარატებისგან იქნა მიღწეული. მაგალითად, მოდულებმა Phoenix-მა და Viking-1-მა შეძლეს მიწის გაბურღვა მხოლოდ 18 და 22 სანტიმეტრის სიღრმეზე, შესაბამისად. მას შემდეგ, რაც HP3 მიაღწევს დაგეგმილ სიღრმეს, მისგან გათხრილ ორმოში განთავსდება მოწყობილობა სახელად „თხუნელა“: ეს არის 40-სანტიმეტრიანი ზონდი მექანიზმით, მას კვება მიეწოდება სადენით, რომელიც დასაფრენ მოდულთან იქნება მიერთებული. სანამ კაბელზე ინტეგრირებული სენსორები ტემპერატურას გაზომავენ, „თხუნელა“ სითბური ნაკადების გაზომვით დაკავდება. მიწის ქვეშ ყოფნისას ინსტრუმენტები იზოლირებული იქნება გარე ტემპერატურის ცვლილებებისგან, რომლებიც დღე-ღამური და სეზონური მონაცვლეობითაა განპირობებული. „ჩვენი ზონდი ტემპერატურის გასაზომადაა შექმნილი. სეზონური და დღე-ღამური ტემპერატურის ცვლილებები ზედაპირზე შესაძლოა „ხმაურს“ იწვევდეს ჩვენს მონაცემებში, სწორედ ამიტომ გვსურს ჩავიდეთ ზედაპირიდან რაც შეიძლება ღრმად“ - აცხადებს InSight-ის მისიის ხელმძღვანელის შემცვლელი. დაგეგმილია, რომ ბურღვის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, ნაბიჯ-ნაბიჯ, 50-50 სანტიმეტრით ჩავა ზონდი სიღრმეში. ბურღვის ფაზებს შორის იგეგმება ორდღიანი შესვენებები, რათა სითბომ გაფანტვა მოასწროს. შემდეგ კი 24 საათის განმავლობაში ხელოვნურად შენარჩუნდება 10-გრადუსიანი ტემპერატურა და ჩატარდება პლანეტის სითბოგამტარობის გაზომვები. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ბურღს წინაღობად არ დახვდება მოზრდილი ქვები. თუკი ზონდი ვერ მიაღწევს მინიმალურ სამმეტრიან სიღმეს, ზუსტ გაზომვებს შესაძლოა მთელი მარსული წელი დასჭირდეს (ორი დედამიწური წელი). „ჩვენი აზრით იდეალური ადგილი შევარჩიეთ, ამ ადგილას ზედაპირზე თითქმის არ არის ქვები. ეს იმედს გვაძლევს, რომ არც ისინი ზედაპირის ქვეშაა. თუმცა რა გველოდება რეალურად - ამას დრო გვიჩვენებს“ - აცხადებს ინჟინერ-მეცნიერი ტროი ჰადსონი, რომელიც ზონდ HP3-ის აწყობაში მონაწილეობდა. „თავად HP3 ზონდის მასა ფეხსაცმელზე უფრო მსუბუქია. მას Wi-Fi-ზე ნაკლები ენერგია სჭირდება. მოწყობილობის კონსტრუქციას შეუძლია გაუძლოს ათეულობით დარტყმას ბურღვის დროს ისე, რომ ნაწილებად არ დაიშალოს. ამგვარი ზონდის შექმნას უზარმაზარი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. ცდების დროს მოწყობილობის თავდაპირველმა ვარიანტებმა ვერ მიაღწიეს 4,88 მეტრს, მაგრამ მარსზე გაგზავნილმა საბოლოო ვერსიამ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა და საიმედოობა“ - დაამატა სპეციალისტმა. https://hi-news.ru/technology/zond-insight-gotovitsya-k-bureniyu-5-metrovoj-dyry-na-marse.html
-
- 1
-
-
Tesla-ს ბლოგში აღნიშნულია, რომ აშშ-ში ყოველ 40,8 წამში ხდება ავტომობილების გატაცება. 2017 წლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით 700 ათასზე მეტი ავტომობილია გატაცებული. Tesla-ს კოლექტივს სურს კომპანიის ელექტრომობილების მფლობელები ამგვარი შემთხვევებისგან დაიცვას და ამიტომ დაამატეს „მცველის/დარაჯის რეჟიმი“ (Sentry Mode). რეჟიმი“ Sentry Mode“ დღესდღეობით ხელმისაწვდომია 2017 წლის აგვისტოს შემდგომ გამოსულ ელექტრომობილებში - Model 3, Model S და Model X. ხსენებული რეჟიმის არჩევა შესაძლებელია სენსორულ ეკრანზე შემდეგი კომბინაციით: Controls > Safety & Security > Sentry Mode. დაცვის სისტემა „მიძინებულ მდგომარეობაშია“ მანამდე, სანამ ავტომობილს ვინმე უცხო პირი არ მიუახლოვდება. ავტომობილთან ახლოს მისვლისას სისტემა გადადის მზადყოფნის რეჟიმში (Alert). ეკრანზე გამოდის წარწერა, რომ ელექტრომობილის კამერები მომხდარის გადაღება-ჩაწერას იწყებს. ავტომობილისთვის ზიანის მიყენებისას სისტემა განგაშის (Alarm) რეჟიმში გადადის. ელექტრომობილის მფლობელის სმარტფონზე იგზავნება შეტყობინება, მანქანის ხმოვანი სისტემა კი იწყებს ხმის ტრანსლირებას მაქსიმალური სიმძლავრით. მფლობელს აგრეთვე შეუძლია ჩართოს და უყუროს კამერების ჩანაწერს ვანდალიზმის ფაქტიდან 10 წუთის შემდეგ. კომპანიამ წარმოადგინა კიდევ ერთი სასარგებლო რეჟიმი - Dog Mode. ამ რეჟიმის არჩევისას მანქანის მფლობელს შეუძლია დიდხანს დატოვოს მანქანა და არ იღელვოს მის სალონში მყოფი შინაური ცხოველის მდგომარეობაზე. Dog Mode რეჟიმის წყალობით მანქანის კლიმატ-კონტროლით შენარჩუნებულია ცხოველისთვის კომფორტული ტემპერატურა. თუკი ელექტრომობილის აკუმულატორი 20%-ზე ქვემოთ ჩამოვა, მფლობელი განგაშის შეტყობინებას მიიღებს სმარტფონზე. https://3dnews.ru/982796
-
- 1
-
-
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 150 წლის განმავლობაში ადამიანთა საშუალო სიმაღლე 10 სანტიმეტრით გაიზარდა. თანამედროვე მეცნიერებისა და მედიცინის მიღწევების წყალობით ბოლო 65 წელში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი განვითარებულ ქვეყნებში ოცი წლით გაიზარდა. თუკი ასეთ მოკლე პერიოდში კაცობრიობამ ამგვარი მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რა მდგომარეობა შეიძლება იყოს ათასი წლის შემდეგ? პროგნოზების თანახმად, მომდევნო ათასი წლის მანძილზე ადამიანთა სალაპარაკო ენების რაოდენობა საშუალოდ ათასიდან ასამდე შემცირდება. გლობალური დათბობის პროცესი, ულტრაიისფერი გამოსხივების მატება და სხვა კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები უფრო მუქკანიანები გახდებიან. გარდა ამისა, ადამიანები სიმაღლეში უფრო მეტად დიდები და თხელტანიანები იქნებიან, რაშიც მთავარ როლს თამაშობს ისევ და ისევ გლობალური დათბობა და ფიზიკური დატვირთვის შემცირება. ეს უკანასკნელი კავშირშია რობოტექნიკისა და ავტომატიზაციის სხვა საშუალებების დანერგვასთან. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ შორეულ მომავალში ადამიანებს ისეთი კომპიუტერები ექნებათ, რომელთა რესურსები და წარმადობა ადამიანის ტვინის ანალოგიურ პარამეტრებს გადააჭარბებს. ბუნებრივია, ასეთ კომპიუტერებში უკვე სრულფასოვანი ხელოვნური ინტელექტი იმოქმედებს და იგი შეძლებს ადამიანებთან თავისუფლად კომუნიკაციას. თავად ადამიანები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან რობოტებს. ადამიანების ორგანიზმში განთავსებული იქნება სხვადასხვა სახისა და დანიშნულების მქონე ნანორობოტები. ზოგიერთი მათგანი განკუთვნილი იქნება საჭირო დონეზე ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ზოგი კი - უკვე არსებული შესაძლებლობების გაზრდა-გაუმჯობესებისთვის: შესაძლოა ადამიანს სრულიად ახალი უნარები მიენიჭოს. ამავდროულად, მიკროსკოპული რობოტების გამოყენება გამოდის მომავლის ადამიანების სუპერგმირებად ქცევის სფეროდან. ამგვარი რობოტები შეძლებენ სრულიად გარდაქმნან ადამიანის ცხოვრებისა და მოქმედებების სხვადასხვა სფერო. მაგალითად, მიკრორობოტები შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც სამშენებლო, ამწყობი მასალა: „წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი სახლიდან გასვლის შემდეგ შენობა „გადაეწყობა“ თავისით, მის ადგილას გამოთავისუფლებულ ფართობს კი ნანორობოტები სხვა დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ“ - წერენ მკვლევარები. https://www.dailytechinfo.org/np/10403-uchenye-sprognozirovali-kak-mozhet-preobrazitsya-chelovechestvo-za-sleduyuschuyu-tysyachu-let.html
-
- 1
-
-
LG ავრცელებს წინასწარ დეტალებს თავისი მომავალი ფლაგმანის - G8 ThinQ სმარტფონის შესახებ. ამჯერად ცნობები ეხება სმარტფონის აუდიოშესაძლებლობებს. ახალ მოწყობილობაში გამოყენებული იქნება ბრენდი Crystal Sound OLED, რომელიც LG-მ უკვე გამოიყენა თავის რამოდენიმე ტელევიზორში. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დისპლეი ვიბრირებადი იქნება და შეასრულებს დინამიკის ფუნქციას. როგორც დასტურდება, G8 ThinQ იქნება პირველი ფლაგმანური სმარტფონი G სერიაში, რომელშიც არ იქნება გამოყენებული თხევადკრისტალური (LCD) დისპლეი. G8 მოდელს აქვს ჩვეულებრივი დინამიკი ქვედა ნაწილში, რომელიც განკუთვნილია ხმამაღალი კავშირისთვის და კომპანია აცხადებს, რომ მას შეუძლია იმუშაოს ეკრანის ზედა ნაწილთან კავშირში ორარხიანი სტერეოხმის უზრუნველყოფისთვის. სმარტფონს ექნება საფირმო 4-ბირთვიანი ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელი (quad DAC), რომელიც ამ დრომდე გამოყენებული იყო კორეული კომპანიის სხვა მოწყობილობებშიც. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციული ყურსასმენების კონექტორის გარდა სმარტფონს ასევე ექნება დინამიკის ფუნქცია Boombox - დაბალი ბასისთვის. LG-მ დაადასტურა, რომ G8 ThinQ სმარტფონს ექნება ფრონტალური 3D კამერა სენსორით - Time of Flight. აგრეთვე, გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად კომპანია აპირებს წარმოადგინოს აქსესუარი, რომელიც სმარტფონს მეორე ეკრანის ფუნქციას მიანიჭებს. სმარტფონის სრულფასოვანი წარდგენა მოხდება მიმდინარე თვის ბოლოს გამოფენაზე - Mobile World Congress. https://3dnews.ru/982777
-
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერებმა, რომელთა განკარგულებაში ამ დროისთვის არსებული ნაწილაკების უდიდესი და უმძლავრესი ამაჩქარებელია, საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი ხედვა მრავალმილიარდიანი პროექტის შესახებ - პროექტი შემდეგი თაობის კოლაიდერს ეხება. ეს კოლაიდერი, მეცნიერთა აზრით, მუშაობის პირველივე ათწლეულში საშუალებას მისცემთ აღმოაჩინონ დიდი რაოდენობით საიდუმლოებები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიებთან, სამყაროს მოწყობასა და ფუნდამენტალური ფიზიკის სხვა საკითხებთან. წარმოდგენილი გეგმის თანახმად, შემდგომი თაობის კოლაიდერის - 100-კილომეტრიანი Future Circular Collider -ის მშენებლობა და ამუშავება 2040 წლისთვის დაიწყება. მისი ადგილმდებარეობა იმავე რაიონში იქნება, სადაც ამჟამად დიდი ადრონული კოლაიდერია განთავსებული. CERN-ის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ორგანიზაციის წევრი, 22 ქვეყნის წარმომადგენლები უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში განიხილავენ ხსენებულ პროექტს და მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი რეალიზების შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში Future Circular Collider-ის აღჭურვა განხორციელდება კიდევ ერთი ელექტრონულ-პოზიტრონული კოლაიდერის აღჭურვის პარალელურად. ამ პროექტების საერთო ღირებულება 9 მილიარდ ევროს შეადგენს. პროექტ Future Circular Collider-ის მეორე ეტაპზე უკვე არსებულ საბაზისო აღჭურვილობას დაემატება დამატებითი შეიარაღება. ეს ეტაპი კიდევ დამატებით 15 მლრდ ევროდ ფასდება, ახალი შესაძლებლობით აღჭურვილი კოლაიდერის ფუნქციონირება კი დაახლოებით 2050 წლის ბოლოს დაიწყება. შედეგად, Future Circular Collider-ი შეძლებს პროტონები ააჩქაროს 100 eV-მდე (electronVolt), რაც ბევრად აღემატება ამჟამად არსებული კოლაიდერის მიერ მიღწეულ აჩქარების ენერგიას - 17 ელექტრონ-ვოლტს. უნდა აღინიშნოს, რომ Future Circular Collider-ის პროექტზე მუშაობა უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანია დაიწყოს „მაღალი ენერგიის კვლევის ახალი ერა მას შემდეგ, როცა უკვე არსებული დიდი ადრონული კოლაიდერი სრულიად ამოწურავს თავის შესაძლებლობებს“. ჯერჯერობით დანამდვილებით ვერავინ იტყვის, კონკრეტულად რა სარგებლობას მოუტანს მსოფლიოს Future Circular კოლაიდერი. თუმცა CERN-ის გენერალური დირექტორის - ფაბიოლა ჯანოტის (Fabiola Gianotti) თქმით, ახალი კოლაიდერის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ისეთი ფუნდამენტალური აღმოჩენების გაკეთება, როგორიც იყო ელექტრონის აღმოჩენა 1897 წელს. https://www.dailytechinfo.org/news/10464-cern-publikuet-detali-proekta-kollaydera-sleduyuschego-pokoleniya.html
-
კორპორაცია Intel-მა გამოუშვა კომერციული ბლოკჩეინ-კომპლექტი Hyperledger-ის ეკოსისტემის ბაზაზე - ნათქვამია 12 თებერვალს გამოქვეყნებულ მარკეტინგულ მასალებში. Intel-ი თანამშრომლობს Hyperledger-თან, რომელთა თანასაქმიანობა ორგანიზებულია Linux Foundation-სა და IBM-ს, აგრეთვე სხვა მსხვილი ფინანსური ინტიტუტების მიერ. კორპორაციამ განაცხადა, რომ მისი ახალი პროდუქტი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ სწრაფად და ეფექტურად აამოქმედონ თავიანთი ბლოკჩეინი. ეკოსისტემას საფუძვლად უდევს Hyperledger Fabric - აპლიკაციების წარმოების ან მოდულური არქიტექტურის ბაზა. ამავე დროს პროდუქტი გამოყენებული იქნება Intel-ის აპარატულ უზრუნველყოფაში, მაგალითად, Xeon-პროცესორებსა და Ethernet-ადაპტერებში. სისტემას გააჩნია საბაზისო კონფიგურაცია, რომლითაც მხარდაჭერილია Hyperledger-ით მართული ბლოკჩეინის ამოქმედებისთვის აუცილებელი მინიმუმი. Intel-ის თქმით, პაკეტი გამოსაყენებლად მზად არის. როგორც Cointelegraph-მა რამოდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, მეორე ტექნოლოგიურმა გიგანტმა - IBM-მაც აამოქმედა Hyperledger-ის ბაზაზე შექმნილი საკუთარი ბლოკჩეინ-პლატფორმა თავის მონაცემთა ცენტრში, მელბურნში. როგორც ცნობილია, ეს გადაწყვეტილება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თავიანი აპლიკაციები მართონ კომპანიის cloud-სისტემაში. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში IBM-მა დააანონსა პროექტი ბლოკჩეინისა და ინტერნეტ-ნივთების გამოყენებით მიწისქვეშა, გრუნტის წყლების გამოყენების სამართავად: კალიფორნიის შტატში გვალვასთან ბრძოლის მიზნით. კომპანია Microsoft-მაც გამოუშვა ბლოკჩეინ-კომპლექტი 2018 წლის ნოემბერში. ეს კომპლექტი, სახელად Azure, წარმოადგენს სერვერების გარეშე მომუშავე სისტემას და მას გააჩნია იმგვარი ფუნქციები, როგორებიცაა off-chain-იდენტიფიკაცია და მონაცემები, აგრეთვე მონიტორინგისა და შეტყობინებების პროგრამირების ინტერფეისები (API) იმგვარ ფორმატში, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნა. https://cointelegraph.com/news/intel-launches-commercial-blockchain-package-based-on-hyperledger-fabric
-
- 2
-
-
NASA-მ დაადასტურა, რომ დაიკარგა მარსმავალი Opportunity, რომელმაც თავისი ხანგრძლივი არსებობით ყველა გააოცა: მიუხედავად იმისა, რომ მარსმავალის რესურსი სამ თვეზე იყო გათვლილი, მან 15 წელი იმუშავა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 45 კილომეტრი გაიარა იმ დროს, როდესაც დაგეგმილი 1 კილომეტრიც კი უზარმაზარ მიღწევად ითვლებოდა. ინჟინრებმა აპარატთან კავშირი, რომელიც მზის ენერგიით კვებით იყო უზრუნველყოფილი, გასული წლის 10 ივნისს დაკარგეს მთლიანი პლანეტის მომცველი მასშტაბური გრიგალის შემდეგ. მას შემდეგ NASA-ს წარმომადგენლები მრავაჯერ ეცადნენ აღედგინათ კავშირი ექვსბორბლიან ყველგანმავალთან. მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. NASA/JPL-Caltech/REUTERS კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა Opportunity-ს აღჭურვილობა ქვიშის ქარიშხლისგან დაზიანდა იმ დროს, როდესაც მარსმავალი ე.წ. Perseverance Valley-ზე იმყოფებოდა. ქარიშხალი საკმაოდ დიდხანს მძვინვარებდა და ფარავდა მზის სხივებთან წვდომას, მზის ენერგია კი რობოტის ფუნქციონირებისთვის მთავარი წყარო იყო. დაბალი ტემპერატურის ფონზე (დაახლოებით -30 °C) მნიშვნელოვნად შემცირდა რობოტის აკუმულატორის ეფექტურობა, იგი სავარაუდოდ ბოლომდე დაიცალა და დედამიწასთან კავშირი დაიკარგა. საერთო ჯამში მარსმავალმა Opportunity-მ ყველა იმ სხვა რობოტზე დიდხანს იმუშავა, რაც კი წითელი პლანეტის შესასწავლად გაუგზავნიათ. https://3dnews.ru/982766
-
- 1
-
