Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7330
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. 20 აპრილს Purpose Ether ETF-მა, CI Galaxy Ethereum ETF-მა და Evolves Ether ETF-მა დაიწყეს ვაჭრობა ტორონტოს საფონდო ბირჟაზე (TSX). 16 აპრილს კანადის მარეგულირებელმა ორგანოებმა ნება დართეს ამოქმედებულიყო Purpose Investments-ის, CI Global Asset Management-ისა და Evolve Funds-ის მსოფლიოში პირველი საბირჟო საინვესტიციო ფონდები Ethereum-ის ბაზაზე. CI Galaxy Ethereum ETF-მ და Evolves Ether ETF-მა უარი თქვეს მართვის საფასურზე 15 ივნისამდე და 31 მაისამდე, შესაბამისად. პირველი ფონდი სესხულობს 0.4%-ს აქტივების წმინდა ღირებულებისგან (NAV). Purpose Ether ETF-ის შემთხვევაში მართვის საფასური 1%-ს შეადგენს. კანადამ დაადასტურა მსოფლიოში პირველი საბირჟო საინვესტიციო ფონდების ამოქმედება კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის საფუძველზე იმ მოვლენიდან ორი თვის შემდეგ, რაც დარეგისტრირდა პირველი Bitcoin-ETF. იმ დროს მოხდა Purpose Investments-ის განაცხადის განხილვა. შეგახსენებთ, მარტში კანადამ დაადასტურა CI Global Asset Management-ისა და Galaxy Digital-ის Bitcoin-ETF-ის ამოქმედება, აპრილში კი - 3iQ Corp-ისა და CoinShares-ის ანალოგიური სერვისების მოქმედება გახდა ნებადართული. 18 აპრილს კომპანია Horizons ETFs Management-მა აამოქმედა BetaPro Inverse Bitcoin ETF - მსოფლიოში პირველი საპირისპირო საბირჟო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია პირველ კრიპტოვალუტაზე. აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ დაიწყო საინვესტიციო ფირმა VanEck-ისა და აქტივების მმართველი WisdomTree-ს განაცხადების განხილვა Bitcoin ETF-ის გამოშვების შესახებ. მათ პარალელურად, ციფრული ოქროს ბაზაზე საბირჟო საინვესტიციო ფონდების ამოქმდებასთან დაკავშირებით განაცხადები შეიტანეს შემდეგმა კომპანიებმა: NYDIG, Bitwise, Valkyrie Digital Assets, Kryptoin, SkyBridge Capital с First Trust Advisors, Fidelity Investments და Galaxy Digital. https://bit.ly/3ayoqf0
  2. Samsung Galaxy-ის შემდეგი თაობის დასაკეცი სმარტფონების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წლის მეორე ნახევარში სავარაუდოდ ორი ახალი მოწყობილობა გამოჩნდება: Samsung Galaxy Z Fold 3 და Samsung Galaxy Z Flip 3. Galaxy Z Flip 3 ხელმისაწვდომი იქნება რვა ფერის ვარიანტებად: იისფერი, მწვანე, შავი, კრემისფერი, ვარდისფერი, მუქი ლურჯი, თეთრი და ნაცრისფერი. რაც შეეხება მახასიათებლებს, წარმოდგენილი იქნება 10-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა და 3200 მა/სთ მოცულობის ორი ბატარეა. ორივე სმარტფონი დამყარებული იქნება Snapdragon 888 ჩიპზე. Z Flip 3 წარმოდგენილი იქნება 1.81-დუიმიანი დამატებითი დისპლეით, Z Flip-ში გამოყენებული იყო 1.1-დუიმიანი დისპლეი. Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის გამოსვლა ზაფხულშია მოსალოდნელი. ორიგინალი Galaxy Z Flip ვერსია გამოვიდა 2020 წლის პირველ ნახევარში, მაგრამ მიმდინარე წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება. სმარტფონების პრეზენტაცია შედგება დაახლოებით ივლის-აგვისტოში. ფასები კვლავინდებურად 1000 აშშ დოლარზე მაღალი იქნება, თუმცა საზოგადოება იმედოვნებს, რომ Samsung გამოუშვებს მომხმარებელთა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომ მოდელებს. https://bit.ly/2QKaQhF
  3. Xiaomi-ს შვილობილმა Segway-Ninebot-მა წარადგინა ფუტურისტული სპორტული მოტოციკლი წყალბადის ელემენტებზე - Apex H2. მისი წინამორბედი შეიქმნა 2019 წელს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-მდე იყო. Apex H2 აღჭურვილია წყალბად-ელექტროძრავის სისტემით, რომელიც აირად წყალბადზე მუშაობს. ეს ნიშნავს მნიშვნელოვან დეტალს: უკანა საბურავთან განთავსებული გამონაბოლქვის ჭრილიდან ჩვეულებრივი წყლის ორთქლი გამოდის. Apex H2 მოდელის სიმძლავრეა 60 კვტ, რაც 80 ცხენის ძალას შეესაბამება და შეუძლია 150 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მას 5 წამი სჭირდება. უჩვეულო, ფანტასტიკური დიზაინი მიღწეულ იქნა დაკიდების სისტემის ჩანგლების არარსებობის წყალობით, რის გამოც შუქდიოდური განათების მქონე საბურავები თითქოს ჰაერში ლივლივებს. ჯერჯერობით ცნობილი არაფერია საწვავის ავზის მოცულობისა და გავლის მარაგის დიაპაზონის შესახებ. Segway იწყებს ქრაუდფანდინგ-კამპანიას, რომლის მიზანია მინიმუმ 99 შეკვეთის მოზიდვა. წყალბადის მოტოციკლის საცალო ფასი 10700 აშშ დოლარს შეადგენს. https://bit.ly/3n9z696
  4. ძვირადღირებული ნივთების ფრანგულმა მწარმოებელმა LVMH-მა და საიუველირო ნაკეთობების კომპანია Cartier-მ იტალიურ მოდის სახლ Prada-სთან ერთად შექმნეს ბლოკჩეინ-კონსორციუმი Aura ლუქს-ნივთების ფალსიფიცირებასთან ბრძოლისთვის. პრეს-რელიზის თანახმად, საათების მწარმოებელმა Hublot-მა, რომელიც LVMH-ის შემადგენლობაში შედის, გამოუშვა ციფრული ელექტრონული გარანტია ბლოკჩეინ Aura-ზე. ბრენდები - Bvlgari და Louis Vuitton ასევე შეუერთდნენ პლატფორმას. „ბლოკჩეინ-კონსორციუმი Aura შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი სექტორისთვის მომხმარებლებთან კავშირის გასამაყრებლად, იგი მათ სთავაზობს ჩვენი პროდუქტების უკეთ გაცნობის საშუალებას“ - განაცხადა LVMH-ის მმართველმა დირექტორმა ტონი ბელონიმ. მან დაამატა, რომ ძალების გაერთიანება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ლიდერობას. ხელმძღვანელი ასევე იმედოვნებს, რომ მათ სხვა "პრესტიჟული მოთამაშეებიც" შეუერთდებიან. Bloomberg-სთვის კომენტარში კომპანიებმა აღნიშნეს, რომ ისინი არ აპირებენ კრიპტოვალუტის მიღებას, როგორც მათი პროდუქტის საფასური გადახდის მეთოდს. 2019 წელს LVMH-მა თანამშრომლობა გააფორმა ConsenSys-სა და Microsoft-თან ბლოკჩეინზე მოქმედი პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ ფუფუნების საგნების ორიგინალობა. მიმდინარე თვეში Vogue Business-მა გამოაცხადა, რომ იტალიური მოდის სახლი Gucci და სხვა მთელი რიგი ლუქს-ბრენდები ემზადებიან საკუთარი არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) გამოცემისთვის. https://bit.ly/32BoztL
  5. ებრაულ-ამერიკულმა სტარტაპმა NFT-მ წარადგინა დასაკეცი ელექტრო მფრინავი ავტომობილის ორიგინალური კონცეპტი - Aska. მისი დიზაინი მოგვაგონებს საჰაერო ელექტრო ტაქსის სტანდარტულ ფორმას: აქვს წვეთის ფორმის ოთხადგილიანი სალონი, V-ს ფორმის პატარა „კუდი“ და ექვსძელიანი ელექტრო ამწევი სისტემა. ოთხი რეაქტიული ძელი დაყენებულია უკან დაკეცვად გრძელ ბერკეტებზე, ხოლო ორი - ფრთებზე. ყველა ფრთა ავტომატურად იკეცება უკანა მიმართულებით ქალაქის ქუჩებში კომფორტულად გადაადგილებისთვის. შუა ნაწილში არსებული ორი საყრდენი განკუთვნილია ვერტიკალური აფრენა-დაშვებისთვის, ისინი ასევე გამოიყენება ჰორიზონტალურად გადაადგილებისთვის. პერსპექტივაში Aska შეძლებს 240 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას და ერთ ფრენაზე 400 კილომეტრი მანძილის დაფარვას წყალბადზე მომუშავე ძრავის მოცულობის გაზრდის შედეგად. ამჟამად ჩეშენებული ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს მხოლოდ 110 კმ/სთ სიჩქარეს. მართვის საშუალებები წარმოდგენილია საჭითა და ორმხრივი გადაცემათა კოლოფის სისტემით. მართვის პანელი სენსორული ეკრანის სახით მდებარეობს თვალებისთვის კომფორტული კუთხით. Aska-ს მფლობელს სჭირდება მფრინავის ლიცენზია, მაგრამ ფრენის უმეტეს ნაწილზე ნახევრადავტონომიური კომპიუტერია პასუხისმგებელი. NFT აცხადებს, რომ ოთხადგილიანი პროტოტიპის ტესტირებები დაიწყება 2022 წლის ბოლოს, სერიული წარმოება კი - 2026 წლიდან. Aska-ს ფასი თითქმის 800 ათასი აშშ დოლარი იქნება. https://bit.ly/2P9hcH5
  6. ამერიკული კომპანია Amazon ფლობს სასურსათო მაღაზიების ქსელს, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელად იყენებს. მოლარეებზე უარის თქმის ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა შრომითი ბაზრის რთული ვითარების გამო, ხოლო ნივთების საფასურის გადახდის ტექნოლოგია მთავარი ოფისის მიმდებარე ბრენდულ საცალო სავაჭრო ობიექტებში უკვე შემოიტანა ინტერნეტ-გიგანტმა. ფოტოს წყარო: Reuters მსგავსი ტექნოლოგიის არსებობის შესახებ Amazon-მა პირველად ისაუბრა გასული წლის სექტემბერში, თუმცა პრაქტიკულად კომპანიამ ახლახანს განახორციელა სიეტლის ბრენდული მაღაზიების ქსელში პროდუქციის ანგარიშსწორების ფუნქცია ხელისგულის უკონტაქტო სკანირების გზით. Reuters-ის ინფორმაციით, Whole Foods-მაღაზიებში უკვე შეუძლიათ მომხმარებლებს ნივთის საფასურის გადახდა „ერთი ხელის მოსმით“. სპეციალური სკანერი ამოიცნობს ბიომეტრიული პარამეტრების ერთობლიობას, რომლის მიხედვით შესაძლებელი ხდება მფლობელის იდენტიფიცირება და მოხდება შესაბამისი თანხის ჩამოწერა მისი ანგარიშიდან. ამგვარი მეთოდით ანგარიშსწორებისთვის მომხმარებელს არ სჭირდება Amazon-ის ექაუნთი, საკმარისია, რომ მომხმარებელი წინასწარ დარეგისტრირდეს სერვის Amazon One-ზე, მიუთითოს საბანკო ანგარიშისა და ტელეფონის ნომრები, ასევე დაასკანეროს ხელისგული. ანგარიშსწორების ამგვარი მექანიზმი უახლოეს თვეებში დაინერგება ქსელში არსებულ სხვა სავაჭრო ობიექტებშიც. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მომხმარებლებს კვლავ მოემსახურებიან მოლარეები, რომელიც მოახდენენ კალათიდან ამოღებული პროდუქტების სკანირებას, ხოლო საფასურის გადახდა კი მოხდება ხელისგულით, უკონტაქტო მეთოდით. ეს ტექნოლოგია არ გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას. https://bit.ly/3tCcXmo
  7. ანალიტიკურმა სერვის CoinGecko-მ აამოქმედა პლატფორმა NFT Spotlight არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების ავტორების კრიპტო ქომიუნითისთან ურთიერთქმედებისთვის - ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში. სერვისის წარმომადგენლებმა NFT Spotlight-ის მიზნებად დაასახელეს: ხელოვნების შეფასების დემოკრატიზაცია - შემოქმედებითი პროცესის ფონი საშუალებას მისცემს ხალხს დააფასონ ავტორის წვლილი ნაშრომში; მხატვრების მომხმარებლებთან კომუნიკაციაში დახმარება CoinGecko-ს ქომიუნითის მეშვეობით; NFT-ის პოტენციური მფლობელების აუდიტორიის გაფართოება. სერვისმა აღნიშნა, რომ მესამე პუნქტში მოიაზრება სამი ტიპის არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების გავრცელება: ლეგენდარულის, იშვიათისა და ჩვეულებრივის. ბოლო ორი მათგანი ხელოვნების შექმნისთვის წვდომას უხსნის CoinGecko-ს ლოიალობის პროგრამის მონაწილეებს. პირველი მხატვარი, რომელიც შეუერთდა NFT Spotlight-ს, არის სვენ ებერვაინი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მან აუქციონი მოაწყო პლატფორმა OpenSea-ზე. შეგახსენებთ, 2021 წლის თებერვალში CoinGecko-მ გამოუშვა ინგლისურენოვანი წიგნი „How to Bitcoin“ კრიპტოვალუტების ინდუსტრიის დამწყები წევრებისთვის. https://bit.ly/2QjWept
  8. NVIDIA-ს დამფუძნებელმა მიმდინარე თვეში საკუთარი იდეები გაახმაურა არა მხოლოდ GTC ტრიბუნიდან და ინვესტორებისთვის განკუთვნილი ღონისძიებებიდან, არამედ საჯარო ინტერვიუებშიც, რაც რესურს Venture Beat-მა გაასაჯაროვა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ჩიპებზე შექმნილ დეფიციტს და კომპანიის ხელმძღვანელის აზრით მასთან საჭიროა მიდგომა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. NVIDIA-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, პანდემიამ დაარღვია მიწოდების ჯაჭვები, მაგრამ საავტომობილო ინდუსტრია საჭიროებს კომპონენტების ფუნქციების ინტეგრაციას და ავტომობილში მათი საშუალო რაოდენობის შემცირებას. სამომავლოდ, Jen-Hsun Huang-ის აზრით, გამოთვლითი დატვირთვის ნაწილი ქლაუდზე გადავა, რადგანაც სერვერულ სისტემებს არ აქვთ იგივე შეზღუდვები ენერგომოხმარებასთან ან კრისტალის ფართობთან დაკავშირებით, რომლებიც თან ახლავს საავტომობილო კომპონენტებს. უშუალოდ ჩიპებზე დეფიციტთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები უკვე აცნობიერებენ პრობლემის მასშტაბებს და ამოქმედდება წარმოების საკმარისი სიმძლავრეები. რამდენიმე წელში აღარავის ემახსოვრება ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტი - დარწმუნებულია კომპანიის ხელმძღვანელი. https://bit.ly/3ty6V6h
  9. 5G ეპოქაში შესვლის შემდეგ MediaTek გახდა სმარტფონების ჩიპების მსოფლიოში უდიდესი მომწოდებელი. თუმცა, მაღალი კლასის მობილური ტელეფონების ჩიპების ბაზარზე იგი მაინც ჩამორჩება Qualcomm-ს. MediaTek-ი 2020 წელს Dimensity 1000-თა და სხვა პროცესორების სერიებით გახდა სმარტფონებისთვის განკუთვნილი SOC-ის უმსხვილესი ჩინური მომწოდებელი. MediaTek-მა ვერ მიაღწია high-end ბაზარს მიუხედავად იმისა, რომ წინა Dimensity 1000+ და ახლახანს გამოშვებული Dimensity 1200 ფლობენ კარგ წარმადობას Qualcomm-ის სუბფლაგმანურ ჩიპთან შედარებით. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ MediaTek-ის ფლაგმანურ 4-ნანომეტრიან ჩიპს ექნება ჯერ არგამოსული Arm Cortex X2, A79, G79 და სხვა ახალი ARMv9 არქიტექტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ უფრო მძლავრ გარღვევას წარმადობის, ავტონომიური მუშაობის, უსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ამ ფლაგმანური ჩიპის პოზიცია შესაძლოა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე MediaTek Dimensity 1000 სერიის ინტეგრაცია. MediaTek-მა შესაძლოა გახსნას ფლაგმანური პროდუქტების ცალკე ხაზი. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ MediaTek Dimensity 2000 აგებული იქნებოდა 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით და უკვე მიიღო შეკვეთები სმარტფონების რამდენიმე ჩინური მწარმოებლისგან. სიახლე გამოქვეყნდა Taiwan Economic Daily-ში, რომელიც იუწყება, რომ ახალი თაობის 5G MediaTek ჩიპები თავდაპირველად დამზადდა 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, განახლდა 4-ნანომეტრამდე და ამავდროულად გზა ეხსნება 3-ნანომეტრიან პროდუქტებს. შედეგად MediaTek გახდა TSMC-ის 4- და 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის პირველი დამკვეთი. 4-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივი წარმოება გაუტოლდება Apple-ისას, შეკვეთები მიღებულია OPPO-ს, Vivo-ს, Xiaomi-სა და სხვა მსხვილი კომპანიებისგან. 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგია უზრუნველყოფს უფრო მაღალ წარმადობას და დაბალ ენერგომოხმარებას. MediaTek გახდება პირველი high-end ბაზარზე, რათა ეტაპობრივად დაარეგულიროს ბაზარი და უზრუნველყოს კარგი საფუძველი. 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის დანერგვით MediaTek-ის ახალი 5G ფლაგმანური ჩიპის ფასი გაიზრდება თითქმის 80 აშშ დოლარით, რაც ბევრად აღემატება ერთეულის ამჟამინდელ საშუალო ფასს. მაღალი ფასი ნიშნავს, რომ მხოლოდ ფლაგმანური მობილური ტელეფონები შეიძლება იყოს ამ ჩიპით აღჭურვილი. გამოსვლის შემდეგ Dimensity 2000 სერია შეძლებს კონკურენცია გაუწიოს Qualcomm 888-სა და სხვა ფლაგმანურ პროცესორებს, 4-ნანომეტრიანი ჩიპი კი - სამომავლო Qualcomm Snapdragon 895-ს. https://bit.ly/3aqTWLX
  10. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ Clubhouse-ში კონფერენციაზე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების ინდუსტრია ვერ შეძლებს თავის დაცვას მთავრობის ჩარევის გარეშე. ”მე რომ მარეგულირებელი ვიყო, ყველაზე ლოგიკური რამ იქნებოდა ტრადიციული ფინანსების არსებული წესების გადატანა კრიპტო ინდუსტრიაში,” - თქვა Zhao-მ. მან დაამატა, რომ კრიპტო ინდუსტრია მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული ფინანსებისგან. Binance-ის დამფუძნებლის თქმით, იგი თავს არ მიიჩნევს ლიბერტარიანელად ან ანარქისტად კრიპტო საზოგადოების ბევრი წევრისგან განსხვავებით. ”ბევრი ექსტრემალური ლიბერტარიანელია, ვისაც სჯერა, რომ ჩვენ კარგად ვმუშაობთ ყოველგვარი წესებისა და მთავრობის ჩარევის გარეშე. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის საკმარისად მზად არის. არ ვიცი როგორ დავიცავთ საკუთარ თავს ”, - განმარტა Zhao-მ. 12 მარტს Bloomberg-მა დაწერა, რომ ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) დაიწყო Binance-ის წინააღმდეგ გამოძიება კრიპტო დერივატივებით ვაჭრობაზე ლიცენზიის გარეშე აშშ-ის მაცხოვრებლების შესაძლო დაშვების შესახებ. ამის შესახებ თავად სააგენტოს კომენტარი არ გაუკეთებია. ახლახანს კრიპტობირჟამ დაიქირავა აშშ-ის ყოფილი სენატორი მაქს ბოკუსი ნორმატიულ-სამართლებრივ საკითხებში მრჩეველის სახით. მას დაევალა ურთიერთობა კომპანიას, ამერიკულ მარეგულირებლებსა და ხელისუფლებას შორის. 14 მარტს ბოკუსმა განაცხადა, რომ CFTC არ ადანაშაულებს Binance-ს რაიმე სახის დარღვევაში, არამედ ცდილობს გაერკვეს სწრაფად მზარდ კრიპტოინდუსტრიაში და „უბრალოდ კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს“. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერში Forbes-მა გამოაქვეყნა სტატია Binance-ის სტრატეგიის შემუშავების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა მარეგულირებლის მიზანმიმართულად მოტყუებას და აშშ-ის მომხმარებლებისგან ფარული მოგების მოპოვებას. ნოემბერში კრიპტობირჟამ ცილისწამების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, თუმცა 2021 წელს უკან გამოიტანა. იმავე წლის ნოემბერში Binance-მა ამერიკელ მომხმარებლებს მოსთხოვა პლატფორმა დაეტოვებინათ 14 დღის განმავლობაში. მანამდე პლატფორმაზე ვაჭრობისთვის ამერიკელ მომხმარებლებს რეგისტრაციის დროს შეეძლოთ მიეთითებინათ, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის მაცხოვრებლები. Binance.US ამოქმედდა 2019 წლის სექტემბერში. https://bit.ly/3v1aJNv
      • 1
      • Upvote
  11. კომპანია Apple ორ სხვა კომპანიასთან ერთად ქმნის საინვესტიციო ფონდს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცირების მიზნით. ფონდის საწყისი კაპიტალის სახით უკვე ჩაიდო 200 მლნ აშშ დოლარი. კომპანია გეგმავს ინვესტიციების ჩადებას სატყეო საწარმოებში, რადგან სწორედ ბუნება ასტიმულირებს ნახშირორჟანგის მოცილებას, - განაცხადა Apple-ის გარემოს დაცვის ვიცე- პრეზიდენტმა. ფონდს დაერქმევა Restore Fund (აღდგენის ფონდი). ფონდის მთავარი მიზანია ატმოსფეროდან წელიწადში მინიმუმ 1 მილიონი ტონა გაზის ამოღება. თავად კომპანიამ მიზნად დაისახა შეამციროს ემისიების რაოდენობა საკუთარ ინდუსტრიაში 75 პროცენტით, ხოლო დანარჩენი 25% ანაზღაურდება ამ ფონდით. ბუნების გაფრთხილება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ საწყენი იქნება, თუ iPhone-ის ნაკრებიდან ამოიღებენ USB-სადენს ან თავად შეფუთვას, რაც სავსებით მოალოდნელია, რადგანაც ამავე მიზეზით USB ადაპტერი უკვე ამოიღეს შემადგენლობიდან. Apple არ გამორიცხავს, რომ ფონდი მატერიალურ სარგებელს მოუტანს თავის ინვესტორებს, თუმცა ძირითადი მიზანი გარემოს გადარჩენაა. https://bit.ly/3ajTwXW
  12. გასულ კვირაში გეიმინგ მონიტორ Samsung Odyssey G9-მა პირველმა მიიღო სერიტიფიკაცია VESA DisplayHDR 2000, ამჯერად კი მომდევნო გახდა Acer EL491CRG9. Acer EL491CRG9 - ეს არის სუპერფართე მონიტორი გაფართოებით 5120 × 1440 პიქსელი. თამაშებისთვის იგი იყენებს 240 ჰერც კადრის განახლების სიხშირესა და GTG 1 მწ რეაქციის დროს. გარდა ამისა, მას აქვს როგორც NVIDIA G-Sync-ის, ასევე AMD FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა. პანელის გვერდების შეფარდებაა 32 : 9 და შეუძლია ჩაანაცვლოს 16: 9 ფორმატის ორი QHD მონიტორი. პანელის სიმრუდის მაჩვენებელია 1000R, აქვს Mini LED ტექნოლოგია ჩაბნელების ლოკალური ზონებით. მონიტორის სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 2000 ნიტი. მას ასევე აქვს 12-ბიტიანი ფერის სიღრმე და 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია სამი HDMI 2.x და ერთი DisplayPort 1.x, რაც ერთი პორტით მეტია Samsung Odyssey G9-სთან შედარებით. Acer EL491CRG9-ის ყველა მახასიათებელს თუ განვიხილავთ, შესაძლებელია ბევრი საერთოს პოვნა მასსა და Samsung Odyssey G9-ს შორის. დისპლეის პრაქტიკულად ყველა მახასიათებელი ორივე მონიტორს იდენტური აქვს. დისპლეებს შორის უმნიშვნელო განსხვავებაა 12-ბიტიანი ფერის სიღმე Acer EL491CRG9 მოდელის შემთხვევაში და 10-ბიტიანი - Samsung Odyssey G9 მოდელში. ორივე მათგანში გამოყენებულია ერთი და იგივე პანელი, ორივე მათგანის დასახელების ბოლოს არის „G9“. Acer EL491CRG9 მონიტორის მიმდინარე ფასი დახლოებით 2300 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ორჯერ ნაკლებია Samsung Odyssey G9 მოდელის ფასზე - 4600 აშშ დოლარზე. თუმცა ეს ფასები არაოფიციალურია და შესაძლოა შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ ამ სიახლეების შემდგომ, VESA-მ გააკეთა განცხადება, რომ DisplayHDR 2000 სერტიფიკაცია არ არსებობს და გამოყენებული ლოგოც არალეგიტიმურია: https://displayhdr.org/pr/vesa-addresses-use-of-illegitimate-displayhdr-2000-logo/ https://bit.ly/32oAsmH
  13. 2015 წლის ბოლოდან მოყოლებული Bitcoin-ის მოპოვებისთვის ელექტროენერგიის ხარჯები 66-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ წერს Bloomberg ფინანსურ კონგლომერატ Citigroup Inc.-ის ანალიტიკოსების მოხსენებაზე დაყრდნობით. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ენერგიის მოხმარების დონე კვლავ გაიზრდება, ვინაიდან Bitcoin-ის ღირებულება მატულობს. კემბრიჯის უნივერსიტეტის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის ბოლო მონაცემებით Bitcoin-ის ქსელიდან ელექტროენერგიის წლიურმა მოხმარებამ 141.61 ტერავატ/სთ-ს მიაღწია და 2019 წელს უკრაინისა და შვედეთის მაჩვენებლებს გადააჭარბა. წყარო: University of Cambridge. რადგანაც კრიპტოვალუტის მოპოვება უარყოფითად აისახება კლიმატზე, სამომავლოდ შეიძლება გამკაცრდეს მოპოვების რეგულაცია, თვლის Citigroup. „კრიპტოვალუტების მოპოვება შესაძლოა მოექცეს მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან უფრო მეტი ყურადღების და კონტროლის ქვეშ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი აშშ გააგრძელებს მაინინგ-სიმძლავრის ზრდას, ჩინეთში Bitcoin-ის მოპოვების შეზღუდვის ფონზე“ - ნათქვამია ანგარიშში. ჩინელი და ბრიტანელი ეკონომისტების ჯგუფმა დაადგინა, რომ 2024 წლისთვის ჩინეთის Bitcoin-ფერმები 296.59 TWh ელექტროენერგიას მოიხმარენ და სათბურის გაზების ემისიით ფილიპინებს გადააჭარბებენ. უარყოფითი ეფექტის შემცირების მიზნით მეცნიერებმა ხელისუფლებას მოუწოდეს შეზღუდოს პირველი კრიპტოვალუტის წარმოება ჩინეთის იმ რეგიონებში, სადაც ნახშირის თბოელექტროსადგურები ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა. https://bit.ly/2OSkkH1
  14. Google Earth-მა მიიღო 3D Timelapse ფუნქცია, რომელიც გვიჩვენებს რამდენად შეიცვალა ჩვენი პლანეტა 1984 წლის შემდეგ. საძიებო გიგანტმა განაცხადა, რომ იგი შეუერთდა კარნეგი მელონის უნივერსიტეტის ლაბორატორია CREATE-ს, რათა შექმნან ტექნოლოგია, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ ფუნქციას. ეს ფუნქცია, Google-ის განცხადების თანახმად, 2017 წლის შემდეგ პლატფორმისთვის ყველაზე დიდი დამატებაა. „Timelapse-ის მეშვეობით ბოლო 37 წელში Google Earth-ში 24 მილიონი თანამგზავრული ფოტოები შეგროვდა ინტერაქტიულ 4D-ინტერფეისში. ამჯერად ყველა მსურველს შეუძლია დააკვირდეს დროის განვითარებას და გახდეს თითქმის ოთხი ათწლეულის ცვლილებების მოწმე“ - განაცხადა Google Earth, Earth Engine & Outreach-ის დირექტორმა რებეკა მურმა. Google-ს თქმით, დამკვირვებელს შეუძლია აირჩიოს პლანეტაზე ნებისმიერი ადგილი, სადაც დროის ცვლას დააკვირდება. საძიებო გიგანტმა აგრეთვე შექმნა პლატფორმა, სახელწოდებით voyager, რომელიც გთავაზობთ ინტერაქტიულ ტურებს ტყის საფარის ცვლილებისა და ქალაქების გაფართოების შესახებ. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3dkP9NY „ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე მოხდა გარემოს ცვლილება ყველაზე მეტად მთელი კაცობრიობის ისტორიაში. ბევრმა ჩვენგანმა ეს ცვლილებები საკუთარ თავზე გამოცადა. მე თავად ვიყავი ათასობით კალიფორნიელს შორის, რომელთა ევაკუაცია მოხდა გასულ წელს ხანძრის გამო. ზოგისთვის კლიმატის ცვლილების ისეთი შედეგები, როგორიცაა მყინვარების დნობა, აბსტრაქტული და შორეული ჩანს. Google Earth-ში Timelapse-სთან ერთად ჩვენ ხელთ გვაქვს აშკარა სურათი ჩვენი პლანეტის შეცვლის შესახებ, რაც გვიჩვენებს არა მხოლოდ პრობლემებს, არამედ გადაჭრის გზებს, ასევე მომხიბლავ, ლამაზ ბუნებრივ მოვლენებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა ”, - განაცხადა მურმა. Google Earth-ში ანიმაციური დროის კადრების დასამატებლად კომპანიამ 1984–2020 წლებში დააგროვა 24 მილიონზე მეტი სატელიტური სურათი აშშ-ის ხელისუფლების, ევროკავშირისა და NASA-ს მონაცემების გამოყენებით. შემდეგ კომპანიამ გააერთიანა 20 პეტაბაიტი თანამგზავრული ფოტოები ერთიან 4.4-ტერაპიქსელიან ვიდეოში. Google-ის მონაცემებით, ეს არის დაახლოებით 530 ათასი ვიდეო 4K გაფართოებით. კომპანიამ აღნიშნა, რომ ყველა გამოთვლა განხორციელდა მის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვის პირობებში და 100%-ით განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით. Google Earth-მა პლატფორმაზე ფუნქცია Timelapse უკვე წარადგინა 2013 წელს, რომელიც გვიჩვენებდა პლანეტის ორგანზომილებიან გამოსახულებას 1984-დან 2012 წლამდე. განახლებული ფუნქცია გვთავაზობს უფრო დამაჯერებელ გამოცდილებას და უახლეს მონაცემებს. როგორც ვიდეოები გვიჩვენებს, ბოლო 37 წელში ბევრი რამ შეიცვალა. Google-მა განაცხადა, რომ Google Earth-ში ფუნქციის განახლებას გეგმავს ყოველწლიურად მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. „ვიმედოვნებთ, რომ პლანეტის მიმართ ამგვარი ხედვა საფუძვლად დაედება დისკუსიებს, ხელს შეუწყობს აღმოჩენებს და შეცვლის ხედვებს გლობალური პრობლემების მიმართ“ - განაცხადა მურმა. https://bit.ly/3uUiAML
  15. ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში Tesla გახდება უმსხვილესი კომპანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით Google მეტისმეტად წინ არის. მასკი ასევე დარწმუნებულია, რომ ერთადერთი მეთოდი ავტონომიური მართვის პრობლემის გადასაჭრელად არის რეალური ხელოვნური ინტელექტის საკითხის მოგვარება, რითიც დაკავებულია Tesla. ”ვითარება უიმედოა, თუ კომპანია არ ფლობს ხელოვნურ ინტელექტს მყარი გამოთვლებით. ეს წარმოუდგენლად რთულია, ”- თქვა მან. Tesla ემზადება "Full Self Driving Beta" უპილოტო პროგრამული უზრუნველყოფის საკუთარი ვერსიის გამოსაცემად, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია ტესტერების მცირე ჯგუფისთვის. მასკის თქმით, ავტონომიური მანქანების მწარმოებელი კომპანიების უმეტესობისგან განსხვავებით Tesla-ს თვითმართვადი ალგორითმები არ იყენებს სენსორებისა და ლიდარების კომბინაციას, არამედ ეყრდნობა მხოლოდ ვიდეოკამერებს და კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიას. შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში კომპანია Tesla-მ განახორციელა 1.5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება Bitcoin-ში. 2021 წლის აპრილში თანამდებობა დატოვა Waymo-ს გენერალურმა დირექტორმა, უპილოტო ავტომობილების დეველოპერმა. ექსპერტების ვარაუდით, კომპანია ემზადება რობოტაქსების ქსელის გაფართოებისთვის. მარტის დასაწყისში Honda-მ გამოუშვა პირველი უპილოტო მანქანა, რომელსაც მძღოლის მეთვალყურეობის ქვეშ შეუძლია გადაადგილება. 2020 წლის დეკემბერში კომპანია Lyft-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ბევრ ქალაქში სრულიად უპილოტო ავტომობილებს გამოუშვებს 2023 წელს. https://bit.ly/3slQHeP
  16. ვებ-გვერდ NonFungible.com-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ტრანზაქციებს იკვლევს, NFT-ის გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ოცჯერ მეტია წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, მყიდველების რაოდენობა გამყიდველების რაოდენობაზე ორჯერ მეტია. იმავე წყაროს მონაცემები მიუთითებს ხელოვნების და კოლექციონირების მოთხოვნილების უპირატესობაზე, კერძოდ კი ისეთ პროექტებში, როგორიცაა CryptoPunks და SuperRare. თებერვლის მაქსიმუმის შემდეგ NFT-ის ფასის ახლანდელი ვარდნის მიუხედავად მიმდინარე კვარტალში მისი საშუალო ფასი „საგრძნობლად გაიზარდა“. 2020 წლის მეოთხე კვარტალში ამ სფეროში განხორციელდა 93 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციები. ანგარიშში ვერ მოხვდა NBA Top Shots-ის გაყიდვები - ეს არის ვიდეორგოლები, რომლებიც იქცევა NFT-დ და შემდეგ იყიდება. ვებ-გვერდის მონაცემებით, ვაჭრობა მიმდინარეობს პალტფორმა Flow-ზე და პირველ კვარტალში გაყიდვები 472 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ასევე არ შესულა 69 მლნ აშშ დოლარის ღირებულების NFT, რომლებიც გაყიდა Beeple-მ პრესტიჟულ აუქციონ Christie’s-ზე მიმდინარე წლის მარტში. რაც შეეხება გამყიდველთა და მყიდველთა რაოდენობას, აშკარა დისბალანსი იყო ამ უკანასკნელთა გადაჭარბებით: 73 ათასი მყიდველი და მხოლოდ 33 ათასი გამყიდველი. ამგვარი დისბალანსი იძლევა „სიგნალს, რომ NFT ბაზარზე ახალმოსულთა დიდი ინტერესი ფიქსირდება“. აგრეთვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამჟამინდელი მფლობელების სურვილია შეინარჩუნონ თავიანთი აქტივები, რაც ქმნის ბაზარზე დეფიციტის ფენომენს“. პირველ კვარტალში თითქმის 150 ათასი აქტიური ციფრული საფულე იყო, რაც ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ არსებული ციფრული საფულეების რიცხვი. ასევე გაიზარდა ციფრული ნამუშევრების საშუალო ფასი: SuperRare-ზე NFT-ები მეოთხე კვარტალში საშუალოდ 1231 აშშ დოლარად იყიდებოდა, ხოლო პირველ კვარტალში მეორად ბაზარზე 6585 აშშ დოლარად იყიდება. https://bit.ly/3dnlzaP
  17. ჯერჯერობით ამერიკული სანქციები მოწინავე ნახევრადგამტარი პროდუქციის წარმოებისთვის განკუთვნილი ლითოგრაფიული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების სფეროებში შერჩევით ხასიათს ატარებს და შეზღუდვების მთავარ მსხვერპლად შესაძლებელია კომპანია SMIC ჩაითვალოს. როგორც Reuters აღნიშნავს, აშშ-ის გავლენიან პირთა წრეში იმყოფებიან აქტივისტები, რომლებიც ყველა ჩინური კომპანიისთვის სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდებენ. სენატორებმა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ Gina Raimondo-ს მიმართეს, რომ აუცილებელია წვდომის შეზღუდვა 14-ნანომეტრიანი და უფრო თანამედროვე ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობაზე. მათი სურვილით, აკრძალვა უნდა გავრცელდეს ყველა ჩინურ კომპანიაზე და არა მხოლოდ იმათზე, ვინც კომპონენტებს ამზადებს Huawei Technologies-ისთვის, როგორც ამჟამად ხდება. წერილში მოცემული ფიგურალური გამონათქვამები მოითხოვს ისეთი სცენარის გამორიცხვას, რომლის მიხედვით „კომუნისტებს მიჰყიდიან თოკს, რომლითაც ისინი უკან დაქაჩავენ მათ“. განიხილავს თუ არა ამ ინიციატივას ამერიკის ხელისუფლების ყველა შტო - დიდწილად დამოკიდებულია საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე. https://bit.ly/3mPJbrJ
  18. ნახევრადგამტარი პროდუქციის მინიატურიზაციისკენ სწრაფვის მიუხედავად ჯერჯერობით შეუძლებელია ყველა ელექტრონიკის შექმნა ერთიანი ჩიპის სახით. სამონტაჟო დაფაზე ჯერ კიდევ ბევრია კომპონენტები, მაგალითად კვებაზე პასუხისმგებელი ნაწილები. მინიატურული მოწყობილობების შექმნის მიზნით დეველოპერები ქმნიან სულ უფრო მცირე ზომის დისკრეტულ კომპონენტებს. ამ მიმართულებით ყველაზე წარმატებულია კომპანია Samsung Electro-Mechanics, რომელმაც წარადგინა MLCC-კონდენსატორი უნიკალური თვისებებით. ფოტოს წყარო: Samsung Electro-Mechanics MLCC-კონდენსატორები, ანუ მრავალშრიანი კერამიკული კონდენსატორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კვების ჯაჭვის სტაბილიზაციის სქემებში. ისინი გამოიყენება ჩიპების დასაკავშირებლად და დაფასა და მოწყობილობაში გარკვეული მოცულობის სივრცეს იკავებენ. ამიტომ, კონდენსატორების ზომებს მათ სამუშაო მახასიათებლებთან მიმართებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სმარტფონის შემადგენლობაში შესაძლოა მოცემული იყოს ათასამდე ამგვარი კომპონენტი. ფოტოს წყარო: Samsung Electro-Mechanics 1 მკფ მოცულობის 0402 ტიპის ელემენტში (სიგრძე 0.4 მმ, სიგანე 0.2 მმ) მაქსიმალურმა სამუშაო ძაბვამ შეადგინა 4 ვოლტი. სმარტფონებისა და სხვა ელექტრონიკის კვების ჯაჭვში გამოყენებისთვის ეს მაჩვენებელი ცოტაა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მოწყობილობის საიმედო და გრძელვადიანი მუშაობა. მწარმოებლები იძულებულნი იყვნენ გამოეყენებინათ უფრო დიდი მოცულობის კომპონენტები. ამჯერად Samsung Electro-Mechanics-მა განაცხადა, რომ შექმნეს ტექნოლოგია და აღჭურვილობა 0402 ტიპის მრავალშრიანი კერამიკული კონდენსატორების წარმოებისთვის, 1 მკფ სიმძლავრით და 6.3 ვოლტი ძაბვით. ეს ელემენტები შესანიშნავად იმუშავებს ძაბვის სტაბილიზაციის ჯაჭვებში და არა მხოლოდ. მინიატურიზაციის საკითხში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ფოტოს წყარო: Samsung Electro-Mechanics აღსანიშნავია, რომ ამგვარი კონდენსატორების წარმოების მიზნით, Samsung-მა შეიმუშავა ულტრათხელი დიელექტრიკული ფირების შექმნის ტექნოლოგია, რაც შეიძლება ჩაითვალოს ნანოტექნოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების შესანიშნავ მაგალითად. https://bit.ly/3uWifJG
  19. ციფრული ფული, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ ბევრი სიფრთხილითა და დაცინვით ეკიდებოდა, თანდათანობით ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ტრადიციული ბანკები ეხმარებიან ინვესტორებს კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჩადებაში, ხოლო ტექნოლოგიური გიგანტები, მაგალითად Tesla, თავიანთ პროდუქციას ციფრულ ფულზე ყიდიან. კრიპტო ბირჟა Coinbase, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს, გავიდა საფონდო ბირჟაზე, რაც ინდუსტრიისთვის უდიდეს მოვლენას წარმოადგენს. Coinbase-ის თითო აქცია წინასწარ შეფასდა 250 აშშ დოლარად, რაც შეესაბამება კომპანიის ჯამურ ღირებულებას, 65 ათას აშშ დოლარს. Nasdaq-ზე გასვლიდან რამდენიმე წუთში კი აქციის ფასი 58%-ით გაიზარდა და მიაღწია 381 აშშ დოლარს, რისი წყალობით ამჟამად კომპანიის ღირებულება თითქმის 100 მლრდ აშშ დოლარს უდრის. აღვნიშნავთ, რომ 2018 წელს Coinbase-ის ღირებულება 8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. 2012 წელს დაარსებული კომპანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახდა კრიპტოვალუტების ბაზარზე. Bitcoin-ის პარალელურად იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იყიდონ და გაყიდონ დაახლოებით 50 სხვადასხვა კრიპტოვალუტა. დღესდღეობით კომპანიაში მუშაობს ათასზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ემსახურებიან მსოფლიოს ასი ქვეყნის 56 მილიარდ მომხმარებელს. ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ Coinbase-ის საფონდო ბირჟაზე გასვლა გარდამტეხი მომენტია მთელ ინდუსტრიაში. აღნიშნული მოვლენა შეგვიძლია შევადაროთ საფონდო ბირჟაზე კომპანია Netscape-ის შესვლას 1990 წელს. ეს ფაქტი ინდუსტრიის სიმწიფეზე მიუთითებს. სილიკონის ველის კომპანიებისთვის დამახასიათებელია ბირჟაზე შესვლა მანამდე, სანამ ისინი პირველ მოგებას მიიღებენ, თუმცა Coinbase უკვე პლიუსშია. შეფასებების თანახმად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ გამოიმუშავა 730-დან 800 მლნ აშშ დოლარამდე, რაც ბევრად მეტია, ვიდრე 322 მლნ აშშ დოლარი, რომლის გამომუშავებაც კომპანიამ მთელი გასული წლის განმავლობაში მოახერხა. ამასთან, ზოგიერთ ინვესტორს კომპანიაში კაპიტალის ჩადების მაინც ეშინია. მათ აღელვებთ ის ფაქტი, რომ წარმატება დამოკიდებულია არა ისეთ სტანდარტულ ფაქტორებზე, როგორებიცაა ეკონომიკა და კონკურენციის ძირითადი კანონები, არამედ კრიპტოვალუტების კურსის ცვალებადობა, რომლის პროგნოზირება უკიდურესად რთულია. Coinbase-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის მოლოდინში კრიპტოვალუტების ფასები რეკორდულ ნიშნულებამდე გაიზარდა. სტატიის წერის მომენტში CoinDesk-ის თანახმად Bitcoin-ის ფასმა თითქმის 65 000 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო Ethereum 2399 აშშ დოლარად იყიდება. https://bit.ly/3dhRoSc
  20. ვიდეო დაფების დეფიციტი, რის გამოც ფასები იზრდება, ყველა მომხმარებელს აწუხებს. ინვესტორების ყოველწლიურ შეკრებაზე NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა განაცხადა, რომ კომპანიის კვარტალური შემოსავალი 5.3 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, დაკავშირებულია მაინერებთან, რომლებმაც მოთხოვნა გაზარდეს ვიდეო ადაპტერებზე. კოლეტ კრესს მიაჩნია, რომ დეფიციტის პრობლემა ვერ მოგვარდება მომავალი წლის პირველ კვარტლამდე, ვინაიდან NVIDIA-ს არ გააჩნია საკუთარი საჭირო სიმძლავრე და არ ადგენს ფასებს საკუთარ პროდუქტებზე - ამ ყველაფერს აკეთებენ AIB პარტნიორები, რომლებიც არ იცავენ NVIDIA-ს საფასო რეკომენდაციებს და აწესებენ საკუთარ, ბაზრის შესაბამის ფასებს. ამის გამო პრობლემა დროულად ვერ მოგვარდება. ფინანსური დირექტორის განცხადებით, NVIDIA შეშფოთებულია ამ პრობლემით და ამ მიმართულებით „ფანტასტიურად“ მუშაობს, გეგმავს ვიდეო დაფების წარმოების მაქსიმალურად გაზრდას მიმდინარე წელს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სიტუაციის დასტაბილურება 2022 წლამდე არ არის მოსალოდნელი. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, ამ დრომდე ითვლებოდა, რომ პრობლემა მიმდინარე წლის ზაფხულში მოგვარდებოდა. https://bit.ly/3a7KX2f
  21. ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა კომპანია Xpeng Motors-მა წარადგინა სედანი P5 ავტონომიური მართვის ახალი ფუნქციებით. მისი წყალობით კომპანია ცდილობს დაწინაურდეს ჩინეთის ზეკონკურენტულ საავტომობილო ბაზარზე. P5 არის Xpeng-ის მესამე სერიული მოდელი და გვევლინება, როგორც Tesla Model 3-ის პირდაპირი კონკურენტი. კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი ელექტრომობილის ფასს გამოაცხადებს შანხაის ავტოსალონზე 19 აპრილს. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ მანქანის ღირებულება გაცილებით დაბალი იქნება წინა მოდელ Xpeng P7-თან შედარებით, რომელიც ღირს დაახლოებით 35 ათასი აშშ დოლარი. მაგალითისთვის, Tesla Model 3-ის ფასი ჩინეთში 37 ათასი აშშ დოლარიდან იწყება. Xpeng აცხადებს, რომ ახალი ელექტრომობილი ჩინეთის ბაზარზე მიმდინარე წლის მესამე ან მეოთხე კვარტალში გამოვა. გარდა ამისა, ელექტრომობილი ხელმისაწვდომი იქნება ნორვეგიაშიც, რაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ Xpeng-ისთვის პირველია. სამომავლოდ კომპანია გეგმავს ევროპის სხვა ბაზრებზე გასვლასაც. იმისთვის, რომ კონკურენტების ფონზე გამოირჩეოდეს, Xpeng თავის პროდუქციაში ნერგავს ავტონომიური მართვის მოწინავე ტექნოლოგიებს. მაგალითად, სედან P5-ში ხელმისაწვდომია LiDAR სენსორი, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზომოს ობიექტამდე დაშორების მანძილი ლაზერული სხივების მეშვეობით. გარდა ამისა, ავტომობილს შეუძლია შექმნას დაბრკოლებების სამგანზომილებიანი მოდელები, რაც მას საშუალებას მისცემს განასხვაოს ქვეითები, ველოსიპედისტები, საგზაო სამუშაოები და სხვა მანქანები სიბნელეშიც კი. Xpeng-მა აგრეთვე წარადგინა მძღოლის დამხარე სისტემის განახლებული ვერსია XPILOT 3.5, რომლის მეშვეობით ავტონომიურად სრულდება ისეთი ამოცანები, როგორებიცაა მოძრაობის ზოლის ცვლილება და სხვა სატრანსპორტო საშულებების გასწრება. ადრე ეს ფუნქციები მხოლოდ მაგისტრალებზე მოძრაობის დროს იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი მათი გამოყენება ქალაქის პირობებშიც არის შესაძლებელი. კვლევითი კომპანია Canalys-ის მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარი 1.9 ერთეულამდე გაიზრდება, რაც 51%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით. ინდუსტრია სულ უფრო მეტი კომპანიის ყურადღებას იპყრობს. რაც შეეხება Xpeng-ს, გასულ წელს კომპანიამ 27041 მანქანა გაყიდა, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლის მონაცემს. შედარებისთვის, Tesla-მ ჩინეთში გაყიდა 137 ათასზე მეტი Model 3. https://bit.ly/3ea3RXA
  22. კრიპტობირჟა Kraken-ის გენერალური დირექტორი ჯესი პაუელი საზოგადოებას აფრთხილებს კრიპტოვალუტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება არ არის უსაფუძვლო, თუკი გავიხსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, მაგალითად ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განგაში ატეხეს, რომ Bitcoin-ი გამოიყენება ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა უკანონო საქმიანობებისთვის. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ მალე ბევრი ხელისუფლება დაიწყებს წრის შევიწროებას Bitcoin-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციების ირგვლივ. Kraken ციფრული ვალუტებით ვაჭრობის მოცულობის სიდიდით მეოთხე ბირჟაა მსოფლიოში. ამჟამად იგი განიხილავს Coinbase-ის ანალოგიურად ბირჟაზე გასვლას პირდაპირი ლისტინგის გზით, მომდევნო წელს - ვაჭრობის რეკორდული მოცულობის მიღწევას პირველივე კვარტალში. რაც შეეხება Coinbase-ს, მის დებიუტს მოუთმენლად ელიან კრიპტო-ინვესტორები, რადგანაც მისმა შეფასებამ შესაძლოა მიაღწიოს 100 მლრდ აშშ დოლარს (ეს უფრო მეტია, ვიდრე სავაჭრო პლატფორმის ისეთი მსხვილი ოპერატორების მაჩვენებლები, როგორიცაა Intercontinental Exchange, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელი), რაც ციფრულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება უოლ სტრიტისა და მარეგულირებლის მხრიდან მრავალწლიანი სკეპტიციზმის შემდეგ. Kraken-ის აზრით, კრიპტივალუტებისთვის რისკს წარმოადგენს გაურკვევლობა მათი რეგულირების შესახებ. აშშ-ის ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ გამოცემული წესები ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ მოითხოვს იმ პიროვნებების ვერიფიკაციას 3 ათას აშშ დოლარიანი და მეტი ღირებულების ტრანზაციის განხორციელებისას, რომლებიც კრიპტოვალუტას კერძო ციფრულ საფულეში ინახავენ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კრიპტოვალუტები და განსაკუთრებით Bitcoin-ი ხშირად ასოცირდება უკანონო საქმიანობებთან იმის გამო, რომ ვინც ოპერაციებს ახორციელებს, ფსევდონიმს იყენებს. ამასთან, შესაძლებელია ნახვა თუ სად იგზავნება ფული, თუმცა არ ჩანს ვინ გაგზავნა ან ვინ მიიღო. მაგრამ, ანალიტიკური კომპანია Chainalysis-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტების გამოყენებით განხორციელებული საქმიანობა რეალურად დიდწილად კანონიერია - უკანონო საქმიანობაზე მოდის კრიპტო ტრანზაქციების საერთო წილის მხოლოდ 0.34%. კრიპტო-ბირჟის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ აშშ ზედმეტად ექცევა მოქმედი ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი ბანკების ზეწოლის ქვეშ, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული დანაკარგები განიცადონ იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ოფიციალურად იქნება აღიარებული. „მე ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკვე ძალიან გვიანი იყოს - შესაძლოა ჯინი უკვე გამოუშვეს ბოთლიდან და კრიპტოვალუტების აკრძალვის მცდელობა მათ კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ეს, რა თქმა უნდა, სიგნალს გაგზავნის, რომ ხელისუფლება მათ საკუთარი ვალუტის უკეთეს ალტერნატივად მიიჩნევს. ” თუკი სხვა ქვეყნებზე ვისაუბრებთ, რომელთაც შეერთებული შტატების მსგავსად კრიპტოვალუტებზე შემოაქვთ ახალი მკაცრი წესები, მაშინ შეგვიძლია აღვნიშნოთ ინდოეთი: მისი ხელისუფლება განიხილავს კანონპროექტს, რომელიც კრძალავს კრიპტოვალუტის გამოყენებას და დაისჯება ყველა, ვინც მათ ფლობს ან ვაჭრობს კრიპტოვალუტების გამოყენებით. https://bit.ly/2ON2Pbh
  23. ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რელიზისთვის ემზადება სამომხმარებლო ვიდეო დაფა Radeon RX 6900 XT დასახელებით - Red Devil Ultimate. Big Navi სერიის წარმომადგენლებს შორის იგი იქნება ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე ტაქტის სიხშირეების მიხედვით: მოსალოდნელი სიხშირეა 2.4-დან 2.6 გჰც-მდე. სერია „წითელი ეშმაკის“ ანონსი შედგა გასულ წელს, ამჯერად კი ხელმისაწვდომი გახდა პირველი ინჟინრული ნიმუშები. Wccftech-ის ინფორმაციით, PowerColor-ის ეს მოდელი აღჭურვილია მეხსიერების ყველაზე დიდი მოცულობით. ვიდეო დაფის მთავარი დანიშნულებაა გეიმინგი და ოვერქლოქინგი, მისი შექმნისას აქცენტი გაკეთდა სწორედ ენთუზიასტებსა და ოვერქლოქერებზე. დაფის კვება ხორციელდება 16-ფაზიანი კვების სისტემით, სამი 8-პინიანი კონექტორის მეშვეობით. რაც შეეხება კონსტრუქციასა და გარეგნულ სახეს, PowerColor Radeon RX 6900 XT Red Devil Ultimate-ს ექნება გაგრილების ისეთივე სისტემა, როგორც დანარჩენ, ამჟამად არსებულ ვიდეო დაფებს, რომელთა კოდური დასახელებაა Red Devil. ჩუმი რეჟიმის პირობებში ვიდეო დაფა მოიხმარს 272 ვატ ენერგიას, Boost-რეჟიმში - 303 ვატს. სიხშირე 2425 მჰც აჩქარებისას Red Devil Ultimate-ს აქცევს ყველაზე სწრაფ დაფას RX 6900 XT-ის ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ 3000 მეგაჰერცს ზემოთ დაფის აჩქარება შეუძლებელია: მწარმოებელმა კომპანიამ დააწესა ხელოვნური ბარიერი სიხშირის ზრდაზე. პორტალ overclocking.com-ზე წარმოდგენილმა BIOS-მა სიხშირე დმატებით 30 მეგაჰერცით გაზარდა. ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტის გათვალისწინებით ვიდეო დაფის ყიდვის მსურველს არანაკლებ 2 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. ﷟HYPERLINK "https://wccftech.com/powercolor-fastest-radeon-rx-6900-xt-red-devil-ultimate-graphics-card-big-navi-21-xtxh-gpu/" https://bit.ly/32c7h6j
  24. ელექტრომობილების ბაზარი ვითარდება არა მხოლოდ აკუმულატორების მიმართულებით - უმჯობესდება ელექტროძრავები და მასთან დაკავშირებული ელექტროტექნიკა. იაპონური კომპანია Yamaha უკვე მზადაა მომხმარებლებს წარუდგინოს კომპაქტური ელექტროძრავების ნიმუშები 469 ცხენის ძალა სიმძლავრითა და 800 ვოლტი ძაბვით. შესაძლებელია ელექტრო ჰიპერმანქანაში ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს ოთხი ასეთი ძრავი, შედეგად ჯამური სიმძლავრე 1877 ცხენის ძალა იქნება. ფოტოს წყარო: Yamaha Motor გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, Yamaha Motor-მა შეიმუშავა ინდუსტრიაში გაბარიტების შესაბამისად უმძლავრესი ელექტროძრავი. კომპაქტურ კორპუსში მოცემულია კბილანა რედუქტორი, ინვერტერი და თავად ელექტროძრავი, გამოიყენება ქსელი 800-ვოლტიანი ძაბვით. გასული წლიდან მოყოლებული Yamaha გვთავაზობს ელექტროძრავებს საშუალო სიმძლავრით 35-დან 200 კილოვატამდე. მათი გამოყენება შესაძლებელია მოტოტექნიკასა და ელექტრომობილებში, თუმცა ახალი ძრავი ამ ტიპის ელექტროძრავების სიმძლავრის ზღვარს 350 კილოვატამდე გაზრდის. გადახურებასთან გამკლავებისთვის ელექტროძრავში გამოიყენება გაგრილების სისტემა საპოხი მასალებით. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი ძრავები გამოყენებული იქნება სპორტული ელექტრომობილების შექმნისას. ელექტრომობილში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ერთიდან ოთხამდე ელექტროძრავი. ოთხივე ძრავის გამოყენების შემთხვევაში სიმძლავრე აღწევს 1400 კილოვატს, 1877 ცხენის ძალას. Yamaha-ს ახალი ელექტროძრავების პროტოტიპების დემონსტრაცია შედგება გამოფენა Automotive Engineering Exposition 2021-ზე, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართება. https://bit.ly/2RunKAJ
  25. 2021 წლის პირველ კვარტალში კრიპტოსავალუტო კომპანიებმა ვენჩურული ინვესტორებისგან მოიზიდეს 50 მლნ აშშ დოლარი და მეტი 2020 წელთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად. ამას მოწმობს The Block Research-ის მონაცემები. კვლევის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში ვენჩურულმა ინვესტორებმა დადეს შვიდი გარიგება, თითოეულის ღირებულება 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი იყო, ხოლო 2020 წელს ამგვარი ოთხი გარიგება შესრულდა. კიდევ შვიდი გარიგების ღირებულება შეადგენდა 50-დან 100 მლნ აშშ დოლარს - გასულ წელს მსგავსი გარიგებების რაოდენობა მხოლოდ სამი იყო. წყარო: The Block. ანალიტიკოსების მონაცემების თანახმად 2020 წლის შეჯამებით გარიგების საშუალო მოცულობამ შეადგინა 5.7 მლნ აშშ დოლარი. 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 12.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. CB Insights-ის თანახმად პირველ კვარტალში კრიპტო კომპანიებში ჩადებული ვენჩურული ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 2.6 მლრდ აშშ დოლარი. ეს მაჩვენებელი აღემატება მთლიანი გასული წლის მაჩვენებელს, როდესაც ინდუსტრიამ შეძლო 2.3 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვა. The Block-ის სპეციალისტებმა გასული წლის კრიპტოინდუსტრიის ვენჩურული ფინანსირების მოცულობა 3.1 მლრდ აშშ დოლარად შეაფასეს და დაითვალეს 774 გარიგება. https://bit.ly/3thStyU
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.