Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წინადადებაა გაფართოვდეს ბროკერების საანგარიშო მოთხოვნები კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. ამის შესახებ საუბარია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებებში. დეპარტამენტის ცნობით, ციფრული აქტივების ბაზრის განვითარებასთან ერთად გადასახადის გადამხდელებმა შეძლეს გადასახადების გადახდის თავიდან აცილება. ”გადასახადების თავიდან აცილება კრიპტოქსელების გამოყენებით სწრაფად მზარდი პრობლემაა”, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში. ინიციატივის გავრცელება ასევე იგეგმება Bitcoin-ბირჟებსა და კასტოდიალურ საფულეებზე. ისინი ვალდებულნი იქნებიან გასცენ ინფორმაცია ბენეფიციარების ანგარიშების შესახებ ინფორმაციის გაცვლის საერთაშორო ქსელში, რომლის წევრის არის აშშ. დამტკიცების შემთხვევაში ზომები ძალაში 2023 წელს შევა. ფინანსთა სამინისტრო აგრეთვე გამოვიდა ინიციატივით - დაინერგოს „ყოვლისმომცველი ანგარიშება ფინანსურ ანგარიშებზე“. წესი გავრცელდება იმ შემთხვევებში, როდესაც გადასახადის გადამხდელები ერთი ბროკერისგან ყიდულობენ კრიპტოაქტივებს და გადასცემენ სხვას. მანამდე სააგენტომ განმარტა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის შემოსავლების სამსახურს გადაეცეს ინფორმაცია 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოტრანზაქციების შესახებ. შეგახსენებთ, კრიპტო სტარტაპ Avanti-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კეიტლინ ლონგმა ხელისუფლების ქმედებებს უწოდა მარეგულირებელი სფეროს „წმენდა“ ციფრულ აქტივებთან მიმართებაში, თუმცა გამორიცხა Bitcoin-ის აკრძალვის შესაძლებლობა. https://bit.ly/3p7LhnH
  2. სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე კომპანია Intel-მა წარადგინა წინა მოდელებთან შედარებით საკმაოდ დიდი ზომის პორტატული კომპიუტერი Next Unit of Computing (NUC). მას ეწოდა PC 5L და მასში არსებული სივრცე ცალკე ვიდეო დაფისთვის მოწყობილობას აქცევს გეიმერებისთვის მომგებიან გადაწყვეტილებად. ამჯერად მის ჩასანაცვლებლად კომპანიამ წარადგინა Ghost Canyon: 8L Intel NUC 11 Extreme Kit, ასევე ცნობილი, როგორც Beast Canyon. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველაფერი მეტია. მომხარებელს არ მოუწევს კომპიუტერების აწყობის სირთულეების შესწავლა. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Intel Compute Element, ავტონომიური კომპიუტერი PCIe დაფის ფორმატში. მასში მოცემულია H სერიის საკმაოდ მძლავრი პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება და მონაცემთა შესანახი მოწყობილობა. დამატებით შესაძლებელია განთავსდეს სრული ზომის ვიდეო დაფა. დაფის სიგრძე შესაძლოა იყოს 30 სმ და დაიკავებს ორ სლოტს. Ghost Canyon-ში თავსდებოდა გაცილებით პატარა დაფები, რაც განაპირობებდა უფრო დაბალ წარმადობას. ეს ნიშნავს, რომ ახალი კომპიუტერის კორპუსი უფრო დიდია, მისი მოცულობა 8 ლიტრს შეადგენს. მიმდინარე წელს Intel-მა უკვე გამოუშვა გეიმინგ Tiger Lake NUC, ასე რომ ეს სიახლე დასაშვებია მოულოდნელობად ჩაითვალოს. Skull Canyon-ისა და Hades Canyon-ის მსგავსი მოდელები ზურგჩანთაში ადვილად თავსდება. Intel-ს სამი წლის განმავლობაში არ გამოუშვია ამ მოწყობილობების მსგავსი არაფერი, მაგრამ მიმდინარე წელს ანაზღაურება გადაწყვიტა. მოდელი, რომელიც Ghost Canyon-ს ჩაანაცვლებს, გამოვა მომდევნო ან 2023 წელს. Phantom Canyon-ს აქვს Tiger Lake U სერიის პროცესორი. Intel ამტკიცებს, რომ Beast Canyon-ს განიხილავს, როგორც მობილური H პროცესორების ხაზის ნაწილს, რომელთა წარდგენა მაისში შედგა. ახალ NUC 11 Extreme Compute Elements-ებს ექნება Core i5, Core i7 და Core i9 პროცესორები და 65 ვატამდე TDP. NUC 11 Extreme Compute Element-ს თუ შევადარებთ ამჟამინდელ NUC 9 ვერსიას, კონექტორების ნაკრები დაახლოებით იგივეა. განსხვავებულია მხოლოდ ერთი Ethernet კონექტორი ორის ნაცვლად და ორი დამატებითი USB Type-A. აგრეთვე შეიცვალა გაგრილების სისტემის ჭრილების განლაგება. უფრო მეტად შესამჩნევია გარეგნული ცვლილებები. Ghost Canyon-ის მქრქალი, ასკეტური დიზაინი წარსულს ჩაბარდა, მის ნაცვლად გამოყენებულია შავი პრიალა პლასტმასა და უფრო მეტად სწორი კუთხეები. ასევე, უფრო მეტი განათებაა ლოგოტიპსა და წინა პანელზე. Intel უახლოეს მომავალში გააზიარებს დამატებით ინფორმაციას. ამჟამად უცნობია სამომავლო კომპიუტერის ღირებულება. https://bit.ly/3fXHl4X
  3. ბრენდმა XPG-მ, რომელიც კომპანია ADATA-ს მიეკუთვნება, განაცხადა, რომ მზადდება DDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოდულების ანონსი, რომლებიც განკუთვნილია გეიმიგ დონის დესკტოპ კომპიუტერებსა და მაღალი წარმადობის კიბერსპორტულ სადგურებში გამოყენებისთვის. ახალი მოდულები შევა Caster სერიაში. მათი ოფიციალური პრეზენტაცია შედგება მომდევნო კვარტალში. სერიაში შევა 6000-დან 7400 მეგაჰერცამდე სამუშაო სიხშირის მქონე მოდელები. ამასთან, მომხმარებლებისთვის შემოთავაზებული იქნება მოცულობის მხრივ სამი ვარიანტი - 8, 16 და 32 გბ. ძაბვა 1.1 ვოლტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ XPG-ის სპეციალისტები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ Gigabyte-თან, MSI-სთან, ASUS-სა და ASRock-თან, რათა უზრუნველეყოთ მაქსიმალური თავსებადობა დედა დაფებთან და ოვერქლოქინგის შესაძლებლობის მხარდაჭერა. ორიგინალურ გეომეტრიულ დიზაინში გათვალისწინებულია სექციები პრიალა და გლუვი ზედაპირებით. შემოთავაზებული იქნება Caster ვარიანტები მრავალფერი RGB განათებითა და მის გარეშე. ახალი DDR5 მოდულების ფასის შესახებ სამწუხაროდ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. https://bit.ly/3fAuIxV
  4. ბოლო გადაანგარიშების თანახმად პირველი კრიპტოვალუტის მოპოვების სირთულე 21.05 T-მდე შემცირდა. სერვისი BTC.com პროგნოზირებს მაჩვენებლის ვარდნას თითქიმის 16%-ით - 17.72 T-მდე. 13 მაისს მიღწეულ რეკორდულ დონესთან შედარებით მაინინგის სირთულე 16%-ით შემცირდა. წყარო: BTC.com. მაისის უმეტეს პერიოდში Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითი ნეგატიურ დინამიკას დემონსტრირებს. Bitcoinის ჰეშრეითის 7-დღიანი ცვლადი შუალედის მაჩვენებელი. წყარო: Glassnode. ჰეშრეითის ვარდნა დაიწყო ერთი კვირით ადრე, სანამ ჩინეთი გადაწყვეტდა მკაცრი ზომების მიღებას კრიპტოვალუტების მაინინგისა და მათი გამოყენებით ვაჭრობის შესახებ. მაისის მეორე ნახევრიდან ბლოკებს შორის ინტერვალი სტაბილურად აჭარბებს 10 წუთს. წყარო: BitInfoCharts. „ზოგიერთმა მაინერმა დაიწყო მიგრაცია ჩრდილოეთ ჩინეთის ჰიდროენერგეტიკით მდიდარი პროვინცია სიჩუანისკენ. სიჩუანის ელექტროსადგურებმა შეზღუდეს მიწოდება ენერგომოცულობითი ინდუსტრიისთვის, მათ შორის მაინინგისთვის მიმდინარე წელს დაგვიანებული წვიმების სეზონის გამო“ - აღნიშნა ვოლფი ჩჟაომ The Block-იდან. შეგახსენებთ, მაისში შიდა მონღოლეთის ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა უკანონო მაინინგის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ გახმაურდა სანქციები კრიპტოვალუტის მოპოვების უკანონო საქმიანობისთვის: შიდა მონღოლეთის რეფორმისა და განვითარების კომისიამ (DRC) წარმოადგინა ღონისძიებების ჩამონათვალი უკანონო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომლებიც მოქმედებენ ავტონომიურ რეგიონში. სანქციები კრიპტოვალუტის მოპოვების უკანონო საქმიანობისთვის შეეხება შემდეგ დაწესებულებებს: ინდუსტრიულ პარკებს; მონაცემთა ცენტრებს; სატელეკომუნიკაციო კომპანიებს; ელექტროსადგურებს; ქლაუდ-გამოთვლებზე სპეციალიზებულ კომპანიებს; ინტერნეტ-კაფეებს; სხვა ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, რომლებიც სარგებლობენ საგადასახადო, მიწის ფლობის ან ენერგეტიკული შეღავათებით. სამრეწველო პარკებსა და მონაცემთა ცენტრებს მოუწევთ ენერგიის მოხმარების შემცირება. სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ეკრძალებათ მუშაობა მაინერებთან - დამრღვევებს ემუქრებიან ლიცენზიის გაუქმებით. ჩინეთის ხელისუფლება სისხლისსმართლებრივი დევნით ემუქრება იმ მაინერებს, რომლებიც ქსელს ნებართვის გარეშე დაუკავშირდებიან. ასევე აღკვეთილი იქნება ფულის გათეთრებისა და კრიპტოვალუტების გამოყენებით დაფინანსების მოზიდვის მცდელობები. დახურავენ ინტერნეტ-კაფეებს, თუკი მათ ტერიტორიაზე მაინინგ-აქტივობის ფაქტი გამოვლინდება. ასევე ცნობილია, რომ კრიპტოვალუტების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიები და შესაბამისი თანამშრომლები არასანდო პირების სიაში მოხვდებიან. არალეგალური საქმიანობით დაინტერესდებიან სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებენ კანონმდებლობის დაცვაზე. მომავალში უკანონო მოპოვებასთან ბრძოლის გეგმები შეიძლება წარმოადგინონ ცენტრალურმა ბანკმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ. გარკვეული პერიოდის წინ შეიქმნა პლატფორმა, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ აცნობონ მაინერების საქმიანობის შესახებ ავტონომიურ რაიონში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებელია „Bitcoin-ის მაინინგთან და მისით ვაჭრობასთან ბრძოლა, ასევე ინდივიდუალური რისკების სოციალური სფეროში გადაცემის თავიდან აცილება". https://bit.ly/3cnSVpd https://bit.ly/2TwJMUz
  5. კორეული გამომცემლობა The Elec-ის ინფორმაციით Samsung-მა უკვე დაიწყო 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე LTPO-პანელების წარმოება სამომავლო iPhone 13 Pro-სა და Pro Max-ისთვის. სერიის უფრო ხელმისაწვდომი მოდელებისთვის განკუთვნილი LTPS-მატრიცების წარმოებით კი LG არის დაკავებული. ხმები იმის შესახებ, რომ Apple შეცვლის ProMotion ტექნოლოგიას სმარტფონებში, უკვე დიდი ხანია ვრცელდება. შეგახსენებთ, ხსენებული ტექნოლოგიის დებიუტი შედგა iPad Pro-ში 2017 წელს. ინდუსტრიული წყაროების ინფორმაციით კალიფორნიული კომპანია 120-ჰერციანი დისპლეების წარმოდგენას iPhone 12-ში აპირებდა, თუმცა ტესტირების შედეგად კომპანია უკმაყოფილო დარჩა იმჟამად არსებული პანელების ენერგომოხმარებით. აღვნიშნავთ, რომ 120-ჰერციან ეკრანებს მიიღებენ iPhone 13-ის მხოლოდ Pro ვერსიები, iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ს კი ექნებათ დისპლეები 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ადრეული ცნობების თანახმად iPhone 13-ის ეკრანის ზედა ნაწილში მოცემული იქნება უფრო მცირე ზომის ჭრილი სახის სკანირების სისტემა True Depth-ისთვის, ხოლო სმარტფონის სისქე ძირითადი კამერის ბლოკის არეალში გაიზრდება ახალი, უფრო მოწინავე ოპტიკის გამოყენების გამო. გასულ წელს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო Apple-მა iPhone ჩვეულებრივზე გვიან წარადგინა. სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მსგავსი შეფერხება მოსალოდნელი არ არის და iPhone 13-ის დებიუტი სექტემბერში შედგება. https://bit.ly/34ugN69
  6. Computex 2021-ს, რომელიც ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, უძღვებოდა Intel-ის გაყიდვებსა და მარკეტინგზე პასუხისმგებელი, ასევე ვიცე-პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირი Johnston Holthaus. ახალი პროდუქტების ანონსი უშუალოდ ეხებოდა U სერიის Core 11 მობილური პროცესორების დებიუტს, თუმცა Intel-ის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სხვა სიახლეების ანონსის ვადების შესახებ. ფოტოს წყარო: Intel, YouTube U სერიის ახალი მობილური პროცესორები წარადგინა Steve Long-მა და მოახდინა ქმედითუნარიანი ლეპტოპის პროტოტიპის დემონსტრირება, რომელიც დამყარებული იყო Alder Lake მობილური პროცესორის ბაზაზე. იანვარში კომპანიამ წარადგინა დესკტოპ სისტემა ამ თაობის პროცესორის ბაზაზე, ამჯერად კი მობილური სეგმენტის ჯერი დადგა. Intel-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Alder Lake პროდუქტების ხაზის სრული დეტალების შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი. „თიზერის“ სახით ნაჩვენები იყო შემდეგი თეზისები: Alder Lake თაობაში მოცემული იქნება ორი ახალი არქიტექტურა, რომლებიც პასუხისმგებელია მაღალ სიჩქარესა და ენერგოეფექტურობაზე, ასევე გაუმჯობესებული 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი (Enhanced SuperFin), უფრო სწრაფი ტრანზისტორები და გაუმჯობესებული კონდენსატორები. Intel-ის თქმით Alder Lake პროცესორები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან წინსვლას x86-თავსებადი არქიტექტურებისთვის. როგორც სტივ ლონგმა აღნიშნა, Alder Lake პროცესორების ნიმუშები უკვე მიეწოდება Intel-ის მომხმარებლებსა და პარტნიორებს. https://bit.ly/3yTmJ6K
  7. გარკვეულ პირობებში კორპორაციების მიერ ფიატის ნაცვლად საკუთარი ციფრული ვალუტების გამოყენება შესაძლოა მომგებიანი გადაწყვეტილება იყოს. ამგვარ დასკვნას შეიცავს რიჩმონდის ფედერალური სარეზერვო ბანკის სტატია. კვლევის ავტორების აზრით, შესაბამისი პლატფორმის შემუშავება და ამოქმედება მოითხოვს მნიშვნელოვან ხარჯებს, მათ შორის კიბერშეტევებისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დაბალი და სტაბილური ინფლაციის პირობებში კორპორაციებისთვის უფრო ხელსაყრელია არსებული საგადახდო სისტემების გამოყენება. სიტუაცია იცვლება, როდესაც ხარჯების შემცირება შესაძლებელი ხდება, არსებობს მომხმარებელთა დიდი ბაზა და იზრდება ინფლაცია, რაც მომხმარებლებს აიძულებს თავიდან მოიცილონ ფიატი. ანალიტიკოსების გათვლებით, Amazon-ისთვის საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვება და გამოყენება ეკონომიკურად ეფექტური გახდება წლიური საპროცენტო განაკვეთის 11%-ს ზემოთ მატების პირობებში. მაჩვენებელი შეიძლება უფრო დაბალი იყოს, თუ ინტერნეტ-რითეილერი გაზრდის თავის წილს ბაზარზე, რაც ახლა 6%-ად არის შეფასებული. ამგვარი მაღალი ციფრები მოიცავს მნიშვნელოვან დანახარჯებს ნორმატიულ-უფლებრივი მოთხოვნების დაცვისთვის. კორპორაციების ინტერესი საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვების მიმართ მოიცავს ცენტრალური ბანკებისთვის დამახასიათებელი შემოსავლის მიღებას. სხვა მიზეზებს შორისაა მომხმარებლების ლოიალობის ზრდა, მონაცემთა შეკრება და რისკების შემცირება. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ ანგარიშსწორების თანამედროვე გადაწყვეტილებები უფრო უსაფრთხოა. კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა პლატფორმების საშუალებით გადაიხადონ საკომისიო - დაამატეს მათ. კვლევის ავტორებმა აღნიშნეს კერძო ციფრული ვალუტისგან ფიატისთვის კონკურენციის შექმნის რისკები. ”მათ შეუძლიათ შეამცირონ სენიორაჟი. ფართო გავრცელების შემთხვევაში - ფინანსური სისტემისთვის კიბერუსაფრთხოების რისკების შექმნა და ბანკის მეანაბრეების მასიური გაქცევა, ”- ნათქვამია სტატიაში. ანალიტიკოსები დაეჭვდნენ, ეფექტური იქნება თუ არა სარეზერვო მოთხოვნები და ანაბრების დაზღვევა კორპორაციებისგან, რომლებიც გამოუშვებენ საკუთარ ციფრულ ვალუტებს. ”ასეთი ნაბიჯი შეამცირებს როგორც მომხმარებლების, ასევე პლატფორმების კეთილდღეობის დონეს, რადგან იგი ახდენს შემოთავაზებული პროცენტული მაჩვენებლის გავლენისა და დაბალი ტრანზაქციის საფასურის ნიველირებას”, - აღნიშნეს ავტორებმა. შეგახსენებთ, პროექტ Diem-მა, რომელიც ციფრულ ვალუტას ქმნის, განაცხადა, რომ მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე იქნება ორიენტირებული. ადრე Facebook-ის მიერ მხარდაჭერილ Stablecoin-ს Libra ეწოდებოდა. მიმდინარე წლის თებერვალში Amazon-მა გამოაცხადა დეველოპერების კომპლექტი ციფრული ვალუტის პროექტისთვის. https://bit.ly/3fxzHPW
  8. მიუხედავად იმისა, რომ Zen 3 არქიტექტურაზე დაფუძნებული AMD Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორების დებიუტი ჯერ კიდევ გასულ წელს შედგა, მათი მაღალი წარმადობის „მოძმე“ Ryzen Threadripper-ების გამოსვლის შესახებ ამ დრომდე ბევრი არაფერია ცნობილი: სამომავლო HEDT-პროცესორების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში წვლილი შეიტანა ფორუმ ServeTheHome-ის მომხმარებელმა მეტსახელით lihp, რომელიც, როგორც ჩანს, გარკვეულ ცნობებს ფლობს ახალი მოდელების შესახებ - გვაცნობებს რესურსი VideoCardz. როგორც ინსაიდერი ამტკიცებს, Zen 3 არქიტექტურის მქონე Ryzen Threadripper HEDT-პროცესორების ანონსი ჩანიშნულია მიმდინარე წლის აგვისტოში, რაც ადასტურებს ენთუზიასტ KittyYukko-სგან გაზიარებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ახალი მოდელები სავაჭრო ობიექტებში სექტემბრიდან გამოჩნდება. ფოტოს წყარო: ServeTheHome, lihp გარდა ამისა, წყარო ადასტურებს AMD-ის მაღალი წარმადობის CPU-ებში 16-ბირთვიანი მოდელების არსებობას, აგრეთვე მათ თავსებადობას TRX40 ჩიპსეტის ბაზაზე არსებულ დედა დაფებთან firmware-ის განახლების პირობებში. შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად შემდეგი თაობის AMD Ryzen Threadripper HEDT-პროცესორები მიეკუთვნება Chagall სერიას და მათ შემადგენლობაში იქნება მაქსიმუმ 64 ბირთვი/128 ნაკადი. ასე რომ, თუ მონაცემები სწორია, მომავალი თაობის მაღალი წარმადობის AMD პროცესორები გამოჩნდება Ryzen Threadripper 3000-ის დებიუტიდან თითქმის ორი წლის შემდეგ. https://bit.ly/3fNpSw0
      • 1
      • Like
  9. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Qualcomm ახდენს პროცესორ Snapdragon 888+-ის ტესტირებას: ეს ჩიპი იქნება 2021 წლის ფლაგმანურ მობილურ ჩიპ Snapdragon 888-ის გაუმჯობესებული ვერსია. მოკლედ გავიხსენოთ Snapdragon 888-ის ძირითადი მახასიათებლები. ესენია მძლავრი ბირთვი Cortex-X1 სიხშირით 2.84 გჰც-მდე, სამი მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-A78 და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55. პროცესორის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 660 და მოდემი Snapdragon X60 5G მონაცემთა გადაცემის სიჩქარით - 7.5 გბ/წმ-მდე. ახალი ჩიპი Snapdragon 888+ დაფიქსირდა პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ზე. იგი წინამორბედისგან გამოირჩევა გაზრდილი ტაქტის სიხშირეებით. კერძოდ, საუბარია 3 გჰც-ზე, თუმცა კომერციული ვერსია შესაძლოა კიდევ უფრო სწრაფი აღმოჩნდეს. მზადებაში არსებული პროცესორი გამოიცადა 6 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე სმარტფონში, რაც შედარებით მცირეა ამჟამინდელ ფლაგმანებთან შედარებით. მოწყობილობამ ერთბირთვიან ტესტში დააგროვა 1171 ქულა, მრავალბირთვიანში - 3704 ქულა. Snapdragon 888+ პლატფორმაზე დამყარებული პირველი კომერციული მოწყობილობები, როგორც ჩანს, გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში. კერძოდ, არსებობს არაოფიციალური ცნობები, რომ ამგვარ სმარტფონს ამზადებს ბრენდი Honor. https://bit.ly/3c2eA5M
  10. ქალები პრაქტიკულად უდგებიან ციფრული აქტივების არჩევას თავიანთი საინვესტიციო პორტფელისთვის და უპირატესობას ანიჭებენ მონეტის ლიკვიდურობას და არა მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს. ამას მოწმობს საკონსულტაციო კომპანია BDC Consulting-ის გამოკითხვა, რომელიც 28 ქვეყნის 400 ქალს შორის ჩატარდა. კვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი შეადგენდა 25-დან 44 წელს. 78-მა პროცენტმა თავიანთი ცოდნა კრიპტოვალუტებში შეაფასა, როგორც „საშუალო“ ან „საშუალოზე მაღალი“, ამასთან, მხოლოდ 35.4% მუშაობს უშუალოდ კრიპტოსფეროში - დანარჩენი პირები უბრალოდ ინვესტირებას ახდენენ ციფრულ აქტივებში. გამოკითხულთა 36.7% ინდუსტრიას შეუერთდა პირად გარემოცვაში არსებული ინფორმატორის წყალობით. 18-მა პროცენტმა კრიპტოვალუტების შესახებ საინფორმაციო მედია-საშუალებებიდან შეიტყო. ქალების 57-მა პროცენტმა ციფრულ აქტივებში ინვესტირება ან ვაჭრობა დაიწყო ქონების გაზრდის მიზნით. 50-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ სურდათ რაიმე ახლის მოსინჯვა, 44%-ს კი სწრაფვა ჰქონდა ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. გამოკითხულთა 75% თავს მიიჩნევს უფრო ინვესტორად, ვიდრე ტრეიდერად. მხოლოდ 20-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ძირითადად ვაჭრობით არიან დაკავებულნი. იმ ქალებს შორის, ვინც სამ წელზე მეტია ინვესტიციას დებენ კრიპტოვალუტაში, 69% პროფილურ სეგმენტში მუშაობს. გამოკითხულთა უმეტესობას კრიპტოვალუტებში იზიდავს თავისუფლების სხვადასხვა ასპექტი: საკუთარი ფინანსების მართვის შესაძლებლობა - 56.5%, დეცენტრალიზაცია - 55.8% და ფინანსური დამოუკიდებლობის განცდა - 51%. დაბალი საკომისიო გადასახადები და სახელმწიფო შეზღუდვები გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. პორტფელის ფორმირების უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმად 59% ასახელებს აქტივის კაპიტალიზაციას, 52% - პროექტის მოთხოვნას არსებული პრობლემების გადაჭრისთვის, 39% - კრიპტოსავალუტო ფონდების მიერ პროექტის ფინანსირებას. მხოლოდ 16%-სთვის არის მნიშვნელოვანი, რომ პროექტს კარგად ახასიათებდნენ ცნობილი პიროვნებები. იმ მრავალ მიზეზს შორის, რომლებიც ქალებს კრიპტობაზარზე შესვლას ურთულებენ, ბევრმა დაასახელა პროექტების პრეზენტაციის სუფთა მამაკაცური სტილი, ტექნიკური ჟარგონების სიმრავლე, აგრეთვე ქალების მიმართ დამამცირებელი და არაკორექტული დამოკიდებულება ჩატებსა და ფორუმებზე. სხვა ბარიერებს შორისაა საგანმანათლებლო მასალებისა და ინვესტირების თავისუფალი რესურსების ნაკლებობა. მიმდინარე წლის აპრილში Bitcoin-ბირჟა Gemini-მ დაადგინა, რომ აშშ-ის მოქალაქეების დაახლოებით 63% დაინტერესებულია ციფრული აქტივებით, თუმცა არ ფლობს მათ. ამ გამოკითხვის ნახევარზე მეტს ქალები შეადგენდნენ. https://bit.ly/2RJ969t
  11. იმ დროს, როდესაც კომპიუტერული ენთუზიასტების უმეტესობა კმაყოფილია ამჟამად არსებული პროცესორების განხილვით, ზოგი ენთუზიასტი და ინსაიდერი ფარდას ხდის სამომავლო პროდუქტების ზოგიერთ მახასიათებელს: როგორც რესურსი Tom's Hardware აცხადებს, სპეციალისტი, მეტსახელად ExecutableFix მიიჩნევს, რომ AMD-ის Zen 5 არქიტექტურის მქონე სამომავლო პროცესორები 3-ნანომეტრიანი სტანდარტით იქნება წარმოებული. ონლაინ-პლატფორმა Weibo-ზე ინსაიდერის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს თანახმად AMD Ryzen 8000 პროცესორები მიკუთვნებული იქნება Granite Ridge სერიას და დაფუძნებული იქნება Zen 5 არქიტექტურაზე, ხოლო ამავე სერიის ჰიბრიდულ პროცესორებს, რომლებიც მიეკუთვნება Strix Point თაობას, ექნებათ ჰეტეროგენული სტრუქტურა სამომავლო Intel Alder Lake პროცესორების მსგავსად: მოსალოდნელია, რომ AMD-ის APU-ის განკარგულებაში იქნება როგორც Zen 4D არქიტექტურის „მცირე“ ბირთვები, ისე დიდი ბირთვები Zen 5-ის ბაზაზე. სავარაუდოდ, AMD Granite Ridge დესკტოპ პროცესორები ჩაანაცვლებს Raphael (Zen 4) მოდელებს და ისინი თავსებადი იქნება Socket AM5 პლატფორმასთან, რომელიც, ამჟამად არსებული მონაცემებით, გამორჩეული იქნება ახალი ტიპის სოკეტითა (LGA 1718) და DDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. შეგახსენებთ, რომ კომპანია TSMC-იმ რომელიც AMD-სთვის ჩიპების წარმოებაზეა პასუხისმგებელი, 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენება უნდა დაიწყოს მომდევნო წლის მეორე ნახევარში, ამიტომ AMD-ის ახალი პროცესორების დებიუტი ხსენებულ ვადაზე ადრე მოსალოდნელი არ არის. https://bit.ly/3fsS7RF
  12. აშშ-ის ლოურენსისა და ბერკლის სახელობის ენერგეტიკული კვლევების ეროვნულ ცენტრში შედგა საზეიმო ცერემონია, რომელიც მიეძღვნა სუპერკომპიუტერ Perlmutter-ის ოფიციალურ ამოქმედებას. იგი ასევე ცნობილია, როგორც NERSC-9 და შეიქმნა HPE-ის მიერ NVIDIA-სა და AMD-სთან თანამშრომლობით. ეს გახლავთ მსოფლიოში უმძლავრესი ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერკომპიუტერი, რომელიც დამყარებულია 6159 ერთეულ NVIDIA A100 ამაჩქარებელსა და დაახლოებით 1500 ცალ AMD EPYC Milan პროცესორზე. მისი მაქსიმალური წარმადობა შერეული სიზუსტის გამოთვლებში 3.8 Eflops-ს შეადგენს და თითქმის 60 Pflops-ს - FP64-გამოთვლებში. Perlmutter ემყარება თხევადი გაგრილების სისტემის მქონე HPE Cray EX პლატფორმას და ინტერკონექტ Slingshot-ს. სისტემის შემადგენლობაში შედის როგორც GPU-ის, ასევე პროცესორის ნოუდები. მონაცემთა შენახვისთვის გამოიყენება 35 პეტაბაიტი მოცულობის ფაილური სისტემა Lustre მონაცემთა გაცვლის 5 ტბ/წმ-ზე მეტი სიჩქარით და მოქმედებს HPE ClusterStor E1000 All-Flash შენახვის სისტემაში. Perlmutter-ის დამონტაჟება ორ ეტაპადაა გაყოფილი. ზემოთხსენებულ პრეზენტაციაზე გამოცხადდა პირველი (Phase 1) ეტაპის დასრულება, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მის ფარგლებში დაყენდა 1.5 ათასი გამომთვლელი ნოუდი, რომელთაგან თითოეულს აქვს ოთხი ამაჩქარებელი NVIDIA A100, ერთი პროცესორი AMD EPYC Milan და 256 გბ მეხსიერება. მეორე ეტაპზე (Phase 2) 2021 წლის ბოლოს დაემატება 3 ათასი CPU-ნოუდი ორი AMD EPYC Milan პროცესორითა და 512 გბ მეხსიერებით. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება წვდომის კიდევ ოცი ნოუდი და ოთხი ნოუდი მეხსიერების დიდი მოცულობით. პირველ ეტაპზე ამოქმედდა მომსახურების ნოუდები, მათ შორის სამომხმარებლო წვდომის 20 ნოუდი, რომლებზეც შესაძლებელია მომზადდეს კონტეინერები აპლიკაციებით სამომავლოდ სუპერკომპიუტერზე გაშვებისთვის. მოწყობილობაში NVDIA HPC SDK-ს დაემატება CCE (Cray Compiling Environment), GCC და LLVM პარალელური პროგრამირების სხვადასხვა ისეთი რესურსის მხარდაჭერისთვის, როგორებიცაა MPI, OpenMP, CUDA და OpenACC C-ისთვის, C ++ და Fortran. ცნობილია, რომ Perlmutter-ისთვის მზადდება ორ ათეულზე მეტი განაცხადი ასტროფიზიკის, კლიმატის ცვლილებისა და სხვა სფეროების პროგნოზირების დარგში. ახალი სისტემის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ხილვადი სამყაროს სამგანზომილებიანი რუკის შექმნა DESI-ს (Dark Energy Spectroscopic Instrument) მონაცემების საფუძველზე. კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც ახალი სუპერკომპიუტერი ჩაერთვება, არის მასალების მეცნიერება, ატომური ურთიერთქმედების შესწავლა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს უფრო ეფექტური ბატარეებისა და ბიოსაწვავის შექმნას. https://bit.ly/3yHC8Xv
  13. Nasdaq-ზე კოტირებულმა Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა წარადგინა ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის განკუთვნილი საბროკერო პლატფორმა Coinbase Prime გაფართოებული ფუნქციონალით. ახალ ინსტრუმენტებს შორისაა ათზე მეტი პლატფორმის საბაზრო მონაცემებზე წვდომა, გაფართოებული ანალიტიკა და მხარდაჭერა, ორდერების ავტომატური შესრულება საუკეთესო ფასად, აგრეთვე სტეიკინგი. „Coinbase-მა Prime შეცვალა ათასობით მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე, რათა გამოვიდეს ბაზარზე პროდუქტის პირველი ინტეგრირებული შემოთავაზება“ - ნათქვამია შეტყობინებაში. განახლებული ვერსია კომპანიის გეგმის ნაწილია ახალი ინსტიტუციონალური ინვესტორების მოსაზიდად. Coinbase-ში აღნიშნეს, რომ სერვისი ორიენტირებულია ბანკებზე, მსხვილ ინვესტორებსა და ორგანიზაციებზე, „რომელთაც სურთ თავიანთ ბალანსში კრიპტოვალუტების დამატება“. კომპანიის მონაცემებით, 2021 წლის მარტის ბოლოს 8 ათასზე მეტმა მომხმარებელმა პლატფორმას ანდო 122 მლრდ აშშ დოლარი. 2020 წელს Coinbase-მა შეიძინა კრიპტოსავალუტო პრაიმ-ბროკერი Tagomi 75 მლნ აშშ დოლარად. 2021 წლის იანვარში Bitcoin-ბირჟამ შეიძინა ციფრულ აქტივებში მსხვილ გარიგებებზე სპეციალიზებული სერვისი Routefire. კომპანიამ ასევე იყიდა ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების ინფრასტურქტურული მომწოდებელი Bison Trails. აპრილში Coinbase-მა დააანონსა კრიპტო დერივატივების ბაზრის მონაცემების მომწოდებელ Skew-ის შესყიდვა. https://bit.ly/3bUQFp4
  14. გასულ თვეში NASA-მ კონტრაქტი გააფორმა SpaceX-თან მთვარეზე ხალხის გადასაყვანი ხომალდის შექმნის თაობაზე. ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანია Blue Origin-იც იყო ამ კონტრაქტის პრეტენდენტი და წაგების შემდეგ საჩივრით მიმართა აშშ-ის აუდიტის სამსახურს. ამჟამად აშშ-ის სენატმა შესაძლოა შექმნას ისეთი პირობები, რომელთა თანახმად NASA იძულებული გახდება ორ კონტრაქტორთან დადოს ხელშეკრულება. სენატი განიხილავს „უსასრულო საზღვრების შესახებ კანონს“, რომელიც მიზნად ისახავს დაფინანსების გაზრდას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში და ითვალისწინებს უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მეცნიერებისთვის 10 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას. თავდაპირველად ვაშინგტონის შტატის სენატორი Maria Cantwell გეგმავდა ამ კანონის ფარგლებში 10 მლრდ აშშ დოლარზე მეტის NASA-სთვის გადაცემას და ამ თანხის დიდ ნაწილს Blue Origin მიიღებდა. თუმცა სენატორმა Bernie Sanders-მა, რომელიც აგრეთვე ვაშინგტონის შტატს წარმოდგენს, კანონპროექტში შეიტანა შესწორებები 10 მლრდ აშშ დოლარის დახმარების მოხსნის შესახებ. მან განაცხადა, რომ აზრს ვერ ხედავს ამერიკის უმდიდრესი ადამიანის კომპანიის დაფინანსებაში. შეგახსენებთ, რომ Blue Origin-მა NASA-ს კონტრაქტი წააგო SpaceX-თან, რადგან მომსახურებისთვის ორჯერ მეტი თანხა მოითხოვა. Cantwell-ის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არ გააუქმებს SpaceX-თან კონტრაქტს, მაგრამ NASA-ს მისცემს უფლებას ან დაავალდებულებს კიდეც გააფორმოს ხელშეკრულება სხვა კომპანიასთანაც, რომელიც იქნება Blue Origin. სენატორი მიიჩნევს, რომ კოსმოსურმა სააგენტომ აუცილებლად უნდა დადოს კონტრაქტი ორ კომპანიასთან, რათა ჰქონდეს სარეზერვო ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე მათგანი ვერ შეასრულებს შეთანხმების პირობებს. ახლა რჩება პირობებზე მოლაპარაკება, სულ მცირე, ფინანსების განაწილების (ან არგანაწილების) შესახებ. კანონპროექტი სენატში განიხილება და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირაში გაიმართება საბოლოო კენჭისყრა, რის შემდეგ პროექტმა უნდა გაიაროს წარმომადგენელთა პალატის ხელში. საინტერესოა ის, რომ ლობირების ღია ინფორმაციის თანახმად Blue Origin-მა 625 ათასი აშშ დოლარი დახარჯა სენატში საკუთარი ინტერესების წინსვლისთვის მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მანძილზე. როგორც ჩანს, Amazon-ის დამფუძნებლის კომპანიას ძალიან უნდა NASA-ს კონტრაქტის მიღება. კითხვაზე, განიხილავს თუ არა სააგენტო Cantwell-ის შესწორებას, როგორც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საშუალებას, NASA-ს ოფიციალურმა თავმჯდომარე Monica Witt-მა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შემთხვევა არ არის სამთავრობო კონტრაქტებისთვის SpaceX-სა და Blue Origin-ს შორის ბრძოლის ერთადერთი ეპიზოდი. 2019 წლის მაისში SpaceX-მა საჩივარი შეიტანა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში საჰაერო ძალების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომ იგი გამორიცხეს 2.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტიდან. მის ნაცვლად დაფინანსდნენ United Launch Alliance, Northrop Grumman და Blue Origin. https://bit.ly/3oXyOTF
  15. კომპანია ASUS დამდეგ ზაფხულს დააანონსებს მსოფლიოში პირველ პორტატულ კომპიუტერს Chrome OS-ის ბაზაზე, რომელსაც ექნება 17.3-დუიმიანი დისპლეი. ამჟამად ამგვარი მოწყობილობების უმეტესობა დაკომპლექტებულია არაუმეტს 15.6-დუიმიანი ეკრანებით. მზადებაში არსებული ლეპტოპი ფიგურირებს დასახელებით CX1700. ცნობილია, რომ მასში გამოყენებული იქნება Full HD ფორმატის პანელი (1920 × 1080 პიქსელი გაფართოება). მოწყობილობას აპარატულ საფუძვლად დაედება პლატფორმა Intel Jasper Lake. მომხმარებლები არჩევანის გაკეთებას შეძლებენ Celeron N5100 და Pentium Silver N6000 პროცესორების მქონე ვერსიებს შორის. ეს 10-ნანომეტრიანი ჩიპები შეიცავენ 4 ბირთვს და არ გააჩნიათ მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერა. პირველი მათგანის შემთხვევაში ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.1-2.8 გჰც, მეორეში - 1.1-3.3 გჰც. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული ამაჩქარებელი Intel UHD. საბაზისო კონფიგურაციას ექნება 4 გბ ოპერატიული და 64 გბ ფლეშ-მეხსიერება. შესაძლოა აგრეთვე გამოვიდეს მოდიფიკაციები სხვა კომპლექტაციებში, მაგალითად, 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ქრომბუკ ASUS CX1700-ის პრეზენტაცია მოსალოდნელია აგვისტოში. საორიენტაციო ფასი ამჟამად სამწუხაროდ უცნობია. https://bit.ly/3ukr3s8
  16. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (FRS) აფართოებს მუშაობას ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებთან (CBDC) მიმართებაში, აქცენტი კეთდება ფინანსურ და გეოგრაფიულ ინტეგრაციაზე. ამის შესახებ სააგენტოს მმართველთა საბჭოს წევრმა ლაელ ბრეინარდმა განაცხადა კონფერენცია Consensus-ზე. მან აღნიშნა, რომ ახალი ინსტრუმენტის მიმართ ფედერალური სარეზერვო სისტემის ინტერესს აძლიერებს ოთხი ფაქტორი: Stablecoin-ების მზარდი როლი, ციფრულ გადახდებზე გადასვლა, უცხოური CBDC-ების გამოყენება და ფინანსური იზოლაციის რისკები. ”იმის გათვალისწინებით, რომ CBDC-ს შესაძლებლობა აქვს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ტრანსსასაზღვრო გადასახადებში და დაიკავოს პოზიცია, როგორც სარეზერვო ვალუტამ, აშშ-ისთვის აუცილებელია მონაწილეობა მიიღოს სტანდარტების შემუშავებაში”, - განაცხადა ფედერალური რეზერვების თავმჯდომარემ. კითხვაზე, თუ რა გავლენას ახდენს ჩინეთის ფაქტორი აშშ-ის ახალი ციფრული აქტივების მიმართულებაზე, ბრეინარდმა თქვა, რომ ტრანსსასაზღვრო გადახდების ნებისმიერმა განვითარებამ პოტენციურად შესაძლოა გავლენა იქონიოს მთელ მსოფლიოზე. მისი თქმით, მომდევნო კვარტალში ფედერალური სარეზერვო სისტემა დაიწყებს საჯარო კონსულტაციებს ციფრული დოლარის შესაძლო გამოშვებასთან დაკავშირებით. მანამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა აღნიშნა ციფრული დოლარის განვითარების შესაძლებლობის განხილვის აუცილებლობა. 2021 წლის მარტში აშშ-ის სენატის საბანკო საქმიანობის კომიტეტის თავმჯდომარემ შეროდ ბრაუნმა მოუწოდა ფედერალურ სარეზერვო სისტემას - გამოიკვლიოს CBDC-ის გამოშვების შესაძლებლობა. მისი აზრით, სააგენტო ლიდერი უნდა გახდეს ამ სფეროში. აპრილში სააგენტოს თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ამის სწორად გაკეთება და არა სხვა ქვეყნებთან კონკურენცია. მიმდინარე წლის ზაფხულში ფედერალური რეზერვების სისტემა გამოაქვეყნებს სადისკუსიო დოკუმენტს, რომელიც შეავსებს ადრე დაწყებულ კვლევას CBDC-ის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ. https://bit.ly/3bTSJxD
  17. ცოტა ხნის წინ CPU-Z-ში გამოჩნდა Intel Core i7-11800H და დააფიქსირა კარგი შედეგები, რომლებიც არ ჩამოუვარდება კონკურენტ AMD Ryzen 7 5800H-ს. ამჯერად ცნობილმა ინსაინდერმა, სახელად Tum APISAK-მა ისაუბრა Intel Core i5-11400H პროცესორზე, რომელიც აგრეთვე შემჩნეულ იქნა MSI-ს სისტემის შემადგენლობაში, რომელშიც გამოყენებული იყო ლეპტოპებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორი Nvidia GeForce RTX 3050. ერთნაკადიანი წარმადობა შეფასდა 528 ქულით, მრავალნაკადიანმა შედეგმა კი შეადგინა 3301 ქულა. AMD-ს პროდუქტებთან შედარებისას სამართლიანი იქნება არჩეულ იქნას AMD Ryzen 5 5600H, რადგან მასაც აქვს 6 ბირთვი, 12 ნაკადი და 45 ვატი TDP. Intel Core i5-11400H-ს უპირატესობა გააჩნია მაქსიმალური ტაქტის სიხშირის მხრივ, მაგრამ AMD-ს ჩიპი აღემატება ენერგოეფექტურობის კუთხით 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით, 10-ნანომეტრიანი Tiger Lake ჩიპის წინააღმდეგ. Ryzen 5 5600H-მა 547 ქულა მიიღო ერთნაკადიან ტესტში და 4228 ქულა - მრავალნაკადიანი დატვირთვისას, რაც აფიქსირებს მის 3.69%- და 28.08% -იან უპირატესობას Core i5-11400H ჩიპთან შედარებით, შესაბამისად. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ Intel Core i5-11400H უკეთ იმუშავებს, განსაკუთრებით ერთნაკადიან რეჟიმში. თუმცა, როგორც ჩანს, Tiger Lake ჩიპმა მიაღწია მაქსიმალურ 4.076 გჰც სიხშირეს. შესაძლოა ეს დაკავშირებულია Intel-ის ჩიპის ადრეულ ნიმუშთან, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესორს შესაძლოა ჰქონდეს მეტი წარმადობის რეზერვი ახალ საფეხურზე გადასვლისა და ხელახლა გადასინჯვის შემდეგ, განსაკუთრებით კი მრავალნაკადიან რეჟიმში. https://bit.ly/3fHm8fA
  18. კომპანია Intel-მა მიაღწია tape-სტადიას სამომავლო, Meteor Lake თაობის პროცესორების შემუშავებაში. ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ დაასრულა ახალი ჩიპების დიზაინი და ისინი მზადაა tape out სტადიისთვის, შესაბამისად, ინჟინრული ნიმუშების წარმოებისთვის. ამ სიახლის შესახებ Twitter-ის მეშვეობით განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა Gregory Bryant-მა. ადრე Intel-მა დაადასტურა, რომ Meteor Lake პროცესორების შემადგენლობაში გამოყენებული იქნება რამდენიმე ნახევრადგამტარი კრისტალი, რომლებიც Foveros კონსტრუქციას გააერთიანებს. ჩიპები წარმოებული იქნება 7-ნანომეტრიანი Enhanced SuperFin ტექნოპროცესით. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ Meteor Lake პროცესორები 2023 წელს გამოვა. გავრცელებული ცნობებით, Meteor Lake იქნება Core პროცესორების მე-14 თაობა, რომლებიც ჩაანაცვლებენ Raptor Lake-ს. ეს უკანასკნელი თავის მხრივ წარმოადგენს მე-12 თაობის Alder Lake ჩიპების განახლებას, რომელთა გამოსვლა მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. არსებული ინფორმაციით, Meteor Lake-ს ექნება ჰიბრიდული არქიტექტურა Next Mont, ჩიპების შემადგენლობაში კი გამოყენებული იქნება Redwood Cove გამომთვლელი ბირთვები. თუკი არაოფიციალური ცნობები დადასტურდება, Intel-ისთვის Meteor Lake პროცესორები იქნება მეოთხე თაობა, რომლებშიც გამოიყენება ჰიბრიდული არქიტექტურა მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური ბირთვებით. ასევე არაოფიციალური ცნობებით, Meteor Lake ჩიპების სერია იქნება პროცესორების ბოლო თაობა LGA 1700 პლატფორმის მხარდაჭერით, რომლის გამოსვლა მოსალოდნელია მიმდინარე წელს მე-12 თაობის Alder Lake პროცესორებისა და Intel 600-სერიის ჩიპსეტებზე მოქმედი დედა დაფების ანონსისას. https://bit.ly/3vjxzAp
  19. საპირისპირო განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-მა ახალ ანგარიშში კრიპტოვალუტები აღიარა აქტივების სახეობად. დოკუმენტის დეტალები გაასაჯაროვა ეკონომისტმა ალექს კრიუგერმა. ბანკმა შეაგროვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიების - Grayscale Investments-ის, Galaxy Digital-ის, Chainalysis-ის, Global FX-ისა და სხვების, აგრეთვე ინდუსტრიის კრიტიკოსების მოსაზრებები. ანგარიშის ავტორებმა აღნიშნეს მრავალი ციფრული აქტივის უნიკალურობა. მათი აზრით, Bitcoin-ს აქვს მაღალი კაპიტალიზაცია, XRP არის რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემა, ხოლო Ethereum - სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა. Goldman Sachs-მა BNB დაასახელა აპლიკაციებში პრაქტიკული გამოყენების ტოკენად, Polkadot კი - პლატფორმად სხვადასხვა ბლოკჩეინების ურთიერთქმედების შესაძლებლობით. ბანკის ანალიტიკოსებმა მოიყვანეს Bitcoin-ის ფასის გრაფიკი 2013 წლიდან და განაცხადეს, რომ ციფრული ოქრო ყოველთვის განიცდიდა აღდგენას ახალ მაქსიმუმებამდე კურსის მეტისმეტად შემცირების მიუხედავად. კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებლის, მაიკ ნოვოგრაცის თქმით, ინსტიტუციური ინვესტორების შემოდინება ადასტურებს პირველი კრიპტოვალუტის მიმზიდველობას. „მსოფლიომ Bitcoin-ი აღიარა დაგროვების კარგ საშუალებად“ - განაცხადა ინვესტორმა. Grayscale Investments-ის აქტივების მართვის ხელმძღვანელმა მაიკლ ზონენშაინმა ციფრული ოქროს შეზღუდულ ემისიას უწოდა „ინფლაციის ჰეჯირებისა და ვალუტების გაუფასურების საშუალება“. ნიუ იორკის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორ ნურიელ რუბინს ეჭვი ეპარება, რომ ფინანსური ორგანიზაციების უმეტესობა მზადაა დაექვემდებაროს კრიპტვალუტების ბაზრის არასტაბილურობასა და რისკებს. ”ის, რასაც არ აქვს მომგებიანობა, პრაქტიკული მნიშვნელობა ან კავშირი ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებთან, არ შეიძლება ჩაითვალოს დაგროვების საშუალებად ან აქტივად”, - დაამატა კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა. კრიუგერის თქმით, ანგარიში Goldman Sachs ვებ-გვერდზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. „ეს ანგარიში რომ წამეკითხა და კრიპტოვალუტის მფლობელი არ ვყოფილიყავი, გრაფიკების ნახვისას გავაცნობიერებდი, რომ ახლა არის შესანიშნავი მომენტი ბაზარზე გასვლისთვის, ავდგებოდი და ვიყიდიდი კრიპტოვალუტას“ - დაწერა კრიუგერმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 27 მაისს ბანკმა ინვესტორებისთვის გამართა პრეზენტაცია სახელწოდებით "კრიპტოვალუტები, მათ შორის Bitcoin-ი, არ არის აქტივების კლასი". „ჩვენ მივიჩნევთ, რომ საფონდო ღირებულება, რომლის ფასის ზრდა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია იმაზე - არის თუ არა ვინმე მზად, გადაიხადოს უფრო მაღალი ფასი - არ წარმოდგენს ჩვენი მომხმარებლების შესაფერის ინვესტიციას“ - განაცხადა იმ დროს Goldman Sachs-მა. 2021 წლის იანვარში Coindesk-მა განაცხადა, რომ ბანკის გეგმაშია კრიპტოვალუტების ბაზარზე შესვლა. მარტში Goldman Sachs-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბანკის მომხმარებელთა 22% ელოდება Bitcoin-ის ფასის ზრდას 100 ათას აშშ დოლარს ზემოთ წლის განმავლობაში. კვლევის შედეგების თანახმად რესპონდენტების 40% ფლობს კრიპტოვალუტას. აპრილში Goldman Sachs-ის ხელმძღვანელმა დევიდ სოლომონმა პროგნოზი გააკეთა ციფრული აქტივების ინდუსტრიაში ”მნიშვნელოვანი ევოლუციის” შესახებ. https://bit.ly/3oHBGE2
  20. ბოლო Google I/O ღონისძიებაზე დეპარტამენტ Google Photos-ის ვიცე-პრეზიდენტმა შიმრიტ ბენ-იაირმა ისაუბრა ახალ სერვის Cinematic Moments-ის შექმნაზე. იგი ემყარება შარშანდელ სერვის Cinematic Photos-ს, რომელიც 3D ეფექტს უმატებდა ორგანზომილებიან ფოტოებს. ახალი სერვისი კი მოახდენს მათ ანიმირებას და ორი კადრისგან შექმნის ერთ მოვლენას მცირე ვიდეოს სახით. ერთი შეხედვით, ახალი სერვისი ძალიან ჰგავს MyHeritage-ის აპლიკაციას Deep Nostalgia, რომელიც ანიმაციას უმატებს ძველ ფოტოებს. თუმცა არსებობს პრინციპული განსხვავება: Deep Nostalgia-ს საფუძვლად უდევს დიპფეიკის ტექნოლოგია რეალური მსახიობების მიმიკების გამოყენებით, Google-ის სერვისში კი გამოიყენება მანქანური სწავლების ალგორითმები, რათა გაანალიზდეს ყოველი წყვილი ფოტო და დაზუსტდეს, რა აკლია მათ ანიმაციის შექმნისთვის. ტექნიკური თვალსაზრისით, მთავარი გამოსახულება ნელ-ნელა იცვლება, სანამ არ მიიღება საბოლოო შედეგი. სირთულე ის არის, რომ ნეიროქსელი არ ცდილობს მაყურებლის დარწმუნებას ვიდეოს რეალისტურობაში, არამედ უბრალოდ ახდენს ერთმანეთის შესაბამისი კადრების ფორმირებას. შედეგს ბევრი კრიტიკოსი უარყოფითად და შემაშინებლად მიიჩნევს იმ დროს, როდესაც ანიმაცია არასწორი და არაბუნებრივი გამოდის. სერვის Cinematic Photos-ის გამოშვების დრო არ გახმაურებულია, მაგრამ ბენ-იაირმა აღნიშნა, რომ იგი ერთდოულად გახდება ხელმისაწვდომი Android-სა და iOS-ზე. სისტემისთვის მნიშვნელობა არ აქვს ფოტოს წარმომავლობას, მას შეუძლია დაკოპირებულ და დასკანერებულ კადრებთან მუშაობა. https://bit.ly/3fDCgi5
  21. Huawei-სგან გამოყოფის შემდეგ Honor აღარ ექვემდებარება აშშ-ის სანქციებს. კომპანიამ განაახლა კონტრაქტები სმარტფონების ჩიპსეტების მთავარ მომწოდებლებთან და მომხმარებლები მოუთმენლად ელიან Google-ის სერვისების დაბრუნებას კომპანიის მოწყობილობებში. დიდხანს ლოდინი საჭირო აღარ არის, როგორც ჩანს Honor 50 სერია დაადასტურებს კომპანიის სმარტფონებში Google-ის სერვისების დაბრუნებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ ჭორები და ვარაუდები. Honor-ის სმარტფონებში Google-ის სერვისების დაბრუნება ოფიციალური ცნობაა და მოდის კომპანიის გერმანული ქვეგანყოფილებისგან. Twitter-ის ერთ-ერთ თემაში მომხმარებელმა მათ პირდაპირ ჰკითხა, მიიღებენ თუ არა Snapdragon 778G ჩიპსეტზე მოქმედი კომპანიის სმარტფონები Google-ის სერვისებს, რაზეც გერმანული ქვეგანყოფილების ოფიციალური ექაუნთიდან დადებითად უპასუხეს. ოფიციალური მონაცემების თანახმად Snapdragon 778G ჩიპსეტი წარმოდგენილი იქნება სამომავლო Honor 50-ში, აქედან გამომდინარე, კომპანიის სმარტფონებში Google-ის სერვისების დაბრუნებას მომდევნო თვიდან უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, Honor-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ Honor 50 სერია ივნისში გამოვა. მიიჩნევა, რომ სერიაში შევა სამი სმარტფონი: საბაზისო Honor 50, Honor 50 Pro და Honor 50 Pro+. პირველი აგებული იქნება Qualcomm Snapdragon 778G ჩიპსეტის ბაზაზე, დანარჩენ ორ, უფრო მოწინავე სმარტფონებში კი მომხმარებლები ელიან ფლაგმანურ Snapdragon 888 ჩიპს. ახლახანს გამოქვეყნდა Honor 50 Pro-ს სავარაუდო ფოტოები, რომელზეც ჩანს სამი კამერის უჩვეულო ბლოკი უზარმაზარი მთავარი ობიექტივით: ფოტოზე: Honor 50 სერია - არაოფიციალური, სავარაუდო დიზაინი. https://bit.ly/3fFDf1g
  22. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წინადადება საგადახდო კანონმდებლობაზე დაკვირვების გაძლიერების შესახებ მოიცავს მოთხოვნას, რომ გადასახადების სამმართველოს (IRS) მიეწოდოს ინფორმაცია 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტო ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევებში. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში. ხელისუფლების აზრით, ციფრული აქტივები "სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს". ისინი ხელს უწყობენ უკანონო საქმიანობას, მათ შორის გადასახადებისგან თავის არიდებას. ”მოსალოდნელია, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში კრიპტო ტრანზაქციების როლი გაიზრდება,” - ნათქვამია მოხსენებაში. ახალი წესების დანერგვა შემოსავლებისგან თავის არიდებისა და დაფარვის მინიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა - დააკონკრეტეს ფინანსთა სამინისტროში. დოკუმენტის თანახმად, ანგარიშგების რეჟიმი გავრცელდება „უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებზე, კრიპტო ბირჟებსა და სამეურვეო (კასტოდიალურ) ორგანიზაციებზე“. „ისევე, როგორც ტრადიციული ტრანზაქციების შემთხვევაში, ბიზნესი, რომელიც მიიღებს 10 ათას აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების კრიპტო აქტივებს, ვალდებული იქნება გვაცნობოს ამის შესახებ“ - აღნიშნა სააგენტომ. სავარაუდოდ, ახალი წესები ძალაში 2023 წლიდან შევა. ადრე IRS-მა განმარტა, რომ აშშ-ის მაცხოვრებლებს არ სჭირდებათ კრიპტოვალუტის შეძენის შესახებ განაცხადონ დეკლარაციის პირველ გვერდზე ფორმა 1040-ის მიხედვით, თუ ისინი იცავენ Buy & Hold სტრატეგიას. https://bit.ly/3ujF6Ol
  23. დროდადრო ინტერნეტში ვრცელდება ცნობები AMD-ის მომდევნო თაობის პლატფორმის შესახებ. ვინაიდან ჯერჯერობით უცნობია ახალი პროცესორების გამოსვლის თარიღი, ზოგიერთი ადრეული გეგმა შესაძლოა შეიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარი წლით ადრე გაჟონილი ინფორმაციის სანდოობას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ამჟამად არსებული არაოფიციალური ცნობები მეტნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება და მიახლოებით ვარაუდს გვაძლევს, რას უნდა ველოდოთ მომავალში. უკვე ნაცნობი АМ4-ის ნაცვლად მოსალოდნელია АМ5. თითქოს ერთი ციფრი მეტისმეტად ცოტაა რადიკალური ცვლილებებისთვის, თუმცა ამჟამად არსებული მონაცემების თანახმად ეს ასე არ არის. უპირველეს ყოვლისა, პროცესორებს ექნება ახალი კონექტორი LGA 1718, რომელიც Intel-ის დესკტოპ პროცესორებისთვის განკუთვნილი კონექტორის მსგავსი იქნება. ამასთან, თავად პროცესორების სახელწოდება იქნება Ryzen 6000 ან Ryzen 7000 – AMD-ის მარკეტინგული პოლიტიკის შესაბამისად. ახალი პროცესორები მიიღებენ ორარხიანი DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერას, რომლის სიჩქარე იწყება 4800 მჰც-იდან და მიაღწევს დაუჯერებელ 10000 მჰც-ს. ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება PCIe 4.0, PCIe 5.0-ის შესახებ ჯერ არაფერი გამოცხადებულა. PCIe 5.0 სტანდარტი გარკვეული დროის განმავლობაში ექსკლუზიური იქნება Intel-ის მე-12 თაობის (Alder Lake) პროცესორებისთვის, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით რა უპირატესობა ექნება მას PCIe 4.0 ინტერფეისთან შედარებით. AMD ამტკიცებს, რომ PCIe 5.0-ზე გადასვლა შესაძლებელია, თუმცა იგი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ახალი ინტერფეისი შემოგვთავაზებს საგრძნობ უპირატესობას არსებულ ტექნოლოგიასთან შედარებით. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ჯერჯერობით სირთულეები არსებობს PCIe 4.0 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობების მიწოდებაში და PCIe 5.0-ის გამოჩენას არ ჩქარობს არც ერთი მწარმოებელი. ახალი პროცესორები დამყარებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით შექმნილ Zen 4 არქიტექტურაზე. მოსალოდნელია, რომ იგი შემოგვთავაზებს IPC-მაჩვენებლის 25%-იან ზრდას ამჟამად არსებულ პროცესორებთან შედარებით. გარდა ამისა, ზემოთხსენებული არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი პროცესორები გადალახავენ 5-გიგაჰერციან ზღვარს, რაც სასარგებლო იქნება გეიმერებისთვის. ასევე ცნობილია, რომ ინტეგრირებული გრაფიკა ბოლოსდაბოლოს მიიღებს RDNA 2 არქიტექტურას, რაც ახალ პროცესორებს საშუალებას მისცემს გამოყენებულ იქნან გეიმინგში საბაზისო დონის დისკრეტული ვიდეო დაფის გარეშე. მომდევნო თაობაში ბირთვების რაოდენობა არ გაიზრდება. როგორც ჩანს, AMD-ის ინჟინრები დესკტოპ სეგმენტში 24- და 32-ბირთვიანი პროცესორების პერსპექტივას ვერ ხედავენ. https://bit.ly/3oI2Zy5
      • 2
      • Upvote
      • Like
  24. შეერთებული შტატების საზოგადოებრივ გზებზე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ავტოპილოტირებადი მანქანების ტესტირება, ცალკეულ შტატებში უკვე ნებადართულია ავტომატური ტაქსების კომერციული ექსპლუატაცია ოპერატორის ან გამომცდელი მძღოლის მეთვალყურეობის ქვეშ. გერმანიაში ამჟამად ავტომატური ავტომობილების პროტოტიპების გამოცდა მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლება მზადაა მომავალი წლიდან დაუშვას მათი კომერციული გამოყენება. ფოტოს წყარო: Getty Images სიახლის შესახებ იუწყება Bloomberg კანონპროექტზე დაყრდნობით, რომელმაც უკვე მიიღო გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის ნებართვა. ქვეყნის ხელისუფლება ნებართვას იძლევა საზოგადოებრივი სარგებლობის გზებზე გამოყენებულ იქნას სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ფლობენ ავტონომიურობას მეოთხე დონის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ მათში შენარჩუნებული იქნება მართვის სტანდარტული ორგანოები და ადამიანი შეძლებს ნებისმიერ მომენტში ჩაერიოს მართვის პროცესში როგორც მანქანის სალონში ფიზიკურად ყოფნით, აგრეთვე დისტანციური არხებით. კანონპროექტის განსაკუთებული მახასიათებელია ამგვარი სატრანსპორტო საშუალებების არეალის შეზღუდვა. მათ უნდა იმოძრაონ მკაცრად განსაზღვრული მარშრუტებით, რაც ეხება როგორც ტვირთის გადაზიდვას, ისე მგზავრების გადაყვანას. რეალურად, გერმანიის ხელისუფლება იძლევა ლოჯისტიკური ოპერაციებისა და სამგზავრო ტრანსპორტის მუშაობის ავტომატიზაციის შესაძლებლობას. გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ ეს კანონი ძალაში შესვლამდე უნდა დაამტკიცოს. https://bit.ly/3fbJWZV
  25. ჩინეთში ბანკებს და საგადახდო სისტემებს აეკრძალათ კრიპტოვალუტებით ტრანზაქციების განხორციელება. აგრეთვე, ჩინეთის საბანკო ასოციაციამ მოქალაქეები გააფრთხილა კრიპტოვალუტებში საეჭვო ინვესტიციების შესახებ, რა მხრივაც ვითარება ამჟამად უკიდურესად არასტაბილურია. 2017 წელს დაიხურა კრიპტოვალუტების ადგილობრივი ბირჟები, მოგვიანებით, ორი წლის შემდეგ, დაიბლოკა უცხოური საიტები, სადაც შესაძლებელი იყო კრიპტოვალუტებით ვაჭრობა. ამრიგად ჩინეთს სურს შეზღუდოს ოპერაციები კრიპტოვალუტების გამოყენებით, განსაკუთრებით კი „ციფრული ოქროს“ გამოყენებით ვაჭრობა და გადაყიდვა. ექსპერტების აზრით აკრძალვების შემოღებამდე Bitcoin-ოპერაციების 90 % სწორედ ჩინეთში ხორციელდებოდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ასეთი "რეპრესიების" შემოღების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია პირდაპირ გავლენა მოახდინოს მასზე იმ დროს, როდესაც ჩინეთში ინტერნეტიც კი ექვემდებარება ძლავრ ცენზურას და იფილტრება ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის არსებობის გამო. ამავე დროს, ქვეყანაში არ არის აკრძალული კრიპტოვალუტის შენახვა და მოპოვება, თუმცა იბეგრება. https://bit.ly/2RAlokj
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.