-
Posts
7330 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ 20 ივლისს ის და მისი ძმა მარკი პირველ ფასიანი ადგილის აუქციონის გამარჯვებულთან ერთად კოსმოსური ხომალდით პირველ სამგზავრო ფრენას განახორციელებენ. ტურისტული სუბორბიტალური ფრენა მომავალ მგზავრს თითქმის 3 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება. New Shepard-ის გამშვები რაკეტა მრავალჯერად სამგზავრო კაფსულას გაუშვებს 100 კმ. სიმაღლეზე. კოსმოსურ ტურისტებს მხოლოდ 10 წუთი ექნებათ განკარგულებაში. ამ მოკლე დროში მათ შეეძლებათ ნულოვანი სიმძიმით ფრენა და დარწმუნდებიან, რომ დედამიწა ნამდვილად მრგვალია. ფრენის საბოლოო ეტაპია უკან დასაბრუნებელი კაფსულის დაშვება პარაშუტის გამოყენებით. კაფსულა New Shepard-ის სამგზავრო ინტერიერი ფრენის წარმატებით დასრულება იქნება იმის მანიშნებელი, რომ ჯეფ ბეზოსმა აჯობა კოსმოსური ტურიზმის მთავარ კონკურენტებს, ილონ მასკსა და რიჩარდ ბრენსონს. იმ ფაქტს, რომ კომერციული ფრენებისადმი ინტერესი წარმოუდგენლად მაღალია და მომავალში მათ ორგანიზატორებს მილიარდობით დოლარის მოგებას ჰპირდება, მოწმობს პირველ ფრენაში მონაწილეობის უფლებისთვის "შეჯიბრის" მონაწილეთა რაოდენობა - 6000 პრეტენდენტი 143 ქვეყნიდან. https://bit.ly/2Srnhjz
-
The Verge-ის ინფორმაციით, Facebook მომდევნო წლის წაფხულში გამოუშვებს საკუთარ სმარტ-საათებს. მოწყობილობები კონსტრუქციის მხრივ მსგავსი ტიპის გაჯეტებისგან განსხვავებული იქნება. სმარტ-საათს ექნება ორი ინტეგრირებული კამერა და მოიხსნება სამაჯურიდან ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად, რომელთაც მომხმარებლები Facebook-ის ეკოსისტემაში ატვირთავენ. საათზე განთავსებული ფრონტალური კამერა უპირველეს ყოვლისა განკუთვნილი იქნება ვიდეოზარებისთვის. მეორე, უკანა კამერა, რომელსაც აქვს ავტოფოკუსირების ობიექტივი და 1080p გაფართოება, გამოყენებული იქნება სრულფასოვანი ვიდეორგოლების გადასაღებად. მისი აქტივაციისთვის საჭიროა საათი მოიხსნას სამაჯურისგან, თუმცა წყაროს ინფორმაციით Facebook პარტნიორებთან ერთად მუშაობს სხვადასხვა აქსესუარის შესაქმნელად, რათა საათი დამაგრდეს სხვადასხვა საგანზე (ტანსაცმელზე, ზურგჩანთაზე, სელფის ჯოხზე) და შედეგად გარდაიქმნას იპროვიზირებულ ექშენ-კამერად. სავარაუდოდ, Facebook შეეცდება თავისი სმარტ-საათები გარდაქმნას რაღაც უფრო მეტად, ვიდრე ამჟამად ბაზარზე არსებული მსგავსი ტიპის გაჯეტებია. ბუნებრივია, მოწყობილობას ექნება ფიტნეს-ტრეკერის ფუნქციები, მესინჯერებისა და აპლიკაციების მხარდაჭერა. ასევე Facebook-ის სმარტ-საათი შეძლებს სმარტფონის ჩანაცვლებას და საჭირო აღარ იქნება მისი დაკავშირება მობილურ ტელეფონთან. წყარო აცხადებს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის ფიჭურ ოპერატორებთან და გეგმავს საკუთარი მოწყობილობის LTE მხარდაჭერით უზრუნველყოფას. ამავდროულად, Facebook მუშაობს პროექტის სამომავლო განვითარებაზეც. უკვე მიმდინარეობს მუშაობა სმარტ-საათის მეორე და მესამე ვერსიებზე. საბოლოო მიზანი შესაძლოა იყოს სმარტ-საათების დაკავშირება შერეული რეალობის სათვალესთან, რომლის გამოშვებასაც აპირებს კომპანია. სმარტ-საათის პირველი ვერსია გამოვა რამდენიმე ფერის ვარიანტად, ანონსი დაგეგმილია 2022 წლის ზაფხულისთვის და მისი მიახლოებითი ფასი 400 აშშ დოლარი იქნება. Facebook იმედოვნებს, რომ გაიყიდება რამდენიმე ათასი მოწყობილობა და ეს ნამდვილად არ არის მეტისმეტად ამბიციური მიზანი. მაგალითად, Counterpoint Research-ის ანგარიშის თანახმად ბოლო წლის განმავლობაში გაიყიდა 34 მილიონი ერთეული Apple Watch. Facebook-ის სმარტ-საათებს ჯერჯერობით სახელწოდება არ გააჩნია და მათი მასიური წარმოება ჯერ არ დაწყებულა. The Verge-ს თანახმად, ჯერ არავინ არის ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ ეს საათები ნამდვილად გამოვა ბაზარზე მომავალ წელს. ასეა თუ ისე, პროექტში ჩართულია რამდენიმე ასეული ადამიანი და კომპანიამ უკვე რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. https://bit.ly/3zg44C9
-
პასკალ ბლანკმა, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივების მმართველი კომპანია Amundi-ს ინვესტიციების დირექტორმა განაცხადა, რომ ხელისუფლებები და მარეგულირებელი ორგანოები შეაჩერებენ Bitcoin-ს, წერს Reuters. ფრანგული კომპანიის ტოპ-მენეჯერმა, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება 1.7 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი აქტივები, კრიპტოვალუტას უწოდა ფარსი და ფინანსურ ბაზრებზე „bubble”-ის ფორმირების სიმპტომი. „Bitcoin-ი დასამახსოვრებელი იქნება იმით, რომ მან ცენტრალურ ბანკებს ციფრული ფულის გამოშვებისკენ უბიძგა. ხელისუფლებები და მარეგულირებლები საბოლოო ჯამში კრიპტოვალუტას შეაჩერებენ“ - განაცხადა ბლანკმა. მისი თქმით, ინვესტორებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო პოზიციების გაზრდა იუანში, შემდეგ კი კრიპტოვალუტებში დივერსიფიცირება. მარტში Amundi-ს სპეციალისტებმა (კომპანია ევროპაში აქტივების მოცულობით ჩამორჩება მხოლოდ Allianz-ს) გამოაქვეყნეს კრიპტოვალუტების ბაზრის კვლევა. მასში მათ აღნიშნეს ციფრული აქტივების დაბალი ლიკვიდურობა და მკაცრი რეგულირების შედეგად კვოტირებების ჩამოშლის შესაძლებლობა. მათი აზრით, დეცენტრალიზებული სისტემების ოპერაციული სტაბილურობა კითხვებს ბადებს, გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტების გამოყენებას კი შეუძლია ფინანსური სისტემის დესტაბილიზაცია მოახდინოს. Gemini-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტაილერ უინკლუოსმა გამოხატა დარწმუნებულობა, რომ Bitcoin-მა მიაღწია აღიარების მეტისმეტად მაღალ დონეს საიმისოდ, რომ მარეგულირებელი ორგანოს აკრძალვის ქვეშ მოხვდეს აშშ-შიც კი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს გლობალურ წესებს ფინანსურ ბაზრებზე. https://bit.ly/3csVK8t
-
რამდენიმე დღის წინ Intel-მა ოფიციალურ ვებ-საიტზე დაამატა მე-11 თაობის რამდენიმე ახალი მოდელი სუფიქსით „B” BGA-შესრულებით, რომლებიც მიეკუთვნება Tiger Lake სერიას და დამზადებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჩიპი მობილურ სეგმენტს მიეკუთვნება, მისი გამოყენების ვარიანტები საკმაოდ ვრცელია - პლანშეტებით დაწყებული, დესკტოპ კომპიუტერებით დამთავრებული. Intel-ის გეგმები ამჟამად ნათელია: როგორც რესურსი VideoCardz გვაცნობებს, გამოჩნდა ფოტოები KoolShare-იდან, რომლებიც გვიჩვენებს სამომავლო კომპაქტურ კომპიუტერ Intel NUC 11 Extreme Beast Canyon-ს. იგი აღჭურვილია სპეციალური PCIe-დაფით, რომლის დასახელებაა Compute Element, მოწყობილობაში მოცემულია ოპერატიული მეხსიერება, მონაცემთა სანახი სივრცე, ინტერფეისების ნაკრები, აგრეთვე უშუალოდ პროცესორი, რომელიც აღმოჩნდა სერიის ფლაგმანური წარმომადგენელი Core i9-11900KB ჩიპის სახით. ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად Core i9-11900KB პროცესორი წარმოებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, აქვს 8 ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით, მათი საბაზისო სიხშირეა 3.3 გჰც, Turbo-სიხშირე - 4.9 გჰც, Thermal Velocity Boost ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში კი - 5.3 გჰც. ფოტოს წყარო: VideoCardz წყარო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ღონისძიება Computex 2021-ის ფარგლებში კომპანია Intel-მა სამომავლო კომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერ NUC 11 Extreme Beast Canyon-თან დაკავშირებულ საიდუმლოს ფარდა ახადა: მოწყობილობებს ექნება Tiger Lake თაობის პროცესორები და სრული ზომის ვიდეო დაფის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ახალი მოწყობილობის დებიუტის თარიღი, ასევე უფრო დეტალური ტექნიკური მახასიათებლები კომპანიას ჯერ არ გაუზიარებია. https://bit.ly/34ZAeE7
-
სამხრეთკორეულ ტექნოლოგიურ გიგანტ Samsung-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ წლის მეორე ნახევარში კომპანია გეგმავს ახალი სამომხმარებლო SSD-ების გამოშვებას მეშვიდე თაობის V-NAND მეხსიერების ჩიპების ბაზაზე. მათი აღსანიშნავი მახასიათებელია ბაზარზე ყველაზე მცირე ზომის უჯრედები. ცნობილია, რომ ახალი დისკები ოპტიმიზებული იქნება მრავალამოცანიან რეჟიმებსა და დიდ სამუშაო დატვირთვაზე, როგორებიცაა 3D-მოდელირება და ვიდეოს რედაქტირება. თანამედროვე რეალობაში, სავარაუდოდ, ახალი მოწყობილობები Chia-ს მაინერებსაც დააინტერესებს. სამომხმარებლო ბაზრის პარალელურად Samsung გეგმავს მეშვიდე თაობის V-NAND-ზე დაფუძნებული SSD-ების გამოშვებას სერვერულ სეგმენტშიც, მათ შორის წარადგენს მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილ მოდელებს. V-NAND - ეს არის Samsung-ის ფლეშ-მეხსიერების დიზაინი, რაც მოიაზრებს ვერტიკალურად განთავსებულ მეხსიერების უჯრედებს, რომლებიც სამგანზომილებიან სტრუქტურას ქმნიან. სხვა მწარმოებლები ანალოგიურ მოწყობილობებს 3D NAND-ს უწოდებენ. კომპანიამ პირველი ამგვარი კომერციული პროდუქტი 2013 წელს წარადგინა. მეშვიდე თაობის V-NAND-ში Samsung-ის ინჟინრებმა შეძლეს უჯრედების შემცირება დაახლოებით 35%-ით როგორც ზედაპირის ფართობის, ასევე სიმაღლის შემცირების ხარჯზე სამგანზომილებიანი მასშტაბირების ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ Samsung ერთადერთი კომპანიაა ინდუსტრიაში, რომელიც გრავირების ტექნოლოგიას ფლობს, შეუძლია ერთ კრისტალზე შექმნას ასზე მეტი ფენა და გააერთიანოს ისინი მილიარდობით დამაკავშირებლით. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე მიიღო მერვე თაობის მუშა V-NAND ჩიპი, რომელიც 200 ფენას შეიცავს. მასზე დაფუძნებული პროდუქტების წარდგენა იგეგმება საბაზრო სიტუაციისა და მომხმარებლის მოთხოვნის ანალიზის შემდეგ. კვლევითი კომპანია TrendForce-ის მონაცემებით Samsung არის მსოფლიოში NAND ფლეშ-მეხსიერების უმსხვილესი მწარმოებელი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისი საბაზრო წილი 33.5%-ს შეადგენდა. ამ ბიზნესმა კომპანიას მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 4.97 მლრდ აშშ დოლარი მოუტანა, რაც 7%-ით აღემატება გასული კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს. https://bit.ly/3pDlgx8
-
Bitcoin-ი გახდა ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი აქტივი ჰეჯ-ფონდების ტოპ მენეჯერებსა და სტრუქტურებში, რომლებიც მხოლოდ გრძელ პოზიციებს იკავებენ. ამის დასტურია Goldman Sachs-ის გამოკითხვის მონაცემები, იუწყება Bloomberg. „ჩვენ ჩავატარეთ ორი სხდომა გრძელვადიან სტრატეგიებზე ორიენტირებული სხვადასხვა სტრუქტურისა და ჰეჯ-ფონდის ინვესტიციების 25 დირექტორის მონაწილეობით. ისინი უპირატესობას ანიჭებენ მზარდ აქტივებს, ხოლო ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ინსტრუმენტი Bitcoin-ია“ - აცხადებს Goldman Sachs-ის სტრატეგი ტიმოთი მო. ყველაზე მეტად და ნაკლებად მიმზიდველი ინვესტიციები CIO-ებს შორის. წყარო: Goldman Sachs, Bloomberg. ზრდაზე ორიენტირებული კაპიტალის პარალელურად, რომელთაც გამოკითხულთა 50%-ზე მეტი იყენებს, CIO-ები უპირატესობას ანიჭებენ ღირებულების (Value) ინვესტიციებს (30%) და ნედლეულ საქონელს (10%). გამოკითხულთა 35% პირველ კრიპტოვალუტას ასახელებს, როგორც ინვესტიციის ყველაზე ნაკლებად მიმზიდველ აქტივს. ანტირეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ინვესტიციებმა ახალ IPO-ში (25%), მესამე ადგილი - განაკვეთზე მგრძნობიარე აქტივებმა (20%). Bank of America-ს მიერ მაისის გამოკითხვამ აჩვენა, რომ Bitcoin-ში გრძელვადიანი პოზიცია ტრეიდერებს შორის ყველაზე პოპულარულია. იანვარში ანალოგიური კვლევისას ციფრული ოქროს შესყიდვებმა გაუსწრო ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ლონგს. ჟურნალისტ კოლინ ვუს თქმით კურსის მიმდინარე შემცირების შემდეგ 2021 წლის დასაწყისიდან პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტიციის მომგებიანობამ მხოლოდ 14% შეადგინა, რაც ნაკლებია Bloomberg-ის სასაქონლო ინდექსის მაჩვენებელზე (Bloomberg Commodity Spot Index). შეგახსენებთ, რომ Goldman Sachs-მა კრიპტოვალუტები აღიარა, როგორც აქტივების ახალი კლასი. ბანკის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Bitcoin-ი ყოველთვის აღწევს ახალ მაქსიმუმებს კურსის დიდი ვარდნების მიუხედავად. https://bit.ly/34UCBYO
-
კანადის საიმონ ფრეიზერის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ააგეს დღესდღეობით ყველაზე ეფექტური „ინფორმაციული ძრავი“. იგი ათეულობით აღემატება ალტერნატიულ კონსტრუქციებს ყველა პროცესის ოპტიმიზაციისა და იდეალურად შერჩეული ცენტრალური კომპონენტების - მოძრავი მიკრონაწილაკების ხარჯზე. თავად ამგვარი ძრავის იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ 150 წლის წინ, თუმცა მხოლოდ ახლახანს განვითარებულმა ტექნოლოგიებმა გახადა შესაძლებელი მისი რეალიზება. ინფორმაციული ძრავის იდეა ის არის, რომ მიკრონაწილაკი თერმული ეფექტის გავლენით იცვლება, თუმცა არათანაბრად და წინასწარ უცნობია, რა მიმართულება ექნება - ზედა თუ ქვედა. ამიტომ ნაწილაკი შეიძლება დაერთდეს ზამბარაზე, ზამბარა - მოძრავ პლატფორმაზე, შემდეგ კი მთელი სისტემა მოთავსდეს წყლის ქვეშ გლუვი მოძრაობისთვის. როდესაც ნაწილაკი ზემოთ ახტება, კონსტრუქციაც ზემოთ ამოიწევს, როდესაც ეშვება - რჩება ადგილზე. ამრიგად, ნაწილაკის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია ხდება "საწვავი" ამ უცნაური ძრავისთვის. ზედა მიმართულებით აწევის სერია გარდაიქმნება მოძრაობად, რაც იწვევს სისტემის საკმაოდ მაღლა აწევას. შედეგად გროვდება გრავიტაციული ენერგია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნით, მათ შორის სასარგებლო სამუშაოს შესრულებაში ან ელექტროენერგიის გენერირებაში. შესაძლო რეალობის მისაღწევად ზამბარა და პლატფორმა შეიცვალა ოპტიკური ხაფანგით და ნაწილაკზე ზეწოლისთვის გამოიყენეს ლაბორატორიული ლაზერი. როგორც ექსპერიმენტის მონაწილე, მეცნიერების მაგისტრი ჯოზეფ ლუსერო განმარტავს, გრავიტაციულ ენერგიასთან ურთიერთობისას რაც უფრო მეტია ნაწილაკის მასა, მით უკეთესი. მაგრამ ამ შემთხვევაში, სიმაღლის აკრეფის სიჩქარე ასევე მნიშვნელოვანია და ის ობიექტის მასის საპირისპიროა. კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნა კანადელი ინჟინრების მთავარი მიღწევა გახდა. https://bit.ly/3uZjRBT
-
ცნობები, რომ Apple საკუთარი ელექტრომობილების გამოშვებას აპირებს, უკვე დიდი ხანია ვრცელდება, ბოლო თვეებში კი არაოფიციალურად გაჟღერდა სავარაუდო პარტნიორების დიდი რაოდენობის შესახებ. ამჯერად საუბარი ეხება აკუმულატორების მწარმოებლებს. საინფორმაციო წყარო აცხადებს, რომ Apple-ის ელექტომობილებისთვის ბატარეების მიწოდებით დაკავდებიან ჩინური კომპანიები CATL და BYD. საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Reuters. ცნობილია, რომ Apple მოლაპარაკებების საწყის ეტაპზეა CATL-სა და BYD-თან. პირველი მათგანი არის ბატარეების უმსხვილესი მომწოდებელი მსოფლიოში, BYD კი მეოთხე ადგილს იკავებს. სავარუდოდ, Apple აპირებს მიიღოს ბატარეები რკინის ფოსფატზე დამყარებული კათოდებით, რომელთაც ჩინური კომპანიები დიდი რაოდენობით აწარმოებენ. თანამშრომლობის ერთ-ერთი პირობაა აშშ-ში საწარმოს აშენება, რასაც ჩინური კომპანიები არ ჩქარობენ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის გამო. CATL უკვე ამარაგებს Tesla-ს ქარხანას რკინის ფოსფატის ბატარეებით, მათ ამონტაჟებენ შედარებით მცირე სვლის მარაგის მქონე ელექტრომობილებში. ენერგიის შენახვის დაბალი სიმჭიდროვე ამ ტიპის აკუმულატორის ერთ-ერთი ნაკლია, თუმცა ისინი ნაკლებად ექვემდებარება აალებას და ბანალურად იაფი ჯდება. კიდევ ერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს დაბალი ტემპერატურის პირობებში ბატარეის მუხტის შემცირება - ყინვაში გაჩერებულმა ელექტრომობილმა შესაძლოა დაკარგოს ენერგიის მესამედამდე, თუმცა შემდგომი გათბობისას მუხტის ნაწილი აღდგება. სამი კომპანიის არც ერთ წარმომადგენელს თანამშრომლობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ CATL-ის აქციების ფასი შანხაის ბირჟაზე 0.5%-ით გაიზარდა წინა ვარდნის შემდეგ, BYD-ის ფასიანი ქაღალდები კი გაძვირდა 5.4%-ით ჰონგკონგში და 6.5%-ით - შანხაიში. არაოფიციალური ცნობების თანახმად Apple-მა პირველი ელექტრომობილი 2024 წელს უნდა წარადგინოს. აკუმულატორების წარმოების ტექნოლოგიების სფეროში კომპანიას უკვე გააჩნია გამოცდილება, თუმცა ამ ეტაპზე რთულია განსჯა - მზად იქნება თუ არა იგი, ჩინურ კომპანიებს გაუზიაროს ტექნოლოგიები. თეორიულად, „შუამავალი“ შეიძლება იყოს კონტრაქტორი კომპანია Foxconn, რომელსაც Apple-თან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და ამბიციებს ავლენს ელექტრომობილების ბაზარზე. CATL გეგმავს აკუმულატორების კიდევ ერთი საწარმოს აშენებას Tesla-ს ქარხანასთან ახლოს, შანხაიში. https://bit.ly/2T9Fi5U
-
ინგლისის ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია Stablecoin-ებთან მიმართებაში საბანკო ანგარიშსწორებებში ნორმების შემოღება. ”Stablecoin-ების გადახდის საშუალებად გამოყენების პერსპექტივამ და CBDC-ის გამოჩენამ მრავალი პრობლემა გამოიწვია”, - აღნიშნა ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ. განცხადების თანახმად, მარეგულირებელ ორგანოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ. აპრილის ბოლოს ცენტრალუმა ბანკმა განაცხადა, რომ აგროვებს თანამშრომლების გუნდს CBDC-ის კვლევისთვის. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ Stablecoin-ების ემიტენტებმა უნდა დაიცვან კაპიტალისა და ლიკვიდურობის წესები, აგრეთვე წარადგინონ სადაზღვევო დეპოზიტების შემოთავაზება ბანკების მსგავსად. შეგახსენებთ, მაისის ბოლოს Stablecoin-ების საერთო კაპიტალიზაციამ 100 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული მაჩვენებელი სამჯერზე მეტად გაიზარდა, ბაზრის ლიდერი კი გახდა Tether (USDT) - 62.2 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. https://bit.ly/2SgQGNr
-
Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაიყიდა 119 მლნ გრაფიკული პროცესორი, რომლებიც გამოყენებულ იქნა პერსონალურ კომპიუტერებში, ლეპტოპებსა და პლანშეტებში. სტატისტიკაში ასევე შევიდა ინტეგრირებული გრაფიკული გადაწყვეტილებები, ამიტომ სეგმენტის ლიდერად უკვე მრავალი წელია რჩება კვლავ Intel 68%-იანი წილით. ეს ბაზარი წელიწადში 38.74%-ით გაიზარდა, რადგანაც ცენტრალური პროცესორების გაყიდვების მოცულობამ 39%-ით მოიმატა. ჯამში, პროგნოზის ავტორები მიიჩნევენ, რომ ლეპტოპების გაყიდვების ფეთქებადი ზრდა (მხოლოდ პირველ კვარტალში 89 მილიონი ერთეული გაიყიდა) მიმდინარე წელს შეწყდება, რადგანაც სასწავლო დაწესებულებები ამოწურავენ თავიანთ ბიუჯეტს „ქრომბუკების“ შესაძენად, ხოლო რამდენიმე მილიონი ახალი მომხმარებლის გამოჩენა, რომლებზეც იმედს ამყარებენ კომპანიები, ადვილი არ არის. NVIDIA აკონტროლებს დისკრეტული გრაფიკის 81%-ს, წლის განმავლობაში მან AMD-ს ექვსი პროცენტული ქულა წაართვა. თუმცა, გრაფიკული პროდუქტების ბაზარზე ჯამში ჰიბრიდული პროცესორების ასორტიმენტის ხარჯზე AMD (16.65%) წილობრივად აღემატება NVIDIA-ს (15.17%). ნატურალურ გამოხატულებაში გრაფიკული პროცესორების მიწოდების მოცულობა პირველ კვარტალში შემცირდა 0.3%-ით, Intel-მა და AMD-მ მოცულობა შეამცირეს 1.0%-ით, სამაგიეროდ NVIDIA-მ შეძლო მიწოდების მოცულობის გაზრდა 3.9%-ით. დისკრეტული გრაფიკის მქონე პერსონალური კომპიუტერების წილი შეუფერხებლად იზრდება, 2025 წელს იგი 26%-ს მიაღწევს. ექსპლუატაციაში არსებული გრაფიკული პროდუქტების, მათ შორის ინტეგრირებული გრაფიკის, ჯამური რაოდენობა ამ მომენტისთვის 3.33 მლრდ ერთეულამდე გაიზრდება. https://bit.ly/3x4iaob
-
კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ არ აპირებს აიღოს თავისი წილი ფასიანი მასალების შემქმნელებისგან 2023 წლამდე. ამგვარად სოციალური ქსელი გეგმავს ინტერნეტ-პლატფორმების ყველაზე გავლენიანი ავტორების მოზიდვას საკუთარ სერვისებზე. კერძოდ, Facebook აღარ აიღებს წილს ნებისმიერი იმ შემოსავლიდან, რომელიც მიღებულ იქნება ამა თუ იმ ონლაინ-ღონისძიების ორგანიზებიდან, ბლოგერების არხების გამოწერებიდან და ახალი ამბების Facebook-პროექტების კონტენტის შემქმნელებისგან. ”როდესაც ჩვენ დავიწყებთ შემოსავლის წილის შეგროვებას, იგი იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე ის 30%, რასაც Apple და სხვა კომპანიები იღებენ”, - განაცხადა Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა (Mark Zuckerberg). როგორც მოგეხსენებათ, Apple-ის საკომისიო App Store-ის ეკოსისტემის გამოყენებით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციებზე 30%-ამდეა. Facebook 2023 წლამდე კონტენტის ავტორებს საშუალებას მისცემს უფასოდ გამოიყენონ პლატფორმა შემოსავლის მისაღებად. დამატებით, სოციალური ქსელი გამოუშვებს ახალ ინტერფეისს თანხის გამოტანისთვის, რომლის წყალობით ავტორები მარტივად ნახავენ, რა გავლენას ახდენს საკომისიო და სხვა გადასახადები მათ შემოსავალზე. „ქვის სროლა ვაშლის ბაღში“ - შემთხვევითი არ არის - Apple და Facebook დიდი ხანია იბრძვიან მედიასივრცეში. დაპირისპირებამ პიკს მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიაღწია, როდესაც Apple-ის პროდუქტებისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამ Facebook-ს შეუქმნა პრობლემები, რის შედეგად შეუძლებელია რეკლამების საკმარისად ეფექტურად პერსონალიზება და ეფექტურობისთვის თვალყურის დევნება. საერთო ჯამში, Facebook და აპლიკაციების სხვა შემქმნელები დიდი ხანია აკრიტიკებენ Apple-ს App Store-ზე მკაცრი კონტროლის გამო. თავის მხრივ, Apple უსიამოვნოდ საუბრობს იმ კომპანიებზე, რომელთა ბიზნეს-მოდელები ემყარება მომხმარებლის აქტივობის თვალთვალს რელევანტური რეკლამების გაყიდვის მიზნით. https://bit.ly/3pDdhjt
-
ASIC-აღჭურვილობის მწარმოებელმა Bitmain-მა 20%-ით შეამცირა Antminer მოწყობილობების ფასი Bitcoin-ის კურსის ვარდნისა და ჩინეთის ხელისუფლების მიერ მაინინგის კრიტიკის ფონზე. ამის შესახებ ჟურნალისტმა კოლინ ვუმ ისაუბრა. ჟურნალისტის ინფორმაციით, Bitmain-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა მოითხოვა აპარატურის საფასურის წინასწარ გადახდა. კომპანიამ, როგორც ჩანს, უარყო ასეთი განაცხადები და მომხმარებლებს შესთავაზა წლიური 4% წინასწარი გადასახადი და შესაძლებლობა - "შეიძინონ სხვა პროდუქტები მომავალში". ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ამჯერად ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა მცირე გავლენა მოახდინეს ASIC მოწყობილობების მწარმოებლებზე. Antpool-ის თანახმად, Antminer S19Pro-ს ამჟამინდელი გამორთვის ფასი [shutdown price] სულ 102.96 აშშ დოლარია. ვუმ ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინის ქსელის ჰეშრეითი ნელა იზრდება და Bitmain-ის მთავარი მომხმარებლები ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. მანამდე ვუმ განაცხადა, რომ Bitmain იღებს წინასწარი გადახდით შეკვეთის თანხის 20%-ს, რომლის მინიმალური ზომაა 1000 მოწყობილობა. ფლაგმანური Antminer S19Pro უზრუნველყოფს 110 TH/წმ ჰეშრეითს და მისი ღირებულება 10.230 აშშ დოლარს შეადგენს. Portal do Bitcoin-თან საუბრისას ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს შეეხება. მისივე თქმით, მაინერები პანიკაში არიან და ჰოსტინგს ეძებენ სხვა ქვეყნებში, მაგალითად აშშ-სა და კანადაში. 2 ივნისს სიჩუანის პროვინციის ხელისუფლებამ ჩაატარა სემინარი ჭარბი ჰიდროენერგეტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც TechNode-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, შეხვედრის ბოლოს მაინინგ-კომპანიებს საშუალება მიეცათ რეგიონში დარჩნენ წვიმების სეზონის ბოლომდე, რაც, როგორც წესი, ოქტომბრამდე გაგრძელდება. Canaan Creative-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ამოწურვად საწვავზე დაფუძნებული მოპოვება ხელს უშლის ჩინეთის გარემოსდაცვით მცდელობებს, მაგრამ „მწვანე“ მაინერები რეპრესირების ქვეშ არ უნდა აღმოჩნდნენ. https://bit.ly/3z3nz0y
-
ინსაიდერ @Broly_X1-ის ბოლო შეტყობინების თანახმად, რომელმაც ადრე გამოაქვეყნა AMD-ის სამომავლო სამოქმედო გეგმა, AMD-ის ახალი თაობის CPU და GPU არქიტექტურების გამოსვლა დაახლოებით ერთსა და იმავე დროისთვის იგეგმება. ღონისძიება Computex-ზე AMD-ს არ წარუდგენია ახალი სამომავლო გეგმა, რომელიც დაადასტურებდა ახალ არქიტექტურაზე დამყარებული სამომავლო გრაფიკული და ცენტრალური პროცესორების გამოსვლის გრაფიკს. ოფიციალურად, 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დაფუძნებული Zen 4 არქიტექტურა უნდა გამოჩნდეს 2022 წლის ბოლოს, ყოველ შემთხვევაში, ამგვარად მიიჩნევა AMD-ის ოფიციალური გრაფიკის მიხედვით. AMD-ს ასევე კომენტარი არ გაუკეთებია Zen4 Raphael პროცესორებთან დაკავშირებული ხმების შესახებ. ეს კოდური სახელწოდება უკავშირდება ახალი AM5 სოკეტის მქონე დესკტოპ პროცესორებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, 2022 წლის მეოთხე კვარტალში გამოვა. Computex-ზე კომპანიის ანგარიშში არაფერი თქმულა გრაფიკული პროცესორების სამომავლო გეგმის განახლების შესახებ. Broly_X1-მა სწორი პროგნოზი გააკეთა Computex-ზე მონაწილე თითქმის ყველა კომპანიის ანგარიშის შესახებ. მან ფაქტობრივად Radeon Pro-ს გამოსვლაც ახსენა რამდენიმე დღით ადრე, სანამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდებოდა. ამრიგად, ამ წყაროს ცნობების იგნორირება არ იქნება სწორი. ინსაიდერი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში ვიხილავთ როგორც ცენტრალურ პროცესორებს Zen4 არქიტექტურით, ისე RDNA3 არქიტექტურაზე დამყარებულ გრაფიკულ პროცესორებს. მან აგრეთვე განმარტა, რომ RDNA3 არქიტექტურის წარდგენა მიმდინარე წელსვე მოხდება. ინსაიდერი ასევე ელის Zen3 XT არქიტექტურის განახლებას 2022 წლის დასაწყისში, რომელიც სავარაუდოდ შეავსებს სიცარიელეს, ვიდრე Raphael ჩიპები გამოვა მომავალი წლის ბოლოს. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორებს, შემადგენლობის შესაძლო განახლების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ Radeon RX 6000 სერია დარჩება აქტუალური მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში. https://bit.ly/3zcvVDl
-
რამდენიმე დღის წინ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის წინადადებას, რომ დაწესდეს ერთიანი გადასახადი ტრანსნაციონალურ IT-კომპანიებზე. ამ რეფორმების გატარების შემთხვევაში არანაკლებ 10% რენტაბელურობის მქონე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები გადაიხდიან შემოსავლის სულ მცირე 15%-ს ბეგარის სახით. ზოგიერთმა IT-გიგანტმა უკვე მოახდინა რეაგირება ახალ ინიციატივაზე, თანაც დადებითად. ახალმა შეთანხმებამ უნდა შეამსუბუქოს დაძაბულობა ქვეყნებს შორის საგადასახადო რეგულირების თვალსაზრისით. სავარაუდოდ, ახალ წესებს უფრო დეტალურად შეიმუშავებენ დიდი ოცეულის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე (G-20). ცხადია, ახალი საგადასახადო წესები შეეხება ტექნოლოგიური სექტორის უდიდეს კომპანიებს, როგორიცაა Google, Amazon და Facebook, რომელთა წარმომადგენლებმა რეაგირება მოახდინეს G7-ში შემავალი ქვეყნების საგადასახადო შეთანხმებაზე. Amazon-ში განაცხადეს, რომ ახალი შეთანხმება "მისასალმებელი და დიდი მოლოდინის მქონე ნაბიჯია საერთაშორისო საგადასახადო სისტემის სტაბილიზაციისკენ. ვიმედოვნებთ, რომ დისკუსიები გაგრძელდება G-20 ალიანსისა და Inclusive Framework-ის გაფართოებულ შემადგენლობაში,” - ციტირებს Amazon-ის წარმომადგენლის სიტყვებს წყარო. Facebook-ის გლობალურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტი ნიკ კლეგი მიესალმება G7-ის გარიგებას და აღნიშნა, რომ სოციალური მედია გიგანტი "დიდი ხანია ითხოვს გლობალური საგადასახადო წესების რეფორმას". მისი აზრით, შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესის გარკვეულობის მიღწევისა და გლობალური საგადასახადო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებისკენ. ”ჩვენ გვსურს, რომ საერთაშორისო საგადასახადო რეფორმის პროცესი წარმატებით დასრულდეს და გვესმის, რომ Facebook-მა უნდა გადაიხადოს მეტი გადასახადი სხვადასხვა მიმართულებით”, - განაცხადა კლეგმა. Google-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კომპანია მტკიცედ უჭერს მხარს დიდი შვიდეულის ინიციატივას და იმედოვნებს, რომ ეს "დაბალანსებული და გრძელვადიანი შეთანხმება იქნება". Apple-ის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. https://bit.ly/3csI9Oq
-
ჩინეთის ხელისუფლება სისტემატურად ატარებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საქმიანობის კრიმინალიზაციის პოლიტიკას. გასულ თვეში ისინი მოითხოვდნენ Bitcoin-ის მაინინგისა და ვაჭრობის აკრძალვას, ახლა კი Reuters იუწყება, რომ დაბლოკილია ჩინური სოციალური მედიის ანგარიშები, რომლებიც კრიპტო ოპერაციების ლიდერებს ეკუთვნით. ექსპერტების აზრით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ სურთ ჩინეთში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც კრიპტოვალუტების ბაზარზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ ისე, როგორც ამჟამად ილონ მასკს. ამავდროულად, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში დაიწყო კამპანია კრიპტოვალუტით ვაჭრობის იდეის დისკრედიტაციის მიზნით. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული გარიგებები ხშირად გამოიყენება უკანონო საქმიანობაში. ამავე დროს, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ატარებს ექსპერიმენტებს მიმოქცევაში საკუთარი ციფრული ვალუტის შემოსაღებად. ზოგადად, ასეთი პოლიტიკა აკმაყოფილებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სურვილს - შეინარჩუნოს ქვეყნის ფინანსური სისტემა კონტროლის ქვეშ. https://bit.ly/3ilUkjG
-
კემბრიჯის გრაფენის ცენტრის მკვლევარებმა ექსეტერის უნივერსიტეტის გუნდთან თანამშრომლობის შედეგად წარადგინეს მყარ დისკებში გრაფენის წარმატებით გამოყენების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს ჩაწერის სიმჭიდროვის ათმაგ ზრდას. ჩაწერის სიმჭიდროვე მოითხოვს სივრცის შემცირებას ფირფიტასა და ჩამწერ თავს შორის, მაგრამ რადგანაც ამ სივრცის დიდ ნაწილს იკავებს ფირფიტის მექანიკური დაზიანებისა და კოროზიისგან დამცავი საფარი, მისი შემცირება ეწინააღმდეგება დაცვის მოთხოვნებს. შედეგად პრობლემატური ხდება თერმული მაგნიტური ჩაწერის ტექნოლოგიები (HAMR) ერთ კვადრატულ დუიმზე 1 ტბიტზე მეტი ინფორმაციის ჩაწერის შემთხვევაში, როდესაც დამცავი ფენის სისქე 2 ნანომეტრზე ნაკლები ხდება. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ გრაფენი არის არა მხოლოდ ძალიან თხელი, არამედ ფლობს დამცავი საფარის ყველა თვისებას, ორჯერ ამცირებს ხახუნს და 2.5-ჯერ - კოროზიის საფრთხეს თანამედროვე, ნახშირბადზე დამყარებულ დამცავ ფირფიტებთან შედარებით. პლატინისა და რკინის შენადნობზე გრაფენის საფარის დატანვის შემდეგ მოხდა HARM-ჩაწერის გამოცდა. მეცნიერებმა მიიღეს შედეგი, რომლის თანახმად ამგვარი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაცემთა უპრეცედენტო სიმჭიდროვეს 4-დან 10 ტბიტამდე კვადრატულ დუიმზე. https://bit.ly/3ggxMyg
-
მიმდინარე თვის ბოლოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution (FSR), რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საფუძველზე უზრუნველყოფს გამოსახულების გაფართოების ზრდას. ეს ტექნოლოგია მხარდაჭერილი იქნება არა მხოლოდ AMD-ის ვიდეო დაფებში, არამედ სხვა კომპანიის წარმოების გრაფიკულ ამაჩქარებლებში. ამჟამად ცნობილი გახდა Microsoft-ის გეგმების შესახებ, რომ FSR-ის მხარდაჭერა დაემატოს მის გეიმინგ კონსოლებს - Xbox Series X-სა და Xbox Series S-ში. ფოტო: HotHardware FSR ტექნოლოგია იყენებს „სივრცული მასშტაბირების მეთოდს“ გეიმინგ ძრავის ორიგინალი კადრებიდან „ულტრა მაღალი გაფართოების“ გამოსახულების მისაღებად. ტექნოლოგია ფუნქციონირებს NVIDIA Deep Learning Super Sampling-ის (DLSS) მსგავსად, მისი იდეა კი მდგომარეობს დაბალი გაფართოების გამოსახულების ვიზუალიზაციასა და შემდეგ მასშტაბირებაში უკეთესი წარმადობის მიღებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანი განსხვავებებია AMD-სა და NVIDIA-ს ტექნოლოგიებს შორის. FSR არ საჭიროებს სპეციალურ აპარატულ ბლოკებს და ღია კოდი აქვს, შედეგად ტექნოლოგია ხდება პოტენციურად ქმედითუნარიანი პრაქტიკულად ნებისმიერ გრაფიკულ პროცესორთან. პრეზენტაციის ფარგლებში FSR-დეველოპერებმა მოახდინეს ტექნოლოგიის GeForce GTX 1060 დაფაზე მუშაობის დემონსტრირება. რაც შეეხება Microsoft-ის გეიმინგ-კონსოლებს, დეველოპერებმა განაცხადეს, რომ მათში FSR-ის მხარდაჭერა გამოჩნდება მომავალში, მაგრამ უფრო მეტი დეტალი არ გახმაურებულა. – „მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია Xbox-ში გამოვიყენოთ AMD FidelityFX Super Resolution ტექნოლოგია, როგორც კიდევ ერთი მეთოდი კადრის განახლების სიხშირისა და გაფართოების გაზრდისთვის. მალე ხელთ გვექნება გასაზიარებელი რამ“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამრიგად, FSR აფართოებს მოქმედების არეალს. ცოტა ხნის წინ AMD-მ განაცხადა, რომ ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება მოძველებულ Radeon RX 480 და Radeon RX 470 ვიდეო დაფებსაც, Radeon RX 6000, Radeon RX 5000 და სხვა სერიებთან ერთად. Intel-მა კი მინიშნება გააკეთა, რომ Xe-HPG გრაფიკულ პროცესორებსაც შესაძლოა ჰქონდეთ FSR-ის მხარდაჭერა, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. https://bit.ly/3x81ah3
-
აგვისტოდან Google კრიპტო საფულეების წარმდგენ კომპანიებს და ბირჟებს უფლებას მისცემს მის პლატფორმებზე რეკლამები განათავსონ. შეგახსენებთ, 2018 წელს Google-მა აკრძალა კრიპტოვალუტებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების რეკლამირება Facebook-ის მხრიდან ანალოგიური ქმედების შემდეგ. 3 აგვისტოდან Google საშუალებას მისცემს კრიპტო ბირჟებსა და სერვისებს დადასტურების შემთხვევაში რეკლამები აჩვენონ YouTube-სა და კომპანიის სხვა რესურსებზე. აუდიტის ფარგლებში კომპანია გაარკვევს, შეესაბამება თუ არა რეკლამირებისთვის შეთავაზებული სერვისი FinCEN-ის, ამერიკის ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს წესებსა და მოთხოვნებს. ასევე შემოწმდება რეგისტრაცია ფედერალურ დონეზე შეერთებულ შტატებში ან ცალკეულ შტატში. ჯამში, Google აღნიშნავს, რომ მის პროდუქტებში რეკლამირებისთვის კრიპტო კომპანიები უნდა შეესაბამებოდნენ აშშ-ის საკანონმდებლო მოთხოვნებს, მათ შორის ადგილობრივ იურიდიულ მოთხოვნებს. ასევე დაცული უნდა იყოს Google Ads-ის მითითებები. კრიპტო საფულეებსა და ბირჟებზე რეკლამირების აკრძალვის მოხსნის მიუხედავად Google კვლავ არ დაუშვებს კრიპტოვალუტების საწყისი შემოთავაზების (ICO) სერვისების რეკლამირებას. https://bit.ly/3vIorpk
-
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სპეციალისტთა ჯგუფმა შექმნა სპეციალური ბოჭკო, რომელსაც შეუძლია ყველა სახის მონაცემების შეგროვება, შენახვა და დამუშავება. მოსალოდნელია, რომ ის გამოყენებულ იქნება ახალი თაობის ქსოვილების შესაქმნელად - მათი პროგრამირების შესაძლებლობით. წყარო:news.mit.edu კვლევის ერთ-ერთი მთავარი ავტორის, იოელ ფინკის (Yoel Fink) თქმით, "ციფრული" ბოჭკოები აფართოებს ქსოვილების შესაძლებლობებს, რაც პოტენციურად საშუალებას იძლევა გამოავლინდეს ადამიანის სხეულის ფარული "ქცევის მოდელები". ამის წყალობით შესაძლებელია ადამიანის აქტივობის მონიტორინგი რეალურ დროში და დაავადებების დიაგნოზი ადრეულ ეტაპებზე. მაგრამ ეს არ იქნება ტექნოლოგიის გამოყენების ერთადერთი სფერო. ფინკისა და მისი კოლეგების განცხადებით, ელექტრონული ბოჭკო ადრეც შეიქმნა, მაგრამ იგი "ანალოგური" იყო, ფაქტიურად ინახავდა ელექტრულ სიგნალს. ამჯერად ბოჭკოებს შეუძლია შეინახონ ინფორმაცია ნულის და ერთეულის სახით, რაც თანამედროვე ციფრული ეპოქისთვის ტრადიციულია. ბოჭკო შეიცავს ათეულობით მეტრი სიგრძის ერთ პოლიმერულ ძაფში გაერთიანებულ ასობით კვადრატულ მიკროჩიპს. თავად ძაფი მარტივად გაივლის ნემსში, მისგან დამზადებული ქსოვილი მინიმუმ ათ გარეცხვას გაუძლებს სასარგებლო თვისებების კარგვის გარეშე. ამასთან, მისი ჩვეულებრივი ქსოვილისგან გარჩევა შეუძლებელია. უფრო მეტიც, მეცნიერებმა იპოვეს მეთოდი, რომ გააქტიურდეს ნებისმიერი ფარული ჩიპი სხვების მოქმედებაში მოსვლის გარეშე. დამატებით, ბოჭკოს შეუძლია ნებისმიერი ციფრული კონტენტის შენახვა - უკვე მოხერხდა მუსიკისა და მოკლე ვიდეორგოლების ჩაწერა, რომელთა შენახვა შესაძლებელია ბოჭკოების მეხსიერებაში ორი თვის განმავლობაში ელექტროკვების გარეშე. ტექნოლოგია გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ჩიპები ფაქტიურად ერთიანდება საერთო ნეიროქსელში, რომელსაც მეცნიერები იყენებენ სხეულის ტემპერატურის მონაცემების ჩასაწერად. ბოლო ანალიზმა 96%-იანი სიზუსტით განსაზღვრა, რით იყო დაკავებული ჭკვიან სამოსში ჩაცმული ადამიანი. მთელი სხეულის ინფორმაცია გამოყენებული იქნება მანქანური სწავლებისთვის. MIT-ში მიიჩნევენ, რომ ჭკვიანი ბოჭკო შეძლებს იგრძნოს საფრთხე და დროულად გააფრთხილოს მფლობელი, მაგალითად, ფილტვების პრობლემების ან არითმიის შესახებ. ბოჭკოს აკონტროლებს პატარა გარე მოწყობილობა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი იქნება შესაბამისი მიკროკონტროლერის პირდაპირ ძაფში ჩანერგვა. აღსანიშნავია, რომ კვლევას უკვე მიზნობრივი გამოყენებითი ღირებულება აქვს. მას მხარს უჭერს ერთდროულად აშშ-ის რამდენიმე სამხედრო დეპარტამენტი. https://bit.ly/3igf9Nn
-
კოსმოსურმა სტარტაპ Axiom Space-მა ხელი მოაწერა აეროკოსმოსურ კომპანია SpaceX-თან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში იგეგმება სამი პილოტირებული მისიის რეალიზაცია Crew Dragon ხომალდების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ გარიგების დეტალები არ გახმაურებულა, გარიგება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია სწრაფად მზარდი კერძო კოსმოსური მოგზაურობის ინდუსტრიაში და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო დაძაბულს გახდის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობის გრაფიკს. საერთაშორი კოსმოსურ სადგურთან ხომალდ Crew Dragon-ის მიერთება. ფოტო: NASA არსებული ცნობების თანახმად, ეს სამი მისია განხორციელდება დაახლოებით ექვსი თვის ინტერვალით მას შემდეგ, რაც Axiom-თან წინა შეთანხმების ფარგლებში SpaceX საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნის მისია Ax-1-ს. მის ფარგლებში ხომალდ Crew Dragon-ის მეშვეობით კოსმოსში გაიგზავნება „სრულიად სამოქალაქო“ ეკიპაჟი, რომლის წევრები ორბიტალურ სადგურზე რვა დღეს გაატარებენ. მეორე მისია Ax-2-ს უხელმძღვანელებს NASA-ს ყოფილი ასტრონავტი Peggy Whitson. Ax-3 და Ax-4 ეკიპაჟის შემადგენლობა ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ამჟამად დაგეგმილი, SpaceX-ისა და Axiom-ის ერთობლივი ყველა მისია იდენტური სცენარით განხორციელდება. დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. Axiom და SpaceX არ ამხელენ ახალი გარიგების ღირებულებას, რომელზე მუშაობა ბოლო რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მისიის დაწყებისა და ხანგრძლივობის ვადებს, აგრეთვე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საერთაშორისო პარტნიორების ჯგუფს NASA დაამტკიცებს. მიზნები, რა თქმა უნდა, ასევე საიდუმლოდ რჩება. „დგება პილოტირებული კოსმოსური ფრენების ახალი ერა. მზარდი პარტნიორობა Axiom-სა და SpaceX-ს შორის ახალ შესაძლებლობებს იძლევა კოსმოსში მეტი ადამიანის გაგზავნისთვის, სხვა პლანეტების დაპყრობის გზაზე“ - განაცხადა SpaceX-ის პრეზიდენტმა Gwynne Shotwell-მა. https://bit.ly/3phct3N
-
ჰიდროენერგეტიკა, გეოთერმული, მზისა და ქარის ენერგია უკვე უზრუნველყოფს Bitcoin-ის ჰეშრეითის მნიშვნელოვან წილს, ხოლო ჩინეთში მაინინგის შესაძლო აკრძალვა შეამცირებს ნახშირის წილს. ეს აზრი გამოხატა დენიელ ფრუმკინმა Braiins-იდან. მისი თქმით, კრიპტოვალუტის მოპოვების ეკოლოგიურობის კრიტიკოსები არ ითვალისწინებენ მაინერების მიერ თანამდევი გაზის გამოყენების ზრდას. ატმოსფეროში გამოფრქვეული ან უსარგებლოდ დამწვარი ნავთობის აირის მოცულობა მხოლოდ შეერთებულ შტატებში საკმარისია წელიწადში 162 ტვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ხოლო Bitcoin-ის ქსელის ენერგომოხმარება 115 ტვტ/სთ-ს შეადგენს, აღნიშნა ფრუმკინმა. ამ რესურსის გამოყენება მაინინგისთვის არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში იზრდება. ფრუმკინმა ხაზი გაუსვა, რომ თავად განახლებადი ენერგიის წყაროების ეკოლოგიურობის აღქმა საკმაოდ პირობითია. მაგალითად, მზის ბატარეების წარმოების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია ჩინეთის პროვინცია სინცზიანი, რომელიც ამისთვის იყენებს ნახშირის ენერგიას. მზის პანელების შექმნაზე იხარჯება ამოწურვადი ნედლეულის დიდი რაოდენობა, რომლის მოპოვება გარემოს ზიანს აყენებს. Braiins-ის ინჟინერი თვლის, რომ Bitcoin-ის ქსელის ენერგომოხმარება, რაზეც კრიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას, არაფერს მეტყველებს გარემოს ეკოლოგიაზე მაინინგის რეალური გავლენის შესახებ. ფრუმკინმა ასევე გააკეთა მზის ენერგიით Bitcoin-ის მოპოვების ანალიზი და დაადასტურა Square-ისა და ARK Invest-ის სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული მოდელის ქმედითუნარიანობა. ამ კომპანიების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაინინგის ელექტროენერგიის ქსელში ინტეგრირება დააჩქარებს გადასვლას განახლებადი ენერგიის წყაროებზე. https://bit.ly/3wKYci0
-
კომპანიის გენერალური დირექტორი C.C. Wei სიტყვით გამოვიდა ინვესტორებისა და აქციონერების წინაშე არიზონაში 12 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობის დაწყების შესახებ, რომელიც 2024 წლიდან 5-ნანომეტრიანი პროდუქციას გამოუშვებს. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ დამატებით ხუთამდე საწარმო შეიძლება განთავსდეს მეზობელ ადგილებში, რომლებიც აშენდება მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში. ეს ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა, მისივე ცნობებით, შეერთებული შტატების ხელისუფლება დაინტერესებულია უახლოესი სამი წლის განმავლობაში TSMC-ის ექვსი საწარმოს მშენებლობით. მოსალოდნელია, რომ TSMC მოითხოვს 54 მლრდ აშშ დოლარის ნაწილს, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ გამოყო ნახევრადგამტარი წარმოების სტიმულირებისთვის. არიზონაში არსებული საწარმო შეძლებს თვეში არაუმეტეს 20 ათასი სილიკონის ფირფიტის გამოშვებას, ასე რომ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს. ეს არის TSMC-ის ხელმძღვანელობის უფრო მეტად სიმბოლური ჟესტი, ვიდრე პროექტი ადეკვატური ეკონომიკური პერსპექტივებით. TSMC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანიამ შეიმუშავა 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ვარიანტი, რომელიც სასარგებლო იქნება საავტომობილო სექტორის დამკვეთებისთვის, თუმცა კომპონენტების დეფიციტის მოგვარების საკითხში მასზე დაყრდნობა არ იქნება საიმედო. ხსენებულ ტექნოპროცესს დამკვეთები გამოიყენებენ, მაგალითად, ავტოპილოტირების სისტემებში გამოყენებადი პროცესორების დაპროექტებისთვის. საავტომობილო ელექტრონიკის აბსოლუტური უმრავლესობა კიდევ დიდხანს გამოიყენებს უფრო მომწიფებულ ლითოგრაფიულ ტექნოლოგიებს. TSMC არ ჩამორჩება 3-ნანომეტრიანი წარმოების მზადების გეგმასაც Fab საწარმოში, რომელიც კუნძულ ტაივანზე მდებარეობს. პროდუქციის სერიული გამოშვება დაიწყება მომდევნო წლის მეორე ნახევარში, როგორც დაგეგმილი იყო. სულ მიმდინარე წელს წარმოების გაფართოებაზე კომპანია დახარჯავს 30 მლრდ აშშ დოლარს, უახლოესი სამი წლის მანძილზე კი ამ საჭიროებისთვის გამოიყოფა 100 მლრდ აშშ დოლარი. https://bit.ly/2TpLffd
-
კომპანია Gigabyte გამოუშვებს GeForce RTX 3080 Ti-სა და GeForce RTX 3070 Ti-ს Gaming OC შესრულებით. ახალი დაფები უკვე გამოჩნდა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ორივე გვთავაზობს მცირე ქარხნულ აჩქარებას. Gigabyte GeForce RTX 3080 Ti Gaming OC დაფის გრაფიკულ ჩიპს აქვს 10 240 CUDA ბირთვი და 1710 მჰც სიხშირე (ეტალონური მაჩვენებელია 1665 მჰც). GeForce RTX 3070 Ti Gaming OC მოდელის შემთხვევაში მოცემულია 6144 CUDA ბირთვი, 1830 მჰც სიხშირე, რაც 60 მეგაჰერცით აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს. ვიდეო დაფების ზომაა 320 × 129 × 55 მმ, აქვთ მასიური, 2.7-სლოტიანი გაგრილების სისტემა WINDFORCE 3X, რომელთა შემადგენლობაში შედის ორი დიდი რადიატორი სპილენძის შვიდი თბოგამტარი მილით, ასევე სამი ქულერი. ერთ-ერთი მათგანი ბრუნავს დანარჩენი ორის საპირისპიროდ. ვიდეო დაფის დამატებითი კვებისთვის გამოიყენება ორი 8-პინიანი კონექტორი. Gigabyte-ის რეკომენდაციაა ახალ დაფებთან 750-ვატიანი კვების ბლოკის გამოყენება. ორივე მოდელს აქვს BIOS-ის ორმაგი სისტემის მხარდაჭერა ჩუმი და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმით, აგრეთვე წარმოდგენილია RGB Fusion 2.0 განათება. ვიდეო დაფების აღჭურვილობაში შედის ორი პორტი DisplayPort 1.4 და ორი HDMI 2.1. https://bit.ly/3igUdWN
-
- 1
-
-
AMD-ს ჰიბრიდული პროცესორები ბაზარზე ტრადიციულად მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ძალიან აქტიურად იყიდება, თუმცა აუტსაიდერებიც არასდროს ყოფილან, გასანკუთრებით აქტუალურები კი გახდნენ ვიდეო დაფებზე ფასის მატების შემდეგ. მაგალითად, Ryzen 5 3400G საშუალებას იძლევა არა მხოლოდ კომფორტულად შესრულდეს ყველა სტანდარტული ამოცანა, მათ შორის ბრაუზერსა და საოფისე აპლიკაციებში მუშაობა, არამედ ასევე გაეშვას ყველა თამაში მინიმალური გრაფიკული პარამეტრებით. სამწუხაროდ, 4000-სერია ვერ მოხვდა მასობრივი მომხმარებლების ხელში და ბაზარს მინიმალური რაოდენობით მიეწოდებოდა. მათი პოვნა მაინც შესაძლებელია მცირე სავაჭრო ობიექტებში, ასევე მზა კომპიუტერებში. მიმდინარე ზაფხულისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე მოვლენა იყო ჰიბრიდული Ryzen 7 5700G და Ryzen 5 5600G პროცესორების ანონსი. ორივე მათგანი აგებულია Zen 3 არქიტექტურაზე, რაც პოტენციურ მფლობელს ხელთ აძლევს ყველაზე თანამედროვე 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და უზარმაზარ წარმადობას. Ryzen 7 5700G-ს აქვს რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 4.6 გჰც-მდე, ასევე Vega გრაფიკა. ეს გახლავთ ფლაგმანური ჩიპი ნაკადური პროცესორების მაქსიმალური (512) რაოდენობით და 2 გჰც ტაქტის სიხშირით. იგი გვევლინება Core i7-11700K ჩიპის პირდაპირ კონკურენტად, თუმცა გვთავაზობს უფრო სწრაფ გრაფიკას, ოფიცალური განცხადების თანახმად ინტეგრირებული ვიდეო დაფა Ryzen 7 5700G კონკურენტს ორნახევარჯერ აღემატება. Ryzen 5 5600G შესანიშნავი ვარიანტია მძლავრი, დაბალბიუჯეტური კომპიუტერის დასაკომპლექტებლად. მისი მახასიათებლებია 4.4 გჰც-მდე ტაქტის სიხშირე, 6 ბირთვი, გრაფიკა Vega 448 ნაკადური პროცესორითა და 1900 მჰც-მდე სიხშირით. ეს ჩიპი გახდება Core i5-11600K მოდელის კონკურენტი, თუმცა გვთავაზობს გაცილებით მაღალი წარმადობის გრაფიკულ ბირთვს. რაც შეეხება ფასებს, უფროსი მოდელის ფასია 359 აშშ დოლარი, უმცროსისა - 259 აშშ დოლარი, რაც სავსებით შეესაბამება AMD-ის ამჟამინდელი თაობის და Intel-ის ანალოგიური ჩიპების ღირებულებას. ფაქტია, რომ ამჯერად პროცესორებზე წვდომა აბსოლუტურად ყველას ექნება, რადგანაც 5 აგვისტოს ისინი DIY სეგმენტში მოხვდება, შესაბამისად, მხოლოდ OEM-დეველოპერებისთვის მიწოდებაზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება. უნდა აღინიშნოს, რომ ასევე გამოვა დაბალბიუჯეტური მოდელი Ryzen 3 5300G. ეს არის ოთხბირთვიანი ჩიპი 159 აშშ დოლარად. მისი გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. https://bit.ly/3vEY1oD
-
CBDC-ებმა შესაძლოა იმუშაონ ისეთ ქსელებში, როგორებიცაა Ethereum და Diem და დაიმატონ ორდონიანი მოდელები, სადაც ცენტრალური ბანკები ანაწილებენ ტოკენებს შუამავლების მეშვეობით. ამგვარი აზრი გამოთქვა ჩინეთის სახალხო ბანკის ეროვნული ციფრული ვალუტების განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა იაო ცანმა. იგი ციფრულ იუანზე მუშაობდა 2014-დან 2019 წლამდე. ამჟამად იაო არის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის სამეცნიერო და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ”CBDC- ების ფუნქციონირება საზოგადოებრივ ქსელებში ჩინეთის ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შორის ტოკენები გაანაწილოს უშუალოდ Blockchain-as-a-service (ბლოკჩეინი, როგორც სერვისი) სისტემის მეშვეობით, ბროკერის საჭიროების გარეშე”, - განაცხადა მან. იაომ დაუშვა ორსაფეხურიანი სისტემის პარალელური მუშაობა, რომლისკენაც მიმართულია ცენტრალური ბანკების უმრავლესობა და გადაწყვეტილებები შუამავლების გარეშე. მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო მათგანი საინტერესო იქნება საბანკო ანგარიშების არმქონე პირებისთვის და ჯამში მომხმარებლები ისარგებლებენ არჩევანის საშუალებით. ”ორდონიანი CBDC მოდელები და მოდელები შუამავლების გარეშე არ წარმოადგენენ ალტერნატივებს. ისევე, როგორც ტაქსებსა და ავტობუსებს, მათ შეუძლიათ ჰარმონიულად იმუშაონ ”, - განმარტა მან. ოფიციალური პირი აგრეთვე შეეხო CBDC-ის კონფიდენციალურობის საკითხს და აღნიშნა, რომ ტოკენების გამოშვებისკენ უბიძგებს გაციფრულების ტალღა და ჩინეთის ეროვნული ბანკი არ გეგმავს ხელისუფლებას დაეხმაროს „ყველა ტრანზაქციის დანახვაში“. შეგახსენებთ, ჩინეთის ეროვნული ბანკის CBDC ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გამორიცხა სრულიად ანონიმური ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვება. იანვარში ჩინეთის ეროვნული ბლოკჩეინ-პლატფორმის (BSN) შემქმნელებმა დააანონსეს ციფრული იუანის ინტეგრაცია ოცდაათ საჯარო ბლოკჩეინთან 2021 წელს. https://bit.ly/3p8GmD0
