Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Virgin Galactic-მა განაცხადა, რომ გაათამაშებს კოსმოსში მგზავრობას საკუთარი ხომალდით. ფრენა დაგეგმილია 2022 წლისთვის. ბილეთი გათამაშდება ფონდების შემგროვებელ პლატფორმა Omaze-ზე. გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა თანხის შეწირვა არაკომერციულ ორგანიზაცია Space for Humanity-სთვის. თითოეული შემოწირულობისთვის მომხმარებელი მიიღებს ბონუს-ქულებს, რაც მოგების შანსებს გაზრდის. ქულების მაქსიმალური რიცხვი 6 ათასს შეადგენს. გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს - კოსმოსურ მოგზაურობას ხომალდ VSS Unity-თ. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს წარუდგენს ტურს ნიუ-მექსიკოში Richard Branson-ის მონაწილეობით. ლატარეა გაგრძელდება მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე, გამარჯვებული კი 29 სექტემბერს გამოვლინდება. გათამაშების მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი, აგრეთვე COVID-19-ზე ვაქცინირებული. 11 ივლისს რიჩარდ ბრენსონმა განახორციელა სუბორბიტალური ფრენა კოსმოსურ ხომალდ VSS Unity-თ. გაშვების დროს ხომალდმა მიაღწია 3 Mach სიჩქარეს (3.5 ათასი კმ/სთ-ზე მეტი) და აფრინდა 84.5 კილომეტრ სიმაღლეზე. აშშ-ის საჰაერო ძალების თვალსაზრისით, ფრენა კლასიფიცირდება როგორც კოსმოსური ფრენა (საზღვარი 80.4 კმ სიმაღლეზეა). ამის შემდეგ ბიზნესმენის ხომალდი წარმატებით დაეშვა მიწაზე. https://bit.ly/3hAimXe
  2. ეროვნული ციფრული ვალუტების (CBDC) შემუშავებისას ცენტრალურმა ბანკებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ მათ გამოყენებას ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებში, ვიდრე მათ გამოყენებას ქვეყნის შიგნით - ასეთ რეკომენდაციებს შეიცავს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ახალი ანგარიში. დოკუმენტი მომზადდა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად. ავტორებმა აღნიშნეს, რომ ფულადი საკითხების მარეგულირებელი ორგანოები ამჟამად ფოკუსირებულები არიან შიდა ამოცანებზე იმ დროს, როდესაც CBDC-ის გამოშვება ეროვნული საზღვრების ფარგლებიდან გამოდის. სპეციალისტების აზრით სხვადასხვა იურისდიქციებში ციფრული სავალუტო პროექტების სათანადო კოორდინაცია გააფართოვებს მათ ტრანსსასაზღვრო გადახდებამდე. მოხსენებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლობამ შეიძლება მრავალი ფორმა მიიღოს. კერძოდ, საერთო სტანდარტების სახით, ურთიერთშეთავსებადობის უზრუნველსაყოფად ან ანგარიშსწორების საერთაშორისო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს ეროვნული ციფრული ვალუტებისა და არსებული საგადახდო სისტემების ურთიერთქმედების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ეს განპირობებულია CBDC- ის მიღების ტემპში არსებული სხვაობით. მიმდინარე თვეში საფრანგეთის ბანკმა და სინგაპურის ფულად-საკრედიტო ორგანომ წარმატებით დაასრულეს ექსპერიმენტი ტრანსსასაზღვრო გადასახადებში საბითუმო ეროვნული ციფრული ვალუტების გამოყენების შესახებ. ივნისში საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა განახორციელა CBDC-ის ტესტირება ქვეყნებსშორის ანგარიშსწორებებში შვეიცარიის ეროვნულ ბანკსა და BIS-ის ინოვაციების ჰაბთან ერთად. თებერვალში ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების ცენტრალური ბანკები შეუერთდნენ ჰონგკონგისა და ტაილანდის CBDC-ებისთვის განკუთვნილ პროექტ „ხიდს“. 2020 წლის დეკემბერში ჰონგკონგის ფულადი მიმოქცევის მართვის ორგანომ ჩინეთის სახალხო ბანკთან განიხილა საზღვრებსშორის გადახდებში ციფრული იუანის ტესტირების შესაძლებლობა. https://bit.ly/3ifILcn
  3. Tesla-მ დაიწყო პროგრამულ უზრუნველყოფა Full Self Driving-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება, ხსენებული პროგრამული უზრუნველყოფა ავტონომიური მართვის სისტემის საფუძველს წარმოადგენს. არსებული ცნობების თანახმად განახლება FSD v9 ხელმისაწვდომი გახდა ადრეული წვდომის პროგრამის მონაწილეებისთვის. Tesla-ს ავტოპილოტის მეცხრე ვერსია უზრუნველყოფს გამოსწორებებს, რაც ავტონომიური მართვის სისტემას აქცევს უფრო საიმედოს, აგრეთვე გააჩნია რამდენიმე საინტერესო ფუნქცია. მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ ვიზუალიზაციები, რომლებიც გვთავაზობენ დამატებით ინფორმაციას გარემოს შესახებ და საშუალებას იძლევიან უკეთ გავიგოთ, რას ხედავს ავტომობილი მოძრაობის პროცესში. დასახელება Full Self Driving-ის მიუხედავად, სისტემა არ არის სრულიად ავტონომიური და განკუთვნილია მძღოლისთვის დასახმარებლად, მაგალითად, მოძრაობის ზოლის შეცვლის ან მოხვევის დროს. Tesla დაუღალავად გვახსენებს, რომ ავტოპილოტის გამოყენების დროს მძღოლმა საჭეს ხელი არ უნდა გაუშვას, რათა მზად იყოს მართვის ხელში აღებისთვის საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში. მძღოლზე თვალყურის დევნებისთვის განკუთვნილ კამერას, რომელიც დამონტაჟებულია უკანა ხედვის სარკეზე, დაემატა ახალი ფუნქცია: ამიერიდან იგი განსაზღვრავს, რამდენად ყურადღებით ადევნებს თვალყურს მძღოლი გზას. FSD v9 განახლებას საზოგადოება დიდხანს ელოდა. მისი გამოშვების პირობა Tesla-მ დადო ჯერ კიდევ 2018 წელს, ილონ მასკი აცხადებდა, რომ 2020 წლისთვის მილიონზე მეტი ელექტრომობილი მიიღებდა ამ განახლებას. https://bit.ly/36rGjtL
  4. ოპერატიული მეხსიერების მწარმოებლებმა თანდათან გააცნობიერეს, რომ სუპერმყარი ულტრაიისფერი გამოსხივების (EUV) ლითოგრაფიის გამოყენება კომერციული თვალსაზრისით ეფექტური იქნება. SK hynix-მა დაიწყო LPDDR4 მიკროსქემების მასიური წარმოება EUV-ლითოგრაფიითა და მეოთხე თაობის 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ფოტოს წყარო: SK hynix SK hynix-ის პროდუქტების შემთხვევაში "1a ნმ" სტანდარტებს უსწრებდა 1x, 1y და 1 z. კომპანია ირწმუნება, რომ EUV ლითოგრაფიის ნაწილობრივი დანერგვა დაიწყო ჯერ კიდევ 1- y პროცესში, მაგრამ მან მხოლოდ 1 a-ს შემთხვევაში მიაღწია ადეკვატურ სიმწიფეს მასობრივი წარმოების მასშტაბის გასაზრდელად. 1z ტექნოპროცესთან შედარებით სილიკონის ერთ ფირფიტაზე DRAM ტიპის მეხსიერების მიკროსქემების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა სწორედ EUV-ლითოგრაფიის დანერგვის შედეგად. ამჟამად წარმოებაში არსებული 8-გბ LPDDR4-4266 მიკროსქემები ფლობენ 20%-ით შემცირებულ ენერგომოხმარების დონეს. როგორც SK hynix აღნიშნავს პრეს-რელიზში, მომდევნო წლის დასაწყისში 1a ტექნოპროცესი გამოყენებული იქნება DDR5 ტიპის მეხსიერების მიკროსქემების წარმოებაში. EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით დამზადებული LPDDR4 მიკროსქემები მიმდინარე წლიდან წარმოდგენილი იქნება მაღალი წარმადობის სმარტფონებში. https://bit.ly/3yMzP4B
      • 1
      • Upvote
  5. 2021 წლის პირველ ნახევარში Visa-ს სადებეტო კრიპტო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების ჯამურმა ღირებულებამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ საგადახდო სისტემამ საკუთარ ბლოგში ისაუბრა. განცხადების თანახმად კომპანია ამჟამად თანამშრომლობს 50 წამყვან კრიპტო პლატფორმასთან, მათ შორის FTX-სა და Coinbase-თან. მათ მომხმარებლებს შეუძლიათ დააკონვერტირონ და დახარჯონ ციფრული აქტივები Visa-ს მიერ მხარდაჭერილ 70 მილიონ სავაჭრო და მომსახურების პუნქტში. „მერჩანტებს არ უწევთ არაფრის შეცვლა. მათთვის ეს ისეთივე ტრანზაქციაა, როგორიც ნებისმიერი სხვა. სერვისი მომენტალურად დააკონვერტირებს კრიპტოვალუტას ფიატში“ - განაცხადა Visa-ს უფროსმა დირექტორმა და კრიპტოვალუტების განყოფილების ხელმძღვანელმა კაი შეფილდმა Business Insider-თან საუბარში. შეფილდმა აღნიშნა, რომ კომპანია ერთდროულად თანამშრომლობს ციფრული აქტივების მფლობელთა "მზარდ რაოდენობასთან" და "მილიონობით" ისეთ სავაჭრო ობიექტთან, რომლებსაც არ ესმით კრიპტოვალუტის არსი და არ სურთ მათთან ურთიერთქმედება. ”მათ არ სურთ განახლდეს სავაჭრო წერტილები და ტერმინალები, ასევე გაიგონ რა არის ბლოკჩეინი”, - აღნიშნა მან. CNBC-სთან ინტერვიუში Visa-ს ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია მუშაობს ეკოსისტემის შექმნაზე, რომლის წყალობით კრიპტოვალუტა გახდება გამოსაყენებლად უფრო მარტივი და ამ მხრივ ფიატის მსგავსი. ”ჩვენს ქსელში ვხედავთ რეგულირებად ბირჟებზე კრიპტოვალუტების დიდ მოცულობას და შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს ტენდენცია გრძელდება”, - განაცხადა მან. Visa-ს კონკურენტ Mastercard-ის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად საგადახდო სისტემის მომხმარებელთა 40% 2022 წელს ციფრული ვალუტების გამოყენებას გეგმავს. ფინანსურმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს მომავალში Visa არ გეგმავს ინვესტიციების ჩადებას Bitcoin-სა და სხვა კრიპტოვალუტებში, როგორც ეს გააკეთეს Tesla-მ, MicroStrategy-მ და სხვა საჯარო კომპანიებმა. ”კრიპტოვალუტებს არ ვინახავთ ჩვენს ბალანსზე. ჩვენ გვაქვს ის ვალუტები, რომლებიც ბიზნესის წარმართვისთვის გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ვალუტები, რომლებშიც ვიღებთ და გავცემთ ხელფასებს. როგორც წესი, ეს არის დოლარი, ევრო და ფუნტი სტერლინგი, ”- განმარტა მან. შეგახსენებთ, ივნისში Visa-მ განაცხადა შვედური fintech-სტარტაპ Tink-ის შეძენის შესახებ, რომელიც იმავე სახელწოდების ღია ბანკინგის პლატფორმის უკან დგას. გარიგება 2.15 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. https://bit.ly/3dVUVpb
  6. კომპანია Microsoft-მა გადაწყვიტა მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებით საკუთარი ტექნოლოგიის შემუშავებით დაკავდეს, რომელიც გახდება NVIDIA DLSS-ისა და AMD FidelityFX-ის კონკურენტი. გამომცემლობა Hardware Times-ის ინფორმაციით, რედმონდელები აპირებენ საკუთარი API DirectML-ის გამოყენებას Xbox Series X|S კონსოლებში გეიმინგ წარმადობის გაუმჯობესების მიზნით. ამ დროისთვის Microsoft-მა უკვე დაიწყო სპეციალისტების ძებნა კომპიუტერული გრაფიკისა და მანქანური სწავლების სფეროებში. პოტენციურ სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში და ფლობდნენ საკითხის სპეციფიკის ცოდნას. დიდი ალბათობით, უახლოეს დროში კომპანია Sony-ც დააანონსებს ანალოგიური ტექნოლოგიის შექმნას PlayStation კონსოლებისთვის. https://bit.ly/3hN0iYR
  7. კომპანია AOC-მა დააანონსა პორტატული მონიტორი I1601P, რომლის გამოყენება შესაძლებელია ლეპტოპის და დესკტოპ სამუშაო სადგურის დამატებითი დისპლეის სახით. ფოტოების წყარო: AOC მონიტორის ზომა დიაგონალზე 15.6 დუიმია. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. ხედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 170 გრადუსს აღწევს. სიკაშკაშის მაჩვენებელი 220 კდ/მ2-ია, კონტრასტულობა - 800:1. პანელის კადრის განახლების სიხშირე 60 ჰერცია, მატრიცის რეაქციის დრო - 4 მილიწამი. მოწყობილობის ზომები 376.2 × 235.2 × 8.5 მმ-ს შეადგენს. „I1601P მოდელის დიზაინი მინიმალისტურია: ალუმინის რუხი უკანა პანელი, თხელი შავი ჩარჩოები წინა პანელზე. კომპლექტში შედის ქეისი SmartCase, რომელიც დისპლეის ნაკაწრებისგან დაიცავს მოწყობილობის ტრანსპორტირებისას, აგრეთვე გამოიყენება სადგამის სახით. მონიტორის წონა მხოლოდ 800 გრამია, შესაბამისად ადვილია მისი ჩანთაში მოთავსება ყოველდღიური თუ გრძელვადიანი მოგზაურობისას“ - აღნიშნავს AOC. მონიტორზე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი. პანელის გამოყენება შესაძლებელია როგორც ალბომის, ისე პორტრეტის რეჟიმში. ახალი მოწყობილობა მიმდინარე წლის აგვისტოდან გაიყიდება დაახლოებით 220 ევროდ. https://bit.ly/36iqa9M
  8. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში არსებულმა ფინანსურ დანაშაულებებთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN) შექმნა ციფრული აქტივების პოლიტიკის შემუშავების საკითხებში მრჩეველის თანამდებობა. ამის შესახებ მითითებულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. თანამდებობა დაიკავა მიშელ კორვერმა, რომელიც ადრე ციფრული ვალუტების საკითხების კონსულტანტად მუშაობდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის განყოფილებაში, აგრეთვე იყო ფინანსური სტაბილურობის სამეთვალყურეო საბჭოში და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის (FATF) დელეგაციაში. იუსტიციის სამინისტროში მუშაობის დროს კორვერმა შეიმუშავა სახელმძღვანელო მითითებები, რომელიც ეხებოდა კრიპტოვალუტების კონფისკაციის პროცედურებს სასამართლო დავებში. იგი აგრეთვე კოორდინირებას უწევდა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ კვლევებს. FinCEN-ში მიშელ კორვერი იმუშავებს „შიდა და გარე პარტნიორებთან სტრატეგიულ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული უკანონონო ფინანსური პრაქტიკის შეწყვეტისა და გამოწვეული შედეგების შემსუბუქებისთვის“. შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს FinCEN-მა წარადგინა რეგულაციები, რომლებიც ამკაცრებს იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და ბირჟებისგან ითხოვს ინფორმაციის შენახვას იმ მომხმარებლებზე, რომლებიც ახორციელებენ 3 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ოპერაციებს ციფრული აქტივების გამოყენებით. მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეაჩერა წინამორბედ დონალდ ტრამპის ზოგიერთი განკარგულების რეალიზება. ამან გავლენა იქონია მომხმარებლების კასტოდიალური საფულეების ვერფიკაციის წინადადებაზეც. https://bit.ly/2V4gZHB
  9. Nintendo-მ ოფიციალურად წარადგინა ჰიბრიდული გეიმინგ კონსოლის ახალი ვერსია, რომელიც აღჭურვილია ახალი OLED დისპლეით. ახალი მოწყობილობა გაყიდვაში 8 ოქტომბერს გამოვა და წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ფერის ვარიანტად. განახლებულ Nintendo Switch-ს ექნება ზომაში გაზრდილი 7-დუიმიანი ეკრანი უფრო თხელი ჩარჩოებით. შედარებისთვის, ორიგინალი კონსოლი დაკომპლექტებულია 6.2-დუიმიანი დისპლეით, Switch Lite-ს კი 5.5-დუიმიანი ეკრანი აქვს. პარალელურად, ახალ ვერსიას აქვს გაუმჯობესებული აუდიო სისტემა, 64 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება (32 გბ-ის ნაცვლად) და ფართო რეგულირებადი სადგამი. განახლდა აგრეთვე დოკ-სადგურის გარეგნული დიზაინი და დაემატა ქსელის პორტი. თავდაპირველად Nintendo გამოუშვებს Switch-ის OLED-მოდელებს ორ ფერში: თეთრსა და ტრადიციულ ლურჯ-წითელში. მოგვიანებით კომპანია ასევე გამოუშვებს სრულიად შავ კონსოლს. სამწუხაროდ კონსოლის ტექნიკურ პლატფორმაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ახალი ვერსიის საფუძველი იგივეა, რაც ორიგინალის შემთხვევაში. ახალი ვერსიის ღირებულება დასავლეთის ქვეყნებში 350 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 50$-ით მეტია ორიგინალი Switch-ის ფასთან შედარებით. https://bit.ly/3dS4UvL
  10. ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა შექმნა პროგრამირებადი კვანტური კომპიუტერი, რომელიც დაფუძნებულია სუპერგამტარ კუბიტებზე. ეს კომპიუტერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობის სტატუსის პრეტენდენტია. მან დაკისრებულ გამოთვლით დავალებას თავი დაახლოებით ერთ საათში გაართვა იმ დროს, როდესაც მისი მოგვარებისთვის ჩვეულებრივ კლასიკურ კომპიუტერს რვა წელზე მეტი დასჭირდებოდა. მეცნიერებმა თავიანთი მუშაობის შედეგები გამოაქვეყნეს ArXiv-ის სამეცნიერო ნაშრომების არქივში. სუპერგამტარი ჩიპი-კუბიტის ორგანზომილებიანი სქემა. ფოტოს წყარო: ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჩინელი მკვლევარების შემოქმედებას სახელად Zuchongzhi ეწოდა. ეს გახლავთ ორგანზომილებიანი პროგრამირებადი სუპერგამტარი კვანტური პროცესორი, რომელსაც 66-მდე კუბიტის გაერთიანება შეუძლია. კომპიუტერის შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით ჩინელმა მეცნიერებმა 56 კუბიტი გამოიყენეს. სისტემას დაევალა შემთხვევითი კვანტური ბმების (random quantum circuits) მოდელირება - გრძელვადიანი შემდგომი ოპერაციების შესრულება კუბიტებზე და შედეგების გაზომვა. ამასთან, რაც უფრო მეტი კუბიტია სისტემაში, მით რთულია ამოცანის შესრულება. მსგავსი შედეგის მიღება კლასიკურ სუპერკომპიუტერზე უკიდურესად რთული იქნება, რადგან აუცლებელია იმ შესაძლო მდგომარეობების უზარმაზარი რიცხვის გამოთვლა, რომელშიც შესაძლებელია სისტემა იმყოფებოდეს. „ჩვენი გამოთვლებით Zuchongzhi-მ დაასრულა შემთხვევითი კვანტური ჯაჭვების სიმულაციის დავალება 1 საათსა და 20 წუთში, ხოლო მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერს ამისთვის მინიმუმ რვა წელი დასჭირდებოდა”, - აღნიშნეს მკვლევარებმა თავიანთ სტატიაში. მეცნიერები აგრეთვე აცხადებენ, რომ მათი ნამუშევარი აფიქსირებს გამოთვლითი სიმძლავრის მხრივ აშკარა უპირატესობას კლასიკურ კომპიუტერებთან შედარებით, რომლებიც ამგვარი სამუშაოების გონივრულ ვადაში განხორციელების საშუალებას არ იძლევიან. ამოცანა, რომელიც ჩინურმა კვანტურმა კომპიუტერმა გადაჭრა, დაახლოებით ასჯერ უფრო რთულია, ვიდრე კვანტურ კომპიუტერ Google Sycamore-ის მიერ 2019 წელს შესრულებული დავალება. ამ უკანასკნელს მსოფლიოში უძლიერესი სისტემა ეწოდებოდა, მასში გამოყენებული იყო 54 კუბიტი, Zuchongzhi-ში კი - 56 და ამასთან, მოხდა დემონსტრირება, რომ კვანტური ბიტების რაოდენობის ზრდასთან ერთად კვანტური სისტემის წარმადობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. ამრიგად, ჩინური კვანტური კომპიუტერი ამჟამად მსოფლიოში უმძლავრესი პროგრამირებადი კომპიუტერია და წარმადობის ზრდის პოტენციალი გააჩნია (ხელმისაწვდომი 66-ვე კუბიტის გააქტიურების პირობებში). აღსანიშნავია, რომ ჩინელი მეცნიერების იმავე გუნდმა 2020 წელს წარადგინა კიდევ ერთი კვანტური კომპიუტერი. იგი მუშაობდა 76 ფოტონური კუბიტის ბაზაზე და მასში გამოყენებული იყო ლაზერების, სარკეების, პრიზმების, ფოტოების დეტექტორების რთული კომპლექტი - სისტემა პროგრამირებადი არ იყო Zuchongzhi-სა და Sycamore-ის მსგავსად. https://bit.ly/3hnzWhn
  11. CNBC-ის გამოკითხვის მონაწილეთა 44%, რომლებიც ინსტიტუციონალურ ინვესტიციებს ფლობენ, მიიჩნევს, რომ Bitcoin 2021 წელს დახურავს 30 ათას აშშ დოლარს ქვევით ნიშნულზე. გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ პირველი კრიპტოვალუტის კურსი წლის ბოლოსთვის 40 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. რესპონდენტთა ანალოგიურმა ნაწილმა 50 000 $ მიიჩნია მოსალოდნელად, მხოლოდ 6% პროგნოზირებს, რომ Bitcoin-ი წელიწადს 60 ათასი აშშ დოლარიანი კურსით დახურავს. CNBC-ის ყოველკვარტალური გამოკითხვა ბაზრების შესახებ აერთიანებს ინვესტიციების დირექტორებს, აქციების სტრატეგებსა და პორტფელების მმართველებს, ჯამში დაახლოებით 100 ადამიანს. შედეგების განხილვისას ტელეარხის წამყვანები დაეთანხმნენ წამყვანი კრიპტოვალუტის ფასის მოკლევადიან პროგნოზებს და აღნიშნეს, რომ წლის ბოლოს არსებული 30 ათასი აშშ დოლარიანი დონეც კი მოხსნის შიშს ბაზრის მონაწილეებში. პირველმა კრიპტოვალუტამ 2021 წელი დაიწყო 30 ათას აშშ დოლარს ოდნავ ქვემოთ კოტირებებით. მაქსიმალურ დონეს, 64 ათას აშშ დოლარზე მეტს, Bitcoin-ის კურსმა აპრილში მიაღწია. მაისში კურსი 40 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ი დაახლოებით 34 ათასი აშშ დოლარის დონეზე იყიდება. BTC/USD-ის ოთხსაათიანი გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე. წყარო: TradingView. JPMorgan-ის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ ციფრული ოქროს ფასის 25 000 აშშ დოლარამდე შემცირებას. Guggenheim Partners-ის ინვესტიციის დირექტორი სკოტ მაინერდი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი უფრო რადიკალურად შემცირდება - 15 ათას ან 10 ათას აშშ დოლარამდეც კი. https://bit.ly/2UpabUT
  12. ჩიპმეიკერ TSMC-ის 7-ნანომეტრიანი საწარმოო სიმძლავრის დეფიციტი, რომლებზეც კომპანია AMD აწარმოებს ბოლო თაობის GPU-ებს, მნიშვნელოვნად აისახა მიმდინარე წელს AMD-ის ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად იმისა, რომ RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი AMD RX 6000 Series ვიდეო დაფები NVIDIA-ს დაფებთან შედარებით ცუდ შედეგებს იძლევა მაინინგში, მათი პოვნა მაღაზიებში სარეკომენდაციო ფასად მაინც შეუძლებელია. AMD-ის ვიდეო დაფები ბევრ გეიმერს კონკურენტული გეიმინგ წარმადობის პარალელურად იზიდავს NVIDIA-ს ვიდეო დაფებთან შედარებით დიდი მოცულობის ვიდეომეხსიერებით. ცოტა ხნის წინ AMD-მ გამოუშვა NVIDIA DLSS-ის ანალოგიური ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution (FSR), რომელიც ზრდის კადრების სიხშირეს თამაშებში. კონკურენტისგან განსხვავებით იგი მუშაობს ყველა ვიდეო დაფაზე, მათ შორის NVIDIA-ს დაფებზე. ეს ტექნოლოგია დადებით გავლენას იქონიებს AMD-ის დაბალბიუჯეტური გეიმინგ ვიდეო დაფების წარმადობაზე. საუბარი ეხება AMD Radeon RX 6600 და Radeon RX 6600 XT დაფებს, რომელთა გამოსვლას მოუთმელად ელიან გეიმერები. რესურს Videocardz-მა შეამოწმა ვიდეო დაფების მწარმოებელი კომპანიების ვებ-გვერდები და PowerColor-ის საიტზე აღმოაჩინა ჩანაწერები AMD Radeon RX 6600 Series ვიდეო დაფების ორი სამომავლო წარმომადგენლის შესახებ. როგორც წესი, ამგვარი ჩანაწერები სწორედ პროდუქტის გამოშვების წინ ჩნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე შედგება AMD Radeon RX 6600 და Radeon RX 6600 XT დაფების ოფიციალური წარდგენა და გაყიდვაში გამოშვება. AMD Radeon RX 6600 Series დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან GPU Navi 23-ზე. მის ბაზაზე უკვე გამოშვებულია ოთხი პროდუქტი: Radeon RX 6600M (მობილური გრაფიკული პროცესორი), Radeon Pro W6600 (მისი მობილური ვარიანტის ჩათვლით) და Tesla-ს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ინფორმაციულ-გასართობი სისტემა, რომლის დემონსტრირება ცოტა ხნის წინ მოახდინა ილონ მასკმა Cyberpunk2077-ში. AMD Radeon RX 6600 XT ვიდეო დაფის წარმოებისთვის გამოყენებული იქნება სრულფასოვანი კრისტალი Navi 23 XT, რომელსაც 2048 ნაკადური პროცესორი აქვს. ვიდეო დაფას ექნება GDDR6 სტანდარტის 8 გბ ვიდეომეხსიერება 128-ბიტიანი ინტერფეისით. GPU-ში ჩაშენებული იქნება 32 გბ მოცულობის ბუფერი Infinity Cache. მოსალოდნელია, რომ ჩიპი იმუშავებს მაღალ სიხშირეებზე და ექნება TDP-ის დაბალი დონე. AMD Radeon RX 6600 (XT) ვიდეო დაფების გამოშვების ზუსტი თარიღი მალე გახდება ცნობილი. https://bit.ly/3hjNOsR
  13. ხელმძღვანელ Jason Chen-ის თქმით კომპანია მზად არის გააფართოვოს საქმიანობა სამედიცინო სმარტ-გადაწყვეტილებების, ანტიბაქტერიული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების სფეროებში. ბიზნესმა უკვე მიიღო არაერთი სერთიფიკატი, რომლებიც ეხება ჯანდაცვის IT სისტემებს. როგორც Acer აცხადებს, კომპანია აქტიურად ცდილობს ყველა შესაძლო ნებართვის მოპოვებას რეგიონალური მარეგულირებელი ორგანოებისგან და უკვე ფლობს ოთხ სერტიფიკატს: ერთი მათგანი დაკავშირებულია ტელემედიცინასთან, მეორე - ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით ოფთალმოლოგიურ დიაგნოსტიკასთან (ორივე ტაივანში), აგრეთვე გააჩნია თითო-თითო სერტიფიკატი ტაილანდსა და ინდონეზიაში სამედიცინო მასალების გაყიდვასთან დაკავშირებით. შვილობილმა კომპანია Acer Healthcare-მა უკვე მიიღო ინდონეზიაში სისტემა VeriSee DR-ის გამოყენების ლიცენზია, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს მოახდინონ დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია ტაივანის ხუთ სამედიცინო ცენტრსა და რამდენიმე დიდ კლინიკაში. გარდა ამისა, Acer აწარმოებს მონიტორებს, ნოუთბუქებს, კლავიატურებსა და მაუსებს, რომლებიც დამზადებულია ანტიბაქტერიული მასალებისგან ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოღვაწე მომხმარებლებისთვის. შვილობილი კომპანია GadgeTek კი აწარმოებს ანტიბაქტერიულ ტანსაცმელს. ჩვეულებრივ IT პროდუქტებს რაც შეეხება, Acer-მა Amazon-ზე ბოლო Prime Day-ს აქციის ფარგლებში 100 ათასზე მეტი ლეპტოპის გაყიდვა დააფიქსირა - გასული წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტი. საზღვაო გადაზიდვების ბოლოდროინდელი შეფერხების გამო კომპანიამ მოახდინა საჰაერო გზით მიწოდების ორგანიზება აშშ-ში და სარკინიგზო გადაზიდვა - ევროპელი მომხმარებლებისთვის. https://bit.ly/3ylY7Cc
  14. 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა მხარდაჭერის ჯგუფის თანამშრომლების რაოდენობა ხუთჯერ გაზარდა მომხმარებლების მხრიდან არსებული მრავალრიცხოვანი საჩივრების გამო. კომპანიას 3 ათასი ადამიანი შეუერთდა. Coinbase-ის მხარდაჭერის სამსახურის ვიცე-პრეზიდენტ კასპერ სორენსენის თქმით ბირჟამ მკვეთრად შეამცირა მომხმარებლების საჩივრების რიგი. მან დაამატა, რომ იანვრის შემდეგ პრეტენზიების რიცხვი 70%-ით შემცირდა, მომხმარებლების რაოდენობა კი 28%-ით გაიზარდა. სავაჭრო პლატფორმა გეგმავს უახლოეს თვეებში აამოქმედოს მხარდაჭერის სერვისი ონლაინ-ჩატისა და სატელეფონო ხაზის მეშვეობით. 2018 წლის მარტში Coinbase-ის მომხმარებლებმა კომპანიის წინააღმდეგ ერთდროულად ორი კოლექტიური სარჩელი შეიტანეს - Bitcoin Cash ლისტინგისას ინსაიდერული ვაჭრობისა და კალიფორნიის შტატის „საკუთრების მოთხოვნაზე უარის“ კანონის დარღვევის შესახებ. იმავე წლის ივნისში გამომცემლობა Mashable-მა გამოაქვეყნა კალიფორნიის ბიზნეს-ზედამხედველობის სამმართველოსა და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მხრიდან სავაჭრო პლატფორმისადმი პრეტენზიების 134-გვერდიანი ჩამონათვალი. მომხმარებლის საჩივრების რაოდენობა Bitcoin-ბირჟების მუშაობასთან მიმართებაში შეერთებულ შტატებში გასული წლის განმავლობაში გაიზარდა. https://bit.ly/3jJEfFd
  15. OnePlus-მა შესამჩნევად გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამჟამად კომპანია გვთავაზობს Android-სმარტფონების ფართო სპექტრს სხვადასხვა ფასის სეგმენტში, სმარტ-ტელევიზორებს, თან სატარებელ ფიტნეს-მოწყობილობებს და TWS ყურსასმენებსაც კი. ამჯერად, როგორც ჩანს, OnePlus მზადაა საკუთარი პროდუქციის ხაზში პლანშეტიც დაამატოს. მიუხედავად იმისა, რომ OnePlus-ს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია პლანშეტის გამოშვების გეგმის შესახებ, მან დაარეგისტრირა OnePlus Pad სავაჭრო ნიშანი (MySmartPrice-ის საშუალებით) ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში (EUIPO). ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა კომპანია Android-პლანშეტზე მუშაობს. სამწუხაროდ, სავაჭრო ნიშნის ჩამონათვალში პლანშეტის სავარაუდო დასახელების გარდა სხვა არაფერი ჩანს. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია მისი მახასიათებლების შესახებ. OnePlus Pad-ის სავაჭრო ნიშნების ჩამონათვალი გამოჩნდა იმ მოვლენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც OnePlus-მა დაადასტურა, რომ თავისი რამდენიმე გუნდი OPPO-სთან გააერთიანა. ეს ნაბიჯი კომპანიას უკვე დაეხმარა ფლაგმანური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების გრაფიკის გაუმჯობესებაში. ამჟამად ინტეგრაცია OnePlus-ს ხელს უწყობს მობილიზდეს პროდუქტების კატეგორიების დიდ რაოდენობაზე. https://bit.ly/3qNCU1z
  16. ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს თიზერი, რომლის თანახმად კომპანია Samsung-მა 11 აგვისტოსთვის დაგეგმა მორიგი პრეზენტაცია Galaxy Unpacked. ღონისძიებაზე მოსალოდნელია ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონებისა და თან სატარებელი მოწყობილობების ანონსი. კერძოდ, შედგება დასაკეც სმარტფონ Galaxy Z Fold 3-ის დებიუტი. არსებული ცნობებით, ამ მოწყობილობას ექნება 7.5-დუიმიანი დრეკადი S-AMOLED ეკრანი QHD+ გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. უშუალოდ დისპლეის ქვეშ განთავსებული იქნება ფრონტალური კამერა. Digit / @OnLeaks დრეკადი დისპლეის მქონე კიდევ ერთი მოწყობილობა იქნება მოდელი Galaxy Z Flip 3. არაოფიციალური ცნობებით, მას ექნება 6.7-დუიმიანი ეკრანი და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. მასზე წარმოდგენილი იქნება ასევე დამხმარე, 1.9-დუიმიანი დისპლეი. გარდა ამისა, ღონისძიებაზე დაანონსდება სმარტ საათები Galaxy Watch 4 და Galaxy Watch 4 Classic. ისინი შეძლებენ მფლობელის ორგანიზმში ცხიმოვანი მასის განსაზღვრას, მთელი დღის განმავლობაში გულისცემის ცვლილებებისთვის თვალყურის დევნებას და სისხლში ჟანგბადის შემცველობის გაზომვას. და ბოლოს, შედგება სრულიად უსადნო ყურსასმენების, Galaxy Buds 2-ის ანონსი. არაოფიციალური ცნობების თანახმად ახალი მოწყობილობის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს AKG-ის სპეციალისტებმა, რის წყალობითაც მიიღწევა მაღალი ხარისხის ხმა. https://bit.ly/36cIIIv
  17. კრიპტოვალუტების ბაზარზე პარადოქსული ვითარებაა: ამ დროისთვის კრიპტოვალუტების ღირებულება შემცირდა, თუმცა მაინერების შემოსავლები მხოლოდ მატულობს. Bitcoin-ის ფასის კლებამ ბევრი მაინერი დააფრთხო, რამაც შედეგად დარჩენილი მაინერების შემოსავალი გაზარდა. ამის შესახებ აცხადებს ჩინური პორტალი Mydrivers.com. მიმდინარე წლის მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბრძოლა დაეწყო კრიპტოვალუტების მოპოვების წინააღმდეგ, აგრეთვე უარი ეთქვა Bitcoin-ზე. ამგვარი გადაწყვეტილებების შედეგად Bitcoin-ის ფასი ორჯერ შემცირდა და დაახლოებით 30 ათასი აშშ დოლარის დონეზე შეჩერდა. ქსელის სიმძლავრე Bitcoin-ის მოპოვებისას 50 პროცენტით შემცირდა, რის შემდეგაც ალგორითმში მოხდა ცვლილებები, ხოლო მოპოვების სირთულე შემცირდა 28 პროცენტით. ამჟამად ბლოკის გამოთვლაზე დახარჯული დრო 10 წუთია, ხოლო ადრე შეადგენდა 14-19 წუთს. ამასთანб გაიზარდა რენტაბელურობა აღჭურვილობაზე. მიახლოებითი გამოთვლები ამგვარ შედეგს იძლევა: ერთი და იმავე აღჭურვილობის გამოყენების პირობებში მაინერების შემოსავალი დღეში 29 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ადრე ეს მაჩვენებელი დღეში 22 აშშ დოლარს შეადგენდა მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ის კურსი ბევრად მაღალი - 60 ათასი აშშ დოლარი იყო. Compass Mining-ის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია მაინერების მოგების ზრდა 35%-ით. https://bit.ly/3hvscsm
  18. ინტერნეტ-წყაროებმა აღმოაჩინეს ახალი ინფორმაცია ფლაგმანურ მობილურ პროცესორ Snapdragon 895-ის შესახებ, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, კომპანია Qualcomm ოფიციალურად მიმდინარე წლის დეკემბერში წარადგენს. ჩიპი ფიგურირებს კოდური დასახელებით - SM8450, საფუძვლად უდევს მაღალი წარმადობის Cortex-V9 Kryo 780 ბირთვები. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია მძლავრი ამაჩქარებელი Adreno 730. გარდა ამისა, პროცესორს ექნება მოწინავე 5G მოდემი. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ ჩიპის წარმოებით დაკავდება კომპანია Samsung და ხსენებული ჩიპი დამზადდება 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. მოგვიანებით გამოვა პროცესორის უფრო ძლიერი ვერსია - Snapdragon 895 Plus / Snapdragon 895+ გადაწყვეტილება. ამ ჩიპის გამოშვება, არსებული ინფორმაციის თანახმად, დაევალება კომპანია TSMC-ს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Snapdragon 895 პლატფორმაზე დაფუძნებულ სმარტფონს ამზადებს Lenovo. მოწყობილობის დებიუტი შეიძლება მიმდინარე წლის ბოლო დღეებში შედგეს, მაგრამ გაყიდვები, სავარაუდოდ, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. https://bit.ly/3ypemys
  19. ელექტრო პიკაპ Hummer EV-ის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია უკანა საბურავებით მოხვევის ფუნქცია, რაც მას საშუალებას აძლევს სწორხაზოვნად იმოძრაოს დიაგონალური მიმართულებით, აგრეთვე შეამციროს მოხვევის რადიუსი. ილონ მასკმა განაცხადა, რომ პიკაპი Tesla Cybertruck-იც შეძლებს მოხვევას უკანა ღერძის საბურავების მეშვეობით. ფოტოს წყარო: GMC პირველად ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის წარდგენა შედგა 2019 წელს პროტოტიპის სტატუსით, კომპანიის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება სერიული ვარიანტის შემუშავება და საბოლოო დიზაინის შესახებ ისაუბრებს წლის მეორე კვარტალში. როგორც ვიცით, მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა, თუმცა საზოგადოებამ მაინც მიიღო ინფორმაციის ფრაგმენტები. კერძოდ, მოხდა პნევმატური დაკიდების სისტემის მუშაობისა და დასაკეცი კიბის დემონსტრირება, აგრეთვე გავრცელდა ცნობა, რომ ელექტრო პიკაპი შეძლებს სახლის ელექტროენერგიით მომარაგებას, როგორც ეს შეუძლია ახლახანს წარდგენილ Ford F-150 Lightning-ს. Cybertruck-ის სერიულ ვერსიას შესაძლოა არ ჰქონდეს კარის სახელურები. პიკაპის მიწოდება უნდა დაიწყოს მომდევნო წლიდან და ამ მხრივ Tesla დამოკიდებულია ტეხასში ქარხნის მშენებლობაზე, სადაც უნდა დამზადდეს Cybertruck. როგორც რესურსი Electrek აღნიშნავს, გასული კვირის ბოლოს ილონ მასკი ტრადიციულად ეწვია Tesla-ს დიზაინ-სტუდიას, რამაც მას საშუალება მისცა დარწმუნებულიყო, რომ Cybertruck-ის დიზაინი სავსებით შეესაბამება ძველად წარდგენილი პროტოტიპისას. Tesla-ს სპეციალისტებმა, მისი თქმით, დაამატეს უკანა საბურავებით მოხვევის ფუნქცია, რაც გააუმჯობესებს პიკაპის მანევრირებას. არ დაზუსტებულა, შეძლებს თუ ვერა Cybertruck დიაგონალური მიმართულებით გადაადგილებას Hummer EV-ის მსგავსად. https://bit.ly/3hBbkR1
  20. ამერიკელები კრიპტოვალუტებში ინვესტიციებს დებენ მოგების და არა ტრადიციული ფინანსებისგან იმედგაცრუების გამო. ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მკვლევარები. ანაგრიშის თანახმად, ამერიკელი ინვესტორები ციფრულ აქტივებს არ განიხილავენ ფიატური ვალუტების ალტერნატივად. კრიპტო ინდუსტრია მომხმარებლებს იზიდავს ბაზრის სპეკულაციების შესაძლებლობებით. მკვლევარებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნაღდი ფულისა და საბანკო ანგარიშების უსაფრთხოებით შეშფოთებულ ამერიკელებს სურთ გაეცნონ კრიპტოვალუტების შესახებ უფრო მეტს, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი ერიდებიან მათში ინვესტიციების ჩადებას. ციფრული აქტივების ყიდვის ალბათობა იზრდება განათლებისა და შემოსავლების ზრდასთან ერთად, აღნიშნავს BIS. ანგარიშში ასევე აღნიშნულია კრიპტოვალუტების უფრო ფართო გავრცელება აშშ-ში. კვლევის თანახმად 2014 წელს ამერიკელების დაახლოებით 40% ფლობდა ინფორმაციას Bitcoin-ის შესახებ, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 1.4% ფლობდა მინიმუმ ერთ ციფრულ აქტივს. ადრე BIS-ის ინოვაციური ჰაბის ხელმძღვანელმა ბენუა კერემ განაცხადა, რომ Bitcoin-მა, როგორც ვალუტამ, წარუმატებლობა განიცადა არასტაბილობის მაღალი დონის გამო. https://bit.ly/3dF3Hb2
  21. TSMC მუშაობს 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. რესურსი Nikkei აცხადებს, რომ Apple და Intel ამ ტექნოლოგიის პირველი მომხმარებლები იქნებიან. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია TSMC ამერიკული კომპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნახევრადგამტარი პროდუქტების წარმოება ამერიკაში გააფართოვოს, ვითარება მიზნისგან ჯერ კიდევ შორსაა. TSMC-ის 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული პირველი კომერციული პროდუქტები მომდევნო წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს. მათთვის, ვინც არ იცის, ნანომეტრი - ეს არის სიგანე კრისტალზე არსებულ ტრანზისტორებს შორის. ლოგიკურად, ამ პროცესის ნაკლები მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ჩიპი ტექნოლოგიურად უფრო მოწინავეა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც მცირეა რიცხვი, მით უფრო რთული და ძვირია წარმოება. ამჟამად არსებულ ყველაზე მოწინავე ჩიპებში გამოყენებულია TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. ამჟამად არსებულ 5-ნანომეტრიან ჩიპებთან შედარებით 3-ნანომეტრიანმა ჩიპებმა უნდა უზრუნველყონ 10-15%-ით მაღალი წარმადობა და 25-30%-ით უკეთესი ენერგოეფექტურობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ 3-ნანომეტრიან პროდუქტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მათი დებიუტი სავარაუდოდ Apple iPad-ში შედგება. მომავალი წლის iPhone-ები კი წარმოდგენილი იქნება 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული ჩიპებით. როგორც აღვნიშნეთ, Apple და Intel მჭიდროდ თანამშრომლობენ TSMC-თან, რათა პირველი 3-ნანომეტრიანი ჩიპები გამოუშვან. ამასთან, თუკი Apple გეგმავს მათ მობილურ მოწყობილობებში გამოყენებას, Intel დაამზადებს ჩიპებს ლეპტოპებისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების სერვერებისთვის. Intel-მა, მიკროსქემების უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა, ბაზარზე ლიდერის პოზიციები დაკარგა. საინტერესოა ის, რომ Intel-ის კონკურენტი AMD მომდევნო წელს გადავა საკუთარი ლეპტოპების პროცესორებისთვის განკუთვნილ, TSMC-ის 5-ნანომეტრიან ჩიპებზე. თუმცა, თუკი AMD არ წარმოადგენს საფრთხეს Intel-ისთვის, NVIDIA-მ ნათლად განაცხადა, რომ გადავა სერვერული ჩიპების ბაზარზე, რათა Intel-ს ბაზრის წილი წაართვას, თუმცა სერვერული პროცესორისთვის განკუთვნილ მის პირველ მიკროსქემაში გამოყენებული იქნება TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. დაგეგმილია, რომ იგი ბაზარზე 2023 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს. დასასრულისთვის, უნდა გვესმოდეს, რომ უახლესი ნანომეტრული ტექნოლოგიებისთვის ბრძოლა ჩიპების წარმოებისთვის - ეს არ არის მხოლოდ კომერციული საქმიანობა: გეოპოლიტიკასაც მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო 52 მლრდ აშშ დოლარის პაკეტი ნახევრადგამტარ წარმოებაში ინვესტირებისთვის. შეერთებულ შტატებს სურს დაიბრუნოს ლიდერობა მიკროსქემების წარმოებაში. სხვათა შორის, Intel-მა უკვე დაადასტურა, რომ მუშაობს TSMC-თან 2023 წლის პროდუქციის ხაზზე. მაგრამ რადგან მითითებული არ არის წარმოების რომელ ტექნოლოგიას იყენებენ, არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ოფიციალური დასტურია. https://bit.ly/3ynxux0
  22. ინტერნეტ-წყაროები გვაცნობებენ, რომ მალე კომპანია Xiaomi-ს ასორტიმენტში შესაძლოა გამოჩნდეს პირველი კომერციული სმარტფონები, რომელთაც 200 ვატი სიმძლავრის ულტრასწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა ექნებათ. მიმდინარე წლის მაისში Xiaomi-მ წარადგინა დამუხტვის ტექნოლოგია HyperCharge. იგი გვთავაზობს 200 ვატი სიმძლავრის დამუხტვას სადენიან რეჟიმში და 120-ვატიანს - უსადენოში. პირველ შემთხვევაში 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 2-დან 100%-მდე შესაძლებელია დაიმუხტოს სულ რაღაც რვა წუთში, მეორე შემთხვევაში კი - 15 წუთში. ამასთან, უზრუნველყოფილია ბატარეის უსაფრთხოებისა და გამძლეობის მაღალი დონე. ბატარეის მოცულობა 80%-ზე ნარჩუნდება დამუხტვის 800 ციკლის შემდეგ, რაც საწარმოო სტანდარტს აღემატება. ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ჩინურმა კომპანია NuVolta Technologies-მა წარადგინა სმარტფონების დამუხტვის სისტემებისთვის განკუთვნილი მოწინავე ჩიპი NU2205. მის მიერ მხარდაჭერილია 100 ვატამდე დამუხტვის სიმძლავრე ერთკომპონენტიან ბატარეაზე. ორმოდულიანი ბატარეის შემთხვევაში სიმძლავრე 200 ვატს აღწევს. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ეს ჩიპი შესაძლოა Xiaomi-ს აღჭურვილობაში მოხვდეს. თავად სმარტფონების მწარმოებელ კომპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. https://bit.ly/3hfcNNL
  23. ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესი პირველი კრიპტოვალუტის მიმართ მაისის კორექტირების შემდეგ შემცირდა და უარყოფითიც კი გახდა. ამის შესახებ განაცხადა JPMorgan-ის სტრატეგმა Nikolaos Panigirtzoglou-მ CNBC-სთან ეთერში. მან ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი ინვესტორების მხრიდან Bitcoin-პროდუქტებში ფულის ნაკადების ეტაპობრივი შემცირება ანალიტიკოსებმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში დააფიქსირეს. ზოგიერთმა ინსტიტუციონალმა მაშინ დაიწყო ფულის გატანა ბაზრიდან - აღნიშნა ანალიტიკოსმა. „ინსტიტუციონალური ინტერესი Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ განელდა მიმდინარე წლის მაისში. ამჟამად იგი ფაქტობრივად ნულოვან დონესთან არის ახლოს“ - განაცხადა Panigirtzoglou-მ. ასევე, აპრილში დაიწყო ინვესტორების მხრიდან ფულის გადადინება ციფრული ოქროდან Altcoin-ებში, კერძოდ Ethereum-ში. ამჟამად კი, მისი თქმით, სიტუაცია შეიცვალა. Bitcoin-ში ინსტიტუციონალური ფულის ნაკადი მნიშვნელოვნად დაბალია 2020 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლთან შედარებით და, ზოგადად, ბაზარი დათვურ ფაზაში იმყოფება - აღნიშნა სტრატეგმა. აქედან გამოსვლის ერთ-ერთ ინდიკატორად იგი თვლის Bitcoin-ის საბაზრო წილის ზრდას 50%-ს ზემოთ. სტატიის წერის მომენტში ფლაგმანური კრიპტოვალუტის წილი CoinGecko-ს თანახმად 44.8%-ს შეადგენს. პირველი კრიპტოვალუტის ფასის არასტაბილურობაზე კომენტირებისას ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მის დასტაბილურებას უახლოეს კვირებში ელოდება. https://bit.ly/3xbe3Y3
  24. კომპანია Microsoft-მა Open AI-სთან ერთად წარადგინა GitHub Copilot - სერვისი, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე და შეძლებს პროგრამისტს მიუთითოს, როგორ გააუმჯობესოს კოდი. იგი გამოიკვლევს დაწერილ კოდს GitHub-ზე და მომხმარებელს მის სრულყოფას შესთავაზებს. სერვისის ავტორები მას უწოდებენ პროგრამისტის „პარტნიორს“, რადგანაც მას არა მხოლოდ არსებული კოდის გამოკვლევა და კომენტირება შეუძლია, არამედ გვთავაზობს სხვა კოდის დაწერას კონტექსტის შესაბამისად. Copilot-ის ქცევის მოდელი მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება: იგი იმახსოვრებს რა შემთხვევებში ამბობს უარს პროგრამისტი დახმარებაზე და სთავაზობს დახმარებას ყველაზე რთულ ვარიანტებში. GitHub-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უკვე ასობით დეველოპერმა შეაფასა Copilot-ის შესაძლებლობები და არ თიშავენ მას მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში. აღინიშნება, რომ ახალი პროგრამა თავსებადია პროგრამირების პრაქტიკულად ყველა აქტუალურ ენასთან, თუმცა ყველაზე უკეთ თავს წარმოაჩენს Python-თან, JavaScript-სა და TypeScript-თან მიმართებაში. კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ მოცემული ინიციატივა ხელს შეუწყობს პროგრამისტის პროფესიის გამარტივებას და მის შრომას შეამსუბუქებს. ამ ეტაპზე Copilot ინტეგრირებული იქნება ღია კოდის მქონე Microsoft Visual Studio Code-ის უფასო ვერსიაში. მოგვიანებით Microsoft აპირებს მის ჩართვას Visual Studio-ს ფასიან ვერსიაში. https://bit.ly/3jsMMfH
  25. კომპანია MSI-მ გააფართოვა მონიტორების ასორტიმენტი Artymis 323CQR და 273CQR მოდელების ანონსით, რომლებიც განკუთვნილია გეიმინგ დესკტოპ სისტემებში გამოყენებისთვის. ახალ მონიტორებს აქვთ რკალისებრი დისპლეი VA მატრიცით. ეკრანის ზომები შეადგენს 31.5 და 27 დუიმს დიაგონალზე, შესაბამისად. გამოყენებულია QHD ფორმატის ეკრანი 2560 × 1440 პიქსელი გაფართოებით. მხარდაჭერილია HDR 400 სერტიფიკატი. პანელის სიმრუდის რადიუსია 1000R. ამგვარი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ვირტუალურ სივრცეში უკეთეს ჩაფლობას. კადრის განახლების სიხშირე აღწევს 165 ჰერცს, მატრიცის რეაქციის დრო 1 მილიწამის ტოლია. უფროსი მოდელი ფლობს 89.8%-იან DCI-P3 და 113%-იან sRGB ფერთა გამას, უმცროსი ვერსიის მაჩვენებლებია 88.7 და 111.5%, შესაბამისად. სადგამი უზრუნველყოფს დახრის კუთხის რეგულირებასა და ეკრანის მოტრიალებას. გარდა ამისა, შესაძლებელია სიმაღლის ცვლილება მაგიდის ზედაპირიდან 100 მილიმეტრის ფარგლებში. პორტების ნაკრებში შედის ორი HDMI 2.0b ინტერფეისი, DP 1.2a კონექტორი, სიმეტრიული USB Type-C (DisplayPort Alternate) პორტი და USB 2.0 ჰაბი. KVM გადამრთველი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ერთი კლავიატურა და მაუსი ორ სხვადასხვა პერსონალურ კომპიუტერზე. ახალი მონიტორების საორიენტაციო ფასები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://bit.ly/2Tir6bw
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.