-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ელექტრო ქროსოვერ Model Y-სა და კომპაქტურ სედან Model 3-ზე არსებულმა დიდმა მოთხოვნამ ელექტრომობილების წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების დეფიციტის ფონზე კომპანია Tesla აიძულა კიდევ ერთხელ გადაეტანა ელექტრო სატვირთო Semi-სა და ფუტურისტულ პიკაპ Cybertruck-ის გამოშვება. ელექტრო სატვირთო Semi 2017 წელს დაანონსდა, კომპანიამ მისი გამოშვება 2022 წლამდე გადაიტანა. თავდაპირველად ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია მის მასობრივ წარმოებას 2019 წლისთვის გეგმავდა, რაც მეტისმეტად ოპტიმისტური პროგნოზი აღმოჩნდა კომპანიისთვის, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას უწევს ელექტრომობილების გამოშვების თარიღების გადავადება. კომპანიის განცხადების თანახმად, ელექტრო სატვირთოს გამოშვების გადავადების მთავარი მიზეზია 4680 ტიპის ელემენტებზე მომუშავე აკუმულატორების დეფიციტი, რომელთა ბაზაზე მუშაობს სატვირთო. „ჩვენ წარმატებით დავასრულეთ Semi-სთვის განკუთვნილი ბატარეების წარმადობისა და გამძლეობის გამოცდა კალიფორნიაში არსებულ ჩვენს საწარმოში და ვუახლოვდებით საწარმოო ატესტაციის დამთავრებას. არსებული პროგრესის მიუხედავად კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს მანამ, სანამ მასობრივ წარმოებას დავიწყებდეთ“ - განაცხადა Tesla-მ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში. ეს სიახლე მკვეთრად ეწინააღმდეგება კომპანიის ადრინდელ განცხადებებს, რომელთა თანახმად 2021 წელს კომპანია შეძლებდა კვირაში 5 სატვირთო Semi-ს გამოშვებას. ცხადია, სატვირთოს ამ ეგზემპლარებს Tesla გამოიყენებს ტესტირებებისთვის, სანამ მასობრივი წარმოება დაიწყება. Tesla-ს განცხადების თანახმად სატვირთო Semi გამოვა ორ ვერსიად: ერთი მათგანის გავლის მარაგი იქნება დაახლოებით 500 კმ და ეღირება 150 ათასი აშშ დოლარი, მეორე მათგანისა კი - 800 კმ მარაგი და ფასი - 180 ათასი აშშ დოლარი. Semi დაიმუხტება სადგურების ქსელ Megacharger-ში, რომელიც უზურნველყოფს უფრო მაღალ სიმძლავრეს Supercharger-სადგურებთან შედარებით, რომლებიც კომპანიის მსუბუქი ელექტრომობილებისთვისაა განკუთვნილი. კომპანია მომავალ წლამდე აფერხებს აგრეთვე ყველგანმავალ Cybertruck-ის გამოშვებას, რომელიც მან 2019 წელს წარადგინა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ პიკაპის წარმოება 2021 წლის ბოლოს დაიწყებოდა ოსტინში მდებარე ქარხანა Gigafactory-ში, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს ქროსოვერ Model Y-ის წარმოების მოცულობის გაზრდას. „ჩვენ ვამჩნევთ პროგრესს Cybertruck-ის ინდუსტრიალიზაციაში, ჩვენ მას გამოვუშვებთ ოსტინის ქარხნიდან Model Y-ის შემდეგ. ამჟამად Cybertruck ალფა-ტესტირების სტადიაშია. ბეტა-ტესტირების ფაზაში გადავალთ მიმდინარე წელს მოგვიანებით“ - აღნიშნა კომპანიამ. Cybertruck--ს საბაზისო მოდელი კომპანიამ 39990 აშშ დოლარად შეაფასა, ელექტრო პიკაპის უფროსი, სამი ძრავის მქონე ვერსიის ფასი კი 69990 აშშ დოლარიდან იწყება. ელექტრომობილს ექნება 800 კმ-მდე სვლის მარაგი ერთ დამუხტვაზე და შეძლებს 4.5 ტონა ტვირთის გადატანას. https://bit.ly/3ybwtIr
-
Qualcomm-მა გაამხილა მომავალი თაობის ფლაგმანური ჩიპსეტის ზოგიერთი დეტალი. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომდევნო თაობის ფლაგმანური ჩიპის ბაზაზე მომუშავე პირველი სმარტფონები მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. ცნობილი გახდა სავარაუდო Snapdragon 898 ჩიპის ზოგიერთი მახასიათებელი. სამომავლო ჩიპსეტის ზუსტი სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთი წყარო აცხადებს, რომ მისი სახელი იქნება Snapdragon 895, ზოგიერთის აზრით კი - 898 ინდექსით. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ცნობილია, რომ ახალ ფლაგმანურ პროცესორს ექნება მაღალი წარმადობის Cortex-X2 ბირთვები 3.09 გჰც ტაქტის სიხშირით. კიდევ სამი მაღალი წარმადობის Kryo 780 ბირთვი დაფუძნებული იქნება Cortex-710-ზე, ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი კი - Cortex-510-ზე. შეგახსენებთ, Cortex-X2, 710 და 510 - ესენი გახლავთ უახლესი ARM ბირთვები, რომლებიც დამყარებულია 64-ბიტიან ARM v9 არქიტექტურაზე და წარმოადგენენ Cortex-X1-ის, A78-ისა და A55-ის „შთამომავლებს“, შესაბამისად. წინა ჯერზე გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად, სამომავლო ჩიპსეტს აქვს მოპოვებული დაახლოებით 1250 ქულა ერთბირთვიან Geekbench 5 ტესტში. მრავალბირთვიანი ტესტირების შედეგი 4 ათას ქულას აღემატება. მიიჩნევა, რომ AnTuTu-ზე ახალი ფლაგმანური Snapdragon გადალახავს მილიონი ქულის ნიშნულს. ცნობილია, რომ ახალი ჩიპის წარმოებას მიმდინარე წელსვე დაიწყებს Samsung. იგი აგებული იქნება 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. მიიჩნევა, რომ მომდევნო წელს ჩიპების ნაწილს TSMC დაამზადებს. მოსალოდნელია, რომ ფლაგმანურ ჩიპსეტ Snapdragon-ში გამოყენებული იქნება GPU Adreno 730, გამოსახულების დამუშავების პროცესორი Spectra 680 ISP, დისპლეიზე გამოტანილი გამოსახულების დამუშავების ბლოკი Adreno 1195 და VPU Adreno 665. ცნობილია, რომ ჩიპში გამოყენებული იქნება ოთხარხიანი LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება. https://bit.ly/2UUCfQt
-
სერვის Coin ATM Radar-ის თანახმად, კრიპტოვალუტების ბანკომატების რიცხვი 2021 წელს 71.73%-ით გაიზარდა. სტატიის წერის მომენტში მოწყობილობების რიცხვი 24030 ერთეულს შეადგენდა, მიმდინარე წლის 1 იანვარს კი მათი რაოდენობა 13993 იყო. წლის დასაწყისიდან მოყოლებული დამონტაჟდა 10 ათასზე მეტი ახალი Bitcoin-ბანკომატი მთელ მსოფლიოში. Bitcoin-ბანკომატების რიცხვის ზრდის დინამიკა მსოფლიოში. წყარო: Coin ATM Radar. ამჟამად ახალი Bitcoin-ATM-ები მონტაჟდება სიჩქარით 52 ერთეულზე მეტი დღე-ღამეში. ამოქმედებული და გაუქმებული Bitcoin-ბანკომატების რაოდენობის ზრდის შეფარდება თვეების მიხედვით მსოფლიოში. წყარო: Coin ATM Radar. მუშა მოწყობილობების აბსოლუტური უმრავლესობა განთავსებულია აშშ-ში - 21116 ანუ 87.9% მთლიანი რაოდენობიდან. კანადაში დამონტაჟებულია 1697 (7%) Bitcoin-ATM, რაც უფრო მეტია, ვიდრე მთლიან ევროპაში. მოწყობილობების მწარმოებლებს შორის დომინირებენ კომპანიები Genesis Coin და General Bytes - მათი საბაზრო წილი შეადგენს 40.9% და 24%-ს, შესაბამისად. Bitcoin-ბანკომატების წილის განაწილება მწარმოებელ კომპანიებს შორის. წყარო: Coin ATM Radar. ტოპ-10 წამყვანი ოპერატორი მართავს მოქმედი Bitcoin-ATM-ების ნახევარზე მეტს (65,2%). ლიდერების სამეულშია CoinFlip, Bitcoin Depot და CoinCloud - მათი საერთო რაოდენობის წილი 10%-ს აღემატება. Bitcoin-ბანკომატების წილის განაწილება ოპერატორებს შორის. წყარო: Coin ATM Radar. შეგახსენებთ, ივლისში ოპერატორ Bitcoin Depot-მა გამოაცხადა პარტნიორობის წამოწყება კომპანია Circle K-სთან, რომლის ფარგლებში მაღაზიის ქსელში აშშ-სა და კანადაში Bitcoin-ATM-ები დამონტაჟდება. https://bit.ly/2VfCQfv
-
ეს იქნება „განსახიერებული ინტერნეტი“, სადაც მფლობელებს წვდომა ექნებათ სხვადასხვა მოწყობილობაზე: კომპიუტერებიდან დაწყებული მობილური გაჯეტებითა და გეიმინგ კონსოლებით დამთავრებული. იგი ერთდროულად რამდენიმე პლატფორმას გააერთიანებს. პოპულარული სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა გააზიარა სამომავლო გეგმები. როგორც აღმოჩნდა, უახლოესი ხუთი წელი „ცხელი იქნება“, რადგანაც ეს პერიოდი მოიცავს ქსელური „მეტასამყაროს“ შექმნის გეგმას. საინფორმაციო რესურს The Verge-ის ინფორმაციით, ცუკერბერგი აპირებს წარადგინოს ე.წ. განსახიერებული ინტერნეტი, რომელიც სივრცეში სრულად ჩაძირვის შეგრძნებას შექმნის. მაგალითის სახით ცუკერბერგს მოჰყავს ვირტუალური 3D-კონცერტი, როგორც პერსპექტიული ფორმატი. ამავდროულად, იდეის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მხოლოდ VR, არამედ ვირტუალური სამყაროს ბევრად უფრო რთული კომპონენტი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მაქსიმალური ჩაღრმავების ეფექტი, როგორც ყველაზე საინტერესო ფორმატი მომხმარებლისთვის (ბოლოს და ბოლოს, დღესდღეობით ტყუილად არ იდება ასეთი ინვესტიციები ტექნოლოგიაში). ცუკერბერგმა ასევე დააანონსა ერთდროულად რამდენიმე პლატფორმის გამოყენება საკუთარი „მეტასამყაროს“ შექმნისთვის და მას პირობითად ჰიბრიდული პროდუქტი უწოდა. აქვე უნდა აღინიშნოს „უსასრულო ოფისი“ – Facebook-ის დამფუძნებლის კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, რომელიც მისი განმარტებით ვირტუალურ სივრცეში შექმნის სხვადასხვა სამუშაო ადგილს, შესაძლებელი იქნება თანამშრომლების ნებისმიერ ადგილას „გადაყვანა“ ვირტუალური ჰოლოგრამის სახით, მიუხედავად მათი ფაქტობრივი ადგილმდებარეობას. როგორ და რატომ - ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ თავად ცუკერბერგი გვპირდება მომხდარი რეალობის სრულ აღქმას. იგი დარწმუნებულია, რომ ასეთი ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რა გაჯეტები ექნებათ ხელთ. ამ გეგმებზე კომენტარი გააკეთა ცნობილმა ექსპერტმა ვერიტი მაკინტოშმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამგვარი მასშტაბის ახალი VR-ტექნოლოგიების დანერგვა Facebook-ისთვის ნამდვილი ოქროს საბადო გახდება. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ გეგმების პრაქტიკულ რეალიზებას. https://bit.ly/3BJfjnU
-
ღონისძიება Intel Accelerated-ზე, რომელიც ეძღვნებოდა საწარმოო გეგმებს, კომპანია Intel-მა დაასახელა კონტრაქტული წარმოების ახალ ბიზნეს Intel Foundry Services-ის (IFS) პირველი მსხვილი დამკვეთი. აღმოჩნდა, რომ ეს არის კომპანია Qualcomm. გარდა ამისა, Intel-ის მომსახურების გამოყენება მოისურვა Amazon-ის ქლაუდ-განყოფილება AWS-მა. Qualcomm განსაკუთრებით ცნობილია მობილურ პროცესორ Snapdragon-ის წარმოებით, რომელზეც მუშაობს წამყვანი მწარმოებელი კომპანიების Android-სმარტფონების უმეტესობა. იგი უახლოეს წლებში დაიწყებს საკუთარი ჩიპების წარმოებას Intel-ის საწარმოო ობიექტებში. კომპანია აპირებს Intel-ს დაუკვეთოს ჩიპების წარმოება ახალი, Intel 20A ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით, რომელიც ზემოთხსენებულ ღონისძიებაზე დაანონსდა. Qualcomm-ისთვის კონკრეტულად რომელ პროდუქტებს დაამზადებს Intel და როდის მოხდება ეს - ამჟამად უცნობია. ტექნოპროცესი Intel 20A, რომელშიც გამოყენებული იქნება ახალი GAA-ტრანზისტორები RibbonFET, უნდა ამოქმედდეს 2024 წელს. „მოხარულნი ვართ, რომ გამოგვიჩნდა კიდევ ერთი მოწინავე საწარმოო პარტნიორი, IFS, რომელიც შეძლებს ჩიპების წარმოებას ადგილობრივ ამერიკულ ფაბრიკებში“ - განაცხადა Qualcomm-ის გენერალურმა დირექტორმა Cristiano Amon-მა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ IFS საწარმოო განყოფილებას მეორე მსხვილი მომხმარებელიც გამოუჩნდა - Amazon Web Services. ქლაუდ-პროვაიდერი გეგმავს შეუკვეთოს ჩიპების შეფუთვა Intel-ის საფირმო ტექნოლოგიის გამოყენებით, თუმცა თავად ნახევრადგამტარ კრისტალებს Amazon-ისთვის გარე მწარმოებელი დაამზადებს. „ამჟამად წარმოდგენილი ინოვაციები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის მომხმარებლებისთვის ნახევრადგამტარ კონტრაქტულ წარმოებაში“ - განაცხადა Intel-ის ხელმძღვანელმა Pat Gelsinger-მა. – „IFS-ის მიმართ დაინტერესება დიდია და მოხარული ვარ, რომ დღეს გამოვაცხადეთ პირველი ორი მსხვილი დამკვეთი“. გარე მომხმარებლებისთვის ნახევრადგამტარი პროდუქციის კონტრაქტული წარმოების განვითარება წარმოადგენს Intel-ის ახალი ხელმძღვანელის, პეტ გელსინგერის დიდი გეგმის ნაწილს, რომლის მიხედვით კომპანია გარდაიქმნება და დაუბრუნდება ინდუსტრიის ლიდერ პოზიციას. და როგორც ჩანს, ამ გეგმას უკვე მოაქვს შედეგი. Qualcomm-ისა და Amazon-ის პარალელურად IFS-ის მომხმარებლად გახდომის სურვილი ასზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. https://bit.ly/3y3iIeW
-
ტექნოლოგიური გიგანტი Amazon გეგმავს პირველი კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების მხარდაჭერის დამატებას მიმდინარე წლის ბოლომდე, წერს გამომცემლობა City A.M ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. „ეს არ არის უბრალოდ კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებისთვის საჭირო სამომავლო პროცესი. ეს გახლავთ სრულფასოვანი, კარგად განხილული, Amazon-ის სამომავლო მუშაობის მექანიზმის განუყოფელი ნაწილი“ - განაცხადა წყარომ. მისი თქმით, Bitcoin კომპანიის კრიპტოსავალუტო ამციბიების რეალიზაციის პირველი ნაბიჯია. Amazon-ის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ სხვა ცნობილი ციფრული აქტივების მხარდაჭერასაც აპირებს: „სამომავლო გეგმაში იქნება Ethereum, Cardano და Bitcoin Cash, შედეგად Amazon დაამატებს დაახლოებით რვა ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის მხარდაჭერას“. წყარო ამტკიცებს, რომ ინიციატივა „მოდის ზემოდან, ჯეფ ბეზოსისგან“ და პროექტი „ამოქმედებისთვის პრაქტიკულად მზადაა“. მისივე თქმით, კომპანიამ შესაძლოა საკუთარი ტოკენიც გამოუშვას: „ეს იქნება მრავალდონიანი ინფრასტრუქტურა, სადაც შესაძლებელი იქნება პროდუქციისა და სერვისის საფასურის გადახდა ლოიალობის პროგრამის ფარგლებში გამომუშავებული ტოკენების მეშვეობით“. 2019 წლის აგვისტოში Amazon-მა LinkedIn-ზე განათავსა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ვაკანსია, რომელიც სხვა მოვალეობებთან ერთად უნდა დაკავებულიყო „ბლოკჩეინ-სამუშაოებით“. მოგვიანებით კომპანიამ ვაკანსიის ტექსტიდან წაშალა მოხსენიებული „ბლოკჩეინი“ საინფორმაციო მედია-საშუალებებში ატეხილი აჟიოტაჟის გამო. მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეგანყოფილება Amazon Digital and Emerging Payments-მა გამოაცხადა დეველოპერებისა და ინჟინრების შეკრება მექსიკაში ციფრულ ვალუტაში ანგარიშსწორების ახალი პროდუქტის შექმნისთის. ადრე ქლაუდ-გამოთვლების პლატფორმა Amazon Web Services-მა განათავსა დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში გამოცდილების მქონე ბლოკჩეინ-სპეციალისტის ვაკანსია. მიმდინარე თვეში ტექნოლოგიურმა გიგანტმა გადაწყვიტა დაიქირავოს პროდუქტების ხელმძღვანელი ციფრული აქტივებისა და ბლოკჩეინის სფეროში, რათა მან იმუშაოს Payments Acceptance & Experience-ში სიეტლიში, შტატ ვაშინგტონში. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Amazon-მა უარყო კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად დამატების გეგმები ახლო მომავალში, თუმცა, როგორც ჩანს, გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხული არაფერია. https://bit.ly/3eW5HMV
-
მიმდინარე კვირაში საკუთარი ღონისძიების დაგეგმვით კორპორაცია Intel-მა გადაწყვიტა აუდიტორიის ყურადღება გადაიტანოს AMD-ის კვარტალური ანგარიშიდან, რომელიც ამავე პერიოდში გამოქვეყნდება. CNBC-სთან ინტერვიუში Intel-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა (Patrick Gelsinger) განმარტა, რომ უახლოეს დღეებში ისაუბრებს კომპანიის გეგმებზე ახალი მომხმარებლებისა და ახალი ტექნოპროცესების გამოყენებასთან, აგრეთვე ელემენტების განთავსების ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. Intel-ის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია კომპანიის შესაძლებლობაში - დაიბრუნოს ტექნოლოგიური ლიდერობა 2024-2025 წლებისთვის. მისი თქმით, მან არსებულ ვითარებაში ვერ დაინახა განსაკუთრებული განსხვავება თებერვალში თანამდებობის დაკავებისა და ამჟამინდელ პერიოდს შორის. საერთო ჯამში, გელსინგერის განცხადებით, დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების გრაფიკი თებერვლიდან მოყოლებული უცვლელი დარჩა, თუმცა ლოკალური კორექტირებები მოხდა. Intel-ის გარდაუვალი ტრიუმფის საუკეთესო დამამტკიცებელ საბუთად კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს მის რიგებში ინდუსტრიის ვეტერანების დაბრუნების პროცესს. ისინი უბრალოდ აღფრთოვანებული არიან, რომ Intel-ის ახალი ინიციატივის ნაწილს წარმოადგენენ. https://bit.ly/3rMv7ln
-
AMD Radeon RX 6600 და RX 6600 XT ვიდეო დაფების ანონსი უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი, მათი სარეკომენდაციო ფასები არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად 299 და 349 აშშ დოლარი იქნება, შესაბამისად. ამის შესახებ განაცხადა რესურს Neowin-მა AMD-სთან დაახლოებული წყაროების ცნობებზე დაყრდნობით. წყარო: videocardz.com გამომცემლობის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მითითებული ფასები არ არის საბოლოო, დეფიციტისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით AMD-სა და NVIDIA-ს არაერთხელ შეუცვლიათ ფასები ოფიციალური ანონსის წინ. ცნობილია, რომ RX 6600 XT მოდელი უფრო მაღალ წარმადობას დემონსტრირებს, ვიდრე GeForce RTX 3060, რომლის ფასი 329 აშშ დოლარია, რეითრეისინგის მხრივ კი ოდნავ ჩამორჩება NVIDIA RTX 3060 Ti მოდელს, რომლის სარეკომენდაციო საცალო ფასია 399 აშშ დოლარი. თავდაპირველად AMD გეგმავდა RX 6600 XT დაფაზე 369 აშშ დოლარის დაწესებას, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა ფასის შემცირება, რათა მომხმარებლებმა არჩევანი არ გააკეთონ RTX 3060 მოდელის სასარგებლოდ, რომლის მეხსიერების მოცულობა 12 გიგაბაიტია, RX 6600 XT დაფისა კი - 8 გბ. Neowin აღნიშნავს, რომ მითითებული სარეკომენდაციო ფასები პრაქტიკაში დიდი ალბათობით განსხვავებული იქნება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საუბარი ეხება ახალი ვიდეო დაფების ანონსში მონაწილე პარტნიორების მიერ წარმოებულ პროდუქციას. წყარო: videocardz.com რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, მოსალოდნელია, რომ RX 6600 XT დაფაში წარმოდგენილი იქნება 32 CU (2048 ნაკადური პროცესორი) Navi 23, 128-ბიტიანი GDDR6 მეხსიერების მოცულობა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 8 გბ-ს შეადგენს. XT პრეფიქსის არმქონე მოდელის მეხსიერების მოცულობა იგივეა, თუმცა მასში მოცემული იქნება 1792 ნაკადური პროცესორი. AMD Radeon RX 6600 სერიის ვიდეო დაფების ანონსი მოსალოდნელია 30 ივლისს, უფროსი ვერსია გაყიდვაში 11 აგვისტოდან უნდა გამოვიდეს. https://bit.ly/3i5Qz1g
-
Bloomberg Intelligence-ის ნედლეული პროდუქტების უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი მიიჩნევს, რომ პირველი კრიპტოვალუტა უფრო დიდ ალბათობით დაუბრუნდება 60 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს, ვიდრე 20 ათას აშშ დოლარამდე დაეცემა. „ჩვენმა კრიპტოანალიტიკოსმა მაიკ მაკგლოუნმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი დიდი ალბათობით მიაღწევს 60 ათას აშშ დოლარს და არა 20 ათას $-ს ფასების ისტორიული პატერნებიდან გამომდინარე. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ჩინეთის უარი ღია კოდის მქონე პროგრამული კრიპტოაქტივების მიმართ შესაძლოა გახდეს ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლის დასაწყისი“ - დაწერა Bloomberg-ის ბირჟების ფონდების უფროსმა ანალიტიკოსმა ერიკ ბალჩუნასმა. მაკგლოუნის აზრით, ბაზარზე არსებული ვითარება ჰგავს 2018-2019 წლების კონსოლიდაციის პერიოდს, როდესაც პირველი კრიპტოვალუტა იყიდებოდა დაახლოებით 4 ათას აშშ დოლარად, სანამ მისი ფასი 14 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ დათვური განწყობა ჭარბობს მაშინ, როდესაც ფასი 20-კვირიანი ცვლადი შუალედის 30%-ით ქვემოთ ნარჩუნდება. კვირას, 25 ივლისს, Bitcoin-ის ფასმა გადააჭარბა 34400 $-იან დონეს. CoinGecko-ს თანახმად დღე-ღამის განმავლობაში აქტივის კვოტირება გაიზარდა თითქმის 2%-ით, კვირის განმავლობაში - 9%-ით. სტატიის მომზადების დროს ციფრული ოქრო 34 460 აშშ დოლარად იყიდებოდა. BTC/USDT საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ბალჩუნასის ერთ-ერთმა გამომწერმა დაწერა, რომ რეპრესიული პოლიტიკა ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების მიმართ ასახავს ჩინეთის შიშს იუანის სტაბილურობის შესახებ. „ამან რატომღაც ჩაკ ნორიზე ხუმრობა გამახსენა. ჩინეთი არ უარყოფს Bitcoin-ს, Bitcoin-ის უარყოფს ჩინეთს“ - უპასუხა ანალიტიკოსმა. მოგვიანებით მაკგლოუნმა აღნიშნა აშშ დოლარის დომინირება ციფრული აქტივებით ვაჭრობაში და განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების მოქმედება „ზრდის Bitcoin-ისა და აშშ-ის ეროვნული ვალუტის ფასეულობას“. კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს ზოგიერთი ექსპერტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. როგორც ჟურნალისტი კოლუნ ვუ აცხადებს, ჩინეთის ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთმა შესაძლოა „დაკარგოს კონკურენტუნარიანობა დეცენტრალიზებული ფინანსების ეპოქაში“. შეგახსენებთ, 20 ივლისს პირველი კრიპტოვალუტის ფასი 30 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. თუმცა კონფერენცია The B World-ის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ ილონ მასკი, კეტი ვუდი და ჯეკ დორსი, კოტირებებმა ზრდა დაიწყო. https://bit.ly/3rBS4rm
-
Tom's Hardware-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია დისკრეტული გრაფიკული დაფა Intel Xe DG1-ის ტესტირებისა და კონკურენტებთან მისი წარმადობის შედარების შესახებ. დასაწყისისთვის გავიხსენოთ ვიდეო დაფის ტექნიკური მახასიათებლები: დაფას საფუძვლად უდევს 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ჩიპი Xe LP. ვიდეო დაფას აქვს 80 შემსრულებელი მოდული, რაც საერთო ჯამში 640 გრაფიკულ ბირთვს იძლევა. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე 900 მჰც-ს შეადგენს, აჩქარების რეჟიმში კი - 1550 მჰც-ს. ვიდეომეხსიერების მოცულობაა 4 გბ, მეხსიერების სალტე 128-ბიტიანია. ქვემოთ წარმოდგენილია გატესტილი GPU-ების ტექნიკური მახასიათებლების შედარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Intel Xe DG1 ვერ გამოიყენება ნებისმიერ დედა დაფაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ თავად ვიდეო დაფას არ აქვს EEPROM VBIOS-ის შენახვისთვის, რისთვისაც საჭიროა მისი განთავსება დედა დაფის BIOS-ში. ჩნდება კითხვა - რატომ გადაწყვიტა Intel-მა არ დააყენოს BIOS ვიდეო დაფაში. დედა დაფების არჩევანი მეტად შეზღუდულია. მოცემულ ტესტირებაში გამოყენებული იყო კომპანია ASUS-ის წარმოების დაფა. სატესტო აღჭურვილობის ჩამონათვალს შეგიძლიათ მომდევნო ცხრილში გაეცნოთ: ტესტების შედეგებს რაც შეეხება, Intel Xe DG1 ვიდეო დაფამ ვერ წარმოაჩინა თავი საუკეთესოდ კონკურენტებთან შედარებით იმის მიუხედავად, რომ იგი ზოგიერთი პარამეტრით ბევრ კონკურენტს აღემატება. ფოტოებზე მოცემულია გრაფიკები, სადაც მოყვანილი ჯამში 17 თამაშში ტესტირების შედეგად მიღებული საშუალო მაჩვენებლები. https://bit.ly/3zxg7KA
-
არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია Apple აპირებს მოწყობილობის განბლოკვის ფუნქცია Face ID დაამატოს Mac კომპიუტერებში უახლოესი წლების განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა Mark Gurman-მა. ფოტოს წყარო: MacRumors ჟურნალისტის მოსაზრებით, Apple-ის საბოლოო მიზანია, რომ სახის ამოცნობის სკანერით აღჭურვოს პრაქტიკულად ყველა თავისი პროდუქტი, მათ შორის სმარტფონებისა და პლანშეტების ხელმისაწვდომი ვერსიები - iPhone SE და iPad Air, რომლებშიც რეალიზებულია თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქცია Touch ID. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ Apple არ ჩქარობს Touch ID-ის ჩანაცვლებას იმის გამო, რომ ტექნოლოგია წარმოადგენს „Face ID-ის უფრო იაფფასიან ალტერნატივას“. ამასთან იგი უზრუნველყოფს მომხმარებელთა მოწყობილობებში შენახული მონაცემების უსაფრთხოების მაღალ დონეს. „ველოდები, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება. ეს არ მოხდება მიმდინარე წელს, მაგრამ მზად ვარ ვამტკიცო, რომ Face ID Mac-ზე 1-2 წელში გამოჩნდება. არ ველი, რომ ყველა iPhone და iPad გადავა Face ID-ზე ხსენებულ ვადებში. საბოლოო ჯამში, ეკრანის ქვეშ არსებული კამერა Apple-ის ძვირადღირებული მომწყობილობებიდან ამოიღებს ეკრანის ზედა ნაწილში არსებული ჭრილის აუცილებლობას. სახის ამოცნობის სენსორი Apple-ს ანიჭებს ორ მთავარ ფუნქციას: უსაფრთხოებასა და შერეულ რეალობას. ფუნქცია Touch ID, მოსახერხებელია იგი თუ არა, უზრუნველყოფს მხოლოდ პირველ მათგანს“ - განაცხადა Mark Gurman-მა. მიიჩნევა, რომ საბოლოო ჯამში Apple ფუნქცია Face ID-ის რეალიზებას მოახდენს მოწყობილობის ეკრანქვეშ განთავსებული სენსორის მეშვეობით. ავტორიტეტულ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს აზრით ამგვარი iPhone-ის დებიუტი შესაძლოა 2023 წელს შედგეს. რაც შეეხება დესკტოპ კომპიუტერ Mac-ს, Apple-ს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია მუშაობა 27-დუიმიანი iMac-ის ჩანაცვლებაზე, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, ექნება უფრო დიდი ეკრანი, აგრეთვე კომპანიის საკუთრი წარმოების მოწინავე პროცესორი. https://bit.ly/3kVs2xN
-
საგადახდო სისტემა Mastercard-მა განაცხადა, რომ ბანკებისა და კრიპტოსავალუტო ორგანიზაციებისთვის ამოქმედდა სატესტო პროგრამა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მომხმარებლები უზრუნველყონ შესაძლებლობით - ციფრული ვალუტებით მოახდინონ ანგარიშსწორება ყველგან, სადაც Mastercard-ის საგადახდო ბარათები მიიღება. პროექტში მონაწილეობენ Mastercard-ის პატნიორები Evolve Bank & Trust, Paxos Trust Company, აგრეთვე Circle. Paxos-მა და Circle-მა შესთავაზეს თავიანთი სისტემები, რათა განხორციელდეს კრიპტოვალუტის გაცვლა ტრადიციულ ფულზე Stablecoin-ების მეშვეობით - ციფრული ფულით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვეულებრივ ფულთან ან ისეთ საქონელთან, როგორიცაა ნავთობი ან ძვირფასი ლითონები, რომლებიც ნაკლებად ექვემდებარება არასტაბილურობას. „დღესდღეობით, როდესაც ხალხს სურს დახარჯოს კრიპტოვალუტა, მაგალითად Bitcoin, Bitcoin Cash, Ethereum ან Litecoin, ისინი იძულებულნი არიან Mastercard-ის ქსელში ტრადიციული ფიატური ფულით გადაიხადონ. Mastercard-ის თანამშრომლობა Evolve-ს, Paxos-სა და Circle-თან გადაჭრის ამ პრობლემას ინდუსტრიის ყველა მოთამაშესთვის“, - განაცხადეს სისტემის წარმომადგენლებმა. თუკი პროცედურა გამარტივდება, ბანკებისა და კრიპტო სერვისების უფრო მეტ რაოდენობას ექნება საშუალება თავის მომხმარებლებს შესთავაზონ კრიპტოვალუტებით პირდაპირი ანგარიშსწორების შესაძლებლობა - აღნიშნეს Mastercard-ში. თებერვალში Mastercard-მა განაცხადა, რომ საფუძველი უკვე ჩაუყარა თავის ქსელში რამდენიმე კრიპტოვალუტის მხარდაჭერას. იმ დროისთვის პროექტი მიზნად ისახავდა, რომ მომხმარებლებს, გამყიდველებსა და ორგანიზაციებს ციფრულ აქტივებთან მუშაობის საბაზისო შესაძლებლობა მიეღოთ. გასულ წელს Mastercard-ი გაერთიანდა Wirex-თან, BitPay-სა და LVL-სთან ისეთი კრიპტო ბარათის შექმნის მიზნით, რომელიც მფლობელებს კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებაში დაეხმარებოდა. თუმცა გასული წლის პროექტის ფარგლებში კრიპტოვალუტები არ გადიოდა Mastercard-ის ფინანსური ქსელის გზას. ამის ნაცვლად პატნიორების ძალისხმევის შედეგად ხდებოდა გადაცვლა ფიატზე, რომელიც შემდეგ გადაეცემოდა სხვა მომხმარებლებს სერვისის სისტემის მეშვეობით. გარდა ამისა, Mastercard ამჟამად თანამშრომლობს არაერთ დიდ მსოფლიო ბანკთან, რათა განიხილოს ახალი კრიპტოვალუტების გამოშვების გეგმები. თავად Mastercard-ს უკვე დარეგისტრირებული აქვს 89 პატენტი, როლებიც ეხება ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას, კიდევ 285 კი რეგისტრაციის სტადიაში იმყოფება. https://bit.ly/3eGXSKA
-
The Wall Street Journal იუწყება, რომ კომპონენტების დეფიციტმა, რომელიც მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეინიშნებოდა, სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებამდე მიაღწია. ამ დრომდე მათ შეძლეს თავიდან აერიდებინათ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნათ მანქანათმშენებელ კომპანიებსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კომპიუტერულ და საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებენ, რადგანაც სმარტფონების მწარმოებლები ძირითად კომპონენტებს 6 თვით ადრე ყიდულობენ. ამჯერად კი მარაგები იწურება. ახალი გადაზიდვები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს მიწოდების შეფერხებისა და კომპონენტებზე ფასის ზრდის გამო. აქედან გამომდინარე ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ სმარტფონების ღირებულება მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაიზრდება. გარდა ამისა, შესაძლოა ზოგიერთმა მწარმოებელმა კომპანიამ შეზღუდოს იმ რეგიონების რაოდენობა, სადაც მათი პროდუქცია იყიდება. მაგალითად, Google-ის სმარტფონები Pixel 5a 5G გაიყიდება მხოლოდ აშშ-ისა და იაპონიის ტერიტორიაზე. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ Redmi Note 10-ის ფასი 8%-ით გაზარდა, 161 $-დან 174 $-მდე. Apple-ისა და Samsung-ის იმ სმარტფონების ღირებულება, რომლებიც აგვისტო-სექტემბერში უნდა გამოვიდეს, დიდი ალბათობით ასევე გაიზრდება. არსებობს მოლოდინი, რომ ზოგიერთი ახალი მოწყობილობის გამოსვლის თარიღი გადაიდება. ჯამში, რაც უფრო ძვირადღირებულია სმარტფონი, მით უფრო საგრძნობლად მოიმატებს მისი ფასი. ბევრმა ექსპერტმა და ელექტრონული მოწყობილობების წარმოების წარმომადგენელმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ დეფიციტთან დაკავშირებული სიტუაცია მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ მოგვარდება. https://bit.ly/3BDTJBg
-
კომპანია Ford გეგმავს უპილოტო ტაქსების გამოშვებას შეერთებული შტატების ორ ქალაქში, მაიამისა და ოსტინში. ახალი ტაქსების მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ სერვის Lyft-ის მომხმარებლებს. უპილოტო ტაქსები მუშაობენ Argo AI-ს ბაზაზე, რომელიც შეიქმნა Volkswagen-ისა და Ford-ის ერთობლივი ძალისხმევით. მანქანათმშენებელი კომპანია ავტონომიური ტაქსების სრულფასოვანი წარმოების დაწყებას მიმდინარე წლისთვის გეგმავდა, მაგრამ COVID-19-ის გამო გადაიდო. ფოტოს წყარო: Сarscoops Lyft-თან გარიგება ამ სტრატეგიის რეალიზაციის ერთ-ერთი ელემენტია. წლის ბოლომდე კომპანია უპილოტო ტაქსებს აამოქმედებს ოსტინში, მაიამის მაცხოვრებლები კი მათ გამოყენებას 2022 წლიდან შეძლებენ. ავტოპარკის საწყისი მოცულობა იქნება 100 ავტომობილი, სამომავლოდ კი კომპანია მათ გაზრდას ათასამდე აპირებს. გარდა ამისა, Lyft გახდება Ford-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი უპილოტო ტრანსპორტის განვითარებაში. სერვისი მიიღებს Argo-ს აქციების 2.5%-ს რობოტაქსების გამოყენების შესახებ მონაცემთა გაცვლის სანაცვლოდ. სამომავლოდ იგეგმება ამ ინფორმაციის გამოყენება ბიზნესის მასშტაბირებისთვის. გარიგება შესაძლოა მეტად მომგებიანი აღმოჩნდეს ტაქსების სერვისისთვის, თუკი Argo გავა IPO-ზე, რომლის ღირებულება 7 მლრდ აშშ დოლარია. ადრე დეველოპერებმა მიიღეს 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია - 1 მლრდ $ Ford-ისგან და 2.6 მლრდ $ - Volkswagen-ისგან. https://bit.ly/3zoKwLe
-
2021 წლის პირველ ნახევარში ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში ვენჩურული დაფინანსების მოცულობამ ციფრულ გამოხატულებაში 8.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია (Block.one-ის ინვესტიციის გარდა ბირჟა Bullish-ზე). Crunchbase News-ის თანახმად ინდუსტრიაზე მოდიოდა გარიგებების ჯამური მოცულობის - 288 მლრდ აშშ დოლარის 3%. გლობალური ვენჩურული ინვესტიციების მოცულობის დინამიკა ეტაპებად. წყარო: Crunchbase News. 2021 წლის პირველი ნახევარი რეკორდული იყო ვენჩურული გარიგებების მოცულობის მიხედვით: მაჩვენებელი 61%-ით გაიზარდა წინა მაქსიმალურ 179 მლრდ აშშ დოლართან შედარებით, რომელიც 2020 წლის ბოლო ორი კვარტლის შეჯამების შედეგად დაფიქსირდა. ექვსი თვის განმავლობაში ციფრული აქტივების ინდუსტრიის მონაწილეებმა უფრო მეტი თანხა მოიზიდეს, ვიდრე წინა ორი წლის განმავლობაში. პირველ კვარტალში კრიპტოკომპანიებში ჩადებულმა ვენჩურულმა ინვესტიციებმა შეადგინა დაახლოებით 2.6 მლრდ აშშ დოლარი. მეორე კვარტალში მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა რეკორდულ 6.2 მლრდ აშშ დოლარამდე - ინდუსტრიაზე მოდიოდა გლობალური ფინანსირების 4%, რაც დაახლოებით 163 მლრდ აშშ დოლარია. CB Insights-ის თანახმად, მარტი-აპრილში ვენჩურული დაფინანსების ყოველი მეხუთე დოლარი მოდიოდა Fintech-კომპანიებზე, რომლებმაც ჯამში 33.7 მლრდ აშშ დოლარი მიიღეს. ბლოკჩეინ-ინდუსტრიის მონაწილეებმა მიიღეს ამ ინვესტიციების თითქმის 20%. 2019-2020 წლებში მათი წილი დაახლოებით 6% იყო. Crunchbase-ის მონაცემებით, განხილულ პერიოდში ინვესტორები უპირატესობას ანიჭებდნენ დაფინანსების გვიან ეტაპზე მყოფ კომპანიებს. ეს ეხებოდა კრიპტოვალუტების ინდუსტრიასაც. ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მეორე კვარტალში, როდესაც ამგვარმა კომპანიებმა განახორციელეს ორმოცზე მეტი გარიგება - 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში მათი რიცხვი 23-ს არ აღემატებოდა. დაფინანსების მზარდი მოცულობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ისეთი გადამკვეთი ინვესტორების (crossover investors) აქტიურობას, როგორიცაა მაგალითად Tiger Global Management. მან 144 გარიგებაში მიიღო მონაწილეობა, მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა დაფინანსების 87 რაუნდი. ორგანიზაციას გვერდი არ აუვლია კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვისაც. მაგალითად, Tiger Global Management ხელმძღვანელობდა Bitcoin-ბირჟა Bitso-ს დაფინანსებას 250 მლნ აშშ დოლარით და მონაწილეობა მიიღო კომპანია Amber Group-ის 100 მლნ აშშ დოლარიანი ინვესტირების რაუნდში. გადამკვეთი ინვესტორების ინტერესი შესაძლოა უკავშირდებოდეს SPAC-თან გარიგების პოპულარულობას. 2021 წელს ყოველი მეხუთე Fintech-კომპანია, რომლებმაც საჯარო ბაზარზე გასვლის მიზნით ხელი მოაწერეს გაერთიანების შეთანხმებას, თავიანთ საქმიანობაში ორიენტირებულნი იყვნენ კრიპტოვალუტებზე, ან უზრუნველყოფდნენ ამ ტიპის აქტივებისთვის განკუთვნილი სერვისების წარდგენას. NFT-მარკეტფლეის OpenSea-მ მოიზიდა 100 მლნ აშშ დოლარი დაფინანსების სერია B-ს რაუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვენჩურული ფონდი Andreessen Horowitz. კომპანიის კაპიტალიზაცია 1.5 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. https://bit.ly/36Nq5uT
-
Chromebook CX9 წარმოდგენილია სტანდარტული ფორმ-ფაქტორის ლეპტოპის სახით. მას აქვს რამდენიმე კონფიგურაცია, ერთ-ერთ მათგანში მოცემულია მძლავრი პროცესორი Core i7-1165G7 ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპით Intel Iris Xe. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ-მდე მოცულობის მყარი დისკი. ლეპტოპის დისპლეი 14-დუიმიანია და მისი გაფართოება მოდიფიკაციის მიხედვით არის FullHD ან 4K. Full HD ფორმატის დისპლეის გააჩნია 100%-იანი sRGB ფერთა გამა და 400 ნიტი სიკაშკაშის მაჩვენებელი, 4K დისპლეის კი - 95%-იანი sRGB და 550 ნიტი სიკაშკაშე. ლეპტოპი ASUS Chromebook CX9 დამზადებულია ალუმინისგან, მოწყობილობის სისქე მხოლოდ 16 მილიმეტრს შეადგენს. გარდა ამისა, იგი შეესაბამება MIL-STD-810H სტანდარტს, უძლებს დაცემასა და დარტყმებს. ახალ ლეპტოპში არანაკლებ მნიშვნელოვანია ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა, რომელიც ASUS-ის განცხადების თანახმად 14 საათს შეადგენს. რაც შეეხება ASUS Chromebook Flip CX5 მოდელს, იგი მუშაობს პროცესორ Intel Core i7-1160G7-ზე, რომელიც გაცილებით მძლავრია, ვიდრე Chromebook CX9-ში არსებული ჩიპი. უფროსი ვერსიის მსგავსად ამ მოწყობილობასაც აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ SSD. დისპლეის გაფართოებაა მხოლოდ Full HD, მაგრამ იგი სენსორულია, რისი წყალობითაც Chromebook Flip CX5 შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პლანშეტის სახით. Chromebook Flip CX5 მოდელიც ალუმინისგანაა დამზადებული, თუმცა CX9-სთან შედარებით ოდნავ მძიმეა. ASUS Chromebook CX9 მოდელის ფასები შემდეგნაირია: მოდიფიკაცია Intel Core i3-1115G4 პროცესორით, 128 გბ SSD-ითა და 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით შეფასებულია 750 აშშ დოლარად, ხოლო მოდელი Core i7-1165G7 პროცესორით, 512 გბ SSD-ითა და 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით ASUS-ის ონლაინ მაღაზიაში 1150 აშშ დოლარი ღირს. რაც შეეხება ASUS Chromebook Flip CX5-ს, იგი ჯერჯერობით გაყიდვაში ხელმისაწვდომი არ არის, ფასი კი 1050 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ამ ფასის შესაბამისი კონკრეტული კონფიგურაცია ჯერ უცნობია. https://bit.ly/3ixgpdB
-
იაპონური წყაროების ინფორმაციით iPhone 12 Mini-ს წარმოებაზე შეკვეთების შემცირებამ უკვალოდ არ ჩაიარა ამ მოდელის სასიცოცხლო ციკლზე და მომდევნო წელს Apple შეწყვეტს ამ სმარტფონის გამოშვებას. Apple-ის 2022 წლის სმარტფონების სერია წარმოდგენილი იქნება ოთხი მოდელით, რომელთა დისპლეის დიაგონალი 6.1 და 6.7 დუიმია. ახალი თაობის iPhone SE კი განახლების სახით მიიღებს 5G ქსელის მხარდაჭერას. ფოტოს წყარო: Reuters ამრიგად, როგორც Nikkei Asian Review აღნიშნავს, მომდევნო წლის iPhone-ების ხაზში აღარ იქნება სმარტფონები მხოლოდ 4G ქსელის მხარდაჭერით. ამასთან, ახალ iPhone SE-ს ექნება სტანდარტული LCD დისპლეი ამჟამინდელი მოდელებისგან განსხვავებით, რომელთაც აქვთ OLED პანელები. iPhone SE-ს დისპლეის დიაგონალი 4.7 დუიმს შეადგენს და ჯამში მოწყობილობა განახლებული iPhone 8-ის მსგავსი იქნება. მიმდინარე თაობის ახალი iPhone-ების მსგავსად მას ექნება პროცესორი Apple A15, 5G ქსელის მხარდაჭერაზე კი პასუხისმგებელი იქნება მოდემი Qualcomm X60. რაც შეეხება უკვე წარმავალ iPhone 12 Mini-ს, მიმდინარე წელს მას ჩაანაცვლებს iPhone 13 Mini, თუმცა მას აღარ ეყოლება შემდგომში „შთამომავალი“. გაცნობიერებულმა წყაროებმა Nikkei Asian Review-ს წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ მომდევნო წლის iPhone-ების მოდელების სრული ასორტიმენტი ისევე, როგორც მათი შესაბამისი მახასიათებლები, ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის. მიმდინარე წელს Apple-მა უნდა წარადგინოს უსადენო ყურსასმენ AirPods-ის ახალი ვერსია და ახალი თაობის MacBook Pro. კომპანია ელის ახალ iPhone-ებზე მოთხოვნის ზრდას სმარტფონების ბაზრის სინქრონულად. აგვისტოდან იანვრამდე უნდა გამოვიდეს ახალი თაობის არანაკლებ 95 მლნ iPhone, რომელთა მიწოდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება. საერთო ჯამში მიმდინარე წელს Apple აპირებს დაახლოებით 230 მლნ სმარტფონის გამოშვებას, რაც დაახლოებით 11%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. https://bit.ly/3itYrJ3
-
კომპანიებმა უნდა შეაგროვონ კრიპტოტრანზაქციებში მონაწილე გამგზავნებისა და მიმღებების მონაცემები ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მიზნით. ამგვარ რეკომენდაციას შეიცავს ევროკომისიის კანონპროექტი, რომელიც მომზადდა FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად - წერს Reuters. დოკუმენტში გათვალისწინებულია Travel Rule-ის ინტეგრირება. ”ცვლილებები უზრუნველყოფს ციფრული აქტივების გადარიცხვების სრულ მიკვლევადობას. ისინი ასევე ხელს შეუწყობენ ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსებაში მათი გამოყენების შესაძლო შემთხვევების პრევენციასა და გამოვლენას ”, - ნათქვამია განცხადებაში. კრიპტოვალუტების სერვისის პროვაიდერებს მოეთხოვებათ ჩაიწერონ გამომგზავნის სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი და ანგარიშის ნომერი, აგრეთვე მიმღების სახელი. ამ უკანასკნელთან ასოცირებულმა სერვისმა უნდა შეამოწმოს ყველა საჭირო ინფორმაცია. კრიპტოვალუტების ანონიმური გადარიცხვები აიკრძალება. ამჟამად მსგავსი მოთხოვნები ვრცელდება საბანკო გადარიცხვებზე. ”წინადადებები ქმნის ბალანსს საფრთხეების მოგვარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას შორის ინდუსტრიისთვის ზედმეტი მარეგულირებელი ზეწოლის გარეშე. ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობს ციფრული აქტივების ინდუსტრიის განვითარებას ევროკავშირის მასშტაბით განახლებული ჰარმონიზებული მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის წყალობით, ”აღნიშნა ევროკომისიამ. გამომცემლობის შეფასებით, კანონპროექტის დამტკიცებას შესაძლოა ორი წელი დასჭირდეს. მიზეზი გახლავთ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის შეთანხმების პროცესის აუცილებლობა. https://bit.ly/3kSMTSz
-
კომპანია Google მიმდინარე წელს კვლავ წარადგენს ფლაგმანურ სმარტფონებს, თუმცა ისინი აგებული იქნება მობილურ პროცესორ 870-ს ბაზაზე და არა Snapdragon 888-ზე ან Snapdragon 888+-ზე. ამერიკული კომპანია აგრეთვე შეცვლის მოდელების დასახელებებს. უფროს ვერსიას მიენიჭება Pro პრეფიქსი XL-ის ნაცვლად. სმარტფონების შესახებ ინფორმაცია მოძიებულ იქნა Google Camera 8.3 APK-ის კოდში. უმცროს მოდელს ექნება Full HD+ ფორმატის დისპლეი, Pro ვარიანტს - WQHD+. ორივე შემთხვევაში გამოყენებული იქნება ორგანული შუქდიოდური (OLED) მატრიცა კადრის განახლების გაზრდილი სიხშირით. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ახალი თაობის Pixel-სმარტფონების ფოტოები (ფოტოზე), თუმცა უკვე ცნობილია, რომ ისინი Photoshop-ითაა გაკეთებული. მიუხედავად ამისა, Google Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს ნამდვილად ექნებათ ძირითადი კამერა პერისკოპული ტელეობიექტივითა და 4K UHD ფორმატის ვიდეოგადაღების მხარდაჭერა 60 კადრი/წამში სიჩქარით. რაც შეეხება მობილურ პროცესორს, Snapdragon 870-ს აქვს Kryo 585 ბირთვები მაქსიმალური 3.2 გჰც სიხშირით, ასევე გრაფიკული კონტროლერი Adreno 650 და Snapdragon X55 მოდემი მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერით. ცალკრისტალიანი სისტემა იმუშავებს 8 გბ ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. სხვა მოდიფიკაციების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ხმაურდება. ამერიკული კომპანიის კიდევ ერთი სიახლეა მოდელი Google Pixel 5a 5G. იგი წარმოდგენილი იქნება მოძველებული ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 750G-თ, რომელიც 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით არის დამზადებული. მოდელი Google Pixel 5a 5G. ამ მოდელს ექნება უკანა ბიომეტრიული სენსორი, 3840 მა/სთ მოცულობის ბატარეა 20-ვატიანი სადენიანი დამუხტვით და 6.2-დუიმიანი OLED დისპლეი. ძირითად კამერაში გამოყენებული იქნება ორი მოდული, მათი გაფართოებები ჯერ უცნობია. სმარტფონის მეხსიერების მოცულობა იქნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერება. სამომავლო სმარტფონების ფასი არ გახმაურებულა. ბაზარზე პირველი გამოვა Google Pixel 5a 5G. მისი პრეზენტაცია შედგება მიმდინარე კვარტლის მეორე ნახევარში. Google Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს ყიდვა შესაძლებელი გახდება შემოდგომაზე. სამივე სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა Android 12-ით დამატებითი საფირმო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. https://bit.ly/2VYJtmx
-
საზოგადოებრივი მოხმარების დამტენი სადგურების ქსელის განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ელექტრომობილების პოპულარობას კონკრეტულ ადგილას, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლი ელექტრომობილის გავლის მარაგს სახლის ქსელიდან შეივსებს, ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს გზაზე დამუხტვა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლიდან კომპანიის საფირმო დამტენი სადგურების ქსელზე წვდომას მიიღებენ სხვა მარკის ელექტრომობილების მფლობელები. ფოტოს წყარო: Reuters ეს განცხადება Tesla-ს ხელმძღვანელმა ტრადიციულად Twitter-ის მეშვეობით გააკეთა და დაამატა, რომ დროთა განმავლობაში სხვა ბრენდის ელექტრომობილების მფლობელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიღებენ დამტენ სადგურებზე წვდომას. წვდომის ამგვარი დემოკრატიზაცია რომელი ქვეყნიდან დაიწყება მასკს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ადრე პრესამ ამ კონტექსტში ახსენა გერმანია, შვედეთი და ნორვეგია. ყოველ შემთხვევაში, გერმანიის ხელისუფლებამ Tesla-ს უკვე უბიძგა ამ ნაბიჯისკენ. Tesla-ს დამტენი სადგურების ქსელი მსოფლიოში 25 ათასზე მეტ სადგურს მოიცავს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი მარკის ელექტრომობილები შეძლებენ საჯარო დამტენებით სარგებლობას. როგორც ჩანს, შესაფერისი გადამყვანის გამოყენებისას პრობლემა არ შეექმნება უმეტესობას, თუმცა დატენვის ყველაზე აგრესიული რეჟიმები, რომლებიც მძღოლის დროს მნიშვნელოვნად ზოგავენ, სავარაუდოდ მხოლოდ Tesla-ს ელექტრომობილების პრეროგატივა იქნება. ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანია ელექტრომობილების მფლობელებს აკისრებს წუთობრივ ან კვტ/სთ-ში დაწესებულ გასადასახადს. https://bit.ly/36NdJTx
-
ნიუ-იორკის ხელისუფლებამ გადაჭრით უარყო ეს იდეა, ხოლო ტეხასში, კენტუკსა და სამხრეთ დაკოტაში სიხარულით შეხვდნენ მსხვილი მაინინგ-კომპანიების გეგმებს ძველი საწარმოო ობიექტების შესყიდვის შესახებ. მაინერების ყურადღება მიიპყრო დახურულმა, მაგრამ არა მიტოვებულმა და დანგრეულმა ქარხნებმა, საწყობებმა და ელექტროსადგურებმა. სწორედ ასეთ ადგილებში გადავა გიგანტური მაინინგ ფერმები. თითქმის იდეალური გარიგება დადო კომპანია Core Scientific-მა, რომელმაც შეიძინა Levis-ის ჯინსის ძველი საწარმო - იქ ხელმისაწვდომია ფართო, კარგად განიავებადი საამქროები და უახლოესი ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდების ექსკლუზიური ხაზი. მეორე კომპანიამ, Greenidge Generation-მა, შეისყიდა გაზის ძველი ელექტროსადგური მთლიანად და მოწყვიტა იგი გარე ელექტროქსელებს - მთელ ენერგიას დაიტოვებს თავისთვის და გამოიყენებს მაინინგისთვის. როდესაც თავად აწარმოებ ელექტროენერგიას, მაინინგის თვითღირებულება მეტად მიმზიდველი ხდება. კომპანია Foundry სხვა გზით წავიდა და სიმბოლურ ფასად გამოისყიდა Alcoa-ს დახურული ალუმინის ქარხანა. მას მოუწევს ენერგიის ყიდვა, სამაგიეროდ თავად აღჭურვილობა და კომპლექსი დაპროექტებულია ეფექტური გაგრილებისთვის, ამასთან შეიცავს უამრავ ელექტრო ქსელს - აქ შესაძლებელი იქნება მართლაც გიგანტური მაინინგ-ფერმის მოწყობა. თვითმფრინავების ძველი ანგარები, საწყობები, ელევატორები და დიდი შენობები მოულოდნელად მეტად მოთხოვნადი გახდა მაინერებს შორის, რადგან მათში მარტივია კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის განკუთვნილი ათიათასობით მუშა მოდულების გაგრილების ორგანიზება. შეერთებულ შტატებში არსებულ ყველა ყოფილ საწარმოო ობიექტს დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდებოდა, მრავალი გამომმუშავებელი სიმძლავრე ჯერ კიდევ მუშაობს, ან აღდგება მცირე შეკეთების შედეგად. მაინერების გარდა ამხელა მოცულობის ენერგია დიდი ხანია არავის სჭირდება, ამიტომ საფასო პოლიტიკა მათთვის ცალსახად მომგებიანი იქნება. ადგილობრივი ხელისუფლება თანახმაა - ლეგენდარული ქარხნები კვლავ დაუბრუნდებიან სიცოცხლეს, თუმცა ახალი სტატუსით. https://bit.ly/3eBVrZU
-
ელექტრომობილებში ელექტროძრავის არსებობა გამორიცხავს „გადაცემათა კოლოფის გადართვის“ აღქმას კლასიკური გაგებით, მოძრაობის მიმართულების არჩევა კი უმეტეს შემთხვევაში მძღოლის პრეროგატივად რჩება. Tesla აპირებს ელექტრომობილებს ასწავლოს გაუმკლავდნენ ამ ამოცანას დამოუკიდებლად, რაც ხელმისაწვდომი გახდება არა მხოლოდ Model S-სა და Model X-ში, არამედ უფრო დაბალფასიან Model 3 და Model Y ელექტრომობილებში. ფოტოს წყარო: Archyde ამ კომპანიის ტერმინოლოგიაში ფუნქციამ სახელად მიიღო Smart Shift. მძღოლის აქტიური დახმარების სისტემას შეუძლია მრავალი ნიშნის საფუძველზე გააკეთოს პროგნოზი - მანქანა წინ უნდა წავიდეს თუ იმოძრაოს უკუმიმართულებით ისე, რომ მძღოლს ათავისუფლებს საბურავების საჭირო მიმართულებით ბრუნვის ხელით მართვისგან. საჭის განახლების შემდეგ Tesla Model S-სა და Model X-ს საჭის ქვემოთ ბერკეტიც აღარ აქვთ, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობის რეჟიმების ცვლაზე. მძღოლმა შეინარჩუნა სურვილის განხორციელების შესაძლებლობა ცენტრალურ დისპლეიზე არსებული პროგრამული სლაიდერის მეშვეობით, თუმცა მართვის ორგანოებთან მსგავსი ურთიერთქმედება რთულია ჩაითვალოს მოსახერხებლად და ბუნებრივად. როგორც რესურსი Electrek აღნიშნავს, ილომ მასკმა Twitter-ის მეშვეობით განაცხადა, რომ კომპანია მზადაა ფუნქცია Smart Shift გავრცელდეს კომპანიის ყველა, FSD კომპლექსით აღჭურვილ ელექტრომობილზე. თუმცა, Tesla Model 3-სა და Model Y-ის შემთხვევაში გადართვის ხსენებული რეჟიმი იქნება არჩევითი და არააუცილებელი გამოსაყენებლად. დიდი ალბათობით, მოძრაობის გადამრთველი ბერკეტი თავის ადგილას დარჩება - რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი უფროსი მოდელების მსგავსი საჭე-შტურვალი არ გადაინაცვლებს უმცროს მოდელებშიც. https://bit.ly/36MC1gD
-
კომპანია Samsung-მა წარადგინა მოდულური ეკრანის განახლებული მოდელი The Wall 2021. ახალი მოწყობილობის დიაგონალი 1000 დუიმზე მეტია და აქვს პროცესორი Micro AI. იგი განსწავლულია გამოსახულების ოპტიმიზაციის 16 ალგორითმით, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია გამოსახულების მასშტაბირებაზე 8K გაფართოებამდე კონტრასტულობის მაღალი დონითა და ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. გარდა ამისა, The Wall-ის კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცს შეადგენს. ფოტოს წყარო: Samsung მოდულურ ეკრან The Wall-ის მაქსიმალური სიკაშკაშე 1600 კდ/მ2-ია. მწარმოებელმა კომპანიამ იმუშავა ეკრანის ფონური განათების ხარისხზე, გამოყენებულია ტექნოლოგია MicroLED. Samsung-მა 40%-ით შეამცირა თითოეული შუქდიოდის ზომა გასული წლის The Wall-ში გამოყენებულ შუქდიოდებთან შედარებით. ამის წყალობით ეკრანზე გამოსული გამოსახულება გახდა უფრო კონტრასტული, ასახული ფერი კი - უფრო ერთგვაროვანი. The Wall-ის დამონტაჟება გახდა უფრო მარტივი მისი სისქის შემცირების ხარჯზე, რაც მიღწეულ იქნა ახალი უჩარჩოო კონსტრუქციისა და უსადენო სამაგრების გამოყენებით. The Wall-ის ახალი მოდელის დამონტაჟება შესაძლებელია სხვადასხვა მდგომარეობაში, მას შეუძლია მიიღოს რკალისებრი (როგორც შეზნექილი, ასევე წინ გამოწეული) მდგომარეობა, ასევე - დასაკიდი ფორმა, დახრილი და L-ის ფორმის კონსტრუქცია. ამასთან, გამარტივდა დისპლეის მართვა: ამჯერად აღარ არის საჭირო თითოეული მოდულის ცალ-ცალკე კონფიგურირება - საკმარისია მოიმართოს ერთი მათგანი და ფუნქცია Factory Seam Adjustment-ის წყალობით პარამეტრებში შეტანილი ცვლილებები The Wall-ის ყველა მოდულზე აისახება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პანელი Samsung The Wall 2021 უზრუნველყოფს მაღალი დონის გამოსახულების ფორმირებას 8K გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანის ჰორიზონტალურად განთავსებისას შესაძლებელია მისი კონფიგურირება ისე, რომ მას ენიჭება 16K-მდე (15 360 × 2160 პიქსელი) გაფართოება. ახალ მოდელს აქვს Micro HDR და Micro Motion ფუნქციების მხარდაჭერა 20-ბიტიანი დამუშავებით. ორივე მათგანი განკუთვნილია გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რაც განსაკუთრებით აქტუალური ეკრანის კომერციული გამოყენების პირობებში იქნება. გარდა ამისა, ეკრანს გააჩნია „გამოსახულება გამოსახულებაში“ ფუნქციის მხარდაჭერა: შესაძლებელია ეკრანზე აისახოს ოთხი სხვადასხვა გამოსახულება და თითოეულ მათგანზე კონტენტი 4K გაფართოების იქნება. მწარმოებელმა კომპანიამ არ დაივიწყა უსაფრთხოების შესახებაც: The Wall-მა TÜV Rheinland-ისგან მიიღო სერტიფიკატი Eye Comfort, რაც მიუთითებს ლურჯი გამოსხივების მინიმალურ ემისიაზე, აგრეთვე გაიარა სერტიფიცირება EMC Class B სტანდარტში, რაც ნიშნავს გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ტალღების მინიმალურ დონეს. შედეგად The Wall-ის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებშიც. https://bit.ly/3BjZX96
-
მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან Bitcoin-ბირჟა Binance შეწყვეტს ტოკენიზებული აქციების მხარდაჭერას. ამის შესახებ ნათქვამია პლატფორმის ვებ-გვერდზე. „კრიპტოვალუტების ეკოსისტემისა და Binance-ის ზრდასთან ერთად ჩვენ მუდმივად ვახდენთ საკუთარი პროდუქტების შეფასებას და პატრნიორებთან ვმუშაობთ მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით“ - აცხადებს კომპანია. ბირჟამ ეს ნაბიჯი გადადგა, „რათა კომერციული ფოკუსი სხვა პროდუქტებზე გადაიტანოს“ - აღნიშნეს Binance-ის წარმომადგენლებმა. მომხმარებლებს 90 დღე აქვთ პოზიციების დასახურად. 15 ოქტომბერს ეს ავტომატურად მოხდება. ევროპის ეკონომიკური ზონისა და შვეიცარიის მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი აქტივები გადაიტანონ საინვესტიციო კომპანია CM-Equity AG-ის სერვისზე. Binance-ში განაცხადეს, რომ მას აამოქმედებენ 15 ოქტომბრამდე 2-4 კვირით ადრე. CM-Equity AG-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მაიკლ კოტმა The Block-თან კომენტარისას განაცხადა, რომ Binance-მა ბიზნეს-გადაწყვეტილება მიიღო. „გარანტიას ვიძლევი, რომ მათ ეს არავინ აიძულა. მათ გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ ფოკუსირდენენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სხვა პროდუქტებზე“ - აღნიშნა კოტმა. აპრილში Binance-მა განაცხადა ტოკენიზებული აქციების ლისტინგის დაწყება და Tesla დაამატა. მოგვიანებით პალტფორმაზე დაიწყო Coinbase Stock Token-ით ვაჭრობა. იმავე თვეში Bitcoin-ბირჟამ დააანონსა იმ ტოკენების ლისტინგი, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო Microstrategy-ს, Apple-ისა და Microsoft-ის რეალური აქციების პორტფელებით. ზოგიერთი ევროპული ზედამხედველობითი ორგანო დაინტერესდა Binance-ის ახალი სერვისით. Financial Times-მა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მარეგულირებლები ამოწმებდნენ მას ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. აპრილის ბოლოს BaFin-მა ინვესტორები გააფრთხილა ტოკენიზებული აქციებით ვაჭრობის ამოქმედებისას Binance-ის მიერ ფასიანი კანონების კანონის შესაძლო დარღვევების შესახებ. ივნისში FCA-მ კომპანია Binance Markets Limited-ს აუკრძალა ნებისმიერი რეგულირებადი საქმიანობა ქვეყანაში წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. ამის შემდეგ ბანკებმა Barclays-მა და Santander-მა დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებს შეუზღუდეს Bitcoin-ბირჟაზე ფულის გადარიცხვის საშუალება, საგადახდო სისტემა Clear Junction-მა კი უარი თქვა მასთან დაკავშირებული გადახდების დამუშავებაზე. კაიმანის კუნძულებზე დაიწყო Binance-ის მუშაობის შემოწმება, ტაილანდში კომპანიას ბრალი დასდეს ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში, იაპონიაში კი მის მიმართ მორიგი გაფრთხილება გაიცა. პოლონეთის მარეგულირებლები აფრთხილებენ მომხმარებლებს პლატფორმასთან ურთიერთქმედებისას არსებული შესაძლო რისკების შესახებ, ხოლო იტალიამ და მალტამ მომხმარებლები გააფრთხილეს Binance-ის დაურეგულირებელი საქმიანობის შესახებ. ადრე ბირჟამ შეწყვიტა კანადი პროვინცია ონტარიოს რეზიდენტების მომსახურება და შეაჩერა ევრო-დეპოზიტების მიღება SEPA-ს მეშვეობით. მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ზეწოლის ფონზე ბირჟის გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მან ისაუბრა Binance-ს გეგმებზე, რომელთა მიხედვით უზრუნველყოფილ უნდა იქნას მოთხოვნებთან შესაბამისობა და მომხმარებლების დაცვა. Financial Times-ის ინფორმაციით, საგადახდო სისტემებმა Visa-მ და Mastercard-მა გადაწყვიტეს არ თქვან უარი პლატფორმასთან თანამშრომლობაზე. https://bit.ly/3rmQidj
-
თამაშების დეველოპერების კონფერენცია GDC 2021-ზე კომპანია NVIDIA-მ ჩაატარა რეითრეისინგისა და DLSS ტექნოლოგიის დემონსტრაცია ARM-პროცესორზე მომუშავე სისტემაზე. სატესტო თამაშად არჩეულ იქნა Wolfenstein Youngblood, რომლის მცირე სადემონსტრაციო ვერსია ARM-სისტემისთვის მოამზადეს MachineGames-ის წარმომადგენლებმა Bethesda-ს მხარდაჭერით. როგორც NVDIA განმარტავს, ეს პროექტი სადემონსტრაციო მიზნებისთვის შერჩეულ იქნა მოქნილი idTech 6 ძრავის წყალობით. თუმცა დეველოპერები არ გეგმავენ თამაშის სრულფასოვანი ARM-ვერსიის შექმნას. Wolfenstein Youngblood-ის საცდელი პერსპექტივა მცირეა, ამიტომ NVIDIA-მ დაამატა სადემონსტრაციო ფრაგმენტი The Bistro-ს დემოდან, რომელშიც გამოყენებულია RTXDI (Direct Illumination) და NRD ტექნოლოგიები. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3Bmn6Yn როგორც NVIDIA განმარტავს, სატესტო კომპიუტერში გამოყენებული იყო პროცესორი MediaTek Kompanio 1200, გრაფიკული ამაჩქარებლის სახით კი წარმოდგენილი იყო საშუალო ფასის სეგმენტის ადაპტერი GeForce RTX 3060. https://bit.ly/3wSfjOw
