Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. ახალი ტექნოლოგიების განვითარებით SEC-ის როლი არ იცვლება - სააგენტომ უნდა დაიცვას როგორც საცალო, ისე ინსტიტუციური ინვესტორები თაღლითობისა და მანიპულირებისგან, მათ შორის ციფრული აქტივების ბაზრებზე. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა გარი გენსლერმა განაცხადა CNBC-თან საუბარში. მისი თქმით, SEC მზად არის დაინტერესებულ მხარეებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. კრიპტოვალუტების ბაზარზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია პლატფორმის მომხმარებლების დაცვა, რომლებიც სარგებლობენ ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისებით. გენსლერმა აღნიშნა, რომ ბევრი Bitcoin-ბირჟა და ლენდინგ-პლატფორმა „სასაზღვრე პოზიციაში“ იმყოფება, რადგან, დიდი ალბათობით, არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებთან უჭირავთ საქმე. „მათ უნდა მოგვმართონ, დაამყარონ დიალოგი. ბევრი მათგანი ცდილობს თქვას: "იცით, ჩვენ არ ვაპირებთ პირველი ნაბიჯის გადადგმას", - განაცხადა მან. განყოფილების უფროსმა აღნიშნა, რომ "Bitcoin-ი და ასობით სხვა მონეტა" მიეკუთვნება სპეკულაციური აქტივების კლასს. მან განმარტა, რომ მარეგულირებელი ორგანო არ არის ამ მდგომარეობის წინააღმდეგი, მაგრამ მისი მოვალეობაა უზრუნველყოს ინვესტორები "საბაზისო დაცვით". Squawk Box-ის წამყვანმა ენდრიუ სორკინმა აღნიშნა, რომ რეგულირება ეწინააღმდეგება Bitcoin-ის ძირითად იდეას. ამის საპასუხოდ გენსლერმა შეაქო კრიპტოვალუტის "ლიბერტარიანული ფასეულობები", მაგრამ აღნიშნა ზედამხედველობის მნიშვნელობა თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და ტერორიზმთან და სხვა დანაშაულებთან საბრძოლველად. მაგალითის სახით მან მოიყვანა Colonial Pipeline-ზე გამომძალველი ვირუსის შეტევა. ადრე ღონისძიება Aspen Security Forum 2021-ზე გენსლერმა განაცხადა, რომ SEC განიხილავს ინდუსტრიაში მკაცრი ზედამხედველობის რეჟიმის შემოღებას. მან ხაზი გაუსვა, რომ იგი ნეიტრალურია ტექნოლოგიების, მაგრამ არა - ინვესტორთა დაცვის მიმართ. ივლისში გენსლერმა გაფრთხილება მისცა ტოკენების ემიტენტებს, რომელთაც საფუძვლად აქციები უდევს, რომ აუცილებელია ანგარიშგება SEC-ის წინაშე. იმავე თვეში ოფიციალურმა პირმა მოითხოვა ბიტკოინ-ბირჟებზე ინვესტორების დაცვის წესების გაფართოება. ეს უკანასკნელი, მისი აზრით, უნდა დარეგულირდეს აქციებისა და დერივატივების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში აშშ-ის სენატმა გენსლერის კანდიდატურა დაამტკიცა SEC-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს იგი მუშაობდა CFTC-ის თავმჯდომარედ და ახსოვს რეგულირებისადმი მკაცრი მიდგომა. https://bit.ly/3AmhyvH
  2. Microsoft მუშაობს Xbox-კონსოლებში ღამის რეჟიმის ფუნქციის დამატებაზე. ახალი რეჟიმის ტესტირება უკვე ამოქმედებულია პროგრამა Xbox Insiders-ის მონაწილეებისთვის. ღამის რეჟიმი საშუალებას იძლევა შემცირდეს ეკრანის სიკაშკაშე, შუქდიოდური განათება გეიმპადზე, აგრეთვე თავად კონსოლზე არსებულ კვების ღილაკებზე. წყარო: theverge.com ღამის რეჟიმის პარამეტრები გვთავაზობს ინდივიდუალიზაციის რამდენიმე შესაძლებლობას: შესაძლებელია დაყენდეს ეკრანზე სიკაშკაშის სასურველი დონე, აგრეთვე დარეგულირდეს ლურჯი ფილტრი. Xbox-ის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ დაარეგულირონ შეუქდიოდური განათება კონსოლის კონტროლერზე, აგრეთვე კონსოლის კორპუსზე არსებულ კვების ღილაკებზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია განათების მთლიანად გამორთვა კვების ღილაკებზე. ღამის რეჟიმში შესაძლებელია დაყენდეს სისტემური მუქი თემა და გამოირთოს HDR. შესაძლებელია ღამის რეჟიმის ავტომატური აქტივაცია ან დეაქტივაცია გრაფიკის მიხედვით, რისთვისაც მფლობელს შეეძლება მიუთითოს სასურველი დრო ან მისი მართვა ანდოს თავად კონსოლს (იგი შეძლებს რეჟიმის ავტომატურად გააქტიურებას საღამოს და გამორთვას - გათენებისას). პროგრამა Xbox Insiders-ის მონაწილეებისთვის ახალი ფუნქციის ტესტირება უკვე ამოქმედებულია. ლოგიკურია ვარაუდი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ღამის რეჟიმი Xbox-ის ყველა მფლობელისთვის გახდება ხელმისაწვდომი. https://bit.ly/2U0ZUhB
  3. მარსის კოლონიზაციის შესახებ საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს, სრულფასოვანი გეგმა წითელ პლანეტაზე ადამიანების გაგზავნის შესახებ ჯერ არავის წარუდგენია, თუმცა ილონ მასკმა თამამი განცხადებები გააკეთა, რომ მარსზე ადამიანს 2026 წელს წაიყვანს. შესაძლოა იმ დროისთვის შესაძლებელი გახდეს მოხალისეების შეგროვება და პირველი ფრენის დაგეგმვა, ჯერჯერობით კი NASA მონაწილეობაში იწვევს მოხალისეებს მარსზე ცხოვრების ერთწლიანი იმიტაციის მისიაში, რომელიც 2022 წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი. NASA გეგმავს შეისწავლოს ადამიანების ქცევა მკაცრ გარემოში გრძელვადიანი სახმელეთო მოდელირების პირობებში პოტენციური პრობლემების გამოვლენის მიზნით. მისიების სერია, რომლის სახელწოდებაა Crew Health and Performance Exploration Analog, შედგება სამი ერთწლიანი ფაზისგან, რომლებიც ასახავს ადამიანის მარსის ზედაპირზე ყოფნის მოდელირებას. მოხალისეებისგან ჩამოყალიბდება ოთხი კაცისგან შემდგარი ჯგუფები, ისინი იცხოვრებენ და იმუშავებენ კომპანია ICON-ის მიერ 3D-პრინტერით აგებულ მოდულ Mars Dune Alpha-ში. ჯგუფები მუდმივად შეეჯახებიან სტრესულ სიტუაციებს, მონაწილეობას მიიღებენ ღია კოსმოსში გასვლის იმიტაციაში, კვლევებში, სხვადასხვა რობოტექნიკის ტესტირებაში. NASA განიხილავეს კანდიდატებს 30-დან 35 წლამდე, რომელთაც გააჩნიათ მაგისტრის წოდება საინჟინრო მიმართულებით ან მფრინავებს არანაკლებ ათასი საათი ფრენის გამოცდილებით. https://bit.ly/3fLtU94
  4. CBDC-ის ტესტირების სრულყოფის ფარგლებში ჩინეთის დედაქალაქის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ სრულად განახორციელა ციფრული იუანის ინტეგრირება საგადახდო ეკოსისტემაში. ტესტირების დაწყებისას ივნისში ასეთი შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მობილურ აპლიკაცია Yitongxing-ში. ამჯერად იგი გამოჩნდა მეტროს 24 ხაზის 428 სადგურზე ბილეთების ყიდვისას და სატრანსპორტო ბარათების ბალანსის შევსებისას. ტერმინალებში ციფრული იუანით გადახდის ფუნქცია ამოქმედდა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისა და საგადახდო სისტემების, WeChat Pay-სა და AliPay-სთან ერთად. იგივე შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მომსახურების სალაროებშიც. CBDC-ით სატრანსპორტო ბარათების შევსებისთვის საჭიროა QR-კოდის სკანირება ციფრული საფულეების გამოყენებით. პეკინში მდებარე ICBC ბანკომატებმა დაამატეს იუანის ციფრულ ვერსიად კონვერტირების შესაძლებლობა. ადრე ჩინეთში CBDC-ის ტესტირება ხდებოდა გამოყენების დაპროგრამებულ ვარიანტებში. https://bit.ly/37jiCUX
  5. Steam-მა გამოაქვეყნა ივლისის გამოკითხვის მონაცემები. კვლევა ეხება როგორც ცენტრალურ პროცესორებს, ასევე ვიდეო დაფებს. ცხრილიდან ჩანს, რომ AMD-ის მაღალი დონის მოწყობილობები საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება 3.7 გჰც და მეტ სიხშირეს. თუმცა Intel-ის შედარებით დაბალბიუჯეტურმა შემოთავაზებებმა უზრუნველყო ბაზრის უფრო დიდი ნაწილის დაკავება. ვიდეო დაფებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში NVIDIA-ს ადაპტერები დომინირებს. კომპანიის ჯამურმა წილმა ბაზარზე 75.41% შეადგინა. AMD-ის წილი შეადგენს 15.31%-ს, Intel-ისა კი - 9.09%-ს. ივლისში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მობილურ ვიდეო დაფა RTX 3060-ზე. გეიმერებს შორის მატებამ, რომლებიც მობილურ RTX 3060-ს იყენებდნენ, 0.15% შეადგინა. მას მოსდევს GTX 550 Ti - ასევე 0.15%-იანი ზრდით და პერსონალური კომპიუტერის RTX 3060 ვერსია - 0.13%-იანი ზრდის მაჩვენებლით. NVIDIA-ს ვიდეო დაფების სხვადასხვა თაობას შორის ყველაზე პოპულარულია Pascal არქიტექტურაზე დაფუძნებული მოწყობილობები (GTX 1000) - 25.62%. შემდეგია Turing GTX (GTX 1600) ვიდეო დაფები - 15.13%, Turing RTX (RTX 2000) - 12.65%, Maxwell (GTX 900) - 4.49% და Ampere (RTX 3000) - 3.8%. AMD-ს წილი მნიშვნელოვნად დაბალია. Polaris (RX 400 და RX 500) - 5.1%, Vega (APU + დისკრეტული) - 2.17%, RDNA1 - 1.57% და RDNA2 კი - სულ რაღაც 0.30%. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ RDNA3 არქიტექტურის გამოშვებით, ეს კი 2022 წლის საკითხია. https://bit.ly/3jriBDQ
  6. გასული წლის სექტემბერში ილონ მასკმა 4680 ტიპის აკუმულატორების პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში ბაზარზე გამოვიდოდა დაახლოებით 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილი, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მასზე მუშაობა შანხაის ქარხანაში მიმდინარეობდა. ამჟამად ერთ-ერთი ჩინელი ბლოგერი აცხადებს, რომ ამგვარი ელექტრომობილის პროტოტიპი უკვე მზად არის, საგამოცდო წარმოება კი წლის ბოლომდე დაიწყება. ფოტოს წყარო: Electrek როგორც ჩინური წყარო აღნიშნავს, Tesla-მ უკვე ჩამოაყალიბა კომპონენტების მომწოდებლების ერთობლიობა ბიუჯეტური მოდელის წარმოებისთვის. როგორც რესურსი Electrek აღნიშნავს, სერიული ვერსიის მალე გამოსვლა არსებულ პირობებში საკმაოდ რთულია. ცოტა ხნის წინანდელ კონფერენციაზე Tesla-მ აღიარა, რომ ვერ ასწრებს Cybertruck-ისა და Semi-სთვის საჭირო 4680 ტიპის ბატარეების საკმარისი რაოდენობის წარმოებას მიმდინარე წლის ბოლომდე. ტეხასსა და გერმანიაში წარმოებულმა Model Y ქროსოვერებმაც 4680 ტიპის ბატარეები და სტრუქტურული აკუმულატორები უნდა გამოიყენონ, მაგრამ ამჟამად კომპანიას შეუძლია ამგვარი ბატარეების მიღება მხოლოდ გარე მომწოდებლებისგან, ან საკუთარი კალოფორნიული საპილოტე საწარმოო ხაზიდან, რომლის სიმძლავრე არც ისე დიდია. 4680 ტიპის ბატარეებით Tesla-ს მომარაგებისთვის მზად არიან LG Energy Solution, Samsung SDI და Panasonic, თუმცა მასიური მიწოდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2023 წლისთვის. გამოდის, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში Tesla-ს ვერ ექნება ხელსაყრელი პირობები 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილის მასობრივი წარმოებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ხსენებული მოდელის წარმოება ჩინეთში მოხდება, რადგან ეს ბაზარი Tesla-სთვის მეტად მნიშვნელოვანია, მასზე კონკურენცია კი - ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი. კომპანია ევროპისთვისაც გეგმავდა კომპაქტური ელექტრომობილის შექმნას, მაგრამ ჯერჯერობით რთულია თქმა, გადაიკვეთება თუ არა იგი ჩინურ მოდელთან. გასულ კვარტალში Tesla-ს შანხაიში არსებული პლატფორმა გახდა ელექტრომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი, რადგანაც კომპანიის ამერიკული საწარმოები მუშაობენ ძირითადად შიდა ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 4680 ტიპის ბატარეების წარმოებაში CATL-ის მონაწილეობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაამარტივოს ხელმისაწვდომი ელექტროტრანსპორტის შექმნის ამოცანა, რადგანაც ამჟამად სწორედ ამ კომპანიის წარმოების, რკინის ფოსფატის საფუძველზე შექმნილი ბატარეებით აღიჭურვება ჩინეთში აწყობილი საბაზისო Tesla Model 3 მოდელი და შესაძლებელია ისინი უფრო გაიაფდეს, ვიდრე გაძვირდეს. https://bit.ly/3xkwSHz
  7. Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ გეგმავს კრიპტოდერივატივებით ვაჭრობის შესაძლებლობის გაუქმებას ევროპაში. პროცესი დაიწყება გერმანიით, იტალიითა და ნიდერლანდებით. ”ძალაში მყისიერი შესვლის შედეგად ამ ქვეყნების მომხმარებლებს არ ექნებათ შესაძლებლობა გახსნან ახალი ანგარიშები ფიუჩერსული ან დერივატივ-პროდუქტებისთვის. მოგვიანებით, რომლის თარიღი გამოცხადდება მომავალში, მომხმარებლებს მიეცემათ 90-დღიანი ვადა პოზიციების დახურვისთვის, ” - ნათქვამია შეტყობინებაში. კრიპტობირჟამ 2 BTC-დან 0.06 BTC-მდე შეამცირა თანხის გატანის დღიური ლიმიტი ახალი მომხმარებლებისთვის, რომლებმაც გაიარეს ანგარიშის საბაზისო ვერიფიკაცია. Binance-მა აგრეთვე შეამცირა ფინანსური ბერკეტი (leverage) პლატფორმაზე ოცჯერ. 28 ივლისს კომპანიამ გამოაცხადა ახალი API-ს ამოქმედება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ საკუთარი კრიპტოაქტივებით განხორციელებულ ტრანზაქციებს საანგარიშსწორებო ვალდებულებების შესრულებისთვის. შეგახსენებთ, რომ ივნისში გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ Binance Markets Limited-ს აუკრძალა ქვეყანაში ნებისმიერი რეგულირებადი საქმიანობა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კაიმანის კუნძულებზე დაიწყო ბირჟის საქმიანობის შემოწმება, ტაილანდმა და ჰონგკონგმა დაადანაშაულეს კომპანია ლიცენზიის გარეშე მუშაობაში და იაპონიამ მას კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა. პოლონელმა მარეგულირებლებმა მოითხოვეს სიფრთხილის გამოჩენა Binance-ის სერვისებით სარგებლობისას. იტალიამ და მალტამ გააფრთხილეს მომხმარებლები კომპანიის არარეგულირებული საქმიანობის შესახებ. ზედამხედველი ორგანოების ზეწოლის ფონზე Changpeng Zhao-მ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის ასახავს ბირჟის გეგმებს მომხმარებლების დაცვისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. https://bit.ly/2WUeuIY
  8. სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi უკვე დიდი ხანია პოპულარულია, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. მეორე კვარტალში Xiaomi-მ Apple შეავიწროვა მეორე ადგილზე მსოფლიო რეიტინგში. ჩინური კომპანიისთვის ვითარება კიდევ უფრო უკეთესია ევროპაში, სადაც Strategy Analytics-ის სტატისტიკის თანახმად მეორე კვარტლის შეჯამებით Xiaomi-მ პირველი ადგილი დაიკავა მიწოდების მოცულობის მხრივ. 12.7 მლნ ეგზემპლარის გამოშვებით Xiaomi-მ შეძლო Samsung-ის უკან ჩამოტოვება. ერთი წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით ზრდამ 67.1% შეადგინა. Samsung-მა დაკარგა 7% და გამოუშვა 12 მლნ ეგზემპლარი, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით იგი ლიდერობას აგრძელებს. ჯამში ევროპაში სმარტფონების მიწოდების მოცულობა გაიზარდა პანდემიისგან აღდგენის შედეგად. iPhone-ების მიწოდების მოცულობა 15.7%-ით გაიზარდა iPhone 12-ზე არსებული მოთხოვნის წყალობით. Xiaomi ფსონს დაბალბიუჯეტურ სმარტფონებზე დებს, რის გამოც მის მოწყობილობებს უფრო ხშირად ყიდულობენ. Huawei-ს პრობლემებმაც თავისი წვლილი შეიტანა Xiaomi-ს წარმატებაში: ბევრ მომხმარებელს ურჩევნია ერთი ჩინური სმარტფონი მეორე ჩინურით ჩაანაცვლოს. The Verge-ის მიმოხილვაში მოდელი Xiaomi Mi 11 შეადარეს 1199 აშშ დოლარიან S21 Ultra-ს, თუმცა რეალურად იგი სტანდარტულ Galaxy S21 მოდელზეც კი იაფია. მიმომხილველის აზრით, Samsung-ს უნდა უხაროდეს, რომ Xiaomi-ს მოწყობილობები აშშ-ში ოფიციალურად არ იყიდება. ალბათ, ევროპული წარმატების ფონზე ეს მალე შეიცვლება. https://bit.ly/37iESy7
  9. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Qualcomm ამზადებს ახალი თაობის პროცესორს თან სატარებელი მოწყობილობებისთვის, კერძოდ, სმარტ-საათებისთვის. მოწყობილობა კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს დასახელებით - Snapdragon Wear 5100. ჩიპის კოდური სახელწოდებაა Monaco. ცნობილია, რომ კონფიგურაცია მოიცავს ოთხ Arm Cortex-A73 ბირთვს. შედარებისთვის: პროცესორ Snapdragon Wear 4100-ს აქვს ოთხი Arm Cortex-A53 ბირთვი. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ახალ ჩიპს საფუძვლად დაედება აპარატული პლატფორმა Snapdragon 662 ან Snapdragon 460. ეს ორივე პროცესორი შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელ Adreno 610-სა და ქსელურ მოდემ Snapdragon X11 LTE-ს. თავისთავად, Snapdragon Wear 5100 ოპტიმიზებული იქნება ენერგომოხმარების შემცირებისთვის. სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. თან სატარებელი მოწყობილობებისთვის განკუთვნილი, Qualcomm-ის ახალი პროცესორის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება მიმდინარე წელს. ამ პლატფორმაზე აგებული პირველი გაჯეტების დებიუტი შედგება მიმდინარე წლის დასასრულს ან მომდევნო წლის დასაწყისში. https://bit.ly/3lpFqKR
  10. ქვეყნები, რომლებიც ციფრულ აქტივებს მიიღებენ ეროვნული ვალუტის ან კანონიერი საგადახდო საშუალების სახით, რისკის ქვეშ აყენებენ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბლოგში დაწერეს ორგანიზაციის მარკეტინგის განყოფილების დირექტორმა ტობიას ადრიანმა და მთავარმა იურისტ-კონსულტანტმა როდა უიკს-ბრაუნმა. სტატიის ავტორებმა აღიარეს, რომ "ფულის ახალ ციფრულ ფორმებს" შეუძლიათ გადახდები უფრო იაფი და სწრაფი გახადონ, გაზარდონ ფინანსურ სერვისებზე წვდომა და გაამარტივონ ტრანსსასაზღვრო გადარიცხვები. მაგრამ მათი ინტეგრაცია სავსეა "რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით" და მნიშვნელოვანი ინვესტიციებით, ამბობენ ექსპერტები. „ზოგიერთი ქვეყანა შესაძლოა მოიხიბლოს მოკლე გზით: მიიღონ კრიპტოაქტივები ეროვნული ფულის სახით. ბევრი მათგანი რეალურად უსაფრთხო, მარტივად ხელმისაწვდომი და იაფია ოპერაციების განსახორციებლად. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ უმეტეს შემთხვევაში რისკები და ხარჯები აღემატება პოტენციურ სარგებელს“ - ნათქვამია სტატიაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს Bitcoin-ის არასტაბილურობაზე და მას უწოდეს "სპეკულაციური აქტივი". მათი აზრით, ქვეყნები, რომლებიც მონეტის ლეგალიზაციას ახდენენ, დგებიან ციფრული აქტივების უკანონო გამოყენებისა და ეკოლოგიური რისკების წინაშე. „მოპოვებადი კრიპტოვალუტები, მაგალითად Bitcoin-ი, უზარმაზარი მოცულობის ელექტროენერგიას საჭიროებენ. ამგვარი აქტივების ეროვნულ ვალუტად მიღების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედება შესაძლოა საშინელი იყოს“ - აღნიშნეს ავტორებმა. ფონდში გამოიტანეს დასკვნა, რომ სარეზერვო ვალუტად ევროს ან დოლარის არჩევა „თუნდაც ნაკლებად სტაბილური ეკონომიკის პირობებში იქნება უფრო მიმზიდველი, ვიდრე კრიპტოაქტივების გამოყენება“. ორგანიზაციამ ადრე დაინახა რიგი რისკები და მარეგულირებელი გამოწვევები სალვადორის მიერ Bitcoin-ანგარიშსწორების ლეგალიზაციაში. კანონპროექტი პირველი კრიპტოვალუტის გადახდის კანონიერ საშუალებად აღიარების შესახებ ქვეყნის პარლამენტმა ივნისის დასაწყისში მიიღო. დოკუმენტი ძალაში შევა 2021 წლის 7 სექტემბრიდან. ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად შეაფასა. ინიციატივამ ასევე ვერ მოიპოვა გამოხმაურება ადგილობრივ ფულის გადარიცხვის სერვისებს შორის - მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს Bitcoin-ის ინტეგრირებული მხარდაჭერა. JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს სალვადორში გადახდის საშუალებად პირველი კრიპტოვალუტის გამოყენების საკითხი. მათი აზრით, პრობლემები შეიძლება წარმოიშვას იმის გამო, რომ მონეტების უმეტესობა არალიკვიდურია. https://bit.ly/3jeGQFb
  11. დღესდღეობით მიმდინარე წლის ყველაზე დიდი მოლოდინის და ინტერესის გამომწვევი სმარტფონებია Pixel 6 და Pixel 6 Pro. Google-მა გააზიარა სამომავლო სმარტფონების ზოგიერთი მახასიათებელი, რომელთაგან უმთავრესია საფირმო ჩიპსეტი Tensor. ეს გახლავთ სმარტფონებისთვის განკუთვნილი, Google-ის პირველი სრულფასოვანი ერთკრისტალიანი პლატფორმა, რაც საკმაოდ დამაინტრიგებელია: შეძლებს თუ ვერა კომპანია დაუპირისპირდეს უფრო მეტად გამოცდილ Qualcomm-ს, MediaTek-ს ან Samsung-ს? წყარო: theverge.com ახალი ჩიპი სამომავლო სმარტფონების ერთ-ერთი საინტერესო დეტალი იქნება. არსებული მონაცემების თანახმად მის წარმოებაში Samsung მონაწილეობდა. Tensor-ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ამოცანების დამუშავებისთვის საჭირო წარმადობის ოპტიმიზაციას. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი თაობის Pixel-ის გამოშვებისას Google-მა საფირმო სმარტფონებში დანერგა ფუნქციები, რომლებიც დამყარებული იყო ისეთ მანქანურ სწავლებებზე, როგორებიცაა HDR+ და Night Sight, შედეგად მიიღწეოდა მაღალი ხარისხის ფოტოგადაღება. მიიჩნევა, რომ Pixel 6 სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო ვრცელი შესაძლებლობები მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღებისთვის. წყარო: theverge.com სხვა დეტალების პარალელურად, Tensor-ს გააჩნია მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაფართოებული საშუალებები დაშიფვრის გასაღებ Titan M2-ის გამოყენების წყალობით. რაც შეეხება წარმადობას, Google-ს ჯერჯერობით არ გაუზიარებია ჩიპსეტის ტესტირების შედეგები, თუმცა ბევრი წყარო ვარაუდობს, რომ Tensor წარმადობით Apple-ის ჩიპებს გაუტოლდება. მოსალოდნელია, რომ Pixel 5-სგან განსხვავებით ახალი Google Pixel 6 და 6 Pro ფლაგმანური სმარტფონები იქნება, რაც, ბუნებრივია, მათ ფასზეც აისახება. ანალიტიკოსების ვარაუდით, Pixel 6 Pro-ს ღირებულება 1000 აშშ დოლარს გადააჭარბებს. https://bit.ly/3frn48l
  12. გამომცემლობა Bloomberg-მა გამოაქვეყნა ანალიტიკოს Mark Gurman-ის ანგარიში, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ Apple, როგორც მან პირობა დადო, საფირმო კომპიუტერების ARM-ჩიპსეტებზე გადაყვანას ორ წელში დაასრულებს. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ბოლო მოწყობილობა, რომელიც ARM-პროცესორს მიიღებს, სამუშაო სადგური Mac Pro იქნება. წყარო: appleinsider.com შეგახსენებთ, 2020 წლის ზაფხულში Apple-მა განაცხადა, რომ გეგმავს საფირმო კომპიუტერების ARM-პროცესორებზე გადაყვანას. გასული წლის ნოემბერში გამოვიდა პირველი მოწყობილობები M1 ჩიპსეტის ბაზაზე, ესენი იყო MacBook Pro, MacBook Air და Mac mini. მიმდინარე წელს მათ რიგს შეუერთდა iMac. მარკ გურმანი აცხადებს, რომ ხსენებული ორწლიანი პერიოდის ბოლოს Apple წარადგენს ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობას. საუბარი ეხება 20- და 40-ბირთვიანი ARM-ჩიპების ბაზაზე აწყობილ Mac Pro-ს. მანამდე Apple გამოუშვებს Mac Pro-ს პროცესორ Intel Xeon W-3300-ის ბაზაზე, რომლის წარდგენა გასულ კვირას შედგა. appleinsider.com მოსალოდნელია, რომ მალე Apple წარადგენს გაუმჯობესებულ M1X ჩიპსეტს. იგი უფრო მაღალი წარმადობის იქნება, ვიდრე ორიგინალი М1, ასევე ექნება მეტი მოცულობის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. სავარაუდოდ, მალე Apple დააანონსებს MacBook Pro-სა და MacBook Air-ს MagSafe კონექტორით. აგრეთვე, არაოფიციალური ცნობების თანახმად, მომდევნო MacBook Air-ს Mini-LED მატრიცა ექნება. https://bit.ly/3rPCLeq
  13. ციფრული აქტივები არის გადახდის ან ღირებულების გადაცემის კიდევ ერთი საშუალება, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება, ისევე როგორც ნებისმიერი ფინანსური ტექნოლოგია. ამის შესახებ განაცხადა ციფრული აქტივების პოლიტიკის შემუშავების საკითხებში FinCEN-ის მრჩეველმა მიშელ კორვერმა Law360-თან ინტერვიუში. „ფინანსური ტექნოლოგიები ვითარდება დროთა განმავლობაში და ინოვაციები ანგარიშსწორებისა და ფასეულობის გადაცემაში გრძელდება. ფინანსური ეკოსისტემის დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენებაც ყოველთვის იარსებებს“ - განაცხადა მან. კორვერმა დაამატა, რომ ახალ ტექნოლოგიებს იგი საინტერესოდ მიიჩნევს. ამერიკული მარეგულირებლების მხრიდან კრიპტოვალუტებისადმი ინტერესის ზრდა FinCEN-ის მრჩეველმა დაუკავშირა ვირუსი-დამშიფვრელების შეტევების რიცხვის ზრდას. შეგახსენებთ, რომ FinCEN-მა მიმდინარე წლის ივლისში შექმნა მრჩეველის პოზიცია ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროში და მოიწვია მიშელ კორვერი „შიდა და გარე პარტნიორებთან“ მუშაობისთვის. https://bit.ly/3jet45C
  14. Samsung-ის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს 200-ფენიანი V-NAND ტიპის ფლეშ-მეხსიერებაზე წარმატებული მუშაობის შესახებ. ეს იქნება ამ ტიპის პირველი ჩიპები მთელ ინდუსტრიაში. წყარო: kedglobal.com ღონისძიებაზე სამხრეთკორეულმა გიგანტმა ისაუბრა 54%-იანი ოპერაციული მოგების, აგრეთვე გაყიდვების 20%-იანი ზრდის შესახებ, რაც მიღწეულ იქნა ელექტრონული კომპონენტების წარმოების ძირითადი ბიზნესის წყალობით. უახლოეს დროში ეს მაჩვენებლები გაზრდება, თუმცა მიწოდების შეფერხება შესაძლოა შენარჩუნდეს COVID-19-ის პანდემიის გამო. Samsung-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და მეხსიერების მოდულების საწარმოო ქვეგანყოფილების კურატორმა Han Jin-man-მა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე შეიმუშავა მე-8 თაობის 200-შრიანი (ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს) V-NAND მეხსიერების ჩიპები, რომლებიც ამჟამად ბაზარზე გასვლისთვის მზადდება. „176-ფენიანი ჩიპები დარჩება ძირითად NAND-პროდუქტებად 2022 წლამდე. დამტკიცებული ათწლიანი გეგმის თანახმად ჩვენ ვმუშაობთ მომდევნო თაობის V-NAND ჩიპებზე“ - აღნიშნა Jin-man-მა. Samsung აუმჯობესებს V-NAND ფლეშ-მეხსიერების ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს თავისი ლიდერობა და გააძლიეროს კონკურენცია უახლოეს კონკურენტთან, ამერიკულ კომპანია Micron-თან, რომელმაც გასულ ნოემბერში გამოუშვა მსოფლიოში პირველი 176-ფენიანი NAND ჩიპები. წლის მეორე ნახევარში Samsung გეგმავს SSD-ების გამოშვებას 176-ფენიან V-NAND ჩიპებზე დაყრდნობით, რომლებსაც, კომპანიის განცხადებით, ექნებათ ინდუსტრიაში ყველაზე პატარა მეხსიერების უჯრედები. https://bit.ly/3j63DTG
  15. კომპანიების კვარტალურმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ Samsung Electronics-მა კიდევ ერთხელ გაუსწრო Intel-ს შემოსავლის სიდიდით. სამხრეთკორეულმა გიგანტმა მიმდინარე კურსით 19.7 მლრდ აშშ დოლარი მოაგროვა, ამერიკელი კონკურენტი მას 100 მლნ აშშ დოლარით ჩამორჩა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს თვეებში მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით Intel-ის მიერ მეხსიერების წარმოების ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებული გარიგების გათვალისწინებით. როგორც The Wall Street Journal აღნიშნავს, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში Intel ფაქტიურად მუდმივად დომინირებდა ნახევრადგამტარი წარმოების უმსხვილესი კომპანების რეიტინგში შემოსავლების სიდიდის მხრივ. Samsung-მა ლიდერის პოზიციის დაკავება შეძლო 2017 და 2018 წლებში, რასაც ხელი შეუწყო მეხსიერების მიკროსქემებზე ფასის ზრდამ. ამ ტიპის პროდუქტი დიდწილად განსაზღვრავს Samsung-ის შემოსავალს და ამჟამად ბაზრის კონიუნქტურა ხელსაყრელია კორეული კომპანიისთვის, ვინაიდან ფასები იზრდება. Gartner-ის პროგნოზის თანახმად მიმდინარე წელს მეხსიერებაზე ფასები 33%-ით გაიზრდება იმ დროს, როდესაც ცენტრალური პროცესორების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 4%-ით მატულობს. შედეგად, შემოსავლის დინამიკის მხრივ Intel-ი Samsung-თან შედარებით არამომგებიან პოზიციაში ჩნდება. როდესაც მეხსიერება იაფდება, Samsung მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს. უკვე მრავალი წელია, კომპანია ცდილობს შეამციროს მეხსიერების ბაზარზე დამოკიდებულება, რის გამოც ვითარდება ნახევრადგამტარი კომპონენტების კონტრაქტული წარმოების ბიზნესი. კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს იმედი, რომ Samsung-ის პროფილური ქვეგანყოფილება შეძლებს შემოსავლის წლიურ ჯამში 20%-ით გაზრდას. IDC-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნახევრადგამტარი კომპონენტების მსოფლიო ბაზრის ბრუნვა 12.5%-ით, 522 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, ასე რომ მოგებას მიღებს ბაზრის ყველა მონაწილე, Samsung Electronics-ისთვის კი იგი უფრო მკაფიოდ იქნება გამოხატული. Intel-ს ერთდროულად უწევს იბრძოლოს გაძლიერებულ AMD-სთან, ასე რომ სეგმენტის უმსხვილესი კომპანიის ტიტულის დაბრუნებას იგი სავარაუდოდ მალე ვერ მოახერხებს. https://bit.ly/3lmQXum
  16. სააგენტო Reuters აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელ ლაელ ბრაინარდის შეტყობინებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს სააგენტო ხედავს ოფიციალური ციფრული ვალუტის გამოშვების უპირატესობასა და მიზანშეწონილობას როგორც საერთაშორისო ანგარიშსწორების, ასევე შიდა მიმოქცევის თვალსაზრისით. აშშ დოლარის დომინირება საერთაშორისო ანგარიშსწორებებში, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს ბაზრის მსხვილი მონაწილეების მიერ ციფრული ვალუტების გამოშვების შემთხვევაში. შეერთებული შტატების ხელისუფლებას არ სურს ასეთი სცენარის დაშვება. ისინი სექტემბრის დასაწყისში დაიწყებენ საჯარო განხილვებს ოფიციალური ციფრული ვალუტის გამოშვების პროექტზე. საერთაშორისო ანგარიშსწორების ჯაჭვში, რომელიც საკმაოდ დამაბნეველი და გაუმჭვირვალეა, ციფრული ვალუტების გამოყენება შეიძლება იყოს მომგებიანი - თვლის ფედერალური რეზერვების სისტემა. ციფრული დოლარის ბრუნვას აშშ-ის შიდა ბაზარზე, ფედერალური სარეზერვო სისტემის მოსაზრების თანახმად, ასევე აქვს აზრი. პირველ რიგში, ის არ ჩამოართმევს მოქალაქეებს წვდომას ოფიციალურ საანგარიშსწორებო საშუალებაზე იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიული კრიპტოვალუტები პოპულარობას მოიპოვებენ. მეორეც, ოფიციალური ციფრული ვალუტა ანგარიშსწორების უფრო სწრაფ შესაძლებლობას მიანიჭებს იმ მოქალაქეებს, რომელთაც საბანკო ანგარიშები არ გააჩნიათ. https://bit.ly/3lmPYtZ
  17. Lovelace არქიტექტურაზე დამყარებულ, NVIDIA GeForce RTX 40 სერიის სამომხმარებლო გრაფიკული ადაპტერების გამოსვლამდე არაერთი თვეა დარჩენილი, თუმცა ინსაიდერები აგრძელებენ კომპიუტერული საზოგადოების ინფორმირებას ახალი მოწყობილობების შესახებ. ამჯერად ენთუზიასტმა, მეტსახელად Ulysses-მა გადაწყვიტა გაეზიარებინა საინტერესო ინფორმაცია, რომელიც „მწვანე გუნდის“ სამომავლო პროდუქტების წარმადობის დონეს ეხება - წერს რესურსი Wccftech. ფოტოს წყარო: Wccftech როგორც ინსაიდერი ამტკიცებს, GeForce RTX 40 და RTX 30 სერიებს შორის წარმადობის მხრივ ნახტომი მეტად საგრძნობი იქნება: ბოლოს ამგვარი რამ მოხდა 2016 წელს, როდესაც გამოვიდა Pascal არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაუსწრეს წინამორბედ GPU Maxwell-ს სიჩქარისა და ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, ფლაგმანური GeForce GTX 1080 Ti კი გეიმერებს შორის დღემდე მოწონებით სარგებლობს - Turing და Ampere თაობებით NVIDIA-ს უკვე აღარ გამოუვიდა მომხმარებლების გაოცება. ფოტოს წყარო: Twitter, Ulysses ამრიგად, ენთუზიასტის შეტყობინება ადასტურებს ამ დრომდე გაჟონილ არაოფიციალურ ცნობებს, რომელთა თანახმად მოსალოდნელია GPU Ampere-სთან შედარებით წარმადობის ორმაგი ზრდა Lovelace-სერიის გრაფიკულ პროცესორებში: წყაროს ინფორმაციით, ჩიპების ახალი თაობა შესაძლოა ფუნქციონირებდეს 2.2-2.5 გჰც სიხშირეებზე, სერიის ფლაგმანი კი იქნება GeForce RTX 4090 – 18432 CUDA ბირთვით, რესურსის სპეციალისტების აზრით იგი შეძლებს ორჯერზე მეტად აღემატებოდეს ოპერაციებში GeForce RTX 3090 მოდელს. 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენების მიუხედავად ახალი თაობის GPU მოიხმარს 400 ვატ ენერგიას მაქსიმალური დატვირთვისას, ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევა არაოფიციალურ ცნობებში, თუმცა წარმადობის საგრძნობი ზრდა გამოასწორებს სიტუაციას ეფექტურობის მაჩვენებლების ზრდის შედეგად. რაც შეეხება GeForce RTX 40 სერიის ვიდეო დაფების დებიუტის თარიღს, ინსაიდერული ინფორმაციით NVIDIA, დიდი ალბათობით, აპირებს ჯერ მთლიანად ამოწუროს Ampere თაობის რესურსი. ზემოთხსენებული მოვლენა შედგება არა უადრეს 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში. https://bit.ly/3C8MSQg
  18. მოწინავე გეიმინგ პროდუქტებისადმი მიძღვნილ ღონისძიება ChinaJoy 2021-ზე კომპანია BOE-მ წარადგინა მონიტორი 480 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და 1 მწ რეაქციის დროით. გამოსახულების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საფირმო გადაწყვეტილება BOE ADS Pro ტექნოლოგია Mini-LED-ის საფუძველზე. ფოტოს წყარო: sparrowsnews.com Mini-LED-ზე დამყარებული მატრიცა გვთავაზობს კონტრასტულობის მაღალ დონეს. ეკრანი დაყოფილია განათების 10 ათას ზონად, ამასთან სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი 2000 კდ/მ²-ს აღწევს. მსოფლიო ბრენდები, მაგალითად LG და AU Optronics ჯერჯერობით მხოლოდ საუბრობენ ამგვარ მახასიათებლებზე. ახალი გეიმინგ მოინტორი მაქსიმალური დინამიკით გვთავაზობს გამოსახულების ზუსტად გადმოცემას ღრმა შავი ფერით. მომხმარებლების მხედველობაზე ზეწოლის შემცირების მიზნით BOE-მ იზრუნა ლურჯი გამოსხივების გაფილტვრაზე და უზრუნველყო 0.081 მაჩვენებელი, რამაც დისპლეის საშუალება მისცა გაევლო TÜV Rheinland Eyesafe სერტიფიცირება. სამწუხაროდ, BOE-ს ახალი მოდელის სახელწოდება ისევე, როგორც მისი ფასი, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ღონისძიება ChinaJoy 2021-ზე, სადაც შედგა ახალი მონიტორის წარდგენა, კომპანიამ რამდენიმე გეგმა გააზიარა. უახლოეს მომავალში BOE-მ შესაძლოა დააანონსოს ულტრაფართე რკალისებრი გეიმინგ დისპლეი OLED-მატრიცით, გვერდების შეფარდებით - 32:9 და სიმრუდის 1800R რადიუსით. გამოსაშვებად მზადდება აგრეთვე ულტრათხელი მოდელი მინიმალური ზომის ჩარჩოთი. მუშაობა მიმდინარეობს აგრეთვე ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობაზე, ამგვარ პროდუქტებს საფუძვლად დაედება OLED-დისპლეი კვადრატულ დუიმზე 6000 პიქსელი სიმჭიდროვით, რაც უზრუნველყოფს 4K+ გაფართოებას თითოეული თვალისთვის და 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირეს. კომპანიის წარმომადგენლების შეხსენებით, ამჟამად BOE გახლავთ მსოფლიოში გეიმინგ დისპლეების უმსხვილესი მომწოდებელი. მის მოწყობილობებს იყენებენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Acer, ASUS, Dell, HP და Lenovo. Omdia-ს მარკეტოლოგების მონაცემებით ლეპტოპებისთვის განკუთვნილი, 120 ჰერცი განახლების სიხშირის მქონე დისპლეების ბაზარზე კომპანიის წილი 2020 წელს 24%-ს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი შესაძლოა 50%-ს მიაღწიოს. https://bit.ly/3flTdOG
  19. კრიპტოვალუტების ბაზრის მონაწილეებმა დაიწყეს Bitcoin-ის მასიური გატანა უმსხვილეს კრიპტო-ბირჟა Binance-იდან. 15 წუთის განმავლობაში გატანილ იქნა 1.2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების Bitcoin-ი. რატომ ხდება ასე, დაზუსტებით ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ექსპერტები სულ მცირე ოთხ მიზეზს ასახელებენ. 28 ივლისს დაფიქსირდა კრიპტოვალუტის უმსხვილესი ნაკადის გადინება Binance-დან. ინვესტორებმა გაიტანეს დაახლოებით 30 ათასი BTC. წინადღით კი გავიდა 13 800 BTC - დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. ექსპერტების განცხადების თანახმად ინვესტორების ამგვარი ქცევა შესაძლებელია სხვადასხვანაირად აიხსნას. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს უბრალოდ სურვილთან - უზრუნველყონ აქტივების უსაფრთხოება სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან უმსხვილესი ბირჟების მიმართ შეტევების ფონზე. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს FTX-ის გეგმები, რომ შეიძინოს ათეულობით ფინანსური გრანდი, როგორც ეს განაცხადა კრიპტო დერივატივების ბირჟის გენერალურმა დირექტორმა. გარდა ამისა, Bitcoin-ის უეცარი მკვეთრი გადინება შეიძლება იყოს მარტივი პიარ-აქცია ციფრული ვალუტის კურსის აღდგენის დასაჩქარებლად. ზოგიერთი ექსპერტი ინვესტორების ასეთ ქცევას განმარტავს, როგორც პროტესტს Binance-ის ახალი წესების მიმართ ფულის გატანის შესახებ. შეგახსენებთ, ადრე შესაძლებელი იყო დღე-ღამეში 2 BTC-ის გატანა, შემდეგ კი ლიმიტი გამკაცრდა. ამჟამად დღე-ღამეში შესაძლებელია არაუმეტეს 0.06 BTC-ის მიღება. აღსანიშნავია, რომ 26 ივლისს მოხდა Bitcoin-ის კურსის თვალშისაცემი ნახტომი: კრიპტოვალუტის ფასი 34 ათასიდან 40 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. მომდევნო დღეს Bitcoin-ი 3 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, შემდეგ კი ფასი კვლავ დაუბრუნდა 40 ათას აშშ დოლარიან დონეს. https://bit.ly/3zNMyog
  20. ღონისძიება Chinajoy 2021-ზე კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა საშუალო ფასის დიაპაზონის ახალი გრაფიკული ადაპტერი Radeon RX 6600 XT. რესურს VideoCardz-ის მონაცემების თანახმად ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6600 XT დამყარებულია სრულფასოვან გრაფიკულ პროცესორ Navi 23 XT-ზე, აქვს 2048 ნაკადური პროცესორი და ფუნქციონირებს 2359/2589 მჰც სიხშირეზე გეიმინგ/Boost რეჟიმებში. გარდა ამისა, ვიდეო დაფას აქვს 8 გბ GDDR6 ტიპის ვიდეომეხსიერება ეფექტური 16 გჰც სიხშირით და 128-ბიტიანი სალტით, აგრეთვე 32 მბ Infinity Cache. TDP-ის დონე 160 ვატს შეადგენს, ხელმისაწვდომია ერთი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. AMD-ის სპეციალისტების მიერ წარმოებული ტესტების შედეგების თანახმად ახალი მოდელი კონკურენტ NVIDIA GeForce RTX 3060-ს აღემატება თანამედროვე თამაშების უმეტესობაში - საშუალოდ ახალი ვიდეო დაფა 15%-ით უსწრებს ოპონენტს და უმნიშვნელოდ ჩამორჩება მხოლოდ Horizon Zero Dawn თაითლში. უნდა აღინიშნოს, რომ ტესტირებები ჩატარდა 1080p გაფართოებაზე გრაფიკის ხარისხის მაქსიმალურ პარამეტრებზე და გამოყენებული იყო ტექნოლოგია Smart Access Memory/Resizable BAR. გარდა ამისა, „წითელი გუნდის“ მკვლევარებმა Radeon RX 6600 XT დაფის წარმადობის დონე შეადარეს მის წინამორბედ Radeon 5600 XT მოდელს გეიმინგ-აპლიკაციებში და აღნიშნეს ახალი დაფის 1.4-1.7-ჯერ მეტი უპირატესობა. მწარმოებელი კომპანიები უკვე ემზადებიან Radeon RX 6600 XT-ს დებიუტისთვის, რომელიც 11 აგვისტოს უნდა შედგეს და ამზადებენ უამრავ მოდელს - კომპაქტურ ფორმ-ფაქტორ Mini-ITX-იდან დაწყებული - სამი ქულერით აღჭურვილი, მაღალი წარმადობის გრაფიკული ადაპტერებით დამთავრებული. ფოტოს წყარო: VideoCardz Radeon RX 6600 XT ვიდეო დაფის სარეკომენდაციო ფასი 379 აშშ დოლარიდან იწყება. https://bit.ly/3la2EV0
  21. კომპანია Intel-მა წარდგინა Xeon W-3300 პროცესორები, რომლებიც განკუთვნილია მძლავრი სამუშაო სადგურების შექმნისთვის. ახალი ჩიპები შეავსებს Intel Xeon Ice Lake-SP სერვერული პროცესორების სერიას, მათ ექნება იგივე არქიტექტურა, 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და LGA 4189 სოკეტი. ახალი Xeon W უკვე ხელმისაწვდომია სისტემური ინტეგრატორებისთვის. ფოტოს წყარო: Intel Intel Xeon W-3300 ჩიპების სერიაში შევიდა ხუთი მოდელი: Xeon W-3375, Xeon W-3365, Xeon W-3345, Xeon W-3335 და Xeon W-3323. მათ აქვთ 38 ფიზიკური ბირთვი, რომელთაც 76-მდე ვირტუალური ნაკადის დამუშავება შეუძლიათ. ტაქტის სიხშირე აღწევს 4.0 გჰც-ს Turbo Boost რეჟიმში, მოდელების TDP-ის დონე კი 220-დან 270 ვატამდე ვარირებს. ახალ ჩიპებს აქვთ 64 PCIe 4.0 არხის მხარდაჭერა და შეუძლიათ მიიღონ 4 ტბ-მდე რვაარხიანი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, Xeon W-3300 სერიის ჩიპებს გააჩნია ორნახევარჯერ მეტი მეხსიერების მხარდაჭერა და უზრუნველყოფენ ოპერატიული მეხსიერების 31%-ით მაღალ სიჩქარეს წინა მოდელებთან შედარებით. გარდა ამისა, Intel-ის შიდა ტესტები გვიჩვენებს, რომ ახალი ჩიპები დემონსტრირებენ 45%-ით მაღალ მრავალნაკადიან წარმადობას Cinema 4D-ში, 26%-ით მაღალ წარმადობას AutoDesk Maya რენდერისას, უზრუნველყოფენ 20%-მდე უკეთეს წარმადობას რედაქტირებისა და კოდირებისას Adobe Premiere Pro-ში და უზრუნველყოფენ 27%-მდე მეტ წარმადობას AutoDesk Maya-ს ფინალურ 3D-ვიზუალიზაციაში Intel Xeon W-3200 სერიის მოდელებთან შედარებით. Xeon W-3300 პროცესორების დამატებითი მახასიათებლებია Turbo Boost 2.0 ტექნოლოგიის, AVX-512 ინსტრუქციების მხარდაჭერა, აგრეთვე ამოცანათა დამუშავების დაჩქარებისთვის განკუთვნილი Deep Learning Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია მანქანურ სწავლებასთან, ამასთან აღსანიშნავია Intel Optane SSD P5800X-სთან მუშაობის შესაძლებლობა. https://bit.ly/3ldbiSD
  22. Coinbase-მა ოპტიმისტურად შეაფასა აშშ-ში Bitcoin-ზე დამყარებული საბირჟო ფონდების (ETF) დამტკიცების პერსპექტივა მიმდინარე ან მომავალი წლისთვის. ამის შესახებ ბირჟამ განაცხადა 2021 წლის პირველი ნახევრის ინდუსტრიის მიმოხილვისას, რომელიც ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის იყო განკუთვნილი. „ბევრი მსხვილი ETF ემიტენტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომპანიამ (SEC) შესაძლოა ნებართვა მისცეს საბირჟო კრიპტოფონდებს მიმდინარე ან 2022 წელს. არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რომლებიც ამ ოპტიმიზმს ამყარებს“ - აღნიშნეს კომპანიის სპეციალისტებმა. მათ გაიხსენეს, რომ მარეგულირებელმა ორგანომ უარყო Bitcoin-ETF-ის ლისტინგთან დაკავშირებული სულ მცირე ათეული განაცხადი. თუმცა, მათი აზრით, იმ დროიდან გაჩნდა მთელი რიგი ხელსაყრელი ფაქტორები კომისიის მიერ მსგავსი საინვესტიციო ინსტრუმენტების რეგისტრაციისთვის: SEC-ის ახალი ხელმძღვანელობა გერი გენსლერის მეთაურობით, რომლებიც კრიპტოვალუტების ბაზრის მიმართ უფრო ლოიალურებად ითვლებიან; ინდუსტრიაში ინსტიტუციონალური მოთამაშეების რაოდენობის გაზრდა; ციფრული ოქროს ფიუჩერსული ბაზრის მოცულობის ზრდა ნიშნულამდე, რომელსაც მარეგულირებლები ორიენტირად იყენებენ; Bitcoin-ETF-ის წარმატებული დებიუტი კანადაში. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ საბირჟო Bitcoin-ფონდებისთვის ნებართის გაცემა გახდება „ინდუსტრიისთვის გადამწყვეტი მომენტი“, რაც განბლოკავს ახალი ფულადი რესურსების ნაკადს ისეთი მიუწვდომელი არხებიდან, როგორებიცაა ბროკერ-დილერები ან გადასახადებისგან თავისუფალი ანგარიშები. https://bit.ly/3i6jQc9
  23. ტაივანურმა კომპანია TSMC-იმ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო ნებართვა, რომ ააშენოს ახალი მოწინავე საწარო ტაივანის ჩრდილო-დასავლეთში, რომელიც 2-ნანომეტრიან პროდუქციას გამოუშვებს. როგორც რესურსი Nikkei Asian Review აღნიშნავს, ამ საწარმოს მშენებლობა დაიწყება მომდევნო წლის დასაწყისში, სინჩჟუს რაიონში, ტექნოლოგიური აღჭურვილობის მონტაჟი კი განხორციელდება 2023 წელს. საწარმო დაიკავებს 20 ჰექტარზე მეტ ფართობს და ყოველდღე მოიხმარს 98 ტონა წყალს. ეს გახლავთ 2020 წელს TSMC-ის ყველა საწარმოს მიერ მოხმარებული წყლის რესურსის დაახლოებით ნახევარი. ათწლეულის შუა პერიოდში ტექნიკური წყლის 10%-მდე გამოყენებული იქნება ამ საწარმოში ხელმეორედ, 2030 წლისთვის კი 100%-ს მიაღწევს. ტაივანის ხელისუფლებამ ცხადყო, რომ მზად არიან კომპანიას ხელი შეუწყონ კუნძულზე ყველაზე მოწინავე წარმოების შენარჩუნებაში, ამავე დროს კომპანია აპირებს სხვა ქვეყნებშიც აითვისოს უფრო მომწიფებული კომპონენტების გამოშვება. ამერიკული საწარმო გამოუშვებს 5-ნანომეტრიან პროდუქციას, იაპონიაში თუ მსგავსი ქარხანა აშენდება, იგი ორიენტირდება 28-ნანომეტრიან კომპონენტებზე, ევროპის ტერიტორიაზე საწარმოების მშენებლობის გეგმები კი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. https://bit.ly/3rEijgL
  24. გერმანულ რესურს Igor’sLAB-ის ინფორმაციით, კომპანია Intel მიმდინარე წელს გამოუშვებს Alder Lake პროცესორების მხოლოდ K და KF სერიებს, ე.ი. მოდელებს განბლოკილი მულტიპლიკატორით, რომლებიც ენთუზიასტების აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. ახალი სერიის დანარჩენ პროცესორებს მომდევნო წლამდე უნდა ველოდოთ. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ გადაწყვიტა Alder Lake ჩიპების გამოშვების დაჩქარება, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც მე-12 თაობის Core. ახალი პროცესორების გაყიდვის დაწყება მოსალოდნელია 27 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე პერიოდში, ანუ პრაქტიკულად მორიგ ღონისძიება Intel Innovation-ის შემდეგ, რომელიც 27 ოქტობრისთვისაა დაგეგმილი. მიმდინარე წელს გაყიდვაში გამოვა მხოლოდ K და KF სერიის პროცესორები, აგრეთვე დედა დაფები ფლაგმანურ ჩიპსეტ Intel Z690-ის ბაზაზე. ახალი პლატფორმის ფარგლებში დანარჩენი პროდუქტების ანონსი, რომელთა შორისაა ჩიპსეტები H670, B660 და B610, შედგება ელექტრონიკის გამოფენა CES 2022-ზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. უნდა ითქვას, რომ ზემოთხსენებული რესურსი უკვე მეორე წყაროა, რომელიც გვაცნობებს არა-K სერიის Alder Lake ჩიპების გამოშვების თარიღის გადაწევის შესახებ. ამგვარი ცნობა გავრცელდა დაახლოებით ორი თვის წინ ტექნობლოგერ Moore’s Law is Dead-ის მიერ. ადრე აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ დედა დაფების მწარმოებლები არ იჩენენ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს კვების ახალ სტანდარტ ATX12VO-ს მიმართ, რომელიც გულისხმობს უარის თქმას დედა დაფებში არსებულ კვების 24-პინიან კონექტორებზე და ამის ნაცვლად 10-პინიანი 12-ვოლტიანი კონექტორის გამოყენებას, რაც ჯამში განაპირობებს გარკვეულ შემთხვევებში პერსონალური კომპიუტერის ენერგომოხმარების შემცირებას. როგორც პორტალი VideoCardz წერს, კვების ახალი სტანდარტის პოპულარობის გაზრდის მიზნით Intel ფასდაკლებასაც კი იძლევა ახალ, 600-სერიის ჩიპსეტებზე, თუმცა მხოლოდ იმ მწარმოებლებისთვის, ვინც გამოუშვებს დაფებს ახალი ATX12VO კონექტორით. ამჟამად კი Intel Z690 სისტემური ლოგიკის ნაკრებზე დედა დაფების უმეტესობა პროექტდება წინა ATX12V სტანდარტის მიხედვით, თუმცა ზოგიერთი ვენდორი მაინც გეგმავს ATX12VO მხარდაჭერის მქონე მოდელების გამოშვებას. ახლახანს გამართულ ღონისძიება Intel Accelerated-ზე კომპანიამ განახორციელა საკუთარი ტექნოლოგიური პროცესების რებრენდინგი. ამიერიდან 10-ნანომეტრიან Enhanced SuperFin ტექნოლოგიას ეწოდება Intel 7. მის ბაზაზე კომპანია გამოუშვებს სამომხმარებლო Alder Lake პროცესორებს, აგრეთვე Sapphire Rapids სერიის სერვერულ ჩიპებს (და შესაძლოა, HEDT-გადაწყვეტილებებს მომავალში). კომპანიის განცხადების თანახმად ტექნოპროცესი Intel 7 უზრუნველყოფს წარმადობის ზრდას ვატზე დაახლოებით 10-15%-ით Intel 10nm SuperFin ტექნოლოგიასთან შედარებით FinFET ტრანზისტორების სტრუქტურის ოპტიმიზაციის ხარჯზე. მე-12 თაობის ახალი Intel Core პროცესორებს სჭირდება ახალი LGA1700 კონექტორი. პლატფორმას აგრეთვე ექნება Raptor Lake-S პროცესორების მხარდაჭერა, რომლებიც მომავალ წელს Alder Lake-ს ჩაანაცვლებენ. სამწუხაროდ, კომპანიას არაფერი უთქვამს, ექნება თუ არა ამ სოკეტის მხარდაჭერა მე-14 თაობის ჩიპებსაც, რომელთა კოდური დასახელებაა Meteor Lake. https://bit.ly/3l5FXBx
  25. კრიპტო ბირჟა Binance-მა 2 BTC-დან 0.06 BTC-მდე შეამცირა თანხის გატანის დღიური ლიმიტი ახალი მომხმარებლებისთვის, რომელთაც გაიარეს ექაუნთის საბაზისო ვერიფიკაცია. ბირჟის უკვე არსებული მონაწილეებისთვის ცვლილებები განხორციელდება ეტაპობრივად - 8-დან 23 აგვისტომდე. პიროვნების შემოწმება საშუალებას იძლევა თანხის გატანის დღიური ლიმიტი 100 BTC-მდე გაიზარდოს. გარდა ამისა, Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ დაწერა, რომ მისი კომპანია ეძებს კანდიდატს გენერალური დირექტორის პოზიციაზე. „უახლოეს დროში არ იგეგმება ჩემი, როგორც აღმსარულებელი დირექტორის შეცვლა. დიდი სურვილი გვაქვს დავიქირავოთ გენერალური დირექტორი დიდი გამოცდილებით. ეს საჭიროა, რათა მოხდეს დემონსტრირება, რომ ვემორჩილებით მარეგულირებელ მოთხოვნებს, ეს ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია“. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ აღმასრულებელი დირექტორი კომპანიაში ათ წელს მეტხანს არ უნდა დარჩეს - მისი აზრით, 5 წელი ოპტიმალური პერიოდია. Zhao-მ ხაზი გაუსვა, რომ „მას არ სჭირდება იყოს აღმასრულებელი დირექტორი“, აგრეთვე აღნიშნა, რომ არ ტოვებს Binance-ს. „მე ყოველთვის მოვძებნი მეთოდებს, თუ როგორ შევუწყო ხელი ჩვენი ლოგოტიპის უკან მდგომ ქომიუნითის“. მაისში გაკეთებული ინტერვიუს დროს Zhao-მ განაცხადა, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც კომპანიას 10 წელი მართავს, ადგილი სხვა ადამიანს უნდა დაუთმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციის დინამიკა შენელდება. იმ დროს მან განაცხადა, რომ ფიქრობდა გენერალური დირექტორის როლის ტრანზიტსა და გადაცემაზე, აგრეთვე თქვა, რომ აპირებდა მომავალში Binance Smart Chain ეკოსისტემის განვითარებაზე ყურადღების გამახვილებას. შეგახსენებთ, Binance-მა ცოტა ხნის წინ ოცჯერ შეამცირა მაქსიმალური ფინანსური ბერკეტი (leverage) ფიუჩერსულ პლატფორმაზე. ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ წყვეტდა ტოკენიზებული აქციების მხარდაჭერას. Zhao-მ ადრე არ გამორიცხავდა მარეგულირებელი წნეხის ზრდას. მან ასევე ისაუბრა სტრატაპის სტადიიდან ფინანსურ სერვისზე გადასვლისთვის საჭირო ზომების შესახებ. https://bit.ly/3zK9VyU
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.