Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7330
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ბლოკჩეინ-ანალიტიკოსი Kim Yeon Joo თვლის, რომ გარკვეულ პირობებში Bitcoin-ის კურსი არასდროს ჩამოვა 50 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს ქვემოთ. მან გააანალიზა, რომ Bitcoin-ს შეუძლია იმავე გზის გავლა, რაც ოქრომ გაიარა 2004 წელს, როდესაც დამტკიცდა ოქროთი ვაჭრობის ფონდი. ამის შემდეგ ფასები მკვეთრად გაიზარდა და თუ Bitcoin-ი მიჰყვება ამ მაგალითს, მას მსგავსი ბედი ელის. „NYSE-მა დაამატა პირველი ოქროს ETF 2004 წლის ნოემბერში და ფასი აღარც დაბრუნებულა ძველ დონეზე. მრავალმა ეკონომიკურმა ფაქტორმა გავლენა მოახდინა ოქროს ფასზე, თუმცა ETF-ის ლისტინგმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალური ინსტიტუციური ფინანსების შემოდინებაში. შესაძლოა, ETF-ის დამტკიცების შემდეგ ვეღარასოდეს ვიხილოთ BTC-ის ამჟამინდელი კურსი, ”- აღნიშნა ანალიტიკოსმა. მოსალოდნელია, რომ ETF-ის მიღების შემთხვევაში Bitcoin-ის კურსი აიწევს და ამ პოზიციას BTC-ის ბევრი მომხრე უჭერს მხარს. ანალიტიკოსი თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მაგალითი მისცეს სხვა ქვეყნებს, რის შემდეგაც მრავალი ინსტიტუტი გადაწყვეტს აქტივის გამოყენებას და თანახმა იქნება საკუთარი ETF-ის შექმნაზე. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ხარული ტრენდის გაგრძელება: „წარმოიდგინეთ, რომ SEC დაამტკიცებს Bitcoin-ETF-ს. აშშ-ს მეგობარი ქვეყნებიც, მაგალითად კორეა, დაამტკიცებენ Bitcoin-ETF-ს, უამრავი გლობალური ორგანიზაცია იყიდის BTC-ს, გლობალური ფინანსური სერვისების სფეროში მოქმედი კომპანიები აამოქმედებენ Bitcoin-ფონდებს. რა იქნება ასეთ შემთხვევაში BTC-ის ფასი? ხარული ბაზარი გაგრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე გვგონია“. აშშ ამჟამად ელოდება SEC-ის მიერ ETF-ის მერვე განაცხადის დამტკიცებას. 2014 წელს უარყოფილ იქნა Bitcoin-ETF-ის ამოქმედების პირველი განაცხადი, თუმცა ბაზრის მონაწილეები მიმდინარე წლისთვის ელიან, რომ შეერთებულ შტატებში დაიშვება ქვეყანაში პირველი Bitcoin-ETF. სხვა ქვეყნების Bitcoin-ETF-ის წარმატების მაგალითზე მოსალოდნელია, რომ ამერიკული ETF-ები ბაზარს ახალ დონეზე აიყვანენ. მაგალითისთვის, ამჟამად კანადას სამი ETF გააჩნია. https://bit.ly/3y2f85c
  2. Intel Xe-HP ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი გრაფიკული პროდუქტია. რაჯა კოდური დიდი ხანია აღიზიანებს საზოგადოების ცნობისმოყვარეობას Xe-HP გრაფიკული პროცესორებით, მაგრამ ამ დრომდე არაფერია ცნობილი არც ამ პროდუქტების გამოშვების თარიღის, არც თავად არქიტექტურის და მახასიათებლების შესახებ. Igor’sLAB-ის წყალობით ამჯერად შესაძლებელი გახდა გავიგოთ გაცილებით მეტი რამ Arctic Sound თაობის გრაფიკული პროცესორების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, Intel Xe-HP არქიტექტურას იმაზე მეტი მოდული აქვს, ვიდრე ამ დრომდე ცხადდებოდა. Xe-LP-ისგან განსხვავებით, რომლის რეალიზება მოხდა Tiger Lake და DG1 გრაფიკულ პროცესორებში და რომელთაც 96-მდე EU აქვთ, Xe-HP-ს 512 EU გააჩნია. არსებობს ამაჩქარებლის მონიმუმ სამი ვარიანტი. Intel Arctic Sound 1T Intel Arctic Sound 1T მიეკუთვნება ერთელემენტიან კონფიგურაციას 512 EU-ით, თუმცა ამ მოდელში გრაფიკული პროცესორის ნაწილი გათიშულია და აქტიურია მხოლოდ 384 EU. თუკი ვივარაუდებთ, რომ Xe არქიტექტურა იმავე პრინციპს მისდევს, რასაც წინა თაობა, დასაშვებია ითქვას, რომ ამ მოდელს 3072 ბირთვი აქვს. ეს დაფა აღჭურვილი 16 გბ HBM2e მეხსიერებით. Igor’sLAB აცხადებს, რომ ამ მოდელს აქვს TDP 150 ვატი, რაც ამ დრომდე გამოცხადებულ 225 ვატზე ნაკლებია, მაგრამ ეს უკანასკნელი სავარაუდოდ მიეკუთვნება სრულფასოვანი 512 EU-ის მქონე ამაჩქარებელს. გარდა ამისა, Arctis Sound 1T-ს აქვს PCIe Gen4 ინტერფეისი. Xe-HP მოდელს აქვს ორი კრისტალი და თითოეულს - 480 EU. ეს ნიშნავს, რომ დაფას მხოლოდ 7680 ბირთვი გააჩნია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სრული 8192 ბირთვი. 2T მოდელს აქვს 32 გბ HBM2e მეხსიერება და TDP 300 ვატი. მასში გამოყენებულია ერთი 8-პინიანი EPS კონექტორი, რომელიც ფაქტობრივად სტანდარტი ხდება მონაცემთა ცენტრებისა და სამუშაო სადგურისთვის განკუთვნილი გრაფიკული ბარათებისთვის. რაც შეეხება მესამე, ოთხკრისტალიან ვარიანტს, როგორც ჩანს, მას გარკვეული საწარმოო პრობლემები აქვს. Igor'sLAB-ის მიერ გაზიარებული ინფორმაცია ემყარება Intel-ის შიდა სლაიდებს, რომლებიც საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. https://bit.ly/3hldllK
  3. eBay-ზე ნებადართული გახდა NFT-ის გაყიდვა, კოლექციონირების ციფრული პროდუქტები უკვე ხელმისაწვდომია ფიზიკური პროდუქტების გვერდით. ამჟამად eBay გასაყიდ განაცხადებში NFT-ის განთავსების ნებართვას აძლევს მხოლოდ ვერიფიცირებულ გამყიდველებს და თანაც მხოლოდ გარკვეულ სეგმენტებში, მაგალითად სურათების, მუსიკის, გართობისა და ხელოვნების სფეროს კატეგორიებში. კომპანია აცხადებს, რომ გეგმავს სამომავლოდ განავითაროს თავისი ინსტრუმენტები და პოლიტიკა, რათა დანერგოს NFT-ების სხვა კატეგორიებში გაყიდვის შესაძლებლობაც. EBay ამჟამად ამოწმებს ახალ ფუნქციონალს და აგროვებს საზოგადოების უკუკავშირს NFT ოპერაციების შესახებ. კომპანიის ბლოგში აღნიშნულია, რომ მუშაობენ განახლებაზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ივაჭრონ კოლექციონირების ციფრული პროდუქტებით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია NFT-ის გარდა კიდევ რა პროდუქტებს შეიძლება გულისხმობდეს ეს განაცხადი. მიმდინარე თვის დასაწყისში eBay-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მომავალში სავაჭრო პლატფორმაზე შესაძლებელი გახდება ნივთების შეძენა კრიპტოვალუტით, თუმცა არ დაუკონკრეტებია ეს როდის მოხდება. ამჟამად ყველა შესყიდვისთვის გამოიყენება სტანდარტული საანგარიშსწორებო სისტემა, რომელსაც უკავშირდება საბანკო ბარათი ან PayPal-ის ანგარიში. შეგახსენებთ, NFT ანუ არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენი - ეს გახლავთ კრიპტოგრაფიული ტოკენის სახეობა, რომლის თითოეული ეგზემპლარი უნიკალურია და შეუძლებელია მისი ჩანაცვლება ანალოგიური ტოკენით. NFT არის ციფრული ობიექტის უნიკალურობის ერთგვარი სერტიფიკატი. https://bit.ly/3eD226E
  4. კომპანია Sony-მ გააფორმა პატენტი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დამყარებულ ტექნოლოგიაზე, რომელიც შეძლებს გეიმერის ჩანაცვლებას კომპიუტერული თამაშების პროცესში. მარტივად რომ ითქვას, ეს ხელოვნური ინტელექტი ითამაშებს მფლობელის ნაცვლად, ამასთან იგი გაიმეორებს მისი თამაშის უნიკალურ სტილს. ეს გახლავთ გაცილებით მოწინავე ტექნოლოგია, ვიდრე ონლაინ-თამაშებისთვის განკუთვნილი ფართოდ გავრცელებული ბოტები. იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა თამაში ისწავლოს, იგი უნდა დააკვირდეს მომხმარებელს, დააკოპიროს მისი ქმედებები და შეისწავლოს გეიმფლეის ნიუანსები. ამგვარი ნეიროქსელი ვერ ერკვევა თამაშის არსში, მას წარმოდგენა არ აქვს წესების, ტაქტიკისა და სტრატეგიების შესახებ, მაგრამ მეტად კარგად იმიტირებს კონკრეტული ადამიანის თამაშის სტილს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი შეძლებს მუდმივად გამარჯვებას და ახალ სიტუაციასთან დამოუკიდებლად მორგებას. სამაგიეროდ ნეიროქსელი უპრობლემოდ ჩაანაცვლებს გეიმერს, თუკი მას, მაგალითად, ონლაინ-თამაშის რაუნდის დროს ჩაის მოსამზადებლად სამზარეულოში გასვლა მოესურვება. ორიგინალი პატენტის სქემა თანამედროვე MMO (მრავალმომხმარებლიანი) გეიმინგ-ინდუსტრია გაჭიანურებულ კრიზისს განიცდის, რომლის მთავარი ნიშანია ერთფეროვანი გეიმფლეის მქონე ონლაინ-თამაშების დომინირება. ვითარება ნაწილობრივ განპირობებულია გამომცემელთა ფინანსური მადით - MMO-ში უფრო ადვილია მიკროტრანზაქციებსა და კონტენტის შესყიდვებზე გეიმერების მიჯაჭვულობა. თავისი წვლილი შეაქვთ მაინერებსაც, რომლებიც ყიდულობენ მაღალი წარმადობის ვიდეო დაფებს, პროცესორებსა და მყარ დისკებს, რის გამოც ამ მოწყობილობებზე ფასი მრავალჯერ გაიზარდა და უამრავი გეიმერი ვერ ახერხებს კომპიუტერების განახლებას. ასე რომ მათ უწევთ ერთგვაროვანი კვესტების შესრულება მრავალჯერ, რაც თავისუფლად შეიძლება დაეკისროს დაუზარელ ხელოვნურ ინტელექტს. https://bit.ly/3eK9ihr
  5. როგორც ცნობილია, Apple-ის სამომავლო ლეპტოპებს ახალი, კაშკაშა დიზაინი ექნებათ ახლად წარდგენილი iMac-ის სტილში, რომელიც დამყარებულია ARM-პროცესორ Apple M1-ზე. ამჟამად ცნობილმა ინსაიდერმა Jon Prosser-მა გააზიარა მისი თქმით მაქსიმალურად ზუსტი და საიმედო რენდერები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სამომავლო ლეპტოპების დიზაინზე წარმოდგენის შექმნა. ინსაიდერის თქმით, მის მიერ გამოქვეყნებული რენდერები სამომავლო MacBook Air-ს დემონსტრირებს. იგი ამგვარ დასკვნამდე მივიდა მოწყობილობების თხელი კორპუსისა და იმ ფაქტის საფუძველზე, რომ ლეპტოპების დიზაინი აშკარად არ შეესაბამება აქამდე ჰაკერების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასახულ MacBook Pro-ს. პროსერმა აღნიშნა, რომ ლეპტოპის სისქე ყველა ფართობზე ერთნაირი იქნება. გარდა ამისა, ეს იქნება პირველი MacBook მოდელი 2010 წლის შემდეგ, რომელიც თეთრი ფერის კლავიატურით იქნება წარმოდგენილი. ფუნქციონალური ღილაკების ზომის გაზრდის გამო მთლიანი კლავიატურა განთავსებულია ოდნავ ქვემოთ და იკავებს სენსორული პანელის (თაჩპედის) ფართობის ნაწილს. ლეპტოპის ორივე გვერდზე მოცემული იქნება თითო USB-C პორტი. წყარომ განაცხადა, რომ MagSafe კონექტორი არ იქნა რენდერებში დამატებული, რადგანაც იგი არ ჩანს მოწყობილობის იმ ფოტოზე, რომლის მიხედვითაც მოცემული რენდერები შეიქმნა. ამასთან, გამომცემლობა Bloomberg-მა ადრე განაცხადა, რომ სამომავლო MacBooc Air და Pro აღჭურვილი იქნება მაგნიტური კონექტორით დამტენ მოწყობილობასთან მისაერთებლად. მნიშვნელოვანი ცვლილებებია ლეპტოპის ქვედა პანელზე. ოთხი მრგვალი ფეხის ნაცვლად ამჯერად გამოყენებული იქნება ორი წაგრძელებული სადგამი, რომლებიც განთავსდება კორპუსის გვერდების პარალელურად. პროსერი აცხადებს, რომ რენდერებზე გამოსახული ნოუთბუქის წარდგენა შედგება მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში. მიიჩნევა, რომ სამომავლო MacBook Air დამყარებული იქნება ახალ ARM-ჩიპსეტ M2-ზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის შესამჩნევ ზრდას აქტუალურ M1 ჩიპთან შედარებით. https://bit.ly/3y6vcCP
  6. კრიპტოვალუტების უმსხვილესი საჯარო კომპანია MicroStrategy-ს ხელმძღვანელი მაიკლ სეილორი Bitcoin-ს მიიჩნევს მთელი 21-ე საუკუნის დაგროვების მთავარ საშუალებად. ამის შესახებ მან Kitco News-თან ინტერვიუში ისაუბრა. მაშ ასე, სეილორმა მთავარ კრიპტოვალუტას ყველაზე მძლავრი ტექნოლოგია უწოდა. სწორედ Bitcoin-მა შეძლო 12 წლის განმავლობაში 0-დან 1 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაზრდა. MicroStrategy-ს გენერალური დირექტორის თქმით Bitcoin-ი გახდება დაგროვების მთავარი საშუალება XXI საუკუნეში. იგი თვლის, რომ კაცობრიობას ახლა ძალიან სჭირდება ძლიერი აქტივები და ვალუტები. თუკი ადამიანებს სურთ ღირსეულად ცხოვრება, ასეთ შემთხვევაში ეს აქტივი უნდა იყოს ციფრული, აღნიშნა მან. „Bitcoin-ი ამჟამად არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და ძლიერი ძალა. 12 წლის განმავლობაში მისი ღირებულება 0-დან ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს მას თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დესტრუქციულ ტექნოლოგიად აქცევს, იმაზე უფრო დესტრუქციულად, ვიდრე არის Amazon, Apple, Facebook და Google. ", - განაცხადა ტოპ მენეჯერმა. MicroStrategy კრიპტოვალუტის უდიდესი მფლობელია საჯარო კომპანიებს შორის. ამჟამად კომპანიას აქვს 91.5 ათასი Bitcoin-ი. მათი გადახდილი საშუალო ფასი ერთ მონეტაში არის 24.3 ათასი აშშ დოლარი. https://bit.ly/3f6lFDq
  7. ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ მე-12 სერიის Core პროცესორების ანონსი შედგებოდა სექტემბერში და გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყებოდა. ამჟამად არსებული ინფორმაციით ანონსი შესაძლოა ნოემბრამდე გადაიდოს. ეს ნიშნავს, რომ Intel Alder Lake-S სერია გამოვა Rocket Lake-S სერიის გამოსვლიდან მხოლოდ რვა თვის შემდეგ, რაც იქნება ყველაზე სწრაფი არქიტექტურული განახლება Intel-ის დესკტოპ პროცესორების ისტორიაში. ამ სერიაში გამოყენებული იქნება Intel-ის ჰიბრიდული ტექნოლოგია, რომელიც მოიცავს მაღალი ენერგოეფექტურობისა და წარმადობის მქონე ბირთვებს. ამგვარი მიდგომა არასოდეს გამოიყენებოდა სამომხმარებლო დესკტოპ პროცესორებში. გარდა ამისა, Alder Lake იქნება Intel-ის შემთხვევაში პირველი 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ხაზი. ეს გახლავთ Intel-ის პროცესორების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, თუმცა არა ერთი, რასაც Alder Lake შემოგვთავაზებს. ამ სერიაში წარმოდგენილი იქნება უახლესი PCIe Gen5 ინტერფეისი, ასევე ახალი DDR5 და LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება. ორივე მათგანი მიიღებს Intel-ის პლატფორმის მხარდაჭერას უფრო ადრე, ვიდრე AMD. სამომხმარებლო პროცესორების გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, თუმცა სამუშაო სადგურების წარმოების გრაფიკი გვიჩვენებს, რომ Intel-ი Alder Lake პროცესორების მასიური წარმოების დაწყებას წლის მესამე კვარტალში აპირებს. რაც შეეხება Alder Lake-ის სიჩქარის მახასიათებლებს, Intel ელის ერთნაკადიან სამუშაოებში წარმადობის 20%-იან ზრდას და მრავალნაკადიანში - ორჯერ მატებას. https://bit.ly/3tzgjpf
  8. კომპანია Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ დაიწყო მსოფლიოში პირველი ოპერატიული მეხსიერების მოდულების წარმოება CXL (Compute Express Link) სალტით. მსგავსი მოდულები მთლიანად ცვლის წარმოდგენას ოპერატიული მეხსიერების შესახებ. მეხსიერების ბლოკი შეიძლება იყოს დაკავშირებული PCIe 5.0 პროტოკოლების გამოყენებით და აქვს მოცულობა 1 ტერაბაიტამდე ან მეტი, ამავე დროს შეიძლება ერთდროულად იყოს პროცესორის, ვიდეო დაფისა და ამაჩქარებლის საბაზისო მეხსიერება. ეს ბევრ რამეს შეცვლის ხელოვნურ ინტელექტსა და მაღალი წარმადობის გამოთვლებში. Samsung-ის განცხადებით, ახალმა მოდულებმა შემოწმება გაიარა Intel-ის პროცესორების მართვის ქვეშ არსებულ სისტემებში. კომპანია AMD-მაც დადებითად შეაფასა CXL სალტის მქონე ოპერატიული მეხსიერების მოდულების შესაძლებლობები. CXL კონსორციუმს AMD შეუერთდა 2019 წელს და მის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ Intel იყო CXL სტანდარტის ინიციატორი, AMD ღირსეულად აფასებს ახალი ინტერფეისის შესაძლებლობას, რომლის თანახმად იზრდება წარმადობა, ფართოვდება მეხსიერების ქვესისტემის მასშტაბირება და სისტემის გამომთვლელი შესაძლებლობები ჯამში. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Micron-მაც გადაწყვიტა ფსონის დადება CXL ინტერფეისზე დაფუძნებულ ოპერატიულ მეხსიერებაზე. DRAM ჩიპების მწარმოებლებისთვის ეს იქნება მეტად მაღალი ღირებულების პროდუქტი. ცხადია, CXL ინტერფეისის მქონე მეხსიერების მოდულებზე მოხმარებული იქნება DRAM მიკროსქემების უზარმაზარი რაოდენობა და არ ეღირება იაფი, როდესაც მოთხოვნადი გახდება. მეხსიერების მოდულების მწარმოებლებმა ახალი ბაზარი მოსინჯეს. ვიმედოვნებთ, ეს არ გამოიწვევს ბაზარზე კომპიუტერების სტანდარტულ მეხსიერებაზე ფასების ნახტომს. ფოტოს წყარო: Samsung Electronics Samsung-ს არ დაუკონკრეტებია ახალი მოდულის სამუშაო მახასიათებლები, თუმცა მეხსიერების საცავზე წვდომის დაყოვნება მნიშვნელოვნად შემცირდება ტრადიციული ოპერატიული მეხსიერების მოდულებთან შედარებით. https://bit.ly/2Q8d5vn
  9. Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ CNBC-სთან კომენტარში 5 წლის განმავლობაში ციფრული ოქროს ფასის 250 000 აშშ დოლარამდე ზრდა ივარაუდა. მან Bitcoin-ის სწრაფი აღიარება და მიღება შეადარა Facebook-ის, Apple-ის, Amazon-ის, Netflix-ისა და Google-ის განვითარებას. იუსკომ განმარტა, რომ კომპანიებმა 1-ტრილიონიან კაპიტალიზაციას 15-20 წელიწადში მიაღწიეს, პირველმა კრიპტოვალუტამ კი მსგავსი რამ უფრო მოკლე დროში შეძლო. მისი თქმით, Bitcoin-ი მონეტარული ღირებულებით კონკურენციას გაუწევს ოქროს: „თუკი ოქროს ფულადი ღირებულება შეადგენს 4 ტრილიონ აშშ დოლარს, ციფრული ოქრო უნდა გაიზარდოს ამ თანხამდე - თანხამდე, რომელიც მონეტაზე მეოთხედი მილიონი დოლარის ღირებულებას შეადგენს“. ამავე დრო, ტოპ-მენეჯერმა Dogecoin (DOGE) გააკრიტიკა უსარგებლობის გამო: „არსებობს ათასობით მართლაც უსარგებლო მონეტა და DOGE ამ კატეგორიაში შედის. ესენია მხოლოდ დამხმარე მონეტები, რომელთაც არ გააჩნიათ საბაზისო ღირებულებები ან გამოყენების ვარიანტები. საბოლოოდ ისინი გაქრებიან“. მილიარდერი მარკ კიუბანი Dogecoin-ის 1$-მდე ზრდას პროგნოზირებს. ინვესტორი და სატელევიზიო შოუ „Shark Tank“-ის ვარსკვლავმა კევინ ო’ლირმა კი განაცხადა, რომ Bitcoin ყოველთვის იქნება ოქრო, Ethereum კი- „ნომერი 2“ მის შემდეგ. https://bit.ly/3y0EReg
  10. გამომცემლობა The Korea Economic Daily-ს ინფორმაციით, კომპანია Samsung ლეპტოპებისთვის განკუთვნილ საკუთარი წარმოების პროცესორს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში წარადგენს. როგორც პორტალი Sparows News წერს, ჩიპის დასახელება იქნება Exynos 2200 და მის წარმოებაში გამოყენებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროცესორი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ნოუთბუქებში, არამედ სმარტფონებშიც და შემოგვთავაზებს წარმადობისა და ენერგოეფექტურობის ხარისხიან ბალანსს. თუკი პროცესორი ბაზრამდე მიაღწევს, Samsung გახდება Windows-ის ბაზაზე მომუშავე პირველი თანამედროვე ლეპტოპის მწარმოებელი, რომელიც მოწყობილობებისთვის საკუთარ CPU-ს გამოუშვებს. როგორც წყაროები მიუთითებენ, პროცესორში გამოყენებულია ARM არქიტექტურა და დამზადდება SoC-ის სახით - ეს არის სისტემა ჩიპზე, რომელშიც მოცემული იქნება გამომთვლელი ბირთვები, გრაფიკული ქვესისტემა და ყველა აუცილებელი კონტროლერი. გრაფიკული ბირთვის შემუშავებაზე Samsung მუშაობს Advanced Micro Devices-თან (AMD) ერთად. ”ახალი Exynos შემოგთავაზებთ გაუმჯობესებულ ფუნქციონალს, ასევე არაჩვეულებრივ წარმადობასა და ენერგოეფექტურობას 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით. ჩიპი გახდება შესანიშნავი ბაზა როგორც ლეპტოპებისთვის, ასევე სმარტფონებისათვის ” - ციტირებს The Korea Economic Daily წყაროს განაცხადს. არსანიშნავია, რომ კომპანია Qualcomm უკვე გარკვეული პერიოდია მუშაობს Snapdragon 8cx სერიის SoC-ზე და მსგავსი პროცესორის რამდენიმე მოდელი ბაზარზეც კი გამოუშვა, თუმცა მათ ფართო გავრცელება ვერ მოიპოვეს. ამის მიუხედავად, კომპანია არ ნებდება და ამჟამად მესამე თაობის Snapdragon 8cx-ზე მუშაობს. კომპანია Apple-მაც მოარგო ARM არქიტექტურა საკუთარ M1 პროცესორებს. ამასთან, ისინი გამოიყენება არა მხოლოდ კომპიუტერებსა და Mac ლეპტოპებში, ასევე iPad პლანშეტებშიც. Apple მეტად მომგებიან ვითარებაშია, რადგანაც მისი ეკოსისტემა ყოველთვის დახურული იყო და მას კომპანია დამოუკიდებლად არეგულირებდა. https://bit.ly/3bhEAK5
  11. LiveWire, Harley-Davidson-ის პირველი ელექტრო მოტოციკლი ახალი ბრენდის საწყისი გახდება. კომპანიამ მილუოკიდან განაცხადა, რომ ცალკე ბრენდად გამოყოფს ელექტრო მოტოციკლების ქვეგანყოფილებას საკუთარი სამოდელო ხაზითა და პოზიციონირებასა და გაყიდვებთან ინდივიდუალური მიდგომით. Harley-Davidson გეგმავს დამოუკიდებელ ბრენდ LiveWire-ის სახელით პირველი მოტოციკლი გამოუშვას 8 ივლისს და მას წარადგენს მოტოციკლების საერთაშორისო გამოფენაზე. Harley-Davidson-მა ანალოგიური მიდგომა გამოიყენა Serial 1 სერიის ელექტრო ველოსიპედების წარმოებისას. ელექტრო მოდელების ცალკე ბრენდად გადაქცევა იმის ნიშანია, რომ კომპანია ამ სფეროში ხედავს შესაძლებლობებს და აპირებს განავითაროს იგი შიდაწვის ძრავზე მომუშავე მოტოციკლების ბიზნესისგან დამოუკიდებლად. ახალმა ბრენდმა უკვე შეიძინა საკუთარი ლოგო და ვირტუალური შტაბ-ბინა, რომელიც აერთიანებს ინჟინრებს როგორც მილუოკიდან, ისე სილიკონის ველიდან. გავრცელებული ინფორმაციით, Live Wire Harley-Davidson-ის სადილერო წარმომადგენლებთან მუშაობს, როგორც დამოუკიდებელი კომპანია. ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, გაზრდის თუ არა ახალი სტრატეგია Harley-Davidson-ის ელექტრო მოტოციკლების გაყიდვების მასშტაბს. გასულ წელს საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა განაცხადა, რომ კომპანიის გეგმა - მოტოციკლისტების ახალი თაობა LiveWire-ის მეშვეობით მოიზიდოს - წარუმატებელი იქნება. კომპანიის საერთო გაყიდვები ბოლო დროს რჩება უცვლელ დონეზე მას შემდეგ, რაც 2018 წელს მიაღწია მინიმალურ მაჩვენებელს. მთავარი პრობლემა ალბათ ის არის, რომ LiveWire-ის საწყისი ფასი 29 799 აშშ დოლარია, რაც დილერების აზრით დააფრთხობს ახალგაზრდა პოტენციური მყიდველების უმეტესობას. Harley-Davidson მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა საქმიანობის დაწყების ადრეულ ეტაპზე, როდესაც როდესაც მოტოციკლის ყიდვით დაინტერესებულმა ბევრმა პირმა აირჩია ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო გონივრული ავტომობილი Ford Model A. Harley-Davidson-ს ასევე ხვდება ელექტრო მოტიციკლების სხვა მწარმოებლების, მაგალითად Zero Motorcycles-ის მხრიდან მკაცრი კონკურენცია. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრო ტრანსპორტი პოპულარობას იკრებს, Harley-Davidson-ს ელის კიდევ უფრო მეტი ზეწოლა აქციონერების მხრიდან, რომლებსაც სურთ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კომპანიის სამომავლო ხედვა მომგებიანი იქნება. https://bit.ly/3twFXet
  12. ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2022 წელს SpaceX გაუშვებს Doge-1 თანამგზავრს მთვარეზე. მისივე თქმით, მისიის ღირებულება სრულად გადახდილია meme-კრიპტოვალუტა Dogecoin-ით. მასკმა ასევე დაურთო კომიკური ვიდეო, რომელშიც სხვებთან ერთად Dogecoin-ს მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ”პირველი კრიპტოვალუტა კოსმოსში. პირველი meme კოსმოსში. მთვარისკენ !! ” - დაწერა SpaceX-ის ხელმძღვანელმა. კანადური Geometric Energy Corporation თანამგზავრის გაშვებას გეგმავს რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებით 2022 წლის პირველ კვარტალში. Doge-1 მთვარის შესახებ შეაგროვებს ინფორმაციას. 8 მაისს მასკი გახდა იუმორისტულ შოუ Saturday Night Live-ის სტუმარი-წამყვანი. დასასრულს მან სცენაზე მოიწვია დედა მეი მასკი და იხუმრა, რომ მისი საჩუქარი Dogecoin იქნება. მასკმა ფინანსურ ექსპერტ ლოუდ ოსტერტაგს სთხოვა dogefather დაეძახებინა და დეტალურად ისაუბრა meme-კრიპტოვალუტის შესახებ. წერის დროს ციფრული აქტივი 0.53 აშშ დოლარად იყიდებოდა. CoinGecko-ს თანახმად კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 69 მილიარდი აშშ დოლარია. DOGE/USDT გრაფიკი ბირჟა Binance-ზე TradingView-სგან. Saturday Night Live-ის ეთერის დასასრულს Digital Currency Group-ის დამფუძნებელმა ბარი სილბერტმა განაცხადა Dogecoin-ში ღია მოკლე პოზიციის გახსნის შესახებ და პირობა დადო, რომ მიღებულ შემოსავალს ფინანსური განათლების რესურსებს შესწირავს. სილბერტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ქველმოქმედებაში გაიღებს 1 მლნ აშშ დოლარს, თუკი Dogecoin-ის კურსი 1 აშშ დოლარს მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა მარკ კიუბანმა ივარაუდა Dogecoin-ის 1 აშშ დოლარამდე გაზრდა. მისი აზრით, meme-კრიპტოვალუტა Bitcoin-ზე უკეთ შეეფერება ანგარიშსწორების საშუალებას, ამიტომ მისი მეშვეობით გარიგებების განხორციელება გაცილებით მარტივია. ადრე ციფრული აქტივის ფასის ზრდის ფონზე კრიპტობირჟა Gemini-მ დაამატა Dogecoin-ის მხარდაჭერა. https://bit.ly/2SAsZzn
  13. კომპანია DFI-მ წარადგინა საინტერესო სიახლე - მოწყობილობა CS551: როგორც კომპანია ამტკიცებს, ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი 3.5-დუიმიანი ერთდაფიანი კომპიუტერი ავტომატური გათბობის ფუნქციით. ამგვარი გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა მოწყობილობამ ექსტრემალურ პირობებში იმუშაოს. კომპიუტერის ზომაა 146 × 102 მმ, აღჭურვილია ინტეგრირებული გამათბობლით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას ან სისტემის ცივ ჩართვას -30 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურის პირობებში. მოწყობილობაში შესაძლებელია განთავსებული იყოს მერვე ან მეცხრე თაობის Intel Core პროცესორი რვაბირთვიან Core i7-9700TE ჩიპამდე. მოდიფიკაციის მიხედვით გამოყენებულია გაგრილების აქტიური ან პასიური სისტემა. კომპიუტერს ექნება 32 გბ-მდე DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერება ერთი SO-DIMM მოდულის სახით. ხელმისაწვდომია სრული ზომის Mini PCIe სლოტი, SIM-ბარათის სლოტი (ოფციურად ხელმისაწვდომია 3G/4G მოდემი) და М.2 კონექტორი 2280 ფორმატის მყარი დისკისთვის. კომპიუტერში წარმოდგენილია აუდიო კოდეკი Realtek ALC262, ორპორტიანი ქსელური კონტროლერი 1GbE, ოთხი პორტი USB 3.1 და ორი DP ინტერფეისი. მოწყობილობა თავსებადია Windows 10 IoT Enterprise და Linux პროგრამულ პლატფორმებთან. კომპიუტერი განკუთვნილია ვიდეოდაკვირვების, ინტერნეტ-ნივთების, საწარმოო ავტომატიზაციის, ვიზუალური ანალიტიკისა და სხვა სფეროებში გამოყენებისთვის. https://bit.ly/3o07jbG
  14. 2019 წლის შუა პერიოდში ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოუშვა სმარტფონების ახალი ხაზი, სახელწოდებით Colorful and Creative. შემოკლებით - CC. პირველი თაობა მოიცავდა ხუთ მოდელს. 2019 წლის ივლისში გამოვიდა Xiaomi Mi CC9, Mi CC9 Meitu Edition და Mi CC9e. იმავე წლის შემოდგომის ბოლოს მათ შეუერთდნენ Mi CC9 Pro და Mi CC9 Pro Premium. სმარტფონები ცოტა ხნის განმავლობაში იყიდებოდა. Xiaomi Mi CC9 Pro-სა და Mi CC9 Pro Premium-ის ანონსიდან ოთხი თვის შემდეგ ჩინურმა კომპანიამ გამოაცხადა გაყიდვების დასრულება და ხაზი დახურა. ეს მოხდა იმის გამო, რომ კომპანიამ გადაწყვიტა ყურადღება გაემახვილებინა გამარტივებული ფლაგმანების გამოსვლაზე Youth Edition (Lite) პრეფიქსით. თუმცა, ორ წელიწადში მხოლოდ Xiaomi Mi 10 Youth Edition / Lite და Xiaomi Mi 11 Lite 4G / 5G გამოვიდა. ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ჩინური კომპანია აღადგენს Colorful and Creative სერიას. მეორე თაობის პირველი მოდელი იქნება Xiaomi Mi CC10. ჯერჯერობით მის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას ექნება 4360 მა/სთ მოცულობის ბატარეა. დასასრულს, შეგახსენებთ, რომ პირველი თაობის სმარტფონები თითქმის ყველა ხელმისაწვდომია საერთაშორისო არენაზე, თუმცა სხვა კომერციული სახელწოდებებით. Xiaomi Mi CC9 Snapdragon 710 პროცესორით გლობალურ ბაზარზე გამოვიდა როგორც Xiaomi Mi 10 Lite. Mi CC9e მოდელი Snapdragon 665 პროცესორით გახდა Mi A ხაზის ბოლო სმარტფონი, ხოლო ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 730G-ის მქონე Mi CC9 Pro და Mi CC9 Pro Premium მოდელები ევროპაში გამოვიდნენ, როგორც Xiaomi Mi Note 10 და Mi Note 10 Pro, შესაბამისად. ესენია მსოფლიოში პირველი სმარტფონები 108-მეგაპიქსელიანი კამერით. სერიის ერთადერთი სმარტფონი, რომელიც ექსკლუზიური რჩება ჩინეთის ბაზრისთვის, არის Xiaomi Mi CC9 Meitu Edition. მაგრამ იგი განსხვავდება ჩვეულებრივი Mi CC9-ისგან მხოლოდ მეხსიერების გაზრდილი მოცულობით (8 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერება) და თეთრი ფერის კორპუსით. https://bit.ly/33sxb6u
      • 1
      • Upvote
  15. წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიის ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ Gary Gensler-მა შესთავაზა კონგრესს კრიპტობირჟების რეგულირების საკითხის განხილვა. „კარგი იქნებოდა გვეფიქრა, ღირს თუ არა ინვესტორების დაცვის უზრუნველყოფა კრიპტობირჟებზე“ - განუცხადა გენსლერმა თავმჯდომარეს. – „ვფიქრობ, ეს რომ ასე ყოფილიყო - რადგანაც ამჟამად კრიპტოაქტივებით მოვაჭრე ბირჟებს არ გააჩნიათ ნორმატიული ბაზები, შესაძლოა დიდი ნდობა დანერგილიყო. ამჟამად ამ კრიპტობირჟებს არ გააჩნიათ ბაზრის მარეგულირებელი და ამიტომაც არ აქვთ არანაირი დაცვა მანიპულაციებისა და თაღლითობისგან“. მოსმენები ძირითადად შეეხო GameStop-ის მოკლე შევიწროებას იანვარში, მაგრამ თავმჯდომარე მაკჰენრიმ დასვა კითხვა, როგორ შეძლებს SEC მეტი ნორმატიული სიცხადის შეტანას ციფრული აქტივებისა და კრიპტოვალუტების სფეროში - იმ საკითხში, სადაც იურიდიული საკითხების ექსპერტები, რომლებიც ბლოკჩეინით არიან დაკავებულნი, მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ შედეგის მიღწევას. ზოგიერთი სახელმწიფო მარეგულირებლისგან მომხმარებელთა დაცვის ნაკლებობას დადებითად მიიჩნევს: Bitcoin-ის მომხრეებს, ლიბერტარიანელობისკენ მიდრეკილებს და ა.შ., როგორც წესი, მოსწონთ შეზღუდვების არარსებობა. მაგრამ ამავე დროს ეს ასევე არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კრიპტოვალუტებით ვაჭრობა კვლავ რისკის მატარებელია. SEC და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია (CFTC) ზოგიერთ შემთხვევაში აკონტროლებენ კრიპტოვალუტებს, მაგრამ ვინაიდან Bitcoin, Ethereum და სხვა ძირითადი ტოკენები არ არიან ფასიანი ქაღალდები, მათით მოვაჭრე ბირჟებს ხშირ შემთხვევაში შეუძლიათ თავი აარიდონ SEC-ის ზეგავლენას. https://bit.ly/3tp2nyc
  16. კომპანია Virgin Hyperloop ლას-ვეგასის ჩრდილოეთით მდებარე უდაბნოში უკვე ატარებს მომავლის სამგზავრო ტრანსპორტის გამოცდას: ლითონის მილის შიგნით ვაკუუმში გადააგილდებიან მაგნიტური დაკიდების სისტემის მქონე კაფსულები, რომელთაც შეუძლიათ 1200 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. ამგვარი სისტემა კომერციულ ექსპლუატაციაში შევა 2027 წელს, პირველები მას გამოიყენებენ ინდოეთისა და საუდის არაბეთის მაცხოვრებლები. ფოტოს წყარო: Reuters მილში მოძრავი სამგზავრო ტრასნპორტის იდეა ახალი არ არის, პირველად მსგავსი შესაძლებლობა მეცნიერებმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში განიხილეს. 60-იან წლებში ფრანგული პროექტი ვერ განხორცილდა დაფინანსების ნაკლებობის გამო. როგორც Virgin Hyperloop-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია მილიარდერი Rischard Branson, მხოლოდ ახლა მიაღწიეს ტექნოლოგიებმა განვითარების ისეთ დონეს, რომელიც ხსენებული იდეის მატერიალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ნევადას მილისებრი მაგისტრალის საცდელი მონაკვეთის სიგრძე არაუმეტეს 500 მეტრია, Virgin Hyperloop უკვე მუშაობს ვიბრაციებთან გამკლავებაზე, რაც აუცილებლად წარმოიქმნება სივრცეში 1200 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას. კომპანიის წარმომადგენლების აზრით მილგამტარი გზის შიგნით კაფსულებში მყოფი მგზავრებისთვის მოცემული სიჩქარის პირობები მსგავსი იქნება იმ შეგრძნებებთან, რომელთაც ადამიანი განიცდის თვითმფრინავის საფრენი ბილიკიდან აფრენისას. „ტურბულენტობის“ შეგრძნება არ იქნება. საცდელ კაფსულებში ჯერჯერობით გათვალისწინებულია ორი მგზავრის ადგილი, თუმცა სერიული ვარიანტი დაიტევს 28 მგზავრს კომფორტის სხვადასხვა დონეზე. გათვალისწინებულია სატვირთო კაფსულების ვარიანტებიც. კომერციულ ექსპლუატაციაში ტრანსპორტის ეს სახეობა შევა 2027 წელს. Virgin Hyperloop გეგმავს ინდოეთის ბაზრის ათვისებას, სადაც ინფრასტრუქტურა გადატვირთულია, აგრეთვე საუდის არაბეთს, სადაც ინფრასტრუქტურა ცუდადაა განვითარებული. https://bit.ly/3h4GD8d
  17. კომპანია Google აღარ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სურათების შეუზღუდავ მეხსიერებას თავის სერვის Google Photo-ში. ამის შესახებ გამოცხადდა გასული წლის ნოემბერში, ცვლილება კი ძალაში შევა მიმდინარე წლის 1 ივნისს. ახალი წესების ძალაში შესვლის შემდეგ ფოტოებისა და ვიდეოების უფასო შენახვის მოცულობა 15 გბ-ით შეიზღუდება. მეხსიერების გაფართოებისთვის საჭიროა გამოიწეროთ Google One და შეარჩიოთ შემოთავაზებული ვარიანტიდან ერთ-ერთი, საჭიროებების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით მხედველობაში არ მიიღება იმ ფოტოების და ვიდეოების საერთო მოცულობა, რომლებიც ატვირთულია Google Photos-ზე 1 ივნისამდე. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო უფასოდ ატვირთონ ყველა სამახსოვრო ფოტო და ვიდეო Google-ის მეხსიერებაში. ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ 15 გბ ფოტოებისა და ვიდეოების შესანახად ძალიან ცოტაა. ამავდროულად, Google აცხადებს, რომ სერვისის მომხმარებელთა 80% ლიმიტს მიაღწევს შეზღუდვის შემოღებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ. გარდა ამისა, ახალი წესები გავლენას არ მოახდენს Google-ის ბრენდული სმარტფონების მფლობელებზე, დაწყებული Pixel 2-ის მფლობელებიდან. პირველი თაობის Pixel-სმარტფონებს კი გამოწერა სჭირდებათ, რათა გაზარდონ მეხსიერების მოცულობა. აღსანიშნავია, რომ Google მომხმარებლებს სთავაზობს მოსახერხებელ ინსტრუმენტს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს შეაფასონ, რამდენ ხანს ეყოფათ სივრცე შენახვისთვის. მსგავსი შეთავაზება მოსახერხებელი იქნება ისეთ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელმა დაზუსტებით არ იცის გააფორმოს თუ არა Google One-ის გამოწერა. https://bit.ly/3xQQlAV
  18. Salad-მა საქმიანობა დაიწყო 2018 წელს, როგორც დეცენტრალიზებულმა გამომთვლელმა ინფრასტრუქტურამ, რომელშიც გამოიყენება გეიმერებისა და Ethereum-ი მაინინგისთვის განკუთვნილი პერსონალური კომპიუტერები ისეთი ნივთების გაცვლისთვის, როგორებიცაა სასაჩუქრე ბარათები, გეიმინგ-კოდები, გამოწერები, DLC და ბევრი სხვა. ამჟამად Salad-ის მომხმარებელთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მისი გამომთვლელი სიმძლავრე მსოფლიოს რიგით მეცხრე უსწრაფეს სუპერკომპიუტერს აღემატება. ამასთან დაკავშირებით Salad-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია დაიწყებს ბლოკჩეინების მაინინგის ფარგლებს გარეთ გასვლას და დაკავდება სხვა ისეთი სამუშაო დატვირთვებით, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, რენდერინგი და სამედიცინო კვლევები (Folding Home-ის ანალოგიურად). Salad-ის გენერალურ დირექტორ ბობ მაილსს სურს, რომ მისი ქმნილება გახდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი და მუშაობდეს მაქსიმალურად ბევრ კომპიუტერზე, რათა ხელი შეუწყოს მეტად ჯანსაღ ინტერნეტს. Salad-ის ჯილდოების მიღების პროცესი მეტად მარტივია. მომხმარებელს შეუძლია მოიპოვოს Ethereum და/ან მოიზიდოს სხვა პირები პროგრამაში, რათა ჯილდო მიიღოს. საჭიროა მხოლოდ Salad-ის ანგარიშის შექმნა და აპლიკაციის დაყენება. Salad-ის სტრატეგია კარგად მუშაობს, კომპანიამ უკვე გამოიმუშავა 500 ათასი აშშ დოლარი მომხმარებლების ჯილდოს სახით ბოლო სამი თვის განმავლობაში. გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სამომავლოდ მოგება კიდევ უფრო მეტი იქნება, რადგანაც Salad ახდენს საკუთარი სამუშაო დატვირთვის დივერსიფიცირებას ბლოკჩეინ-მაინინგის ფარგლებს მიღმა. Salad კარგი მეთოდის სარგებლის მიღების დასაწყებად, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მომხმარებელი იღებს ჯილდოს მხოლოდ 1/6 ნაწილს. Salad გამოიმუშავებს დაახლოებით 3.6 მლნ აშშ დოლარს მაინინგით, თუმცა გასცემს 500 ათას აშშ დოლარს ჯილდოს სახით. https://bit.ly/3tufzBI
  19. თანამედროვე გეიმინგ აპლიკაციების უმეტესობა, რომლებიც რეითრეისინგის ტექნოლოგიას იყენებენ, გრაფიკული ადაპტერისგან მოითხოვენ წარმადობის მეტად მაღალ დონეს, რაც ყოველთვის ვერ მიიღწევა „სტანდარტული“ მეთოდებით - ამ საკითხში NVIDIA-ს ხელს უწყობს ტექნოლოგია DLSS, რომელიც საშუალებას იძლევა ამაღლდეს fps-მაჩვენებელი გამოსახულების ხარისხის პრაქტიკულად უმნიშვნელო კლების ხარჯზე. პარალელურად, AMD ჯერჯერობით კვლავ მუშაობს ანალოგიურ ფუნქციაზე, რომლის სახელწოდებაა FidelityFX Super Resolution (FSR) და მის წარდგენას უახლოეს მომავალში აპირებს. ტექნოლოგიის წარდგენა შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე შედგეს, ყოველ შემთხვევაში, ცნობილი ინსაიდერი Coreteks გვიზიარებს მოახლოებული ანონსის შესახებ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მარტში სკოტ ჰერკელმანმა, რომელიც AMD-ის გრაფიკული პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტი და უფროსი მენეჯერია, ისაუბრა FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიის შესახებ, მან ზუსტად არ თქვა, როდის იქნება ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. ინსაიდერებს საინტერესო ინფორმაცია აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით: ამტკიცებენ, რომ FidelityFX Super Resolution-ის გამოშვება ივნისში მოხდება და გეიმინგ-აპლიკაციების დეველოპერთა ნაწილს უკვე აქვს წვდომა ამ ტექნოლოგიაზე. სამწუხაროდ, ენთუზიასტმა ვერ მოგვაწოდა მონაცემები ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად გაზრდილი წარმადობის მაჩვენებლების შესახებ, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დეველოპერების ხელთ არსებული FidelityFX Super Resolution-ის ერთდროულად რამდენიმე ვერსიის არსებობით. ამავდროულად, ენთუზიასტმა განაცხადა, რომ AMD-ის ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება NVIDIA-ს ქმნილებისგან: ამტკიცებენ, რომ DLSS გამოიყენება გრაფიკული კონვეირის სულ ბოლოს, FSR კი - გაცილებით ადრე, რაც თეორიულად ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს დეველოპერებისგან. ამას გარდა, AMD-ის ტექნოლოგია არ ეყრდნობა მანქანურ სწავლებას, რაც დამატებითი პლუსია მისი დანერგვის სიჩქარის მხრივ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინსაიდერის განცხადებით, FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიას გააჩნია NVIDIA-ს გრაფიკული მოწყობილობების მხარდაჭერა. თუმცა შესაძლოა ფინალურ ვერსიაში ეს „ნაკლი“ აღმოიფხვრას. https://bit.ly/3tmqAoB
  20. შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ვებ-გვერდი გვაცნობებს, რომ შედგა საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავის ხელოვნური „ტვინის“ პირველი საზაფხულო ტესტირება. ფრენა განხორციელდა პროგრამა Skyborg-ის პროტოტიპის ტესტირების ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს შედარებით დაბალბიუჯეტური უპილოტო საფრენი აპარატების შექმნას, რომლებიც გამოყენებული იქნება პილოტირებული ავიაგამანადგურებლების თანხმლებ აპარატებად. კომპანია Kratos-ის უპილოტო საფრენი აპარატი UTAP-22 ბაზაზე. ფოტოს წყარო: U.S. Air Force თუკი პროგრამა Skyborg-ის ყველა ეტაპი დამტკიცებული გეგმის თანახმად წარიმართება, აშშ-ის საჰაერო შეიარაღებულ ძალებს უპილოტო საფრენი აპარატები 2023 წელს შეუერთდება. უპილოტო თვითმფრინავის სატესტო ფრენა გაგრძელდა ორი საათი და ათი წუთი და დამტკიცდა, რომ ხელოვნური მართვის სისტემის შემუშავება სწორი მიმართულებით წარიმართება. უპილოტო მფრინავი აპარატის ბორტზე არსებული ხელოვნური ინტელექტი კარგად ორიენტირებდა სივრცეში და ასრულებდა მანევრებს პროგრამის მიხედვით. ამერიკული შეიარაღებული ძალების წარმოდგენის თანახმად, „ზეციური კიბორგები“ იქნება სახარჯო მასალა ფართო სპექტრის სამხედრო მისიების შესრულებისას. ისინი თან ახლდებიან პილოტირებულ თვითმფრინავებს და დაექვემდებარებიან პილოტების ბრძანებებს, ასევე შეძლებენ როგორც დამოუკიდებლად, ასევე მსგავსი უპილოტო აპარატების გუნდთან ერთობლივად მოქმედებას. პროგრამის განვითარებასთან ერთად ყველა რეჟიმი გამოიცდება პრაქტიკაში, რომლის განხორციელება მიმდინარე თვეში დაიწყება. https://bit.ly/3b9hUvE
  21. მაინინგის უწყვეტი ციებ-ცხელება, რომელიც მაკომპლექტებლების დეფიციტისა და ფასის თანამდევი ზრდის ერთ-ერთი მიზეზია, როგორც ჩანს არა მხოლოდ რიგით მომხმარებლებს აღელვებს, არამედ ძალაუფლების მქონეთაც: ნიუ-იორკის შტატის სენატორ კევინ პარკერის მიერ შემოღებულმა ახალმა კანონპროექტმა შეიძლება აკრძალოს მოცემულ შტატში მაინინგი სამი წლის განმავლობაში. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ნიუ-იორკის შტატში (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში) შეინიშნება კრიპტოვალუტების მოპოვებისადმი ინტერესის ზრდა: ზოგმა მაინერმა დაიწყო საკუთარი მიზნებისთვის ამოწურვად საწვავზე მომუშავე ძველი ან მიტოვებული ელექტროსადგურების გარდაქმნა, ზოგიერთი კი აფართოებს კიდეც საქმიანობას, რაც სპეციალისტების აზრით მეტად თვალშისაცემ ზიანს აყენებს გარემოს. წყაროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი გამოიწვევს მაინინგთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვას სამი წლის ვადით, ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები გაზომავენ სასათბურე გაზების გამონაბოლქვის მოცულობას, რათა შემდეგ შეჯამდეს, თუ რამდენად დიდი იყო გარემოზე მაინინგის მავნე ზემოქმედება. ამის შემდეგ კვლევების შედეგები განიხილება საჯაროდ ოთხი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, შემდგომში დაგეგმილია მრავალი რეკომენდაციის გაცემა, რომელთა მიხედვით შესაძლოა დაიშვას მაინინგი, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში, ან კრიპტოვალუტის მოპოვება საერთოდ აიკრძალება შტატში. წყარო გვახსენებს, რომ ზოგიერთ რეგიონში, როგორებიცაა შიდა მონღოლეთის ავტონომიური რაიონი ან ქალაქი პლატსბერგი ნიუ-იორკის შტატში, მაინინგი უკვე აკრძალულია. ამასთან, აღინიშნება, რომ კრიპტოვალუტების მოპოვება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს არა მხოლოდ გარემოს, არამედ გლობალურ ენეგეტიკულ უსაფრთხოებას. https://bit.ly/3b5ct0N
  22. გეიმინგ გადაწყვეტილებებით დისკრეტული გრაფიკის ბაზარზე დაბრუნების ამოცანა Intel-ისთვის პრიორიტეტულია. გავრცელებული ცნობებით, კომპანია შესაბამისი გრაფიკული პროცესორის გამოშვებას მიანდობს ერთ-ერთ დამკვეთს, ყველაზე შესაფერისი ამ კუთხით არის TSMC. თუკი Intel-ის მიერ ორეგონის შტატში გამოქვეყნებულ ვაკანსიების ბაზებს დავეყრდნობით, კომპანია გვახსენებს, რომ DG2 ბაზარზე მალე გამოვა. თამაშების შემქმნელებთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტის დაქირავების შესახებ არსებული განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ კომპანიამ დროა დაიწყოს პროგრამული უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურის შემუშავება, რომელიც DG2-ის ბაზარზე გასატანად არის საჭირო. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სპეციალიზებული განათლება და სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში მინიმუმ რვა წლის განმავლობაში. სასურველია კომპიუტერული თამაშებით დაინტერესება. ანაზღაურებაა წლიურად 145 650-დან 233 190 აშშ დოლარამდე დიაპაზონში. https://bit.ly/3b8v8ca
  23. ავტოკონცერნ Toyota Motor-ის ზოგადმა ინჟინრულმა კონსერვატიზმმა გამოიწვია ის, რომ მისი პროდუქციის ასორტიმენტში რჩება რვაცილინდრიანი ძრავის მქონე ყველგანმავლები. ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების გამოშვებას იაპონური გიგანტი ჯერ განსაკუთრებულად არ ჩქარობს, მაგრამ ამჟამად არსებული Land Cruiser-ის ელექტრო ვარიანტი შესაძლოა სერიული წარმოების მოდელი გახდეს. Land Cruiser 70-ის შასიზე დაფუძნებული ექსპერიმენტალური ელექტრომობილი შეიქმნა Toyota-ს ავსტრალიური ქვეგანყოფილების სპეციალისტების მიერ სამთო-მომპოვებელ კომპანია BHP-სთვის, რომელიც ამჟამად მას იყენებს ქვეყნის სამხრეთით მდებარე ნიკელის საბადოში. 2030 წლისთვის ავსტრალიური კომპანია აპირებს სასათბურე გაზების ემისიის 30%-ით შემცირებას და მსუბუქი კომერციული ავტოტექნიკის გადაყვანა ელექტრო ძრავებზე გახლავთ ეკოლოგიური განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი. Toyota-ს წარმომადგენლების თქმით, პიკაპ Land Cruiser 70-ის ელექტრო ვარიანტის გამოყენების შედეგად შემცირდა არა მხოლოდ გამონაბოლქვი, არამედ ვიბრაციის დონეც, რადგან ორიგინალი მანქანა დიზელის ძრავზე მუშაობდა. მანქანათმშენებელი კომპანია აპირებს შეაგროვოს პროტოტიპის გამომცდელი კომპანიის გამოხმაურებები, რათა სამომავლოდ გამოიყენოს ეს გამოცდილება სერიული ელექტრო Land Cruiser-ის შექმნისას. როდის გამოვა ასეთი მანქანა - Toyota არ აკონკრეტებს. ამჟამად კომპანია ემზადება ბაზარზე ახალი თაობის Land Cruiser-ის გასაშვებად, რომელშიც უარი იქნება ნათქვამი რვაცილინდრიან ძრავზე და ერთ-ერთ მოდიფიკაციაში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ჰიბრიდული ძრავი, თუკი გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ. ამ კლასის მოდელების სასიცოცხლო ციკლი იზომება წლებით და ათწლეულებითაც კი, ამიტომ სერიული ელექტრო Land Cruiser-ის ვერსიის გამოსვლას უახლოეს წლებში არ უნდა ველოდოთ. https://bit.ly/3b7xesF
  24. საგადახდო სისტემა Mastercard-მა ჩაატარა ონლაინ-გამოკითხვა New Payments Index, რომლის თანახმად მომხმარებლების 40% გეგმავს მომდევნო წელს კრიპტოვალუტების გამოყენებას. განსაკუთრებული ინტერესი კრიპტოვალუტების მიმართ გამოხატეს მილენიალებმა - Y თაობის წარმომადგენლებმა, რომლებიც 1981 წლის შემდეგ დაიბადნენ. მილენიალების 67% აცხადებს, რომ ისინი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი ალბათობით გამოიყენებენ კრიპტოვალუტას, 75%-მა კი განაცხადა, რომ გამოიყენებდნენ კრიპტოვალუტებს, მათში რომ უკეთ ერკვეოდნენ. გამოკითხულთა დაახლოებით 77% ისურვებდა, რომ მეტი რამ სცოდნოდათ კრიპტოვალუტების შესახებ. „მომხმარებლების ინტერესი კრიპტოვალუტების, განსაკუთრებით კი თავისუფალი, ცვალებადი კურსის მქონე ციფრული ვალუტების მიმართ, როგორიცაა Bitcoin - მაღალია, თუმცა კვლავ საჭიროა მუშაობა არჩევანის უზრუნველყოფის, დაცვისა და მომხმარებლების ნორმატიული მოთხოვნების დაცვის მიზნით“ - მითითებულია Mastercard-ის ანგარიშში. ასევე აღინიშნა, რომ იზრდება ზოგადად ჩვეულებრივი ფულის ალტერნატივების პოპულარობა და რომ COVID-19 პანდემიამ მომხმარებლებს აიძულა გამოიყენონ გადახდის ის ახალი მეთოდები, რომლებიც შესაძლოა სხვა შემთხვევაში არ გამოეყენებინათ. ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 15 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩრდილოეთ ამერიკიდან, ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზიდან, შუა აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზია-წყნარი ოკეანეთიდან, ასე რომ დაფიქსირებული მაჩვენებელი მნიშვნელოვანია. პოპულარობის მხრივ უდავო ლიდერად რჩება Bitcoin, თუმცა სხვა კრიპტოვალუტებიც იკრებენ ძალებს ბოლო პერიოდში. პოპულარობით მეორე ციფრულმა ვალუტამ, Ethereum-მა, სამშაბათს დააფიქსირა ახალი რეკორდი და იყიდებოდა დაახლოებით 3500 აშშ დოლარად. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი კურსი ზრდას გააგრძელებს და 5 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწევს. https://bit.ly/3eMP9FW
  25. NVIDIA-მ გამოაქვეყნა მონაცემთა დამუშავების სეგმენტისთვის განკუთვნილი პროდუქციის განვითარების სამომავლო გეგმა 2025 წლამდე, რომელშიც მითითებული ახალი არქიტექტურის ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების გამოშვების ვადები. სამოქმედო გეგმის თანახმად Ampere Next, რომელიც დიდი ალბათობით სამომავლო არქიტექტურა Lovelace-ს მიეკუთვნება, შესაძლოა მომდევნო წელს გამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში, მონაცემთა ცენტრებისთვის. მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს სამოქმედო გეგმა განკუთვნილია სწორედ მონაცემთა დამუშავებისთვის განკუთვნილი ცენტრებისთვის და არა სამომხმარებლო გრაფიკული პროცესორებისთვის. თუმცა ეს ვითარება შესაძლოა გვაძლევდეს მიახლოებით წარმოდგენას, თუ როდისთვის უნდა ველოდოთ ახალი არქიტექტურის ბაზაზე დამყარებული ვიდეო დაფების გეიმინგ ვერსიების გამოჩენას. NVIDIA ხშირად უშვებს გრაფიკული პროცესორების ახალ არქიტექტურებს პირველ რიგში მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის, მაგალითად, Tesla P100 იყო პირველი გამოშვებული დაფა არქიტექტურა Pascal-ის ბაზაზე, ფლაგმანური GeForce GTX 1080 TI კი ოდნავ მოგვიანებით გამოვიდა. ანალოგიურად, შეგვიძლია ველოდოთ, რომ Lovelace-ზე დაფუძნებული მონაცემთა ცენტრის გრაფიკული ჩიპი, სახელწოდებით GL100, გამოვა ცოტა უფრო ადრე, ვიდრე სამომხმარებლო გრაფიკული დაფები ახალი არქიტექტურით. ცნობილია, რომ Lovelace-სა და NVIDIA-ს სხვა სამომავლო გრაფიკულ არქიტექტურებში გამოყენებული იქნება MCM დიზაინი, რაც კომპანიას ერთ კორპუსში რამდენიმე GPU ჩიპის გამოყენების შესაძლებლობას მიანიჭებს. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა მიმდინარე Ampere თაობასთან შედარებით. https://bit.ly/3eOf1Bu
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.