Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7330
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. IBM დაამონტაჟებს კერძო სექტორისთვის განკუთვნილ პირველ კვანტურ კომპიუტერ IBM Quantum System One-ს შეერთებულ შტატებში. იგი განთავსებული იქნება კლივლენდის კლინიკის მთავარ კამპუსში, ოჰაიოში. კვანტური კომპიუტერი ამოქმედდება IBM-ისა და კლივლენდის კლინიკის ათწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, რათა შეიქმნას ერთობლივი კვლევითი ცენტრი, რომელიც დააჩქარებს აღმოჩენებს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებებში მაღალი წარმადობის ჰიბრიდული ქლაუდ-კომპიუტერების, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების გამოყენებით. ლოკალური კვანტური სისტემა System One-ის პარალელურად კლივლენდის კლინიკას ასევე წვდომა ექნება IBM-ის კომპიუტერულ ცენტრთან, რომელიც ოცზე მეტი კვანტური სისტემისგან შედგება. ახალი ცენტრი Discovery Accelerator ჩაატარებს კვლევებს გენომიკაში, ინდივიდუალური უჯრედების ტრანსკრიპტომიკაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, კლინიკურ პრაქტიკაში, აგრეთვე ახალი ქიმიკატებისა და წამლების შემუშავებაში. კვანტური კომპიუტერი System One კომპანიამ 2019 წელს წარადგინა. ამჟამად მისი ყველაზე მძლავრი კვანტური კომპიუტერი შეიცავს 65 კუბიტს. მიმდინარე წელს IBM გეგმავს გამოუშვას 127-კუბიტიანი პროცესორი IBM Quantum Eagle. 2023 წელს კი წარადგენს პირველ კვანტურ სისტემებს 1000-ზე მეტი კუბიტით და კლივლენდის კლინიკა კერძო მომხმარებლებიდან პირველი მიიღებს ამგვარ სისტემას. https://bit.ly/2QRvxZ2
      • 1
      • Upvote
  2. ამერიკული ბირჟა Coinbase ელის, რომ მისი „A” კლასის აქციების პირდაპირი ლისტინგი შედგება 14 აპრილს. ისინი გაიყიდება Nasdaq-ზე ტიკერით - COIN.   1 აპრილს SEC-მა დაადასტურა კომპანიის S-1 ფორმის განაცხადი. დოკუმენტის თანახმად ბირჟა განათავსებს 114 850 769 აქციას. გასული თვის პირველ კვარტალში 15 მარტამდე აქციის საშუალო შეწონილი ფასი მეორად ბაზარზე შეადგენდა 343,58 აშშ დოლარს, Nasdaq Private Market-ზე.  Coinbase-ს ჰყავს 43 მილიონზე მეტი მომხმარებელი. იგი მოქმედებს ასზე მეტ ქვეყანაში, მის შტატში 1200-ზე მეტი თანამშრომელი ირიცხება. Coinbase-ის ბიზნესის ძირითადი მაჩვენებლები. წყარო: investor.coinbase.com. მარტში კომპანიამ მოაგვარა სასაქონლო ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიის (CFTC) პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა სავაჭრო აქტიურობის შესახებ მონაცემების ფალსიფიკაციას 2015 წლის იანვარიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდამდე. ჯარიმამ შეადგინა 6.5 მლნ აშშ დოლარი. იმ დროს დამკვირვებლებმა ამას უწოდეს პირდაპირი ლისტინგის აპრილამდე გადატანის ძირითადი მიზეზი. ისტორიული მოვლენის წინ Coinbase-მა დაიქირავა SEC-ის ყოფილი მაღალი რანგის წარმომადგენელი ბრეტ რედფერნი და საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი იენ რუნი. https://bit.ly/2QUxwf7
  3. ცნობილმა ინტერნეტ-დეტექტივმა Tum_Apisak-მა გააზიარა დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის, Intel Iris Xe DG1 ტესტირების პირველი შედეგები. Basemark GPU ტესტის თანახმად ახალ პროდუქტს აქვს წარმადობის დაახლოებით იგივე დონე, როგორც AMD Radeon RX 550 გრაფიკულ ბარათს, რომელიც ბაზარზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა. ტესტში მონაწილეობდა Asus-ის წარმოების DG1-4G ვიდეო დაფა. მას აქვს Iris Xe Max-ის შემცირებული ვარიანტის GPU, რომლის შემადგენლობაში გამოყენებულია მხოლოდ 80 შემსრულებელი ბლოკი (640 შეიდერული ბირთვი). დაფას აქვს 4 გბ LPDDR4-4266 ვიდეომეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. GPU-ს სიხშირისა და მეხსიერების შესახებ სამწუხაროდ ტესტირებიდან ცნობილი არ გამხდარა. შედარებისთვის, ASUS Radeon RX 550 4G მოდელს აქვს 512 შეიდერული ბირთვი საბაზისო 1100 მჰც სიხშირით. დატვირთვისას GPU-ის სიხშირე 1183 მჰც-მდე იზრდება. ამ მოდელს გააჩნია 4 გბ GDDR5 ვიდეოემეხსიერება ეფექტური 7 გჰც სიხშირით, აგრეთვე მხარდაჭერილია 128-ბიტიანი მეხსიერების სალტე. Radeon RX 550 დაფის მეხსიერების თეორიული სიჩქარე 112 გბ/წმ-ს შეადგენს. ორივე სისტემა, რომელთა შემადგენლობაში მოხდა ზემოთხსენებული ვიდეო დაფის ტესტირება, მუშაობდნენ ერთსა და იმავე Intel Core i3-10100F პროცესორზე. სხვა სიტყვებით, ორივე ვიდეო დაფას თანაბარი პირობები ჰქონდა ტესტის მსვლელობისას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Intel Iris Xe DG1 მეტად პრეტენზიულია პლატფორმის არჩევისას: ვიდეო დაფა იმუშავებს მხოლოდ მე-9 და მე-10 თაობის პროცესორებთან Intel B460, H410, B365 და H310C ჩიპსეტების მქონე დედა დაფების შემადგენლობაში. უფრო მეტიც, DG1-ის მუშაობისთვის საჭიროა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა. Basemark GPU-ის მონაცემებით, ტესტ Vulkan-ში Intel-ის ახალმა დაფამ მოაგროვა 17289 ქულა. Radeon RX 550 დაფის შედეგია 17619 ქულა იმავე ტესტში. ამრიგად, AMD-ის წარმომადგენელი აღმოჩნდა დაახლოებით 1.9%-ით სწრაფი Intel-ის დისკრეტულ ვიდეო დაფასთან შედარებით. Intel DG1 გვევლინება, როგორც საწყისი დონის გრაფიკა და იგი განკუთვნილია OEM-დეველოპერების მზა პერსონალური კომპიუტერებისთვის. https://bit.ly/31HjIXM
  4. Apple-ის წინააღმდეგ ჯგუფურ სასამართლო პროცესში აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ კომპანიამ კუპერტინოდან შეგნებულად გაყიდა დეფექტიანი Mac-კომპიუტერები. პრეტენზია ეხება MacBook Pro-ს გაუმართაობას - ქვედა ნაწილის განათება იძენს სცენური ნათების სახეს, შემდეგ კი საერთოდ გამოდის მწყობრიდან. სასამართლომ პირობა დადო, რომ გამოიძიებდა წაშალა თუ არა Apple-მა ფორუმზე ჩივილებთან დაკავშირებული შეტყობინებები. თავდაპირველად Apple-მა უარი თქვა წუნდებული სისტემების საგარანტიო მომსახურებაზე, შემდეგ კი გამოუშვა პროგრამა Display Backlight Service Program, რომელიც მოაგავრებდა პრობლემას 13-დუიმიან მოდელებზე, მაგრამ გამორიცხა 15-დუიმიანი მოწყობილობები. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ Apple-მა არ გააფრთხილა მომხმარებლები და შეგნებულად გააგრძელა დეფექტიანი 15-დუიმიანი მოდელების გაყიდვა. კალიფორნიის ფედერალური სასამართლო თვლის, რომ კომპიუტერების ინტენსიური ტესტირებისას მოყობილობების ბაზარზე გამოშვებამდე Apple უნდა გაფრთხილებულიყო. სასამართლოს აზრით, კომპანიამ იცოდა პრობლემის არსებობა, როდესაც MacBook-ებს ყიდიდა. iFixit-ის სპეცილისტებმა დაადგინეს პრობლემის არსი - Apple გადავიდა გაცილებით თხელ შლეიფებზე, შედეგად მალე ხდება კომპონენტების ცვეთა: თავდპირველად ჩნდება ე.წ „სცენური ნათება“, საბოლოოდ კი სრულიად ითიშება განათება. როდესაც მოწყობილობები პირველად გამოვიდა (გამოიყენება 2016 წლიდან), ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა როგორც ყოველთვის, ეშმაკი დეტალებში იმალება. ამასთან, თავად შლეიფი მხოლოდ 6$ ღირს, თუმცა Apple-ის მიერ გამოყენებული დისპლეის კონსტრუქცია მისი შეცვლის საშუალებას არ იძლევა. ეკრანი მაქსიმალურად თხელი რომ ყოფილიყო, კომპანიამ სადენები ეკრანის ნაწილად აქცია, ამიტომ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია ეკრანის მთლიანი ბლოკის შეცვლის გარეშე. შედეგად, 6-დოლარიანი პრობლემა 600 აშშ დოლარიან კატასტროფად იქცევა. სარჩელში Apple-ს ასევე ბრალი ედება მხარდაჭერის ფორუმებიდან საჩივრის შემცველი შეტყობინებების წაშლაში. კომპანია, როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევებს არ უარყოფს, მაგრამ ირწმუნება, რომ მათ საქმესთან კავშირი არ აქვთ. სასამართლო ამას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს მოწმობს ფაქტს: Apple-მა იცოდა დეფექტიანი კონსტრუქციის არსებობის შესახებ. https://bit.ly/2PrGNLq
  5. კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია აუცილებლად მიაღწევს და გადააჭარბებს ოქროს მთლიან საბაზრო ღირებულებას. ინვესტორი შოკირებულია ციფრული აქტივების მიღების ტემპით. მან ასევე აღიარა, რომ მისი წინა პროგნოზი პირველი კრიპტოვალუტის ფასის შესახებ - 60 ათასი აშშ დოლარი - მეტად კონსერვატიული იყო. „Bitcoin-ს გარდაუვალი გზა უჭირავს იმისკენ, რომ მიაღწიოს და გადააჭარბოს ოქროს კაპიტალიზაციას“ - განაცხადა ნოვოგრაცმა. სერვის CompaniesMarketCap-ის თანახმად ოქროს მთლიანი საბაზრო ღირებულება 10.8 ტრილიონი აშშ დოლარია. CoinGecko-ს თანახმად, პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1.1 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში ნოვოგრაცმა 2021 წლის ბოლოსთვის Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდა იწინასწარმეტყველა, თუკი სხვა კომპანიები Tesla-ს მაგალითს მიჰყვებიან - ელექტრომობილების მწარმოებელმა განახორციელა ციფრულ ოქროში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება. მარტის ბოლოს პოპულარულმა კრიპტო ანალიტიკოსმა ვილი ვუმ Bitcoin-ის ახლა გაყიდვას სისულელე უწოდა. მისი აზრით, 2021 წელს პირველ კრიპტოვალუტას ელის საბოლოო „ხარული აფეთქება“ სამწლიანი ზრდისთვის. https://bit.ly/3uaxPRj
  6. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) წარმოადგინა რობოტი-სპელეოლოგი DAEDALUS, რომელიც უახლოეს მომავალში შეისწავლის მთვარეზე არსებულ გამოქვაბულებს. გამოქვაბულები განიხილება, როგორც ადგილები, სადაც მომავალი მისიების მონაწილეები შეძლებენ თავი შეაფარონ მთვარის მკაცრ პირობებს, ასევე როგორც ნედლეულის წყაროები - პირველ რიგში ყინულის, რომელიც საჭიროა წყლის მოსაპოვებლად და სარაკეტო საწვავის შესაქმნელად. მთავარი პრობლემა ის არის, რომ უმეტეს გამოქვაბულში შესასვლელები ვერტიკალური ჭრილებია, რომლებიც ჩვეულებრივი როვერებისთვის მიუწვდომელია. მაგრამ ქალაქ ვიურცბურგის იულიას-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ინჟინრების მიერ შემუშავებული DAEDALUS რობოტი შეძლებს გაუმკლავდეს ამ ამოცანას. როდესაც მთვარის ზედაპირს მიაღწევს, DAEDALUS მოცილდება ტრანსპორტერ მანქანას და გამოუშვებს სპეციალურ საცეცებს. მათი მეშვეობით იგი შეძლებს გადაადგილებას, ასევე დაბრკოლებების გადალახვას და მთვარის ქანების ანალიზს. ამასთან, იგი ზედაპირთან დაკავშირებული იქნება სპეციალური საბელით, რომელიც გარდაიქმნება Wi-Fi მიმღებად და უზრუნველყოფს დედამიწასთან კავშირს. ლიდარის გამოყენებით რობოტი შეადგენს გამოქვაბულის 3D-მოდელს, აგრეთვე გაზომავს ტემპერატურასა და რადიაციის დონეს. ამ დროისთვის სენსორებისა და გადაადგილების სისტემების შესამოწმებლად სამი DAEDALUS პროტოტიპია აწყობილი. მეოთხე უკვე ბევრად უფრო ფუნქციონალურია და წარმოადგენს კომპაქტურ მოწყობილობას დამატებითი ფუნქციების ნაკრებითა და მაღალი ავტონომიურობით. https://bit.ly/3ftbb2E
  7. კომპანია MSI-მ წარადგინა ახალი თაობის გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერი MEG Aegis Ti5 11th: მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებელია უჩვეულო ფუტურისტული დიზაინი, ამასთან, კომპიუტერი უზრუნველყოფს წარმადობის მაღალ დონეს. პერსონალური კომპიუტერის კორპუსი გარეგნულად უცხოპლანეტურ ჩაფხუტს მოგვაგონებს. „თავისი დიზაინით კომპიუტერი MEG Aegis Ti5 გამოდის არსებული სტანდარტების ჩარჩოდან და მომავალს შეესაბამება. მისი ფორმა და ფერი გამოხატავს სიჩქარის იდეას - ეს მძლავრი კომპიუტერი გეიერებს ახალ, დასამახსოვრებელ გამარჯვებებამდე მიიყვანს მათ საყვარელ თამაშებში ”, - აცხადებს MSI. მოწყობილობას აქვს Intel-ის Rocket Lake თაობის პროცესორი. მაქსიმალური კონფიგურაცია მოიცავს Core i9-11900K ჩიპს რვა ბირთვით და 16 ნაკადით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 3.5 გჰც-ს, ტურბო-სიხშირე - 5.3 გჰც-ს. DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 128 გბ-ია. შესაძლებელია განთავსდეს M.2 2280 ფორმატის ოთხი SSD, ერთი 3.5-დუიმიანი და ორი 2.5-დუიმიანი სანახი სივრცეები. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის Nvidia-ს დისკრეტული ამაჩქარებელი - GeForce RTX 3090 მოდელამდე. ხელმისაწვდომია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1 ადაპტერები, ინტერფეისები - USB 3.2 Gen2 Type-C, USB 3.2 Gen2 Type-A, Thunderbolt და ა.შ მოწყობილობის ზომაა 551 × 239 × 511 მმ, წონა - 15 კგ. ფრონტალურ ნაწილზე მოცემულია სპეციალური რეგულატორი კომპიუტერის პარამეტრების სწრაფი მართვისთვის. დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro.  https://bit.ly/39OMXMP
  8. Bitcoin-დერივატივებით ვაჭრობისთვის განკუთვნილმა ინსტიტუციონალიზებულმა პლატფორმა Bakkt-მა გამოუშვა მობილური აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენისა და გაყიდვის საშუალებას იძლევა. განცხადების თანახმად, Bakkt-ის მომხმარებლები ასევე შეძლებენ: დააგროვონ ჯილდოები ლოიალურობის პროგრამებისთვის; გაუგზავნონ კრიპტოვალუტა და ფიატი მეგობრებს; შეიძინონ 75-ზე მეტი ბრენდის სასაჩუქრე ბარათები ფასდაკლებით; მოახდინონ ლოიალობის ცალკეული ქულების კონვერტირება ფულად რესურსებში. ციფრული საფულე ხელმისაწვდომია Android და iOS პლატფორმებზე. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში Bakkt-მა გამოაცხადა აპლიკაციის გაშვების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს სავაჭრო ობიექტებს გადაიხადონ კრიპტოვალუტით. https://bit.ly/2PNGvys
  9. დღეისათვის ონლაინ-თამაშები გახდა კომპიუტერული გართობის მილიონობით მოყვარულის თავშესაფარი. ამავდროულად, ასობით პოპულარული პროექტია, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი ისტორია და ჰყავს ასიათასობით ერთგული გულშემატკივარი. Anti-Defamation League-ის თანახმად, გეიმერების საშუალოდ 22% ტოვებს საყვარელ პროექტებს, რადგან მათ არ შეუძლიათ შეგუონ სხვა მომხმარებლების მხრიდან შეურაცხყოფას. ბევრი ირწმუნება, რომ მათ ეპყრობიან უხეშად და პროვოკაციულად. ვითარება განსაკუთრებით რთულია უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. მაგალითად, ჩინურ პროექტებში ეჭვით უყურებენ ევროპელებს, ევროპულებში - ჩინელებს. Anti-Defamation League-ის წარმომადგენლები აფიქსირებენ კვლევას სქესისა და სქესობრივი მიკუთვნებულობის მხრივ. აგრეთვე, მეტისმეტად დახურულ ქომიუნითიებში მიღებულია დამწყებებისთვის მდგომარეობის გართულება. მსგავსი ვითარებაა პრაქტიკულად ყველა თამაშში, ეფექტური გამოსავალი კი არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ პლატფორმაზე (მაგალითად Steam-ზე) შემუშავებულია ფილტრები, რომელთა მიზანია ნებისმიერი ფორმის უხამსობისა და შეურაცხყოფის გაფილტვრა. მაგრამ ჯერჯერობით ისინი მხოლოდ ტექსტური ჩათვებით შემოიფარგლება და ვერ კონტროლდება ხმოვანი ნაკადი. ცნობილი გახდა, რომ Intel მუშაობს პროგრამა Bleep-ზე, რომელიც ემყარება მაღალი წარმადობის ხელოვნურ ინტელექტს. მას შეუძლია რეალურ დროში დაამუშაოს საუბარი და დაბლოკოს აკრძალული სიტყვები და ფრაზები მანამდე, სანამ მათ თანამოსაუბრე მოისმენს. ალგორითმი დაეფუძნება ე.წ. „საუბრის ტემპერატურას“, მთელი ხმოვანი ნაკადი თავდაპირველად იქცევა ტექსტად, რის შემდეგ კი მოხდება ცალკეული სიტყვების ან მთლიანი ფრაზების დაბლოკვა. Intel-ს ჯერჯერობით არ წარუდგენია ახალი პროგრამა მოქმედებისას. ხელმისაწვდომი იქნება მექანიკური რეგულირების შესაძლებლობა მომხმარებლებისთვის: ისინი თავად შეძლებენ დაარეგულირონ ტოქსიკურობის დონე. მაგალითად, თუ თქვენი თანამოსაუბრის ნორმატიული ლექსიკა გაკმაყოფილებთ, შეგეძლებათ გამორთოთ პროგრამა, ან გაააქტიუროთ მინიმალური ფილტრაცია. ამგვარი რამ ნებისმიერ გეიმერს საშუალებას მისცემს გააკონტროლოს კომუნიკაცია ქსელში, რაც შეამცირებს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მიკროკლიმატს ჩატში. ხსენებული ტექნოლოგია ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა. მას შემდეგ მის შესახებ ცნობილი არაფერი იყო, ცოტა ხნის წინ კი Intel ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Bleep ტესტირების სტადიაშია და შეიძლება გამოვიდეს მიმდინარე წელსვე. სამწუხაროდ, ამ საკითხზე უფრო ზუსტი მონაცემები ცნობილი არ არის. https://bit.ly/2QVeVQf
  10. ARM-მა განაცხადა, რომ ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა რეითრეისინგი და შეიდინგი ცვლადი სიჩქარით - მალე ხელმისაწვდომი გახდება არა მხოლოდ პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებისთვის. კომპანიამ დააანონსა არქიტექტურა ARM v9, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის 30%-იან ზრდას აქტუალურ ARM v8 არქიტექტურასთან შედარებით, აგრეთვე ახალ ფუნქციებს, რომლებიც რეალიზებულია აპარატულ დონეზე. ახალი არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი პირველი ჩიპები მიმდინარე წელსვე გამოვა. ARM V9-ს ექნება ინსტრუქციების ნაკრები SVE2 ხელოვნური ინტელექტისთვის, რისი წყალობით მნიშვნელოვნად გაფართოვდება გამოსახულების დამუშავების შესაძლებლობები. კომპანია აღნიშნავს, რომ უახლოეს წლებში იგეგმება ხელოვნური ინტელექტის ახალი შესაძლებლობების დამატება Mali და NPU Ethos გრაფიკულ ჩიპებში. ARM v9 არქიტექტურაზე დაფუძნებული პროცესორები გამოირჩევიან Realms-ის მხარდაჭერით. ეს არის აპარატული კონტეინერი, რომელიც შექმნილია ვირტუალური მანქანებისა და პროგრამების დასაცავად. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის შეძლებს უზრუნველყოს თითოეული ვირტუალური მანქანის და თითოეული ინდივიდუალური პროგრამის აბსოლუტური იზოლაცია ერთმანეთისგან. Realms დაიცავს მონაცემებს მაშინაც კი, თუ სმარტფონის ოპერაციული სისტემა დარღვეულია. ARM v9 არქიტექტურის დებიუტი შედგება ბირთვ Matterhorn-ში, რომელიც გახდება გასულ წელს გამოსული Cortex-X1-სა და Cortex-A78 ბირთვების შთამომავალი. სამომავლოდ მას ჩაანაცვლებს ბირთვი Makalu. ARM-ის განცხადებით, სწორედ მას ექნება 30%-იანი წარმადობის ზრდის მაჩვენებელი. მიიჩნევა, რომ ჩიპმეიკერების მზა პროდუქტები წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმადობით. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს შედგება სრულიად ახალი Mali გრაფიკის დებიუტიც. ARM მიიჩნევს, რომ ახალი არქიტექტურა საფუძვლად დაედება მობილური პროცესორების აბსოლუტურ უმრავლესობას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. MediaTek-მა უკვე გამოაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გამოუშვებს თავის პირველ, ARM v9 არქიტექტურაზე დაფუძნებულ ჩიპებს. სავსებით სარწმუნოა, რომ 2021 წელს Samsung-ის, Qualcomm-ისა და Apple-ის მიერ წარმოებულ მსგავს პროცესორებსაც ვიხილავთ. სავარაუდოდ, ახალი არქიტექტურის შესაძლებლობების მოსინჯვა შესაძლებელი იქნება შემდეგი თაობის ფლაგმანურ სმარტფონებზე. https://bit.ly/39tMGi0
  11. Bloomberg-ის მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლითონი, ირიდიუმი, წლის დასაწყისიდან გაძვირდა 131%-ით, Bitcoin-ის ფასი კი გაიზარდა 85%-ით. ირიდიუმის, როგორც პლატინისა და პალადიუმის მოპოვების გვერდითი პროდუქტის ფასია 6 ათასი აშშ დოლარი (1 უნცია). ჯერ კიდევ წლის დასაწყისში კოტირებები ოდნავ აღემატებოდა 2600 აშშ დოლარს. ფასის აღმასვლამ განაპირობა შარშანდელი მომარაგების შეფერხებები და გაზარდა მოთხოვნა დისპლეებისა და ანთების სანთლების მწარმოებლების მხრიდან. ირიდიუმის შეძენა ადვილი ამოცანა არ არის. იგი ბირჟაზე არ არის წარმოდგენილი, მყიდველებს შეუძლიათ მიიღონ შეზღუდული შეთავაზება მხოლოდ რამდენიმე დილერისგან ან პირდაპირ დაუკავშირდნენ ამ იშვიათი ლითონის მწარმოებლებს. ირიდიუმისა და Bitcoin-ის დინამიკა. წყარო: Bloomberg. Bloomberg განმარტავს ირიდიუმის ფასის მკვეთრ ზრდას პლატინის ნაკეთობებში არსებული არასაკმარისი ინვესტიციებით. ელექტრომობილების ბაზრის აქტიურმა განვითარებამ შეასუსტა კატალიზატორების წარმოების პერსპექტივა შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილებში, რომლებშიც ეს ძვირფასი ლითონი გამოიყენება. პლატინის შეთავაზების შემცირებამ გამოიწვია ფასების რეკორდული მატება პლატინის ჯგუფის სხვა ღირებულ ლითონებზეც - როდიუმზე, რუთენიუმსა და და პალადიუმზე. შეგახსენებთ, Global Palladium Fund-მა გამოუშვა პირველი ტოკენები მეტალურგიული კომპანიის კონტრაქტების ნაწილის ციფრულ ფორმატში გადაყვანისთვის. https://bit.ly/31y3zDG
  12. პანდემიამ, ბუნებრივმა და ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა უკვე გამოიწვია ელექტრონული კომპონენტებისა და მზა პროდუქტების დეფიციტი - ვიდეო დაფებიდან დაწყებული - უახლესი თაობის სმარტფონებით, გეიმინგ კონსოლებით და, რა თქმა უნდა, კომპიუტერებით დამთავრებული. Taiwan Economy Daily-ს თანახმად Acer და Asus იძულებულნი არიან უახლოეს მომავალში ფასები გაზარდონ ლეპტოპებზე. ფასი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საშუალოდ 5-10%-ით მოიმატებს. ამრიგად, მაკომპლექტებლებზე ფასების ზრდის ტალღამ მზა პროდუქტებამდეც მიაღწია. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ფასების მატებაზე გავლენას ახდენს ვალუტის კურსის რყევები. საინფორმაციო მედიის მონაცემებით, ზემოთხსენებული კომპანიების ლეპტოპების კომპონენტების დეფიციტი შესამჩნევი გახდება მეორე კვარტლიდან. არსებული ცნობების თანახმად, ამჟამად Acer-ს შეუძლია მომხმარებლების სამიდან ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ანალოგიური პრობლემის წინაშეა კომპანია Asus-იც - შეთავაზების დეფიციტი შეადგენს 25-30%-ს. ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, „ახლო მომავალში მოთხოვნა კვლავ შეთავაზებაზე მეტი იქნება“, ლეპტოპების ფასების კორექტირება კი განხორციელდება კომპონენტების მომარაგების ღირებულების გათვალისწინებით. https://bit.ly/3u9uiTg
  13. Xiaomi-მ მასშტაბური ღონისძიება გამართა, სადაც წარადგინა სმარტფონები Mi 11 Pro, Mi 11 Ultra, Xiaomi Mi 11i, Mi 11 Lite 4G და Mi 11 Lite 5G, ასევე ფიტნეს სამაჯური Xiaomi Mi Band 6, ახალი როუტერი, დამტენი სადგურები და სხვა მოწყობილობები. რესურს Gizmochina-ს თანახმად, ჩინური კომპანია მალე ასევე წარადგენს თავის პირველ დასაკეც სმარტფონს - Mi Mix Fold. ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გამოჩნდა Mi Mix Fold-ის სარეკლამო პოსტერი, რომლის მიხედვით ცნობილი გახდა სამომავლო მოწყობილობის დიზაინი და მთავარი მახასიათებლები. კერძოდ, პოსტერის მიხედვით, სმარტფონს ექნება 8.01-დუიმიანი დასაკეცი ეკრანი 2K გაფართოებითა და 1.1 მლრდ ფერის მხარდაჭერით. მოწყობილობაში გამოყენებულია ფლაგმანური მობილური პლატფორმა Snapdragon 888. Mi Mix Fold-ის ძირითადი კამერის ბლოკი Xiaomi Mi 10S მოდელში გამოყენებულის ანალოგიურია, რომელიც ახლახანს წარადგინა Xiaomi-მ. ძირითადი სენსორის გაფართოება 108 მეგაპიქსელს შეადგენს. კამერის განსაკუთრებული მახასიათებელია უნიკალური „თხევადი“ ლინზა. მოწყობილობა ასევე ფლობს ხარისხიან 3D-ხმას Harman Kardon-ის ოთხი დინამიკის წყალობით. მოსალოდნელია, რომ კომპანია მალე ასევე წარადგენს საკუთარი წარმოების მობილურ ჩიპსეტს Surge, რომლის მახასიათებლები ჯერჯერობით გამოცანად რჩება. სამომავლო ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იქნება განახლებული ლეპტოპი Mi Notebook Pro, სარეცხი მანქანა Mi Washing Machine ფრონტალური ჩატვირთვის სისტემით, აგრეთვე რობოტი-მტვერსასრუტის ახალი მოდელი Mi Robot. https://bit.ly/31xhU3i
  14. კომპანია Boston Dynamics-მა, რომელმაც სახელი გაითქვა რობოტექნიკის სფეროში საქმიანობით, წარადგინა ახალი პროექტი სახელწოდებით Stretch. ეს რობოტი განკუთვნილია სასაწყობე დაწესებულებებში ტვირთის გადატანისთვის. Boston Dynamics საწარმოო დანიშნულების რობოტის შექმნის იდეა გაჩნდა ჰუმანოიდ Atlas-ის დემონსტრაციის შემდეგ. „სხვა დანარჩენთან ერთად ჩვენ ვაჩვენეთ, როგორ შეუძლია მას ყუთების ტარება და ამან დიდი ინტერესი გამოიწვია საწყობების მფლობელებს შორის. ვიფიქრეთ, რომ შეგვეძლო შეგვექმნა უფრო მარტივი რობოტი, რომელიც სასაწყობე დავალებებს გაუმკლავდებოდა“ - განაცხადა Boston Dynamics-ის პროდუქტების შემუშავების ვიცე-პრეზიდენტმა Kevin Blankespoor-მა. წინა პროექტებისგან განსხვავებით, ახალი რობოტი მაქსიმალურად პრაქტიკული სტილისაა. რობოტს აქვს კვადრატული პლატფორმა საბურავებით, „აღქმის ანძა" კამერებითა და სენსორებით და უზარმაზარი რობოტიზებული მკლავი ნივთის გადასატანად განკუთვნილი უამრავი მანიპულატორით. კონსტრუქცია 23 კგ ტვირთის გადატანის საშუალებას იძლევა. Boston Dynamics-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ამ მოდელის მთავარი დადებითი მახასიათებელი ის არის, რომ იგი ხელს უწყობს ავტომოტიზაციის პროცესს იმ ადგილებში, სადაც ინფრასტრუქტურა არ არის ხელმისაწვდომი. რობოტი შესაძლებელია მოთავსდეს სატვირთოში, გასასვლელში ან კონვეირთან. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შედეგად გაიზრდება პოტენციური მომხმარებლების რიცხვი. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ზოგიერთი გაურბის წარმოების სრულად ავტომატიზაციას სიძვირის გამო. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Stretch-ის სიჩქარე მეტად შეზღუდულია მოძრაობის რთული სისტემის გამო. მისი „ხელი“ მიმაგრებულია უშუალოდ კორპუსზე, რომელიც მასთან ერთად მოძრაობს, ბალანსის დაცვა კი ხერხდება კონსტრუქციის ძირზე არსებული საპირწონეს მეშვეობით. შედეგად, რობოტის მაქსიმალური შედეგია საათში 800 ყუთის გადატანა. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს მაჩვენებელი ადამიანის სიჩქარის ტოლია. Stretch-ის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ რობოტის მართვას შეძლებს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამდენიმესაათიან სწავლებას გაივლის. პირველი საპილოტე ნიმუშების ბაზარზე გამოსვლა 2022 წლისთვის არის დაგეგმილი. https://bit.ly/3ssG9LX
  15. საგადახდო სისტემა Visa მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ კრიპტოვალუტა USD Coin - წერს Reuters. საპილოტე პროგრამა ამოქმედდა კრიპტო პლატფორმა Crypto.com-თან ერთად. წლის ბოლოს Visa-მ უნდა განახორციელოს შეძენა და გადახდა USD Coin-ის გამოყენებით უფრო მეტი პარტნიორისთვის. USD Coin (USDC) - ეს არის სტაბილური ციფრული ვალუტა, რომელიც დოლართან არის დაკავშირებული. თუ მომხმარებელი გადაწყვეტს გამოიყენოს Visa კრიპტო ბარათი, რომ გადაიხადოს ფინჯანი ყავის საფასური, საფულეში შენახული კრიპტოვალუტა დაკონვერტირდება ტრადიციულ ფულად. როგორც Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები განმარტავენ, Visa-ს გადაწყვეტილება USD Coin-თან მუშაობის შესახებ ნაკარნახევია იმით, რომ მსხვილმა საფინანსო კომპანიებმა თავიანთ საქმიანობაში უკვე გამოიყენეს კრიპტოვალუტები. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ისინი მალე საინვესტიციო პორტფელის მუდმივი ნაწილი გახდებიან. https://bit.ly/39m5xLF
  16. კომპანია MediaTek პირველ ადგილზე მოხვდა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიპსეტების უმსხვილესი მომწოდებლების რეიტინგში. რესურს DigiTimes-ის ცნობით, ამგვარი მონაცემები მოჰყავს ანალიტიკურ კომპანია Omdia-ს. გასულ წელს MediaTek-მა გლობალური მასშტაბით გაყიდა 351.8 მილიონი პროცესორი სმარტფონებისთვის. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 238.0 მილიონი ერთეული იყო. ამრიგად, მიწოდება გაიზარდა 113.8 მილიონი ერთეულით, ანუ 47.8%-ით. აღიშნულია, რომ 2020 წლის შედეგებით MediaTek-ის წილმა სმარტფონების ჩიპების ბაზარზე შეადგინა 27.2%, 2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 17.2% იყო. ამრიგად, წლიური გათვლით ეს კომპანია პირველად გახდა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიპსეტების უმსხვილესი მომწოდებელი და Qualcomm უკან ჩამოიტოვა. ასევე ცნობილია, რომ გასულ წელს MediaTek-ის უმსხვილესი დამკვეთი იყო ჩინური კომპანია Xiaomi. კერძოდ, 2020 წელს ამ კომპანიამ გამოუშვა MediaTek-ის პლატფორმაზე შექმნილი 63.7 მლნ სმარტფონი, 2019 წელს კი - 19.7 მილიონი ერთეული. წლის განმავლობაში ამგვარი მოწყობილობების რიცხვი 222.3%-ით გაიზარდა. კომპანია OPPO-მ 2020 წელს გაყიდა 55.3 მილიონი სმარტფონი MediaTek-ის პროცესორით, 2019 წელს - 46.3 მლნ. სამხრეთკორეულმა გიგანტმა Samsung-მა ამგვარი მოწყობილობების მიწოდების მაშტაბი გაზარდა წლიური გამოთვლით 254.6%-ით - 43.3 მილიონ ერთეულამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2020 წელს MediaTek-მა დიდ წარმატებას მიაღწია სმარტფონებისთვის განკუთვნილი პროცესორების ბაზარზე. მიმდინარე წელს კომპანია აპირებს გააგრძელოს ამ ბიზნესის აქტიური განვითარება. https://bit.ly/3tWGHKi
  17. StakedZEN (stZEN) გახლავთ ERC-20 ტოკენი, შემუშავებული Horizen-ისა და StakeHound-ის პარტნიორობის შედეგად და გამყარებული Horizen-ის ZEN ტოკენით, 1:1-ზე. ამგვარი რამ შესაძლებელი გახდა StakeHound-სა და Horizen-ს შორის პარტნიორობის შედეგად, რამაც ZEN-ის სტეიკინგი აქცია უფრო მარტივად და ლიკვიდურად კრიპტო ქომიუნითისთვის. აქვე მოვიყვანთ stZEN-ისა და მისი ფუნქციების მოკლე აღწერას: stZEN ნებისმიერს ანიჭებს შემდეგ შესაძლებლობებს: შეგიძლიათ სტეიკინგისთვის მიიღოთ ჯილდო ავტომატურად, თანხის დაბლოკვის და მინიმალური საჭირო რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. DeFi ეკოსისტემასთან წვდომა - ფარმინგი, გასესხება, სესხება და კიდევ ბევრი რამ, რითაც შეგიძლიათ მიიღოთ კიდევ უფრო მეტი ჯილდო და შემოსავალი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა. როგორ მოვიპოვოთ stZEN: არსებობს stZEN- ის მიღების რამდენიმე გზა იმის მიხედვით, თუ რა კრიპტოვალუტას ფლობთ. შეგიძლიათ stZEN მიიღოთ ETH-ით, stETH-ით ან ZEN-ით. stZEN-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოძებნოთ მისი კონტრაქტის მისამართი: 0x31b595e7cfdb624d10a3e7a562ed98c3567e3865 MetaMask საფულეში ჩაშენებული Swap ფუნქციის საშუალებით - უბრალოდ მოძებნეთ STZEN ETH-stZEN პულის მეშვეობით SushiSwap-ზე, მინიმუმის გარეშე; stETH-stZEN პულის მეშვეობით SushiSwap-ზე, მინიმუმის გარეშე; StakeHound/Altcoinomy KYC Process-ის მეშვეობით, მინიმუმ 1000 CHF-დან. stZEN-ის მეშვეობით მეტი სარგებლის მიღების 4 მეთოდი: 1. ჯილდოს მიღება stZEN სტეიკინგით ნებისმიერს შეუძლია მიიღოს სტეიკინგის ჯილდო უბრალოდ stZEN-ის ფლობით. მარტივად რომ ვთქვათ, 1 stZEN = 1 ZEN-ის ფლობას. ჯილდოს მიიღებთ ZEN-ის სტეიკინგის ჯილდოს შესაბამისად. ჯილდოს დარიცხვის სიხშირეც ანალოგიურია. სტეიკინგის ჯილდოს განაწილება მოხდება stZEN ტოკენებში, რომლებიც ავტომატურად გავრცელდება ყველგან, იქ, სადაც ინახავთ stZEN-ს - იქნება ეს MetaMask საფულე თუ SushiSwap-ის პული. არანაირი დამატებითი ქმედებები ან თანხმობები საჭირო არ არის. სურვილის შემთხვევაში ყოველთვის შეძლებთ stZEN გადაცვალოთ ZEN-ზე 1:1-ში ნებისმიერ დროს KYC პროცესის მეშვეობით. 2. stZEN პულების ლიკვიდურობის უზრუნველყოფა და ტრეიდინგის საკომისიოს მიღება სტეიკინგიდან ჯილდოს მიღების პარალელურად, მომხმარებელს ასევე შეუძლია უზრუნველყოს stZEN პულების ლიკვიდურობა და დამატებითი საკომისიო შემოსავალი გამოიმუშაოს. SushiSwap-ზე ლიკვიდურობის პროვაიდერები მიიღებენ 0.25%-ს ყველა გარიგებაზე, პულში თავიანთი წილის პროპორციულად. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელი stZEN პულს უზრუნველყოს ლიკვიდურობით, იგი მიიღებს - 1) ჯილდოს სტეიკინგისთვის, 2) ასევე მიიღებს ტრეიდინგზე საკომისიო სარგებელს. ლიკვიდურობის უზრუნველყოფისას მომხმარებელი მიიღებს LP (Sushi Liquidity Pool - SLP) ტოკენს, რომელიც წარმოადგენს მის წილს პულში. შედეგად მას მიენიჭება პულში ლიკვიდურობის შეტანა-გამოტანის შესაძლებლობა. მას ასევე შეეძლება დაკავდეს კუთვნილი LP ტოკენის farming-ით (იხ. მე-3 პუნქტში). 3. მარტივად რომ ითქვას, ე.წ. farming-ი არის მომხმარებლის Liquidity Pool (LP tokens) ტოკენების სტეიკინგი მეტი ჯილდოს მიღებისთვის. მისი მიზანია მომხმარებლების წახალისება, რათა მეტი ლიკვიდურობით უზრუნველყონ პულები. SushiSwap-ზე არის ფერმები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ მოახდინონ LP ტოკენების სტეიკინგი პულების შესაბამისად, რომელთა შემოსავლიანობა ვარირებს. რაც შეეხება stZEN-ს, შესაძლებელია მომხმარებელმა მოახდინოს საკუთარი SLP ტოკენის სტეიკინგი stETH-stZEN Onsen farm-ში, რათა მიიღოს SUSHI ჯილდო. SUSHI ჯილდო - ეს არის SUSHI-ს მართვადი ტოკენები, რომლებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ტრეიდინგი იმ ღია ბაზრებზე, სადაც იგი დარეგისტირებული გახლავთ. 4. მრავლობითი ჯილდო სტეიკინგისთვის (!!) რას წარმოადგენს მულტი-სტეიკინგ ტოკენების პული? ეს არის წყვილი, რომელიც შედგება StakeHound-ის მიერ გამოშვებული ორივე stakedToken-ისგან. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი ჯილდოს მიიღებს ორივე stakedToken-იდან - 1) ორივე stToken-ის (კერძოდ კი stZEN და stETH) ფლობით და 2) მულტი-სტეიკინგ პულის ლიკვიდურობის უზრუნველყოფით. მომხმარებლებისთვის რეკომენდებულია ლიკვიდურობის უზრუნველყოფა stETH-stZEN პულზე, რათა მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი. ამჟამად ETH 2.0-ისთვის საჭიროა 32 ETH და 18-თვიანი lock-up სტეიკერებისთვის, თუმცა stETH-ის შემთხვევაში აუცილებელი არ არის მინიმალური რაოდენობის ფლობა SushiSwap-იდან შეძენისას. ამრიგად, stETH-stZEN ლიკვიდურობის პროვაიდერები მიიღებენ სამ სხვადასხვა ჯილდოს: ჯილდო სტეიკინგისთვის (ორივე შემთხვევაში); საკომისიო შემოსავალი ტრეიდინგზე (0,25% საკომისიო პულში არსებული ლიკვიდურობის წილის პროპორციულად); SUSHI Rewards (SushiSwap-ის მართვადი ტოკენი). მაგალითად, თუკი გიორგიმ უნდა უზრუნველყოს ლიკვიდურობა stETH-stZEN პულზე, მისი ჯილდოები იქნება შემდეგი: stETH ჯილდო სტეიკინგზე 7,87% APY; stZEN ჯილდო სტეიკინგზე 8,67% APY (Secure Node); საკომისიო შემოსავალი: 0,25% საკომისიო პულში არსებული ლიკვიდურობის წილის პროპორციულად); დამატებითი SUSHI ჯილდო: 91,42%-მდე (1 წელი). * ჯილდო სტეიკინგზე პერიოდულად ვარირებს, ზემოთ მოცემული რიცხვები შეესაბამება სტატიის წერის დროს არსებულ მაჩვენებლებს. ამგვარად შეგიძლიათ მიიღოთ მრავლობითი სტეიკინგ-ჯილდო stZEN-ისგან: თუ ჯერ არ გაქვთ MetaMask საფულე, მისი შექმნა შეგიძლიათ აქ: https://bit.ly/3frVicz საფულის შექმნის შემდეგ საჭიროა იყიდოთ ცოტა stETH SushiSwap-ზე: https://bit.ly/39mzdbN ასევე უნდა შეიძინოთ stZEN ახლახანს მიღებული stETH-იდან, ან stZEN - ZEN KYC პროცესით: https://bit.ly/2QU551b შემდეგ უზრუნველყოთ ლიკვიდურობა stETH-stZEN პულზე: https://bit.ly/3fDtEtB და ბოლოს, მოახდინოთ თქვენი SLP-ს სტეიკინგი აქ: https://bit.ly/3cAnsAE ბონუსი: 2500 აშშ დოლარის გათამაშება! Horizen-ის გუნდმა ასევე დაიწყო 2500 აშშ დოლარის გათამაშება stZEN-ის მხარდამჭერებს შორის, რომელში მონაწილეობაც მეტად მარტივია. მომხმარებელს მოეთხოვება, რომ შეიძინოს მინიმუმ 10 stZEN 8 მაისამდე და საფულეში ფლობდეს მას 30 დღის განმავლობაში. https://bit.ly/3fqKdJ6
      • 1
      • Like
  18. ფასების ზრდის ფონზე მსხვილმა Bitcoin-ინვესტორებმა გაყიდეს საკუთარი აქტივების ნაწილი. ეს ინფორმაცია ადასტურებს იმ ბოლოდროინდელ ცნობებს, რომ საცალო ვაჭრობა ბაზრის მხარდაჭერის ძირითადი ფაქტორია. Glassnode-ის ცნობით, 8 თებერვლიდან 1000-ზე მეტი BTC-ის შემცველი უნიკალური მისამართების რიცხვი 8%-ზე მეტად შემცირდა. „კრიპტო ვეშაპები აქციებს ყიდიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბულრანი დამთავრდა. ეს ნიშნავს, რომ ხდება მოგების ფიქსაცია“ - თვლის ბაზრის ანალიტიკოსი ლარკ დევისი. ბოლო მონაცემებით, ამჟამად ჯამში 2275 მისამართია არანაკლებ 1000 BTC-ის ბალანსით, რაც 200-ით ნაკლებია 8 თებერვლის რეკორდულ მაჩვენებელთან (2488 მისამართი) შედარებით. ერთ ადამიანს ან ბირჟას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მისამართი, რაც გარკვეულ ეჭვს ტოვებს არსებული ციფრების შესახებ. შესაძლოა მისამართების რაოდენობის ზრდა ან შემცირება სულაც არ ნიშნავდეს მსხვილი ინვესტორების ეკვივალენტურ შემოდინებას ან გადინებას. მსხვილი ინვესტორების მხრიდან მსყიდველობითი წნეხის შესუსტება შესაძლოა შეესაბამებოდეს ბაზრის სხვა ინდიკატორებს, მაგალითად ეგრეთწოდებული „Coinbase-ის პრემიების“ შემცირება თეორიულად მიუთითებს ინსტიტუციური მოთხოვნის შემცირებაზე. თუმცა, ბოლო 5-6 კვირის განმავლობაში Bitcoin-ზე მოთხოვნა მაღალ დონეზე რჩება საცალო ინვესტორების რაოდენობის ზრდის წყალობით. ”იანვრის დასაწყისიდან ფასი ძირითადად ინვესტორებს ეკავათ, რასაც მიუთითებს Binance-ზე რეგისტრაციების ხუთჯერ სიმრავლე Coinbase-თან შედარებით,” - მოცემულია Glassnode-ის თებერვლის ანგარიშში. კრიპტო ვეშაპების ჩამონათვალი იზრდებოდა 2020 წლის მაისიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში, რადგან ისინი აქტიურად აგროვებდნენ კრიპტოვალუტას. https://bit.ly/3m06fU4
  19. მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ცნობილი კომპანია ატარებს ნივთების უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით მიწოდების ექსპერიმენტებს. მათ არ ჩამორჩა სამხრეთკორეული ელექტრონული გიგანტი Samsung. დრონების მწარმოებელ კომპანია Manna-სთან (სამხრეთი კორეა) ერთად იგი ქმნის სერვისს, რომლის თანახმად ირლანდიის მომხმარებლებს დრონებით უნდა მიაწოდოს Galaxy სმარტფონები. ჯერჯერობით მიწოდების ეს სქემა ჯერჯერობით შემოიფარგლება მომხმარებლებით, რომლებიც ცხოვრობენ ორანმორში, ირლანდიის ქალაქ Galway-ს მიდამოებში (Galway-ს საგრაფო). კომპანიის ცნობით, ახალი სერვისი მალე ხელმისაწვდომი გახდება ირლანდიის მთელ ტერიტორიაზე. მიწოდება ვრცელდება შემდეგ მოდელებზე: Galaxy S21 Ultra, Galaxy Buds Pro, Galaxy Tab S7, Galaxy Watch 3 და ახალი Galaxy A სერიების სმარტფონები. სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი, კომპანია Manna-ს აეროკოსმოსური კლასის უპილოტო საფრენი აპარატები მომხმარებლებს მიაწვდიან ამანათებს. ისინი იფრენენ 50-80 კმ სიმაღლეზე 60 კმ/სთ სიჩქარით, რაც შეამცირებს მართვის ცენტრიდან მიწოდების დროს სამ წუთამდე. პარალელურად, Manna თანამშრომლობს უმსხვილეს ბრიტანულ სავაჭრო ქსელ Tesco-სთან, ისინი ექვსი თვის განმავლობაში შეამოწმებენ ორანმორში მომხმარებლებისთვის სასურსათო მცირე კალათების მიწოდების სერვისს. სასურველი მიზანია, რომ მიწოდების დრო არ აღემატებოდეს შეკვეთის გაფორმებიდან ნახევარ საათს. Manna თანამშრომლობს სხვა კომპანიებთანაც, რათა უახლოეს დროში გახდეს შესაძლებელი საჰაერო გზით ცხელი საკვების, წიგნების ან სააფთიაქო პროდუქტების მიწოდება. https://bit.ly/3cva3tq
  20. დღესდღეობით Tesla ითვლება ელექტრომობილების ბაზრის ლიდერად. 2020 წლის წარმატებებმა კომპანიას საშუალება მისცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი გამხდარიყო, ხოლო აქციების ფასის რეკორდულმა ზრდამ ილონ მასკი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად აქცია. საინტერესოა ის, რომ ვითარება ჯერ შორს არის მასკის საბოლოო ოცნებისგან, რადგან ის ირწმუნება, რომ კომპანიის ღირებულება კიდევ გაიზრდება და მალე Apple-საც კი გადააჭარბებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ კომპანიასთან შედარება ასე უბრალოდ არ მომხდარა. Tesla-ს ელექტრომობილების „გულს“ წარმოადგენს მოწინავე ნეირონული ჩიპი HW 3.0, რომელიც ილონ მასკს საფუძველს აძლევს ისაუბროს სრულად ავტონომიურ მართვის სისტემაზე მალე გადასვლის შესახებ. პროცესორის ჯამური სიმძლავრე 74 მილიონი TOPS-ის ტოლია, ცენტრალურ პროცესორთან ერთად იგი უზრუნველყოფს 1.2 ტერაფლოპსს. ამასთან ნეიროჩიპი და CPU ტანდემში მუშაობენ, ავსებენ და ამოწმებენ ერთმანეთს, რაც ამაღლებს სისტემის სტაბილურობის დონეს. HW 3.0 შეიცავს 6 მილიარდ ტრანზისტორს და დამზადებულია Samsung-ის 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Apple-მა შესაძლოა გამოიყენოს ახალი M1 ჩიპის უპირატესობა საკუთარი ელექტრომობილის შექმნისას. შედარებისთვის, М1 რამდენჯერმე მძლავრია და დამზადებულია 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. იგი გაცილებით ენერგოეფექტური და სწრაფია, შესაბამისად შეუძლია შეასრულოს იგივე ბრძანებები უფრო ნაკლებ დროში, რაც ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას მისცემს მიიღოს საკვანძო გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია მძღოლის უსაფრთხოებისთვის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ M1 პროცესორის უპირატესობის მიუხედავად Apple ახლო მომავალში ვერ შეძლებს Tesla-ს უკან ჩამოტოვებას. მთავარი პრობლემა იქნება მონაცემთა უზარმაზარი რაოდენობა, რომელსაც მანქანათმშენებელი კომპანია ყოველდღიურად იღებს. მრავალი წლის განმავლობაში Tesla-ს ელექტრომობილებმა მილიარდობით კილომეტრი გაიარეს, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლებელია შეიქმნას სრულფასოვანი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მართვას საკუთარ თავზე აიღებს. აქვე უნდა გავიხსენოთ მილიარდობით აქტიური iPhone მომხმარებლების ხელში, რომელთაც შეუძლიათ რამდენიმე თვის განმავლობაში Apple-ის ინჟინრებს მიაწოდონ საკმარისი რაოდენობის საჭირო ინფორმაცია. ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ Samsung ემზადება Tesla-სთვის ახალი 5-ნანომეტრიანი ჩიპების გამოსაშვებად, რაც შეამცირებს სხვაობას HW 3.0-სა და М1-ს შორის.  უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოსაზრებები კვლავ ჰიპოთეტურად ითვლება. ფაქტია, რომ Apple-ს ნამდვილად აქვს საკუთარი წარმოების მანქანის გამოშვების გეგმა, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს პარტნიორისა და პლატფორმის მკაფიო ხედვა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სასურველი მანქანის საფუძველი უნდა გახდეს. https://bit.ly/3dhGN8v
  21. მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა Goldman Sachs-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიაში შეიტანა განცხადება საინვესტიციო პროდუქტის გამოშვების შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების Bitcoin-ზე წვდომა. განაცხადში აღწერილია საკრედიტო ნოტა, რომელიც წარმოადგენს ფასიან ქაღლადთან ან ფასიანი ქაღალდების კალათთან მიბმულ, მოგების მომტან პროდუქტს. ასევე აღნიშნულია, რომ ინვესტორებს ინოვაციებზე ეძლევათ წვდომა. საკრედიტო ნოტა იკვლევს ბირჟაზე მოვაჭრე ფონდ ARK Innovation-ს, რომელიც ინვესტირებას ახდენს Grayscale Bitcoin Investment Trust-ში, აქედან გამომდინარე ინვესტორები წვდომას მიიღებენ უმსხვილეს ციფრულ აქტივზე, თუმცა არაპირდაპირი გზით. Bitcoin-ETF, რომელიც ინვესტორებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ციფრული აქტივი აქციებით - აშშ-ში ჯერჯერობით არ არსებობს. ბევრმა კომპანიამ სცადა მსგავსი პროდუქტის გამოშვება, თუმცა SEC-მა უარყო ყველა განაცხადი და მიზეზად დაასახელა Bitcoin-ბაზარზე არსებული მანიპულაციები. ადრე ბანკი სკეპტიკურად უყურებდა Bitcoin-ს. გასულ წელს იგი უარყოფდა, რომ Bitcoin -ი აქტივების კლასია. მაგრამ ახლა აზრი შეიცვალა და Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყებაც კი გამოაცხადა. „ამ პროდუქტში ბევრი სხვადასხვა ნაწილია, თუმცა ყველა არ არის დაკავშირებული ARK-ის ფასის ცვლილებასთან, სწორედ აქედან მოდის სიტყვა ETF“ - აღნიშნავენ ანალიტიკოსები. „ETF-ს შეუძლია არაპირდაპირი გზით უზრუნველყოს კრიპტოვალუტებზე, მაგალითად Bitcoin-ზე წვდომა ნდობის ტრასტებში ინვესტირების შედეგად. ETF-ის დამოკიდებულება კრიპტოვალუტებზე დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და, შესაბამისად, ამგვარი დამოკიდებულება ყოველთვის ვერ იქნება წარმოდგენილი ETF-პორტფელში“ - ნათქვამია განაცხადში. https://bit.ly/39jNAxC
  22. Xiaomi-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანია Segway-Ninebot-მა წარადგინა თავისი პირველი მოპედი სახელწოდებით Ninebot A30C. ელექტრო მოპედი ჰიბრიდია და იმართება სატერფულებიანი სისტემით. მას ასევე აქვს ელექტრო ძრავი და აკუმულატორი, რომლებიც უზრუნველყოფს ერთ დამუხტვაზე 40 კილომეტრი მანძილის გავლას. კომპანიამ ელექტრო მოპედი დამატებით აღჭურვა ენერგიის რეგენერაციის სისტემით, რომელიც პედლების ბრუნვისგან მიღებულ კინეტიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად. კომპანია ასევე აცხადებს, რომ აგრეგატი ელექტროძრავისგან განავითარებს 25 კმ/სთ სიჩქარეს. შესაძლებელია მოპედთან სმარტფონით დაკავშირება: ამრიგად შესაძლებელი ხდება სატრანსპორტო საშუალება განიბლოკოს გასაღების გარეშე, ასევე სმარტფონის მეშვეობით მოხდება აკუმულატორის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღება. ელექტრო მოპედის შეკვეთა სამ ფერშია შესაძლებელი და გაყიდვების დაწყებისას ის მხოლოდ 305 აშშ დოლარი ეღირება, შემდეგ კი მისი ფასი 355 აშშ დოლარამდე გაიზრდება. https://bit.ly/3tYQb7S
  23. როგორც ნებისმიერი საწარმოო ნარჩენები, 3D ბეჭდვის ნარჩენები შექმნის დიდ ეკოლოგიურ პრობლემას მომავალში. ამის თავიდან ასაცილებლად Ford და HP ერთობლივად მუშაობენ ავტომობილების ნაწილების ნარჩენების გარეშე 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის განვითარებაზე. მასალების უგუნური გამოყენების დრო დასრულდა. დროა საწარმოები შეეჩვიონ რესურსებისადმი სიფრთხილით მოპყრობას. ფოტოს წყარო: Ford თავის ქარხნებში კომპანია Ford იყენებს კომპანია HP-ის 3D-პრინტერებს მცირე ზომის საავტომობილო ნაწილების წარმოებისთვის, რომელთა გამოშვებისთვის არამომგებიანია საწარმოო აღჭურვილობის შეძენა. ასევე, პრინტერებით იქმნება ისეთი სამუშაო პირობები, რომლებიც ამსუბუქებენ და აჩქარებენ საწარმოო პროცესს. ამგვარი საქმიანობის შედეგად რჩება ბევრი ნარჩენი გამოუყენებელი ფხვნილისა და დეტალების სახით, რომლებიც არ იქნა გამოყენებული გარკვეული მიზეზების გამო. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ნაგვად არ იქცეს, Ford-მა და HP-მ შეიმუშავეს მოქმედების ჯაჭვი პლასტმასის განმეორებით გამოყენებისთვის. Ford-ის ქარხნებში არსებული 3D-ბეჭდვის ნარჩენები ივსება აშშ-ის უმსხვილეს 3D-ბეჭდვის კომპანია SmileDirectClub-ის ნარჩენებით და ეგზავნება კომპანია Lavergne-ს, რომელიც პოლიმერულ ფისს ამზადებს. Lavergne აწარმოებს პლასტმასის გრანულებს წნეხის ქვეშ და ეს გრანულები უკან უბრუნდება Ford-ს, სადაც მზადდება ავტომობილების ახალი სათადარიგო ნაწილები. კერძოდ, გადამუშავებული ნედლეულით Ford ამზადებს საწვავის მილების მომჭერებს (ხამუთებს) Super Duty F-250 პიკაპისთვის. კომპანიის თქმით, ამგვარ დეტალებს გააჩნია საუკეთესო ქიმიური შემადგენლობა და ნესტისადმი გამძლეობა, ვიდრე ჩვეულებრივ ნაწილებს, ისინი ასევე 7 %-ით მსუბუქია და 10 %-ით იაფი. გადამუშავებისთვის განკუთვნილი ნედლეულის ხელახალი გამოყენების შემოთავაზებული მოდელი გავრცელდება კომპანიის სხვა მანქანების ნაწილების წარმოებაზე. რაც უფრო მეტად გაფართოვდება ნარჩენებისგან თავისუფალი წარმოების პროცესი, მით უფრო ეფექტური და სასარგებლო იქნება იგი ბუნებისა და ადამიანისთვის. https://bit.ly/31oaOOA
  24. ტექნოლოგიური კომპანიები არ უნდა უშვებდნენ ვალუტებს, ეს მისია სახელმწიფოს უნდა დაუტოვონ - განაცხადა Microsoft-ის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე მან აღნიშნა: ”ფულის ემისიას პრაქტიკულად ერთმნიშვნელოვნად უნდა მართავდეს სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე და რეალურად ფიქრობს მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებზე, ეს კი ნიშნავს ხელისუფლებას.” 2019 წელს Facebook-მა წამოაყენა ინიციატივა ფიატურ ფულთან დაკავშირებულ გლობალურ ციფრულ ვალუტა Libra-ს გამოშვების პროექტი, რამაც მარეგულირებელი ორგანოს შეშფოთება გამოიწვია. 2020 წლის დეკემბერში მონეტის შექმნაზე მომუშავე Libra Association-მა შეიცვალა სახელი და გახდა Association Diem Association, შესაბამისად გადაერქვა სახელი სამომავლო Stablecoin-საც. Facebook-მა დაადასტურა განზრახვა, რომ Diem უნდა გამოვიდეს 2021 წელს. სმიტი მიიჩნევს, რომ ფული უნდა გამოსცეს მათ, ვინც ამას საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა. კომპანიას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული გეგმები არ აქვს. მან დაამატა: ”ჩვენ არ ვართ ბანკი, არ გვინდა გავხდეთ იგი და კონკურენცია გავუწიოთ ჩვენს მომხმარებლებს - ფინანსურ ინსტიტუტებს.” შეგახსენებთ, BIS-ის კვლევის თანახმად ცენტრალური ბანკების უმეტესობა იკვლევს ეროვნული ციფრული ვალუტების (CBDC) გამოყენების სხვადასხვა ვარიანტს. ჩინეთი უკვე ატარებს ციფრული იუანის მასობრივ ტესტირებას, ხოლო ბაჰამის კუნძულებმა გამოუშვა Sand Dollar. ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი არ იჩქარებს საკუთარი CBDC-ის გამოშვებას. თუ გადაწყვეტილება მიიღება, მას შეიძლება ორიდან ოთხ წლამდე დასჭირდეს. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა Stablecoin-ების რეგულირებას უფრო მნიშვნელოვანი უწოდა, ვიდრე ციფრული აშშ დოლარის გამოშვებაა. მისივე თქმით, ამერიკის ხელისუფლება არ ცდილობს მსოფლიოში პირველმა გამოსცეს CBDC, რადგან ისინი უკვე გახდნენ პირველები მსოფლიო სარეზერვო ვალუტის შექმნით. https://bit.ly/3f7nrpo
  25. მოდული დამზადებულია High-K Metal Gate (HKMG) და Through Silicon Via (TSV) ტექნოლოგიების გამოყენებით. HKMG ტექნოლოგია Samsung-მა პირველად დანერგა GDDR6 მეხსიერებაში 2018 წელს, იგი საშუალებას იძლევა შემცირდეს ძაბვის გაჟონვა მაღალი გამტარობის დიელექტრიკებისა და ლითონის ჩამკეტების გამოყენებით. გამჭოლი კავშირის ტექნოლოგია TSV-ის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მოდულზე განთავსებულიყო 16 გბ მოცულობის DRAM მიკროსქემების რვა ნაკრები და უზრუნველყოფილ იქნა მოდულის მაქსიმალური მოცულობა - 512 გბ. TSV ტექნოლოგია პირველად გამოყენებულ იქნა 2014 წელს, როდესაც Samsung-მა წარადგინა 256 გბ მოცულობის სერვერული მოდულები. ახალი ტიპის მეხსიერება საჭიროებს 13%-ით ნაკლებ ენერგიას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის, რომელთაც ენერგოეფექტურობის უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვთ. Samsung-ის DDR5 მოდულის სიჩქარე მიაღწევს 7200 მბ/წმ-ს, რაც უზრუნველყოფს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას მძიმე სამუშაო დატვირთვისას, რაც უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს, მანქანურ სწავლებასა და დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიზის სხვა ამოცანებს. https://bit.ly/3fdmWu4
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.