-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) წარმოადგინა რობოტი-სპელეოლოგი DAEDALUS, რომელიც უახლოეს მომავალში შეისწავლის მთვარეზე არსებულ გამოქვაბულებს. გამოქვაბულები განიხილება, როგორც ადგილები, სადაც მომავალი მისიების მონაწილეები შეძლებენ თავი შეაფარონ მთვარის მკაცრ პირობებს, ასევე როგორც ნედლეულის წყაროები - პირველ რიგში ყინულის, რომელიც საჭიროა წყლის მოსაპოვებლად და სარაკეტო საწვავის შესაქმნელად. მთავარი პრობლემა ის არის, რომ უმეტეს გამოქვაბულში შესასვლელები ვერტიკალური ჭრილებია, რომლებიც ჩვეულებრივი როვერებისთვის მიუწვდომელია. მაგრამ ქალაქ ვიურცბურგის იულიას-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ინჟინრების მიერ შემუშავებული DAEDALUS რობოტი შეძლებს გაუმკლავდეს ამ ამოცანას. როდესაც მთვარის ზედაპირს მიაღწევს, DAEDALUS მოცილდება ტრანსპორტერ მანქანას და გამოუშვებს სპეციალურ საცეცებს. მათი მეშვეობით იგი შეძლებს გადაადგილებას, ასევე დაბრკოლებების გადალახვას და მთვარის ქანების ანალიზს. ამასთან, იგი ზედაპირთან დაკავშირებული იქნება სპეციალური საბელით, რომელიც გარდაიქმნება Wi-Fi მიმღებად და უზრუნველყოფს დედამიწასთან კავშირს. ლიდარის გამოყენებით რობოტი შეადგენს გამოქვაბულის 3D-მოდელს, აგრეთვე გაზომავს ტემპერატურასა და რადიაციის დონეს. ამ დროისთვის სენსორებისა და გადაადგილების სისტემების შესამოწმებლად სამი DAEDALUS პროტოტიპია აწყობილი. მეოთხე უკვე ბევრად უფრო ფუნქციონალურია და წარმოადგენს კომპაქტურ მოწყობილობას დამატებითი ფუნქციების ნაკრებითა და მაღალი ავტონომიურობით. https://bit.ly/3ftbb2E
-
კომპანია MSI-მ წარადგინა ახალი თაობის გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერი MEG Aegis Ti5 11th: მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებელია უჩვეულო ფუტურისტული დიზაინი, ამასთან, კომპიუტერი უზრუნველყოფს წარმადობის მაღალ დონეს. პერსონალური კომპიუტერის კორპუსი გარეგნულად უცხოპლანეტურ ჩაფხუტს მოგვაგონებს. „თავისი დიზაინით კომპიუტერი MEG Aegis Ti5 გამოდის არსებული სტანდარტების ჩარჩოდან და მომავალს შეესაბამება. მისი ფორმა და ფერი გამოხატავს სიჩქარის იდეას - ეს მძლავრი კომპიუტერი გეიერებს ახალ, დასამახსოვრებელ გამარჯვებებამდე მიიყვანს მათ საყვარელ თამაშებში ”, - აცხადებს MSI. მოწყობილობას აქვს Intel-ის Rocket Lake თაობის პროცესორი. მაქსიმალური კონფიგურაცია მოიცავს Core i9-11900K ჩიპს რვა ბირთვით და 16 ნაკადით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 3.5 გჰც-ს, ტურბო-სიხშირე - 5.3 გჰც-ს. DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 128 გბ-ია. შესაძლებელია განთავსდეს M.2 2280 ფორმატის ოთხი SSD, ერთი 3.5-დუიმიანი და ორი 2.5-დუიმიანი სანახი სივრცეები. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის Nvidia-ს დისკრეტული ამაჩქარებელი - GeForce RTX 3090 მოდელამდე. ხელმისაწვდომია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1 ადაპტერები, ინტერფეისები - USB 3.2 Gen2 Type-C, USB 3.2 Gen2 Type-A, Thunderbolt და ა.შ მოწყობილობის ზომაა 551 × 239 × 511 მმ, წონა - 15 კგ. ფრონტალურ ნაწილზე მოცემულია სპეციალური რეგულატორი კომპიუტერის პარამეტრების სწრაფი მართვისთვის. დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro. https://bit.ly/39OMXMP
-
Bitcoin-დერივატივებით ვაჭრობისთვის განკუთვნილმა ინსტიტუციონალიზებულმა პლატფორმა Bakkt-მა გამოუშვა მობილური აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენისა და გაყიდვის საშუალებას იძლევა. განცხადების თანახმად, Bakkt-ის მომხმარებლები ასევე შეძლებენ: დააგროვონ ჯილდოები ლოიალურობის პროგრამებისთვის; გაუგზავნონ კრიპტოვალუტა და ფიატი მეგობრებს; შეიძინონ 75-ზე მეტი ბრენდის სასაჩუქრე ბარათები ფასდაკლებით; მოახდინონ ლოიალობის ცალკეული ქულების კონვერტირება ფულად რესურსებში. ციფრული საფულე ხელმისაწვდომია Android და iOS პლატფორმებზე. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში Bakkt-მა გამოაცხადა აპლიკაციის გაშვების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს სავაჭრო ობიექტებს გადაიხადონ კრიპტოვალუტით. https://bit.ly/2PNGvys
-
დღეისათვის ონლაინ-თამაშები გახდა კომპიუტერული გართობის მილიონობით მოყვარულის თავშესაფარი. ამავდროულად, ასობით პოპულარული პროექტია, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი ისტორია და ჰყავს ასიათასობით ერთგული გულშემატკივარი. Anti-Defamation League-ის თანახმად, გეიმერების საშუალოდ 22% ტოვებს საყვარელ პროექტებს, რადგან მათ არ შეუძლიათ შეგუონ სხვა მომხმარებლების მხრიდან შეურაცხყოფას. ბევრი ირწმუნება, რომ მათ ეპყრობიან უხეშად და პროვოკაციულად. ვითარება განსაკუთრებით რთულია უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. მაგალითად, ჩინურ პროექტებში ეჭვით უყურებენ ევროპელებს, ევროპულებში - ჩინელებს. Anti-Defamation League-ის წარმომადგენლები აფიქსირებენ კვლევას სქესისა და სქესობრივი მიკუთვნებულობის მხრივ. აგრეთვე, მეტისმეტად დახურულ ქომიუნითიებში მიღებულია დამწყებებისთვის მდგომარეობის გართულება. მსგავსი ვითარებაა პრაქტიკულად ყველა თამაშში, ეფექტური გამოსავალი კი არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ პლატფორმაზე (მაგალითად Steam-ზე) შემუშავებულია ფილტრები, რომელთა მიზანია ნებისმიერი ფორმის უხამსობისა და შეურაცხყოფის გაფილტვრა. მაგრამ ჯერჯერობით ისინი მხოლოდ ტექსტური ჩათვებით შემოიფარგლება და ვერ კონტროლდება ხმოვანი ნაკადი. ცნობილი გახდა, რომ Intel მუშაობს პროგრამა Bleep-ზე, რომელიც ემყარება მაღალი წარმადობის ხელოვნურ ინტელექტს. მას შეუძლია რეალურ დროში დაამუშაოს საუბარი და დაბლოკოს აკრძალული სიტყვები და ფრაზები მანამდე, სანამ მათ თანამოსაუბრე მოისმენს. ალგორითმი დაეფუძნება ე.წ. „საუბრის ტემპერატურას“, მთელი ხმოვანი ნაკადი თავდაპირველად იქცევა ტექსტად, რის შემდეგ კი მოხდება ცალკეული სიტყვების ან მთლიანი ფრაზების დაბლოკვა. Intel-ს ჯერჯერობით არ წარუდგენია ახალი პროგრამა მოქმედებისას. ხელმისაწვდომი იქნება მექანიკური რეგულირების შესაძლებლობა მომხმარებლებისთვის: ისინი თავად შეძლებენ დაარეგულირონ ტოქსიკურობის დონე. მაგალითად, თუ თქვენი თანამოსაუბრის ნორმატიული ლექსიკა გაკმაყოფილებთ, შეგეძლებათ გამორთოთ პროგრამა, ან გაააქტიუროთ მინიმალური ფილტრაცია. ამგვარი რამ ნებისმიერ გეიმერს საშუალებას მისცემს გააკონტროლოს კომუნიკაცია ქსელში, რაც შეამცირებს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მიკროკლიმატს ჩატში. ხსენებული ტექნოლოგია ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა. მას შემდეგ მის შესახებ ცნობილი არაფერი იყო, ცოტა ხნის წინ კი Intel ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Bleep ტესტირების სტადიაშია და შეიძლება გამოვიდეს მიმდინარე წელსვე. სამწუხაროდ, ამ საკითხზე უფრო ზუსტი მონაცემები ცნობილი არ არის. https://bit.ly/2QVeVQf
-
ARM-მა განაცხადა, რომ ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა რეითრეისინგი და შეიდინგი ცვლადი სიჩქარით - მალე ხელმისაწვდომი გახდება არა მხოლოდ პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებისთვის. კომპანიამ დააანონსა არქიტექტურა ARM v9, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის 30%-იან ზრდას აქტუალურ ARM v8 არქიტექტურასთან შედარებით, აგრეთვე ახალ ფუნქციებს, რომლებიც რეალიზებულია აპარატულ დონეზე. ახალი არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი პირველი ჩიპები მიმდინარე წელსვე გამოვა. ARM V9-ს ექნება ინსტრუქციების ნაკრები SVE2 ხელოვნური ინტელექტისთვის, რისი წყალობით მნიშვნელოვნად გაფართოვდება გამოსახულების დამუშავების შესაძლებლობები. კომპანია აღნიშნავს, რომ უახლოეს წლებში იგეგმება ხელოვნური ინტელექტის ახალი შესაძლებლობების დამატება Mali და NPU Ethos გრაფიკულ ჩიპებში. ARM v9 არქიტექტურაზე დაფუძნებული პროცესორები გამოირჩევიან Realms-ის მხარდაჭერით. ეს არის აპარატული კონტეინერი, რომელიც შექმნილია ვირტუალური მანქანებისა და პროგრამების დასაცავად. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის შეძლებს უზრუნველყოს თითოეული ვირტუალური მანქანის და თითოეული ინდივიდუალური პროგრამის აბსოლუტური იზოლაცია ერთმანეთისგან. Realms დაიცავს მონაცემებს მაშინაც კი, თუ სმარტფონის ოპერაციული სისტემა დარღვეულია. ARM v9 არქიტექტურის დებიუტი შედგება ბირთვ Matterhorn-ში, რომელიც გახდება გასულ წელს გამოსული Cortex-X1-სა და Cortex-A78 ბირთვების შთამომავალი. სამომავლოდ მას ჩაანაცვლებს ბირთვი Makalu. ARM-ის განცხადებით, სწორედ მას ექნება 30%-იანი წარმადობის ზრდის მაჩვენებელი. მიიჩნევა, რომ ჩიპმეიკერების მზა პროდუქტები წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმადობით. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს შედგება სრულიად ახალი Mali გრაფიკის დებიუტიც. ARM მიიჩნევს, რომ ახალი არქიტექტურა საფუძვლად დაედება მობილური პროცესორების აბსოლუტურ უმრავლესობას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. MediaTek-მა უკვე გამოაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გამოუშვებს თავის პირველ, ARM v9 არქიტექტურაზე დაფუძნებულ ჩიპებს. სავსებით სარწმუნოა, რომ 2021 წელს Samsung-ის, Qualcomm-ისა და Apple-ის მიერ წარმოებულ მსგავს პროცესორებსაც ვიხილავთ. სავარაუდოდ, ახალი არქიტექტურის შესაძლებლობების მოსინჯვა შესაძლებელი იქნება შემდეგი თაობის ფლაგმანურ სმარტფონებზე. https://bit.ly/39tMGi0
-
Bloomberg-ის მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლითონი, ირიდიუმი, წლის დასაწყისიდან გაძვირდა 131%-ით, Bitcoin-ის ფასი კი გაიზარდა 85%-ით. ირიდიუმის, როგორც პლატინისა და პალადიუმის მოპოვების გვერდითი პროდუქტის ფასია 6 ათასი აშშ დოლარი (1 უნცია). ჯერ კიდევ წლის დასაწყისში კოტირებები ოდნავ აღემატებოდა 2600 აშშ დოლარს. ფასის აღმასვლამ განაპირობა შარშანდელი მომარაგების შეფერხებები და გაზარდა მოთხოვნა დისპლეებისა და ანთების სანთლების მწარმოებლების მხრიდან. ირიდიუმის შეძენა ადვილი ამოცანა არ არის. იგი ბირჟაზე არ არის წარმოდგენილი, მყიდველებს შეუძლიათ მიიღონ შეზღუდული შეთავაზება მხოლოდ რამდენიმე დილერისგან ან პირდაპირ დაუკავშირდნენ ამ იშვიათი ლითონის მწარმოებლებს. ირიდიუმისა და Bitcoin-ის დინამიკა. წყარო: Bloomberg. Bloomberg განმარტავს ირიდიუმის ფასის მკვეთრ ზრდას პლატინის ნაკეთობებში არსებული არასაკმარისი ინვესტიციებით. ელექტრომობილების ბაზრის აქტიურმა განვითარებამ შეასუსტა კატალიზატორების წარმოების პერსპექტივა შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილებში, რომლებშიც ეს ძვირფასი ლითონი გამოიყენება. პლატინის შეთავაზების შემცირებამ გამოიწვია ფასების რეკორდული მატება პლატინის ჯგუფის სხვა ღირებულ ლითონებზეც - როდიუმზე, რუთენიუმსა და და პალადიუმზე. შეგახსენებთ, Global Palladium Fund-მა გამოუშვა პირველი ტოკენები მეტალურგიული კომპანიის კონტრაქტების ნაწილის ციფრულ ფორმატში გადაყვანისთვის. https://bit.ly/31y3zDG
-
პანდემიამ, ბუნებრივმა და ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა უკვე გამოიწვია ელექტრონული კომპონენტებისა და მზა პროდუქტების დეფიციტი - ვიდეო დაფებიდან დაწყებული - უახლესი თაობის სმარტფონებით, გეიმინგ კონსოლებით და, რა თქმა უნდა, კომპიუტერებით დამთავრებული. Taiwan Economy Daily-ს თანახმად Acer და Asus იძულებულნი არიან უახლოეს მომავალში ფასები გაზარდონ ლეპტოპებზე. ფასი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საშუალოდ 5-10%-ით მოიმატებს. ამრიგად, მაკომპლექტებლებზე ფასების ზრდის ტალღამ მზა პროდუქტებამდეც მიაღწია. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ფასების მატებაზე გავლენას ახდენს ვალუტის კურსის რყევები. საინფორმაციო მედიის მონაცემებით, ზემოთხსენებული კომპანიების ლეპტოპების კომპონენტების დეფიციტი შესამჩნევი გახდება მეორე კვარტლიდან. არსებული ცნობების თანახმად, ამჟამად Acer-ს შეუძლია მომხმარებლების სამიდან ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ანალოგიური პრობლემის წინაშეა კომპანია Asus-იც - შეთავაზების დეფიციტი შეადგენს 25-30%-ს. ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, „ახლო მომავალში მოთხოვნა კვლავ შეთავაზებაზე მეტი იქნება“, ლეპტოპების ფასების კორექტირება კი განხორციელდება კომპონენტების მომარაგების ღირებულების გათვალისწინებით. https://bit.ly/3u9uiTg
-
Xiaomi-მ მასშტაბური ღონისძიება გამართა, სადაც წარადგინა სმარტფონები Mi 11 Pro, Mi 11 Ultra, Xiaomi Mi 11i, Mi 11 Lite 4G და Mi 11 Lite 5G, ასევე ფიტნეს სამაჯური Xiaomi Mi Band 6, ახალი როუტერი, დამტენი სადგურები და სხვა მოწყობილობები. რესურს Gizmochina-ს თანახმად, ჩინური კომპანია მალე ასევე წარადგენს თავის პირველ დასაკეც სმარტფონს - Mi Mix Fold. ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გამოჩნდა Mi Mix Fold-ის სარეკლამო პოსტერი, რომლის მიხედვით ცნობილი გახდა სამომავლო მოწყობილობის დიზაინი და მთავარი მახასიათებლები. კერძოდ, პოსტერის მიხედვით, სმარტფონს ექნება 8.01-დუიმიანი დასაკეცი ეკრანი 2K გაფართოებითა და 1.1 მლრდ ფერის მხარდაჭერით. მოწყობილობაში გამოყენებულია ფლაგმანური მობილური პლატფორმა Snapdragon 888. Mi Mix Fold-ის ძირითადი კამერის ბლოკი Xiaomi Mi 10S მოდელში გამოყენებულის ანალოგიურია, რომელიც ახლახანს წარადგინა Xiaomi-მ. ძირითადი სენსორის გაფართოება 108 მეგაპიქსელს შეადგენს. კამერის განსაკუთრებული მახასიათებელია უნიკალური „თხევადი“ ლინზა. მოწყობილობა ასევე ფლობს ხარისხიან 3D-ხმას Harman Kardon-ის ოთხი დინამიკის წყალობით. მოსალოდნელია, რომ კომპანია მალე ასევე წარადგენს საკუთარი წარმოების მობილურ ჩიპსეტს Surge, რომლის მახასიათებლები ჯერჯერობით გამოცანად რჩება. სამომავლო ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იქნება განახლებული ლეპტოპი Mi Notebook Pro, სარეცხი მანქანა Mi Washing Machine ფრონტალური ჩატვირთვის სისტემით, აგრეთვე რობოტი-მტვერსასრუტის ახალი მოდელი Mi Robot. https://bit.ly/31xhU3i
-
კომპანია Boston Dynamics-მა, რომელმაც სახელი გაითქვა რობოტექნიკის სფეროში საქმიანობით, წარადგინა ახალი პროექტი სახელწოდებით Stretch. ეს რობოტი განკუთვნილია სასაწყობე დაწესებულებებში ტვირთის გადატანისთვის. Boston Dynamics საწარმოო დანიშნულების რობოტის შექმნის იდეა გაჩნდა ჰუმანოიდ Atlas-ის დემონსტრაციის შემდეგ. „სხვა დანარჩენთან ერთად ჩვენ ვაჩვენეთ, როგორ შეუძლია მას ყუთების ტარება და ამან დიდი ინტერესი გამოიწვია საწყობების მფლობელებს შორის. ვიფიქრეთ, რომ შეგვეძლო შეგვექმნა უფრო მარტივი რობოტი, რომელიც სასაწყობე დავალებებს გაუმკლავდებოდა“ - განაცხადა Boston Dynamics-ის პროდუქტების შემუშავების ვიცე-პრეზიდენტმა Kevin Blankespoor-მა. წინა პროექტებისგან განსხვავებით, ახალი რობოტი მაქსიმალურად პრაქტიკული სტილისაა. რობოტს აქვს კვადრატული პლატფორმა საბურავებით, „აღქმის ანძა" კამერებითა და სენსორებით და უზარმაზარი რობოტიზებული მკლავი ნივთის გადასატანად განკუთვნილი უამრავი მანიპულატორით. კონსტრუქცია 23 კგ ტვირთის გადატანის საშუალებას იძლევა. Boston Dynamics-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ამ მოდელის მთავარი დადებითი მახასიათებელი ის არის, რომ იგი ხელს უწყობს ავტომოტიზაციის პროცესს იმ ადგილებში, სადაც ინფრასტრუქტურა არ არის ხელმისაწვდომი. რობოტი შესაძლებელია მოთავსდეს სატვირთოში, გასასვლელში ან კონვეირთან. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შედეგად გაიზრდება პოტენციური მომხმარებლების რიცხვი. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ზოგიერთი გაურბის წარმოების სრულად ავტომატიზაციას სიძვირის გამო. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Stretch-ის სიჩქარე მეტად შეზღუდულია მოძრაობის რთული სისტემის გამო. მისი „ხელი“ მიმაგრებულია უშუალოდ კორპუსზე, რომელიც მასთან ერთად მოძრაობს, ბალანსის დაცვა კი ხერხდება კონსტრუქციის ძირზე არსებული საპირწონეს მეშვეობით. შედეგად, რობოტის მაქსიმალური შედეგია საათში 800 ყუთის გადატანა. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს მაჩვენებელი ადამიანის სიჩქარის ტოლია. Stretch-ის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ რობოტის მართვას შეძლებს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამდენიმესაათიან სწავლებას გაივლის. პირველი საპილოტე ნიმუშების ბაზარზე გამოსვლა 2022 წლისთვის არის დაგეგმილი. https://bit.ly/3ssG9LX
-
საგადახდო სისტემა Visa მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ კრიპტოვალუტა USD Coin - წერს Reuters. საპილოტე პროგრამა ამოქმედდა კრიპტო პლატფორმა Crypto.com-თან ერთად. წლის ბოლოს Visa-მ უნდა განახორციელოს შეძენა და გადახდა USD Coin-ის გამოყენებით უფრო მეტი პარტნიორისთვის. USD Coin (USDC) - ეს არის სტაბილური ციფრული ვალუტა, რომელიც დოლართან არის დაკავშირებული. თუ მომხმარებელი გადაწყვეტს გამოიყენოს Visa კრიპტო ბარათი, რომ გადაიხადოს ფინჯანი ყავის საფასური, საფულეში შენახული კრიპტოვალუტა დაკონვერტირდება ტრადიციულ ფულად. როგორც Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები განმარტავენ, Visa-ს გადაწყვეტილება USD Coin-თან მუშაობის შესახებ ნაკარნახევია იმით, რომ მსხვილმა საფინანსო კომპანიებმა თავიანთ საქმიანობაში უკვე გამოიყენეს კრიპტოვალუტები. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ისინი მალე საინვესტიციო პორტფელის მუდმივი ნაწილი გახდებიან. https://bit.ly/39m5xLF
-
კომპანია MediaTek პირველ ადგილზე მოხვდა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიპსეტების უმსხვილესი მომწოდებლების რეიტინგში. რესურს DigiTimes-ის ცნობით, ამგვარი მონაცემები მოჰყავს ანალიტიკურ კომპანია Omdia-ს. გასულ წელს MediaTek-მა გლობალური მასშტაბით გაყიდა 351.8 მილიონი პროცესორი სმარტფონებისთვის. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 238.0 მილიონი ერთეული იყო. ამრიგად, მიწოდება გაიზარდა 113.8 მილიონი ერთეულით, ანუ 47.8%-ით. აღიშნულია, რომ 2020 წლის შედეგებით MediaTek-ის წილმა სმარტფონების ჩიპების ბაზარზე შეადგინა 27.2%, 2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 17.2% იყო. ამრიგად, წლიური გათვლით ეს კომპანია პირველად გახდა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიპსეტების უმსხვილესი მომწოდებელი და Qualcomm უკან ჩამოიტოვა. ასევე ცნობილია, რომ გასულ წელს MediaTek-ის უმსხვილესი დამკვეთი იყო ჩინური კომპანია Xiaomi. კერძოდ, 2020 წელს ამ კომპანიამ გამოუშვა MediaTek-ის პლატფორმაზე შექმნილი 63.7 მლნ სმარტფონი, 2019 წელს კი - 19.7 მილიონი ერთეული. წლის განმავლობაში ამგვარი მოწყობილობების რიცხვი 222.3%-ით გაიზარდა. კომპანია OPPO-მ 2020 წელს გაყიდა 55.3 მილიონი სმარტფონი MediaTek-ის პროცესორით, 2019 წელს - 46.3 მლნ. სამხრეთკორეულმა გიგანტმა Samsung-მა ამგვარი მოწყობილობების მიწოდების მაშტაბი გაზარდა წლიური გამოთვლით 254.6%-ით - 43.3 მილიონ ერთეულამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2020 წელს MediaTek-მა დიდ წარმატებას მიაღწია სმარტფონებისთვის განკუთვნილი პროცესორების ბაზარზე. მიმდინარე წელს კომპანია აპირებს გააგრძელოს ამ ბიზნესის აქტიური განვითარება. https://bit.ly/3tWGHKi
-
StakedZEN (stZEN) გახლავთ ERC-20 ტოკენი, შემუშავებული Horizen-ისა და StakeHound-ის პარტნიორობის შედეგად და გამყარებული Horizen-ის ZEN ტოკენით, 1:1-ზე. ამგვარი რამ შესაძლებელი გახდა StakeHound-სა და Horizen-ს შორის პარტნიორობის შედეგად, რამაც ZEN-ის სტეიკინგი აქცია უფრო მარტივად და ლიკვიდურად კრიპტო ქომიუნითისთვის. აქვე მოვიყვანთ stZEN-ისა და მისი ფუნქციების მოკლე აღწერას: stZEN ნებისმიერს ანიჭებს შემდეგ შესაძლებლობებს: შეგიძლიათ სტეიკინგისთვის მიიღოთ ჯილდო ავტომატურად, თანხის დაბლოკვის და მინიმალური საჭირო რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. DeFi ეკოსისტემასთან წვდომა - ფარმინგი, გასესხება, სესხება და კიდევ ბევრი რამ, რითაც შეგიძლიათ მიიღოთ კიდევ უფრო მეტი ჯილდო და შემოსავალი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა. როგორ მოვიპოვოთ stZEN: არსებობს stZEN- ის მიღების რამდენიმე გზა იმის მიხედვით, თუ რა კრიპტოვალუტას ფლობთ. შეგიძლიათ stZEN მიიღოთ ETH-ით, stETH-ით ან ZEN-ით. stZEN-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოძებნოთ მისი კონტრაქტის მისამართი: 0x31b595e7cfdb624d10a3e7a562ed98c3567e3865 MetaMask საფულეში ჩაშენებული Swap ფუნქციის საშუალებით - უბრალოდ მოძებნეთ STZEN ETH-stZEN პულის მეშვეობით SushiSwap-ზე, მინიმუმის გარეშე; stETH-stZEN პულის მეშვეობით SushiSwap-ზე, მინიმუმის გარეშე; StakeHound/Altcoinomy KYC Process-ის მეშვეობით, მინიმუმ 1000 CHF-დან. stZEN-ის მეშვეობით მეტი სარგებლის მიღების 4 მეთოდი: 1. ჯილდოს მიღება stZEN სტეიკინგით ნებისმიერს შეუძლია მიიღოს სტეიკინგის ჯილდო უბრალოდ stZEN-ის ფლობით. მარტივად რომ ვთქვათ, 1 stZEN = 1 ZEN-ის ფლობას. ჯილდოს მიიღებთ ZEN-ის სტეიკინგის ჯილდოს შესაბამისად. ჯილდოს დარიცხვის სიხშირეც ანალოგიურია. სტეიკინგის ჯილდოს განაწილება მოხდება stZEN ტოკენებში, რომლებიც ავტომატურად გავრცელდება ყველგან, იქ, სადაც ინახავთ stZEN-ს - იქნება ეს MetaMask საფულე თუ SushiSwap-ის პული. არანაირი დამატებითი ქმედებები ან თანხმობები საჭირო არ არის. სურვილის შემთხვევაში ყოველთვის შეძლებთ stZEN გადაცვალოთ ZEN-ზე 1:1-ში ნებისმიერ დროს KYC პროცესის მეშვეობით. 2. stZEN პულების ლიკვიდურობის უზრუნველყოფა და ტრეიდინგის საკომისიოს მიღება სტეიკინგიდან ჯილდოს მიღების პარალელურად, მომხმარებელს ასევე შეუძლია უზრუნველყოს stZEN პულების ლიკვიდურობა და დამატებითი საკომისიო შემოსავალი გამოიმუშაოს. SushiSwap-ზე ლიკვიდურობის პროვაიდერები მიიღებენ 0.25%-ს ყველა გარიგებაზე, პულში თავიანთი წილის პროპორციულად. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელი stZEN პულს უზრუნველყოს ლიკვიდურობით, იგი მიიღებს - 1) ჯილდოს სტეიკინგისთვის, 2) ასევე მიიღებს ტრეიდინგზე საკომისიო სარგებელს. ლიკვიდურობის უზრუნველყოფისას მომხმარებელი მიიღებს LP (Sushi Liquidity Pool - SLP) ტოკენს, რომელიც წარმოადგენს მის წილს პულში. შედეგად მას მიენიჭება პულში ლიკვიდურობის შეტანა-გამოტანის შესაძლებლობა. მას ასევე შეეძლება დაკავდეს კუთვნილი LP ტოკენის farming-ით (იხ. მე-3 პუნქტში). 3. მარტივად რომ ითქვას, ე.წ. farming-ი არის მომხმარებლის Liquidity Pool (LP tokens) ტოკენების სტეიკინგი მეტი ჯილდოს მიღებისთვის. მისი მიზანია მომხმარებლების წახალისება, რათა მეტი ლიკვიდურობით უზრუნველყონ პულები. SushiSwap-ზე არის ფერმები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ მოახდინონ LP ტოკენების სტეიკინგი პულების შესაბამისად, რომელთა შემოსავლიანობა ვარირებს. რაც შეეხება stZEN-ს, შესაძლებელია მომხმარებელმა მოახდინოს საკუთარი SLP ტოკენის სტეიკინგი stETH-stZEN Onsen farm-ში, რათა მიიღოს SUSHI ჯილდო. SUSHI ჯილდო - ეს არის SUSHI-ს მართვადი ტოკენები, რომლებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ტრეიდინგი იმ ღია ბაზრებზე, სადაც იგი დარეგისტირებული გახლავთ. 4. მრავლობითი ჯილდო სტეიკინგისთვის (!!) რას წარმოადგენს მულტი-სტეიკინგ ტოკენების პული? ეს არის წყვილი, რომელიც შედგება StakeHound-ის მიერ გამოშვებული ორივე stakedToken-ისგან. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი ჯილდოს მიიღებს ორივე stakedToken-იდან - 1) ორივე stToken-ის (კერძოდ კი stZEN და stETH) ფლობით და 2) მულტი-სტეიკინგ პულის ლიკვიდურობის უზრუნველყოფით. მომხმარებლებისთვის რეკომენდებულია ლიკვიდურობის უზრუნველყოფა stETH-stZEN პულზე, რათა მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი. ამჟამად ETH 2.0-ისთვის საჭიროა 32 ETH და 18-თვიანი lock-up სტეიკერებისთვის, თუმცა stETH-ის შემთხვევაში აუცილებელი არ არის მინიმალური რაოდენობის ფლობა SushiSwap-იდან შეძენისას. ამრიგად, stETH-stZEN ლიკვიდურობის პროვაიდერები მიიღებენ სამ სხვადასხვა ჯილდოს: ჯილდო სტეიკინგისთვის (ორივე შემთხვევაში); საკომისიო შემოსავალი ტრეიდინგზე (0,25% საკომისიო პულში არსებული ლიკვიდურობის წილის პროპორციულად); SUSHI Rewards (SushiSwap-ის მართვადი ტოკენი). მაგალითად, თუკი გიორგიმ უნდა უზრუნველყოს ლიკვიდურობა stETH-stZEN პულზე, მისი ჯილდოები იქნება შემდეგი: stETH ჯილდო სტეიკინგზე 7,87% APY; stZEN ჯილდო სტეიკინგზე 8,67% APY (Secure Node); საკომისიო შემოსავალი: 0,25% საკომისიო პულში არსებული ლიკვიდურობის წილის პროპორციულად); დამატებითი SUSHI ჯილდო: 91,42%-მდე (1 წელი). * ჯილდო სტეიკინგზე პერიოდულად ვარირებს, ზემოთ მოცემული რიცხვები შეესაბამება სტატიის წერის დროს არსებულ მაჩვენებლებს. ამგვარად შეგიძლიათ მიიღოთ მრავლობითი სტეიკინგ-ჯილდო stZEN-ისგან: თუ ჯერ არ გაქვთ MetaMask საფულე, მისი შექმნა შეგიძლიათ აქ: https://bit.ly/3frVicz საფულის შექმნის შემდეგ საჭიროა იყიდოთ ცოტა stETH SushiSwap-ზე: https://bit.ly/39mzdbN ასევე უნდა შეიძინოთ stZEN ახლახანს მიღებული stETH-იდან, ან stZEN - ZEN KYC პროცესით: https://bit.ly/2QU551b შემდეგ უზრუნველყოთ ლიკვიდურობა stETH-stZEN პულზე: https://bit.ly/3fDtEtB და ბოლოს, მოახდინოთ თქვენი SLP-ს სტეიკინგი აქ: https://bit.ly/3cAnsAE ბონუსი: 2500 აშშ დოლარის გათამაშება! Horizen-ის გუნდმა ასევე დაიწყო 2500 აშშ დოლარის გათამაშება stZEN-ის მხარდამჭერებს შორის, რომელში მონაწილეობაც მეტად მარტივია. მომხმარებელს მოეთხოვება, რომ შეიძინოს მინიმუმ 10 stZEN 8 მაისამდე და საფულეში ფლობდეს მას 30 დღის განმავლობაში. https://bit.ly/3fqKdJ6
-
- 1
-
-
ფასების ზრდის ფონზე მსხვილმა Bitcoin-ინვესტორებმა გაყიდეს საკუთარი აქტივების ნაწილი. ეს ინფორმაცია ადასტურებს იმ ბოლოდროინდელ ცნობებს, რომ საცალო ვაჭრობა ბაზრის მხარდაჭერის ძირითადი ფაქტორია. Glassnode-ის ცნობით, 8 თებერვლიდან 1000-ზე მეტი BTC-ის შემცველი უნიკალური მისამართების რიცხვი 8%-ზე მეტად შემცირდა. „კრიპტო ვეშაპები აქციებს ყიდიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბულრანი დამთავრდა. ეს ნიშნავს, რომ ხდება მოგების ფიქსაცია“ - თვლის ბაზრის ანალიტიკოსი ლარკ დევისი. ბოლო მონაცემებით, ამჟამად ჯამში 2275 მისამართია არანაკლებ 1000 BTC-ის ბალანსით, რაც 200-ით ნაკლებია 8 თებერვლის რეკორდულ მაჩვენებელთან (2488 მისამართი) შედარებით. ერთ ადამიანს ან ბირჟას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მისამართი, რაც გარკვეულ ეჭვს ტოვებს არსებული ციფრების შესახებ. შესაძლოა მისამართების რაოდენობის ზრდა ან შემცირება სულაც არ ნიშნავდეს მსხვილი ინვესტორების ეკვივალენტურ შემოდინებას ან გადინებას. მსხვილი ინვესტორების მხრიდან მსყიდველობითი წნეხის შესუსტება შესაძლოა შეესაბამებოდეს ბაზრის სხვა ინდიკატორებს, მაგალითად ეგრეთწოდებული „Coinbase-ის პრემიების“ შემცირება თეორიულად მიუთითებს ინსტიტუციური მოთხოვნის შემცირებაზე. თუმცა, ბოლო 5-6 კვირის განმავლობაში Bitcoin-ზე მოთხოვნა მაღალ დონეზე რჩება საცალო ინვესტორების რაოდენობის ზრდის წყალობით. ”იანვრის დასაწყისიდან ფასი ძირითადად ინვესტორებს ეკავათ, რასაც მიუთითებს Binance-ზე რეგისტრაციების ხუთჯერ სიმრავლე Coinbase-თან შედარებით,” - მოცემულია Glassnode-ის თებერვლის ანგარიშში. კრიპტო ვეშაპების ჩამონათვალი იზრდებოდა 2020 წლის მაისიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში, რადგან ისინი აქტიურად აგროვებდნენ კრიპტოვალუტას. https://bit.ly/3m06fU4
-
მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ცნობილი კომპანია ატარებს ნივთების უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით მიწოდების ექსპერიმენტებს. მათ არ ჩამორჩა სამხრეთკორეული ელექტრონული გიგანტი Samsung. დრონების მწარმოებელ კომპანია Manna-სთან (სამხრეთი კორეა) ერთად იგი ქმნის სერვისს, რომლის თანახმად ირლანდიის მომხმარებლებს დრონებით უნდა მიაწოდოს Galaxy სმარტფონები. ჯერჯერობით მიწოდების ეს სქემა ჯერჯერობით შემოიფარგლება მომხმარებლებით, რომლებიც ცხოვრობენ ორანმორში, ირლანდიის ქალაქ Galway-ს მიდამოებში (Galway-ს საგრაფო). კომპანიის ცნობით, ახალი სერვისი მალე ხელმისაწვდომი გახდება ირლანდიის მთელ ტერიტორიაზე. მიწოდება ვრცელდება შემდეგ მოდელებზე: Galaxy S21 Ultra, Galaxy Buds Pro, Galaxy Tab S7, Galaxy Watch 3 და ახალი Galaxy A სერიების სმარტფონები. სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი, კომპანია Manna-ს აეროკოსმოსური კლასის უპილოტო საფრენი აპარატები მომხმარებლებს მიაწვდიან ამანათებს. ისინი იფრენენ 50-80 კმ სიმაღლეზე 60 კმ/სთ სიჩქარით, რაც შეამცირებს მართვის ცენტრიდან მიწოდების დროს სამ წუთამდე. პარალელურად, Manna თანამშრომლობს უმსხვილეს ბრიტანულ სავაჭრო ქსელ Tesco-სთან, ისინი ექვსი თვის განმავლობაში შეამოწმებენ ორანმორში მომხმარებლებისთვის სასურსათო მცირე კალათების მიწოდების სერვისს. სასურველი მიზანია, რომ მიწოდების დრო არ აღემატებოდეს შეკვეთის გაფორმებიდან ნახევარ საათს. Manna თანამშრომლობს სხვა კომპანიებთანაც, რათა უახლოეს დროში გახდეს შესაძლებელი საჰაერო გზით ცხელი საკვების, წიგნების ან სააფთიაქო პროდუქტების მიწოდება. https://bit.ly/3cva3tq
-
დღესდღეობით Tesla ითვლება ელექტრომობილების ბაზრის ლიდერად. 2020 წლის წარმატებებმა კომპანიას საშუალება მისცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი გამხდარიყო, ხოლო აქციების ფასის რეკორდულმა ზრდამ ილონ მასკი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად აქცია. საინტერესოა ის, რომ ვითარება ჯერ შორს არის მასკის საბოლოო ოცნებისგან, რადგან ის ირწმუნება, რომ კომპანიის ღირებულება კიდევ გაიზრდება და მალე Apple-საც კი გადააჭარბებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ კომპანიასთან შედარება ასე უბრალოდ არ მომხდარა. Tesla-ს ელექტრომობილების „გულს“ წარმოადგენს მოწინავე ნეირონული ჩიპი HW 3.0, რომელიც ილონ მასკს საფუძველს აძლევს ისაუბროს სრულად ავტონომიურ მართვის სისტემაზე მალე გადასვლის შესახებ. პროცესორის ჯამური სიმძლავრე 74 მილიონი TOPS-ის ტოლია, ცენტრალურ პროცესორთან ერთად იგი უზრუნველყოფს 1.2 ტერაფლოპსს. ამასთან ნეიროჩიპი და CPU ტანდემში მუშაობენ, ავსებენ და ამოწმებენ ერთმანეთს, რაც ამაღლებს სისტემის სტაბილურობის დონეს. HW 3.0 შეიცავს 6 მილიარდ ტრანზისტორს და დამზადებულია Samsung-ის 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Apple-მა შესაძლოა გამოიყენოს ახალი M1 ჩიპის უპირატესობა საკუთარი ელექტრომობილის შექმნისას. შედარებისთვის, М1 რამდენჯერმე მძლავრია და დამზადებულია 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. იგი გაცილებით ენერგოეფექტური და სწრაფია, შესაბამისად შეუძლია შეასრულოს იგივე ბრძანებები უფრო ნაკლებ დროში, რაც ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას მისცემს მიიღოს საკვანძო გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია მძღოლის უსაფრთხოებისთვის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ M1 პროცესორის უპირატესობის მიუხედავად Apple ახლო მომავალში ვერ შეძლებს Tesla-ს უკან ჩამოტოვებას. მთავარი პრობლემა იქნება მონაცემთა უზარმაზარი რაოდენობა, რომელსაც მანქანათმშენებელი კომპანია ყოველდღიურად იღებს. მრავალი წლის განმავლობაში Tesla-ს ელექტრომობილებმა მილიარდობით კილომეტრი გაიარეს, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლებელია შეიქმნას სრულფასოვანი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მართვას საკუთარ თავზე აიღებს. აქვე უნდა გავიხსენოთ მილიარდობით აქტიური iPhone მომხმარებლების ხელში, რომელთაც შეუძლიათ რამდენიმე თვის განმავლობაში Apple-ის ინჟინრებს მიაწოდონ საკმარისი რაოდენობის საჭირო ინფორმაცია. ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ Samsung ემზადება Tesla-სთვის ახალი 5-ნანომეტრიანი ჩიპების გამოსაშვებად, რაც შეამცირებს სხვაობას HW 3.0-სა და М1-ს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოსაზრებები კვლავ ჰიპოთეტურად ითვლება. ფაქტია, რომ Apple-ს ნამდვილად აქვს საკუთარი წარმოების მანქანის გამოშვების გეგმა, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს პარტნიორისა და პლატფორმის მკაფიო ხედვა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სასურველი მანქანის საფუძველი უნდა გახდეს. https://bit.ly/3dhGN8v
-
მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა Goldman Sachs-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიაში შეიტანა განცხადება საინვესტიციო პროდუქტის გამოშვების შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების Bitcoin-ზე წვდომა. განაცხადში აღწერილია საკრედიტო ნოტა, რომელიც წარმოადგენს ფასიან ქაღლადთან ან ფასიანი ქაღალდების კალათთან მიბმულ, მოგების მომტან პროდუქტს. ასევე აღნიშნულია, რომ ინვესტორებს ინოვაციებზე ეძლევათ წვდომა. საკრედიტო ნოტა იკვლევს ბირჟაზე მოვაჭრე ფონდ ARK Innovation-ს, რომელიც ინვესტირებას ახდენს Grayscale Bitcoin Investment Trust-ში, აქედან გამომდინარე ინვესტორები წვდომას მიიღებენ უმსხვილეს ციფრულ აქტივზე, თუმცა არაპირდაპირი გზით. Bitcoin-ETF, რომელიც ინვესტორებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ციფრული აქტივი აქციებით - აშშ-ში ჯერჯერობით არ არსებობს. ბევრმა კომპანიამ სცადა მსგავსი პროდუქტის გამოშვება, თუმცა SEC-მა უარყო ყველა განაცხადი და მიზეზად დაასახელა Bitcoin-ბაზარზე არსებული მანიპულაციები. ადრე ბანკი სკეპტიკურად უყურებდა Bitcoin-ს. გასულ წელს იგი უარყოფდა, რომ Bitcoin -ი აქტივების კლასია. მაგრამ ახლა აზრი შეიცვალა და Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყებაც კი გამოაცხადა. „ამ პროდუქტში ბევრი სხვადასხვა ნაწილია, თუმცა ყველა არ არის დაკავშირებული ARK-ის ფასის ცვლილებასთან, სწორედ აქედან მოდის სიტყვა ETF“ - აღნიშნავენ ანალიტიკოსები. „ETF-ს შეუძლია არაპირდაპირი გზით უზრუნველყოს კრიპტოვალუტებზე, მაგალითად Bitcoin-ზე წვდომა ნდობის ტრასტებში ინვესტირების შედეგად. ETF-ის დამოკიდებულება კრიპტოვალუტებზე დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და, შესაბამისად, ამგვარი დამოკიდებულება ყოველთვის ვერ იქნება წარმოდგენილი ETF-პორტფელში“ - ნათქვამია განაცხადში. https://bit.ly/39jNAxC
-
Xiaomi-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანია Segway-Ninebot-მა წარადგინა თავისი პირველი მოპედი სახელწოდებით Ninebot A30C. ელექტრო მოპედი ჰიბრიდია და იმართება სატერფულებიანი სისტემით. მას ასევე აქვს ელექტრო ძრავი და აკუმულატორი, რომლებიც უზრუნველყოფს ერთ დამუხტვაზე 40 კილომეტრი მანძილის გავლას. კომპანიამ ელექტრო მოპედი დამატებით აღჭურვა ენერგიის რეგენერაციის სისტემით, რომელიც პედლების ბრუნვისგან მიღებულ კინეტიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად. კომპანია ასევე აცხადებს, რომ აგრეგატი ელექტროძრავისგან განავითარებს 25 კმ/სთ სიჩქარეს. შესაძლებელია მოპედთან სმარტფონით დაკავშირება: ამრიგად შესაძლებელი ხდება სატრანსპორტო საშუალება განიბლოკოს გასაღების გარეშე, ასევე სმარტფონის მეშვეობით მოხდება აკუმულატორის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღება. ელექტრო მოპედის შეკვეთა სამ ფერშია შესაძლებელი და გაყიდვების დაწყებისას ის მხოლოდ 305 აშშ დოლარი ეღირება, შემდეგ კი მისი ფასი 355 აშშ დოლარამდე გაიზრდება. https://bit.ly/3tYQb7S
-
როგორც ნებისმიერი საწარმოო ნარჩენები, 3D ბეჭდვის ნარჩენები შექმნის დიდ ეკოლოგიურ პრობლემას მომავალში. ამის თავიდან ასაცილებლად Ford და HP ერთობლივად მუშაობენ ავტომობილების ნაწილების ნარჩენების გარეშე 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის განვითარებაზე. მასალების უგუნური გამოყენების დრო დასრულდა. დროა საწარმოები შეეჩვიონ რესურსებისადმი სიფრთხილით მოპყრობას. ფოტოს წყარო: Ford თავის ქარხნებში კომპანია Ford იყენებს კომპანია HP-ის 3D-პრინტერებს მცირე ზომის საავტომობილო ნაწილების წარმოებისთვის, რომელთა გამოშვებისთვის არამომგებიანია საწარმოო აღჭურვილობის შეძენა. ასევე, პრინტერებით იქმნება ისეთი სამუშაო პირობები, რომლებიც ამსუბუქებენ და აჩქარებენ საწარმოო პროცესს. ამგვარი საქმიანობის შედეგად რჩება ბევრი ნარჩენი გამოუყენებელი ფხვნილისა და დეტალების სახით, რომლებიც არ იქნა გამოყენებული გარკვეული მიზეზების გამო. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ნაგვად არ იქცეს, Ford-მა და HP-მ შეიმუშავეს მოქმედების ჯაჭვი პლასტმასის განმეორებით გამოყენებისთვის. Ford-ის ქარხნებში არსებული 3D-ბეჭდვის ნარჩენები ივსება აშშ-ის უმსხვილეს 3D-ბეჭდვის კომპანია SmileDirectClub-ის ნარჩენებით და ეგზავნება კომპანია Lavergne-ს, რომელიც პოლიმერულ ფისს ამზადებს. Lavergne აწარმოებს პლასტმასის გრანულებს წნეხის ქვეშ და ეს გრანულები უკან უბრუნდება Ford-ს, სადაც მზადდება ავტომობილების ახალი სათადარიგო ნაწილები. კერძოდ, გადამუშავებული ნედლეულით Ford ამზადებს საწვავის მილების მომჭერებს (ხამუთებს) Super Duty F-250 პიკაპისთვის. კომპანიის თქმით, ამგვარ დეტალებს გააჩნია საუკეთესო ქიმიური შემადგენლობა და ნესტისადმი გამძლეობა, ვიდრე ჩვეულებრივ ნაწილებს, ისინი ასევე 7 %-ით მსუბუქია და 10 %-ით იაფი. გადამუშავებისთვის განკუთვნილი ნედლეულის ხელახალი გამოყენების შემოთავაზებული მოდელი გავრცელდება კომპანიის სხვა მანქანების ნაწილების წარმოებაზე. რაც უფრო მეტად გაფართოვდება ნარჩენებისგან თავისუფალი წარმოების პროცესი, მით უფრო ეფექტური და სასარგებლო იქნება იგი ბუნებისა და ადამიანისთვის. https://bit.ly/31oaOOA
-
ტექნოლოგიური კომპანიები არ უნდა უშვებდნენ ვალუტებს, ეს მისია სახელმწიფოს უნდა დაუტოვონ - განაცხადა Microsoft-ის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე მან აღნიშნა: ”ფულის ემისიას პრაქტიკულად ერთმნიშვნელოვნად უნდა მართავდეს სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე და რეალურად ფიქრობს მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებზე, ეს კი ნიშნავს ხელისუფლებას.” 2019 წელს Facebook-მა წამოაყენა ინიციატივა ფიატურ ფულთან დაკავშირებულ გლობალურ ციფრულ ვალუტა Libra-ს გამოშვების პროექტი, რამაც მარეგულირებელი ორგანოს შეშფოთება გამოიწვია. 2020 წლის დეკემბერში მონეტის შექმნაზე მომუშავე Libra Association-მა შეიცვალა სახელი და გახდა Association Diem Association, შესაბამისად გადაერქვა სახელი სამომავლო Stablecoin-საც. Facebook-მა დაადასტურა განზრახვა, რომ Diem უნდა გამოვიდეს 2021 წელს. სმიტი მიიჩნევს, რომ ფული უნდა გამოსცეს მათ, ვინც ამას საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა. კომპანიას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული გეგმები არ აქვს. მან დაამატა: ”ჩვენ არ ვართ ბანკი, არ გვინდა გავხდეთ იგი და კონკურენცია გავუწიოთ ჩვენს მომხმარებლებს - ფინანსურ ინსტიტუტებს.” შეგახსენებთ, BIS-ის კვლევის თანახმად ცენტრალური ბანკების უმეტესობა იკვლევს ეროვნული ციფრული ვალუტების (CBDC) გამოყენების სხვადასხვა ვარიანტს. ჩინეთი უკვე ატარებს ციფრული იუანის მასობრივ ტესტირებას, ხოლო ბაჰამის კუნძულებმა გამოუშვა Sand Dollar. ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი არ იჩქარებს საკუთარი CBDC-ის გამოშვებას. თუ გადაწყვეტილება მიიღება, მას შეიძლება ორიდან ოთხ წლამდე დასჭირდეს. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა Stablecoin-ების რეგულირებას უფრო მნიშვნელოვანი უწოდა, ვიდრე ციფრული აშშ დოლარის გამოშვებაა. მისივე თქმით, ამერიკის ხელისუფლება არ ცდილობს მსოფლიოში პირველმა გამოსცეს CBDC, რადგან ისინი უკვე გახდნენ პირველები მსოფლიო სარეზერვო ვალუტის შექმნით. https://bit.ly/3f7nrpo
-
მოდული დამზადებულია High-K Metal Gate (HKMG) და Through Silicon Via (TSV) ტექნოლოგიების გამოყენებით. HKMG ტექნოლოგია Samsung-მა პირველად დანერგა GDDR6 მეხსიერებაში 2018 წელს, იგი საშუალებას იძლევა შემცირდეს ძაბვის გაჟონვა მაღალი გამტარობის დიელექტრიკებისა და ლითონის ჩამკეტების გამოყენებით. გამჭოლი კავშირის ტექნოლოგია TSV-ის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მოდულზე განთავსებულიყო 16 გბ მოცულობის DRAM მიკროსქემების რვა ნაკრები და უზრუნველყოფილ იქნა მოდულის მაქსიმალური მოცულობა - 512 გბ. TSV ტექნოლოგია პირველად გამოყენებულ იქნა 2014 წელს, როდესაც Samsung-მა წარადგინა 256 გბ მოცულობის სერვერული მოდულები. ახალი ტიპის მეხსიერება საჭიროებს 13%-ით ნაკლებ ენერგიას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის, რომელთაც ენერგოეფექტურობის უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვთ. Samsung-ის DDR5 მოდულის სიჩქარე მიაღწევს 7200 მბ/წმ-ს, რაც უზრუნველყოფს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას მძიმე სამუშაო დატვირთვისას, რაც უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს, მანქანურ სწავლებასა და დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიზის სხვა ამოცანებს. https://bit.ly/3fdmWu4
- 1 reply
-
- 1
-
-
რესურს VideoCardz-ის ინფორმაციით გასულ თვეში კომპანია NVIDIA-მ მიაწოდა ორი სამუშაო სადგური არაკომერციულ ორგანიზაცია Khronos Group-ს, რომელიც ცნობილია, როგორც OpenCL-ის, OpenGL-ისა და Vulkan-ის დეველოპერი. შიდა დოკუმენტების თანახმად, სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილ ორ დაუანონსებელ NVIDIA Quadro RTX A5000 და Quadro RTX A4000Z ვიდეო დაფებს მინიჭებული აქვს OpenCL 1.2 სერტიფიკაცია. ამჟამად ვიდეო დაფების მახასიათებლები უცნობია. სავსებით სარწმუნოა, რომ ისინი დამყარებულია GA104 და GA106 გრაფიკულ ჩიპებზე, შესაბამისად. საინტერესოა ის, რომ ორივე ვიდეო დაფა Khronos Group-ის შიდა დოკუმენტებში მითითებულია, როგორც Quadro სერიის წარმომადგენლები მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-მ უარი თქვა ამ ბრენდზე და უნდა გამოიყენოს გაცილებით მარტივი სახელწოდებები - RTX Axxx. მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-მ Quadro RTX სერიის დასახელება RTX Axxx-ით შეცვალა როდესაც გამოუშვა RTX A6000 მოდელი GA102 ჩიპით - კომპანია ამ დრომდე ჯერ კიდევ არ მიაკუთვნებს ამ ვიდეო დაფებს Quadro სერიას. ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით. Turing არქიტექტურის Quadro სერიის ყველა ვიდეო დაფას აქვს სრულფასოვანი გრაფიკული პროცესორი. თუკი NVIDIA ამავე სტრატეგიას შეინარჩუნებს Ampere სერიის მოდელებშიც, RTX A5000-ს შესაძლოა ჰქონდეს 6144 CUDA ბირთვი, A4000 მოდელს - 3840 CUDA ბირთვი. ახალი მოწყობილობების მეხსიერების მოცულობის პროგნოზირება რთულია, თუმცა რადგანაც RTX A6000-ს აქვს 48 გბ GDDR6, RTX A5000 მოდელის მოცულობა შესაძლოა იყოს 32 ან 16 გბ, უმცროსი RTX A5000 მოდელისა კი - 12 გბ. https://bit.ly/3tTlm4t
-
კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ბრაუზერი Brave გეგმავს განახორციელოს კრიპტო საფულის ინტეგრირებას Binance Smart Chain (BSC) მხარდაჭერით. Brave-ის native ტოკენი, სახელწოდებით Basic Attention Token (BAT) ამჟამად ხელმისაწვდომია BSC-ზე Wrapped BAT (WBAT) ფორმით. BAT-ის მფლობელებს შეეძლებათ ურთიერთქმედება PancakeSwap, BakerySwap, Beefy Finance, Venus, DODO, OpenOcean, Autofarm და სხვა DeFi პროექტებთან, რომლებიც დაფუძნებულია Binance Smart Chain-ის ბაზაზე. Brave-მა ასევე აღნიშნა, რომ მიაღწია თვეში 25 მილიონ და ყოველდღიურად 9 მილიონ აქტიურ მომხმარებელს, ასევე 13 მილიონზე მეტ BAT-საფულეს. ადრე კომპანიამ დაიწყო საკუთარი დეცეტრალიზებული კრიპტო ბირჟისა და დესკტოპ და მობილური საძიებო სისტემების შემუშავება. იანვარში კრიპტობრაუზერის დეველოპერებმა მოახდინეს IPFS (პლანეტათშორისი ფაილური სისტემა) პროტოკოლის ინტეგრირება. თებერვალში Brave-ის მარკეტფლეისი შეივსო NFT-ით. https://bit.ly/3d0LMdQ
-
აღმასრულებელმა დირექტორმა Patrick Gelsinger-მა წარმოადგინა პრეზენტაცია ტექნოლოგიის სფეროში მომდევნო წლების განმავლობაში კომპანიის სტრატეგიის შესახებ. მიმდინარე წელს არიზონაში ორი ახალი საწარმოს მშენებლობისთვის 20 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა, ხოლო მომავალი წლის ბოლოს Intel განსაზღვრავს ახალი საწარმოების მშენებლობის ადგილებს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. Intel ფსონს დებს მოწინავე ტექნოპროცესებზე, როდესაც საქმე ეხება ახალი საწარმოების მშენებლობას. უფრო მეტიც, კომპანია დაიწყებს გარე მომხმარებლების აქტიურად მოზიდვას საკუთარ კონვეირზე, მათ შორის იქნება ARM-ისა და RISC-თავსებადი პროცესორების მწარმოებლები. ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კომპანიის ხელმღვანელი ჯერ მზად არაა დაასახელოს კონკრეტული დამკვეთები, თუმცა სავარაუდოდ ესენი იქნება Amazon, Cisco, Qualcomm და Microsoft. თავად Gelsinger-მა ამ კონტექსტში ახსენა მხოლოდ Apple. გაღრმავდება IBM-თან თანამშრომლობა ახალი ტექნოპროცესებისა და მიკროსქემების აწყობის სფეროებში. Intel ასევე მზადაა საკუთარი ტექნოლოგიები და არქიტექტურა მიაწოდოს მომხმარებლებს სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. კომპანია მზად არის შეერთებულ შტატებში ახალი ქარხნები ააშენოს, მიუხედავად სახელმწიფო სუბსიდიების არსებობის ან არარსებობისა. როგორც Gelsinger-მა აღნიშნა, ნახევრადგამტარ კომპონენტებზე დეფიციტი კიდევ ორიოდე წელი გაგრძელდება - ამ ვადის ბოლოს კომპანიას ექნება ახალი საწარმოები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც გარე მომხმარებლებს მოემსახურება. https://bit.ly/3sgEgC5
-
რესურს AndroidPolice-ის მონაცემებით კომპანია Qualcomm გეგმავს პორტატული გეიმინგ კონსოლის გამოშვებას. გამომცემლობის თქმით, მათ ნახეს მოწყობილობის პროტოტიპის ფოტო, თუმცა საზოგადოებისთვის გაზიარება ჯერ არ შეუძლიათ. კონსოლი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე და გარეგნულად ჰგავს Nintendo Switch-ს. Nintendo Switch Qualcomm-ის გეიმინგ კონსოლი აგებული იქნება Snapdragon-პროცესორზე, ექნება განშტოებული კონტროლერები და ვიზუალურად მასიური სმარტფონის მსგავსი იქნება. ამგვარი გარეგნული დიზაინი გასაგებია: დიდი ზომა მეტ შესაძლებლობას ტოვებს გაგრილების ეფექტური სისტემის ორგანიზებისა და მეტი წარმადობის უზრუნველყოფისთვის, თუმცა ამავე დროს პროცესორი ნაკლებად ენერგოეფექტურია. ასევე, კომპანია კონსოლში არსებულ თავისუფალ სივრცეს გამოიყენებს 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეის განთავსებისთვის, რომელსაც ექნება სწრაფი დამუხტვის (Quick Charge) მხარდაჭერა. არსებული ინფორმაციით, გეიმინგ კონსოლის შექმნისას Qualcomm თანამშრომლობს გეიმინგ პერიფერიის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერთან, თუმცა კომპანია მის სახელს არ ახმაურებს. ასევე უცნობია კონსოლისა და დისპლეის ზუსტი ზომები. პორტატული კონსოლი შესაძლებელია დაუკავშირდეს ტელევიზორსა და მონიტორს, თუმცა უცნობია, ამისთვის გამოყოფილი იქნება რაიმე ცალკეული პორტი, მაგალითად mini-HDMI, თუ ამ ფუნქციას უზრუნველყოფს USB Type-C პორტი, რომელიც კონსოლს ნამდვილად ექნება. თამაშებისა და პროგრამებისთვის ხელმისაწვდომი სივრცის გასაფართოებლად კონსოლში გათვალისწინებულია SD ბარათის სლოტი. მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android 12-ზე და ექნება სპეციალური ლაუნჩერი Google Play მარკეტის ყველა აპლიკაციისა და სერვისის მხარდაჭერით. კომპანიას ასევე სურს დაამატოს Epic Games Store-ის მხარდაჭერა და საკუთარი კონსოლისთვის შექმნას საკუთარი მარკეტი ციფრული კონტენტით. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა კომპანია ქლაუდ გეიმინგ პლატფორმებთან - Google Stadia-სა და NVIDIA GeForce Now-სთან თანამშრომლობას. Qualcomm-ის გეგმაშია კონსოლის გამოშვება 2022 წლის პირველ კვარტალში. ამრიგად, გეიმინგ კონსოლი, დიდი ალბათობით, დამყარებული იქნება ახალ, ჯერ დაუანონსებელ Snapdragon-ჩიპსეტზე. უცნობია, იქნება თუ არა ეს რაიმე სპეციალიზებული ვერსია. კონსოლს ექნება ყველა ის ფუნქცია, რაც მოცემულია ნებისმიერ Android-მოწყობილობაში: Bluetooth, GPS, აქსელერომეტრი, ორზონიანი ტაქტილური სენსორი, 5G მხარდაჭერა. შესაძლოა გამოვიდეს ასევე ვერსია მხოლოდ Wi-Fi მხარდაჭერით. Qualcomm-ის კონსოლის ფასი დაახლოებით 300 აშშ დოლარი იქნება, თუმცა რა შევა ამ ფასში და რომელ ვერსიაზეა საუბარი - არ ხმაურდება. კონსოლი გაიყიდება უშუალოდ პირდაპირ მყიდველებზე. გარდა ამისა, კომპანია შესაძლოა დაუკავშირდეს ამერიკულ ფიჭური კავშირის ოპერატორებს. წარმოების მოცულობას რაც შეეხება. ახალი პორტატული კონსოლი, დიდი ალბათობით, ვერ გაუწევს პირდაპირ კონკურენციას Nintendo Switch-ს: კომპანიას არ აქვს მომენტალური წარმატების იმედი. კომპანიას სურს შთააგონოს პარტნიორები - შეისწავლონ ახალი ფორმ-ფაქტორები, რადგან მობილურ მოწყობილობებსა და სათამაშო კონსოლებს შორის საზღვრები სულ უფრო იშლება. https://bit.ly/3tMwMqE
-
უკვე რამდენიმე კვირაა კრიპტო საზოგადოებაში ვრცელდება ხმები მოწინავე დონის მაინინგ ვიდეო დაფის გამოსვლის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ფლაგმანურ Ampere A100 გრაფიკულ ბირთვზე. ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილება Ethereum-ის მაინინგის ისტორიაში, მაგრამ აქამდე ცნობილი არ გამხდარა ამ მოწყობილობის რაიმე კონკრეტული მახასიათებელი. ამჟამად კი პორტალ wccftech-მა ცნობილ ინსაიდერ I_Leak_VN-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ახალი დაფის სახელწოდებაა NVIDIA CMP 220HX და უზრუნველყოფს 210 MH/s ჰეშრეითს, რაც უდრის რვა GTX 1660Ti დაფისგან შემდგარი ფერმის შედეგს. ამასთან, ახალი დაფის სარეკომენდაციო ფასი - 3 ათასი აშშ დოლარი - გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ სტანდარტული ვიდეო დაფებისა, რომლებიც დამყარებულია PCIe ფორმ-ფაქტორის Ampere A100-ის ბაზაზე (ერთი ასეთი დაფა 11 ათასი აშშ დოლარი ღირს). Ethereum-ის მიმდინარე ფასის გათვალისწინებით ახალ დაფას შეუძლია მფლობელს დღეში მოუტანოს დაახლოებით 20 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი. თუკი შეძლებთ ხსენებული დაფის შეძენას სარეკომენდაციო ფასად, იგი თავის ფასს სულ რაღაც 5 თვეში გამოისყიდის. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Ampere A100 ბევრად უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე რამდენიმე დაფისგან შემდგარი ფერმა, მისი TDP-ის დონე მხოლოდ 250 ვატს შეადგენს. ამრიგად, ასეთი მოწყობილობის ბაზარზე გამოშვებამ შეიძლება ჩვეულებრივი გეიმინგ გრაფიკული ადაპტერები გაცილებით ნაკლებად მიმზიდველი გახადოს მაინერების თვალში და დადებითად აისახოს არსებული დეფიციტის სიტუაციაზე. http://bit.ly/2QngPZw
