-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
უახლოეს თვეებში კომპანია Sony აპირებს წაახალისოს პოტენციური მყიდველები ახალი ტექნიკის შესაძენად. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია შეწყვეტს PlayStation Store-ზე PlayStation 3-ს, PlayStation Portable-სა და PlayStation Vita-ს მხარდაჭერას. ძველი თამაშების მოყვარულებს მიეცათ რეკომენდაცია - ჩამოტვირთონ კონტენტი ან შეიძინონ დისკები. თამაშების ჩატვირთვის შესაძლებლობას პირველ რიგში გამოეთხოვება PlayStation 3 და PlayStation Portable – 2 ივლისიდან შეწყდება ამ ტიპის კონსოლების მხარდაჭერა. გაცილებით ახალი PlayStation Vita-ს მხარდაჭერა გაგრძელდება ზაფხულის ბოლომდე - მას მაღაზიიდან გათიშავენ 27 აგვისტოს. PlayStation Portable პირველად იაპონიაში გამოჩნდა 2004 წლის დეკემბერში, მომდევნო წელს კი გაყიდვები დაიწყო რეგიონალურ ბაზრებზე. ეს იყო Sony-ს პირველი „ჯიბის“ კონსოლი, რომელიც კონკურენციას უწევდა იმ დროს პოპულარულ Nintendo DS-ს. Sony-ს მოდელმა დიდი წარმატება მოიპოვა. საერთო ჯამში, ექსპერტების აზრით, გაიყიდა 80-82 მილიონი ეგზემპლარი, ოფიციალურად კი - 76.4 მლნ 2012 წლის მარტამდე, თუმცა ისიც ცნობილია, რომ გაყიდვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდა. PlayStation 3 გამოვიდა 2006 წლის ნოემბერში იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გაყიდვების არც ისე კარგად დაწყების მიუხედავად საერთო ჯამში 2017 წლის მარტისთვის 87.4 მილიონი კონსოლი გაიყიდა - ოდნავ მეტი, ვიდრე Microsoft Xbox 360. სამიდან ყველაზე ახალი, მაგრამ ნაკლებად წარმატებული არის PlayStation Vita. იგი 2011 წელს გამოვიდა იაპონიაში და 2012 წელს - დანარჩენ მსოფლიოში. ეს სიახლე, რომელიც შეიქმნა PS Portable-ს შესაცვლელად, იმდენად ცუდად იყიდებოდა, რომ მწარმოებელმა 2012 წელს შეწყვიტა გადაზიდვების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება. ზოგიერთი ცნობით, კონსოლის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 16 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. http://bit.ly/316lDEZ
-
კომპანია HP-მ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალი თაობის ჰიბრიდულ პორტატულ კომპიუტერ Envy x360 15-ზე: მოწყობილობა შემოთავაზებულია მოდიფიკაციებში, რომლებიც დამყარებულია AMD Cezanne და Intel Tiger Lake აპარატულ პლატფორმებზე. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი, რომლის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით: შედეგად მოწყობილობა გადადის პლანშეტის რეჟიმში. მხარდაჭერილია მართვა თითის ან სპეციალური სტილუსის მეშვეობით, ეს უკანასკნელი მაგნიტური სამაგრით მაგრდება კორპუსზე. წვრილი ჩარჩოს წყალობით ეკრანი იკავებს ზედაპირის ფართობის 88.7%-ს. მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ Full HD (1920 × 1080 პიქსელი) და 4K (3840 × 2160 პიქსელი) ვერსიებს შორის. მეორე შემთხვევაში გამოყენებულია ორგანული შუქდიოდური ტექნოლოგია (OLED). აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები, აუდიოსისტემა Bang & Olufsen სტერეოდინამიკებით, განათების მქონე კლავიატურა, თითის ანაბეჭდის სკანერი. AMD-ს პლატფორმაზე არსებული ვერსიის მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Ryzen 7 5700U; შესაძლებელია დაყენდეს დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450. Intel-ის ბაზაზე არსებულ მოდიფიკაციაში მოცემულია ჩიპი Core i7-1165G7. მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია SSD PCIe NVMe. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB Type-C, USB Type-A, HDMI 2.0b და ა.შ. AMD-ს პლატფორმის მქონე HP Envy x360 15 ლეპტოპის ფასი იწყება 750 აშშ დოლარიდან, Intel-ზე დამყარებული მოდელის საწყისი ფასი კი 900 აშშ დოლარია. http://bit.ly/3tLCrxk
-
კომპანია WiseMining-მა წარმოადგინა ASIC miner-ზე დაფუძნებული გათბობის ქვაბი, რომელიც საშუალებას იძლევა გათბეს წყალი და მოპოვებულ იქნას Bitcoin-ები. ბოილერ Sato-ს შუალედური თბომატარებელია სპეციალური დიელექტრიკული გამაგრილებელი სითხე, რომელსაც სითბო გადააქვს ASIC-მაინერიდან წყლის ავზისკენ. წყარო: WiseMining. გაგრილების ბლოკში სითხე დუღდება და ორთქლდება, ორთქლი მიემართება ავზის სპირალში და კონდენსირდება და წყალს სითბოს გადასცემს. კონდენსატი წვეთავს უკან გაგრილების ბლოკში. წყარო: WiseMining. ბოილერის დიზაინი ASIC ჰეშ-დაფების ცხელი შეცვლის საშუალებას იძლევა. წყარო: WiseMining. Sato-ს მაქსიმალური სითბური წარმადობა მხოლოდ 5 კვტ-ს შეადგენს, რაც მას საშუალებას არ აძლევს იყოს სითბოს ერთადერთი წყარო. ამ მიზეზის გამო მოწყობილობის შემქმნელებმა უზრუნველყვეს ქვაბის ძირითადი გათბობის სისტემასთან მიერთების შესაძლებლობა. WiseMining Sato-ს გაყიდვა 2021 წლის აგვისტოში დაიწყება. მისი ფასი 8990 აშშ დოლარს შეადგენს. მაინინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის შეძენა ცალკეა აუცილებელი. ბოილერი თავსებადია შემდეგ მოწყობილობებთან: Antminer S9, S17, S19, S19 Pro, S19+. მომავალში კომპანია აპირებს წარმოადგინოს საყოფაცხოვრებო გამათბობლების სხვა მოდელები, რომლებიც დაფუძნებული იქნება ASIC-მაინერებზე. http://bit.ly/393fIF8
-
ბრაზილიის შტატი სან-პაულუ უკმაყოფილოა იმით, რომ Apple არ ყიდის კვების ადაპტერს iPhone 12-თან ერთად. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო Procon-SP-მ კომპანიას დაუწესა 1.92 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დამტენი მოწყობილობების არარსებობის გამო. სააგენტოს აზრით, Apple-ის ეს ნაბიჯი არღვევს ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების კოდექსს. Procon-SP-მ Apple-ს სავარაუდო დარღვევის შესახებ დეკემბერში შეატყობინა, რაზეც მან განაცხადა, რომ ამგვარი მიდგომა შეამცირებს CO2-ის გამოყოფას და იშვიათი წიაღისეულის მოპოვებას. აღინიშნა, რომ ბევრ მომხმარებელს უკვე აქვს სათადარიგო დამტენი, თუმცა სააგენტო აშკარად არ დაკმაყოფილდა ამ პასუხით. დაწესდა ჯარიმა და სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფერნანდო კაპესმა Apple-ს მოუწოდა, რომ აუცილებელია დაიცვას ბრაზილიის კანონმდებლობა. Apple-ისთვის დაწესებული ჯარიმა შედარებით მცირეა და არ დააზარალებს მის ფინანსებს. ამასთან, Apple-ს შესაძლოა სხვა არჩევანი არ ჰქონდეს გარდა დათმობისა, თუკი სურს გააგრძელოს iPhone-ების გაყიდვა ბრაზილიაში. სხვა კომპანიები უკვე დაემორჩილნენ Procon-SP-ის ზეწოლას. მაგალითად, Samsung-მა დადო შეთანხმება Procon-SP-სთან, რომლის თანახმად Galaxy S21-ის წინასწარი შეკვეთისას ხორციელდება დამტენის საჩუქრად მიწოდება. ბრაზილია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელეფონო ბაზარია და კომპანიებს, რომლებიც არღვევენ ქვეყნის წესებს, ამ დიდი ბაზრის დაკარგვა ემუქრება. http://bit.ly/2OMl7tf
-
მცირე ზომის ჰეჩბეკი Hong Guang Mini EV გლობალურ გაყიდვებში მოწინავეა 2021 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, მან ჩაანაცვლა ყოფილი ლიდერი, Tesla Model 3. იანვარსა და თებერვალში ჩინურმა კომპანია Wuling-მა გაყიდა 56000-ზე მეტი Hong Guang Mini ელექტრომობილი. Wuling-მა იანვარში 36 ათასზე მეტი ჰეჩბეკი გაყიდა, ხოლო თებერვალში 20 ათასზე მეტი, Model 3-ის გაყიდვებმა იანვარსა და თებერვალში კი, შესაბამისად, 21.500 და 13.700 ერთეული შეადგინა. ელექტრომობილი Hong Guang Mini EV შეიქმნა ჩინური სახელმწიფო კომპანიების - SAIC Motor-ის, Wuling Motors-ისა და ამერიკული საავტომობილო კონცერნ General Motors-ის ერთობლივი ძალისხმევით. ჩინეთში მას უწოდებენ უბრალოდ Wuling-ს. Hong Guang Mini EV ელექტრომობილის ფასი ჩინეთში დაახლოებით 4500 აშშ დოლარიდან იწყება. მანქანის სიგრძეა 2.92 მეტრზე ცოტა ნაკლები, სიმაღლე - 1.63 მეტრი. საბურავების ბაზა 1.95 მეტრის ტოლია, წონა - 665 კგ. ერთ სრულ დამუხტვაზე ელექტრომობილის სვლის მარაგი შეადგენს 170 კილომეტრს, მაქსიმალური სიჩქარეა 100 კმ/სთ. როგორც მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, ელექტრომობილში შესაძლებელია მოთავსდეს ოთხი ადამიანი, უკანა სავარძელი შესაძლებელია დაიკეცოს ისეთ შემთხვევაში, თუკი საჭირო იქნება ტვირთის ტრანსპორტირება. ამჟამად Hong Guang Mini EV იყიდება მხოლოდ ჩინეთში, სადაც მან Tesla Model 3-ს გაყიდვების მასშტაბით გადაუსწრო 2020 წლის შუა პერიოდში, მეორე ადგილზე გავიდა წლის ჭრილში მიუხედვად იმისა, რომ მისი რეალიზაცია მხოლოდ ივლისში დაიწყო. ცნობილია, რომ კომპანია ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპაში ელექტრომობილის გაყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მანქანის ფასი შესაძლოა ორჯერ გაიზარდოს ევროკავშირის უფრო მკაცრი გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. http://bit.ly/3cWD3sV
-
”მთავარი არგუმენტი Bitcoin-ის სასარგებლოდ არის არა დივერსიფიკაცია, სტაბილური მომგებიანობა ან ინფლაციისგან დაცვა, არამედ ღირებულების წმინდა ზრდა”, - ნათქვამია მიმოხილვაში. Bank Of America განმარტავს: Bitcoin-ი არ უკავშირდება ინფლაციას და რჩება უკიდურესად არასტაბილური, შედეგად იგი არ არის საუკეთესო საშუალება დაგროვებისა და ანგარიშსწორებისთვის. თავის მხრივ, Bitcoin-ის ფასის ზრდა - ეს გახლავთ ფაქტორი, რომელიც დამოკიდებულია ამ კრიპტოვალუტის მოთხოვნაზე. ამასთან, Bitcoin-ის შეთავაზება ხელოვნურადაა შეზღუდული - აღნიშნავს Bank Of America. მისი გამოთვლებით, კრიპტოვალუტის გამოშვება შემოიფარგლება 21 მილიონი მონეტით წელიწადში, ხოლო მიწოდების ზრდა განახევრდება ყოველ ოთხ წელიწადში. მოთხოვნის რყევა ხდება „ფასების მოძრაობის გასაღები“. უფრო მეტიც, ეს კრიპტოვალუტა გამოირჩევა მაღალი კონცენტრაციით: Bitcoin-ების 95% კონცენტრირებულია ანგარიშების 2.4%-ში. ფედერალური ბანკის მონაცემებით მდიდარი ამერიკელების მხოლოდ 1% აკონტროლებს შეერთებულ შტატებში საოჯახო ქონების მხოლოდ 30.4%-ს. ამის გამო ვალუტა დაუცველია ამ ანგარიშებზე ნებისმიერი მოძრაობის ფასის ცვალებადობისგან. Bitcoin-ი აგრეთვე შეზღუდულია ანგარიშსწორების რთული სისტემით: მისი გამოყენებით შესაძლებელია საათში მხოლოდ 14 ათასი ტრანზაქციის განხორციელება, შედარებისთვის, გლობალურ საგადახდო სისტემა Visa-ს ანალოგიური მაჩვენებელი 236 მილიონი ტრანზაქციაა საათში. Bitcoin-ის მომგებიანობა მგრძნობიარეა დოლარზე მოთხოვნის ზრდის მიმართ. Bitcoin-ში 93 მლნ აშშ დოლარის შემოდინებამ შესაძლოა განაპირობოს ფასის 1%-იანი ზრდა. http://bit.ly/313j6vg
-
Epyc Milan პროცესორების გამოშვებით კომპანია AMD-მ კიდევ ერთხელ გააფართოვა საკუთარი დომინანტობა სერვერების ბაზარზე - იგი გვთავაზობს საუკეთესო წარმადობას გაცილებით დაბალ ფასად ნებისმიერ საფასო კატეგორიაში და ნებისმიერი სამუშაო დატვირთვისთვის. 2020 წლის ბოლოს AMD-ის სერვერული პროცესორების წილი თითქმის 10%-ით გაიზარდა, რამაც ბოლო მოუღო Intel-ის მონოპოლიას მონაცემთა დამუშავებისთვის განკუთვნილი პროცესორების ბაზარზე. ახლახანს გამოსულ Milan-სერიის პროცესორებს აქვს იგივე Zen 3 ბირთვების არქიტექტურა, რაც Ryzen 5000 სერიის სამომხმარებლო პროცესორებს, რაც AMD-ს საშუალებას აძლევს უზურნველყოს მაღალი ერთნაკადიანი წარმადობა სერვერების სამუშაო დატვირთვისას. 2021 წლის ბოლოსთვის კომპანია ელის, რომ ოთხასზე მეტ ქლაუდ-სერვისში, რომელთა შორისაა Dell, HPC, Tencent, Microsoft, Google, Lenovo და სხვები, დანერგილი იქნება მე-3 თაობის Epyc პროცესორები 100-ზე მეტ პლატფორმაზე. ამჟამად ნახევრადგამტარი წარმოების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა მიკროჩიპების შეზღუდული შემოთავაზება. ამ მიმართულებით AMD-მ TSMC-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქციის შეკვეთა გაზარდა წლიური გათვლით 80%-ით, გაუსწრო Apple-ს და გახდა ხსენებული კომპანიის 7-ნანომეტრიანი პროდუქციის უმსხვილესი მომხმარებელი. Zen 4 ბირთვების ბაზაზე არსებული სამომავლო პროცესორები გამოვა 2023 წელს და მათში გამოყენებული იქნება 5-ნანომეტრიანი EUV ტექნოპროცესი, რაც უზრუნველყოფს წარმადობის უპრეცედენტო ზრდას ბაზრის ყველა სეგმენტში. მიკროჩიპების წარმოებისას გამოყენებული უფრო და უფრო თხელი ტექნოპროცესების წყალობით, დიდი ალბათობით, ასევე მიღწეული იქნება ბირთვების რაოდენობის მატება სერვერულ სეგმენტში. ზოგიერთი წყაროს მოსაზრებით, მე-4 თაობის (Genoa) პროცესორებში არსებული ბირთვების რაოდენობის ზედა ზღვარი 96 იქნება. ჯერ უცნობია, გაიზრდება თუ არა ბირთვების რიცხვი სამომხმარებლო პროცესორების შემადგენლობაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ Intel-ის მე-12 თაობის Alder Lake ჰიბრიდულ პროცესორებში მოცემულია 16 ჰეტეროგენული ბირთვი, შესაძლოა AMD-მ გადაწყვიტოს 24 ერთეულამდე ბირთვის შემოთავაზება Ryzen-ის ტოპ ვერსიებში. http://bit.ly/3cQoqrb
-
ინტერნეტ-წყაროების ცნობით, ჩინური კომპანია Xiaomi ახლოს არის საავტომობილო სფეროში საკუთარი პროექტის ორგანიზებასთან. როგორც ამბობენ, ინიციატივას Xiaomi-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Lei Jun უძღვება და კომპანიის გეგმები მეტად ამბიციურია. მოარული ხმები იმის შესახებ, რომ Xiaomi თვალყურს ადევნებდა საავტომობილო ბაზარს, ერთი თვის წინ გავრცელდა. იმ დროს მიიჩნეოდა, რომ განიხილებოდა პროექტის რეალიზაციის სხვადასხვა ფორმა. ამჟამად კი წყაროები ამტკიცებენ, რომ საუბარი ეხება ავტომობილების გამოშვებას Xiaomi-ს მარკით. ასეთი მანქანები მიკუთვნებული იქნება საშუალო და ზედა ფასების სეგმენტებზე. ავტომობილებში, როგორც აღინიშნა, Xiaomi აპირებს აქტიურად გამოიყენოს საკუთარი ქმნილებები და უკვე გამოცდილი ტექნოლოგიები. დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ საუბარია მულტიმედია შესაძლებლობებსა და მძღოლის დამხმარე სხვადასხვა საშუალებაზე. Lei Jun უკვე შეხვდა ჩინური მანქანამთმშენებელი კომპანია NIO-ს ხელმძღვანელობას ინიციატივის განხილვის მიზნით. ასევე ცნობილია, რომ პროექტის რეალიზების ფარგლებში Xiaomi აპირებს იმოქმედოს საავტომობილო ინდუსტრიის სხვა ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, რომელთა შორისაა BYD. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ Xiaomi საკუთარი მარკით გამოუშვებს ელექტრომობილებს - ტექნოლოგიური კომპანიები არ გამოიყენებენ ამოწურვად რესურსებს. ცნობილია, რომ პროექტის ამოქმედების თარიღი მალე გამოცხადდება - მარტის ბოლოს ან აპრილში. http://bit.ly/3vHMXY1
-
Ripple-ს ტექნიკურმა დირექტორმა დევიდ შვარცმა განაცხადა, რომ კომპანია ეძებს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) მხარდაჭერის დამატების შესაძლებლობას XRP Ledger-ში. შვარცმა აღნიშნა, რომ პირადად მას აინტერესებს ორი კონკრეტული იდეა NFT-სთან დაკავშირებით. პირველი - ეს არის ადამიანების სწრაფვა ნივთების კოლექციონერობისკენ. „თუ გადახედავთ NFT-პროექტ NBA Top Shot-ს, მას ფანტასტიური სამომხმარებლო გამოცდილება აქვს. მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი მნიშვნელოვანი რამის ფლობა, რაც არავის აქვს. ზუსტად არ ვიცი ეს რა სურვილია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მე მიყვარს ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი ან კიდევს სხვა და მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, რაც არავის აქვს. ” შვარცისთვის საინტერესო NFT-ის კიდევ ერთი ასპექტი არის ციფრული უფლებების იდეა. შვარცმა აღნიშნა, რომ ახლა ყველას აქვს ციფრული უფლებები ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სიმღერები iTunes-ზე, ელექტრონული წიგნები Kindle-ზე და ფილმები სტრიმინგ-პლატფორმებზე. მისი აზრით, ამ ციფრული უფლებების მომხმარებლების ამჟამინდელი გამოცდილება აბსოლუტურად საშინელებაა მუდმივად ცვალებადი ბაზრის გამო. Ripple-ს ტექნიკური დირექტორის კითხვაა არის თუ არა NFT ციფრული უფლებების სფეროში გრძელვადიანი გადაწყვეტილების შემუშავებისკენ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. შვარცის კომენტარები არ არის XRP Ledger-ის NFT-ით დაინტერესების პირველი მტკიცებულება. გასულ თვეში Ripple-ს მიერ მხარდაჭერილ სტუდია XRPL Labs-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს NFT-ის მხარდაჭერის დამატება. http://bit.ly/3cQU3ku
-
მაღალსიჩქარიან ინტერნეტ Starlink-ის ტესტერებმა დააფიქსირეს სიჩქარის რეკორდული მაჩვენებელი - 400 მბ/წმ. შესაბამისი სქრინშოტები გააზიარა Reddit-ის ორმა მომხმარებელმა. რეკორდი კი დადგინდა კანადაში მცხოვრები პირის მიერ. მაქსიმალური სიჩქარე არ არის სტაბილური ინტერნეტის მაჩვენებელი, თუმცა შესაძლებელია Starlink-ის შესაძლებლობების შესახებ დასკვნების გაკეთება იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ქვეყანაში 100 მბ/წმ-იც კი მაღალ სიჩქარედ ითვლება. მომავალში, როდესაც მეტი თანამგზავრი ამოქმედდება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეძლებს მომხმარებლები სათანადო სიჩქარით უზრუნველყოს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში. ამ დროისთვის SpaceX-ს გაშვებული ყავს 1325 თანამგზავრი, აქედან ექსპლუატაციაშია 1200. უახლოეს დღეებში კომპანია აპირებს კიდევ სამოცი Starlink-თანამგზავრის გაშვებას. თებერვალში ილონ მასკმა გაახმაურა წლის გეგმა - მიღწეულ იქნას სტაბილური 30 მბ/წმ სიჩქარე. Starlink-ის სერვისებით სარგებლობს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, მომხმარებლებს ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობა 500 აშშ დოლარი უჯდებათ (აღჭურვილობის შესაძენი თანხა), ასევე 100 აშშ დოლარი ყოველთვიური გადასახადი. აღჭურვილობის დაყენება დიდ დროს არ მოითხოვს, თანაც ინტერნეტში ხელმისაწვდომია უამრავი ინსტრუქცია. http://bit.ly/2P9hFZw
-
კორპორაცია Microsoft-მა ორმაგი ეკრანის მქონე მოწყობილობებში, როგორიცაა Surface Duo, ბოლო ბეტა-ვერსიის განახლების შედეგად დაამატა Xbox Game Pass აპლიკაციის მხარდაჭერა. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მეტი კომფორტი ცალკეული სენსორული მართვის საშუალებით ისეთი თამაშებისას, როგორებიცაა Minecraft Dungeons და Gears 5. წყარო: Windows Central Surface Duo-ზე სენსორული მართვის თამაში ჩართვისას ორ ეკრანზე ნაწილდება. ზედა დისპლეიზე აისახება თავად თამაშის პროცესი, მართვის ელემენტები კი ჩამოტანილია ქვედა ეკრანზე, რომელიც იმპროვიზირებული გეიმპადის ფორმით გვევლინება. დეველოპერებს შეუძლიათ თავიანთ პროექტზე მართვის ეკრანის ელემენტების ადაპტირება თავად მოახდინონ, ამიტომ ზოგიერთ თამაშს სხვადასხვა სენსორული ღილაკი და განლაგება გააჩნია. წყარო: Windows Central როგორც რესურს Windows Central-მა აღნიშნა, Xbox Game Pass-ის ზოგიერთ თამაშში მხარდაჭერილია მართვა Surface Duo-ს ჩაშენებული გიროსკოპის მეშვეობით. მაგალითად, Gears 5-ში შეძლებთ ირგვლივ მიმოიხედოთ სმარტფონის ფიზიკური გადაადგილების შედეგად. თავად Microsoft-მა ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთა მინიშნება Surface Duo-ში ამ ფუნქციის გამოჩენის შესახებ, თუმცა მხოლოდ ახლა დაიწყო მისი რეალიზება. http://bit.ly/3r52aPm
-
მაინინგზე სპეციალიზებული ერთ-ერთი ვიდეო დაფა NVIDIA CMP 30HX არაბულ რითეილერ Microless-ის ასორტმენტში გამოჩნდა. დუბაიში მოქმედმა სავაჭრო ობიექტმა Palit-ის მიერ წარმოებული ვერსია 724 აშშ დოლარად შეაფასა. ვიდეო დაფა დაფუძნებულია NVIDIA CMP-ის (Cryptocurrency Mining Processor) ერთ-ერთ პროცესორზე. ამ სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლების დანიშნულებაა GeForce გეიმინგ ვიდეო დაფებიდან გადაიტანოს მაინერების ყურადღება. Palit GeForce CMP 30HX (NE630HX017J9-1160X) მოდელის GPU-ის საბაზისო სიხშირეა 1530 მჰც, დატვირთვის ქვეშ შესაძლებელია მისი გაზრდა 1785 მჰც-მდე. ეს მახასიათებლები შეესაბამება Palit GeForce GTX 1660 Super GP გეიმინგ ვიდეო დაფის შესაძლებლობებს. რითეილერი არ ასახელებს NVIDIA CMP 30HX მოდელის შემადგენლობაში არსებული CUDA ბირთვების რაოდენობას, თუმცა სავარაუდოდ მათი რიცხვია 1408, რადგანაც იგი დამყარებულია იმავე TU116 (Turing) ჩიპზე, რომელზეც GeForce GTX 1660 Super. Palit GeForce CMP 30HX დაფას ისევე, როგორც გრაფიკული ამაჩქარებლის გეიმინგ-ვერსიას, აქვს 6 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება 192-ბიტიანი სალტით, რომელიც მუშაობს ეფექტურ 14 გჰც სიხშირეზე. შედეგად ვიდეო დაფის მეხსიერება უზრუნველყოფს 336 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული დაფა განკუთვნილია მხოლოდ მაინინგისთვის, მას არ გააჩნია არანაირი გარე ვიდეოინტერფეისი. TDP-ის დონე 125 ვატს შეადგენს. გრაფიკული ამაჩქარებლისთვის დამატებითი კვების მიწოდებას უზრუნველყოფს ერთი 8-პინიანი კონექტორი. ამაჩქარებელი მზადაა უზრუნველყოს კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების ეფექტურობა 26 მჰეშ/წმ დონეზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში პროდუქტის საფასური შეიცავს 5%-იან დღგს. შესაბამისად, მოსაკრებლის გარეშე Palit GeForce CMP 30HX დაფის ღირებულება შეადგენს 689.37 აშშ დოლარს. http://bit.ly/3eOHTLp
-
რეითრეისინგის ტექნოლოგია საჭიროებს გრაფიკული ადაპტერის დიდ რესურსს, ამცირებს fps-ს და იწვევს არც ისე მაღალი წარმადობის მქონე ვიდეო დაფების მფლობელების უკმაყოფილებას. NVIDIA-ს აქვს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით - ტექნოლოგია DLSS (ამჟამად უკვე 2.0 ვერსია), რომელიც საშუალებას იძლევა საგრძნობლად გაიზარდოს წარმადობა გამომსახულების ხარისხის პრაქტიკულად შეუმჩნეველი კარგვის ხარჯზე. კომპანია AMD ასევე მუშაობს ანალოგიურ ტექნოლოგიაზე, რომლის სახელწოდებაა FidelityFX Super Resolution. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა Scott Herkelman-მა აღნიშნა ახალი ფუნქციის მთელი რიგი საინტერესო დეტალები, რესურს VideoCardz-მა კი აქედან გამოყო მთავარი მახასიათებლები. AMD-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანიის სპეციალისტები კვლავ მუშაობენ ახალი ტექნოლოგიის შემუშავებაზე, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან ტექნიკური საკითხების გარდა საჭიროა სხვადასხვა გაფართოებაზე მუშაობის სირთულეების შესწავლა. დეველოპერებისა და პარტნიორების გარემოში ფუნქციის დანერგვისთვის აუცილებელია "ნიადაგის მომზადება". ფოტოს წყარო: AMD გარდა ამისა, სკოტ ჰერკელმანმა აღნიშნა, რომ FidelityFX Super Resolution ტექნოლოგია (შემოკლებით FSR) სულაც არ იქნება დაფუძნებული მანქანური სწავლების საფუძველზე, რაც საკმაოდ მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ AMD-ის გრაფიკულ პროდუქტებს ამისათვის ბირთვები არ აქვთ გამოყოფილი. მან ასევე განაცხადა, რომ გათვალისწინებულია დეველოპერებისთვის და გეიმინგ-საზოგადოებისთვის შექმნილი კომფორტი, ასევე პლატფორმებსშორისი სწრაფი დანერგვის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია გათვალისწინებულია მთელი რიგი პლატფორმებისთვის, FidelityFX Super Resolution უპირველეს ყოვლისა ამოქმედდება პერსონალურ კომპიუტერებზე. რაც შეეხება ახალი ფუნქციის დებიუტს, AMD-ს წარმომადგენელს ზუსტი თარიღი არ გაუხმაურებია, თუმცა განაცხადა, რომ მოვლენას მიმდინარე წელს უნდა ველოდოთ. http://bit.ly/3cO9Kch
- 1 reply
-
- 2
-
-
-
Bitcoin-ის მაინერების შემოსავალმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, 52.3 მლნ აშშ დოლარს დღე-ღამეში (355.1 მლნ აშშ დოლარი კვირაში) - მოწმობს ანალიტიკურ კომპანია Glassnode-ის ანგარიში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მაინერებმა შეძლეს შემოსავლის გაზრდა მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებულ ბლოკზე ჯილდო შემცირდა 2020 წლის მაისში. კრიპტოვალუტების ისტორიაში მესამე ჰალვინგის შემდეგ მოპოვებულ ბლოკზე მიღებული ჯილდო 12.5-დან 6.25 Bitcoin-ამდე შემცირდა. Glassnode-ში აღნიშნავენ, რომ ბოლო ჰალვინგის შემდგომ ახლო პერიოდში მაინერები გამოიმუშავებდნენ დაახლოებით 1000 Bitcoin-ს დღეში. ამ ტრანზაქციებზე გათვალისწინებული საკომისიო შეადგენდა ღირებულების მხოლოდ მეათედ ნაწილს. ამჟამად კრიპტოსავალუტო ბირჟებიდან წარმოებული ოპერაციების აქტივობა იზრდება და ასეთი საკომისიოების მოცულობა უკვე მთლიანი მოცულობის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. თებერვალში მაინერებმა შეძლეს კვირაში გამოემუშავებინათ 354.4 მლნ აშშ დოლარი და მოხსნეს 2017 წლის რეკორდი. იმ დროს საკომისიო მოსაკრებელი შეადგენდა შემოსავლის დაახლოებით 15%-ს. http://bit.ly/3eIYuAq
-
Instagram გეგმავს შეზღუდოს უერთიერთქმედება ზრდასრულ პირებსა და მოზარდებს შორის მათივე უსაფრთხოების მიზნით. ამისთვის კომპანია გააუქმებს ზრდასრულების მიერ მოზარდებთან მიმოწერის შესაძლებლობას, თუკი ისინი გამოწერაში არ იმყოფებიან. მოდერაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „საეჭვო მომხმარებლებს“ - ასეთებად ჩაითვლებიან ის პირები, ვინც მოზარდებს დიდი რაოდენობით შეტყობინებებს უგზავნის. მოზარდი ასაკის მომხმარებლები „საეჭვო მომხმარებლებთან“ კომუნიკაციისას მიიღებენ მინიშნებებს, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები, რომ არ გაუზიარონ პირადი მონაცემები ან ფოტოები მათ, ვისაც არ იცნობენ. ასევე შეეძლებათ მათი დაბლოკვა და გასაჩივრება პირდაპირ Direct-იდან. კომპანია გეგმავს შეიმუშავოს ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს იმ მომხმარებლებს, ვინც პროფილის რეგისტრაციისას 13+ წლის ასაკის მოტყუებას ცდილობენ. როგორ იმუშავებს ინოვაცია ჯერ უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, გაანალიზდება კონტენტი, რომელსაც ადამიანი ათვალიერებს. http://bit.ly/3tyDKj3
-
Intel-მა წარადგინა მე-11 თაობის Core პროცესორების სერია, სახელწოდებით Rocket Lake-S. უფროსი მოდელია რვაბირთვიანი Core i9-11900K, რომელიც გვევლინება, როგორც ახალი საუკეთესო ჩიპი გეიმინგ სისტემებისთვის, რაც განპირობებულია გაუმჯობესებული არქიტექტურითა და 5.3 გჰც ტაქტის სიხშირით. Rocket Lake-S სერიის პროცესორების მთავარი სიახლეა პროცესორის ბირთვების ახალი მიკროარქიტექტურა Cypress Cove. ეს გახლავთ Sunny Cove-ის მონათესავე არქიტექტურა, რომელიც დამზადებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა შეუძლია უზრუნველყოს IPC წარმადობის 19%-იანი ზრდა გასული თაობის დესკტოპ პროცესორებთან შედარებით. Rocket Lake-S სერიაში რეალიზებული სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებია - ახალი გრაფიკული ბირთვი Intel UHD Xe-არქიტექტურით, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობის ზრდას 50%-ით დესკტოპ სეგმენტში. ამასთან ერთად, ახალ გრაფიკას აქვს დამატებითი მედიაფორმატების 10-ბიტიანი AV1 და 12-ბიტიანი HEVC მხარდაჭერა, აგრეთვე HDMI 2.0-თან მუშაობის შესაძლებლობა. მე-11 თაობის Core დესკტოპ-პროცესორების სხვა გაუმჯობესებაზე საუბრისას Intel-ი ხაზს უსვამს Intel Deep Learning Boost ტექნოლოგიისა და ვექტორული ინსტრუქცია AVX-512 VNNI-ს (Vector Neural Network Instructions) მხარდაჭერას, რაც უზურნველყოფს იმ აპლიკაციების მუშაობის დაჩქარებას, რომლებშიც გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ალგორითმები. კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც Intel-ი ყურადღებას ამახვილებს ოფიციალურ მასალებში - ეს არის აჩქარების გაფართოებული შესაძლებლობები ახალი ოვერქლოქინგ-ინსტრუმენტების დამატებით. მათ შორისაა: მეხსიერების სიხშირის ცვლილების შესაძლებლობა Windows-იდან სისტემის გადატვირთვის გარეშე; მეხსიერების აჩქარების ხელმისაწვდომობა H570 და B560 ჩიპსეტზე არსებულ ბიუჯეტური დედა დაფების მქონე სისტემებში; ძაბვის დამოუკიდებელი რეგულირების შესაძლებლობა AVX2 და AVX-512 ინსტრუქციებთან მუშაობისას, აგრეთვე პროცესორში AVX-ის სრულად გათიშვის საშუალება. გარდა ამ ყველაფრისა, Rocket Lake-S პროცესორებში გამოყენებულია მეხსიერების ახალი კონტროლერი თაიმინგის გაფართოებული პარამეტრებითა და დამატებითი Gear 2 რეჟიმით ასინქრონული აჩქარებისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას DDR4-ის გაცილებით მაღალი სიხშირეები. Rocket Lake-S პროცესორები ოფიციალურად თავსებადი იქნება DDR4-3200 SDRAM-თან. ამას გარდა, მათში გამოჩნდება PCI Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა, თანაც ხაზების რიცხვი ოცამდე გაიზრდება, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს დააკავშიროს CPU არა მხოლოდ გრაფიკულ ბარათთან, არამედ NVMe დისკთანაც (500-სერიის ჩიპსეტზე არსებულ დაფაზე). Intel-მა გააზიარა დამატებითი ინფორმაცია Rocket Lake-S სერიის ფლაგმანური რვაბირთვიანი Core i9-11900K ჩიპის წარმადობის შესახებ. შიდა ტესტების თანახმად ეს პროცესორი უზრუნველყოფს Core i9-10900K-სთან შედარებით დაახლოებით 11%-იან უპირატესობას თამაშებში და მნიშნელოვან უპირატესობას აჩვენებს Ryzen 9 5900X-ზე (Full HD გაფართოებაზე, GeForce RTX 3080 დაფით). Intel-მა ასევე გაასაჯაროვა ხსენებული სერიის პროცესორების მოდელები და მათი სარეკომენდაციო ფასები. Rocket Lake-S პროცესორებს ექნება 8 ან 6 ბირთვი და გაიყიდება Core i9, Core i7 და Core i5 სერიებში. ახალი მოდელების ფასები ოდნავ მაღალია ამჟამინდელ Comet Lake-თან შედარებით. უფროსი მოდელი Core i9-11900K გაიყიდება 539 აშშ დოლარად (შედარებისთვის, Core i9-10900K-ის სარეკომენდაციო ფასია 499 $), რვაბირთვიანი Core i7-11700KF მოდელის ფასი იქნება 374 $ (Core i7-10700K ღირს 359 $), უმცროსი ექვსბირთვიანი Core i5-11400F მოდელის ფასი კი იქნება 157 $ ისევე, როგორც Core i5-10400F ჩიპის შემთხვევაში. Intel-მა ასევე განაახლა Core i3 და Pentium პროცესორების სერია - ისინი ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება წინამორბედი Comet Lake პროცესორების ანალოგიურად ოდნავ გაზრდილი ტაქტის სიხშირეებით. წარმოდგენილი Core 11 თაობის პროცესორების გაყიდვა დაიწყება 30 მარტიდან. http://bit.ly/3bWrR0q
-
ორშაბათს, 15 მარტს, მსხვილ მოთამაშეებზე ორიენტირებულმა კრიპტო პლატფორმა OSL-მა განახორციელა პირველი გარიგება ციფრული აქტივებით რეალურ დროში. OSL ფლობს ჰონგკონგის ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების კომისიის (SFC) ლიცენზიას. პირველი გარიგებები რეალურ დროში შედგა საცდელი პერიოდის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტნიორები და ინვესტორები. ”ციფრული აქტივებით, მაგალითად Bitcoin-ით ვაჭრობა და კრიპტოვალუტის შენახვა შეიძლება უსაფრთხოდ განხორციელდეს წამყვანი გლობალური მარეგულირებლის მეთვალყურეობით ჰონგკონგში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია გლობალურ დონეზე ციფრული აქტივების ინსტიტუციონალური მიღების მიმდინარე პროცესში ”, - განაცხადა OSL-ის გენერალურმა დირექტორმა უეინ ტრენჩმა. კრიპტო პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს საბროკერო, სამეურვეო და SaaS-სერვისებს. მისი ოპერატორია SFC-ის მიერ ლიცენზირებული BC Technology Group, რომელმაც აუდიტორული შემოწმება გაიარა „დიდი ოთხეულის“ ერთ-ერთ კომპანიასთან. 2020 წლის თებერვალში ფინანსურმა ჰოლდინგმა Fidelity Investments 14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო BC Technology Group-ში და გახდა აქციების 5.6%-ის მფლობელი. 2021 წლის იანვარში კომპანიამ გაზარდა ინვესტიციები OSL ოპერატორში - მათმა მოცულობამ შეადგინა 6.71 მილიონი აშშ დოლარი. ამ დროს Fidelity-ს 6.29%-იანი წილი ჰქონდა BC Technology Group-ში. http://bit.ly/3lp3jQz
-
თანამედროვე გეიმერებისთვის ხელმისაწვდომია უზარმაზარი რაოდენობის დამატებითი პერიფერიული მოწყობილობები, მაგრამ მწარმოებლები მაინც ახერხებენ ახალი მოწყობილობების იდეების მოფიქრებას. დაფინანსების მოძიების პლატფორმა Crowdfunding Espresso-ს აქვს არაჩვეულებრივი მოწყობილობა MSI-ს დიზაინის დეპარტამენტისგან, რომელიც ინოვაციებზეა ორიენტირებული. ეს მოწყობილობაა კიბერსპორტული სატერფული (პედალი). გეიმინგისთვის განკუთვნილი MSI Liberator სატერფულის კონსტრუქცია საკმაოდ საინტერესოა. ძირითადი სატერფულის გარდა გათვალისწინებულია ორი გვერდითი ღილაკი, რომლებზე დაჭერა მარტივია ტერფის მობრუნებისას. ამგვარად, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დაჭერის სხვადასხვა კომბინაცია, შესაძლოა რეალიზებულ იქნას მაკროსების ჩაწერაც, რაც დამატებით გააფართოვებს ფუნქციონალს. ფოტოს წყარო: crowdfunding-espresso მოწყობილობას წარმატება ელის. სამომავლოდ სატერფულის კონსტრუქცია შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს და გაუმჯობესდეს. მაგალითად, დაემატოს სხვა ღილაკები, დაიყოს სატერფული სეგმენტებად ან დაემატოს სენსორული პანელი. ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გახდება, თუკი გეიმინგში მეორე ფეხიც იქნება ჩართული. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კითხვების შემთხვევაში კომპანიას მიმართონ. გამოკითხვის გვერდზე სატერფულის საცალო ფასად მითითებულია 3900 აშშ დოლარი, თუმცა პირველი 500 შემკვეთი მას 2790 აშშ დოლარად შეიძენს. http://bit.ly/3cFLR6F
-
Volkswagen-ის ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლიდან დაიწყება უნიფიცირებული პრიზმული აკუმულატორის წარმოება, რომელიც ათწლეულის ბოლოს დაინერგება კონცერნის ელექტრომობილების 80%-ში. როგორც ცნობილია, იგი შეძლებს უკუმიმართულებით მუხტის გადაცემას. Volkswagen ასევე შექმნის ქსელისგან დამოუკიდებელ დამტენ სადგურებს. ფოტოს წყარო: The Verge, Volkswagen როგორც რესურსი The Verge განმარტავს, 2022 წლიდან MEB პლატფორმაზე შექმნილი ყველა ელექტრომობილი შეძლებს ელექტროენერგიის გადაცემას გარე მომხმარებლებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მფლობელებს არა მარტო შეეძლებათ ხელსაწყოების ან საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის ელექტროენერგიის გადაცემა ქალაქგარეთ გასვლისას, არამედ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში შეძლებენ საკუთარი სახლების ელექტროენერგიით მომარაგებას. ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა განააცხადა, რომ Tesla-ს Cybertruck ელექტრო პიკაპი შეძლებს ტრაილერისთვის ენერგიის მიწოდებას თავისი ელემენტებიდან. საინტერესოა ის, რომ Tesla-ს ამჟამად არსებული ელექტრომობილების ექსპლუატაციისას ენერგიის წყაროდ გამოიყენება სტანდარტული 12-ვოლტიანი ბატარეა ინვერტორთან ერთად და ამგვარი კავშირი ხანგრძლივი ვადით საკმარისი არ არის. Volkswagen-ის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კომპანია წარადგენს არა მხოლოდ სტაციონარულ, არამედ მობილურ დამტენ სისტემებსაც. რეალურად, ისინი პრინციპის მხრივ შეიძლება შევადაროთ სმარტფონების გარე ბატარეებს - მათ შეუძლიათ იმუშაონ ქსელთან მუდმივი კავშირის გარეშე. ასევე შემუშავებულია დამტენი სადგურის რობოტიზებული ვერსია, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მანიპულატორით. როგორც ჩანს, ასეთ გადაწყვეტილებებზე მოთხოვნა გაჩნდება ავტოპილოტზე გადასვლის შემდეგ, როდესაც ელექტრომობილებს თავად შეეძლებათ მიაკითხონ დამტენ სადგურებს. ღონისძიებაზე ასევე გაირკვა, რომ Volkswagen-ის ძალისხმევა - დაიწყოს ბატარეების დამოუკიდებელი წარმოება Northvolt-თან ტანდემში სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია უარს იტყვის გარე მომწოდებლებისგან ბატარეების შესყიდვაზე. კონცერნი გააგრძელებს ბატარეების შეძენას LG Energy Solution-ის, SK Innovation-ის, CATL-ისა და Samsung SDI-სგან. უფრო შორეულ პერსპექტივაში თავის ნაყოფს გამოიღებს ინვესტიცია QuantumScape-ში - ეს გახლავთ მყარი ელექტროლიტის აკუმულატორების მწარმოებელი, რომლის პროდუქტში მოცულობა გაიზრდება 80%-ით, გაორმაგდება მუხტის შენარჩუნების სიმკვრივე და უფრო უსაფრთხო იქნება ექსპლუატაციისას. http://bit.ly/30OezfS
-
ინდოეთი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც კრძალავს კრიპტოვალუტების გამოყენებით ოპერაციებს და აყენებს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მაინერებისა და ტრეიდერებისთვის. ამის შესახებ წერს Reuters-ი, მაღალი თანამდებობის ანონიმური პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით. დოკუმენტი მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში ციფრული ვალუტის ლიკვიდაციას ავალებს. ამ პერიოდის შემდეგ მფლობელებს ჯარიმები დაეკისრებათ. სამომავლოდ კი კრიპტოაქტივების ფლობაზე, გამოშვებაზე, მოპოვებაზე, ვაჭრობასა და გადაცემაზე გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით ხელისუფლება გეგმავს კრიპტოვალუტის აკრძალვას ბლოკჩეინის განვითარების შეფერხების გარეშე. ”თავად ტექნოლოგიის გამოყენებას ზიანი არ მოაქვს, მაგრამ მთავრობა დააწესებს ჯარიმებს მათთვის, ვინც კრიპტოაქტივების ლიკვიდაციას არ განახორციელებს კანონით დადგენილი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში”, - განმარტა მან. ოფიციალურმა პირმა უარი თქვა ჯარიმების ოდენობისა და პატიმრობის ვადის გამჟღავნებაზე. მისივე თქმით, დოკუმენტის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. შეფასების თანახმად ინდოეთში 8 მილიონი ინვესტორი ამჟამად ფლობს ციფრულ აქტივებს, რომელთა საერთო ღირებულება ჯამში 1.4 მილიარდი აშშ დოლარია. ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. 2019 წელს ინდოეთის ხელისუფლებაზე დაქვემდებარებულმა სამუშაო ჯგუფმა დაასკვნა, რომ კრიპტოვალუტებს „ფასეულობა არ გააჩნია“. ხელოსუფლებას ურჩიეს აეკრძალა ყველა ციფრული აქტივი, გარდა ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ტოკენებისა. იმ დროს კომისიის წინადადება იყო 330 ათასი აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის დაწესება და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მაინერებისა და ტრეიდერებისთვის. არაერთი მედიასაშუალების ცნობით, კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ დოკუმენტი ინდოეთის მინისტრთა საბჭოს წარედგინა 2020 წლის სექტემბერში. 2021 წლის თებერვალში Bloomberg-მა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ანონიმურ პირზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აკრძალვის შემოღების შემთხვევაში აქტივების მფლობელებს მიეცემათ სამიდან ექვს თვემდე ვადა პოზიციების დასახურად. გარდამავალი პერიოდის ბოლოს მოხდება ინვესტიციების ლიკვიდაცია. http://bit.ly/3rMtR0w
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა პენტაგონის გადაწყვეტილება Xiaomi-სთვის სანქციების დაწესების შესახებ. Huawei-ს მაგალითზე შესაძლებელია დავრწმუნდეთ, რომ მსგავს ინიციატივებს შეუძლია კომპანიისთვის გლობალური მასშტაბის ზიანის მიყენება. გარკვეული დროის წინ ამერიკელმა სამხედრო ძალებმა მოითხოვეს, რომ ამერიკულ კომპანიებს აკრძალვოდათ სმარტფონების ჩინურ მწარმოებელთან ურთიერთობა იმ მოტივით, რომ მათი ვარაუდით Xiaomi კავშირში იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსთან. იანვრის შუა რიცხვებში, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, პენტაგონმა Xiaomi და კიდევ რვა კომპანია დაამატა ჩამონათვალში, რითაც ამერიკელ ინვესტორებს დაავალდებულა, რომ გაეყიდათ თავიანთი წილები შესაბამის ბიზნესში. შეზღუდვები ძალაში უნდა შესულიყო მომდევნო კვირაში, მაგრამ იანვრის ბოლოს Xiaomi-მ სასამართლოს საჩივრით მიმართა, მოითხოვა მისი სიიდან ამოღება და ამგვარ ქმედებას უწოდა უკანონო და არაკონსტიტუციური. კომპანიის განცხადების თანახმად მას საერთო არაფერი აქვს ჩინეთის არმიასთან. პარასკევს სასამართლომ დაადგინა, რომ Xiaomi არ აგდებს საფრთხეში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ აშშ-ის ძალოვნებს. Xiaomi-მ განაცხადა, რომ მომავალში მოითხოვს სამუდამოდ ამოიღონ იგი სანქციების სიიდან. მოგეხსენებათ, რომ ამერიკელების მხრიდან Huawei-სა და მის ბრენდ Honor-ზე სანქციების დაწესებამ განაპირობა ის, რომ მწარმოებელს მოუწია გაეყიდა თავისი ბიზნესის წილი და მთლიანად ან ნაწილობრივ დაეტოვებინა ქსელის აღჭურვილობისა და სმარტფონების რეგიონალური ბაზრები. http://bit.ly/3rPzuuS
-
გამკაცრებული ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით ბევრმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, როდის იტყვის უარს შიდაწვის ძრავის მქონე მოდელების წარმოებაზე. BMW's Mini-ს შემთხვევაში მსგავსი გრაფიკი უკვე დადგენილია. შიდაწვის ძრავის მქონე ბოლო ავტომობილი გამოვა 2025 წელს, 2030 წლიდან კი Mini გამოუშვებს მხოლოდ ელექტრომობილებს. ფოტოს წყარო: Electrek ამის შესახებ გერმანული გამომცემლობა Der Spiegel იუწყება. წყაროს ცნობით, 2027 წლისთვის Mini აპირებს ელექტრომობილების წილი ბრენდის გაყიდვების სტრუქტურაში 50%-მდე გაზარდოს. Mini-ს ასორტიმენტში მხოლოდ სამი მოდელია სხვადასხვა მოდიფიკაციითა და ძრავით: Cooper, Clubman და Countryman, ამიტომ მშობელი კომპანია BMW-ს გადაწყვეტილება ელექტროფიკაციის დაწყების შესახებ ლოგიკურად გამოიყურება. Mini-ს მარკის ელექტრო მანქანა უკვე არსებობს - ეს არის Cooper SE მოდელი, რომელსაც მალე შეუერთდება ელექტრო კროსოვერი. ჯერ კიდევ 2009 წელს ელექტრო Mini E გვევლინებოდა სატესტო პლატფორმის სახით, შემდეგ BMW-მ პირველი სერიის კორპუსში ჩააყენა "ელექტრო შიგთავსი", პირველი მასობრივი წარმოების ელექტრო მანქანა კი იყო BMW i3, რომელიც ფართოდ არ გავრცელებულა. ცოტა ხნის წინ წარმოდგენილ BMW iX3-ს გააჩნია ძრავის ფართო სპექტრი, მათ შორისაა ელექტრო ვარიანტი. 2018 წელს კომპანიამ პირობა დადო, რომ 2025 წლისთვის თორმეტ სრულიად ელექტრო მოდელს გამოუშვებს. ფაქტობრივად, ამ პერიოდის დასრულებამდე ოთხი წლის განმავლობაში BMW-მ უნდა წარადგინოს ელექტრომობილის ათი ახალი მოდელი. გერმანიაში, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში, აიკრძალება შიდაწვის ძრავის მქონე ახალი მანქანების გაყიდვა. ჩინეთში, სადაც BMW ყიდის ავტომობილების უმეტეს ნაწილს, მხოლოდ ჰიბრიდული და ელექტრომობილები დაიშვება 2035 წლიდან. ძნელია იმის განსჯა, რამდენად წარმატებით მოერგება BMW ახალ საბაზრო მოთხოვნებს, რადგან აქამდე იგი სერიოზულ ფსონს დებდა შიდაწვის ძრავზე. http://bit.ly/3cuLrzH
-
მილიარდერმა ფილანთროპმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს, რაშიც მან მოიაზრა ტრანზაქციაზე დახარჯული ენერგია, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება გადაცემის სხვა მეთოდით დახარჯულს. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მილიარდერების უმეტესობა BTC-ში ინვესტიციების დაგეგმვით არის დაკავებული, ბილ გეითსი სკეპტიკურად უყურებს აქტივს და ამბობს, რომ Bitcoin-ი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე კაცობრიობისთვის ცნობილი ნებისმიერი სხვა გადაცემის მეთოდი. იგი შეშფოთებულია Bitcoin-ის ნახშირორჟანგის კვალის მაღალი დონით. რაც შეეხება გეითსის განცხადებას, მონაცემთა ანალიზის სპეციალისტების შეფასებით Bitcoin-ტრანზაქციის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობა 300 კგ-ს შეადგენს. ამავე დროს, CO2-ის მოცულობა, რომელიც Visa-ს ტრანზაქციას ახლავს თან, 0.4 გრამს შეადგენს. ჯერალდ მოზერი, Barclays Private Bank-ის ბაზრის მთავარი სტრატეგი, იზიარებს ბილ გეითსის მოსაზრებას: ”კრიპტოვალუტის დამატება პორტფელში მას ნაკლებად ეკოლოგიურად აქცევს.” მან ასევე გამოთქვა შეშფოთება ელექტრონული ნარჩენების ზრდის გამო, რადგან კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ძველდება დაახლოებით ყოველ 18 თვეში და ისინი გროვდება მოწყობილობების ნარჩენის სახით. http://bit.ly/3qJAO1e
-
ხმები იმის შესახებ, რომ Tesla-ს ბრენდის სმარტფონი გამოვიდოდა, მრავალი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინტერნეტში. მაგალითად, 2018 წელს გამოქვეყნდა სმარტფონის წინა და უკანა პანელების ფოტოები, სმარტფონის დასახელება იყო Tesla Quadra. ახლახანს კი ილონ მასკმა მოულოდნელად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წარმოდგენილია Tesla-ს სმარტფონის ახალი კონცეფცია. მოწყობილობის დროებითი სახელია Model Pi. სმარტფონის მთავარი მახასიათებელი იქნება მაღალსიჩქარიან Starlink სატელიტურ ინტერნეტ-ქსელთან დაკავშირების შესაძლებლობა, რომლის სიჩქარე 210 მბ/წმ-ს მიაღწევს. მეორე მახასიათებელი, რომელიც ჩვენს დროში აქტუალურია, არის მოწყობილობით კრიპტოვალუტა Marscoin-ის მოპოვების შესაძლებლობა. გაჯეტს ასევე შეეძლება დაუკავშირდეს Tesla-ს ელექტრომობილების ბორტ-სისტემას და მონაწილეობა მიიღოს მისი ზოგიერთი ფუნქციის მართვაში. და ბოლოს, მოწყობილობა აღჭურვილი იქნება Neuralink ტექნოლოგიით, რომელიც თავის ტვინის ტრავმის მქონე ადამიანების შემთხვევაში ჩაანაცვლებს ტვინის ზოგიერთ ფუნქციას. სმარტფონი გარეგნული დიზაინით Apple-ის მოწყობილობას წააგავს. როგორც ჩანს, ეს არის დიზაინერების დროებითი გათვლა, რომელთაც დაავიწყდათ წარსულში არსებული სასამართლო დავების შესახებ. სმარტფონის უკანა პანელზე განთავსდება კამერა ოთხი ობიექტივით. თავად პანელი კი აღჭურვილი იქნება მზის ენერგიით დამუხტვის ფუნქციით. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება წარმოდგენილი Model Pi-სთვის დამახასიათებელი ყველა ფუნქცია. ამჟამად სმარტფონების ბაზარზე გარკვეული სტაგნაციაა. ბიუჯეტური და ფლაგმანური მოწყობილობები თითქმის გაუტოლდა ერთმანეთს ფუნქციონალით. ზემოთხსენებული მოწყობილობა კი შესაძლოა გახდეს მობილური მოწყობილობების ინდუსტრიის განვითარებაში ახალი სიტყვა. http://bit.ly/30Gm9ci
-
აშშ-ის არმიის ახალი სამხედრო სათვალე - Integrated Visual Augmentation System (IVAS) დაეხმარება ჯარისკაცებს მიიღონ მნიშვნელოვანი ვიზუალური ინფორმაცია ჯავშანტრანსპორტიორებისა და სხვა სამხედრო მანქანების დატოვების გარეშე. დაგეგმილია ათიათასობით ასეთი სათვალის შეძენა. სათვალეს ვიზუალური ინფორმაცია გადაეცემა საბრძოლო მანქანებზე, Bradley-სა და Stryker-ზე დამონტაჟებული კამერებიდან. სიტუაციის შესაფასებლად და სამიზნის შესარჩევად ჯარისკაცებს გარეთ გასვლა არ დასჭირდებათ. სათვალეზე მოხდება რუკების, ჩველებრივი და ღამის ხედვის ვიდეოების პროეცირება. ჯარისკაცებს ასეთ ინფორმაციაზე წვდომა ამ დრომდეც ჰქონდათ, ახლა კი IVAS-ის წყალობით მასზე წვდომა თითქმის მყისიერი გახდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საბრძოლო პირობებში. სათვალეს ასევე შეუძლია გამოიყენოს შაშხანაზე დამონტაჟებული ღამით ხედვის სითბური სამიზნე იმ სივრცის შესახებ ვიდეოინფორმაციის მისაღებად, რომელიც სხვა ჯარისკაცების თვალთახედვის არეალშია. ჯარისკაცი აგრეთვე შეძლებს საფარიდან მონიშნოს სამიზნე, სათვალის მეშვეობით დააკვირდეს მოწინააღმდეგეს ისე, რომ თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს, ასევე მიიღოს წვდომა ბრძოლის არეალში არსებულ დრონებზე დამონტაჟებულ კამერებზე. აშშ-ს არმიის სარდლობამ კარგად იცის ამ ტექნოლოგიის პოტენციალი და აპირებს შეიძინოს დაახლოებით 1.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 40 000-მდე ერთეული IVAS სათვალე. http://bit.ly/2Q3zxFB
