-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
დიდია ალბათობა, რომ ევროკავშირის კანონმდებლები და წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ საერთო პორტს სმარტფონების, პლანშეტების, ყურსასმენებისა და სხვა ელექტრონიკისთვის მომავალი წლის დადგომამდე. ამის შესახებ განაცხადა ადგილობრივმა პარლამენტარმა, რომელიც შესაბამის პროექტს კურირებს. ცნობილია, რომ ეს ინიციატივა აქტიურად კრიტიკდება Apple-ის მხრიდან. ევროკომისიამ საერთო დამტენი პორტის დამტკიცების ინიციატივა ათი წლის წინ წამოაყენა, მაგრამ კანონპროექტი მხოლოდ გასულ წელს მომზადდა მას შემდეგ, რაც თავად მწარმოებლები ვერ თანხმდებოდნენ საერთო ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე. iPhone-ისა და Android-ის მომხმარებლები დიდი ხანია ჩივიან, რომ სხვადასხვა დამტენი მოწყობილობის გამოყენება უწევთ. თუკი iPhone იმუხტება Lightning ინტერფეისის მეშვეობით, თანამედროვე Android-მოდელებში USB Type-C პორტი გამოიყენება. 2018 წლის სტატისტიკის თანახმად სმარტფონების ნახევარში გამოიყენებოდა USB micro-B, 29%-ში - USB Type-C, 21 %-ში კი - Lightning. ამჟამად ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა USB Type-C-ს სასარგებლოდ. პარლამენტარ Alex Agius Saliba-ს თქმით ამ საკითხზე კენჭისყრა შესაძლოა მაისში ჩატარდეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ცალკეულ ქვეყნებთან მსჯელობის დაწყება საბოლოო კანონპროექტზე. „საქმე წლის ბოლომდე გაკეთდება. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ყურადღება მხოლოდ სმარტფონებზე არ გამახვილდება. პარლამენტარის აზრით საერთო პორტი აუცილებლად უნდა დაინერგოს ელექტრონულ წიგნებში, დაბალი ენერგომოხმარების ლეპტოპებში, კლავიატურებში, მაუსებში, ყურსასმენებში, სმარტ-საათებსა და ელექტრო სათამაშოებში - ევროკომისიის წინადადებაში ადრე ნახსენები იყო მხოლოდ სმარტფონები, პლანშეტები და ყურსასმენები. პარლამენტარს დამატებით სურს, რომ ევროკომისიამ 2025 წლისთვის განახორციელოს უსადენო დამტენი ინფრასტრუქტურის „ჰარმონიზაცია“. კანონი ერთი უნივერსალური პორტის შესახებ, მისი თქმით, შეიძლება ძალაში შევიდეს მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ (ადრე ვარაუდობდნენ, რომ გარდამავალი პერიოდი გაგრძელდებოდა ორი წელი), ამ დრომდე მწარმოებლებმა უნდა მოარგონ თავიანთი მოწყობილობები. Apple-მა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირის ინიციატივას შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ინოვაციებზე და შედეგი იქნება ელექტრონული ნარჩენების გროვა, თუკი კანონმდებლები აიძულებენ მომხმარებლებს - გადაერთონ ახალ დამტენებზე. https://tinyurl.com/5n6udw9p
-
CoinGecko-ს თანახმად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი 4.6%-ით, Ethereum-ისა კი 7.6%-ით გაიზარდა. ინვესტორების მხრიდან მოთხოვნის გამოცოცხლების ფონზე ბაზრის კაპიტალიზაციამ 2 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin იყიდება დაახლოებით 44300 აშშ დოლარად, Ethereum – 3100 აშშ დოლარად. ქვემოთ წარმოდგენილია ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ ტოპ-10 კრიპტოვალუტა: წყარო: CoinGecko. ტოპ ათეულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს Avalanche-მა, Solana-მ და Binance Coin-მა - 12.4%, 10.1% და 8.2%, შესაბამისად. 0.1 ETH-ზე მეტი ბალანსის მქონე Ethereum-მისამართების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეს ფაქტი შესაძლოა მოწმობდეს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის მასობრივ მიღებას, საცალო ინვესტორების დარწმუნებულობას მის პერსპექტივებში და აქტივის აქტიურ გამოყენებას DeFi-აპლიკაციებში. წყარო: Glassnode. გაიზარდა ახალი DeFi-ეკოსისტემების ტოკენების ფასებიც. მაგალითად, Moonbeam (GLMR) ბოლო დღე-ღამის მანძილზე გაძვირდა 29.4%-ით. ბაზრის საერთო გამოცოცხლებასთან დამატებით GLMR-ის ზრდას ხელი შეუწყო პლატფორმა Curve-თან ეკოსისტემის ინტეგრაცის დაანონსებამ. წერის მომენტისთვის კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.07 ტრლნ აშშ დოლარია, რაც შეესაბამება იანვრის შუა რიცხვებსა და თებერვლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებლებს. მანამდე FSInsight-ის ანალიტიკოსი შონ ფარელი ვარაუდობდა, რომ Bitcoin-ის ფასმა 2022 წლის მეორე ნახევარში შეიძლება 200 ათას აშშ დოლარს მიაღწიოს. https://tinyurl.com/4aku8ha6
-
კომპანია Tesla ჩინეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას იკვლევს. მისი პირველი ჩინური ქარხანა უნიკალურია არა მხოლოდ იმით, რომ რეკორდულ დროში აშენდა და ამ მარკის ელექტრომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა, არამედ საკუთრების სტრუქტურითაც - ჩინეთის ხელისუფლებამ Tesla არ აიძულა ადგილობრივ კომპანიებთან დაემყარებინა პარტნიორობა. Tesla-ს ქარხანა ტეხასში, აშშ-ში. წყარო: Tesla Tesla-ს მოქმედი ჩინური ობიექტის განვითარებაში მიღწეული პროგრესი დიდწილად განპირობებულია იმით, რომ იგი მდებარეობს შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლისთვის მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ბარიერების მინიმიზაციის ფაქტორი, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ მაგალითად ბერლინის მიმდებარე ტერიტორიაზე საწარმოს მშენებლობის ისტორიის კუთხით: მას პროდუქციის გამოშვება გასულ ზაფხულს უნდა დაეწყო, ამის ნაცვლად კი ჯერ კიდევ საბოლოო თანხმობას ელოდება ადგილობრივი ოფიციალური პირებისგან. როგორც Car News China განმარტავს პროვინცია ლიაონინის ხელისუფლებისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით, Tesla ჩინეთის ამ ტერიტორიას განიხილავს ერთ-ერთ სავარაუდო სივრცედ მეორე ქარხნის მშენებლობისთვის. უფრო კონკრეტულად კი ქარხანა შესაძლოა აშენდეს შენიანში, პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში. წყაროს ინფორმაციით ჩინეთის სხვადასხვა პროვინციის კიდევ შვიდი დასახლებული პუნქტი უწევს კონკურენციას ამ ქალაქს Tesla-ს მეორე ქარხნის განთავსების უფლებისთვის. ადგილობრივი ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია Tesla-სთვის, ამჟამად შანხაის ქარხანა ყველაზე მასშტაბურია წარმოებული ელექტრომობილების რაოდენობით და წარმოადგენს მთავარ საექსპორტო პლატფორმას, ამიტომ მეორე ქარხნის აგება ჩინეთში მხოლოდ დროის საკითხია. ილონ მასკმა ბოლო კვარტალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კომპანია აპირებს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაწყვიტოს ახალი ადგილების არჩევა საწარმოების მშენებლობისთვის. https://tinyurl.com/mr4nctf3
-
კომპანია Xiaomi-ს მიერ შექმნილი გეიმინგ სმარტფონების ბრენდი Black Shark მალე დააანონსებს მოწყობილობებს Black Shark 5-სა და 5 Pro-ს. ამ სმარტფონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობების სერტიფიცირების (TENAA) ვებ-გვერდზე. აქ და ქვემოთ: სმარტფონი Black Shark 4/ წყარო: Black Shark Black Shark 5 მოდელს ექნება 6.67-დუიმიანი AMOLED FHD+ დისპლეი ჩაშენებული დაქტილოსკოპიური სკანერით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს რვაბირთვიანი პროცესორი ტაქტის სიხშირით 3.2 გჰც-მდე (სავარუდოდ, Snapdragon 8 სერიის ჩიპი). ბაზარზე გამოვა მოდიფიკაციები 8 და 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 128 ან 256 გბ. სმარტფონის ზომაა 163.83 × 76.25 × 10.37 მმ და იწონის 223 გრამს. წინა პანელზე განთავსებულია 13-მეგაპიქსელიანი კამერა, უკანა პანელზე - სამი კამერა 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორით. : უფრო მძლავრ სმარტფონ Black Shark 5 Pro-ს ასევე ექნება 6.67-დუიმიანი FHD+ AMOLED ეკრანი. გამომთვლელი დატვირთვა დაეკისრება ჩიპ Snapdragon 8 Gen 1-ს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 8, 12 ან 16 გბ, ფლეშ-მეხსიერება - 256 ან 512 გბ. ძირითადი კამერის შემადგენლობაში შევა 108-მეგაპიქსელიანი სენსორი. ორივე სმარტფონს ექნება 4650 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მიუწვდომელია. https://tinyurl.com/2p9c8fms
-
მიმდინარე წლის ბოლოს Intel გამოუშვებს Bitcoin-ის მაინინგზე სპეციალიზებულ ჩიპს, რამდენიმე კომპანია უკვე დაემატა მოლოდინის სიას. ამის შესახებ ნათქვამია მიკროსქემების მწარმოებლის ვებ-გვერდზე. ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები არიან ჯეკ დორსის კუთვნილი Block (ადრე ეწოდებოდა Square), ასევე მაინინგ კომპანიები Argo Blockchain და GRIID Infrastructure. ამ უკანასკნელმა გაამჟღავნა Intel-თან გარიგება SEC-ში შეტანილი განაცხადისას. „Intel ხელს შეუწყობს ღია და უსაფრთხო ბლოკჩეინის ეკოსისტემას და დაეხმარება ტექნოლოგიის წინსვლას პასუხისმგებლიანი და მდგრადი მიდგომებით“, - აცხადებენ კომპანიაში. შეტყობინების თანახმად ჩიპები დამყარებული იქნება „ძალიან პატარა მიკროსქემებზე“, ამიტომ მათი გამოშვება მინიმალურ გავლენას იქონიებს ამჟამინდელ საწარმოო პროცესებზე. ცნობილია, რომ დეტალები გამოცხადდება საერთაშორისო გამოფენა ISSCC-ზე თებერვალში. შეგახსენებთ, 2018 წელს Intel-მა საპატენტო განაცხადი შეიტანა მაინინგის აპარატული „ამაჩქარებლის“ შესახებ, რომელსაც უნდა შეემცირებინა ენერგოდანახარჯები Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვებისას. 2021 წლის იანვარში ცნობილი გახდა კომპანიის გეგმების შესახებ - წარადგინოს კრიპტოვალუტების პირველი "დაბალი ძაბვის, მაღალი ხარისხის ASIC მაინერი" ISSCC-ის სადემონსტრაციო სესიაზე 23 თებერვალს. https://tinyurl.com/2d5xbyue
-
Igor's Lab-ის თანახმად ვიდეო დაფა GeForce RTX 3050 8 გბ შესაძლოა გამოვიდეს უახლოეს მომავალში ახალი ჩიპის ბაზაზე. ეს ჩიპი შესაძლოა იყოს GA107, რომელიც NVIDIA-ს ერთ-ერთი ყველაზე პატარა კრისტალია, ხოლო მისი უპირატესობაა მობილურ გრაფიკულ ჩიპებში, კონკრეტულად კი RTX 3050-ში გამოყენების შესაძლებლობა. კიდევ ერთი ვარიანტის გამოშვებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს Nvidia RTX 3050 ვიდეო დაფების საჭირო რაოდენობით წარმოებას და მოხსნას მწვავე დეფიციტი. ამჟამად არსებულ, აქტუალურ მოდელ RTX 3050 8 გბ-ში გამოიყენება მკვეთრად შეკვეცილი კრისტალი GA106 - მასში აქტიურია 30-დან 20 შეიდერული მოდული, რაც ჯამში 2560 CUDA ბირთვს შეადგენს. სხვა მახასიათებლები მოიცავს 128-ბიტიან მეხსიერების სალტეს და აჩქარების რეჟიმში 1.78 გჰც ტაქტის სიხშირეს. ეტალონური ვიდეო დაფის მაქსიმალური ენერგომოხმარება 130 ვატია. GA106 და GA107 ჩიპების მქონე ვერსიების მახასიათებლები იგივე რჩება. Igor's Lab ამტკიცებს, რომ GA106 და GA107 ჩიპებს კონტაქტებიც კი იდენტური აქვთ, რაც მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ ორიგინალი ვიდეო დაფების PCB-ები. გამონაკლისს წარმოადგენს ენერგომოხმარება. GA107 ვერსიის სიმძლავრეა 115 ვატი 130 ვატის ნაცვლად. თუმცა TDP-ის დონის ასეთი შეზღუდვის პირობებში წარმადობა ოდნავ გაუარესდება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება კრისტალი GA107. უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-ს მსგავსი ხრიკი ადრეც გამოუყენებია, მაგალითად, GTX 1650 მოდელების შემთხვევაში. პირველი GTX 1650 წარმოდგენილი იყო GDDR5 მეხსიერებით, ხოლო მოგვიანებით NVIDIA-მ ეს ვიდეო დაფა განაახლა GDDR6-მდე, რამაც მისი წარმადობა გააუმჯობესა. დამატებითი ცნობები მიუთითებს, რომ NVIDIA-მ მაშინვე დაგეგმა მეორე RTX 3050 მოდელის გამოშვება. მაგალითად, Igor's Lab აღნიშნავს, რომ RTX 3050 8 გბ-ის შემთხვევაში 16 PCIe არხიდან ნახევარი გათიშულია მიუხედავად იმისა, რომ GA106 ბირთვებს სრულად აქვთ 16-ვე არხის მხარდაჭერა ისევე, როგორც RTX 3060-ის შემთხვევაში. უნდა ითქვას, რომ GA107 კონფიგურაციას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. GA107 ბირთვებს აქვთ მხოლოდ რვა ფიზიკური PCIe Gen 4 არხი. ჩიპი განკუთვნილია გეიმინგ ლეპტოპებისთვის, რომლებშიც 16 არხის ენერგომოხმარება და წარმადობა ზედმეტია. საბედნიეროდ, ეს ცვლილება გავლენას არ იქონიებს RTX 3050-ზე ისე, როგორც AMD RX 6500 XT-ის სიჩქარის შემთხვევაში. RTX 3050-ს გაორმაგებული სიჩქარე აქვს რვა ფიზიკური არხით და ვიდეომეხსიერების გაორმაგებული მოცულობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს PCIe-ის სიჩქარეზე დამოკიდებულებას AMD-ის ვიდეო დაფებთან შედარებით. https://tinyurl.com/3r2wjutp
-
კომპანია Xiaomi-მ 16 თებერვლისთვის ჩანიშნა მაღალი წარმადობის სმარტფონების სერია Redmi K50-ის ანონსი. სერიის ერთ-ერთი მოწყობილობა შემუშავდება Mercedes-AMG F1-ის გუნდთან პარტნიორობით, რომელიც Formula-1-ის გრან-პრიში იღებს მონაწილეობას. ფოტოს წყარო: Xiaomi როგორც თიზერებიდან ჩანს, Redmi K50-ის სპეციალურ ვერსიას ექნება ლოგოტიპი Mercedes AMG Petronas Formula One Team. Xiaomi-ს ჩანაფიქრით ამ სიმბოლომ უნდა გამოიწვიოს მაღალ სიჩქარესთან დაკავშირებული ასოციაცია და, შესაბამისად, მაქსიმალური წარმადობა. მიიჩნევა, რომ სმარტფონის ამ მოდიფიკაციას საფუძვლად დაედება გეიმინგ მოდელი Redmi K50 Gaming Edition. მოწყობილობას ექნება რვაბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 და 5G-მოდემი, აგრეთვე 6.67-დუიმიანი OLED დისპლეი 2400 × 1080 გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. კვებას უზრუნველყოფს 4700 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი სუპერსწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. აღჭურვილობაში შედის სამი კამერა 64-მეგაპიქსელიანი მთავარი სენსორით - Sony IMX686, 13-მეგაპიქსელიანი სენსორი OmniVision OV13B და 2-მეგაპიქსელიანი ბლოკი. წინა პანელზე განთავსდება 20-მეგაპიქსელიანი კამერა. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა Android 12-ით დამატებით საფირმო MIUI 13-თან ერთად. https://tinyurl.com/ys6ny6rb
-
შაბათს, 12 თებერვალს, Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითმა მიაღწია ყველა დროის მაქსიმალურ 248 EH/s-ს. Glassnode-ის თანახმად ერთ დღე-ღამეში მაჩვენებელი 30%-ზე მეტით გაიზარდა. პირველი კრიპტოვალუტის ჰეშრეითის გრაფიკი შვიდდღიანი ცვლადი საშუალოთი ბოლო სამი თვის განმავლობაში აღმავალი ტრაექტორიით მოძრაობდა. ამ პერიოდში მაჩვენებელი პრაქტიკულად 50%-ით გაიზარდა და მიაღწია 201,36 EH/s-ს. Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეთის დინამიკა. წყარო: Glassnode. 2022 წლის იანვარში ციფრული ოქროს მოპოვების სირთულემ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს - 26.64 ტრილიონს. ბოლო გადაანგარიშებით 4 თებერვალს მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდა და 26.69 ტრილიონი შეადგინა. ქსელის ჯამური გამოთვლითი სიმძლავრის ზრდა მიუთითებს ბლოკჩეინის სტაბილურობის ზრდასა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ინდიკატორი სრულად აღდგა ჩინელი მაინერების „დიდი მიგრაციის“ შემდეგ. 6 თებერვალს Ethereum-ის ქსელის ჰეშრეითმა ასევე მიაღწია ყველა დროის მაქსიმალურ 971 TH/s-ს. 7-დღიანი მოძრავი საშუალო ინდიკატორის სქემა პიკზეა - 12 თებერვალს ღირებულებამ 955 TH/s-ს გადააჭარბა. Ethereum-ის ქსელის ჰეშრეთის დინამიკა. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში Bitcoin-მაინერების შემოსავალმა შეადგინა 1.21 მლრდ აშშ დოლარი, რაც 15%-ით ნაკლებია დეკემბრის მაჩვენებელზე. პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალში საკომისიოების წილი რეკორდულ დონემდე დაეცა - 1.15%-მდე ანუ 13.9 მლნ აშშ დოლარამდე. https://tinyurl.com/2js3xbnk
-
ორიგინალი ფოტო: Fritzchens Fritz ბოლო დროს გაჩნდა ვარაუდები, რომ ახალი AMD AM5 პლატფორმის გამოშვება შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე მოხდეს. ინსაიდერებს არაფერი უთქვამთ RDNA 3 ვიდეო დაფების გამოშვების გრაფიკში ცვლილებების შესახებ, მხოლოდ იმაზე მიანიშნებდნენ, რომ კომპანიის გეგმები შეიცვალა. მაგალითად, YouTube ბლოგერი RedGamingTech თვლის, რომ ახალი გრაფიკა, სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში გამოჩნდება. ადრე მან საკმაოდ ზუსტი ცნობები გააზიარა RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული AMD Radeon ვიდეო დაფების გამოსვლასთან დაკავშირებით. RedGamingTech-მა განაცხადა, რომ სამი ინფორმატორისგან მიიღო პრაქტიკულად იდენტური ცნობები ფლაგმანურ გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ის მახასიათებლების შესახებ. ითვლება, რომ ეს ვარიანტი სამჯერ მეტი წარმადობის იქნება Radeon RX 6900 XT-ში არსებულ Navi 21-თან შედარებით. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება გამომთვლელ წარმადობას FP32 ოპერაციებში, რომელიც 75 Tflops ნიშნულს აღწევს. ინსაიდერების ინფორმაციით მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმადობა რეითრეისინგში. წყარო: RedGamingTech Navi 31 შესაძლოა შეიცავდეს ორ გრაფიკულ ჩიპლეტს თითოეულ მათგანში სამი Shader Engine (SE) ბლოკით. თავის მხრივ თითოეული SE შეიცავს 10 Workgroup Processor-ს (WGP). WGP ამჟამად წარმოადგენს RDNA არქიტექტურის ძირითად გამომთვლელ ბლოკს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბლოკების იერარქია შესაძლოა შეიცვალოს. WGP შეიცავს 256 შეიდერულ პროცესორს, Navi 31-ში კი სრულად წარმოდგენილი იქნება 15360 შეიდერული პროცესორი და იმუშავებს დაახლოებით 2500 მჰც სიხშირეზე. ერთ-ერთი შესაძლო კონფიგურაცია. წყარო: Twitter @Olrak29_ მეხსიერების ქვესისტემაში წარმოდგენილი იქნება Multi-Cache Die (MCD) 256 ან 512 მბ მოცულობის ქეშის კრისტალებით, ასევე GDDR6 ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. RedGamingTech-მა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი ინფორმაციით მანქანური სწავლებისთვის განკუთვნილი ცალკეული ჩიპლეტები უახლოეს თაობაში არ გამოჩნდება, ყველა აუცილებელი რამ რეალიზებული იქნება თავად გრაფიკულ პროცესორში. რეფერენსული მოდელების ენერგომოხმარებამ შესაძლოა 375 ვატს მიაღწიოს, გარე მწარმოებლების აჩქარების მქონე მოდელებში კი - 400 ვატს და მეტს. https://tinyurl.com/mwcjcrks
-
იანვრის დასაწყისში კომპანია Dell-მა დააანონსა მონიტორი Alienware 34 Curved QD-OLED Gaming (AW3423DW) - მსოფლიოში პირველი გეიმინგ მოდელი QD-OLED მატრიცით. ამჟამად ცნობილი გახდა მოწყობილობის მახასიათებლები და ღირებულება. ფოტოს წყარო: Dell ტექნოლოგია QD-OLED გულისხმობს კვანტური პიქსელების მქონე OLED-დისპლეის გამოყენებას. Alienware-ის ახალი მონიტორის ზომა დიაგონალზე 34 დუიმს შეადგენს, გაფართოება - 3440 × 1400 პიქსელს. მხარდაჭერილია 99.3%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მონიტორს აქვს VESA Display HDR 400 True Black სერტიფიკაცია. კონტრასტულობა აღწევს 1 000 000:1-ს, კადრის განახლების სიხშირე - 175 ჰერცს. რეაქციის დრო მხოლოდ 0.1 მილიწამია (Gray-to-Gray). ცნობილია, რომ მონიტორი Alienware 34 Curved QD-OLED Gaming გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა. მისი ფასი 1300 აშშ დოლარი იქნება. შედარებისთვის: ამჟამად Alienware-ის ყველაზე ძვირადღირებული მონიტორია 37.5-დუიმიანი AW3821DW - მისი ფასი 1200 აშშ დოლარია. გარდა ამისა, 1200 აშშ დოლარად შესაძლებელია OLED მატრიცის მქონე 48-დუიმიანი Gigabyte FO48U გეიმინგ მონიტორის შეძენა. https://tinyurl.com/56xvnp4t
-
ვიდეოჰოსტინგი YouTube განიხილავს NFT-ის ინტეგრირებას პლატფორმაზე კონტენტის მონეტიზაციისთვის. ამის შესახებ განაცხადა სერვისის პროდუქტების დირექტორმა ნილ მოჰანმა. „Web3 ახალ შესაძლებლობებს უხსნის ავტორებს. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ბლოკჩეინი და NFT, საშუალებას მისცემს კონტენტის შემქმნელებს დაამყარონ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ფანებთან. ისინი ერთად შეძლებენ ითანამშრომლონ ახალ პროექტებზე და შემოსავალი გამოიმუშავონ ისეთი გზებით, რომლებიც აქამდე შეუძლებელი იყო“ - განაცხადა მან. ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითის სახით მოჰანმა დაასახელა უნიკალური ვიდეოს, ფოტოს და სხვა ნაწარმოების ვერიფიცირებული ფლობა. არსებული ცნობების თანახმად 2021 წელს YouTube-ის პარტნიორულ პროგრამას შეუერთდა 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი. ადრე აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან ვოიჩიცკიმ გამოაცხადა NFT სერვისთან ინტეგრაციის გეგმები. მისი თქმით, ვიდეო ჰოსტინგი ორიენტირებულია ეკოსისტემის გაფართოებაზე და მზადაა დაეხმაროს ბლოგერებს ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობაში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში Twitter-მა განახორციელა NFT-ის ინტეგრირება მომხმარებლების პროფილების ავატარების სახით. თებერვალში მსგავსი ფუნქცია დაამატა კონტენტის გამოწერის სერვისმა OnlyFans. https://tinyurl.com/3waeu29f
-
არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი, Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებული AMD Ryzen 7000 პროცესორები და AM5 სოკეტის მქონე დედა დაფები შესაძლოა მოსალოდნელ ვადაზე ადრე გამოვიდეს. თავად AMD-მ განაცხადა, რომ 5-ნანომეტრიანი Zen 4 AMD Ryzen 7000 პროცესორები, ასევე AM5 პლატფორმა წლის მეორე ნახევარში გამოვა. ინსაიდერი Greymon55 მიიჩნევს, რომ მათი გაყიდვა მესამე კვარტალშია მოსალოდნელი. გამოფენა Computex 2022 მაისისთვისაა დაგეგმილი. მის ფარგლებში მოსალოდნელია სრულფასოვანი ანონსი თუ არა, გარკვეული ინფორმაციის გაჟღერება მაინც ზემოთხსენებული პროცესორების შესახებ. რაც შეეხება AM5 სოკეტის მქონე დედა დაფებს, პირველი ნიმუშების დაგზავნა თებერვალშივე უნდა დაიწყოს. ამ დაფებს მთელი რიგი ახალი ფუნქციები და ახალი სოკეტი ექნება. შესაძლოა, AMD-მ გადაწყვიტა იჩქაროს Intel Alder Lake პროცესორების გამოსვლის გამო, რომლებიც ღირებულ გეიმინგ წარმადობასა და ეფექტურობას გვთავაზობენ. Intel მესამე კვარტალში აპირებს Raptor Lake 13-პროცესორების წარდგენას. Zen 4 არქიტექტურის Ryzen დესკტოპ პროცესორების კოდური დასახელებაა Raphael და ისინი Ryzen 5000 Vermeer-ს ჩაანაცვლებენ. ბირთვები წარმოებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, კრისტალები - 6-ნანომეტრიანით. AMD-მ შესაძლოა გაზარდოს ბირთვების რაოდენობა, ამჟამად მაქსიმუმი 16 ბირთვი და 32 ნაკადია. სავარაუდოდ, ახალი Zen 4 არქიტექტურის წყალობით ინსტრუქციების 25%-იან ზრდა და საშუალოდ 5 გჰც ტაქტის სიხშირე გახდება ხელმისაწვდომი. სამომავლო Zen 3 AMD Ryzen 3D V-Cache ჩიპები დამყარებულია ვერტიკალურად განლაგებული კომპონენტების მქონე ჩიპლეტებზე, დიდი ალბათობით ასეთივე სტრუქტურა ექნება Zen 4 პროცესორებს. ახალ პროცესორებში მხარდაჭერილია ორარხიანი DDR5 მეხსიერება, AMD RAMP (Ryzen-ის აჩქარებული მეხსიერების პროფილი), 28 PCIe არხი, TDP 105-120 ვატი (ზედა ზღვარი დაახლოებით 170 ვატია). დედა დაფებს ექნება LGA1718 სოკეტი ქმედითუნარიანობის ხანგრძლივი ციკლით. მოსალოდნელია, რომ დაფებში წარმოდგენილი იქნება DDR5-5200, დამატებითი input-output NVMe 4.0 და USB 3.2, USB 4.0. პირველ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ გამოვა 600-სერიის ჩიპსეტები, ფლაგმანური X670 და შედარებით დაბალფასიანი B650. X670-ს ექნება PCIe Gen 5-სა და DDR5 მეხსიერების მხარდაჭერა. ასეთი დაფები იქნება უფრო დიდი ზომის, ამიტომ ITX ფორმატის შესაბამისი იქნება მხოლოდ B650. Raphael პროცესორებში ასევე მოსალოდნელია ინტეგრირებული გრაფიკა RDNA 2 2-4 ბირთვით (128-256 ბირთვი). ეს მაჩვენებელი ნაკლებია APU Ryzen 6000 Rembrandt-თან შედარებით, რომლებიც ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში, თუმცა მაჩვენებელი საკმარისია Intel Iris Xe-სთან კონკურენციისთვის. https://tinyurl.com/2vpyhvsa
-
NVIDIA-ს პარტნიორებმა დაიწყეს საბაზისო დონის პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლის, T1000-ის გაყიდვა, რომელიც განკუთვნილია ავტომატიზებული დაპროექტებისა და წარმოებისთვის (CAD/CAM) საჭირო აპლიკაციებთან მუშაობისთვის. ვიდეო დაფას საფუძვლად უდევს Turing არქიტექტურის ჩიპი TU117. კონფიგურაცია შეიცავს 896 CUDA ბირთვს, 128-ბიტიანი სალტის მქონე GDDR6 მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 ან 8 გბ-ს. უზრუნველყოფილია 2.5 Tflops-ამდე წარმადობა ოპერაციებში. მეხსიერების სიჩქარე 160 გბ/წმ-ს აღწევს. გრაფიკულ ამაჩქარებელში გამოყენებულია ინტერფეისი PCI Express 3.0 x16. ენერგომოხმარება დაახლოებით 50 ვატს შეადგენს. დამატებითი კვებისთვის დამაკავშირებელი საჭირო არ არის. დაფა ერთსლოტიანია და მიეკუთვნება დაბალპროფილურ ფორმ-ფაქტორს. აქტიური გაგრილების სისტემა ერთ ქულერს შეიცავს. ამაჩქარებელ NVIDIA T1000-ს აქვს ოთხი ინტერფეისი mini DisplayPort. დაშვებულია გამოსახულების გამოტანა 4K გაფართოების ერთდროულად ოთხ მონიტორზე ან ორ 8K მონიტორზე 60 ჰერცი კადრი კადრის განახლების პირობებში. ვიდეო დაფის ფასი 400-დან 500 აშშ დოლარამდე მერყეობს მეხსიერების მოცულობისა და კომპლექტაციის მიხედვით, რაც მოიცავს ორ ან ოთხ mini DisplayPort – HDMI გადამყვანს. https://tinyurl.com/5ffs8nhk
-
სალვადორი 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პირველი Bitcoin-ობლიგაციების მზადებას 15-20 მარტს დაასრულებს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ალეხანდრო სელაიას შეფასებით ფასიანი ქაღალდების გადაჭარბებული გამოწერა იქნება „მინიმუმ 500 მილიონი აშშ დოლარი“. 100 აშშ დოლარის მინიმალური შესყიდვა და განთავსების დროს ბროკერის არარსებობა გაზრდის პოტენციურ ინვესტორთა რაოდენობას - განაცხადა მინისტრმა. ადრე წარმოდგენილი გეგმის თანახმად სავაუჩერო განაკვეთი შეადგენს წლიურ 6.5%-ს, ობლიგაციების დაფარვის ვადა 2032 წელს დადგება. ფასიანი ქაღალდის შესყიდვისთვის საჭიროა KYC-პროცედურების განხორციელება. განთავსება განხორციელდება Blockstream-ის Sidechain Liquid Network-ზე. საკითხით დაკავდება ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების ვაჭრობისთვის განკუთვნილი პლატფორმა Bitfinex Securities. შეთანხმების ფარგლებში იგი აგრეთვე დაეხმარება სალვადორის ხელისუფლებას ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ფინანსური ინსტრუმენტების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაში. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული მოგების ნახევარი გეოთერმული ვულკანური ენერგიის გამოყენებით მაინინგის განვითარებას მოხმარდება, დანარჩენი 50% - სახელმწიფოებრივი ტრასტისთვის განკუთვნილი ოქროს შეძენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოთქვა შეშფოთება სალვადორის Bitcoin-ობლიგაციებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფოს, უარი თქვას პირველ კრიპტოვალუტაზე, როგორც გადახდის საშუალებაზე. 9 თებერვალს სააგენტო Fitch-მა სალვადორის რეიტინგი „B”-დან „CCC”-მდე შეამცირა. დასაბუთებისთვის ანალიტიკოსებმა დაასახელეს მოკლევადიან დაფინანსებაზე გაზრდილი დამოკიდებულება 2023 წლის იანვარში 800 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების გამოშვების ფონზე, ისევე როგორც სირთულეები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით 2022-2023 წლებში. შეგახსენებთ, თებერვალში სალვადორმა გააუმჯობესა ციფრული საფულე Chivo-ს ფუნქციონალი. სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე Bitcoin-ის ზრდას დროის საკითხად მიიჩნევს. https://tinyurl.com/mrxbnk8z
-
კომპანია Xiaomi-მ წლის მეორე ნახევარში MIX სერიის განახლება დაგეგმა. ახალი თაობის ფარგლებში წარდგენილი იქნება ორი სმარტფონი - Xiaomi MIX 5 და მისი Pro ვერსია. მოდელებს ექნება როგორც საერთო, ასევე განსხვავებული მახასიათებლები. ორივე ფლაგმანში წარმოდგენილი იქნება 4-ნანომეტრიანი ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 8 Gen1+. ეს ჩიპი იქნება Snapdragon 8 Gen1 მოდელის აჩქარებული ვერსია. მობილურ პროცესორს კვლავ ექნება Cortex-X2 ბირთვები და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 730. Xiaomi MIX 5 მოდელში გამოყენებული იქნება სტანდარტული Full HD+ დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. შესაძლოა, მასში მოცემული იყოს კომპანია Samsung-ის AMOLED E4 პანელი. Pro ვერსიას კი ექნება LTPO 2.0 ტექნოლოგიით დამზადებული უფრო მეტად მოწინავე მატრიცა Samsung AMOLED E5. მისი გაფართოვება WQHD+-მდე გაიზრდება. Xiaomi MIX 5 Pro იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ძირითადი კამერის 50-მეგაპიქსელიანი ოთხი მოდული. მათში გამოყენებული იქნება სტანდარტული და ულტრაფართოკუთხიანი მოდულები, აგრეთვე ორი ტელეობიექტივი. სტანდარტულ მოდელს ექნება მხოლოდ სამი 50-მეგაპიქსელიანი სენსორი და არ ექნება გრძივი ტელეფოტომოდული. აღსანიშნავია, რომ სამი 50-მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონი საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს - ეს არის Xiaomi 12 Pro. უფრო მეტიც, ბაზარზე უკვე არსებობს მოწყობილობები სამი 64-მეგაპიქსელიანი სენსორით - ZTE Axon 30 Ultra. MIX სერიის ორივე მოდელს ექნება 120-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, აგრეთვე საფირმო ჩიპი Surge C2. Xiaomi MIX 5-ის ბატარეის მოცულობა შეადგენს 4600 მა/სთ-ს, Pro ვერსიისა - 5000 მა/სთ-ს. მომავალი თაობის ფლაგმანები გამოვა პროგრამულ უზრუნველყოფა MIUI 13-ით, რომელსაც საფუძვლად ედება ოპერაციული სისტემა Android 12. https://tinyurl.com/364ddr4e
-
კომპანია Samsung-მა Galaxy S22 სმარტფონებთან ერთად წარადგინა ფლაგმანური პლანშეტები Galaxy Tab S8. სერიაში სულ შევიდა სამი მოდელი: საბაზისო Galaxy Tab S8, უფრო მოზრდილი Galaxy Tab S8+ და ყველაზე დიდი ტოპ-ვერსია Galaxy Tab S8 Ultra. საბაზისო მოდელ Galaxy Tab S8-ს აქვს 11-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 120 ჰერცი. Galaxy Tab S8+ მოდელს აქვს 12.4-დუიმიანი AMOLED ეკრანი 2800 × 1752 პიქსელი გაფართოებით და ასევე 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. და ბოლოს, Galaxy Tab S8 Ultra-ს გააჩნია 14.6-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2960 × 1848 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე მის შემთხვევაშიც 120 ჰერცს შეადგენს. სამივე მოდელზე მხარდაჭერილია S Pen სტილუსი, რომელიც მიწოდების ნაკრებში შედის. ყველა პლანშეტს საფუძვლად უდევს ფლაგმანური პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს 3 გჰც-მდე სიხშირით. Galaxy Tab S8 და Tab S8+ მოდელები ხელისაწვდომი იქნება მხოლოდ 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით, მათ შიდა მეხსიერება კი იქნება 128 ან 256 გბ. Galaxy Tab S8 Ultra-ს შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება მოდელები 8, 12 და 16 გბ ოპერატიული და 128, 256 და 512 გბ შიდა მეხსიერებით, შესაბამისად. სამივე პლანშეტს აქვს AKG-ის აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით და მოცულობითი ხმის მხარდაჭერით. პლანშეტების უკანა კამერაც ყველა მოდელში იდენტურია: მასში შედის 13-მეგაპიქსელიანი ძირითადი მოდული 6-მეგაპიქსელიან ფართოკუთხიან სენსორთან ერთად. Galaxy Tab S8 და Tab S8+ მოდელებს 12-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა აქვთ, უფროს Galaxy Tab S8 Ultra-ს შემთხვევაში მხარდაჭერილია ორი ფრონტალური კამერა წყვილი 12-მეგაპიქსელიანი მოდულით, ესენია ძირითადი და ფართოკუთხიანი სენსორები. აღსანიშნავია, რომ ფრონტალური კამერის მოდულები განთავსებულია ეკრანზე არსებულ პატარა ჭრილში - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი პლანშეტი „წინამოთი“. Samsung გვთავაზობს პლანშეტების ვერსიებს როგორც მხოლოდ Wi-Fi-ს, აგრეთვე Wi-Fi, 5G და LTE მხარდაჭერით. Galaxy Tab S8-ს ბატარეის მოცულობაა 8000 მა/სთ, Galaxy Tab S8+-ის - 10090 მა/სთ, ხოლო Galaxy Tab S8 Ultra-სი - 11200 მა/სთ. ბოლო მათგანის ავტონომიური მუშაობის დრო 14 საათს შეადგენს. ყველა მოდელში მხარდაჭერილია 45-ვატიანი სწრაფი დამუხტვა. ფასებს რაც შეეხება, Galaxy Tab S8-ს ფასი იწყება დაახლოებით 870 აშშ დოლარიდან, Galaxy Tab S8+-ის - 1097 $-დან, Galaxy Tab S8 Ultra-ს ფასი კი - 1432 აშშ დოლარიდან. გაყიდვები უკვე დაწყებულია. https://tinyurl.com/u573uae5
-
პირველი კრიპტოვალუტის ფასს შეუძლია 200 ათას აშშ დოლარს მიაღწიოს 2022 წლის მეორე ნახევარში - განაცხადა FSInsight-ის ანალიტიკოსმა შონ ფარელმა. მისი დაკვირვებით, Bitcoin-ის კორელაცია აქციებთან გაიზარდა გასული წლის ბოლო კვარტალში. ციფრული ოქროს ფასი დაეცა, როგორც კი ფედერალური სარეზერვო სისტემისგან მონეტარული გამკაცრების ნარატივი გამოჩნდა. კრიპტოვალუტების ბაზრის დანარჩენი ნაწილი ამჟამად ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექნოლოგიური კომპანიების აქციებთან. თუმცა, ფარელის თქმით, Bitcoin-ის დომინირება Altcoin-ებზე ურყევი რჩება. BTC-ის ფასს, 2022 წლის დასაწყისის მიუხედავად, შეუძლია 200 ათას აშშ დოლარიან დონეს მიაღწიოს. FSInsight-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ Ethereum-ის პლატფორმა დაუფასებელია - კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ მიმდინარე წელს შეიძლება მიაღწიოს 12 ათას აშშ დოლარს. ანალიტიკოსი ოპტიმისტურად არის განწყობილი Ethereum-ის Proof-of-Stake ალგორითმზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუ პროცესი შეუფერხებლად წარიმართება, კაპიტალის შემოდინება ეკოსისტემაში გაიზრდება, „მიუხედავად Bitcoin-ის მაჩვენებლისა“. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა პირველი კრიპტოვალუტის სამართლიანი ღირებულება 150 ათასიდან 38 ათას აშშ დოლარამდე შეამცირეს. https://tinyurl.com/2hmbn96r
-
გასულ წელს NVIDIA-მ გამოუშვა რეკორდული რაოდენობის უმძლავრესი გრაფიკული ამაჩქარებლები: თავდაპირველად Ampere თაობის „ტიტანად“ მიიჩნეოდა GeForce RTX 3090, შემდეგ კომპანიამ საზოგადოებას უჩვენა რა შეეძლო Tensor-ბირთვებიან GA100-ს, რომელიც მონაცემთა ცენტრებში რთული გამოთვლითი ამოცანებისთვის იყო განკუთვნილი. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ვიდეო დაფამ დეფიციტს თავი ვერ აარიდა. ბოლო მათგანი საერთოდ ვერ ხვდება გაყიდვაში შესაბამისი ვიდეომეხსიერების არარსებობის გამო. მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მოდელის შესაძლებლობები არ იქნება წარმადობის ზღვარი. GA100 არქიტექტურაზე დამყარებულ ტოპ-პროცესორს 54 მილიარდი ტრანზისტორი აქვს, რაც ნამდვილად ბევრია. მძლავრ GeForce RTX 3090 (GA102) მოდელს გააჩნია მხოლოდ 28.3 მლრდ ტრანზისტორი. არაოფიციალური ცნობების თანახმად მომავალ GPU Hopper თაობაში ტოპ-ვერსია GH100-ს ექნება 140 მილიარდი ტრანზისტორი, რის შედეგად ეს ვიდეო დაფა ხუთჯერ მძლავი იქნება RTX 3090-ზე და სამჯერ მძლავრი - GA100-თან შედარებით. თუმცა ჯერჯერობით მსგავსი ტექნოლოგიების წარმოდგენაც კი რთულია. ექსპერტები თვლიან, რომ მალე შესაძლებელი გახდება 140 მილიარდი ტრანზისტორის მქონე უფრო კომპაქტური ჩიპის დამზადება. ინსაიდერები არ გამორიცხავენ, რომ AMD-სთან დაძაბული ბრძოლის ფონზე NVIDIA-ს სამომავლო ამაჩქარებლების სერია Ada Lovelace-მა შესაძლოა ვერ გაუძლოს კონკურენციას, თუმცა ისიც არ წარმოადგენს დადასტურებულ ფაქტს, რომ კომპანია მოისურვებს Ada ხაზში Hopper თაობის ჩიპის ჩასმას. მზად იქნება თუ არა ჩიპი შესაბამისი დროისთვის - ეს საკითხიც ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. https://tinyurl.com/yt42tbpw
-
კომპანია ASUS-მა დააანონსა 2022 წლის ვერსიის პორტატული კომპიუტერი ROG Magic 16 პროცესორით Intel Alder Lake და NVIDIA-ს დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით. ნოუთბუქში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. ფოტოს წყარო: ASUS ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და გვერდების შეფარდებით 16:10. DCI-P3 ფერთა გამა 100%-ს აღწევს, სიკაშკაშე - 500 კდ/მ2-ს. რეალიზებულია Dolby Vision მხარდაჭერა. პანელის კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი. მოწყობილობაში განთავსებულია პროცესორი Core i7-12700H. მასში შედის 14 ბირთვი, რომელთაგან ექვსი მაღალი წარმადობისაა, რვა კი - ენერგოეფექტური. ტურბო-რეჟიმში მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს შეადგენს. ლეპტოპში წარმოდგენილია ვიდეო დაფა GeForce RTX 3060, 16 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება და M.2 ფორმატის მყარი დისკი 512 გბ მოცულობითა და PCIe 4.0 ინტერფეისით. ბატარეის მოცულობაა 90 ვტ/სთ. დანარჩენ მახასიათებლებში შედის აუდიოსისტემა Dolby Atmos, Wi-Fi 6E ადაპტერი 2,4, 5 და 6 გჰც სიხშირის დიაპაზონის მხარდაჭერით, microSD სლოტი, ორი პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, ინტერფეისები HDMI და Thunderbolt 4. გაგრილების სისტემა Glacier Cooling 2.0-ში გამოყენებულია ექვსი სითბური მილი და ორი ქულერი. ASUS ROG Magic 16-ის ფასი დაახლოებით 1570 აშშ დოლარი იქნება. https://tinyurl.com/2p82v7rs
-
აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წევრმა პეტ ტუმიმ ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდა გამოიკვლიონ ჩინეთის მიერ ციფრული იუანის გამოყენება ოლიმპიადაზე. მისი თქმით, eCNY საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეკონომიკის ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას. პეკინში დაწყებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებით ფაქტობრივად ამოქმედდა CBDC-ის გამოყენება საერთაშორისო აუდიტორიის მიერ - eCNY დაამტკიცეს საანგარიშსწორებო საშუალებად სტუმრებისა და ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებლებისთვის. ქვეყნის შიგნით ციფრული იუანის ტესტირება 2019 წლიდან მიმდინარეობს. სენატორმა აღნიშნა, რომ eCNY შეიძლება იყოს ეფექტური ინსტრუმენტი აშშ-ის სანქციების გვერდის ავლისა და უკანონო ტრანზაქციების განხორციელებისთვის. გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლებას ექნება „მეტი შესაძლებლობა საერთაშორისო ფინანსური წესების შეუსრულებლობისთვის, აგრეთვე პირველობა ენიჭება გლობალური ციფრული გადახდების სტანდარტების დაწესებაში. ტუმი აგრეთვე შეშფოთებულია პეკინის მიერ სახელმწიფო ბლოკჩეინ-პლატფორმა BSN-ის ამოქმედებით, რომელიც გახდება ინიციატივა „ერთი ქამარი და ერთი გზა“-ს ტექნოლოგიური საფუძველი. განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიებისადმი ინტერესის მიუხედავად ჩინეთის კომუნისტური პარტია კრიპტოვალუტებს „ციფრული ავტორიტარიზმისთვის“ საფრთხედ განიხილავს, რაც აშშ-ს შანსს აძლევს გახდეს ინოვაციების ლიდერი ამ სფეროში - აღნიშნა სენატორმა. საყრდენად მან პიროვნების თავისუფლება და ქვეყნის გაზიარებული სხვა პრინციპები დაასახელა. შეგახსენებთ, რესპუბლიკელმა სენატორებმა მარშა ბლექბერნმა, სინტია ლამისმა და როჯერ ვიკერმა აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე სიუზან ლაიონსს მიმართეს წერილობითი მოთხოვნით - ათლეტების მიერ e-CNY-ის გამოყენება აკრძალულიყო. CBDC-ის განვითარებაში ჩინეთის ლიდერობის გამო ადრე შეშფოთება გამოხატეს აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო განვითარებისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა. მანამდე მსგავსი აზრი გამოთქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა. ჩინეთის ხელისუფლება მოელის, რომ CBDC-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს იუანის პოზიციის განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე და დოლარის დომინირების შესუსტებას. Sino Global Capital-ის ხელმძღვანელმა მეთიუ გრეჰემმა გამოთქვა აზრი, რომ ციფრულ იუანზე დაფუძნებული საგადახდო სისტემა აშშ-ის ვალუტაზე დამყარებულ SWIFT სისტემას ჩაანაცვლებს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსებიც ვარაუდობენ, რომ eCNY-ის გამოყენებამ საგარეო ვაჭრობაში შეიძლება შეარყიოს დოლარის დომინირება. https://tinyurl.com/2p9euvkf
-
კომპანია Dell-მა წარადგინა ორი მონიტორი 4K UltraSharp, რომლებშიც LG Display-ს ტექნოლოგია IPS Black გამოიყენება, რომელიც უზრუნველყოფს 35%-ით უფრო ღრმა შავ ფერს თანამედროვე IPS დისპლეებთან შედარებით. ახალ U2723QE და U3223QE მოდელებს აქვთ ექვსპორტიანი USB-ჰაბი USB 3.2 Gen 2 (10 გბ/წმ), ამასთან მთავარ USB-C პორტს შეუძლია უზრუნველყოს 90 ვატი სიმძლავრე USB-PD-ის მეშვეობით, აგრეთვე მხარდაჭერილია ალტერნატიული რეჟიმი DP 1.4. USB ჰაბი მუშაობს KVM რეჟიმში, რომელიც დღეისათვის სტანდარტული ფუნქცია ხდება მაღალი დონის ბევრი დისპლეის შემთხვევაში. ერთი USB 3.2 Gen 2 შემოიფარგლება მხოლოდ 15 ვატით, მეორე USB 3.2 Gen 2 პორტი განკუთვნილია მხოლოდ USB მონაცემების სიგნალებისთვის. მონიტორების ტრადიციულ ინტერფეისებში შედის HDMI 2.0, DP 1.4, აგრეთვე დისპლეის დაკავშირებისთვის საჭირო ინტერფეისი. აგრეთვე ხელმისაწვდომია RJ45 სადენიანი ქსელისთვის და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ახალი მონიტორების კონტრასტულობის მაჩვენებელია 2000:1, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, მაქსიმალური სიკაშკაშე - 400 კდ/მ². რეაქციის დრო 8 მილიწამს შეადგენს - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხსენებული მონიტორები გეიმინგ მოდელები არ არის, ამ მახასიათებელს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ენერგომოხმარება შეადგენს 25.9 ვატს 27-დუიმიანი მოდელის შემთხვევაში და 29.4 ვატს - 32-დუიმიან მოდელში, თუმცა ორივე მოდელი მოიხმარს 220 ვატამდე ენერგიას დიდი რაოდენობით USB მოწყობილობებთან დაკავშირების შემთხვევაში. Dell U2723QE და U3223QE მონიტორების ფასი შეადგენს 779.99 და 1149.99 აშშ დოლარს, შესაბამისად. https://tinyurl.com/yfesbvkk
-
Apple-ის პირველი კომპიუტერი მომხმარებლის იდენტიფიკაციის ტექნოლოგია Face ID-ის მხარდაჭერით არ იქნება MacBook, განაცხადა Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა. საქმე ის არის, რომ კომპანიას ამ დრომდე არ შეუმუშავებია ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს ლეპტოპის თხელ კორპუსში განათავსოს ყველა ის სენსორი, რომლებიც სახის ამოცნობისთვისაა განკუთვნილი. ფოტოს წყარო: MacRumors Gurman-მა Apple-ის Face ID-ის მქონე კომპიუტერის შესაძლო გამოშვების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა თავის ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენ Power On-ში. ანალიტიკოსი ამბობს, რომ Apple თავდაპირველად Face ID-ის დანერგვას გეგმავდა M1 ჩიპის მქონე ორიგინალ iMac-ში, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა. სამწუხაროდ, კომპანიამ ამ გეგმაზე უარი თქვა და ძალისხმევა კომპიუტერის დიზაინისკენ მიმართა. Gurman ამტკიცებს, რომ Face ID-ს დებიუტი შედგება iMac-ში ან გარე მონიტორში, რადგანაც ამ მოწყობილობების კორპუსის სისქე საშუალებას იძლევა უპრობლემოდ მოთავსდეს მასში ყველა საჭირო სენსორი. ცნობილია, რომ კომპანია ამჟამად არ ფლობს ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას მისცემდა განეთავსებინა სახის ამოცნობის True Depth სისტემა ლეპტოპის თხელ ზედა ნაწილში. ფოტოს წყარო: Apple მოარული ხმების თანახმად Apple-მა გატესტა Face ID სამომავლო iMac Pro-ს შემადგენლობაში, რომელსაც საფირმო Arm-ჩიპსეტი უდევს, თუმცა ამჟამად ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა და გაურკვეველია, აღჭურვილი იქნება თუ არა კომპანიის მომავალი პროფესიონალური მონობლოკი სახის ამომცნობი სისტემით. https://tinyurl.com/y5v34k8c
-
CBDC-ის გამოშვების შესახებ შესაძლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად ინგლისის ბანკი არ აპირებს შექმნას საფულე ეროვნული ციფრული ვალუტის საცალო გამოყენებისთვის. ამის შესახებ The Block-თან ისაუბრა CBDC-ის მარეგულირებელი ორგანოს ქვეგანყოფილების უფროსმა მენეჯერმა Kelly Fortune-მა. „ვფიქრობ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ინგლისის ბანკის მიერ საცალო საფულის გამოშვება ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა მან. Fortune-ის თქმით უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ მსგავსი ციფრული საფულეები შემუშავდება კერძო სექტორის მიერ. ინგლისის ბანკს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება CBDC-ის გამოშვების შესახებ. მიმდინარე წლის ბოლომდე ცენტრალური ბანკი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ერთობლივ კონსულტაციებს გაივლის ამ თემაზე. Fortune-მა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ინსტრუმენტის ტექნიკური ასპექტების უმეტესობა ჯერ არ არის შეთანხმებული. მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, დაფუძნებული იქნება თუ არა CBDC ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე. „ეს ჯერ კიდევ ღია კითხვაა ჩვენთვის. არ არის მიჩნეული, რომ ინსტრუმენტი ბლოკჩეინზე დამყარდება, მაგრამ ასევე არ არის მიჩნეული, რომ ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა Fortune-მა. მან აღნიშნა, რომ მარეგულირებელი აგროვებს ბანკების, fintech-კომპანიებისა და მეცნიერებათა სპეციალისტების მოსაზრებებს. Fortune-ის თქმით, თუკი ინგლისის ბანკი საკონსულტაციო დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვეტს CBDC-ის გამოშვებას, პროექტი შევა შემუშავების ფაზაში, რაც „გარკვეული პროტოტიპების შექმნას“ გულისხმობს. იგი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ეროვნული ციფრული ვალუტა 2025 წლამდე დღის სინათლეს ვერ იხილავს. შეგახსენებთ, ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ CBDC-ის გამოსვლის შემდეგ ინსტრუმენტზე შესაძლოა გადავიდეს ფიზიკური პირებისა და კორპორაციების დეპოზიტების 20%. https://tinyurl.com/2p9f2x58
-
ცნობილია ასევე ყველა ვერსიის ჩიპსეტი და თითოეულ მოდელში გამოყენებული დამტენი მოწყობილობების სიმძლავრე. ინსაიდერი @Shadow_Leak ამტკიცებს, რომ ინფორმაცია მიიღო სმარტფონების სერია Redmi K50-ში გამოყენებული ჩიპსეტებისა და ფასების შესახებ. ეს ხაზი, როგორც ამჟამად ითვლება, ოთხ მოწყობილობას მოიცავს. Xiaomi არ აკონკრეტებს, სულ რამდენ მოდელს გამოუშვებს Redmi K50 სერიაში, თუმცა დაადასტურა სამომავლო სმარტფონების გარკვეული დეტალები. სმარტფონის ვერსია Snapdragon 8 Gen 1 ჩიპით გამოვა უფრო ადრე, ვიდრე Dimensity 9000 მიკროსქემის ნაკრების მქონე მოდელი. Redmi-ს გენერალურ დირექტორ ლუ ვეიბინგის თქმით არ უნდა ველოდოთ Dimensity 9000 ჩიპსეტის მქონე Redmi K50 მოდელის გამოსვლას მანამ, სანამ კომპანია არ გამოუშვებს ვარიანტს Qualcomm-ის ფლაგმანური ჩიპით. გარდა ამისა, Snapdragon 8 Gen 1 ვერსიაში მხარდაჭერილი იქნება 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვა სხვა ფლაგმანური ფუნქციების პარალელურად. Digital Chat Station-მა აღმოაჩინა, რომ Xiaomi-მ დაარეგისტრირა სამი ახალი Redmi K50 სმარტფონი ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს ბაზაში. ამ მოწყობილობების მოდელების დასახელებებია 22021211RC, 22011211C და 22041211AC, რომლებშიც “C“ ნიშნავს, რომ ეს მოწყობილობები მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. Xiaomi-მ დაადასტურა, რომ ეს სმარტფონები მიმდინარე თვეში გამოვა, თუმცა ინსაიდერი @Shadow_Leak ამტკიცებს, რომ მოწყობილობების გლობალურ ბაზარზე გამოსვლა არ შედგება მარტის ბოლომდე ან აპრილის დასაწყისამდე. ინსაიდერი აცხადებს, რომ სერიაში შემავალი სმარტფონების ფასი 1999 იუანიდან იწყება (დაახლოებით 314 აშშ დოლარი საწყისი დონის Redmi K50 მოდელი). სავარაუდოდ, საბაზისო მოდელი იმუშავებს Snapdragon 870 ჩიპსეტზე. მასზე უფრო ძლიერ Redmi K50 Pro-ს ექნება Mediatek-ის ჩიპსეტი Dimensity 8000, ხოლო მოდელი Redmi K50 Pro Plus იმუშავებს ფლაგმანურ Dimensity 9000-ზე. სმარტფონის გეიმინგ ვერსია Redmi K50 Gaming-ში გამოყენებული იქნება Snapdragon 8 Gen 1 ჩიპი და მისი ფასი იქნება დაახლოებით 550 აშშ დოლარი. @Shadow_Leak-ის ინფორმაციით კი Redmi K50 სერიის სმარტფონების ფასები ამგვარი იქნება: https://tinyurl.com/ydm38tth
-
Samsung აპირებს 9 თებერვალს წარადგინოს Galaxy S22 სერიის უახლესი ფლაგმანური სმარტფონები, თუმცა კომპანიამ უკვე გაასაჯაროვა პრემიერასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ახალ, ეკოლოგიურ მასალებზე, რომლებიც სამომავლო მოწყობილობებში გამოიყენება. წყარო: A_Different_Perspective/pixabay.com კომპანიის მონაცემების თანახმად ახალი Galaxy ხაზის სმარტფონების წარმოებაში გამოყენებული იქნება ზღვებში მიტოვებული სათევზაო ბადეები. „ამ მასალის გამოყენება ნიშნავს ახალ ნაბიჯს ჩვენს Galaxy for the Planet მოგზაურობაში, რომლის მიზანია შევამციროთ გავლენა გარემოზე და დავეხმაროთ Galaxy-ქომიუნითის - გადავიდნენ უფრო ეკოლოგიური ცხოვრების სტილზე“ - განაცხადა Samsung-მა. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, ახალი მასალების რამდენი პროცენტი იქნება გამოყენებული სამომავლო S-სერიის ფლაგმანებში. არაოფიციალური ცნობების თანახმად სმარტფონების კორპუსი უფრო მეტად ლითონისა და მინისგან იქნება დამზადებული, ვიდრე პლასტმასისგან, რომელიც სათევზაო ბადეებისგან მიიღება. როგორც Samsung აცხადებს, მიტოვებული ბადეები საგანგაშო მაჩვენებლით არღვევენ ეკოსისტემის ფაქიზ წონასწორობას. ამ მასალების შეგროვება და ხელმეორედ გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ოკეანეების და მთლიანად პლანეტის სისუფთავის შენარჩუნებაში. კომპანიამ პირობა დადო, რომ ახალი მასალების შესახებ უფრო მეტს ისაუბრებს ფლაგმანური სმარტფონების პრემიერაზე. https://tinyurl.com/2p872fkc
