Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას ემყარება, ჩინეთის ინდუსტრიულ რეგიონებში მარტის ლოქდაუნმა გამოწვია ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების მოცულობის შემცირება 4.2%-ით. ამაზე მეტად ჩიპების წარმოება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შემცირდა 2019 წელს - 8.7%-ით. ფოტოს წყარო: TSMC წყაროს ინფორმაციით სწორედ ლოქდაუნმა იქონია მთავარი გავლენა რეგიონში ჩიპების წარმოებაზე, რამაც შეამცირა კომპონენტებზე მოთხოვნა მათზე დაფუძნებული ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან. ამავდროულად, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა და გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ამცირებს მოთხოვნას სმარტფონებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკის გარკვეულ ტიპებზე, შეიძლება მიეკუთვნებოდეს მეორად ფაქტორებს. თუმცა ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენად მალე იმოქმედებს მიმდინარე თვეში მოთხოვნის შემცირება ნახევარგამტარი კომპონენტების საკონტრაქტო მწარმოებლების საქმიანობაზე. ისინი მზად არიან ასეთი სცენარისთვის, თუ ვიმსჯელებთ TSMC-ის ხელმძღვანელობის კომენტარებით. https://tinyurl.com/2p97su8z
  2. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო NASA და აეროკოსმოსური კომპანია SpaceX შეთანხმდნენ მისია Crew-4-ის რეალიზაციის თარიღზე, რომლის ფარგლებში ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ეკიპაჟის მზადყოფნის შემოწმების შემდეგ მისიის დაწყების თარიღად 23 აპრილი დადგინდა. მისია Crew-4-ის ეკიპაჟი / ფოტოს წყარო: SpaceX NASA-მ და SpaceX-მა ჩაატარეს ასტრონავტების მზადყოფნის ყოვლისმომცველი შემოწმება მომავალი ფრენისთვის, რის შედეგად სერიოზული პრობლემები არ გამოვლენილა. აუცილებელი შემოწმების ჩატარების შემდეგ Falcon 9-ის გაშვება კოსმოსურ ხომალდ Crew Dragon-ით და ეკიპაჟით ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრის პლატფორმა 39A-დან დაიგეგმა 23 აპრილისთვის ადგილობრივი დროით 05:26 საათზე. ეს ინფორმაცია NASA-ს პილოტირებული ფრენების პროგრამის ხელმძღვანელმა Kathy Lueders-მა დაადასტურა. მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრება ოთხი ასტრონავტი, მათ შორის არიან NASA-ს ასტრონავტები Kjell Lindgren, Bob Hines და Jessica Watkins, აგრეთვე ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი Samantha Cristoforetti. მისიის რეალიზაცია დაგეგმილია დროის ისეთ პერიოდში, როდესაც კენედის კოსმოსური ცენტრი მეტისმეტადაა გადატვირთული. რამდენიმე დღის წინ ამ პლატფორმიდან გაფრინდა პილოტირებული მისია Axiom Space 1 მთლიანად სამოქალაქო ეკიპაჟით. გარდა ამისა, აქ მიმდინარეობს რაკეტა Space Launch System-ის გამოცდა, რომლის გაგზავნას NASA აპირებს მოქმედ მთვარის პროგრამა Artemis-ის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლო პერიოდში. https://tinyurl.com/bvbhtpph
  3. დიდ გეიმინგ კომპანიებში არსებობს აუდიტორიისთვის გამოკითხვის სიების გაგზავნის პრაქტიკა. გამოკითხვის თემები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: თამაშების შესახებ აზრის გამოთქმიდან დაწყებული - კომპანიის მოქმედების ვექტორზე თანხმობა/უარით დამთავრებული. ამჟამად ქსელის მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ Activision Blizzard-მა გაუგზავნა გამოკითხვა, რომლის თემა სხვა საკითხებთან ერთად იყო გეიმერების დამოკიდებულება NFT-პროექტებისადმი და თამაშებსშიდა აქტივობებით კრიპტოვალუტების გამომუშავების შესაძლებლობა. რთული არ არის მიხვედრა, რომ მსგავს კითხვარს Activision Blizzard ტყუილად არ გაუგზავნიდა მომხმარებლებს. როგორც ჩანს, ჰოლდინგი ნიადაგს უმოწმებს შესაძლებლობას - დანერგოს ხსენებული ელემენტები სამომავლო თამაშებში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ NFT-ები (ე.წ. არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები) როგორც ფენომენი, მოთამაშეებმა მიიღეს უკიდურესად უარყოფითად: კომპანიებმა, რომლებმაც საკუთარ თავს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება მისცეს, რეპუტაციის მხრივ დიდი ზარალი განიცადეს და ბოდიშის მოხდა და გეგმებზე უარის თქმაც კი მოუწიათ. კრიპტოვალუტებთან, რომელთა მიმართ რიგითი გეიმერები კიდევ უფრო უარყოფითად არიან განწყობილნი ვიდეო დაფების სრული დეფიციტის გამო, ამ მხრივ ყველაფერი ბევრად რთულადაა. https://tinyurl.com/5h99ruc2
  4. IT ინდუსტრიის კომპანიების კონსორციუმი, რომელსაც შეუერთდა Adobe, Microsoft, Intel, Twitter, Sony, Nikon, BBC და Arm, აპირებს უახლოეს წლებში დანერგოს ფოტოსა და ვიდეოს აუთენტიფიკაციის სტანდარტი, რომელიც ხელს შეუშლის ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გლობალურ ქსელში. მექანიზმს საფუძვლად დაედება ბლოკჩეინ-ტექნოლოგია. ფოტოს წყარო: Pixabay/SarahRichterArt Nikkei Asian Review-ს ინფორმაციით კონსორციუმის სახელია Coalition for Content Provenance and Authenticity (C2PA). კომპანია Adobe, როგორც პოპულარული ფოტო და ვიდეო აპლიკაციების შემქმნელი, ელის, რომ ავტორიზაციის მექანიზმების ელემენტები გამოჩნდება მიმდინარე წლის ბოლოს. რამდენიმე წელიწადში ჩამოყალიბდება მზა ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აკონტროლონ ფოტო და ვიდეო მასალების ავთენტურობა მათი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე. როგორც ცნობილია, თანამედროვე ნეიროქსელები საშუალებას იძლევა შეიქმნას რეალურის მსგავსი ვიდეოები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რიგით მომხმარებელს კი ყოველთვის არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება სიყალბის გამოვლენისთვის. კომპანიების კოალიცია აპირებს ბლოკჩეინის საფუძველზე შექმნას ტექნიკური სტანდარტი, რომელიც ფოტო-ვიდეო მასალების ავთენტურობის გარანტიას იძლევა. Adobe ამ საკითხზე ორწელიწადნახევარია მუშაობს და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, სანამ პლატფორმები მიიღებენ მასალების ავთენტურობის გადამოწმების ეფექტურ მექანიზმებს. https://tinyurl.com/nmu769h5
  5. Bloomberg-ის ცნობილ ექსპერტ მარკ გურმანის თქმით iPhone 14-ს ექნება შესაძლებლობა გაუგზავნოს ტექსტური შეტყობინებები სასწრაფო დახმარების სამსახურებს თანამგზავრების გამოყენებით იქ, სადაც ჩვეულებრივი მობილური კომუნიკაცია არ არის ხელმისაწვდომი. ფოტოს წყარო: PIRO4D/pixabay.com აღსანიშნავია, რომ ადრე ინტერნეტში უკვე გავრცელა ხმები იმის შესახებ, რომ iPhone 13-ს ექნებოდა თანამგზავრებთან დაკავშირების შესაძლებლობა, მაგრამ ცნობები არ დადასტურდა. თუმცა iPhone 14-ის სპეციალური მოდულით აღჭურვის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს - თუ ასეთი გადაწყვეტილება განხორციელდება, მას სავარაუდოდ შეზღუდული ფუნქციონირება ექნება. „ტექნოლოგია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს - გაუგზავნონ ტექსტური შეტყობინებები სასწრაფო დახმარების პერსონალს სატელიტური ქსელების საშუალებით და შეატყობინონ უბედური შემთხვევის შესახებ“, - განაცხადა გურმანმა. მსგავსი ფუნქციონალის მქონე მოწყობილობები უკვე არსებობს, მაგრამ ისინი საკმაოდ დიდი ზომისებია - შესაძლოა Apple-მა იპოვა ტექნოლოგიის მინიატურიზაციის საშუალება იმ დონეზე, რამდენადაც იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სმარტფონებში. უძველესი და ყველაზე სანდო სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები, როგორიცაა Globalstar, დიდი ზომისებია, ასევე თავად თანამგზავრები ბრუნავენ დედამიწიდან 1000 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე და იყენებენ მოძველებულ CDMA-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას. ამავდროულად თამაშის წესები შეიცვალა Starlink-ის მსგავსი თანამგზავრების დაჯგუფების გამოჩენასთან ერთად, რომლებსაც განთავსებული აქვთ ასობით და ათასობით იაფი თანამგზავრი დედამიწის ახლოებ ორბიტაზე პლანეტიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში. როგორც გამომცემლობა PC Mag აცხადებს, კომპანიები, როგორებიცაა Lynk და AST, ამჟამად მუშაობენ მიზნობრივი ქსელების შექმნაზე, რომლებსაც შეუძლიათ ჩვეულებრივი სმარტფონებისთვის სატელიტური კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, მაგრამ ტექნოლოგიის მასობრივ დანერგვამდე ჯერ კიდევ შორს არის. კომპანიები აწარმოებენ მოლაპარაკებებს კლასიკურ მობილურ ოპერატორებთან, რათა ყველგან უზრუნველყონ კომბინირებული კომუნიკაციები მომავალში. კერძოდ, Lynk გეგმავს გლობალური დაფარვის უზრუნველყოფას მხოლოდ 2025 წლისთვის. რაც შეეხება iPhone-ს, კომპანია ამჟამად მუშაობს Qualcomm-ის ჩვეულებრივ მოდემებზე, პარალელურად კი საკუთარ გადაწყვეტილებებს ქმნის. ისინი სავარაუდოდ სმარტფონებში გამოჩნდება არა უადრეს 2023 ან 2024 წლებში. თუკი Apple უკვე მუშაობს პერსპექტივაზე და კონტრაქტები გააფორმა Lynk-სა და AST-ის მსგავს კომპანიებთან, იგი შეძლებს მოდემების ოპტიმიზებას კონკრეტულ სერვის-პროვაიდერზე. ასეთ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ თანამგზავრულ კავშირთან კომპანიის თავსებადი სმარტფონები მართლც გამოვა, თუმცა არაუადრეს 2025 წლისა. https://tinyurl.com/3pj44rdf
  6. Bitcoin-ბირჟა Bitstamp-მა მოითხოვა მომხმარებლებისგან დამატებითი პერსონალური ინფორმაცია მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობის მოტივით. Cointelegraph-ის მიერ მოპოვებულ წერილში კომპანიამ მოითხოვა მომხმარებლებისგან პლატფორმაზე დეპონირებული ფიატისა და ციფრული აქტივების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღება. ბირჟამ წარადგინა დოკუმენტების ნიმუშების ჩამონათვალი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ფულის წყაროს დადასტურება. კრიპტოვალუტების შემთხვევაში სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად გათვალისწინებულია შეტანა/გატანის ელექტრონული წერილები, საფულეების სქრინშოთები, საკრედიტო ბარათის ამონაწერი, ციფრული აქტივების ანგარიშები და გადახდის კონტრაქტები. კომპანია ამჟამად ითხოვს მონაცემებს მოქალაქეობის, დაბადების ადგილის, საგადასახადო რეზიდენტობის შესახებ. Bitstamp-მა მომხმარებლებისგან ასევე მოითხოვა ინფორმაცია წლიური შემოსავლის, კუთვნილი კაპიტალის, პლატფორმაზე სავარაუდო აქტივობისა და წლიური სავარაუდო დეპოზიტის შესახებ. „თუ გსურთ გააგრძელოთ ჩვენი სერვისების გამოყენება, უნდა განაახლოთ თქვენი ექაუნთი, რადგან ზოგიერთი ინფორმაცია მოძველებულია. მადლობის ნიშნად ჩვენ დაგაჯილდოვებთ 25 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსით მას შემდეგ, რაც დაასრულებთ მოთხოვნების შესრულებას“ - ნათქვამია ბირჟის განცხადებაში. Reddit-ზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად Bitstamp-მა დახურა თანხების გატანის შესაძლებლობა ევროკავშირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არ დაუდასტურებიათ დეპოზიტების წარმომავლობა. წყარო: Reddit. პირმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ Bitstamp-ის თანამშრომელი იყო, შეტყობინებას უპასუხა: „ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრს ვითხოვთ და ეს დიდი დისკომფორტია. თუმცა, გთხოვთ, გესმოდეთ, რომ უნდა დავემორჩილოთ მარეგულირებელ ორგანოებს, თუ გვინდა გავაგრძელოთ თქვენი მომსახურება.” შეგახსენებთ, 2021 წლის იანვარში ბირჟამ შემოიღო დამატებითი KYC პროცედურები ნიდერლანდელი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურდათ ფულის გადატანა გარე საფულეებში. ეს გამოწვეული იყო ქვეყანაში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი რეგულაციების ძალაში შესვლით ევროკავშირის სტანდარტებისა და FATF-ის რეგულაციების შესაბამისად. https://tinyurl.com/4d7jr864
  7. კორპორაცია TSMC-იმ, რომელიც ტაივანში მდებარეობს, დააანონსა ნახევარგამტარი პროდუქციის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით მასიური წარმოების დაწყება მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის. მომხმარებლებისთვის ხსენებული პროდუქტების მიწოდება დაიწყება 2023 წელს - ამის შესახებ განაცხადა TSMC-ის გენერალურმა დირექტორმა სი-სი ვეიმ. მან აგრეთვე ისაუბრა მომხმარებლების მხრიდან ახალი ტექნოპროცესის მიმართ არსებულ დიდ ინტერესზე - ამ სიტყვებს ადასტურებს მოწინავე ტექნოლოგიის წარმოებაზე არსებული რიგები. კომპანიის გეგმაშია სწრაფი გადასვლა თვეში 30-35 ათასი სილიკონის ფირფიტის დამუშავებაზე ახალი 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. TSMC-ის სპეციალისტების პროგნოზის თანახმად 5-ნანომეტრიანიდან 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე გადასვლის შედეგად მიღწეული იქნება წარმადობის 10-15%-იანი და ენერგოეფექტურობის 20-30%-იანი ზრდა. გეგმის მიხედვით მიდის სამომავლო ტექნოპროცესების შემუშავებაც, ესენია გაუმჯობესებული 3-ნანომეტრიანი (N3E) და 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგიები, კერძოდ, ამ ლითოგრაფიული ტექნოლოგიების სრულად ათვისებას და მასობრივი წარმოების პროდუქციისთვის გამოყენებას კომპანია დაახლოებით 2025 წლის ბოლოს აპირებს. https://tinyurl.com/bdf6uw68
  8. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Samsung მალე დაიწყებს შეკვეთების მიღებას სმარტფონ Galaxy Quantum 3-ზე. მას გააჩნია შემთხვევითი რიცხვების კვანტური გენერატორი, რომელმაც უნდა გაზარდოს მოწყობილობის დაცულობის დონე. არსებული ცნობებით სმარტფონს შესაძლოა საფუძვლად დაედოს მოდელი Galaxy M53 5G. ფოტოს წყარო: SamMobile მოწყობილობას ექნება 6.7-დუიმიანი Full HD+ ფორმატის Super AMOLED Infinity-O დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ პატარა ჭრილში განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. უკანა კამერა ოთხკომპონენტიანია. ესენია 108-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი, 8-მეგაპიქსელიანი მოდული ფართოკუთხიანი ოპტიკით, 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. სმარტფონში განთავსებული იქნება პროცესორი MediaTek Dimensity 900. ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, მათგან ორია Cortex-A78 ბირთვი 2.4 გჰც-მდე სიხშირით და ექვსი Cortex-A55 სიხშირით 2.0 გჰც-მდე. პროცესორის შემადგენლობაში ასევე შედის გრაფიკული კონტროლერი Mali-G68 MC4 და მოდემი 5G SA/NSA. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 6 ან 8 გბ, ფლეშ-მეხსიერებისა - 128 ან 256 გბ. ხელმისაწვდომია Wi-Fi 5 და Bluetooth 5.2 ადაპტერები, NFC მოდული, USB Type-C პორტი და თითის ანაბეჭდის სკანერი გვერდით ნაწილზე. კვებას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. https://tinyurl.com/yckutpfh
  9. ონლაინ-ბროკერ Robinhood-მა დაამატა ოთხი ახალი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა - Solana, Polygon, Compound და Shiba Inu. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ბლოგში განაცხადა. ჯერჯერობით მომხმარებლებს შეუძლიათ მხოლოდ ამ კრიპტო აქტივების ყიდვა და გაყიდვა, საფულეების შევსების და თანხების გამოტანის შესაძლებლობა მოგვიანებით გამოჩნდება, განმარტა Robinhood-მა. „გასულ წელს ჩვენი მომხმარებლები მუდმივად ითხოვდნენ ორ რამეს: მონეტების გაგზავნისა და მიღების შესაძლებლობას და კრიპტოვალუტების უფრო ფართო არჩევანს. პირველი მოთხოვნის საპასუხოდ ჩვენ უკვე გავააქტიურეთ კრიპტო საფულეები ყველასთვის, ვინც მოლოდინში იყო - ანუ 2 მილიონზე მეტი ადამიანისთვის. ახლა კი მოხარულნი ვართ, რომ მოვახერხეთ შემდეგი პუნქტის მოგვარებაც“, - აღნიშნეს კომპანიაში. საბროკერო სერვისების მიმართულების ხელმძღვანელმა სტივ ქუირქმა აღნიშნა, რომ მონეტების არჩევისას Robinhood-ში ისინი შეაფასეს „ძველი წესების ნაკრების“ მიხედვით. მისი თქმით, პლატფორმა უნდა დარჩეს უსაფრთხო და საგანმანათლებლო სივრცედ. შეგახსენებთ, 2021 წლის ივლისში Robinhood-ის თანადამფუძნებელმა კრიპტოვალუტებს უწოდა კომპანიის განვითარების ქვაკუთხედი. https://tinyurl.com/36kcvjj9
  10. ამჟამად ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ უახლოეს დროში ბაზარზე გამოვა სამი განახლებული ვიდეო დაფა RDNA 2 არქიტექტურაზე. მთელი რიგი ინტერნეტ-მაღაზიები ვარაუდობენ, რომ RX 6950 XT დაფის ფასი ისეთივე მაღალი იქნება, როგორც Nvidia RTX 3090 Ti-ს ღირებულება. შესაძლოა, ეს არ მოხდეს RX 6750 XT-სა და RX 6650 XT მოდელების შემთხვევაში. მიმდინარე კვირაში RRA-ს სიაში ნახსენები იყო ახალი დაფები, რაც მეტყველებს Radeon RX 6000 სერიის განახლებული ვიდეო დაფების მალე გამოჩენაზე. ახალი დაფები დაკომპლექტებული იქნება 18 გბ/წმ სიჩქარის მქონე GDDR6 მეხსიერებით და, შესაძლოა, უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეებით, როგორც დროებით გადაწყვეტილებას წარმოადგენს იმ დრომდე, სანამ RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი თაობის ვიდეო დაფები გამოვა გაყიდვაში. ფასები დიდწილად გამოცანად რჩება, ხელმისაწვდომობასთან ერთად ამას მათი წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ერთადერთი ინფორმაცია ღირებულების შესახებ არის RX 6950 XT-ის საცალო ფასი, რომელიც მოწოდებულია ცნობილ ინსაიდერ momomo_us-ის მიერ. RX 6950 XT დაფის ფასი ერთ-ერთ ავსტრალიურ მაღაზიაში 3241 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს, რაც 2412 აშშ დოლარს შეესაბამება. ეს ფასი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ამავე სავაჭრო ობიექტის მიერ შემოთავაზებული RX 6900 XT-ს ღირებულება, რომელიც 1397 აშშ დოლარიდან იწყება. ფასიდან გამომდინარე ჩანს, რომ AMD აპირებს NVIDIA-სთვის კონკურენციის გაწევას ტოპ-სეგმენტში. https://tinyurl.com/32jj5b9v
  11. კვალიფიციური კადრების გლობალური დეფიციტის ფონზე Intel აამოქმედებს ორ სასწავლო პროგრამას - ჯერჯერობით მხოლოდ ორეგონის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც კარიერის გაკეთება სურთ ნახევარგამტარი კომპონენტების წარმოებაში. ფოტოს წყარო: Intel ერთ-ერთი პროგრამა წარმოადგენს ორკვირიან ინტენსიურ კურსს, რომელიც ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების გარდაქმნას ქარხნების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტებად. მეორე კი არის საპილოტე პროგრამა ქალაქ ჰილსბოროს უფროსკლასელთათვის. იგი მოსწავლეებს წარუდგენს ტექნოლოგიური ინდუსტრიის შესაძლებლობებს და მიმართულია პოტენციური დასაქმებულების მოზიდვისკენ. Intel უმსხვილესი კორპორატიული დამსაქმებელია ორეგონის შტატში, ვაშინგტონის კამპუსებში კომპანიაზე მუშაობს 22 ათასი ადამიანი. Intel-მა მიმდინარე კვირაში ოფიციალურად განაცხადა კვლევით საწარმო D1X-ის გაფართოების შესახებ - ახალი პროექტი შეფასებულია 3 მლრდ აშშ დოლარად და 1700-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, როგორც ბევრ დამსაქმებელს, Intel-საც უჭირს ახალი სპეციალისტების პოვნა. ორეგონში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება და შტატს ფაქტიურად იმაზე ნაკლები უმუშევარი ჰყავს, ვიდრე სამუშაო ადგილები დარჩა. გასულ შემოდგომაზე Intel-მა ჩაატარა მასიური რადიო და სატელევიზიო სარეკლამო კამპანია, რომლითაც ეძებდა ტექნიკოსებს ქარხნებში სამუშაოდ. მსგავსი რეკლამა ადგილობრივ ავტობუსებზე დღემდეა განთავსებული. ტექნიკური სპეციალისტები, როგორც წესი, არიან მუშები, რომლებიც უშუალოდ ურთიერთობენ კომპიუტერული ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილ ინსტრუმენტებთან. მათი გამოცდილებაა საზოგადოებრივ კოლეჯში ორწლიანი სწავლების პერიოდი, სწავლის ახლად დამთავრებულებისთვის საშუალო წლიური ანაზღაურებაა 60 ათასი აშშ დოლარი. Intel-ის ორკვირიანი „Quick Start“ პროგრამა ეფუძნება ანალოგიურ ინიციატივას, რომელიც უკვე განხორციელდა არიზონაში, სადაც Intel ასევე აქტიური მონაწილეა შრომით ბაზარზე. სტუდენტები, რომლებიც დაასრულებენ პროგრამას, იღებენ დამატებით ქულებს კოლეჯში და კურსის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ჰილსბოროს საშუალო სკოლის საპილოტე პროგრამის ფარგლებში ათობით საშუალო სკოლის მოსწავლე გაეცნობა ინდუსტრიაში მუშაობის შესაძლებლობებსა და სარგებელს. Intel მუშაობს რამდენიმე ორგანიზაციასთან, მათ შორის ქალაქისა და სკოლის მმართველებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოსალოდნელია, რომ პროგრამის რეალიზაცია ივნისში დამტკიცდება. Intel ხაზს უსვამს, რომ მომავალში პროგრამები განხორციელდება მთელი შტატის მასშტაბით სხვადასხვა წარმოშობის სტუდენტებისთვის, მათ შორის სოფლებში მცხოვრებთათვის - კომპანია აპირებს რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანის მოზიდვას. https://tinyurl.com/2p8pm4y6
  12. ბირჟა Coinbase-მა გამოაცხადა ლისტინგისადმი მიდგომის ცვლილება: ახლა პლატფორმა წინასწარ გამოაქვეყნებს პრეტენდენტი კრიპტოვალუტების ღია სიას. კომპანიამ განმარტა, რომ ეს ნაბიჯი საჭიროა „ინფორმაციული სიმეტრიის გასაზრდელად“ და კრიპტოვალუტების ბაზარზე უფრო სამართლიანი პირობების უზრუნველსაყოფად. კრიპტო საზოგადოებაში საყოველთაოდ ცნობილი გახდა „Coinbase-ის ეფექტის“ სახელით ცნობილი კანონზომიერება: კრიპტო აქტივის ფასი მკვეთრად იზრდება ბირჟაზე ლისტინგის დაწყების შემდეგ. ამან შეიძლება დამატებითი უპირატესობა მისცეს ინსაიდერებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მომავალი პროცედურის შესახებ. Coinbase-ის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 50 პროექტის სია, რომელთა ლისტინგის დაწყება მოსალოდნელია 30 ივნისამდე. იგი მოიცავს 45 ERC-20 ტოკენს და 5 აქტივს Solana-ს ეკოსისტემიდან. მათ შორისაა Binance USD, სიდიდით მესამე Stablecoin მიწოდების თვალსაზრისით და 17.8 მლრდ აშშ დოლარზე მეტი კაპიტალიზაციით, ასევე დიდ პროექტ BitDAO-ს ტოკენი. ზოგიერთი აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა Coinbase-ის სიის გამოქვეყნების შემდეგ. CoinGecko-ს მიხედვით სტატიის მომზადების პერიოდში დროს ტოკენ DappRadar-ის ღირებულება გაიზარდა 30%-ზე მეტით ბოლო 24 საათის განმავლობაში. Binance USD-ის ფასის გრაფიკი (BUSD). წყარო: Coingecko. Solana-ს ბლოკჩეინზე არსებული Apricot Finance-ის ფასი გაიზარდა 21%-ით, 0.029 აშშ დოლარამდე. Apricot Finance-ის ფასი (APT). წყარო: CoinMarketCap. 2021 წლის ზაფხულში ბირჟის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა, რომ პლატფორმა გეგმავს დროთა განმავლობაში დაამატოს ყველა კანონიერად დაშვებული კრიპტოვალუტის მხარდაჭერა. ახლახანს Coinbase-მა ასევე დააანონსა NFT სერიის გამოშვების გეგმა Bored Ape Yacht Club-ის კოლექციიდან. https://tinyurl.com/2p9xvrew
  13. კომპანია Tesla-მ კიდევ ერთხელ წარადგინა ელექტრო პიკაპი Cybertruck და მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის ცვლილებები ბევრს არ მოეწონა, მანქანის მახასიათებლები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. კომპანია გეგმავს გაამყაროს თავისი, როგორც ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების მწარმოებლის პოზიცია და მოდელების ხაზს აფართოვებს ელექტრო პიკაპის ხარჯზე, რომელიც აშშ-ში მსგავსი ტიპის მანქანებში ერთ-ერთი პოპულარული ვარიანტია. როდესაც 2019 წელს Tesla-მ Cybertruck წარადგინა, ბევრი გაკვირვებული დარჩა ელექტრომობილის უცნაური, კუთხოვანი კორპუსით, რომელიც უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული და მდგრადია ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებისადმი. ილონ მასკმა ოსტინში გიგაქარხნის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიება Rodeo Party-ზე განაცხადა, რომ სერიული წარმოებისთვის Cybertruck 2023 წელს იქნება მზად. Tesla Cybertruck. Tesla რატომ არის Tesla Cybertruck ასეთი უნიკალური? ელექტრომობილების მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ერთი ძრავის მქონე Cybertrucks-ს შეუძლია 0-დან 100 კმ-მდე სიჩქარის განვითარება 6.5 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 177 კმ/სთ-ს შეადგენს. ორძრავიანი Cybertruck 100 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწევს 4.5 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 193 კმ/სთ-ია. და ბოლოს, ყველაზე მძლავრი, სამძრავიანი მოდელი, რომელიც ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთათვის არის განკუთვნილი, 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს მხოლოდ 2.9 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ს შეადგენს. Cybertruck-ის სამივე მოდელს გააჩნია პნევმატური დაკიდების სისტემა, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფად გაზარდოს ავტომობილის კლირენსი (დაშორება მიწიდან იატაკამდე) 40.6 სმ სიმაღლემდე. გარდა ამისა, ელექტრო პიკაპის წინა და უკანა ბამპერების დახრილობის კუთხეებია 35 და 28 გრადუსი (შეუძლია გორაზე ავიდეს და ჩამოვიდეს ისე, რომ ძირი არაფერს გამოსდოს) რაც მას უგზოობაზე სერიოზული გამავლობის მანქანად აქცევს. Cybertruck-ის ბუქსირების შესაძლებლობაც შთამბეჭდავია: ერთძრავიანი მოდელის მაქსიმალური გამწევი სიმძლავრეა 7500 ფუნტი (3400 კგ), ორძრავიანის - 10000 ფუნტი (4500 კგ), ხოლო სამძრავიანი მოდელისა - 14000 ფუნტი (6350 კგ). რაც შეეხება აკუმულატორებს, მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს ჯერ არ გაუხმაურებია ბატარეების სრული მახასიათებლები, უკვე ცნობილია, რომ Cybertruck-ის გავლის მარაგი ძრავების რაოდენობაზეა დამოკიდებული: ერთ სრულ დამუხტვაზე ერთძრავიანი მოდელის გავლის მარაგია 250 მილი (დაახლოებით 400 კმ), ორძრავიანის - დაახლოებით 300 მილი (480 კმ-ზე მეტი), ხოლო სამძრავიანისა - 500 მილზე მეტი (800 კმ-ზე მეტი). Cybertruck-ის კონსტრუქციის მოდიფიკაციები მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო გამოფენის გახსნაში, შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ Cybertrucks-ის ახალი დიზაინი. უნდა ითქვას, რომ ბევრი მათგანი უკმაყოფილო დარჩა მისი ვიზუალით. ამბობენ, რომ Cybertruck-ი არ გამოიყურება საუკეთესო სახით, მისი კარები განსხვავდება კორპუსის დანარჩენი ნაწილის ფერისგან და მთელი უკანა ნაწილი კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება უფრო ახლოს შემოწმებისას. სახურავის შემადგენელი ყველა ელემენტი არ არის სწორხაზოვანი, ყველაფერი უცნაური კუთხით არის მოხრილი, რის შედეგად ფირფიტებს შორის უზარმაზარი სივრცეებია. სახურავი არ ეკვრის ფანჯრის რაფებს, რაფები კი მჭიდროდ არ ეკვრის ფანჯრებს. სამაგიეროდ, მანქანას აქვს თითქმის ორმეტრიანი საბარგული. Cybertruck მაინც ყველაზე ფუტურისტულ პიკაპად რჩება სარკეების, უნიკალური საბურავების, წინა საქარე მინის ხელახალი კონფიგურაციისა და მცირე ცვლილებების მიუხედავად. რა ღირს Tesla Cybertruck? ერთძრავიანი უკანა ამძრავი სისტემის მქონე Cybertruck-ის ფასი იქნება 39900 აშშ დოლარი, ორი და სამი ძრავის მქონე სრულამძრავიანი მოდელები კი ეღირება 49900 და 69000 აშშ დოლარი შესაბამისად. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ ტესტის შედეგებს და ვნახოთ, როგორ გაუწევს Cybertruck კონკურენციას ისეთ მოდელებს, როგორებიცაა GMC Hummer EV, Rivian R1T, Chevrolet Silverado EV და Ford F-150 Lightning. https://tinyurl.com/yckmc9rk
  14. ინდუსტრიის ექსპერტების აზრით ჩიპების მიწოდების პრობლემა შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალი სილიკონის საწარმოო ქარხნები შემოვა. როგორც Volkswagen-მა ივარაუდა, დეფიციტი 2024 წლამდე შენარჩუნდება - ამ პროგნოზს სხვა კომპანიებიც იზიარებენ. ფოტოს წყარო: fabersam/pixabay.com კვლევითი კომპანია Techcet გაფრთხილებას იძლევა, რომ ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილ სილიკონებზე მოთხოვნა შეთავაზებაზე მაღალი იქნება 2023 წლამდე. კერძოდ, გამოწვეული იქნება გარკვეული ტიპის ნახევრადგამტარების და/ან ფასების ზრდა. სხვა სიტყვებით, დეფიციტი უკავშირდება არა მხოლოდ ნახევრადგამტარი კომპონენტების სიმცირეს, არამედ თავად ფირფიტების ნაკლებობას. Techcet-ის მონაცემებით მომწოდებლები უკვე ითხოვენ უფრო მაღალ ფასებს კონტრაქტების მიხედვით, კერძოდ, ახალ ქარხნებში ინვესტიციების გადახდის მიზნით. გარდა ამისა, უახლოეს დროში გაიზრდება ენერგიისა და ნედლეულის ღირებულება. პრობლემა ნაწილობრივ შემსუბუქდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალი ქარხნები შეძლებენ ინდუსტრიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სილიკონის ფირფიტებზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნა ჯერ კიდევ 2020 წელს, მაგრამ მხოლოდ ბოლო თვეებში დააანონსეს მომწოდებლებმა ახალი ქარხნების მშენებლობა. საწარმოების აშენებასა და ექსპლუატაციაში შესვლას კი დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. ამ სიტუაციაში მთავარი გამარჯვებულები იქნებიან მხოლოდ თავად ფირფიტების მწარმოებლები. მოსალოდნელია, რომ ისინი გამოიმუშავებენ 15.5 მლრდ აშშ დოლარს წელს, რაც 14.8%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით - ეს არის ორნიშნა ზრდა, რაც არ დაფიქსირებულა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ახალი ქარხნების აშენების ალტერნატივა შეიძლება იყოს ძველი ქარხნების მოდერნიზაცია, მაგრამ მათი წარმოების სიმძლავრე არავითარ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მიმდინარე კვირაში საწარმოო კონსორციუმმა SEMI-მ განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მწარმოებლები გააფართოვებენ 200-მილიმეტრიანი ფირფიტების წარმოებას დეფიციტთან ბრძოლის მიზნით. წარმოების მოცულობა ყოველთვიურად გაიზრდება 6.9 მილიონ ფირფიტამდე 2024 წლისთვის. SEMI-ს წარმომადგენლების მონაცემებით ფირფიტების მწარმოებლები ააწყობენ 25 ახალ, 200-მილიმეტრიანი ფირფიტების ხაზს 5 წლის განმავლობაში, რათა დაკმაყოფილდეს 5G პროდუქციაზე, მანქანებისა და ინტერნეტ-ნივთების წარმოებაზე არსებული მოთხოვნა. გაიზრდება 300-მილიმეტრიანი ფირფიტების წარმოების მოცულობაც. https://tinyurl.com/45nesc96
  15. Nasdaq-ის მიერ გამოკითხული ხუთასი ფინანსური მრჩევლის 71% დიდი ალბათობით ჩადებდა სამომხმარებლო თანხას კრიპტოვალუტებში შესაბამის სპოტ ETF-პროდუქტზე წვდომის არსებობის პირობებში. 26 ტრილიონი აშშ დოლარის აქტივების მქონე მრჩევლების გამოკითხვა ჩაატარა კომპანია 8 Acre Perspective-მა Nasdaq-ის სახელით. კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა მხოლოდ 38% არის დარწმუნებული, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) დაამტკიცებს სპოტ კრიპტო ETF-ს 2022 წელს. გამოკითხულთა 31% ასეთ შედეგს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. „ჩვენ მიერ გამოკითხული მრჩევლების დიდი უმრავლესობა გეგმავს ან დაიწყოს კრიპტოვალუტისთვის თანხების გამოყოფა, ან გაზარდოს არსებული განაწილება“, - განაცხადა Nasdaq-ის ციფრული აქტივების ინდექსების კვლევის ხელმძღვანელმა ჯეიკ რაპაპორტმა. იმ მრჩეველების 86%, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ციფრულ აქტივებში, აპირებს გაზარდოს კრიპტოვალუტის წილის პორტფოლიოში მომდევნო 12 თვის განმავლობაში. შემცირების გეგმების შესახებ არავის უთქვამს. ამავე ჯგუფიდან გამოკითხულთა 50% უკვე იყენებს Bitcoin ფიუჩერსების ETF-ებს, ხოლო 28% გეგმავს გამოყენებას. კვლევის მიხედვით ათი მრჩევლიდან მხოლოდ ოთხმა განიხილა ინვესტიცია ცალკეულ კრიპტოვალუტებში. SEC-ს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია არც ერთი განაცხადი სპოტ Bitcoin-ETF-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამავე დროს სააგენტომ დაუშვა პირველი კრიპტოვალუტის ფიუჩერსების ბაზაზე VanEck-ის, Valkyrie Investments-ისა და ProShares-ის მიერ ბირჟის ფონდების ამოქმედება. 2022 წლის თებერვალში კომისიის თავმჯდომარე გერი გენსლერმა სიტუაცია ახსნა სააგენტოების მიერ მიღებული განაცხადების შეუსაბამობით ფასიანი ქაღალდების თაღლითური ან მანიპულაციური პრაქტიკის აღმკვეთ კანონთან. Grayscale Investments-მა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა Bitcoin-ტრასტის ETF-დ გარდაქმნა. კომპანიამ შესაბამისი განაცხადი მარეგულირებელს გაუგზავნა 2021 წლის ოქტომბერში. 2022 წლის თებერვალში SEC-მა გადაწყვეტილების მიღება გადადო. კომპანიამ დაუშვა, რომ კომისიამ დაარღვია კანონი Bitcoin-ის ფიუჩერსების ETF-ების დამტკიცებისას და გამოაცხადა მზადყოფნა უჩივლოს სააგენტოს GBTC-ის ETF-ად გადაქცევაზე უარის თქმის შემთხვევაში. Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით SEC სპოტ Bitcoin-ETF-ს 2023 წლის შუა რიცხვებში დაამტკიცებს. https://tinyurl.com/4vmdp9np
  16. კომპანია ASUS-მა წარადგინა TUF სერიის ახალი გრაფიკული დაფა, რომელიც დაფუძნებულია NVIDIA Ampere არქიტექტურაზე. თუმცა 2020 წლის ბოლოდან გამოშვებული RTX 30 სერიის სხვა TUF მოდელებისგან განსხვავებით RTX 3050 ვიდეო დაფებს აქვს ორი ქულერის მქონე გაგრილების სისტემა. ამჯერად ASUS-ს აქვს სერიები სამი ქულერით (ROG STRIX), ორი ქულერით (TUF Gaming) და ერთი ქულერით (Phoenix), რომლებიც დამყარებულია ერთსა და იმავე გრაფიკულ პროცესორზე. RTX 3050 TUF მოდელს აქვს სრულიად ინდივიდუალური კონსტრუქცია 2.8-სლოტიანი გაგრილების სისტემით და დისპლეიზე output-ების არასტანდარტული კონფიგურაციით. ამ მოდელს, რომელსაც ხშირად Radeon RX 6500XT-ს ადარებენ, შედარებით მეტი ინტერფეისი აქვს: ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4. ASUS-მა გამოუშვა RTX 3050 TUF დაფის ორი მოდელი, რომელთაგან ერთია აჩქარებული ვერსია OC Edition ტაქტის სიხშირით 1845 მჰც (აჩქარებისას 1875 მჰც), მეორე კი - სტანდარტული ვერსია 1700 მჰც სიხშირით (აჩქარებისას 1807 მჰც). გარდა ამისა, ორივე დაფას აქვს ორმაგი BIOS წინასწარ დაყენებული Quiet ან Gaming პარამეტრებით. ამ დროისთვის ახალი ვიდეო დაფის გაყიდვის თარიღი კომპანიას არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/3zn9svzn
  17. 2021 წელს მსოფლიო ბაზარზე წამოდგენილი იყო 143.6 მილიონი მონიტორი - ნათქვამია ანალიტიკურ სააგენტო International Data Corporation-ის (IDC) ახალ ანგარიშში. ეს მაჩვენებელი საუკეთესოა 2012 წლის შემდეგ, იმ დროს ბაზარზე წარმოდგენილი იყო 150.3 მილიონი მონიტორი. ფოტოს წყარო: Gigabyte მიწოდების ზრდამ 2020 წელთან შედარებით 2021 წელს გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს და 5% შეადგინა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯამში ზრდა შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს. გასული წლის პირველ ნახევარში მიწოდების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.4%-ით გაიზარდა. ამავდროულად, კორპორატიულ სეგმენტზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა. წლის მეორე ნახევრის დასაწყისში მონიტორებზე მოთხოვნამ კლება დაიწყო ბაზრის გადატვირთულობის გამო. მოცულობის შემცირების კიდევ ერთი ფაქტორი იყო ახალი შეზღუდვები, რომლებიც დაწესდა აზიაში კორონავირუსის მორიგი გავრცელების ფონზე, რამაც გამოიწვია პრობლემები ლოჯისტიკაში, ასევე კომპონენტების ნაკლებობა. შედეგად 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა. წყარო: IDC ანალიტიკოსების თქმით გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგების თანახმად მონიტორების ტოპ ხუთეულიდან მხოლოდ ორმა კომპანიამ დააფიქსია მიწოდების მოცულობის ზრდა. ესენი იყვნენ Dell და Lenovo. კორპორატიულ სეგმენტზე მიწოდება 2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა წელთან შედარებით 2.2%-ით შემცირდა, ხოლო სამომხმარებლო ბაზარზე - 8%-ზე მეტით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2022 წელი მონიტორების ბაზრისთვის ნაკლებად წარმატებული იქნება. მათი აზრით კორონავირუსის ახალი გავრცელება, ისევე როგორც მსოფლიოში არსებული არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა წლის ბოლომდე მიწოდების 3.6%-ით შემცირებას გამოიწვევს. თუმცა 2023 წლიდან მაჩვენებლები დასტაბილურებას დაიწყებს. https://tinyurl.com/bdcwv3ae
  18. ციფრული ოქროსა და კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს 2023 წლის ზაფხულამდე. ამგვარი პროგნოზი გააკეთა Galaxy Digital-ის სავაჭრო განყოფილების ხელმძღვანელმა ჯეისონ ურბანმა. ამ მოვლენის მამოძრავებელ ძალებს შორის ტოპ-მენეჯერმა დაასახელა ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ ციფრული აქტივების შემდგომი მიღება. „წლის დაწყებისას შესაძლებელი იყო მეთქვა, რომ ვვარაუდობ Bitcoin-ის ფასად 100 ათას აშშ დოლარს, Ethereum-ისას კი - 6500-დან 7000-მდე აშშ დოლარის ფარგლებში. მივიჩნევ თუ არა, რომ ამ გზაზე კრიპტოვალუტებს წინაღობა შეხვდებათ? პოტენციურად კი. ექნება ამას მნიშვნელობა? - არა! წლის ბოლოს თუ არა, 2023 წლის პირველ ან მეორე კვარტალში ეს მოხდება. ვხედავ ინვესტორების უზარმაზარ რაოდენობას, რომელთა წყალობით ბაზრის აღმასვლა გაგრძელდება“ - განმარტა ურბანმა. Galaxy Digital-ის წარმომადგენელმა დაუშვა, რომ დროთა განმავლობაში Ethereum Bitcoin-ს უკან ჩამოიტოვებს კაპიტალიზაციის სიდიდით. „ინვესტორებმა დაიწყეს სმარტ-კონტრაქტების ძალის გაცნობიერება. Ethereum - ეს არის, ის, რაც საჭიროა ახალი იდეებისთვის. ეს არის სპილენძი, Bitcoin კი - ციფრული ოქრო“ - განაცხადა მან. ტოპ-მენეჯერის აზრით, პროცესს შესაძლოა დრო დასჭირდეს. ურბანს ეჭვი ეპარება, რომ ლიდერის ცვლილება შეიძლება უახლოეს ორ-სამ წელში მოხდეს, თუმცა მან მსგავსი სცენარი არ გამორიცხა. შეგახსენებთ, ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელ არტურ ჰეიესის პროგნოზით მოხდება Ethereum-ის ზრდა 10 ათას აშშ დოლარს ზემოთ მიმდინარე წლის ბოლოსთვის. ადრე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი კვლავ გაიზრდება, როგორც კი ფედერალური სარეზერვო სისტემა პაუზას აიღებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების საკითხში. https://tinyurl.com/39ty5a94
  19. კონფერენცია GTC-ზე NVIDIA-ს პრეზენტაცია გრანდიოზული აღმოჩნდა. კომპანიამ წარადგინა მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი თავისი პირველი ARM-პროცესორები კოდური დასახელებით Grace, აგრეთვე „სუპერჩიპები“, რომლებშიც მაღალსიჩქარიანი მაკავშირებლით შესაძლებელია გაერთიანდეს ორი ასეთი პროცესორი ერთ „სუპერპროცესორად“ ან შეიქმნას გამომთვლელ პროცესორ Grace-ის კომბინაცია გრაფიკულ Hopper-თან. კომპანიის მონაცემებით ორი Grace-ის მქონე 144-ბირთვიანი სუპერჩიპი წარმადობით ერთნახევარჯერ აღემატება NVIDIA DGX A100-ს. როგორც Tom’s Hardware აღნიშნავს, ეს არ არის შედარების საუკეთესო ვარიანტი, რადგან DGX A100-ში გამოყენებულია AMD-ის წინა თაობის სერვერული პროცესორები - Rome სერიის 64-ბირთვიანი EPYC 7742. რესურსის სპეციალისტებმა უფრო საინტერესო შედარება იპოვეს Intel-ის პროცესორებთან. NVIDIA Accelerated Computing-ის ვიცე-პრეზიდენტმა Ian Buck-მა GTC-ზე ცალკე პრეზენტაცია გამართა, სადაც სუპერჩიპი Grace შეადარეს ამჟამინდელი თაობის Intel Ice Lake-ს ამინდის პროგნოზირების ამოცანებში (Weather Research and Forecasting). NVIDIA ამტკიცებს, რომ Grace ორჯერ უფრო სწრაფი და 2.3-ჯერ უფრო ენერგოეფექტურია ორ 36-ბირთვიან და 72-ნაკადიან Intel Xeon Platinum 8360Y პროცესორთან შედარებით. შედეგები შთამბეჭდავია, მაგრამ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ Grace-ს, დიდი ალბათობით, ასეთი დიდი უპირატესობა არ ექნება სამომავლო Intel Sapphire Rapids-თან შედარებით, ასევე იგი შესაძლოა წარმადობითა და ეფექტურობით აღმოჩნდეს დაახლოებით იმავე დონეზე, რაზეც Milan სერიის AMD EPYC პროცესორები. ნებისმიერ შემთხვევაში, NVIDIA Grace ძალიან ძლიერი პროდუქტია HPC სეგმენტში. https://tinyurl.com/5fbtxvwh
  20. უახლესი ინფორმაციის თანახმად Samsung Electronics-სა და LG Display-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი OLED პანელების მიწოდებაზე ძირითადად შესაბამისი პროდუქტების დაბალბიუჯეტურ სეგმენტზეა ორიენტირებული. ამის შესახებ გამომცემლობა The Elec გვაცნობებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: LG Display კომპანია Samsung შემოსავლის თვალსაზრისით უმსხვილესია, იგი მიმდინარე წელს პირველად უშვებს OLED-მოდელებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ. ტელევიზორებისთვის განკუთვნილ პანელებს იგი Samsung Display-სა და LG Display-სგან შეისყიდის. LG Display-სთან მიმართებაში კომპანია Samsung ძირითად ყურადღებას ამახვილებს M-სერიის OLED-პანელების შეძენაზე, რომელზე იაფი მოდელები LG-ს პორტფოლიოში არ არსებობს. ცნობილია, რომ კომპანია უშვებს სამი სერიის OLED-პანელებს: R, P და M. R მიეკუთვნება პრემიუმ სეგმენტს და უზრუნველყოფს 200 ნიტ სიკაშკაშეს, P და M – 180 და 150 ნიტს, შესაბამისად. Samsung-ის მიზანია მაქსიმალურად შეამციროს ტელევიზორების ღირებულება, სწორედ ამიტომ ყიდულობს ყველაზე დაბალბიუჯეტურ ვარიანტებს - პანელების ღირებულებაზე მოდის ტელევიზორის ფასის მესამედი. The Elec-ის წყაროების თანახმად Samsung აპირებს ისარგებლოს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სატელევიზიო ბრენდის პოზიციით დაბალბიუჯეტურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. ამავდროულად, LG თავისი ტელევიზორების სერიაში იყენებს სამივე სერიის LG Display მოდელებს. ამასთან, Samsung-მა LG-ს სთხოვა 200-ნიტიანი R-სერიის პანელების გაყიდვა უფრო ხელმისაწვდომ ფასად. მოკლედ, წყაროები თვლიან, რომ LG Display-ს მხრიდან უარის ალბათობა საკმაოდ დიდია - Sony-ს და LG Electronics-საც კი LG Display-ს პროდუქცია უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე Samsung ითხოვს. წლის დასაწყისში უკვე გავრცელდა ცნობა, რომ Samsung ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს LG Display-ზე - იგი აქცენტს აკეთებს შესყიდვების დიდ მოცულობებზე და მომწოდებლისგან ითხოვს საფასურის შემცირებას. https://tinyurl.com/vpv38wcf
  21. კრიპტო პლატფორმა Binance-მა გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს BNB Beacon Chain ქსელის განახლებას და ჰარდფორკს. განახლება განხორციელდება ბლოკის 234.560.000 დონეზე 12 აპრილს. განცხადების თანახმად განახლებამდე ცოტა ხნით ადრე პლატფორმა გათიშავს თანხების შეტანა-გატანის შესაძლებლობას BNB Chain ეკოსისტემაში. ოპერაციები განახლდება, როდესაც კომპანია „დარწმუნდება ქსელის სტაბილურ მუშაობაში“. BNB Beacon Chain მართვის ქსელისთვის განკუთვნილი ჰარდფორკი Descartes მოიცავს BIP-128 წინადადების გააქტიურებას, რომელიც შექმნილია BNB Chain-ის სტეიკინგის ჯილდოს განაწილების სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. განახლების შედეგად შემცირდება დატვირთვა Binance Smart Chain-ის ბლოკჩეინის ე.წ. breath-ბლოკზე. მასზე განაწილდება მხოლოდ ვალიდატორების საკომისიოები. დელეგატების ჯილდოს განათავსებენ ცალკე საცავში და შემდეგ პაკეტებად გადასცემენ ბენეფიციარებს. BIP-128 ასევე ადგენს პაკეტის მოცულობას, რომელიც საჭიროა ჯილდოს დროულად განაწილებისთვის. წყარო: GitHub „დელეგატებზე ძირითადი გავლენა არის ის, რომ შეთავაზების გააქტიურების შემდეგ ისინი მიიღებენ ჯილდოებს მცირე დაგვიანებით. თუმცა, ეს შეფერხება შედარებით მცირეა და მისი იგნორირება შესაძლებელია სტეიკინგის პროცესის კონტექსტში“ - აღნიშნეს დეველოპერებმა. ჰარდფორკი Descartes გაააქტიურეს ტესტნეტ BNB Beacon Chain-ში მიმდინარე წლის 15 მარტს. ადრე Binance Smart Chain ეკოსისტემის გუნდმა განახორციელა პროექტ BNB Chain-ის რებრენდინგი. მასში შედის: • BNB Beacon Chain მართვის ქსელი (ყოფილი Binance Chain); • Blockchain BNB Smart Chain (BSC) - ყოფილი Binance Smart Chain; • EVM-თან თავსებადი კონსენსუსის დონეები, მულტიჩეინ-ჰაბების ჩათვლით. იანვარში BNB Chain-ის დეველოპერებმა წარადგინეს ეკოსისტემის განვითარების 2022 წლის გეგმა. https://tinyurl.com/4nwye24e
  22. მარტი და აპრილი Tesla-სთვის აღინიშნა ორი ახალი საწარმოს გახსნით - გერმანიასა და ტეხასის შტატში. პირველი ქარხნიდან კომპანია გეგმავს წელიწადში 500 ათასი მანქანის გამოშვებას, მეორეზე კი უფრო დიდი ფსონია დადებული. ოსტინის კონვეირზე არსებული პროდუქციის ასორტიმენტი იქნება უფრო ფართო, საწარმოო სიმძლავრე კი გაიზრდება წელიწადში 1 მილიონი ელექტრომობილის წარმოებამდე. ფოტოს წყარო: Tesla როგორც Bloomberg აღნიშნავს, ასეთი განცხადება ილონ მასკმა გააკეთა ოსტინში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ახალი მანქანათმშენებელი საწარმოს გახსნას ეძღვნებოდა. როგორც მასკმა აღნიშნა, სურს, რომ დროთა განმავლობაში Tesla-მ დაიკავოს მსოფლიო ავტობაზრის 20%. ეს განცხადება ეხმაურება კომპანიის სწრაფვას - 2030 წლისთვის ყოველწლიურად გამოუშვას 20 მილიონი ელექტრომობილი მხოლოდ იმ პირობებში, თუკი ამ დროისთვის ყოველწლიურად გაიყიდება დაახლოებით 100 მილიონი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება. თუკი ტექსასის ახალი ქარხნის საწარმოო შესაძლებლობებს დავუბრუნდებით, მომავალი წლიდან იგი უკვე აითვისებს ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის, სატვირთო Semi-ს, მეორე თაობის სპორტული მანქანა Roadster-ისა და რობოტ-ჰუმანოიდ Bot-ის (Optimus) წარმოებას. ამჟამად ქარხნიდან უკვე გამოდის ქროსოვერი Tesla Model Y, რომელსაც აქვს 4680 ტიპის უჯრედებზე აწყობილი ბატარეები. ზოგადად, ე.წ. Cyber Rodeo ჩვეულებრივ ბაზრობას წააგავდა, რადგან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ისეთი ატრაქციონები, როგორიცაა მექანიკური ხარები და ტირი, იყიდებოდა Tesla-ს ბრენდის სუვენირები და დამსწრეებს სთავაზობდნენ სწრაფი კვებისა და სასმელების ფართო არჩევანს. მოეწყო თანამედროვე ხელოვნების გამოფენა და ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი - მოამზადონ პერსონალი Tesla-ს ახალი საწარმოსთვის. დროთა განმავლობაში აქ დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც ტექსასის შტატში მუშახელის მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით საკმაოდ ამბიციური მიზანია. https://tinyurl.com/4t3zrn8j
  23. პორტალ Videocardz-მა გააზიარა მძლავრ ოვერქლოქერულ გრაფიკულ ამაჩქარებელ EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin-ის PCB-ის ფოტო. დაფა არ არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლებისთვის და შექმნილია ერთი მიზნით - დაამყაროს გრაფიკული წარმადობის ახალი რეკორდები. ფოტოს წყარო: EVGA ისევე, როგორც Galax GeForce RTX 3090 Ti HOF OC Lab Edition-ის შემთხვევაში, EVGA-ს ამაჩქარებელს აქვს GPU-ისა და მეხსიერების კვების 28+4-ფაზიანი ქვესისტემა, აგრეთვე ორი 12+4-პინიანი PCIe 5.0 კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რომელთაგან თითოეულს შეუძლია 600 ვატის მიწოდება. ამრიგად, თეორიულად ვიდეო დაფას შეუძლია 1200 ვატამდე ენერგიის „გადამუშავება“. თუმცა ცხადია, BIOS-ის პარამეტრები TDP-ის დონეს ამ მაჩვენებელს უფრო ქვედა დონემდე შეზღუდავს. ფოტოს წყარო: BisoBiso EVGA GeForce RTX 3090 Ti Kingpin აღჭურველია ძალიან მძლავრი თხევადი გაგრილების ჰიბრიდული სისტემით, რომლის შემადგენლობაში შედის 360-მილიმეტრიანი რადიატორი სამი ქულერით. დამატებითი ქულერია განთავსებული თავად ვიდეო დაფაზე. ახალი დაფის გამორჩეული მახასიათებელია OLED-დისპლეი მბრუნავი მექანიზმით. მასზე აისახება სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაცია ამაჩქარებლის მდგომარეობის შესახებ. ფოტოს წყარო: EVGA გრაფიკული ამაჩქარებლის ფასსა და გაყიდვების დაწყების თარიღს კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს. ცხადია, ეს დაფა იქნება ბაზარზე არსებული GeForce RTX 3090 Ti-ს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვერსია. https://tinyurl.com/2t2msyr7
  24. კომპანია Block-მა (ყოფილი Square), რომელსაც Twitter-ის ყოფილი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ჯეკ დორსი უდგას სათავეში, პარტიორ Blockstream-თან ერთად დაიწყო Bitcoin-ის მოპოვებისთვის მაინინგ-ფერმის პროექტის რეალიზაცია ტექსასში. ელექტროაღჭურვილობა უზრუნველყოფილი იქნება Tesla-ს მზის ბატარეებითა და აკუმულატორებით. Blockstream-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბეკმა ისაუბრა ახალ პროექტზე ღონისძიება Bitcoin Conference 2022-ზე მაიამიში. მან განმარტა, რომ პლატფორმაზე გამოყენებული იქნება Tesla-ს დიდი ზომის ბატარეები. ბეკმა არ მიუთითა ობიექტის ზუსტი მდებარეობა. ბაზარმა ახალი ამბები სკეპტიკურად მიიღო: Tesla-ს აქციების ფასი დაეცა 2.1%-ით, Block-ის აქტივებმა დაკარგეს ფასის 1.4%, ხოლო Blockstream არ ვაჭრობს ბირჟაზე - იგი კერძო კომპანიაა. Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკისა და Twitter-ის თანადამფუძნებელ ჯეკ დორსის ინტერესები კიდევ ერთხელ დაემთხვა: ადრე დორსიმ დადებითად ისაუბრა მასკის სოციალური ქსელის დირექტორთა საბჭოში შესვლის შესახებ, როდესაც მან გამოაცხადა პლატფორმის დიდი წილის შესყიდვა. მასკმა გასული წლის დასაწყისში ენთუზიაზმით დაიწყო საუბარი კრიპტოვალუტებზე - Bitcoin-სა და Dogecoin-ზე. რაღაც მომენტში Tesla-მ Bitcoin-ზე ელექტრომობილების გაყიდვაც კი დაიწყო, რამაც ციფრული აქტივის გაძვირება გამოიწვია. თუმცა, კომპანიამ შემდგომში უარი თქვა ამ იდეაზე იმის გამო, რომ ზოგიერთი ცნობით Bitcoin-ის მაინინგი საზიანოა გარემოსთვის. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Block-მა შეისყიდა Intel-ის მაინინგ ჩიპების პარტია - მათი მიწოდება ხდება მაკომპლექტებლების, ან ASIC-მოწყობილობების სახით. ჯეკ დორსიმ, როდესაც Twitter-ის გენერალური დირექტორი იყო, განახორციელა ბლოკჩეინის გარკვეული ფუნქციების ინტეგრირება სოციალურ ქსელში: მან შესაძლებელი გახადა Bitcoin-ის მიღება და დაამატა NFT-ფოტოების პროფილის სურათად დაყენების შესაძლებლობა. Tesla ასევე აგრძელებს ინვესტირებას Bitcoin-ში: ამდროინდელი მონაცემებით მანქანათმშენებელი კომპანიის განკარგულებაში არსებული ციფრული აქტივების ღირებულება 2.48 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/2braees3
  25. ბევრი ელოდა, რომ AMD ვიდეოდაფების ბაზარზე NVIDIA-ს წილის რამდენიმე პროცენტს წაართმევდა. ასევე ამტკიცებდნენ, რომ გამოვიდოდა ფლაგმანური დაფა, რომელიც ყველაზე სწრაფ მოდელებს გაუწევდა კონკურენციას. ზოგი ოცნება სრულდება - Radeon RX 6900 ХТ მართლაც სწრაფია, თუმცა GeForce RTX 3090 დაფის უკან ჩამოტოვება ვერ მოახერხა. საბაზრო წილთან მიმართებაში კი ვითარება ჯერ კიდევ ცუდადაა AMD-სთვის, რადგან საწარმოო სიმძლავრეებზე შეზღუდული წვდომის პირობებში მას მოუწია გახლეჩილიყო პროცესორების ბიზნესს, გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი ჩიპებისა და ვიდეო დაფების წარმოებას შორის. ამჯერადაც ამბობენ, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გველოდება მძლავრი სიახლე და ბაზარს გააჯერებს ისტორიაში ყველა სწრაფი და ეფექტური ვიდეო დაფები. RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული ჩიპები დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იმ დროს, როდესაც სხვები - 6-ნანომეტრიანი ნორმებით. საუბარია, რა თქმა უნდა, ტაივანურ TSMC-ზე. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ჩიპი Navi 33, რომელიც უნდა გახდეს საშუალო ფასის დიაპაზონის ვიდეო დაფების საფუძველი. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ამ ჩიპზე დამყარებული ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფა იქნება Radeon RX 7700, რომელიც ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც Radeon RX 6900 ХТ, თუმცა უფრო მომგებიანი აღმოჩნდება წარმოების თვალსაზრისით. Radeon RX 7700 დამზადდება 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და ექნება 460 კვადრატული მილიმეტრის ფართობის მქონე კრისტალი (Radeon RX 6900 ХТ დაფის მაჩვენებელი 520 მმ2-ია), ამასთან Navi 33-ს ექნება 4096-მდე შეიდერ-ბირთვი. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ Navi 23-ს, რომელიც დღეს Radeon RX 6600 სერიის წარმოებაში გამოიყენება, მხოლოდ 2048 შეიდერ-ბირთვი აქვს. გამოდის, რომ საშუალო ფასის დიაპაზონის პირობებში შესაძლებელი გახდება ძირითადი მაჩვენებლების გაზრდა კრისტალის ფართობის გაზრდის საჭიროების გარეშე. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ Radeon RX 7700 იქნება არა მხოლოდ Radeon RX 6700-ზე უფრო სწრაფი, არამედ მიაღწევს ამჟამინდელ ფლაგმან Radeon RX 6900 ХТ-მდე. უცნობია, როგორ მოახერხებენ AMD-ის ინჟინრები 7-ნანომეტრიანიდან 6-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლისას არქიტექტურული მახასიათებლების ასე გაუმჯობესებას. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ ინფორმაცია რეალობას შეესაბამება. მიიჩნევა, რომ Navi 33-ს ექნება 256 მბ-მდე Infinity Cache, ვიდეომეხსიერების მოცულობა კი 8 გბ-მდე შემცირდება, რაც შეამცირებს ენერგომოხმარებას მიმდინარე თაობის ფლაგმანებთან შედარებით. სწორედ ამიტომ ჩიპი ცივი იქნება, პოტენციურ მომხმარებლებს კი მოეწონებათ მისი ფასი (500 აშშ დოლარამდე). Radeon RX 7600 სერიას რაც შეეხება, არსებობს ცნობები 230 ვატამდე ენერგომოხმარებისა და მეხუთე თაობის PCIe სტანდარტის (PCIe 5.0х8) მხარდაჭერის შესახებ. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი კომპანიას საშუალებას მისცემს უკან ჩამოიტოვოს NVIDIA Ada Lovelace სერია არა მხოლოდ სუფთა წარმადობის, არამედ ფასის მხრივაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოცემული ცნობები ინსაიდერულია და არ არის ოფიციალურად დადასტურებული. https://tinyurl.com/5xjb36n8
      • 2
      • Thanks
      • Like
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.