Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3688
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    44

Everything posted by MaKaSaRa

  1. ჰო ეგ ძალიან კარგია. fbx უნიკალური ფორმატია. თუ ზოგადად terrain-ის მოდელირების საშუალებასაც იძლევა ვიყიდი მეც. რამოდენიმე ვიდეო ვნახე მაგრამ მაგ მხრიც რამდენად გამოსადეგია ვერ გავარკვიე .. ტექსტურების რეზოლუციის კონტროლი თუ შეუძლია და ა.შ. მოკლედ კარგი/გამოსადეგი პროგრამა ჩანს.
  2. გილოცავ! მონაცემების ექსპორტირება რა ფორმატში შეუძლია? ზოგადად აქვს რომელიმე გავრცელებული 3D ფორმატში ექსპორტირების საშუალება თუ მარტო თავის ფაილს ქმნის?
  3. კლავიატურით მარტივი სამართავია და არ მიჭირს პირველ ადგილზე გასვლა. რაღაც უცნაურობაა რომ კლავიატურა ჯობდეს კონტროლერს..
  4. ესენი იმდენს იზავენ მაყიდინებენ ამ თამაშს )
  5. საჭე კი მაქვს(G27) მაგრამ არც გამომიყენებია წესიერად. ახლაც ძმაკაცთან დევს კარადაში)) ხანდახან ოკულუსთან ერთად ვერთობით. ისე Dirt 3 ყველაზე დიდხანს ვითამაშე საჭით მაგრამ ეგ თამაში კლავიატურითაც კი ადვილად ითამაშებოდა.
  6. გუშინ ჩავწერე ეს თამაში. რა სისასტიკეა?! )) რამოდენიმე გზა ვითამაშე იმ რაღაც მისტერბინის მანქანით და ძალიან მიჭირს. სულ მეორეზე გავდივარ. თავიდან სანამ კონტროლერი default სეთინგებზე მეყენა საერთოდ კოშმარი იყო. ჰო, ყველა დახმარება გათიშული მაქვს თორე ჩართულზე კუსავით მიღოღავს და ნერვებზე მოქმედებს. ისე მომწონს რთული როა. ვნახოთ მეყოფა თუ არა ნერვები ბოლომდე დასახურად თორე ისე კარგ მანქანებს ვერ გავხსნი :S
  7. დავხურე. თავიდან არ მომეწონა ვერ ვუმუღამებდი რა უნდოდათ მაგრამ ბოლოსკენ იმენნა დრამა გაიჩითა )) მოკლედ მე მომეწონა(თუმცა მეორედ ამის დამხურავი არ ვარ). ძალიან მაინტერესებს ონლაინში. იმედია მალე შევძლებ თამაშს. მგონია რომ მაგრად უნდა "გამისწოროს". ძაან ჩემია ეს თამაში )) პ.ს. მულტიფლეიერზე დავა კიდევ შეიძლება მაგრამ BF და cod-ის სინგფლეიერების შედარება არვიცი .. მე პირადად სცენარით ნებისმიერი ერთი COD და MOH მირჩევნია BF -ის ყველა სერიას ერთად აღებულს.
  8. ჰო შეუსაბამოდ დიდი რესურსი მიაქვს. არაფერი გრაფიკა ამას არ აქვს. COD: Ghost-დან მოყოლებული გაბერილი მოთხოვნები აქვს. Crysis 3 ჩემი გაგებით ერთერთი ყველაზე ოპტიმიზირებული თამაშია. ის რომ ტოპ კარტების SLI-ებს სახეს ახევს არაფერს ნიშნავს ჩემთვის. იმიტომ რომ საშუალო დონის კარტებზედაც შესაძლებელია თამაში ნორმალური პარამეტრებით (მაგალითად GTX 560ზე დავხურე თავის დროზე High-very high პარამეტრებზე FXAA-თი. 35-50 ფპს–ით. ონლაინში კიდე მედიუმზე 60 ფპს თავისუფლად მაძლევდა და მეტი რა ქნას ეგეთი გრაფიკის თამაშმა?!) vRAM 1080პ-ზე 2გბ-იც არ მიაქვს და ოპერატიულიც ცოტა ჭირდება. მოკლედ მაგარი თამაშია რა.
  9. 16gb მაქვს ოპერატიული და დაახლოებით 10gb მოიხმარს როცა FXAA-ზე მაქვს და დანარჩენი ულტრაზე. ისე ეს ვერსია მაქვს.
  10. ivy-ს G სერია არ რაზგონდება მაგრამ Haswell-ის G სერია კარგად რაზგონდება. (კარგად რა 4.5-ზე მარტო მამრავლის მომატებით დგება გააჩნია როგორი შეგხვდება)
  11. სინგლ ფლეიერი ამდენი ნაწილის შემდეგ პირველად მეჩვენება მდორედ და მოსაბეზრებლად. ონლაინი კი ძალიან მომწონს და ვიყიდი აუცილებლად.
  12. ულამაზესია <3
  13. ჰო არანაირად არაა საჭიროება ასეთმა ვიზუალმა ამხელა რეურსი წაიღოს. არასწორეები არიან ) ახლა კიდევ ერთი პრობლემა შეიქმნა. თამაშს რომ ვრთავ და ENTER-ს რომ ვაჭერ თავიდან პირდაპირ ახალი კამპანიის დაწყებაზე გადავყავარ გაგრძელების საშუალებას არ მაძლევს. არადა წამიერად გამოდის რომ თამაშის გაგრძლება ჩანს. რაღაც ბაგია. ან ჩემი კლავიატურის ბრალია რომ ავტომატურად რაღაცას აჭერს. გადარესტარტებაც ვცადე კომპის მაინც ისე გააკეთა. მსგავსი შემთხვევა ხომ არ გქონიათ?
  14. ოპერატიულს ნთქავს კი არ მოიხმარს. 10გბ-მდე მიაქვს FXAA-თი. ესეც რომ ავუწიო ბოლომდე არ ვიცი რამდენს წაიღებს. არც მიცდია. ზოგიერთ ადგილზე აქვს წამიერი ვარდნები 45-50ფპსმდე. ისე ძირითადად 75-90 აქვს თუ 90-ზე გაქვს შეზღუდვა. თავიდან დიდი არაფერი მაგრამ შემდგომ ტურებში ვიზუალური მხარე გამოკეთდა თუმცა უკეთესს ვისურვებდი. ონლაინი მაინტერესებს ძალიან თორე სინგლს ისედაც ერთს ითამაშებ და ეგაა. ვუცდი გაიაფებას (ალბათ გაზაფხულამდე მომიწევს ლოდინი) მანამდე Advanced Warfare-ით გავერთობი. ნამდვილად არაა ცუდი ონლაინში. ჩემს დებილ ინტერნეტზე ძალიან მიჭირს მაგრამ ძმაკაცთან ნორმალურ ინტერნეტზე უპრობლემოდ ვთამაშობ პირველი ადგილისთვის. არაა ძნელი. რთულ ქილსთრიქებსაც ხშირად ვიღებ. მოკლედ ველოდები სეილებს რა..
  15. FXAA-თი უპრობლემოდ მიაქვს ულტრაზე მაგრამ რად გინდა საშინელი ვიზუალი აქვს თუ მე მეჩვენება არ ვიცი. წინა ნაწილი ამას გრაფიკით ბევრად მირჩევნია.
  16. ესენი ხან ჭრიან ხან კერავენ. ჯერ თქვეს ბოლო იქნებაო, ახლა ამბობენ არაო. არ გააფუჭონ თამაში მეშინია. ბოლო გენიალური იყო და მერჩია მე პირადად ამით დამთავრებულიყო და dlc-ები გამოეშვათ პერიოდულად.
  17. კარგი იყო. მესამედ დავხურე სთორი. ამჯერად წინებისგან განსხვავებული დასასრულით. ნუ შეიძლება ითქვას რომ კარგი დასასრული გამოვიდა მაგრამ რაღაც მაინც არ მომწონს. სადრაც წავიკითხე რომ 30+ დასასრული აქვსო, არ ვიცი რას გულისხმობენ მაგრამ 3 სხვადასხვანაირი ვნახე ჯერ. ახლა მივაშალე გარკვეული დროით. ცოტას მოვინატრებ და მერე ხელახლა შევუბერავ. მინდა რომ სულ იყოს )) უძლიერესია და 2015 წლის საუკეთესო რპგ უეჭველი გახდება საერთოდ საუკეთესო თამაში თუ არა.
  18. მე ის არ მომწონს რომ დიდი დრო მიაქვს თამაშს. 10 წუთი ერთი მატჩისთვის საკმარისია. თუ მოსაგებია მოიგებ თუ აგებ მალე მაინც წააგებ )) პატივს ვცემ ამ თამაშის გულშემატკივრებს და ამ თემაში არ დავწერ რომელ შუთერებს ვთამაშობ (3-4-ია ასეთი დღევანდელი მონაცემებით) დავწერ რომელს არ ვთამაშობ: ARMA-ც არ მემუღამება. მაგასაც დიდი დრო მიაქვს. სად მცალია მაგდენი )) cs:go-ზე არაფერს ვამბობ. მაგის მექანიკა აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. ონლაინ თამაში იმისთვის მინდა რომ უცებ შევიდე განტვირთვისთვის და საჭიროების შემთხვევაში მალევე გამოვიდე და მივხედო საქმეს. რასაც ვთამაშობ ისენი ზუსტად ამის საშუალებას მაძლევენ.
  19. ჯაბა მე პირადად არანაირი პრობლემური დამოკიდებულება არ მაქვს 970თან დაკავშირებით. ავღნიშნე უბრალოდ რომ 3 გბ რომ ქონოდა მეხსიერება მაგ შემთხვევაშიდაც კი მისაღები ვარიანტი იქნებოდა ჩემთვის ფასი წარმადობის მიხედვითთქო. თორე არაფრის დამტკიცება არ მჭირდება კაცო. ამდენი ადამიანი ამბობთ რომ სრულყოფილად იყენებს იმ 4 გბ-სო და ძალიან კარგია. ადრე ქონდა სტატერინგი როგორც წერენ როცა 3.5 გაცდებოდა მეხსიერება და ის ახსოვს ხალხს თორე მე არ მქონია მაგ კარტასთან არაფერი შეხება და ვერც დავწერ. უბრალოდ გული მწყდება იმაზე რომ ამხელა კამათში გადაიზარდა ასეთი საჭირო თემა. P.S.და ჩემი აზრით ჩვეულებრივ უნდა შემოხვიდე და დაპოსტო კიდეც როცა ამის საჭიროებას დაინახავ.
  20. კარგით ხალხო ამ რკინის ნაგლეჯების გამო ერთმანეთს რაებს ვუმტკიცებთ?! საერთოდ არ ღირს. დიდი ხანია ამ ფორუმის წევრი ვარ მართალია ნაკლებად ვაქტიურობ პოსტებით და თემებით მაგრამ თვალს სულ ვადევნებ და ის მიხარია რომ შეგნებული ხალხი ვართ და ურთიერთობის ფორმაც დადებითია. სხვა ფორუმებისგან განსხვავებით აქ ნიშნისმოგებით ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობენ დახმარებას. სიტუაციის დაძაბვა ჩვენთან განსხვავებული აზრის გამო ნამდვილად არ ღირს(თორე ზოგადად განსხვავებულ აზრს მოყვება უთანხმოება) ორივე კარგი კომპანიაა თავისი დადებითით და უარყოფითით. კონკრეტულ მოდელებს რაც შეეხება სიამოვნებით ვიქონიებდი 970ს.(ცუდი ისაა რომ 4გბ უწერია მეხსიერება და ნვიდიამ დამალა თავიდან რაშიც იყო საქმე თორე მაგ კარტას რომ 3გბ წერებოდა ხო არ ატყდებოდა ასეთი ამბავი?) თუნდაც 3.5 ქონდეს მარტო. 2 და 3 გბ-იანს ხო მაინც აჯობებს თუ მეხსიერება არ გადაივსო (პრობლემა თუ აქვს იმ შემთხვევაში)? საკმაოდ ძლიერი კარტაა თან ახალი არქიტექტურაა და მოკლედ ბევრი ჩემთვის მისაღები პლიუსი აქვს. ამდ-ს შემთხვევაც კარგია ჩემთვის. მშვენიერი კარტები აქვს და კარგი ვექტორი აღებული. ერთადერთი გულდასაწყვეტი ჩემთვის ისაა რომ cuda ტექნოლოგია მჭირდება და ამდ ამის შესაძლებლობას არ მაძლევს (ჯერჯერობით) ამის გამო ნვიდიას კარტის გამოყენებაც მიწევს. თუმცა აქაც ვიპოვე ჩემთვის მისაღები ვარიანტი და კარტა სულ მიერთებული არ მაქვს რომ ტყუილად არ იმუშაოს, მითუმეტეს რომ ძირითადი კარტის გაგრილებასაც ხელს შეუშლის და თან ქეისის უკან ჭრილის გაკეთებაც არ მინდა მეორე კარტისტვის. ამიტომ pci express–ის დამაგრძლებელს ვიყენებ და როცა მჭირდება ნვიდია მარტო მაშინ ვაერთებ. აი ამ კაბელით ყველაზე დიდი თხოვნა ჩემი მხრიდან იქნება ის რომ ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ (ობიექტური აზრი ბუნებაში არ არსებობს რამდენი ადამიანიცაა იმდენი შეხედულება რომლებიც ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხევა რაღაც თემის გარშემო). არ მინდა ეს ფორუმი ზოგიერთ სხვა ფორუმს დაემსგავსოს.
  21. რა დაამატეს ასეთი ზომაში რომ საგრძნობლად მოიმატა. 251 მბ იყო 15.11 და ეს კიდე 329მბ-ია. ვიწერ ყოველშიმთხვევისთვის. თუმცა ფანების პრობლემა ჩემთან ისედაც არ აქვს.
  22. თან ყველაფერს რომ ერგება ამის ლაპარაკი )) მთავარია საღადაო თემა იყოს.
  23. ბოლო 2 დღეა თითო მატჩი ვითამაშე კიდევ ერთხელ. აი გულწრფელად ვერ ვხდები რა აქვს ამ თამაშს გასართობი და სამუღამო. რომელი შუთერებიც მითამაშნია და დღემდე ვთამაშობ ყველა მირჩევნია(cs არ ვგულისხმობ) ამას . ნუ არ ვდაობ რომ გემოვნების ამბავია და არც გარჩევას ვაპირებ ამ საკითხის. უბრალოდ ჩემს აზრს ვწერ. ოდნავადაც ვერ ვერთობი ამხელა რუკებზე ბოდიალით ნახევარი საათით და მეტი დროით. თან თამაშში ქილსთრიქების სისტემა რომ არაა საოცრად უინტერესოა ჩემთვის. რისთვის იბრძვი? მოკალი და მერე? მოტივაცია არ მაქვს..
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.