Jump to content

Live for Speed (2002-2023)


Terry Grant

Recommended Posts

ისე რა გაუჭირდათ ასეთი იგრის გაკეთება ოღონდ თანამედროვე გრაფიკით. მე მევასება მაინც მოდები და ასე მაინც უნდა გავაკეთო თორემ ძალიან უვარგისი ვიზუალი აქვს. ტარებით მაინც ვერ ვაყენებ გემოზე და ვიზუალს მაინც გავალამაზებ

მაგიტომ არ ვეტანები გრაფიკულ მოდებს, რომ არარეალურად კაშკაშა ფერები აქვს, თითქოს HDR დაამატეს და მეტი არაფერიო. ადრე დავაყენე და 5 წუთში თამაში თავიდან დავაინსტალირე.

Link to comment
Share on other sites

ვერ ვიწერ ო;შეარიდან, ანლოქერი ამიტვირთეთ რა სადმე.

Link to comment
Share on other sites

ვერ ვიწერ ო;შეარიდან, ანლოქერი ამიტვირთეთ რა სადმე.

 

LFS 0.6E Unlocker and Ip patch

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მადლობა ლექსო )

გაიხსნა ყველაფერი მაგრამ იქრაშება, ტრეკი და მანქანა არ გაქვს არჩეულიო ( რაღაც 4გბიანი ვერსია გადმოვწერე და ალბათ მაგის ბრალია. საიდან გადმოვწერო ნორმ ვერსია, ტორენტზე არ არის არსად?

Link to comment
Share on other sites

მადლობა ლექსო )

გაიხსნა ყველაფერი მაგრამ იქრაშება, ტრეკი და მანქანა არ გაქვს არჩეულიო ( რაღაც 4გბიანი ვერსია გადმოვწერე და ალბათ მაგის ბრალია. საიდან გადმოვწერო ნორმ ვერსია, ტორენტზე არ არის არსად?

არა, მაგის ბრალი არ არის. 64-იანი ვინდი გაქვს?

Link to comment
Share on other sites

მადლობა ლექსო )

გაიხსნა ყველაფერი მაგრამ იქრაშება, ტრეკი და მანქანა არ გაქვს არჩეულიო ( რაღაც 4გბიანი ვერსია გადმოვწერე და ალბათ მაგის ბრალია. საიდან გადმოვწერო ნორმ ვერსია, ტორენტზე არ არის არსად?

 

ოფიციალურიდან გადმოწერე (რომელიმე ლინკიდან): http://www.lfs.net/?page=downloads

 

rutracker-იდან თუ გაქვს გადმოწერილი ეგ 2008 წლის ვერსიაა და მაგის დაყენებას აზრი არ აქვს. 0.6E გადმოწერე ოფიციალური საიტიდან და მერე გახსენი მანქანები და გზები.

Link to comment
Share on other sites

ჩემი მაზერის გადამკიდე 64იანს ვერ ვაყენებ ( 32იანი მაქვს

Link to comment
Share on other sites

ოფიციალურიდან გადმოწერე (რომელიმე ლინკიდან): http://www.lfs.net/?page=downloads

ლექსო, მგონი 64-იანის პრობლემაა. ჩემთანაც ეგრე ჭირდა და შენ მომაგვარებინე :)

 

უპს, 32-იანი ქონია გიოს.

გიო, მაშინ ის გადმოწერე, რაც ლექსომ დაგიდო. მე 64-იანის გამო მქონდა ეგ პრობლემა, რომელიც 32-იანზე უპრობლემოდ მუშაობდა. ესეიგი შენთან თამაშის ვერსიის ბრალია.

Link to comment
Share on other sites

ხო ეხლა ვიწერ, 136მბა, ესე პატარაა.

Link to comment
Share on other sites

ხო ეხლა ვიწერ, 136მბა, ესე პატარაა.

 

თუ ტექსტურების შეცვლა გინდა ამ საიტებზე ნახე.

 

Miscellaneous Addons

Addons

List of texture ! [Z28]

 

შედარებით ნორმალური ENB-ს სეთინგები ესენია: 

 

EnbSeries + Blur Effect (not Motion Blur or DoF)

Kyotee's ENB + SweetFX (All new, updated!)

 

ეს მანქანის ანარეკლები Reflections

 

Reflections pack

 

შეგიძლია გახსნა ფაილი cfg.ini შენი თამაშის ფოლდერში და Car Shine 1.00 დააკლო 0.90-ზე ან ა. შ. (რამდენიც გინდა). მინიმუმი 0.20 თუ სწორად მახსოვს და მაქსიმუმი 1.00.

Link to comment
Share on other sites

გავაკეთე  :bis:  :bis:  :bis:

 

ტექსტურებსაც მივხედავ მერე  :xelebi:

 

აქ არ არის ნურბუგრინგი?  :D

 

ლექსო მერე როცა მოამზადებ თემას მითხარი და ჩავსვავ პირველ პოსტში.

რისი ჩასმაც მოგინდება მომწერე და მივაკოპირებ.

Link to comment
Share on other sites

 

აქ არ არის ნურბუგრინგი?  :D

 

აქ რომ ტრასების დამატება შეიძლებოდეს, ბადალი არ ეყოლებოდა ამ თამაშს.

Link to comment
Share on other sites

no track no car ასე მიწერს და ზოგი გზა და მანქანა აღარ ჩანს ხოლმე :( ეხლა რულის სხვანაერი სეთინგები გავაძრე და ამისთვის რომ ვუყურებ დრიფტს ვისწავლი მგონი. 

Link to comment
Share on other sites

აქ რომ ტრასების დამატება შეიძლებოდეს, ბადალი არ ეყოლებოდა ამ თამაშს.

 

ნურბურგრინგი რო იყოს ეგეც ეყოფა, მაგრად გაასწორებდა ნურბურგრინგი რა.

Link to comment
Share on other sites

ნურბურგრინგი რო იყოს ეგეც ეყოფა, მაგრად გაასწორებდა ნურბურგრინგი რა.

უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.

Link to comment
Share on other sites

შეგიძლიათ განაახლოთ თემა :) ბევრი არაფერი დამიმატებია, მაგრამ ძველს ჯობია.

 

8a3a914d644b.png
 
Live for Speed (LFS) ეს არის რეისის სიმულატორი (racing simulator), რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა. მისი წევრები არიან: Scawen Roberts (ფიზიკა-ენჯინი), Eric Bailey (გზები და მანქანები) და Victor van Vlaardingen (სიმღერა, ვებ-გვერდი, რეალიზაცია). Scawen Roberts, Eric Bailey - ორივე წარმოშობით - დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) და Victor van Vlaardingen (ნიდერლანდია). მათი ძირითადი მიზანია, რომ მოთამაშემ შეიძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში - (multiplayer), რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ (single player-ის) რეისებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი (საკუთარი) საუკეთესო ტრასის დრო (იგივე hotlap), რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს (დაფიქსირდეს) lfsworld.net-ზე hotlap-ის რეჟიმში. გარდა ამისა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადების გაკვეთილები ‘training’ რეჟიმში.
 
LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (lfs.net) მაგრამ (unlocking) ყველა მახასიათებლის გახსნა (მანქანების და გზების) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას. ლიცენზიის შეძენის გარეშე, ის ფუნქციონირებს ისე, როგორც შეზღუდული დემო ვერსია (feature-limited demo). Demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი გზის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი. მანქანები: - XRG, XFG, FBM. გზა - Blacwood GP.
 
Releases (რეალიზები)
 
თამაში განკუთვნილია და დაყოფილია 3 ნაწილად: S1 ლიცენზია (Stage 1), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია (უკვე 3 წელიწადია). ყოველ შემდგომ (მომავალ) ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკის მოდელი, გრაფიკა და ხმა. ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც. ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და გზების მეშვეობით, ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რიცხვის დაკავშირება სერვერთან.
 
LFS S2-ის მთლიანი კომერციული სამუშაო (alpha ვერსა) დასრულდა 2005 წლის, 24 ივნისს. უკანასკნელი patch-ი კი გამოვიდა 2012 წლის, 30 ნოემბერს. S2 ლიცენზიის მფლობელისათვის (S2-ი ლიცენზიის გარდა) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები.
 
Simulation (სიმულაცია)
 
ამ ყველაფერთან ერთად, თამაშს გააჩნია ძალიან კარგი ფიზიკის მქონე სათამაშო ძრავი (Physics engine) რომელიც აღჭურვილია: - საბურავების სიმულაციის, შეჩერების, აეროდინამკის, ტრანსმისიის-რამოდენიმე გადაცემათა კოლოფის ტიპის, კონუსის გადახურების, მანქანის დაზიანებისა და ძრავის მწყობრიდან გამოყვანის სისტემით. საბურავების მოდელი აღჭურვილია; დინამიური მართვით, ბორბლების ნაკვალევის დატოვებით და დეფორმირების მიღებით.
 
Gameplay (სათამაშო სიუჟეტი)
 
LFS-ის მახასიათებლები მხარს უჭერენ: საჭეებს (Steering Wheels), მაუსებს, კლავიატურებს, ჯოისტიკებს და Game pad-ს - (ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის).
 
რეისი ან უნდა დასრულდეს რამოდენიმე წრის შემდეგ, ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე. თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა, საბურავების გამოცვლა გარაჟში, შუა რბოლის დროს (pit stops) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება. გარაჟის შესახვევში (Pit lane) დაშვებილია სიჩქარეა 80 km/h (50 mph) ფარგლებში. ლიმიტის გადაცილებისას ძალაში შევა ჯარიმების მსგავსი ქულები, რომელიც ასევე ჩანს რეალურ ავტოსპორტში. სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ხდება შეჩერება და წასვლა, ან საჯარიმო ქულების მიღება. სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რბოლის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი, ან კვალიფიკაციის შედეგების ადრეული მოხსნა.
სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში. ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მართვის მახასიათებლების გაეცნობაში. გაკვეთილები მოიცავენ საგნებს, როგორებიცაა: მოხვევა, მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი. რეისერმა რომ ჩააბაროს (გაიაროს) ეს გამოცდა, ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, რათქმაუნდა დასახული მიზნების სწორად შესრულებით. გაკვეთილები დაწყობილია როგორც კომპლექტები. თითოეული მანქანის თანმიმდევრობა კი - ნელიდან სწრაფამდე. თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორად, რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე, თუმცა მათი დასრულების შემდეგ, არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები, რადგან ისინი ისე რჩება, როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში.
 
Cars (მანქანები)
 
S2-ი ლიცენზიის (release) დასრულებული ვერსია, გთავაზობთ სულ 21 სხვადასხვა კლასის ავტომობილს. ისინი მერყეობს დამწყები მოთამაშისთვის უფრო შესაფერის მოდელებზე, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას, ვიდერე მისი წინამორბედები. არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები, დაწყებული 100 HP (ცხენისძალიდან) და დამთავრებული 700 hp-მდე. თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები, GT DTM-ის მსგავსი რეისის ავტომობილები. აღსანიშნავია, რომ თამაშში მადთ გარდა აგრეთვე გამოყენებულია ყოფილი JGTC-სერიის რეალური სამგზავრო მანქანებიც. მიუხედავად იმისა, რომ LFS-ის სარჩევი (მანქანების არჩევანი) ძირითადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს, მათ ასევე აქვთ 5 რეალური ოფიციალურად ლიცენზირებული ავტომობილები.
 
 
Tracks (გზები)
 
LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი გზის ტერიტორია, მათ შორის ერთი დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე, ხოლო კიდევ ერთი კი იამაიკურ გარემოში (Jamaican surroundings). შემდეგი გზა კი კიოტოსთან ახლოს (Kyoto, Japan). თითოეულს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე აგრეთვე შესაძლებელია საპირისპიროდ სიარულის (drive in reversed) დაყენება (დაკონფიგურება). მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი (rallycross) ტიპის გზები. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები (layouts), კონუსების და სხვა ობიექტების (autocross editor) რედაქტორის გამოყენებით. ორი (ცარიელი) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა, რადგან მოთამაშემ შექმნას მსგავსი გზის მონახაზები.
 
Intel Racing Tour and V1 Championship
 
LFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში, რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში, 2007 წელს. ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour-ს,რადგან ამის შემდეგ BMW Sauber F1-ი დაინერგა თამაშში.
 
LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან, რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნადიდი ბრიტანეთის (the United KingdomTV) ტელევიზიაში. V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე. წ. V1 Championship Limited, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა: დიდი ბრიტანეთის რეისის ნიჭიერი მძღოლი (racing driver talent). LFS გამოყენებული იქნა, როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი, სანამ ისინი ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე. თუ მათ წარმატებით გაიარეს (V1 Championship), გამორჩეული კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport-ში.
 
მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს, ამის შემდეგ LFS-მა შეიძინა Formula BMW (მანქანის) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მანქანის მოდელირებაში (აგრეთვე - მანქანის თამაშში გადასატანდ). შესაძლებელია თამაშს დაემატოს გზა Rockingham Motor Speedway, V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და სწორედ ეს გზა გამოცხადდება S3-ი ლიცენზიის ნაწილად.
 
 
b74590f9f5c6.jpg
 
Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco (Leipzig თამაშები VW Scirocco-ს კონვენცია 2008 წელს)
 
LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen-ის მიერ, რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ თამაშში Leipzig Games Convention 2008 წელს. კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco-ს ავტომობილს. Scirocco-ს დასრულება Live For Speed-ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბრამდე. თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მოულოდნელი შეცდომების გამო. ხოლო მათ მიერ გამოშვებული უკანასკნელი patch-ი და თავად Scirocco, აიძულებენ LFS-ის გუნდს, რომ გადამუშავების სისტემა შეჩერდეს.
 
LFSWorld
 
LFS-ს აერთიანებს LFSWorld.net-ი, რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური (statistics) მონაცემების ვებ-გვერდი და მონაცემთა ბაზა online რეჟიმში skin-ების მხარდაჭერით. თითოეული მრბოლელის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედეგიც. სადაც შედის: - დრო, წრეების რიცხვი, თქვენს მიერ ავტომობილით გავლილი მანძილი და ასევე დათვლილია და ნაჩვენებია, თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი. მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები. საიტი აგრეთვე მოიცავს მონაცემთა ბაზის საზოგადოებრივი ჩამოყალიბების გუნდს. გარდა ამისა, არის ოფიციალური მსოფლიო რეკორდი (official world record lap) წრის და დროის ცხრილი, სადაც რეისერებს შეძლებათ ატვირთოთ საკუთარი საუკეთესო დროები იგივე (hotlaps), რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და გზას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin-ები საიტზე, საიდანაც ისინი შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება, თუ ეს თამაშის დროს დაჭირდება სხვა მოთამაშეებს.
 
Reviews and awards (მიმოხილვები და ჯილდოები)
 
PC Gameworld’s 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle-ის მიერ Live for Speed S1-მა გამოიწვია 89 % შეფასების გაცება და განაცხადა, რომ: LFS-ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი, რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს (“A very strong simulation that offers fun and a high level of realism”).
Justin Kranzl - მან კომპიუტერული ჟურნალში (APC magazine) S1 დასრულებას უწოდა: საუკეთესო PC რეისის სიმულატორი, რაც კი ოდესმე გამოსულა (“the best PC racing simulator ever”).
Pelit magazine’s 2004 წლის მიმოხილვა LFS’ S1-ის გავრცელება. Mika Äärilä შეაფასა 92/100 და თქვა: (“Saloon cars and meticulous simulation. Absolute cream of the crop”).
Bytesector.com’s 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება; განაცხადა, რომ: (“Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I’ve ever played”).
2005 წელს AutoSimSport-ის ჟურნალმა LFS-ს გადასცა საუკეთესო სიმულატორის (“Best simulation”) ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველებს ხმის მიცემის უფლება მისცეს, რადგან LFS-ს მიეღო შემდეგი ჯილოდები.
 
BHM “Game of the year” award
BHM “Best multiplayer” award
BHM “Best physics” award
 
თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ გადახედეთ ამ ლინკებს:
 
 
თამაშის სქრინები:
 

39e48ac93bad.jpg

 

4cd34fdc2c00.jpg

 

70631f23c96d.jpg

 

d032d40bde01.jpg

 

f8837bb18ec2.jpg

 

030443511c98.jpg

 

ვიდეოები:
 

http://www.youtube.com/watch?v=9Scy5TsLBEU&feature=player_embedded

 

 

 

http://www.youtube.com/watch?v=VNKfipLHtP4&list=UUIf1XWRDRb28ceQS9lNrksQ&feature=player_embedded

 

 

 
ალბათ ყველამ იცით, რომ ავტო სიმულატორები საკამოდ იშვიათად გამოდის, რადგან მსგავსი ტიპის თამაშები საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ისეთი თამაშის შექმნა როგორიც არის LFS საჭიროებს: ჯოჯეხეთურად დიდ დროს, თავდაუზოგავ შრომას და საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს, რაც სიმულატორების შემქმნელებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ. სწორედ ამიტომ მოთამაშებს გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი ამად ღირს :) ბევრს არ ვისაუბრებ და გეტყვით, რომ დღეს თამაშის ბოლო ვერსია არის Live For Speed - 0.6E, რომელიც გამოვიადა 2012 წლის, 30 ნოემბერს. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ თამაშის ძირითად მახასიათებლებს.
 
156b501234db.jpg
 
ინფორმაცია თამაშზე:
 
დასახელება: Live For Speed 0.6E Original (Full Version)
გამოსვლის წელი: 2012 (30 ნოემბერი)
ჟანრი: Racing/Simulator
შემქმნელი: LFS Studio
გამომცემელი: sti228
ენა: ინგლისური + მრავალენოვანი
პლატფორმა: PC
გამშვები: მოყვება
 
მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები:
 
ოპერაციული სისტემა: Windows XP, Vista, Windows 7/8
პროცესორი: Pentium 4
ოპერატიული: 512 მბ
ვიდეო დაფა: 256/512 მბ
თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე: 500 მბ
 
თამაშის შესახებ: 2012 წლის 29 ნოემბერს დეველოპერებმა გამოუშვეს Live for Speed-ის ახალი ვერსია 0.6E, სადაც შესულია მრავალი განახლება და გაუმჯობესება. ახალი საბურავების ფიზიკის მოდელი, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ასე რომ ეს ვერსია ისე, როგორც მისი ყველა წინამორბედი, იყენებს ძველ საბურავების ფიზიკას. თუმცა სხვა ვერსიებისგან განსხვავებით თქვენ აქ ნახავთ, multiplayer-ის სრულიად ახალ სისტემას. დეველოპერების თქმით თამაშის წინა ვერსიებში ხშირად იყო შეფერხებები და ბაგები დაკავებულ სერვერებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სისტემა მუშაობს სრულიად განსხვავებული გზით. Live For Speed-ი უზრუნველყოფს მოთამაშეებს რამოდენიმე საინტერესო ფუნქციით, ხოლო მწარმოებლები კი ამ ვერსიაზე არ გაჩერდებიან და კვლავ გააგრძელებენ თამაშზე მუშაობას.
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
არქივში თამაშთან ერთად მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი. მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა გზას და მანქანას. გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში. ამოაარქივეთ (unlocker და Ip Patch) და შემდეგ ყველა ფაილი (unlocker.exe და unlocker.dll, Ip Patch.exe) გადაიტანეთ Live For Speed-ის მთავარ ფოლდერში. ჩართეთ unlocker.exe, ჩაირთვება თამაში. შევდივართ სულ ქვემოთ Unlock Live For Speed და Username-ში და Password-ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია (გაითვალისწინეთ: პაროლი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock"-ს, შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live For Speed S2" (თუ არ ამოაგდო, მაშინ პროცედურას თავიდან იწყებთ). როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, შეგიძლიათ გამორთოთ თამაში და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და შემდეგ "Starts". რამოდენიმე წამის შემდეგ დაიწერება "Patching Done", როდესაც ეს წარწერა გამოჩნდება, დახურეთ პროგრამა Exit-ის საშუალებით.
 
თამაშის ზოგიერთი ახალი განახლება
 
- ახალი პაკეტი, რომელიც ამცირებს სერვერზე დატვირთვას
- ახალი დაცვა ჰაკერებისგან და cheat-ების აღმოჩენის ფუნქცია
- marshall - ების მქასიმუმი რაოდენობა გაიზარდა 96-დან 120-მდე
- autocross ობიექტების რაოდენობა გაიზარდა 800-დან 900-მდე
- SHIFT+N: sound on/off ეხლა უკვე მუშაობს multiplayer-შიც
- კიდევ ბევრი სხვა ტიპის ფიქსაცია და გაუმჯობესება
 
თამაშის გადმოსაწერი ლინკი: Live For Speed 0.6E Original - (Full Version)
 
თუ ვინმეს მხოლოდ Unlocker-ი და Ip patch-ი გჭირდებათ, მაშინ გადაწერეთ აქედან: LFS 0.6E Unlocker and Ip patch
 
დაყენების ინსტრუქცია სურათების მიხედვით:
 
yq1wu.jpg
 
tz1w8.jpg
 
gcc4e.jpg
 
7uuc8.jpg
 
cneyf.jpg
 
როგორ ვითამაშო არაოფიციალურ სერვერებზე ?
 
როგორ უნდა ითამაშოთ LFS სერვერზე ნახეთ აქ: Как начать играть и подключиться серверу ? руководство по настройке
 
თამაშზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნახეთ ქვემოთ მოცემული ლიკები:
 
 
განახლება !
 
9e4d4924b6e2.jpg
 
თამაშის დეველოპერები ამატებენ Oculus Rift-ის მხარდაჭერას თამაშში. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ტესტირება და 2 დღის წინ გამოვიდა ბოლო სატესტო პატჩი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ბოლო ტესტირება არ არის და ამას კიდევ რამოდენიმე მოყვება. Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამტების გარდა დეველოპერები თანდათან აუმჯობესებენ თამაშის სხვა შეცდომებსაც, ასევე ამატებენ რამოდენიმე ახალ ფუნქციას. მაგ: ეხლა უკვე LFS იყენებს DirectX 9 ვერსიას, DirectX 8.1-სგან განსხვავებით. დამეტა Antialiasing-ის ფუნქცია მენიუში არსებულ ავტომობილებს და მძღოლებს. სხვა დანარჩენი განახლებები ძირითადად ეხება Oculus Rift-ს. დაწვრილებით სრული განახლებების სიას გაეცანით ქვემოთ მოცემულ ლინკზე გადასვლით.
 
დამატებითი ინფომრაცია: TEST PATCH - 0.6E14
 
 
ხშირად დასმული შეკითხვები:
 
როგორ ჩავრთოთ Live For Speed 64 bit Windows-ზე ?
 
 
ip patch-ით რომელი სერვერებია ამჟამად ჩართული ?
 
LFS-ის სერვერების ჩამონათვალი, რომლებიც ჩართულია და მუშაობს Ip patch-ით !
 
lislon Servers
 
Drift Server + Original tracks + Lislon Insim
 
Ip: 78.46.161.73 
Port: 5553
ვერსია: 0.6E 
 
Drift Server + Layouts + Lislon Insim
 
Ip: 78.46.161.73 
Port: 5554
ვერსია: 0.6E
 
Drift Server + Lislon Insim
 
Ip: 78.46.161.73 
Port: 5555
ვერსია: Z28
 
ოფიციალური გვერდი: http://drift.lislon.ru/servers/
 
Terra RacingPro
 
Ip: 94.245.155.26 
Port: 63392 
ვერსია: 0.6E
 
RDS 2014 2 round
 
Ip: 94.245.155.26
Port: 63391 
ვერსია: 0.6E
 
ოფიციალური გვერდი: http://lfs.ya1.ru
 
DRIFT ARENA
 
Ip: 91.211.244.44
Port: 63392 
ვერსია: 0.6E
 
როგორ ვითამაშო Live For Speed 0.6E Pereulok-ის სერვერებზე ?
 
ზუსტად ისე როგორც 0.6B ვერსიას თამაშობდით: LFS 0.6B Pereulok
 
საიდან გადმოვწერო სეთაფები ?
 
 
საიდან გადმოვწერო ძრავის ხმები ?
 
 
საიდან გადმოვწერო მანქანის სკინები (Skins) ?
 
 
საიდან გადმოვწერო გზის სქემბი (Layouts) ?
 
 
საიდან გადმოვწერო მოდები მანქანები (Mods) ?
 
driftmods - გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !
 
როგორ დავაყენო მოდები, სკინები, სეთაფები, სქემები, ძრავის ხმები ?
 
მოდები უნდა გადაიტანოთ თამაშის მთავარ ფოლდერში: C:LFSdatadds და C:LFSdataveh. ზოგჯერ სხვა ფოლდერებიც მოყვება და შესაბამის დასახელების საქაღალდეში გადაიტანთ იმასაც.
 
სკინები უნდა გადაიტანოთ: C:LFSdataskins
 
სეთაფები უნდა გადაიტანოთ: C:LFSdatasetups
 
ძრავის ხმები: C:LFSdataengine
 
სქემები: C:LFSdatalayout
 
Tweak-ების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან: lfs-tweak
 
გაკვეთილები თამაშზე:
 
LFS - Free view/autox editor (დაუსრულებელი)
 
მანქანის მოდელირების გაკვეთიელბი
 
 
ვიდეო გაკვეთილები:
 
 
 
 
 
 
თუ დააყენეთ თამაში და გინდათ ტექსტურების გაუმჯობესება, გირჩევთ აქედან გადაწეროთ (ვიდეოს აღწერაშია გადმოსაწერი ლინკი) :)
 
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...
  • 2 weeks later...

[iGarage] XRT D1GP ver.2

 

1781544_10202501650335945_576001638_o.jp

 

1622326_10202501648975911_1563300834_o.j

 

10003589_10202501652055988_886990660_o.j

 

77532_10202501652015987_838813937_o.jpg

 

1898776_10202501651375971_889375080_o.jp

 

Download

 

[Darecki] Tesla Model S - Tweak only

 

tesla21.jpg

 

tesla22.jpg

 

tesla23.jpg

 

tesla25.jpg

 

Download

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

განახლებული თემა შეგიძლიათ ნახოთ აქ: LFS

Link to comment
Share on other sites

ნახევარი საატის უკან ვთამაშობდი LFS-ს და მინდა ვთქვა რომ რულით თუ გინდა რომ სიამოვნება მიიღო ეს თამაში უნდა ითამაშო რა, საათნახევარი ვთამაშობდი, ტრენინგებს გავდიოდი და სიტყვები არ მყოფნის იმდენად საოცარი მართვა აქვს ამ თამაშს, ფაქტიურად მანქანას გრძნობ რა და ათვისებული გყავს თავიდან ბოლომდე, თითქოს რეალურ მანქანას ვმართავდი ისეთი შეგრძნება მქონდა, აი აღარ ვიცი რა ვთქვა რა, საოცარი თამაშია, ეს ის მომენტია როცა ვიზუალი უნდა დაიკიდო რა უბრალოდ და დატკბე მართვით...

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

Nissan Cefiro A31

 

1926249_10202641758838570_565927135_o.jp

 

1932686_10202641764958723_1265646162_o.j

 

გადმოსაწერი ლინკი მალე დაიდება ;)

Link to comment
Share on other sites

ქართული სერვერი. თუ ვინმეს გინდათ თამაში, შედით ხოლმე.

 

Tweak Server

 

Ip: 95.104.40.29

Port: 333

ვერსია: 0.6E

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.