Jump to content

Live for Speed (2002-2023)


Terry Grant

Recommended Posts

0.6G ვერსიის გამოსვლა ძალიან ახლოსაა, ალბათ შემდეგ კვირას იქნება :) სატესტო პატჩის განახლება: TEST PATCH 0.6F11 (Rift DK2)

Link to comment
Share on other sites

გამოვიდა თამაშის ახალი ვერსია LFS 0.6G. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფორუმზე: New Version 0.6G

Link to comment
Share on other sites

პირველი გვერდის განახლება ვის შეუძლია ? :) სათაურშიც წელი ჩასასწორებელია. 2014 უნდა ეწეროს.

Link to comment
Share on other sites

836232b30640.jpg

 

სანამ დავიწყებთ თამაშის ძირითადი მახასიათებლების გაცნობას, მანამდე მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს Live For Speed- :)ძალიან ბევრ დამწყებ მოთამაშეს უჩნდება შეკითხვა - რა არის LFS ? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოცემულ რამოდენიმე აბზაცში შეიტყობთ, მაგრამ თამაშის უფრო დაწვრილებითი განხილვა ამის შემდეგაა მოცემული. მოდით დავიწყოთ :)

 

აღმოაჩინეთ რეისინგის სიმულატორის (racing simulation) რეალიზმი, Live for Speed-თან ერთად

 

Live for Speed-ეს არის ონლაინ რეისის სიმულატორი (Online Racing Simulator)

 

Live for Speed ეს არის სერიოზული რეისის სიმულატორი (racing simulator). აქ არ არის არკადული რეჟიმები (arcade modes), არც მოხვევის დამხმარე საშუალებები (no steering aids) - თქვენ უბრალოდ უნდა მართოდ ავტომობილი.

 

ძალები გავლენას ახდენს მანქანის მოძრაობაზე და როელიც სიმულირდება ინდივიდუალურად თითოეული საბურავზე. ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ გამოიყენოთ კომპიუტერული საჭე, მაგრამ თუ ის არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ კლავიატურით ან მაუსით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საჭე, პედლები და გადაცემათა კოლოფი გთავაზობთ უფრო მეტ სიზუსტეს, ავტომობილის მართვის დროს და ნებისმიერ ავტო სიმულატორში მისი ქონდა სასურველია. ძალის უკუკავშირი (force feedback) იგზავნება კომპიუტერულ საჭეში, რომელიც გამოითველბა პირდაპირ და არა რაიმე ეფექტების საშუალებით. ეს გაძლევთ საშუალებას იგრძნოთ თუ რა ხდება საბურავისა და გზის საფარის შეხების დროს.

 

როდესაც თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი სიჩქარე და უხლოვდებით მოსახვევს, მაშინ უნდა დაამუხრუჭოთ საკმაოდ მკვეთრად, რადგან არ მოგიწიოთ გზის ისეთ ადგილზე მოხვედრა, სადაც არ გინდათ რომ იყოთ ! ამის სასწავლად, თქვენ მოგიწევთ მოსახვევის არაერთხელ გავლა, რადგან ისწავლოთ მისი სწორად და სწრაფად გავლა. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის არის რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ იცით.

 

თქვენ შეგიძლიათ იაროთ მარტო, მხოლოდ დროის წინააღმდეგ ან შეეჯიბროთ ბოტ მძღოლებს (AI drivers). ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი რეალურ გართობას პოულობს online-ში რეალურ ადამიანებთან რბოლის დროს ან multiplayer-ის რეჟიმში. LFS ამის გაკეთების საშუალებას ძალიან მარტივად იძლევა. უბრალოდ დააჭირეთ "List of Hosts", აირჩიეთ სერვერი, რომელიც გამოიყურება საინტერესოდ და მაშინვე შეუერთდით მას. ბევრ სერვერზე ხდება საკმაოდ მოკლე რბოლა, რომელიც რამოდენიმე წრის გავლის შემდეგ მთავრდება, ასე რომ ჩვეულებრივ ძალიან დიდი დრო არ გჭირდებათ გადატვირთვის დალოდებამდე. უმეტესი საჯარო სერვერი საშუალებას გაძლევთ შეუერთდეთ მას შუა რეისის დროს (mid-race). უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენ იმყოფებით იმ გზიდან მოშორებით, სადაც მიმდინარეობს რბოლა და ხელს არ შეუშლით იმ ხალხს, რომლებმაც უკვე დაიწყეს შეჯიბრი იქამდე, სანამ თქვენ მას შეუერთდებოდით ! ასევე არსებობს უამრავი ონლაინ სარბოლო ლიგები (racing leagues), სადაც თქვენ შეგიძიათ მიიღოთ მონაწილეობა თუ რათქმაუნდა ეძებთ რაღაც ისეთს, რაც უფრო მეტ კონკურენციას გაგიწევთ.

 

სერიოზული სიმულატორი აშკარად მოითხოვს ძალიან კარგ ფიზიკის სიმულაციას, რადგან მოგანიჭოთ ისეთი გართობისა და მღელვარების შეგრძნება, როგორიცაა რეალურ ცხოვრებაში. ეს ხდება ყველა ასპექტის გათვალისწინებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია რბოლისთვის. Live for Speed იმყოფება მუდმივი განვითარების პროცესში. S2 ეს არის მეორე საფეხური და ჩვენი ხედვის დასრულებული პროდუქტი. ის უკვე აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, როგორიცაა რეალური რბოლის სიმულაცია. რაც თავისმხრივ მოიცავს მრავალ ასპექტს - სრულყოფილი setup-ის შექმნის შესაძლებლობას, საწვავის გამოყენებას, საბურავის ცვეთას, შეჯახების დროს დაზიანებას, სხვადასხვა სახის ზედაპირის არსებობას, საინტერესო სარბოლო გარემოს, სხვადასხვა მანქანის კლასს და . . ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ თქვენ გჭირდებათ საკმაოდ დიდი დრო, რადგან ივარჯიშოთ, დაიმახსოვროთ და ისწავლოთ გზების მოსახვევები და მათი ტრაექტორია. არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ pitstop-. გაარკვიეთ რამდენ საწვავს მოიხმარს თქვენი მანქანა ერთ წრის განმავლობაში, როგორ მოქმედებს საბურავები სხვადასხვა გზაზე და საფარზე. რათქმაუნდა თქვენი მანქანის პარამეტრებიდან (setup) და მართვის სტილიდან გამომდინარე.

 

თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Live for Speed-ის თამაში, ოფიციალური ვებ-გვერდიდან: download page. დასაწყისში, პროგრამა მოქმედებს როგორც demo ვერსია, რომელის საშუალებითაც ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ 3 ავტომობილი და 1 გზა. იმისთვის, რომ გახსნათ თამაშის დამატებითი მანქანები და გზები (content), ამისათვის საჭიროა შეიძინოთ ლიცენზიის განახლება. S1 ან S2 ლიცენზია (license). ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტის, ასევე მათი შეძენაც, შესაძლებელია თამაშის მაღაზიის ოფიციალურ გვერდზე - shop page.

 

d329d8776129.jpg

 

თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ ინფორმაცია Live For Speed-ის შესახებ, მაშინ გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს:

 

ინფორმაცია ინგლისურად: Live for Speed - ENG

ინფორმაცია რუსულად: Live for Speed - RUS

 

Live for Speed (LFS) ეს არის რეისის სიმულატორი (racing simulator), რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა. მისი წევრები არიან: Scawen Roberts (ფიზიკა-თამაშის ძრავი), Eric Bailey (გზები და მანქანები) და Victor van Vlaardingen (სიმღერა, ვებ-გვერდი, რეალიზაცია). Scawen Roberts, Eric Bailey-ორივე წარმოშობით-დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) და Victor van Vlaardingen (ნიდერლანდია). მათი ძირითადი მიზანია, რომ მოთამაშემ შეიძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში - (multiplayer), რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ (single player-ის) რეისებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი (საკუთარი) საუკეთესო გზის დრო (იგივე hotlap), რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს (დაფიქსირდეს) lfsworld.net-ზე hotlap-ის რეჟიმში. გარდა ამისა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადების გაკვეთილები ‘training’ რეჟიმში.

 

LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (lfs.net) მაგრამ (unlocking) ყველა მახასიათებლის გახსნა (მანქანების და გზების) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას. ლიცენზიის შეძენის გარეშე, ის ფუნქციონირებს ისე როგორც შეზღუდული დემო ვერსია (feature-limited demo). Demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი გზის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი. მანქანები: XRG, XFG, FBM. გზა: Blacwood GP.

 

Releases (რეალიზები)

 

თამაში განკუთვნილია და დაყოფილია 3 ნაწილად: S1 ლიცენზია (Stage 1), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია (უკვე 6 წელიწადია-2008 წლიდან მოყოლებული). ყოველ შემდგომ ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკის მოდელი, გრაფიკა და ხმა. ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც. ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და გზების მეშვეობით, ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რაოდენობის დაკავშირება სერვერთან.

 

LFS S2-ის მთლიანი კომერციული სამუშაო (alpha ვერსა) დასრულდა 2005 წლის, 24 ივნისს. უკანასკნელი patch- კი გამოვიდა 2014 წლის, 27 სექტემბერს. S2 ლიცენზიის მფლობელისათვის (S2- ლიცენზიის გარდა) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები.

 

Simulation (სიმულაცია)

 

ამ ყველაფერთან ერთად, თამაშს გააჩნია ძალიან კარგი ფიზიკის მქონე სათამაშო ძრავი (Physics engine) რომელიც აღჭურვილია: - საბურავების სიმულაციით, მანქანის სავალი ნაწილებით (Suspension),  აეროდინამიკით, drivetrain-ით, გადაცემათა კოლოფის რამოდენიმე სახეობა, კონუსის გადახურებით, მანქანის დაზიანებით (body damage) და ძრავის მწყობრიდან გამოყვანით. საბურავების მოდელი აღჭურვილია; დინამიური მართვით, დინამიური დაბინძურებით, ეგრედწოდებული flat spot-ებით, ცხელი წერტილებით (hot spots), გზის საფარზე ნაკვალევის დატოვებით და საბურავის კედლის დეფორმირებით.

 

სიმულატორი მხარს უჭერს 3D მოწყობილობებს (3D devices), მათ შორის 3D ტელევიზორებს (3D TV), მიკროფონებს, პროექტორებს და Oculus Rift- (როგორც DK1-, ასევე DK2-, დაწყებული 0.6F ვერსიიდან და დამთავრებული 0.6G-ით).

 

Gameplay (სათამაშო სიუჟეტი)

 

LFS-ის მახასიათებლები მხარს უჭერენ: საჭეებს (Steering Wheels), მაუსებს, კლავიატურებს, ჯოისტიკებს და Game pad- - (ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის).

 

რეისი ან უნდა დასრულდეს რამოდენიმე წრის შემდეგ ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე. თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა, საბურავების გამოცვლა გარაჟში, შუა რბოლის დროს (pit stops) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება. ბოქსების შესახვევში (Pit lane) დაშვებილია სიჩქარეა 80 km/h (50 mph) ფარგლებში. ლიმიტის გადაცილების შემდეგ ძალაში შევა ჯარიმები, რომელიც იმის მსგავსია  რაც ჩანს რეალურ ავტოსპორტში. სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ხდება შეჩერება და წასვლა ან საჯარიმო ქულების მიღება. სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რბოლის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი ან საკვალიფიკაციო პერიოში მიღებული შედეგი, რომელიც დაფიქსირებულია რბოლის დაწყებამდე.

 

სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში. ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მახასიათებლების გაცნობაში. გაკვეთილები მოიცავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მოხვევა, მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი. რეისერმა რომ ჩააბაროს ეს გამოცდა, ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, რათქმაუნდა დასახული მიზნების სწორად შესრულებით. გაკვეთილები განლაგებულია ნაკრებად. ყველა მანქანა დაკავშირებულია შემდეგთან და თანმიმდევრობა დალაგებულია-ნელიდან-სწრაფამდე. თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორად, რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე, თუმცა მათი დასრულების შემდეგ, არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები, რადგან ისინი ისე რჩება, როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში.

 

Cars (მანქანები)

 

S2- ლიცენზიის დასრულებული ვერსია (release), გთავაზობთ სულ 20 სხვადასხვა კლასის ავტომობილს. ისინი მერყეობენ დამწყები, მეგობრული მოდელებიდან უფრო რთულად დაკომპლექტებულამდე, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას, ვიდერე მისი წინამორბედები. არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები, დაწყებული 100 HP (ცხენისძალიდან) და დამთავრებული 700 hp-მდე. თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები, როგორებიცაა GT DTM-ის მსგავსი რეისის მანქანები და ყოფილი JGTC-სერიის რეალური სამგზავრო ავტომობილები. მიუხედავად იმისა, რომ LFS-ის სარჩევი (მანქანების არჩევანი) ძირითადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს, მას ასევე გააჩნია 5 ოფიციალურად ლიცენზირებული რეალური ავტომობილი.

 

BMW Sauber F1.06

Formula BMW

McGill University- Formula SAE (in conjunction with McGill Racing Team)

Valmet RaceAbout '2003 Sports car რომელიც დაპროექტებულია Helsinki Polytechnic Stadia- მიერ

Volkswagen Scirocco (გამოცხადებულია, მაგრამ ჯერ არ არის გამოსული)

 

დეველოპერების ვიდეო, სადაც ნაჩვენებია კადრები თუ როგორ ხდება Formula BMW-ზე მუშაობა:

 

Tracks (გზები)

 

LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი გზის ტერიტორია, მათ შორის ერთი დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე, ხოლო კიდევ ერთი კი იამაიკურ გარემოში (Jamaican surroundings). შემდეგი გზა - კიოტოსთან ახლოს (Kyoto, Japan). თითოეულს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე შესაძლებელია საპირისპიროდ სიარული (drive in reversed). მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი rallycross ტიპის გზა. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები (layouts), კონუსების და სხვა ობიექტების (autocross editor) გამოყენებით. ორი (ცარიელი) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა, რადგან მოთამაშემ შექმნას მსგავსი გზის მონახაზები.

 

Intel Racing Tour and V1 Championship

 

LFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში, რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში, 2007 წელს. ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour-,რადგან ამის შემდეგ BMW Sauber F1- დაინერგა თამაშში.

 

LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან, რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის (the United KingdomTV) ტელევიზიაში. V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო . . V1 Championship Limited, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა: დიდი ბრიტანეთის რეისის ნიჭიერი მძღოლი (racing driver talent). LFS გამოყენებული იქნა, როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი, სანამ ისინი ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე. თუ მათ წარმატებით გაიარეს (V1 Championship), გამორჩეული კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport-ში.

 

მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს, ამის შემდეგ LFS-მა შეიძინა Formula BMW (მანქანის) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მის მოდელირებაში (აგრეთვე - მანქანის თამაშში გადასატანდ). შესაძლებელია თამაშს დაემატოს გზა Rockingham Motor Speedway, V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და სწორედ ეს გზა გამოცხადდება S3- ლიცენზიის ნაწილად.

 

Rockingham Motor Speedway

Rockingham Motor Speedway Track Map

 

b74590f9f5c6.jpg

 

ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, ლაზერით დასკანირებული Rockingham-ის გზა:

 

 

Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco (Leipzig თამაშები VW Scirocco- კონვენცია 2008 წელს)

 

LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen-ის მიერ, რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ თამაშში Leipzig Games Convention 2008 წელს. კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco- ავტომობილს. Scirocco- დასრულება Live For Speed-ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბრამდე. თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მოულოდნელი შეცდომების გამო. ხოლო მათ მიერ გამოშვებული უკანასკნელი patch- და თავად Scirocco, აიძულებენ LFS-ის გუნდს რომ გადაამუშაონ სავალი ნაწიელბის სისტემა და საბურავების ფიზიკა.

 

დეველოპერების ვიდეო - VW Scirocco- დაწვრილებითი მიმოხილვა:

 

 

LFSWorld

 

LFS- აერთიანებს LFSWorld.net-, რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური (statistics) მონაცემების ვებ-გვერდი და მონაცემთა ბაზა, skin-ების მხარდაჭერით online რეჟიმში. თითოეული მრბოლელის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედეგიც. სადაც შედის: - დრო, წრეების რაოდენობა, თქვენს მიერ ავტომობილით გავლილი მანძილი და ასევე დათვლილია და ნაჩვენებია თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი. მოთამაშეებს შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები. მონაცემთა ბაზა ასევე შედის საზოგადოების მიერ ჩამოყალიბეული გუნდები. გარდა ამისა, არის ოფიციალური წრის მსოფლიო რეკორდი (official world record lap) და დროის ცხრილი, სადაც რეისერებს შეძლებათ ატვირთონ საკუთარი საუკეთესო დროები იგივე (hotlaps), რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და გზას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin-ები საიტზე, საიდანაც ისინი შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება, თუ ეს თამაშის დროს დაჭირდება სხვა მოთამაშეებს.

 

Reviews and awards (მიმოხილვები და ჯილდოები)

 

PC Gameworld’s 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle-ის მიერ Live for Speed S1-მა გამოიწვია 89 % შეფასების გაცემა და განაცხადა, რომ: LFS- არის ძალიან ძლიერი სიმულატორი, რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს (“A very strong simulation that offers fun and a high level of realism”).

Justin Kranzl - მან კომპიუტერული ჟურნალში (APC magazine) S1 დასრულებას უწოდა: საუკეთესო PC რეისის სიმულატორი, რაც კი ოდესმე გამოსულა (“the best PC racing simulator ever”).

Pelit magazine’s 2004 წლის მიმოხილვა LFS’ S1-ის გავრცელება. Mika Äärilä შეაფასა 92/100 და თქვა: (“Saloon cars and meticulous simulation. Absolute cream of the crop”).

Bytesector.com’s 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება; განაცხადა, რომ: (“Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I’ve ever played”).

2005 წელს AutoSimSport-ის ჟურნალმა LFS- გადასცა საუკეთესო სიმულატორის (“Best simulation”) ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველებს ხმის მიცემის უფლება მისცა, რადგან LFS- მიეღო შემდეგი ჯილოდები.

 

BHM “Game of the year” award

BHM “Best multiplayer” award

BHM “Best physics” award

 

თამაშის სქრინები:

 

39e48ac93bad.jpg

 

4cd34fdc2c00.jpg

 

70631f23c96d.jpg

 

d032d40bde01.jpg

 

f8837bb18ec2.jpg

 

030443511c98.jpg

 

ვიდეოები:

 

https://www.youtube.com/watch?v=VNKfipLHtP4

 

 

 

 

 

 

 

ალბათ ყველამ იცით, რომ ავტო სიმულატორები საკამოდ იშვიათად გამოდის, რადგან მსგავსი ტიპის თამაშები საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ისეთი თამაშის შექმნა როგორიც არის LFS საჭიროებს: ჯოჯეხეთურად დიდ დროს, თავდაუზოგავ შრომას და საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს, რაც სიმულატორების შემქმნელებს ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ მოთამაშებს გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი ამად ღირს :)ბევრს არ ვისაუბრებ და გეტყვით, რომ დღეს თამაშის ბოლო ვერსია არის Live For Speed - 0.6G, რომელიც გამოვიადა 2014 წლის, 27 სექტემბერს. თუმცა ქვემოთ ვისაუბრებ მის წინ გამოსულ ვერსიაზე, რომელიც არის 0.6E. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ თამაშის ძირითად მახასიათებლებს.

 

156b501234db.jpg

 

ინფორმაცია თამაშზე:

 

დასახელება: Live For Speed 0.6E Original (Full Version)

გამოსვლის წელი: 2012 (30 ნოემბერი)

ჟანრი: Racing/Simulator

შემქმნელი: LFS Studio

გამომცემელი: sti228

ენა: ინგლისური + მრავალენოვანი

პლატფორმა: PC

გამშვები: მოყვება

 

მინიმალური სისტემური მოთხოვნები:

 

ოპერაციული სისტემა: Windows XP, Vista, Windows 7/8

პროცესორი: Pentium 4

ოპერატიული: 512 მბ

ვიდეო დაფა: 256/512 მბ

თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე: 500 მბ

 

თამაშის შესახებ:

 

2012 წლის 29 ნოემბერს დეველოპერებმა გამოუშვეს Live for Speed-ის ახალი ვერსია 0.6E, სადაც შესულია მრავალი განახლება და გაუმჯობესება. ახალი საბურავების ფიზიკის მოდელი, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ასე რომ ეს ვერსია ისე, როგორც მისი ყველა წინამორბედი, იყენებს ძველ საბურავების ფიზიკას. თუმცა სხვა ვერსიებისგან განსხვავებით თქვენ აქ ნახავთ, multiplayer-ის სრულიად ახალ სისტემას. დეველოპერების თქმით თამაშის წინა ვერსიებში ხშირად იყო შეფერხებები და ბაგები დაკავებულ სერვერებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სისტემა მუშაობს სრულიად განსხვავებული გზით. Live For Speed- უზრუნველყოფს მოთამაშეებს რამოდენიმე საინტერესო ფუნქციით, ხოლო მწარმოებლები კი ამ ვერსიაზე არ გაჩერდებიან და კვლავ გააგრძელებენ თამაშზე მუშაობას.

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

არქივში თამაშთან ერთად მოთავსებულია unlocker- და Ip Patch-. მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა გზას და მანქანას. გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში. ამოაარქივეთ (unlocker და Ip Patch) და შემდეგ ყველა ფაილი (unlocker.exe და unlocker.dll, Ip Patch.exe) გადაიტანეთ Live For Speed-ის მთავარ ფოლდერში. ჩართეთ unlocker.exe, ჩაირთვება თამაში. შევდივართ სულ ქვემოთ Unlock Live For Speed და Username-ში და Password-ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია (გაითვალისწინეთ: პაროლი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock"-, შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live For Speed S2" (თუ არ ამოაგდო, მაშინ პროცედურას თავიდან იწყებთ). როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, შეგიძლიათ გამორთოთ თამაში და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და შემდეგ "Starts". რამოდენიმე წამის შემდეგ დაიწერება "Patching Done", როდესაც ეს წარწერა გამოჩნდება, დახურეთ პროგრამა Exit-ის საშუალებით.

 

თამაშის ზოგიერთი ახალი განახლება

 

ახალი პაკეტი, რომელიც ამცირებს სერვერზე დატვირთვას

ახალი დაცვა ჰაკერებისგან და cheat-ების აღმოჩენის ფუნქცია

- marshall-ების მაქსიმუმი რაოდენობა გაიზარდა 96-დან 120-მდე

- autocross ობიექტების რაოდენობა გაიზარდა 800-დან 900-მდე

- SHIFT+N: sound on/off ეხლა უკვე მუშაობს multiplayer-შიც

კიდევ ბევრი სხვა ტიპის ფიქსაცია და გაუმჯობესება

 

თამაშის გადმოსაწერი ლინკი: Live For Speed 0.6E Original-(Full Version)

 

თუ ვინმეს მხოლოდ Unlocker- და Ip patch- გჭირდებათ, მაშინ გადაწერეთ აქედან: LFS 0.6E Unlocker and Ip patch

 

დაყენების ინსტრუქცია სურათების მიხედვით:

 

yq1wu.jpg

 

tz1w8.jpg

 

gcc4e.jpg

 

7uuc8.jpg

 

cneyf.jpg

 

როგორ ვითამაშო არაოფიციალურ სერვერებზე ?

 

როგორ უნდა ითამაშოთ LFS სერვერზე ნახეთ აქ: Как начать играть и подключиться серверу ? руководство по настройке

 

თამაშზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნახეთ ქვემოთ მოცემული ლიკები:

 

LFS Manual Wiki

Live for Speed S2 Russian FAQ

 

2014 წლის განახლება ! ამ წელს დეველოპერებმა გადაწყვიტეს თამაშის განახლება, მაგრამ არა რაიმე ტექნიკური მხარის, არამედ Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამატება. ჩამონათვალში, უკვე შეგიძლიათ იხილოთ Live For Speed-იც: List of games with Oculus Rift support

 

9e4d4924b6e2.jpg

 

თამაშის დეველოპერები ამატებენ Oculus Rift-ის მხარდაჭერას თამაშში. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ტესტირება და დეველოპერებმა გამუშვეს ახალი პატჩი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ბოლო ტესტირება არ არის და ამას კიდევ რამოდენიმე მოყვება. Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამატების გარდა დეველოპერები თანდათან აუმჯობესებენ თამაშის სხვა შეცდომებსაც, ასევე ამატებენ რამოდენიმე ახალ ფუნქციას. მაგ: ეხლა უკვე LFS იყენებს DirectX 9 ვერსიას, DirectX 8.1-სგან განსხვავებით. დამეტა Antialiasing-ის ფუნქცია მენიუში არსებულ ავტომობილებს და მძღოლებს. სხვა დანარჩენი განახლებები ძირითადად ეხება Oculus Rift-. დაწვრილებით სრული განახლებების სიას გაეცანით ქვემოთ მოცემულ ლინკზე გადასვლით.

 

დამატებითი ინფომრაცია: Live for Speed, version 0.6G

 

ინფორმაცია Oculus Rift-ზე: Oculus Rift

 

2014 წლის, 10 ივლისს, LFS მოხვდა Top Rated list-ის top 5-ში Oculus-ის ვებ-გერდზე: Oculus Rift Users - please rate LFS at Oculus Share

 

https://share.oculusvr.com

 

პირველი სურათი ცოტა ადრეა გადაღებული, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მოგვიანებით თამაშმა მეორე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა. იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათები.

 

45aa337a680e.jpg

 

f6bd6d4ae63e.jpg

 

ვიდეოები და შთაბეჭდილებები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის, 5 სექტემბერს, თამაშის დეველოპერმა Victor van Vlaardingen-მა, განაახლა LFS-ის ოფიციალური ვებ-გვერდი და ფორუმი.

 

7192d40a882d.jpg

 

6abaf4119201.jpg

 

www.lfs.net

lfsforum.net

 

თემა ამ საკითხთან დაკავშირებით: A New Site

 

ასევე ძალიან კარგი სიახლეა, რომ lfs.net და lfsforum.net აღარ იქნება განცალკევებული საიტები. სწორედ დღეიდან დაწყებული, lfsforum.net-ის ფორუმი ინტეგრირებული (გაერთიანებული) იქნება lfs.net-ის ვებ-გვერდთან.

 

საერთო ჯამში, წელს დეველოპერმა გამოუშვა თამაშის 2 ახალი პატჩი.

 

ესენია: Live for Speed, version 0.6F და ბოლო ვერსია 0.6G

 

ასევე გთხოვთ გათვალისწინოთ, რომ ამ ვერსიების წინა ვერსიაა 0.6E და მას არ გააჩნია Oculus Rift-ის მხარდაჭერა. არ დაგავიწყდეთ რომ LFS წინა ვერსიები მუშაობს DX 8.1-ზე და არა DX 9-ზე (მათ შორის 0.6E). DX 9 პირველად დამატებული იყო 0.6F ვერსიაში და თავისთავად ამ ვერსიიდან დაწყებული ყველა შემდგომი თამაშის ვერსია გამოიყენებს DX 9-. რათქმაუნდა 0.6G-იც იყენებს მას.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

დრიფტი Oculus rift DK2-ით :)

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ამ ახალ 0.6 G -ს Unlock-ი როგორ გავუკეთო ან ამის ძველი 0.6E - Original ვერსია საიდან გადმოვწერო ?  :spiteful:

 

0.6G ვერსიაზე ზუსტად ისე იხსნება მანქანები და გზები, როგორც 0.6E-ზე. ასე რომ თემის პირველი პოსტი დაგეხმარება. თუ მანქანის არჩევის დროს error-ებს გიწერს (როცა გარაჟიდან გამოდიხარ), მაშინ Windows 7 64bit გაქვს და ვიდეოს გადახედე.

 

 

მერე თავიდან ცადე Unlock-ის გაკეთება.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გამოვიდა რამოდენიმე Tweak პროგრამა 0.6G ვერსიისთვის: mody

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

We introduced driver changing in LFS over 9 years ago. @iRacing has finally caught up!

 

https://twitter.com/LFSracing/status/525935833073721344

 

ეს, ჩემთვის უცნობი იყო. ))

Link to comment
Share on other sites

We introduced driver changing in LFS over 9 years ago. @iRacing has finally caught up!

 

https://twitter.com/LFSracing/status/525935833073721344

 

ეს, ჩემთვის უცნობი იყო. ))

 

ეს არც მე არ ვიცოდი :)

Link to comment
Share on other sites

jomardi

 

მგონი ყველაზე კარგი პასუხია: Live for Speed S2, New Version 0.6G

Link to comment
Share on other sites

jomardi

 

მგონი ყველაზე კარგი პასუხია: Live for Speed S2, New Version 0.6G

)) ... ხო მაგრამ ხომ ხედზავ, არავინმა არ იცოდა ეგ, გარდა სკავენისა :P

Link to comment
Share on other sites

)) ... ხო მაგრამ ხომ ხედზავ, არავინმა არ იცოდა ეგ, გარდა სკავენისა :P

 

:) მაგაშია პრობლემა ზუსტად. 9 წლის წინ თუ ეგ იდეა ჰქონდა, ამდენი ხანი ვერ ჩამოყალიბდა და ვერაფერი ვერ გააკეთა ? მაშინ სამართლიანად გამოდის ყველაფერი. ვინც დაასწრებს იმისია ბურთიც, მოედანიც და იდეაც. ასე, რომ ტყუილად ეჭიდავება iR-ს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

:) მაგაშია პრობლემა ზუსტად. 9 წლის წინ თუ ეგ იდეა ჰქონდა, ამდენი ხანი ვერ ჩამოყალიბდა და ვერაფერი ვერ გააკეთა ? მაშინ სამართლიანად გამოდის ყველაფერი. ვინც დაასწრებს იმისია ბურთიც, მოედანიც და იდეაც. ასე, რომ ტყუილად ეჭიდავება iR-ს.

საერთოთ ხმა არ უნდა ამოეღო ჯობდა. არ გამოუვიდა ლამაზი. დეველოპერებს შორის, ჯანსაღი კონკურენცია უკეთესია. მაგალითათ, მიუხედავათ იმისა რომ კონკურენტები არიან ძალიან მეგობრულათ არიან ერთმანეთში ISI & KUNOS რაც კარგად ჩანს 'ტვიტერზე' მაგათი ურთიერთობა და კიდეევ რამოდენიმესი. ეგეთი მიქარვა მოუვიდა ადრე, pCARS საც.

Link to comment
Share on other sites

საერთოთ ხმა არ უნდა ამოეღო ჯობდა. არ გამოუვიდა ლამაზი. დეველოპერებს შორის, ჯანსაღი კონკურენცია უკეთესია. მაგალითათ, მიუხედავათ იმისა რომ კონკურენტები არიან ძალიან მეგობრულათ არიან ერთმანეთში ISI & KUNOS რაც კარგად ჩანს 'ტვიტერზე' მაგათი ურთიერთობა და კიდეევ რამოდენიმესი. ეგეთი მიქარვა მოუვიდა ადრე, pCARS საც.

 

ნუ ერთადერთი რის გამოც დაპოსტა ალბათ ისაა, რომ თვითონ iRacing-ის სტატიაში აშკარად ცუდად წერია, რომ პირველები ვართ ვინც ეს გააკეთაო და აშკარად ეგრე არაა. LFS-ს თავი რომ დავანებოთ, მე როგორც ვიცი rF-ის პირველ ნაწილს და მეორესაც აქვს ეგ ფუნქცია. ასე, რომ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგათი მხრიდან. მაინც ფიზიკის მხრივ, მე ბევრად მირჩევნია LFS-ის მართვა iR-ს. უბრალოდ LFS-ი, დეველოპერებს ფეხზე აქვთ დაკიდებული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და 9 წელი, ძალიან დიდი დროა. ბევრი რამის გაკეთება შეეძლოთ და დღეს ბევრად უფრო უკეთესი თამაში იქნებოდა ვიდრე არის, მაგრამ რას ვიზამთ, ესაა რაცაა. სიზარმაცით და არაფრის კეთებით წინსვლა არ გამოვა.

Link to comment
Share on other sites

რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო მიყვარდება ეს თამაში, ბოლო ვერსია განსაკუთრებით, ცეპლენიის კოტროლი და სიჩქარეების ხელით გადართვა უფრო ამძაფრებს რეალობის შეგრძნებას, ავტოცეპლენიეს რო გაუთიშავ და სიჩქარეს 10 კმ/სთ-მდე დაუგდებ არ ჩერდება, მიგორავს თავისით, როგორც როალობაში, ... ეგ კი არა, აღმართში რო ჩაქრება მატორი, მაგ დროს ცეპლენიას უნდა დააწვე და დაგორებას რო დაიწყებს, პირველში უნდა ჩააგდო და ცეპლენიას ხელი უნდა აუშვა (წესით ფეხი, მაგრამ სადაა მაგის ფუფუნება :D), რის შემდეგაც მატორი დაიქოქება და მანქანა კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას :D მაგარია რა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

geomaster1

 

შეგიძლია მეორადი საჭე იყიდო და ბევრად უფრო მოგეწონება, თამაშიც და მართვაც. თუ რათქმაუნდა ეს სფერო გაინტერესებს.

 

Logitech G25

Logitech G27

 

ამან ეტყობა ისევ ვერ გაყიდა და თავიდან დანო საიტზე: Logitech G27 simulator

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

4881e4f3f2.jpg

 
Features:
  • OnTrack Editor
  • Some handy Hacks/Tools
  • Included Rims Manager
  • Easy process selector
  • Save/Load All values in a file or Save/Load just a part of the values
  • Load older patches tweak files (0.6B / 0.6E / 0.6F)
  • Edit all possible at this moment cars characteristics
  • Wheels values converter from real life values to lfs tweaking values
  • Automatic update checker
Note:
  • it's a pre-release version so it has probably some bugs
  • "Tyre Cooling Hack" removed, not working, searching a solution
Know Issues: 
  • all previous issues 
  • "Low Rider Suspensions" works but hotkeys sometimes cause errors 

 

გადმოსაწერი ლინკი: LFS 0.6G Pro Tweaker

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მაგ პრო ტვიკერს NTO მირჩევნია მე პირადად.

NTO 0.6G

 

NTO.jpg

Link to comment
Share on other sites

მაგ პრო ტვიკერს NTO მირჩევნია მე პირადად.

NTO 0.6G

 

NTO.jpg

 

არადა Pro Tweak-ს ბევრად მეტი ფუნქცია აქვს :)

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

cf869440c3d4.jpg

 

Facebook-ზე გაიხსნა ახალი ქართული LFS-ის ჯგუფი :) LFS Georgia

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.