Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9643
  • Joined

  • Days Won

    132

Everything posted by Harmony Lines

  1. ჩარლზ ოლივეირა ღირსეული მეტოქეა, კაცი 15 წელია UFC-ში იბრძვის, მთელი ცხოვრება ამ სპორტს შესწირა, თავიდან ჯამრთელობის პრობლემები ქონდა საერთოდაც და შეიძლება სიარულიც კი ვერ შეძლებოდა, მაგრამ მოიკრიბა ძალები, რწმენა და უამრავი დაბრკოლების გადალახვით მოვიდა აქამდე, ჩემპიონიც იყო ამ წონაში, მოკლედ ბევრი ჭირ-ვარამი გამოიარა, პიროვნულადაც ცუდი ტიპი არ არის, არ ეშლება მოწინააღმდეგის პატივისცემა, ოჯახის სიყვარული, ღმერთისადმი რწმენა, მოკლედ ნამდვილად ღირსეული მებრძოლია და ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელოდება ილიას, მე მგონია რომ მეორე მესამე რაუნდში უფრო მოუგებს, ვიდრე პირველ რაუნდში, კი იძახის თვითონ რომ პირველივე რაუნდში დავანოკაუტებო, მაგრამ მეეჭვება მაინც ძალიან, გამოცდილების ხარჯზე, და სისწრაფის ხარჯზე და პლიუს სახიფათო ჯიუ-ჯიცუს ხარჯზე, მგონია რომ გაუჭირდება თავიდან ოლივეირასთან დომინირება, მეორე მესამეში უფრო ველოდები ილიას ნოკაუტს. თუმცაღა არაა გამორიცხული 3 რაუნდსაც გასცდეს ბრძოლა, მოკლედ ყველაფერია მოსალოდნელი, ერთადერთი ჩარლზის რაც სუსტი მხარე აქვს და ილიამ უნდა გამოიყენოს, ჰედ მუვმენთი და ფუთვორქში მოიკოჭლებს რაც ძალიან დიდ შანსებს უზრდის ილიას. პლიუს წინ მიიწევს სულ ჩარლზი და ილიასთან დისტანციის შემცირება მომაკვდინებლად საშიშია. მოკელდ არ ვიცი, მაგრამ ერთადეერთი რაც ვიცი საოცარი ბრძოლა გველოდება და ილიას გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ.
  2. სერიოზული ივენთი ახლოვდება, ჩარლზი მეცოდება უკვე მაგრად, ილია გაგლიჯავს შუაზე.
  3. 9800X3D-ს ბაზაზე ააწყვე, ოპერატიული 64გბ, სსდ 2TB სამსუნგ 990 პრო, დედაპლატა X870m აღება გიწევს, სრულ ფორმ ფაქტორის დედაპლატა არ ჩაგეტევა შენს ქეისში, , კვება სუპერფლაუერის, ან ბიქუაიეთის 850 ვატიანი აიღე გოლდი ან პლატინა. გაგრილება წყალზე დაასვი არქთიქის 280-იანზე დიდს ვერ ჩაატევ...
  4. ყველა წონითი კატეგორიის საუკეთესოებს შორის მეორე ადგილს იკავებს მერაბი. სასწაული შედეგია...
  5. სასწაული ზაფხული გველოდება MMA-ს გულშემატკივრებს.
  6. 110 კვადრატზე მიყენია, ცენტრში მაქვს დაყენებული სახლის, (მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თანაბრად გაშალოს სიგნალი ყველა მიმართულებით) 2 ტელევიზორია ჩართული, 1 კომპიუტერი, 3 სმარტფონი, 2 კონდინციონერი... ორივე გამოგიჩნდება 5GHz და 2.4GHz -იანი სიხშირეები და ორივე დააქონექთე, სახლში 5-ს გამოიყენებ რომ იქნები. სმარტფონს თუ აქვს მხარდაჭერა ან სხვადასხვა დევაისებს დაეწერება იქ ვაიფაის ნიშანზე 6-ი ციფრი.
  7. 5GHz ახლო მანძილზე საუკეთესოა და დიდ პერიმეტრზე 2.4გჰც მუშაობს კარგად. მეორე მე მიყენია და იდეალურია, პრობლემა არასდროს შემქმნია საერთოდ. სტაბილური მოდელია ძალიან საკმოად მძლავრი, ზოგადად მაგ სერიის AX მოდელები ძალიან კარგებია, მე-6 თაობის ვაიფაიც თუ დივაისებსაც აქვთ მხარდაჭერა ბევრად სტაბილურად მუშაობენ ქსელში.
  8. Warking Man - 6 flight Risk - 6 Drop 2025 - 7 Novokine - 7
  9. ყველაზე სექსი ვეში ვაფშე.
  10. ამათი უნამუსო დედა რო ვატირე მე, კაი ჯერ გადადე გადადე 1 წლით გადაწიე და სანაცვლოდ 1 გეიმფლეინარევი თრეილერი მაინც დაედოთ რამე ახალი, რო ხალხის ლოდინის კონპენსირება ამ გზით მაინც გაეკეთებინათ, ბოდიში და იმენა ყ.... არიან რააა.... ეს თამაში რო გამოვა ალბათ სონი და იქსბოქსი მომდევნო თაობის კონსოლებსაც დაანონსებენ... ps5 და სერიეს იქსს კი უსრულდება 5 წელი უკვე რაც გამოსულები არიან და გაისად 6 წელი იქნება გასული და არაა გამორიცხული PS6-ზე და ახალ Xbox-ზე გამოუშვან...
  11. ალბათ ამ მაპის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება გამოდის 65 კილომეტრიანი განახლება ემატება, გლდანი, საგურამო, მამკოდა, ცხვარიჭამია, სასწაული განახლება გამოდის ამ თვეში...
  12. აუ ესენი ვერ არიან, თამაში წელს უნდა გამოვიდეს და არანაირი გეიმფლეი თრეილერი არ დევს ჯერ ოფიციალურად, წლის მესამე ან მეოთხე კვარტლამდე არის კიდე დრო დარჩენილი მესმის, მაგრამ ასე სდუმდეს ამხელა კომპანია, თან 100$-ი ეღირებაო სადღაც წავიკითხე სტანდარტული ვერსიაო, რა ღორობაა, ანუ დელუქს ან ალთიმეით ვერსია რომ იყიდი ავა ალბათ 150-200$-მდე? ამ თამაშის გამო სპეციალურად 65 ინჩიანი გეიმინგ ტელევიზორის ყიდვა მაქ გადაწყვეტილი 144 ჰერციანის, პლიუს კონსოლი პლიუს თამაში და იმედია ერთი დიდი ფეილი არ შემრჩება ხელში, როგორც საიბერპანკი იყო თავიდან, გამოტენილი ბაგებით და ფრეიმ დროპებით, იმედია იგივე არ მოუვათ ამათაც...(((
  13. მოიცა მანდ ჰომ 60FPS-იანი რეჟიმიც არის და 30FPS-იანიც, თამაშებში, თუ რეიტრეისინგებით გინდა თამაში მაშინ 30FPS-ში უნდა ითამაშო, ასევე პერფორმანს მოუდიც ჰომ აქვს 60FPS-იანი რეჟიმი, და პროში კიდეა დამატებული ერთი რეჟიმი პრო სადაც რეიტრეისინგებიც არის და პლიუს 60ფპს ოღონდ რეალური 4კ არ არის, აფსქეილირებულია 2k-დან გამოსახულება და ხელოვნური ინტელექტი ეხმარება დამატებით კადრებს ამატებს როგორც ვიცი რომ უფრო სმუზ იყოს გამოსახულება... წესით GTA 6-ს ექნება ეგ რეჟიმები პროზე...
  14. რა ისმის ამ თამაშზე? ამის გამო უნდა ვიყიდო ფლეისთეიშენ 5-ი, ჰოდა ველოდები რა სხვაობა იქნება 5-სა და 5 პროს შორის მაინტერესებს ამ თამაშში, ერთი სული მაქ, თუ ჩვეულებრივზეც შესაძლებელი იქნება 60FPS-ით თამაში, მაშინ რაღაზე გადავყარო ორმაგი პრო-ში, სხვაობა ფაქტიურად 2-ჯერ მეტია ფასში...
  15. აი ყველა ასფექტში განვითარებული კეცვადი სმარტფონი, სრულყოფილებამდე მიყვანილი, უბრალოდ უყურეთ განხილვებს გაოგნებულია რივიუვერები.
  16. s24 ultra-დან ვფიქრობდი s25 ultra-ზე ტრეიდის გაკეთებას, მაგრამ ხელში რომ დავიჭირე და გავტესტე, მთელი პრემიალურობის შეგრძნება რაც 24 ულტრას ქონდა სულ წამეშალა 25 ულტას შემთხვევაში, ბევრად მსუბუქია ხელში თითქოს რაღაც ჩინური მიდ ენდ ტელეფონი გიჭირავსო, ეს კამერის რგოლები გარშემო შავი ძაან იაფფასიანად გამოიყურება, ის კვადრატული დიზაინი რაც ულტრა სერიას ქონდა სულ დაუკარგეს რაა, მაგრად უხდებოდა ის კვადრატული დიზაინი, ბევრად ბრუტალური და სოლიდურ ელფერს სძენდა, არც ელემენტი, არც დატენვის სისწრფე, არც დისფლეი, არც ოპერატიული მეხსიერება, არც გაფართოება ეკრანის, არაფერი შეცვალეს, ერთი 0.1 ინჩით გაზრდილი ეკრანი შემოიტანა სამსუნგმა და ახალი ჩიპსეტი რომელიც 30%-ით უფრო მძლავრია ვიდრე წინა მოდელი იყო. მოკლედ გამოვტოვებ ამ სერიას მე, იმედია დაუბრუნდებიან კვადრატულ ფორმებს შემდეგ თაობებში, და ამ ამხინჯ კამერების გარშემო შავ კანტებს მოაცილებენ. რაც არის ეგ AI ფუნქციები ყველაფერი One UI7-ს რომ მიიღებს 24 ულტრაზეც მოვა და 23 ულტრაზეც. ასე რომ სისულელეა მაგ ტელეფონის ყიდვა რაა, რაც მევასებოდა კიდე სტილუსის ეს მოძრაობის ფუნქციებირ აც ქონდა ეგეც დაუკარგეს, ბლუთუზის მხარდაჭერა მოუხსნეს სტილუსს, ფაქტიურად დაუნგრეიდი გააკეთეს რა... რას ერჩოდნენ ამ სტილუსს ვერ გავიგე. ნახე ჯერ რო უყურებ გვერდი გვერდ 24 სხვა დონეა რა, ვალფეიფერიც კი რა ბანძობაა აქ 25 ულტრას, ულტრას მოძრავი ვალფეიფერები იყო რავი საოცრება, ხალხი წლობით არ ცვლიდნენ იმდენად მაგარ ვალფეიფერებს ქმნიდა სამსუნგი განსაკუთრებით S22 ultra-ს და S24 ultra-ს ვალფეიფერი იყო საოცრება რო გამოვიდა, ამას ეგეც კი რა ბანძი გაუკეთეს.
  17. https://youtu.be/-eg-sZGjWkU?si=NhygtDKMf13AgBGK S23 ultra vs S24 ultra vs S25 ultra camera test.
  18. ეგ იყო როგორი მომენტი, ანუ მერაბი არის არაპროგნოზირებადი მებრძოლი, ქაოსურია და იმიტომ უჭირთ ძალიან ყველას, თორემ არც განსაკუთრებული ვრესთლინგი აქვს, არც განსაკუთრებული სტრაიკინგი, ყველა მხრივ თანაბრად არის განვითარებული და არ იცის მეტოქემ რომელ მხარეს დაარტყას, რინგზე მაგის მთლიანი ბრძოლის სტრატეგია აგებულია პრესინგზე რომ დაღალოს მოწინააღმდეგე და შემდეგ დაჯაბნოს, პირველი რაუნდი უფრო თანაბარი იყო, მეორე რაუნდში აჯობა უმარმა ცოტა უპირატესობით რაც მართალია მართალია, მაგრამ მესამე რაუნდიდან უკვე შეეტყო ძალიან დაღლილობა და აქედან დაიწყო უკვე მეტი გათამამება მერაბის და პრესინგის გაძლიერება, პირველი ორი რაუნდი კი უფრო ჩაკეტილი და ფრთხილი იყო... იყო აფეთქების მომენტებიც როცა ჩეხვა მიდიოდი ორივე მებრძოლის მხრიდან რაც სანახაობრივი გახდა ძალიან და პლიუს მერაბის შოუს ელემენტებიც დაემატა და საღამოს ბრძოლად აღიარეს ამიტომ. უმარი რო ამბობს ხელი მოვიტეხეო, ტრავმა მერაბსაც ქონდა ფეხზე ჭრილობა ქონდა და ინფექცია იყო შესული და ვარჯიშებზე კიდე ზურგი დაიზიანა და ტრავმით გამოვიდა და ათრია მაინც ტიპმა, უმარმა რაც თქვა ტრავმაზე, ბრძოლის დროს კიდე ხდება ეგეთი რამ და მაგით აპელირება ტეხავს... (ეგეც სისუსტის ნიშანია რომ წაგების მიღება არ შეუძლია) მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო, დიდი ალბათობით მეეჭვება ვინმემ მერაბს ქამარი წაართვას აწი, იანი და ომალი რჩება ისევ რემატჩი თუ შედგება მაგათი და იმათ ისევ დაამარცხებს. სხვა მხრივ მაგ წონით დივიზიონში ალექსანდრე თოფურია ჩაერთო უკვე და 9 თებერვალს ბრძოლას გამართავს და დიდი ალბათობით მოიგებს, სანამ ალეკსანდრე სატიტულომდე ავა, მანამდე მერაბიც დაასრულებს კარიერას და ქამარს გადაულოცავს ალეკსანდრეს. ასე და ამგვარად მესამე ჩემპიონიც გვეყოლება.^^
  19. https://www.intel.com/content/www/us/en/products/compare.html?productIds=236848,237330 ანუ ნახე ყველაზე დიდი სხვაობა კიდევ არის 125U-სა და 125H-ს შორის ინტეგრირებული გრაფიკაც, 125U-ს უყენია სუსტი ინტეგრირებული H სერიას კი ARC ტიპის ინტეგრირებული აქვს საკმაოდ მძლავრი ჩიპით და მაღალი სიხშირით, ეგ ის ინტეგრირებულია AMD-ს 680m-ს და 780m-ს რომ ეჭიდავება, ასე რომ მხოლოდ პროცესორში არ არის აქ ბენეფიტი H სერიის ყიდვის დროს, ინტეგრირებულსაც ბევრად მძლავრს იღებ.
  20. https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/lenovo-ideapad-slim-5-83dd001vrk-cloud-grey.html ესეც ნახე კარგი ლეპტოპია საკმაოდ ახლობლის შვილს ვაყიდინე პროგრამირებას სწავლობს და საკმაოდ ძლიერი ნოუთბუქია... https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/lenovo-thinkbook-16-g7-21ms008rru-arctic-grey.html სადაც მაგდენს იხდი ultra 5-ზე არ ვიყიდიდი მე ულტრა 7-ი მოგდის უკვე მაგ ფასად და სხვაობა საკმოად დიდია თან ეგ 125U შეკვეცილი მოდელია, 125H-ზე უნდა იყიდო, ზოგადად ბოლოში U ინდექსი ნიშნავს რომ შემცირებული აქვს ბირთვების და ნაკადების რაოდენობა, დაწეულია სიხშირეები, შემცირებული აქვს ქეშ მეხსიერება და მოკლედ იგივე 125H ჯობია საკმოად U მოდელს. 155H-ს თუ იყიდი ხომ საერთოდ, იდეალური დიდი ხანი არაფერზე დაგაბრკოლებს...
  21. https://www.megatechnica.ge/ge/product/6986/televizorebi-hisense-65u7nq https://alta.ge/tv-photo-video-audio-game-consoles/lcd-oled-tvs/tcl-65c755-qd-mini-led-4k-google-tv.html ამ ორიდან რომელი ჯობს? @George
  22. ამ 2-დან რომლის ყიდვა ღირს? ან სხვა რა ალტერნატივა არსებობს დღეს 50$-ს ფარგლებში? ნოუთბუქისთვის მინდა...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.