gio_kiborg Posted May 31, 2012 Share Posted May 31, 2012 მალე ვაპირებ გავხდე Android-ის მომხმარებელი და მინდოდა ახლოს გამეცნო ეს სისტემა ტელეფონის შეძენამდე ამის საშუალებას გვაძლევს Google თავისი Android Software Development Kit-ით საინტერესო იქნება ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც, რადგან არის Ice Cream Sandwich-ის SDK და სანამ გამოსულა ოფიციალური აპგრეიდი თქვენი ტელეფონისთვის, წინასწარ გაეცნობით ახალ სისტემას. Android SDK-თი შესაძლებელია თითქმის ყველა დარილიზებული Android ვერსიის ემულაცია, ჰარდის პარამეტრების საკუთარ გემოზე დაყენება და კიდევ ბევრი საინტერესო რამ (მათ შორის ანდროიდის აპლიკაციების დაწერა/გატესტვა) მუშაობისთვის გვჭირდება თვითონ ანდროიდის SDK და 32 ბიტიანი Java Development Kit ანუ JDK Android SDK შეგიძლიათ გადმოიწეროთ Android Developer-ის ვებგვერდიდან http://developer.and.../sdk/index.html არის Windows, Mac OS X და Linix ვერსიები Windows-ის ვერსია წარმოდგენილია zip და exe ფაილების სახით გირჩევთ გადმოწეროთ zip ვერსია (40 მბ-მდე) და ამოაარქივოთ სადმე მარტივ Path-ზე, მაგალითად პირდაპირ C ან D დისკზე, ფოლდერს კი შეუცვალოთ სახელი (ქვია android-sdk-windows ) უფრო მარტივზე, მაგ. android დატოვეთ ამ მაგალითში Android SDK-ს სრული Path-ია C:android (ეს შემდგომში გაგიადვილებთ CMD-სთან მუშაობას) რაც შეეხება ჯავას, გვჭირდება 32 ბიტიანიJava Development Kit (JDK) და არა Java Runtime Environment (JRE) ამ Java Eclipse (ეს უფრო დეველოპერებს) გამოიწერეთ შემდეგი ბმულიდან: http://www.oracle.co...oads/index.html შემდეგ მოკლედ, ამოვაარქივეთ SDK, დავაყენეთ JDK და დროა დავიწყოთ გავხნათ SDK-ს ფოლდერი C:/android ჩემს შემთხვევაში შეგვიძლია ვიმუშაოთ მხოლოდ CMD-ში, ან GUI-თი და CMD გამოვიყენოთ აუცილებლობისას (მაგალითად apk ფაილების ინსტალაციისას) სურათზე მონიშნულია ძირითადი აპლიკაციები: platform-tools ფოლდერში უნდა მოვათავსოთ საინსტალაციო apk პაკეტები AVD Manager.exe ანუ Android Virtual Device Manager -ით ხდება ვირტუალური მოწყობილობებიშ შექმნა, ჩართვა, რედაქტირება, წაშლა და ა.შ SDK Manager.exe - ით კი სასურველი ვერსიის SDK -ს(Android-ის სხვადასხვა ვერიის) და პლაგინების გადმოწერა ხდება განვიხილოთ SDK Manager (Win 7/Vista-ს მომხმარებლებ გირჩევთ ჩართოთ Run as Administrator-ით დაელოდეთ სანამ შეივსება პროგრეს ბარი, პროგრამა შედგება 2 ძირითადი განყოფილებისგან API Level და Repository სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი რატომაა ორ განყოფილებად გაყოფილი, ორივეგან შეიძლება ერთი და იგივე ოპერაციის შესრულება, უბრალოდ ოდნავ განსხვავებულად ჩანს და რამდენიმე მცირე განსხვავებაა კიდევ, ალბათ დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანია... მოკლედ, სასურველი SDK და დამატეითი პლაგინები შეგვიძლია აქედან დავაყენოთ, ამისათვის, უბრალოდ მონიშნეთ რისი დაყენება გინდათ გირჩევთ აუცილებლად დააყენოთ Android SDK Tools და Android SDK Platform-tools ხელსაწყოები (თუ არ აყენია ავტომატურადაა მონიშნული) მონიშნეთ სასურველი SDK ვერსია, თუმცა პირდაპირ Install ღილაკს ნუ დააწვებით (ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხეში), რადგან SDK მონიშვნასთან ერთად ავტომატურად ინიშნება უამრავი დეველოპერებისთვის საჭირო ხელსაწყოები, რომლებიც ჩვენ არ გვჭირდება და დროსა და ადგილს წაიღებს მათი გადმოწერა/ინსტალაცია და შემდეგ მოხსენით "პტიჩკები" ყველაფერს SDK Platform-ის გარდა სანამ Install დააჭერთ, დარწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ზედმეტი არაფერია ავტომატურად მონიშნული თუკი ყველაფერი სწორადაა, დავაჭიროთ Install და დაველოდოთ პაკეტების გადმოწერა/დაინსტალირებას (დამოკიდებულია ინტერნეტის სიჩქარეზე) ერთი ძალიან სასარგებლო რამ, რაც Repository-ში ვნახე, არის ზოგი მწარმოებლის დევაისების მზა პლაგინები (ხაზგასმულია წითლად): შეგიძლიათ მონიშნოთ სასურველი და დააყენოთ, თითოეულ პლაგინზე მაუსის მიტანისას, ჩნდება მოკლე აღწერა, სადაც წერია თუ რომელი SDK სჭირდება რომ იყოს დაინსტალირებული და რომელი API ლეველის, ამიტომ თუკი ამ პლაგინებს გამოწერთ და დააყენებთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ დაყენებული საჭირო SDK-ც აქაც გადაამოწმეთ ზედმეტი ხომ არაფერია მონიშნული სანამ Install-ს დააჭერთ ვაინსტალირებთ სასურველ პლაგინებს და ვხურავთ SDK Manager-ს განვიხილოთ AVD Manager სასურველია ჩავრთოთ Run As Administrator-ით ახალ Android Virtual Device-ს ლოგიკურია ვამატებთ New... ღილაკით Name-ში ვარქმევთ სასურველ სახელს, ხოლო Target-ში კი ვირჩევთ თუ რომელი SDK გვინდა, ან რომელი ვერსიის პლაგინი (თუკი დაყენებული გვაქვს) SD Card-ში ვუთითებთ ზომას, ან IMG ფაილს (თუ არსებულის გამოყენება გვინდა) Snapshot დავტოვოთ პტიჩკის გარეშე (ეს უფრო დეველოპერებისთვისაა) Skin-ში ვარჩევთ ეკრანის პარამეტრებს, Built-in-ში მოცემულია სტანდარტული რეზოლუციები WXGA, WGA, QVGA, HVGA და ა.შ, ან ხელით ვუწერთ Resolution-ში (პირველს ვწერთ სიგანეს, მეორეს სიგრძეს, მაგ 480X800) Hardware-ში New ღილაკით ვამატებთ აპარატურულ პარამეტრებს, (პლაგინებისთვის ყველაფერი გაწერილია უკვე, სუფთა SDK-ს კი ძირითადები აქვს) გირჩევთ დაამატოთ Keyboard Support და დააყენოთ Yes-ზე, ეს საშუალებსა მოგცემთ ეფექტურად გამოიყენოთ კლავიატურა, მაგ Home ღილაკი კლავიატურაზე ნიშნავს Home-ს ანდროიდისთვის, Esc ღილაკი Back-ს, ტექსტის შეყვანა შესაძლებელია კლავიატურით... მოკლედ ძალიან მოსახერხებელია ბოლოს კი ფანჯრის ბოლოში ვაჭერთ Create AVD ღილაკს, რითაც ვქმნით ვირტუალურ მოწყობილობას ღიკაკზე დააჭირეთ ერთხელ და დაელოდეთ, ცოტა ხანს ისე ჩანს, თითქოს პროგრამა გაჭედილია შექმნილი AVD-ს ჩასართავად, მოვნიშნოთ ის Android Virtual Device Manager-ის ფანჯარაში და დავაჭიროთ Start-ს მარცხენა მხარეს, გამოსულ Launch Option ფანჯარაში ნურაფერს შეცვლით (თუ ძალიან არ გინდათ ) და პირდაპირ დავაჭიროთ Launch ამოხტება რამდენიმე CMD ფანჯარა და ცოტა ხანში ჩაირთვება ჩვენი ვირტუალური ანდროიდი! ვირტუალურ ანდროიდს მოყვება ძირითადი აპლიკაციები, თუმცა შეიძლება ყველამ არ იმუშაოს (მაგ, მე კამერა ვერ ჩავრთე) ასევე საკმაოდ ნელა მუშაობს, ზოგჯერ გამაღიზიანებლად ნელა.... მთავარი უპირატესობაა apk ფაილების ინსტალაციის შესაძლებლობა (სხვათა შორის ამ მეთოდით რეალურ დევაისზეც შეიძლება აპლიკაციების დაყენება) შექმნილი ვირტუალური ანდროიდი ინახება შემდეგ მისამართზე: C:UsersUSERNAME.androidavd მასში არის ფოლდერები თვითოეული ვირტუალური ანდროიდისთვის ფოლდერებს კი სახელად ჩვენი დარქმეული სახელები ქვია .avd დაბოლოებით sdcard.img ფაილი არის თქვენი SD ბარათი (რომლის მოცულობაც თავიდან მივუთითეთ) ის შეიძლება გავხნათ, მაგალითად Ultra ISO-თი და ჩავაკოპიროთ სასურველი ფაილები სასურველ ადგილას !კიდევ, Android-ის ვირტუალური ვერსიები უკვე დარუთულია! APK ფაილების ინსტალაციისთვის, ჯერ ისინი უნდა ჩავაკოპიროთ platrform-tools ფოლდერში, ჩემს შემთხვევაში C:\Android\platform-tools შემდეგ ვხსნით Windows-ის CMD0-ს (სასურველია ადმინისტრატორის უფლებებით) გადავდივართ SDK-ს platform-tools დირექტორიაში ამისთვის ტერმინალში ვკრიბავთ cd c:\android\platform-tools[/code] და ვკრიბავთ ბრძანებას: [b]adb install [color=#FF0000]aplikaciis saxeli[/color].apk[/b] [indent=1][color=#ff0000]გირჩევთ, სიმარტივისთვის აპლიკაციებს Rename გაუკეთოთ უფრო მარტივზე, მაგალითად G-Keys დავარქვი GK[/color][/indent] ვაჭერთ Enter ღილაკს და ველოდებით სანამ არ დასრულდება პროცესი (დადებით შემთხვევაში ეწერება [CODE]succided [/code] მგონი სულ ეს იყო, თუ რამე გამახსენდა კიდევ, აუცილებლად ჩავამატებ 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted May 31, 2012 Share Posted May 31, 2012 მაგარია დავუმუღამებ ანდროიდს ეხლა დავაყენებ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 31, 2012 Share Posted May 31, 2012 მაგარს ჭედავს ეგ ADK,მე BlueStack-ს ვხმარობ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted May 31, 2012 Author Share Posted May 31, 2012 ხო, ნელ მუშაობაზე აწი უნდა დამეწერა, მაგრამ BlueStack-ით მგონი APK ფაილებს ვერ დააინსტალირებ, უნდა გქონდეს ანდროიდი და ვერც სპეციფიურ ვერსიას გამოიყენებ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted May 31, 2012 Share Posted May 31, 2012 64 ბიტიან Windows-ზე ვერ დავაყენებ თუ 64-იანზეც 32 ბიტიანი ჯავა დავაყენო? მითითებული რომ გაქვს 32 ბიტიანი მაგან დამაბნია ცოტა სენდვიჩს დავტესტავ :spiteful: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted May 31, 2012 Author Share Posted May 31, 2012 64 ბიტიან Windows-ზე ვერ დავაყენებ თუ 64-იანზეც 32 ბიტიანი ჯავა დავაყენო? მითითებული რომ გაქვს 32 ბიტიანი მაგან დამაბნია ცოტა სენდვიჩს დავტესტავ კი, დააყენებ, ოღონდ ჯავა აუცილებლად 32 ბიტიანი უნდა დააყენო მე 64 ბიტიანზე მიყენია პირიქით, დაბნეულობა რომ არ გამოეწვია ჯავას ბიტიანობას მაგიტომ დავწერე :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted May 31, 2012 Share Posted May 31, 2012 კი, დააყენებ, ოღონდ ჯავა აუცილებლად 32 ბიტიანი უნდა დააყენო მე 64 ბიტიანზე მიყენია პირიქით, დაბნეულობა რომ არ გამოეწვია ჯავას ბიტიანობას მაგიტომ დავწერე ძალიან კარგი გაიხარე :comp10: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted May 31, 2012 Share Posted May 31, 2012 მაგარი რამეა გავაკეთე x64 ვინდზე, მაგრამ ცოტა ჭედავს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? და კიდე გარედან ტელეფონის ვიდი არ აქვს უბრალო windows-ის ფანჯარას გავს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Grendy Posted June 1, 2012 Share Posted June 1, 2012 სამწუხაროდ ძალინ ჭედავს ჩემთან. არადა ICS ნახვა მინდოდა, 2011 წლის მოდელია ჩემი ტელეფონი, მაგრამ რატომგაც სამსუნგმა დაგვიკიდა GT-i8150-ის მომხმარებლები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted June 1, 2012 Share Posted June 1, 2012 http://bluestacks.com/ აგერ ბვრად უკეთესი პროგრამა, რომელსაც 3D აჩქარებაც აქ ამისგან განსხვავებით :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted June 1, 2012 Author Share Posted June 1, 2012 ძალიან კარგი გაიხარე მაგარი რამეა გავაკეთე x64 ვინდზე, მაგრამ ცოტა ჭედავს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? და კიდე გარედან ტელეფონის ვიდი არ აქვს უბრალო windows-ის ფანჯარას გავს. ჭედავს ზოგადად, დაჟე VMWare-თი ემულირებულ ვინზე მეტად სამწუხაროდ ძალინ ჭედავს ჩემთან. არადა ICS ნახვა მინდოდა, 2011 წლის მოდელია ჩემი ტელეფონი, მაგრამ რატომგაც სამსუნგმა დაგვიკიდა GT-i8150-ის მომხმარებლები ყოველ წუთას გვპირდებიან ოფიციალურ ICS-ს, თუმცა მანამდე ოხრადაა Custom ROM-ები(ICS) ნახე XDA Developers ფორუმზე მაგ ტელეფონისთვის მე Galaxy Note GT-N7000 მექნება ცოტა ხანში და ვეღარ გადამიწყვეტია რომელი ICS დავაყენო, თუ დაველოდო ფინალურს KingDroid-ს აქვს უმაგრესი ICS როები TouchWiz 5 და UX ვერსიის ასევე Paranoid Android-ს ვაბშე Tablet/Hybrid Mode დიდი ეკრანიანისთვის მისწრებაა, თუმცა სტილუსი კარგავსო აკურატულობას და S-Memo-ს ვერ გამოიყენებთ ნორმალურადო http://bluestacks.com/ აგერ ბვრად უკეთესი პროგრამა, რომელსაც 3D აჩქარებაც აქ ამისგან განსხვავებით მაგ პროგზე შემიძლია APK დავაყენო და თავისი ქეში ჩავუწერო ხელით? Mass Effect-ის გაშვება მინდა და ვირტუალურზე კვდება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted June 3, 2012 Share Posted June 3, 2012 bluestacks vxmarob me,apk-ebis emulatoria magram dzebnashi adw launcher dauweret da egec android 2.2 romelic vabshe ar wedavs Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted March 11, 2014 Share Posted March 11, 2014 .. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted March 11, 2014 Share Posted March 11, 2014 windroy-ს ვხმარობ მე, ყველაზე მოსახერხებელია რაც ვნახე, თან საკმაოდ სწრაფი) http://www.socketeq.com/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Danger77 Posted March 23, 2014 Share Posted March 23, 2014 virtualbox კარგად უმკლავდება ანდროიდს,საკმაოდ სწრაფია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted March 23, 2014 Share Posted March 23, 2014 ზუსტად ჩემნაირი ხალხისთვის ( ვისაც აინტერესებს ანდროიდი და ხელი არ მიუწვდება) მისწრება ეს პროგრამა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted March 23, 2014 Share Posted March 23, 2014 ბოლო რომელი პროგრამა დავაყენო, რომელ ვერსიაზე შიძლება APK ფაილისი დაინსტალირება და რომელის სწრაფი ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted March 23, 2014 Share Posted March 23, 2014 windroy-ს ვხმარობ მე, ყველაზე მოსახერხებელია რაც ვნახე, თან საკმაოდ სწრაფი) http://www.socketeq.com/ ბოლო რომელი პროგრამა დავაყენო, რომელ ვერსიაზე შიძლება APK ფაილისი დაინსტალირება და რომელის სწრაფი ? virtualbox კარგად უმკლავდება ანდროიდს,საკმაოდ სწრაფია ესენი ნახე ინსტრუქციაში რაც არის ცოტა ძველია და ასე მარტივად გააკეთებ უფრო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted March 23, 2014 Share Posted March 23, 2014 ახლა გადავხედე ინტერნეტში და მგონი ვირტუალბოქსით ჯობია. მოკლედ, ზუსტად რომელი აჯობებს, გადმოვწერ ორივეს და ვნახავ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted March 23, 2014 Share Posted March 23, 2014 ახლა გადავხედე ინტერნეტში და მგონი ვირტუალბოქსით ჯობია. მოკლედ, ზუსტად რომელი აჯობებს, გადმოვწერ ორივეს და ვნახავ. ეს ვირტუალბოქსი როგორ მუშაობს და მითუმეტეს ანდროიდი როგორ უნდა გაუშვა მაგით, ვერაფერი გავიგე. თუ ვინმე ახსნით მაგას კაი იქნება. მადლობა წინასწარ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Danger77 Posted March 23, 2014 Share Posted March 23, 2014 ეს ვირტუალბოქსი როგორ მუშაობს და მითუმეტეს ანდროიდი როგორ უნდა გაუშვა მაგით, ვერაფერი გავიგე. თუ ვინმე ახსნით მაგას კაი იქნება. მადლობა წინასწარ. ზუსტად ამის მიხედვით გააკეთე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted March 23, 2014 Share Posted March 23, 2014 ჩემთან სხვანაირი მენიუ გამოაქვს ვირტუალბოქს. ( სხვა ვერსიაა) ვნახავ იქნებ რამე გამოვიდეს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.