Jump to content

Android-ის ემულატორი (ოფიციალური SDK)


gio_kiborg

Recommended Posts

მალე ვაპირებ გავხდე Android-ის მომხმარებელი და მინდოდა ახლოს გამეცნო ეს სისტემა ტელეფონის შეძენამდე

ამის საშუალებას გვაძლევს Google თავისი Android Software Development Kit-ით

საინტერესო იქნება ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც, რადგან არის Ice Cream Sandwich-ის SDK და სანამ გამოსულა ოფიციალური აპგრეიდი თქვენი ტელეფონისთვის, წინასწარ გაეცნობით ახალ სისტემას.

Android SDK-თი შესაძლებელია თითქმის ყველა დარილიზებული Android ვერსიის ემულაცია, ჰარდის პარამეტრების საკუთარ გემოზე დაყენება და კიდევ ბევრი საინტერესო რამ (მათ შორის ანდროიდის აპლიკაციების დაწერა/გატესტვა)

მუშაობისთვის გვჭირდება თვითონ ანდროიდის SDK და 32 ბიტიანი Java Development Kit ანუ JDK

Android SDK შეგიძლიათ გადმოიწეროთ Android Developer-ის ვებგვერდიდან

http://developer.and.../sdk/index.html

არის Windows, Mac OS X და Linix ვერსიები

Windows-ის ვერსია წარმოდგენილია zip და exe ფაილების სახით

9a6470702593.jpg

გირჩევთ გადმოწეროთ zip ვერსია (40 მბ-მდე) და ამოაარქივოთ სადმე მარტივ Path-ზე, მაგალითად პირდაპირ C ან D დისკზე, ფოლდერს კი შეუცვალოთ სახელი (ქვია android-sdk-windows ) უფრო მარტივზე, მაგ. android დატოვეთ

ამ მაგალითში Android SDK-ს სრული Path-ია
C:android
(ეს შემდგომში გაგიადვილებთ CMD-სთან მუშაობას)

რაც შეეხება ჯავას, გვჭირდება 32 ბიტიანიJava Development Kit (JDK) და არა Java Runtime Environment (JRE)

ამ Java Eclipse (ეს უფრო დეველოპერებს)

გამოიწერეთ შემდეგი ბმულიდან:

http://www.oracle.co...oads/index.html

0424ed5637a8.jpg

შემდეგ

4c2826711eeb.jpg

მოკლედ, ამოვაარქივეთ SDK, დავაყენეთ JDK და დროა დავიწყოთ

გავხნათ SDK-ს ფოლდერი C:/android ჩემს შემთხვევაში

შეგვიძლია ვიმუშაოთ მხოლოდ CMD-ში, ან GUI-თი და CMD გამოვიყენოთ აუცილებლობისას (მაგალითად apk ფაილების ინსტალაციისას)

dce0327a986c.jpg

სურათზე მონიშნულია ძირითადი აპლიკაციები:

platform-tools ფოლდერში უნდა მოვათავსოთ საინსტალაციო apk პაკეტები

AVD Manager.exe ანუ Android Virtual Device Manager -ით ხდება ვირტუალური მოწყობილობებიშ შექმნა, ჩართვა, რედაქტირება, წაშლა და ა.შ

SDK Manager.exe - ით კი სასურველი ვერსიის SDK -ს(Android-ის სხვადასხვა ვერიის) და პლაგინების გადმოწერა ხდება

განვიხილოთ SDK Manager

(Win 7/Vista-ს მომხმარებლებ გირჩევთ ჩართოთ Run as Administrator-ით

დაელოდეთ სანამ შეივსება პროგრეს ბარი,

პროგრამა შედგება 2 ძირითადი განყოფილებისგან

API Level და Repository

სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი რატომაა ორ განყოფილებად გაყოფილი, ორივეგან შეიძლება ერთი და იგივე ოპერაციის შესრულება, უბრალოდ ოდნავ განსხვავებულად ჩანს და რამდენიმე მცირე განსხვავებაა კიდევ, ალბათ დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანია...

მოკლედ, სასურველი SDK და დამატეითი პლაგინები შეგვიძლია აქედან დავაყენოთ, ამისათვის, უბრალოდ მონიშნეთ რისი დაყენება გინდათ

გირჩევთ აუცილებლად დააყენოთ Android SDK Tools და Android SDK Platform-tools ხელსაწყოები (თუ არ აყენია ავტომატურადაა მონიშნული)

1b2475a70f0f.jpg

მონიშნეთ სასურველი SDK ვერსია, თუმცა პირდაპირ Install ღილაკს ნუ დააწვებით (ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხეში), რადგან SDK მონიშვნასთან ერთად ავტომატურად ინიშნება უამრავი დეველოპერებისთვის საჭირო ხელსაწყოები, რომლებიც ჩვენ არ გვჭირდება და დროსა და ადგილს წაიღებს მათი გადმოწერა/ინსტალაცია

b8f6abe5cf49.jpg

და შემდეგ მოხსენით "პტიჩკები" ყველაფერს SDK Platform-ის გარდა

სანამ Install დააჭერთ, დარწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ზედმეტი არაფერია ავტომატურად მონიშნული

თუკი ყველაფერი სწორადაა, დავაჭიროთ Install და დაველოდოთ პაკეტების გადმოწერა/დაინსტალირებას (დამოკიდებულია ინტერნეტის სიჩქარეზე)

ერთი ძალიან სასარგებლო რამ, რაც Repository-ში ვნახე, არის ზოგი მწარმოებლის დევაისების მზა პლაგინები (ხაზგასმულია წითლად):

bafc3a714360.jpg

შეგიძლიათ მონიშნოთ სასურველი და დააყენოთ, თითოეულ პლაგინზე მაუსის მიტანისას, ჩნდება მოკლე აღწერა, სადაც წერია თუ რომელი SDK სჭირდება რომ იყოს დაინსტალირებული და რომელი API ლეველის, ამიტომ თუკი ამ პლაგინებს გამოწერთ და დააყენებთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ დაყენებული საჭირო SDK-ც

აქაც გადაამოწმეთ ზედმეტი ხომ არაფერია მონიშნული სანამ Install-ს დააჭერთ

ვაინსტალირებთ სასურველ პლაგინებს და ვხურავთ SDK Manager-ს

განვიხილოთ AVD Manager

სასურველია ჩავრთოთ Run As Administrator-ით

365647aa60a2.jpg

ახალ Android Virtual Device-ს ლოგიკურია ვამატებთ New... ღილაკით

5ad477e375eb.jpg

Name-ში ვარქმევთ სასურველ სახელს, ხოლო Target-ში კი ვირჩევთ თუ რომელი SDK გვინდა, ან რომელი ვერსიის პლაგინი (თუკი დაყენებული გვაქვს)

SD Card-ში ვუთითებთ ზომას, ან IMG ფაილს (თუ არსებულის გამოყენება გვინდა)

Snapshot დავტოვოთ პტიჩკის გარეშე (ეს უფრო დეველოპერებისთვისაა)

Skin-ში ვარჩევთ ეკრანის პარამეტრებს, Built-in-ში მოცემულია სტანდარტული რეზოლუციები WXGA, WGA, QVGA, HVGA და ა.შ, ან ხელით ვუწერთ Resolution-ში (პირველს ვწერთ სიგანეს, მეორეს სიგრძეს, მაგ 480X800)

Hardware-ში New ღილაკით ვამატებთ აპარატურულ პარამეტრებს, (პლაგინებისთვის ყველაფერი გაწერილია უკვე, სუფთა SDK-ს კი ძირითადები აქვს)

გირჩევთ დაამატოთ Keyboard Support და დააყენოთ Yes-ზე, ეს საშუალებსა მოგცემთ ეფექტურად გამოიყენოთ კლავიატურა, მაგ Home ღილაკი კლავიატურაზე ნიშნავს Home-ს ანდროიდისთვის, Esc ღილაკი Back-ს, ტექსტის შეყვანა შესაძლებელია კლავიატურით... მოკლედ ძალიან მოსახერხებელია

ბოლოს კი ფანჯრის ბოლოში ვაჭერთ Create AVD ღილაკს, რითაც ვქმნით ვირტუალურ მოწყობილობას

ღიკაკზე დააჭირეთ ერთხელ და დაელოდეთ, ცოტა ხანს ისე ჩანს, თითქოს პროგრამა გაჭედილია

შექმნილი AVD-ს ჩასართავად, მოვნიშნოთ ის Android Virtual Device Manager-ის ფანჯარაში და დავაჭიროთ Start-ს მარცხენა მხარეს, გამოსულ Launch Option ფანჯარაში ნურაფერს შეცვლით (თუ ძალიან არ გინდათ :) )

85bfa2472fe0.jpg

და პირდაპირ დავაჭიროთ Launch

ამოხტება რამდენიმე CMD ფანჯარა და ცოტა ხანში ჩაირთვება ჩვენი ვირტუალური ანდროიდი!

e0622464bc6a.jpg

306524065525.jpg

ვირტუალურ ანდროიდს მოყვება ძირითადი აპლიკაციები, თუმცა შეიძლება ყველამ არ იმუშაოს (მაგ, მე კამერა ვერ ჩავრთე)

ასევე საკმაოდ ნელა მუშაობს, ზოგჯერ გამაღიზიანებლად ნელა....

მთავარი უპირატესობაა apk ფაილების ინსტალაციის შესაძლებლობა (სხვათა შორის ამ მეთოდით რეალურ დევაისზეც შეიძლება აპლიკაციების დაყენება)

შექმნილი ვირტუალური ანდროიდი ინახება შემდეგ მისამართზე:

C:UsersUSERNAME.androidavd

მასში არის ფოლდერები თვითოეული ვირტუალური ანდროიდისთვის

ფოლდერებს კი სახელად ჩვენი დარქმეული სახელები ქვია .avd დაბოლოებით

4e6eee414562.jpg

38f828114c71.jpg

sdcard.img ფაილი არის თქვენი SD ბარათი (რომლის მოცულობაც თავიდან მივუთითეთ)

ის შეიძლება გავხნათ, მაგალითად Ultra ISO-თი და ჩავაკოპიროთ სასურველი ფაილები სასურველ ადგილას

!კიდევ, Android-ის ვირტუალური ვერსიები უკვე დარუთულია!

APK ფაილების ინსტალაციისთვის, ჯერ ისინი უნდა ჩავაკოპიროთ platrform-tools ფოლდერში, ჩემს შემთხვევაში

C:\Android\platform-tools
შემდეგ ვხსნით Windows-ის CMD0-ს (სასურველია ადმინისტრატორის უფლებებით) გადავდივართ SDK-ს platform-tools დირექტორიაში ამისთვის ტერმინალში ვკრიბავთ
cd c:\android\platform-tools[/code]




54844d08c8fe.jpg



და ვკრიბავთ ბრძანებას:

[b]adb install [color=#FF0000]aplikaciis saxeli[/color].apk[/b]
[indent=1][color=#ff0000]გირჩევთ, სიმარტივისთვის აპლიკაციებს Rename გაუკეთოთ უფრო მარტივზე, მაგალითად G-Keys დავარქვი GK[/color][/indent] 0c3fb84fab04.jpg ვაჭერთ Enter ღილაკს და ველოდებით სანამ არ დასრულდება პროცესი (დადებით შემთხვევაში ეწერება
[CODE]succided [/code]

მგონი სულ ეს იყო, თუ რამე გამახსენდა კიდევ, აუცილებლად ჩავამატებ

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

მაგარს ჭედავს ეგ ADK,მე BlueStack-ს ვხმარობ

Link to comment
Share on other sites

ხო, ნელ მუშაობაზე აწი უნდა დამეწერა, მაგრამ BlueStack-ით მგონი APK ფაილებს ვერ დააინსტალირებ, უნდა გქონდეს ანდროიდი

და ვერც სპეციფიურ ვერსიას გამოიყენებ

Link to comment
Share on other sites

64 ბიტიან Windows-ზე ვერ დავაყენებ თუ 64-იანზეც 32 ბიტიანი ჯავა დავაყენო?

მითითებული რომ გაქვს 32 ბიტიანი მაგან დამაბნია ცოტა

სენდვიჩს დავტესტავ :spiteful:

Link to comment
Share on other sites

64 ბიტიან Windows-ზე ვერ დავაყენებ თუ 64-იანზეც 32 ბიტიანი ჯავა დავაყენო?

მითითებული რომ გაქვს 32 ბიტიანი მაგან დამაბნია ცოტა

სენდვიჩს დავტესტავ :spiteful:

კი, დააყენებ, ოღონდ ჯავა აუცილებლად 32 ბიტიანი უნდა დააყენო

მე 64 ბიტიანზე მიყენია

პირიქით, დაბნეულობა რომ არ გამოეწვია ჯავას ბიტიანობას მაგიტომ დავწერე :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კი, დააყენებ, ოღონდ ჯავა აუცილებლად 32 ბიტიანი უნდა დააყენო

მე 64 ბიტიანზე მიყენია

პირიქით, დაბნეულობა რომ არ გამოეწვია ჯავას ბიტიანობას მაგიტომ დავწერე :)

ძალიან კარგი გაიხარე :comp10:

Link to comment
Share on other sites

მაგარი რამეა გავაკეთე x64 ვინდზე, მაგრამ ცოტა ჭედავს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? და კიდე გარედან ტელეფონის ვიდი არ აქვს უბრალო windows-ის ფანჯარას გავს.

Link to comment
Share on other sites

სამწუხაროდ ძალინ ჭედავს ჩემთან. არადა ICS ნახვა მინდოდა, 2011 წლის მოდელია ჩემი ტელეფონი, მაგრამ რატომგაც სამსუნგმა დაგვიკიდა GT-i8150-ის მომხმარებლები

Link to comment
Share on other sites

http://bluestacks.com/

აგერ ბვრად უკეთესი პროგრამა, რომელსაც 3D აჩქარებაც აქ ამისგან განსხვავებით :)

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი გაიხარე :comp10:

:thumbsup:

მაგარი რამეა გავაკეთე x64 ვინდზე, მაგრამ ცოტა ჭედავს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? და კიდე გარედან ტელეფონის ვიდი არ აქვს უბრალო windows-ის ფანჯარას გავს.

ჭედავს ზოგადად, დაჟე VMWare-თი ემულირებულ ვინზე მეტად

სამწუხაროდ ძალინ ჭედავს ჩემთან. არადა ICS ნახვა მინდოდა, 2011 წლის მოდელია ჩემი ტელეფონი, მაგრამ რატომგაც სამსუნგმა დაგვიკიდა GT-i8150-ის მომხმარებლები

ყოველ წუთას გვპირდებიან ოფიციალურ ICS-ს, თუმცა მანამდე ოხრადაა Custom ROM-ები(ICS) ნახე XDA Developers ფორუმზე მაგ ტელეფონისთვის

მე Galaxy Note GT-N7000 მექნება ცოტა ხანში და ვეღარ გადამიწყვეტია რომელი ICS დავაყენო, თუ დაველოდო ფინალურს

KingDroid-ს აქვს უმაგრესი ICS როები TouchWiz 5 და UX ვერსიის

ასევე Paranoid Android-ს ვაბშე Tablet/Hybrid Mode დიდი ეკრანიანისთვის მისწრებაა, თუმცა სტილუსი კარგავსო აკურატულობას და S-Memo-ს ვერ გამოიყენებთ ნორმალურადო

http://bluestacks.com/

აგერ ბვრად უკეთესი პროგრამა, რომელსაც 3D აჩქარებაც აქ ამისგან განსხვავებით :)

მაგ პროგზე შემიძლია APK დავაყენო და თავისი ქეში ჩავუწერო ხელით?

Mass Effect-ის გაშვება მინდა და ვირტუალურზე კვდება

Link to comment
Share on other sites

bluestacks vxmarob me,apk-ebis emulatoria magram dzebnashi adw launcher dauweret da egec android 2.2 romelic vabshe ar wedavs

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...
  • 2 weeks later...

virtualbox კარგად უმკლავდება ანდროიდს,საკმაოდ სწრაფია

Link to comment
Share on other sites

ზუსტად ჩემნაირი ხალხისთვის ( ვისაც აინტერესებს ანდროიდი და ხელი არ მიუწვდება) მისწრება ეს პროგრამა.

Link to comment
Share on other sites

ბოლო რომელი პროგრამა დავაყენო, რომელ ვერსიაზე შიძლება APK ფაილისი დაინსტალირება და რომელის სწრაფი ?

Link to comment
Share on other sites

windroy-ს ვხმარობ მე, ყველაზე მოსახერხებელია რაც ვნახე, თან საკმაოდ სწრაფი)

 

http://www.socketeq.com/

 

ბოლო რომელი პროგრამა დავაყენო, რომელ ვერსიაზე შიძლება APK ფაილისი დაინსტალირება და რომელის სწრაფი ?

 

virtualbox კარგად უმკლავდება ანდროიდს,საკმაოდ სწრაფია

ესენი ნახე

ინსტრუქციაში რაც არის ცოტა ძველია და ასე მარტივად გააკეთებ უფრო

Link to comment
Share on other sites

ახლა გადავხედე ინტერნეტში და მგონი ვირტუალბოქსით ჯობია.

 

მოკლედ, ზუსტად რომელი აჯობებს, გადმოვწერ ორივეს და ვნახავ.

Link to comment
Share on other sites

ახლა გადავხედე ინტერნეტში და მგონი ვირტუალბოქსით ჯობია.

 

მოკლედ, ზუსტად რომელი აჯობებს, გადმოვწერ ორივეს და ვნახავ.

ეს ვირტუალბოქსი როგორ მუშაობს და მითუმეტეს ანდროიდი როგორ უნდა გაუშვა მაგით, ვერაფერი გავიგე.

თუ ვინმე ახსნით მაგას კაი იქნება. მადლობა წინასწარ.

Link to comment
Share on other sites

ეს ვირტუალბოქსი როგორ მუშაობს და მითუმეტეს ანდროიდი როგორ უნდა გაუშვა მაგით, ვერაფერი გავიგე.

თუ ვინმე ახსნით მაგას კაი იქნება. მადლობა წინასწარ.

ზუსტად ამის მიხედვით გააკეთე

Link to comment
Share on other sites

ჩემთან სხვანაირი მენიუ გამოაქვს ვირტუალბოქს. ( სხვა ვერსიაა)

ვნახავ იქნებ რამე გამოვიდეს.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.