-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ილონ მასკი არ წყვეტს კაცობრიობის ბედზე განცდას. ამჯერად მას პესიმისტური პროგნოზი აქვს უახლოეს 30 წელიწადთან დაკავშირებით. მასკის აზრით უახლოეს ათწლეულებში კაცობრიობას ელოდება პოპულაციური აფეთქება: პლანეტის ხანდაზმული მოსახლეობა რაოდენობრივად გადააჭარბებს შობადობის მსოფლიო მაჩვენებელს. ამის შედეგად 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდება და არა პირიქით ისე, როგორც ამას აღნიშნავს გაერო თავის უკანასკნელ ანგარიშში. როგორ მომავალი ელის კაცობრიობას? „მსოფლიოს მოსახლეობა სწრაფად მიიწევს კოლაფსისკენ, თუმცა ამას პრაქტიკულად ვერავინ ამჩნევს“ - ასეთი კომენტარი გაუკეთა მასკმა გაეროს ანგარიშს. მოგვიანებით მან განმარტა, რომ „დემოგრაფიულ მონაცემებში ასაკობრივი სტრატიფიკაცია გამოსახული იქნება ამობრუნებული პირამიდის სახით, რომლის შემადგენლობაში იქნება უმეტესი ხანდაზმული თაობის წარმომადგენელი და გაცილებით ნაკლები ახალგაზრდა თაობა“. Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა გამოიყენა ნორვეგიელი მეცნიერის, იორგენ რანდერსის სიტყვები, რომელიც თავის წიგნში - „2052 წელი: მომდევნო ორმოცი წლის გლობალური პროგნოზი“ - წერს: მოსახლეობა შემცირებას დაახლოებით 2040 წელს დაიწყებს. მასკის იდეა ეწინააღმდეგება გაეროს უახლესი ანგარიშის ინფორმაციას, რომელშიც გადმოცემულია მსოფლიოს მოსახლეობის დონის პროგნოზი 2100 წლამდე - აღნიშნავს Business Insider. ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9.7 მილიარდს მიაღწევს. ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობა შენელებული ტემპით იზრდება, შემცირება კი 2100 წლისთვისაა მოსალოდნელი, იმ დროისთვის პლანეტაზე 11 მილიარდი ადამიანი იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ გაეროს ანგარიშში საუბარი ეხება „დედამიწის მოსახლეობის უპრეცედენტო დაბერებას. https://hi-news.ru/eto-interesno/mask-predskazal-zakat-chelovechestva-k-2050-godu.html
-
მიმდინარე წელს Computex 2019-ზე გამოჩნდა სერვერული პროცესორები მარკით - Hygon, რომლებიც არის პირველი თაობის Zen არქიტექტურის AMD EPYC პროცესორების ჩინური ლიცენზირებული ასლები. Lisa Su-მ მაშინ მასმედიას განუცხადა, რომ THATIC-თან თანამშრომლობა არ გულისხმობდა ჩინელი პარტნიორებისთვის უფრო თანამედროვე არქიტექტურის პროცესორებზე უფლების გადაცემას. ორი დღის წინ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ განაახლა იმ ჩინური კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობამაც ამერიკელების აზრით შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს აშშ-ის უსაფრთხოება და ინტერესები საერთაშორისო ბაზარზე. ამ სიას შეემატა AMD-ის ყველა ის ჩინური პარტნიორი კომპანია, რომლებიც ამზადებენ და ყიდიან Zen-არქიტექტურის პროცესორების ჩინურ „კლონებს“. ფოტოს წყარო: აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო შესაბამისად, უკვე აღარც AMD-ს და აღარც სხვა ამერიკულ კომპანიებს აქვთ უფლება - იმოქმედონ კონკრეტულ ჩინურ კომპანიებთან. უფრო მეტიც, აკრძალვა შეეხო Intel-ისა და NVIDIA-ს ინტერესებსაც, რადგანაც ისინი Higon-ს აწვდიდნენ კომპონენტებს სუპერკომპიუტერული სისტემებისთვის. სწორედ სუპერკომპიუტერების თავდაცვითი მიზნით გამოყენების ფაქტორმა გამოიწვია ასეთი რეაქცია ამერიკულ ხელისუფლებაში. სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალში შევიდა კიდევ ორი კომპანია (Haiguang Microelectronics და Chengdu Haiguang Integrated Circuit Design), რომლებშიც AMD ფლობს კაპიტალის 51 და 30%-ს, შესაბამისად. თუმცა AMD-სთვის საბედნიეროდ, მას ამ კომპანიებში ფული არ ჩაუდია - მან კაპიტალში წილი შეიტანა ინტელექტუალური საკუთრების ფორმით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ AMD საერთოდ არ რისკავს ფულადი რესურსების დაკარგვას: კონტრაქტის პირობებით ამერიკულ კომპანიას უნდა მიეღო 293 მლნ საწყის ეტაპზე, შემდეგ კი შეძლებდა დაყრდნობოდა ერთობლივი საქმიანობის შედეგებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში AMD-მ 60 მლნ მიიღო. მიმდინარე მოვლენების ფონზე კი მისი აქციების ფასი 3%-ით დაეცა. https://overclockers.ru/hardnews/show/97874/vlasti-ssha-zapretili-amd-sotrudnichat-s-ryadom-kitajskih-partnerov
-
- 1
-
-
ყოველკვარტალური ანგარიშის თანახმად მთელ მსოფლიოში წლის პირველ კვარტალში გაიყიდა საერთო ჯამში 2.8 მლრდ დოლარის ღირებულების ვიდეო ბარათები. გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ზრდა 0.3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 43.6%-იანი ზრდა ფიქსირდება. მსგავს დინამიკას მარტივი ახსნა აქვს - 2018 წლის პირველ კვარტალში ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი კრიპტოსავალუტო ბუმი და ვიდეო ბარათებს ხალხი აქტიურად ყიდულობდა იმ დროს პოპულარული კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად. 2018 წლის ბოლო AMD აკონტროლებდა დისკრეტული ბარათების ბაზრის არაუმეტეს 18.8 % -იან წილს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი შეძლო ეს წილი 22.7%-მდე გაეზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველი კვარტალი ტრადიციულად არ არის ვიდეო ბარათებზე მაღალი მოთხოვნის სეზონი, AMD-ს კი ამ პერიოდში სიახლედ მხოლოდ Radeon VII ჰქონდა. სავარაუდოდ, AMD-ს დაეხმარა მარკეტინგული აქტივობა Polaris-სერიის ვიდეო ბარათების გააქტიურებაში - ეს მოხდა სწორედ წლის დასაწყისში. სამაგიეროდ, ცხადი ხდება, რომ კრიპტოსავალუტო ბუმმა AMD-ს ხელი შეუწყო 2018 წლის პირველ კვარტალში აქტიურად გაეყიდა ვიდეო ბარათები - იმ დროს კომპანია ბაზრის 34.9%-ს აკონტროლებდა. გასული წლის სწორედ ამ პერიოდში მიაღწია AMD-ს მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს, იმ დროიდან მოყოლებული კი სულ მცირდებოდა მიმდინარე წლის პირველ კვარტლამდე. არანაკლებ საინტერესოა NVIDIA-ს ბაზრის წილის ტენდენციაც. 2018 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ მიმდინარე წლის პირველ კვარტლამდე კომპანიის პოზიციები შესუსტდა: 81.2%-დან 77.3%-მდე. თუმცა თუკი შევადარებთ 2018 წლის პირველ კვარტალს, გაიზარდა 65.1-დან 77.3%-მდე. არსობრივად, როგორც კი კრიპტოვალუტების ფაქტორმა შეწყვიტა AMD-ს მხარდაჭერა, კონკურენტმა პოზიციების გამაგრება დაიწყო და ეს მოხდა ჯერ კიდევ Turing-არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი გრაფიკული ამაჩქარებლების გამოსვლამდე (გამოვიდა მესამე კვარტალში). ამ ბარათებმა NVIDIA-ს მდგომარეობას ხელი შეუწყეს გასული წლის ბოლომდე, მიმდინარე წელს კი ვითარება AMD-ს წნეხის ქვეშ მოექცა. ფოტოს წყარო: NVIDIA თავად NVIDIA-მ განაცხადა, რომ Turing-ის თაობის ვიდეო ბარათები Pascal-ზე უკეთესად იყიდებოდა. როგორც ჩანს, AMD Navi (RDNA) გრაფიკული ბარათების გამოსვლა სარგებელს NVIDIA-ს მომხმარებლებსაც მოუტანს, რადგანაც პირველი თაობის Turing-ბარათების გაიაფება მოჰყვება. საერთო ჯამში, ახალი Turing-ბარათების გამოსვლა დიდი ალბათობით ხელს შეუწყობს მომხმარებლების NVIDIA-ს მხარეზე გადასვლას და ეს გათვლილი აქვს კომპანიას - ჩაფიქრებული აქვს საპასუხო ნაბიჯები Radeon RX 5700 XT-სა და Radeon RX 5700 ბარათებისთვის კონკურენციის გასაწევად. https://3dnews.ru/989605
-
საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს ტექნოლოგიურ კომპანია Blockchain Input Output Hong Kong-თან (IOHK), რაც ითვალისწინებს ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე პროექტების რეალიზებას ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო სამსახურების სერვისებში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და IOHK-მა. შედეგად ისინი ითანამშრომლებენ ტექნოლოგიური, კომერციული და ოპერაციული პოტენციალის განვითარებისათვის, რათა მოხდეს ბლოკჩეინის, fintech-ბიზნესისა და ციფრული აქტივების პროექტების სტიმულირება. IOHK - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა კრიპტოვალუტა Cardano (ADA). იგი დაარსდა კრიპტო-ანტრეპრენერ Charles Hoskinson-ის მიერ, რომელიც აგრეთვე არის IOHK-ის გენერალური დირექტორიც. Hoskinson Ethereum-ის ბლოკჩეინის თანადამფუძნებელიც გახლავთ, თუმცა IOHK ამჟამად მუშაობს altcoin-ის უმცროს ინტერაცია ethereum classic-ზე (ETC). საქართველოს ხელისუფლებამ განათლების მაღალის დონე დააფიქსირა იმ მნიშვნელოვან სფეროში, რომელშიც შესაძლებელია ბლოკჩეინის გამოყენება, რათა უსაფრთხოდ შემოწმდეს ეროვნული უნივერსიტეტების კვალიფიკაცია, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნას მათი თავსებადობა ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. განათლების სამინისტრო და IOHK გააგრძელებენ ბლოკჩეინის დანერგვას, რათა ამაღლდეს კონფიდენციალური მონაცემების უსაფრთხოების დონე და მოხდეს სმარტ-კონტრაქტების ფუნქციონალის ინტეგრირება სამინისტროს სერვისებში. მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოს სწრაფვის შემადგენელ ნაწილს- გახდეს ქვეყანა უფრო ქმედითუნარიანი ბიზნესის განვითარებაში. სიტყვით გამოსვლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროგრესზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის ინდექსით ქვეყანამ მიაღწია ბიზნესის მარტივად დანერგვის კუთხით: 2018 წლის მაჩვენებლით 112-ე ადგილიდან ქვეყანამ მე-6-ზე გადაინაცვლა. საუბარი შეეხო 2009 წლიდან ელექტროენერგიის მოხმარების ყველაზე მზარდ მაჩვენებელსაც მთლიან აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში: მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 10-15% განკუთვნილია სპეციალურად კრიპტო მაინინგისათვის. https://cointelegraph.com/news/georgian-govt-iohk-partner-to-develop-blockchain-in-education-ministry-services
-
კომპანია Scythe-მა დააანონსა Tower-ის სტილის ქულერი - Mugen 5 TUF Gaming Alliance, რომელიც განკუთვნილია Intel-ისა და AMD-ის პროცესორებში გამოყენებისათვის. მოწყობილობის შემადგენლობაში შედის რადიატორი ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილით. აღსანიშნავია, რომ ამ მილების უშუალო კონტაქტი პროცესორის თავსახურთან გათვლისიწინებული არ არის. რადიატორი გრილდება 120-მილიმეტრიანი ვენტილატორით - Kaze Flex 120 RGB. მისი ბრუნვის სიჩქარე იმართება იმპულსური მოდულაციით, სიჩქარის დიაპაზონი წუთში 300-დან 1200 ბრუნამდეა. ხმაურის დონე ვარირებს 4-დან 24.9 დეციბელამდე. ჰაერის ნაკადი აღწევს საათში 87 კუბურ მეტრს. ქულერის ზედა ნაწილში გამოსახულია ემბლემა TUF Gaming Alliance. რადიატორის სახურავსა და ვენტილატორზე წარმოდგენილია მრავალფერიანი RGB-განათება: მისი მეშვეობით გეიმინგ-სისტემას მეტად ეფექტური იერსახე ეძლევა. ქულერი თავსებადია AMD-ის პროცესორებთან AM2(+), AM3(+), FM1, FM2(+) და AM4 შესრულებით, აგრეთვე Intel-ის ჩიპებთან - LGA775, LGA115x, LGA1366, LGA 2011(v3) და LGA 2066. Scythe Mugen 5 TUF Gaming Alliance ქულერის შეძენა შესაძლებელია 50 ევროდ. https://3dnews.ru/989564
-
კომპანია Intel-მა გამოუშვა პროგრამა Intel Performance Maximizer, რომელიც ახდენს პროცესორების აჩქარებას პირდაპირ Windows-იდან. როგორც ჩიპმეიკერი აცხადებს, პროგრამა თავად აანალიზებს პროცესორის მუშაობის პარამეტრებს და „ჰიპერინტელექტუალური ავტომატიზაციის“ მეშვეობით განაწყობს მათ მაქსიმალური წარმადობის მიღწევისთვის. უამრავი დამწყები ოვერქლოქერი უფრთხის დამოუკიდებლად დაარეგულიროს BIOS-ში პარამეტრები თავიანთ კომპიუტერებში. პირველ რიგში სწორედ მათთვის იქნება ახალი პროგრამა სასარგებლო, რადგანაც შეუძლია ააჩქაროს პროცესორი ერთი დაჭერით და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ. პროგრამის მხარდაჭერა ჯერჯერობით გააჩნია მხოლოდ მე-9 თაობის პროცესორებს, კერძოდ კი მოდელებს: Core i9-9900KF, Core i9-9900K, Core i7-9700KF, Core i7-9700K, Core i5-9600KF და Core i5-9600K. პროგრამის ფუნქციონირებისათვის ასევე საჭირო პირობებია დედა დაფა Intel Z390-ზე და ოპერაციული სისტემა Windows-ის 1809 ან მასზე ახალი ვერსია. დიდი ალბათობით ახალი ინსტრუმენტი ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს აჩქარების ძველი, ტრადიციული, მექანიკური რეჟიმი, რადგანაც BIOS-ში თავად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საჭირო, ოპტიმალური რეჟიმები და მომართოთ მეორეხარისხოვანი პარამეტრები. თუმცა ახალბედა ოვერქლოქერებისთვის Intel Performance Maximizer ნამდვილად ხელსაყრელი იქნება. https://overclockers.ru/blog/mixrus1/show/27761/intel-performance-maximizer-programma-dlja-avtomaticheskogo-razgona-processorov-intel
-
რესურსი PCGamesN AMD-ის მიერ მოწყობილი, პრესისთვის განკუთვნილი ღონისძიების მონახულების შემდეგ საზოგადოებას უზიარებს კომპანიის მოსაზრებებსა და მოლოდინებს 7-ნანომეტრიანი Ryzen 3000 Matisse პროცესორების ოვერქლოქინგის პოტენციალის შესახებ. უფროს მოდელებში კომპანიამ უკვე ჩადო რაც შეიძლებოდა, გაგრილების პოპულარული მეთოდებით მათი აჩქარებისას არ არის მოსალოდნელი 200 მეგაჰერცზე მეტი წარმადობის დაფიქსირება. მეორე მხრივ კი ვიცით, რა შედეგზე შეიძლება ორიენტირება თხევადი აზოტის გამოყენებისას - 5 გიგაჰერციანი ზღვარი მიიღწევა 16 ბირთვის აქტივობის დროსაც კი. არაუმეტეს 65-ვატიანი TDP-ს მქონე Matisse-სერიის პროცესორებს AMD-ის წარმომადგენლები ნათელ ოვერქლოქერულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ადეკვატური გაგრილების პირობებში ხსენებული სერიის პროცესორებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გადააჭარბონ ნომინალურ სიხშირეებს. ამ მხრივ ყველაზე კარგად დაბალანსებული ჩანს 329 დოლარიანი, რვაბირთვიანი Ryzen 7 3700X. https://overclockers.ru/hardnews/show/97835/amd-naznachila-processor-ryzen-7-3700x-ljubimcem-overklokerov
-
სამხრეთ კორეის ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად Samsung აპროექტებს საინტერესო ლეპტოპს თამაშების მოყვარულთათვის. საუბარი ეხება დისპლეის გადიდების უნარის მქონე პორტატულ კომპიუტერს. სხვა სიტყვებით, მომხმარებლები შეძლებენ გაადიდონ ეკრანის სასარგებლო ფართობი. ილუსტრაციებიდან ჩანს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობისას მოწყობილობა სტანდარტული ლეპტოპივით გამოიყურება - აქვს წვრილი ჩარჩოებიანი დისპლეი. საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში გეიმერებს შეუძლიათ გადააადგილონ, გამოწიონ ეკრანის გვერდითი პანელები და შედეგად მიიღებენ მსხვილფორმატიან პანელს გვერდების შეფარდებით 21:9. ცნობილია, რომ გეიმინგ-რეჟიმში დისპლეის ფართობი დაახლოებით 50%-ით გაიზრდება. გაზრდილი ეკრანის მდგრადობას უზრუნველყოფს სპეციალური მოძრავი სამაგრები. სამწუხაროდ, ლეპტოპის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, ამიტომაც ჯერ გაურკვეველია როგორ გეგმავს Samsung მოძრავი დისპლეის კონსტრუქციის რეალიზებას. არ არის გამორიცხული, რომ გამოყენებულ იქნას დასაკეცი გვერდითი სექციები. პროექტის რეალიზების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/989519
-
NVIDIA წარადგენს Turing-არქიტექტურის განახლებული სერიის ვიდეო ბარათებს, რომელთაც ექნება უფრო სწრაფი მეხსიერება, სუფიქსი „Super” და რაც მთავარია - უფრო მიმზიდველი ფასი და სწრაფმოქმედება. როგორც წესი, Super სერიის თითოეული გრაფიკული პროცესორის ფასი „ნასესხები“ იქნება წინა თაობის უფროსი მოდელისგან, აქტიური CUDA ბირთვების რაოდენობა კი გაიზრდება და ამგვარად გავლენას მოახდენს წარმადობის დონეზე. რესურს WCCFTech-ისგან ოფიციალურ ანონსამდე მცირე ხნით ადრე გახმაურდა ახალი ხაზის სამი გრაფიკული პროცესორის ფასი, რომლებიც შემოთავაზებული იქნება „პირველი ტალღის“ Turing-სერიის ვიდეო ბარათების პარალელურად. GeForce RTX 2080 Super-ის ფასი 799 დოლარი იქნება, რაც „ჩვეულებრივ“ GeForce RTX 2080-ს იძულებულს გახდის შედარებით გაიაფდეს სამომავლოდ არსებობისათვის. GeForce RTX 2070 Super ბარათის ფასი 599 დოლარი იქნება - იმდენივე, რაც ღირდა GeForce RTX 2070 ანონსის დროს. და ბოლოს, GeForce RTX 2060 ვიდეო ბარათი გაიყიდება 429 დოლარად იმ დროს, როდესაც „ჩვეულებრივი“ GeForce RTX 2060 ანონსის დროს 349 დოლარი ღირდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მომატებული ფასი კომპენსირდება 1920-ის ნაცვლად არსებული 2176 CUDA ბირთვითა და 6-ის ნაცვლად 8 გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერებით. GeForce RTX 2080 Ti: 4352 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU102-300 და 11 გბ GDDR6 მეხსიერება სიხშირით 14 გჰც; GeForce RTX 2080 Super: 3072 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU104-450 და 8 გბ GDDR6 მეხსიერება სიხშირით - 16 გჰც; GeForce RTX 2080: 2944 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU104-410, 8 გბ GDDR6 მეხსიერება სიხშირით - 14 გჰც; GeForce RTX 2070 Super: 2560 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU104-410, 8 გბ GDDR6 სიხშირით - 14 გჰც; GeForce RTX 2070: 2304 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU106-410, 8 გბ GDDR6 სიხშირით - 14 გჰც; GeForce RTX 2060 Super: 2176 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU106-410, 8 გბ GDDR6 სიხშირით - 14 გჰც; GeForce RTX 2060: 1920 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU106-200, 6 გბ GDDR6 მეხსიერება სიხშირით - 14 ГГц. ანონსის შემდეგ არსებულ ვიდეო ბარათებზე ფასები შემცირდება. ახალი ბარათები გაყიდვაში ივლისის მეორე ნახევარში გამოვა. ფლაგმანურ GeForce RTX 2080 Ti ბარათს რეფორმები არ შეეხება. https://3dnews.ru/989486
-
- 1
-
-
ზოგ ადამიანს ჯერ კიდევ უჭირს დაჯერება, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესი იმ დონემდე მივიდა, რომ მსოფლიოში უკვე არსებობს ადამიანის ორგანოების 3D-ბეჭდვის დამკვიდრებული მეთოდი. მისი არსი მდგომარეობს ცოცხალი უჯრედების ნიმუშების აღებასა და მათ ხელოვნურ გამრავლებაში. ტექნოლოგია იდეალურად გამოიყურება, თუმცა სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს - ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეძლეს დაებეჭდათ ორგანო „კარკასის“ გამოყენების გარეშე. თანაც ამ პროცესს ჩვეულებრივზე ნაკლები დრო დასჭირდა. როგორც წესი, ორგანოების ბეჭდვისას ფორმირებად საფუძვლად გამოიყენება უწვრილესი პლასტმასის ძაფები. მათ ამაგრებენ ზედაპირზე, ადამიანის კანის უჯრედები კი მათ შორის სივრცეში იწყებენ ურთიერთკავშირის დამყარებას და ამგვარად ფორმირდება ორგანოს კონსტრუქცია. ბოლოს პლასტმასის ძაფებისგან შემდგარი ფუძე იშლება ულტრაიისფერი სხივის მეშვეობით. 3D ბეჭდვის ნაკლოვანებები: ტექნოლოგიას მინიმუმ სამი ნაკლი აქვს ჯერჯერობით. პირველი - მკვლევარებს უკიდურესად უჭირთ განსაზღვრონ დრო - როდის მიაღწევს შექმნილი ქსოვილი სიმწიფეს. მეორე: სამშენებლო მასალის (პლასტმასის ფუძის) დაშლისას შესაძლოა წარმოიქმნას ტოქსიკური ნივთიერებები, რომელთა გავლენით ხელოვნური ორგანო გახდეს გამოუსადეგარი ტრანსპლანტაციისათვის. მესამე: კარკასმა შესაძლოა ხელი შეუშალოს უჯრედებს კავშირის დამყარებაში და ამის გამო ქსოვილის ფორმირება არასწორად წარიმართოს. 3D-ბეჭდვის ტექნოლოგია მუდმივად უმჯობესდება პლასტმასის კარკასის ალტერნატივად მეცნიერთა გუნდს აქვს შემთავაზება - გამოყენებულ იქნას ჰიდროგელის ბლოკი, რომელიც მიკროსკოპული ბურთულებისაგან შედგება. ამ ბურთულებს შეუძლიათ შეაკავონ უჯრედები სამგანზომილებიან სივრცეში, თანაც ხელს არ უშლიან უჯრედების ურთიერთქმედებასა და საკვები ნივთიერებების მიღებას. როგორც კი ქსოვილი სიმწიფეს მიაღწევს, ჰიდროგელი დაიშლება თავისით ან ფრთხილი ჩარევის შედეგად. საბოლო ჯამში ჭურჭელში რჩება მხოლოდ ჩამოყალიბებული ორგანო - ამგვარი მეთოდით მეცნიერებმა უკვე დაბეჭდეს მღრღნელის ხერხემლის ძვალი და ყურის ნიჟარა. 3D ბეჭდვის ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=uGUy_6YO40s https://hi-news.ru/technology/video-3d-pechat-organov-vozmozhna-dazhe-bez-formiruyushhej-osnovy.html
-
გამოქვეყნდა მსოფლიოში უმძლავრესი სუპერკომპიუტერების ახალი რეიტინგი, რომლის ჩამონათვალიც წელიწადში ორჯერ ახლდება. მომდევნო რეიტინგი ნოემბერში იქნება წარმოდგენილი. ჩამონათვალის შედგენისას ორგანიზატორები ემყარებიან High-Performance Linpack-ის (HPL) ტესტის შედეგებს. სადებიუტო სია პირველად 1993 წელს გამოქვეყნდა. ჩამონათვალი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თითოეული სისტემის წარმადობამ 1 პეტაფლოპსს გადააჭარბა. რეიტინგში ბოლო ადგილზე მყოფი სუპერკომპიუტერის მაჩვენებელი 1.022 პეტაფლოპსია. ლიდერი კვლავ გახლავთ ამერიკული სისტემა Summit – 148.6 პეტაფლოპსით. მეორე ადგილზეა Sierra - 94.6 პეტაფლოპსით. ორივე სუპერკომპიუტერი კომპანია IBM-ის მიერაა შექმნილი. Summit განთავსებულია ოკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიაში, Sierra კი - ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში. ამ ორი კომპიუტერის ტექნიკურ პარამეტრებს რაც შეეხება, პირველ მათგანს 4356 სერვერი აქვს, თითოეული მათგანი აღჭურვილია 22 ერთეული IBM Power9 პროცესორითა და ექვსი გრაფიკული ადაპტერით - NVIDIA Tesla GV100. Sierra-ს შემადგენლობაში 4320 სერვერია, რომელთაც აქვთ თითოს ორი Power9 პროცესორი და ოთხი გრაფიკული პროცესორი NVIDIA Tesla GV100. ჩამონათვალში მესამე ადგილი ერგო ჩინურ სისტემა Sunway TaihuLight-ს, რომლის წარმადობის მაჩვენებლი 93 პეტაფლოპსია. მას მოსდევს კიდევ ერთი ჩინური მოდელი - Tianhe-2A - 61.4 პეტაფლოპსით. პირველი მათგანი აწყობილია ჩინურ პროცესორებზე - SW26010, მეორე კი - CPU Intel Xeon E5-ზე. წინა რეიტინგისგან განსხვავებით, მეექვსე ადგილზე გადავიდა შვეიცარიული სუპერკომპიუტერი Piz Daint, მისი (მეხუთე) ადგილი კი ახალბედა Frontera-მ დაიკავა, რომელიც Dell-ის ქმნილებაა. თუმცა Piz Daint ჯერ კიდევ რჩება ევროპაში უმძლავრეს სისტემად. მას რეიტინგში მოჰყვებიან: ამერიკული სისტემა Trinity - 20.15 პეტაფლოპსით, იაპონური ABCI (19.88) და გერმანული SuperMUC-NG (19.47 პეტაფლოპსი). ათეულს ხურავს კიდევ ერთი დებიუტანტი - IBM Lassen - 18.2 პეტაფლოპსი მაჩვენებლით. უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგში არსებული სისტემების აპარატული აღჭურვილობის 95.6%-ს Intel უზრუნველყოფს, ARM არქიტექტურის ბაზაზე მხოლოდ ერთი სუპერკომპიუტერია აწყობილი. მაღალი წარმადობის სისტემების რაოდენობის მხრივ ლიდერი არის Lenovo, 34.6%-იანი წილით. მეორე და მესამე ადგილზეა Inspur (14.2%) და Sugon (12.6%). მეოთხე გახლავთ Hewlett Packard Enterprise. გრაფიკული პროცესორების ძირითადი მომწოდებელი კი NVIDIA-ა. ქვეყნებს რაც შეეხება, სუპერკომპიუტერების რაოდენობის მხრივ (ისევე როგორც წინა რეიტინგისას) ლიდერი გახლავთ ჩინეთი: იგი მნიშვნელოვნად უსწრებს შეერთებულ შტატებს - ჩინეთს აქვს 219 სუპერსისტემა, აშშ-ს კი - 116. ამ ორ ლიდერს უკან მოჰყვება იაპონია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, რომელთაც გააჩნიათ 29, 19 და 18 სისტემა, შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/27661/obnovlen-rejting-proizvoditelnosti-superkompjuterov-top500-vpervye-poslednee-mesto-zanjala-sistema-s-pokazatelem-svyshe-1-petaflopsa
-
მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Sony აპროექტებს სმარტფონს, რომელსაც ჯამში რვა კამერა ექნება. ამჟამად გაჩნდა ცნობები ამ უნიკალური, მრავალმოდულიანი სისტემის კონფიგურაციის შესახებ. კორპუსის უკანა მხარეს განთავსდება ექვსი ბლოკისგან შემდგარი კამერა. მოდულები წარმოდგენილია 2 × 3 მატრიცის სახით, მთავარი სექციისგან მარჯვნივ კი მოთავსებული იქნება ფლეშ-განათება. როგორც ცნობილია ექვსმოდულიან კამერაში შევა შემდეგი მოდულები: 20 მეგაპიქსელი, მაქსიმალური დიაფრაგმა f/2,4; 48 მეგაპიქსელი, მაქსიმალური დიაფრაგმა f/1,2–f/2,4; 16 მეგაპიქსელი, მაქსიმალური დიაფრაგმა f/2,4; 8 მეგაპიქსელი, მაქსიმალური დიაფრაგმა f/2,4; 12 მეგაპიქსელი, მაქსიმალური დიაფრაგმა f/1,2–f/2,4; 0,5-მეგაპიქსელიანი სენსორი Time of Flight (ToF) ღრმა სივრცის მქონე ფოტოებისთვის. ამგავრად, კამერა უზრუნველყოფს გადაღების მრავალფეროვან საშუალებებს. თანაც ეს შეეხება როგორც ფოტო-, ასევე ვიდეოგადაღებას. რაც შეეხება ორკომპონენტიან ფრონტალურ კამერას, ამჟამად არსებული ცნობებით მის შემადგენლობაში შევა 10-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორი და 0.3-მეგაპიქსელიანი Time of Flight სენსორი. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ სმარტფონს ექნება გვერდების შეფარდება 21:9-სთან, ასევე არანაკლებ 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება, აგრეთვე 800-სერიის პროცესორი Qualcomm Snapdragon. https://3dnews.ru/989426
-
საინტერესო სიახლე გამოაქვეყნა სამხრეთკორეულმა რესურსმა Sedaily-მ: იგი ამტკიცებს, რომ Intel Samsung-ს მიმართავს Rocket Lake სერიის 14-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვებისთვის, წარმოება კი მომდევნო წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება. არსებული მონაცემებით, ეს მობილური პროცესორები ბაზარზე 2021 წლის მეორე კვარტალში გამოვა და რამდენიმე მოდიფიკაციაში ერთ კორპუსში წარმოდგენილი იქნება 14- და 10-ნანომეტრიანი კრისტალები ერთდროულად. წარმოება Samsung-ს დაეკისრება. მთავარი მიზეზი, თუ რატომ მიმართავს დახმარებისათვის Samsung-ს - ეს არის Intel-ის საკუთარი 14-ნანომეტრიანი პროცესორების დეფიციტი. თავდაპირველად კომპანიას სურდა რამდენიმე ჩიპსეტის გამოშვება ტაივანური მომწოდებლის - TSMC-სთვის მიენდო, თუმცა ოპტიმიზაციის ახალ ეტაპზე Intel-მა გადაწყვეტილება Samsung-ის მიმართულებით შეცვალა. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი: TSMC ან მეტისმეტადაა დატვირთული და ჩართული AMD-ის 7-ნანომეტრიან შეკვეთებში, ან მეტად მაღალ ფასს ითხოვს მომსახურებაში. გავლენა სავარაუდოდ აქვს პოლიტიკურ ფაქტორსაც - TSMC სავსებით შესაძლოა მოხვდეს ამერიკის ხელისუფლების გავლენის ქვეშ, რადგანაც არა მარტო ტერიტორიულად ახლოსაა კონტინენტურ ჩინეთთან, არამედ პროცესორებს უშვებს „განდევნილი“ Huawei-სთვის. წყაროების ინფორმაციით, შესაძლოა 7-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორების გამოშვება NVIDIA-მაც Samsung-ს მიანდოს. https://overclockers.ru/hardnews/show/97801/intel-obratitsya-za-pomoschju-k-samsung-dlya-vypuska-centralnyh-processorov
-
NVIDIA აქტიურად მოღვაწეობს ავტონომიური ავტომობილების შემუშავების სფეროში. მცირე ხნის წინ მან ძალები გააერთიანა Volvo-სთან ავტონომიური სატვირთოებისთვის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შესაქმნელად. ამჯერად კი კომპანიამ წარადგინა მსოფლიოში წარმადობით 22-ე სუპერკომპიუტერი - DGX SuperPOD. ამ სისტემის ამოცანაა უზრუნველყოს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ავტონომიური ტრანსპორტის ამოქმედებისთვის საჭირო უამრავი მოთხოვნის შესრულებაზე. სისტემა აწყობილია სულ რაღაც სამ კვირაში 96 ერთეული NVIDIA DGX-2H კომპიუტერისა და ინტერკონეკტ Mellanox-ის გამოყენებით. სუპერკომპიუტერს შეუძლია უზრუნველყოს 9.4 პეტაფლოპსი გამომთვლელი წარმადობა და გათვლილია ნეირონული ქსელების სწავლებისთვის, რაც უსაფრთხო თვითმავალი ტრანსპორტის შექმნის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. დამკვეთებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მსგავსი სუპერკომპიუტერის აწყობა, თუკი ანალოგიურ DGX-2 კონფიგურაციას NVIDIA-ს პარტნიორებს შეუკვეთავენ. DGX SuperPOD-ს აქვს 1536 ტენსორული ამაჩქარებელი NVIDIA Tesla V100, ასევე მოიცავს NVIDIA NVSwitch-სა და ინტერკონეკტს - Mellanox InfiniBand. კომპანია განმარტავს, რომ ავტონომიური ავტომობილის სწავლება ურთულესი ამოცანაა და იგი დიდ გამომთვლელ რესურსებს მოითხოვს. მონაცემებს შემგროვებელი ერთი მანქანა ახდენს საათში ერთი ტერაბაიტი ინფორმაციის გენერირებას. თუკი ამას წლების განმავლობაში მგზავრობის დროზე გავამრავლებთ, საქმე შეეხება პეტაბაიტებში ასახულ მოცულობას. მონაცემები გამოიყენება საგზაო წესების სწავლებისა და ნეირონულ ქსელებში პოტენციური ხარვეზის გამოვლენისათვის - სუპერკომპიუტერი ამ ამოცანით დღედაღამ დაკავებულია. DGX SuperPOD-ის პროგრამულ-აპარატულ პლატფორმას შეუძლია ResNet-50 მოდელს „ასწავლოს“ ორ წუთზე ნაკლებ დროში. როდესაც ეს მოდელი პირველად გამოჩნდა 2015 წელს, მაშინ საჭირო იყო 25 დღე, რათა მანქანური სწავლება განხორციელებულიყო ერთადერთი ბარათით NVIDIA K80. DGX SuperPOD 18-ათასჯერ სწრაფად მუშაობს. ამასთან, სხვა მსგავსი სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც ათასობით სერვერს იყენებენ, DGX SuperPOD მცირე სივრცეს იკავებს - დაახლოებით 400-ჯერ ნაკლებს, რასაც მისი მსგავსი სუპერკომპიუტერები. https://servernews.ru/989395
-
Facebook-მა ოფიციალურად განაცხადა თავისი კრიპტოსავალუტო გეგმების შესახებ. საუბარი შეეხო კრიპტოსაფულე Calibra-ს, რომელიც აგებული იქნება კრიპტოვალუტა Libra-ს საფუძველზე. Calibra – Facebook-ის შვილობილი კომპანია გვევლინება ფინანსური მომსახურების სერვისებით, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ წვდომა და იმოქმედონ Libra-ს ქსელში. უნდა აღინიშნოს, რომ ახალ კრიპტოვალუტას მხარდაჭერა აქვს ისეთი „მძიმეწონიანი“ კომპანიებისაგან, როგორებიცაა MasterCard, Visa, PayPal, eBay, Uber, Lyft და Spotify სხვა დანარჩენთან ერთად. Facebook-მა განაცხადა, რომ Calibra-ს ამოქმედებას 2020 წლისთვის გეგმავს, თანაც სერვისი ხელმისაწვდომი იქნება Messenger-ში, WhatsApp-სა და კერძო, საკუთარ აპლიკაციაში. Facebook-ის განცხადებით, კომპანია იმედოვნებს, რომ Calibra მოაგვარებს იმ სახის პრობლემებს, რომლებსაც დღესდღეობით აწყდება უამრავი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით: სერვისის მეშვეობით მომხმარებლები წვდომას მიიღებენ საბაზისო ფინანსურ მომსახურებებთან. „მსოფლიოს სრულწლოვანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს არ აქვს აქტიური საბანკო ანგარიში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია განვითარებად ქვეყნებსა და კიდევ უფრო დიდი - მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის“ - აღნიშნა უმსხვილესი სოციალური ქსელის წარმომადგენელმა. – „განუვითარებლობის წილი მაღალია - მაგალითად, მცირე ბიზნესის წარმომადგენლების დაახლოებით 70%-ს განვითარებად ქვეყნებში არ აქვს წვდომა კრედიტებთან, შრომითი მიგრანტები კი ყოველწლიურად 25 მილიარდს კარგავენ ქვეყნებს შორის საფასურის გაცვლისას“. Calibra ადამიანებს საშუალებას მისცემს ძალიან მარტივად მიიღონ და გაგზავნონ კრიპტოვალუტა Libra სმარტფონის მეშვეობით. საბოლოო ჯამში Facebook გეგმავს მეტი სერვისი შესთავაზოს კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, მათში შედის გადასახადის მარტივად გადახდა, ყავის ყიდვა კოდის სკანირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და სხვადასხვა სფეროში ანგარიშსწორებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება. სმარტფონის მეშვეობით გადახდა განხორციელდება სხვა მობილური საფულეების, მაგალითად Apple-ისა და Google-ის საფულეების ანალოგიურად. რაც შეეხება Calibra-ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, Facebook მომხმარებლებს შესთავაზებს რეგისტრაციის პროცესს, რომლის შედეგადაც მომხმარებელი აირჩევს ფინანსური მომსახურების მომწოდებელს, ვთქვათ, MasterCard-ს, Visa-ს, PayPal-ს ან Stripe-ს. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ ვალუტის გაცვლის ლოკალური და ონლაინ-პუნქტით და გადაცვალონ ვალუტა კრიპტოვალუტაზე. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ Facebook ვერ გამოირჩევა მაინც და მაინც კარგი რეპუტაციით პირადი ცხოვრების დაცვის მხრივ. თუმცა კომპანიამ ამ პრობლემაზე იზრუნა: იმისათვის, რომ პროექტი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო, შეიქმნა Libra-ს ასოციაცია. იგი განკუთვნილია იმისათვის, რომ Facebook-ისგან დამოუკიდებლად დააკვირდეს კრიპტოვალუტა Libra-ს განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ს ექნება კრიპტოვალუტის საქმეში ჩარევის უფლება, მას არ ექნება იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე ასოციაციის სხვა წევრებს. Libra-ს ასოციაციაში (ჟენევა, შვეიცარია) ამჟამად შედის 28 კომპანია, Facebook კი აცხადებს, რომ საფულის ამოქმედების წინ, ანუ 2020 წელს მათი რიცხვი ასს გადააჭარბებს. ცალკეული შემთხვევების გარდა Calibra არ მოახდენს მონაცემების მიმოცვლას სოციალურ ქსელთან: „გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა მონაცემები გადაცემულ იქნას, თუკი საქმე ეხება მომხმარებლების უსაფრთხოებას, კანონსა და ფუნქციონალურობის ზრდას. Calibra Facebook-ის მონაცემებს გამოიყენებს მხოლოდ კანონისა და მომხმარებლების ექაუნთების დაცვის მიზნით, რისკების შემცირებისა და ბოროტმოქმედთა საქმიანობის აღკვეთისთვის“. Facebook თაღლითებთან ბრძოლის ისეთივე მეთოდებს გამოიყენებს, როგორებსაც იყენებენ ბანკები და საკრედიტო ბარათების ოპერატორები. გათვალისწინებული იქნება ავტომატიზებული სისტემები აქტივობის მონიტორინგისა და თაღლითური ქმედებების აღკვეთის მიზნით. ასევე, მხარდაჭერის სპეციალური ჯგუფი რეალურ დროში დაეხმარება იმ პირებს, ვინც დაკარგავს სმარტფონს ან ექაუნთის პაროლს. Calibra - ეს არის Facebook-ის გეგმა - გააერთიანოს მთელი მსოფლიო. „პლატფორმის ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება ზედმეტი სირთულის გარეშე განახორციელოს გადარიცხვები ჩვენს ყველა აპლიკაციაში“ - აცხადებენ Facebook-ში. წარმომადგენლების თქმით ეს სერვისი ახალ შესაძლებლობებს მისცემს მცირე ბიზნესს და ადამიანებს გაუადვილდებათ თანხების მიმოცვლა აპლიკაციის მეშვეობით. კრიპტოვალუტა Libra-ს გამოყენება საფულის გარეშეც შესაძლებელი იქნება. „Libra-ს უპირატესობა ის გახლავთ, რომ აუცილებელი არაა მოხმარებელი ჩვენ გვენდოს, არამედ შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი სხვა საფულე. თუკი ვერ გვანდობთ სისტემის მართვას, საფულის ამოქმედებისას ჩვენ ხმის მხოლოდ 1% გვექნება, ასე რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერაფერს გავაფუჭებთ“ - აცხადებენ Facebook-ში. https://3dnews.ru/989377
-
- 1
-
-
2020-იან წლებში NASA აპირებს განახორციელოს ორი დამოუკიდებელი პროექტი, რომლიდანაც თითოეული მათგანი განკუთვნილია ტელესკოპებისათვის მავნე ვარსკვლავური გამოსხივების მინიმიზაციისთვის. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც იყურები სივრცეში კონკრეტული წერტილისკენ, სიახლოვეს მყოფი ყველა სხვა ობიექტისგან წამოსული სინათლე ხელს უშლის თვალთახედვას. საჭიროა მისი გაფანტვა, დაბლოკვა - ამისათვის იქმნება ინსტრუმეტი, სახელად „ვარსკვლავის ჩრდილი“. პროექტების დამკვეთები არიან ეგზოპლანეტების მაძიებლები, რომლებიც თავიანთ აღმოჩენებს ახორციელებენ შორეული ვარსკვლავების სიკაშკაშის ცვლილებით, როდესაც მათ ფონზე პლანეტა ჩაივლის. ყურადღების ობიექტები სწორედ ეგზოპლანეტები არიან, ამიტომ ობიექტის აღმოჩენის შემდეგ ვარსკვლავების სინათლე შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. ახალი ინსტრუმენტის ამოცანაა გადაკეტოს სინათლის ძირითადი წყარო გარე დამკვირვებლისათვის და დაუტოვოს მას შესაძლებლობა - შეისწავლოს ეგზოპლანეტები. „ვარსკვლავის ჩრდილი“ (Starshade) შედგება კოსმოსური ტელესკოპისა და დამჩრდილავი ფარისგან. ეს ორი კომპონენტი გაშლის შემდეგ კოსმოსში ერთმანეთისგან 40 ათასი კილომეტრის დაშორებით განლაგდება და ამ მდგომარეობაში სინქრონულად იფრენენ. ფარის დაკბილული პერიმეტრის მიღმა ტელესკოპის ოპერატორი დაინახავს და შეისწავლის ახალი პლანეტების მოძრაობას. პროექტის ალტერნატივაა ინსტრუმენტი „WFIRST“ (ფართოკუთხიანი თვალთახედვის არის ინფრაწითელი ტელესკოპი) 2.4 მეტრი დიამეტრის მქონე სარკით. ამ ინსტრუმენტის გამოყენებისას ვარსკვლავების სინათლე განეიტრალდება კორონოგრაფის მეშვეობით. ორივე პროექტი დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა იდეაში გათვალისწინებულია მათი ერთობლივი გამოყენება რეალურ პირობებში ტესტირების შემდეგ. https://www.techcult.ru/space/6930-nasa-zablokiruet-svet-zvezd
-
მრავალი წლის განმავლობაში NVIDIA და ARM-ის თანამშრომლობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ შესაბამისი არქიტექტურის მქონე Tegra პროცესორების გამოშვებით. ეს პროცესორები გამოიყენებოდა პორტატულ გეიმინგ-მოწყობილობებში, რობოტექნიკასა და საავტომობილო სეგმენტში. ამჯერად NVIDIA-მ ბრიტანულ ჰოლდინგთან პარტნიორობის ახალი ერა დაიწყო და განაცხადა, რომ დანერგავს ARM-პროცესორების არქიტექტურას თავის CUDA-გამომთვლელ წარმოებაში. ამგვარად, ამ პროგრამულ გადაწყვეტილებას ამჟამად უკვე აქვს არა მარტო NVIDIA-ს პროცესორების, არამედ x86, Power და ARM არქიტექტურის მქონე ცენტრალური პროცესორების მხარდაჭერაც. თავის დროზე ARM-არქიტექტურის ბაზაზე სერვერული პროცესორების გამოშვება AMD-მაც სცადა, შემდეგ კი გადაწყვიტა კონცენტრირება x86-თავსებად არქიტექტურაზე, თუმცა ბოლომდე არ უთქვამს უარი ARM-არქიტექტურის სერვერებში გამოყენებაზე. https://overclockers.ru/hardnews/show/97778/nvidia-predlozhila-podderzhku-cuda-dlya-processorov-s-arhitekturoj-arm
-
ინტერნეტთან დაკავშირებული უსაფრთხოების კამერები იმ Smart-მოწყობილობების თითქმის ნახევარს წარმოადგენს, რომლებიც ყველაზე ხშირად ტყდება ჰაკერების მიერ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც იყიდება ის „სუსტი“ მოწყობილობები, რომლებსაც უსაფრთხოების სისტემის უამრავი ნაკლოვანება აქვთ. კომპანია SAM Seamless Network-ის კვლევამ აჩვენა, რომ უსაფრთხოების კამერები ყველაზე ხშირად გატეხვადი ინტერნეტ-ნივთების 47%-ს შეადგენს. კვლევის მონაცემებით, საშუალოსტატისტიკურ ამერიკულ ოჯახში არის საშუალოდ 17 Smart-მოწყობილობა, ევროპულში - დაახლოებით 14. ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების სპექტრი ვარირებს კომპიუტერებიდან და სმარტფონებიდან დაწყებული - Smart-ტელევიზორებითა და სამზარეულოს ნივთებით დამთავრებული. ბიუჯეტური მოწყობილობები იდენტური სქემებით მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობის გატეხვის მეთოდი შესაძლებელია სხვა მოდელებშიც გამოიყენონ. „ყველაზე სერიოზული თავდასხმები მიმართულია IP-კამერების წინააღმდეგ. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანები ყიდულობენ არა თანამედროვე ძვირადღირებულ ხარისხიან კამერებს თავიანთი უსაფრთხოებისთვის, არამედ იაფფასიანებს“ - აცხადებენ მკვლევარები. კამერების შემდეგ ყველაზე ხელყოფადი მოწყობილობებია ინტელექტუალური კონცენტრატორები და მონაცემთა შენახვის ქსელური მოწყობილობები. მათზე მოდის 15% და 12% ყველაზე ხშირად გატეხვად მოწყობილობებს შორის. პრინტერები, Smart-ტელევიზორები და IP-ტელეფონებიც ხშირ სამიზნეს წარმოადგენს. „შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არავის არაფერი ესაქმება თქვენს Smart-ტელევიზორთან, მაგრამ როდესაც იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული, რომელშიც თქვენი მონაცემები და ექაუნთები ინახება, ეს ყველაფერი დაინტერესებას იწვევს“ - აცხადებს SAM Seamless Network-ის თანადამფუძნებელი და განერალური დირექტორი Sivan Rauscher. https://hightech.fm/2019/06/16/iot-10
-
მიუხედავად იმისა, რამდენად მძლავრ სისტემურ ბლოკს აწყობთ, მას აზრი არ ექნება კარგი მონიტორის გარეშე - ისეთის, რომელიც შეესაბამება სრულ კომპლექტს. ასე რომ წარმოგიდგენთ 2019 წლის საუკეთესო მონიტორების ჩამონათვალს: მონიტორი ViewSonic ColorPro VP3268-4K 32" 790 დოლარის ღირებულების ეს მონიტორი საუკეთესო ფერებსა და სიზუსტეს უზრუნველყოფს, შედეგად, იგი შესაფერისია პროფესიონალებისთვის. საუკეთესო მონიტორი ენთუზიასტებისთვის: Dell UltraSharp U4919DW Dual QHD 49" ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის საუკეთესო არჩევანია Dell-ის ულტრაფართე, 49-დუიმიანი მონიტორი 5120x1400 გაფართოებითა და გვერდების შეფარდებით - 32:9. იგი შთამბეჭდავი ფუნქციებითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა ეკრანის განახევრება/გაყოფა ორი სახის კონტენტად. საუკეთესო გეიმინგ-მონიტორი „თავის ფასში“: LG 32GK650F QHD 32" დიახ, შეგიძლიათ შეიძინოთ ტოპ-კლასის 4K პანელი 240 ჰც კადრის განახლების სიხშირით, თუმცა ასევე შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა და შეიძინოთ LG-ის მონიტორი 1440p გაფართოებითა და 144 ჰც სიხშირით. Freesync ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარდა იგი თავსებადია G-sync-თანაც. რეაქციის სიჩქარე სულ რაღაც 5 მილიწამია - ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია VA-მატრიცისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე მონიტორებს შორის. საუკეთესო ბიუჯეტური 4K მონიტორი: LG 27UK650-W UHD 27" შესანიშნავი, უნივერსალური გადაწყვეტილება სხვადასხვა სახის ამოცანებისთვის - იქნება ეს თამაშები თუ კონტენტის შექმნა. 27" IPS პანელს 99%-იანი sRGB ფერთა ფლობა და HDR10 მხარდაჭერა აქვს, თუმცა არც ისე კარგი, როგორიც ნამდვილ HDR-მონიტორებს გააჩნია. 300 დოლარად მსურველი მიიღებს ამ ყველაფერს, აგრეთვე FreeSync და G-sync ტექნოლოგიების მხარდაჭერას. საუკეთესო მონიტორი ფასი/ხარისხის მიმართებაში: AOC C24G1 23.6" Curved დღესდღეობით ის მახასიათებლები, რაც ოდესღაც მხოლოდ ტოპ-სეგმენტის მოწყობილობებს მიეკუთვნებოდა, ხელმისაწვდომი გახდა ბიუჯეტურ, ხარისხიან მოდელებშიც. 200 დოლარზე ნაკლებად შესაძლებელია შეიძინოთ მრუდე 1080p მონიტორი VA-მატრიცით, 144 ჰც კადრის განახლების სიხშირითა და 4 მილიწამიანი რეაციის სიჩქარით. მონიტორს ასევე აქვს AMD-ისა და NVIDIA-ს სინქრონიზაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერა. წარმოდგენილ მოდელს აქვს ერთი DisplayPort 1.2, ორი პორტი HDMI 1.4, ერთი VGA აუდიოკონექტორი. ისევე, როგორც ბაზრის უამრავ სეგმენტზე, ამ შემთხვევაშიც წესი - „ძვირია და უკეთესია“ ყოველთვის მართალი არ არის. მსგავსი რეიტინგები მომხმარებელს დაეხმარება შეიძინოს მახასიათებლებისა და ფასის მხრივ დაბალანსებული პროდუქტი. https://overclockers.ru/blog/Razg0n_blog/show/27545/opublikovan-spisok-luchshih-monitorov-2019-goda
-
პროგრამა Artemis-ის რეალიზაციასა და მთვარეზე ადამიანის მუდმივად არსებობისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად დაახლოებით 20-30 მლრდ დოლარია საჭირო. თანაც საუბარია არა NASA-ს ბიუჯეტზე, არამედ დამატებით ხარჯებზე, რომლებიც განაწილდება მომდევნო ხუთი წელიწადზე. ამის შესახებ ინტერვიუში განაცხადა კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა Jim Bridenstine-მა. პირველი ინფორმაცია, რომ NASA აპირებს დედამიწის თანამგზავრის სიახლოვეს ორბიტალური სადგურის აგებას - 2016 წელს გაჩნდა. 2017 წლის შემოდგომაზე კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს ეს განზრახვა და ხელი მოაწერეს მემორანდუმს რუს კოლეგებთან. მოგვიანებით მათ კანადა შეუერთდა. 2019 წლის გაზაფხულზე NASA-სა და ამერიკის ხელისუფლების გეგმები შეიცვალა: მთვარის პროგრამა Artemis ორად გაიყო. ახალი გეგმის თანახმად NASA მთლიანად არ ააგებს მთვარის სადგურს, არამედ შექმნის მხოლოდ ერთ მოდულს, რომელიც შეასრულებს შუალედური პუნქტის მოვალეობას დედამიწასა და მთვარეს შორის. ამ მოდულის მშენებლობა განხორციელდება კერძო კომპანია Maxar-ის მიერ, რომელიც მთელი რიგი პროექტებითაა წარმოდგენილი. დამატებითი მოდულები აიგება მას შემდეგ, რაც პირველად განხორციელდება ასტრონავტების გადასმა მთვარის ზედაპირზე. პროგრამა Artemis-ის რეალიზაციის მეორე ეტაპში მოიაზრება მთვარის სადგურის მნიშვნელოვნად გაფართოება, რის შედეგადაც იგი გარდაიქმნება მარსისკენ საფრენად მოსამზადებელ პლატფორმად. წარსულში Bridestine უარს ამბობდა დაესახელებინა პროგრამის რეალიზებისთვის საჭირო თანხის მიახლოებითი ოდენობა, ამბობდა, რომ ბევრი პუნქტი ჯერ კიდევ არ შემუშავებულა. ამჯერად გამოცხადებული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება NASA-ს ბიუჯეტსა და აშშ-ის კონგრესის მიერ პროექტის ბიუჯეტირების თანხებს. ძველად NASA-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ბიუჯეტის გაფართოების შესახებ წარუმატებელი მოლაპარაკებების შემთხვევაში სააგენტოს მოუწევს შეზღუდოს ან შეწყვიტოს სხვა პროექტების ფინანსირება. Bridestine კი დარწმუნებულია, რომ მთვარის პროგრამის რეალიზაცია სააგენტოს სხვა პროექტებზე გავლენას არ იქონიებს. https://3dnews.ru/989231
-
კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing Company ახალ ერას იწყებს ნახევარგამტარი წარმოების ისტორიაში. კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, Zhuang Zishou-მ განაცხადა, რომ კომპანიამ დაიწყო 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის შემუშავება. დიდი ალბათობით, ამ ტიპის ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტების კომერციული წარმოებისათვის TSMC ახალ ქარხანას ააშენებს 5-ნანომეტიანი ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილი ქარხნის სიახლოვეს, რომელიც ტაივანის ტექნოპარკში მდებარეობს. TSMC-ის ქარხანა „Fab 18“ 5-ნანომეტრიანი ჩიპების კომერციულ წარმოებას მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყებს. 2-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე პარალელურად მუშაობას ეს ხელს არ უშლის. TSMC ასევე აგროვებს დოკუმენტაციას, რომელიც აუცილებელია კიდევ ერთი ქარხნის აშენებისათვის - ეს ქარხანა 3-ნანომეტრიანი წარმოებისათვის იქნება განკუთვნილი. ამ ქარხნის აშენებას კომპანია 2020 წლის შუა პერიოდში აპირებს, 2022 წელს კი უკვე დაიწყება 3-ნანომეტრიანი პროდუქციის გამოშვება. შესაბამისად, 2-ნანომეტრიანი პროდუქტების წარმოებისათვის ქარხნის მშენებლობას TSMC 2022 წელს აპირებს, კომერციული წარმოება კი 2024 წელს უნდა დაიწყოს. შემცირებული ტექნოლოგიური ნორმების მქონე ტექნოპროცესის ათვისებაში დღესდღეობით TSMC-ს ერთადერთი კონკურენტი ჰყავს - ეს არის კომპანია Samsung. პროფილური ღონისძიებებით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ Samsung აპირებს დაახლოებით 2-3 კვარტლით ადრე დაასწროს TSMC-ს ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მასიური წარმოების დაწყება. სრულფასოვანი კონკურენციისთვის ორი კონკურენტი ცოტააა, თუმცა სულ არაფერს სჯობს. https://3dnews.ru/989193
-
ილონ მასკმა აქციონერებს აცნობა, რომ Tesla-მ შეიმუშავა წყალქვეშა ავტომობილის კონცეფტი, რომელიც მოგვაგონებს ჯეიმს ბონდის Lotus Esprit-ს. კითხვაზე - გეგმავს თუ არა კომპანია ოდესმე ავტომობილი-ამფიბიის შექმნას - მასკმა ღიმილით უპასუხა: „სასაცილოა, ამას რომ მეკითხებით. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ისეთივე წყალქვეშა ავტომობილის დიზაინი, როგორიც აგენტი 007-ის მანქანაა“. მასკმა ასევე განაცხადა, რომ მან Lotus Esprit 997 ათას დოლარად შეიძინა ლონდონის აუქციონზე 2013 წელს. მისთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო ის, რომ ავტომობილს რეალურად არ შეუძლია ტრანსფორმირება. Tesla-ს ვერსიას ელექტრო ძრავი ექნება და იგი ნამდვილი ტრანსფორმერი გახდება. მასკი რაიმე განსაკუთრებულ ილუზიებს არ იქმნის: წყალქვეშა ავტომობილის ფუნქციონალური მოდელის შექმნა ადვილი არ იქნება. „შესაძლოა, ერთხელაც შევქმნათ შოუ-მანქანა უბრალოდ გასართობად. ვთვლი, რომ ასეთი ავტომობილების ბაზარი დიდი არ იქნება, იგი მხოლოდ ენთუზიასტებისთვის იქნება განკუთვნილი“ - განაცხადა მან. https://www.techcult.ru/auto/6916-tesla-razrabotala-dizajn-podvodnogo-avtomobilya
-
7-ნანომეტრიანი Ryzen 3000 პროცესორები გაყიდვაში 7 ივლისს გამოვა, 16-ბირთვიანი ფლაგმანი Ryzen 9 3950X კი - სექტემბერში, თუმცა დედა დაფების მწარმოებლებმა უკვე ღიად დაიწყეს ახალი მოდელების მითითება თავიანთ ვებ-გვერდებზე თავსებად მოწყობილობათა ჩამონათვალში. მაგალითად, Gigabyte მზად არის გაასაჯაროვოს 7-ნანომეტრიანი Ryzen-ს მხარდამჭერი დაფების ჩამონათვალი ერთი მნიშვნელოვანი პირობის მიხედვით - ჩამონათვალში არსებული ყველა დედა დაფა დაფუძნებულია AMD X570 ლოგიკის ნაკრებზე. ჯერჯერობით დანამდვილებით არ ღირს თქმა, იმუშავებენ თუ არა ახალი პროცესორები უკვე არსებულ 400 და 300 სერიის ჩიპსეტის დედა დაფებზე, თუმცა პროცესორების ასორტიმენტის დიდი ნაწილის თავსებადობა გათვალისწინებულია. 16-ბირთვიან ფლაგმან Ryzen 9 3950X-ს ფორმალურად აქვს TDP არაუმეტეს 105 ვატისა, ამიტომაც მან წესით უნდა იმუშაოს არა მარტო ფლაგმანურ დაფებზე, არამედ უფრო მარტივ მოდელებზეც. სრული ინფორმაციისთვის დაინტერესებულ საზოგადოებას სექტემბრამდე მოუწევს მოცდა. https://overclockers.ru/hardnews/show/97722/gigabyte-uzhe-opublikovala-spisok-plat-podderzhivajuschih-16-yadernyj-ryzen-9-3950x
-
ამერიკულმა კომპანია Uber-მა მესამე ქალაქი აირჩია, რომელშიც ჩატარდება მფრინავი ტაქსების სატესტო ფრენები. დალასისა და ლოს-ანჯელესის პარალელურად გამოსაცდელი ფრენები განხორციელდება ავსტრალიის ქალაქ მელბურნში. იყო მოლოდინი, რომ სერვისის გამოცდისთვის მესამე ქალაქი დუბაი იქნებოდა, თუმცა ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და Uber იძულებული გახდა სხვა ქალაქი მოეძებნა აშშ-ის ფარგლებს გარეთ. ალტერნატივების სახით კომპანია განიხილავდა რიო-დე-ჟანეიროს, სან-პაულუს, ბომბეის, ბანგალორს, ტოკიოს, სიდნეის, საბოლოოდ კი არჩევანი მელბურნზე შეჩერდა. Uber-ის რეგიონალურმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ არჩევანი მელბურნზე შეჩერდა, რადგანაც ავსტრალიის ხელისუფლებას აქვს გრძელვადიანი მიდგომა თანამედროვე მგზავრობასა და მომავლის სატრანსპორტო ტექნოლოგიების კუთხით. მან ასევე აღნიშნა, რომ მელბურნს შეუძლია იამაყოს უნიკალური გეოსივრცული ფაქტორებით, აგრეთვე კულტურული ინოვაციებით, რომელთა წყალობითაც ეს ადგილი იდეალურ სივრცეს წარმოადგენს საჰაერო ტაქსების გამოცდისთვის. ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებს ვერტიკალური აფრენა-დაშვების უნარი გააჩნიათ. მათი გამოცდა 2020 წელს დაიწყება. სერვისი კი 2023 წელს ამოქმედდება. საწყის ეტაპზე ექსპერიმენტული ფრენების ფარგლებში მოხდება მგზავრების გადაყვანა მელბურნის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან საერთაშორისო აეროპორტისკენ. საწყის და საბოლოო პუნქტს შორის მანძილი დაახლოებით 19 კილომეტრი იქნება. ამ მანძილის დასაფარად ჩვეულებრივ ტაქსის 25 წუთი სჭირდება, მფრინავი აპარატით კი ეს დრო 10 წუთამდე შემცირდება. საჰაერო ტაქსით სამგზავრო ბილეთების დასაჯავშნად შესაძლებელი იქნება Uber-ის მობილური აპლიკაციის გამოყენება. როგორც მოსალოდნელია, მფრინავი ტაქსით მგზავრობის საფასური დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობისას. https://3dnews.ru/989098
-
სანამ საზოგადოება ახალ, Ryzen 3 თაობის დესკტოპ-პროცესორებს განიხილავს, AMD-ის სპეციალისტები უკვე მუშაობენ კიდევ ერთ „მონსტრ“ HEDT პროცესორზე - იტყობინება რესურსი Wccftech. ინტერნეტ-წყაროს ინფორმაციით ახალი თაობის CPU-ს ექნება 64 ბირთვი და 128 ნაკადი, წარმოდგენილი იქნება პლატფორმაზე კოდური სახელწოდებით - X599, თუმცა AMD განიხილავს საკითხს - შეცვალოს მისი სახელი, რათა არ იყოს მსგავსება Intel-ის პროდუქტთან. რაც შეეხება ახალი პროცესორის სოკეტს, იგი თავსებადი უნდა იყოს არსებულ TR4 დაფებთან, საჭირო იქნება მხოლოდ BIOS-ის ვერსიის განახლება. AMD-ის ახალი პროდუქტების დებიუტი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა შედგეს თუკი რა თქმა უნდა ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა. ეჭვგარეშეა, AMD-ის შედარებით დაბალფასიანი, 64-ბირთვიანი მონსტრის გამოჩენა სერიოზულად შეაფიქრიანებს Intel-ის სპეციალისტებს, რომელთაც ადეკვატური პასუხის გაცემა მოუწევთ. https://overclockers.ru/blog/id_1/show/27478/amd-predstavit-64jadernyj-processor-semejstva-threadripper-v-konce-2019-goda
